შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძველი პიანინო - 39


26-04-2017, 00:12
ავტორი Lex
ნანახია 1 264

39.
მოხუცი ხშირად აკვირდებოდა ბიჭს, რომელსაც მოწყენილობა თანდათან უქრებოდა, თუმცა მხიარული სულაც არ ხდებოდა, უფრო მეტად იხვევდა გულში ბოღმას, ზოგჯერ კი ისეთი საშიშ და ცივი მზერა ჰქონდა, მოხუცსაც კი აკრთობდა მისი გამოხედვა...
რამდენჯერ შიშით უფიქრია, ნეტა რა აქვს ამ ბიჭს ჩაფიქრებულიო, მაგრამ რადგან ბიჭის ერთადერთი მეგობარი იყო, ყოველ ღონეს ცდილობდა როგორმე ეს საშიში მზერა და ჩაბუდებული ბოღმა მისი გულიდან გაეფანტა.
ათას რამეს უყვებოდა, ათას რამეს ასწავლიდა..
- იცი, რომ ამერიკა სნაიპერებს უნდა უმადლოდეს თავის არსებობას..
- სნაიპერებს?.. მართლა?..
ბიჭი გაოცებას ვერ ფარავდა.
- ჰო. იყო ასეთი, თავის საქმის პროფესიონალი სნაიპერი პატრიკ ფერგიუსონი, შოტლანდიელი... ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს, გაგანია ომის დროს რომ დაუმიზნა ეს შენი „ვინტოვკა“, ამოიღო მიზანში ერთი ამერიკელი ოფიცერი, უმიზნა, უმიზნა...
- მერე?
- მაგრამ მისდა სამწუხაროდ ოფიცერი ზურგით იდგა და ისე ჩანდა რომ თითქოს შემობრუნებას არაც აპირებდა...
- მერა რა შუაშია, ზურგით იდგა თუ არა?..
- აი იმ შუაშია, რომ ფერგიუსონმა არ ესროლა...
- რატომ?
- იმიტომ რომ კაცი იყო! ნამდვილი ვაჟკაცი, მისთვის სამარცხვინო და არავაჟკაცური საქციელი იყო ზურგში სროლა.. თუნდაც მგტრისთცის... ეს მის ღირსებაზე იმოქმედებდა.
- ჰმ...
- და ვინ იყო იცი ის ოფიცერი? ის იყო გენერალი ჯორჯ ვაშინგტონი.
- ოჰო..
- ხომ აი ხომ ხედავ, რაც მოხდა... რატომ მოგიყევი?
ბავშვმა მხრები აიჩეჩა. მოხუმა კი განაგრძო:
- ამის არსი იმაშია, რომ ნებისმიერ ქმედებას შეიძლება მოჰყვეს ისეთი შედეგი, რომელიც თუ მაშინვე არა, მოგვიანებით მაინც გამოვლინდება.. შეიძლება სასიკეთოდ ან პირიქით შეიძლება სულაც, არა... ამიტომ ყოველთვის კარგად დაფიქრდი, კარგად გაიაზრე, ის რისი გაკეთებაც გინდა, დახვეწე გეგმა და ორივე ვარიანტში განაზოგადე, თუ რა შეიძლება მოჰყვეს შენს ქმედებას...
მოხუცი ცოტა არ იყოს შეფიქრიანებული შეჰყურებდა ბიჭის ბოღმიან მზერას...
აშინებდა ეს მზერა... სასტიკი დაუნდობელი, მტარვალი ადამიანის მზერა უფრო იყო, ვიდრე პატარა უმწეო ბიჭის...
ერთ დღესაც ბევრად უფრო პატარა ბიჭი მოიყვანეს. „იქაური წესის თანახმად“ ახალმოსულს და მითუმეტეს სუსტსა და პატარას წამსვე დაუწყეს უფროსმა ბიჭებმა ჩაგვრა. შემოსული არ იყო, რომ მისი ნივთები ისე დაიტაცეს და დაინაწილეს ბავშვმა გაკვირვებაც კი ვერ მოასწრო.
მოხუცი ხედავდა ამ პატარას როგორ ხშირად ჩაგრავდნენ და ყველაზე მეტად გულს ის უკლავდა, რომ მისი მეგობარი ბიჭუნა დაცვასაც კი არ ცდილობდა, არამედ პირიქით იჯდა და შორიდან კუშტი მზერით უყურებდა ყველაფერ ამას...
პატარას ეზოში ქვები მოეგროვებინა მოზაიკასავით რაღაც ფიგურებს აწყობდა, მაგრამ ვინ აცალა, მალევე გაჩნდა „დამრბევი ძალა“ და სულ აქეთ-იქეთ მიუფანტეს ნაშრომ-ნაწვალები. პატარა თავჩაღუნული დასცქეროდა „გაპარტახებულ შედევრს“ და ხმას არ იღებდა.
ამჯერად მოხუცი საშინლად გაუბრაზდა თავის მეგობარ ბიჭს:
- რატომ არ დაეხმარე? რამ შეგაშინა?
ბიჭმა არაფერი უპასუხა, წარბშეკრული აიბუზა
მოხუცი არ ცხრებოდა:
- რა ვერ მოერეოდი თუ რა?.. შენი ტოლები არიან
- თუ უნდა მაგარი კაცი დადგეს თვითონ უნდა ისწავლოს თავის დაცვა! აბურდღეუნდა ბიჭი
- აბა მერე მეგობრობა რისთვის არის, თუ მეგობარი გვერდში არ ამოუდგა.
