ცოდვების გამო?..(21)
ისე ჩამიკრა გულში, მაგრად ვუჭერდით ერთმანეთს: -მომენატრე! ცრემლებმა მიღალატა.. 21. ცრემლებმა მიღალატა.. სიტყვას ვეღარ ვამბობდი მისი სუნით ვივსებდი ფილტვებს და დამახსოვრებას ვცდილობდი. -როგორ ხართ?.. პასუხი ვერ გავეცი, მხოლოდ თავი დავუქნიე, მის კისერზე მოხვეულ ხელებს ვუჭერდი, თითქოს ამით დავაკავებდი. -მაპატიე.. უფრო მიმიხუტა, მასაც უჭირდა საუბარი, რამდენიმე წამი ასე ჩახუტებულები ვიდექით, ერთმანეთს სითბოს ვუცვლიდით, შემდეგ გამიშვა “დაბმული ხელებით”, ჩემი სახე დაიჭირა და ამღვრეული თვალებით შემომხედა, მერე მუცელს დახედა: -როგორ არის პატარა? -კარგად ვართ.. გიგი, ბარში ვიპოვეთ.. „სეიფში“.. მხოლოდ ბიჭებმა იციან. ძლივს წარმოვთქვი სიტყვები, ცრემლები ფარავდა ბგერებს. -რაა? მძიმედ გადაყლაპა სიბრაზის ბურთი და საუბარი განაგრძო: -ელი... ელი ხომ გჯერა ჩემი?.. მის ხელებს მაგრად მოვუჭირე თითები და თვალები დავხუჭე, რადგან დაგროვილი ცრემლებისგან მხედევლობა გამეწმინდა, თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. -ჩემი პატარა, ჩემი ცუღლუტი გოგო, მიყვარხართ! შუბლზე ვიგრძენი, მისი სუნქვა და შემდეგ ტუჩები.. -ელი მაპატიე, მაგრამ შეიძლება აღიარება მომიწიოს.. -არა! -მომისმინე, ასე შეიძლება “საპროცესოთი” გამომიშვან, თან დემეს ვერ გავრევ.. -მე?.. ჩვენ?.. უხმოდ და უპასუხოდ სახე დამიკოცნა, ისევ ჩამეხუტა, იმის შეგრძნება, რომ მალე „დავშორდებით“ გულს მიკლავდა, აზრი არ ჰქონდა საუბარს თუ გადაწყვიტა „მსხვერპლად“ ყოფნა მე ვერაფერს შევცვლიდი, მაგრამ მაინც ვკითხე: -აზრს არ შეიცვლი ხომ? -ვიცი შენ მაინც დამეხმარები.. გამიღიმა, აი ისე მე, რომ მენატრებოდა. -ბოდიში, მაგრამ უნდა წავიდეთ! პოლიციელი ჩაერთო საუბარში, რომელიც მოშორებით იდგა გიოსთან ერთად. -მადლობა უჩა, გადამეხადოს. -რას ამბობ გიო, შემდეგზეც მოვახერხებ რამს. პოლიციელმა კიდევ მოგვიხადა ბოდიში, გიგის ხელი მოკიდა და ერთმანეთზე მოჭერილი ჩვენი ხელები გასვლისას დაშორდა.. -მიყვარხართ! ელი, ცოტაც და ყველაფერი დასრულდება.. მისი თვალები ისეთი განადგურებული იყო, ვეღარ გავუძელი, სახე ხელებში მოვიქციე და ისე ავტირდი, რომ მუცლის ტკივილში გადამეზარდა, უცებ გიორგიმ ხელები მომხვია და მიმიხუტა: -ელი, ასე ნუ ტირი, ცოდოა პატარა. -მან თქვა, რომ უნდა აღიაროს.. -ალბათ გამოსავალს ხედავს ამაში და ხომ იცი დავითის გარეშე არ გააკეთებს, მას არ უნდა, რომ ინერვიულო, შენს გამო ყველაფერს გააკეთებს.. -არა გიო ამას ჩემს გამო არ აკეთებს! ამას დემეს და თემოს გამო აკეთებს! -ახლა გაბრაზებული ხარ და ამას იმიტომ ამბობ, შენც იგივეს გააკეთებ დიტოსთვის. მისი მკერდიდან თავი ავწიე, მოვეხვიე და გულში დავეთანხმე კიდეც, მართალი იყო, რაც მითხრა, რამდენიმე წუთის შემდეგ ხელი გამიშვა გამიღიმა და გარეთ გამიყვანა, იქ კი საოცრება დამხვდა, მიუხედავად იმისა პროცესი დახურული იყო, ეზო სავსე დაგვხვდა ჟურნალისტებით, გასასვლელთან გიო შემობრუნდა: -ელი მოემზადე, ამათაც უნდა გაუძლო! -სათქმელად იოლია არა?.. -არა. საქმითაც, აი ნახავ. წამო!.. ხელი გადამხვია, მის მკლავებში დავიმალე და ფრთხილად ჩამარბენინა კიბეზე ისე, რომ მხოლოდ მიკროფონი, ან ხმის ჩამწერი აღწევდა ჩემამდე და კითხვები, რომელიც ახლაც ჩამესმის ყურში: „ქ-ნ ლილე ადასტურებთ, რომ თქვენი მეუღლე ნარკოტიკებს იყენებს?