შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვილი მამაკაცი ( II თავი )


26-04-2017, 19:34
ავტორი სუად
ნანახია 1 479

დილით ადრე გამღვიძებოდა . მაინტერესებდა დღეს ისევ თუ შევხვდებოდი . ერთი დანახვით შევყვარების უკვე მჯერა. დიახ, მე ის მჯერა. ცხოვრება ფერადი გახდა, სრულყოფილებამდე ცოტა მიკლია. მანამდე სიბნელეში ვცხოვრობდი . გული კი მეძახდა, რაც აქ, ამ ქალქში გადმოვედი, გული გამალებით მეძახდა. ის სახლიც მეძახდა . ეს ყველაფერი დამთხვევითობას გავს , ეს ყველაფერი ცხოვრებას მიხანგრძლივებს . რთულია გადმოვცე ის ემოციები რაც გუშინ შემემთხვა . პატარა ბავშვივით შევშინდი, გავვოცდი , შემიყვარდა ... მაგრამ ნაჩქარევად ნაბიჯს არ გადავდგამ, არ მინდა დავაზიანო თითოეული ახლად დაწყებული გრძნობა . არ მინდა დავკარგო ეს ქალღმერთი . რომლის სახელი არ ვიცი . გავიგებ , მასზე ყველაფერს გავიგებ .
საწოლიდან წამოვდექი, ღილი ისევ ვერ ვიპოვე . სადმე ჭუჭრუტანაში იმალება,გავიფიქრე. ისევ ის პერანგი ჩავიცვი . ხელები დავიბანე და საკუთარ თავს სარკეში ვუცქერ. გავიფიქრე დღესაც შემევლო მასთან და ვარდები მიმერთვა .მას ხომ მოსწონს ეს ყვავილები . სამზარეულოში ჩავედი , ძალიან მშიოდა . დავიღალე ფიქრითა და ოცნებით . ფინჯანი ჩაი მოვამზადე და პურს კარაქი ზემოდან გადავუსვი. აღარ დავჯექი და ფანჯარაში გავიხედე. ხალხი ერთმანეთში ირეოდა ... ზოგო ვაჭარი ყვიროდა .
ამ ქალაქში სვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან ვაჭრები . ცენტრალურ მხარეს დგებიან ხოლმე და გაჰყვირიან მათ მშობლიურ ენაზე. თითქოს ვინმეს მათი ესმოდა . ჩვენ ვერ ვხვდებოდით ,მაგრამ ისინი თუ ხვდებოდნენ ამას ? არა მგონია ... ხალიჩები ჩამოჰქონდათ , სუნამოები და ქალისათვის თავშლები , კაშნე და სხვადასხვა აქსესუარები . ბაზრობაზე გასვლა არასოდეს მომწონდა ,ვერ ვეგუები ხალხმრავლობას . ზოგი რას გაიძახის , ზოგი რას... ახალგაზრდებს ვაკვირდები პარკში გასვლისას , მათ ქცევას . მოსაწონი ნამდვილად არ არის , როდესაც ბილწსიტყვაობენ . გოგონები კი მეტიჩრობენ . ის კიარა დედას სახლში მოეხმარონ. ან თუნდაც ბიჭები მამებს მხარში ამოუდგენ . შრომა მათვის რთულია , მაგრამ წიგნის წაკითხვაც შრომად მიაჩნიათ . აი, რას არ მივესალმები მათში .
დღეს ისევ სამსახურში წასვლას ვაპირებ . მინდა უფროს დაველაპარაკო და რამოდენიმე კვირით შვებულება ავიღო . დედა მენატრება , დედის საფლავი . სხვა რა დამრჩენია ან ვინ ...
შუადღის ორი საათია და სახლის კარები გავაღე .გარეთ ცხელოდა, ამიტომ ქუდი დავიხურე . გავედი გარეთ , ვარდებს მოვკარი თვალი,თუმცა გამყიდველი არ ჩანდა . აღარ დავყონდი და გზას ვაგრძელებდი . გავიარე ქალღმერთის სახლიც . არც ის ჩანდა . ფანჯრისაკენ ვიხედებოდი , მაგრამ ალბად სახლში არ არის დღეს .