- რა ჩემი მეგობარი ეგ არის?.. ჩემზე პატარაა და არც კი ვიცნობ...
- მერე გაიცანი, მოიყვანე დავიმეგობროთ, ვაშლზე დავპატიჟოთ.
ბიჭი ყოყმანობდა, უნდოდა კი ახალი ვინმეს შემოშვება მის ცხოვრებაში?..
- მიდი დაუძახე, რას გაშეშებულხარ! ჩემი და შენი მეგობრობა მაგით კი არ დაინგრევა, პირიქით უფრო გავძლიერდებით, როცა ბევრნი ვიქნებით და ვერავინ მოგვერევა...
მოხუცი ვაშლს მრგვალად თლიდა, ვაშლის კანი სპირალივით ეხვეოდა და სიგრძეზე იწელებოდა. ბიჭი ქვემოდან ხელს აშველებდა ვაშლის კანის ზამბარას თან მოხუცს ევედრებოდა ფრთხილად გათალე არ გაწყდესო.
პატარა, ახლად შეამხანაგებული ბავშვი ჩუმად ადევნებდა თვალყურს. მერე ძირიდან ნათალები აკრიფა, რაღაც ცხოველის ფორმა მისცა, დანარჩენი ნაწილები ქვებით შეავსო და ჯოხით მოუხატა გვერდი.
მოხუცს გაეცინა:
- ვაა, აქ ახალგაზრდა მხატვარიც გვყოლია და არ ვიცოდით
პატარამ უფრო მოიწყინა და ყურები ჩამოყარა
- მიყვარს ხატვა, მაგრამ...
- რა მაგრამ?...
- არ შემიძლია
- აბა როგორ არ შეგიძლია?.. რა მშვენიერი რამ დაგიხატავს
- არ შეიძლება ჩემთვის... რომ დავხატო ხელებს დამაჭრიან
მოხუცმა გულიანად გადაიხარხარა:
- ასეთი რა დახატე, რომ ხელების დაჭრით დაგემუქრნენ?..
პატარამ არაფერი უპასუხა
მოხუცმა საწოლის ქვეშიდან თავისი გაქუცული ჩემოდანი გამოაძვრინა და სწორედ იმ ფუთას დასწვდა თავის დროზე დიდ ბიჭს რომ ასე ძალიან აინტერესებდა, რას ინახავსო...
ფუთიდან მთელი შეკვრა სხვადასხვა ფერადი ფანქრები ამოაძვრინა და პატარას გაუწოდა.
უფროსი ბიჭი საშინლად მოიღუშა, იეჭვიანა და შეშურდა კიდეც პატარასი.
ფანქრები ნახმარი იყო, ძველი, ზოგი გათლილი, ზოგი წვერმოტეხილი, პატარა ბიჭი ნაღვლიან თვალს არ აშორებდა ფანქრებს, ისე იყო დაშინებული აღარ იცოდა აეღო თუ არა.
- აჰა გამომართვი, თორემ გადავიფიქრებ, - მოხუცმა ხელში შეაჩეჩა შეკვრა - დღეიდან შენ ჩვენი მთავარი მხატვარი იქნები.
- მე! მე რა ვიქნები ბაბუ?
დიდმა ბიჭმა ვეღარ მოითმინა.
ამდენი ხნის ნაცნობობის შემდეგ, ვიღაც 2 წუთის გაცნობილ ლაწირაკს მთავარი საქმე ჩააბარეს. იქნებ მას გაძევებას უპირებენ?.. სხვა ვერაფერი მოიფიქრა, თავის მოხუც მეგობარს პირველად უწოდა ბაბუ, ამით უფრო მეტად გაუსვა ხაზი მათ მჭიდრო ურთიერთობას და ახალმოსულსაც აჩვენა, რომ აქ ტყუილად არ იყო, ისიც რაღაცას წარმოადგენდა...
- შენ ყველაზე მთავარი - ჩვენი თეატრის დირექტორი იქნები... ნიღბების თეატრის...
უფროსმა ბიჭმა შვებით ამოისუნთქა, მაგრამ მაინც გაკვირვებით იკითხა:
- რომელი თეატრის? ჩვენ რომ არ გვაქვს თეატრი.
- ჰოდა, რომ არ გვაქვს გვექნება! დღეიდან ვიწყებთ!
პატარა ბიჭი კარგი მეგობარი და მშვენიერი მხატვარი აღმოჩნდა, მოხუცი და უფროსი ბიჭი ხის ფიგურებს თლიდნენ, პატარა ამ ფიგურების მოხატვას უნდებოდა. მალე პატარა სცენაც გააკეთეს, ფარდებიც მოხატეს, ნიღბებიც დაამზადეს...
თავად მოხიუცებული უკვე ისეთ ასაკში იყო, ალბათ მალე დატოვებდა წუთისოფელს, ამიტომაც გამოუძებნა მის შეამხანაგებულ ბიჭს ახალი მეგობარი. ერთად გაიზრდებოდნენ, ერთმანეთის გატანას ისწავლიდნენ.
მოხუცმა იცოდა, ბავშვებს სჭირდებოდათ ის საყრდენი, ვისი იმედითაც იცხოვრებდნენ და ადამიანებად იქცეოდნენ...
განსაკუთრებით კი აქ მოსულ ბავშვებს..
ბედნიერი ხარ მაშინ, როდესაც თუნდაც ერთ ვინმეს, ამ დედამიწის ზურგზე გული შესტკივა შენზე, და არა აქვს მნიშვნელობა თუ ვინ არის იგი შენთვის.

LEX·2016 წლის 17 აგვისტო, ოთხშაბათი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent