დაბრუნება (თავი 3)
უკვე შვიდი საათია. მე ჯერ კიდევ სარკის წინ ვზივარ სველი თმით, სამოსის გარეშე, პირსახოცის ამარა. ჩემს თავს ვუყურებ და ერთადერთი რაც თავში მომდის, არის ის, რომ ეს ბიჭი საფრთხეა. მეშვიდე წელია, გულწრფელად ვამბობ, თავს ძლივს ვიკავებ დაბრუნებისგან. ეს მამაკაცი საფრთხეა, რომელმაც შეიძლება უფრო მომანატროს იქაურობა და უარესიც, იქ გამიშვას. გადაწყვეტილი მაქვს ამ ზაფხულს დავბრუნდე, მაგრამ მხოლოდ ერთი თვით და ისე, რომ არავის ვნახავ… საშინლად მეშინია, დარჩენა არ მომინდეს. ამ ფიქრებში გართული, მანქანის სიგნალმა გამომაფხიზლა. საძინებლის ფანჯარა გავაღე და ხელში ივანე შემრჩა იმ ჯიპზე აყუდებული. - ჯერ შვიდია. - გავბრუნდე? - ამოდი… ამოდი. - ჩავიქირქილე. სამზარეულოში ყავა გადმოვიღე, გავაკეთებ-მეთქი და კარზე ზარის ხმაც გაისმა. ცუნცულით მივედი კარამდე და გავუღე. ცუნცულის გამო პირსახოცი ოდნავ ჩამომიცურდა და ხელით დავიჭირე. ივა გაშტერებული მიკურებდა. ადგილს მიყინვოდა და არ ინძრეოდა. - დიდი ხანი იდგები ასე? - სახელოზე დავექაჩე, შემოვათრიე და კარი ზურგს უკან მივუხურე. -მზ… მზად ხარ? - ძლივს მოიკრიბა ძალა ამის სათქმელადაც. - კი, ივა. აი ასე მოვდივარ. - ტუჩის კუთხე ჩავტეხე და სამზარეულოში დავბრუნდი. ბარისკენ ვიყავი მიბრუნებული და ყავას ვაკეთებდი, მოვიდა და ყელში მაკოცა. ტანში გამცრა. გამაჟრიალა. მაგრამ რა თქმა უნდა არ შემიმჩნევია. ყავა წინ დავუდე. ისე ვიქცეოდი, სახიდან ცივი გამომეტყველება არ მომშორებია. - სად მივდივართ? - მაგას არ გეტყვი. - უნდა მითხრა. - რატომ ვითომ? - რა ჩავიცვა ხომ უნდა ვიცოდე? - საცურაო კოსტიუმი. - და მარტო საცურაო კოსტიუმით წამოვიდე? - გამომწვევად ვკითხე და ცალი წარბი ავწიე. - სარაფანი გადაიცვი ან რამე. ზემოდან რაც გინდა გეცვას. - ღმერთო ჩემო! - თვალები გადავატრიალე. ზუსტად ათ წუთში მეც სამზარეულოში ვიჯექი და ყავას ვსვამდი. - წავიდეთ რა… - ჯერ ნახევარი საა… - კი, მაგრამ მე ლაპარაკი მინდა შენთან. კი, შენი ყურებაც კარგია. კარგი კი არა შესანიშნავი მაგრამ… - მთელი კვირა ამას აკეთებდი და მოგბეზრდა. არა? - ჭიქა ავაცალე, ნიჟარაში ჩავდე და ოთახში გავედი. პატარა, ძალიან პატარა ზურგჩანთაში რაღაცეები ჩავყარე და კართან დავდექი. ის ჩვეული სიმშვიდით მიყურებდა. ეს სიმშვიდე მაგიჟებს ყველაზე მეტად! - დიდი ხანი გელოდო? - მოვდივარ! მოვდივარ! უჟმურო. - ჩაიბურტყუნა თავისთვის და თან გამიღიმა. გზაში ორივე ჩუმად ვიყავით. გადავწყვიტე შემეწყვიტა ნერვიულობა ყველაფერზე და ჩვეული ცხოვრება გამეგრძელებინა. ისევ დინებას მივყვებოდი. რაც მოხდება მოხდება. საშინლად მიზიდავდა. საშინლად. აუხსნელი იყო რატომ. მანქანა დიდი სასტუმროს, “გრანდ ჰოტელ ნიუ-იორკის” წინ გაჩერდა. კარი გამიღო და ხელი გამომიწოდა. - აქ რა გვინდა? - ჩაეღიმა, თუმცა პასუხი არ გაუცია. ხელს არ მიშვებდა და 6 წლის შვილივით ხელჩაკიდებული დავყავდი. კართან დაცვა ღიმილით შეეგება. - ბატონო ივანე. - თავი დაუკრა და კარი გააღო. ივას არაფერი უთქვამს მხოლოდ გაუღიმა და საპასუხოდ თავი თვითონაც დაუკრა. გეზი ლიფტისკენ აიღო. საუკუნედ გაიწელა ყოველი წამი კარის გაღებამდე. შევაბიჯე და მის გვერდით თავაწეული დავდექი. უკვე მეასედ ვიგრძენი როგორ ამათვარიელა. ხელი ჯერ -1 სართულის ღილაკს დააჭირა. მერე სახეზე ხელი ნერვიულად ჩამოისვა. ღილაკების წინ დადგა და ქვემოთ მყოფ წითელს დააჭირა, რომელსაც “STOP” ეწერა. ხმა არც ახლა ამომიღია. ივა წინ ამესვეტა. ხელები კისერზე ნაზად მომკიდა და ამღვრეული თვალები შემომანათა. მარჯვენა ხელის ცერათითს ლოყაზე დააცურებდა. ვერ აღვწერ რა მემართებოდა მის თითოეულ შეხებაზე. ახლა კი, წინ მედგა. სახე ოცი სანტიმეტრის დაშორებით ექნებოდა ჩემისგან. მის უჩვეულოდ მხურვალე სუნთქვას მთელ სახეზე კი არა, მთელს ტანზე ვგრძნობდი. მის უჩვეულოდ ცივ თითებს კი კისერზე, მაგრამ გიჟებივით დარბოდნენ რაღაც ნაწილაკები, რომლებიც ამ სიცივეს მთელს სხეულში მინაწინელბდნენ. ყველაფრისდა მიუხედავად განსჯის უნარი შემორჩენილი მქონდა, სანამ თმაში თითები არ შემიცურა. მერე ყველაფერი დაბნელდა. ორივე ხელი ერთდროულად შეაცურა ჩემს თმაში. მარცხენათი ჩამოვარცხნასავით, ხელით ხერხემალს დაუყვა და წელზე მჭიდროდ შემომხვია. სახე კიდევ უფრო მომიახლოვა და შუბლით მომეყრდნო. თვალებში ისე მიყურებდა, დამეფიცება უსიტყვოდ ვუყვებოდი ყველაფერს, აბსოლუტურად ყველაფერს ვაგებინებდი. თავში მოგონებების ზღვა აღელდა და კლდეებს ტალღები უმოწყალოდ ეხეთქებოდნენ. მტკიოდა ყოველი შეხეთქება. ამ ზღვას კი მის ზღვისფერ თვალებში ვხედავდი. მის ზღვისფერ თვალებში, რომლებიც მისმენდნენ. არ მიყვარს ყველაფრის გადრამატიზირება და ყოველთვის შემიძლია სიტუაციის ობიექტურად შეფასება. მას ჩემი ესმოდა. ზღვამ და ზღვისფერმა თვალები თავისი ქნეს, თვალებზე ცრემლები მომაწვა, თუმცა არც ერთი გამომიშვია. არ ვაპირებდი მის წინ ტირილს. თვალები ძირს დავხარე, რომ სევდა აღარ შეემჩნია. ვგრძნობდი, რომ სავარაუდოდ ეს ჩემი სიმარტოვისგან გამოწვეული სასოწარკვეტილების მიერ შექმნილი ილუზია იყო და მას ჩემი არ მესმოდა. ალბათ ეს უბრალოდ მე გამოვიგონე-მეთქი გავიფიქრე თუ არა სახეზე დამჩურჩულა მე შენთან ვარო და ჯერ ნაზი კოცნა მაჩუქა, რომელიც უფრო ძლიერსა და მომთხოვნში გადაიზარდა. მარჯვენა ჩემს თმებში ჰქონდა გადახლართული, მარცხენას კი წელზე უფრო და უფრო ძლიერად მიჭერდა… სახეზე ცივი ჰაერის შეჯახებამ გამომაფხიზლა, როდესაც უცბად მომწყდა და წითელ ღილაკს ისევ დააჭირა. ლიფტის კარი გაიღო და უზარმაზარი აუზის უზარმაზარ ოთახში აღმოვჩნდით. იქვე იყო ბარიც. ივამ სასმელები შეუკვეთა. მანამდე მე ჩემი შავი სარაფანა ნელა მოვიცურე სხეულიდან და შეზლონგზე მივაგდე. სამოსი დავდე და ამოვიხედე თუ არა გახევებული ივა დავინახე, რომელიც ბართან ორი ჭიქით ხელში ისე იდგა, თითქოს მისი ფეხები იატაკს შეეზარდნენ. ისე გავიხედე ვითომ არც კი შემიმჩნევია და აუზში ჩავხტი. ძალიან ღრმად ჩავყვინთე. პატარაობაში მამას ზღვაზე მივყავდი ხოლმე. დედა ვერ მოდიოდა. მაგრამ მამას მივყავდი ჩემს პატარა დასთან, ბარბარესთან ერთად. ცურვაზე ადრე და მარტივად ყვინთვა ვისწავლე. ყოველთვის მიყვარდა წყლის ქვეშ გაჩერება. მეგონა, სხვა სამყაროში ვიყავი და პრობლემებიც არ არსებობდნენ იქ. ხშირად ვავსებ სააბაზანოს წყლით და მასში ბოლომდე ჩავდივარ. უარს ვამბობ სუნთქვაზე. უარს ვამბობ ამ სამყაროში არსებობაზე. ორგანიზმს აშკარად საშინლად მოწყურდა ჟანგბადი. გადავწყვტე დავბრუნებულიყავი. უცებ ამოვყვინთე და ჩვენს შეზლონგებთან დავჯექი. ფეხებს წყალში ვათამაშებდი და მივშტერებოდი. მარჯვნივ საშინლად გაცხელებული სხეული შემეხო და ამ სითბოსგან მიღებული სიამოვნების გამო მთლიანად ავეკარი. კონიაკის დიდი ბოკალი გამომიწოდა. არასდროს მომწონდა ასეთი კონიაკის ჭიქები. უაზროდ დიდი და მრგვალი, სადაც მხოლოდ ორი წვეთი სასმელი უნდა ჩაგესხა. ბოთლი გახსნა და ჩემი თვალების ფერი სასმელი დამისხა. - მოდი შევთანხმდეთ, ბოლომდე გულწრფელი ვიქნებით ორივე. - კარგი. - ჩვენ ჩვენი ისტორია მოვყვეთ. - ენა ჩამივარდა. სასმელი გამოვცალე და ჭიქა გავუწოდე შესავსებლად. - მე… მოდი ამაზე არ გვინდა. - თუ გინდა ჯერ მე მოგიყვები. - მე… ივა, უბრალოდ… - ღრმად ამოვიხვნეშე და სახე ხელებში ჩავრგე. მერე თმები ნერვიულად გადავიწიე უკან ორივე ხელით და უკვე დამშვიდებულმა გავხედე. - ამაზე ლაპარაკს არ ვაპირებ.- უხეშად მივუგდე და სასმელი პირში დავიგუბე. - ნუ უხეშობ! - გაბრაზებულმა მითხრა. - აქ ისე ვარ როგორ შენი მეგობარი. ასე რომ ნორმალურად მელაპარაკე. - ესაა ჩემი ნორმა. - არა. ეს შენი ნორმა ალბათ ახალ ცხოვრებაში გახდა. - ნეტა შენ რა იცი… - არ ვიცი. არ გიცნობ. არაფერი ვიცი! მაგრამ ზუსტად ვიცი. შენ არ ხარ უხეში. არ გიყვარს ხალხის გულის ტკენა… ვიცი. - ჩუმად ვიჯრქით. ჭიქა გვერდით დავდე და აუზში ნელა ჩავსრიალდი. ისევ ჩავყვინთე. რამოდენიმე წუთი ისევ გავჩერდი წყალქვეშ, აუზის ცენტრში ამოვტივტივდი და ზურგზე დავწექი. - მართალი ხარ. არ მიყვარს როცა ვინმეს გულს ვტკენ, მაგრამ… უხეში ვარ. სისხლში მაქვს გამჯდარი ხალხის მოშორება… მირჩევნია მარტო ვიყო. სრულ იდილიაში. - შენს ნაჭუჭში? - იმაშიც მართალი ხარ, რომ ახალი ცხოვრება მაქვს, სადაც სხვანაირი გავხდი… - მის კითხვას ყურადღება არ მივაქციე ისე გავაგრძელე. - ახალი ცხოვრება მაქვს… ძველი იქ, საქართველოში დავტოვე… - ისევ ამოვიხვნეშე და თვალები დავხუჭე. - ყველაფერი დავკარგე, რაც მასთან მაკავშირებდა. - ასე, ჩუმად, თითქოს მძინარე ვტივტივებდი წყალზე. არავინ და არაფერი მანაღვლებდა. თითქოს ოდნავ მომეშვა, რომ ეს ვთქვი. მაგრამ სინამდვილეში ბოლო სიტყვებმა კიდევ უფრო მოუჭირეს გულს და ფეთქვა გაუძნელეს. - ვიცი, არაფერ შუაშია, მაგრამ… საოცრად ლამაზი ხარ. - ქართულად მითხრა. გამეღიმა. - მადლობა. - არა. - რა არა? - მადლობისთვის არ მითქვამს. - ვიცი. - ხოდა ძალიან ლამაზი ხარ-მეთქი. - ხოდა მადლობა-მეთქი. - მივცურე და ისევ გვერდით მივუჯექი. - არა! უნდა შეიფერო. მინდა, რომ შეიფერო. - ხელით სახე შემაბრუნებინა. პირდაპირ თვალებში მიყურებდა და ჩემი ნიკაპი ორი თითით ეჭირა. - ლიზა, იმაზე ბევრად ლამაზი, ჭკვიანი, განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი ხარ, ვიდრე წარმოგიდგენია… - კონიაკი მოვსვი, ისე რომ მას არ მოვშორებულვარ. მერე შემრცხვასავით და ქვემოთ დავიხედე. ის კი ისევ ისე ურცხვად მითვალიერებდა სახეს. - მოგწონს? - აშკარად შეამჩნია, რა ემოციებს იწვევდა ჩემში მუსიკა, რომელიც ახლა იყო ჩართული. - რა? - მუსიკა. - მიყვარს. - სახელი იცი? - Duke Ellington-ის და John Coltrane-ის “In a sentimental mood”. საოცრებაა. - ჯაზი გიყვარს? - თვალებ აბრჭყვიალებულმა მკითხა. - ვაღმერთებ. - სიჩუმე. ჩემს სახეს უცებ მოშორდა და მიმტანს ხელი დაუქნია. - რას შეჭამ? - დაფიქრებაც არ დამჭირდა. ზუსტად ახლა ვოცნებობდი. - შოკოლადიანი ეკლერები თუ შეიძლება. - ივამ მხოლოდ თავი დაუქნია და გოგონა კაკუნით გაუჩინარდა ოთახიდან. უკვე მეორე უდიდეს ეკლერს რასაც ქვია ვიტენიდი პირში. დიდი ლუკმებით არ ვჭამდი, მაგრამ ისეთი სიჩქარით ვაქრობდი, რა მნიშვნელობა აქვს? როგორც იქნა მოვწყვიტე თვალი ჩემს მონატრებულ მეგობარს და ივას ავხედე, რომელიც მომღიმარი მიყურებდა. - რა გაჩინებშ? - ამოვიდუდღუნე პირგამოტენლმა, ისე რომ პირზე ხელი ოდნავ მქონდა აფარებული. - პატარა ბავშვივით ხარ. სულ მოთხუპნული. - ბოლო დიდი ლუკმა გადავყლაპე. კონიაკი მივაყოლე. ძირს ვიჯექით და შეზლონგებს ზურგებით ვეყრდნობოდით. ერთმანეთს შორის იდო ეკლერების დიდი თეფში და კონიაკის მეორე ბოთლიც. პირი მოვიწმინდე და ჩავახველე. - ახლაც? - ვითამაშოთ. - რა? - კითხვები. თითო-თითო კითხვას უსვამთ ერთმანეთს. - კარგი მე ვიწყებ. - არა! მე! - ბავშვივით შემოკრა ტაში. - ამ… საყვარელი სასმელი. - შავი ღვინო. საყვარელი სპორტი. - ფეხბურთი… საყვარელი წიგნი. - ოუუუ. ეს რთულია. პატარა უფლისწული ალბათ. შენი? - კრაზანა. - არ არსებობს! ვოინიჩი! ვგიჟდები! - გახარებულმა წამოვიკივლე და იმასაც გაეცინა. - რას აგროვებ? - ღვინის ბოთლებს. - გავიცინე. - არა. ვხუმრობ. ამ… ვერ გეტყვი. - გამეცინა და გავწითლდი. - სექსუალურ ქვედასავლებს? - ღამის პერანგებს. ოღონდ სარაფნებს. პენუარებს რა. ოღონდ გაშვებულებს. - გავწითლდი. იმან ტუჩები გაილოკა და გამიღიმა. თვალები მობეზრებით ავატრიალე. - ყველაზე მეტად რა მოგწონს გოგოში? - ოო… ეგ რთულია. გააჩნია. - რას? - ერთი ღამის თუ…? - თუ. - ადრე მეგონა, მომეწონებოდა, რომ გახსნილი იქნებოდა. - ახლა? - ახლა იდუმალება მომწონს. - და რამ შეგაცვლევინა აზრი? - ჩემი ჯერია. - გთხოვ. - ერთმა გოგომ. - ისე გამომხედა მივხვდი, ვისზეც ამბობდა. ხოდა გადავწყვიტე თავი მომეჩვენებინა და ეკლერი ვიტაკე პირში. - ახლა მე. თან ორი კითხვა… საყვარელი თვალის ფერი. - ცივი ცისფერი. - საყვარელი… არა. რა არ მოგწონს ჩემში? - რა და… ის როგორც გაგიცანი. უაზროდ მეუხეშე და ძალიან ცუდად მელაპარაკე. კიდევ ჯიუტი ხარ, მაგრამ… არა ეს არა. ალბათ ეს უფრო მომწონს ვიდრე პირიქით. არ მომწონს რომ… - რაც პირველი მოგივა თავში. - რომ შენი შეხება მაბნევს. - წამოვროშე რაც პირველი მომივიდა. გაეცინა და ჩემსკენ მოიწია. მე გავაგრძელე. ვითომც არაფერი. - რა არ მოგწონს ჩემში? - შენში? სიგარეტს რომ ეწევი. შენი სიჯიუტე არ მომწონს! მამწარებს! კიდევ, სწერვა რომ ხარ ის… და… შენს გარშემო როცა ვარ და ზოგადად, როცა რაღაც შენ გიკავშირდება, პატარა გოგოსავით ვიქცევი. - გამეცინა. - და რა მოგწონს? - ეგ საშინელი კითხვაა. შენი სიჯიუტე, საქმის სიყვარული, შენი თმის ფერი მომწონს საშინლად, კიდევ, შენს სხეულზე არ ვილაპარაკებ. - გაეცინა. - ამ… შენი ძალიან ლამაზი პატარა თითები, შენი ღიმილი, მორცხვი რომ ხარ. შეუდრეკელი და დაუნდობელი რომ ხარ. სითამამეც მომწნს. ეს დამავიწყდა. სითამამე თან არც მომწონს. იმიტომ რომ… იმ ღამეს… თამამად იქცეოდი და… მეშინია,რომ სხვასთანაც ასე მოიქცევი. შენი იდუმალება მომწონს. ახლა შენ. შენ რა მოგწონს ჩემში? - შენში? - ხო. - შენ. - ეგ როგორ? - ყველაფერი. - არაფერია რაც არ მოგწონს. ან რამე რაც განსაკუთრებულად მოგწონს. - განსაკუთრებით შენი ცივი თვალები და მზრუნველი ხმა მიყვარს. - ეკლერის ღეჭვა გავაგრძელე და კისერში ცხელი ტუჩების შეხება ვიგრძენი. - ეს რისთვის? - დაინტერესებული თვალებით გავხედე და კონიაკი მოვსვი. - შენ თქვი, რომ გიყვრს. - მითხრა და მარჯვენა ლოყაზე მაკოცა. - რა მიყვარს-მეთქი? - ჩემი თვალები. - ახლა მარცხენაზე. - და ჩემი ხმა.- ახლა ქვედა ტუჩზე მაკოცა ნაზად. მოვიშორე. - არ მითქვამს. - თქვი. - თქვა და ის იყო ტუჩზე ნაზად უნდა ეკოცნა, გავიწიე და მე თვითონ ვაკოცე. ველურივით ვკოცნიდი. ისიც კოცნაში ამყვა და ძალიან მალე მოვშორდი. ის იყო, რაღაც უნდა ეთქვა, აუზისკენ გავიქეცი და გადავხტი. ალკოჰოლისგან გაბრუებულს საშინლად მესიამოვნა უცებ ცივი წყლის შეხება. ისევ ჩავყვინთე და ფსკერს ვუახლოვდებოდი, რაღაც რომ შემეხო. შევცბუნდი და შემოვბრუნდი. ივა გაკრეჭილი მიყურებდა. ხელები წელზე მომხვია და ძალიან მაგრად მაკოცა. მერე ზემოთ ამოვიდა. - ამას რატომ აკეთებ? - რას? - ამდენ ხანს ქვემოთ რატომ ჩადიხარ? - ვუჩინარდები. - მოგწონს ეგ იდეა? - კი. - ხოდა, მე შენთან შემოთავაზება მაქვს. - რა? - ჯერ არ გეტყვი. ავიდეთ რა. - აუზიდან ამოვედით. უცებ საშინელმა კანკალმა ამიტანა. ივამ პირსახოცი მომასხა. უკვე ვგრძნობდი, სასმელი საშინლად მომკიდებოდა და მართლა გატიშული ვაბორიალებდი თვალებს. - ივაა… - თავი მხარზე ჩამოვადე. - ხო. - მითხრა და სველი თმა ყურზე გადამიწია. - მაშინ ისე რატომ დამელაპარაკე? ცუდი ხო არ ხარ? - პატარა ბავშვივით მივაპყარი ინტერესიანი თვალები. ნიკაპი მედო მის მხარზე და პირდაპირ თვალებში ვუყურებდი. მთელ სახეზე ვგრძნობდი მის წამწამების მოძრაობასაც კი. ვერ გეტყვით სიახლოვის თუ სიმთვრალის გამო. - როდის? - სუ სუ თავიდან. ასე… - თვალები ამიცრემლიანდა. - ასე მითხარი მეზიზღება შენნაირებიო. და… უგრძნობი ხარო და… ოდესმე რამე გიგრძვნიაო? მკითხე. - გახსოვს? - ვერ ვიტან, რომ ყველას ცუდი ვგონივარ. - სახე მის კისერში ჩავდე და ამოვისლუკუნე. ხელი შემომხვია და მეც ორივე ხელით მივეხუტე. - მაგრამ… - ამოვისლუკუნე. - ტუ ვაჩვენებ, რომ კარგი ვარ, გამომიყენებენ, გულს მატკენენ… მე კი…- ისევ ვსლუკუნებდი. - მე ჩემ გარდა ვერავინ… არავინ მყავს დამცველი. - უკვე ვტიროდი. ივამ ჩემი სახე ხელებში მოიქცია. - ამის უფლება აღარ გაქვს. - რისი. - ასე ლაპარაკის? - ცრემლები მოვიწმინდე. - რატო? - მე გყავარ. - გამიღიმა და მაკოცა. ძალიან ნაზად მკოცნიდა, თითქოს არ უნდოდა რომ რამე ეტკინა ჩემთვის. ნელა, ნაზად, თავდავიწყებით და მაინც ვნებიანად. არ მახსოვს მის კალთაზე გადამჯდარი როდის აღმოვჩნდი. ერთ ხელს წელზე მხვევდა მთელი ძალით, მეორე კი თმებზე ჰქონდა ჩაბღუჯული. მე ორივე ხელს თმებში დავაბორიალებდი და საშინლად ველურად ვკოცნიდი. მეფერებოდა. ძლიერად და თან ნაზად მეფერებოდა. საოცარი კოცნა იცის. მე გავჩერდი და შუბლი შუბლზე მივადე თვალებში ვუყურებდი. - თავხედო. - ტუჩებზე დავაფრქვიე სიტყვა. - რატომ? - როგორ ბედავ ასე საშინლად გამაგიჟო? - ვუთხარი და ტუჩებს ისევ წყალს მოწყურებული თევზივით დავეწაფე. ივამ თმა მომქაჩა და ტუჩებისგან თავი ძლივს გაითავისუფლა. კოცნითვე დაუყვა ქვემოთ და მთელი კისერი დამიკოცნა. ჰაერი არ მყოფნიდა და უფრო და უფრო ღრმად ვისუნთქავდი. როცა ლავიწის ძვალზე კბილით შემეხო ბოლომდე გავიყინე. - საკმარისია. - ჩუმად თქვა. ლავიწზე მაკოცა და დამსვა. მე სარაფანი გაბრაზებულმა გადავიცვი. ნივთები ავიღე და გასასვლელისკენ ჩუმად წავედი. ივამ უცებ ხელში ამიტაცა და ლიფტში ასე შემიყვანა. მეც კისერზე მოვხვიე ხელები და თავი მხარზე ჩამოვადე. - მართლა გაგიჟებ? - გამომწვევად გამიღიმა და წარბები აათამაშა. არაფერი მითქვამს. სველ მხარზე სველი კოცნა დავუტოვე და თვალები მივნაბე. ლიფტის კარი უდიდეს და ულამაზეს ნომერში გაიღო. … დაგვიანებისთვის ბოდიში... შემიფასეთ რაა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.