სამსახურში როდესაც მივედი , ახალი მადანი მოეტანათ და ის უნდა გამედნო . დიდი დრო დავყავი . შემდეგ უფროსს დაველაპარაკე და კვირიანი შვებულება ავიღე . ეს ბოლო დღეებია რაც გული მაწუხეებს . მეტად ახალგაზრდა ვარ ეს დაავადება რომ გავიჩინე, ოცდაათი წლის კაცმა . ყველაფერი ცხოვრების ბრალია , ასე მტანჯველად მეპყრობა , მე კი მას ვემონები . ადამიანები ცხოვრების მონები ვართ , ყველას სიკვდილი გვიწერია !
სამსახურიდან საღამოს რვა საათი იქნებოდა,რომ გამოვედი . გზაში ხანდადაზმული ბაბუა შემხვდა . ისეთი თბილი თვალები ჰნოდა, არ შეიძლებოდა არ მივხმარებულიყავი . ტვირთი გამოვართვი და პატარა ქოხამდე მივატანინე . როგორც ყველა მოხუცს უყვარს ტკბილი სიტყვები, მეც შემამკო . გამეღიმა, ის კი ცისფერი თბილი თვალებით მიყურებდა, მადლიერი და ბედნიერი . წამოვედი ქოხიდან და მივუახლოვდი ტკბილი ქალღმერთის სახლს . ეზოში რაღაც შევამჩნიე , შლაპა ყვიროდა წითელ ფერად . მივედი და ეს ის იყო, რომელიც მე მიყვარს და მაოცებს ... მივესალმე ...
-საღამო მშვიდობისა მადამ !
-გამარჯობა ...
მან თავი მაღლა აწია და მე დამინახა ...
-ისევ თქვენ ? როგორ ბრძანდებით ? ანუ თქვენც ამ ქუჩაზე ცხოვრობთ?
მიღიმოდა ...მიღიმოდა მისი ალუბლის ტუჩები . ვუპასუხე:
-დიახ მადამ . ეს დამთხვევითობა არის, ბედი ჩვენს გასაცნობად იბრძვის ალბად ... ეს რათქმაუნდა ხუმრობით მიიღეთ ... მე ლუისი მქვია ,უბრალოდ ლუისი დამიძახეთ .
-მადლობთ ლუის , მე ლაურა . უბრალოდ ლაურა ....
ლაურამ გამიღიმა... მას ხელი გამოვართვი და ვემთხვიე, თითქოს წმინდანის ნაზი ფრთა ყოფილიყო .
-ლაურა , ვხედავ რაღაცას ეძებთ ... ნება მომეცით დაგეხმაროთ.
-არა ლუის , ბაღის დასუფთავება გადავწყვიტე . მეტად ძველი სახლი შევიძინე, ბაღიც მოუვლელი . თუმცა ესეც სახალისოა, საკუთაც სახლში შენი წვლილი რომ შეგაქვს .
მე ხელთათმანები გავიხადე და ლაურას ხის ტოტი გამოვართვი, ხელში რომ ეჭირა. მეტად მძიმე ყოფილა. გამიკვირდა ასეთი ნაზი არსება როგორ უძლებდა ამის დაჭერას . გვერდით გადავიტანე ტოტი და საქმეს შევუდექით . უკვე დაღამებული იყო, ლაურა სახლში შევიდა და კარები ღია დატოვა . მივედი კარებთან და მივეყდენი, ველოდებოდი როდის გამოჩნდებოდა. გამოვიდა ფინჯანი ჩაით ხელში და მომაწოდა. ხელები ჭუჭყიანი მქონდა, სხვა ვერაფერი ვიპოვე და შარვალზე გავიწმინდე. ჩაი გამოვართვი და იქვე კიბესთან ჩამოვჯექით . ის მეტად დაღლილი იყო , ვიდრე მე . ჩაი ხელში ეჭირა და ორთქლს ხელით ათამაშებდა. თან ალბათ რაღაცაზე ფიქრობდა ... მე მაინტერესებდა დიდი ხანია თუ ცხოვრობდა აქეთ , მანამდე როგორ ვერშევამჩნიე .
-ლაურა, რამდენი წელია რაც აქ , ამ ქალაქში და სახლში ცხოვრობთ ?
-სულ რაღაც ერთი კვირაა, რაც აქ გადმოვედი . ბავშვობაში აქ ვიზრდებოდი , თუმცა შემდეგ დატოვება მოგვიხდა მე და ჩემს მშობლებს . პარიზში გადავედით ... იქ თხუთეტი წელი ვცხოვრობდი , სანამ ჩემი მშობლები გარდაიცვლებოდნენ ... შემდეგ კი აქ გადმოვედი.
-ვწუხვარ თქვენი მშობლების გარდაცვალებას ... მაგრამ ეხლა მარტო არ ხართ , თუ რაიმე დაგჭირდებათ მეც აქ ვცხოვრობ და დაგეხმარებით .
-ლუის მადლობა , ბოდიში ასე რომ შეგაწუხეთ. ჩემი ბაღის გალამაზებაში წვლილი შეგიტანიათ , დიდად სასიამოვნოა ჩემთვის .
მე გამეღიმა და მას შევცქეროდი . თმა წინ გადაფარებოდა, მინდოდა გადამეწია უკან . მან ხელი აღო და ნაზად გადავარცხნა თითქოს , თავისი ოქროსფერი თმები . როგორ ანათებდა ლამპიონების შუქზე . ფინჯანი იქვე დავტოვე და უკვე საკმაოდ ბნელოდა. ჯობდა სახლში წამოვსულიყავი და მეტად აღარ შემეწუხებინა . დავემშვიდობე , ჩაისათვის მადლობა გადავუხადე და უკან გამოვბრუნდი . ახლა კი ვიხსენებ, როგორი ტკბილია მასთან ერთად გატარებული თითოეული წუთი და როგორი მწარეა სახლში მარტო ყოფნა . უმისოდ მისი ხმაც კი მომენატრა... უეცარი სიყვარული დამატყდა თავს , მეც რომ ვერ ვიჯეერებ . თავი ზღაპარში მგონია , სიზმარში . ასეთი სიზმარიდან არასდროს გამოვიღვიძებდი . სახლის კარები გასაღებით შევაღე. გასაღებს ყოველთვის კარების ზემოთ ვმალავ . ოთახში შესვლისას ქუდი მოვიხსენი და კარებთან ლურსმანზე დავკიდე ... ფეხსაცმელები გავიხადე და სააბაზანოში შევედი . მეტად დავიქანცე, ამას ლაურასთან რათქმაუნდა არ შევიმჩნევდი . სააბაზანოდან გამოსვლის შემდეგ ვივახშმე . საძინებელ ოთახში ავედი და უცებ ჩამეძინა, ლაურაზე ფიქრით დაღლილმა ... გარეთ ისევ ხმაური იყო , მუსიკის ხმა არ მაძინებდა . რაღაც ფესტივალი ,თუ დღესასწაული ამოეჩემათ და ორი დღეა რაც ეს გრძელდება . დაღლილობას არავინ არ იმჩნევს ... აქეთ ვიოლინოს ხმა , როიალის , გიტარის . ყველაფერს ერთმანეთში ურევდნენ და საბოლოოდ მუსიკის ხმასაც ვერ იღებდნენ . თუმცა მათ ეს მოსწონდათ .
ზაფხულია და მეტად ცხელა საძინებელში . მწერები ჯერ არგამოჩენილან . ან ჩემი სახლის გზა აერიათ ალბად. სასაცილოა ... მარჯვენა მხარეს გადავბრუნდი , რათა მახინჯი მუსიკის ხმა არ მინდოდა გამეგო . შემდეგ ისევ მარცხნივ და ასე ვწრიალებდი მთელი ღამე ... ნეტავი ლაურა რას ფიქრობს ახლა ... ისიც მარტო ცხოვრობს და მეც. მისი სახლი მეტად განსხვავდება ჩემი სახლისაგან . ჩემსას ყოველი ოთახი ვიწრო აქვს . სტუმრისათვის საძინებელი არ არის გამოყოფილი, თუმცა ესეც დროებითია . არ ვაპირებ ჩემი ცხოვრება ასეთ ხმაურში გავატარო . თუმცა ნელ-ნელა ეს ქალაქი მიყვარდებოდა.
საათს ავხედე და მეტად გვიანი ყოფილა . ღამის ორი საათი ... შევყურებდი როგორ ,,წიკწიკებდა’’ ... დრო გადის , ფიქრები კი არ მასვენებდა . სიყვარულმა თვით გაზაფხულზე მერცხლები ააჭიკჭიკა, ადამიანებს გულს უთბობს . აი ჩემი გადმოსახედიდან , ჩემთან ყველაფერი უკუღმა დატრიალდა. სიყვარულმა ნერვული შეტევა გამომიმუშავა . ზაფხულის თბილი ჰაერი შემოფრინდა ჩემს საძინებელ ოთახში . სახეზე მეალერსება და ცდილობს თვალები ამიხილოს , სამყარო დამანახოს . ყურში ჩამჩურჩულებს ,, ლუის ... ლუის... ცხოვრება მშვენიერია ... ლუის ... ’’
თვალები გავახილე და ჭერს ავხედე . ვფიქრობდი და დღევანდელ დღეს ამ დილით ვგეგმავდი . ეს პირველად მოხდა როდესაც დღეს ვგეგმავ . სადმე არ მეჩქარება. სამსახურიდან შვებულება ავიღე , შემიძლია ეს დრო დავისვენო ... მაგრამ ლაურა ? უმისოდ ერთ დღესაც ვერ გავუძლებ ... ამას ვფიქრობდი , შემდეგ ფეხზე წაოვდექი და სარკეს მივუახლოვდი . კარგა ხანია მიცქერდა ჩემს მოპირდაპირე , სარკეში მდგომი მამაკაცი . თავისი ლურჯი თვალებით... გამიღიმა ამ კაცმა... ჩვენ ერთად ვიღიმოდით . ხელი შუბლზე ავიფარე და თმას ვეთამაშებოდი. სკამი გავწიე , ფეხზე წამოვდექი და სკამიდან შარვალი ავიღე . ცოტათი თეთრი ლაქები აჩნდა და ცივი ტილო ზედ გადავუსვი .აი, ახლა აღარაფერიც ჩანს . ისეთივეა როგორც მაშინ ვიყიდე. შარვალი ჩავიცვი და ზევიდან ღია ცისფერი პერანგი მოვისხი . სამზარეულოში ჩავედი , ვისაუზმე. რაც კი გამაჩნდა ყველაფერი უჯრიდან გამოვალაგე. ჯობს ბაზრობაზე წავიდე , თორემ ასე რაიმე დაავადებასაც ავიკიდებ .თუ ყოველდღე ჩაის სმაში გავატარებ ... ავირბინე კიბე და საძინებელ ოთახში ისევ შევედი . ფული ავიღე მცირეოდენი და გარეთ ბაზრობაზე გავედი . რაც ახალი მოტანილი ჰქონდათ, ყველაფერი შევიძინე .შვედური ყველი , იტალიიდან პომიდორი ჩამოეტანათ, ინგლისი უკვე კარტოფისაც აქეთ უშვებს , საოცარია... ინდოეთიდან ჩაი ჩამოუტანიათ . საკმაოდ ძვირია ეს ყველაფერი ჩემთვის, მაგრამ მარტოხელა კაცს ამით არც არაფერი დამაკლდებოდა ... ბაზრობაზე როდესაც სხვადასვა ნაწარმს ვუყურებდი , უცხო ქვეყნებიდან ჩამოტანილს, ამ დროს ლაურა შევნიშნე . დღეს მას შავი კაბა ემოსა .ტანს უმშვენებდა და მეტად მოყვანის ხდიდა. მივუახლოვდი და დავუძახე:
-ლაურა !
სახეზე გავიღიმე ...
-ლუის ! როგორ ხართ ?
-მეტად გახარებული ვარ ჩემო ლაურა დილა ასე რომ დაიწყო . ალბად ეს დღე ასეთივე ბედნიერებით დასრულდება .
მან ისევ რაღაცის ყიდვა განაგრძო , ირგვლივ შარფები იყო . ავიღე თეთრი ფერის და ჩუმად უკან მის კაბას ვუხდენდი... სხვადასხვა ფერის შარფებს ვიღებდი . ბოლოს წითელი ავიღე და კაბაზე შევახე . ლაურა მალევე შემობრუნდა
-თქვენ მე მომყვებით ? რა გნებავთ ?
-აჰა , ეს შარფი როგორ უხდება თქვენს კაბას . აი დაიკავეთ , გამომართვით , მოიზომეთ .
მე გამეცინა და ასე შევყურებდი . ის კი შარფს ჩემს დასანახავად იხდენა , ვუყურებდი და ხელი ნიკაპზე ავიტანე . ირონიური გამომეტყველებით ვიღიმოდი და თვალები მიციმციმებდა .
-ლაურა ნახეთ როგორ გიხდებათ ! სარკე აქვს აქ ვინმეს ? !
ვაჭარმა ქალმა გამომეპასუხა:
-ახლავე გაჩვენებთ დამელოდეთ ...
-ლაურა დამელოდე , სარკეს ახლავე მოიტანენ . გულახდილად თქვით ნამდვილად თუ მოგეოწნებათ. მე კი ძალიან მომწონს და გიხდებათ , კაბასაც და სახესაც ამშვენებს.მიმზიდველად გამოიყურება .
ლაურა მიღიმოდა და შარფს დაჰყურებდა. ისეთი სიტყვებით შევამკე, მას სარკე არც კი დასჭირდებოდა . უკვე ყველაფერი ავუსხსენი .ვიცი , ვიცი რომ მასაც მოეწონება ეს შარფი.
სარკეც გამოაქვს ვაჭარ კაცს და თუარ ვცდები ის მისი ცოლი უნდა ყოფილიყოს . არის თუ არა მისი მეუღლე არ ვიცი, მაგრამ რაც მთავარია სარკე გამოიტანეს. სასწრაფოდ გამოვართვი კაცს , ისე რომ სიტყვის თქმაც არ ვაცადე . დავიკავე სარკე და ლაურას წინ გადავეღობე . ისწორებდა შარფს .მე სარკე მეკავა, თან მას შევცქერროდი
-ლაურა , რას იტყვით მოგწონთ ?
-იცით ... მე...
-ანუ მოგწონთ...ქალბატონო! ამ შარფს ვიღებთ !
ვაჭარი ჩემთან მოვიდა
-ბატონო სულ რაღაც შვიდი ფრანკი გმართებთ...
-ახლავე...
ფული კოსტიუმის ჯიბიდან ამოვიღე , საყელო გავისწორე და გადავეცი .
აი , ინებეთ მადამ ...
ლაურამ შემომხედა :
-ლუის, მე ხომ არ დამივალებია , პასუხიც კი არ მითქვავს თქვენთვის. მადლობა რითი გადაგიხადოთ ? იქნებ ჩემთან , სტუმრად წამოსულიყავით .
-არა მადამ...
-კარგი გმადლობთ და შეხვედრამდე .
-მადამ დამელოდეთ ...
მასთან მივედი და ვთხოვე დღეს საღამოს პარკში გამოსულიყო .
ერთი პატარა ნაკადული ვიცი ამ ქალაქის , ყველა მდინარეს ეძახის , მე კი მეტად მეპატარავება მდინარისათვის . იქ ხომ არ გამოხვიდოდით ? პარკს დაათვალიერებდით და ჩემთან ერთად ისეირნებდით .
-ლუის... კარგი . საღამოსთვის პარკის ცენტრალურ ნაწილში დაგხვდები ... ექვსი საათისაკენ.



№1 სტუმარი tata

erti txovna maqvs shegizliat vinmem damexmarot temis dawerashi? amagam minda. temis satauria "rwmeba shishisa da uimedobisagan gvatavisuflebss" gtxovttt .... mapaatiet rom aq vwer saswrafod minda pasuxi winaswar madlobaa!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent