ნამდვილი სიყვარული(4)
თავი 4 პარკში სკამზე ვიჯექი და ვფიქრობდი ნიკზე, მომხდარზე და იამზე რაც ლექტორმა მითხრა, ამ დროს კი ის გამოჩნდა. თითქოს ის არ იყო საკმარისი რომ გონებიდან ვერ ვიგდებდი, ახლა რეალობაშიც ყველგან ის იყო, ეს ბიჭი ნარკოტიკივით არის ჩემთვის, მე მასთან ყოფნა მინდა თუმცა არ ვიცი ვარ თუ არა მზად გზის გაგრძელებისთვის. -ჯანდაბა როგორ იპოვე ეს ადგილი? -ღიმილით მკითხა ნიკმა -ნიკ აქ როგორ მოხვდი? -გიომ მითხრა რომ აქ გიპოვიდი -რატომ მეძებდი რაოცა წამოვედი დაკავებიული იყავი -კარგი რა ის გოგო არავინაა ჩემთვის -ამან უნდა მანუგეშოს, თუ არავინ არის უნივერსიტეტს მასთან ერთად რატომ ათვალიერებ? -ეს უბრალო დათვალიერება იყო -შენ კარგად იცი რომ არ იყო, მე მსგავსი სიტუაციის გამო კარგად დავისაჯე წლები დამჭირდა ყველაფერის გადასატანად და მეტი აღარ მინდა, უბრალოდ წადი. -ნიკი მომიახლოვდა, ხელზე ნაზად შემეხო, სახე ყურთან მომიტანა, მის სუნთქვას ვგრძნობდი და ეს გულს საოცრად მიჩქარებდა, ის კიდევ უფრო მომიახლოვდა და ყურში ჩამჩურჩულა -დარწმუნებული ხარ რომ გინდა წავიდე? -დარწმუნებული მას შემდეგ არ ვარ არაფერში რაც შენ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში. არ ვიცი რა მიზიდავს ასე ძლიერ შენში მაგრამ ვიცი ეს ისე არ დასრულდება როგორც მე მინდა -ასე რატომ ფიქრობ პრინცესა? -იმიტომ რომ უნივერსიტეტში დადიხარ ამ თავბრუ დამხვევი ღიმილით და ყველა გოგოს აჯადოებ, შენ თავად არ იცი რა გინდა და გთხოვ მეც ნუ ჩამითრევ ამ გაუგებრობაში -მე ვიცი რაც მინდა -ნიკმა ხელები მომხვია მკერდზე მიმიკრა და მაკოცა, ეს შესანიშნავი იყო -მე შენ მინდიხარ პრინცესა -ამ სიტყვების თქმის შემდეგ ადგა და წავიდა. მე სახლში წავედი სულ ნიკზე ვფიქრობდი, დაბნეული დავდიოდი, არ ვციდო რა უნდა გამეკეთებინა, ეს ნამდვილი საშინელება იყო. მთელი ღამე არ მძინებია, პირველად არ მსურდა უნივერსიტეტში წასვლა, რადგა იქ ის იქნება მე კი არ ვიცი რამდენად შევძლებ თავის შეკავებას. მაგრამ დამალვა გამოსავალი არ არის ამიტომ დილით საწოლიდან ავდექი, მოვემზადე და სამზარეულოსი ჩავედი -საყვარელო დღეს განსაკუთრებულად გამოიყურები, ანათებ, მოხდა რამე? -მე ყოველთვის ასე გამოვიყურები დიტო ასე რომ შეწყვიტე სულელური საუბარი -უბრალოდ კომპლიმენტი იყო, ნუ ბრაზობ -არ ვბრაზობ -როგორ არა ბრაზობ, ხომ იცი კარგად გიცნობ მე ვერ მომატყუებ -ფსიქოანალიზი არ მჭირდება უნდა წავიდე -წარმატებები -სახლიდან გამოვედი ტაქსი გავაჩერე და უნივერსიტეტში წავედი. უნივერსიტეტის შესასვლელთან კი ელი, დევიდი, ნიკი და გიო მელოდებოდნენ -დღეს მანქანით თუ არ მოდიოდი გეთქვა და გამოგივლიდი -გაკვირვებულმა მითხრა გიომ -ალბათ არ უნდოდა საჭესთან გონება გაფანტული დამჯდარიყო -გონება გაფანტული არ ვარ, ასე რომ შეწყვიტეთ ჩემზე მოშტერება და ლექციაზე შევიდეთ -სწრაფად გავემართე აუდიტორიისაკენ, ელი უკან გამომყვა -ყველაფერი რიგზეა, თუ რაიმე პრობლემა გაქ შეგიძლია დამელაპარაკო -ჩემი პრობლემა შენი ძმაა -დევიდს ყურადღებას ნუ აქცევ ის ყეყჩია -დევიდი კი არა ნიკია პრობლემა -რატომ რა მოხდა? -ვცდილობ თავიდან ამოვიგდი ის კი სულ ჩემს გარშემო ტრიალბეს -მას შენ ნამდვილად მოსწონხარ, ასე რომ მის მოშორებას ვერ შეძლებ -როგორ მანუგეშე ელი -მე და ელი აუდიტორიაში შევდიოდი როდესაც ნიკმა მკლავში ჩამავლო და გვერდით გამიყვანა, მე კედელთან ვიყავი ატუზული ისე როგორც პატარა ბავშვი, ის კი ისევ მისი თავბრუ დამხვევი ღიმილით მიყურებდა -ამას ნუ აკეთებ, ნუ ცდილობ ჩემს ცხოვრებაში შემოჭრას -მე უკვე შენს ცხოვრებაში ვარ, მეტიც მე ვარ შენი ცხოვრება -როგორ არა, შენი თავდაჯერებულობა მკლავს -მოულოდნელად ჩვენი ლექტორი გამოჩნდა რომელიც გაოცებული გვიყურებდა -ბავშვებო მგონი დროა აუდიტორიაში შემოხვდიეთ -აი ამ წამს ნამდვილად დატუქსული პირველ კლასელებივით გამოვიყურებოდით, აუდიტორიაში შევედით და ჩვენი ადგილების დასაკევებლად გავემართეთ -მარიამ თქვენ დარჩით, ჩემს მაგიდასთან დაიკავეთ ადგილი -რატომ სერ? -ბავშვებო დღეს სემინარს მარიამი ჩაგიტარებთ -ამ სიტყვებმა აუდიტორიაში დიდი გაოცება გამოიწვია -ეს რა წესია რატომ უნდა ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა ჩვეულებრივმა პირველ კურსელმა -ნინიმ ეს სიტყვებეი დანარჩენ სტუდენტებზე შთაბეჭდილების მოსახდენად წარმოთქვა თუმცა ამაო გამოდგა -იმიტომ ჩაატარებს გამოკითხვას მარიამი რომ ის ჩვეულებრივი პირველ კურსელი არ არის საუკეთესოა პირველ კურსზე -მაინც უსამართლობად მიმაჩნია სერ თქვენი გადაწყვეტილება -არ მაინტერესებს მარიამ გამოკითხვა ჩვენი აქტიური სტუდენტისგან დაიწყეთ, წარმატებები ნინი -ნინის სახე შეეცვალა ამას არ მოელოდა, თუმცა ის კი არა მომხდარს ვერც მე ვიჯერებდი, ეს მართლა დიდი წახალისება იყო ლექტორის მხრიდან, მაგრამ ასევე დიდ სირთულეს წარმოადგენდა ნიკისთვის კითხვების დასმა, ის ისევ თვითკამყოფილი მიყურებდა და მიღიმოდა, კითხვების დასმის ნაცვლად კი მე მის კოცნაზე ვფიქრობდი, თუმცა ეს მაინც შევძელი საბოლოოდ ლექტორი სემინარით კმაყოფილი დარჩა მე კი როგორც კი შანსი მომეცა სახლში წავედი, კიდევ ერთი განმაროტოება ნიკთან ერთად და ჩემი წინააღმდეგობა და თავშეკავება სამუდამოდ გაქრებოდა. სახლში მივედი და მთელი ღამე ვხატავდი. მოულოდნელად ტელეფონმა დარეკა, ტელეფნოს დავხედე და დავინახე რომ ნიკი რეკავდა, არ მინდოდა მეპასუხა თუმცა სხვა გზა არ მქონდა, ტელეფონი ავიღე. -მარი სასწრაფოდ გარეთ გამოდი- ნიკმა ეს მითხრა და ყურმილი დაკიდა, მე ხალათი მოვიცვი და კიბეები ფრთხილად ჩავიარე რათა ოჯახის წევრები არ გამეღვიძებინა. სახლის კარი გავაღე თუ არა ეზოდან ჩემი ძაღლი მია შემომეგება და ეზოს კარამდე მიმაცილა. ეზოდან გავედი, კარი დავხურე და დავინახე როგორ იდგა ნიკი სანთლებით გაკეთებულ გულში -ეს რა არის? -შანსის თხოვნა -რას გულისხმობ? -მარ მომეცი შანსი და დაგიმტკიცებ რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ, შენ ის ერთადერთი ხარ რომელიც მე მჭირდება, შენ ჩემი მეორე ნახევარი ხარ -ამაში დარწმუნებული ხარ? -ვიქნები თუ შანსს მომცემ -მე ცოტახანს ჩუმად ვიდექი, ჩემს გულსა და გონებას შორის ბრძოლა იყო გაჩაღებული, საბოლოოდ კი გულმა გაიმარჯვა -კარგი -რა კარგი? -მოგცემ შანსს - ნიკი მომეხვია და დამატრიალა -შენ პრინცესა, მე უბედნიერეს კაცად მაქციე -არ მინდა მომენტი გავაფუწო მაგრამ აქ ძალიან ცივა აჯობებს სახლში შევიდეთ -არა მგონია სტუმრობისთვის შესაფერისი დრო იყოს -ნუღელავ ვერავინ გაიგებს -მე და ნიკი ეზოსი შევედით, ის ჩემს წინ მიდიოდა, მოულოდნელად კი შეშინებული შემობრუნდა -მარ იქ საშინლად დიდი ციმბირული ლაიკა -ვიცი, ნიკ გაიცანი ჩემი გოგო მია, მია ეს ნიკია -მოდი შევიდეთ მგონი მიას არც ისე ძალიან მოვეწონე -ახლა უკვე ცუდი გოგო ხარ? - სახლში შესულებს ჩემი და ბარბარე შეგვხვდა, ის ყველაზე ცნობისმოყვარე ადამიანი ვისაც კი ვიცნობ -ბარბ რატომ არ გძინავს? -და ეს გამოვტოვო, მე ბარბარე ვარ მისი და -მე ნიკი ვარ მისი მეგობარი ბიჭი -მეგობარი ბიჭი როგორც გიო ? თუ მეგობარი ბიჭი? -ეს შენი საქმე არ არის პატარა ქალბატონო -როგორც იტყვი, ეს შამპანიური წაიღე გამოგადგებათ, ჰო და კიდევ გაუტეხავ ჩემს დას გულს და გაგიტეხავ თავს -ბარბარე თავის ოთახში შევიდა -შენი და მაგარი ვინმეა -რომ იცოდე არ ხუმრობდა როცა დაგემუქრა -კარგი ფრთხილად ვიქნები -შემოდი, თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში -ნიკმა შამპანიური გახსნა, მე კი უეცრად მისი დახატვა მომინდა, ხატვა დავიწყე, სანამ მე ვხატავდი ნიკი საკუთარ თავზე მიყვებოდა. მთელი ღამე ისე გავიდა ვერც კი შევამჩნიეთ, საუბარში ორივეს ჩაგვეძინა.ეს შესანიშნავი ღამე იყო თუმცა დილაზე იგივეს ვერ ვიტყვი. ჩემი და დილის 6 საათზე შემოიჭრა ჩემს ოთახში და ჰაერიდან მთელი რომანტიკა გააქრო. -ჯანდაბა გაიღვიძეთ -აქ როგორ შემოხვედი -ნიკ ექვსი საათია უნდა წახვიდე სანამ უფროსები გაიღვიძებენ და კიდევ მე მეორე გასაღები მაქვს -გასაგებია, ახლავე წავალ -ისე ცნობისმოყვარეობის გამო ჩაცმულები რატომ ხართ? -მოშორდი აქედან საძაგელო -ჩემი და ოთახიდან გავაგდე -დღეს უნივერსიტეტში წაგიყვანო? -არა თავად მოვალ -შეხვედრამდე -დროებით -ნიკის წასვლიდან რამდენიმე წუთში ჩემი და ისევ დაბრუნდა ჩემს ოთახში -ისე მეგონა წუხელ სექსით დაკავდებოდით -ვითომ რატომ? -რომანტიკა, სანთლები და შამპანიური, ამ კომბინაციას ყოვეთვის სექსი ახლავს -ორი ჭიქა შმპანიური არ არის საკმარისი თავის დასაკარგად -კარგი სხვა დროს ღვინოს მოგცემთ -დაიკარგე აქედან უნდა დავიძინო -კარგი მივდივარ -ჩემი და წავიდა მე კი ძილი გავაგრძელე, უნდა გამომეძინა რადგან ლექციებზე ვიყავი წასასვლელი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.