ცოდვილი მამაკაცი
თავი I ხალხი ამბობს , რომ დრო ყველაფრის მკურნალიაო. არამგონია ასე ხდებოდეს.უბრალოდ დრო ცვლის გარემოს . გარემო სადაც ადამიანები, ცხოველები , ფრინველები და უსულო არსებებიც კი ცხოვრობენ. მაგრამ, მათი გონება ვერასდროს ვერ გაუტოლდება ადამიანისას. -ამას ჩავთვლიდი ბუნების შეცდომათ . თითქოს რაღაც ცოდვა მიგვიძღვის, რომ ტკივილი გამოვიაროთ. ადამიანი ქმნის ტკივილს და არა დრო . ათასგვარი ტრადიციები , რელიგიები და ღმერთები მოიგონეს, რომ ამ ქვეყნად ერთი კანონით ეცხოვრათ. თავს თავისუფლებს უწოდებენ , მაგრამ სხვას რატომღა ემორჩილებიან? ისინი შუაზე გაიყო , მდიდრებად და ღარიბებად . როგორც ოქრო და ტალახი . მაგრამ რა მოხდება თუ ამას ერთადერთი სიტყვა გააერთიანებს ?ვიგულისმე : სიყვარული ... დიახ , სიყვარული . მაგრამ ამით ხომ ადამიანები მოკვდებიან ?! სასაცილოა , ადამიანი სიყვარულს,რომ შეეწირება . სიყვარულს არა, სიძულვის , ცხოვრების სიძულვილს ... ფილებიანი ქუჩები , სახლები, რომლებსაც აივნები არ აქვთ . გარეთ ხმაურია , აქ ცხოვრებაც კი არ ღირს ! თუმცა საოცარია ღამე ამ ქუჩებში. სიბნელე , შავი ბინდი , აი ეს აშინებს ადამიანებს . ცხოველები კი ამ დროს იჩენენ თავს . სარკმლიდან სინათლის შუქი გამოდის და ადამიანების ჩრდილს ტოვებს კედლებზე. ისევ ხმაური ... ისევ ხმაური ... მათ ხომ სხვა არაფერი შეუძლიათ . ქუჩას როდესაც აუყვები იქვე დუქანია , დუქნის გვერდით კი პატარა სახლია, რათქმაუნდა აივნის გარეშე . ფანჯარა ღია ქონიათ , მაგრამ სინათლე არ გამოდიოდა. კარი შევაღე , წესები დავარღვიე , უცხო ადამიანის სახლში შევიჭერი . არა, ეს შეჭრას არ გავდა , უბრალოდ ცნობისმოყვარეობამ გამიტაცა ... ირგვლივ მტვერი , ალბათ ათასი წლის წინ ცხოვრობდნენ აქ . ეს სახლი შიგნიდან უფრო მშვენიერი მეჩვენებოდა. ნიავი აჭრიალებდა ხისაგან ნაშენებ სახლს . უეცრად ოთახიდან ხმა შემომესმა . ძალიან შემეშინდა , ვეცადე თავი ხელში ამეყვანა. ესეც ნიავია და კარებს ეთამაშება , მაგრამ რისთვის მიახლოვდება ეს ხმა ? უკან მოვბრუნდი , ვერგავუძელი თავი ხიფათისქვეშ დამეყენებინა და გამოვიქეცი . ჯიბეს ვეძებდი რომ სიგარეტი ამომეღო , ასე არც შემშინებია . დავბრუნდი საკუთარ სახლში ... თურმე მომშივებია და სამზარეულოში შევიხედე , შეხედვაც არ ღირს . საკუთარ თავს დავცინე ,იმ სახლისაგან ვერაფრით განვარჩიე სამზარეულო ... მაგრამ, მე ხომ კაცი ვარ, ყველაფერს როგორ გავუმკლავდები? ამაზეც მეცინება: საკუთარ თავთან მონოლოგით, რომ ვარ დაკავებული . გიჟს ვგავარ ! თუმცა გიჟი არა ვარ ... მალე სამსახურიდან ავიღებ შვებულებას და დავისვენებ , საკუთარ თავს შევიცნობ ... ამასობაში ჭამაც დავასრულე , თეფში ავიღე და ნიჟარაში გავრეცხე. სამზარეულოში პატარა სარკმელია, და იქედან შემიძლია გავიხედო გარეთ, უფრო კარგად დავათვალიერო რა ხდება ბაზრობაზე , ან თუნდაც თითოეულ ოჯახში ... გავიხედე იმ სახლისაკენ სადაც ბავშვივით შემეშინდა . ახლა ვუფიქრდები , შეიძლება უბრალო ქარი ყოფილიყო და ამას როგორ უნდა ვუფრთხოდე? ისევ წასვლა გადავწყვიტე. საათმა დარეკა , თორმეტი ყოფილა . არა! სჯობს ეს საქმე ხვალისათვის , მზისით გადამედო ... დავწექი, მაგრამ ვერ ვიძინებ . ოჰ ! ეს უძილობა . როდემდე უნდა ვცხოვრობდე ასე ? სჯობს რაიმე მედიკამენტი მივიღო , თორემ ჩემი ცხოვრება დღითი-დღე უარესდება ... ჩემი ოთახი მწირია , არაფერი არ არის ძვირფასი . ორი სკამი მიდევს , ერთს კარადად ვიყენებ , მეორეს კი უბრალოდ ჩამოვჯდები და დავისვენებ . ერთი საწოლია , უბრალო , თეთრი ზეწარით , ძველი იატაკი . გაივლი და ისიც დაგელაპარაკება . ოთახში შუქი გუშინ შევაკეთე , ზაფხულობით მწერებისაგან ბადეს ვაფარებ ხოლმე საწოლს . ფეხზე წამოვდექი , ჰაერი მეკვრება და ხოლმე ფანჯარას ვაღებ, რომ ჰაერი შემოვუშვა ... აი ახლა სიმღერა მესმის , ნუთუ მთვარის სონატაა?გავიხედე გარეთ , ხმას ვეძებდი , ვინ გამოსცემდა ,ან რა გამოსცემდა ? ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა . თვით მუსიკა ამშვენებდა ამ საღამოს , შუაღამეს ... ღამე , რომელიც გულს მიწვავს , რომელიც გარს მახვევს ფიქრებს , არ მაძინებს . ეს მუსიკა კი ჟღერს დაუსრულებლად ... ისევ დავწექი , დავიღალე , თვალები დავხუჭე და ყურში მთვარის სონატა მესმოდა ... გათენდა . საათს შევხედე და დილის ექვსი საათი ყოფილა . მუსიკამ შეძლო ჩემი დაძინება ,თვით მუსიკაა ჩემი მკურნალი, ეს მჭირდებოდა . ფანჯარა დავხურე , ძალზე აცივდა . გარეთ ხმაური ისმოდა , ვიღაც მომკვდარა დილით . ეს მოხუცი პეტრე იქნებოდა, ბოლოს ერთი კვირის წინ ვნახე შეუძლოდ იყო . ავდექი , ჩავიცვი და სასწრაფოდ სამზარეულოსაკენ გავეშურე . მიყვარს დილით ჩაი . კლასიკა , ოჰ... ღმერთო , მხოლოდ ამას ვაფასებ ადამიანში - კლასიკას . ჩავიცვი, თეთრი პერანგი ავიღე და შავი ლაკის ტუფლები. ზეწარი უბრალოდ ავიღე და საწოლზე დავაწვინე . ჩაისათვის წყალი მოვამზადე , ჩაიდანში ჩავასხი ერთი ჭიქა და ველოდებოდი როდის ადუღდებოდა . ამ დროს კი სამზარეულოს ფანჯარაში გავიხედე , ისევ ის სახლი ამომივარდა გონებაში . გავიხედე მარჯვნივ, რადგან ის სახლი მარჯვნივ, ამაღლებულ ადგილას იდგა . მარტოხელა ადამიანს მოგაგონებდათ მის შემხედვარე . გავედი გარეთ , სამსახურში დღეს არვაპირებ წასვლას , უბრალოდ ბაზრობა მაინტერესებდა . ავუყევი ამ ფილებს მაღლა , გზაში კი უამრავი ვაჭარი მხვდებოდა , თითო ნაბიჯზე ახალი მუსიკის ჟღერადობა .ეს ყველაფერი თავბრუდამხვევია , შემაძრწუნებელია , თუ როგორ უხეშად იყენებენ კლასიკას ... დიახ ეს საზოგადოების დაბალ ფენას არ უნდა შეესწავლა , მათ ხომ გამოყენება და კარგად მოპყრობა არ შეუძლიათ . გვერდი მივაქციე ამ ყოველივეს . ავუყევი ისევ აღმართს და ისევ ის სახლი ჩემს წინ დგას , მეც ვუყურებ მაგრამ ... რა მაგრამ ? ბავშვი არ ვარ , ახლავე ვნახავ რახდება . კარებს მივუალოვდი , ამჯერად ზრდილობა გამოვიყენე . კარებზე დავაკაკუნე , ველოდები როდის გაიღება ,ვინ დამხვდება , ბავშვი, მოხუცი , კაცი თუ ქალი. ჩემს უკან ერთი მოხუცი შეჩერდა , მიყურებს, მე კი ისევ კარის გაღებას ველოდები . უკან მოვიხედე და არ დამხვდა, საინტერესოა რას ელოდებოდა . კარები შევაღე და ახლა კარგად ვხედავ რა ხდება ოთახში . არა, ეს საშინელებას არ გავს და არც საშინელებათა წიგნების მაგვარია . სახლი ძველი მასალით ნაშენი იყო . ავედი მეორე სართულზე , ოთახებში არც კი შევსულვარ. წიგნების თარო დავინახე და გავიფიქრე , რადგან წიგნებია მაშინ აქ ვიღაც სწავლული უნდა ყოფილიყო . გავჩერდი და წიგნებს ვათვალიერებ. ფანჯარაში გავიხედე და ლანდი მეჩვენა . ქვემოდან კარების ხმა შემომესმა , ოღონდაც ეს არა! სახლის პატრონი იქნება, გავიფიქრე . ზევით დავრჩი და წიგნების კარადის მარცხენა მხარეს ავეტუზე . მზე ანათებდა ფანჯარაში და ჩრდილი სწორედ ჩემკენ იყო მომართული. აქედან ვერ გახვიდოდი, ამ ქალაქის არც ერთ სახლს, ხომ აივანი არ აქვს . მაგრამ, ველოდებოდი ხმას და ასევე სიჩუმეს . ჩემი ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ მე ნასამართლევი ვარ, პირობითი მომისაჯეს , ერთი საჩივარი რომ ყოფილიყოს შეტანილი ჩემ სახელზე , აღარ დააყოვნებდნენ და ციხეში ისევ ამომაყოფინებდნენ . სწორედ ორი წლის წინ მოხდა ის შეცდომა, რაზეც მთელი ჩემი ცხოვრება სანანებელი მაქვს . მე ვერ გადავარჩინე დედა. დედა , რომელმაც გამზარდა. ჩემს ხელში მოკვდა, ჩემივე შეცდომით . ამ ამბავს აღარასდროს დავუბრუნდები , თუმცა ციხე და საკანი ჩემთვის გამოსასწორებელი არ იყო . მე სიკვდილი მინდოდა ... მას შემდეგ ვხვდები,რომ ადამიანებს არ უნდა ენდო,საკუთარი ოჯახის წევრსაც კი.მინდა ვაღიარო,რომ მე ცუდი მშობლები მყავდა, თუმცა დედა მაინც დედა იყო,მან მშობა და რაც არ უნდა ყოფილიყოს, მე არ უნდა მომეკლა ის.ეს ყველფერი მამაჩემის ბრალი იყო,ასევე ბიძის, რომელმაც გაბედა და დედაჩებს ხელით შეეხო.ნეტავ ეს საერთოდ არ მენახა და ყველანი ცოცხლები იქნებოდნენ.ამის შემდეგ გადავწყვიტე ,რომ მამაჩემი ვუარყო ,თუმცა დარწმუნებული ვარ ის ცოცხალს არ დამტოვებს .