მატრიარქატი! (სრულად)
2014 წელი 15 მარტი თბილისი. სახლიდან გავდივარ და დიტოს ძლიერად ვეხუტები. გულისცემა კვლავინდებურად აჩქარდა. სუნთქვა მეკვრება. ბოლოს თავს უფლებას ვაძლევ ფილტვებს ჟანგბადი მივაწოდო და ასეც ვაკეთებ. მისი ოდეკოლონის და სიგარის სურნელი მცემს.ტუჩის კუთხეში მეღიმება, ბოლოს ხელს ვუშვებ და მის წინ ვდგები. -გამარჯობა პატარავ.წამიერად მეხება ბაგეებზე და მანქანის კარს მიღებს. -გამარჯობა დიტუსია.საყვარლად ვუღიმი და მანქანაში ვჯდები. მეორე მხრიდან მოუარა და მძღოლის ადგილზე მოკალათდა. -აბა სად წავიდეთ?.მუქ წარბებს ახამაშებს და ცდილობს კვლავ გამაღიმოს. -გამაოცე.ეშმაკურ მზერას ვტყორცნი და სიყვარულით ანთებულ თვალებს მის ღვინისფერ ბაგეებზე ვაჩერებ. გზაში ხმას არცერთი ვიღებდით. ბნელოდა საღამოს 8 საათი იქნებოდა. ლამპიონები ნაზად ანათებდნენ, ზოგიც საერთოდ არ ანათებდა. ხელის მსუბუქი მოძრაობით მუსიკას ვრთავ. უფროსწორად ლექსს.“გიორგი ზანგურის ცამეტი“. სასიამოვნოდ მიშმუშნები როცა ჩემს ხელებს ეხება და მის ბაგეებს ადებს. თან ეს ლექსიც როგორ კარგ დროს ჩავრთე. -შენ მიხვდები, რომ დღეს იანვრის ცა მეტია ვიდრე ადამიანთა ცრურწმენა რომ თარს რიცხვვია ცამეტი.ხმამაღლა ვყვები მთხრობელს და ისევ დიტოს შევცქერი. ის ისეთი ლამაზია. ყავისფერი კულულები, მწვანე თვალები, ღვინისფერი ბაგეები და გამოკვეთილი ნაკვთები. ეს მხოლოდ ზედაპირული სილამაზეა მაგრამ გული? გული! უთბილესი! სიყვარულით აღსავსე გული. ალბათ რამდენ ადამიანს ატაებდა ეს ოხერი გული. დარწმუნებული ვარ უდიდესი ნაწილი მე მიჭირავს. არმესმის როგორ იტევს ამდენს. ჩემი თბილი დიტო. ჩემი შოკოლადი. ისე მიყვარს, რომ დარწმუნებული ვარ ჩემზე ძლიერად არავის არავინ არასდროს ყვარებია. მანქანა ჩერდება. პირველი მე გადავხტი, მთაწმინდაზე ავედით, თბილისი იქიდან ხელისგულივით ჩანს. ისიც გადმოდის ხელებს წელზე მხვევს და კისერში მკოცნის. -მიყვარხარ ძლიერ ძლიერ. არტისტულად მეუბნება და თმას ყურზე მიწევს. -რაც გადის დრო და ჟამი.მეც სიცილით ვაგრძელებ და თვალებში ვუყურებ. -სულ რაღაც 2 თვე და მერე სულ ჩემი იქნები. -მე ახლაც შენი ვარ.ხელზე მორგებულ ბრილიანტის ბეჭედს ვათამაშებ და ისევ მას ვუყურეებ. -შენ ყოველთვის ჩემი იყავი ჩემი ხარ და ჩემი იქნები -სამუდამოდ, მხოლოდ შენი მეტი არავისი.მის ბაგეებს ამჯერად მე ვეხები და მორცხვად თავს ვხრი. 2014 წელი 29 აპრილი. თბილისი. -ლიკუნა დიტოს რაღაც სჭირს.ჩემს ოთახში იქით-აქით დავდივარ და თავს ნერვიულად ვიქნევ. -რატო გოგო?.გაოცებულ მზერას მაბყრობს. -არვიცი ის ვიღაცეები რომ გამოჩნდნენ ჩორნა და ეგენი მაგათთან აქვს პრობლემა. -ჩორნა ძალიან საშიშია. -ვიცი მაგრამ დიტოს არ ეშინია ეგეთების. -ჩორნა მკვლელია. -დიტოს არაფერს ავნებს. -საიდან იცი?. -დიტო ძლიერია! მას ხალხი ყავს! მას მე ვყავარ. -კარგი წეღან რომ მეუბნებოდიო რაღაც სჭირსო მაინც რა?. -არვიცი ისე ხშირად ვეღარ ვნახულობ ხოლმე სულ საქმე აქვს. -მერე მაგას რაჯობია საქმიანი ქმარი გეყოლება. -კარგი რა მე ვნერვიულობ შენკიდე. -კარგი გოგო დაწყნარდი, დიტოს უყვარხარ ის ყოველთვის გამონახავს შენთვის დროს უბრალოდ ნიკას და ჩორნას საქმეზეა ახლა კონცენტრირებული.გვერდით მომიჯდა და ხელი გადამხვია. -კარგი ჰო.მხარზე თავი დავადე და ტელეფონს დავხედე დიტო იყო.-ხო დიტო. -როგორ ხარ პატარავ?.მისი თბილი ხმა ისე მაკარგვინებს გონებას. -კარგად შენ როგორ ხარ?.მეც თბილად ვპასუხობ. -მეც კარგად, დღეს 7 საათზე მოგაკითხავ გავისეირნოთ. -კარგი გავისეიროთ. -მიყვარხარ. -მეც მიყვარხარ. 2014 წელი 15 აპრილი. თბილისი. -სიყვარულის დღეს გილოცავ ჩემო პატარავ. ხმამაღლა შესძახა დიტომ და სადღესასწაულო ლენტებში გაფორმებულ რესტორანში შემიყვანა.ჩვენი მეგობრები, ყველა იქ იყო შეკრებილი, ასე გადავწყვიტეთ თუმცა მეგონა რომ ჩაგვეშალა. მაგიდიდან პატარა წითელი ყუთი აიღო და გამომიწოდა. ერთისული მქონდა როდის გავხსნიდი. ყუთის ზედა ნაწილი რომ ავწიე გასაღები მოვლანდე თანაც ორი, ერთი შედარებით პატარა მეორე კი დიდი.-წამომყევი.მაჯაში ხელი მომკიდა და დაბლა ჩამიყვანა. იმწუთას მოვლანდე შავი ბეემვეს მარკის ავტომობილი. გაოცებისგან პირი ღია დამრჩა.-კიდევ ერთხელ გილოცავ სიყვარულის დღეს. -მადლობა ჩემო სიყვარულო.მთელი ძალით შევაფრინდი და ბაგეებზე ვეამბორე. -არაფრის პრინცესა.კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და ხელები მომხვია.მე „ჭკვიანი საათი“ ვაჩუქე ზუსტად ის რომელიც ასე ძალია უნდოდა, რომელიც ერთი იყო დარჩენილი და ისიც მე ვუყიდე 2 თვის წინ რომ მეჩუქებინა. -ამ განსხვავებულით მინდა ჩვენი ულამაზესი წყვილის სადღეგრძელო შევსვა, ჩემო დიმიტრი ჩემო ნუციკო დაგლოცავთ, აგერ უკვე მეორე თვეა რაც დანიშნულები ხართ და სულ მალე ჯვარსაც დაიწერთ, ეს თქვენი მეოთხე სიყვარულის დღეა რაც ერთად ხვდებით, რაც წლები გადის მით უფრო ლამაზდებით და სიყვარულით ივსებით, მინდარომ მთელი ცხოვრება ასე ბედნიერები იყოთ იხარეთ იტოკში სულ ბედნიერები ყოფილიყავით სიცოცხლის ბოლომდე.განსხვავებული სულმთლიანად ჩაცალა მირიანმა და გახარებულმა ხელები მოგვხვია. დღე არაჩვეულებრივად გავატარეთ ღამის 3 საათი იქნებოდა როცა სახლთან მიმაცილა. -დიტო ძალიიან დიდი მაადლობა ეს ისეთი გასაოცარი დღე იყო.გაოცებისგან ემოციებს ვერ ვმალავდი. -გასაოცარი იმიტომ იყო ეს დღე რომ შენთვითონხარ გასაოცარი ჩემო ქალბატონო.ხელები სახეზე შემახო და შუბლზე ნაზად მეამბორა. -მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად.მეც გავშალე ხელები და წელზე მოვხვიე. -მეც პრინცესავ.თავზე მომაკრო ბაგეები. -დიტო ის მეორე გასაღები რა იყო?.ინტერეს რა ვუთხარი. -მაგას მალე გაიგებ ჩემო სიყვარულო.მწვანე თვალები კვლავ დამანათა და ამჯერად ტუჩებზე წამეტანა.-კარგი ცივა ახლა სახლში ადი ხვალ კი საღამოსგამოგივლი. -კარგი ძილინებისა.ხელი ხელზე მოვკიდე წამიერად ასე ვიყავი, მერე გავუშვი და კიბეზე ავედი.-დიტო.გულმა ვერ მომითმინა მისკენ სირბილით წავედი და ხელები კისერზე მოვხვიე.-მინდა სულ ასე ვიყოთ. -ცოტაც მოიცადე პატარავ ჩვენ მთელი ცხოვრება ასე ვიქნებით. -მიყვარხარ. -მეც მიყვარხარ.ხელები გავუშვი და სახლში სირბილით ავედი თუმცა მთელი ჩემი არსება დიტოს გავაყოლე. 2014 წელი 19 აპრილი. თბილისი. გაუნძრევლად ვწევარ საწოლზე. ადამიანს არ ვგავარ. უჰაერობა მკლავს თუმცა ფანჯრები ღიაა და თბილი ნიავი უბერავს. ხელები საგრძნობლად მიკანკალებს. მასთან ერთად სხეულიც, გონება, გული გაყინულია. თვალებიც სულ გამეყინა. ძალიან მიჭირს, გულზე რაღაც დიდ ლოდს ვგრძნობ, გულიც მერევა,მახველებს, ყელში რაღაც მაღრჩობს.კარს გაშტერებული შევცქერი და ველოდები როდის შემოაღებს კარს დიტო მაგრამ ამაოდ. უკვე მეოთხე დღეა ველოდები. კარი ხშირად იღება მაგრამ დიტო არსად ჩანს. ხან ლიკუნა შემოდის ხან თათია ხანაც კი მირიანი. კოჭებზე მგონია ბორკილები მიკეთია ისევე როგორც მაჯებზე. საწოლზე ვარ მთელი სხეულით მიჯაჭვული. სულით კი ისევ დიტოსკენ ვარ. სხეული დედამიწაზეა ჩემი სული კი სადღაც შორს ალბათ უკუნითი სიბნელეში. გაოცებილი ვარ, ჯერ კიდევ ვერ დამიჯერებია ეს ამბავი. იარაღი ხელიდან გაუარდა და დაიჭრა. ეს ყველაფერი ისე არადამაჯერებელია რომ გაოგნებისგან მეცინება. ის ხომ კარგად ფლობდა ყველანაირ ცეცხლასსროლ საშვალებას. ამდენიხნის შედეგად წამოვჯექი. ეს უკვე პროგრესი იყო. ცრემლები მოვიწმინდე და ტელეფონი ხელში დავიკავე. მინდოდა მირიანისთვის დამერეკა თუმცა ეკრანს რომ დავხედე თვალები კვლავ ცრემლებით ამევსო. ჩემი და დიტოს ფოტო ამოვიცანი. გულმა ვერ გამიძლო, სუნთქვე შემეკვრა, მისი მომღიმარი სახე ახლა ალბათ სულ გაყინული და უემოციო იქნებოდა. ტირილს ვუმატე, ტკივილმა იმდენად მოიცვა სხეული რომ ბოლო ხმადე დავიბღავლე. ჩემს ხმაზე ოთახში მირიანი და ლიკუნა შემოვიდნენ. -ნუცა.სწრაფად წამოვიდა ლიკუნა ჩემსკენ და გვერდით მომიჯდა. -მითხარი რომ სიზმარია და ახლა გამეღვიძება.განადგურებული ადამიანს აღარ ვგავდი. -ნუც შემომხედე.ჩემს წინ დაჯდა მირიანი და მისკენ შემატრიალა.-ვიცი რომ გტკივა მაგრამ დიტო წავიდა ის ვეღარასდროს მოვა და არც ესაა სიზმარი. -მირო მართლა ცუდადვარ, იცი როგორ მაკლია? მისი თბილი ხელები მაკლია, მისი სახე მისი სული მაკლია. -ძლიერი გოგო ხარ ნუციკო, ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ სამივე გადავიტანთ ამას. -მირო მაინტერესებს როგორ მოხვდა ეს ყველაფერი. -შენ რომ მიგაცილა ისევ ჩვენთან დაბრუნდა, კაიხანი ვსვავდით, მაგრა დათვრა, მერე სახლში წავიდა ჩემით წავალო, ბოლოს კი ეს ამბავი გავიგეთ, ექსპერტებმაო თუ ვიღაცეებმა იარაღი ხელში ეჭირაო, თურმე გადატენილი ყოფილაო და შემთხვევით სასხლეტს გამოეკრა ხელი და თვითონვე დაიჭრაო. -არმესმის მან ხომ კარგად იცოდა იარაღის ხმარება, ასე დაუდევრად ვერ მოიქცეოდა. -მთვრალი იყო ნუცა. რამდენიმე წუთში ყველანი ოთახიდან გავყარე. არავისთან არმსურდა საუბარი. ხვალ უკვე დიტოს ასაფლავებდნენ, ამაზეც კი დამიწყეს საუბარი თუმცა გავაჩუმრე რადგან არ შემეძლო. მის დასაფლავებას ვერ ვუყურებდი. ვერ ვუყურებდი როგორ ჩაასვენებდნენ რამდენიმე მეტრის სიღრმეზე. ვერ დავაყრიდი მიწას და ვერ შევხედავდი მის მშობლებს. კარზე კაკუნის ხმა გავიგე. არმინდოდა არავისთან საუბარი თუმცა თათია შემოვიდა(ჩემი და). -ნუციკო შეიძლება?.უკვე სიბნელე იყო მეც დაძინებას ვაპირებდი თუმცა ვერ ვიძინებდი. საწოლში შეწოლილი ბალიშზე ვიყავი ჩაბღაუჭებული. -მოდი.ხმაწასულმა ამოვიკნავლე და მბჟუტავ შუქს გავხედე რომელმაც თვალი მომჭრა.ჩემსკენ წამოვიდა, ხალათი გაიხადა და საწოლში შემომიწვა. -ხვალ რასაპირებ?.ბალიში ხელიდან გამომგლიჯა გვერდით გადაისროლა და თავი მის მკერდზე დამადებინა. -არმივდივარ.უემოციოდ ჩავილაპარაკე. -ნუციკო მომისმინე, შენ დიტოს საცოლე იყავი, ამდენიწელი ერთად იყავთ, უნდა წახვიდე, ვიცი გიძნელდება მაგრამ ეს შენი მოვალეობაა, მის მშობლებს მხარში უნდა დაუდგე, შავებში გამოწყობილი მის საფლავთან უნდა დადგე, შენ ქვრივი ხარ, ქვრივები კი ძლიერები არიან, დედიკოც ქვრივი იყო, გახსოვს მამას დასაფლავებაზე როგორ იყო? ამაყად იდგა რადგან მისი რჩეული ქალი იყო, მას კი არ შეშვენოდა სისუსტე, შენც ასე უნდა გააკეთო, დიტოს რჩეული იყავი, არც შენ შეგშვენის სისუსტე, მის მშობლებს გვერდი უნდა დაუმშვენო! შენ ძლიერი გოგო ხარ სწორედ ეს მოსწონდა დიტოს შენში! არდაგავიწყდეს ვინ იყო დიტო და ვინ ხარ შენ! ახლა მისი საქმე შენ უნდა გააგრძელი როგორც დედამ გააკეთა ეს.თმაზე ნელა მეთამაშებოდა, თან ხმადაბლა მესაუბრებოდა. -არვიცი ხვალ დილამდე კიდე დროა.თვალები მის სახეს მივაბყე. -ხოდა შეეცადე ახლა დაიძინო, ხვალ რთული დღე გელის.შუბლზე მაკოცა და საბანი გვერდით შემომიკეცა. -არამგონია დამეძინოს, მესამე ღამეა უკვე არ მძინებია. -ხოდა სწორედ ახლა უნდა დაგეძინოს. -შევეცდები. თვალები დავხუჭეთუარა ისევ დიტოს სახე წარმომიდგა თვალწინ, გული ამიჩქარდა სუნთქვა შემეკვრა როგორც მაშინ როცა დიტო ვნახე. ადრე როცა მასთან ვიყავი მაშინაც მენატრებოდა და ახლა? ახლა უღმერთოდ მენატრება. ტკივილამდე მენატრება.დილას 6 საათზე გამეღვიძა. ისევ თათიას გულზე მედო თავი. მას ეძინა, ფეხზე წამოვდექი ფანჯარასთან მივედი და ღრუბლებს მივაჩერდი.სადაცაა წვიმაც დაიწყებოდა. 2014 წელი 20 აპრილი. თბილისი. სამზარეულოში ჩასულს ყავა გავიკეთე და მდივანზე ჩავესვენე. თავი საზურგეს მიადე და თვალები დავხუჭე. ვიგრძენი ნელნელა როგორ გაიკვალა ცრემლებმა გზა ჩემს ღაწვებზე. ღრმად ჩავისუნთქე, ტუჩები კბილებშორის მოვაქციე და ჭიქას ხელი ძლიერად მოვუჭირე. ხელები ამიკანკალდა, თან საგრძნობლად.დავინახე ცხელი ყავა როგორ გადმომესხა ხელზე და დამწვა. ვერაფერი ვიგრძენი! ტკივილს კი ვგრძნობდი მაგრამ გულში. ხელზე საერთოდ არ ვღელავდი, ისევ ღრმად ჩავისუნთქე ყავის ჭიქა ავიღე და ერთი ყლუპი მოვსვი. პირიც დამეწვა მაგრამ ეგ არაფერი, მეგონა გაყინულ გულამდე ჩააღწევდა ოდნავ მაინც გაალღობდა თუმცა ამაოდ. ამასობაში ყავაც გაცივდა თათიაც ჩამოვიდა, გვერდით მომიჯდა და დამწვარ ხელზე დამაკვირდა. ხმამაღლა შეჰკივლა და ცივი საფენი დამადო. შემდეგ კი მალამოთი დამიმუშავა. -რამოუვიდა.თათის ყვირილზე ბაჩო ჩამოვიდა(თათიას ქმარი). -ხელი დაეწვა.ნერვიულად თქვა და ბინტით გადამიკრა. -რამე ხომ არ გჭირდებათ?. -არა ბაჩო არაფერი. -მე დღეს წავალ.ძლივს ამოვილუღლუღე. -სწორი გადაწყვეტილება მიიღე. -შეგიძლია ტანსაცმელი გამიმზადო?. -კი როგორ არა.იმწამსვე წამოემართა ფეხზე თათია და ცოტახანში დამიძახა ყველაფერი მზად არისო.ოთახში ასულმა წყალი გადავივლე და შავი სამოსი გადავიცვი.მთლიანი შავი კაბა და იმავე ფერის ჩექმა ამოვიცვი, ხელი შეხვეული მქონდა, ამიტომ არმინდოდა ვინმეს რამე ეფიქრა. შავი ფერის ხელთათმანები თითებზე წამოვიცვი თმა გავიშალე და ისე გავაბიჯე მისაღებში. მანქანის გასაღები ავიღე ტელეფონი ქურთუკის ჯიბეში მოვათავსე და ისე წავედი. კიბეებზე ნელა ჩავირბინე, სადარბაზო სავსე იყო ბიჭებით. ყველას გაოცებული სახე ჰქონდათ. ამაყად მივაბიჯებდი ჩემი ავტომობილისკენ და მათ მზერას ვაიგნორებდი. -ნუცა.უკნიდან ერთ-ერთი ბიჭის ხმა მომესმა და გავჩერდი.მათკენ მივტრიალდი და თვალებში შევხედე.-ვიზიარებთ. -გმადლობთ.ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი წამებში მოვიწმინდე და მანქანაში ჩავჯექი. 10 წუთში ნაცნობ სახლთან მივედი. ირგვლივ ტერიტორია სავსე იყო უამრავი შავებში გამოწყობილი ხალხით. უმეტესად ბიჭები იყვნენ.საჭეს მთელი ძალით ჩავებღაუჭე და თვალები დავხუჭე. ტკვილმა მთელს ტანში დამიარა. სული შემეკვრა, გონება დამებინდა, გაუცნობიერებლად ამოვიკვნესე და ცრემლები გადმოვყარე. თავს უფლება მივეცი მთელი ემოციებით მეტირა და ასეც მოვიქეცი. მთელი თხუთმეტი წუთი ტირილში გავატარე შემდეგ კი ცრემლები მოვიწმინდე და სარკეში ჩავიხეედე. თვალები სულ ჩამეთხაპნა, სალფეთქი ამოვიღე შავი ლაქები მოვიცილე და ზედა ტუჩი კბილებს შორის მოვიქციე. თვალები დავხუჭე, თვალწინ წარმომიდგა მამაჩემის დასაფლავება. მე და თათია დედას მივყავდით მანქანით. თათია წინ იჯდა მე კი უკან, მაშინ დაახლოებით 8 წლის ვიყავი თათია კი 12-ის. ავტომობილი რომ გააჩერა მანაც ზუსტად ჩემსავით გააკეთა, მთელი ძალით იტირა, სარკეში ჩაიხედა და თვალებზე მომდგარი ცრემლები შეიმშრალა.შემდეგ ჩვენ გადმოგვხედა,ხელები მოგვკიდა და გაგვიღიმა. -გამაგრდით გოგოებო, მამათქვენი გმირულად დაიღუპა! ეს ხალხი კი აქ იმისთვისაა მოსული რომ ჩვენისისუსტე დაინახოს! ეს კი არ დაანახოთ! მაგრად იდექით, თავები მაღლა აწიეთ და ცრემლები შეიშრეთ! თქვენ პატივსაცემი კაცის პატივსაცემი ქალიშვილები ხართ! თქვენ თუ იქ მუხლებზე დაემხობით და ბოლო ხმაზე აქვითინდებით სუსტები გამოჩნდებით! მამაქვენი კი სუსტი არიყო, მეტიც, ის ყველაზე ძლიერი იყო! თქვენც ძლიერები უნდა იყოთ! სიკვდილზე და მარტოობაზე ძლიერები.ეს სიტყვები ისე ჩამრჩა 8 წლის გოგონას მეხსიერებაში რომ ახლაც სათითაოდ გავიხსენე ყველა წინადადება. ამაყად გადავედი მანქანიდან. მხრებში გავსწორდი,ხელი ტელეფონს დავავლე და ხმა გამოვურთე. ჩემმა მისვლამ ყველა გააოგნა. საუბარი შეწყდა, მზზერა ჩემსკენ იყო მომართული. სახლის კარი ღია იყო, ფეხი შევდგი თუარა კარებში ბატონი სერგო დავინახე(დიტოს მამა). -ვიზიარებ თქვენს მწუხარებას.მშრალი ტონთ მივმართე თვალცრემლიან კაცს და ხელი ჩამოვართვი. -მადლობა შვილო, მეც ვიზიარებ.ხელი ხელზე დამადო და თავი დაბლა დახარა. ჭირისუფლების მონახულების დროც დადგა. ნელა შევაბიჯე ოთახში და კუბო დავინახე. თავი მოხდილი ჰქონდა სახეზე კი არაფერი ეფარა. ნაცნობი სახე რომ მოვლანდე კანკალმა ამიტანა თუმცა თვალი მოვარიდე. დიტოს დედისკენ წავედი და მივუსამძიმრე შემდეგ კი ცარიელ სკამზე ჩამოვჯექი. ცრემლებმა ბრთხილად გაიკვალეს ღაწვებზე გზა, მეკი თავაწეული ხელებს ერთმანეთში ვხლართავდი და დიტოს ვუყურებდი. თეთრი უსულო ფიგურა, ახლაც როგორი სიმპატიურია. მინდოდა ახლოს მივსულიყავი და როგორც ზღაპრებში ისე გამეკეთებინა. ტუჩებზე ვეამბორებოდი და ისიც გამოიღვიძებდა, ან მე გადამიყოლებდა მის სამყაროში. გულში თითქოს საასიკვდილო დარტყმა მომაყენეს. მისმა სიკვდილმა მთლიანად გამანადგურმა. მისმა უსულოდ დარჩენილმა სხეულმა გამომფიტა დამაუძლურა და კინაღამ გონების დაკარგვამდე მიმიყვანა.ხელები ამიცახცახდა, სუნთქვაშეკრული გაოცებული შევცქეროდი მას და ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი რომ ახლა ის იმ უსულო კუბოში, სადაც ადრე თუ გვიან ყველანი „მოვთავსდებით“ გაუნძრევლად იწვა და არ სუნთქავდა, მეტიც, პულსიც არ ჰქონდა. თავს ძლივს ვიკავებდი, მინდოდა მასთან ახლოს მივსულიყავი,ხელები ძლიერად მომეხვია და ბოლო ხმაზე მეტირა.საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი ღმერთი ასეთ საშინელებას თუ დამატეხდა თავზე.რა დავაშავე? ღმერთო რატომ გამწირე ამისთვის? განა ვინმესთვის მისურვებია ასეთი ტკივილი? გულის წამსვლელი, სულის წამშლელი და გამანადგურებელი ტკივილი? ხალხი ხომ იმას ამბოს რომ სიკეთეს თუ გააკეთებ ყველაფერი დაგიფასდებაო, ესარის ჩემი გაკეთებული სიკეთის ფასი? ნუთუ ამის ღირსი ვიყავი? მამა წამართვი დედა წამართვი დიტო წამართვი სიცოცხლე წამართვი, სუნთქვის უფლება არ მომეცი, არსებობა შემიზღუდე, ცხოვრება დამიმახინჯე.მეტის მოთმენა შეიძლება? მითხარი რა გავაკეთო? თავი მოვიკლა? თუ ტირილში გავატარო მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება?..ასე ვერ გავძელი, სწრაფად ავდექი და ოთახიდან გავედი, იქ ლიკუნა და მირიანი იყვნენ, სწრაფად წავედი მათკენ და ორივეს ხელი მოვკიდე. -ისეთ ადგილას წამიყვანეთ სადაც ხალხი არიქნება.ორივეს ვუჩურჩულე მათ კი მეორე სართულზე დიტოს ოთახში შემიყვანეს. იმწამსვე გავარდი საწოლისკენ და მისი ბალიში გულშ ჩავიკარი. ხარბად შევისუნთე მასზე დარჩენილი დიტოს სურნელი და ღრმად ამოვისუნთქე. თავი რომ ავწიე უჰაერობამ შემომიტია ისევ მის ბალიშზე ჩავრგე თავი და კვლავ იმ სურნელით გავავსე ფილტვები. ნარკოტიკივით იყო ეს ყოველივე ჩემთვის, ამიტომ ხელიდან არ ვუშვებდი. არვიცი ასე რამდენიხანი ვიყავი ერთადერთი რაც მახსოვს ის იყო, რომ მირიანმა ფუმფულა მატერია ხელიდან გამომგლიჯა და წამომაყენა. მერე უცებ მანქანაში ავღმოჩნდი. გვერდით ლიკუნა მეჯდა და ხელს ხელზე მადებდა. და აი დასაფლავების დროც დადგა. ყველანი შევიკრიბეთ ერთ ცივ ადგილას. და აი ჩემი დიტოც მოვლანდე. ისევ კუბოში ესვენა და მიწაში ჩასვლას ლამობდა. წინ ვიდექი, მამაოს ლოცვებს ყურადღებას არც ვაქცევდი, უბრალოდ დიტოს შევცქეროდი და ტირილს ვნატრობდი. არშემეძლო იქ დავმდგარიყავი და მეტირა, ასე ხომ სუსტი გამოვჩნდებოდი. მე ხომ ძლიერი მამაკაცის ძლიერი საცოლე ვიყავი. ყველას ყურადღება ჩემსკენ იყო მომართული, ზოგი ჩუმად ოხრავდა, ზოგი ჭორაობდა ზოგიც კი ეშმაკური თვალებით მიყურებდა. იმას ლამობდნენ როდის გამომეცლებოდა მუხლებში ძალა და როდის დავენარცხებოდი მიწაზე, თუმცა მყარად ვიდექი, სწორედ იმ მიწაზე რომელსაც დიტოს რამდენიმეხანში დააყრიდნენ. გულზე ხელი მივიდე, მაინტერესებდა ისევისე თუ ძგერდა, ან თუ მუშაობდა საერთოდ. მათ სწორედ რომ ჩემი გული დაასაფლავეს. ჩემი მეორე ნაწილი წაიღეს და მხოლოდ სხეულის ანაბარა დამტოვეს. ამაზე საშინელი ტკივილი არ არსებობს. მინდოდა ხორციელად ვეწამებინე ვინმეს. ეს მერჩივნა. მას მაინც გავუძლებდი თუმცა ამას? ეს ხომ ჩემთვის სიკვდილივითაა. სულის ტკივილს ვერაფერი აშუშებს ვერც დრო ვერც მანძილი, ის სამუდამოდ რჩება ჩვენში, სადღაც კუნჭულში და ყოველთვის გვახსენებს თავს.ნელნელა ვგრძნობდი თუ როგორ იქმნებოდა ჩემს გულთან ცივი ბარიერი. სულ ერთიანად დაფარა ყინულმა გაბზარული ორგანო და შიგნითაც შეაღწია. თანდათან ვრწმუნდებოდი რომ ამმის შემდეგ ჩემი ცხოვრება აღარაფრად ღირდა. მოსიარულე გვამი, დიახ დიახ სწორედ ეს ვიყავი, ამჯერად არ დავდიოდი თუმცა მაინც გვამი ვიყავი. უსულოდ დარჩენილი ფუტული რომელიც სიცივის გარდა ვერაფერს გრძნობდა. გრძნობები გამეყინა, ყველა ადამანური კაპილარი ჩაწყდა, სახეზე ნელნელა გადამირბინა უემოციო მიმიკამ. არაფრისმთქმელმა ცივმა გამოხედვამ, ახლა ყინულმა თვალებამდეც ააღწია და ელვასავით გაკრა, თმის თითოეული ღერიც უსიცოცხლო ნაგვად იქცა. ყველაფერი გათავდა, ჩემთვის ყოველი შემთხვევაში.სამყარო გაჩერდა, ირგვლივ ყველაფერი ყინულის თეთრ ლოდად იქცა, მეც ამ ყველაფერთან ერთად. ჩემსა და დიტოს შორის ძაფი სიკვდილმა დაფარა. ახლა ის უფრო თბილი იყო ვიდრე მე. სწორედ იმ მომენტში მივხვდი თუ რატომ იყო დედაჩემი მამას საფლავთან გახევებული და რატომ ჰქონდა სახე ასეთი ფერმკრთალი. იმ მომეტში ვიგრძენი მისი ტკივილიც, თვალებიც დავხუჭე, მამაც იმ მომენტში დავკარგე, იქ მდგომი ხალხი სხვა ადამიანებით ჩავანაცვლე, თვალწინ სულ მთლიანად მამაჩემის დასაფლავება წარმოვიდგინე. თითქოს წარსულში გადავხტი დედაჩემს თავში ჩავუძვერი და ჩემი თვალით დავინახე ყველაფერი. იქაც ისევ ისე ციოდა როგორც აქ დიტოს დასაფლავებაზე. კუბოში მამაჩემი დავინახე ჩასვენებული, ჭაღარა შეპარული მკვდარიც როგორ ამაყად იწვა. ალბათ თავის თავი რომ დაენახა ამაყად იტყოდა ჩემს გაფერმკრთალებულ სახის ნახვა ვერავის ვერასდროს ეღირსებაო... ტირილის ხმაც მომესმა.გვერდით გავიხედე მაგრამ ვერაფერი დავინახე. ბოლოს დაბლა დავიხედე და ჩემი თავი მოვლანდე. 8 წლის უსუსური ნუციკო შელია, დედის კალთას იყო მოფარებული და საცოდავად ფსლუკუნებდა. ახსოვდა დედამისის გაბრთხილება მაგრამ თავი ვერ შეიკავა.სახე უკან ჰქონდა მიტრიალებული მამამისის დამარხვის პროცესი რომ არ ენახა თან კი გრძელ შავ კაბას მუჭით იჭერდა.თავი მაღლა ავწიე, ნუციკოს ხელი ძლიერად ჩავკიდე და გულში გავიელვე „მყარად იდექი ნუციკო, დედიკო, ესეც გაივლის“. ქუთუთოები კვლავ დავასვენე, რომ გავახილე ამჯედარ ჩემს სხეულში ვიყავი, გვერდით თათია მედგა და ბაჩოს ეხუტებოდა. დაბლა დავიხედე, ხელები წინ წავწიე და სახეზე ხელი მოვისვი. ახლა დიდი ნუციკო შელია ვიყავი, თუმცა კვლავ უსუსური. თითის ბალიშებამდე ჩაღწეულმა გულისცემამ მიმახვედრა, რომ ჩემსკენ დიტო მოდიოდა, ხელი ძლიერად ჩამჭიდა და თავზე სველი კოცნა დამიტოვა. ისევ ისთი სურნელი ასდიოდა, ისევ ისეთი თბილი იყო როგორც უწინ, 1 კვირის წინ. ხელს ძლიერად ვუჭერდი რადგან შიში მიბყრობდა. არმინდოდა წასულიყო, არმინდოდა ოდნავ მაინც დამშორებოდა, საერთოდ არმინდოდა რომ თვალთა ხედვიდან გამცლოდა. გულში ვიმეორებდი „გთხოვ ჩემთან იყავი, არსად წახვიდე, სულ ჩემთან დარჩი, ხელი ძლიერად მომკიდე და არასოდეს გამიშვა, არ დამტოვო გთხოვ დიტო არდამტოვო ამ სამყაროში ასე მარტოდ, თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ ნურასოდეს წახვალ, ანთუ წახვალ მეც თან გამიყოლე რომ შენს გვერდით ვიყო, ნუ მიმატოვებ!ნუ!“. თვალები ისევ დავაჭირე ერთმანეთს და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოვაქციე.“დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“, მამაოს მჭექარე ხმამ მოაღწია ყურამდე, გახევებულმა თვალი გავახილე და მირიანს გავხედე. თხრილთან იდგა, ხელში ნიჩაბი ეკავა, ხელის კანკალით აიღო მიწა და უფსკრულში გადაუშვა თან კი ცრემლი ჩამოუგორდა.ასე დიდხანს ეწვალებოდა მიწას. ბოლოს ამირანი მივიდა ნიჩაბი გამოართვა და მან განაგრძო ძმაკაცის საქმე. მასაც ისევე უძნელდებოდა როგორც მირიანს თუმცა რაექნა ძმაკაცი მეტად ცუდ მდგომარეობაში იყო და ამიტომ მიეშველა. -ასე უნდა დამტოვო დედიკო?.წამებში შემოესმა დიტოს დედის განწირული ხმა.-შენ გარეშე უნდა დამტოვო შვილო? ახლა როგორ გავიღვიძო და დავიძინო უშენოდ ჩემო ლამაზო ბიჭო? ახლა როგორღა მოგეფერო სახეზე ჩემო ერთადერთო შვილო? მითხარი როგორ ვიცოცხლო? განა ღირს ახლა ჩემი ცხოვრება რამედ? ეს რა გაგვიკეთე ასე რატომ მოგვექეცი ჩემო ბიჭო? რატომ დაგვტოვე მე და მამაშენი შვილო? რატომ დატოვე შენი ნუციკო ასე გაუბედურებული ჩემო ერთადერთო შვილო?.ჩემი სახელის გაგონებაზე შევკრთი. აკანკალებულმა ხელი ზურგს უკან გავწიე და თვალცრემლიანი გავხედე დიტოს დედას. მისი ყოველი სიტყვა მეხის გავარდნასავით იყო.შვილმკვდარი დედის მოთქმა ხომ ყველაზე მტკივნეული და დამთრგუნველია. ასე რამდეხანს ვიდექი არვიცი, გაშტერებული ვუყურებდი ხის ჯვარს რომელიც დიტოს საფლავთან იყო მოკალათებული. ვერ გავიგე როდის წავიდნენ მგლოვიარენი და როგორ დავრჩი მე მარტო.ირგვლივ მიმოვიხედე, არავინ იყო, ხალხი მანქანებში სხდებოდნენ ზოგიც გარბოდა რადგან წვიმის წვეთებმა დაიწყეს მიდამოს დასველება. ვიდექი! ვარსებობდი! ვსუნთქავდი! თუმცა ეს რა ყოფა იყო?!. ჩემი სუნთქვა ახლა რამეს ნიშნავდა? ჩემი არსებბობა გულს დარდისგან მინთავისუფლებდა? არა! ახლა ჩემი არსებობა ყველაზე მტკივნეული რამ იყო მთელს დედამიწაზე. გაბოროტებული, დაუძლურებული, გულგახეთქილი და გრძნობებამოგლეჯილი ვიდექი, ნელნელა გავუყევი გზას და საფლავის წინ დავდექი. მუხლებში ტკივილი ვიგრძენი, მთელს ტანში ააღწია და თმის ღერამდე მიატანა. ჩავიკეცე, ხელებით მიწაზე დავემხე და ენა კბილებს შორის მოვიქციე რომ სულიერი ტკივილი ფიზიკურ ტკვილად მაინც მექცია თუმცა რამდენად გასაკვირიც არუნდა იყოს ვერაფერი ვიგრძენი, ხელთათმანები გავიძრე და გვერდით მოვისროლე, შიშველი თითები კი ნელნელა შევასრიალე მიწაში. ძლიერად ჩავებღაუჭე უხეშ, ქვიან და ტკივილნარევ ქვიშას, თავიც დაბლა დავადე და მთელს ხმაზე დავიკივლე, ამ კივილს კი მთელი ჩემი ემოცია ტკივილი და სული ჩავაქსოვე. ვინმეს რომ მოესმინა ალბათ გაიფიქრებდნენ ხომარ ატყავებენ ამ საცოდავსო. მატყავებენ! სწორედაც რომ მატყავებენ! სულიერად მატყავებენ, ყველანაირ ტკივილს განმაცენინებენ და მკლავენ.ამაზე მტკივნეული არაფერი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში. ამაზე მტკივნეულად არაფერი განმიცდია. ამაზე მტკივნეული ტკივილი არავის არასდროს განუცდია.შესაძლოა ვაზვიადებ თუმცა არა! ოდნავადაც არ ვაზვიადებ, პირიქით ამ ტკივილს შესაბამის სიტყვასაც ვერ ვუძებნი, ამ სულის გამგლეჯ ტკივილს. -და ახლა რაიქნება?!.ხმაგამტყდარმა ამოვიკვნესე.-ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა დიტო, მე მეგონა რომ მთელი ცხოვრება ეთად ვიქნებიდით, შენ კი უცებ აი ასე ადვილად ადექი და წახვედი! საერთოდ არ მკითხე გიშვებდი თუ არა! იქნებ მეც მოგყვებოდი! იქნებ არმინდოდა შენი გაშვება! იქნებ მინდოდა რომ შენთვის ხელები შემომეხვია და მეკოცნა! შენ არ მეუბნებოდი ყოველთვის შენს გვერდით ვიქნებიო? შენ არ მითხარი სანამ ეს ხელოვნური ვარდი არ დაჭკნება მანამდე მეყვარებიო? შენ არ მითხარი ბედნიერები ვიქნებითო?.მუხლებზე დამხობილი წინ და უკან ვქანაოდი, წამიერად თავს მიწაზე ვდებდი და მუჭებს ძირს ვურტყავდი.-დამტოვე! გესმის? დ ა მ ტ ო ვ ე! წახვედი და თან გამიყოლე! ჩემი სული გაიყოლე სხეული კი საჯიჯგნად დაუტოვე ამხალხს! ყველა იმას გაიძახის რომ შენი საქმე მე უნდა ჩავიბარო, ვიცი, შენცგინდა რომ ასე გავაკეთო მაგრამ არა! შენ აქ აღარ დამტოვე, ყველანაირად გამანადგურე! რატომ? გამაგებინე ამ საშინელი ტკივილისთვის რატომ გამიმეტე?!.ხმადაბლა საუბარი ვეღარ შვძელი და მთელს ხმაზე ვიყვირე.-გამაგებინე რატომ? ნუთუ ამის ღირსად ჩამთვალე დიტო? ნუთუ ამ ყველაფრისთვის გამიმეტე ჩემო ერთადერთო სიყვარულო? დავიჯერი ოდნავ მაინც არ შეგეცოდე? თუმცა შენ ვინ რა გკითხა? აი ასე ბედმა წამართვა შენი თავი! ღმერთმა წაგიყვანა თავის სამფლობელოში! მეკი ასე ძაღლივით მარტო დამტოვა ამ ტირანებთან! ახლა მეუფროვარ უსულო გვამი ვიდრე შენ! მითხარი უფალო როგორ გავძლო დიტოს გარეშე? მითხარი რა გავაკეთო? მე მაინც წაგეყვანე! მას ეცოცხლა მეკი შენთან წაგეყვანე!.ჩემმა მოთქმამ ჩემზევე ყველაზე მწარედ იმოქმედა. გაყინული გულის ნაპრალებში ჩააღწია და უფრო ძლიერად ამოავსო ტკივილით.სულიერად ნაწამები ბოლო ხმაზე არაადამიანურ ხმებს გამოვცემდიი და მთელი ძალით ვიკლაკნებოდი, შუბლს მიწას ვურტყავდი, ხელებს თავში ვიშენდი და შავ თმას ვიწეწავდი. აკანკალებულმა ხელი გულთან მივიდე, შავ მატერის ძლიერად ჩავებღაუჭე და რაც კი ნაგროვები მქონდა ტკივილი ჩემს ხმაში ჩავაქსოვე. ბუნდოვნად დავინახე ჩემსკენ მომავალი ორი სილუეტი, ლიკუნა და მირიანი. სწრაფად მოვიდნენ ჩემსკენნ და მხრებში ჩამაფრინდნენ. -ნუციკო გთხოვ დაწყნარდი თავი ხელში აიყვანე.გულზე ამიკრა მირიანმა და ხელები უკან დამიჭირა რაღა თავი კვლავ არ დამეზიანებინა. -მითხარით რატომ წამართვა უფალმა დიტოს თავი? ვინმემ გამაგებინეთ რა დავაშავე ასეთი? რა ცოდვა მედო ამისთანა რომ ჩემი დიტო მიწაში გაამწესა? ეს არის სამართლიანობა? ესარის მორწმუნეობა? მითხარით ახლა როგორღა ვირწმუნო სიკეთის? როგორღა ვირწმუნო სიყვარულის? ახლა როგორღა ვიარსებო ვინმემ მითხარით.ბოლო სიტყვები ჩუმად წარმოვთქვი რადგან ყვირილისგან უკვე ხმა აღარ მქონდა. -უნდა წავიყვანოთ.ჩუმად გადაუჩურჩულა ლიკუნამ მირიანს და ორივემ ფეხზე წამომაყენა. -ესეც ჩენი ყოვვლისშემძლე უფალი! ხედავვ რა გამიკეთა? რაც კი უბედურებამ გამოაღწია ჯოჯოხეთიდან ყველა ფერფლი მე დამაყარა თავზე! დედა მომიკლა მამა მომიკლა მერე დიტო მაპოვნინა და ისევ ხელიდან გამომგლიჯა! ღირსივარ! ალბათ ღირსი ვიყავი ასეთი რამ რომ მომევლინა თავს! სხვა ახსნას ვერ ვპოულობ ალბათ ღირსი ვიყავი!. ოთახის კარზე კაკუნის ხმა გაისმა. ნელნელა წამოვდექი ფეხზე და სახელური ჩამოვწიე.სინათლემ წვრილად შემოაღწია და თვალზე უხეშად გადამირბინა. წარბები შევკარი და სახემომანჭულმა ძლივს ვიცანი კართან მდგარი შავი სილუეტი. -ქვემოთ ჩამოდი საქმე გვაქვს.კუთხეში ატუზული მირიანი მოვლანდე, თვალებაწითლებული მიმზერდა. -კარგი.თავი დავუქნიე და ბრთხილად გავაბბიჯე ოთახის გარეთ ფეხი. შავი ჟაკეტი გულზე ავიფარე და ფეხისწვერებზე დავიწყე სიარული წინდები რომ არ დამსვროდა.მისაღებში ჩასულს რამდენიმე ბიჭი დამხვდა. ყველა შავ სამოსში იყო, არცმიკვირს მათ ხომ 2 კვირის წინ „უფროსი“ გარდაეცვალათ, ჩემთან კი სხვა ფერის ტანსაცმლით ვერ იკადრებდნენ მოსვლას. მათ წინ მდივანში ჩავესვეე და ფეხები ავკეცე.-დასხედით.ხმაჩამწყდარმა ამოვიკნავლე და ჩემს ბრძანებას დაეორჩილნენ. -ნუცა თქვენთან გვინდოდა საუბარი.ხმადაბლა საუბარი დაიწყო ერთ-ერთმა ბიჭმა თუმცა თვალებში ვერ შემომხედა. -გისმენ ლევანი.თავი დავუქნიე და მირიანს ავხედე. -მის საქმეს თქვენს გარდა ვერავინ გაუძღვება, იცით კანონები და ახლა ჩვენ, თქვენ უნდა ჩაგვიდგეთ სათავეში.ხელებს ერთმანთში ხლართავდნენ, დაძაბულობა ეტყობოდათ ხმაზე, არუნდოდათ ქვრივ ქალთან უხეშად ელაპარაკათ, ამ შემთხვევაში ლმობიერობაც ისეთივე შეურაწყოფა იყო როგორც უხეშობა ან თუნდაც სარკასტულობა. -მე უარს ვამბობ.არც კი დავფიქრებულვარ ისე ვთქვი ეს სიტყვები. -ნუცა იქნებ დაბიქრდეთ, ხომ იცით რომ ეს ასე უნდა იყოს.არ წყვეტდა ნერვიულად საუბარს ბიჭი. -არმაინტერესებს, ჩემს მაგივრად მირიანი იქნება. -მეე? ნუციკო ასე არ შეიძლება, ეს შენ უნდა დადგე დიტოს ადგილას.ახლოს მოვიდა მირიანი და ხელი ხელზე დამადო. -არა მირიან მხოლოდ შენ სხვა არავინ არც მე და არც სხვა. -ნუციკო მომისმინე, იცი დიტო ვინც იყო და რას წარმოადგენდა, მისი საქმეები ეს ხალხი შენ უნდა მართო, დედაშენიც ასე მოიქცა არდაგავიწყდეს როცა ასეთ გარემოშიხარ შენ უნდა განაგრძო მისი საქმე. -მე ვერ გავუძღვები მათ როგორც ნამდვილი „უფროსი“, მე ვერ ვითანამშრომლებ ისეთ ხალხთან ვისთანაც ადრე დიტო თანამშრომლობდა, მე ვერ გავხდები ამ მაფიის მთავარი თუ რაც არის.ხმადაბლა ჩავილაპარაკე და ჩაჭიდებულ ხელზე ცხვირი გავუხახუნე.-შენ შეძლებ, კაციხარ და უფრო გამოგივა, მმეკი მგლოვიარე ქვრივი რომლის ცხოვრებასაც აზრი აღარააქვს. -არა შენ ჩემი, ჩვენი, ყველა მათგანის დაიკო ხარ, შენ დიტოს საცოლე იყავი ეს კი იცი რასაც ნიშნავს. -თუ ოდნავ მაინც მცემ პატივს გთხხოვ მისი საქმე შენ გააგრძელე მეკი მომეცი უფლება რომ ჩემთვის წყნარად გავატარო ჩემი ცხოვრების დარჩენილი დღეები.ბოლოს ეს ვუთხარი და ფეხზე ავდექი, ჩემს წამოდგომასთან ერთად ბიჭებიც ადგნენ და ნაღვლიანი მზერით შემავლეს თვალი.-ახლა მირიანია მთავარი, რასაც გეტყვით ის გააკეთეთ. -გავა დრო და მოგინდება ის ადგილი შენ დაიკავო მეკი ამ პოზიციას შეგინახავ და გავუბრთხილდები ნუციკო. 2014 წელი 15 ივნისი თბილისი ჩემოდანს ძლივსძლივობით მივათრევ.ფეხები უკან მრჩება თუმცა სხვაგზა არმაქვს, სწრაფი ნაბიჯებით მივდივარ ექსკალატორისკენ და ადგილზე ვშეშდები. დამშვიდობება ყველაზე ნაკლლებად მინდოდა ვინმესთან თუმცა ახლა თავი ვერ შევიკავე.უკან რომ მივტრიალდი თვალცრემლიანი თათია და ლიკუნა დავინახე. გვერდით ბაჩო და მირიანი იდგნენ.ჩემოდნის სახელურს ძლიერად ჩავებჟაუჭე რათა თავი შემეკავებინა ზედმეტი ემოციური მიმიკისგან. ბოლოს ღრმად ჩავისუნთქე და ხელი დავუქნიე იმის ნიშნად რომ მოსულიყვნენ. გოგონები სწრაფად გამოემართნენ ჩემსკენ და მთელი ძალით ჩამეხუტნენ. -ცრემლები არ დამანახოთ!.მკაცრად შევუღრინე მათ, თუმცა მე ძლივს ვიკავებდი თავს რომ არ მეტირა. -ახლა მაინც მოიქეცი ცოტა ადამიანურად და მაცადე ტირილი.მხარში ოდნავ გამკრა ლიკუნამ. -ახლა იმას უნდა ველოდო როდის მოგეპრიანება ჩამოსვლა?.პირზე ხელაფარებული თათია სიტყვებს ძლივს აბავდა ერთმანეთს. -მე აქ ჩამოსვლას აღარასოდს ვაპირებ.ღრმამდ ჩავისუნთქე და მირიანს გადავხედე რომელსაც რამდენიმე კინკილა ცრემლი ჰქონდა თვალზე შემშრალი. -მოდი აქ.სწრაფად მოვიდა ჩემთან და გულზე ამიკრა.-თუ რამე მოგინდეს, თუ ვინმე გაწყენინებს ეგრევე მე მირეკავ, ხომიცი თავს მოვაჭამ ყველას შენსგამო.ყურთან მიჩურჩულა. -ვიცი მირო.თბილად გავუღიმე და სახეზე ხელი მოვუსვი.-სიძევ.ახლა ბაჩოსკენ წავედი და ხელები მოვხვიე.-თათიას გაუბრთხილდი, წამითაც არმოშორდე. -გეფიცები თვალის ჩინივით გავუბრთხილდები პატარა სიდედრო.თავზე ხელი გადამისვა და შუბლზე მაკოცა. -კარგათ.მკრთალად გავუღიმე ყველას და კიბეზეც მოვთავსდი. ფანჯარასთან ვიჯექი, და ვუყურებდი როგორ ივსებოდა თვითმფრინავიც. ღრმად ვსუნთქავდი იმ ჰაერს სადაც ადრე მე და დიტო ერთად ვივსებდით ერთმანეთის სურნელით ფილტვვებს. არმინდოდა ეს სუნი გამქრალიყო, დიტოს დასაფლავებასთან ერთად ნელნელა იფანტებოდა მაგრამ ახლა ერთბაშად მეცა ეს მონატრებულიი არომატი და ნესტოებში მომიღიტინა. ღაწვებზე ნაცნობმა ცრემლლმა გაიკვალა გზა და ყელამდე სულ უპრობლემოდ ჩაესვენა. არც კი უკითხავს მე ამის უფლება მივეცი თუ არა. უბრალოდ აი ასე თვალიდან ჩამოგორდა და პირდაპირ ყელამდე ჩააღწია. ამას მეორეც მოყვა, მანაც იგივე გაიმეორა და მიყვა ასე ერთრიგად, რიგრიგობით, დაყვნენ ეს ცრემლებიი თავიანთ დატკეპნილ გზას რომელიც უკვე რამდენიხანია გავლილი აქვთ თან დღეში ათჯერ. თითოეულ ცრემლს სახელიც კი დავარქვი, ერთს დიტო ქვია, მეორეს დედა, მესამეს კი მამა. თუმცა უნდა ვაღიარო დიტო უფრო ხშირია ვიდრე დედა და მამა. ის უფრო ხშირად სრიალდება ჩემს სახეზე, თითქოს კვლავინდებურად მეფერება, თითქოს ჩემს ღაწვებზე სრიალით ივსება. უკვე ტუჩებამდეც მიაღწია, ამჯერად მხოლოდ დიტოა, სწრაფად ვგებულობ მის მარილიან გემოს და ცხვირი მეწვება. სასაცილოდ ვათამაშებ ტუჩებს რომ ამწვარი ცხვირი გამოძრავდეს და ცოტა აზრზე მოვიდეს. ამას პლიუს ის სურნელი ნესტოებს რომ მიწვავს. არა არა გაგიჟებას ვარ! სწრაფად მოვიმარჯვე სალფეთქი სახეზე მოვისვი და თავი გავაქნიე. ახალი ცხოვრება რუსეთში. ნეტავ როგორი იქნება ხვალინდელი დღე, უცხო ქვეყანაში, უცხო ქალაქში, უცხო სახლში. უცხო მიწაზე სადაც ბიძაჩემის მეტს არავის ვიცნობ. ალბათ გამიჭირდება თუმცა სხვაგზა არმაქვს, ვერც საქართველოში გავჩერდებოდი, წასვლა კი გამიჭირდა მაგრამ დარჩენა იყო ყველაზე ძნელი და გაუსაძლისი. თვალებს ვხუჭავ, გული სწრაფად იწყებს ფეთქვას, მერე რამოდენიმე დარტყმას ტოვებს და სხვანაირად ძგერს. ჰაერის უკმარისობა მჭირს მაგრამ ეგ არაფერია. ქუთუთოები რომ დავაშორე ერთმანეთს გარეთ გავიხედე. უკვე ცაში ვიყავი, დიტოსთან ახლოს, კილომეტრებით მაღლა ავიწიე დედამწიდან და ჩემს დიტოს მივუახლოვდი. მაგრამ არა! მას პირიქით დავშორდი. მისი სხეული დედამიწაზე საქართველოშია დასვენებული, მეკი შორს გავფრინდი,იქ სადაც მისი ჩრდილი ვერმოაღწევს და დაძინების უფლებას მომცემს.“მშვიდობით დიტო! ჩემო ერთადერთო სიყვარულო, მე აღარასოდეს დავბრუნდები“ ხელი შავ მაისურთან მივიდე, ისევ ძლიერად ჩავებღაუჭე და დავიძინე. 2015 წელი 25 დეკემბერი მოსკოვი მოსკოვის ყველაზე სახელგანთქმულ ადგილას, წითელ მოედანზე ვსეირნობდი და მაშას მოსვლას ველოდი. მაშა ჩემი ბიძაშვილია რომელთანაც მეტნაკლებად კარგი ურთიერთობა დავამყარე მთელი ამ დროის განმავლობაში რაც ამ ქალაქში ჩამოვედი.სწრაფი ნაბიჯებით მოემართება ჩემსკენ და ნაყინს მაწვდის. -მადლობა მაშა, მაგრამ ეს ნაყინი რას აიჩემე ამ შუა ზამთარში.შოკოლადის ნაყინი გამოვართვი და დავაგემოვნე. -ბიძაშენმა მითხრა ნუციკოს უყვარსო ნაკინიო.გატეხილი ქართულით მიპასუხა და მის ნათქვამზე ორივეს სიცილი აგვიტყდა. -ნელნელა ითვისებ ქართულს.მხარი მხარზე გავკარი და შემოგარენი შევათვალიერე. -იცი მე ძალიან მინდა წავიდე შენთან საქართველოში. -მაგ მეც მინდა.ღრმად ჩავისუნთქე ჩემთვის კვლავ უცხო ჰაერი და მკრთალად გავიღიმე. -ტატია არ გენატრება? მე რომ ველაპარაკე ტიროდა ბაჩო ძლივს დააწყნარა. -კი თათია ყველაზე მეტად მენატრება, ლიკუნაც და მირიანიც, ჩემი სიძეც და ჯერკიდევ უნახავი დიშვილი. -მერე რაგას უწდი ადექი და წადი თან კი მეც გამიკოლე. -არ შემიძლია მაშა. -კარგი მაშინ რა გაეწყობა.მხრები აიჩეჩა და მთავარი ქუჩისკენ მიბიძგა. მეც უკან გავყევი და მალე სახლშიც ამოვყავით თავი. დღემდე ვერ დავიზეპირე ის ადგილები სადაც მაშა მატარებდა.სახლში მისულს ბიძაჩემი ანერვიულებული დამხვდა. -Папа, что случилось?.სწრაფად მივიდა მაშა მამასთან და ხელები წელზე შემოხვია. -Ничего дорогая.თავზე ხელი გადაუსვა მაშას და მე ემომხედა.-ნუციკო ბაჩო და მირიანი გირეკავენ სკაიპში.ხელი ლეპტოპისკენ მიმითითა, მეც სწრაფად ავიღე და ჩემს ოთახში სირბილით ავარდი. -როგორხართ ბიჭებო?.ხმაგამტყდარმა ამოვილუღლუღე და ხელი ეკრანს მოვუსვი. -კარგად ნუციკო შენ როგორ ხარ?.უხერხულად შეიშმუშნა ბაჩო. -რახდება?.იმწუთასვე მივხვდი რომ რაღაც ხდებოდა, ორივეს შეწუხებული სახეები ჰქონდათ. -ნუცა რაღაც უნდა გითხრათ, ამის დამალვას აზრი არ აქვს უბრალოდ დამპირდი რომ მშვიდად იქნები.თავში იმწუთასვე თათია და ლიკუნა ამომიტივტივდა. -თათია და ლიკუნა როგორ არიან? რამე დაემართათ? ან ბავშვი? ღმერთოჩემო ბავშვი ხომ კარგადაა. -სამივენი კარგად არიან ნუციკო. -მაშინ რახდება?.გული ამიჩქარდა, რახან ისინი კარგად იყვნენ აღარაფერს ვწუხდი თუმცა ის კი ვიცოდი რომ მათი მოტანილი ამბავი ნამდვილად არიქნებოდა სასიხარულო. იმასაც მივხვდი რომ საქმე დიტოს ეხებოდა რადგან ასეთი ემოციური შემზადება მხოლოდ ამ საკითხთან მოუწევდათ. -ვიცი გიძნელდება ამის გახსენება თუმცა.წამიერად შეყოვნდა მირიანი.-მანდაც სწორედ ამ ამბის გამო წახვედი. -ამოღერღეთ ახლა.კანკალმა ამიტანა, უცებ გონებაში წამიერად გავიელვე იქნებ დიტო ცოცხალიათქო, გულში იმედის სხივმა გამკრა. -მოკლედ ბაჩო მონაწილეობას იღებს აუქციონებში, ოღონდ დაფარული სახელით, არავინ არიცის მისი ვინაობა.ერთწუთიანი პაუზა და გულმა მთელი ეს ერთი წუთი თითოეული დარტყმა გამოტოვა. -მითხარით რახდება. -არავინნ იცის ჩემი სახელი და გვარი, არც ის თუ რას წარმოვადგენ, ხომიცი იქ ერთადერთი ფულია, რაც უფრო მნიშვნელოვანია ნივთი მით უფრო მაღალია დაწესებული გადასახადი, მოკლედ 2 დღის წინ გამოცხადდა ახალი აუქციონი სადაც ერთ-ერთიი ნივთი იქნა გასაყიდი. -და იმ სულელური ნივთის გამო მირეკავთ?.თვალები ავატრიალე და არაფრისმთქმელი გამომეტყველება მივიღე თუმცა გული მაინც სხვა რამეს მანიშნებდა. -არა ნუციკო ის სულელური ნივთი არ არის, მათ თქვეს რომ სწორედ ამ იარაღით მოკლეს დიტო ავალიანი.გავშრი, სახე გამიუფერულდა, ცხელმა ლავამ წამებში გადამირბინა სხეულზე და თვალები ამიგიზგიზა. მოკლეს! ამ სიტყვას უკვე მეათასეჯერ ვიმეორებდი გონებაში და ბაჩოს ნათქვამს ვერც კი ვიჯერებდი.არა შეუძლებელია! დიტო უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა! ყველამ ეს თქვა, ნუთუ შეცდომით თქვეს ყველაფერი. ნუთუ უბრალოდ ჩემი და დიტოს საახლობლოს გაცურება უნდოდათ. არა რაღაც არასწორი ითქვა მთელი ამ დროის განმავლობაში, იქნებ ახლა უნდათ რომ უბრალოდ სკანდალი ააგორონ თუმცა რაც აუქციონზე ხდებოდა ყველაფერი კონფიდენციალური იყო მაგრამ არა! ვინმეს რომ ეს გაეგო არ დამალავდა, მაშინ რატომ აკეთებს ამას იარაღის გამყიდველი? და საერთოდ ვინ არის? იქნებ სახე ფულს ეხება, იქნებ საქმე მე მეხება?.თავში უამრავმა აზრმა გადამირბინა, ჩემთვის გაურკვეველ რაღაცეებს ვფიქრობდი და ბიჭებს ყურადღებას არ ვაქცევდი. -რასქვია მოკლეს.ძლივს წარმოვთქვი ეს სიტყვები. -აი ასე უბრალოდ მოკლეს ახლა კი იმ იარაღს ყიდიან. -კიმაგრამ მათ ხომ თქვეს რომ შემთხვევით. -ნუთუ მთელი ამ ხნის განმავლობაში გჯეროდა რომ ეს შემთხვევით მოხვდა?.გამომცდელად ჩაილაპარაკა მირიანმა. -მე დიტოს სიკვდილიც კი არმჯერა მირო.ხმაგამტყდარმა ამოვიოხრე და ცრემლები მოვიწმინდე. -ვიფიქრეთ რომ ეს ამბავი უნდა გცოდნოდა. -რაღის იარაღი?. -ნუციკო რას აპირებ?. -რაღირს იარაღი?.მათი კითხვა დავაიგნორე. -ორმოცდაათიათასი ამერიკული დოლარი. -ხვალ აეროპორტში დამხვდით მოვდივარ. 2015 წელი 26 დეკემბერი თბილისი ნაცნობი სურნელი ტრიალებდა ოთახში. ხელუხლებლად იყო ყველაფერი, მათ შორის ჩემიი და დიტოს სურათი. საწოლიც ზუსტად ისე დამხვდა როგორც დავტოვე. ფეხზე წამოვდექი, ნელი ნაბიჯებით წავედი ფანჯრისკენ და გამოვაღე. ცივმა ქარმა უხეშად დაუბერა და სახე ერთიანად ამიწვა, სუსხმა თითქოს ახლა უფრო გაყინა ისედაც გაყინული თვალები, ის მარილიანი სითხეც კი წამებში შეაშრო რომელიც ღაწვებზე ლამობდა გზის გაკვალვას. ღრმად ჩავისუნთქე, ფანჯარა მივხურე და ოთახიდან გავედი. ქვემოთ თათია ბაჩო ლიკუნა და მირიანი მელოდებოდნენ. -ბაჩო იქნებ უფრო ზუსტად ამიხსნა ყველაფერი.ჩემი სიძის წინ მოვთავსდი. -ნუციკო უკვე მერამდენედ გიხსნი, უბრალოდ დაწყნარებულმა მომისმინე. -დაწყნარებულმა მოგისმინო? დაწყნარებულმა როგორ მოგისმინო როცა იმის შესახებ გავიგე რაც თურმე ამდენი ხნისწინ მომხვდარა მეკი არვიცოდი, ეს წელი სულ ტყუილში გამიტარებია, თურმე დიტო მოუკლავთ მეკი იქ უმოქმედოდ ვიჯექი და მის დავიწყებას ვცდილობდი.თავი რომ ვერ მოვთოკე ფეხზე წამოვდექი და თავზე ხელები მოვიჭირე. -ნუციკო! ემოციებს ნუ აძლევ უფლებას რომ დაგიმორჩილოს!.მკაცრად შემომიღრინა თათიამ. -ვინ ყიდის მაგ იარაღს?.ბოლოს დამშვიდებულმა ვკითხე. -არვიცი იქ ყველა და ყველაფერი ანონიმურია. -მირიან ყველაფერი გაარკვიე მათ შესახებ. -ეს ყველაფერი კონფიდენციალურიათქო ნუციკო უკვე გითხარი და ვერ შეძლებ ინფორმაცია მოიპოვო თუ მათი წევრი არხარ. -მაშინ გამაწევრიანე. -ასე არხდება, მე ვიყიდი შენი სახელით. -ბაჩო იცოდე ეს რომ გაირკვეს იცი რაც მოხვდება, შენც მოგკლავენ და მეც.ახლოს მივედი ბაჩოსთან ხელი მხარზე დავადე და თვალებშიი ჩავხედე. -მე მზად ვარ ყველაფრისთვის.დაწმუნებით ჩაილაპარაკა. -და თათია შენ მზადხარ?. -არვიცი რისთვის მამზადებთ მაგრამ მზად ვარ. -მაინც რაში გჭირდება ის იარაღი? რა საჭიროა მისი ყიდვა? უბრალოდგგავიგოთ ვინყიდის და ვსო?.მირიანის ხმა მომესმა, აშკარა იყო რომ ჩემზე ღელავდა, ეს მის ხმაში ვიგრძენი. -და რომ გავიგებთ მერე მკვლელის ვინაობას რასვიზავთ?.ახლა მისკენ მივტრიალდი. -პოლიციას გადავცემთ. -არა მირო ჩვენ მას მოვკლავთ.მთელი ამრეზიით ამოვიფრუტუნე და სარკეში მოვლანდე ჩემი თავი, სულ შეცვლილი ვიყავი, სახეზე მხოლოს სიბრაზე მეკითხებოდა, არც სითბო არც წყენა და არც გულუბრყვილობა უბრალოდ სიბრაზე და მეტი არაფერი. -დროა საქმე შენ გადმოგაბარო, ამ დროს დიდიხანი ველოდი.სარკეში მირიანიც მოვლანდე, ჩემს უკან იდგა და მაკვირდებოდა. -ბიჭებს უთხარი რომ ჩამოვედი. -უკვე იციან. -ძალიან კარგი.თავი დავუკარი და ჩემს ოთახში ავედი. 2015 წელი 31 დეკემბერი თბილისი ბოლო 10 წუთის ათვლა უსასრულოდ გაიწელა. გახარებულები ერთმანეთს ულოცავდნენ ახალწელს, მეკი ფანჯრის რაფაზე, ჭიქა ღვინით შემოსკუპებული გავცქეროდი გარეთ. ფეიერვერკებმა სულმთლად გადაფარეს ღრუბლიანი ცა. მთვარეც აღარსად მოჩანდა, ყველაზე ბნელი ღამე იყო, ფეიერვერკები კი ამაყად დაძრწოდნენ ერთმანეთის ირგვლივ და თავს იწონებდნენ მათი მჭექარე ხმით და მრავალგვარი გადაბრჭყვიალებული ცეცხლოვანი სხივებით. იფანტებოდა, ირეოდა, წითელი ყვითელს ერწყმოდა და მწყვანე მათ ფარავდა. სახლის ყველა ფანჯრიდან მოჩანდა ფერადი ნათურები, რითმულად ხან ერთი ფერი აინთება ხან კი მეორე. გარეთ ყველაფერი მწყობრშია, თბილისში ცხოვრება მართლაცრომ სწორედ ისე მიმდინარეობს როგორც უნდა იყოს. ახალგაზრდები ქუჩებში დახეტიალობენ, შუშხუნები ხელში აქვთ მომარჯვებული და ისე მიუყვებიან გზას ერთ-ერთი მეგობრის სახლისკენ. ფანჯრებთან ბავშვების კოლონაა ჩამწკრივებული რომცელიც გაოცებულები შესცქერიან მოელვარე „მაშხალებს“. ჩემს სახლშიც ყველაფერი ისეა როგორც ყველა ნორმალური ადამიანის ოჯახშიც. ჭიქებს უჭახუნებენ ერთმანეთს, სადღეგრძელოს ერთი მეორეს მიყოლებით ამბობენ, ბედნიერები ახალიწლის სიმღერას ღიღინებენ. ეს არის ახალი წლის მთავარი ატრიბუტი, დიახ დიახ ეს! მეკი ამ მთავარ ატრიბუტს გამოვაკლდი, არცმინდოდა, ხალისიც მქონდა დაკარგული. ერთადერთი მშვიდად ყოფნა და წითელი ღვინოს დაგემოვნება იყო ჩემი მთავარი დღესასწაული. ჩემი ფანჯრიდანაც გაჰკიოდნენ და ცას ანათებნენ „ოჯახისწევრები“ ჩემი და დიშვილი,ბაჩო, მირიანი და ლიკუნა. მე მათზე ახლობელი არავინ გამაჩნია, ყველა დანარჩენმა მიმატოვა. სწორედ ისე გაქრნენ როგორც ახლა, ამ ცაზე, ფეიერვერკის ლამაზი სხივები. მათი ხმამაღალი გასროლით თავი შეგყვაყვარეს და წამის მეასედში მხოლოდ კვამლი მოირჩინეს, რომელიც ჰაერში გაიფანტა და გაფერმკრთალდა. ფანჯრის ანარეკლზე ჩემი არაფრისმთქმელი, გაყინული გამომეტყველება დავინახე. დიდხანს ვაკვირდებოდი იმას თუ რა ხდებოდა ჩემს ირგვლივ. აწეწილი თმისმეტი ვერაფერი დავინახე. წამში გამკრა გონებაში რაღაცამ რამაც წამიერად გამაღიმა. ეს კი სწორედ რომ ჩემი ფიქრები იყო..... ესეც შენი ახალიწლის დასაწყისი ნუციკო.. შეხედე ახლა რა უფერულია ეს ყველაფერი, როგორ გამოიფიტე, როგორ დაუძლურდი, შენსთავს საერთოდ არ გავხარ, რაგიხარია ახლა ნეტა ვიცოდე. ის საშინელი წელი გააცილე და გგონია რომ ეს წელი უკეთესი იქნება? უფრო ბედნიერი იქნები? დავიჯერო ამის მართლა გჯერა? არა ნუციკო! არაფერს არ აქვს დასასრული, არც სიყვარულს, არც ტკივილს, არც ბედნიერებას. ისინი ნელნელა გვეპარებიან და ერთმანეთის მონაცვვლეობით მოდიან ჩვენს ცხოვრებაში. ნუთუ მართლა გგონია, რომ ახლა როცა ამდენი რამ გადაიტანე უბრალოდ ბედნიერების ჟამი დადგება. ნუთუ მართლა გგონია, რომ ახალი წელი ბედნიერების დასაწყისია? ვიცი რომ გჯერა და სულელიც ხარ!... ახალი წელი, არააქვს მნიშვნელობა კარგად დაიწყება თუ ცუდად, უარესი აუცილებლად მოხვდება თუნდაც შუალედში. არარსებობს ტკივილის დასასრული, ამ საშინელ შეგრძნებას ბოლო არ აქვს, ის ჩვენში ცხოვრობს, სადღაც გულის ერთ პატარა კუნჭულშია ჩაბუდებული რომელიც სიცილის შემდეგ ნელნელა მოედება შენს ორგანიზმს და გახსენებს თუ რა უბედური იყავი ერთ დროს, რომ არ აქვს მნიშვნელოდა რამდენი კარგი რამ მოხვდა შენს ცხოვრებაში.. ჯერ მარტო 25 წელის ხარ, წინ კი იმდენი დროა, შენკი აქ უმოქმედოდ ზიხარ. მაინც დაიტანჯები, ყველაფერი კარგად რომ იყოს მაინც დატანჯული იქნები.. ადექი, ადექი და აჩვენე ამ ხალხს რომ შენ ასეთი უძლური არხარ, აჩვენე დიტოს მკვლელს რომ იმ გასროლილმა ტყვიამ რომელიც დიტოსთვის გაიმეტა ცუდი რამ მოუტანა, რომ არ შერჩება. ადექი და მართე ხალხი, სიყვარულით კი გიყვარდეს ის ვინც ახლა მეორე ოთხში ერთმანეთს ასე თბილად ეგებებიან. მიდი შენი რამიდის! უკვე ყველაფერი გადაიტანე და დარწმუნებულივარ ახალც ყველაფერს გადააგორებ. -ახალწელს გილოცავ ნუციკო.უკნიდან მირიანის ხმა მომესმა, ფანჯარაში მოვლანდე მისი სილუეტი და მისკენ შევტრიალდი. -შენც გილოცავ მირო.ღვინის მაღალი ჭიქა ხელში ავაფრიალე და ერთი ყლუპი მოვსვი. -ამ წელიწადს რას აპირებ?. -არვიცი, ზოგადად არმიყვარს როცა რამეს ვგეგმავ, ეს შენ კარგად იცი, მაგრამ ერთადერთი რასაც ამ წელიწადს გავაკეთებ მისი მოკვლა იქნება. -ვიზე ამბობ?. -დიტოს მკვლელზე, მისი სახელიც არ ვიცი. -ვიპოვოთ, მტკიცებულებები შევაგროვოთ და პოლიციას გადავცეთ. -რომელ პილიციას მირიან? იმათ ვინც კვალი დაფარეს?. -მართალიხარ, თუმცა რასაჭიროა მოკვლა. -ამ ღვინის ჭიქას ხომ ხედავ.ხელში გამჭვირვალე ჭიქა ავაფრიალე რომელიც წითელი ღვინით იყო ნახევრად ავსილი. -კი ვხედავ.თავი დამიკრა და ისე დამაკვირდა. -ხედავ როგორ ლივლივებს ეს წითელი სითხე მასში?. -ვხედავ. -ხოდა ახლა წარმოიდგინე რომ ეს წითელი სითხე ჩვენი ცხოვრებაა, როგორიი მათრობელაა არა? ყოველი მოყლუპვისას გარკვეული გრამი აკლდება და ბოლოს იცი რა რჩება? სიცარიელე, მეტი არაფერი, მეკი არმინდა იქამდე დავიცალო და დავცარიელდე სანამ დიტოს მკვლელის დაღვრილ სისხლს არ ვნახავ, ამას რომ გავაკეთებ მერე თავისუფლად მოვწყდები ამ გამჭვირვალე კედლებს და უსასრულობაში გადავიკარგები. ჭიქა ბოლომდე ჩავცალე და ტუჩებზე დატოვილი ღვინის წვეთები ენისწვერით მოვიწმინდე.-აი ზუსტად ასე გემრიელად წავალ ამ გამჭვიირვალე უფერული დედამიწიდან სადაც მხოლოს სიბრალული სუფევს, მერე კი ყველასოვაგონდები და გამიხსენებს ხალხი როგორც 2015-იან ძვირადღირებულ ღვინოს, რომელიც მთელი 200 წელი ობით უყო დაცვარული, მისი სისხლით დავტოვებ ჩემს კვალს დედამიწაზე და მისი სისხლით ვაჩვენებ ხალხს რომ დაუსჯელი არავინ რჩება დედამიწაზე, მე ღმერთს ვერ დაველოდები როდის მოუღებს ბოლოს იმ ნაბი*ვარს, მე ჩემით დავსჯი მას, ჩემით გამოვასალმებ სიცოცხლეს რომელიც ჩემს დიტოს და მე წაგვართვა.ფეიერვერკის ხმამ გააყრუა ირგვლივ ყველაფერი, ლამაზმა ფერებმა ნაზაად დაიწყეს ცაზე მიმოფანტვა მეკი ვიდექი და ყოველ გასროლაზე თვალებს ვხუჭავდი.-ზუსტად ასეთი ხმა ექნება ჩემს მიერ გასროლილ იარაღს, ზუსტად ასეთი შემზარავი და საზეიმო. -როგორც შენ იტყვი, ყველაფერი ისე იქნება როგორც დაგეგმავ. -სხვაგვარად არც უნდა იყოს. -გამოდი შენ გკითხულობენ, უბრალოდ ახალი წელი მიულოცე მათ. -ახლავე.მისაღებ ოთახში გასული არვიყავი თათია კისერზე რომ ჩამომეკონწიალა, ყველა გახარებული იყო იმ ფაქტის გააზრებით რომ მე მათთან ვიყავი და ამ ყველაფერს ავღნიშნავდი. -ახალწელს გილოცავ ნუციკო.შუბლზე მაკოცა ბაჩომ და დიშვილი გადმომილოცა. -ჩემო სიყვარულო, ბოდიში რომ სათანადო ყურადღებას ვერ გაქცევდი, ახლა დეიდაშენი ყოველდილას მოგიტაცებს საწოლიდან და დაგიკოცნის მაგ გაბუშტულ ლოყებს.ლიზიკო ხელში ავათამშე და გულში ჩავიკარი. ვიგრძენი როგორ ჩაიღვარა სითბო ჩემს გაყინულ გულამდე და თვალზე ცრემლიები მომადგა. ვიცოდი რომ ახლა ლიზიკო იყო ჩემთვის ის ერთადერთი სხივი რომელიც გამაძლიერებდა. მართალია მის გარდა იყვნენ მირიანი, ლიკუნა ბაჩო და თათია თუმცა ლიზიკო, ის ჩემი ლიზიკო იყო რომელსაც დეიდა ჭირდებოდა.-ჩემო ლიზიკო დეიდას უყვარხარ ყველაზე ძალიან.მისი ბუთხუზა ხლები ყელზე მომხვია და მართალია დამდორბლა თუმცა მაინც ღიმილი მომგვარა. 2016 წელი 17 იანვარი თბილისი -აუქციონი ხვალაა. -არავინ იცი რომ შენხარ ხომასეა?. -არა, არავინ იცის ნუციკო, მთავარია ყველაზე სოლიდური თანხა შევთავაზო მათ. -რაც არ უნდა დაჯდეს იყიდი. -ეჭვიც არ შეგეპაროს, იარაღი შენი იქნება. -კიმაგრამ ამ აუქციონის შესახებ როგორ ან რანაირად?. -ამ ყველაფერში მამაჩემი იყო გაწევრიანებული, მისი სიკცდილის შემდეგ მე ჩავები, შენ წარმოდგენაც კიარ გაქვს ხახლსი რამდენს ხარჯავს უამრავ სულელურ ნივთში, მილიარდებს და მილიონებს, ან საერთოდ რაები იყიდება, ეს იარაღი არაფერია იმასთან შედარებით რაც წლების წინ გაიყიდა, ზუსტად 2 წლის წინ ერთმა არაბმა შეიხმა 3 მილიარდი გადაიხადა ტყვიაში. -კიმაგრამ რატყვია იყო ასეთი?. -ამის თქმა არ შემიძლია, მაგრამ ის ზუსტად ისეთი მნიშვნელოვანი იყო იმ შეიხისთვის როგორც ეს იარაღი შენთვის, თითოეული მათგანისთვის მნიშვნელოვანი იყო. -სულ რამდენიხართ? რასეძახით თქვს თავებს?. -კოლექციონერებს, სულ 32 ვართ და არცერთმა ვიცით ერთმანეთის ვინაობა. -რატომ? ან როგორ?. -ეს აუქვიონი წლებია რაც არსებობს, ამ ყველაფერში ჩვენი იმ 32 კაცის დიდი ბაბუები და მათი ბაბუებიც იყვნენ ჩართულები, ეს მემკვიდრეობით გადადის. -ანუ ლიზიკო აუქციონის წევრი გახდება?. -კი ლიზიკოც კონექციონერი გახდება ან კი თათია. -და რა არის ამის მიზანი?. -კოლექცია, მე ისეთი რაღაცეები მაქვს შეძენილი რაც ვერავის დაესიზმრება. -ნარკოტიკიც იყიდება?. -კი. -მაშინ უკანონო ყოფილა. -კანონიერი ამქვეყნად არაფერია ნუციკო, სიცოცხლეც უკანონოა, სიყვარულიც, კანონი უბრალოდ ჩარჩოა რომელიც ყოველ შემთხვევაში გატყდება ისევე როგორცც ეს აუქციონი, უკანონოა თუმცა სამართლიანი და აი ახლა მე ამ ჩარჩოს ვტეხ. -ეს რომ გაიგონ?. -გაიგონ. -დარწმუნებული ხარ რომ ამის გაკეთება გინდა?. -დარწმუნებულივარ.თბილად გამიღიმა ბაჩომ და ლიზიკო თავის საწოლში ჩააწვინა. 2016 წელი 18 იანვარი თბილისი მე მირიანი და ბაჩო ჩემი სიძის ოთახში ვზივართ და ველოდებით თუ როდის შესრულდება ღამის 11 საათი. ყველაფერი წამებში დაიწყო. დიდ კომპიუტერზე გამოჩნდა იარაღი ქვემოთ კი ფასი. -ახლა სკანირება იწყება გაიწიეთ სწრაფად.მწვანე სხივმა გამოანათა და ბაჩოს ხელზე მომარჯვებულ სამაჯურზე დაასხივა. საიდეტიფიკაციო კოდი სწრაფად აიკრიბა ეკრანზე ბოლოს კი შავი ფონი გამოჩნდა. -რახდება?.სწრაფად მივარდი ბაჩოსთან. -არაფერი ნუღელავ. ცოტახანში ეკრანი კვლავ განათდა, იარაღის ფოტოსურათი კვლავ აღიბეჭდა შუაში მის გარშემო კი 32 უჯრა გაიხსნა ზედმეტსახელებით. ბაჩოს ზედმეტსახელი მხოლოდ ციფრებისგან შედგებდა(123654789). აუქციონიც დაიწყო. საწყისი ფასი წითლად ანათებდა ეკრანზე(50.000$). ხალხი ჯერ 1000$ ამატებდა შემდეგ კი უფრო მეტს. ახლა 70.000$-ს მიუკაკუნა. საშინლად ვნერვიულობდი. ხელში მხოლოდ ორასიათასი მეჭირა ფასი კი ყოველწამს იზრდებოდა. ბაჩოს მაგივრად მე ვუმატებდი და არავის ვაცდიდი ფასის აწევას. -ჯადაბას ბაჩო ასორმოცდაათიათასი დოლარი ჩაწერე. სწრაფად ჩავყვირე და ფეხზე წამოვდექი. თვალებზე ხელები ავიფარე და ყველაფრის გადახარშვა დავიწყე. მგლებივით იყვნენ, ფულს ფულზე დებდნენ და ყველანაირად ცდილობდნენ ის იარაღი შეესყიდათ. თავი ვერ შევიკავე, იმ ოთახში ვერ გავჩერდი, ვერ ვსუნთქავდი, უჰაერობა მტანჯავდა, აივაანზე სირბილით გავარდი და მოაჯირს მთელი ძალით დავეყრდენი. -ნუციკო.ბაჩოს და მირიანის ხმა შემომესმა. -არმითხრათ რომ დაგვასწრეს.ჩემთვის ამოვიფუტუნე და ოთახში შესვლა ვერ გავბედე. -ნუციკო ჩქარა მოდი აქ.სწრაფად დამიძახა მირიანმა.მეც მალევე შევედი ოთახში და კომპიუტერს დავაკვირდი. გამწვანებული ციფრები დავინახე. -ეს რასნიშნავს?. -აუქციონი მოვიგეთ.გამარჯვებული მზერით ამომხედა ბაჩომ და ხმოვანი შეტყობინება ჩაირთო.“ნაღდი ფული მოიტანეთ თბილისის გარე უბანში, კოორდინატები შეტყობინებით მოგივათ, იარაღი კი 2 საათში იმავე ადგილას იქნება მადლობთ, რომ აუქციონში მიიღეთ მონაწილეობა“. -მოვიგეთ მაგის დედავატირე მოვიგეთ.ხმამაღლა შეჰყვირა მირიანმა და ფეხზე გახარებული წამოხტა. 2 დღეში ფულიც გავანაღდეთ და დადგა მომენტი როდესაც ყველაფერი კარგად უნდა გაგვეთვალა. ჯერ ფული ჩვენ უნდა დაგვეტოვებინა, შემდეგ კი ისინი მოიტანდნე იარაღს. ბაჩოს თქმით ნივთი მფლობელმა უნდა მიიტანოს ადგილზე და მისი საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა დაურთოს თან, ფულის მიტანმაც იგვე პროცედურა უნდა შეასრულოს, წესების დარღვეის შემთხვევაში „კოლექციონერი“ სიკვდილით ისჯება. დილის 8 საათი იქნებოდა თბილისის გარეუბანში რომ დაიძრა მირიანის ავტომობილი. უკან კიდევ 4 მოგყვყვა. ფული ადგილზე 1 საათით ადრე მივიტანეთ. ბიჭებმა მოახერხეს ისეთი კამერების დამონტაჟება რომლის ამოცნობაც ძალიან რთული იქნებოდა. იქაურობას გავეცალეთ რადგან ასე იყო წესი. 2 საათის გასვლის შემდეგ მოვიდა ბრძანება რომ იარაღი ადგილზე იყო. სწრფად დაიძრა მანქანა თუმცა ამჯერად ბაჩოს მეც გადავყევი. დიდი შავი ყუთი იდო ზუსტად იმ ადგილას სადაც ფული დავოვეთ. კამერებიც მოიხსნა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა ბოლოს ისღადაგვრჩა ჩიპი ჩაგვერთო და გამყიდველიის ვინაობა გაგვეგო. ოთახში მე ლიკუნა მირიანი ბაჩო და თათია ვიყავით. მირიანი კომპიუტერთან იჯდა და ვერც კი ვიაზრებდი ისეთ მოქმედებებს ასრულებდა. -2 წუთში გავიგებთ იმ ახ**რის ვინაობას. -იმედია.ჩემთვის ამოვიფრუტუნე და ეკრანს თვალი გავუსწორე. კამერაც ჩაირთო, თავიდან არაფერი ჩანდა გარდა ცარიელი ადგილისა. ბოლოს გამოჩნდა სილუეტი. ნაცნობი იყო, თუმცა ვერგავიგე საიდან მეცნობოდა სანამ სახე ვერ დავინახე. გაოცებისგან პირი დავაღე. ვერ წარმომედგინა ეს თუ იქნებოდა ამ ყველაფრის თავი და თავი. -თორნიკე ნადარეიშვილი?.ხმამაღლა წარმოთქვა ნაცნობი სახელი თათიამ. -ეს ტო?. -ანუ თორნიკე ნადარეიშვილმა მოკლა არა დიტო.ხმამაღლა ჩავიდუდუნე და იატაკს მივაშტერდი.-კიმაგრამ რისთვის გაყიდა ეს იარაღი?. -ფული მაგას არაკლია და. -მაგას პოპულარობა აკლია ნუციკო პოპულარობა. -ისედაც ყველამ იცის მისი სახელი და გვარი მეტი რა პოპულარობა უნდა. -4 წლისწინ მომხვდარმა ჩხუბმა მართლა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია თუმცა ახლა ვიღას ახსოვს თორნიკე ნადარეიშვილის და ილია ახვლედიანის თავგამოდებული დედამო**ნული შერკინება ზურას ჩვრებთან, ერთ წელზე მეტი ვერ გაქაჩა მერე კი ყველამ მიივიწყა. -იმიტომ მოკლა დიტო რომ სახელი აემაღლებინა?. -მოკვლის მიზეზი სხვა იქნებოდა, ეს გაყიდვის საბაბი იყო. -კიმაგრამ შენართქვი კონფიდენციალურია ყველაფერიო?. -კაი ეშმაკი ვიღაცა ეგ გამო*ირებული გათვალა ყველაფერი. -დავიჯერო იმასაც გათვლიდა ჩვენ რომ ვიყიდეთ?. -მაგდენს ვერა. -იქნებ საერთოდ არ არის მაგის მოკლული და ეგ იარაღი პროსტო მოხვდა მაგასთან. -კარგი რა თათია! ეგ რო ვარიანტი არაა თუხვდები? საიდან იპოვიდა იმ იარაღს? ასე გაივლიდა გზაში და ფეხს წამოკრავდა?. -მაშინ მიდი და გაარკვიე ესე მოხვდა თუარა, ნუციკო მე შენ გაგაბრთხილე ემოციებს ნუ აყვები ყველაფერი კარგად გათვალე! ეს სახუმარო საქმე არ არის.ასეთ საკითხებში ჩემი და მეტად სერიოზულია ამიტომ მისმა ნათქვამმა მკაცრად გაიჟღერა. -გავარკვევ თათია! ყველაფერს გავარკვევ.კამოდზე დადებულ შავ ყუთს დაწვდი და გავხსენი. იქიდან კი SIG Sauer P226-მა ამოანათა. შავი ფერის იარაღის ხელში დაკავებისას, სურვილი უფრო გამიმძაფრრდა იმისა, რომ სასხლეტზე ხელი რაც შეიძლება მალე გამომეკრა.მძიმე კი იყო თუმცა ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი. კარგად ვფლობდი ცეცხლსასრილ იარაღს და ამის გამო დიტოს მადლობას ვუხიდი. არც დანების ფლობის ნაკლებობას განვიცდიდი უბრალოდ რამდენიმე პრაქტიკული გავარჯიშება და კვლავ გავიხსენებდი ამ ყოველივეს..-ამ იარაღით მომიკლეს ჩემი დიტო, ამ იარაღით მომკლეს მეც, და ამავე იარაღით მოვკლავ თორნიკე ნადარეიშვილს. -ამას როგორ გააკეთებ?. -არდაგავიწყდეს მე ვისი საცოლე ვიყავი, ახლა ყველაზე მეტად ჩემთან ურთიერთობა ენდომება მეკი ვინვარ რომ ხელივკრა. -დარწმუნებული ხარ რომ ამის გაკეთება გინდა და შეგიძლია?. -სავსებით.თავი დავუკარი და ისევ იარაღს დავაკვირდი. -არმომწონს ესყველაფერი არა!.ხმამაღლა დაიყვირა თათიამ და ოთახიდან გავარდა. -თათის მოგვიანებით მივხედავ.მშვიდ ნოტაზე ჩავილაპარაკე და სახლიდან გიჟივით გავარდი. გზებს ნელნელა მივუყვებოდი, თუმცა არვიცოდი სად მივდიოდი. მერეღა გამახსენდა რომ ხელში იარაღი მეჭირა ამიტომ სწრაფად ჩავმალე შარვლის უკან და სქელი სვიტერი გადმოვიფარე.-თორნიკე ნადარეიშვილო იმედია მალე ჩაგაძაღლებ.ჩუმად ჩავიდუდუნე და ჩემი სახლისკენ გავიხედე. აივანზე იყო თათია გადმოყუდებული და სახეს ხელებში რგავდა. ბაჩო ლიკუნა და მირიანიც მოვლანდე, ყველა საკუთარ მანქანებში დანაწილდა. სწრაფად გავბრუნდი უკან და სახლში შევარდი. თათია ამჯერად სახლში შესულიყო და ქოთქოთა ქალივით ბოლთას სცემდა. -თათია უნდა ვილაპარაკოთ.ხმადაბლა ვუთხარი და ბავშვის ოთახს გავხედე, შევამოწმე ხომ დახურულიათქო. -ხო ვილაპარაკოთ! პატარა სულელო გოგოვ.ხმამაღლა დამიყვირა. -ჩუმად ბავშვი!.ტუჩზე საჩვენებელი თითი მივიდე და სახემომანჭულმა გადავხედე. -რასაკეთებ ნუციკო თუხვდები საერთოდ.შედარებით ხმამაღლა დამიწყო ყვირილი. -კი ვხვდები, როგორ არა, ვხვდები.თავი დავუქნიე და ქურთუკი გავიხადე. -რანაირად ხვდები გამაგებინე? მის მოკვლას აპირებ! გესმის მაინც რაზე მიდიხარ?. -მესმის თათია მესმის როგორ არა!. -რამდენი წლისხარ? 25-ის ხო? ცხოვრებას ინგრევ ნუციკო და ჩვენც გვანადგურებ.შუბლზე თითი მომადო და ხმას აუწია. -ცხოვრებას ვინგრევ? კაი არგამაცინო! რომელ ცხოვრებაზე მელაპარაკები თათია? იმ ცხოვრებაზე რომელიც აი უკვე ჩამომეშალა? თავზე რომ დამემხო იმ ცხოვრებაზე მელაპარაკები?.მოთმინების ფიალა ამომეწურა, თავი ვერ მოვთოკე, რაც კი ძალა მქონდა ხმამაღლა დავუყვირე და ისტერიული სიცილი დავიწყე ტირილთან ერთად. -ნუციკო კარგად დაფიქრდი! დედა ამას არ გაგაკეთებინებდა! ადექი და სამართალდამცავებს გადაეცი ეგ იარაღიც და ისიც უთხარი რომ თორნიკე ნადარეიშვილმა მოკლა!.არც ის ცხრებოდა, კუშტად ხმამაღლა მიყვიროდა. -რომელსამართალდამცავებს?გამაგებინე რომელს? იმათ რომლებმაც მამა მოგვიკლეს? იმათ რომელბმაც დედა მოგვიკლეს? იმათ რომელმაც დიტოს მოკვლა გადაასხვაფერეს და ჩვენ ყველა დებილები გამოგვიყვანეს? გამაგებინე თათია რომელ სამართალამცავებზე ლაპარაკობ როდესაც სამართლიანობის მეტი ყველაფერი გააჩნიათ? მაგ მოკრთამულ ხალხზე ამბობ თათია? იმათზე ამბობ მშობლები რო დაგვიღუპეს?. -ეგ ადრე იყო ნუცა ახლა სხვები არიან. -რა სხვები არიან ნუ გადამრიე! მართალია სხვები არიან და იმ სხვებმაც ჩემი დიტო აბუჩად აიგდეს და გვითხრეს რომ იარაღი გაუარდა ხელიდან, ეს აფსურდი მათ შეთხზეს თორნიკეს საშვალებით. -ეს მოკვლა რა აუცილებელია ნუცა?! უბრალოდ რამენაირად დასაჯე. -აუცილებელია!. -ამის ყურებას არვაპირებ!.თავს ისტერიულად აქნევდა და ერთი კუთხიდან მეორე კუთხემდე მიდიოდა. -მაშინ წადი ამ სახლიდან.ხელი კარისკენ გავიშვირე და თვალცრემლიანმა ავხედე. -სახლიდან მაგდებ?.თითქოს გაოგნებულმა და განაწყენებულმა მკითხა. -თუ ჩემს გვერდით არ ხარ ხო სახლიდან გაგდებ!. -ნუცა მე შენს გვერდით ვარ უბრალოდ რატომ მაინცდამაინც მოკვლა რატომ გამაგებინე?. -ისე არშემიძლია!.მუხლებში ძალა გამომეცალა და დაბლა დავემხე.-არშემიძლია ავდგე და დავინახო როგორ სუნთქავს თორნიკე, დიტო კი იქ დაბლა საფლავში იწვეს და ხელს ხელზე არ მახებდეს! შენ არცკიიცი რა არის როცა შენს ერთადერთ სიყვარულს მარხავ, როცა ხვდები რომ მთელი შენი ცხოვრება ახლა უკვე გაუფერულებულია, შენ არც კი იცი რასნიშნავს როცა ჰაერით სავსე ოთახში ხარ და ვერსუნთქავ, როცა არცკიიცი მონატრებისგან სად წახვიდე, ვის ჩაეხუტო, ვის უთხრა რომ გიყვარს! არავინ არიცის რადღეში ვარ მე! მტკივა! რახან არვამბობ ეს იმას არნიშნავს რომ ვერაფერს ვგრძნობ! მთელი ძალით მტკივა! მთელი სხეული სული გონება ყველაფერი მტკივა! ყოველ ღამით როცა ვიღვიძებ ვგრძნობ რომ ის ბედნიერი წუთები აღარ დაბრუნდება და მთელი ძალით მინდა რომ იმ მომენტში დავიკივლო! ყველაფერი დავლეწო! ვინმე მოვკლა! იცი რა რთულია ეს ყველაფერი რომ არ გააკეთო? იცი რა რთულია იყო ასე მშვიდად როგორც მევარ? დავიღალე, აუტანელმა ტკივილმა ისე დამღალა რომ ემოციების გამოხატვის თავიც არმაქვს! იცი საერთოდ რა ძნელი ასატანია ეს წამება? არა თათია არიცი და ღმერთს ვთხოვ ამას ნუ გამოგაცდევინებს! მაგრამ ყველაზე საშინელი იცი რა არის? მოდიხარ და მეუბნები რომ თავი მოვთოკო გრძნობებს არ ავყვე და არმივკლა ის არაკაცი! მე არ შემიძლია ის ცოცხალი დავტოვო! არშემიძლია მისი არსებბა ავიტანო! ეს არის ერთადერთი რამ რაც ცხოვრების აზრს მაძლევს! რომ მოვკლა დიტოს მკვლელლი და სამართალი ჩემი ხელით აღვასრულო! სხვა მეტი არაფერი შემიძლია!.აქოშინებული ხმაჩაწყვეტილი ვყვიროდი და თან იატაკზე გართხმული ცცრელმებს ჩანჩქერივით ვღვრიდი. -ნუციკო ჩემო ნუციკო.სწრაფად მოვიდა თათია ჩემთან და გულში ჩამიკრა.-ბოდიში ნუც მაპატიე, მითხარი მაპატიებ?. -საპატიებელი არაფერია, ეს შენ მაპატიე რომ ჩემი ასეთ დღეში ყურება გიწევს. -დავბრმავდი, შენმა ნიღაბმა შემაცდინა, ბოდიში რომ ვერ შევძელი ტკივილის დანახვა, ბოდიში რომ გიყვირე.აქოშინებული იმეორებდა სიტყვებს და ბავშვის ტირილს ყურადღებას არ აქცევდა. -ლიზიკო ტირის წადი მიხედე.ცემლები მოვიწმინდე და გაღიმებული სახით ავხედე. -ახლავე მოვალ ნუცა.სწრაფად წავიდა ბავშვის ოთახისკენ და სწრაფად გამობრუნდა ჩემთან პატარა ლიზიკოთი ხელში. -ჩემო ლიზიკო, დეიდას სიყვარულო.გულში ჩავიხუტე ჩემი და და დიშვილი.-თქვენღა დამრჩით და ნუ მიმატოვებთ. -არასდროს მიგატოვებთ, ასე არაა დედი?.ბავშვმა საპასუხოდ გაგვიღიმა და თავისი პატარა ტორებით ცრემლები მომწმინდა, მერეკი ლოყაზე მებდღვნა და კვლავ დამდორბლა.-რაქნას მეტნაირად არიცის ჯერ კოცნა.სიცილ-ტირილით ამოილაპარაკა თათიამ. -გაიზრდება და ისწავლის. 2016 წელი 25 იანვარი თბილისი საჭესთან მჯდარი ჩქარა ვატარებ ავტომობილს. გული არ ცხრება. ჯიუტად მიფრიალებს და თავს მაკარგვინებს. ხელებსაც ვაკანკალებ მაგრამ მაინც სწორად დამყავს მანქანა. რესტორანთან რომ გავაჩერე ჩანთიდან დამამშვიდებელი აბები ამოვიღე და დოზაზე ოდნავ მეტი მივიღე. ვიცოდი იქ კარგ დღეში არ ვიქნებოდი და ასე ჩავთვალე საჭიროდ. ვცდილობ დავწყნარდე, ხელებს წინ ვწევ და კვლავ ისე მაკანკალებს, ისევ ამოვიღე დამამშვიდებელი და პირში გავიქანე. სარკეში ჩემი თავი მოვლანდე. შეშინებული თვალებით ვიყურებოდი, ქვედა ყბა მიცახცახებდა, ტუჩებს სატირლად ვბრიცავდი და ცრემლებს ძლივს ვიკავებდი. -დაწყნარდი ნუციკო.ჩემს თავს შემოვუძახე.-ამას დიტოსთვის აკეთებ! არდაგავიწყდეს ის არაკაცი ვინც არის და რა უნდა მოუხერხო ახალ წელს, ამდენი იმისთვის იწვალე რომ აქ იჯდე და შიშისგან ბრჩხილებს იკვნეტდე? დედასავით ძლიერი უნდა იყო! გადადი მანქანიდან! ეგ ცრემლები შეიშრე და ისეთი ამბავი დაატრიალე როგორიც შენ გეკადრება! ტარაკანასავით გასრისე და სული ამოხადე! ესაა შენი მიზანი! წადი და შური იძიე! არაფერი შეარჩინო!.ყოველ ამ სიტყვებს ვამბობდი თუმცა ყურში დედაჩემის ხმით ჩამესმოდა. ამან ძალა შემმატა, ვიცოდი რომ ახლა დედაჩემი ჩემს გვერდით იყო და ამაყობდა ჩემი გადაწყვეტილებით. არა არ ვიცოდი მჯეროდა, მწამდა, გული მიგრძნობდა რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ის ჩემთან ერთად იყო. ახლაც ასე იქნება, მხარს დამიმშვენებს და ყურში ჩამძახებს „არ ჩაფლავდე ნუციკო, მე შენი მჯერა“. მანქანიდან გადასვლისთანავე რესტორნის ფოიეში შევაბიჯე და მიმტანს დავუძახე. მან ქურთუკი გამომართვა და მაგიდისკენ მიმითითა. გვერდით სარკე მოვლანდე, შიგ ჩემი ანარეკლი მოვლანდე. მხრებში გასწორებულმა მაკიაჟი შევისწორე და კულულები მხრებზე ჩამოვიყარე. რატომღაც გამეღიმა. მაინტერესებდა როგორი მსახიობი ვიქნებოდი და აი ახლა დადგა დრო როდესაც მე ჩემი ყველანაირი შესაძლებლობა უნდა ჩამექსოვა ჩემს „მისიაში“.მიდი ნუციკო და დედა უტირე“ გულში ამოვიფრუტუნე და დარბაზში შევაბიჯე. მოკლე შავმა კაბამ სიარულის დროს ისედაც მაღლა ასვლა დაიწყე, ვიგრძენი ხალხის დაჟინებული მზრა და აი სახეებში ერთმა ნაცნობმა გამომეტყველებამ შემაძრწუნა. თორნიკე ნადარეიშვილი, ისეთი სახით მიყურებდა თითქოს მისთვის ახალი სანადირო სამზიზნე ვყოფილიყავი. სწორედ ამას ველოდი, ზუსტად ასე მქონდა გათვლილი ჩემი გამოჩენა. თავაწეული მივკაკუნებდი ჩემს მაგიდისკენ რომელიც თორნიკეს მაგიდის გვერდით იდგა. წინ მირიანი შემეგება, წელზე მსუბუქად მომხვია ხელი და გულზე მიმიხუტა. იქვე ლიკუნაც მოვლანდე, ცერა თითი ჩუმად დამანახა და კმაყოფილი სახით გადმომხედა. ჩვენს სუფრაზე ბევრ ადამიანს მოეყარა თავი, ეს ნუ რათქმაუნდა კარგად გავთვალეთ. თორნიკე თავის ძმაკაცის დაბადებისდღეზე იყო წასული და ჩვენც ერთ ჩვენს ნაცნობს 2 თვით ადრე გადავახდევინეთ 30 წლის იუბილე. მთელი 1 საათის განმავლობაში თვალს არ მაცილებდა. გულში მეცინებოდა როცა ჩემი გეგმა ასე კარგად სრულდებოდა. ცოტახნით აივანზე გავედი, ისიც რათქმაუნდა უკან გამომყვა და სიგარა ამოიღო ერთი კი მე გამომიწოდა. -არა მადლობთ.თავი გავაქნიე და მოაჯირს უკანალით მივეყრდენი. -კარგად დაფიქრდი.კვლავ გამიმეორა. -კარგი იყოს ერთი.თავი დავუქნიე და ერთი ღერი ამოვაძრე. ისიც ჩემსკენ დაიხარა და ხელის ერთი მოძრაობით აანთო. -ნუციკო შელია ხომ ასეა?.ისე ჩაილაპარაკა არც კი შემომხედა. -თორნიკე ნადარეივილი იმედია არ ვცდები. -გახლავართ.მოკრძაებული ჟესტით შემოიფარგნა და სახეზე დამაკვირდა. -ვიზიარებ შენს დანაკარგს.ცოტაარიყოს ირონიულად ჩაილაპარაკა ან მე მომხვდა ყურში ასე საშინლად.გავცოფდი, თანაც საშინლად. როგორ გაბედა იმ არაკაცმა, თვითონ მომიკლა ერთადერთი სსიყვარული და ახლა ვიზიარებო?. ახლა უფრო შემაძულა ისედაც საძულველი და საზიღარი თავი. სურვილი მქონდა იქვე მივარდნილიყავი და ჩემი ხელით დამეღრჩო. თუმცა ცოტაც უნდა მომეთმინა და მალე მივაღწევდი იმას რაც გაფიქრებული მქონდა. -მადლობთ.ყველანაირად შევეცადე რომ ზიზღით არ მეთქვა თუმცა მაინც არ გამომივიდა. -დიტო კარგი ბიჭი იყო ვმეგობრობდით.რაო? მეგობრობდნენ? რა დონის ცინიკოსი და ნაბი*ვარი უნდა იყო ასეთ რაღაცეებს რომ ამბობდე. სიბრაზეს ძლივს ვაკონტროლებდი, ხელებს მოაჯირს ვუჭერდი და კბილს კბილზე ვაჭერდი. -დიტო მართლაც რომ კარგი ბიჭი იყო, მე ის ძალიან მიყვარდა. -ვიცი ტო, თქვენს სიყვარულზე მთელი თბილისი ლაპარაკობდა.და აი ისევ ირონიული ღიმილი. სიგარის კვამლით გავივსე ფილტვები და გააფთრებულმა ბიჩოკი შორს მოვისროლე. -რათქმაუნდა.თავი დავუქნი და გვერდით გავიხედე ჩემი ზიზღით ანთებული თვალები რომ არ შეენიშნა. -ახლა დიტოს ადგილი შენ დაგიკავებია, ამბავი მომივიდა, ახლა უფრო ცნობილი გოგო ხარ. -ხო ახლა ის ყველაფერი ჩემია რაც დიტოს ეკუთვნოდა. -იმედია ხვდები რა ძალის პატრონი ხარ. -ვხვდები და ახლა ყველანაირად შევეცდები ეს ძალაც და ავტორიტეტიც გამოვიყენო. -გამოიყენო? მაინც რაში?.გამომცდელი თვალებით გადმომხედა და პასუხს დაელოდა. -დიტოს ხსოვნა რომ არავინ შეურაწყოს.ეს მგონი მინიშნებასავით გამომივიდა თუმცა არაუშავს ცოტა შეემზადოს. -მაგას იასნად ვერავინ გაბედავს, დიტო იმისთანა კაცი იყო, ღმერთმა აცხონოს მისი სული ტო.პიჯვარი სამჯერ გადაიწერა და ცაში აიხედა, თან ირონიულ სიცილს არ იშორებდა სახიდა. ღმერთის მაინც არ ეშინია? ასეთ რამეს როგორ ამბობს თავის მოკლულ ადამიანზე.-ისე არმოველოდი დიტოს სიკვდილს, იარაღი ხელიდან გაუარდაო, თავიდან ვერ დავიჯერე...ცინიკოსი ნაბი*ვარი!. -აბა მემკითხე, მის სიკვდილს ახლაც ვერვიჯერებ მაგრამ არაუშავს რაც იყო იყო, ახლა მისი საქმე მე უნდა გავაგრძელო.ხმააკანკალებულმა ძლივს წარმოვთქვი სიტყვები. -ხმა რატო გიკანკალებს?. და აი ისევ გამომცდელი მზერა მომაბყრო. -ცივა და ამიტომ.უცებ ვიმართლე თავი, არადა სიცივით საერთოდ არ მციოდა. -მოდი ჩემს ქურთუკს მოგცემ.სწრაფად დაიწყო პიჯაკის გახდა. -არა თორნიკე არმინდა. სწრაფად ვიუარე და უკან დავიხიე. -ნუგრცხვენია ნუციკო. -არა არ მრცხვენია! რომ ვამბობ არმინდათქო ესეიგი არმინდა!.მკაცრი ტონით განვაცხადე. -იცი თავიდან ეჭვი მეპარებოდა ქალმა როგორ უნდა მართოს დიტოს საქმეებითქო მაგრამ ახლა დავრწმუნდი რომ იდეალურად გამოგივა. -ეჭვიც არ შეგეპაროს! დიტო შესაძლოა ლმობიერი იყო ხალხის მიმართ მაგრამ მე ახლა არავის არაფერს არ შევარჩენ! მოსაკლავი მოკვდება გადამრჩენი კი გადარჩება!. -ვატყობ მატრიარქატული პერიოდი იწყება ჩვენს სფეროში. -მართალია, მატრიარქატული პერიოდი უკვე დაწყილია.თვალი ჩავუკარი და კარისკენ წავედი. -ყავაზე რომ დაგპატიჟო რააზრისხარ?.უკან მომაწია სიტყვები. -თანახმავარ.თავი დავუქნიე და ჩემს მაგიდისკენ წავედი.-გაება.ჩუმად ვუჩურჩულე ლიკუნას და მირიანს. -შენი ყოველთვის მჯეროდა. -ამაზრზენი იყო. -დიტოზე თქვა რამე?. -მეგობრები ვიყავითო. -სოსოს ხალხი არკვევს დიტოს მკვლელობის ღამეს სად იყო თორნიკე, დაზუსტებით რომ ვიცოდეთ. -მერე რაქნეს იპოვეს რამე?. -თორნიკე იმ დღეს არსად იყო, ალიბად მისი ბიძაშვილი გამოიყენა თუმცა მისი ბიძაშვილი მაგ დროს საგურამოში იყო, ახლა კიდევ არკვევენ ყველაფერს. -სახეზე ეტყობა რა არარაობაცაა, დიტო მან მოკლა, ჩემი საქმრო იმ ნაგავმა მოკლა. 2016 წელი 26 იანვარი თბილისი სარკის წინ ვტრიალებ და გაშვებულ, მოკლე ქვედაბოლოს ვისწორებ. კულულები მხრებზე ნაზად გადმოვიყარე და ქურთუკი მოვიხურე. მანქანის გასაღებს ხელი დავავლე, კიბეებზე ჩავირბინე როცა ტელეფონის ხმა მომესმა. უცხო ნომერი იყო თუმცა მაინც გავაგონე. -გისმენთ.ხმაგამშრალმა ამოვიოხრე და მოლოდინში გავიტრუნე. -ნუციკო როგორ ხარ?.ყურმილში მომესმა ყოვლად საზიზღარი, ცივსისხლიანი ხმა. -კარგად თორნიკე შენ?.შევეცადე ზიზღი ოდნავ მაინც გადამეფარა. -არამიშავს, შენს სახლთან ვარ და გელლოდები, ხომ არ დაგავიწყდა გუშინ ყავაზე რომ დაგპატიჟე.მისმა თავაზიანმა და მოკრძალებულმა საუბარმა გამაკვირვა. -სიმართლე გითხრა გადამავიწყდა, თუმცა რახან აქხარ წამოვალ. -ძალიან კარგი. ზიზღით მოვისროლე მანქანის გასაღები და სამზარეულოში გავედი, იქ სადაც თათია ფუსფუსებდა და ბაჩო ბავშვს ათამაშებდა. -თორნიკემ მომაკითხა.ამრეზიით წარმოვთქვი მისი სახელი. -რაუნდა?.ჭურჭლის რეცხვას თავი მიანება და მომიტრიალდა. -ყავაზე დაპატიჟა. -მერე შენც მიდიხარ?.აშკარად არ იყოამ ამბით გახარებული თათია. -ხო მივდივარ.თავი დავუქნიე და ჩანთა ხელში მოვიქციე. -არ დაგავიწყდეს თორნიკე ვინ არის! ძალიანაც ნუ შეეჩვევი!.მკაცრად გამოსცრა კბილებიდან. -თათია რეებს მელაპარაკები თუხვდები! იმ არაკაცს როგორ უნდა მივეჩვიო! რა ზღაპრებს ყვები! ჩემი საქმროს მკვლელია და კარგად იცი რის გამოც ვამყარებ მასთან კონტაქტს!.არც მე ჩამოვრჩი და მაღალ ხმაზე შევუყვირე. -ვიცი თუმცა მისნაირებთან ერთად ყავის წრუპვას ჯერ არავისთვის არ მოუტანია კარგი შედეგი!.მომიახლოვდა და თვალებმოჭუტულმა შემომხედა. -მართალიხარ! მისთვის ცუდის მომტანი იქნება ჩემთვის კი პირიქით დაიკო!.ბოლო სიტყვა მკვეთრად წაროვთქვი, ეშმაკურად ჩავიღიმე და სახლს გავეცალე. -ნუცა ნუცა ჩემო ნუცა.გაღიმებული შემეგება და ხელზე მეამბორა. მისი სიტყვები საშინლად მომხვდა გულზე მითუმეტეს „ჩემო“. როდის აქეთ გავხდი მისი, მე დიტოსი ვარ მხოლოდ დიტოსი. -თორნიკე.ნაძალადევად გავუღიმე და მანქანაში მის გვერდით მოვთავსდი. -აბა საით წავიდეთ?.მე გადმომხედა და წარბები აათამაშა.“ჯოჯოხეთში, იდიოტო!“ -სადაც შენ გსურს. -მაშინ ჩემს საყვარელ კაფეში წავიდეთ.მანქანა წამებში დაძრა და მოშორებით წაიყვანა. გზაში დიდხანს მელაპარაკა, ხან რაზე ხან რაზე, მე როგორც ყოველთვის სიმწრის ღიმილი დამკრავდა სახეზე. ქვედაბოლო მუჭში მქონდა მოქცეული და მის თითოეულ გაღიმებაზე თითებს მთელი ძალით ვაჭერდი ერთმანეთს. ახლა ყველაზე ნაკლებად თორნიკეს გვერდით ჯდომა და საუბარი მინდოდა. მისი ხმა, მზერა, თითოეული ნაკვთი მეზიზღებოდა. ბოღმა მაღრჩობდა, ის რომ ახლა ზუსტად დიტოს ადგილას იჯდა. წამიერად წლების წინ გადავიხვეწე. ნაცნობ ტერიტორიას თვალი მოვავლე და მარცხნივ გავიხედე. ორნიკეს ადგილას მომღიმარი დიტო დავინახე. მისი მჭექარე და გამაყრუებელი ხმა მომესმა. მთელს ხმაზე იცინოდა და წამიერად მე გადმომხედავდა. სახეგაბადრული მას შევცქეროდი და მისით ვტკბებოდი, მეგონა არც არასდროს მომკვდარა, მეგონა ეს ბოლო წელი საერთოდ არ არსებობდა, ბედნიერი ვიყავი. მისი ასეთ მდგომარეობაში დანახვა, სიცოცხლის ხალისს მაძლევდა. უცებ მანქანა შეირყა. ინსტიქტურად საქარე მინისკენ გავიხედე და ისევ დიტოს მივუტრიალდი. ისევ იქ იყო ოღონდ სახედასისხლიანებული, სახეზე მკვდრისფერი ედო, არ იცინოდა. არაფრისმთქმელი გამომეტყველებით წინ იყურებოდა, სულ მტვრიანი იყო. ზუსტად ის შარვალ-კოსტუმი ეცვა რომელიც დასაფლავებისას ჩააცვეს. გავშრი, ხმას ვერ ვიღებდი. თვალცემლიანი ვუყურებდი მის უსიცოცხლო სხეულს და კვლავ ჩემს კაბას ვებღაუჭებოდი. თავი ნელნელა მოატრიალა ჩემსკენ, სახე სულ შეშუპებული ჰქონდა, თვალებიდან ცრემლები მოდსიოდა. სწრაფად გავაქნიე თავი, ქუთუთოები ერთმანეთზე დავაჭირე და სასწრაფად გავხედე დიტოს. ახლა მის ადგილას თორნიკე იყო და ტელეფონზე ლაპარაკობდა. ღრმად ვსუნთქავდი, თითქოს მთელი ეს გზა რაც ახლა გავიარე მოვრბოდი. ხელები საგრძნობლად მიკანკალებდა, გული ამოვარდნას მქონდა, თვალებიდან წამოსული ცრემლები უმალ მოვიწმინდე და ტელეფონში ჩავიხედე, თმაც სახეზე ჩამომეფხატა და მხოლოდ ცხვირის დანახვის საშვალება მისცა თორნიკეს. -კარგადხარ?.მისი ხმა მეხისგავარდნასავით მომწვდა ყურში. -კი კი კარგად ვარ.თავი დავუქნიე ისე რომ ტელეფონისთვის თვალიც არ მომიშორებია. -აი მოვედით. რამდენიმე წუთში ავტომობილი კაფესთან გაჩერდა. თავი რომ ავწიე ნაცნობ გარემოს მოვკარი თვალი. ღიმილი სახეზე შემახმა, ეს ის კაფე იყო სადაც ადრე მე და დიტო დავდიოდით. ჩემს მხარეს კარის გატკაცუნების ხმა გაისმა, გვერდით კი თორნიკე დავინახე, ხელს მიწვდიდა რათა გადავსულიყავი.ძლივსძლივობით გადავდგი ნაბიჯი და ნაცნობ ადგილას შევაბიჯე. იქაურობა სავსე იყო ახალგაზრდებით, სასურველი მაგიდის არჩევის შემდეგ მიმტანი მოვიდა ჩვენთან. -რას ინებებთ?.თავაზიანად გვკითხა და მზერა ჩემსკენ შეაჩერა.-გამარჯობათ ქალბატონო ნუცა.გაფითრებული სახით შემომხედა როცა იმ კაფეში უცხო მამაკაცთან დამინახა. -გამარჯობა ანანო.მკრთალად გავუღიმე და თორნიკეს გადავხედე. -რას ინებებთ?.კვლავ გაგვიმეორა კითხვა. -2 ყავა და რამე ნამცხვარი, რაღათქმაუნდა გემრიელი.მენიუ დახურა და გოგონას ახედა. -ქალბატონო ნუცა როგორც მაშინ იმას ხომარ მიირთმევთ?. -არა ამჯერად ბანანის იყოს.არც კიშევხედე, მობილურში ვაიფაის პაროლი შევიყვანე და ყურადღება ფეისბუქზე გადავიტანე.ცოტახანში მიმტანი ჩვენს მაგიდას მოწყდა და შეკვეთა სხვას გადასცა.რამდენიმეწუთიანი დუმილის შემდეგ ის ყოვლად საძულველი ხმა გაისმა. -აქ დადიოდი ხოლმე?. -კი.მოკლედ მოვუჭერი და თითები რითმულად ავათამაშე. -მარტო?. -არა დიტოსთან ერთად.ღრმად ამოვიოხრე. -გენატრება?.ირონიულ მზერას მაბყრობს და თან იცინის.როგორ ბედავს!. -ამაზე არგვინდა ლაპარაკი.უცებ მეცვალა ხასიათი. -მაშინ რაზე ვისაუბროთ?. -მაგ შენ მოიფიქრე.გამომცდელად გადავხედე და ჩემს წინ დამდგარ ყავას დავწვდი.ვიგრძენი როგორ ჩაიტანა ცხელმა სითხემ ყველა ის საშინელი ემოცია და სიამოვნებისგან ტანში დამბურძგლა. ნამცხვრის სულ რაღაც 4 ლუკმა შევჭამე და თავი მივანებე. იმდენად გულისამრევი მეჩვენა. თორნიკე გემრიელად აგემოვნებდა ნაჭერს და ყოველ ლუკმაზე სიამოვნებისგან გმინავდა. ერთმა საათმა სულ უაზროდ გასტანა, სახლთან საღამოს მიმაცილა და ლოყაზე მეამბორა.მისი შეხებისას ზიზღმა მოიყარა თავი. გულისრევის შეგრძნებამ უფრო იმატა. მისი სუნი, იმდენად საშინელი იყო ღმერთოჩემო ამას ვერ ავღწერ. ღმერთს ვევედრებოდი ახლა რაც ფეხქვეშმიწაზე ვიდექი გამომცლოდა და შიგ ჩავეტანე. მისი შეხება ჩემმთვის ერთი დიდი სიკვდილი იყო. მტანჯველი, საწამებელი სიკვდილი. საღამოს 8 საათი იქნებოდა მისაღებში ვიჯექი და ტელევიზორს ვუყურებდი. სახლში იდეალური სიწყნარე იყო, ლიზიკოს ტირილს თუარ ჩავთვლით. მოუსვენრად ვიჯერი, ცალ ფეხს კანტუზიანივით ვიქნევდი და ტუჩებს ვიკვნეტდი. სწრაფად წამოვდექი ფეხზე ქურთუკს ხელი დავავლე და გარეთ გასვლა დავაპირე, კარი გავაღეთუარა ვიღაც ახალგაზრდა მამაკაცი შემეჩეხა რომელიც დაკაკუნებას აპირებდა.მუშტი ჰაერში ჰქონდა გაჩერებული და ჩემს დანახვაზე ეღიმებოდა. -ვინ ბრძანდებით?.სწრაფად ვუთხარი და კარის სახელურს ძლიერად ჩავავლე ხელი. -გამარჯობათ უფროსი ლეიტენანტი დავით წილოსანი.ამაყად წარმოთქვა თავისი სახელი და ბეჯი წინ ამიფრიალა. -ხდება რამე?.გარეთ გავიხედე თუმცა პოლიციის მანქანა ვერ მოვლანდე. -თქვენთან მსურს საუბარი. -რასთან დაკავშირებით?. -თქვენი საქმროს დიტო ავალიანის მკვლელობასთან დაკავშირებით.თვალები გამიფართოვდა მისი სახელი ასე გაბედულად რომ წარმოთქვა. -ხოდა მე არ მსურს თქვენთნ საუბარი.კარის მიხურვა ვცადე როცა ხელით დაიჭირა. -ვიცი რომ მოკლეს.შედაებით მკაცრად განმიცხადა და მეც უცებ გამოვაღე კარები. -იტყუებით. -პატრული არასდროს იტყუება.ზემდეტად ნაცნობი სიტყვები წარმოთქვა და გაეღიმა. -ყველაზე მეტი მატყუარები თქვენხართ.გაბრაზებულმა შევვყვირე. -ვიცი რომ მოკლეს და ამას დაგიმტკიცებთ.ხელში საბუთები ეჭირა. -კარგით, შემოდით.სახლში შემოვიპატიჟე შემდეგ კი თათიას და ბაჩოს ავძახე. -შეიძლება?.მდივანზე მიმითითა რომ დამჯდარიყო. -რათქმაუნდა.ზრდილობიანად უთხრა თათიამ და ყავაც შესთავაზა თუმცა უარი მიიღო. -დაიწყეთ გისმენთ! დამიმტკიცეთ!.უხეშად ვუთხარი და მის წინ დავჯექი. -ეს არის დიტო ავალიანის გაკვეთის ანგარიშები.შუშის მაგიდაზე ორი საქაღალლდე დადო.-ეს ყალბია, ისკი ორიგინალი. -თქვენ საიდან იცით?. -მე ვუხელმძღვანელე მის საქმეს, გაკვეთის ანგარიშში ეწერა რომ მას მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა მიღებული, ამას პლიუს ტყვია რომელმაც გულში გაიარა, ეს დაზიანებები აღენიშნა კვირისთავებზე ასევე მუცლის არეში და საძილე არტერიასთან იყო დიდი ჩალურჯება, ამის შემდეგ როდესაც ეს ყველაფერი პროკურატურას გადავეცი საქმიდან მომხსნენ და სხვა დანიშნეს, შემდეგ კი ეს ანგარიში შეადგინეს სადაც ჩანს რომ დიტო ავალიანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ვფიქრობ ეს თქვენც იცით. -მას თავი არ მოუკავს!.ხმამაღლა დავუყვირე. -მართალია თქვენ გითხრეს რომ იარაღი შემთხვევით გაუვარდა, ესეც ვნახეთ, ტყვია ბატონი დიტოს იარაღს შევუსადაგეთ თუმცა უარყოფითი შედეგი მივიღეთ, ის სხვა იარაღით მოკლეს ვფიქრობ ეს იარაღი SIG Sauer P226-ია, მე თუ თქვენი მხარდაჭერა მექნება ამ ყველაფერს დავამტკიცებთ. -თავს საბრთხეში რომ იდგებთ თუ ხვდებით?. -კი ვხვდები. -ხოდა რატომ?. -იმიტომ რომ ყველა ჩემს საქმეს სამართლიანად ვასრულებ. -და მარტო ესაა თქვენი მიზეზი? იქნებ საერთოდ არხართ პოლიციელი! იქნებ თქვენც მათნაირი თაღლითი და მატყუარა ხართ!. -ხო სწორედ ესაა მიზეზი ჩემი არცერთი საქმე არ დამთავრებულა ისე რომ ვინმე უსამართლოდ დასჯილიყო ან საერთოდ არ დასჯილიყო! ამ ყველაფრის უკან ვიღაც იმალება და ამის გარკვევა მინდა!. -თქვენ ხომ უბრალოდ პოლიციელი ხართ, როგორც ვხვდები ბევრს ითხოვთ.ირონიულად გავიღიმე და აგდებული მზერით შევათვალიერე. -უი ის არმითქვამს მთავარი გამომძიებელიც რომვარ?.ტუჩები გაოცებულმა მობრიცა და ბოლოს ამაყი მზერა შემომანათა. -და ეს რამეს ნიშნავს ჩემთვის? დამიჯერეთ ამას მე უფრო კარგად გავარკვევ ვიდრე უბრალოდ გამომძიებელი. -აიი როცა შურისძიებას ბოლომდე მიიყვან მაშინ ვერ გამოძვრები! თორნიკე ნადარეიშვილი ხომარმეშლება? ხო ხო თორნიკე ნადარეიშვილ უნდა მოკლათ პატარა ქალბატონო.ფეხზე წამოდგა და ჯიბეებში ხელი ჩაიწყო. -ეს საიდან იცი?.შევეცადე გაოცება დამემალა.ამის სიამოვნებას არ მივანიჭებდი. -მას რომ მოკლავ მერე რაიქნება? არამგონია შენი დარჩენილი ცხოვრების გატარება ციხეში გინდოდეს. -ეს საიდან გაგიგე მეთქი?.გაცოფებული ჯინაზე ვეკითხებოდი და ფეხს იატაკზე ვურტყავდი. -მე ძალიან კარგი გამომძიებელი რომ ვარ არც ეგ მითქვამს? რა გულმავიწყი ვარ.ირონიულად საუბარს არ წყვეტდა. -ვერაგავიგე ეს რა სცენებია, მოდიხართ ისეთი ინფორმაციით რომ შეგიძლიათ ციხეში გაგვზავნოთ და ასე საუბრობთ! სანაცვლოდ რაგინდათ?.ჩემს წინ დადგა ბაჩო და მკაცრად შეუღრინა. -მე მხოლოდ ის მინდა რომ დამნაშავე დაისაჯოს. -ნუციკო რახდება.სახლში მირიანი შემოვარდა უკან კი ლიკუნა მოყვა.-თათიამ დამირეკა. -გამარჯობა მე დათო წილოსანი ვარ.სწრაფად წარმოთქვა თავისი სახელი და გვარი დათომ. -ნუცა ეს ვინარის და რახდება?.მისი ნათქვამი დააიგნორა და მე მომიბრუნდა. -გამომძიებელია.ერთი სიტყვით ვუთხარი. -დიტო ავალიანის საქმეზე მოვედი. -რასქვია დიტო ავალიანის საქმეზე მოხვედი რაამბავია. -ქალბატონ ნუცას გაკვეთის ანგარიშები ვანახე სადაც წერია რომ დიტო ავალიანი მოკლეს, ეს კი გაყალბებულია, ამ საქმეს მე ვმხელძღვანელობდი ეს ყველაფერი პროკურატურას რომ გადავეცი ამ საქმეს ჩამომაშორეს მერეკი მე დავიწყე ჩუმად ყველაფრის მოძიება, ახლაკი ყველაფერი ვიცი იმის შესახებ რომ ის იარაღი თქვენ შეიძინეთ და ისით რომ ქალბატონი ნუცა მის მოკვლას გეგმავს. -ამის შესახებ საიდან იცი?.სწრაფად წამოენთო ბაჩო და მასთან ახლოს მივიდა. -D777K მევარ აუქციონზე.მაშინღა ამომიტივტივდა თავში ის სახელი, სწორედ ის დებდა ყველაზე დიდ თანხას. -ჩვენგან რაგინდა?.ბაჩო გვერდით გამოვწიე და მასთან მივედი. -ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, მარტო თუ ვიქნები ადვილად მომკლავენ მე თქვენ დაგეხმარებით თქვენ მე. -შენ რაში უნდა დამეხმარო, ეს ყველაფერი ისედაც ვიცოდი.აგდებით ვესაუბრებოდი და სულაც არ ვანიჭებდი მის სტატუს რამე მნიშვნელობას. -ჩემი წყალობით კანონებს გვერდს აუვლით და უამრავი უკანონო საქმიდან სუფთად გამოგიყვანთ. -კანონებს ფეხს აბიჯებთ მხოლოდ იმიტომ რომ დიტოს საქმე გამოიძიოთ?. -დიახ!. -არა! არ გვჭირდები.ხელი კარისკენ გავიშვირე.-კარი იქითაა. -ნუციკო ჩვენ ის გვჭირდება!. -რაში?.ხმამაღლა ვუყვირე მირიანს. -რაგგონია მას რომ მოკლავ არავინ დაგიჭერს? შენრაგგონია აქედან სუფთად გამოხვალ? მე შემიძლია ამაში დაგეხმარო!.მთელი სიმკაცრით განმიცხადა დათომ. -კარგი, იყავი ჩვენთან მაგრამ იცოდე რამეს არასწორად თუ გააკეთებ ჩემი ხელით მოგკლავ.საჩვენებელი თითი წინ ავუფრიალე. -როგორც იტყვით.თავი ოდნავ დამიკრა და საბუთებს ხელი მოკიდა.-მე დაგტოვებთ, ეს კი ჩემი საკონტაქტო ნომერია.პატარა ბარათი მაგიდაზე დადო შემდეგ კი სახლიდან წავიდა. 2016 წელი 10 თებერვალი თბილისი გაუნძრევლად ვზივარ მანქანაში და გზას უემოციოდ გავცქერი. საერთოდ არ ვნრვიულობდი რომ ყველაზე გავლენიან, შემზარავ და ზოგიერთ მკვლელ ადამიანთან მომიწევდა საუბარი. მირიანი ყოველ 2 წუთში მე გადმომხედავდა და ამოწმებდა როგორ ვიყავი, მე კვლავ არ ვინძრეოდი, სახის არცერთი ნაკვთი არ მიმუშავებდა, უბბრალოდ ვიდე. ავტომობილი დიდ ჭიშკართან გაჩერდა, მირიანმა დაცვას თავისი სახელი და გვარი უკარნახა, მერე ჩემი. ჭიშკარიც გაიღო, წინ ულამაზესი ეზო გადაიშალა, მარცხენა მხარეს ყვავილების ბაღი იყო გაშენებული, ტირიფის ხეები ერთრიგად იყო ჩამწკრივებული, მის ძირში კი ამაყად იწონებდა თავს უცხო ჯიშის ვარდები. მარჯვნივ საცურაო აუცი, შეზლონგები და უამრავი საზაფხულლო ნივთი იდო. აი რაც შეეხება ჩემს წინ 1 სართულიანი თუმცა უდიდეს სახლი მოვლანდე, სახურავზე ავეჯიც შევნიშნე. ეტყობოდა რომ ახალგაზრდა ცხოვრობდა. წამებში მირიანის ხმა გაისმა, მითხრა რომ მანქანიდან გადმოვსულიყავი და მეც მას მივყევი. შესასვლელში დაცვა დავინახე წარბებშეკუმშული მიმზერდნენ, თუმცა რაში მაინტერესებდა, არც შიშის გრძნობა მქონდა და არც კომპლექსის. შავი მაისური იმავე ფერის ნაჭრის შარვალი და მაღალქუსლიანები მეცვა, ტანზეც შავი ბეწვიანი მანტო მქონდა მოხურებული. თავაწეულმა შევაბიჯე უზარმაზარ ფოიეში და გვერდით მდგარ კაცს გავხედე, მიმითითა რომ მარჯვნივ ოთახში შევსულიყავი. მეც შევასრულე მისი დანაბარები და სასწრაფად შევედი ასევე უზარმაზარ მისაღებში.გულში ზუსტად გადავითვალე 12 კაცი იყო. ზოგი სიგარას ეწეოდა, ზოგი სასმელს მიირთმევდა ზოგიც კი ტელეფონზე ლაპარაკობდა. ჩემი შესვლისთანავე საქმე შეწყვიტეს და მტრული მზერით შემავლეს თვალი. არც ეს შევიმჩნიე გამარჯობით შემოვიფარგლე და მირიანს გავხედე ჩემს უკან იდგა და თვალებით მანიშნებდა რა პირანიებთანაც ამოვყავი თავი. -ოჰ ნუცა ჩემო ნუცა.ეხლაღა შევნიშნე მეცამეტე მამაკაცი, გახარებული წამოვიდა ჩემსკენ და გადამეხვია.სახეგამშრალი ვუცქერდი და თვალებით ვეკითხებოდი ვინხართქო.-მე ჯაბა ვარ, შეგიძლია ჯაბა ბაბუა დამიძახო, ხო მართალია ასაკი არმეტყობა.ჩანდა რომ არიყო ცუდიკაცი თუმცა მაინც ვხვდებოდი რომ მეაფერისტებოდა. -ბატონო ჯაბა.მკაცრი ტონი ავიკარი და მკრთალად გავუღიმე. -ასეც გამოდგება.თვალი ჩამიკრა და მაგიდისკენ წავიდა სადაც უამრავი სასმელი ეწყო.-დალევ რამეს?.ხელში ჭიქა აათამაშა. -დიახ დავლევ.მეც მისკენ ავიღე გეზი და ბამბუკისგან დამზადებულ მაგიდას დავეყრდენი. ზემოდან დიდი შუშა ჰქონდა გადაფარებული გვერდებში კი მგონი მოოქროვილი ჩუქურთმები დაჰყვებოდა. -მრიანმა შემატყობინა რომ დიტოს ადგილი ახლა შენ დაიკავე.ნახევრად სავსე, ყინულიანიჭიქა გამომიწოდა.-თუ შეიძლება.ჭიქა რომ გამოვართვი მანტოს გახდაში დამეხმარა და ვიღაც ბიჭს გაუწოდა. -დიახ დავბრუნდი და მინდა რომ მის დაწყებული საქმეები მე განვაგრძო.ერთი ყლუპი მოვსვი და თავი ძლივს შევიკავე სახე რომ არ დამემანჭა ისეთი მძაფრი გემოს სასმელი იყო. თან ამ ყინულმა თავისიქნა ისედაც გაყინული თითები უფრო გამიყინა და ცუდ მდგომარეობაში ვიყავი. -რა თამამი განაცხადია, შემახსენე რამდენი წლისხარ?. -25 წლის ვარ. -ჩვენ შემოგვხედე სუყველა ბებრებივართ, ყველაზე ახალგაზრდა ახლა შენხარ.ჭიქა ჩემსკენ ოდნავ გამოწია და მთლიანად ჩაცალა. -პირდაპირ საქმეზე რატომ არ გადადიხხარ!.უეცრად მომესმა ვიღაც კაცის ხმა რომელიც თვალს არ მაცილებდა. -საქმეზე?.ვითომ გავოცდი. -მოდი პირდაპირ გეტყვი, შენ პატარახარ და გვგონია რომ ამ ყველაფერს ვერ შეინარჩუნებ, თან ქალიც ხარ. -როგორც ვიცი მაშინ დიტოც ყველაზე პატარა იყო ასაკით.ნიშნისმოგებით გადავხედე მათ. -შენ ქალიხარ!. -ჰაჰ.ჩემთვის ჩამეღიმა, თუმცა ირონიულადაც გამომივიდა.-ქალივარ. -რამევთქვი სასაცილო?. -რახან ქალივარ თქვენ გგონიათ რომ დიტოს საქმეს ვერ წარვუძღვები?. -გამოუცდელიხარ გოგონავ!. -ის ეკატერინე მაისურაძის ქალიშვილია!.უცებ წამოიძახა მირიანმა. -ეკატერინე მაისურაძე, ჩვენი უდიდესი დანაკარგი.ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ვაჟამ.-თუმცა შენ ეკატერინე არხარ!.უცებ შეცვალა ინტონაცია და მკაცრად მითხრა. -მართალიხართ, მე ეკატერინე არვარ, მე ნუცა შელია ვარ! ქალივარ თუმცა ეს იმას არნიშნავს რომ უძლურივარ!. -ნუცა შელია! გოგონავვ, თურმე უძლური არხართ! კარგით იყავი ის ვინც ხართ ჩაიბარე დიტოს საქმეები მაგრამ რა გარანტია მაქვს რომ ყველაფერს არ გაანადგურებ შენი ქალური ინტუიციით!.აგდებით მესაუბრებოდა კაცი რომელიც წუთის წინ პირში მიცინოდა. -გარანტია მევარ ბატონო ვაჟა.წამებში გაისმა ის ხმა რომელიც ყველაზე მეტად მძულდა.ეს თორნკე იყო, დიახ თორნიკე ნადარეიშვილი. -თორნიკე, ჩემო ბიჭო.სწრაფი ნაბაიჯებით წავიდა ვაჟა თორნიკესკენ და გადაეხვია.-მეგონა არ მოხვიდოდი. -და აი მე მოვედი. -ჩვენ იმაზე ვსაუბრობდით რომ ნუცა ვერ წარმართავდა ყველაფერს კარგად. -ნუცას ვიცნობ! ის ძლიერი ქალია! დამიჯერეთ ის დიტოზე კარგად გაუძღვება ამ ყველაფერს.თვალებში მიყურებდა და ამაყად საუბრობდა. -მირიან შენ რას ფიქრობ?.ახლა მირიანთან მივიდა. -ვფიქრობ რომ ნუცა ერთადერთია ვისაც შეუძლია იმის გაკეთება რაც ვერავინ ვერასდროს გააკეთა. -მაგაში რას გულისხმობ ჩემო ბიჭო?. -იმას რომ ეკატერინე მაისურაძე მოგეხსენებათ ძალიან ძლიერი და პატიივსაცემი ქალი იყო თუმცაღა მან ვერ შეძლო ადამიანების დასჯა, ნუცა კი, ის ამას იზავს, მისი სახით საუკეთესო მმართველს შეიძენთ, ის მოახდენს ისეთ რამეს რასაც მოღალატის დასჯა ჰქვია. -დასჯა? აქ არავინ არ არის დასასჯელი. -მომავალში იქნება. -მე მინდა რომ ნუცამ უხელმძღვანელოს დიტოს საქმეს.ხელი ასწია თორნიკემ. -მაშ იყოს ასე, იცოდე არაფერი შეგეშალოს ქვრივო დედოფალო!.კბილებშორის გამოსცრა და ოთახიდან გავდა. -ნახვამდის. ბიჭს მანტო გამოვართვი და იქაურობა თავაწეულმა დავტოვე. -როგორ ჩაიარა?.სახლშიმისულს თათია და ლიკუნა მომახტა, მათი შეშინებული სახეების დანახვისას თვალები ავატრიალე შემდეგ კი ჩემს ოთახში ავედი და კარი გადავკეტე.-ნიცუკო რახდება?.კარზე კაკუნით ამიკლეს გოგონებმა. -მაცადეთ!.ხმამაღლა გავძახე და ტანსაცმელი ერთი ხელის მოსმით გავიხადე, შავი სპორტულები და თბილი ჩუსტები რომ მოვირგე მაკიაჟი მოვვიწმინდე და თმა კოსად შევიკარი. ბოლოს როგორც იქნა დასვენებულმა გარეთ გავაბიჯე ფეხი და მისაღებში ტელევიზორის წინ მოვკალათდი. -ნუციკო რახდება გამაგებინე.გვერდით მომიჯდნენ. -ღვინო გვაქვს?.წამიერად გავხხედე თათიას. -ღვინოს მეტი რაგვაქვს ქალო, მარანი სავსეა, ახლა კი მომიყევი რამოხვდა!. -ჩავალ ამოვიტან.სირბილით დავეშვი ხის კიბეებზე და თაროებს დავაკვირდი.ღვინო მართლაც რომ ბევრი გვქონდა, არცკივიცი რატომ ვკითხე. ემოციებით იმდენად აღსავსე ვიყავი რომ უბრალოდ წამომცდა. ეს ბოლო წლები იმდენად გადავეჩვიე გრძნობების გამოხატვას რომ უბრალოდ ჩემდა უნებურად მეთქვა. ერთ-ერთ დიდ ბოთლს ხელი ისე დავავლე სახელიც კი ვერ ამოვიკითხე, ერთი ის ვიცოდი რომ 30 წლის დაძველებით იყო. ზლოზინით ავაბიჯე იმავე ხის,ჭრაჭუნდა და დამტვერილ კიბეებზე. გზად სამზარეულოს ვესტუმრე და 3 ჭიქა გამოვიღე. თათია და ლიკუნა თვალს გაოცებულები მადევნებდნენ და ვერ ხვდებოდნენ ჩემს უუემოციო გამომეტყველების შინაარს. მერეღა შემახსენა მუცელმაც თავი, ჭიქები დიდ, შუშის და დაბალ მაგიდაზე მოვათავზე და წამიერად ჩავიცინე, გამახსენდა მათი ოქროთ მოჩუქურთმებული მაგიდა. სწრაფად გავაჭერი ისევ სამზარეულოში და მაცივრიდან ყველი და შაშხი გამოვიღე, შავ პურსაც დავავლე ხელი და ისევ გოგონებთან დავბრუნდი. ჩემს ადგილას რომ მოვთავსდი მაგიდის ქვემოთ გადებულ შუშაზე დადგმულ ყუთს დავტაცე ხელი, სახსნელი ამოვიღე და ღვინოც გავხსენი. ჭიქებში ჩამოვასხი, ისეთი წითელი და სქელი იყო, წამიერად მეგონა რომ სისხლი იყო. თორნიკეს სისხლს მივამსგავსე, ჭიქას ხელი დავავლე და მოწყურებულმა გულის ფრიალი ჩავიკალი. სიამოვნებისგან ტანში გამაჟრჟოლა და სასიამოვნოდ გამეღიმა. დამშვიდებული საზურგეს მივეყრდენი და გაოცებულ გოგონებს თვალი მოვავლე. მათი სახის დანახვაზე გულიანად გამეცინა. -ადამიანო გამაგებინე რამოხვდა.ისეთი საწყალი სახით მითხრა ლიკუნამ უფრო ავხარხარდი. -ველაპარაკე. -ეგ ჩვენც ვიცით რო ილაპარაკებდი. -თავიდან არ სჯეროდათ ჩემი, მერე თორნიკე მოვიდა და ასევთქვათ თავდებში ჩამიდგა. -ნადარეიშვილი?. -ხო ნადარეიშვილი.მისი გვარი ზიზღით წარმოვთქვი და სწორედ ამდროს აწკრიალდა ჩემი ტელეფონიც, ეკრანს რომ დავხედე ნაცნობი ნომერი მოვლანდე, ტანში გამაკანკალა მისი სახელი რომ ამოვიკითხე.-გისმენთ!.ჩვეულად მკაცრად ვუპასუხე. -ნუცა შეგიძლია გამოხვიდე? შენს სახლთან ვარ. -კარგი.მოკლედ მოვუჭერი და გავთიშე.-თორნიკე იყო სახლთანაა. -და უნდა გახვიდე?. -ხო აბა რაუნდავქნა. -ნუცა ის ხომ თორნიკეა!.მისი სახელის გაგონებაზე თათია ყოვლად აგრესიული ხდება და არც ახლა დარჩენილა ურეაქციოდ. -თათია უკვე ტვინი შეჭამე! ვიცი ვინც არის! თან შენზე კარგად! არმჭირდება იმის შეხსენება რა გააკეთა იმ არაკაცმა!.არანაკლებ გაბრაზებულმა შევუღრინე. -შენი საქმის შენიცი.მხრები აიჩეჩა და პურის ნაჭერი პირში გაიქანა. სწრაფად გავედი გარეთ, ისერომ არაფერი მომიცვია, თანაც ძალიან ციოდა თუმცა არც კი შევიმჩნიე. უემოციოდ მივუახმოვდი ჩემთვის ყველაზე უკანასკნელ ადამიანს რომელის ბოლო დღეებსაც თითებზე ვითვლიდი და გულზეხელებგადაჯვარედინებული შევცქეროდი. -აბა როგორ ხარ?.ჯიბეებშიხელჩაწყობილმა დაიწყო საუბარი. -მშვენივრად, რახდება?.მისი მოსვლით გაკვირვებულმა ტუჩი გადმოვატრიალე. -ისე წამოხვედი რომ ვიფიქრე მეთქი რამე ხოარ გაუტყდათქო.მარჯვენა ხელით თავი მოიქავა და ცალყბად ჩაიღიმა. -არაფერი არ გამტყდომია, უბრალოდ წამოვედი. -არა ისეთი სახე გქონდა მეთქი, ისე პრინციპში შენ სულ ესეთი სახე გაქვს მარა.უცებ წამოცდა და უხერხულად შეიშმუშნა. -მაინც როგორი?.გაბრზებულმა კოპები შევკარი და მისსკენ ერთი ნაბიჯით წავიწიე. -არა ტო ისეთი კიარაფერი იფიქრო პროსტა სულ ისეთი დადიხარ რა დაბღვერილი, თითქოს ყველას შენი ვალი აქვს.კანკალმა ამიტანა, ფეხისთითიდან თმის ბოლო ღერამდე გაანატა სიბრაზემ. მინდოდა იქვე მომეკლა ან საერთოდ გამეტყავებინა. იმწუთას ყველაზე მეტად მისი განწირული კივილის მოსმენა მინდოდა, თუმცა თავიი შევიკავე, არაფერი მითქვამს, უკან სწრაფად გავბრუნდი და სახლისკენ ავიღე გეზი.წუთიც არიყო გასული მკლავზე ხელის შეხება ვიგრძენი, მისკენ შემატრიალა, ცალი ხელი წელზე მომხვია და გულზე ამიკრა.-გასაბრაზებლად არმითქვამს ნუც, უბრალოდ ისე გითხარი თორე ეგ მიმიკაც ძაან გიხდება.სახე ახლოს მომიტანა და ისე მითხრა. -ხელიგამიშვი.კბილებშორის გამომცრა, კანტუზიანივით მის შეხებაზე კინაღამ კრუნჩხვებში ჩავარდი იმდენად უსიამოვნო და ამაზრზენი იყო. -ნუცა არმინდოდა რომ ასე გამებრაზებინე, მე პროსტო გეხუმრე, რაიყო ხუმრობა არგესმის? ბოდიში უხეშად კი გამომივიდა.თითქოს დანანებით ამბობდა თუმცა ცინიკურად გამოსდიოდა. -თორნიკე ხელი გამიშვიმეთქი!. მისი სიხლოვე მკლავდა, ზიზღის გრძნობას უფრო აღვივებდა და ცუდად მხდიდა. -კარგი გაგიშვებ.ხელები ნელნელა გამიშვა, მეკი უკან დავიხიე და ისე გავხედე.-მაპატიებ?.წარბები აათამაშა. -ნახვამდის.ხმამაღლა ვუთხარი და სახლში შევბრუნდი.კარები რომ დავხურე საკეტი გადავატრიალე და სახეზე ხელები ავიფარე. სწრაფად ავედი ჩემს ოთახში, სპორტულები გავიხადე და საცვლებისამარა დავრჩი, სააბაზანოში შევარდი ხელები და სახე მთლიანად მოვიბანე და ნახევრადშიშველი ჩავედი მისაღებში, თან კი წინა სპორტულები წამოვიღე და ხელთ ახალი გამოვაყოლე, სწრაფად მივედი აგიზგიზებულ ბუხართან, ტანსაცმელი შევყარე და წინ დავსკუპდი. ნელნელა ამოვიცვი ახალი სპორტულები და ძირს გავწექი.თანკი ვუყურებდი როგორ იწვოდა ის შავი სამოსი რამდენიმე წამის წინ გულზე რომ ჰყავდა ახუტებული თორნიკეს. -ნუცა ეს რაიყო!.შეტევაზე გადმოვიდა ჩემი და. -ცეცხლი ქვრებოდა და.მხრები ავიჩეჩე და თბილ იატაკს ლოყა მივადე. -არა იმაზე გეუბნები რა ჩახუტობანა აგიტყდათ!. -თათია მორჩი, ნუცას არუნდოდა რომ ჩახუტებოდა.ჩემი დაცვა სცადა ლიკუნამ და გვერდით მომიჯდა, თავი ამაწევინა და კალთაზე დამადებინა. -კარგი რა ლიკუნა! რომ შეუყვარდეს?!. -მე მკვდრები არმიყვარდება! დიტოს გარდა!.კბილებშორის გამომცრა. -ის ხომ ცოცხალია რეებს ბოდავ!. -არა თათია ის მვდარია. -რანაირადაა მკვდარი წეღან ელაპარაკე!. -ხოდა მალე მოკვდება!. -კარგი ბატონო ასე იყოს.მხრები აიჩეჩა და მეორე მხარეს თვითონ მომიჯდა.სამივენი ასე აგიზგიზებული ბუხრის წინ ჩამწკრივებულები შევცქეროდით წითელ ყვითელ და სტაფილოსფრად მოელვარე ალს. მონაცვლეობთ რომ წამოიწეოდნენ მაღლა და ნაპერწკლებს ისვრიდნენ. შევცქეროდი უკვე განადადგურებულ აწ უკვე აღარაფრად ქცეულ სპორტულებს და სიამოვნებისგან ვიღიმოდი, ღიმილი სიცილში გადამეზარდა. თან პანიკურად, გაუჩერებლად ვიცინოდი. მერე გოგონებიც ამყვნენ და ასე დავიწყეთ ბოლო ხმაზე სიცილი იქამდე სანამ ლიზიკო არ გავაღვიძეთ. -ქრისიპუსივით არ მოგვივიდეს ჩვენ.სიცილისგან წამომცდა თან ნაწილნაწილ რადგან სიტყვებს ვერ ვაბავდი. -რისიპუსი? ეგ ვიღა ჯანდაბა იყო ან რა ეტაკა?. -საკუთარ ხუმრობაზე სიცილით მოკვდა. -აუჰ კი როგორ არა.ამაზე ხომ უბრალოდ ჩავბჟირდით. 2016 წელი 20 თებერვალი თბილისი მირიანმა შეაგროვა ყველაფერი სადაც ზუსტად ვიცოდით რომ დიტო თორნიკეს მოკლული იყო. კამარების ჩანაწერების მიხედვით ზუსტად იმ საათზე რა დროსაც დიტო სავარაუდოდ მოკლეს თორნიკე დაფიქსირდა. თანაც იარაღი ეჭირა ხელში. ესეც ჩვენი სამართალდამცავები, როგორი სამართლიანები და კარგები არიან. მათ ასეთ საქციელზე მეცინება, ოღონდ სიმწრისგან. მათი ასეთი საქციელის გამო უფრო მეტად მიმძაფრდბა იმის სურვილი რომ ყველას მოვთხოვო პასუხი. იმ დღის მერე თორნიკე ცდილობდა შემოვერიგე თუმცა ჯერ კიდევ წუწუნი ვარჩიე. რა ირონიაა ისეთ ადამიანს ვაწუწუნებ 2 კვირით რომელის მოკვლასაც ვაპირებ. აწ უკვე ჩემს სასტუმროში ვიყავი და ვამოწმებდი როგორ მიდიოდა ყველაფერი, ჩემს კაბინეტში მჯდარი უამრავ საბუთებს ხელსვაწერდი და ხახლის მოთხოვნებს ვუსმენდი. ბოლოს რათქმაუნდა ყველაფერი ისე დამთავრდა როგორც მე მსურდა, რამდენიმე არაორგანიზებული თანამშრომელი სამსახურიდან დავითხოვე და სახლში წასვლა დავაპირე. მანქანასთან მიდიოდი და რასვხედავ თორნიკე იყო ატმასნილი.მისმა დანახვამ გამაცოფა თუმცა დრო იყო შევრიგებოდი. -ნუცა შენთან საუბარი მინდა.მისვლისთანავე მომახალა. -რაზე?.ცალი წარბი მაღლა ავწიე. -ვიცი რომ გაბრაზებულიხარ, ნაწყენიც ამიტომ ბოდიში. -ბოდიშს ნუმიხდი.თავაწეულმა განვუცხადე. -რატომ?. -არმიყვარს როცა ბოდიშს მიხდიან. -ანუ მაპატიე?. -რაზე მეუბნები?. -იმ დღეს რომ უხეშად გამომივიდა მაპატიე?. -იცი ძალიან მოშიებულივარ, ვახშამზე ხომარ დამეწვეოდი?.მისი კითხვა დავაიგნორე და გავუღიმე. -ვახშამზე?.გაოგნებულმა მომაბყრო მზერა.-აა კიი კი როგორარა, სიამოვნებით.დაბნეული ბურდღუნებდა. -მაშინ მანქანაში ჩაჯექი, თათია დღეს მზარეულობის ხასიათზე იყო, დარწმუნებული ვარ კარგ კერძებს დაგვახვედრებს.მანქანას მოვუარე მძღოლის ადგილი დავიკავე და ღვედი გადავიკარი. ისიც გვერდით მომისკუპდა და კვლავ გაოცებული მზერა მტყორცნა.-ღვედი გაიკეთე.ხელით ვანიშნე. -არმინდა.თავი გააქნია. -დაგვაჯარიმებენ. -მე გადავიხდი. -ხომიცი რომ გადახდაზე პრობლემა არმაქვს. -ვიცი და სწორედ არვიკეთებ ღვედს არც ახლა და არც არასდროს.კმაყოფილმა გამიცინა და თითები მუხლებზე აათამაშა. -სწორედ ეს არის ქართველი კაცების პრობლემა, ღვედი თქვენივე უსაბრთხოებისთვისაა, ჩემიაზრით სრული სისულელეა ამ კანონის დარღვევა, ეს ჩვენს სასიკეთოდ შემოიღეს, კაცები კი აზრზე ვერ მოდიხართ ისე უაზროდ იწყებთ ასეთ აჯანყებას, ისეთ რამეზე მაინც აჯანყდით რაც ზარალს გაყენებთ.ვითომ ძალიან ვღელავდი ახლა მის უსაბრთხოებაზე თუმცა მაინც ის ვთქვი რასაც ყველას ვეუბნები. -ჭკვიანი ქალიხარ.თითი დამიქნია და ქვედა ტუჩი კმაყოფილმა მობრიცცა. -ხოდა თუგინდა ჭკვიან კაცად ჩაგთვალო ღვედი გაიკეთე რომელსაც ზოგჯერ რემენსაც ეძახით. -კარგი როგორც თქვენ იტყვით ნუცა!.ცალი ხელი ღვედისკენ წაიღო და გადაიჭირა. კმაყოფილმა დავძარი მანქანა და გეზი სახლისკენ ავიღე. საღამოს 8 საათი იყო, უკვე ბნელოდა. სახლშიც მალე მივედი და კარი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით შევგლიჯე. -სტუმარიგვყავს.ხმამაღლა შევძახე ბაჩოს და თათიას რომ უცებ რამე არ წამოეყრანტალებინათ ისეთი რაც ჩემს გეგმას დაბრკოლებას შეუქმნიდა. -მოვდივარ. სწრაფად გამმოემართა გახარებული თათია და თორნიკეს დანახვაზე ღიმილი სახეზე შეახმა. გაფითრებული სახით გახედავდა ჯერ თორნიკეს, მერე მე. თვალებით უკვე მიწაში მმარხავდა მაგრამ არ შევიმჩნიე. -თათია გაიცანი ეს თორნიკე ნადაეიშვილია, თორნიკე ის კი თათია შელია ჩემი და. -სასიამოვნოა თათია შენი გაცნობა.ხელი გაუწოდა თათიას. -ჩემთვისაც სასიამოვნოა.გახევებულმა ხელი ძლივს გაანძრია. -წამოდი.ხელისკვრით შევყევი მისაღებში და ისიც მდივანზე მოკალათდა.მალევე ბაჩოც ჩამოვიდა და არანაკლებ შეშფოთებული მზერა მომაბყრო.-ბაჩო ეს თორნიკეა ის კი ბაჩო ჩემი სიძე. -ოჰ თორნიკე როგორც იქნა გაგიცანი.არ შეიმჩნია არაფერი უბრალოდ სასიამოვნო მასპინძელის როლი მოირგო და გახარებული შეეგება სტუმარს. -ნუცა ხშირად მესაუბრება თქვენზე, პატარა ლიზიკოს სულ ახსენებს ხოლმე. -ხო ახლა სძინავს თორემ გაგაცნობდი. -ნუცა მოდი ცოტახნით ბიჭები მარტო დავტოვოთ, ჩვენ კი სუფრა გავშალოთ.კბილებსშორის გამოსცრა თათიას. -ახლავე დაიიკო.თავი დავუქნიე და სამზარეულოი გავყევი. ოთახში შესვლისთანავე კარი მიკეტა და საკეტი გადაატრიალა. მორჩა დაიწყო. -რას გავს ეს საქციელი!.შეეცადა ოდნავ ჩუმად ეყვირა. -სავახშმოდ მოვიყვანე, სხვა არაფერი.მხრები ავიჩეჩე და გასქურასთან მივედი, ისე მოშიებული ვიყავი კერძებს მადიანად დავსუნე. -მკვლელი მოიყვანე შენ ჩვენს სახლში!. -მომავალში მეც მკვლელი ვიქნები, არც ჩემი მოსვლა გესიამოვნება?. -მან საქმრო მოგიკლა. -არარის ამის შეხსენება საჭირო!. -არა არის! როგორცჩანს შენ ვერ გებულობ რა არის შურისძიება! ყველაფერს პირიქით აკეთებ. -თათია მაცადე! ვიცი რასაც კავეთებ! ჩემში ეჭვი გეპარება?. -ზოგჯერ მგონია რომ ნუცა აღარ ხარ. -ხო აღარ ვარ! ახლა სხვანაირი ნუცა ვარ და მაცადე რომ საქმე ბოლომდე მივიყვანო!. -დათომ დარეკა.წამებში დაწყნარდა და ხმადაბლა მითხრა. -ვინარის დათო?. -აი ის გამომძიებელი რომაა. -რაუნდოდა?. -შენი ნახვა, საქმე მაქვსო მეთქი არაა სახლშითქო. -აუ ერთი ეგეც რაა! რას აგვეკიდა.თავი უკმაყოფილოდ გადავატრიალე და სუფრის გაშლა დავიწყე. -გამოსაყენებელი უნდა გამოიყენო გაიგე?. -ხო თათია გავიგე, მაცადე როცა რამე იქნება და გავიჭედები ვეტყვი, მანამდეკი არ მჭირდება ზედმეტი ნივთები. საღამომ კარგად ჩაიარა, მე თათია და ბაჩო ისეთი დაზაბულები ვიჯექით მეტი რომ არ შეიძლება, თუმცა ოსტატურად არ ვიმჩნევდით. თორნიკე ისე ლაღად იყო, თვალებს უცნაურად მიბრიალებდა, ზოგჯერ ჩემი და დიტოს ფოტოსკენ იხედებოდა და ირონიულად ეცონებოდა. მის ამ საქციელზე სისხლი ტვინში ასხავდა და სიბრაზის ყველა კაპილარი მებერებოდა. ხელს ძლიერად ვუჭერდი მაგიდის გადასაფარებელს და თავს ვიმშვიდებდი.წასვლისას მანქანა მოუყვანეს და ღიმილით გავაცილე. თვალებისბრიალით გავემართე სახლისკენ როცა ვიღაცის ხმა გავიგე. -ნუცა!.ხმამაღლა მეძახდა.უკან მივტრიალდი და დათო დავინახე. -შეენ?. -დღეს დაგირეკე, თათიამ სახლში არ არისო. -ხო ვიცი, მითხრა. -მერე არ უნდა გადმოგერეკა?. -არა. -რაიყო თორნიკემ ხომარ მოგხიბლა?.ირონიულად ჩაისისინა. -ტუტუცო!.გაშლილი ხელი ლოყაზე გავულაწუნე და შვებით ამოვისუნთქე. -ხომარგინდა სამართალდამცავის ფიზიკური შეურაწყოფის გამო დაგაკავო?.ლოყაზე ხელი მოისვა და სიმწრისგან ჩაიღიმა. -რა მაშანტაჟებ?.ირონიულად ჩამეღიმა. -ასე გამოდის პატარავ.ცხვირზე ხელი დამკრა. -ჩემთან შანტაჟს არგირჩევ! გამომძიებელო! თორემ სადღაც ვიღაცის დანაწევრებულ გვამს იპოვიან და შემთხვევით ეს თქვენ არიყოთ!. -ოო დამბურძგლა.სასაცილოდ შეიშმუშნა.-ფილმების ყურება ძალიან კარგია თუმცა ზედმეტი დოზით არაა მისაღები. -ნახვამდის.ხელი დავუქნიე და სახლში შესვლა დავაპირე. -თქვენს ზარს ველოდები ქვრივო დედიფალო!.მისი ირონიული ხმა რომ შემომესმა გავშრი.“ქვრივო დედოფალო“ ზუსტად ასე მითხრა ჯაბამ მაშინ შეკრებაზე.სწრაფად მივტრიალდი მისკენ. -ქვრივო დედიფალო?. -იმმ მომენტში როცა ეს გითხრა სიცილისგან ჩავიკეცე. -ხოდა ახლა აქედან თუარ აორთქლდები ტკივილისგან ჩაიკეცები იდიოტო!.ხმამაღლა დავუყვირე და სახლში გამწარებული შევარდი. ჩემს ოთახში ავედი და აივნიდან გამოვიხედე.ისევ დაბლა იყო ჩემს ეზოში, საყვარლად მიცინოდა და ხელს მიქნევდა. თავხედი! მისი ასეთი საქციელი საშინლად მაღიზიანებდა თუმცა ამავდროულად მხიბლავდა. მისი აღნაგობა, ის ისეთი სიმპათიური იყო. მაღალი დაკუნთული სხეულით, დაბალი შავი თმით, მწვანე თვალებით და საოცარი ნაკვთებით. დიტო რომ არ მყვარებოდა ალბათ ის იქნებოდა ადამიანი რომელსაც ხელიდან არ გავუშვებდი. 2016 წელი 10 მარტი კოჯორი მთელი ამ ხნის განმავლობაში მე და თორნიკე ძალიან დავახლოვდით, გვერდიდან რომ შეგეხედათ ჩვენი „იდეალურობით“ გული აგიჩუყდებოდათ თუმცა ამ სიყალბეს ადრე თუ გვიან მაინც მოეღებოდა ბოლო და ყველაფერი ისე დადგება როგორც მე მინდა.თათია ყოველთვის მეჩხუბება როცა ვამბობ რომ თორნიკესთან ერთად მივდივარ სადმე. მას ასეთი ხასიათი აქვს და მეც მიჩვეული ვარ. მისი სიმკაცრის და სიამაყის ყოველთვის მშურდა ოღონდ რათქმაუნდა თეთრი შურით. ყოველთვის მინდოდა მისნაირი ვყოფილიყავი, ყველაფერს გონებით უდგებოდა და არა გულით, გონებაში ყველაფერს ისე ხარშავს რომ დადებით და უარყოფით მხარეს ნათლად არჩევს და იმასაც კარგად ხედავს თუ რა მოხვდება მომავალში. ის დედას გავს, დედაჩემიც ზუსტად ასეთი იიყო, ძლიერი, ამაყი, შეუვალი მამაც ზუსტად ისეთი იყო, ზოგჯერ მეხუმებოდნენ ნაშვილები ხარო. მე სულ სითბოს ვასხივებდი, გარშემომყოფებს ლამაზი სიტყვებით ვამკობდი და ყველას ვენდობოდი. მე როგორც ვიცი ბებია ლილიანას ვგავარ რომელიც სამწუხაროდ 5 წლის წინ დაიღუპა. ის ისეთი თბილი იყო, თან კარგად ვუგებოდი, დედა ნახევვრად პოლონელი ჰყავდა ამიტომ ქერა კულულები ამშვენებდა მუდამ მის მხრებს, მისი ხავერდოვანი ხმა მე დამყვა და ამის გამო მადლობას ვუხდი ლილიანას და ჩემს დიდ ბებიას. საყვარელი ადამიანების დაკარგვა რატომღაც გენში მაქვს. ჩემს დიდ ბებიას ქმარი ადრეულ ასაკში დაეღუპა, ბებიაჩემს 40 წლის ასაკში მოუკლეს, დედაჩემსაც მოუკლეს ქმარი და ახლა მე, ამჯერად მე გავხდი გენეოლოგიური შტოს მსხვერპლი. ერთადერთი გადარჩენილი ჩემი დაა, იმის გააზრებით რომ შესაძლოა ქმარი მასაც დაეღუპოს გულში საშინელ ტკივილს ვგრძნობ, ზოგჯერ ცრემლებიც მომმდის და შემდეგ თავს ვიწყევლი რეებზე ფიქრობთქო. ზემოთ ავღნიშნე რომ ძალიან თბილი და მოსიყვარულე ადამიანი ვართქო თუმცაღა ახლა რაღა მოგახსენოთ, დიტოს დაკარგვის შემდეგ ჩემი ცხოვრება უკუღმა დატრიალდა. გავცივდი, გამოვიფიტე, მხოლოდ უარყოფითი ენერგიით შევიმოსე და მწუხარების ზღვაში მთელი არსებით გადავეშვი. ახლაც ფსკერზე ვარ დასვენებული, იქიდან ვფართხალებ, ამოსვლას ვცდილობ თუმცა ზღვის მცენარეები ისე მომედო რომ რთულია ხელფეხი გავამოძრავო. მთელსტანში მარწუხებივით მოდებული ხავსი მაშეშებს და ცდილობს გვამს დავამსგავსოს. მანქანით მივუყვებით გზას მე თორნიკე ლიკუნა და გიორგი. კოჯორში კი ავაღწიეთ თუმცა დანიშნულების ადგილას ვერ მივედით. მალევე ავტომობილი დიდ შავ ჭიშკართან გაჩერდა, თორნიკე წამებში გადახტა გააღო და ისევ მანქანაში დაბრუნდა. ეზო ისე ლამაზად იყო მოწყობილი თვალები გამიფართოვდა. ყველანი სწრაფად გადმოვედით პროდუქტები გადმოვიღეთ და „სასახლის“ კარი შევაღეთ. სამზარეულოსკენ გავიკვალეთ მე და ლიკუნამ გზა და პარკები დიდ მაგიდაზე დავაწყეთ. -აბა გოგოებო როგორ მოგწონთ აქაურობა?.თვალებში ჭინკები აუთამაშდა გიორგის. -მშვენიალურია.ქვედა ტუჩი კმაყოფილად მოვბრიცე. -თქვენს ოთახებს გაჩვენებთ გოგოებო.მალე მომესმა თორნიკეს ხმაც და უკან გავყევით. მეორე სართულზე 2 ოთახი გამოგვიყვეს ნივთებიც იქ მოვათავსეთ და ისევ სამზარეულოში ჩავბრუნდით. -დაუვიწყარ ვიქენდს გაატარებთ გპიდებით.გახარებულები იყვნენ ბიჭები. -ეჭვიც არ მეპარება.წამიერად გადავხედე ლიკუნას და თვალებით ვანიშნე ჯოჯოხეთური ვიქენდის შესახებ. -აბა დავტრიალდეთ. ხმამაღლა წამოიყვირა გიორგიმ და ცელოფნებიდან პროდიქტი ამოალაგა. -ეხლავეე. შევძახეთ მე და ლიკუნამ და ვახშმის მომზადება დავიწყეთ. ყველაფერი რომ გავამზადეთ მადიანად ვივახშმეთ და ბოლოს გადავწყვიტეთ რომ ფილმი გვენახა. საშინელებათა ჟანრის ფილმი ავარჩიეთ და ფუმფულა პუფებში მოვკალათდით. ნახევარისაათი უაზროდ ვუყურებდი, თანაც ძილი მომერია ამიტომ ბოდიშის მოხდით მოვკიდე ლიკუნას ხელი და სწრაფად ავედით ჩვენს ოთახებში. ჩემოდნიდან თხელი პენუარი და აბრეშუმის მოკლე ხალათი ამოვიღე, ზედ დიტოს სუნამო ჰქონდა მიბკურებული, ყოველ საღამოს ასე ვაკეთებდი რათა არასდროს მეგრძნო მარტო თავი. სააბაზანოში გავედი ხელპირი დავიბანე და საწოლში შევწექი.მალევე დამეძინა თუმცა შუაღამისას გამომეღვიძა. წყურვილმა შემაწუხა ამიტომ ხალათი მოვიცვი და ფეხშიშველმა ჩავაბიჯე სამზარეულოსკენ, მისაღებში ისევ შუქი ენთო, ფეხაკრეფით წავედი ოთახისკენ და კედელს ავეტმასნე მათი საუბარი რომ მომესმინა. -არა ბიჭო რა მიხვდეს.ეს თორნიკეს ხმა იყო. -სულელი გოგო არ არის, ყველაფერს დაწვავს. -საიდან იცი რო ყველაფერს დაწვავს. -ბო**შვილივიყო მაგ იარაღი ნუცას თუარ ეყიდოს. -საიდან იყიდიდაშ**ემა, აუქციონზე მაგას რაუნდა. -რაიცი იქნებ არის, რომელი ახლა იცი იმ 31 კაცის სახელი, კაი 2 არაბი შეიხია 5 კიდე ვიღაც რუსი დანარჩენი?. -შანსი არაა, მაგას რო ეგ იარაღი ეყიდა და რო მიმხვდარიყო ყველაფერს სახეზე შევატყობდი. -გამომიხვედი ახლა შენც ექსპერტი, რა სახეზე შეატყობდი შე**მა *იგ ხოარაგაქ?. -აბა რავქნა რანაირად გამოვტეხო?. -მე რას მეკითხები, შენ უნდა ეჩალიჩო, მარა რა ვერ მოვწვი იცი? ვაფშე რატოხარ მაგასთან?. -მაგაზე არმიფიქრია. -მოგწონს?. -იასნად ახლა ასეთი გოგო არმოგეწონოს ზნაჩიტ გეიხარ. -ვერგავიგე რაგინდა, ამ გოგოსთან რო გააბავ ურთიერთობას გავიდეს წლები და უცებ გაიგოს ყველაფერი, კაი ნამუსზე არმაქ საუბარი ვიცი არ შეგაწუხებს იმის სინდისი რო შენ დაბრიდე მაგის საქმრო მარა მერე რაშვები?. -რასგაიგებს შ**ემა, ისე მოვაყუმარე ყველაფერი ვერავინ ვერაფერს გაიგებს. -აბა ეგ იარაღი რატო გაყიდე? ან ის რა იყო ამ იარაღით მოკლეს დიტო ავალიანი პროსტო გაგეყიდა. -ხოდა რო გაირკვეს რო დიტო მოკლეს ეგ იარაღი ექნება ისეთ ტიპშოს რომელსაც ხელს დაადებენ, მოვიშორე რაა. -რა მოიშორე შ**ემა რეებს ბოდავ, მერე როეტყვის პოლიცია საიდან გაჩითე ეგ იარაღიო და ვინ მოგყიდაო ეგრევე დაიწვები. -დავიწვები არა ისე კიდე, ხოდა რო გაამხილოს რო აუქციონზე ვიყიდეო ეგრევე თავს წააცლიან. -ეგეთი სერიოზული პონტებია?. -აბაა, ეგ რო ნუცას ჰქონდეს და გაამხილოს მე ვიყიდეო ჩათვალე მკვდარია, ვერც მევუშველი, ვერც ჯაბა და ვერც მამაზეციერი. -ისე მაგარი ს**ი როჟა იყო დიტო.ამ საუბრის მოსმენის შემდეგ უფრო გამიმძაფრდა მათ მიმართ სიძულვილი, ახლავე, დიდისიამოვნებით შევარდებოდი და მოვკლავდი ორივეს, თუმცა იარაღი თან არ მქონდა. ცრემლებმა სწრაფად გაკვალე გზა ღაწვებზე. თავი ძლივს შევიკავე რომ არ ვიბღავლე. სუნთქვას ვანელებდი და კედელს მთელი ძალით ვეკვროდი. ახლა უფრო გავძლიერდი, ახლა უფრო მომემატა ძალაც და სურვილით იმისა რომ სასხლეტზე ხელი გამომეკრა თანაც არაერთხელ. თავი ხელში ავიყვანე ნელნელა მივედი კიბეებთან და ხველება დავიწყე რომ ჩემი ჩასვლის შესახებ გაეგოთ. მთქნარებით მივედი მისაღების კარებთან და მათ გავხედე. -არგძინავთ ბიჭებო?.ნაძალადევად გავუღიმე. -არა ნუც არ დაგვეძინა, შენ რატო არ გძინავს?. -წყალი მომინდა.მხრები ავიჩეჩე და სამზარეულოში შევედი. ორივე უკან მომყვა, მე დიდი ჭიქა ავიღე წყლით გავავსე და ერთ მოყუდებბაში ჩავცალე.თორნიკე ჩემს წინ იდგა და მაკვიდებოდა. მოკლე ხალათში გამოწყობილი რომ მნახა ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და თვალებში ჭინკები აუთამაშდა.-რაიყო?. ინტერესით ვკითხე და გავუღიმე. -არაფერი.თავი გააქნია და აფხუკურებულ გიორგის გახედა. შაბათი დილას ადრე გავიღვიძე, სწრაფად გავარდი ლიკუნას ოთახისკენ და ლოგინში შევუწექი. მას ჯერკიდევ ეძინა. -ლიკაჩო გაიღვიძე. -მმმმმ. -მმ და ზმუკი შენ, ადექი ახლა.საბანი გადავხადე. -ახლა მაინც მაცადე ძილი, ისედაც სამსახურის გამო რომელ საათზე მიწევს გაღვიძება. -კარგი მაშინ, თუგინდა დილას ადრე არ მოხვიდე ხოლმე 11 საათისკენ წამოდი. -დედა ეს რა უფროსი მომევლინა შენი სახით. -რაიყო ხელფასიც ხოარ გაგიზარდო?. -უარს კიარ გეტყვი. -დიტო აუცილებლად გაგიზრდიდა, შენს დაწინაურებას აპირებდა, უნდოდა სათაო ოფისი შენთვის ჩაებარებინა.უცებ მომეღუშა სახე და თვალები ცრემლებით ამევსო. -მოგენატრა ხო?. -საშინლად, ჩემი სხეულის თითოეული ნაწილი დიტოს ნატრობს. -გტკივა?. -ამაზე დიდი ტკივილი არასებობს ლიკ, ამაზე მეტად ცხოვრებაში არაფერი მტკენია, სასიკვდილო ტკივილია ეს. -ჩემო ნუციკო.სწრაფად მომხვია ხელები და თვალზე წამოგორებული ცრემლი გულზე დამაწვეთა. -გუშინ გიორგის და თორნიკეს საუბარი მოვისმინე.ჩურჩულით ვითხარი და ცალი თვალი კარისკენ გავაპარე. -მერე?. -გიორგიმაც იცის ყველაფერი, საშინლად ლაპარაკობდნენ დიტოზე, მგონი თორნიკეს მოვწონვარ, სხვათაშორის თავიდან გიორგი ფიქრობდა რომ იარაღი მე ვიყიდე. -მოწონხარ? ღმერთო რა ამაზრზენია. -ცოტაც უნდა მოვითინო ლიკუნა, მალე მაგას რასაც ვუზავ ნახავ, ახალიწელი დადგეს და ყველაფერი ისე იქნება როგორც უნდა იყოს. -მე შენს გვერდით ვარ დაო. -ვიცი და მადლობა. დილიდან „ვმხიარულობდით“, მე ვცდილობდი არ შემემჩნია ის საშინელი ზიზღი როლესაც მათ მიმართ ვგრძნობდი და ამაში ლიკუნაც მეხმარებოდა. ჩვენი აქ წამოსვლის ამბავი მხოლოდ და მხოლოდ თათიამ და ბაჩომ იცოდა ამიტომ მათ გარდა არავინ არ ცდილობდა იმის შეხსენებას რომ ისინი საშიშები არიან და ბრთხილად უნდა ვყოფილიყავით. ხანდახან როდესაც უკვე თავს ვეღარ ვთოკავდი ოთახში ავრბოდი, დამამშვიდებლებს ვსვავდი და ვცდილობდი მათი არსებობა ცოტახნით გვერდით გადამედო. საღამოს კვლავ ფილმი ჩავრჩეთ, ამჯერად კომედია,თუმცა საერთოდ არ ვიყავი სიცილის ხასიათზე, ლიკუნაც უბრალოდ წინა ორ კბილს სააშკარაოზე გამოიტანდა ისიც 2 წამით და კვლავ არაფრისმეტყველი გამომეტყველებით ადევნებდა თვალს ჯიმ ქერის მეტად კომიკურ მომენტებს. ტელეფონის ხმამ გამომარკვია, ბოდიშისმოხდით გავედი გარეთ და ისე ვუპასუხე. -გისმენთ.ხმა ოდნავ დავიბოხე და აივნის მოაჯირს დავეყრდენი. -როგორ ხარ?.არცთუისე უცხო ხმა შემომესმა. -რომელიხარ?. -შენ რა ჩემი ნომერი კიდევ არ ჩაგიწერია?.ნაწყენი ინტონაციით თქვა და ბოლოს მაინც გაიცინა.-დათო ვარ. -რაგინდა?. -რამინდა კიარა უკანა ეზოში გამოდი. -უკაცრავად?. -გამოდე ჰე რაღას უცდი.და ტელეფონი გაითიშა.სწრაფად გავედი უკანა ეზოში და ირგვლივ თვალი მოვავლე ყველაფერს. არავიინ არ ჩანდა, მეგონა მეხუმრებოდა ამიტომ ავდექი და უკან წამოსვლა დავაპირე.-მოიცა მოიცა.უცებ მომესმა დათოს ხმა. -აქ რა ჯანდაბას აკეთებ?.გააფთრებული ვეცი, თან ვცდილობდი ჩუმად მელაპარაკა. -და შენ რას აკეთებ აქ? რაგინდა ამ ორ მკვლელთან მარტო სახლში. -ჩემი დაქალიც აქ არის. -ეგ შენი დაქალი ვერგიშველის რამე რომ იყოს. -რაგინდა გამაგებინე!. -ის რომ დაგეხმარო. -არმჭირდება დახმარება გამანებე თავი და სულ უკან ნუ დამყვები გასაგებია?. -კაი ეს შურისძიება თეორიულად ადვილია მარა პრაქტიკა უარესია, ტვინი გაანძრიე და მიიღე ჩემი დახმარება. -მე შენი არმესმის, რატომ გინდა რომ დამეხმარო. -ჩემი მიზეზები მაქვს. -ხოდა ეგ შენი მიზეზები მე არ მანტერესებს გასაგებია? იქნებ ისეთთი ვინმე ხარ რომ ჩემი მოკვლა გინდა. -შენი მოკვლა რომ მინდოდეს ახლავე მოგკლავდი ან საერთოდ მკვდარი იქნებოდი. -ოჰ კაი ერთი დამამშვიდე. -ახლა კარგად მომისმინე!.მკლავზე ხელი ძლიერად მომკიდა და ახლოს მიმიზიდა.-ხვალ დილას ალაგებთ ბარგს და მიდიხართ ამ სახლიდან შენც და შენი დაქალიც! ამათთან კიმეორედ ასე ახლოს აღარ იყოთ გაიგე? თავს გაგივიდა მგონი შენ!.კბილებსშორის გამოსცრა. -შენ მე ვინ გგონივარ ჰა? რა უფლებით ბრძანებლობ გამაგებინე!და მომაშორე ხელები.გააფთრებულმა თავი ძლივს შევიკავე რომ მთელს ხმაზე არ მეყვირა. -ნუცაა.უცებ გაისმა თორნიკეს ხმა, თანდათან გვიახლოვდებოდა და კვლავ ჩემს სახელს გაიძახოდა. დათომ სწრაფად მომკიდა ხელი სახლის მეორე მხარეს გამიყვანა კედელზე ამაკრო და პირზე ხელი ამაფარა. ის მე ამეკრო, მთელს სხეულზე ვგრძნობდი მის შეხებას, გულსიცემაც ისე მკაფიოდ მესმოდა თუ ვგრძნობდი ზუსტად არცვიცი. ერთადერთი რასაც იმ მომენტში განვიციდი სრული უხერხულობა და გულის საშინელი აჩქარება იყო. გონებადაბინდული მის მწვანე უძირო თვალებს ვუყურებდი და ვცცდილობდი დავვმშვიდებულიყავი.მალევე თორნიკე უკან გაბრუნდა და დათომ პირიდან ხელი „ჩამომხსნა“. ღრმად რომ ამოვისუნთზე მერეღა მივხვდი რომ მთელი ამ დროის განმავლობაში სუნთქვა მქონდა შეკრული. -ხვალვე წახვალ აქედან გასაგებია?.ჩურჩულით მითხრა და საჩვენებელი თითი ცხვირზე დამკრა. -შენ არავინ გეკით...სიტყვა არ მქონდა დამთავრებული როცა ტუცებზე სიმხურვალე ვიგრძენი. გახევებული ვიდექი მის წინ და ამდენი ხნის შემდეგ გადახარშა ჩემმა გონებამ ის რომ თურმე დათოს ვკოცნიდი. გავშრი, არმეგონა დიტოს შემდეგ თუ ვინმე იგემებდა ჩემი ტუჩების გემოს, საერთოდ ვერ წარმომედგინა ვინმე ბიჭი ასე ახლოს თუ გაბედავდა ჩემთან მოსვლას. ვგრძნობდი რომ მუხლებში ძალა გამომეცალა, თვალებდაჭყეტილი აქეთ-იქით ვაცეცები თვალებს და საერთოდ ვერ ვტვინავდი იმას რომ მომეცილებინა. გულში საშინელი ტკივილი ვიგრძენი, მეგონა კვლავ ჩააღწიეს და ხელით ამომგლიჯეს.ცრემლებმა სწრაფად დაიწყეს თვალებიდან დენა და სწორედ ამ ყველაფერმა შეძლო ჩემი გამოფხიზლება.ხელისგულები მკერდძე შევახე და მთელი ძალით მივაწექი. ისიც ინერციით უკან გადაიწია და მომცლიდა. გაბრაზებულმა გაშლილი ხელი ჯერ ერთ ლოყაზე გავუქანე მერე მეორეზე. ბოლოს მუშტი შევკარი და პირდაპირ ცხვირისკენ გავაქანე.მან ხელი დამიჭირა უკან გადამიწია და თვალებში ჩამაჩერდა-ნაგავიხარ! გესმის? ნაგავი!.ხრიანწიანი ხმით ვუყვიროდი და ხელის დაღწევს ვცდილობდი.-თვალით აღარ დამენახო! რომ ვკვდებოდე მაინც არ მივიღებ შენს დახმარებას შე არაკაცო!.ხელი გავინთავისუფლე სახეში ისევ გავარტყი და სირბილით გავიქეცი სახლისკენ. კიბეები ჩქარა ავირბინე, ჩემს ოთახში შევარდი და თავის მოწესრიგება დავიწყე.კარზე კაკუნის ხმა გაისმა. -ნუცა კარგად ხარ? რა დაგემართა?.ლიკუნა გიორგი და თორნიკე იყვნენ.არ ვპასუხობდი, უბრალოდ ვცდილობდი სახე დამელაგებინა მეტი არაფერი. სარკესთან სწრაფად მივედი, ცრემლები შევიშრე და კარი გავაღე. -რამე ხდება?.გაოცებულმა ვიკითხე. -არა ასე უცებ რომ ავარდი ოთახში თან ტიროდი. -ვტიროდი?.ამაზე გამეცინა.-ალბათ მოგეჩვენათ, ტელეფონი მიჯდებოდა და სატენისთვის ავარდი 1 პროცენტზე იყო.ისე დამაჯერებლად ვლაპარაკობდი კინაღამ ლიკუნა დავაჯერე. -კარგი მაშინ დატენე და ჩამო. -ახლავე ადგები და წამოხვალთ მაიდან.ტელეფონში მიყვიროდა მირიანი, მეკი თავს ლიკუნასკენ ვაბრუნებდი და ვიჯღანებოდი. -ხვალ ჩამოვალთ.მობეზრებულად ვუთხარი და გათიშვა დავაპირე. -მაცადეთ ახლა თქვენ.შეჰყვირა ბოლო ხმაზე და თვითონ გათიშა.ცოტახანში კვლავ გადმომირეკა და მეც გავაგონე.-გამოდით ორივე გარეთ!.უცებ მომაყარა და ისევ გამითიშა.რაუნდა მექნა, ლიკუნას ხელი დავავლე და სახლიდან გავიყვანე.გარეთ გასულმა მირიანი დავინახე, მანქანასთან იდგა და გაბრაზებული სახით გვიყურებდა მისკენ მიმავლებს. ვგრძნობდი ახლა აფეთქდებოდა და ჩვენც შეგვიწირავდა ეს დიდი ბუმი!. -მირიან რახდება?.მშვიდად ვკითხე და დოინჯი შემოვირტყი. -რახდებადა! როგორთუ რახდება! აქ რაგინდათ?! მითუმეტეს ამათთან!.ყვირის ბოლო ხმაზე. -გაჩუმდი გაიგებენ.პირზე ხელი ავაფარე და გაბრაზებული თვალები შევანათე. -სულ ფეხებზე მკ**ია გაიგონ! რასიზავენ! ახლავე ჩაალაგებთ ტანსაცმელს და წამოხვალთ გასაგებია?.გაცხარებული ჩემს ხელების იცილებდა და ყველანაირად ცდილობდა რომ მისი შიში გვქონოდა. -რაგაყვირებ? ვინმოგცა ამის უფლება? გამაგებინე რაგინდა? ხომადაგავიწყდა ამას რის გამო ვაკეთებ! შენც დამთანხმდი! შენც მომეხმარე ყველაფერში! შენრაგგონია მეხალისება? შენრაგგონია მომწონს ამ *ირთან რომ ვარ და დებილივით ვუცინი? დამაცადე მირიან დამაცადე!.ნერვებმა მიმტყუნა, არცმიკვირს, ისე გაბრაზებული ვიყავი შემეძლო იქვე მიმეღრჩო. -ვიცი ნუცა, მაგრამ არშეიძლება, რამე რომ დაგიშავონ? იქ ორივე მკვლელია, თქვენკი ქალებიხართ და საკუთარ თავს ვერ დაიცავთ. -აჰაა, ანუ ქალებივართ, მთელი ეს პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ ქალებივართ მეც და ლიკუნაც! გასაგებია მირიან! თუ ფიქრობ რომ საკუთარი თავის დაცვა არ შემიძლია რატომ უთხარი ჯაბას რომ ყველაფერს შევძლებ?მითხარი მირიან.ცინიკურად დავუწყე საუბარი, ჯერკიდევ ვერ ვიჯერებდი რომ ამ ყველაფრის მიზეზი სწორედ ის იყო რომ ქალი ვიყავი, სუსტი არსება რომელსაც თავის დაცვა არ შეეძლო.ესეც ჩვენი გენდერული თანასწორობა. -ნუციკო ამას არ ვგულისხმობ.თავი დამნაშავედ გააქნია და თვალებში დაბნეულობა შეეტყო. -არა მირიან სწორედ ეს იგულისხმე! ახლაკი თუ ლიკუნას სურს ის წაიყვანე მე აქ ვრჩები!.ნაწყენმა არც კი შევხედე, თავი სხვა მხარეს მივატრიალე. -არსადაც არ წამოვალ მირო მე აქ ვრჩები ნუცასთან.ახლაღა გავიგე ლიკუნას შემაშფოთებბელი საუბარი. -დარწმუნებულები ხართ?. -სავსებით!.მშრალად ვუთხარი და მარჯვენა ფეხი ნერვიულად ავათამაშე. -მაშინ შევალთ მე და ნუცა.მკლავზე ხელი შემიცურა ლიკუნამ და თავისკენ გამქაჩა.მეც უკან გავყევი ისე რომ მირიანისთვის არც კი გამიხედავს. -ნუცა ერთიწუთით.ისევ მისი ხმა შემომესმა.-ლიკუნა შენ შედი ნუცაც მალე მოვა.გასცა ბრძანება და წინ დამიდგა. -ლიკუნას ხელს არ ახლებენ.თვალი გავაყოლე ჩემს დაქალს რომელიც თან მე მიყურებდა თან კი წინ მიიწევდა. -ხომიცი რომ მარტო ლიკუნაზე არ ვღელავ, ძალიან კარგადაც იცი რომ მაშინებს შენი საქციელი. -მე კარგად ვარ, მაგრამ ოდესღაც ხომ უნდა შეძლო და უთხრა ყველაფერი, არმესმის თავს რატომ იკავებ.ხელები გულზე გადავიჯვარედინე და ახლაღა შევხედე. -მეშინია ამით ჩვენი ურთიერთობა სულ არ გაფუჭდეს.თავი ნერვიულად გააქნია და წარბზე ხელი გადაისვა. -სჯობს ცადო,ვიდრე შემდეგ ინანო რატომ არ ვცადეო. -კარგი მოვიფიქრებ რამეს. -მე შევალ.უკან ერთი ნაბიჯი გადავგდი და წასვლა დავაპირე. -ხომიცი რომ შენზე ვღელავ, ქალი რომ ხარ ეგ უბრალოდ სიტყვას მოყვა. -არა მირიან, მართალიხარ, ქალები ყველას სუსტები ვგონივართ თუცა არ დაგავიწყდეს ჩვენ ვმართავთ სამყაროს, სანამ ეგეთ აზროვნებას არ შეიცვლი მანამდე ვერ მოვრიგდებით. -ბოდიში ნუცა! ხომიცი რომ მიყვარხარ, პატიივს გცემ, ვიცი როგორი ძლიერი ადამიანიც ხარ, მაგრამ იქ 2 ბიჭია, ორი მკვლელი რომლებსაც ერთი ხელის მოსმით შეუძლიათ შენი და ლიკუნას მოკვლა,მეკი თქვენი დაკარგვა ყველაზე ნაკლებად მინდა. -უნდა წავიდე რამეს იეჭვებენ, რაც შეეხება შენს შეხედულებას, ვიცი რომ ჩემი დაცვა გინდა მგრამ ისიც კარგად უნდა იცოდე რაზე ვარ წამსვლელი და როგორი ძალის პატრონიც ვარ, ნახვამდის.ხელი ისე გავუქნიე თითქოს შორს მდგარიყო უკან დავიხიე და სახლისკენ ნელა წავედი.შეწუხებული სახე ჰქონდა, აშკარა იყო ძალიან ნანობდა თავის ნათქვამს თუმცა მე მაინც არ შემიძლია ახლა ზუსტად აი ამ დროს ვინმეს რამე არასწორად ვაფიქრებინო.წამებში კვლავ წინ გადამეღობა, გაღიმებული მიყურებდა და ხელებს უკან მალავდა. -იცი მე შენ რა მოგიტანე?.საყვარელი გამომეტყველება და ბავშვის ხმა მიიღო ცალი ფეხის კრუგზე ტრიალი დაიწყო და მუცელი წინ გამოწია.-არიცი მეშენ რა მოგიტანე?.კვლავ აგრძელებდა ნაცნობი ილეთის კეთებას.-აყროლებული ბალახი.ცხვირწინ ფოთლები ამიფრიალა და ხმამაღლა გაიცინა.თავი ვერ შევიკავე. მის ასეთ ბავშვურ მოქმედებაზე ხმადაბლა ჩავიცინე თუმცა ბოლოს მაინც უემოციოდ გავხედე. -ეს უკვე აღარ მოქმედებს.გვერდი ვუქციე და სახლში შევედი. უკვე გვიანი იყო, დაწოლას ვაპირებდით.მე ჩემს საწოლზე გაშოტილი მკრთალად განათებულ ჭერს ვუყურებდი და ბავშვობის ტკბილ მოგონებას ვიხსენებდი. მე ლიკუნა მირიანი და დიტო მართლაც რომ დაბადებიდან ერთად მოვდიოდით, ტრუსიკის მეგობრები ვიყავით.ჩვენი ოჯახისწევრები ისეთი ახლო მეგობრები იყვნენ, თუმცა ნათესაური კავშირი არცერთს არ ჰქონიათ. მახსოვს პატარაობაში როდესაც მე და ლიკუნა დაახლოებით 7-8 ხოლო დიტო და მირიანი 12-13 წლისები იყვნენ, ხშირად ავდიოდით ხოლმე კიკეთში დასასვენებლად და ერთად ვთამაშობდით ხოლმე.გოგონები როგორც ყოველთვის ყველაზე ცელქები და კეკლუცები ვიყავით. დიტოს და მირიანს ვაგიჟებდით, ისინიც დიდი კაცებივით ჩვენს „ქაჯურ“ საქციელს ცუდად იღებდნენ და გვიბრაზდებოდნენ, ის ბრაზიც რომ არ გვაშინებდა ბოლოს გვებუტებოდნენ და აი სწორედ ეს იყო ჩვენი სუსტი წერტილი. ჯერ ჩემს ოთახში ავარდებოდით, ვფიქრობდით რა მოგვეხერხებინა, დიდი არტისტულობით მაშინ არცერთი გამოვირჩეოდით ცრემლები რომ გვეღვარა, სწორედ ამიტომ გადაიტყავა ლიკუნამ მუხლი, ატირებული გავარდა ბიჭებთან, მათ კი ლიკუნას „დაუდევრობის“ ამბავი მშობლებს მოახსენეს და ასე გამოძვრნენ. ამ გეგმამ რომ არ გაჭრა ტვინი ავავარჯიშე და ჩემს ეზოში მდგარ კოპიტის ხეს ორი ტოტი მოვაძრე, ერთი ლკუნას მივაჩეჩ და მეორე მე დავიკავე. ყველაფერი კარგად რომ დავგეგმეთ ბიჭებთან მივედით და სასაცილოდ „გავიბრინჯეთ“. მუცლები წინ წავბზიკეთ, მარჯვენა ფეხით წრიული მოხაზულობა განვაგრძეთ და გავიცინეთ.“იცი მეშენ რა მოგიტანე? არიცი? არიცი მეშენ რა მოგიტანე? აყროლებული ბალახი“ ცხვირწინ ავუფრიალეთ საშინელ არომატიანი დიდი მწვანე ტოტი და ამაზე სიცილი ატეხეს. ესეც მათი სუსტი წერტილი, ჩვენმა სისაყვარლემ იმდენად იმოქმედა რომ ორივე მოგვიბრუნდა და ჩვენი საქციელი მოგვიტევა. ასე გადიოდა წლები და ყოველ ჯერზე ეს ხერხი ჭრიდა. ბოლოს კი ახლა როცა ყველანი გაზრდილები, შეცვლილები და ჩამოყალიბებულები ერთმანეთის გვერდით ვდგავართ, არც ჩვენი სისაყვარლე ჭრის იმ წყრომას და არც ჩვენს ლოყებზე გაშიშვლებული ცრემლები. 2016 წელი 16 აპრილი თბილისი ამდენიხანია რაც თბილისში ვარ თუმცა ჯერაც არ ავსულვარ დიტოს საფლლავზე, ამაზე დიდად არც მიფიქრია, მინდა მაშინ ავიდე როცა ყველაფერს დავასრულებ, როცა მის დაყწებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანნდა როცა თორნიკეს სიცოცხლეს გამოვასალმებ. ახლა, როცა დადგა 16 აპრილი, დღე როდესაც დიტო მოკლეს, მე ასე უბრალოდ ვდგავარ ფანჯრის წინ და 2 წლის წინანდელ ღამეს ვიხსენებ. ვიხსენებ იმ პატარა მონაკვეთს როდესაც სახლში მიმაცილა, როდესაც მითხრა თუ როგორ ძალიან ვუყვარვარ, რასარმივცემდი მისი შეხება კიდევ ერთხელ რომ მეგრძნო, კიდევ ერთხელ რომ წამოსცდენოდა მის ბაგეებს ჩემი სახელი. გულის ყველა კუნჭულს ენატრება, სხეულის ყველა ნაწილს სწყურია მისი შეხება. მისმა სიკვდილმა დამაცარიელა, თითქოს ჩემი ყველაზე დიდი ნაწილი წაიღო და მხოლოდ ის დამიტოვა რომელიც ყველაზე ნაკლებად უნდოდა რომ დარჩენილიყო ჩემთან, მექანიკურად, სულ გაუცნობიერებლად ვარსებობდი. დედამიწაე ერთადერთი მკვდარი თანაც კი ცოცხალი ადამიანი ვიყავი. საერთოდ არ მეგონა ასე თუ დავბეჩავდებოდი, ასე თუ გამოვიფიტებოდი, ასეთუ ვიცხოვრებდი. ცხოვრება ხომ სწორედ იმ ბედის ლუკმას გიმზადებს რომელიც ყველაზე ნაკლებად გინდა დააგემოვნო. წარმოსახვაში მქონდა თუ როგორი შვილები გვეყოლებოდა, როგორი ამაყები ვიქნებოდით ერთმანეთით. ჩვენი საოცნებო სახლიც კი დავაპროექტეთ თუმცა რადგინდა, ახლა მისგან აღარაფერი დამრჩა.ასე სახლში ვერ ვიქნებოდი, ბრელოკს ხელი დავავლე და უცნაურად ცივი გასაღები ვიგრძენი. ხო აი სწორედ ის გასაღები საიყვარულის დღეს რომ მაჩუქა ავტომობილთან ერთად. გაოცებული შევცქეროდი და ვერც კი ვფიქრობდი რომელი კარის გაღება შეეძლო ოქროსფერ მბზინავ მოწყობილობას რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში თან ვატარებდი. ეზოში ჩასულმა ჩემს დაცვისკენ გავიხედე და მასთან მივედი. -დამიდგინე რისი გასაღებია სასწრაფოდ.ბრელოკს მოვხსენი და ხელში ჩავუმალე. -ახლავე ქალბატონო ნუცა.მერე მცველს რაღაც გადაუჩურჩულა და ნაცნობ ქუჩებში გაუჩინარდა.მანქანაში ჩავჯექი, არცკივიცი სად უნდა წავსულიყავი, ისეთი ადგილი მჭირდებოდა სადაც სიცივე სიწყნარე და ხედი იქნებოდა. დიდხნიანი ფიქრის შემდეგ თემქის მხარეს წავედი. თბილისის ზღვისკენ ავუხვიე და უკაცრიელ ადგილას გავაჩერე. მანქანის კაპოტზე მოკალათებული კენჭებს ზღვაში ვისვროდი და ასე ვირთობდი თავს. წყალსაცავს დიდი ინტერესით გავყურებდი და ფიქრებს ავყევი. წამიერად რამდენიმე წლით უკან გადავხტი. თვალი რომ გავახილე ბათუმის სანაპიროზე ვიყავი. ხელში გვირილა მეჭირა, პატარ ბავშვივით ფურცლების დაცლასთან ერთად ვყვებოდი“ ვუყვარხარ, არვუყვარვარ, ვუყვარვარ არვუყვარვარ“.იმდენი თეთრი ფურცელი ჰქონდა რომ ალბათ მთელი 10 წუთი ასეთ სიტოაციაში ვიყავი. -უყვარხარ.უკნიდან მომესმა სანატრელი ხმა, გავწითლდი, ტანზე ხორკლებმა დამაყარა. -რაიცი, იქნებ არ ვუყვარვარ.მორცხვად შევავლე დიტოს თვალი და გვირილის წვალება კვლავ განვაგრძე. -განაგრძე და ეს გვირილაც იგივეს გეტყვის.ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ამომიდგა გვერდით და ჩემსკენ გადმოიხარა. -ვუყვარვარ, არვუყვარვარ, ვიყვარვარ, არვუყვარვარ.კვლავ ვაგრძელებდი „პუტვას“ და სუნთქვაშეკრული ჟანგბადის მიწოდებას ვლამობდი.-ვუყვარვარ.ბოლო ფუცელმა მამცნო, რომ თურმე ვუყვარვარ. გახარებულმა გვირილა წყალს გავატანე და მას ავხედე.-ეს გვირილა მასთან მივა ვისაც ვუყვარვარ. -მართალიხარ, თან ფურცლებშესხმული და გამრავლებულიც.საყვარლად გამიღიმა და უკნიდან გვირილების დიდი შეკვრა გამოაშკარავა.გაოცებბული შევცქეროდი, უდიდეს და ულამაზეს თაიგულს. ვერვიჯერებდი ეს სილამაზე ჩემთვის თუ იყო გამზადებული, მითუმეტეს დიტოს ხელში. -ეს... ეს...მმე?.თითი გულთან მივიდე და დაბნეულმა ლუღლუღი დავიწყე. -ხო შენ, და აი ესეც.გვირილებისგან დაწნილი ულამაზესი თაიგული თავზე მომარგო და თითებით ლოყაზე შემეხო. -გვირილების დედოფალივარ.სასაცილოდ დავეჭყანე და ამდენი გვირილით გაფორმებულმა წოდება ვიბოძე, იმის გათვალისწინებითაც, რომ გვირილებით მოხატული მაისური მეცვა. -შენ ჩემი დედოფალი ხარ.ცერა თითი აწითლებულ ღაწვებზე გადამატარა და გავარვარებული ბაგეები შუბლზე მომაკრო. -მე ქვრივი დედოფალი ვარ.ამ დროში მყოფმა ნაღვლიანად ამოვიჩურჩულე და ცრემლებს გასაქანი მივეცი.-შენი დედოფალი დაქვრივდა, შენი დედოფალი მოკვდა.ყელში მომდგარი ბურთი ძლივს გადავაგორე, პირი მოვკუმე და თავი მუხლებში ჩავრგე.უჰაერობამ რომ კინაღამ გამაღრჩო პირი გავაღე და თან საშინელი ბღავილი ამოვაყოლე.ტკივილმა ახლიდან გაყინა გატეხილი გულის ნაპრალები და კვლავ ქვასავით გამაშეშა.რა უდროო დროს იცის ხოლმე ტელეფონმაც დარეკვა. ნომერს რომ დავხედე მივხვდი რომ გსაღების შესახებ უნდა ეთქვათ ინფორმაცია. -ალო.ხმა გავიწმინდე და ისე ვუპასუხე. -ქალბატონო ნუცა, გავარკვიეთ ეს გასაღებბი რისიცაა. -კოორდინატები ესემესით გამომიგზავნე. -ძალიან შორსაა, დარწმუნებული ხართ რომ გაყოლა არ გჭირდებათ?. -მისამართს ველოდები.ტელეფონი გავთიშე და 2 წუთშიც კოორდინატები მივიღე. ცოტახანში გასაღებიც მომაწოდეს და მეც წავედი. 2 საათი ისე უაზროდ ვატარებდი მანქანას, არცკივიცოდი სად მივდიოდი. ბოლოს ჯიპიესმა მიჩვენა რომ ადილზე ვიყავი, სადღაც უღრან ტყეში. მობნელებული იყო, ამიტომ ფანარი ხელში ავიღე და გზა ისე გავიკვალე. იქვე ხეებში შემალული სახლი მოვლანდე. სწრაფად წავედი და ფანჯარაში შევხედე. არავინ იყო, შუქიც არენთო. კართან რომ მივედი გასაღები კარში შევარჭე და საკეტი გადავატრიალე.კარი ჭრიალით გაიღო, წინ სულ სიბნელე იყო, ფანარი შავ ფონს მივანათე და შუქის ასანთებს მოვკარი თვალი.თეთრ ღილაკს ხელი მივაჭირე და სახლიც სულმთლად განათდა. ლურჯმა ფერმა მოიცვა მთელი ოთახი, ესხომ ჩემი და დიტოს საყვარელიი ფერი იყო. სახლი ისე კარგად იყო მოწყობილი რომ ცხოვრებაც შეიძებოდა.ერთადერთი მტვერი ედო იქაურობას მეტი არაფერი. შემოსასვლელიდან მარჯვნივ მისაღბი იყო, მარცხნივ კი სამზარეულო. წინ დიდი ხის კიბეები ადიოდა მეორე სართულზე.ჯერ მისაღებში შევედი, რბილი ავეჯი, საყოფაცხოვრებო ნივთები, სუვენირები, ნახატები.სამზარეულოც მოვათვალიერე, დიდი ბარი, ესხომ დიტოს საყვარელი ბარი იყო რომელიც მთელიი იმ დროის განმავლობაში მიყვებოდა. ახლა კიბეების ჯერიც დადგა.ნელა ავაბიჯე ხის კიბეებზე და მანაც ჭრაჭუნი დაიწყო. ბრთხილად ავუყევი საფხურებს და დიდ დერეფანს გავხედე.რამდენიმე კარი მოჩანდა წინ, პირველი კარი შევაღე, უბრალო ოთახი იყო, მეორე კარი სააბაზანო, მესამე კარი საპირფარეშო, მეოთხე კვლავ საძინებელი დამეხუთე, მთავარი, დიდი ლურჯი კარი. სახელური ჩამოვწიე და უზარმაზარ ოთახში ავღმოჩნდი.გულდასმით შევათვალიერე ყველა კუთხე-კუნჭული.ეს იყო ჩვენი ოთახი, ოთახში სადაც ერთად გავატარებდით მთელ, დარჩენილცხოვრებას. ოთახი სადაც ერთმანეთის სიყვარულით დავტკბებოდით და ცხოვრებას ლამაზ ფერებად შევღებავდით.სიცილ-ტირილი ამიტყდა როდესაც ჩემი და დიტოს ფოტოები დავინახე, ლამაზ ჩარჩოში იყო ყველა ჩაწყობილი და კედლებზე ჩამოკიდებული. ქრონოლოგიურად მიყვებოდა ყოველი ფოტო ერთმანეთს, პირველი ფოტო ბავშვობის იყო, მეორე „სიყმაწვილის“ მესამე ჩვენი ერთად ყოფნის პირველი დღის მეოთხე პირრველი სიყვარულის დღის, მეორე სიყვარულის დღის, მესაამე სიყვარულისდღის, მეოთხე სიყვარულის დღის. ამას მეხუთე სიყვარულის დღის დააკლდა რომელიც არ გვქონია და არც არასოდეს გვექნება.ოთახიც ლურჯ ფერში იყო გაწყობილი, ყველაფერი ისეთი ლამაზი და თბილი იყო.გული დამეწვა ამ ყველაფრის ნახვისას.ვერმოესწრო რომ ეს ყველაფერი მენახა, მასთან ერთად მეცხოვრა, ვერმოესწრო ჩემი სახის დანახვას როცა აქ შემოვიდოდი, საერთოდ ვერაფერს ვერ მოესწრო.გულის ტკივილმა მთელს ტანში ჩააღწია და მუხლები მომეკვეთა,იქვე საწოლთან ჩავჯექი და თავი რბილ მატერიას დავადე.ბოლოხმაზე ვტიროდი და მომეშვა კიდეც. აქხომ მარტო ვიყავი, მაინც ვერავინ გაიგებდა ჩემს განწირულ ტირილს, ამიტომ ბოლომდე დავიხარჯე და ემოციებისგან დაცლლილმა თვალები მივლულე.დიდხანს ვიყავი ასე უემოციოდ გამოფიტული, ბოლოს როგორც იქნა ფეხზე წამოვდექი და კამუდზე დადებულ ვიდეოკამერას მოვკიდე ხელი. მაინტერესბდა რამე თუ იყო ჩაწერილი,ღილაკზე რამდენიმე თითის დაჭერით ნაცნობმა სახემ გამოანათა, დიტო იყო. შავი მაისურიი ეცვა, თმები გვერდით ჰქონდა გადაწეული ხელზე კი ჩემი ნაჩუქარი სამაჯური ეკეთა.კამერა ჩართო თუ არა სკამზე მოთავსა და როგორც უწინ, ახლაც გაბრწყინებული თვალებით გამოიხედა. -თუ ამ ვიდეოს უყურებ ესეიგი მომასწარი და ეს სახლი ჩუმად იყოვე.საყვარლად იღიმება და საუბარს აგრძელებს.-არ გამიბრაზდე, ვიცი სახლი ერთად უნდა მოგვეწყო, მაგრამ სიურპრიზის გაკეთება მინდოდა,ეს ვიდეო იმიტომ ჩავწერე რომ გასაღბის მოცემას სიყვარულის დღეს ვაპირებ, შენი ამბავი რომ ვიცი დაქორწინებამდე ვერ მოითმენ და ყველანაირად შეეცდები იმის გაგებას თუ რომელ კარს ერგებოდა.კვლავ იცინის და თავზე ხელს ისვავს.-ახლა ალბათ იცინი კიდეც, გულში ფიქრობ საიდან მიხვდა რომ მივხვდებოდიო, მეკი ერთს გეტყვი, მე შენ მთელი ცხოვრებაა გიცნობ და მთელი ცხოვრებაა მიყვარხარ,ამ სიტყვებმა კი ყველა კითხვას უნდა გასცეს პასუხი.სიმწრისგან მეღიმება და ტირილს ვიწყებ.-რა საყვარელი ღიმილიგაქვს ჩემო პატარავ, იცოდე რომ მნახავ არ მეჩხუბო.თითს ნიშნისმოგებით მიქნევს.-ღმერთო შენ არც კი იცი როგორი მადლოერი ვარ ეს მშვენიერი არსება რომ შემახვედრე.ხელებს ჩემსკენ იშვერს.-არვიცი რაგითხრა, ხომიცი რომ ბევრი სასიყვარულო სიტყვების თქმა არ მეხერხება, წეღან ისიც კი ვიფიქრე რომ დავწერ და წავიკითხავთქო, მაგრამ ასე ხომ ბოლომდე გულწრფელი ვერ ვიქნებოდი,იმედია ამ უღრან ტყეში არ შეგეშინდა მოსვლა, მაგრამ მინდოდა ყველასგან შორს ვყოფილიყავით, მხოლოდ მე და შენ მარტო, მეტი არავინ, მოკლედ ძალიან მიყვარხარ, ჩემი დედოფალი ხარ, ჩემი გვირილების დედოფალი, გახსოვს 18 წლის რომ გახდი მე შენ მირიიანი და ლიკუნა კლუბში რომ წავედით? მაშინ რომ მოვიდა ის ბიჭი და შენთან ცეკვა დაიწყო, ნეტავ გენახა რადღეში ვიყავი, არმიყვარს ხოლმე ამეებზე ტრაბახი მაგრამ იმ საღამოს თავპირი გავუერთიანე, მაშინ მივხვდი რომ შენ ჩემი ცოლი უნდა გამხდარიყავი, მერე როგორ ავირდავირიეთ, თუმცა ბოლოს ხომ მაინც ჩემი გახდი,ჩემი პატარა ლამაზი დედოფალი გახდი,ისე ამდენიხანია ამას უყურებ, აი მეც გიპოვე და ოთახში შემოვედი, გიყურებ როგორ უყურებ ამ ვიდეოს და მეღიმება, შენ ვერც კი ამჩნევ რომ ოთახში ვარ, მაგრამ გრძნობ რომ ახლოს ვარ.ირგვლივ მიმოვიხედე, იმის იმედად რომ სადმე დამხვდებოდა, რომ მართლა შემოანათებდა ოთახში და მეტყოდა „სიურპრიზი“.-ახლა მიმოიხედე ირგვლივ და ვერ დამინახე რადგან დაგემალე, შენც დგები და ყველა ოთახს სირბილით ივლი.მართლაც ავდექი, ჩქარა დავიარე ყველა ოთახი თუმცა ვერსად ვერ ვიპოვე.ვიცი სულელი ვარ მას, რომ ვეძებ, მაგრამ არშემიძლია, მინდა ისევ ცოცხალი იყოს, მინდა ისევ ვუყვარდე.-პირველ სართულზე ჩადიხარ და მხედავ შემოსასვლელში ვგავარ და პატარა ბავშვივით გიყურებ, აი ისე როგორც შენ მიყურედი როცა რამეს აშავებდი.შემოსასვლელისკენ ვიყურები და სიცარიელის გარდა ვერაფერს ვხედავ.-აი ახლა მთელი ძალით გეხუტები და ყურში ჩუმად გიჩურჩულებ, მიყვარხარ.ბოლო სიტყვა მთელს ოთახში ექოსავით გაისმა, თითქოს ვიღაც მართლა მოვიდა და მართლა თქვა.ძალაგამოცლილმაიატაკზე დავიდე ბინა და თავი ცივ მეთლაახს დავადე.ტკივილისგან ისე ვიყავი განადგურებული მეგონა იქვე მოვკვდებოდი, იქვე დამთავრდებოდა ყველაფერი და მალე წავიდოდი იმ ქვეყნად, სადაც ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანები არიან.“გამაგრდი პატარავ“ კვლავ გაისმა დიტოს მჭექარე ხმა, კამერას დავხედე, მაგრამ გამორთული იყო,ეს დიტო იყო, ისიყო, მანმითხრა. ის ახლა ჩემს გვერდითაა, ის ახლა აქაა და ხელით მეხება, ამას ვგრძნობ ამას განვიცდი. -ვიცი რომ აქხარ დიტო! ვიცირომ ახლა დგახარ და მიყურებ! ან იქნებ მეხუტები! მიყვარხარ! გთხოვ ძალა მომეცი, ძალა მომეცი რომ ამ ყველაფერს გავუძლო, ძალა მომეცი რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანო! სიყვარული გაიღე, ახლა ეს ყველაზე მეტად მაკლია!მიყვარხარ! უსასრულოდ, დაუსრულებლად მიყვარხარ!. 2016 წელი 5 მაისი თბილისი გააფთრებული ჩავდიოდი კიბეზე და ერთი სული მქონდა როდის მივაჭრიდი შეკრბაზე. როგორ გამომტოვეს, როგორ დამიმალეს, მაგათ რა ეგონათ ვერგავიგებდი ვერაფერს? როგორც ჩანს ეჭვი ეპარებათ ჩემში და ეს მხოლოდ იმის გამო რომ ქალი ვარ!. ესეც ჩვენი ქართული მენტალიტეტი. დაცვას ვუთხარი ყველა გაებრთხილებია და ისიც წამოეყვანათ. მანქანაში ჩავჯექი, გაზს ფეხი მივაჭირე და მთელი სისწრაფით წავედი შეკრების ადგილას. რაღათქმაუნდა ისევ ბატონი ჯაბას სახლი, თან ვახშმობაც განუზრახავთ. ჩვეულად შავი მაღალქუსლიანები და შავი კომბინიზონი ჩავიცვი, ხელში იმავე ფერის კლაჩი დავიკავე და ისე გავეშურე. ისე გაბრაზებული ვიყავი, რომ დატორმუზებისგან კინაღამ თავი საჭეს დავარტყი. წამიერად გავიფიქრე სიმშვიდე შემენარჩუნებია თუმცა არა! რაც უფრო გაბრაზებული ვიქნები მით უფრო კარგაად შევძლებ მათ გაჩუმებას. ჩემს წინ აღმართული ორი აყლაყი მხრით გავიტანე და შუა ვახშმობის დროს შევედი მისაღებ ოთახში. -მაპატიეთ დამაგვიანდა.ქურთუკი გავიხადე და კლაჩთან ერთად მოსამსახურეს გავუწოდე. -ნუცა.ფეხზე წამოდგა ჯაბა. -ბატონო ჯაბა.თავი დავუკარი და მათკენ წავედი.წამიერად თვალი თორნიკს გადავავლე და ცარიალ სკამზე დავჯექი. -არგელოდით.გამოსცრა კბილებში ერთ-ერთ მათგანს. -რომ დაგეპატიჟეთ დარწმუნებული ვარ ასე არ გაოგნდებოდით.წარბები მაღლა ავწიე და ცინიკურად გავუღიმე. -იცით ნუცა ჩვენ იმიტომ არ შეგატყობინეთ ჩვენი შეხვედრის ამბავი რომ თქვენ ახლა საქმეებით...უაზროდ წელავდა ჯაბა თავის სათქმელს და გზადაგზა იგონებდა ახალ ტყუილს. -იმიტომ არ შემატყობინეტ რომ ქალი ვარ,თუმცა უნდა ვაღიარო ამის გარკვევას არაფეერი უნდა, მე ყველგან მყავს ხალხი. -გინდათ თქვათ რომ ვინმე ჩვენიანმა გაგვცა?. -ეგ როგორ გაიფიქრეთ ბატონო ჯაბა?.გაოცებულმა ხელი გულთან მივიდე და მეტი ემოციისთვისპირი გავაღე.-თუმცა უნდა ავღნიშნო რომ კედლებსაც ყურებიაქვთ. -ეს რა უმსგავსობაა!.ფეხზე წამოხტა გიორგი რომელიც დაახლოებით 55 წლისაა. -ხო რაც შეეხება შეკრების მიზეზს, რაქენით იპოვეთ?. -თქვენ საიდან იცით ამის შესახებ?. -ხომ გითხარით კედლებსაც ყურებიაქვთთქო. -კარგი რახან ყველანი აქ ვართ, უკლებლივ, დროა გადაწყვეტილება მივიღოთ. -იმ კაცმა რომ თქვას ყველაფერი, ყველას დაგიჭერენ.ნერვიულად დაიწყეს საუბარი. -სხვაგზა არაა უნდა ვიპოვოთ და მოვკლათ. -მოკვლა რა საჭიროა, იქნებ მოვისყიდოთ. -ირაკლის კაცი მოვისყიდოთ? ილოცეთ რომ თავისი უფროსისთვის არაფერი ჰქონდეს ნათქვამი. -რომ ეთქვა ახლა ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. -ჩვენ ხალხს დახოცავდნენ, ზოგიერთი მათგანი კი ციხეში იქნებოდა. -კომპანიაც დაიხურებოდა და ყველაზე მეტად ნუცა დაზარალდებოდა. -ოჰ გაგახსენდით რა დიდი პატივია. -ნუ ცინიკოსობ, ყველაფერი ცუდად წავა მას თუ არ ვიპოვით. -ყველაფერი თქვენი ბინძური საქმიანობის ბრალია. -სხვანაირად ვერ გავმდიდრებოდით. -გამდიდრება ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა დგას? და ეს გგონიათ გასამართლებელი ქმედება.ფეხზე წამოვდექი და მაგიდას მარჯვენა ხელი დავარტყი. -უზრუნველად რომ ცხოვრობ მადლობელი იყავი, შენს საქმეს სხვები აკეთებენ, გიცავენ. -არ ჩაგედინათ ასეთი ამაზრზენი მოქმედებები და აღარავის დაჭირდებოდა დაცვა, არც დიტო მოკვდებოდა. -აჰაა ანუ მთელი შენი სიბრაზე იმიტომ მოდის რომ საქმრო მოგიკვდა?. -არა მთელი ჩემი სიბრაზე თქვენი დაუდოვრობის გამო მოდის!. -მორჩით!.ფეხზე წამოდგა თორნიკე.-არცერთი არაა ამ საქმეში სუფთა! ყველას ვალია ვიზრუნოთ იმაზე რომ იმ კაცმა არაფერი თქვას. -სანამ თქვენ იმაზე მსჯელით გაგყავდათ დრო თუ ვინ იყო ის კაცი რომელსაც თურმე აკაკი ქვია და სად იმყოფებოდა, მე ასეთი რამ გავაკეთე, შემოიყვანეთ!.ბოლოს ხმამალა გავძახე და ჩემმა დაცვამ აკაკი შემოიყვანეს.ხელფეხ შეკოჭილიიყო და თავზე ტომარა ჰქონდა წამოცმული.-მუხლებზე დააყენე.გავეცი ბრძანება და თავზე ტომარა მოხსენ.-გაიცანით ეს სწორედ ის კაცია ვინც ასე ძალიან გაშინებთ.მთელი არტისტიზმით განვუცხადე მათ და კმაყოფილმა ჩავიღიმე. -შენ ის დაიჭირე?... -რათქმაუნდა,გაგიკვირდათ არა? ეს როგორ მოვახერხე? მეხომ ქალივარ. -კიმაგრამ როგორ?. -დეტალებში მოგიყვებოდით მაგრამ გულსმიჩქარებს ეს საშინელი ფაქტი და გთხოვთ ნუ მახსენებთ. -ყოჩაღ ნუცა,ახლოს მოვიდა ჯაბა და მხარზე ხელი დამადო. ცამეტივე მამაკაცი პირდაღებული მიყურებდა, ჯერ მე მერე აკაკის. ვერგაეგოთ როგორ დავიჭირე ყველაზე საშინელი და სახიფათო ადამიანი, მეკი ამ მომენტით მთელი ჩემი არსებით ვტკბებოდი.-სათანადოდ ვერ ვაფასებდით შენს შესაძლებლობებს. -ახლა კი მე მომისმინეთ!.წინ ერთი ნაბიჯით გავიჭერი.-მე აქციების 53%-ს ვფლობ, შესაბამისად თქვენზე მეტი უფლება მემაქვს! ჩემს გარეშე ყველას გეკრძალებათ გადაწყვეტილების მიღება! ამიერიდან პატივისცემით მომებყრობით თორემ... დამთავრებას ნუ მაიძულებთ ბატონებო! ახლაკი რაცგინდათ ისუყავით ამას! მადლობა ვახშმისთვის.მოსამსახურეს ჩემი ნივთები გამოვართვი და კმაყოფილი წავედი ჩემი ავტომობილისკენ. 2016 წელი 2 ივლისი თბილისი თვალს ვახელ და მერეღა მახსენდება რომ დღეს ჩემი დაბადების დღეა. 26-მა წელმა მომიკაკუნა, მაგრამ აზრი? ყველაზე მეტად მეზიზღება ეს დღე. დღე როდესაც დავიბადე, ნეტავ საერთოდ რატომ დავიბადე, 23 წელი მართალია კარგად ვიცხოვრე მაგრამ ამ რამოდენიმე წელიწადში მთლიანად ავივსე უბედურებით.როგორ მინდა რომ ეს დღე არავის ახსოვდეს თუმცა ვცდები, მისაღებში ჩასულს მირიანი ლიკუნა ბაჩო და თათია მხვდება ტორტით ხელში.ბედნიერი გამომეტყველებით მიყურებენ და ლამობენ როდის ჩავაქრობ ორიანს დაექვსიანს.მეც ზლოზინით მივდივარ და სულს ვუბერავ, თითქოს იმის იმედი მაქვს რომ სანთლების ჩაქრობის შემდეგ ჩემი დაბადებისდღე დამთავრდება და ჩვეულებრივად შევძლებ ცხოვრების გაგრძელებას, მაგრამ არა! გახარებულები მოდიან და ხელებს მხვევენ. -გილოცავ.მესმის უამრავი მოსალოცი სიტყვები და ვერც კი ვხვდები რა მაქქვს მოსალოცი,ამათ ურჩევნიათ დეკემბერში დამხვდნენ ასეთი აჟიოტაჟით.საჩუქრები მართლაც რომ თავზე დამაყარეს, მეკი მადლობის მეტს ვერაფერს ვამბობდი, არცმქონდა თავი. -დღეს საღამოს უნდა ავღნიშნოთ.შესძახა მირიანმა. -მე არ მცალია, სხვა გეგმები მაქვს. -შენი დაბადებისდღეა ნუცა. -ხოდა როდის იყო ჩემს დაბადებისდღეს დიტოს დაღუპვის შემდეგ ავღნიშნავდი. -ახლა აღნიშნავ. -კარგით ახლა ნუ დახოცავთ ერთმანეთს, დღეს მაინც.სიტოაცია განმუხტა ლიკუნამ. -ყავა უნდა გავიკეთო გინდათ ვინმეს?.შევყვირე და შოკოლადის ტორტს თვალი მოვავლე. -ყველას. -კაით.სამზარეულოში საღამურებით გავედი და ყავის მომზადებას შევუდექი.-რაგინდა?.ვიგრძენი რომ ჩემს უკან ვიღაც იდგა, ესკი რათქმაუნდა მირიანი იიქნებოდა. -იმდღის მერე ნორმალურად არ მელაპარაკები. -შაქარი 3 ხომ?.მისი კითხვა ბანზე ავაგდე და ყავის ჭიქაში განაწილება დავიწყე. -ნუცა 3 თვე გავიდა, ნუთუ საერთოდ არ მპატიობ. -საპატიებელიი არაფერია. -ანუ?. -ანუ მეორედ ეგეთი უაზრობა არ გავიგონო. -ნეტა იცოდე როგორ ვღელავდი.უკნიდან მომეხუტა და ყელში მაკოცა.-გადავწყვიტე ლიკუნას ყველაფერი ვუთხრა. -კარგს იზავ, არმესმის ერთმანეთი გიყვართ და არ ამხელთ, შეგიძლიათ ერთად იყოთ და არხართ. -ლიკუნასაც ვუყვარვარ?. -კი ლიკუნასაც უყვარხარ. -აქამდე რატომ არ ვიცოდი. -იმიტომრომ დებილიხარ. დღის ბოლომდე უამრავი მილოცვა მივიღე, უკვე ყელში ამომიიდა ამდენი ვითომდა საყვარელი ხალხის მიერ ნათქვამი თითოეული აღმაშფოთებელი სიტყვა. სურვილი მიჩნდებოდა, ერთი ხელის მოსმით გამერტყა თითოეული მათგანისვის სახეში.გაქცევაზე ვიყავი, გაპარვა მინიმუმ ათასჯერ მაინც ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. უკან მაბრუნებდნენ და ლექციებს მიკითხავდნენ. -დაბადებისდღეს აღნიშნავთ თუ მორალს მიკითხავთ, ვერგავიგე.ყელში რომ ამომივიდა ხმამაღლა ვიყვირე და ფეხზე წამოვდექი. -დაბადებისდღეა შენი, უნდა დაეტიო და სტუმრებს მიხედო. -არმინდა დაბადებისდღე! არმინდა გასაგებია?! ხომიცით რომ დაბადებისდღეს არ ავღნიშნავ. -პირველად ვნახე შენნაირი ადმიანი. -ხოდა შეეცადეთ პირდაღებულებმა არ მიიყუროთ.შამპანიურის ჭიქა კედელზე მივახეთქე და ჩემს ოთახში ავედი.-აქაც არ მომასვენოთ.ჩემთვის ამოვიფრუტუნე და ტელეფონს დავხედე, თორნიკე იყო. -დაბადებისდღს გილოცავ ნუცა.ტვინში უასიამოვნოდ დამკრა მისმა მოლოცვამ. -მადლობა თორნიკე.შევეცადე ოდნავ თავაზიანად მეპასუხა. -ახლა კი გარეთ გამოდი, შენთვის სიურპრიზი მაქვს.ოღონდ ეს არ ეთქვა მეტი არ მინდოდა არაფერი. -კარგი.მხრები ავიჩეჩე, თითქოს მხედავდა, ტელეფონი ჯიბეში მოვათავსე და გარეთ გავედი. მანქანასთან იყო მიყრდნობილი და ცალი ფეხი ბორბალზე ჰქონდა შემოდებული.სულ ძალისძალით მივედი მასთან და წინ დავუდექი. -ისეთი არაფერია მაგრამ რომ დავინახე პირველი შენ გამახსენდი.წინ მართლაც რომ ულამაზესი სამაჯური დამხვდა, ეტყობოდა რომ ძვირფასი იყო, თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა უამრავი ერთმენთზე მიბჯენილი თვლები, ალბათ სხვას რომ ეჩუქებინა ეს სილამაზე შემიყვარდებოდა, თუმცა წინ როცა თორნიკე მიდგას როგორ შეიძლება ირგვლივ რაიმე თუნდაც ეს ათასობით დოლარიანი სამაჯური რამედ ღირდეს. -არიყო საჭირო.მკრთალად გავუღიმე და კვლავ იმ თვალისმომჭრელ ნივთს შევხედე. -არა საჭირო იყო.სწრაფად ამოიღო შავი ყუთიდან და ხელზე მომარგო.-ახლა შედი და ხვალ დაგირეკავ.ლოყაზე ტუჩები წამიერად მომმაკრო და უცებ გაქრა.ინსტიქტურად ჩემი მანქანისკენ წავედი და გეზი ჩემი და დიტოს სახლისკენ ავიღე. ისე სწრაფად ვიარე რომ ნახევარ საათში ნაცნობ ადგილას ამოვყავი თავი.სახლში შესვლისას შუქი ავანთე, კიბეებს ნელნელა ავუყევი და ჩვენს ოთახში შევედი, კიდევ ერთხელ ვუყურებდი იმ ჩანაწერს და კიდევ ერთხელ განვიცდიდი უწინდელ ტკივილს.დახუთულობა ვიგრძენი, ვიცოდი რომ სახლში მარტო არ ვიყავი, თუმცა ეს არ გავდა დიტოს სიახლოვეს მისი დაკარგვის დღიდან რომ განვიცადე. ყველა ოთახი სირბილით დავიარე და სამზარეულოსკენ წავედი, დიდ დანას ხელი დავავლე და დავიყვირე. -გამოდი!.არავის გაუცია ხმა, გული ოდნავ დამიმშვიდდა მაგრამ არა მაინც მაწუხებდა ის საშინელი შეგრძნება. აცახცახებული დანას ხელში ძლივს ვიკავებდი, უკვე ცრემლებიც მომდიოდა, კიბეებზე ბრთხილად ავედი და კარიდორში შავი სილუეტი დავინახე.-ვინხარ?!.შევეცადე შიში არ შერეოდა ჩემს ხმას.-მოტრიალდი ახლავე!. -დაწყნარდი მევარ.კაპიშონი გადაიძრო, ჩემსენ შემობრუნდა და გამიღიმა. ეს კი ნამდვილად ვიცი ვინც იყო, დათო. -აქრაგინდა?. -დანა დაწიე და გეტყვი. -აქრაგინდამეთქი!.უფროხმამაღლა შევძახე და დანა წინ გავწიე. -შენ გამოგყევი. -მაგას მივხვდი. -სიურპრიზის გაკეთება მინდოდა. -გაეთრიე აქედან!. -მოიცა უნდა მოგილოცო. -არმჭირდება შენი მოლოცვა!გადი! მოშორდი აქაურობას! მოშორდი ჩემს და დიტოს სახლს.ვუყვიროდი მთელს ხმაზე და მისკენ მივიწევდი. -დანა დაუშვი ნუცა.თვალები შიშისფრად აენთო, ნელნელა უკან მიიწევდა და ხელებს წინ შლიდა. -გაეთრიე ჩემი და დიტოს სახლიდან!რაუფლებით შემოხვედი?! რაუფლებით შემოადგი აქ ფეხი?! არავის არ აქვს უფლება აქ ჩემს გარდა შემოვიდეს! წადი წადი თორემ მოგკლავ!.გააფთრებული ვერ ვიაზრებდი რას ვაკეთებდი, სურვილი მკლავდა რომ მასთან მივსულიყავი და რამე დამეშავებინა თუმცა ადამიანური გრძნობები მაინც მქაჩავდა უკან და საქმის ბოლომდე მიყვანის უფლებას არ მაძლევდა. -დიტო აღარ არის! შეიგნე!. -არა დიტო აქ არის, ჩემს გულში.გულზე ხელი დავვიდე.-დიტო ყოველთვის აქ იყო არის და იქნება! ვერავინ ვერ შეძლებს მისი არსებობა გულიდან გააქროს! ვერავინ!. -მე რომ შევძლო?.ეშმაკურად აათამაშა წარბები, ვგრძნობდი როგორ დამიარა სიბრაზემ მთელს სხეულში, ძარღვები ნელნელა მებერებოდა, სუნთქვა მიხშირდებოდა, ხელფეხი მიკანკალებდა, მთელი არსებით ვგრძნობდი რომ ძალიან, ძალიან გაბრაზებული ვიყავი. -შენ?.ცინიკურად გავიცინე.-შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ! ვინგგონია შენი თავი დავით წილოსანო? შენ არარაობახარ გესმის? არარაობა. -აღიარე რომ კოცნა მოგეწონა. -კოცნა? ის მყრალი სუნი შენი პირიდან რომ ამოდიოდა როგორ უნდა მომწონებოდა? გამაგებინე ერთი!.ნელნელა წინსვლით უკვე მივუახლოვდი და მის წინ დავდექი, ერთმანეთს მხოლოდ გრძელტარიანი დანა გვაშორებდა რომელიც მის პრესზე იყო მიბჯენილი. -როგორ არა მოგეწონა.ნიშნისმოგებით გადმომხედა და ჩემს ბაგეებს წამიერად წაეტანა. -აი ეს არ უნდა გექნა.შარიკის გადატრიალება არც კი ვიცოდი რას ნიშნავდა და ახლა კი ნამდვილად მივხვდი რა იყო ეს ყოველივე.ხელში მომარჯვებული დანა მისი ხელისკან წავიღე და მკლავზე გადავუსვი.დავინახე მისი ვენიდან როგორ წამოვიდა წითელი, ბლანი სისხლი, წვეთწვეთობით დაყვა თითებს და იატაკზე დიდ გუბედ დადგა.დათოს რეაგირება არ ჰქონია, თითქოს ჩემი ნამოქმედარით სიამოვნება მიიიღო. ერთადერთი ტკივილისგან სახე ოდნავ მოემანჭა მეტი არაფერი.კბილებს ერთმანეთზე ვაჭერდი და თვალებმილულული ვუყურებდი მის დასისხლიანებულ ხელს. არა სიამოვნებას არამარტო ის, არამედ მეც მასთან ერთად განვიცდიდი.სისხლის დენა არ წყდებოდა მეკი თითებს ცხელ სითხეზე ვუსვავდი და სახეში ვურტყავდი.-გაეთრიე ჩემი სახლიდან სანამ უფრო ძლიერად გატკენ.ყურში მკაცრად ვუჩურჩულე და გვერდით გავიწიე გზა რომ დამეთმო.ხელზე მეორე ხელლი მიიჭირა და თვალი არ მოუშორებია ჩემთვის ისე გავიდა კარიდორიდან. -მეგონა ბოდიშს მომიხდიდი.ზურგით მდგარი ჩურჩულებდა და არ მიყურებდა. -წადი სანამ მომიკლიხარ.მეგონა „ჩაკაიფებული“ ვიყავი, თავს ძლივს ვიჭერდი. -სატანახარ ნუცა! შენ ნუცა შელია კიარა დემონიხარ!.მომაძახა და სირბილით გავარდა. 2016 წელი 14 აგვისტო თბილისი ღამეა, მარტო მივუყვები გზას, ჯინსის შავი შარვალი, შავი კაპიშონიანი ზედა და იმავე ფერის კეტები მაცვია. ბოლოს როდის ვიყავი ასე სპორტულად გამოწყობილი არ მახსოვს.არმინდოდა დაცვას დავენახე ამიტომ უკანა ფანჯრიდან მომიწია გადმოხტომა და ჩემი სახლიდან ქურდივით გამოსვლა. მანქანა ისე სწრაფად გავაქანე ადგილიდან რომ საპატრულო მუშაკს რომ დავენახე ალბათ მართვის მოწმობასაც კი ჩამომართმევდა.მიყრუბეულ ადგილას ამოვყავი თავი, მხოლოდ რამდენიმე დანგრეული შენობა შევნიშნე, იქვე მდგარი ორი მანქანა, აქედან ერთერთი ფურგონი იყო. ნელი ნაბიჯებით შევედი იმ შენობაში საიდანაც ხმა გამოდიოდა.კარებში ორი მუტანტი შევნიშნე, მანამდე არ გამატარეს სანამ კაპუიშონი არ დაგავიწიე. ნერვებმოშლილმა შევაჭერი ოთახში? ამას ოთახიც არ ეთქვა. როგორც ფილმებში იქაც ერთი ნათურა ეკიდა რომელიც მბჟუტავად ანათებდა და სინათლე სკამზე მიკოჭილ ახალგაზრდა ბიჭზე ანათებდა. სახე სულ დასისხლიანებული ჰქონდა,ტკივილისგან ხმამაღლა ხვნეშოდა და თვალებმოჭუტული მიყურებდა. ვერდამინახა სახეზე ვინ ვიყავი, ალბათ არც კი წარმოიდგა ამ საშინელ სანახაობაში გოგონა თუ ჩაერთვებოდა.ნელა წავედი მისკენ და სინათლემ ჩემს სახეზეც დაიწყეს გზის გაკვალვა. ერთხანს გაოცებული მიყურებდა, შემდეგ ჩაიცინა და უფრო მოეშვა. -ამაზე მეუბნებოდით?.ირონიულად გადაიხარხარა და მირიანს გახედა რომელსაც მუშტი ჰქონდა შეკრული და სისხლით გასვრილი. -რახდება?.მივუბრუნდი მეგობარს. -არაფერს ამბობს. -მოიცა ამაზე მეუბნებოდით? მეთქი შემოვა ვინმე კუნთა კაცითქო და ეს ბავშვი? სასაცილოა.აშკარა იყო საშიშად არ მთვლიდა, მეკი ამაზე უფრო ვცოფდებოდი. -ეს ამდენს რატომ ტლიკინებს?.“მსხვერპლს“ მივუახლოვდი და სახეზე დავაკვირდი. -ეეე ისე ლამაზიც ყოფილხარ. -მოკეტე.მოქნეული მუშტი პირდაპირ სახეში მოვახვედრე, ხელი ისე ძლიერად მეტკინა რომ დარწმუნებული ვარ რამოდენიმე კბილი დავაკარგვინე. -სულესახარ თოჯინა?.არწყვეტდა უკბილო ახალგაზრდა ჩემს აბუჩად აგდებას მეკი სულ უფრო დ აუფრო მიჩნდებოდა სურვილი რომ მომეკლა, თუმცა ცოცხალი გვჭირდებოდა. -ვინ დაგავალა ჩემი მანქანის დაზიანება?.კბილებსშორის გამომცრა. -აა ამისთვის მიბარებთ? აქამდე გეთქვათ კაცო გეტყოდით. -და ვინ დაგავალა? იქნებ ამოღერღო. -ეხლავე გეტყვი მოიცა გავიხსენო.თვალები მოჭუტა და ისე გაიხედა უსასრულობისკენ. -აბა გისმენ. -უი რომ ვერ ვიხსენებ?. -რა საწყენია, მაშინ შენი ცემა მოგვიწევს სიკვდილამდე.მოთმინების ფიალა რომ ამომეწურა ფეხი პირდაპირ საზარდილზე მივაჭირე და მუხლს დავეყრდენი. ტკივილისგან ყვირილი დაიწყო. განწირული ვერ იაზრებდა ისეთ საშინელ ხმებს გამოსცემდა.-თქვი ვინ დაგავალა ჩემი მანქანის დაზიანება!.ვუყვიროდი ხმამაღლა. -ამის დედაც შე მტკივა. -უი მართლა?.ფეხი უფრო ძლიერად მივაჭირე და ზუსტად ისე ვუთავაზე როგორც წეღან. -უცოლშვილოდ უნდა დამტოვო?. -საერთოდ თუ იცოცხლებ მადლობა მითხარი. -კარგი გეტყვი ოღონდ ფეხი მომაცილე. -ჯერ თქვი და მერე. -გიორგიმ, გიორგი ბარბაქაძემ.წამოიძახა ხმამაღლა,მეც ფეხი თავის ადგილას დავაბრუნე და მის წინ სკამზე მოვთავსდი. -ანუ იმ ბებერმა ნაბიჭვარმა ხო?. -ხო მაგან დამავალა. -რამდენი გადაგიხადა?. -ეგ რაში გაინტერესებს?. -რამდენი გადაგიხადათქო!. -ათიათასი. -იაფია.ქვედა ტუჩი გაოცებულმა გადმოვატრიალე და მირიანს გავხედე. -თუგინდა მეც გავუფუჭებ იმ ბებერს მანქანას სიცოცხლე რომ მოვუსწრაფო თან ნახევარფფასად. -რაიყო აქციაგაქ ყოველ მეორე შეკვეთაზე?. -კარგი იუმორის გრძნობა გაქვს.სკამი გვერდით გადავდგი მირიანთან მივედი და ყურში რაღაც ვუჩურჩულე.უკან გამობუნებისას ბიჭები მას დაესივნენ და რტყმევა დაუწყეს.მესმოდა როგორ განწირულად ყვიროდა და მთხოვდა რომ გადამერჩინა მაგრამ სიამაყის და ძალაუფლების შეგრძნება იმდენად მაღლა იდგა რომ მომწონდა მისი ვედრება, მომწონდა ის რომ ლიდერი ვიყავი, მინდოდა ყველას შეშინებოდა ჩემი, არა იმიტომ რომ დიდი თანამდებობა მაქვს, არამედ იმიტომ რომ მე მეჭირებოდა მათი სიცოცხლე ხელში. ამ სადიზმით კმაყოფილი მოვაჯექი ჩემს მანქანას და საახლისკენ წავედი. Imagine dragon-friction ისე აღმაშფოთებლად და გამძაფრებით მაგრძნობნებდა სრულყოფილების შეგრძნებას რომ მეგონა მთელი სამყარო ჩემი იყო, ჩემი ხელის ერთი დატკაცუნება და ვსო, ეს იქნებოდა მხოლოდ მიზეზი იმისა რომ ვინმე მოეკლათ. მე მიზიდავდა ადამიანების გაუბედურება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისინი დამნაშავენი არიან. ეს მგონი სამართლიანიცაა თუმცა რა აზრი არქვს, ეს სამყარო ხომ უსამართლოდაა მოწყობილი, მეკი ამ უსამართლობის მსხვერპლლი და გამგრძელებალიც ვარ ერთდროულად. 2016 წელი 27 სექტემბერი კახეთი ვიცი რაც უნდა მოხვდეს, მეკი გონებაში ვალაგებ რა როგორც უნდა მოხვდეს. ჩემს მანქანასთან მივდივარ რომ გარაჟში დავაყენო მაგრამ ვერ ვბედავ ჩაჯდომას. იმის მერე რაც ბატონმა გიორგიმ იმ ახალგაზრდა ბიჭს დაავალა რომ ჩემი მანქანა დაეზიანებია რათა მომკვდარიყავი ცოტაარიყოს ავტომობილების ფობია დამეწყო. ყველაფერი მწყობრში კი იყო გუშინ შევამოწმე მაგრამ ხომ შეიძლებოდა რამოდენიმე ხანში მაინც მოესწროთ რაიმეს გაფუჭება. ბოლოს როგორც იქნა დავჯექი და წარმოვიდგინე, ჩემი დაცვის მაგივრად მე რომ ვმჯდარიყავი მოვკვდებოდი, თუმცა ჩემს მაგივრად ხომ ერთი ადამიანი დაიღუპა. ალბათ სასაცილოა როდიდან ადარდებს ნუცას ადამიანების სიცოცხლეო თუმცა მას ხომ არაფერი დაუშავებია, ამას პლიუს მე ვთხოვე რომ მანქანა სადგომზე დაეყენებინა, თუმცა რავიცოდი თუ აფეთქდებოდა და მის სიცოცხლეს შეიწირავდა. დავქოქე თუარა თვალები დავხუჭე, რომ გაიარა მერე ამოვისუნთქე სადგომზე დავაგყენე და უკან გავბრუნდი. თორნიკესთან ვიყავით წასულები მე და ლიკუნა, ოთახში რომ შევედი სრული სიწყნარე იყო. დავინახე გვერდით თორნიკე იდგა მეგაფონზე ძველი მუსიკა ჩართო და ღვინის ჭიქა მაგიდაზე დადო. -შეიძლება?.ჩემსკენ წამოვიდა ხელი გამომიწოდა და საცეკვაოდ გამიწვია.ცალი ხელი წელზე შემომხვიაცალით კი ჩემი მტევანი დაიჭირა. თავი კისერში ჩარგო და ღრმად შეისუნთქა ჩემი სურნელი. ზიზღი მაღრჩობდა, მისი შეხება მკლავდა, უკანასკელ ადამიანად მრაცხავდა.-რაღაცას გეტყვი ოღონდ არ მეჩხუბო კარგი?. -გისმენ. -ნუცა, არცკკივიცი დიტოს შემდდეგ როგორ წარმოგიდგენია ვინმე შენს გვერდით, თუმცა მე ამის დამალვა არმინდა,მომწონხარ თანაც ძალიან, მინდა რომ ერთად ვიყოთ.კიდევ უამრავი სისულელე იბოდიანა, ამ სიტყვების მოსმენისას გული საშინელ ტკივილს და ზიზღს განიცდიდა, კვლავ მიჩნდებოდა დიტოს უარყოფის შეგრძნება და ეს უფრო მაფორიაქებდა. -თორნიკე მეც მომწონხარ და მინდა ერთად ვიყოთ. ისე უემოციოდ მივახალე თითქოს პატარა ბავშვი ვყოფილიყავი რომელმაც დედამ რაღაც დააბარა მეზობელთან რომელიც გულზე არ ეხატებოდა. -არმეგონა. -მეკი მეგონა.ჩემსკენ ნელნელა წამოიწია საკოცნელად, მეკი უკან ვიხევდი.-გთხოვ ახლა არა.თავი გავაქნიე და უკან დავიხიე. -მესმის შენი, არაფერს გაძალებ უბრალოდ ახლა ის ვიცი რომ ჩემი გოგო ხარ. და აი ასე მე და თორნიკე ამჟამად შეყვარებულები გახლდით. ოღონდ ამის გასაჯაროება არ მოვისურვე. ისიც თანახმა იყო ჩემს გადაწყვეტილების გაგებისსას. რაღათქმაუნდა ეს უთქმელობა ლიკუნას მირიანს თათიას და ბაჩოს არ ეხებოდა. პირველ რიგში მათ შევატყობინე ჩემი „თავგანწირვის“ ამბავი.დიდად აღბრთოვანებულები არ ჩანდნენ, თათია გამიბრაზდა კიდეც მაგრამ ეგ არაფერი მთავარია იმას ვაკეთებ რაც დაგეგმილი მქონდა. თბილისში ჩასვლის შემდეგ გადავწყვიტე სასტუმროში მივსუულიყავი საბუთები რომ მიმეტანა. კაბინეტში შესვლისას დიტოს მშობლები დამხვდნენ, სერგო და თამარი. ჩემს დანახვაზე ფეხზე წამოდგნენ და გამჭოლი მზერა მომაბყრეს. თვალები ცრემლებით ამევსო, დიტო მამამისის ასლი იყო. მეგონა ჩემს წინ ახლა სერგო კი არა, დიტო იდგა ოღონდ ხანშიშესული და გაფერმკრთალებული.მათთან მივედი გადავკოცნე და ჩემი ადგილი დავიკავე. თამარი აშკარა იყო რომ ბრაზობდა, თუმცა რაზე ვერ გავიგე, სერგოც არ ჩანდა მთლად კარგ განწყობაზე. შიშმა შემიბყრო, ვერც კი გავიაზრე ისე ამიცახცახდა ხელფეხი. -როგორ ბრძანდებით?.თბილად გავხედე შავებში გამოწყობილ ჭაღარაშესხმულ წყვილს. -ნუცა შენთან აქ საქმის გამო მივედით.დაიწყო თამარმა. -გისმენთ. -როგორც იცი დიტოს უფლებები შენ გადმოგეწერა, ჩვენც სწორედ ეს გვინდოდა, დავბერდით დიტოს სიკვდილმა ორივე მიწასთან გაგვასწორა, არგვქონდა იმის თავი რომ დიტოს ადგილას რომელიმე ვმჯდარიყავით, ერთადერთი ყველაზე ღირსეული ისევ და ისევ შენ იყავი თუმცა.გამჭოლი მზერით მიყურებდა ალბათ რამე ისეთი გაიგო რამაც ჩემზე წარმოდგენა დააკარგვინა. -გთხოვთ პირდაპირ მითხრათ თქვენი სათქმელი.ანერვიულებულმა შევაწყვეტინე და ყავის ცხელ ჭიქას ხელი მოვუჭირე. -ხომ იცი რომ ძალიან გვიყვარხარ, ჩვენს შვილად მიგიღეთ, არგვეგონა ასეთ უმსგავსო საქციელს თუ ჩაიდენდი, მინდა რომ დიტოს ადგილი კვლავ ჩვენ დაგვიბრუნო.თავში უროსავით მომხვდა მისი ნათქვამი. -რა უმსგავსო საქციელი ქალბატონო თამარ?.სკამიდან ავდექი მათკენ წავედი და გვერდით მივუჯექი. -თორნიკე ნადარეიშვილის ახალი შეყვარებულიხარ, არმეგონა აქამდე თუ დაეშვებოდი, არმეგონა შენი საქმროს მტერს თუ დაიყენებდი გვერდით. -ეს?... ეს... კიმაგრამ... საიდან გაიგეთ ეს ამბავი?.გაოცებული ვუყურებდი იმედგაცრუებულ სახეს და თავს ვიწყევლიდი. -ნუთუ გეგონა რომ ამის გაგება გაგვიჭირდებოდა, ან მე ან სერგოს. -ყველაფერს აგიხსნით. -არმეგონა ჩემს შვილს შენი გულიდან ასე თუ ამოშლიდი და ასე თუ შეურწყოფდი. -გეფიცებით, სხვანაირად გაიგეთ, სხვა რამე ხდება აქ.ცრემლებმა სწრაფად გაიკვალეს ღაწვებზე გზა და სახე სულ დამისველეს.-გთხოვთ სერგო, თამარ, ასე ნუ მექცევით. -თავს რით იმართლებ?.გამაგებინე ნუცა რით?. -გთხოვთ მაპატიეთ, მე სხვა რამის გაკეთება მინდა.მუხლებშიჩავუვარდი ჩეემს ძველ სადედამთილოს და მწარედ ავტირდი. -ხედავ დიტოს ადგილის გამო რას აკეთებ? თავს იმცირებ! ადრე ასეთი არიყავი, ახლა კი სულ წაგიხდა ნამუსი.სერგო არაფერს ამბობდა, გულნატკენი მიყურებდა და საშველს ჩემსავით ეძეებდა. -წაიღეთ,არმინდა არაფერი, არც დიტოს ადგილი, არც მისი ფული, ჩემიც წაიღეთ არაფერი დამიტოვოთ,მე სულ სხვა რამ მინდა.თამარის ხელი ხელებში მიჭირა და ისე ვტიროდი.თავი მაღლა ჰქონდა აღპრობილი, მეკი მის მუხლებშიჩავარდნილი სიმართლის თქმას ვლამობდი.-უბრალოდ ნება მომეცით აგიხსნათ. -არავითარ შემთხვევაში.ხელი გამომგლიჯა და წამოდგიმა სცადა როცა კალთაზე ჩამოვემხე და კვლავ სკამზე დავაბრუნე. -გისმენ შვილო.ახლაღა მომესმა სერგოს ხმა. -მართალი ხართ, მე ახლა თონიკე ნადარეიშვლთან ვარ! ამას არც ვუარყოფ, თუმცა მე ისეთი რამ ვიცი რისი ცოდნაც ახლა ამ ყველაფერს მაკეთებინებს.ჩემსკენ წამოვიდა მამაკაცი მდივანზე დამსვა და კვლავ თავის ადგილს დაუბრუნდა. -და რა არის ეს?. -დიტო თორნიკემ მოკლა. -დედა შვილო!.სახეზე ხელები შემოირტყა ქალმა და თავი დაბლა დახარა. -როცა რუსეთიდან ჩამოვედი მაშინ გავარკვიე ყველაფერი,აუქციონზე იარაღს ყიდდნენ რითაც დიტო მოკლეს, მე ის ვიყიდე! ცოტახანში გავარკვიეთ რომ თორნიკეს მოკლული იყო, მასთან დაახლოება ვცადე და გამომივიდა კიდეც, თან ისე რომ საბოლოოდ ჩემდამი სიმპატიები გაუჩნდა, მეკი მას პასუხი უნდა ვაგებინო, გეფიცებით დიტო ისევ აქაა.გულზე ხელი მივიდე და თვალცრემლიან ქალს გავხედე რომელიც დამთბარი მზერით მიყურებდა.-გეფიცებით ის კვლავ ჩემთანააა, არ ამომიშლია მისი არსებობა, არც შეურაწყოფა მიმიყენებია მისთვის, ამას მხოლოდ მისი გულისთვის ვაკეთებ, არმინდა თორნიკე დაუსჯელი დარჩეს,არმინდა ეს ყველაფერი მას შერჩეს, სწორედ ესაა იმის მიზეზი რომ ახლა მე თორნიკესთან ვარ, ახლაკი შემიძლია ეს თანამდებობაც და ყველაფერი თქვენ გიბოძოთ რადგან არც მე შემიძლია მის ადგილას ჯდომა, არც მჭირდება,ამ ყველფაერს მხოლოდ დიტოსთვის ვაკეთებ, ამ ყველაფერს ყველასთვის ვაკეთებ.არაფერი არუთქვამს, ცრემლები მოიწმინდა ჩემი ხელი მის გულზე მიიდო და ასე გაჩუმებული მაგებინებდა მის თითქმის მიმკვდარ, შენელებულ გულისცემას. -ეს დიტოს გულია, მხოლოდ მის გამო ძგერს, ჩემი გული მე მას გავატანე, ის აქაა, ის შენთავაა, ის ყველა ადამიანის გულებშია, თუ შეძლებ მაპატიე! ასე უმსგავსოდ რომ მოგექეცით შვილო. -არა მე მაპატიეთ ასე რომ გაფიქრებინეთ. -მოდი შვილო.ხელები გამიშალა და მეც ჩავეხუტე.-შენ ერთადერთი ადამიანი ხარ ვინც დიტოს მთელი არსებით უყვარდა, შენი სახით განძი დაგვიტოვა, შენი სახით მისი თავი დაგვიტოვა. 2016 წელი 5 ოქტომბერი თბილისი -ლიზიკო უნდა დაგიტოვო, მე და ბაჩო 2 დღით სოფელში მივდივართ, ბაჩოს დედა ავადაა ლიზიკოს კი ვერ მივხედავ.ბავშვი ხელში შემმომაჩეჩა თათიამ და ბაჩოსთან ერთად კარი გაიხურა.დავრჩი ასე გაღიმებული.სწრაფად ამოვიღეტელეფონი და ლიკუნას დავურეკე. -ჩემთან ახლავე. -რახდება?. -თათიამ ლიზიკო დამიტოვა. -მე რომ არ მცალია?. -რაა? გადადე ყველაფერი და მოდი. -შენი დიშვილია, უნდა მოუარო, მე მართლა არ მცალია. -კიმაგრამ, ის ხომ ბავშვია. -ხო ის ბავშვია, შენი დიშვილია ცხოველი ხოარაა. -ლიკუნა არგაბედო არგათიშო.ხმამაღლა ვყვიროდი ტელეფონში. -კარგად.ხარხარით ჩამძახა და გათიშა. -იდიოტი.ფეხი იატაკს დავცხე და გაბრაზებულმა შევყვირე.ჩემს საქციელზე ლიზიკოს სიცილი აუტყდა.-ნერვებს ნუ მიშლი.საჩვენებელი თითი წინ ავუწიე და მანაც სტაცა ჩემს ხელს ხელი და პირისკენ გაიქანა, თავისი ორი კბილი ხელზე დამარსო და კვლავ სიცილი ატეხა.-მეტკინა ლიზიკო.ხელი სწრაფად გამოვგლიჯე.მთელი 20 წუთი ჭოჭინაში იჯდა და მულტფილმებს უყურებდა, მეკი წყნარად ჩავცქეროდი საბუთებს და ჩემს საქმეს ვაკეთებდი როცა ლიზიკომ კივილი დაიწყო.-რაგატირებს ამხელა გოგოს.დავუყვირე თითქოს ესმოდეს, უფრო უმატა ტირილს. ხელში ავიყვანე და ოთახები დავიარე მაგრამ არაფრით არ დაწყნარდა.-რაგინდა შვილო რაა.ხან სათამაშო ავუთამაშე ხანკი რავიცი ყირაზე დავდექი.-თათია ტირის. -დედა ეს რაუქნია.შეიცხადა სარკასტულად.-ბავშვია და იტირებს. -რაუნდა? რატო ტირის?. -საჭმელი აჭამე ხო?. -რა საჭმელი?. -ტოსტი გაუკეთე ან სტეიკი შეუწვი, რა საჭმელი შე დებილო კარადაში ნახე და ბოთლში 4 კოვზი ჩაყარე ფხვნილი, წყალი 150 გრამი ჩაასხი ოღონდ ის თერმოსში რომაა, მერე კარგად ანჯღრიე და ცოტა გაუცივე ცხელი არიყოს, პირი არ დაეწვას. -ჰო კარგი.ტელეფონი გავთიშე, ბავშვი საწოლში ჩავსვი და სულ ვაი-ვაგლახით გავუმზადე.მერე ხელში ავიყვანე და ვაჭამე.ძლივს მთელი 20 წუთი გაჩუმდა, მეკი კინაღამ ჩამომეძინა.მერე კვლავ ტელევიზორი ჩავურთე და ხალიჩაზე დავსვი, მეკი კვლავ საბუთებს მივუჯექი, თანკი თორნიკეს ველაპარაკებოდი. ლიზიკოსთან რომ დავბრუნდი იქ არ დამხვდა.-ლიზიკოო.დავიძახე ხმამაღლა და ბავშვის ძებნა დავიწყე.არსად ჩანდა.-ლიზიკო სადხარ დეიდაა.კივილით შემოვირბინე ოთახები თუმცა ვერსად ვერ ვიპოვე.შიშისგან ლამის იყო ცუდად გავხდი, უკვე ცრემლები ღაპა-ღუპით მომდიოდა, გარეთ გავედი, დაცვას ვკითხე ხომ არ დაგინახვათთქო თუმცა გარეთ რანაირად გავიდოდა. აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა, უკვე ყველაფერი გადავამოწმე, თუმცა არსად იყო. ბოლოს მდივანზე ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე.ტირილისგან მთელი სახე დამისველდა, უკვე მზად ვიყავი თავი მომეკლა.-იქნებ მოიტაცეს, იქნებ თავი რამეს მიარტყა,ლიზიკო ჩემი ლიზიკო.მთელი ნახევარი საათი არსად ჩანდა, მეკი მის სათამაშოს გულში ვიხუტებდი და ვტიროდი.ბოლოს სიცილის ხმა მომესმა, გვერდით გავიხედე, არაფერი იყო, მერე ტელევიზორისკენ მივედი და მის უკან კუთხეში მიბუზულ ლიზიკოს წავაწყდი,ხელში წითელი ბურთი ეჭირა და აწრიპინებდა. შვებისგან ამოვისუნთქე.ხელში სწრაფად ავიყვანე და გულში ჩავიკარი-მეტი აღარ ქნა ასე კარგი?.ყურში ვუჩურჩულე და გაოცებული ბავშვი გულზე მივიკარი.-ჩემი ლიზიკო, შენ რომ რამე მოგსვლოდა თავს არ ვიცოცხლებდი, ჩემი პატარა გოგო, დეიდას ერთადერთი, დეიდას სიცოცხლე და სუნთქვა.ოქროსფერ კულულებზე ხელს ვუსვავდი და აწითლებულ ლოყებს ვუკოცნიდი.წამებში რაღაც საშინელი სუნი მეცა, ბავშვს სახეზე რომ დავხედე აშკარა იყო რომ სიურპრიზს მიმზადებდა.-კარგი რა ლიზიკო, დავიჯერო ასე გიყვარვარ?.სასაცილოდ გადავატრიალე თავი და ბავშვის ოთახში შევიყვანე.იქ სულ ძლივსძლივობით გამოვუცვალე.-ოხ შე მაიმუნო, ბოდეც დაგისვრია.ტანსაცმელი რომ გავხადე სააბაზანოში შევიყვანე და ჯაკუზი წყლით გავავსე.მერე ავაქაფე და ცოტაც დავფიქრდი.ბავშვი ოთახში გავიყვანე, ტანსაცმელი გავიხადე და გათბობას ავუწიე.კარიც საგულდაგულოდ გადაკვეტე შემდეგ კი დიშვილთან ერთად თბილ წყალში გავინავარდე.აბაზანა სავსე იყო რაღაც ყვითელი კვატებით, ორივე ქაფში ვიყავით ამმოსვრილები და ვთამაშობდით. ამ პატარა ციცქნა არსებას ისე გამაბედნიერა რომ არცკივიცი როგორ ავღწერო. თავს ისე მშვიდად და ბედნიერად ვგრძნობდი, ასე დიდიხანია არასოდეს ვყოფილვარ. სანამ წყალი არ გაგრილდა მანამდე არ მოისურვა ქალბატონმა ამოსვლა, რომ მოვწესრიგდით გარეთ გავიხედე და დაღამებულა. კვლავ 150 გრამი ჭამა მეც ვახშამს იმდენივე და უფრო ნაკლები შავი ღვინო დავაყოლე და დასაძინებლად წავედით. თავის ოთახში არ დავაძინე, ჩემს საწოლში მოვუძებნე პატარა ანგელოზს ადგილი და მასთან ერთად გადავეშვი სიზმრების სამყაროში. დილას გავიგე ვიღაც რაღაცას ბუტბუტებდა, თან ფოტოებსაც მიღებდა, გავხედე და რას ვხედავ, ბაჩო და თათია ჩვენსკენ თითს იშვერდნენ და სიცილით კვდებოდნენ, ლიკუნა და მირიანი კი პაპარაცობდნენ.თვალი რომ გავახილე მერეღა გამახსენდა რომ ბებიაჩემისდროინდელი საღამური მეცვა და თმა ხომ საერთოდ. გაბრაზებულმა გავყარე ხალხი ოთახიდან ბავშვი არ გამიღვიძოთთქო და ძილი განვაგრძე. მალევე გამეღვიძა, ლიზიკო ჩემსკენ იყო გადმოტრიალებული და საყვარლად ფშვინავდა. პატარა ბუთხუზა ანგელოზი, ოქროსფერი კულულებით, როგორი საოცარი დასანახია ეს არსება დილას როცა იღვიძებ. ერთადერთი ადამიანი რომელიც დიტოსნაირად ჩემში სითბოს და სიყვარულს აღვიძებდა სწორედ რომ ლიზიკო იყო. ჩემი პატარა ლამაზი ლიზიკო.სულ რაღაც 1 წლის პატარა საყვარელი არსება. 2016 წელი 24 ნოემბერი თბილისი წიხლით ჩამტენეს მირიანმა და ლიკუნამ მანქანაშე, არსად არ მინდოდა წასვლა მაგრამ ჩემი უარი რატომღაც დადებითად მიიღეს. ლიკუნამ თავსაფარი მესროლა და მიმანიშნა თავზე წაიკარიო. რა ჯანდაბად მინდოდა თავსაფარი წარმოდგენა არ მაქვს. რამდენიმე საათი ისე ვიმგზავვრეთ რომ ჩამეძინე. მერე გამაღვიძეს და გადმომიყვანს.ოო არა.ჩემთვის ჩავიფრუტუნე როცა ეკლესიის წინ ავღმოჩნდი. გაბრაზებული თვალებით გადავხედე მათ და თავსაბურავი მოვიხსენი. -მე არ შემოვალ.უკან დაბრუნება ავცადე. -შემოხვალ.თავსაბურავი კვლავ თავზე მომარგო და წინ წამიყვანა.შესასვლელთან პიჯვარი გადავიწერე და ისე შევედი პატარა ტაძარში.მირიანმა სანთლები გვიბოძა, მეც დავიძარი ერთ-ერთი ხატისკენ რომლისთვისაც არც კი შემიხედავს, სანთელი ავანთე და სასანთლეში მოვათავსე. -ვსო წავედით.ხელები მაღლა ავღმართე და გასასვლელისკენ წავედი. -ჯერ არა.მკლავში მწვდა მირიანი და სხვა მხარეს გამაქანა. მამა დანიელი რომ დავინახე ღრმად ამოვისუნთქე და მის წინ დავდექი.ჩემი ძველი მამაო რომელიც საუკუნეა არ მენახა.მამაომ მანიშნა მოდიო, მეც მის გვერდით დავჯექი. -აბა გისმენ.თბილი მზერით გადმომხედა. -რას მისმენთ?. -მომიყევი რამე. -მოსაყოლი არაფერი მაქვს მირიანმა და ლიკამ მომიყვანეს. -ვიცი შვილო ვიცი.ღრმად ჩაისუნთქა და ხელი მუხლის თავებზე დაიდო.-იმის მერე აღარ ყოფილხარ რა დიმიტრი გარდაიცვალა. -დიახ.თავი დავუკარი. -რატომ აიცრუე გული? რატომ აღარ ხარ ღვთის მსახური?. -მანამდე ყელაფერს გულით და სულით ვასრულებდი მაგრამ როცა დიტო დავკარგე მივხვდი რომ ღმერთი საერთოდ არ ღელავდა იმაზე თუ რა დღეში ჩავარდებოდი მე, ამიტომ მე დავიწყე ჩემს თავზე ფიქრი და ზრუნვა. -ღმერთზე ასე ნუ ლაპარაკობ შვილო.შეიცხადა როცა ასეთი ცივი ტონით ვახსენე უფლის სახელი. -მამა დანიელ, პატივს გცემთ, ძალიან მიყვარხართ მაგრამ მე ის ადამიანი აღარ ვარ, ამდენიხანი ვითმენდი, დედას დაკარგვა მოვითმინე მამას დაკარგვა მოვითმინე, დიტოს დაკარგვა კი ვეღარ, ერთადერთი გზა ის იყო რომ ჩემი თავისთვის მე უნდა მიმეხედა და ახლა სწორედ ამას ვაკეთებ. -მერე ბედნიერი ხარ?. -ყოველ შემთხვევაში არავინ მომკვდარა. -მაინც გტკივა, ამას შენს თვალებში ვხედავ. -და კარგი შევეშვი ამ ყველაფერს, რა უნდა ვქნა რომ ისევ კარგად ვიყო?. -უნდა ირწმუნო. -ვირწმუნო? ღმერთოჩემო რა ადვილად ამბობთ მამაო.სიმწრისგან სიცილი ამიტყდა.-ვირწმუნო და ზეციერი მამა ბედნიერებას დამაბრქვევს? თქვენ ძალიან კარგად იცით როცა მურწმუნე ვიყავი რამდენი უბედურება დამატყდა თავს,მართლა გგონიათ რომ რწმენა ახლა დამეხმარება?. -ეჰ ჩემო ნუცა, არ გქონია ისეთი შეგრძნება რომ როდესაც ვინმეს რამეს უშავებ ყველაზე საშინელი ადამიანი ხდები? გოგირდის სუნი თუ გცემს მაინც. -გოგირდის?. -ხო ხო გოგირდის სუნი თუ გცემს. -მახსოვს ერთხელ, როცა ჩემი მოკვლა დააპირეს ვიღაც ბიჭი დავიჭირეთ, ყველაფერი ვათქმევინე შემდეგ კი ბიჭებს უფლება მივეცი მწარედ ეცემათ, მეგონა გოგირდის სუნად ვყარდი. -ესეთი რამ თუ გაგიგია, ჯოჯოხეთს-გოგირდის, ხოლოს სამოთხეს კი საკმევლის და მურის სუნი ასდისო. -მაშ რა გამოდის ეკლესია სამოთხეა?. -არა! სამოთხეს აქ ხალხი ქმნის თავისი რწმენით, თუ ადამიანი ცოდვებისგან დამძიმებულია მაშინ აზრი არ აქვს ეკლესიაში შემოვიდეს და არც კი მოინანიოს თავისი საქციელი, მაგრამ თუ მოინანიებს მაშინ არამარტო ეკლესია არამედ მთელი სამყარო შეუძლია გახადოს სამოთხე და დაატრიალოს საკმევლის ყველაზე ტკბილი და ნაზი სუნი, შენც ასეთიხარ, დაუფიქრდი, როცა ყველაფერს მოინანიებ გოგირდის კიარა საკმევლის სუნი დატრიალდება და აი სწორედ მაშინ დაისადგურებს შენს გულში სამოთხე. -ანუ ცოდვებს თუ მოვინანიებ გოგირდის სუნს ვეღარ ვიგრძნობ და სამოთხე აყვავდება ჩემს გულში? საკმევლის სუნი არც მაშინ მცემდა როცა ძლიერ მწამდა ამ ყველაფრის და არც მის მერე.ფეხზე წამოვდექი და წასვლა დავაპირე.-ნახვამდიმ მამაო, მადლობა რომ დრო გამონახეთ ჩემთვის.. -ეს იმიტომ რომ გამოცდაში ჩაიჭერი შვილო, ნუციკო, უფალი დიდია კაცს არ გაწირავს სანამ თვითონ ადამიანი არ მოინდომებს რომ ყველაფერი უარესობისკენ წავიდეს. 2016 წელი 7 დეკემბერი თბილისი წვეულება, რა შაშინლად ჟღერს ეს სიტყვა.ამრეზიით ვარჩევდი უამრავ მაღაზიაში რომელიმე კლასიკურ კაბას, თუმცა შავი თითქმის არსად არ იყო. ნერვებმოშლილი მაღაზიაში შევდიოდითუარა შავკაბას ვკიხულობდი და უკან ვბრუნდებოდი. წესით ადვილი მოსაძებნი უნდა ყოფილიყო მაგრამ რაღა ეხლა მოუნდათ ამ ხალხს ამ შავი კაბების დეფიციტში შემოტანა. ეძიებდე და ჰპოვებდეო. ორსაათიანი ძებნის შედეგად დიდმა ძალებმა შეისმინეს ჩემი ღაღადი და მაპოვნინეს გენიალური შავი მოკლე კაბა. სალონშიც მალევე მომამზადეს და სახლში სულ სირბილით წამივანეს. -მოდი მალე.მიყვიროდა თათია და ჩემს ოთახში დაფუსფუსებდა.სწრაფად გადავიცვი კაბა, მაღლები მოვირგე და საათს დავხედე.15 წუთში თორნიკემ მომაკითხა და წამიყვანა.წვეულება უკვე დაწყილი იყო. მე დათორნიკე ცალცალკე შევედით, ირგვლივ არავის არ ვიცნობდი, პირადად, მაგრამ შორიდან მათზე ისეთ ინფორმაციას ვფლობდი თვითონაც რომ არ აქვთ გაგებული.ჩემს დანახვაზე ყველამ დიდი ოვაციებით და ზრდილობით დამიწყეს მობყრობა. -გავიგე აკაკი შენ გიპოვია.დაიწყო ერთ-ერთმა, სრულმა, ახოვანმა მამაკაცმა. -ვინ აკაკი?. -ის აკაკი რომელიც არდამასრულებინოთ, აქ კედლებსაც ყურები აქვთ. -აა დიახ დიახ, მე ვიპოვე. -ის ისეთი საშიში იყო. -იყო?. -დიახ სამწუხაროდ მან დაგვტოვა.გადაიხითხითა და მას სხვა მამაკაცებიც აჰყვა. -ოხ ირაკლი რა ხუმარახარ, სამწუხაროდო. -თუ შეილება დაგტოვებთ.ზრდილობიანად გავუღიმე და იქაურობას გავეცალე. მიმტანმა ჭიქა შამპანიური მომიტანა, მეც მგელივით დავწვდი მოწოდებულ ჭიქას და მათრობელა სითხე დავლიე. -ვერ ერთობი არა?.გვერდით ამომიდგა თორნიკე, თან შეუმჩნევლად გადმომძახა. -ვერა.გავხედე და დავინახე, თვალები სულ აწითლებული ჰქონდა.-ბევრი დაგილევია. -არა 2 ჭიქა დავლიე, პირდაპირ თვალებზე მეტყობა ხოლმე. -ხო ძალიან შეგეტყო. -წამოდი ამ სასახლეს დაგათვალიერებინებ. -ვისი სახლია ისე?. -ჩემი. -შენი?. -იმედია დამრთავ უფლებას თქვენი გიდი ვიყო. -რათქმაუნდა.დამატარა უამრავი ოთახი, რომელიც უამრავი ძველებური ნივთით იყო გაწყობილი, შევცქეროდი ულამაზეს ნახატებს რომლებიც ალბათ მილიონებშიც კი გაიყიდებოდა,სუვენირებს რომელიც ძვირფასი თვლებით თუ უამრავი ორნამენტებით იყო გაფორმებული. -ეს ბებიაჩემის თავსაბურავი გახლავს,რომელიც ერგო მისი დიდი ბებიის დიდი ბებიისგან.მიჩვენა, წითელსა და შავ ფერში გაფორმებულ მართლაც რომ ულამაზეს მოქარგულ თავსაბურავზე.-იტყვი ალბათ ეს რა ძვირფასიაო მაგრამ როგორც ითქვა ეს ულამაზესი ნივთი თამარ მეფეს ეკუთვნოდა. -ღადაობ?.გაოცებისგან ემოცია ვერ დავმალე. -ესე თქვეს და რამდენად მართალია არვიცი.მხრები აიჩეჩა და თავსაბურავი თავზე მომარგო. -თმა დამეშლება თორნიკე. -თამარმეფის იყო ეს თავსაბურავი, შენიკი ვინმე ერიკას გაკეთებულ ვარცხნილობაზე ამბობ დამეშლებაო?. -ერიკა არ ქვია ჯერესერთი, მერემეორე კიდე ძალიან კარგი ტსილისტი მყავს. -დარწმუნებულივარ თამარ მეფეს ვერ შეედრება.ხმამაღლა იცინოდა და თვალებამღვრეული მიყურებდა.-წამოდი განვაგრძოთ.ბოლოს თავის ოთახში შემიყვანა და იარაღების კოლექცია მანახა.-ესეც ჩემი ავლადიდება. -აქ ერთი იარაღი აკლია.ვანიშნე ჩასადებზე რომელიც სპეციალურად იყო გაკეთებული თაროზე.სახე ეცვალა როცა ცარიელ ადგილას ხელი მოვუსვი, მივხდი ეს ის ადგილი იყო სადაც ის იარაღი იმყოფებოდა რომლითაც დიტო მოკლეს და რომელიც მე მაქვს. -ეს გავაჩუქე.დაბნეულმა თავი გააქნია და ჩაიცინა. -ნუთუ.არანაკლებ ირონიულად გავხედე.-არმეგონა იარაღის გაჩუქება ასე ძალიან თუ გიყვარდა. -მხოლოდ ერთი გავაჩუქე. -და ის ერთი რამეს წარმოადგენდა შენთვის?. -ის უბრალოდ იარაღი იყო რომელიც არარაობას დავუმიზნე.ტანში გამცრა როცა არარაობად დიტო მოიხსენია.როგორ გაბედა, როგორ შეძლო და როგორ უწოდა დიტოს არარაობა. -და მოკალი?. -მკვლელი გგონივარ?. -არა რასამბობ, მაგრამ რომთქვი დავუმიზნეო? სასხლეტს გამოკარი თითი?. -სისულელეა ნუცა მე ადამიანს არასოდეს ვესვრი.ჩემსკენ წამოვიდა და ხელები მომხვია. თავი უკანასკნელი ადამიანი მეგონა, ვეხუტებოდი იმ ადამიანს რომელიც მთელი ჩემი არსებით მძულდა, რომელმაც საყვარელი ადამიანი მომიკლა, რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია. ზიზღს ვგრძნობდი, არამარტო თორნიკეს, არამედ ჩემი თავის მიმართაც, მეზიზღებოდა ეს სახლი,ამ სახლში მყოფი თითოეული მათგანი, დაუფიქრებლად შემეძლო მათი ამ გველის ბუდეში გადაწვა, ისინი ხომ სისხლისმწოველი დაუნდობელი არსებები არიან რომლებსაც ადამიანობის გარდა ყველანაირი საშინელი თვისება გააჩნდათ.ვგრძნობდი როგორ მიკოცნიდა სახეს თორნიკე, თითიეული მისი შეხება ჩემთვის მწარედ დარტყმული მათრახი იყო რომელიც სამუდამოდ ტოვებდა კვალს ჩემს სხეულზე.ჩემსკენ დაიხარა საწოლისკენ მიმიყვანა და ყელზე მეამბორა. მე უბრალოდ უსულოდ დარჩენილი საწოლზე გართხმული სასიკვდილო განაჩენს ველოდებოდი. კაბის ზურგზე მოთავსებული ელვაშესაკრავი წამებში ჩახსნა და შიშველ სხეულზე გადაასრიალა სისხლში ამოსვრილი თითები. ყოველი ადგილი მეწვოდა რომელზეც მეხებოდა, მთელი არსებით ვგრძნობდი სულიერ ტკივილს გონება კი ვერც კი ხარშავდა ახლა რა ხდებოდა. ნელნელა ტუჩებისკანაც დაიხრაა და კოცნა მომპარა. გულისრევამ შემაწუხა, არშემეძლო ახლა მასთან ვყოფილიყავი თუმცა ვერ ვიძვროდი. არვიცი ასე ვნებამ გამახევა თუ უბრალოდ დიტოზე ფიქრებმა თუმცა ერთ ადგილას მწოლიარე არც კი ვრეაგირებდი.თითები ნელნელა წაიღო ბარძაყისკენ და ფეხებშუა მოექცა. ის დიტოს საკუთრებას შეურაწყოფდა.მევიყავი დიტოს ერთადერთი საკუთრება და მევე ვაძლევდი უფლებას რომ კვლავ შეელახა მისი სახელი.რაღაც საშინლად ამტკივდა თავი, თითქოს ვიღაცამ მიკარნახა რაც უნდა გამეკეთებინა, ავფართხალდი. ახლახანს გავიაზრე რასაც ვაკეთებდი, მინდოდა ეს საშინელი მარწუხები მომეშორებინა და ხელი ვკარი.უკან ინრეციით წავიდა, მეკი ფეხზე სწაფად წამოვხტი, ელვაშესაკრავი შევიკარი და კაბა გაისწორე, ის დრო იყო ოთახიდან რომ უნდა გავსულიყავი კარზე ამაკრო და თავი თავზე მომადო. -გაუშვი! გესმის დიტო გაუშვი!.მიბრძანა მეკი მას არ დავემორჩილე. -შემეშვი! უნდა წავიდე!. -შენ ახლა ჩემი ხარ, დიტო აღარაა,ის მოკვდა, ახლა მე მეკუთვნი მე.სწრაფად განაგრძო დაწყებული საქმე და მეც უფრო მეტად შემაძულა თავი.მოქნეული ხელი სახეში გავუქანე, ისიც ძირს დავარდა მეკი გაქცევა მოვახერხე.კიბეები ჩქარა ჩავირბინე და მისაღებში სადაც ხალხი იყო თავდაჭერილად გავედი. ტაქსიში სწრაფად ჩავჯექი შემდეგ კი სახლში წავედი.სააბაზანო, ცხელი შხაპი და წყნარი მუსიკა.განტვირთვის საუკეთესო საშვალება რომელიც უფლებას მაძლევს ემოციებისგან დავიცალო.ხალათით მისაღებში ჩავედი, ბუხარი ავანთე და მის წინ მოვკალათდი.გაშტერებული ვუყურებდი ცეცხლის ალს და მასში ვიკარგებოდი.ვერც კი გავიგე ისე მომიჯდა გვერდით თათია. -რადაგემართა?.სველ თმაზე ხელი გადამისვა. -შეგიძლია ის კაბა ჩამოიტანო დღეს რომ მეცვა?.მისი კითხვა დავაიგნორე და არც კი შევხედე.ცოტახანში კაბაც ჩამომიტანა და წინ დამიდო.წამებში გავაქანე ბუხრისკენ 300 დოლარიანი კაბა და ღრმად ამოვისუნთქე. აღარაფერი უკითხავს, მიხვდა რაშიც იყო საქმე.-ეს როდის უნდა გავაკეთო არვიცი. -როცა გული გიგრძნობს მაშინ. -გულს ყოველწუთას უნდა ამის გაკეთება. -დაელოდე მიზეზს და მაშინ გააკეთე. -მიზეზი რომ არ გამოჩნდეს?.გულუბრყვილო ბავშვივით გავხედე ჩემს დას. -მიზეზი ყოველთვისაა, გააჩნია რადოზით შეიგრძნობ მის სიმძაფრეს. -როდის დასრულდება ნეტავ. -მალე! მთავარია დარწმუნებული იყო რომ ამის გაკეთება გინდა. -მინდა თანაც როგორ, კაცის მოკვლა მინდა, როგორი სადისტიი ვარ. -სადისტი კიარა, გაბოროტებულიხარ. -ხომ ისევ გეყვარები? მითხარი როცა ამას ჩავიდენ მაინც გეყვარები?. -მე შენ ყოველთვის მეყვარები.კიბეებიდან ხმა მომესმა, რომ გავიხედე ბაჩო დავინახე, ანერვიულებული ტელეფონზე ლაპარაკობდა, საუბარი რომ დაამთავრა ჩვენსკენ წამოვიდა და სიმწრის ღიმილით გაგვიღიმა. -რახდება?.გაოცებული თვალები მივაბყარით. -არვიცი, დღეს აუქციონი იყო და არ შემიშვეს. -როგორ თუ არ შეგიშვეს?. -ანუ საიდენტიფიკაციო კოდი რომ წარვუდგინე უარი მითხრეს შეშვებაზე. -იქნებ არაა დღეს აუქცციონი. -მერე რა ჩემს პროფილზე უნდა შევსულიყავი. -კარგი დაწყნარდიალბათ რაღაც ტექნიკური ხარვეზებია. -ხო ალბათ, მაგრამ მაინც ვნერვიულობ. -დაწყანრდი ბაჩო ხვალ შეამოწმე ისევ დილას. -ხო ხვალ გადავამოწმებ.ანერვიულებულმა თავი ცოტა დაიმშვიდა და დივანზე დაჯდა, მეკი შეშინებულმა კვლავ ცეცხლს გავხედე და დიდი დანაკლისი ვიგრძენი. 2016 წელი 27 დეკემბერი თბილისი საახალწლო საყიდლების სია ჩამოვწერეთ, თათია სახლში ფუსფუსებდა, მე ლიზიკო და მირიანი კი სუპერმარკეტში გაგვზავნა. გზაში ბედნიერები ვღიღინებდით საახალწლო სიმღერას და ასე ვართობდით ბავშვს რომელიც გაოცებული იყო ჩემი და ბაჩოს ვოკალური შესაძლებლობებით.კარფურთან რომ მივედით მანქანა სადგომზი დავაყენეთ და დახლისკენ გავაჭერით. ლიზიკო კენგუროში მყავდა ჩასმული და კარგი ორსული ქალივით მივდიოდი წინ, მუცელი წინ მქონდა გაბზეკილი წელი კი კინაღამ შემივარდა ასე ყოფნის გამო. ბაჩო მეხუმრებოდა კენგუროთი სირულიც კი არ იციო. ყველაფერი რომ ავკრიბეთ სათამაშოების სექციაში ჩემს დიშვილს უამრავი სათამაშო ვუყიდე ახალი წლისთვის, ჯერ რაიცოდა ამან რაიყო ბარბი მაგრამ რომ გაიზრდებოდა მიხვდებოდა ყველაფერს და ამაყად იტყოდდა დედიდაჩემმა მიყიდაო. ამის გაფიქრებისას ამაყად გავაბიჯე ჩემხელა თოჯინისკენ და სულ ვაი ვაგლახით მივიტანე მოლარესკენ.ბაჩო სიცილისგან იგუდებოდა ეს მეორე დეიდა უყიდეო. მანქანამდე ისე მივედით კიდევ უამრავი მომსახურე პერსონალი დავიხმარეთ, მე რათქმაუნდა მხოლოდ ჩემი დიშვილი მეჭირა ხელში და ხალხს ამაყად ვატყუებდი ჩემი შვილიათქო. რადენი მამაკაცი ვნახე რომელიც ბავშვის სისაყვარლის და ჩემს გამოც მოდიოდა ჩემსკენ და რომ იგებდა ჩემი შვილი იყო უკან სიმწრის ღიმილით ბრუნდებოდა. -შვილს ნუ მახევ.მხარზე ხელი გამკრა ბაჩომ. -მაიცა რა, ერთი დაგანახა იმ ბიჭის სახე, უი თქვენი შვილია? საერთოდ არ გგავთ, არადა დეიდამისის ასლია, ხო დეიდას გოჭო. -კოპიოა კოპიო.სასაცილოდ გამაჯავრა და ბავშვი უკანა „სიდენიაზე“ თავის განკუთვნილ სკამში ჩასვა. მე წინ მივუსკუპდი და ღვედი გადაიკარი.უცებ ჩვენი მანქანის ირგვლივ ნიღბებში გამოწყობილი მამაკაცები დავინახე, ბუზებივით გარს გვეხვივნენ და იარაღებს გვიმიზნებდნენ, წინა ფანჯარა სპეციალური ხელსაწყოთი ჩაამსხვრიიეს და ლაპარაკი დაიწყეს. -ბაჩო სულიკაშვილო, თქვენ დაარღვიეთ აუქციონის წესები, შესაბამისად გაგდებული ხართ ჩვენი წევრებიდან! თქვენ იცოდით დარღვევის შემთხვევაში რა სასჯერი ამოქმედდებოდა! მოღალატე უნდა დაისაჯოს სიკვდილით.უნიღბო კაცმა წარმოთქვა ეს სიტყვები და ტყვიების ხმამ გააყრუა იქაურობა.პირველი რაც გამახსენდა ლიზიკო იყო,წამებში გადავიწიე რომ ლიზიკოს არ მოხვედრილიყო ტყვია და გავითიშე. 2016 წელი 30 დეკემბერი თბილისი, საავადმყოფო თვალს ვახელ და თეთრ პალატაში ვარ. ხელფეხს ვერ ვამოძრავებ, მთელი სხეული მტკივა, თავს ვერ ვწევ რომ დავინახო რა ხდება ჩემს ირგვლივ. ხმას მხოლოდ პალატაში მდგარი მოწყოილობის ხმა მესმის რომელიც ჩემს გულისცემას რითმულად აყოლებს ნოტებს.თვალები რომ დავხუჭე მაშინ გამახსენდა რაც მოხვდა,პირველი რაც გავიფიქრე ლიზიკო იყო, შემდეგ ბაჩო ბოლოს კი თათია. გულისცემა აჩქარდა და აპარატურის ხმაც მასთან ერთად. წამოვჯექი, ხელი და მუცელი ძალიან ამტკივდა,რომ დავიხედე შეხვეული მქონდა, ალბათ ტყვია სწორედ ამ ადგილებში მომხვდა.ფეხზე წამოდგომა ძალიან გამიჭირდა, ვენაში შეერთებული კათეტერი ერთიხხელისმოსმით მოვიხსენი და ფეხშიშველმა ცივ იატაკზე დავიწყე სიარული. რამდენიმეჯერ წავიქეცი ჭრილბიდან სისხლმა დენა დაიწყო, მაგრამ ეს ყველაზე ნაკლებად მანაღვლებდა.კარი გავაღე და კარიდორში გავედი, შორიახლოს თათია მოვლანდე ძირს იჯდა და თავი მუხლებში ჰქონდა ჩარგული, იქვე ბაჩოს მშობლები მირიანი და ლიკუნაც იყო. მათკენ წავედი, ვერავინ შემამაჩნია, დავინახე ექიმი მათ მოპირდაპირე პალატიდან გამოვიდა და თათიაც ფეხზე წამოხტა. რამდენიმეწუთი რაღაცაზე ლაპარაკობდნენ, შემდეგ თათია წაიქცა და ყვირილი დაიწყო.-ჩემი შვილი, ჩემი ლიზიკო, ღმერთო ისიც რატომ წაიყვანე.განწირული მოთქვამდა და ხელებს იატაკზე ურტყავდა.-ჩემი ანგელოზი, ჩემი პატარა ლიზიკო.მასთან ერთად მოთქვამდა ყველა. მთელი საავადმყოფო ჩემს დას უყურებდა და მისი საშინელი მოთქმით მწუხრდებოდა.ჩემსკენ მომავალი ექთანი დავინახე. -თქვენ აქ რასაკეთებთ? პალატაში დაბრუნდით.მკლავში ხელი მომკიდა და დადგომაში მომეხმარა. -რამოხვდა? რატომ ტირის?.მივუთითე ჩემს დაზე. -გუშინ ქმარი დაეღუპა დღეს კი შვილი, საწყალი.ნაღვლიანად თქვა და მთელი ჩემი გული ჩაფერფლა. -ლიზიკო.ხმამაღლა დავიყვირე და ჩავიკეცე.-ჩემი ლიზიკო! არა არა ჩემი ლიზიკო! არა.ბოლოხმაზე მოვთქვამდი და ცრემლებისგან ვიცლებოდი. საშინელი ტკივილი ვიგრძენი, მეგონა გული ამომგლიჯეს და დანა მთელი ძალით გაუყარეს. ავცახცახდი, გონება დამებინდა, სუნთქვა შემეკვრა.შეუძლებელია ჩემი ლიზიკო მომკდარიყო, ისხომ ჯერკიდევ 1 წლის იყო. დაუჯერებლად მიმაჩნდა ეს ყველაფერი. ბაჩო? ჩემი სიძე? ის ჩემსგამო დაიღუპა. ორივე ჩემს გამო მოკვდა. ჩემი პატარა ანგელოზი მხოლოდ ჩემს გამო მოკვდა. კვლავ ისე ვიგრძენი ტკივილი როგორც მაშინ როცა დიტოს დაღუპვის შესახებ გავიგე.განმეორებით ამომაცალეს ყველანაირი ემოცია, განმეორებით ჩამაფურთხეს ბედნიერებაში.ჩემი პატარა ლიზიკო მოკლეს, ჩემი ძმა ჩემი, სიძე მოკლეს. დაუჯერებელი იყო ეს ჩემთვის, თავი კოშმარში მეგონა. მერამდენედ მოხვდა ასეთი საშინელება, მერამდენედ დავკარგე ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები.ჩემი ლიზიკო, ჩემი სულის ნაწილი. ის იყო ერთადერთი ადამიანი რომლის გამოც მიღირდა სიცოცხლე, რომელიც აქ დედამიწაზე ერთადერთ ანგელოზად სუფთა ასებად მიმაჩნდა, მისი სიყვარულით დავძლიე დიტოს დაკარგვით გამოწვეული ტკივილი, ახლაკი ის მოკვდა. ჩემი ერთადერთი იმედი, ჩემი ერთადერთი სიცოცხლის წყარო ჩემს გამმო მოკვდა, ჩემი დიშვილი, ჩემი სისხლი და ხორჩი სწორედ რომ ჩემს გამო დაიღუპა.განწირულივხაოდი, გულისტკივილმა სულმთლად გადაფარა ხორციელი ტკივილი და სატანჯველად გამწირა.ჩემს დანახვაზე მირიანი და ლიკუნა ჩემთან მოვიდნენ და წამოდგომაში მომეხმარნენ.-თათიასთნ მიმიყვანეთ.ძვლივს ამოვიოხრე და მათაც ჩემს დასთან მიმიყვანეს. მისსწინ ჩაკეცილი დავემხე და გულზე მივიკარი.-ჩემი დაიკო.თავზე ხელს ვუსვავდი და გულში ვიკრავდი. -ჩემი ლიზიკო და ბაჩო მომიკლეს ნუციიკო, ჩემო ირო სიცოხლე მოკლეს.მგლოვიარე ტკივილნარევი ხმით მმოთქვამდა და ჩემს კალთას დაუცველი ბავშვივით ეპოტინებოდა.-ახლა რაღავქნა ნუციკო, ლიზიკოს და ბაჩოს გარეშე როგორ ვიცხოვრო. -ჩემი დაიკო დამიქვრივეს, დაწყნარდი თათია, თავი ხელში აიყვანე, ამას ერთად გადავიტანთ.მისი სახე ხელებში მოვიქციე. -არშემიძლია ნუცა არა,ვერგადავიტან, შვილი მომიკლეს, ქმარი მომიკლეს, მეც მომკლან აღარ მინდა სიცოცხლე. 2017 წელი 2 იანვარი თბილისი ორი კუბო, ერთი დიდი მეორე პატარა. ორი საყვარელი ადამიანი, ერთიც დიდი მეორეც პატარა. ჩემი ორი უდიდესი სიყვარული, ჩემი ორი ნაწილი, ისინიც მიწას მიებარნენ.მათმა სხეულებმაც დამტოვეს.დღემდე ვერვიჯერებ ჩემი პატარა ლიზიკოს დაღუპვის შესახებ. რა ადამიანი უნდა იყო 1 წლის უმწეო არსება რომ მოკლა, გამაგებინეთ ვინმემ, რა დონის სადისტი ადამიანი უნდა იყო ეს ანგელოზი რომ არ დაინდო.რა უსამართლოა უფალი, რა უსამართლოდ მექცევა, მე წავეყვანე, ჩემს სიძეს და დიშვილს რაღას ერჩოდა. მასხომ მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა, უნდა მენახა როგორ წავიდოდა ბაღში,სკოლაში,უნივერსიტეტში. ვინ იქნებოდა მისი პირველი შეყვარებული, ვინ აწყენინებდა ვინ შეიყვარებდა. ბაჩოც ახალგაზრდა იყო, მას ხომ ნახევარი ცხოვრებაც კი არ ჰქონდა გავლილი.ჩემი და ჩემსავით დაქვრივდა, დაუძლურდა. ამ ყველაფერში დამნაშავე კი რაღათქმაუნდა მე ვარ. მე ვთხოვე ბაჩოს აუქციონის წესები დაერღვია დიტოს მკვლელი რომ მეპოვა, სწორედ ჩემს გამო დაიღუპნენ ჩემი ორი განსაკუთრებულად საყვარელი ადამიანები.გავგიჟდები! ღმერთო ნამდვილად გავგიჟდები.თავზე ხელებს ვირტყავ და ორ საფლავს დავყურებ. საფლავის ქვაზე 1 წლის ლიზიკოს და ბაჩოს ფოტოებია ამობეჭდილი. ორივე ისეთი ბედნიერები არიან. ისევ ასე ვდგავარ, საფლავის წინ როგორც უწინ როცა დიტო დავასაფლავე. ასე უღონოდ ასე უემოციოდ. -მეწაგეყვანე! რაიქნებოდა მე რომ წაგეყვანე! მათ რა დააშავეს? იმის გარდა რომ ჩემი საყვარელი ადამიანები იყვნენ! ამათი რა ბრალი იყო როცა მე ვარ დამნაშავე!.საფლავისწინ მდგარი ისევ ვსაუბრობ,უიმედოდ დარჩენილი გაბოროტებული.-გამაებინე ესაა სამართალი? ჩემმა დამ რა დაგიშავა? ამ 1 წლის ბავშვმა რა დაგიშავა? ბაჩომ რაღა დააშავა? ღმერთო საერთოდ თუ არსებობ?! თუ არსებობ მაშინ მადლობა! მადლობა რომ ყველას მართმევ! ძალიან დიდი მადლობა! ახლა კი ისე გავაკეთებ როგორც საჭირო იქნება.სასაფლაოსზურგი ვაქციე და სახლში წავედი.დღეს ხომ 2 იანვარია, ბედობაა, გამოდის სასაფლაოზე ყოფნა მებედება.ჩემთვის გავიელვე გულში და ოთახში შეყუჟულ თათიას შევხედე. ოთახის კუთხეში იყო მიბუზული და მწარედ ტიროდა. ახლოს მივედდი, მხარზე ხელი დავადე ისიც უცებ წამოიწია ჩემსკენ და ჩამეხუტა. -მეტი აღარ შემიძლია ნუცა, ვკვდები.ტირილისგან თვალები ჰქონდა ჩაწითლებული, თან კი კანკალებდა.-მიშველე გთხოვ. -მე შენთან ვარ თათია, ჩვენ ერთად გადავიტანთ ყველაფერს.თავზე ხელს ვუსვავდი ჩემს ერთადერთ დაქვრივებულ დას, რომლის მდგომარეობაც ჩემი ბრალი იყო.მანხომ სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ შვვილი და ქმარი დაასაფლავვა, რომელიც მთელ სამყაროს ერჩივნა, რომლებიც მთელი არსებით უყვარდა და რომლის გამოც სიცოცხლე უხაროდა. თავი საშინლად ვიგრძენი, იმის გათვალისწინებით რომ ამ ყველაფერში მე ვიყავი დამნაშავე ბოლოს მიღებდა. თვალები დავხუჭე, წამებში ამომიტივტივდა ის მომენტი როცა მანქანასთან შენიღბული ხალხი მოვიდა, ერთ-ერთი არიყო ნიღბიანი, მეტიც ნაცნობი სახე ჰქონდა. ვიხსენებდი მაგრამ თან ვერა. გონებაში ათასი კადრი წარმომიდგა სადაც ის კაცი დომინირებდა მაგრამ მაინც ვერ ვხვდებოდი ვინ იყო. ალბათ სტრესის ბრალიცაა, თუმცა ხომ უნდა გამეხსენებინა.ტვინს მართლაც რომ ვიჭყლიტავდი, ხელმოსაჭიდ კადრს ვუღრმავდებოდი და წამები ვგრძნობდი რომ მახსოვდა მაგრამ უცებვე მავიწყდებოდა. უცებ რაღაც განათდა გონებაში, იმ კაცის სრული სახე წარმომიდგა თვალწინ და მივხვდი ვინც იყო. გიორგი ბარბაქაძე, კაცი რომელმაც ჩემი მოკვლა სცადა, კაცი რომელთან ერთადაც ვახშმობდი, იმ 13 მამაკაციდან ერთ-ერთი იყო სისხლს რომ მიწამლავდა.-მაპატიე თათია ჩემი ბრალი იყო ყველაფერი.ჩუმად ვბუტბუტებდი და გონებაში ბატონ გიორგის ვასახიჩრებდი. ძარღვები მებერებოდა ამის გახსენებისას, სული მეხუთებოდა, გონება მებინდებოდა. -არა ნუცა შენ არხარ დამნაშავე.ოხრავდა თათია და კვლავ შველას ითხოვდა. -მიზეზის სიმძაფრემ გადააჭარბა თათია, მე მალე დავბრუნდები!.თათიას გასაგონად ჩავიდუდუნე შუბლზე ვაკოცე და ოთახიდან გამოვედი.-თათიასთან დარჩით, მარტო არ დატოვოთ თავს რამე არ აუტეხოს.სწრაფად მივაყარე სათქმელი მირიანს და ლიკუნა შემდეგ კი ოთახში შევარდი. სეიიფში შენახულ ყუთს ხელი მოვკიდე და გავხსენი, იქიდან კი რათქმაუნდა იარაღმა ამოანათა.სისხლმა მოძრაობა შეწყვიტა,გონება გამეყინა, მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი, მომეკლა ჩემი ოჯახის მკვლელი.იარაღი შარვლის უკან დავმალე და მაისური გადმოვიფარე, შემდეგ კი გასვლა დავაპირე როცა კარებში მირიანი დავინახე.-დროა მირიან.მას მივუახლოვდი და წინ დავუდექი. -მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები, თუ რამე მოხვდა დამირეკე.შუბლზე მომაკრო ათრთოლებული ბაგეები და გამიშვა.ლიზიკოს ოთახს რომ მივუახლოვდი ტირილი ამივარდა. ვერ წარმომედგინა მისი სიკვდილი, ვერ წარმომედგინა ახლა ჩემგან ასე შორს რომ იყო.კიბეები სწრაფად ჩავირბინე და მანქანაში ჩავჯექი. -ალო თორნიკე.ჩავძახე ტელეფონში და ღვედი გადავიკარი. -გისმენ საყვარელო.ყურში მომწვდა მისი გამაღიზიანებელი ხმა და სურვილი უფრო გამიმძაფრა იმ ყველაფრისა რისი გაკეთებასაც ვაპირებდი. -კოორდინატებს გამოგიგზავნი და იქ მოდი კარგი?.საერთოდ არ მანაღვლებდა ჩემი ინტონაცია, ერთადრთი იმას ვცდილობდი რომ ატირებული ხმა არ მქონოდა. -მისამართი მომწერე და მივალ. -არა კოორდინატებით უფრო მიხვდები. -კარგი გამოვალ ახლავე.კოორდინატები გავუგზავნე და მთელი სისწრაფით ავედი ჩემს და დიტოს სახლში.სწრაფად ავაჭერი ჩვენს ოთახში და კვვლავ ის ვიდეო ჩავრთე. კვლავ დავუყევი ცარიელ კიბეებს იმის მოლოდინით რომ საიდანღაც გამოანათებდა და გულში მთელი ძალით ჩამიხუტებდა. -ახლაც შენი მონატრებით ვკვდები, ამას ჩემი ლიზიკო, ბაჩო დედიკო და მამიკო დაემატა, რამდენი საყვარელი ადამიანი მყავს ზეცაში ნეტავ იცოდე,ნეტავ ახლა ლიზიკო შენთანაა? იცოდე გაბარებ, მოუარე ჩემს ანგელოზს, მე ვერ გავუბრთხილდი და შენ მაინც მიხედე ჩემს პატარა ანგელოზს, გევედრები მხარში დამიდექი, გთხოვ გაძლება მომეცი, გთხოვ.ჩემთვის ვქვითინებდი და საწოლზე დამხობილი ჩვენს სურათებს შევცქეროდი. როგორი მტკივნეული ცხოვრება მაქვს, როგორი აუტანელი, როგორი შემაძრწუნებელი. გული მერევა ჩემს თავზე, რეებს ვაკეთებ, ან რა გავაკეთე, რის გაკეთებას ვაპირებ, თუმცა გამოსავალი არის? ალბათ ამას რომ ჩავამთავრებ თავს მოვიკლავ, ნეტავ იცოდეთ როგორ დავისვენებ როცა ვეღარაფერს ვიგრძნობ, თუმცა ამით ხომ ჩემს დას უფრო ვაკტენ, ამით ხომ ჩემს მეგობრებს გავანადგურებ. რავქნა? რაგავაკეთო? არშემიძლია ამდენ უფსკრულს და სასიკვდილო დარტყმებს გავუძლო, ცხოვრება აღარ შემიძლია, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მე უბრალოდ აღარ შემიძლია,განა აქამდე შემეძლო? მაგრამ ახლა ფრო აღარ შემიძლია, ახლა მართლა აღარ შემიძლია. მანქანის ხმა მომწვდა ყურთან, ეშმაკურად ჩამეღიმა, ფანჯრიდან რომ გავიხედე გაოცებული თორნიკე დავინახე და ხელი დავუქნიე, ისიც წამოვიდა და სახლში შემოაბიჯა.-როგორ ინანებ რომმ აქ შემოხვედი.სიმწრისგან ჩემთვის ჩავილაპარაკე და უკან მიმალულ იარაღს დავწვდი ხომ თავის ადგილზეათქო. დავინახე დერეფანში რომ შემოაბიჯა და ოთახში გაოცებული სახით შემოვიდა, კედლებზე ჩემი და დიტოს სურათები რომ დაინახა პირი დააღო.-საყვარელო.მისკენ წავედი და ლოყაზე მოწყეტით ვაკოცე.კარებთან მივედი და საგულდაგულოდ გადავკეტე.-ხომ ადვილად მოაგენი?. -კარგად ხარ?.ჩემსკენ წამოვიდა და შუბლზე ხელი მომადო. -კი კი კარგად ვარ, რაუნდამჭირდეს, უბრალოდ აქ მოგიყვანე შენთან საქმე მაქვს.კეკლუცად დავძვრებოდი მის ირგვლივ და დაბოლილივით ვიცინოდი. -ეს რა სახლია?. -ეს ჩემი და დიტოს სახლია, არიცოდი?. -საიდან უნდა მცოდნოდა.მშრალად გამიცინა და ფანჯრიდან გაიხედა. -უი დიტოზე ყველაფერი იცოდი და მეთქი ესეც ეცოდინებათქო.ხმამაღლა ავხარხარდი და კამუდს მივეყრდენი. -ნუცა ცუდადხარ, წამოდი დაისვენე, დამამშვიდებლებს მოგიტან. -რატომ მოკალი დიტო?.სწრაფად ვაჯახე და გატრუნულმა მწველი მზერით გავხედე. -ნუცა მგონი შენ მართლა ცუდად ხარ.სიმწრისგან ჩაეცინა, ჩემსკენ წამოვიდა თუმცა უკან დავიხიე. -რატომ მოკალი დიტომეთქი, მგონი კითხვა დაგისვი!.კატეგორიულად შევუღრინე და გვერდით მდგარი ვაზა ძირს გადმოვისროლე. -ნუცა მორჩი სისულელეებს! წამოდი თბილისში ჩავიდეთ! აქ არაფერი გვესაქმება.შიში გაბრაზებით გადაფარა თუმცა თვალებში მაინც შევატყე რომ ნერვიულობდა. -აუქციონზე იყიდება იარაღი რომლითაც მოკლეს დიტო ავალიანი,ვაიმე ნეტა ვინ იყიდა? რა გასაოცარია ნეტავ ნუცამ ხომარა?.უკნიდან იარაღი ამოვამზეურე და წინ ავუფრიალე.-ისე რამდენი ფული გადამახდევინე, ბარემ პირადად გაგეყიდა.სახეზე გაოცება და შიში შეეტყო.-რაო ნუცა დებილი გვეგონაო? შენ რა გეგონა ვერ გავიგებდი ამ ამბავს? ნწნწნწნწ ჩემში ეჭვის შეტანა ხომ იცი კარგას არაფერს მოგიტანს, რაო მოიცილე იარაღიი და სუფთახარ? გამოჩნდება და მყიდველს დააკავებენ? ვის დააკავებენ მე? ნუთუ მართლა ისეთი დებილი გეგონე რომ დიტოს მერე შენთან მართლა ვიქნებოდი, ვაიმე ბოდიში იმედები გაგიცრუე, თუმცა ახლა ჩემო კარგო შენი პირითვე მეტყვი ყველაფერს ან კი..იარაღი გადავტენე და მას დავუმიზნე.როგორი სასიამოვნო შეგრძნება დამეუფლა როდესაც თორნიკე ნადარეიშვილი ასეთ მდგომარეობაში დავინახე. -გინდა პოლიციას ჩავბარდე? კარგი ყველაფერს მოვყვები ადვოკატის თანდასწრებით მხოლოდ.ხელფეხი აუკანკალდა ალბათ მისი დაბინძურებული გული რადღეში იქნებოდა. -პოლიცია ვახსენე? ვინმემ ახსენა პოლიცია საერთოდ? მე გეკითხები! რატომ მოკალი ჩემი საქმრო დოტო!.იარაღი მისკენ გავიშვირე და ხმმამაღლა დავუყვირე. -ნუცა მომისმინე, რაღაც გეშლება.დაიწყო თავის მართლება მაგრამ... -მითხარი ახლავე თორემ შემდეგი ტყვია შენ მოგხვდება თან თვალებს შორის.სწრაფად გავისროლე და მის უკან მდგარ ფანჯარას მოვარტყი შეშინების მიზნით. -ასე იყო საჭირო და მაგიტომ!.არ დააყოვნა და სწრაფადვე გამცა ყვირილით პასუხი. -ტონი! ახლაკი ცივილურად წყნარად ვისაუბროთ, რატომ მოკალი დიტო რატომ?!.გავიმეორე გაღიზიანებულმა და თვალზე მომდგარი ცრემლები ძლივს შევაკავე. -გაინტერესებს? კარგი, თავიდან მე და დიტო მაგარი მეგობრები ვიყავით, შემდეგ კი მოხვდა რაღაც,რაღაც არა ვიღაც! შენ.ჩემსკენ გამოიშვირა თითი.-ბათუმი, ზღვისპირა სანაპირო რუჯი ლამაზი სხეული ლამაზი სული, სასიამოვნო სურნელიი ეს შენ იყავი! შენამდე არ მომიშვა, უფლება არ მომცა შენთან შანსები მქონოდა! ახლოს მოვდიოდი მაგრამ ის იდგა ჩვენს შორის, ამიტომ არც კი მიცნობდი! მთელი 1 წელი ასე გასტანა დრომ, მერე მივხვდი რომ ერთი უბრალო გოგო იყავი და თავი დაგანებე! აი როცა ამერიკიდან ჩამოვედი ჩვენს წევრებში დიტოც აღმოვაჩინე, მას ჩემი ჩაყლაპვა უნდოდა, ვერმიტანდა! ვერც მე ვიტანდი, ის ჩხუბი რომელიც ასეთი ცნობილი იყო ჩემსა და დიტოს შორის მოხვდა, ჩორნა კი უბრალოდ შუამავალი იყო, დიტო სუფთად გამოვიდა მე და ჩორნა კი რა მოგახსენო დღესაც გასვრილები ვართ! ესეც მეორე მიზეზი იმისა თუ რატომ მძულდა შენი საქმრო მესამე კი, მთავარი! ჯაბა ჩემს გადაყენებას აპირებდა, უნდოდა მათი სასტავიდან მოვეხსენი მაგ ბებრუხანა ნაბიჭვარს და ჩემს მაგივრად იცი ვის აყენებდა? აბა თუ გამოიცნობ! დიტოს! ყველა დიტოს გაიძახდა, ყველა დიტოს აღმერთებდა, თორნიკე კი ვის ახსოვდა? არც არავის! მას რჩებოდა ყველაფერი, მას რჩებოდი შენ, სუფთა სახელი და ჩემიი ადილი, მე ყველასგან გარიყული ნაგავივით მისვრიდენ სანაგვეზე! ჩემი ჩაძირვა უნდოდა მას შენს ახვარ შეყვარებულს მეკი როდის იყო ვფლავდებოდი! აი სწორედ ამიტომ მოვკალი ეგ .დაიწყო მმთელი ამრეზიით ლაპარაკი და მეც მთელი არსებბით შემაზიზღა ისედაც შეზიზღებული თავი.სულ ერთიანად ვკანკალებდი, ხელებს ვერ ვიმორჩილებდი, გული სწრაფად მიცემდა, ასე მეგონა საგულედან სწრაფად ამოვარდებოდა და ყველანაირ ჯებირებს გაარღვევდა. -ანუ ესენი იყო არა მოკვლის მიზეზი!.სიმწრის ღიმილით განვუცხადე და ავკანკალდი. -მეტი მიზეზი რათგინდა ნუცა? მას ჩემი განადგურება უნდოდა, უნდოდა ასებობიდან წავეშალე, განა ეს უბრალოდ მიზეზია?. -ბოლო ამოსუნთქვაა ეს შენთვის. -ჩემს მოკვლას აპირებ?.გაოცებულმა გადმომხედა და შეშინებული თვალები იარაღის ლულას გაუსწორა. -სხვა გზა დამიტოვე?. -შენ ამას ვერ იზავ! ნუცა შენ მკლელი არხარ.ხელები წინ გამოიშვირა და ყვირილზე გადმოვიდა. -შენ გამხადე მკვლელი! შენმა არაკაცურმა საქციელმა გამხადა ასეთი! მეზიზღები ვერგიტან!. -კიმაგრამ ჩვენ ხომ... -არანაირი ჩვენ!მხოლოდ მე! შენ უკვე აღარ!. -ნუცა გევედრები, გთხოვ ეს არ გააკეთო, მე ოჯახი მყავს. -მეც მყავდა ოჯახი, დიტოსაც ყავადა, დიტოს მე ვყავდი, შენ დამინდე? ახლა არც მე ვაპირებ დაგინდო! მშვიდობით თორნიკე.სწრაფად ვუთხარი, თვალები დავხუჭე და სასხლეტს თითი გამოვკარი. ტყვიის გასროლის ხმა გამაყრუებლად გაისმა, ჩემივე გასროლილზე მეთვითონ შევხტი და ინრეციით უკან გადავხტი. ისე მჭექარედ ისმოდა როგორც მაშინ, ახალ წელს, როცა ფეიერვერკებს ისვროდნენ, მასზე უფრო გრანდიოზულად ჟღერდა ეს გასროლა, იმ ფეიერვერკზე უფრო ლამაზად გაიშალა ტყვიის ნაწილი თორნიკეს გულში, ერთი გასროლა ასეთ შვებას თუ მომგვრიიდა არ მეგონა, სიამოვნებისგან ჟრუანტელი მივლიდა და სადიზმისკენ უფრო და უფრო მიმათრევდა ბინძური ხელებით,გულში მოგროვილი თითოეული ღვარძლი და მარწუხიი დაშლას იწყებდა და ორგანიზმში უკვალოდ იფანტებოდა. ის უფსკრული რაც მფეთქავი ორგანოს ირგვლივ მქონდა სისხლით ამოივსო, ოღონდ განაჩემით, თორნიკეს სისხლით. თითის ბალიშებიც კი გრძნობდნენ გასროლით გამოწვეული სიამოვნების გემოს და უფრო და უფრო მიბიძგებდნენ შემდეგი ტყვია დამეხალა უსულო გვამისთვის. თვალები გავახილე, სიბნელემ მოიცვა ირგვლივ ყველაფერი, ოღონდ სხვანაირმმა სიბნელემ. მერეღა შევამჩნიე 3 ტყვიია რომელიც შუბლში გულსა და მუცლის არეში მქონდა დახლილი. ეს ორი როდისღა მოვასწარი, არვიცოდი რამდენხანს ვიდექი, ერთადერთი რაც იმ წუთას დანამდვილებით გავიგე ის იყო რომ კაცი მოვკალი. ცარიელ ფურცელზე სისხლისფად მოიხაზა ყველასათვის ნაცნობი და შემზარავი სიტყვა „მკვლელი“. ერთმა გასროლამ ძლიერ იმოქმედა ჩემზე, შემცვალა, თანაც როგორ.ამ ერთ მომენტში სული დავკარგე, ნაკუწებად ვაქციე ჩემი სულიერი თუ ემოციური თანაგრძნობა. უარვყავი ყველა ლამაზი წუთები და ემოციები რომლებიც აქამდე შევიგრძენი, გადავყარე სანაგვეზე ყველაზე მნიშვნელოვანი რამ რაც ადამიანობას მინარჩუნებდა, ეს კი რაღათქმაუნდა სიკეთე იყო, მეტი არაფერი. შურისძიებამ დამაბინძურა, არარაობად მაქცია, ცხოვრების ნათელი ფერები მომიკლა.იარაღი შევამოწმე, ზუსტად 3 ტყვია მედო. უკან ნელი ნაბიჯებით წავედი და სახლიდან გავიქეცი.პირდაპირ თბილისისკენ წავედი. ჩემს სახლთან რომ მივედი დავინახე გარეთ თათია მირიანი და ლიკუნა იყვნენ. მანქანა სადგომზე დავაყენე და სახლისკენ წავედი. არაფრის თავი მქონდა, არაფრისმთქმელი გამომეტყველებით მივუახლოვდი მათ და წინ ავესვეტე. -რაგჭირს ნუცა?.ჩემი სახის დანახვისას ჩემსკენ წმაოვიდა თათია. -ნუცა რამოხვდა?. -ყველაფერი დამთავრდა.ამოვიკნავლე და გაღიმებულმა მოვავლე მათ თვალი. -მოკალი?.ხმამაღლა შეიცხადა ბოლოს პირზე ხელი აიფარა ლიკუნამ. -მოვკალი.ამაყად ვთქვი და თვალი სისხლიან ხელებს გავუსწორე.ეს სისხლი როდისღა მომეცხო?. -ცივა შედით სახლში.დასჭექა მირიანმა. -მე გარეთ მინდა ყოფნა.სკამზე ჩამოვჯექი და თეთრ ფანტელებს გავხედე რომელიც პატარძალივით აპირებდა შეემოსა არემარე. -მაშინ მეც გარეთ ვიქნები, გვერდით მოგიჯდები.სკამზე შემოსკუპდა თათია და აცრემლიანებული თვალები მომანათა. -გიროგიმ მოკლა ლიზიკო და და ბაჩო, ჩემმა თანამშრომელმა, აუქციონის გამო მოკლეს. -რა?. -ჩემი ბრალია თათია.არაფერი უთქვამს, მოხვეული ხელი გვერდით გაწია და ფეხზე წამოდგა, შორიახლოს ლიზიკოს საანელასთან მივიდა, ხელი მოუსვა და ატირდა. წასვლა დავაპირე თუმცა შევკრთი. -არმომიახლოვდეთ არავინ.შეჰყვირა ხმამაღლა და საქანელაზე ჩამოჯდა. ცივი ჰაერის ყლაპვისგან ყელი გამიშრა და საშინლად ამტკივდა. ხმამაღლა ვახველებდი და ვცდილობდი გამთბარი ნერწვით შემეშუშებინა ეს ტკივილი. კარგი, ამ ყელის ტკივილმა გადამიარა მაგრამგულის ტკივილს რა ვუყო? მას ხომ ვერაფრით ვერ მომიშუშებს. სამწუხარო რეალობაში ვიმყოფები, მაგრამ არაფერს ვამბობ. დადუმებული ვარ და თითოეულ დარტყმას ვიტან, თანაც ეს დარტყმები, ყველა სასიკვდილოა. ნეტავ რატომ არ ვკვდები? სასაცილოა? არცკივიცი ახლა ჩემს სიტოაცის სასაცილო დავარქვა თუ სატირალიი მაგრამ ვფიქრობ რომ ბედი დამცინის. ნეტავ თუხვდება რომ მე არ მეცინება და მისი იუმორის გრძნობა სხვისთის იმდენად მმტკივნეულია რომ სიკვდილს ნატრობს. ასე ვიჯექით გაუნძრევლად თითოეულლი მათგანი საათობით. არცერთი არ ვიძვროდით, არცერთი არ ვამბობდით არაფერს, თოვლმაც მოიკალათა ადგილი ჩემს მხრებზე და ცოტახანში რომ არ გავნძრეულიყავი ალბათ დამფარავდა. ფეხის ხმა იმდენად უხეშად მომწვდა ყურში რომ საყვირივით ჩამესმოდა. რომ გავიხედე დათო დავინახე. -რახდება აქ?.გაოცებული გვიყურებდა გადათეთრებულ ხალხს.-ნუცა არაფერს იტყვი?. -რაუნდავთქვა?. -რახდება?. -ყველაფერი დამთავრდა. -ასე უცებ ყველაფერი დამთავრდა?. -რაღა უცებ დათო, მთელი ერთი წელი საუკნედ გაიწელა. -მოიცა ანუ ის მოხვდა?. -ხო ის მოხვდა.ღრმად ამოვისუნთქე და ცივი ჰაერი პირდაპირ ფილტვებში გადავგზავნე, ირგვლივ ყველაფერს მოედი, მთელი ორგანო გაყინა, მას კი გულიც მიაყოლა. გული ახლა სულმთლად გაიყინა, აქამდე ხომ გაყინული იყო, მაგრამ ლიზიკო მაინც მითბობდა, ახლა კი ერთ დიდ ყინულის ლოდად იქცა რომელიც არანაირად აღარ მოქმედებდა.ვგრძნობდი ხელფეხიდან როგორ მეცლებოდა სიცოცხლისთვის და არსებობისთვის ერთადერთი საჭირო რამ, გრძნობა. ვერაფერს ვეღარ ვგრძნობდი, მაათ შორის ვეღარც ტკივილს, ვეღარც მონატრებას და ვეღარც სიყვარულს. თითქოს ჩემს სიტყვებს ამოვაყოლე და ფიფქებს გავატანე რომელიც მიწაზე ნაზად დაეცა და არაფრად იქცა. ვერც დროის გასვლს ვერ ვგრძნობდი, ვერც თათიას გულსტკივილს ავღვიქვავდი ჩემად, საერთოდ აღარ ვარსებობდი.ფეხზე ავდექი, სახლში შევედი ღვინის ბოთლს ხელი დავავლე და კვლავ გარეთ გამოვედი. კიბეზე ჩამოვჯექი, შემდგე კი სმა დავიწყე. საერთოდ არაფერი მანაღვლებდა იმის გარდა რომ ღვინო ოდნავ თბილი იყო. დავინახე ჩემს სახლთან უამრავმა მანქანამ მოიყარა თავი, ავტომობილებიდან კი არც მეტი არც ნაკლები ჯაბა და მისი ხალხი გადმოვიდნენ. შავებში ჩაცმულნი მომიახლოვდნენ და მთელი ეზო გადაავსეს ხალხით. არ ვიძვროდი, მათ ვუყურებდი და წითელ მათრობელა სასმელს ვსვავდი რომელიც ჩემზე არანაირად არ მოქმედებდა. -ნუცა!.დაიწყო ჯაბამ საუბარი.-ვიზიარებ შენს მწუხარებას! ყველაფერი გავიგეთ.თავდახრილი საუბრობადა მამისტოლა კაცი და თვალს თვალში ძლივს მისწორებდა. -მადლობა.თავი დავუკარი და თათიას გავხედე რომელიც საქანელაზე იყო მოკალათებული და არაფრისმთქმელი მზერით მიყურებდა. -გვამი უკვე მოვაშორეთ.უცბად გაიჟღერა მისმა ხმამ და გამაოგნა. -რა გვამი?. -თორნიკეს ცხედარი. -ვინგითხრათ?. -მე ვუთხარი.გვერდით მომიჯდა მირიანი. -შვილო, შენ მოკალი დიტოს მკვლელი, დიდი საქმე შეასრულე! ვამაყობ შენით, ამიერიდა ეს ხახლი რომელიც ადრე პატივს არ გცემდა ახლა შენი ყურმოჭრილი მონები იქნებიან, ყველაფერს ჩვენ გავაკეთებთ შენ კი დაისვენე! მადლობა ყველაფრისთვის. თავდახრით მომცილდნენ ყველანი და მეც ფეხზე წამოვდექი. -მე ძლიერი ქალი ვარ! ესკი დიტოს დამსახურებაა!.წარმოვთქვი ხმამაღლა და მათ გასაგონად.-პატივს მცემთ, თორემ იცით რა მოსდით მოღალეტეებს! ჩემი ხელით მოგკლავთ!.მჭექარე ხმით გავეცი ახალი განაცხადი და კვლავ მირიანის გვერდით დავჯექი.შავ სამოსში გამოწყობილმა ჩასუქებულმა და მკვლელმა არსებებმა სწრაფად მოიყარეს ერთად თავი და ჩემს ტერიტორიას გაეცალნენ.მათი წასვლა და თათიას ფეხზე წამოდგომა ერთი იყო.. სირბილით წამოვიდა ჩემსკენ, ბოთლი ხელიდან გამომგლიჯა და ძირს დაანარცხა. -ესგინდოდა?!.ხმამაღლა შეჰყვირა.-გამაგებინე! ესგინდოდამეთქი? თუმცა ხო! სწორედ ეს გინდოდა! დიტოს ადგილის დაკავება, დიდება გინდოდა! მოგეწონა ძალაუფლება?! კარგია როცა ხალხის სიცოცხლე შენს ხელშია? გამაგებინე!.ხმაჩამწყდარი მიყვიროდა და ცრემლებად იღვრებოდა.-მე მიყურე!.სახე მისკენ გამაწევინა და თვალებში შემომხედა!. -ნახე რას დაემსგავსე! უემოციო ფიტულს გავხარ! გიყურებ და გაფერმკრთალებული სახის გარდა ვერაფს ვერ ვხედავ, ეს იცი რის გამო? შენი ახირებების გამო! ან შეხედე მე რას დამამსგავსე!.არაფრისმთქმელი გამომეტყველებით ვაკვირდებოდი, სასოწარკვეთილ, დაუძლურებილ, გაბოროტებულ შვილმკვდარ ქვრივ თათიას რომელისაც აღარავინ და აღარაფერი დარჩა მკვლელი დის გარდა.-შვილი მომიკალე! ქმარი მომიკალი! მეც მომკალი! შენსგამო მოკვდა ლიზიკო, ყველაფერი შენი სულელური ახირების ბრალია! არუნდა გეყიდა იარაღი აუქციონზე! არუნდა დაგეგემა თორნიკეს მოკვლა! ხომგეუბნებოდი, ხომგითხარი რომ ეს ყველაფერი ცუდად დამთავრდებოდა! გამაგებინე ხომ გაბრთხილებდი?! ეს რამიქენი ნუცა, რაგამიკეთე.თავზე ხელებს ირყავდა და თმას იგლეჯდა, ადამიანს აღარ გავდა.-გახსოვს მითხარი რომმ არვიცი ერთადერთ სიყვერულს დაკარგვა რას ნიშნავდა, მითხარი რომ ვერც ვერასოდეს გავიგებდი ამას მაგრამ იცი გავიგე, თან ორმაგად! ორი სიყვარული დავკარგე, ჩემი ორი ბედნიერების მიზეზი დავმარხე ჩემი ხელებით! აი ამ ხელებით დავაყარე მათ კუბოს მიწა! გესმის მაინც რას ვგრძნობ? თუმცა არა შენ როგორ გაიგებ რა საშინელი შეგრძნებაცაა შვილის სიკვდილი! ყველაფერი შენი ბრალია, შენი! მხოლოდ შენი და ისევ შენი! მულხარ! მეზიზღები!.სწრაფად გაეართა მირიანი მისკენ, ხელი მოკიდა და სახლში სულ ვაივაგლახით შეიყვანა.სწორედ ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის. ზუსტად ეს სიტყვები მჭირდებოდა და მვიღე კიდეც. ეს იყო ბოლოსაკმაზი ჩემი უგრძნობელ ადამიანად შერაცხვისა. ამ მომენტში ვეზიარე სულის გაქრობას და გარდავიქმენი გამომშრალ მექანიკურ სხეულად რომელიც ფაქტიურად არ არსებობდა. 2017 წელი 5 თებერვალი თბილისი ფეხით მივუყვები ნაცნობ ტერიტორიას და სახლში შეუმჩნევლად ვიპარები, ოღონდ ჩემსაში არა გიორგი ბარბაქაძის სახლში.კაბინეტის კარი ფეხისკვრით შევაღე და წინ ავესვეტე. -მიცანი?.დოინჯი შემოვირტყი და გავუცინე. -შენ როგორ უნდა დამავიწყდე.ირონიულად ჩაიღიმა და სკამიდან წამოდგა. -გავიგე აუქციონს ეს ბებრუხანა პი**რასტი მართავსო, ისე მიკვრის ცოლი რატომ არყავსთქო მაგრამ აი ახლა მივხვდი. -ჰოჰო აუქციონის მართვა დიახ მე მევალება, აი პი**რასტობის რა მოგახსენო, არმინდა დრო შენნაირ სულელ ქალებში გავფლანდო. -უი იქნებ არავის უყვარხარ?.დამწუხრებულმა ჩავილაპარაკე.-მაგრამ შენ რა შესაყვარებელი ხარ. -ამას ამბობს გოგო რომელსაც მხოლოდ ერთი და ყავს დარჩენილი და იმ ადამიანსაც კი ძულს რადგან მის გამო მოკვდა მისი შვილი და ქმარი. -ის უბრალოდ აფექტურ მდგომარეობაშია. -საზოგადოება არ არის ყრუ კედელი, მათგა უნდა ელოდო უკურეაქციას.ჩაილაპარაკა ამაყად და ქამარი გაისწორა. -ის ჩემი დაა და არა საზოგადოება. -ის საზოგადოების წევრია, ისევე როგორც მე, როგორც აი ის ხალხი რომელიც შენ გიცავს.მიმითოთა საგულდაგულოდ კარგად გამოწყობილ ხალხზე. -მე თათია მიყვარს, საზოგადოება კი არა!.ძარღვები დამეჭიმა ამის თქმისას. -სიყვარული, ეს სისუსტეა ჩემო კარგო, შენ კი ძლიერი ქალი ხარ. -სიყვარულმა გამხადა ასეთი ძლიერი და არა საზოგადოებისგან შექმნილმა ჯებირმა,დაიმახსოვრე ეს შენ!.ჩანთიდან ყველასათვის ნაცნობი იარაღი ამოვიღე და დავუმიზნე.-სასიამოვნო იყო შენთან საუბარი ნაბი*ვარო.სასხლეტს ხელი უპრობლემოდ გამოვკარი და ტერიტორია დავტოვე.სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს? არა საყვარელო, სიკეთე კიარა სწორად მოქმედება იმარჯვებს, კარგად გათვლილი გეგმა, რომელიც დაგეხმარებათ მიაღწიოთ იმას,რასაც ამდენიხანი გეგმავდი.ქუსლების კაკუნით გავაყრუე მთელი სახლი და დედაჩემის სიტყვები გავიხსენე“დიდებას მაღალქუსლიანები უხდება“.უგრძნობლად მიმავალმა ჩემთვის განკუთვნილი ადგილი დავიკავე და სახლში წავედი სადაც არავინ მელოდებოდა.შესვლისთანავე მივხვდი რომ ვიღაც იყო, თუმცა არ შევკრთი. -აქ რა გინდა?.წინ ავესვეტე დათოს. -ახლა პოლიცია მოვა.თქვა ხმამაღლა და კარზე კაკუნის ხმა გაისმა. ოთახში ორი ფორმიანი მამაკაცი შემოვიდა. მისაღებში მივიპატიჟე და ზრდილობის გამო ყავა შევთავაზე, თუმცა უარი მითხრეს. -სად ბრძანდებოდით 2 იანვარს?.მხოლოდ ეს კითხვა გავიგე. -ის ჩემთან ერთად იყო, დასაფლავების შემდეგ მე წამოვიყვანე.თქვა დათომ. -ადასტორებთ ბატონი დავითის ნათქვამს?. -დიახ.თავი დავუკარი და ხელმოწერების შემდეგ გავაცილე. -არაფრის.ნიშნისმოგებით გადმომხედა დათომ და ლოყაზე მაკოცა. -მადლობა, მაგრამ ჩემი ცხოვრებიდან უნდა გაქრე. -რატომ?. -მე შენთან ვერასდროს ვიქნები, ჩემი სული დიტოს ეკუთვნის, ვერასდროს შევძლებ შენთან ყოფნას. -მე მაინც შევეცდები.თავი დამიკრა და სახლიდან გავიდა. კიბეებს ნელნელა ავუყევი, ჩემს ოთახში შევედი, კარი გავაღე და აივანზე გავედი.რაღაც საშინელი სუნი მეცა, ცხვირი ამეწვა, სული შემიხუთა.ირგვნივ მიმოვიხედე, არაფერი მეგულებოდა ისეთი რასაც ასეთი საშინელი სუნი ექნებოდა. წამებში ამომიტივტივდა მამაოს ნათქვამი.“ჯოჯოხეთს-გოგირდის, ხოლო სამოთხეს საკმევლის და მურის სუნი ასდისო“. ჩემს თავს დავხედე, გოგირდის სუნად ვყარდი. ირგვლივ ყველაფერი მეზიზღებოდა, რადგან გოგირდის სუნი იდგა. ამ სუნს ხომ გველიც კი გაურბის. ყველაფერი მართალი იყო, ჩემს ცხოვრებაში ჯოჯოხეთმა დაისადგურა, ჩემი ცხოვრება სამოთხეს ჩაცდა. -შენც გცემს დიტო ამის სუნი? გოგირგის შემზარავი სუნი? თუმცა შენ ხომ სუფთა წახვედი, კაცის მოკლა არც კი იცოდი რას ნიშნავდა, აი მეკი ვგრძნობ რომ ვიძირები! აღარავინ დამრჩა, მირიანი და ლიკუნა ბენდიერად ცხოვრობენ, არმინდა ეს ყველაფერი მე ჩავაშხამო, ერთმა გასროლამ ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანები მომაშორა და მარტო დამტოვა, აღარავინ მყავს დიტო, საერთოდ აღარავინ! რათმინდა ეს თანამდებობა? რათმინდა ეს სიმდიდრე? რათმინდა როცა ვერავის ვაბედნიერებ, ახლა უკვე აღარაფრის მეშინია, დასაკარგი აღარაფერი და აღარავინ მყავს, მე ისედაც მკვდარი ვარ! ესეც ჩამი მატრიარქატული პერიოდი, ნეტავ ისევ სუსტი ვიყო ოღონდ შენ მიცავდე, რათმინდა ასეთი უშიშრობა?მეხომ ისედაც გარდავიცვალე. დედამიწა ერთადერთი ადგილია სადაც სუნთქვა მიჭირს, სადაც ვერვთბები, ნეტავ ჩიტი ვიყო! გავშლიდი ფრთებს დ თბილ ქვეყანაში გავფრინდებოდი, იცი სასაცილოა მაგრამ ამ ერთ კითხვაზე პასუხიი არ ვიცი, რომ ვიცოდე ალბათ მეც ასე გავაკეთებდი.აღარაფერია ჩემს ირგვლივ ნათელი, ყალბი ნათურების გარდა, აღარავინ ათბობს გარემოს ყოველშემთხვევაში ჩემთვის. ვფიქრობ და მაინც: „სად მიდიან იხვები როცა ტბა იყინება?“ და აი ისტორია რომელიც დიდი ვაივაგლახით დავწერე. არვიცი რამდენად მოგეწონებათ რადგან სულ უარყოფითი ემოციებით და ბევრი ასე თუ ისე ტკივილითა სავსე მაგრამის კი ვიცი რომ ჩემეულია. ძალიან გთხოვთ დაწერეთ თქვენი მოსაზრება, რაც შეეხება გრამატიკულ შეცდომებს მომიტევეთ ჯერ კიდევ ვსწავლობ წერას და ამიტომ გამომივიდა ასეთი საშინელი. რაც შეეხება სიუჟეტს ეს უბრალოდ განსხვავებულია ჩემი სხვა ისტორიებისგან და ამიტომ დავდე სრულად. იმედია მოგეწონებათ შეცდომები კი მომიტევეთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.