“; „თქვენი ქორწინება საიდუმლოდ რატომ შედგა?“; მხოლოდ გამოყენებაში ედება ბრალი, თუ გაყიდვაში?“..... როგორც იქნა მანქანაში მოვთავსდი, გიორგიმ კარი დახურა და ცოტა მოშორებით ისმოდა კითხვების კორიანტელი, რომელიც უკვე გიორგის მისამართით იყო დასმული, სანამ ისიც საჭესთან აღმოჩნდებოდა. სახლში წავედით, იქაც შევამჩნიე რამდენიმე „ცნობისმოყვარე“, თუმცა დაცვა ახლოს მოსვლის საშუალებას არ აძლევდა. ყველანი სახლში მოვიდნენ დავითს და გურამს ველოდით და ისინიც გამოჩდნენ, გვითხრეს მეორე დღეს შეხვდებოდნენ გიგის, ჩემი შეხვედრის საკითხიც გვარდებოდა, დროს დააზუსტებდნენ, ასე დავიშალეთ იმ დღეს, წასვლამდე გიოს დავუძახე: -გიო მოიცა! ეზოში გავყევი, მანქანასთან იყო შემობრუნდა და საუბარი გავაგრძელე: -გიო მადლობა, დღეს რაც გააკეთე და საერთოდ ყველაფრისთვის, იმისთვის რომ ჩემთან ხარ. -ელი რას ამბობ? ეგ მეორედ აღარ მითხრა, ჩვენ მეგობრები ვართ და ყველაფერს ერთად მოვაგვარებთ. -ვიცი მაგრამ, არ მინდა უმადური ვიყო.. -იცოდე მაბრაზებ! ცხვირზე საჩვენებელი თითი ამიკრა, იმდენად თბილი და სასიამოვნო ადამიანია, ზოგჯერ სინდისი მაწუხებს, შეგრძნება მიჩნდება რომ მხოლოდ ვიყენებ, მისი სიკეთით ვსარგებლობ, მაგრამ ამას ვერ ვეტყვი, ეს ხომ იმის შეხსენება იქნება რომ მე მას მოვწონდი? უბრალოდ ჩავეხუტე, მანაც ხელები მომხვია და საუბარი ისე გააგრძელა: -მე მინდა შენს გვერდით ვიყო და მადლობა შენ, ამის საშუალებას რომ მაძლევ, რომ მენდობი.. უცებ მომეჩვენა, რომ ახლა თვითონ სარგებლობდა სიტუაციით და ჩემთან ახლოსყოფნა უნდოდა, მაგრამ დაველოდე რას იტყოდა, რით დაასრულებდა საუბარს, მისი საუბრიდან დასკვნის გაკეთება მერეც შეიძლებოდა, უნდა ვენდო თუ არა და ინტუიცია მღალატობს თუ არა. -მაგრამ იცოდე, ჩვენი ურთიერთობა მეგობრობას არ გასცდება! არა ჩემი ინტუიცია აშკარად არ ცდება.. მოვშორდით ერთმანეთს, თვალებში ვუყურებდი და ისე ვკითხე: -ესე იგი მეგობრები?! -კარგი მეგობრები! ხელის მუშტი გამომიწოდა, მეც იგივე გავაკეთე, ერთმანეთ მივადეთ „მეგობრული დამშვიდობება“ გამომგვივიდა და ღიმილით დავუქნიე ხელი. სახლისკენ რომ შევბრუნდი თემო იდგა კარებთან, სიგარეტს ეწეოდა, მარცხენა ხელი ჯიბეში ედო ისე მომიახლოვდა, მისი გამოხედვა არ ვიცი რას შევადარო, ნაწყენი იყო, მაგრამ ვერ ვხსნი.. არ ვიცი „ეჭვიანობდა“ ან „ეგოისტობდა“, მაგრამ თავი შეიკავა: -ნახვამდის ელი. -კარგად თემო, მადლობა ყველაფრისთვის. -გაიხარე, ხვალამდე.. ხელი დამიქნია მანქანა რომ დაძრა, იმედია მომეჩვენა ეს ყველაფერი გავიფიქრე და სახლში შევედი, გამოძიების მასალებს გადავხედეთ ოჯახის წევრებმა და ერთი უზუსტობა ვიპოვე, რომელიც მხოლოდ ჩვენ გვაწყობდა და იმიტომ მივაქციეთ ყურადღება. პირველი აქტით ჩანს, რომ ავტომანქანაში დათვალიერების შედეგად „სუფთა“ იყო, მეორე აქტში კი წერია ანონიმური ზარის შემდეგ მოხდა მანქანის თავიდან დათვალიერება და სათავსოში აღმოჩნდა, სადაც პირველივე დათვალიერების შედეგად უნდა ეპოვა, პოლიციას ხსენებული ნივთი, საბუთები დავყარე მაგიდაზე, წამოვიყვირე და ოთახის სიჩუმე დავარღვიე: -რა სისულელეა ეს ყველაფერი! -აბა რა იპოვე ქალბატონო ლილე?.. (დიტო) -ბატონო დავით ეს ხომ აშკარა? -კი მაგრამ ორ პრობლემას ვებრძვით ლილე და საიდან დავიწყოთ ის არის გასარკვევი.. მიპასუხა დავითმა, დიტომ კი საბუთები ხელში აიღო, რომელიც ახლა მოიპოვა დავითმა და ჯერ ყველას ნანახი არ ჰქონდა. -პირველი პრობლემა სამართალია, რომლის წინაშეც ვალდებულება გვაქვს, მაგრამ გირაოს გადავიხდით და გიგი გამოვა.. მეორე პრობლემა ის არის რომ ვიღაცას არ უნდა გიგის გარეთ გამოსვლა და გზადაგზა გვირთულებს საქმეს. -მაგრამ ისე პრიმიტიულად, რომ იმედია მთავარი დაავიწყდა! დავითს გავაწყვეტინე საუბარი, გაოცდა ისე შემომხედა, რადგან მე დიტო და გურამი ვიყავით ჩემი ფიქრები ხმამაღლა ვთქვი, მათ რატომღაც ვენდობი: -ავტო მანქანა სად არის? -საჯარიმო ავტოსადგომზე. (დიტო) -უნდა დავასწროთ და კამერები ვნახოთ, არამგონია ეგ გაეთვალა ამის გამკეთებელს, იმდენად სწრაფად მოქმედებს.. (ლილე) -თან ცოტა დაბნეულად.. გურამის გამოხედვამ კი გამბედაობა შემმატა. -კარგი აზრია! ახლავე მოვითხოვ ჩანაწერებს ოფიციალურად. გახარებულმა წარმოსთქვა დავითმა, დიტოც აჟიტირებული ამყვა, მიხვდა რაც მინდოდა და დამასწრო: -მაგრამ ჩვენ არაოფიციალურად ვიმოქმედოთ! -მაშინ წავიდეთ! -ბავშვებო არავისთან თქვათ ეგ! გურამმა დაგვმოძღვრა და ის საკითხიც განვიხილეთ, რომ გადამზიდავი კომპანია, მხოლოდ მიღებულ შეკვეთებს შეასრულებს და იმასაც მკაცრად გააკონტროლებს, თვითონ გურამი.. კაბინეტიდან გასვლისას მისაღებში ლია დამხვდა და საყვედურებით ამავსო, მოითხოვა რომ ექიმთან უნდა მივიდე, დამიყოლია მეორე დღისთვის ჩამწერდა.. მე და დიტომ საჯარიმო ავტოსადგომზე მივედით, ყველაფერი დავათვალიერეთ და მართალიც ვიყავით ერთი კამერა, რომელიც მთელს პერიმეტრს ისე უყურებს, რომ საჭირო ინფორმაციას ნამდვილად დაინახავს, თან თვითონ კამერა არ ჩანს თუ მას განსაკუთრებულად არ დაძებნი, მეორე დღისთვის გეგმა გვჭირდება, ამას დიტო მიხედავს. ბაქოში წასვლამდე კანდელაკებს უნდა შევხვედროდით, შეხვედრა ბარში დაინიშნა, გიგისთან შეხვედრის შემდეგ.. დილით ისეთი ინფორმაცია დამხვდა, გული რომ არ გამისკდა ახლაც მიკვირს, საინფორმაციო გადაცემებში მოვხვდი, როგორც „გიორგი ლომიძის იდუმალი მეუღლე“, გაზეთები მოვითხოვე, შეგნებულად არ იყო სახლში, გურამმა გააფრთხილა ალბათ, სანამ წავიდოდა და მოვატანინე, მხოლოდ სათაურებს ვიხსენებ, რადგან სტატიების წაკითხვის სურვილი არ მქონდა: „ცნობილი ბიზნესმენის გურამ ლომიძის მემკვიდრის საქმიანობა“. „ახალგაზრდა ბიზნესმენის გიორგი ლომიძის წარმატბის საიდუმლო, ნაროტიკია?!..“. „გიორგი ლომიძე ნარკოდილერი თუ, მხოლოდ მომხმარებელი?!“ „ვინ არის ლილე გელოვანი?.. სიყვარულით ქორწინება თუ საქმიანი კავშირი? “ -მაგას ნუ კითხულობ თორემ გაგიჟდები!.. გიორგის ხმამ გაზეთებიდან თავი ამაწვინა, გამიღიმა და ისე მომესალმა. -იცოდი ჩემი და გიგის ქორწინების მიზეზი? -შენ მითხარი. -საქმიანი კავშირი! ალბათ წამალიც, ჯერ ყველა არ წამიკითხავს.. -ოჰო ეს რაღაც ახალია! ნუ კითხულობ რა.. -ბავშვებო დალევთ რამეს? დიტო და ანი შემოვიდნენ მისაღებში, რომლებსაც მაყვალა შეეგება კითხვით.. ყავით და გემრიელობებით აივსო მაგიდა, შემდეგ მაყვალამ ცხელი ხაჭაპური მოიტანა, რომელსაც ისეთი სუნი ჰქონდა არავისთვის მიკითხავს უნდოდათ თუ არა და დავაგემოვნე, როცა მოვრჩი მხოლოდ მაშინ ვიგრძენი სამი წყვილი თვალი გაოცებული და მაყვალას ცრემლიანი გამოხედვა, რომელსაც კიდევ მოჰქონდა დანარჩენებისთვის.. -რა მოხდა? (ლილე) -აუ „ლევისა“ რა მადა გაქვს?.. (დიტო) ანა და გიო „ფხუკუნებდნენ“ -დააცადე გოგოს ჭამა ძლივს რაღაც მოუნდა, იქნებ შეერგოს.. ჭამე შვილო, კიდევ მოვიტან. მაყვალა ჩვეული ხმით ქოთქოთებდა, შემრცხვა მაგრამ რომ გამახსენდა ბოლოს როდის იყო ისეთი გემრიელი სადილი აღარც მახოვდა და თავი გავიმართლე.. -მე არა ბავშვს უნდოდა, თან ისეთი გემრიელია. ჩემ თავზე მე თვითონ გამეცინა, საზურგეს მივეყრდენი და წვენით გავაგრძელე სიამოვნების მიღება. -ეგ მართლა გემრიელი იქნება, მაყვალას შემოქმედებაა. ელი თუ რამე მოგინდება გვითხარი და მოგიტანთ კარგი? -კარგი გიო მადლობა, ხო მართლა გუშინდელისთვის კიდევ გიხდით მადლობას ყველას.. -ჩვენ არა ეგ გიოს დამსახურებაა, მან მოიფიქრა, აი ჩვენ კი ჩხუბი სისხლში გვაქვს და არ გაგვიჭირდა.. სიცილით მოეხვია დიტო ანის და მუხლებზე დაისვა.. -განსაკუთრებული არაფერი, უჩა ჩემი კლასელია და პროცესის დროს ვთხოვე დახმარება, ისიც დამთანხმდა. -ამიტომ ხარ ძმა!. დიტომ უთხრა და ტელეფონმაც დაურეკა, გურამი იყო ცოტა დრო სჭირდებოდა გიგისთან შეხვედრას, გააფრთხილა, რომ მე ექიმთან წავეყვანე, რადგან თვითონ ვერ მოვიდოდა, მარტო ჩემი გაშვება არ უნდოდა.. ექიმთან ვიზიტმა კარგად ჩაიარა და კმაყოფილები „კამერების“ საქმეზე დავიწყეთ ზრუნვა, „საჯარიმო ავტოსადგომზე“ მივედით გიო და დიტო შევიდნენ, როგორც აღმოჩნდა ჩანაწერებს კოდები ადევს, ამიტომ ვერ ნახეს, მაგრამ დაგვპირდნენ რომ მოგვაწოდებდნენ, რამდენიმე დღე მოითხოვეს.. ბიჭებმა თავი დაიზღვიეს და ნიკასთან მივედით, მოვინახულეთ დავალებაც მივეცით, მისი ახლობელი მუშაობს მანდ მეტი ყურადღებით, რომ მოვიპოვოთ ჩანაწერები დაახლოებით რიცხვები ჩაინიშნა და დიდი შემართებით შეუდაგა საქმეს.. გიგისთან შეხვედრა მეორე დღისთვის გადაიდო, ამიტომ ბარში შევხვდით და-ძმას, საუბრის დასაწყისშივე ვგრძნობდი ირონიულ დამოკიდებულებას მათგან, როცა ვთქვი, რომ იდეა მქონდა, ბატონმა ოთარმა დამცინავი ტონით მითხრა კონფუცის ფრაზა: -ქალბატონო ლილე, ქალის იდეები დროის ხარჯვად მიმაჩნია, რადგან „ჩვეულებრივ ქალს იმდენი ჭკუა აქვს, რამდენიც ერთ ქათამს, არაჩვეულებრივს კი - რამდენიც ორს“. გამეღიმა და ამით ვცადე სიბრაზის დამალვა, შევატყვე დიტოს კისერი დაეჭიმა, მაგრამ ხელი დავადე ფეხზე, რომ არ დაენახათ, თუმცა ჩემს პირდაპირ მყოფმა ოთარმა შენიშნა და ჩაიღიმა, ჩემთვის მთავარი ის იყო, რომ არ ეჩხუბათ.. -ბატონო ოთარ, კონფუცმა ისიც თქვა, რომ „ჭკვიანი კაცი საკუთარ თავში პოულობს იმას, რასაც სულელი სხვებში ეძებს!“ მესიამოვნა რომ გავაკვირვე, დიტომ გამიღიმა, მაგრამ ოთარი არ მითმობდა, უფრო თავს იჩენდა, რადგან ისევ მისი ციტატა წარმოსთქვა და თვალებში დაჟინებით მიმზერდა: -„ის ვინც ლამაზად საუბრობს და მიმზიდველი გარეგნობა აქვს, იშვიათ შემთხვევაში არის ნამდვილად ადამიანური.“ -ამაში ნამდვილად გეთანხმებით, მეც იგივეს გეტყოდით, მაგრამ „წვრილმანებში თავშეუკავებლობა დიდ საქმეს დაღუპავს!“ საქმეს, რომელიც შრომას მოითხოვს და გველოდებიან როდის დავიწყებთ.. ამ ხნის მანძილზე არცერთს ხმა არ ამოუღია, ყველა მოთმინებით ისმენდა ჩვენ საუბარს, რაც სხვისი აზრებით „ომს“ უფრო ჰგაცდა, ვიდრე საუბარს. გურამმა თქვა, საუბარი დავიწყოთო და უნდა ვაღიარო ამის შემდეგ საუბარი სასიამოვნოდ წარიმართა, თუ ირინას „კომენტარებს“ არ ჩავთვლით, პროექტის ყველა დეტალი განვიხილეთ, ოთარმა ჩემი იდეისადმი დაინტერესება მოინდომა და მკითხა: -ქალბატონო ლილე რა იდეაზე გსურდათ საუბარი? -განსაკუთრებული არაფერი, კარგი იქნება თუ „კორპორატიულ წვეულებას“ მოვაწყობთ, როცა საქართველოშიც დასრულდება ობიექტების გახსნა, იქნებ შელახული იმიჯი აღვიდგინოთ. -ესე იგი თქვენც ფიქრობთ, რომ იმიჯი შეილახა? კმაყოფილმა შემომხედა ოთარმა და ისე მკითხა, რასაც ჩემებზე ვერ ვიტყვი, დიტოს ციფერი თვალები ისე მიყურებდა ჩემს წინ მაგიდაზე ელაგა.. -დიახ ასე ვფიქრობ, რადგან ბატონ რაზასა და ემირს, ბიზნეს კომპანიის აქციებისა და ძალაუფლების გამო, ერთი ქვეყნის შვილებს შორის „კინკლაობის“ ყურება მოუწიათ, ეს კითხვებს აჩენს, ჩვენთან თანამშრომლობა ღირს თუ არა?.. -ეს ბიზნესია და აქ ყველაფერი შეიძლება ქალბატონო ლილე! ირინამ გამოიჩინა ინიციატივა, ჩემთან საუბრის. -ყველაფერი შეიძლება, მაგრამ ადამიანობისა და თავმოყვარეობის ხარჯზე არა! -თუ ამ სფეროში ფეის მოკიდება გსურს, მალე ორივეს დაკარგავ! ამჯერად ოთარმა გამცა პასუხი. -ბავშვებო, ყველაფერი შეიძლება მხოლოდ კანონის ფარეგლებში! გურამი ჩარეთო ჩვენს საუბარში და დაამატა: -კარგი აზრია თუ წვეულებას თანამშრომლებს მოვუწყობთ და ჩვენს პარტნიორებს ვაჩვენებთ, რომ კარგი ურთიერთობა გვაქვს, ჩვენთვისვე იქნება კარგი! ყველამ გაიზიარა გურამის მოსაზრება და საუბრიც დასრულდა. ოთარმა ოთახიდან გასვლისას ბოდიში მომიხადა და მაგრძნობინა, რომ ნანობდა რაც მითხრა შეხვედრის დროს, შემდეგ დიტომ დაგვიძახა, ჩემი ბიჭი იცის როგორ მიხსნას, უხერხული სიტუაციიდან. შევთანხმდით, რომ დილით ბაქოში იქნებოდნენ ყველანი, მაგრამ დიტოს მიმართ ირინა ისე იჩენდა ყურადღებას, რომ უკვე განგაშის ზარებმა დარეკეს გონებაში, ამიტომ დიტოს, ხმამაღლა ვკითხე სანამ დავიშლებოთი: -დიტო, ანამ შევძლებ ბაქოში წამოსვლასო? ისეთი გაოცებული სახე მიიღო დიტომ მომინდა მეცემა, მაგრამ ირინას გამოხედვამ გონს მოიყვანა და ღიმილით მიპასუხა დათანხმდაო.. ანას გაშვების იდეაც დიტოს მოეწონა, საუბრის დროს დაამატა საცოლესთან ერთად წამოვალო, ვითომ დაავიწყდა თქმა, ირინას ისევ არ ესიამოვნა აშკარად, გამეღიმა და დიტოს ჩავჩურთულე: -„ნადირობის გეგმა“ ჩაიშალა, ვიზიარებ.. მისი აზრები წავიკითხე, ისეთი სახე ჰქონდა, ბოლოს სცილი ვერ შეიკავა და ენის მოჭრით დამემუქრა, თუ არ გავჩუმდებოდი, ანას შეთავაზებაზე დაყოლიება არ გაგვიჭირდა, რადგან მეც და გურამმაც ვთხოვეთ. ბაქოში გავაცილეთ დიტო და ანა, მოვილაპარაკეთ რომ ოთარის კომპიუტერი უნდა ენახათ იქ ყოფნის დროს, რადგან არცერთი ვენდობით მათ.. მე მამა გიორგისთან ვიყავი, მასთან ვპოულობდი უკვე დიდი ხნის მონატრებულ სიმშვიდეს, გიორგიმ დამირეკა, მომაკითხა და სახლში წამიყვანა, ისეთი სახე ჰქონდა ვაიძულე მანქანაშივე მოეყოლა, გიგისთან შეხვედრამ ცუდად ჩაიარა, ის აღიარებს დანაშაულს, რომ იყენებს „ნარკოტიკს“, მაგრამ დემეს მაინც არ უშვებენ, უნდათ მასაც დაუმტკიცონ და თანხა გადაიხადონო, თან დემეს ვერ იყოლიებენ, რომ უარყოსო, (გამოვიდნენ გულადი ძმაკაცები) რაც მეტს ვიგებდი გიორგისგან, მით მეტად ვბრაზდებოდი თემოზე, რომლის გამოც ხდებოდა ყველაფერი და ის არცერთ სიტუაციაში არ იყო გარეული, სუფთად იდგა და უყურებდა მოვლენებს. სახლში მისულს, მისღებში მტირალი მაყვალა დამხვდა, დანარჩენები კაბინეტში, მარიც იქ იყო და მოთქვამდა.. -მამა რა მოხდა დღეს? -მოდი შვილო, შენს შეხვედრაზე თავიდან თანხმობა იყო, ხვალისთვის დავგეგმეთ, მაგრამ ეხლა დაურეკეს დავითს და უარი გვითხრეს ისევ. -რატომ? მიზეზი რა თქვეს? დავითს შევხედე კითხვიანი თვალებით.. -არა რეგისტრირებული ქორწინება. -რა სისულელა! თქვენ გჯერათ ამის? -არა მაგრამ.. -კარგი ქორწინების გაფორმება მოითხოვე! იქვე მოვაწერთ ხელს, ამაზე უარს ვერ იტყვიან?! - კარგი, მოვითხოვ. ღიმილი შეეპარა დავითს. - და საერთოდ რისი იმედი უნდა გვქონდეს? ან რას უნდა ველოდოთ? რამდენიმე წუთი ყველა ჩუმად იყო, მერე ისევ გურამმა თქვა, თავდახრილმა განადგურებული ხმით: -მემგონი არაფრის. -რატომ? დემეს მაინც ვერ გამოვუშვებთ? (ლილე) -ვიღაც აშკარად ხელს გვიშლის. (დავითი) -ნუთუ გამოსავალი არაფერშია? თუნდაც აღიარება და საპროცესო?.. ჩემს ხმას ვეღარ ვცნობდი ისე მაწვებოდა სიბრაზე და იმ წუთას მზად ვიყავი თემოსთვის მეყვირა.. -კი მაგრამ დრო სჭირდება. დავითის ამ პასუხს გიორგის კომენტარი მოჰყვა: -დრო, რომელიც ყველაფერს ანგრევს!. -კიდევ რამე მოხდა გიო? პასუხის მოლოდინში, სამუშაო მაგიდასთან მდგომი მისკენ შევბრუნდი. -გზაში ვერ მოვასწარი თქმა, საწყობიდან მოვდივარ, მანქანების დატვირთვისას არარეგისტრირებული სასმელები ვიპოვე და ყველაფერი დავლუქე ბიჭებს და თქვენ გელოდებით ყველაფერი უნდა შევამოწმოთ, მარტო მე არ მაქვს უფლება!. თემოსკენ შევბრუნდი, მისი სახის სიმშვიდემ კითხვა გამიჩინა გონებაში: -თემო არაფრის თქმა არ გინდა?! -მე?..... მე.. ბოდიში.. მოსმენილმა და მისმა გაოცებულმა სახემ, თითქოს მას რატომ ვეკითხები, თავი დამაკარგინა და ყვირილზე გადავედი: -თემო, ხვდები მაინც რა ხდება? რა სიტუაციაში ვართ? -კი. თავი დახარა, ამ რეაქციაზე, გავიფიქრე ჩემს გაღიზიანებას ცდილობს თუ მართლა დებილი და მშიშარაა, მაგიდაზე დადებულ საფერფლეს ხელი მოვკიდე, გვერდზე გადავაგდე, კედელს მოხვდა და ნამცეცებად იქცა.. ყველას გაოცებულმა სახემ თვალები გააფართოვეს, ისე მიყურებდნენ, მარიც კი გაჩუმდა და ტირილს თავი დაანება. მხოლოდ ჩემი ხმა ისმოდა, რომელის ყოველი ბგერაც ყელს მიწვავდა, ცოტაც რომ მეყვირა ხმას სართოდ დავკარგავდი: -ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ამ გოგოს (მარის) თვალებში როგორ უყურებ? მის შვილებს თავზე ხელს გადაუსვამ და მოეფერები ისე, რომ სინდისი არ შეგაწუხებს, ან საერთოდ ისინი იქ და შენ აქ რატომ ხარ? ერთი მიზეზი მითხარი, ერთი მიზეზი რომელიმე თქვენგანმა?!.. ზურგი ვაქციე ყველას, წამიანი სიჩუმე დაბნეულმა გურამმა დაარღვია: -ჩემი ბრალია.. ხმა გაუწყდა, მაგრამ მაინც განაგრძო საუბარი: -ლილე შვილო, ჩემს გამო მას ნუ საყვედურობ გთხოვ.. -შენ რა შუაში ხარ? -ჩემი ბრალია, ჩემი ცოდვების გამო ისჯებით ყველანი.. -კარგი რა მამა, საკმარისია თავის დადანაშაულება იმაში, რაც ყველამ კარგად ვიცით და არარსებული ცოდვების გამო თავს ნუ იტანჯავ! მისმა გაოცებულმა სახემ მხოლოდ ის მოახერხა, რომ ჩემი სახელი ეთქვა: -ლილე შვილო.... -ყველაფერი ვიცი, მეც და თქვენც, ამიტომ ამ თემას ნუღარ განვიხილავთ, რაც შეეხება თემოს მე ძალიან მაინტერესებს როდემდე, ეს ყველაფერი სადამდე უნდა მივიდეს?.. მისი თვალები გაოგნებული მიყურებდა, რამდენიმე წამი ველოდე პასუხს, მაგრამ მივხვდი ტყუილა ვჩხუბობდი და ოთახიდან გამოვედი, უკვე მეც წამომივიდა ცრემლები, ვიცოდი რომ თავს ვერ შევიკავებდი და ამიტომაც გამოვედი.. ფეხის ხმა გავიგე, მივბრუნდი თემო მეგონა, მაგრამ გიო იყო, თვალები მოვიწმინდე და ნაძალადევად გავიღიმე: -ბოდიში, ზედმეტი მომივიდა. -ჩშ.. ნუ მებოდიშები, მთავარია შენ დამშვიდდე, შენთვის არ შეიძლება! მკლავები მომხვია და ჩამეხუტა, ეს მართლა ძალიან მინდოდა, როგორც მეგობრის, ისე თანა მოაზრეს, ვიცი გულის სიღრმეში ისიც ასე ფიქრობს.. კაბინეტის ოთახის კარი ღია იყო, დავინახე თემო გამოვიდა, შემომხედა ნაწყენი თვალებით და სწრაფი ნაბიჯებით ჩაგვიარა, ისე წავიდა. მისაღებში კაცებმა მოილაპარაკეს, რომ საწყობში უნდა წასულიყვნენ, მეც მინდოდა გაყოლა, მაგრამ უარი მითხრეს და არ შევეწინააღმდეგე, რადგან გამოფიტული ვიყავი, ამდენი უარყოფითი ემოციით დავიღალე, ამდენი მარტოობითაც. დავემშვიდობე ყველას, გურამიმ გულში ჩამიკრა, ისე გავიდა გარეთ, ვგრძნობდი მის ღიმილს, ალბათ ჩემი სიტყვები იყო ამის მიზეზი, რომ მას არ ვადანაშაულებ, მაყვალა დეიდა და ლიას ხათრით ცოტა ვჭამე, ლიას ვთხოვე დარჩენილიყო, ბევრიც ვისაუბრეთ, შემდეგ დავემშვიდობე და ოთახში ავედი.. ისევ მარტო ვიყავი, ჩემი და გიგის ოთახი იმდენად ცარიელი და ცივი იყო, თავი პატარა დაუცველი არსება მეგონა, მისი სითბო, სიყვარული ნელ-ნელა მონატრებას მიმძაფრებდა, ერთადერთი რაც ძალას მაძლევდა ჩვენი პატარა იყო, რომელიც ჩვენი ერთიანობის შედეგი, ჩვენი სიყვარულის გაგრძელებად წარმომედგინა და ვიცი გიგი მის დაუფიქრებელ საქციელს ამ პატარას გამო მაინც ნანობდა, მაგრამ იმდენად გაეხვა ამ პრობლემაში, რომ თავის დაღწევა არცისე მარტივი იყო, ეს კი ორივემ კარგად ვიცოდით.. აბაზანაში შევედი, თავი მოვიწესრიგე და გარდერობში გიგის მაისური, სპორტული ზედა ჩავიცვი, გამოვედი ოთახში და დახურული კარის სარკესთან დავდექი, ორი ზომით დიდი სპორტული ზედა ავიწიე, მუცელი გამოვაჩინე სარკეში და შევამჩნიე, როგორ წამომეზარდა, სულ ოდნავ, მგრამ გამკვრივებული ერთი ადგილი, კარგად მოჩანდა. გულში სითბო ჩამეღვარა, გამეღიმა.. უცებ კარზე კაკუნი გავიგე, მაისური გავისწორე.. -მობრძანდით. კარი ღია იყო და ყველას ველოდი, მაგრამ თემოს არა! -თემო რამე მოხდა? მისკენ გადავდგი ერთი ნაბიჟი, მაგრამ მისმა გამოხედვამ გამაჩერა.. -კი ელი მოხდა, ძალიან ბევრი რამ მოხდა.. -ნუ მაშინებ ახლა რაღა მოხდა, სახეზე რა გჭირს? წამო ჩაის ან ყავას გაგიკეთებ.. გულის სიღრმეში მასთან მარტო ყოფნა არ მინდოდა, გამაჩერა და თვალებში დამიწყო ყურება: -ელი მაპატიე, ვიცი არ ვარ მართალი და რაც ხდება ჩემი ბრალია, მაგრამ ერთი რამ იცოდე. მე შენ ძალიან მიყვარხარ! -თემო რა გჭირს? მოწიე? -არა გავიკეთე! შენს გამო ელი.. -თემო რას ამბობ? წამო დაბლა ჩავიდეთ! წინ წავედი კარი გამოვაღე, დავინახე დაბლა შუქი არ ენთო და შემეშინდა, გავიფიქრე სძინავთ ეს ჩუმად მოვიდა? ცივმა ოფლმა დამასხა და უცებ მკლავზე ვიგრძენი ძლიერი ხელი დამქაჩა, კარი უხეშად მიხურა და ზედ კარზე ისე მიმანარცხა წამოვიკვნესე.. -რას აკეთებ თემო? -არა ელი ან ახლა ან არასოდეს! შენ ჩემი უნდა გახდე! -რას ამბობ.. -გაჩუმდი და მომისმინე! შენ ვერც გიგი, ვერც გიორგი და ვერც ის ს*ი ლაშა, ვერ შეგიყვარებს ისე როგორც მე! იცი რაც ხდება, შენს გამო ხდება და შენს სინდისზე იქნება ყველაფერი! თვალები იმაზე დიდი გამიხდა ვიდრე მქონდა, ფეხებშუა ამოვარტყი მუხლი და მოიხარა, კარის გაღება შევძელი მაგრამ ფეხი კრა, კედელსა და კარის კუთხეს შორის მოვხვდი, ინერციით კედელს დავეჯახე და მუცელი მეტკინა, რაც პირველად გავიფიქრე ბავშვი იყო, უცებ თავისკენ შემაბრუნა კარი ისევ დაკეტა, მარჯვენა ხელით ჩემი სახე დაიჭირა ისე მიმაყუდა კედელს, კბილებს უჭერდა ერთმანეთს ისე მითხრა: -არ მინდა გატკინო და ნუ მაიძულებ! -უკვე მტკენ.. თავისუფალი ხელი კედელს მიარტყა, შევხტი დამიყვირა: -თვალი გაახილე! გავახილე ნერყვი მძიმედ გადავყლაპე, მივხვდი წინააღმდეგობა უფრო აბრაზებდა და მეტ ძალას მატებდა, თვალი იმ მკლავისკენ გამექცა კედელზე რომ ჰქონდა მიყრდნობიი გიგის სამაჯური ეკეთა.. -ეს რატომ გიკეთია? უკვე გვიანი იყო რომ ხმამაღლა ვკითხე, ამით არ მინდოდა გამომეწვია.. -შენ მაჩუქე ელი აღარ გახსოვს? დამცინავი ტონით მკითხა, აღარფერი ვუთხარი, ხელები მომკიდა საწოლისკენ მაიზულა გავყოლოდი, მივუახლოვდით საწოლს და გამომიცხადა: -შენ ჩემი იქნები ყოველთვის, თუ გინდა გიგი ციხიდან გამოვიდეს! -არა.. სახეში გამარტყა ისე ძლიერად რომ დავეცი, საწოლიდან ჩამოვსრიალდი და იატაკზე ჩამოვჯექი.. -მაპატიე, ბოდიში ელი, აღარ ვიზამ.. არაფერი მითქვამს, მინდა ვიყვირო, მაგრამ მაყვალა დაბლა საძინებელში იქნება, ლია გვერდზე უნდა იყოს და წესით უნდა გაეგო კიდეც ჩვენი ხმა, მაგრამ რატომ არ ჩანს? უცებ წამომაყენა და აივნისკენ გამექცა თვალი, გადავხტები კიდევ კარგი წყალი ისევ არის და ღიაა.. აი ეს სანსი გაქვს ელი მხოლოდ, დამსვა საწოლზე და ცოტა უკან დაიხია: -ჩემგან რას ითხოვ? არ შემიხედავს ისე ვკითხე, შებრუნდა ისევ შემობრუნდა ჩაიმუხლა და ისე მითხრა: -თანხმობას, სიყვარულს.. გამეღიმა არაფერი მითქვამს, წამოდგა თითქო დროს მაძლევს მოვიფიქრო, ისევ შებრუნდა და უკვე გამზადებული წამოვხტი და გავიქეცი წამებში, კარი გავაღე და აივნის მოაჯირის საპირისპირო მხარეს ვიყავი, ისიც ჩემთან ახლოს იყო, უფო ახლოს ცდილობდა ნერვიულად მოსულიყო: -ელი რას აკეთებ? -არ გაბედო მომეკარო! მაყვალა დეიდა! ლერი ძია! მიშველეთ.. -გაჩუმდი გთხოვ, გავალ ოთახიდან, ოღონდ შემოდი სახლში.. ნაბიჯი ისევ გადმოდგა -იცოდე გადავხტები! -კარგი გვდივარ.. უკან გადადგა ნაბიჯი და უცებ ოთახის ჩუსტი აივნის "ჩუქურთმაში" გამეჭედა და ფეხი ჩამიცურდა, თავი ვეღარ შევიკავე და გადავეშვი.. ვიგრძენი ყელი როგორ ამეწვა ყვირილისგან, შემდეგ დაცემის შეგრძნება, მაგრამ წყალი არ მასველებდა, რომ გავიაზრე აუზზე გადაფარებულ დამცავში გავეხვიე, პანიკამ მომიცვა სიმძიმით ფსკერისკენ წავედი და ვგრძნობდი ჰაერი აღარ მყოფნიდა, ვიღაცის რამდენიმე ხელი ვირძენი წელზე, მალე ეს შეგრძნებაც გაქრა და ყველაფერი გათეთრდა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.