ყველანი მკვლელები ვართ,რასაც ძალიან ვნანობ. ქვევით ჩუმად გადავიხედე, მაინტერესებდა ის ადამიანი თუ ვიღაც სად წავიდა . ნაჭრის შრიალი მესმოდა…ისევ კედელს ავეტუზე , არ მინდოდა, რომ შევემჩნიე . რაღაც მაშინებდა, მაფორიაქებდა . ისევ ფანჯარაში გავიხედე, მესმის ხმაური . სახლში კი სიჩუმემ დაისადგურა. გადავწყვიტე ჩუმად მედევნებინა თვალი თუ რა ხდებოდა , რისთვის მიზიდავდა ეს სახლი ? მე ხომ ფათერაკების მოყვარული არავარ . მაგრამ, რატომღაც ადამიანს უჩნდება იმის სურვილი , რომ გადალახოს საზღვარი , მიაღწიოს მიზანს და გამოიკვლიოს ის რაც აკრძალულია . მაგრამ ეს ხომ სახლია, არავის აუკრძალია ჩემთვის აქ შემოსვლა. იმ მოხუცმა კი დამინახა, შემამჩნია, მაკვირდებოდა და გაუჩინარდა . სად წავიდა ? მას შეეძლო ეთქვა აქ რა ხდებოდა ? იქნებ არც კი იცის ? ხმა სამზარეულოდან მოდის , მე კი ამ წიგნების კარადას არ მოვცილებივარ . ჩუმად გადავდგი ერთი ნაბიჯი , ერთს-მეორე მოყვა . ასე ჩუმად მივუახლოვდი გასასვლეს . მადლობა ღმერთს კარები ღია დამხვდა , ჩუმად გავედი . ეზო მოუვლელი იყო , სწრაფად გავირბინე. ისევ საკუთარ სახლში დავბრუნდი. როგორ შევცდი ის ვიღაც, რომ ვერ ვნახე . რაღაც მაბრკოლებდა, ჩემი ხასიათი რადიკალურად იცვლება, როდესაც უცხო სახლს ვუახლოვდები ... მოდი ამას ,,საიდუმლო სასახლეს’’ ვუწოდებ , სასაცილოდ ჟღერს . დაღამდა. გარეთ ლამპიონებს აყენებდნენ . ხმაურიანი ღამეა . ცაზე მთვარეც გაუჩინარდა და ვარსკვლავებიც . ალბათ ხვალ წვიმას აპირებს . საძინებელ ოთახში ვარ და საკუთარ თავს სარკეში ვათვალიერებ . შემდეგ სამზარეულოში ჩავედი , ჩაის ვამზადებდი და ისევ ფანჯრისაკენ ვიყურები და ვხედავ ,,საიდუმლო სასახლეს ’’ . თვალები მოვარიდე ამ ყოველივეს .ფინჯანი უჯრიდან გამოვიღე , ცხელი წყალი ჩავუშვი , შემდეგ ფერი გავუკეთე . მივეყრდენი მაგიდას და ვფიქრობ, ვფიქრობ ჩემს ცოვრებაზე, რისთვის ვცხოვრობ, ვისთვის? არაფერს ენიჭება აზრი , როდესაც ადამიანს რაღაც აკლია . მას აკლია სითბო, ოჯახი, სიყვარული ... მე მარტოხელა ვარ , უსუსური ნამცეცივით . ეჰჰ... ამაზე ფიქრი არაფრის მომტანია . ფინჯანი ავიღე და ნიჟარაში უხეშად ჩავდე, ისე რომ გვერდი გაებზარა . არაუშავს , ამას მხოლოდ მე შევამჩნევ . მე ხომ მარტო ვარ, სხვამ ვინ უნდა ნახოს, ან დამცინოს ფინჯანი არ აქვსო . არც მჭირდება ! ღმერთო , თავს ცუდად ვგრძნობ და გევედრები დამეხმარე . შველა არსაიდან ჩანდა . ცხოვრება მწარეა ,,ის უდაბნოა , რომელსაც გვერდი უნდა აუარო’’ სწორედ ეს სიტყვები მაგონდება ერთ-ერთი წიგნიდან . მაგრამ, მე ამ შუა უდაბნოში დავსახლდი და გამოსვლას ვიბრძვი . წავედი დასაძინებლად, ავიღე ცივი ტილო და სახეზე დავიფარე , რომ მშვიდად დამძინებოდა... გათენდა .უცებგავედი გარეთ . თვალში ვარდები მომხვდა . იყიდებოდა და ავიღე სამი წყვილი წითელი ვარდები , როგორ მიყვარს მათი სურნელი. ოთახში შემოვედი, ჩავიცვი და სამსახურში უნდა წავსულიყავი.მაგიდაზე დაწყობილთაგან ავიღე ერთი ვარდი . ავუყევი ისევ შემაღლებულ გზას და გავიარე ამ საიდუმლო სასახლის ეზოც . შევჩერდი , გავიფიქრე- თუ კი ამ ყვავილს აქ დავტოვებდი, რა მოხდებოდა? ყვავილი დავტოვე კარებთან და გზა გავაგრძელე . სამსახურში მივედი , დატვირთული დღე მქონდა . საღამო იყო უკვე,რომ უკან მოვბრუნდი . ძალიან მაინტერესებდა ჩემ ყვავილს რა ბედი ეწია .უცხო სახლის ეზოს მივუახლოვდი , სიბნელეში ვერაფერს ვარჩევდი უკვე . მივედი სახლის კართან და წელში მოვიხარე, ხელს ვაფათურებდი. მაინთერესებდა ის ყვავილი იქ თუ იქნებოდა . ყვავილი ხელში არ მომყვა . თითქოს გამიხარდა , მაგრამ ვის უნდა აეღო ? წავედი სახლში , ის საღამო ისევე დასრულდა, როგორც ყოველი საღამო სრულდებოდა მშვიდად . გათენდა და დღე იმავე რიტმით დაიწყო . გარეთ გავიხედე, წვიმდა . შესასვლელში გავემზადე , პლაში მოვისხი და იმ სახლთან მივედი . მივუახლოვდი ეზოს , კარებთან დავდექი,სწრაფად შევაღე კარები და საოცრებავ ჩემს წინ ვიღაც იდგა. მე შევრცხვი , გავიფიქრე რას ვაკეთებდი ეს კვირა , რისთვის მოვდიოდი აქ ... -შეიძლება ? პასუხი კი არ ჩანს... მან გამოიხედა ... მე ის დავინახე , მე ის ვიგრძენი,საოცრებავ ! თვალები გამიშეშდა, ცრემლი მომადგა , ჩამიწითლდა . მე ვხედავ ადამიანს... არა ! მე ვხედავ ქალღმერთს ! ამას ვფიქრობდი და უეცრად ხმა ამოიღო... -უცხო სახლებში შეჭრა თქვენს გატაცებად იქცა ? მე კი პასუხს ვერ ვცემ ... ჩემ გულში დედამიწა დატრიალდა , მე მინდოდა მასთან მისვლა, მინდოდა მენახა ის რაც ჩემთან ახლოს იდგა და თავისი ლამაზი თვალებით , შეშინებული თვალებით მე მიყურებდა .მაგრამ პოლიციას რატომ არ ატყობინებს? პასუხს ვერ ვაძლევ, ენა დამეკოდა. მე უბრალოდ ქალღმერთის წინაშე ვდგავარ , აი ეს არის ბედნიერება. გული ეძახდა, გული მეც მეძახდა . რისთვის აღმაფრთოვანა ამ სახლმა? ახლა კი ქალღმერთმა!ის პირველად დავინახე,თუმცა ყოველი ქალის დანახვაზე ასეთი აღფრთოვანებული არ ვყოფილვარ.თითქოს გარდავიცვალე და მკვდრეთით ავღსდექი . -მადლობელი ვარ წითელი ვარდისთვის. ღმერთო ამ ქალმა ისევ ამოიღო ხმა... ალბათ მიხვდა როგორ შემეშინდა , უფრო სწორედ გავვოცდი. მას იისფერი გრძელი კაბა ეცვა , თმები გაშლილი, ოქროსფერი , მკრთალი ნაწნავებით ორად გადაეღობა შუბლთან.მისი ხელები, მისი თითები ანგელოზისას ჰგავდა . თვალები კი ცასავით ანათებდა. ამ დაბურულ ოთახში მისი სიკაშკაშე მათბობდა . მოვრჩი ამ ყველაფრის გაზვიადებას . წუთია აქ ვდგავარ და ნუთუ შემიყვარდა ? კანი ისეთი ქათქათა ჰქონდა, ლამისაა ციდან ფიფქები წამოვიდოდა . ვუპასუხე: - მაპატიეთ გეთაყვა... მადამ... იცით მე... მე.... მე უბრალოდ ცნობისმოყვარეობამ გამიტაცა . თქვენი სახლი მშვენიერია... კარგი მასალით ნაშენი,თითოეული სახლისაგან გამორჩეული,თუმცა ვატყობ არც ამას აქვს აივანი.აი სწორედ ამის გაგება მსურდა. მაგრამ,იცით თქვენ ...ძალ... მოკლედ კარგი სახლია,დიახ ,კარგი... ვიცოდი ,რომ უკვე ვლაყბობდი და ისიც შევამჩნიე,რომ მას გაეღიმა. ასეთი მშვენიერი ღიმილი არასდროს მენახა . მისი ტუჩები ყოჩივარდივით ანათებდა , ჩემი გული კი გამალებით ფეთქავდა . მის თვალებში შიში და გაოცება ამღვრეულიყო . არ მინდოდა დამეფრთხო ეს ფერია და გადავწყვიტე სახლში დავბრუნებულიყავი . მაგრამ , ნუთუ გული მიმიწევდა სახლისაკენ ? დავემშვიდობე და უკან გამოვბრუნდი . ეს ქალი დარჩა იმავე ადგილას , არც კი განძრეულა , კარები განგებ არ მოვხურე. უკან ვიხედებოდი ,ის კი იდგა ... წამოვედი .დიდი ეზო გამოვიარე. როგორც ვახსენე პირველად აქ ყოფნის დროს მოუვლელი იყო,ახლაც მოუვლელია. სახლიც ძველია. ეზოს შუაში უზარმაზარი ღობე ყოფდა . ღობის გადაღმა ტყე იყო , ხოლო წინ ქუჩა. გავედი ქუჩაში, ჩავიარე ის მაღაზია, სადაც სამი ვარდი ვიყიდე. ახლა ხომ ორი დამრჩა.მივუახლოვდი ჩემს სახლს და გზაში ფიქრები არ მასვენებდა. ისევ ის ქალი... ოჰ... ისევ ის ქალი... მაგრამ სახელი არ ვიცოდი. მე დაბნეულს, სახელის კითხვა სულ არ გამხსენებია . ისევ მეცინება საკუთარ თავზე . ბავშვივით დავიბენი , საკუთარ თავს ვამაგრებდი, რომ სიყვარული უცებ არ ამომემთხვია. მე ხომ უბრალო ყმაწვილი არა ვარ, გატაცებით რომ მეცხოვრა ... იმ საღამოს სამზარეულოში აღარ შევსულვარ, ჭამის მადა დამეკარგა . სააბაზანოში გავჩერდი და ვფიქრობდი... ვფიქრობდი განუწყვეტლივ , მანამდე იმ სახლზე ფიქრი არ მასვენებდა და მიზიდავდა. ეხლა კი ეს ქალღმერთი... ის არ მიზიდავს , ის თავს მაყვარებს . მისი ალისფერი ტუჩებიდან მარგალიტის ქვები მოჩანდა . ვერასოდეს გავბედავ ალბად, უფალთან პასუხი გამეცა ... საძინებელ ოთახში ავედი , ცხელოდა, ციოდა...მოკლედ არ ვიცოდი,ან არ მესმოდა. გული კი გამალებით ფეთქავდა. ღმერთო ჩემო ეს რას უნდა დავუკავშირო ? საწოლთან ჩამოვჯექი , პერანგის გახდა დავიწყე. ღილი მოწყდა და საწოლის ქვეშ შეგორდა. დავიხარე და ლამფა მივანათე , ღილი რომ მეპოვნა . მაგრამ ვეღარ ვიპოვე . პერანგი დავამახინჯე , მისი ერთი ნაწილის გარეშე როგორ გამოიყურება . უშნოდ, სისულელედ... მეც მახინჯად ვითვლები დღეიდან... . აი რატომ გამიხარდა იმ დღეს კედელთან ატუზული, წიგნების კარადის გვერდით რომ ვიყავი. ეს სიხარული გამიორმაგდა , დღეს გამიათმაგდა... ახლა ჯობს ბევრი არ ვიფიქრო , რომ ჩქარი ნაბიჯი არ გადავდგა . საწოლში დაწოლისას უფალს მადლობა გადავუხადე , რომ ცხოვრება დამიბრუნა , მიზანი დამიბრუნა სიცოცხლის . მას თუ არ ვეყვარები , მე მაინც ვიცოცხლებ მისთვის . მე შემიყვარდა ... პირველად შემიყვარდა . დავწევი და თვალებს ვხუჭავ . მესმის ხმა , ეს ვალსია . საამო ჟღერადობა, თავბრუდამხვევი ტრიალი, იისფერი კაბის შრიალი... ირგვლივ ყველაფერი ვარდისფერია , მზე ანათებს დარბაზს , მხოლოდ მე და ის... მე და ის... მე , ვალსი და ის ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.