შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აგნესა


26-04-2017, 23:16
ავტორი toroo
ნანახია 1 493

-შემომხედე, შემომხედე-მეთქი შე უქნარავ...არა უყურე მაინც როგორ გაშხლართულა ეს მოსასპობი ამ დივანზე, აწიე ერთი ადგილი და მომეხმარე შე ბოთე იქნება გეშველოს რაღაც მაინც
-რა გინდა ადამიანო? რა ეშმაკები არ გასვენებენ გოგო?
-უი, ეშმაკს მოგცემ და დაგცემ მაგ გარიჯგვინებულ თავზე, დოყლაპიავ...ჩამოეხეთქებიან ახლა უმადური ლაწირაკები და სდიე კუდში, რომელს რა მოუნდება და რა გაუხარდება
-ჩვენი სინსილა გაწყდა დაია? თუ რა გინდა?
-არ მინდა ახლა მე აქ თბილისელი კაი ბიჭობები და იგი, ჩაეთრევიან ხოლმე სასწავლებლად ორი წელი და ეგ გონიათ კაცობა და სვეცკობა, არიქა ყავის წრუპვას გადაჰყვა ბაბუაშენი სერაფიმე ხო იცი მთელი ცხოვრება...
-ოოო რაზე გელაპარაკო-ზლაზვნით დგება ჩემი ბეყე ძმა და ორმეტრიან კარებს მთელი ძალით ეჯაჯგურება.
-მომინდომებენ ახლა აქ კოფეპიწიაობას და უყურე ამათ ჯღანვას-ჩემთვის ვდუდღუნებ და თან დივანზე ბალიშებს ვაფუმფულებ.-როდის მოეგება ეს ბიჭი გონს და წესიერად მოქცევას დაიწყებს-ვეკითხება ჩემს თავს მეათასედ და ამდენადვე ვიცი პასუხი, რომ არასდროს არ იქნება ჩემი ძმა ნორმალური.
***
სოფელში გაგანია ზაფხულია, მთის წვეროდან მწველი და თაკარა მზე ამოეკერება ხოლმე დილაობით და სანამ ხუთ საათს არ გადასცდება იქამდე ატრიალებს თავის ჯადოსნურ ჯოხს, სოფელი აქტიურია და ხმამაღალი, აქ იუმორი სავიზიტო ბარათია ყველასთვის. დიდი და ბედნიერი ოჯახებით არის გადაპენტილი სოფელი მურიშა. აქ ყველას უყვარს ჩამოსვლა და ყველა უყვარს ამ სოფელს. თითოეულს ეფერება თავისი მადლიანი ხელებით, მოსავალიც კარგი იცის და საქონელიც ამაყად ძოვს მის ბალახს.
სოფელს არ ავიწყდება ის ტრაგედია, რომელიც ხუთი წლის წინ მოხდა, დიდი ხმაური იყო აქაოდა ელიზბარს ცოლი მოჰყავსო დიდიან-პატარიანად ყველა აქაქანდა.
საამაყო სუფრაც გაიშალა და როგორც ჩვევიათ ხოლმე ზუგდიდის დიდ დარბაზში გამართულ ნადიმზე ხალხი სპეციალური ავტობუსებით წარეკეს.
ერთ-ერთ ასეთ ავტობუსს კი ავარია მოუვიდა, მძღოლმა მხოლოდ იმათი გადარჩენა ვერ მოახერხა ვინც მის მოპირდაპირე მხარეს ისხდნენ, ასე გარდაიცვალა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, ნინო და ვანო, მოსიყვარულე და სამაგალითო წყვილი.
ორი შვილი ჰყავდათ...კოკა და აგნესა...კოკა 2 წლით იყო უფროსი, იმ დროს ავტობუსში იმყოფებოდა და მხოლოდ ფეხი მოსტყდა, აგნესა კი სახლში ბებიასთან ერთად ერთობოდა.
ვერ დაივიწყეს აგნესას განწირული კივილი, ტიროდა დედ-მამას ისე, როგორც დიდი ქალი. მის პატარა გულს ესმოდა რაოდენ მძიმე იყო მშობლების დაკარგვა.
იცოდა დედა დილით არ გააღვიძებდა და ლამაზს არ დაუძახებდა, იმასაც ხვდებოდა, რომ სახლში მთვრალი მოსული მამა ფულს არ აჩუქებდა.
მისი ძმა კი ამაყად იდგა, თითქოს არ უნდოდა მისი გულისტკივილი ვინმეს დაენახა, სიცარიელეს ხედავდა აგნესა მის თვალებში. მშობლების სული ტრიალებდა მათ გარშემო და ანუგეშებდათ რაც ძალი და ღონე ჰქონდათ.
დიდხანს ვერ მოიშორეს დაძაბულობა და მოწყენილობა და-ძმამ. შემდეგ კოკამ ეროვნულებზე ასახელა ოჯახი და თითქოს ისევ დაუბრუნდა გოგონას სიცოცხლე. ამაყობდა ძმით.
ხშირად ჩხუბობდნენ, მაგრამ ყველამ იცოდა აგნესას გული და კოკას სიყვარული დის მიმართ, ამიტომაც უყვარდა ობლად დარჩენილი ბავშვები მთელს სოფელს.
ბებიას პენსიას და სოციალურ დახმარებას თვითდან-თვემდე ძლივს იმყოფინებდბენ, მაგრამ შემდეგ აგნესამ გონივრული გადაწყვეტილება მიიღო, ჯერ კიდევ მეათე კლასში დაგროვებული დანაზოგით ორი მეწველი ძროხა იყიდა და მათი მეშვეობით ბაზარზე ყველისა და რძის პროდუქტების გაყიდვა დაიწყო.
ოჯახიც ნელ-ნელა ფეხზე წამოდგა. აგნესა კარგად არ სწავლობდა, მათემატიკისა და სხვა ტექნიკური საგნების არაფერი გაეგებოდა, მაგრამ წიგნები უყვარდა. განსაკუთრებით კი რომანტიული ჟანრის.
მისი გარეგნობა უცნაური იყო, ყოველთვის ორი ზომით დიდი ტანსაცმელი ეცვა, გრძელი შავი ნაწნავი გადაეგდო ხოლმე გვერდზე, დიდრონი ცისფერი თვალები ჰქონდა, რაც მის კუპრივით თმასთან ძალიან ეგზოტიკურ გარეგნობას სძენდა. ნამდვილი შავი პანტერა იყო ხორბლისფერი კანით.
-საჰოლივუდე ფერი გაქვსო-ეტყოდა ხოლმე მისი კლასელი და მეგობარი ნინო, მაგრამ აგნესას არ აინტერესებდა მზგავსი „გოგოშკური“ თემები. ყოველთვის სხვაგან იყო.
აგნესას ბებიას ლუიზა ერქვა, მაგრამ შვილიშვილებმა სახელი შეუმოკლეს და ლუკა დაარქვეს, ამასხარავებდნენ ამ ხნის ქალს, ნამდვილად არ სწყინდა კეთილ ბებოს ეს უწყინარი ხუმრობა, პირიქით, შეეჩვია კიდეც მზგავს გამოხტომებს და სიამოვნებდა ხალისიან შვილიშვილებს, რომ უყურებდა.

***
-თითქოს საქმე არ მაკლდა რა, უღრიჭე და უღიმე ჩემი ძმის დებილ ძმაკაცებს, თან ეს გამოცდები, თან ეს ბაზარი-ჩემთვის ვფიქრობ და თან ოთახის ხვეტას განვაგრძობ-მაინც რამხელაა ეს ოთახი ვეღარ გავედი ბოლოში.
-ჩქიმ ჭიჭე დაია მუს ორთუქ?-კოკა შემოდის ოთახში და უკნიდან მეხუტება.
-რას მესიაფანტები აა? რა გინდა? ჩამოვიდნენ შენი ცინგლიანი კურსელები?-წუპაკი სახით ვუყურებ და წარბსაც არ ვხრი.
კოკა მოულოდნელად დაღვრემილ სახეს იღებს და დანაშაულის გრძნობაც ლოყებს მიწითლებს-აშკარად ზედმეტი მომივიდა-ვეუბნები ჩემს თავს და ძმას ვუახლოვდები.
-კარგი ხო ბოდიში, ხო იცი როგორი ენა მაქვს, ჰა მართლა ჩამოვიდნენ?
-ერთ საათში ჩამოვლენ-მოკლედ მპასუხობს და მიღიმის
-მესიაფანტე ხო? არა რა მერამდენედ ვიჯერებ, მართლა მეგრელი აფერისტი ხარ-ვწიწმატდები და თვალებს ვაკვესებ.
-ვუი, ვუი მტრის ოჯახში შედი შენ ძალიან გთხოვ და აშენდები, იქ იწყევლე და იგრგვინე ჩემო წამპალო დაიკო-ენას მიყოფს და სახეზე მსუბუქ სილას მარტყამს, ვცოფდები და გაგიჟებული მივსდევ ცოცხით.
-ააააა, ბეეე უთხარი ამ ქაჯს რამე, ბებიაააა- კოკა თან მირბის და თან სიცილით კვდება, მე კი მთელი ძალით მივრბივარ და ბოლოს ცოცხს ვესვრი
-აი შენ, მეტის ღირსი ხარ-ბოროტულად ვიცინი და კოკას აწითლებულ სახეს ვაიგნორებ.
-რა გჭირთ ააა? ამ ხნის ბავშები როგორ ვერ უნდა დაგტოვოთ მარტო? შეიძლება სულ ჩხუბი და წიოკი?-ლუკა შემოდის ოთახში და თან ხელებს იქნევს.
-ამან დაიწყო-ვეუბნები კოკაზე და ენას ვუყოფ ძმას
-ამან დაიწყო-ხმას იწვრილებს და მაჯავრებს-თხა არის რა ჩემი ბრალია ყველაფერზე იჭრება?
-რას შვება?- გაკვირვებული კითხულობს ქალი და მე და კოკა ერთმანეთს ვუყურებთ.
მერე ორივეს ერთად გვიტყდება ხარხარი და ყველაფერი გვავიწყდება.
-ორი სულელი, ვაი ჩქიმ ცოდა-ქოთქოთებს ბებია და ოთახიდან გადის-რომელზე მოდიან ის შენი ბავშვები? ღომი დავადგა უკვე?-ტანს ნახევრად ყოფს და გადაბჟირებულ კოკას ეკითხება.
-კი ბებია, მალე მოვლენ დაადგი და ცხელი დაახვედრე-სერიოზულ სახეს იღებს ჩემი ძმა და მზერას მისწორებს.
-უუფ კარგი ზაფხული იქნება-იზმორება და ამთქნარებს.
-ხო აბა რა -ჩუმად ვჩურჩულებ და სამეცადინოთ მეორე სართულზე ავდივარ.

****
-აგნეეეეეეეეეეს, აგნეეეეეს-ყურებში ღრიალი მესმის და სასწრაფოდ ვუბრუნებ პასუხს
-რა დოზანა გინდა?
-ჩააააამო რაა-რის ვაი-ვაგლახით ჩავდივარ კიბეებზე და ჰამაკში წამოსკუპებულ ჩემს ძმას ვუყურებ.
-წყალი მომიტანე-ყბა მივარდება
-შენ რა იმიტომ ჩამომიყვანე მეორე სართულიდან და ასე იმიტომ ღრიალებდი, რომ გვერდითა ოთახში გასვლა გეზარება?
-ხო-მოკლედ მპასუხობს და „მერე რა მოხდა“ თვალებით მიყურებს, აშკარად გიჟია და არ არის დალაგებული, კი ვიცოდი, მაგრამ ამჯერად ორმაგად ვრწმუნდები.
-ღმერთო რა დავაშავე-წუწუნით გავდივარ სამზარეულოში და წყალს დიდ ჭიქაში ვუსხამ, რომ გამოსკდეს და მეორეჯერ აღარ დამიძახოს.
-ოოო გაიხარე-ერთი მოყუდებით ცლის ცივ წყალს და ისევ არხეინად წვება.
რაღაცის თქმა მინდა, მაგრამ თეთრად შეღებილ ჭიშკართან ჯიპი დგება და ასიგნალებს, რომ კარები გავუხსნათ და შემოვუშვათ.
-ვინ არიან?-დაბნეული ვკითხულობ და მახსენდება, რომ ვაჟბატონის კურსელები დღეს ჩამოდიან.
-ჩემები, აეეე ჩემები, ბიჭებოოოო-ჩემი ძმა გიჟივით ხტება და მთელი სისწრაფით მიდის ჭიშკარის გასაღებად.
ეზოს კუთხეში ჩერდება მანქანა და იქიდან სამი ბიჭი გადმოდის ნელ-ნელა.
აქედან ორი ერთმანეთს გავს და ვხვდები აუცილებლად ძმები არიან ხოლო მესამე რადიკალურად სხვანაირია, მოსლავო გარეგნობის ტიპაჟია.
მიახლოვდებიან და ვერ ვხვდები რატომ მაგრამ ხელებს კაბის კალთებზე ვიწმენდ.
-დაია გაიცანი, ეს ჩემი კურსელები თენგო და ზაზა არიან, ეს მოსკვიჩი კიდევ გიორგი დადეშქელიანია.
-სასიამოვნოა-მორცვად ვუწვდი თითოეულს ხელს და ჩუმად ვიღიმი.
-ჩვენთვისაც-ყველა ერთხმად მპასუხობს თითქმის და ამით სრულდება გაცნობის მთელი რიტუალი.
ბიჭები სახლში შედიან მე კი ჭისკენ მივდივარ და სათლს ვუშვებ სიღრმისკენ. ჩემი ძმის მეგობრები მგონი ნორმალური ბიჭები ჩანან, მაგრამ ვიცი მე კაცების ხასითი, აქა-იქ მიყრიან ტანსაცმელს, ფეხსაცმელს დალევენ და ბრტყელ-ბრტყელი სადღეგრძელოებით ამიკლებენ. მერე როგორ უყვართ ჭამა, სულ კუდში უნდა სდიო როდის რა მოუნდებათ.
ნელ-ნელა ვეზიდები წყალს და უკნიდან ხელის შეხება მაჩერებს, არ ვიცი რატომ მაგრამ ჩემთვის ჯერ არ განცდილი გრძნობა მეუფლება და უკან სწრაფად ვიხედები.
-დაგეხმარები-სასიამოვნო ხმით მეუბნება ბიჭი, რომლის სახელიც ვერ დავიმახსოვრე და მეც მის უძირო თვალებში ვლივლივებ.
-რა ფერის თვალები აქვს?-ვეკითხები ჩემს თავს და მხოლოდ ახლა ვაცნობიერებ, რომ ორი წუთია ჩუმად ვაშტერდები ბიჭს, რომელსაც არც ვიცნობ.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგია.ამ ისტორიით არ მოგვაწყენ ხო?გამიხარდა რომ დაგვიბრუნდი,მაგრამ კარგად დაასრულე რა
--------------------
ლანა

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ამ ისტორიას არ აგრძელებ?

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინა

ეს ისტორია დასრულდა?თუ დაველოდოთ გაგრძელებას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent