შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბურდული და სხვა კატასტროფები (10)


26-04-2017, 22:57
ავტორი gonegirl
ნანახია 12 839

ნინი.
-ისევ არ უპასუხო გირეკავს-წივილით მიმაქვს მობილური აბაზანის კართან
-გაუთიშე ნინელი-მოგუდულად მესმის მაშოს ხმა. კარგი, მაგრამ „არ უპასუხო“ რატომ აწერია, სახელი არ აქვს? ღილაკიდან თითის აწევა და მომდევნო ზარის შემოსვლა ერთია
-კიდევ რეკავს მაშო, ვინაა?-მოუთმენლად ვაკაკუნებ აბაზანის კარზე
-ის იდიოტია, სალაპარაკოდ რომ ვერ მნახა ახლა ზარებით მაწიოკებს-არ აყოვნებს გამკივანი ხმით გაცემული პასუხი. უიმე ჩემთან დაგერეკა აპოლონ, რომელი სულიერი დამასწრებდა ყურმილის აღებას
-მაშო მგონი მესიჯი მოგწერა-მზერა ეკრანზე გამოგდებულ კონვერტზე გადამაქვს
-გახსენი,თმებს ვიშრობ და გამოვალ
სხვა თუ არაფერი აპოლონის წერილის გახსნა მაინც მეღირსა, ჰო კარგი მერე რა რომ სხვას მიწერა. თვალებგაფართოებული ვკითხულობ წინ გამომხტარ წარწერებს და აჩოტების ჩასაბარებლად ვაღებ პირს
-ასე მოგწერა დღეს სოციოლოგიური კვლევის ბოლო დღეა და თუ ნიშნების გაფუჭება არ გინდა მიპასუხეო-სასწრაფოდ ვარაკრაკებ და ისევ მესიჯს ვაჩერდები-ჰო ბოლოში რაღაც საყვარელი სმაილი აქვს,მგონი ზღარბია!
-ჯანდაბა,კვლევა!-მაშოს წამოყვირება და მუმიასავით მოხვეული პირსახოცით სააბაზანოდან გამოტანტალება ერთია.
-შენი ნომერი საიდან აქვს?-მოჩვენებასავით ვედევნები საძინებლისკენ მიმავალს
-გახსოვს რომ გითხარი ლექციაზე ზარი შემიცვალა და დამირეკა მეთქი? მაშინ ჩაიწერდა-ხელების ქნევით მართმევს უკვე მერამდენედ აზუზუნებულ მობილურს და ყურთან მიაქვს.
-ხო...ეღლაბუცე ზედა მეზობელ ჟენიას... რა თხუთმეტი წუთი,ნასას გაშვებული რაკეტა ვარ?-ხელების ფრიალით ბოლთას სცემს მაშო-როცა გეტყვი მაშინ გამოხვალ...რაც მეტს მელაპარაკები მით უფრო მაცდენ იდიოტო!...წავედი-ყურმილს კიდებს და კარადაში ყოფს თავს
-სანამ ჩაიცვამ ყავას გავაკეთებ-ასკინკილით მივხტუნავ კარისკენ
-ოქრო კი არა ნიბელუნგების დაკარგული საგანძური ხარ ნინელი-ზურგს უკან მესმის მაშოს აღტკინებული ხმა.
სამზარეულოსკენ აღებულ გეზს კარზე ზარის სირენა მაცვლევინებს, აბა დღეს არ მცალიაო დიდმა კალათბურთის ვარსკვლავმა? შემოსასვლელის სარკეში შეძლებისდგვარად ვისწორებ თმებს და საკეტს ვექაჩები. მგონი მოჩვენებები დამეწყო, ჰო ან ლექსომ მიიღო აპოლონის სახე ან მართლა მოჩვენებები დამეწყო
-დილამშვიდობისა პრინცესა,ბოროტი დედინაცვალი სახლშია?-შემომცინის კართან აყუდებული წინა მეზობელი. არა ნამდვილად აპოლონია. აი რატომ არ უნდა გააღო კარი კურდღლებიანი ბაჩუჩებით, გმირი ხარ ნინი ოღონდ ანტი, ანტიგმირი!
-გამარჯობა, მაშო სახლშია-წრიპინივით ამომდის ყელიდან.
-შეიძლება შემოვიდე?-წელში სწორდება ჯიბეში ხელებჩაწყობილი. თავის ქნევით ვუთმობ გზას, წარმომიდგენია როგორი დიპლომიანი შტერის გამომეტყველება მაქვს აკრული. ჩემი სიტყვის დამთავრება და უდარდელი აპოლონის სამზარეულოსკენ დაძვრა ერთია, აშკარად ჩემზე თავისუფლად გრძნობს თავს ჩვენს ბინაში.
-კაცთმოძულე სადაა?-მომწვანო თვალებს მანათებს და მაგიდის ბოლოში გრძელ კუთხის სკამზე კალათდება
-იცვამს და გამოვა-მოსწავლესავით ვურაკრაკებ,ჯანდაბა ნინი ნუ დგახარ ციმბირში გაყინული ციყვივით-ყავას მიირთმევ?
-აუ კი ტო, ოღონდ იმას არ გააკეთებინო-სიცილით იწევს წინ ჩამოყრილ ქოჩორს. ძლივს ვწყვეტ თვალს, რომ წავა დიდი პლაკატი უნდა გავაკრა ამ მაგიდის ბოლოს, აპოლონის გადიდებული სურათით და ხელმოწერით, მისვლა და სკამის შეხება ფასიანი იქნება.
-ნინელი სახლის გასაღებს სად დავდებდი?-დერეფნიდან მესმის მაშოს ხმა
-მოწიკვინებს-ხელებს კეფაზე იწყობს საზურგეს მიყრდნობილი აპოლონი. ფსიქოლოგიურად ვემზადები მომავალი ომის გადასატანად. ფეხსაცმელების კაკუნი უკვე ახლოს ჩამესმის, სამი, ორი, ერთი, მორჩა შემოყო გაოცებული თავი მთავარმა გმირმა
-სად ხარ ამდენ ხანს ზღარბო?-ისეთი ტონით ამბობს აპოლონი გეგონება ყოველ დილით სამზარეულოში დასკუპული ელოდებოდეს მაშოს გამოსვლას
-ამას აქ რა უნდა?-ღამურასავით დაჭყეტილი თვალებით შემოდის მაშო
-არ შეიძლება მეზობლებს ვესტუმრო?-თავს გვერდით ხრის ბურდული
-არა!-პასუხიც არ აყოვნებს საპირისპირო მხრიდან
-ყავა მზადაა-მშვიდობის მტრედივით ვერევი კონფლიქტურ ზონაში
-მადლობა ქერა-ჭიქას მართმევს აშკარად გამხიარულებული აპოლონი
-დროზე ჩაიცალე და გავედით-თმებს უკან იყრის მაშო.
ნახევარსაათიანი წრუპვის შემდეგ აპოლონი ოფიციალურად ამყარებს გინესის რეკორდს ყავის ნელა სმაში. სანამ გაქაფულები ვლაპარაკობთ ამინდზე, პროფესიაზე, უნივერსიტეტზე და რაც ენაზე მოგვადგება ყველაფერზე, თვითმკვლელის სახით მჯდარი მაშო უკვე აღარც ცდილობს რიგით მეასეჯერ შეახსენოს აპოლონს წასასვლელები რომ არიან
-მართლა გერმანიაში სწავლობდი?-შუბლზე ამდის თვალები
-ჰო, იცი რა მაგარი იყო? რა საქართველო რის თბილისი-გაკრეჭილი წრუპავს მომდევნო წვეთს და კმაყოფილი სახით აპარებს თვალს მაგიდაზე უმწეოდ თავდადებული მსხვერპლისკენ
-მერე რა სიკვდილმა დაგაბრუნა? -თავს სწევს მოსულიერებული მაშო
-გავიგე მოლაპარაკე ზღარბი ყოლიათ თბილისშიო და ჩამოგაკითხე-სასაცილოდ ეჯღანება აპოლონი
-მორჩა გუბაზს ვურეკავ და ვეუბნები ალექსანდრე დიდმა კვლევა ჩაშალა მეთქი-მობილურისკენ იწევა ფეხზე წამომხტარი მაშო
-სულ ასე მაწამებს-თავის ქიცინით შემომჩივის ბურდული და მაგიდაზე დადებულ მობილურს პატრონთან მოხვედრამდე ავლებს ხელს
-დამიბრუნე იდიოტო-ფეხებს აბაკუნებს აფოფრილი მაშო
-თუ კალგად მოიქცევი სანდრო ძია დაგიბლუნებს წელეფონს-გასასვლელისკენ აწეული მარჯვენათი მიემართება ჩვენი სტუმარი და უკვე დერეფნიდან მესმის მოძახებული მადლობა.
-ნინელი ჭკუით იყავი, იმ ტიპს ზედმეტები არ გააბედვინო იცოდე, თუ რამე დამირეკე, ხო ხო თუ საღამომდე არ გამოვჩნდი ამ ფსიქოპატმა ამჩეხა იცოდეთ და არ შეარჩინოთ, სადმე ხრამებში მეძებეთ, მეტს ვერ გაუქაჩავს ფანტაზია-სულმოუთქმელად მიკარკლავს მაშო და კარისკენ მოწყვეტით გარბის.
ჩემს ტვინს ასე ჩქარა რომ შეეძლოს აზროვნება ნინი კი აღარ ვიქნებოდი. როგორც იქნა გონება მთელ ნათქვამს ხარშავს და „იმ ტიპის“ ხსენებაზე სიგნალიზაცია ერთვება, აი იმ ტიპის ზედმეტები რომ არ უნდა გავაბედვინო. ჯანდაბა, ზურა! ინსტიქტურად ვაბრუნებ თავს კედლის საათისკენ, ცუდადაა საქმე! ერთი შენ მოასწრებ ნინი ნახევარ საათში მაკიაჟის გაკეთებას და მეორე ეზოში სკამზე რომ დაღოღავს ეგ ლოკოკინა. მთელი სისწრაფით ვისვამ სახეზე რაც კი ხელში მხვდება, თმის იგივე ტემპით დავარცხნას სავარცხლის სამი კბილი და დარჩენილ კბილებზე შერჩენილი თმა ეწირება. გადასარევია, პირველ პაემანზე ტროას ომიდან გამოქცეული ფოცხვერივით უნდა მივიდე, ესეც შენი გახსნილი ბედი და აგებული ოცნების კოშკები.
თავზე შერჩენილ თმას ტაქსში ვიკრავ კუდად, მძღოლის ორი დიპლომის, პოლიტიკური მდგომარეობის და საწვავის ფასების განხილვის შემდეგ ძლივს ვაღწევთ დანიშნულების ადგილამდე. თვალებდაწვრილებული ვიგრძელებს კისერს, ესეც ჩვენი ობიექტი, თავისუფლების მეტროს წინ მოსიარულე ფიგურას გამეტებით ვუქნევ ხელს, სანამ მაჯა ამოგიგდია დროა გაჩერდე ნინი.
-როგორ ხარ?-ხელებგაშლილი მოემართება ზურა
-კარგად-მხრების ჩეჩვით ვუსწორებ მზერას თაფლისფერ თვალებს-აბა სად ვიღებთ ფოტოებს?
-აი იქ-საჩვენებელ თითს იშვერს პარკის შესასვლელისკენ, მომეჩვენა თუ ამ წამს მხარზე ხელის დადება ვიგრძენი? ნერწყვს გაჭირვებით ვყლაპავ და მარჯვენა მხრისკენ ვაპარებ თვალს, ხო აშკარად არ მომჩვენებია. ახლა ნუ გაქაჯდები ნინი, ხელის გადახვევაა ისეთი არაფერი! მამაკაცის სუნამოს მოტკბო სუნი მწვავს ნესტოებს, ცუდი არაა, მაგრამ ლექსოს პიტნის და მენთოლის სჯობს, ჰო და ნატალი რომ არ აფუჭებდეს ხოლმე თავისი ტრაინოი ოდეკოლონით მთლად გადასარევი იქნებოდა.
-აი აქ დაჯექი-ფიქრებიდან გამოვყავარ ზურას ხმას, ჰოდა მთელი ნახევარი საათი იგივე ხმით ნათქვამი „თავი აწიე“, „შემომხედე“, „კარგია“, „ოდნავ გვერდით“ და „ახლა გაიღიმე“ მესმის.
-ბოლოა იცოდე-უკანასკნელად ვიკრიჭები ნაძალადევად. მორჩა, დღეიდან ფოტოს გადაღება რომ მიხსენოს ვინმემ ან მტკვარში ჩავხტები ან პირველივე მანქანას შევუვარდები ბორბლებში, ჰო კარგი, ოპელი თუ იქნება მეორეს დაველოდები.
-დაიღალე ხომ-გაღიმებული მანიშნებს ადექიო. თავის ქნევით ვიწევი სკამიდან.
-ახლა ნაყინები ვჭამოთ-ნელი სვლით მიაბიჯებს გასავლელისკენ
-ჯერ სურათები მაჩვენე-მოუთმენლად ვიშვერ ხელს. ჩამოსასხმელი ნაყინის ჯიხურამდეც ვერ ჩავდივარ ბოლო ფოტომდე. სანამ ზურა დიდი მონდომებით იკავებს რიგს,გზის პირას მდგარი ცალი თვალით ვუყურებ ეკრაზე გამოსახულ საფრთხობელას, ხო ნინი შენ ხარ ეგ საფრთხობელა. ჯანდაბა, ის მაინც ვიცოდე წაშლის ღილაკი რომელია. გვერდით ჩაქროლებულ პრადოზე გადამაქვს მზერა, ამას კი შეუვარდებოდა კაცი ბორბლებში.
-დავბრუნდი-მარჯვენა ყურთან მესმის ომახიანი ხმა. ნაჩქარევად ვწევ თავს, ოღონდ მარწყვის ნაყინი არა. კარგი, შემდეგში ფრთხილად შევაპაროთ შოკოლადის რომ მირჩევნია, ვანილისაც, კარამელიც და საერთოდ ყველაფერი ოღონდ ყალბი მარწყვის ესენციით გატენილი ნაყინი არა.
-მადლობა-მთელი ძალით ამაქვს ტუჩები ყურებისკენ, სადღაც მაინც ხომ გამომადგა მიმიკის ლექციები.
-არაფრის-ამჯერად მკლავზე ვგრძნობ თითების შეხებას, ამ დროს გული ხომ უფანცქალებთ, ან ჭიანჭველები აყრით, ჰო მუცელში პეპლებს გრძნობენ თუ რაღაც მსგავსი, აბა შენ რა უგრძნობელი ჭირი გეტაკა ნინი? გასაგებია, დღეიდან არავითარი „ციდან სამ მეტრზე“ და „უბის წიგნაკი“, ტყუილში მიცხოვრია!
-ნინი-ზურგიდან ნაცნობი ხმის გაგება და დრამის დედოფლის როლიდან გამოსვლა ერთია. ხელში დაჭერილი ნაყინივით ვეყინები მიწას. ჯანდაბას, შენგელაია დამესხას თავს თავისი კომუნისტური სათვალეებით, ან ინერციით გამოქანებულმა მეტეორმა ჩამიტანოს ოღონდ ახლა ლექსო არ მედგეს უკან. ყელგამომშრალი ვავლებ თვალს ჩემს უკან მიმართულ ზურას ირისებს და შენელებული კადრივით ვბრუნდები. მომკალით ვინმემ!
-ლექსო?-ბრაზილიური სერიალის გმირივით გამომდის წამოძახება, წამოძახების ადრესატი კი კოპებშეკრული მანათებს შავ თვალებს და თავისი ორმეტრიანი ფეხებით წამში ფარავს ჩემამდე დარჩენილ მანძილს. ღმერთო შენ მიშველე!
-აქ რა გინდა?-ხელში ხმალივით დაჭერილი ნაყინიდან უკვე გვერდით ამომდგარ ზურაზე გადააქვს მზერა, ნუ უფრო სათნო სახით რომ შეეხედა არ ვიქნებოდი წინააღმდეგი
-გაიცანი, ზურა, ფოტოგრაფი-ხელს ვიშვერ მარცხენა მხარეს აყუდებული სილუეტისკენ, ზურა ფოტოგრაფი? ყოჩაღ ნინი, ამაზე საშინლად თვით ხვედელიძეც ვერავის ვერავისთან წარადგენდა
-ეს კი ლექსოა, ჩემი მეგობარი-უკვე მიმიკის ლექციებიც ვეღარ მეხმარება პირის გასახსნელად. ორმხრივად მესმის ჩაბურტყუნებული „სასიამოვნოა“.
-შენ საიდან აქ-ხრიალით ამომდის იდეაში სიტუაციის განსამუხტად წარმოთქმული ბგერები, წამით ეცვლება სახე არასწორ დროს არასწორ ადგილას გამოცხადების ოსტატს, მეჩვენება თუ დაიბნა?
-აქვე ვიყავი და ჩავლისას დაგინახე-ტრასისკენ იშვერს თითს, გზის პირას გაჩერებულ სუბარუს თვალს ვავლებ და მზერა ისევ პირმოღებულ ლექსოზე გადამაქვს
-დიდი ხანია აქ ხარ?-ძალიან არ მომწონს ეს მზერა, ძალიან!
-თითქმის საათნახევარია-პასუხის გაცემას მასწრებს ზურა, რატომ, რატომ ტლიკინებ ადამიანო სიმართლეს? ხომ შეიძლება მაცალო პატარა ტყუილის გამოცხობა
-დავამთავრეთ უკვე გადაღება-შემამსუბუქებელ გარემოებად მომყავს უდავო ფაქტი.
-წამო გაგიყვან მაინც შენთან მოვდიოდი-თავით მანქანისკენ მანიშნებს ლექსო, რატომ მოთარგმნა ეს წინადადება ტვინმა შეთავაზების მაგივრად ბრძანებად?
-თუ გინდა დარჩი ცოტა ხანს და მე მიგაცილებ-არ დააყოვნა ზურას ხმამაც. ახლა ვხვდები რას ნიშნავს ორ ცეცხლს შუა მოქცევა, მაგრამ აყლაყუდად წოდებული შავთვალა ცეცხლი აშკარად უფრო მწარედ წვავს.
-სხვა დროს იყოს, დიდი მადლობა-ნაყინიან ხელს ვუქნევ ზურას და მომლოდინე ლექსოს წინ ვუსწრებ. რომ კითხო შაბათს არ მცალიაო და ახლა აპირებდა არა ჩემთან ამოვლას, იმდენი გაუსკდა ის აყლაყუდური თავი! ან თავისუფლებაზე რა უნდოდა საერთოდ, არც დარბაზიდან მომავალს უწევს აქ გამოვლა და არც სტადიონიდან წამოსულს. მოიცა მივაღწიოთ მანქანამდე, აინშტაინს რომ არ გასჩენია იმდენ კითხვას მოგაყრი ერთად!
ფრთხილად ვაპარებ თვალს გვერდით მომავალი კრიჭაშეკრული ლექსოსკენ
-სახლში დაგელაპარაკები-ანთებულ შავ თვალებს მანათებს,მგონი ეს ფრაზა მეხუთე კლასის შემდეგ არ მომისმენია, აშკარად დედაჩემმა ასწავლა, ხომ ვამბობ ორმაგი აგენტია მეთქი. აწურული ვუახლოვდები მანქანას და...და იმედია წინა სავარძელზე ამოყოფილი ნატოს თავი ნატოსი არაა
-ლექსო, რამე ხომ არ გაქვს სათქმელი?- „ამას აქ რა უნდა“ მზერას ვტყორცნი კისერმიბრუნებული.
-სახლში აგიხსნი ნინი-აშკარად მარიდებს თვალს, სახლში ავუხსნი სიკვდილის არსს! და ამან წამომათრია ძლივს ნაღირსები პაემნიდან? აი თურმე რატომ არ ეცალა ბიჭს, ქალბატონი ყავდა გასაგულავებელი, ახლა ხომ მოიცალა?! კრიჭაშეკრული ვაღებ უკანა კარს და ნაჩქარევად ვისვრი გამარჯობას.
-გაგიმარჯოს ნინიკო-უკანა ხედვის სარკეში პრუწავს ტუჩებს ნატალი, სახეზე ეტყობა ჩემსავით გაღიზიანებულია დაუპატიჟებელი სტუმრის შემოჭრით, გადასარევია, ვგიჟდები ორმხრივ გრძნობებზე! არც მე მეხატები გულზე.
-ჯერ შენ დაგტოვებ და მერე ნინი უნდა გავიყვანო-საჭესთან ჯდება ვაჟბატონი
-საღამოს აღარ გამომივლი?-წარბებს უკმაყოფილოდ წკეპს ნატო
-არ ვიცი თუ მოვახერხებ-მანქანას ძრავს ლექსო. ვერა, ვერ მოახერხებს! პირადად ვიზრუნებ მაგაზე!

მაშო.
-სოციალური მდგომარეობა ან გენდერული თანასწორობა?-მომდევნო სათაურს მივყვები სიაში
-ბანძოვსკი-თავს აქიცინებს გზიდან თვალის მოუშორებლად. ღირსი ხარ მაშო, წამოთრეულიყავი საკუთარი მანქანით! ღრმად ვისუნთქავ და მომდევნო სტრიქონზე გადამაქვს მზერა
-ინტერნეტის მოხმარების ხანგრძლივობა ასაკის მიხედვით?-დაიმედებული ვაბრუნებ თავს
-სოფლოვსკი-ტუჩაბზუებული ახამხამებს ძირში სათითაოდ დასაძრობ წამწამებს. ახლა გახდება პარიზელი! ლექციაზე სიტყვას ვერ დააცდენინებ და რაღაც კვლევის თემა ვერ აარჩია ბიჭმა, ხვნეშით ვშლი მეორე გვერდზე
-სახლში შინაური ცხოველების ყოლა-არ ყოლის საკითხი-უკვე გაბეზრებული ვაბრუნებ კისერს. ახლა პასუხიც არ იკადრა თუ რას ზის მდუმარების ფიცდადებული ტიბეტელი ბერივით.
-დუმილი თანხმობის ნიშანია,ეს მოგეწონა ანუ?
-არა უარყოფითი ზედსართავები გამომელია და ვიხსენებდი-ტუჩთან მიაქვს საჩვენებელი თითი
-ამას ვიღებთ, ერთი სიტყვაც და რუჩნოის ამოვწევ იცოდე-წარბაწეული ვუსწორებ მზერას მის გაღიმებულ პროფილს
-ხოდა ორივე ამოვბზრიალდებით ზღარბო-ხითხითით აჩერებს შუქნიშანთან-ტელევიზორში რომ გავიჩითებით, მსოფლიოში ყველაზე მაგარი, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე საყვარელი ბიჭი და ბოროტი გაბურძგნული ზღარბი ამავე ზღარბის გამოწვეულ ავტოკატასტროფას ემსხვერპლნენ-ისეთი აღფრთოვანებული მიკარკლავს გეგონება ამ წამს საკუთარ სიკვდილზე კი არა ნობელის პრემიაზე წარდგენის ამბავს ყვებოდეს. არაა ეს დალაგებული.
-კრეტინი რომ ხარ გითხარი ხომ უკვე?-შესავსები ანკეტების დასტას ფრთხილად ვიღებ ჩანთიდან
-ამდენი რაღაცა ჩვენ უნდა შევავსოთ?-ნაპირზე გამოგდებული კალმახივით აღებს პირს
-არა სანდრო ასფალტზე დავდოთ, ჯადოსნური სიტყვები წარმოვთქვათ და თავისით შეივსება.
სიტყვაც არ მაქვს დამთავრებული ვაკის პარკთან რომ ვჩერდებით
-გადახვალ თუ ხალიჩა დაგიგო-გასაღებს იღებს ვაჟბატონი. დაჯღანული გადავდივარ გაღებული კარიდან
-ორმოცდაათს მე ვავსებ ორმოცდაათს შენ, ისიამოვნე!-თვალებმოწკურული ვაჩეჩებ ფურცლების დასტას
-ხალხის უკითხავად რომ ჩავწეროთ? ძაან არ მიხვდნენ-ფრუტუნით ავლებს თვალს ხელში ჩაბღუჯულ ფურცლებს
-სანდრო! არც იფიქრო!-საჩვენებელ თითს გამაფრთხილებლად ვწევ-და არ დაგავიწყდეს ბოლოში ყველას ხელი მოაწერინო!
ორსაათიანი ბოდიალის შემდეგ სასოწარკვეთილი დავყურებ 32 შევსებულ ანკეტას
-გამარჯობა,გამოკითხვაში ხომ ვერ მიიღებთ მონაწილეობას?-გაღიმებული ვუდგები ჰორიზონტზე ძლივს გამოჩენილ მოხუც ქალს, ბებიაჩემივით აწვრილებს თვალებს სათვალეებში და თავის ქნევით მშორდება, მგონი ეს არას ნიშნავდა.
-რა ქენი ზღარბო?-ახლოდან მესმის მოსიარულე უბედურების მხიარული ხმა, გოგოებს გადააწყდა და ჭკუაზე არაა თუ რა სასწაულმა გააბდენიერა?
-კიდევ თვრამეტი დამრჩა-მოწყვეტით ვბრუნდები გაკრეჭილი ბურდულისკენ
-რაამბავია ზღარბო,გეძინა?-წამში ეცვლება სახე
-ყველას ეზარება მონაწილეობა-გასაცოდავებული ვაფრიალებ ფურცლებს
-მე ყველა შევავსე-წარბების თამაშით დამყურებს ზემოდან. კაი? სასწრაფოდ ვართმევ ჩაბღუჯულ დასტას და დაკვირვებით ვავლებ თვალს, თუ ტუტანჰამონის იეროგლიფებით ნაწერს არ ჩავთვლით ყველაფერი რიგზე ჩანს, ვატყობ გადამმოწმებელს ერთი სტაჟიანი მთარგმნელი დაჭირდება ამათ წასაკითხად.
-რანაირად შეავსე მართლა ჯადო გაუკეთე?-სავარაუდოდ უკანასკელი იდიოტივით მაქვს ყბა ჩამოგდებული
-ასეა მაღალი და სიმპათიური რომ იქნები,შენ არ გაგიმართლა ზღარბო-ცხვირზე მადებს საჩვენებელ თითს. ნაჭამი ხვედელიძე უნდა გაუქანო თავში!
-თუ დამეხმარები უფრო მალე მოვრჩებით-თვალებს ვუბრიალებ სკამზე გაშხლართულს
-არსად არ მეჩქარება, მიდი მე გიყურებ-კმაყოფილი შლის ფეხებს 180 გრადუსით.
სანამ პარკში გამწარებული დავდევ ხალხს, ამ რეგვენის შეძახილები მამხნევებს ზურგიდან, „არ დანებდე ზღარბო“ და „მეტი მონდომება ზღარბო“ ყველაზე პოპულარული ფრაზებია მათ შორის.
აქოშინებული ვდებ შევსებულ ანკეტებს, ორიც და მორჩა მაშო! ის-ისაა თითქმის დაცარიელებულ პარკს კიდევ ერთხელ უნდა მოვავლო თვალი სახეზე წვეთი რომ მეცემა, ჰო ახლა მეორეც
-ვაიმე სანდრო წვიმდება მგონი-ჩაბღუჯული ფურცლებით ვადგები თავზე
-მერე მე რა ვქნა გადაგეფარო?-საზურგეზე გადაგდებულ თავს ზემოთ სწევს, რა გაჩნდა ასეთი მიხვედრილი!
-გადამეფარო კი არა ესენი დასველდება იდიოტო-გამწარებული ვიშვერ ხელებს. სიტყვის დამთავრება და გახშირებული წვეთების დაცემა ერთია. მარათონის მონაწილეებივით გავრბივართ პარკინგისკენ
-ამაზე რომანტიკული რაღა გინდა ზღარბო, რა ბიჭთან ერთად დარბიხარ წვიმაში-გაბადრული შლის ხელებს
-ეგენი არ დასველდეს სანდრო თორე რომანტიკულად დაგიდგამ კუბოს-ჩხავილით ვაგრძელებ გზას.
ამის ძვირფასი ლექსუსის სალონიდან უკვე კოკისპირულ წვიმაში მოსიარულე ხალხს ვავლებ თვალს
-სანდრო ნელა!-ალბათ მაათეჯერ ვკივი წინა მანქანასთან მიახლოვებისას, ახლა მოუნდა შუმახერობა?
-რაო გეშინია?-ისევ გაზს აჭერს ფეხს, ოღონდ დღეს გადარჩი მაშო და ცხოვრებაში არასდროს, აღარასდროს აღარ ჩაუჯდები ამ უაზროს! სავარძელს აკრული ვაშტერდები როგორ მიქრის 120-ით იმ გზაზე 40-ზე მაღალი სიჩქარით გავლა აზრადაც რომ არ მომსვლია
- შეანელე იდიოტო-ისტერიკული წივილი ამომდის ყელიდან
-თუ მთხოვ შეიძლება შევანელო-ჩატეხილი ტუჩის კუთხით აბრუნებს თავს
-სანდრო!-უკვე კივილით ვიშვერ ხელს წინა მანქანისკენ
-მთხოვე-ღიღინით აქნევს თავს. მოვკლავ, როგორც კი სახლამდე მივალთ წამებით მოვკლავ!
-არა!-კბილებს შორის ვცრი და თვალებს ვხუჭავ. იაროს ახლა გიჟივით, არ გავახელ!
თხუთმეტწუთიანი მოგზაურობის შემდეგ თუ სწორად ვხვდები სადღაც გაუხვია, ის-ისაა თვალები უნდა ვჭყიტო ძლიერად რომ ამუხრუჭებს და წინ გადაზნექილი ლამის შპალერივით ვეკვრები საქარე მინას.
-ცოცხალი ხარ ზღარბო?-ყურში მოგუდულად ჩამესმის ამ ვირის ხითხითი. მარჯვენა ხელს ნაჩქარევად ვწევ და გაშვერილი ორი თითით მთელი ძალით ვაფრინდები მკლავში. კიდევ ერთი დალურჯება მაშოს ანგარიშზე! აკნავნებული მიშორებს თავიდან, იწკმუტუნოს ახლა!
-ჯანდაბა, ორი ცალი რომ დამრჩა შესავსები?-აზრზე მოვდივარ უნივერსიტეტის შენობის დანახვისას
-ო ეგ ორი მაინც შევავსოთ თვითონ-თვალების ტრიალით მგლეჯს ხელიდან და კალამს იმარჯვებს-აბა საყვარელი ცხოველი?
-სანდრო-დაუფიქრებლად ვუყოფ ენას
-ამ წუთას საყვარელი მიწოდე ზღარბო?-გაღიმებული ათამაშებს წარბებს
-არა ცხოველი გიწოდე სანდრო
-არა ჩხოველი გიჭოდე შანდრო-იგივე ინტონაციით იმეორებს ტუჩებმოღრეცილი და კითხვების გარეშე იწყებს ანკეტებში ჯღაბნას. გააჯავროს მისნაირი დინოზავრები!
-მორჩა მზადაა!-ორწუთიან მდუმარებას არღვევს ხელების ქნევით. თავაწეულები მივემართებით კანცელარიის ოთახისკენ და ის-ისაა კარის სახელური უნდა ჩამოსწიოს მაჯაში რომ ვავლებ ხელს კედელს მიჩერებული
-ახლა რაღა გინდა ზღარბო?-ინტერესიანი თვალებით დამყურებს ზემოდან
-წარწერას შეხედე-ხმაგაპარული ვხრიალებ და კიდევ ერთხელ ვავლებ თვალს შავით თეთრზე წაწერილ ციფრ 200-ს
-აბა ასი ანკენტაო?-არ აყოვნებს ბურდულის ხმა
-ასი მახსოვდა-სუნთქვაშეკრული ვეკრობი კედელს, ჯანდაბა, მსოფლიო დონის შტერი ხარ მაშო!-ჩაბარების დროც იწურება უკვე, დამატებით ასს კიარა ათი აკენტის შევსებასაც ვეღარ მოვასწრებთ
-აუ რა ზღარბი ხარ ზღარბო-ლამის ფეხებთან ჩაიკეცოს ეს ლოგიკას მოკლებული მხეცი. გადასარევია, ამის ხორხოციღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის. უკვე წარმომიდგენია პირად საქმეში დიდი ასოებით ჩაწერილი საყვედური დაგეგმილი პროექტის ჩაშლისთვის.
-დავემშვიდობე წითელ დიპლომს, ყვითელსაც, მწვანესაც და რაც კი არსებობს, ჭე დონის ქაღალდს მომცემენ მეოთხე კურსის ბოლოს-სასოწარკვეთილი ვცემ ბოლთას
-ისე აქედან პირდაპირ მათემატიკის შემსწავლელ კურსებზე წავიდეთ და ჩაეწერე-აშკარად ამაღლებულ განწყობაზეა ძვირფასი პარტნიორი
-შევალ მოკლედ მე და ვეტყვი რაც დამემართა, შენ აღარ შეგიქმნიან პრობლემებს-ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და კარს ვაღებ. სათვალეების ზემოდან მომზირალი ქალის ავ თვალებს თუ გავითვალისწინებთ მაგარ შარში ხარ მაშო!
-ეს ბოლო წამს ჩაბარებები რა იცით-ამზერით მართმევს ფურცლების დასტას და ეჭვის თვალით იწყებს გადათვლას. ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და პირს ვაღებ
-რაღაც უნდა გი....-მაჯაში ჩავლებული ხელი როგორც ამოვიდგი ისე მაწყვეტინებს ენას, ნაჩქარევად გადამაქვს მზერა გვერდით აყუდებულ სანდროზე, ჯანდაბა ახლა რაღა მოიფიქრა, საერთოდ უნდა გაარიცხვინოს ჩემი თავი?
-პროექტს ერთად ვაკეთებდით და ჩემი წილის აგროვება ვერ მოვახერხე, მხოლოდ მარიამის ასი ანკეტაა მანდ-ყურებმა ან მართლა გაიგეს თავაღერილი ბურდულის სიტყვები ან რაღაც პარალელური სამყაროდან მოვიდა ხმები. პირდაღებული ვუსმენ სათვალეებიანი ქალის ნახევარსაათიან ლანძღვას,ახლაგაზრდების უპასუხისმგებლობიდან დაწყებული ბრძანებითი საყვედურის დაწერის ჩათვლით ყველაფერზე ასწრებს ქოთქოთს
-ჯანმრთელობის ცნობას მოგიტანთ მოკლედ-აშკარად დაღლილი ბურდული შუა ლაპარაკისას მავლებს ხელს და სანამ აზრზე მოვიდოდე უკვე დერეფანში მივაბიჯებ
-რატო დაიბრალე? გაგიჟდი შენ?-ხელების ფრიალით მივყვები კიბეებს
-ცუდი ქულების გამო შენს პანაშვიდზე მოსვლას ჩემი ქულების გაფუჭება ჯობია ზღარბო-სიცილით აღებს ავტოსადგომზე გამავალ კარს, მოიცა დღეს გმირობის ჩამდენი ელექ დალია თუ კეთილმა ფერიამ მოაჯადოვა?
-მერე ბონის უნივერსიტეტიო? ხომ გჭირდებოდა რაღაცაში-ჩაჯდომისთანავე ვიდგამ ენას
-ოო დავურეკავ გუბაზს და მოაგვარებს, ქვეყანას ნუ შეძრავ ახლა-ათამაშებულ გასაღებს თავის ადგილას უყრის-აბა გამოიცანი ვინ იწივლებს სახლამდე?
-სანდრო არ ქნა!-თითს გამაფრთხილებლად ვწევ
მაინც ქნა! მთელ გზას „ფრთხილად მაქნანა“ და „ახლა დავიხოცებით“-ს ძახილში ვატარებ. მე კიდევ საკუთარი თავი მეგონა ყველაზე საშინელი მძღოლი, გილოცავ მაშო დღეს რეალურად საშინელი მძღოლი შეგიწირავს! მგონი ცხოვრებაში პირველად მიხარია ნაცნობი კორპუსის დანახვა ასე. წესიერად გაჩერებულიც არ ყავს თავისი რაში კარიდან რომ ვხტები
-ხმელეთი!-ზემოთ ვიშვერ სველ ხელებს. ჯერ კიდევ მრთელი ვარ,მადლობა ზებუნებრივო ძალებო!
-დიდხანს უნდა იმაიმუნო ზღარბო?-ლიფტისკენ მიაბიჯებს საჭეს არ გასაკარებელი. ახლაღა ვგრძნობ ტანზე მოწებებულ სველ ტანსაცმელს.
-მადლობა არ მითქვამს-ძლივს ვიწყებ ლიფტში შესული
-არ გინდა ზღარბო,ისედაც ვიცი არაჩვეულებრივი რომ ვარ-ზემოდან მანათებს მომწვანო თვალებს. იმედია ისიც იცი ნარცისი რომ ხარ, უტაქტო, ვირი და ასე ანბანის მიხედვით!
-ხოდა არც გეტყვი-უკან ვიყრი წინ ჩამოვარდნილ თმებს
-ქოდა არჩ მეტკვის-ტუჩებგადმობრუნებული მაჯავრებს. თავის ქნევით მივაბიჯებ სადარბაზოში.
-ქერა მომიკითხე-წარბებს ათამაშებს კარის წინ აყუდებული
-ნინელის მიეკარები და მკვდარი ხარ-გამწარებული ვაჭერს ზარის ღილაკს.
ძაღლი ახსენე ჯოხი ხელში დაიჭირეო, გაფოფრილი ნინელი მიღებს კარს
-ხომ მშვიდობაა?-კისერს ვიგრძელებ მისაღებში შესული
-ამას კითხე-ფეხებს აბაკუნებს თითგაშვერილი ნინი, მზერა სამზარეულოს კართან დასჯილი ბავშვივით აწურულ ლექსოზე გადამაქვს, ახლა რაღა ჩაიდინე ზაზა ფაჩულია კაცო?
-აუ იქეთ უნდა ვეჩხუბო და აქეთ მეჩხუბება-ხელებს კეფაზე იწყობს კალათბურთის მამა
-ერთი წუთი მაცადეთ და მოვა მოსამართლე მაშო!-აწრიპინებულ მობილურს ვავლებ ხელს. კონვერტის გამოსახულებაზე დიდი ასოებით აწერია „არ მიპასუხო“, ჰო კონტაქტის სახელი აშკარად შესაცვლელია, ნაჩქარევად ვხსნი ჟელეების მბრძანებლის მესიჯს
„რა ქენი ზღარბო ოთახს მაინც მიაგენი?-შენი გმირი“
ვიღაცას აშკარად ულიმიტო აქვს ჩართული და აღარ იცის როგორ დახარჯოს!
„რატომ ვარ ცოცხალი!“-კლავიატურაზე გადამაქვს სულის ამოძახილი
„იმიტომ რომ შენმა გმირმა გიხსნა-შენი გმირი“ -ორ წამში მიბრუნდება ბრძენკაცის ახალი ნააზრევი. მორჩა, სანამ თავს ჩამომახრჩობინებს მანამ უნდა გამოვცვალო ნომერი.
-აუ ნინელი არ მომწონს მეთქი ეგ ტიპი-ფიქრებიდან გამოვყავარ ლექსოს ხმას
-მე ნაყინის ჭამა არ მაცადე და თვითონ ნატალის დააღოღებდი მთელი დღე-დანებებას აშკარად არ აპირებს მოწინააღმდეგე. შოკოლადებით ხელში ვჯდები მაგიდასთან, რომელი მძაფრსიუჟეტიანი ფილმი შეედრება ამათ დრამას
-კაი რა როდის მერე გიყვარს მარწყვის ნაყინი?-ოჰ უსწავლია ჩამჭრელი კითხვების დასმა ფაჩულიას ძმაკაცს
-დღეიდან მიყვარს და ნუ ცდილობ თემის გადატანას-ფეხებს აბაკუნებს ცხოვრებაზე გამწარებული მინიონივით მოსიარულე ნინი.
-ერთი წუთი არ იჩხუბოთ! შოკოლადს დავამატებ და მოვალ-კისკისით მივემართები მისაღებისკენ. ზურგს უკან მოყოლებული წიკვინით თუ ვიმსჯელებთ მოპაექრეებმა აშკარად არ გაითვალისწინეს ერთგული მაყურებლის თხოვნა. სანამ შოკოლადის მარაგს დინჯად ვავსებ გარკვევით ჩამესმის კედლიდან მომავალი „ნო ვომან ნო ქრაის“ ყროყინი, საფლავში ტრიალებს საცოდავი ბობ მარლი! არა ჩემს დრამას აშკარად არ უხდება ბურდულის ღნავილი. თვალების ტრიალით ვიღებ მობილურს და ჩატს ვხსნი
„ხმა არ გაქვს, არც სმენა გაქვს, ნამუსი მაინც იქონიე და გაჩუმდი“
მწვანე ღილაკის დაჭერა და ორ წამში ვოკალის მამის დადუმება ერთია,ჰაჰ აშკარად ნახა. მზერა ახალმოსულ შეტყობინებაზე გადამაქვს
„აგრესიული ზღარბი“
სასწაული! სტატუსის მიწერა დავიწყებია! ფიქრის დამთავრებასაც ვერ ვასწრებ ისევ რომ ინთება ეკრანი წარწერით
„-შენი გმირი“
ჯანდაბა,მაინც გაახსენდა!



№1 სტუმარი gvaanc

burduli kmrad momkavs :D lekso rato ar shordebi natos she zaza pachulia kaco? :D

 


№2  offline აქტიური მკითხველი La Llorona

ეს მაშოს კი არა ჩემი გმირია. ჩემი ბურდული, ჩემი სანდრო. ძალიან მიყვარხარ და ეს ისტორია როგორც წინა სიგიჟემდე მომწონს, საუკეთესო ხარ და წარმატებწბი.
პ.ს. ზღარბი და გმირი ❤❤მიყვარს
--------------------
M.D

 


№3  offline წევრი f43i3zxv

ეპითეტის დედა ხარ რა :დ იმდენი ვიცინე განსაკუთრებით სმსები მომეწონა :დ აუ მეც მინდა 1 სანდრო :დ ლექსო შტერია :დ იმედია მალე იქნება მომდევნო და იმედია უსასრულოდ გაგრძელდება და მალე არ დასრულდება ეს ისტორია :დ ბაჩის და კატოს ამბავიც მაინტერესებს :დ

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

ეს ისტორია განტვირთვაა რა ჩემთვის.მიხარია რომ არსებობ.საყვარლები იყვნენ ძაან,განსაკუთრებით ნინი და ლექსო
--------------------
ლანა

 


№5 სტუმარი Guest თამარი

ვგიჟდები მე ამათზე❤❤❤

 


№6 სტუმარი Guest XXX

პოზიტივი

 


№7  offline მოდერი sameone crazy girl

პოზიტივის დედოფალოოოო kissing_heart

 


№8 სტუმარი nia

ნამდვილად კარგი და მხიარული ისტორიაა, მაგრამ ცოტა მოსაბეზრებელი გახდა გაუთავებელი ჩხუბი და არანაირი წინ გადადგმული ნაბიჯი... ნუ მიწყენ, უბრალოდ ბოლო აბზაცამდე იმედი მქონდა რაღაც ისეთს ამოვიკითხავდი რაც შემდეგი თავის მოლოდინს გამიასმაგებდა, ახლა კი მხოლოდ ის ვიცი რომ უსასრულოდ აგრძელებენ მხოლოდ კამათს

 


№9  offline მოდერი gonegirl

gvaanc
burduli kmrad momkavs :D lekso rato ar shordebi natos she zaza pachulia kaco? :D

უმიზეზოდ ხოარ დაშორდება :)

La Llorona
ეს მაშოს კი არა ჩემი გმირია. ჩემი ბურდული, ჩემი სანდრო. ძალიან მიყვარხარ და ეს ისტორია როგორც წინა სიგიჟემდე მომწონს, საუკეთესო ხარ და წარმატებწბი.
პ.ს. ზღარბი და გმირი ❤❤მიყვარს

დიდი მადლობა :)) ❤

f43i3zxv
ეპითეტის დედა ხარ რა :დ იმდენი ვიცინე განსაკუთრებით სმსები მომეწონა :დ აუ მეც მინდა 1 სანდრო :დ ლექსო შტერია :დ იმედია მალე იქნება მომდევნო და იმედია უსასრულოდ გაგრძელდება და მალე არ დასრულდება ეს ისტორია :დ ბაჩის და კატოს ამბავიც მაინტერესებს :დ

მინიმუმ 5 თავი მაინც დარჩა :) ბაჩო და კატო ისვენებენ ეს რომ დამთავრდება გამოვლენ სამალავიდან :))

La-Na
ეს ისტორია განტვირთვაა რა ჩემთვის.მიხარია რომ არსებობ.საყვარლები იყვნენ ძაან,განსაკუთრებით ნინი და ლექსო

დიდი მადლობა ❤

Guest თამარი
ვგიჟდები მე ამათზე❤❤❤

ესენიც გიჟდებიან მკითხველებზე :დ

Guest XXX
პოზიტივი

მადლობა ❤

sameone crazy girl
პოზიტივის დედოფალოოოო kissing_heart

მადლობა ტკბილო ❤

nia
ნამდვილად კარგი და მხიარული ისტორიაა, მაგრამ ცოტა მოსაბეზრებელი გახდა გაუთავებელი ჩხუბი და არანაირი წინ გადადგმული ნაბიჯი... ნუ მიწყენ, უბრალოდ ბოლო აბზაცამდე იმედი მქონდა რაღაც ისეთს ამოვიკითხავდი რაც შემდეგი თავის მოლოდინს გამიასმაგებდა, ახლა კი მხოლოდ ის ვიცი რომ უსასრულოდ აგრძელებენ მხოლოდ კამათს

არა საყვარელო რა უნდა მეწყინოს, ბურდულმა გადადგა უკვე არც ისე პატარა ნაბიჯი,ლექსოს რაც შეეხება კამათში იბადება ჭეშმარიტება :)) ძალიან ვწუხვარ თუ მოგბეზრდა მაგრამ ვალდებული ვარ ისე მივყვე როგორც ჩაფიქრებული მაქვს :(
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№10  offline წევრი მარიამი”

იცოდე კიდე რო დააგვიანო აგკუწავ ხანჯლით. და მიყვარხარ ძალიან...P.S.სხვათაშორის პირველი ხარ ვისაც მიყვარხარ უთხარი,თან ისიც გოგოს laughing

 


№11  offline წევრი neilo

ძალიან მახალისებს ეს ისტორია,ყოჩაღ!

 


№12  offline წევრი Indigo

აუ ამათ დაადგეთ საშველი და არ მინდა მე მეტი არაფერი! ეს ამხელა ზაზა ფაჩულია კაცი ესეთი ბოთე რატოა? ცოტაც და მე შევუხტები და მე ავუხსნი ნინელის ამის მაგივრად სიყვარულს. joy joy ბოთე ეს! sweat
ეს ბურდული მართლა კატასტროფაა. ნუ მიწვალებს ჩემ მაშუნას! angry angry
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№13  offline წევრი kethrine

მიყვარს კატოც, ბაჩიც, ლევანიც, ლიკაც, ნინელიც,ლექსოც,მაშოც და სანდროც, მაგრამ..... აი შენ რომ ხარრრ??!! აი ეგ სხვაა რა ..... მხიარული მარწყვი და პოზიტიური მურაბა ხარ smile ❤❤❤❤❤❤❤❤❤
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№14 სტუმარი Guest მარიამი

მომკალით ვინმეემ რამდენი ვიცინეე აუუ ლექსოო რა საძაგელიაა რაა არ დაუთმო ნინელიი შეუტიეე მაშოზე ვგიჟდები რაა ბურდული რა საყვარელიაა მიყვარს ესენი მეე რა კაი იყოო კარგად ვიმხიარულე

 


№15  offline წევრი Salivan

საშინლად ვერთობი. ოღონდ მართლა. ძაან პოზიტიური ხარ და პერსონაჟებიც ჩასაბჟირებელი გყავს. თუმცა მომკალიდა ნინელის და ლექსოს ისტორია უფრო მომწონს. იმ ორ სამკურნალოსთან ყველაფერი ისედაც გარკვეულია. ასე რომ ოდნავ მაინც ჩახლართ-ჩამოხლართე მეტი ექშენისთვის:))) მაგარი გოგო ხარ და ნუ აგვიანებ.

 


№16  offline წევრი gogona tbilisidan

ნინელი და ლექსო ყველაზე ფეშენ წყვილი აჰაჰააჰა joy joy heart_eyes სანდრო და მაშოც სიყვარულები არიან)) blush აი ეს ზურა მაღიზიანებს და ნატა თუ ვიღაცა და რა ვქნა?? grin მალე არ დაასრულო რა და მალე დადე relieved

 


№17  offline წევრი Nina13

მალე დადე ძაან კაია heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№18  offline მოდერი gonegirl

მარიამი”
იცოდე კიდე რო დააგვიანო აგკუწავ ხანჯლით. და მიყვარხარ ძალიან...P.S.სხვათაშორის პირველი ხარ ვისაც მიყვარხარ უთხარი,თან ისიც გოგოს laughing

გამოცდების ბრალია ისინი აკუწე smile პირველობა მომეწონა relaxed smile
neilo
ძალიან მახალისებს ეს ისტორია,ყოჩაღ!

ძალიან მიხარია :)
Indigo
აუ ამათ დაადგეთ საშველი და არ მინდა მე მეტი არაფერი! ეს ამხელა ზაზა ფაჩულია კაცი ესეთი ბოთე რატოა? ცოტაც და მე შევუხტები და მე ავუხსნი ნინელის ამის მაგივრად სიყვარულს. joy joy ბოთე ეს! sweat
ეს ბურდული მართლა კატასტროფაა. ნუ მიწვალებს ჩემ მაშუნას! angry angry

შეუხტი იქნებ უშველო smile
kethrine
მიყვარს კატოც, ბაჩიც, ლევანიც, ლიკაც, ნინელიც,ლექსოც,მაშოც და სანდროც, მაგრამ..... აი შენ რომ ხარრრ??!! აი ეგ სხვაა რა ..... მხიარული მარწყვი და პოზიტიური მურაბა ხარ smile ❤❤❤❤❤❤❤❤❤

დიიდი მადლობა blush
Guest მარიამი
მომკალით ვინმეემ რამდენი ვიცინეე აუუ ლექსოო რა საძაგელიაა რაა არ დაუთმო ნინელიი შეუტიეე მაშოზე ვგიჟდები რაა ბურდული რა საყვარელიაა მიყვარს ესენი მეე რა კაი იყოო კარგად ვიმხიარულე

უტევს უტევს smiley
Salivan
საშინლად ვერთობი. ოღონდ მართლა. ძაან პოზიტიური ხარ და პერსონაჟებიც ჩასაბჟირებელი გყავს. თუმცა მომკალიდა ნინელის და ლექსოს ისტორია უფრო მომწონს. იმ ორ სამკურნალოსთან ყველაფერი ისედაც გარკვეულია. ასე რომ ოდნავ მაინც ჩახლართ-ჩამოხლართე მეტი ექშენისთვის:))) მაგარი გოგო ხარ და ნუ აგვიანებ.

თქვენზეა რომელი უფრო მოგეწონაბათ blush დიდი მადლობა, ვეცდები მალე დავდო relaxed
gogona tbilisidan
ნინელი და ლექსო ყველაზე ფეშენ წყვილი აჰაჰააჰა joy joy heart_eyes სანდრო და მაშოც სიყვარულები არიან)) blush აი ეს ზურა მაღიზიანებს და ნატა თუ ვიღაცა და რა ვქნა?? grin მალე არ დაასრულო რა და მალე დადე relieved

არ დავასრულებ მალე და ვეცდები მალო დავდო relaxed
Mariiiiami
აუუუუ ლექსოზე მეკეტებააა!!!!ძააან მაგარი ბიჭიაა პროსტა :დდ მარა ნატოს გავჩეჩავვ
აუუ მაშოს ზოგ კომენტარზე ისე ვიცინოდიი :დდდდ
ნუ მაგარი თხეულია რააა
თან ის გამიხარდა რაღაცნაირად აი ნინელისაც რო დაუახლოვდა და იმედი მაქ მალე იქცევა ერთ სამეგობროდ და რამე რააა :დდდდდდ სუპერრ წყვილი პროსტა
წყვილი კი არა წყვილებიი :დდ
გელიიი გელიი და გელიი

დააწყვილეთ ხომ უკვე smile არაუშავს ავრევ smiling_imp
Nina13
მალე დადე ძაან კაია heart_eyes heart_eyes heart_eyes

დიდი მადლობა blush
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№19  offline წევრი ninuca)))

ძალიან მაგარი იყო.
ბევრი ვიცინე :დდ
ველოდები შემდეგ თავს
და არ დააგვიანო.
მაშო და მაშოს გმირი მომიკითხე :დდ
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

 


№20  offline მოდერი gonegirl

ninuca)))
ძალიან მაგარი იყო.
ბევრი ვიცინე :დდ
ველოდები შემდეგ თავს
და არ დააგვიანო.
მაშო და მაშოს გმირი მომიკითხე :დდ

მაშომაც მოგიკითხა და ასე გადაეცი თვითმარქვია გმირია ეგო :დ
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№21 სტუმარი Guest ნატა

ძაან ტკბილად რომ წერ გითხრა ვინმემ?

 


№22  offline მოდერი gonegirl

Guest ნატა
ძაან ტკბილად რომ წერ გითხრა ვინმემ?

იიჰ ❤❤
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№23 სტუმარი პოვვრვოტვ

შემდეგ თავს როდის დადებ?

 


№24  offline მოდერი gonegirl

პოვვრვოტვ
შემდეგ თავს როდის დადებ?

კვირას საღამოს, არ ჩამქოლოთ 2 შუალედური მაქვს ხვალ და ვამთავრებ )
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№25  offline მოდერი gonegirl

Lollipop :))
არ ვიცი რა ვთქვა.
სიტყვებიც ზედმეტია
უმაგრესი გოგო ხარ ❤

ძალიან დიდი მადლობა kissing_closed_eyes
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№26  offline წევრი Indigo

gonegirl

Indigo
აუ ამათ დაადგეთ საშველი და არ მინდა მე მეტი არაფერი! ეს ამხელა ზაზა ფაჩულია კაცი ესეთი ბოთე რატოა? ცოტაც და მე შევუხტები და მე ავუხსნი ნინელის ამის მაგივრად სიყვარულს. joy joy ბოთე ეს! sweat
ეს ბურდული მართლა კატასტროფაა. ნუ მიწვალებს ჩემ მაშუნას! angry angry

შეუხტი იქნებ უშველო smile

რო შემეძლოს, მართლა შევუხტებოდი, მაგრამ არ მძალუძს და რა ვქნა? joy joy
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№27  offline წევრი Kukrali

Rodis dadeb axalss :(

 


№28  offline მოდერი gonegirl

Kukrali
Rodis dadeb axalss :(

გავაგზავნე უკვე, ახლა ადმინებმა უნდა დადონ )
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№29  offline აქტიური მკითხველი terooo

ეს თავი მართლა ძალიან მომეწონა

 


№30 სტუმარი ❤❤❤

სასწაულია!♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent