ჩემი ცხოვრება (1 თავი)
თვალებს ვახელ. საშინელი დღეა . უკვე შუადღე, მე კი ისევ თავი მისკდება და ადგომის უნარიც დავკარგე მგონი. ვცდილობ დავალაგო გონება , გავიხსენო რატომ ვარ ასე დამძიმებული. მახსენდება ჩემი ბებიკო ისევ ძალიან ცუდადაა. ისევ მეკარგება მისი გამოსწორების იმედი და ოხვრასთან ერთად ვცდილობ სულ ცოტა დარდი მაინც გამოვუშვა გულიდან. როგორი ცხოვრება მაქვს? ერთი შეხედვით ყველაფერი მშვენივრადაა. არც დიდი გადაუჭრელი პრობლემები მაქვს მაგრამ საბოლოო ჯამში იმდენი წვრილმანია ცოტა რთულდება ყველაფრის გადახარშვა. თბილისში ვცხოვრობ მესამე წელია. ჩემს საყვარელ კახეთს ერთ დროს რომ, სიხარულით ვემშვიდობებოდი ახლა გაზაფხულის მოსვლასთან ერთად სულ უფრო ხშირად მივტირი. ორი დღით ჩასული უკვე არაჩვეულებრივად ვგრძნობდი თავს და ბედნიერი დავდიოდი სიმწვანეში. სოფელში ცხოვრება ღვთის საჩუქარი მგონია. თავიდან ძალიან გამიჭირდა თბილისის უგულობასთან შეგუება. ვერავინ მცნობდა, არავინ მიღიმოდა. არავინ ცდილობდა ჩემს დახმარებას და სრულიად მოწყვეტილი ჩვეულ გარემოს უცებ სასაულად მინდებოდა ტირილი. შემდეგ უნივერსიტეტში რამდენიმე მეგობარი გავიჩინე და სულ ცოტა გამოსწორდა მდგომარეობა. ახლა ელენეზე მოგიყვებით. უნივერსიტეტის პირველ კვირაში გავიცანი. ყველასგან მოშორებით იჯდა ბოლო მაგიდასთან და ხმას არ იღებდა. დამაინტერესა. ყოველთვის მიზიდავენ ჩუმი ადამიანები . ვეცადე გამოვლაპარაკებოდი თუმცა დიდი ვერაფერი მოვახერხე. იმავე დღეს ჯგუფთან ერთად საჭმელად გასულებმა აღმოვაჩინე რომ მისთვის ყავა უდიდესი სიყვარული იყო , რასაც ჩემზე ვერ ვიტყოდი , მაგრამ გამახარა იმ ფაქტმა რომ რაღაც მაინც გავიგე . ამავე დღეს ვკითხე დაბადების დღე როდის ჰქონდა თუმცა , როგორც შემდგომში გავიგე რაც პირველი გაიფიქრა ის თვე და რიცხვი მიპასუხა და სულაც არ უფიქრია რომ მე ჩავიწერე. ამის შემდეგ იყო ჩემი აქტიურობა რომ, როგორღაც გამეგო ვინ იყო და დავახლოვებოდი. ერთ დღესაც გამომიცხადა -იცი მე ძალიან რთული ხასიათი მაქვს, ვიცი არ მოგეწონები , ამიტომ მოდი სანამ დრო გაქვს თავი დამანებე თორემ მერე ინანებ. რა უნდა მეპასუხა, საშინლად მეწყინა . მე მართლა ძალიან მაინტერესებდა და მან უბრალოდ უარი განაცხადა ყველაფერზე. მაგრამ ვიფიქრე და გადავწყვიტე კიდევ მეცადა, შემდეგ არ მახსოვს როდის და როგორ მაგრამ მივახვედრე რომ არ ვაპირებდი დანებებას და მანაც სულ ცოტა ყურადღების გამოჩენა დაიწყო. მეცხრე ცაზე ვიყავი ბედნიერებისგან. ელენე ყველასგან განსხვავდებოდა. მასზე კეთილი ადამიანი არ შემხვედრია. უსამართლობას საშინლად ვერ იტანდა . არავის მოერიდებოდა თუ ჩათვლიდა ვინმეს ჩაგრავდნენ. საათობით ვისხედით და ვსაუბრობდით, როგორც ყოველთვის წინადადების დამთავრებას არ მაცდიდა რომ არ ჩაერთო სიტყვა და თვითონ ერთი აზრიდან მეორეზე დახტოდა, მე ვცდილობდი მივმხვდარიყავი რისი თქმა სურდა. ასეთი იყო სხვებთან სულ სხვანაირი და ჩემთან ყველაზე თბილი, ყველაზე ერთგული და უსაყვარლესი. ერთად გადატანილმა რთულმა პერიოდებმა საოცრად დაგვაახლოვა და ახლა უკვე სამი წლის მეგობრები ვართ და შემიძლია მას თვალდახუჭული ვენდო. უსაზღვროდ მიყვარს თავისი ყველა თვისებით და ვამაყობ მისი მეგობრობით. ჩვენს ისტორიებს პერიოდულად გაგაცნობთ. რაზე გავჩერდი? ხო, უკვე შუადღეა, უნდა ავდგე და სახლი მოვაწესრიგო. ორ ბიძაშვილთან ერთად ვცხოვრობ, დღეს ისინი სახლში არ არიან ამიტომ შევძელი გვიანობამდე ძილი. მტვრების გადაწმენდას ვასრულებ , როცა კარადის თავიდან ყუთებს ვიღებ. ერთ მათგანში მოგოგნებებია თავმოყრილი და გული თითქოს დარტყმას ტოვებს. ერთდროულად ვგრძნობ ბედნიერებასაც და ტკივლსაც. ხალიჩაზე ვიკეცები წინ ვდებ ვარდისფერ ყუთს და ხელის კანკალით ვხდი თავსაფარს. პირველი ხელში მხვდება ყელსაბამი. მახსოვს ჩემს დაბადების დღეზე მაჩუქა , არ გადავრეულვარ მაგრამ თავი იმართლა ჩემს ძმას ავარჩევინე ალბათ მოგეწონებაო. მახსენდება ის საღამო, ჩემი ბედნიერი თვალები და ყველაზე საყვარელი ჩახუტება. მე ხომ ყოველთვის გამოვყოფდი ჩახუტებას, ძალიან მიყვარდა. ისევ ცოცხლდება რამდენიმე წლის წინანდელი დღე , როცა ხელში ბილეთი მხვდება. ქობულეთისკენ მიმავალი ბილეთი. ეს უკვე აღარააა ბედნიერების შეგრძნება, ახლა ერთიანად მივლის სულისშემძვრელი ტკივილი. აორტის კედელს შეეჯახა, გადავიდა დიდ წრეში და მგონია სადაცაა გაარღვევს არტერიას, ომს გამოუცხადებს კუნთოვან შრეს და უბრალოდ თავისუფლად იმოძრავებს მუცლის ღრუში. ვფითრდები. უბრალოდ ახლა აღარ მინდა მეტის გახსენება, ამიტომ თავს ვახურებ ყუთს და ბედნიერღიმილ აკრული შევყურებ სარკეში ჩემს თავს. -ცხოვრება მშვენიერია. შთავაგონებ ჩემს ქვეცნობიერს და ისევ ვიწყებ ოპტიმიზმის არარსებული ადგილიდან მოზიდვას და მხოლოდ ჩემს პატარა დაზე ვფიქრობ, მის ღიმილზე, ბედნიერებით გაცისკროვნებულ სახეზე და თვალებზე რომელშიც ჩემდამი უდიდეს სიყვარულთან ერთად იმდენად დიდ იმედს ვხედავ,ვხვდები რომ, არ მაქვს უფლება ეს სხივი გავუქრო. ამასობაში ცას რუხი ფერი ერევა და ხილვადობა ჭირს. თბილი საღამოა. მეც აივანზე ვჯდები და ისევ განვაგრძობ წინა კორპუსზე დაკვირვებას, ნეტავ ისინი როგორ ცხოვრობენ, როდის უჭირთ, როდის ულხინთ. ისინიც ალბათ ძლიერები არიან ყოველდღიურობას რომ ასე თუ ისე მაინც უძლებენ, მე თქვენით ვამაყობ. ------------------ ეს ჩემი პირველი ისტორიაა, რას ფიქრობთ, მოგწონთ? გინდათ გავაგრძელო მისი წერა? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.