შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სადღაც შორს... მთებში თავი 34


27-04-2017, 09:11
ავტორი katiusha
ნანახია 6 154

სოფომ პატარა ეტლიდან ამოიყვანა და საავადმყოფოში შევიდა. . ბედნიერმა აიარა კიბეები. გზაში ყველას ესალმებოდა. პატარა დემეტრეც თითქოს გრძნობდა მამის სიახლოვეს, მოუსვენრობა დაეტყო და გოგო ძლივს აკავებდა ხელში. პალატის კარი მხიარულად შეაღო და დაიძახა.
-მამიკოოო ჩვენ მოვედით.
-ჩემი პატარა ვაჟკაცი. ჩემი მზე და მთვარე მოვიდა,-გაეღიმა ბექაურს და ბავშვი გამოართვა
-მოდი ჩემთან მამიკოს სიამაყე,მამიკოს ბედნიერებავ. გულში ჩაიხუტა და ერთიანად დაუკოცნა ლოყები. ბავშვი ბედნიერი ჭყლოპინებდა და ხელებს სასაცილოდ შლიდა. სოფო უყურებდა მათ და გული სიხარულით ევსებოდა. როგორც იქნა მის ცხოვრებაში ყველაფერი დალაგებული იყო. ახლა შეეძლო დაეფიცა რომ ამაზე დდი ბედნიერება არ არსებობდა. გვერდით ჰყავდა ყველა საყვარელი ადამიანი. ასრულებული ჰქონდა ყველა ოცნება. ისიც კი რომელიც ეგონა რომ არასოდეს ასრულდებოდა. ჰყავს შვილი, ჰქვია დედა, ცოლი და მეგობარი, მეტი რა უნდოდეს ქალს ცხოვრებაში?
-პატარა დედიკომ მგონი მოიწყინა...გახედა რეზიმ სოფოს და ხელით ანიშნა მასთან მისულიყო. გოგო მიუახლოვდა დ მის საწოლთან გაჩერდა.
-არ მაკოცებ?იცი როგორ მომენატრე. თვალი ჩაუკრა რეზიმ და წელზე მოხვია ხელი. სოფო დიახარა და ტუჩებზე ვნებიანად აკოცა.
-მეც ძალიან მომენატრე. იცი როგორ მიჭირდა უშენოდ?
-ვიცი ჩემო ლამაზო და მაპატიე კარგი? შენ უნდა გცოდნოდა ყველაფერი, უნდა ამეხსნა და ეს არ მოხდებოდა რაც მოხდა.
-სამაგიეროდ ერთი დადებითი მაინც მოჰყვა ამ ამბავს, თვალით ანიშნა ბავშვზე, რომელიც მამის კალთაში გემრიელად მოთავსებულიყო და გატრუნული უსმენდა მათ საუბარს. თითქოს ყველაფერი ესმოდა.
-გახსოვს რომ შეგპირდი ერთად ამ ოცნებასაც ავისრულებთო?აი ხომ ხედავ?შენ დედა ხარ უკვე, მე კი მამა და ჩვენ ამ პატარა სასწაულის მშობლები ვართ. ბიჭმა ჰაერში შეათამაშა, რასაც დემეტრეს სიცილი მოჰყვა.
-ფრთხლილად ახალი ნაჭამია. -სოფო რეზოს გვერდით მოკალათდა საწოლში და გულზე მიეხუტა.
-იცი მე მჯეროდა რომ შენ გონს მოხვიდოდი, არ დაგვტოვებდი, არ გაგვიმტებდი იმ ტკივილისთვის რასაც უშენობა მოიტანდა. მე მჯეროდა რომ ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად გაახელდი თვალს და ჩვენთან დაბრუნდებოდი.
-ალბათ როგორ გიჭირდა უჩემოდ და როგორ იტანჯებოდი, ჩემო პატარა. ხელი მოხვია ბიჭმა
-თავიდან კი, მაგრამ მერე თითქოს შევეჩვიე, თავი დავაჯერე რომ შენ სადღაც იყავი წასული და მალე ჩამოხვიდოდი. ყოველ საღამოს ვიხსენებდი შენთან გატარებულ დღეებს და ამ დღეებით ვსულდგმულობდი. ამ ბედნიერი წამებით...
-აღარასოდეს მიგატოვებთ, გეფიცებ მთელი ცხოვრება ერთად ვქნებით და უარს არ ვიტყოდი თუ კიდევ გავიზრდებით ოჯახში. -გაეცინა ბიჭს
-მაგრამ ჩვენ ჯერ არც კი დავქორწინებულვართ.
-ეგ ოცნებაც მალე აგისრულდება, დამაცდე გამოვიდე აქედან .
-თქვენ რა დღეში ხართ? ხელი ხომ არ შეგიშალეთ?-შემოაღო პალატის კარი დათამ
-არა დათა შემოდი.
-ამას კიდევ გათამამება უნდა რძალო?ისედაც ხომ ხედავ განცხრომაშია ბიჭი.
-დათა მაბრაზებ.
-მამაშენს ძალიან შეეცვალა ხასიათი და უჟმური გახდა დემე. და ხომ არ უნდა ისევ გავაჩუმოთ?-ისე ჰკითხა ბიჭმა ბავშვს თითქოს დანარჩენები იქ საერთოდ არ ყოფილიყვნენ. სოფოს ეცინებოდა. რეზო დაიბოღმა
-რა სახე გაქვს?ადექი სახლში მივდივართ. გაგწერეს უკვე. ახარა ახალი ამბავი დათამ. ბექაურმა ვერ დაიჯერა.
-ხო. ადე, ადეე მივდივართ. მომეცი ბავშვი. შენ სოფო მოგეხმარება წამოსვლაში. დათამ ჰაერივით მსუბუქად აიტაცა ხელში დემეტრე და მიაძახა.-გარეთ დაგელოდებით.
რეზო მძიმედ წამოდგა საწოლიდან. სიარული უჭირდა. სოფო მხარქვეშ ამოუდგა. ცალი ხელით დაეყრდნო. მეორეში ჯოხი დაიჭირა და ნელი ნაბიჯებით წავიდნენ ისინიც გასასვლელიკენ...

ოთხი თვით ადრე....

-მიდი სოფო მიდი. უკვე დაიბადება. მალე დაიბადება. ამხნევებდა ანა გოგოს. აგერ უკვე რამდენი საათია გოგო სამშბიარო ტკივილებისგან იტანჯებოდა. პატარა კი სამყაროში მოვლინებას აჭიანურებდა.
-ახლა ვხვდები რა დღეში იყავი შენ როცა მე ვმშობიარობდი. თამუნას მეგობრის ხელი ეჭირა და გვერდით ედგა ბოლო წუთებამდე. დათამ რომ დაურეკა სოფოს მშობიარობა დაეწყოო გიჟივით გამოვარდა და მაშინვე მოითხოვა მის გვერდით ყოფნა. ან რა გააჩერებდა გარეთ.როცა იქ შიგნით ის ასეთ დღეში იყო...
-თამო აღარ შემიძლია, მართლა ვეღარ ვუძლებ.-მიშველე რამე. საკეისრო გამიკეთეთ. შეევედრა გოგო
-ხომ იცი რომ ახლა უკვე გვიანია. ახლა ძალა მოიკრიბე და დაეხმარე ანას. ხომ არ გავიწყდება მე ორი ერთად გავაჩინე? -გაუღიმა გოგომ
-ყოჩაღ შენ, ახალ ვხვდები რა გმირულად გაუძელი. სოფომ მეტი ვეღარ გააგრძელა,ტკივილის შეტევის მორიგმა ტალღამ დაუარა და იგრძნო რომ ბავშვი იბადებოდა....

-ირაკლი ექიმო. რეანიმაციაში რომ პაციენტია რაღაც ემართება. არაფერზე აღარ რეაგირებს. ექთანი ყვირილით შეიჭრა მთავარი ექიმის კაბინეტში. ირაკლი დაბნეული წამოხტა და სწრაფად გაჰყვა უკან. რამდენიმე წამში ბექაურის საწოლთან იდგა და აპარატურების ეკრანს მისჩერებოდა .თითქოს ყველაფერი წესრიგში იყო, მაგრამ დროდადრო წნევა და გულისცემა ვარდებოდა,უცებ კი ყველანაირი დახმარების გარეშე უბრუნდებოდა ნორმას.
-მინდა დავიჯერო რომ სასწაული ხდება და გონს მოდის.. ჩაილაპარაკა დაბნეულმა ირაკლიმ. პირველად თავის პრაქტიკაში არ იცოდა რა გაეკეთებინა...

" ბიჭმა მანქანა გააჩერა და გადავიდა. სახლისკენ წავიდა. ეზოში დათა დაინახა მამამისს ელაპარაკებოდა. გვერდით რომ ჩაუარა არც ერთს არ შეუმჩნევია მისი იქ ყოფნა. ოთახში თამუნა დაინახა პატარებს აჭმევდა და თან ღიღინებდა. იქაც ჩაიარა და საძინებილის კარი გააღო. უეცრად სხვა სამყაროში აღმოჩნდა. ყველაფერი სამშობიარო ბლოკს ჰგავდა. სადღაც შუაში ნათელი დაინახა. სავარძელში სოფო შეამჩნია. ახლოს მივიდა და დაინახა რომ ის მშობიარობდა. ბიჭს სახე გაუფითრდა. თვალებში შიში ჩაუდგა როცა დაინახა სოფოს როგორ უჭირდა. როგორ უნდოდა მის გვერდით ყოფილიყო და დახმრებოდა. ეგრძნო გოგოს რომ მის გვერდით იყო. ვერაფერს აკეთებდა. თითქოს ერთიანად სადღაც გალიაში გამოამწყვდიეს. თოკები იჭერდნენ, მასში დაიხლართა..... მერე ბავშვის ტირილი შემოესმა. ნათლად დაინახა სოფო როგორ იხუტებდა ჩვილს მკერდზე ეწვინა და ეფერებოდა. უნდოდა დაეძახა აქ ვრო. პირს აღებდა მაგრამ ხმა არ ამოსდოდა... უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და თვალები გაახილა....
-კთილი იყოს შენი დაბრუნება ბექაურო... გაუღიმა საწოლთან მდგარმა ახალგაზრდა ექიმმა. დაიძაბა. ვერ მიხვდა რა ხდებოდა და სად იყო.
-სად ვარ?
-საავადმყოფოში ხარ. ვერ მიცანი?ირაკლი ვარ..
რეზო მიაჩერდა. გონება დაძაბა და მასში ის ექიმი ამოცნო რამდენიმე თვის უკან სოფოს რომ უმკურნალა და გოგომ რომ უთხრა ჩემი მეგობარიაო. ირაკლიმ გასინჯვა და გამოკითხვა დაუწყო რომ მისი მდგომარეობა შეეფასებინა, უცებ კარი ხმაურით გაიღო და ექთანი შემოვიდა.
-ირაკლი სოფო გიგაურმა იმშობიარა ახლახანს. ვაჟი შეეძინა.
ირაკლი რეზოს გადახედა, რომელიც ნათქვამს ვერ იჯერებდა.
-რაო რათქვა ახლა მან?
-ხო რეზო. შენ რამდენიმე თვეა კომაში იყავი. ამ დროს კი სოფო ორსულად იყო და მან რამდენიმე წუთის უკან იმშობიარა. ვაჟის მამა გახდი ბექაურო. გილოცავ მემკვიდრის დაბადებას...ირაკლიმ მეგობრულად მოუთათუნა მხარზე ხელი ჯერ კიდევ გაოგნებულ რეზოს. ახლა მიხვდა რატომ ესიზმრა ის სიზმარი და რასაც ნიშნავდა...
მერე ყველაფერმა ფილმის კადრებივით ჩაიქროლა.... პატარა დემეტრეს დაბადებით გამოწვეულ სიხარულს რეზოს გონზე მოსვა მოჰყვა და აღსანიშნავი მიზეზიც უამრავი დაუგროვდათ. სოფომ რომ გაიგო რეზო გონს მოვიდაო დამუნჯდა და ხმას ვერ იღებდა ბედნიერებისგან... მაშინვე მოთხოვა მასთან წამიყვანეთო.. სავარძელში ჩასვეს და ირაკლიმ პირდაპირ მის პალატაში მიაბრძანა პატარასთან ერთად... გოგო ვერ იჯერებდა რომ ეს მართლა მოხდა და მითუმეტეს მაშინ როცა ის მშობიარობდა.
-ესეც ჩვენი ოთხკილოანი ვაჟკაცი. გაუცინა და ბავშვი მიაწოდა. ბიჭმა ფრთხილად გამოართვა და მისდაგასაოცრად მოხერხებულად დაიჭირა.
-მამას ვაჟკაცო. უთხრა და ლოყაზე აკოცა. ბავშვამც საოცარი რეაქცია გამოავლინა. პაწაწინა თითები მის საჩვენებელ თითს მოხვია და აღარ უშვებდა..
-რატომ არ მიკვირს.-გაეცინა სოფოს.-როგორც კი აქ მოვიდოდი ისეთ დღეში იყო მუცელში ძლივს ჩერდდებოდა.
-ეს ეს.. დაუჯერებელია სოფო.. ვერ ვიჯერებ..ნუთუ ჩვენ შვილი გვყავს...
-როგორც ჩანს იმ ღამეებმა მშვენიერი შედეგი მოიტანა.
-ამაზე ყოველთვის ვოცნებობდი და აი შენ ის ამიხდინე. მადლობა ამ სასწაულითვის ჩემო ლამაზო. რეზომ სიყვარულით სავსე თვალებით შეხედა.
-ეს შენ გიხდი მადლობას ამ ყველაფრისთვის...
დიდხანს საუბრობდნენ შეყვარებული წყვილი. დემეტრეს განაბულს ეძინა მამის მკლვებში სანამ არ მოშივდა. მერე ატირდა. სოფომ გამოართვა და ბავშვი საჭმელად მოამზადა. პატარა მაშინვე წაეტანა დედის რძეს და გაჩუმდა. რეზო მათ უყურებდა და გულში რაღაც აქამდე უცნობს და ამოუხსნელ გრძნობას აძლევდა დასაბამს. ეს ის მომენტი იყო რისთვისაც სიცოცლის დათმობაც კი უღირდა. მისი საყვარელი ქალი და შვილი გვერდით ჰყავდა...
რამდენიმე დღეში სოფო სახლში გაწერეს. რეზო კი გაურკვეველი დროით საავდმყოფოში დარჩებოდა. მას სიარული უჭირდა. იმ ტრამვებს უშედეგოდ არ ჩაევლო და მოძრაობის დროებითი პარალიზება გამოიწვია. კარგი ის იყო რომ მალე აღდგებოდა ეს ყველაფერი ფიზიოპროცედურების შემდეგ..
სახლში უფროსმა ბექაურმა უზარმაზარი წვეულება მოაწყო. ბოლოსდაბოლოს მემკვიდრე დაიბადა და ასე მარტივად არ დასრულდებოდა ეს ყველაფერი
გიომ რომ სოფოს განუცხადა მშობლებსაც უნდათ მოსვლა და ბავშვის ნახვაო. წინააღმდეგი არ წასულა.
-მოვიდნენ, ჩვეულებრივად ვუმასპინძლებ, არ დავუშლი შვილიშვილთან ურთიერთობას. მაგრმა მე არ ვიცი როდის ვაპატიებ ან შევძლებ თუ არა საერთოდ
-შეძლებ ჩემო კარგო. შეძლებ. უბრალოდ დრო გჭირდება ამისთვის. მარტო შენ კი არ გიჭირს. ისინიც განიცდიან, ბოლოსდაბოლოს თავიდან უნდა დაიწყოთ ყველაფერი.
-შენ რომ არ მყავდე გიო. რა მეშველებოდა. მხარზე თავი ჩამოადო სოფომ და მძინარე დემეტრეს მიაჩერდა
-მამამისის ასლია თუ მეჩვენება?
-არ გეჩვენება, ასეა. დაუქნია თავი...
-წამოდი სტუმრები მოვიდნენ, ყველა გელოდებათ, შემოვიდა თამუნა და და-ძმას გვერდით ამოუდგა
-ჩემი ყველაზე საყვარელი გოგოები ხართ თქვენ. უთხრა გიომ ორივეს ხელი მოჰკიდა და რიგ-რიგობით აკოცა ლოყაზე. -მათ ჩუმი სიცილით დატოვეს ოთახი.
ყველა მოსულიყო. სოფომ სტუმრებს შორის უამრავი ნაცნობი აღმოაჩინა. მათ შორის ზეზვა და კესო. მაროც კი ჩამოეყვანათ, ქალმა გოგო რომ შეამჩნია მაშინვე მისკენ წავიდა, მოეხვია და დიდხანს ჰყავდა გულში ჩახუტებული. საკუთარი მშობლები რომ დაინახა მისკენ მიმავალი გული აუჩქარდა დ უხერხულად იგრძნო თავი. მშვიდად მიუახლოვდნენ და მოიკითხეს შვილი. მიულოცეს დედობა და მისი მდგომარეობით დაინტერესდნენ. რეზოც მოიკითხეს და მისი გაცნობის სურვილი გამოთქვეს. მოკლედ აუხსნა რომ თავს კარგად გრძნოდა ისიც და რეზოც და მალე ალბათ თვითონ გაიცნობდა რეზო მათ...
საღამო მშვიდად დასულდა, დალოცეს პატარა დემეტრე. უფროსი ბექაური თავს პატარა ბავშვივით გრძნობდა. მეუღლის გარდაცვალებისა და რეზოს კომაში ყოფნის პერიოდში ეს ყველაზე კარგი ამბავი იყო რაც გულს უხარებდა და ცხოვრების გაგრძელების საშუალებას აძლევდა. ახლა უკვე მიზანი ჰქონდა. დაიქადნა დემეტრეს ცოლის მოყვანას უნდა მოვესწრო იმდენ ხანს უნდა ვიცოცხლოო.
-მე ამ ქვეყნად ორი ყველაზე საყვარელი ადამიანი შევიძინე ოჯახში ორი ქალიშვილი -სოფო და თამუნა. მათ კი სამი პატარა ანგელოზი მაჩუქეს ანა, ნიკოლოზი და დემეტრე. ჩემი ცხოვრება სრულებით შეიცვალა და სხვანაირი გახდა. ვიმედოვნებ ოჯახი კიდევ გაიზრდება და მათ დაოჯახებასაც მოვესწრები. თქვენს გარეშე ერთი წუთით ნუ მაცოცხლა ღმერთმა. გოგოები გვერდდით მოიხმო და მაგიდიდან რაღაც აიღო.
-თამუნა ის რაც აქ არის დათას ცხონებული მშობლების საგვარეულო სამკაულებია და მას შენ გადმოგცემ დღეს. ეს კი ჩემო სოფო ჩემი აწ განსვენებული მეუღლის სამკაულებია, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცემათ ჩვენი ოჯახის რძლებს და შენ გხვდა წილად მათი ტარების უფლება. მას მომავალში შენს რძალს გადასცემ და ასე. გოგოებმა მორიდებით გამოართვეს საჩუქარი და მადლობა გადაუხადეს.
წვეულება გვიან დასრულდა.სტუმრები წავიდნენ, მხოლოდ კესო ზეზვა და მარო დარჩნენ. სოფოს მშობლებმა ადრე დატოვეს სახლი. პატარა სოფოს დაღლა მოიმიზეზეს და გიო და მაიკო დატოვეს თვითონ კი ბავსვი სახლში წაიყვანეს. გოგონას ბაბუის მხარზე ჩამოეძინა....
გვიანობამდე ისაუბრეს. ძველი ამბები გაიხსენეს. მერე ყველა საძინებლებში დააბინავეს და სოფოც პატარასთან ერთად თავის საძინებელში განმარტოვდა...მობილური მოიმარჯვა და რეზის დაურეკა. თითქმის ჩურჩულით ელაპარაკებოდა
-გთხოვ კამერა ჩართე და მაჩვენე როგორ სძინავს,-სთხოვა ბიჭმა. ბავშვი მშვიდად სუნთქავდა, დროდადრო ჩაეღიმებოდა.რამდენიმე წუთს ილაპარაკეს, მერე დაემშვიდობნენ და სოფოს გადაღლილს მალევა ჩაეძინა...

მოდევნო დღეებმა რეზის გამოჯანმრთელებაში ჩაიარა. ხშირად მიდოდა სოფო მასთან და ეხმარებოდა. პატარაც ნელ-ნელა წამოიზარდა და ისიც თან მიჰყავდა. ნელნელა მშობლებთანაც ააწყო ურთიერთობა, ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდებოდა. ბოლოს იყო ის რომ დემეტრემ ოფიციალურად ითხოვა სოფოს ხელი მისი მშობლებისგან და თანხმობა მიიღო. წყვილმა კი მათგან დალოცვა და კურთხევა. ახლა უკვე ქორწილის დღის დანიშვნაღა იყო დარჩენილი....

რეზოს საავადმყოფოდან გამოსვლასაც რა თქმა უნდა დიდი სიხარული და პატარა წვეულება მოჰყვა. პირველად თავის ცხოვრებაში სოფომ იმდენი დალია და იმდენი იცეკვა არავის რომ არ ახსოვდა მისგან ეს. მეტიც აიტეხა ღამის კლუბში წავიდეთ გასართობადო და სანამ ყველა არ დაითანხმა არ მოისვენა. გოგოებმა რამდენიმე ჭიქა დალიეს და ცეკვა მოინდომეს.
-ბევრი არ დალიო. ხომ არ დაგავიწყდა შენი ბოლო დათრობა როგორ დასრულდა? უჩურჩულა დათამ თამუნას და გოგოს წელზე შემოხვია ხელი. სიბნელეში ვერავინ შეამჩნია როგორ გადაუარა თამუნას სახეზე სიწითლემ
-სამაგიეროდ იმ ღამემ ყველაზე ბედნიერი ქალი გამხადა ცხოვრებაში. უპასუხა და საცეკვაოდ წასულ გოგოებს შეუერთდა. ბიჭები უყურებდნენ მათ,თვალს არ აცილებდნენ და გულები სიამაყით ევსებოდათ.
-ბიჭებო სანამ დაბრუნდებიან მოდი ერთი სადღეგრძელო დავლიოთ. გიომ სასმელი ჩამოასხა და ჭიქა შემართა. -მინდა თქვენ გაგიმარჯოთ - ჩემს ოქრო სიძეებს სამივეს გულიანად გაეცინათ.
-მე და შენ უკვე ვილაპარაკეთ ყველაფერზე რეზი. მე შენ აგიხსენი რას ნიშნავდა სოფო ჩემთვის,როგორ დავიტანჯეთ წარსულში და რა გამოაიარა მან. შენ შემპირდი რომ მის თვალზე ცრემლი არასოდეს იქნებოდა. დანაპირებს ჯერჯერობით კარგად ასრულებ. სიტყვის კაცი ხარ. მაშინაც კი როცა კომაში იყავი ჩემი დის თვალზე ცრემლი არასოდეს დამინახავს. თითქოს ამ სიყვარულით ავსებდი და ძალას აძლევდი რომ სცოცხლე გაეგრძელებინა. ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი ყოფილა როცა მის სახეზე ბედნიებას ვხედავ. მისი თვალებში ეს ისე ირეკლება რომ სულელიც კი მიხვდება რას წარმოადგენ მისთვის. დათა შენც მადლობას გიხდი იმისთვის რომ ასე გიყვარს თამუნა. ის არის ადამიანი რომელსაც ასე სიტყვებით და ასე მარტივად ვერ დაახასიათებ. საოცრად ერთგული და მაგარი გოგოა. მისთვის მეგობრობაა ისეთი წმინდაა რომ სოფოს გამო ყველას დაუპირისპირდა, საკუთარ მშობლებსაც კი, დარწმუნებული იყავი იმაში რომ გვერდით საუკთესო გოგო გყავს საუკეთესოთა შორის. ასე რომ ბიჭებო გთხოვთ გაუფრთხილდით და მოუარეთ მათ. ისინი ხომ ამ სიყვარულს ორმაგად და სამმაგად დაგიბრუნებნ უკან. მოკლედ თქვენ გაგიმარჯოთ. გიომ სათქმელი დაასრულა და სასმელი ბოლომდე დალია. დათა და რეზო კი ერთამენთს გაოცებულები უყურებდნენ. ბიჭი მათზე რამდენიმე წლით უმცროსი იყო, მაგრამ ცხოვრებაში მასზე მედგარ და გამოცდილ ადამიანს არ შეხვედრიან. საოცარი უნარი ჰქონდა რომ ადამაინი სწორ გზაზე დეყენებინა და ისეთი სიტყვები ეთქვა სულის ბოლო ნაწილამდე რომ ჩააღწევდა.
-გიო ჩვენც ბედნიერები და ამაყები ვართ იმით რომ გაგიცანით. მაგარი კაცი ხარ. მაგარი. ცერა თითი შემართა დათამ და ძმაკაციც აიყოლია
-წამო ეხლა ცოლებს მივაკითხოთ თორემ უკვე დაადგეს აქაურა ბიჭებმა თვალი. გაეცინა რეზოს და გოგოებს გახედა, რომლებიც თავისთვის ცეკვავდნენ მაგრამ ახლაგაზრდა მამაკაცები გარშემო უტრიალებდნენ.....

ერთ დღეს სოფო რეზის სთხოვა ერთ ადგილზე გამიყვნეო. პატარაც მოამზადა და ეზოში დაელოდა როდის გამოიყვანდა მანქანას. სოფოს ტანზე შავი ტანსაცმელი რომ დაინახა გულმა რარაც ცუდი უგრძნო, მაგრამ კითხვა ვერ გაბედა.გზაში სოფომ ყვავილების მაღაზიასთან გააჩერებინა და თეთრი ვარდები იყიდა, მერე კი სასაფლაოს მისართი უკარნახა. რეზი სულ დაიბნა.
-ახლა ჩემს ყველაზე დიდ ტკივილთან შეხვედრა მოგიწევს.რეზო თითქოს მიხვდა სადაც მიდიოდა და რასაც ეტყოდა, მაგრამ მისგან ახსნას დაელოდა. მანქან გაჩერა და გდავიდნენ. ბავშვი სოფოს მიყავდა. ერთ საფლვთან შეჩერდნენ. გიორგი გიგაური. ამოიკითხა საფლავის ქვაზე. მიხვდა ყველაფერს და გოგომ ახსნა რომ დააპირა გააჩუმა. ისედაც მივხვდი ყველაფერსო. რეზომ ყვავილები ქოთანში ჩააწყო და სოფოს გახედა.
-დეე მოვედი. მაპატიე რომ დიდი ხანია არ გამოვჩენილვარ. სოფო ჩამოჯდა და ბავშვი მუხლებზე დაისვა.- არ გეგონოს რომ დამვიწყდი. შენ ჩემი პირველი სიხარული ხარ. როგორ დაგივიწყებ. შენი ძმა მოვიყვანე -დემეტრე. მინდა მანაც იცოდეს რომ უფროსი ძმა ჰყავდა და ის ძალიან საყვრელი და ლამაზი იყო ქვეყანაზე. ვიცი ანგელოზად იქეცი. გთხოვ მანდედან დაიცავი შენი ძამიკო. მე შენთვის ვილოცებ ჩემო უცოდველო, ჩემო გაუხარელო შვილო. სოფოს ცრემლები წამოუვიდა.
-გიორგი. პირობას ვდებ შენს წინაშე რომ დედაშენს უბედნიერეს ქალად ვაქცევ მსოფლიოში. რეზო სოფოს გვერდით ჩაიცუცქა და ხელი მოხვია.-არ ინერვიულო საყვარელო. ხშირად მოვალთ აქ და გინახულებთ. მოგიყვებით რა გვიჭირს და რა გვიხარია.დედასენის თვალზე ცრემლს არასოდეს დაინახავ. მხრებზე მოეხვია სოფოს და ამით მიახვედრა რომ მის ყველა ტკვილის იზიარებდა და გვერდით დაუდგებოდა მთელი ცხოვრების მანზილზე....გოგომ იგრძნო ქმარს რომ მისი ესმოდა და მის მდგომარეობაში შედიოდა.ამიტომ ხმ არამოუღია, უხმოდ დაადო თავი და გაყუჩდა...


***********************

სოფო კოცნამ გააღვიძა. თვალის გახელა საშინლად არ უნდოდა, ძალიან ეძინებოდა. მთელი ღამე ჭირვეულობდა დემეტრე. კბილები ამოსდის და ცუდად სძინავს. ამიტომ გოგოს ძილი ნაკლებად უწევდა. ძილს თავი ვერ წაართვა. გვერდით გადაბრუნდა და გაგრძელება მოინდომა
-თუ არ გაიღვიძებ საკუთარ ქორწილში დააგვიანებ.-მოესმა ყურთან და მერე კოცნაც მოჰყვა ამას
-პატარძლები ყოველთვის აგვიანებენ. -უპასუხა ისე რომ არც გაუხელია თვალი.
-გაიღვიძე რააა,
-რას აიტეხე ეს ქორწილი?-აბუზღუნდა გოგო
-როგორ გგონია ბექაურების მემკვიდრე ქორწილის გარეშე მოიყვანს ცოლს? მთელმა ქვეყანამ უნდა გაიგოს რა ანგელოზი და რა ლამაზი მეუღლე მეყოლება. ყველამ უნდა გაიგოს რომ მსოფლიოში ყველაზე საოცარ ქალზე ვქორწინდები. რეზო უკნიდან აეკრო და ჩაეხუტა. კოცნა განაგრძო. კისრისკენ და მერე ზურგზე გადავიდა
-არ ისვენებ ხო? -საბოლოოდ გამოფხიზლდა სოფო. გადმობრუნდა და ბექაურს ზემოდან მოექცა.
-მომწონს შენი სითამამე, გაამხნევა ბიჭმა. სოფომ ბავშვს გადახედა. ღრმად ეძინა.
-მგონი მოვსწრებთ. -უთხრა და ვნებიანად დაეწაფა მის ტუჩებს..
-ეს კარგია, მაგრამ მართლა ვაგვიანებთ.-შეაჩერა ბექაურმა და წამოდგა. -წამოდი შხაპი მივიღოთ ერთად და მერე მომზადება დავიწყოთ. ხალხს ვერ ვალოდინებთ სირცხვილია.
სოფო ბუზღუნით წამოდგა და ბიჭს უკან აედვევნა...

თამუნამ ბავშვებს საჭმელი აჭამა, მერე ძიძასთან დატოვა და თვითონ საძინებელში დაბრუნდა. დათას ისევ ეძინა. მიუახლოვდა და საბანი გადახადა.
-დათა გაიღვიძე. გვინია უკვე,
ბიჭმა ბუზღუუნით გაახილა თვალი და საწოლში წამოჯდა. თამუნა უკვე სააბაზანოში იყო და შხაპს იღებდა....
რამდენიმე საათში უკვე სალონიდან მობრუნდა და მშვენიერი წითელი კაბა მოირგო. დათამ თვალი ვერ მოაშორა რომ დაინახა. სარკესთან მივიდა უკანასკნელ შტრიხებს ისწორებდა, როცა ბიჭი ზურგიდან აკრო და ხელები მუცელზე შემოხვა.
-როგორც ყოველთვის ისეთივე მიმზიდველი ხარ, როცა პირველად გნახე. მაშინვე თავბრუ დამახვიე და მოინადირე ჩემი გული
-რაღაც არ გეტყობოდა. ისე მამწარებდი.
-არც შენ მრჩებოდი ვალში. უარესს აკეთებდი. ბიჭი მის სხეულზე დააცოცებდა ხელებს. მერე სწრაფად მოატრიალა მისკენ და მაგიდაზე შემოსვა. ფეხები გააწევინა და მათ შორის მოექცა.
-რას აკეთებ გაგიჟდი?-გაეცინა გოგოს
-ცოლი მენატრება. ერთხელ მქონდა მასთან ნორმალური სექსი და მაშინაც ისე გაიპარა ვერაფრის თქმა ვერ მოვახრხე. მეორედ რომ შევხვდი ორსულად იყო და მასთან მიკარება ამიკრძალეს.. მშობიარობის მერე კი ბავშვები მეცილებიან. ჩაარაკრაკა და თან არ ჩერდებოდა გოგოს კოცნდა.
-ვაი შე საწყალო. გაეცინა თამუნას და აჰყვა ალერსში. მაგრამ არ დააცადეს. კარზე კაკუნი გაისმა და რეზოს ხმა მოისმა.
-დათა ჩვენი წასვლის დროა მზად ხარ?
-ამას მოვკლავ. ჩუმად უჩურჩულა ცოლს. მერე ბოლოჯერ აკოცა და კარი გააღო.
-ჩაივლის ეს ქორწილი , დაგიტოვებ ბავშვებს და ჩემს ცოლთან ერთად იცოდე მარტო მივდივარ. ჩემი ვალი გაქვს საქორწინო მოგზაურობა. შეუღრინა ძმაკაცს
-თამო რა სჭირს ამას?
-არაფერი. მარტო ყოფნა მოუნდა ცოლთან.-გაეცინა გოგოს.
-მოკლედ ჩვენ წავედით და თქვენ დაგელოდებით...
-კარგიი რეზი. წავალ სოფოს დავეხმარები.
თამუნამ რომ სოფო დაინახა გაოცებისგან ხმას ვერ იღებდა. ისეთი ლამაზი იყო. ულამაზესი თეთრი, წელში გამოყვანილი კაბა ეცვა ბოლოში გაშლილი.. წინ ოდნავ მოკრძალებული და უკან ზურგი საჭიროზე მეტად ამოღებული. გიპიური ნაჭერისგან შეკერილი, ასეთივე გრძელი ფატა ჩაემაგრებინა კოსაში. რომელიც უკან ლამაზად ჰქონდა შეკრული თავისი ურჩი, კულულა თმები.საღამოს მაკიაჟი უფრო მეტად უსვამდა ხაზს მისი სახის ლამაზ ნაკვთებს.
ასეთივე რეაქცია ჰქონდა რეზისაც და სტუმრებსაც მის დანავაზე როცა გოგო კიბის თავზე გადმოდგა და ნელი ნაბიჯით ჩამოუყვა საფეხურებს..რეზისთვის იქ ყველა და ყველაფერი მეორე, მეათე, მეასე ხარისხოვანი გახდა. მისთვის მხოლოდ სოფო არსებობდა..გულში უფალს მადლობას უხდიდა რომ სწორედ ეს ქალი არგუნა მისი ცხვრების მეგზურად....
ბევრი ლაპარაკი არ შეიძლება ქორწილზე. იმას სიტყვებით ვერ აღწერ რაც იქ იყო. მეჯვარედ თამუნა იყო. რეზოს კი ზეზვა უმშვენებდა გვერდს. ჯვრისწერას ხელისმოწერა მოჰყვა. იქიდან ელიტურ რესტორანში გადაინაცვლეს, ტაძრიდან რომ გამოიოდნენ შორიახლოს ზაზა იდგა. გულდაწყვეტილი ადევნებდა თვალს სოფოს ბედნიერებას და ვინ იცის მერამდენედ ნანობდა თავის საქციელს. ვერავინ სეამჩნია თამუნას გარდა, რომლიც მანქანიდან საქორწინო თაიგულს იღებდა. სოფოს დარჩად აუკან მის წასაღებად დაბრუნებულიყო.
-აქ რას აკეტებ?იმედია რამე სისულელეს არ ჩAიდენ?
-არა. მე უბრალოდ მინდა ვნახო როგორი ბედნიერია ჩემი ოცნების ქალი. და საკუთარ შეცდომას კიდევ ერთხელ მივხვდე.
--სინანული გვინია ზაზა. მას ვერასოდეს დაიბრუნებ, უბრალოდ ადი და სენი ცხოვრება გააგრძელე. ბედნიერება იპოვე შენც. მე ამის მჯერა რომ სადღაც არის ქალი შენთვის შექმნილი.
-არა მგონია მე ისევ ვიყო ბედნიერი. უკვე შევეგუე ამას. მობრუნდა და ისე წავიდა არც დამშვიდობებია
რესტორანში ხალხმრავლობა დახვდათ. უამრავი სტუმარი იყო მოწვეული. ისე არც შეიძლებოდა. კარგი დრო გააატრეს, კარგად იმხიარულეს, პირველი ცეკვა წყვილმა ვალსი იცეკვა. მერე უფროსმა ბექაურმა გამოიცეკვა რძალი და მასთან ერთად დაისი შეასრულა, რითაც სოფომ კიდევ ერთხელ განაცვიფრა საზოგადოება და ახლა უკვე ქმარი. მას არც მამამისი ჩამორჩა და იმან აჭარული აცეკვა სოფო. მერე თამუნაც შეუერთდათ და ბოლოს უკვე როცა სასმელმა გაჭრა ყველა ყველაფერს ცეკვავდა რაც უნდოდათ. ბედნიერ დედას ცრემლი თვალებით ევსებოდა, მაგრამ თავს იკავებდ. მარო გვერდით ეჯდა მას და მან კი ნამდვილად ვერ მოახერხა ეს. ღვარა და ღვარა ბედნიერების ცრემლები.
სოფო, კესო და თამუნა ჭორაობაში იყვნენ გართულები როცა სცენაზე რეზო ავიდა და მიკროფონი მოითხოვა. მისი ხმა მთელ დარბაზში გაისმა.
-პირველ რიგში დიდ მადლობას მოგახსენებთ ყველას მობრძანებისათვის. ხოლო რაც შეეხება იმას თუ რატომ ვდგავარ აქ ახლავე გაიგებთ. არც ისე დიდი ხნის უკან ყაზბეგში რომ ჩავედი იქაურობა რაღაცნაირი ცარიელი და უკაცრიელი მომეჩვენა. ვიფიქრე ეს ხალხი რატომ გიჟდება აქაურობაზე როცა სანახაობა და წესიერი არაფერია-თქო.მაგრამ მალე დავრწმუნდი რომ ყველაზე მთავარი სიმდიდრეა და თუ მას მოიპოვებ ჩათვალე რომ არსებობ და შენს არსებობას მიზანი გააჩნია. ეს იყო ის რომ მე იქ სულის სიმშვიდე და თავისუფლება მოვიპოვე. ვფიქრობდი ამ მთებში ასეთი რა არის ყველა აქ რომ მოიწევს-თქო. მაგრამ მალე ყველაფერი შეიცვალა. იქ..სადღაც შორს ..მთებში.. მე ვიპოვე ადამინი, მე ვიპოვე სიყვარული და ჩემი ბედნიერება. მე ვიპოვე ჩემი ცხოვრების აზრი და ის დღეს ჩემს გვერდითაა, ცემი ცოლი ჰქვია უკვე, ცემი სვილის დედა და ესაა მთავარი. ესაა ჩემი მიზანი. შენ ხარ ჩემი ცხოვრების აზრი და მიზანი სოფო გიგაურო და მთელი ცხოვრება მადლობელი ვიქნები იმ მთების შენი თავი რომ მაპოვნინა... რეზომ სიტყვა დაამთავრა და ტაშმაც იგრიალა. გოგო თვლაცრემლიანი უყურებდა ბიჭს. მერე მისკენ დაიძრა და ძლიერად ჩაეხუტა.
-მიყვარხარ. -უჩურჩულა ყურში..
მერე განგრძეს გართობა და მხიარულება. თაიგულიც ისროლა. ის სწორედ იმ ექთანმა დაიჭირა რეგისტრატურაში რომ ეკამათა სოფოს. ტორტიც გაჭრეს ფეიერვერკის ფონზე და დამშვიდობების დროც დადგა.
მხოლოდ ახლობლები იყვნენ დარჩენილები. სოფომ მანქანიდან საქაღალდე ამოიღო და მათთან დაბრუნდა.
-მოკლედ ასე ჩემო კარგებო. მე ასე გადავწყვიტე და არ შემეკამათოთ. ზეზვა ეს შენ. გიო ეს შენ. აქ იმ ქონების საბუთებია რაც მე დავაგროვე ყაზბეგში ამდენი წლის გნმავლობაში. ზეზვა იქაურ მაღაზიას და სათბურებს შენ გჩუქნი. გიო აქაურ მაღაზიებს და ყაზბეგის ნაკვეთებს შენ. იმუშავებთ ისე რომ ერთმანეთს ზიანი არ მოაყენოთ და არ უღალატოთ. თუ რომელიმე მაღაზია არსებობას შეწყვეტს ან გაუჭირდება და რაღა ისე ვერ იქნება უფლებას ვიტოვებ რომ ყველაფერი ისევ მე დამიბრუნდეს. გაეცინა სოფოს.-გილოცავთ და გისურვებთ თქვნი ბიზნესების გაფართოებას
დაბნეული იყურებოდა გიოც და ზეზვაც. ჯერ უარს ამბობდნენ, მაგრამ გოგომ რომ დაიჟინა სხვა გზა არ დარჩათ. მადლობა გადაუხადეს და ჩაიხუტეს. დაემშვიდობნენ და მშვიდად გააცლეს საქორწინო მოგზაურობაში......

*****************
ამის შემდეგ იყო ბედნიერი ხანა ორივე წყვილი ცხოვრებაში. დათამ და თამუნამ მარტო მოისურვეს ცხოვრება,მას შემდეგ რასც მესამე შვილი შეეძინათ გოგონა. მას ლანა დაარქვეს. ტყუპები უკვე სამი წლისები იყვენენ. გაუჭირდათ მაგრამ ასე იყო საჭირო. ყველას უნდოდა თავის ბუდე ჰქონოდა. მათ მითუმეტეს. შესანიშნავად უძღვებოდნენ საქმეს დათა და რეზო. კომპანია უფრო და უფრო ფართოვდებოდა და ფინანსურად მეტი მოგება მოჰქონდათ მათ პროექტებს. ერთ-ერთი წარმატებული იყო ყაზბეგში მოფუნქციონირე სასტუმრო.
ზეზვას და კესოს გოგონა შეეძინათ და ახლა კესო მეორეს ელოდა. ბიჭი იყო და მალე დაიბადებოდა. ის სასტუმროში მუშაობას აგრძელებდა. ზეზვა კი ასევე წარმეტბით უძღვებოდა სოფოსგამ მიღებულ მემკვიდრეობას.. ხოლო თბილისში ასევე წარმეტებით აგრძელებდა მუშაობას გიო, რომელიც მალე მეორე ქალიშვილის მამა გახდა და ბიჭზე ოცნება მომავლისთვის გადადო...
სოფო და რეზი .. ეს იყო ერთი სული ორ ადამიანში. ყოველდღე, ყოველ წუთს ცდილობდნენ დაემტკიცებინათ და ეგრძნობინებინათ ერთმანეთისთვის სიყვარული. ყოველდღე სიუპრიზებთ და ბედნიერებით იყო აღსავსე. მითუმეტეს რომ სოფომ მეორე შვილის გაჩენაც შეძლო. მას რეზოს დედის სახელი თამარი დაარქვა, რითაც უზომოდ გაახარა ქმარიც და მამამთილიც.
მშობლებს შეურიგდა. მათი ურთიერთობა დათბა. ხანდხან კი ახსენდებოდა წარსული და ტკივილი, მაგრამ მაინც ცდილობდა რომ მოეშორებინა სამუდამოდ ეს საშინელი ფიქრები.... ხშირად სტუმრობდნენ მაროს, ხან მთელ ზაფხულს იქ ატარებდნენ. ზამთარში აქეთ მოჰყავდათ ქალი და თავისთან ტოვებდნენ, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, როცა ქალს ავადმყოფობა შემოეჩვია.
რეზოსთან არასოდეს დასცედნია საყვედული იმ დღეებზე როცა მისგან წავიდა და არ ეხმიანებოდა.აღარ ღირდა იმის გახსენება რაც წარსულს ჩაბარდა. მთავარი ის იყო რომ ყველაფერი მსვიდობით დასრულდა.
.... და ახლაც - ოთხი მეგობარი გერგეთის სამებაში იდგა, . უფალს მადლობას სწირავდნენ ამ საჩუქრისთვის.ამ სიყვარულისთვის, ამ ბედნიებისთვის, რაც მათთვის გაიმეტა ღმერთმა. ამ პატარებისთვის ეზოში რომ დაბროდნენ და მთებს თავიანთი ბავშვური შეძახილებით და სიცელქით ახსენებდნენ მათი მშობლების სიყვარული ამბავს.....

ესეც ასე ჩემო კარგებო... დასრულდა კიდევ ერთი ისტორია... არ ვიტყვი რომ დასასრულით კამყოფილი ვარ.. რაღაც კიდე უფრო სხვა მნდოდა ,მაგრამ ვიმედოვნებ ძალიან არ განმსჯიტ...
P.ს. მალე დაგიბრუნდებით ახალი იტორიით ...



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

ძალიან მაგარია ყოჩაღ შენ
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

კარგი იყო ძალიან, ბოლოში ამატირა კიდეც. ველოდები ახალ ისტორიას, წარმატებები

 


№3  offline წევრი katiusha

Qalbatono manana didi madloba eetgukebistvis:-* saitze devs chemi sxva romanebic da yvelaze mnishvnelovani chemtvis iyo romani saxelwodebit dasawyisidan dasasrulamde. Amit daiwyo chemi shemoqmedeba da guli mwydeba rom originali ar maqvs shenaxuli, girchevt waikitxot.isic dzalian kargia

Titoeul tqcengans vuxdi madlobas vinc kitxulobs da ecnoba chems shemoqmedebas:-*

 


№4 სტუმარი Guest მარიამი

ვაიმე რამაგარი იყო ვერ ავღწერ უმაგეესი ხარ ძაან კარგი დასასრული ქონდა და არშეწყვიტო წერა ახალი ისტორია დაიწყე ♥♥

 


№5  offline წევრი katiusha

Xvalidan axali,istoria daiwyeba ronelic darwmunebuli var dzalian,mogewonebat :-*

 


№6  offline წევრი katiusha

mirandaa31
ძალიან კარგი იყოო ❤️ ისე ზაზა კი შემეცოდა რაღაცნაირად ((

ესეგი რა მინდა ვთქვა ისტორიას აქვს გაგრძელება და მალე იხილავს დღის სინათლეს

 


№7 სტუმარი სტუმარი ნელი

მადლობა კატო, ძალიან კარგი იყო თვითონ ისტორია და მთის ადათ წესები, ( მეც მთიული ვარ), მეგობრობის თემა,,,და ყველაფერი შესანიშნავად გაქვს გადმოცემული, წარმატებებს გისურვებ.

 


№8 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალისნ კარგი იყო ძალიან მომეწონა საინტერესო წასაკითხი იყო საოცარი მეგობრები წყვილებით ისეთი ძლიერი სიყვარულით და უამრავი ემოციებით მადლობა წარმატებები ♥️♥️♥️

 


№9 სტუმარი Daldonidaldoni

როგორ ,მომწონს ეს შეანიშნავი ისტორია...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent