DAMN (3)
გაკვეთილების დამთავრების შემდეგ, ეზოში გავდივარ და ჯესიკას ძებნას ვიწყებ. საშინელ ხასიათზე ვარ, შესაბამისად ჯესიკასთან გასეირნებაც მეზარება. უცბად ტაილერს ვხედავ, რომელიც ჩემსკენ იყურება. მეც ვუყურებ, მაგრამ ჯესიკა წინ მიდგება, ამიტომ თვალს ვაშორებ. -წავიდეთ? -ჰო, წავედით. - ვპასუხობ უხალისოდ და მანქანისკენ მიმყავს. თვალი კვლავ ტაილერისკენ გამირბის, რომელიც სემს ელაპარაკება და რაღაცაზე გულიანად იცინის. კვლავ უცნაური შეგრძნება მეუფლება. თავს ვაქნევ, ჯესიკას კარს ვუღებ, შემდეგ კი მეც საჭესთან ვჯდები. *** კაფეში ვზივართ და უამრავ თემაზე ვლაპარაკობთ. თავს ვაჩვენებ, თითქოს მასთან კარგ დროს ვატარებ, მაგრამ ასე არ არის. ისევ ტაილერზე ვფიქრობ და ნერვები მეშლება. -ჰეი, მისმენ? - მეკითხება ჯესიკა. -ამმ, მაპატიე, არა. რას ამბობდი? -მომწონხარ! - რაო? ასე მალე? ჯანდაბა, რა ვუპასუხო? -კარგი. - ვამბობ და თავს ვხრი. სერიოზულად? კარგი? ჯორჯ, სულ გაუბერე? ჯესიკას კივილი მესმის, ჩანთას თავში მირტყავს და კაფიდან გარბის. ჰმ, არადა საყვარელი მეგონა. ჰო, ახლა ნამდვილად მგონია რომელიმე კომედიური ჟანრის ფილმში თავი. მეცინება, თავს ვაქნევ და კაფიდან გავდივარ. ჯესიკა არსად ჩანს, ჰოდა, იაროს ფეხით. მანქანაში ვჯდები, მუსიკებს ბოლო ხმაზე ვრთავ და სახლში მივდივარ. *** -ემილი, დედა! ხალხო, მშია! ვკვდები! - განწირული ვყვირი და მისაღებ ოთახში შევდივარ, სადაც ტაილერი და სემი მხვდებიან, ხოლო სამზარეულოდან მარკი, ანა და ჯონი გამოდიან. -ოუ, გამარჯობა. -მოყევი! - მეუბნება მარკი. -გაიქცა. - ვამბობ და მხრებს ვიჩეჩავ, პარალელურად სავარძელზე ვჯდები. მარკი თავში ხელს მირტყავს. -რა უქენი? -მომწონხარო, მე კი, ვუპასუხე კარგი თქო. ჰოდა, იკივლა, ჩანთა თავში ჩამარტყა და გაიქცა. - ვამბობ და ისევ სიცილი მიტყდება. -ჯანდაბა, ნამდვილი იდიოტი ხარ! - მეუბნება მარკი და ისიც სიცილს იწყებს. ტაილერს ვუყურებ, ოჰ, ისევ ეს ოდნავი, თავისებური ღიმილი. ისევ ეს უცნაური გრძნობა. თავს ვაქნევ და სემის გვერდით ვჯდები. კვლავ ჟღალთმიანს ვუყურებ. ლამაზი პროფილი აქვს, მომწონს სიცილის დროს, როგორ ეჩუტება ლოყა. მისი თეთრი კანი მომწონს. მისი ჟღალი თმა. მისი ტუჩები. კარგი, ვჩერდები, ზედმეტად შევიჭერი როლებში. კვლავ ბავშვებს ვუგდებ ყურს და მათ სისულეებზე მეცინება. --ჰეი, ემილი სად არის? - ვკითხულობ უცბად, რადგან რაც მოვედი არ დამინახია. -ყოჩაღ, ძმაო. ამდენი ხანია მოხვედი და მხოლოდ ახლა გაგახსენდი. მადლობა! - იძახის გაბრაზებული ემილი, რომელიც სამზარეულოდან გამოდის და გაბუტული ტაილერის გვერდით ჯდება. ფეხზე ვდგები მასთან მივდივარ და მომლოდინე თვალებით შევყურებ. -კარგი, სამამდე დაითვალე, უნდა მოვასწრო გაქცევა! - მის მითითებას ვასრულებ, შემდეგ კი ადგილს მთელი სისწრაფით ვწყდები. მთელ სახლში დავრბივართ და ყველგან ჩვენი ყვირილი ისმის. ბოლოს მაინც ვიჭერ და გულის წასვლამდე ვუღიტინებ, შემდეგ ლოყაზე ვკოცნი და ისევ ტაილერის გვერდით ვაგდებ. -რა იყო ეს? -შერიგება ასე იციან. - თვალებს ატრიალებს ანა. მალევე ბავშვებმა სახლში წასვლა გადაწყვიტეს. მე კი, ჩემს ოთახში ავედი. კვლავ კარის ხმა მესმის, კვლავ ტაილერი შემოდის ოთახში. შემოდის და მიყურებს, რამე, რომ თქვას, არა? -მეგონა მიდიოდით. -ჰო, მივდივართ. -კარგი, მაგრამ აქ რას აკეთებ? - უხერხულად ვიცინი. ის მხრებს იჩეჩავს, მაგიდაზე რაღაცას დებს, მიღიმის და მიდის. ჯანდაბა! რა დატოვა? მაგიდასთან მივდივარ და დისკს ვხედავ. სასწრაფოდ ვიღებ და ლეპტოპში ვრთავ. მაშინვე Coldpay - ს Yellow - ს მელოდია მესმის. ის სიმღერა, რომელიც მათთან პირველად ვიმღერე. მეღიმება. ამ სიმღერას კიდევ უამრავი სხვა სიმღერა მოსდევს. უამრავი ჩემი საყავრელი ბენდის, საყვარელი სიმღერები. საწოლზე ვწვები და ბედნიერი ვიღიმი. ცუდად არის ჩემი საქმეები! *** დღეს დასვენების დღე გვაქვს. ამიტომ, გადავწყვიტეთ ჯონთან შევიკრიბოთ. გოგოები და მარკი უკვე იქ არიან, მე კი დამაგვიანდა, ძილის გამო. სუპერმარკეტთან მანქანას ვაჩერებ და გადავდივარ, მაგრამ წინ სამი უცნობი ბიჭი მეღობება. მგონი ერთ-ერთი ჯესიკას ძმაა. -ჯორჯი შენ ხარ? -კი. - ვიძახი დაბნეული. -კარგია. - ამბობს სავარაუდოდ ჯესიკას ძმა და სახეში მთელი ძალით მირტყავს. წავბარბაცდი, მაგრამ არც მე დავაკელი და მგონი ცხვირი გავუტეხე. დანარჩენი ორი მომვარდა და ძირს დამაგდეს. მთელი ძალით მირტყეს წიხლები, ბოლოს კი, რომ გაჩერდნენ ერთ-ერთმა მომაძახა ჯესიკას თავი დაანებეო. ფეხზე ძლივს ვდგები და კვლავ მანქანისკენ მივდივარ. ანას მიერ მოწერილ მისამართზე მივდივარ და თეთრ სახლთან ვაჩერებ მანქანას. გადავდივარ და კარებზე ზარს ვრეკავ, კარებს გაკრეჭილი სემი მიღებს, მაგრამ წამში ეცვლება გამომეტყველება. -ამის დედაც! - ყვირის გაკვირვებული. მე მხრებს ვიჩეჩავ და იმ ოთახისკენ მივდივარ საიდანაც ხმაური ისმის. ყველა ჩუმდება და მე მიყურებს. რა გაუძლებს ახლა ამათ. წინასწარ ვოხრავ და სავარძელზე ვჯდები. -ჯესიკას ძმა. - ვამბობ და ვიკრიჭები, მაგრამ სახე მეჭმუხნება, ტკივილის გამო. სახის დაბანვაში მეხმარებიან, მიმუშავებენ, შემდეგ კი კვლავ ვაგრძელებთ გართობას. სამზარეულოში გავდივარ წყლისთვის, უკან ტაილერი მომყვება. მაცივრიდან ლუდს იღებს, კედელს ეყუდება და მე მიყურებს. ასე ხომ დავიხრჩობი? ჭიქას ვდგავ და მეც ტაილერს ვუყურებ. ახლოს მოდის და წარბთან, ჭრილობაზე ხელს ოდნავ მადებს. კიდევ უფრო ახლოს მოდის და ცხვირით ცხვირზე მეხება. მგონი, გულის შეტევა არ ამცდება! ჯანდაბა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.