შვიდი პაემანი (სრულად)
ხელის კანკალით კრეფს ჯერ პირად ნომერს ,შემდეგ საიდენტიფიკაციო კოდს და დასტურის ღილაკზე ხელის დაჭერის ეშინია. საწყალი თვალებით უყურებს გვერდით მჯდომ დეიდაშვილს, რომელმაც 5 წუთის წინ თავისი გამოცდების შედეგებით გამოწვეული სიხარული უკვე დაძაბულობაში აქვს გდასული, მასავით მოუთმენლად ელოდება მარიამის ინფორმაციასაც,მაგრამ მხიარული ჭინკები მაინც დაუხტის ლამაზ ზღვისფერ თვალებში. -მარიამ დავიტანჯე , გახსენი უკვე- მოუთმენლად იძახის ანა. -მეშინია.....- ხელებს ისრესს ნერვიულობისგან და შეშინებული აპარებს უკვე შევსებული ველებისკენ მზერას. ანას მოულოდნელად ,,enter’’ ღილაკისკენ მიაქვს ხელი და დოლიძეც მაშინვე ხუჭავს თვალებს. -ასეთი მშიშარა როდის აქეთ გახდი?-დასცინის დეიდაშვილი და უცებ სიხარულისგან მთელ ხმაზე იწყებს კივილს- ვაიმე მარიამ...მარიკო... -რა? ვერ მოვხვდი ჟურნალისტიკაზე ხომ?-დაფეთებული ახელს თვალებს და მზერა პირველ რიგში სულ ბოლოში დაწერილ რიცხვს მიაქვს : გრანტი - 100%...თვალებარეული ზუსტად ხუთი წუთი უყურებს წარწერებს. -არ მჯერა... ვაიმე არ მჯერა, მიჩქმიტე რა ანაკო- აცრემლებული ბრუნდება მერე მოხტუნავე დეიდაშვილისკენ. -გიჩქმიტო არა ის.. მერე დალურჯებული ჩაგიყვანო თბილისში ეს 100%იან გრანტიანი გოგო?- ყურებამდე გაბადრული ანა მთელი ძალით ეხუტება. -ჩვენი ჭკვიანი, საამაყო გოგონები- ყველა მხრიდან აქებენ დეიდაშვილებს და უკვე თბილისში წასვლის წინა დარიგებებს იღებენ. -მეამაყები დე- ძილის წინ , საოცრად თბილი ხმით ეუბნება დოლიძეს დედა, ტკბილად უკოცნის ლოყებს , საბანს პატარა ბავშვივით უკეცავს და ოთახიდან გადის. სექტემბრის დასაწყისში რამოდენიმე დღით ჩადიან თბილისში, რომ უნივერსიტეტში დარეგისტრირდნენ, ახალი ბინა მოაწყონ და სწავლის დასაწყისისთვის უკვე დალაგებულ სახლში ჩამოვიდნენ საცხოვრებლად. პირველ ოქტომბრამდე დრო შეუმჩნევლად გარბის , მარიამი და ანა უკვე ყოველ დღე ერთად დადიან უნივერსიტეტში და სტუდენტურ ცხოვრებაში მთელი ენერგიით ერთვებიან. -მარიკო...-ერთ საღამოს ანა გვერდით უცუცქდება დივანზე მოკალთებულ დეიდაშვილს. -რა ხდება ანა?- გამომცდელი მზერით უყურებს დოლიძე უცნაურად დაძაბულ გოგონას და ტელევიზორს ხმას ურთავს,რომ ყურადღებით მოუსმინოს. -მემგონი ერთი ბიჭი მომწონს- საყვარლად ეფაკლება ლოყები. -მემგონი?!-დაეჭვებით ეძიება მარიამი. -სამი დღის წინ მითხრა ძალიან მომწონხარო და მე ამ ფაქტს ისე არ შევუწუხებივარ , როგორც სხვა შემთხვევებში- მხრებს იჩეჩავს ანა. -ოჰო, საქმე მგონი სერიოზულადაა-გულით ეღიმება დოლიძეს და დეიდაშვილის თმებს უწყებს თამაშს- შენ გაზაფხულზე ლევანმა სიყვარული რომ აგიხსნა, ისეთები დაიმართე, ლამის გააგიჟე ბიჭი, მანამდეც იმ დასასვენებლად ჩამოსულმა ბიჭმა რომ გითხრა მიყვარხარო და ყვავილები მის დასანახად ურნაში გადაუძახე... -კარგი, კარგი ....მორჩი -უარესად წითლდება ძველი ამბების გახსენებაზე- მოკლედ მგონი მართლა მომწონს, მაგრამ არ ვიცი როგორ ვუთხრა, მივანიშნო... იმ დღის მერე აღარც უხსენებია არაფერი ამ თემასთან დაკავშირებით და... -შენ გელოდება ალბათ. -თუ კიდევ ჩამომიგდო სიტყვა , მივანიშნებ, რომ არც მე ვარ გულგრილი- ფილტვებს ჰაერისგან ათავისფულებს და საწყალი თვალებით უყურებს მარიამს. -კარგი აზრია. ამ დიალოგიდან ზუსტად ერთი კვირის შემდეგ ანა და ლექსო უკვე ერთად სეირნობენ, ნოემბრის ბოლოს კი ოფიციალურად ჰქვიათ შეყვარებული წყვილი და სწორედ ამ დროიდან იწყება გოგონების ცხოვრებაში ყველაზე მხიარული ეტაპი, ორივე ერთად შეიგრძნობს ახალ მეგობრებთან ერთად ნამდვილი სტუდენტური ცხოვრების გემოს. რადგან უკვე ზამთარი დგას დ გარეთ დეკემბრის სუსხს დაუსადგურია, ხან რომელთან იკრიბებიან სახლში, ხან რომელთან. ყველაზე ხშირად მაინც დეიდაშვილების ბინას სტუმრობს სამეგობრო. დოლიძე სოცრად ბედნიერია ანას მუდამ ასეთ თვალებანთებულს რომ ხედავს, წყვილის შემხედვარეს ლამისაა თავადაც შეყვარებულის ყოლა მოუნდეს. ახალ წელს გოგონები თავიანთ ოჯახებთან ერთად ხვდებიან და ძველით ახალი წლისთვის მეგობრებსაც იწვევენ სოფელში. მიდის ერთი ჟრიამული და მხიარულება. ანა , ჯერ კიდევ ვერ ბედავს ოჯახისთვის ახალი ამბის თქმას, ამიტომ იძულებულია, შორიდან უყუროს მონატრებულ შეყვარებულს. ზაფხულამდე დრო თვალის დახამხამებაში გარბის და ყველას ერთად უკვე მეორე კურსის სტუდენეტი ჰქვიათ. მარიამი პირველ სტიპენდიას დიდი სიამაყით იღებს, პირველ რიგში ანას ყიდულობს საჩუქრად ლამაზ იასამნისფერ მაისურს, მერე თავისთვისაც იძენს ზოგიერთ ახალ ტანსაცმელს და ნავაჭრით კმაყოფილი ბრუნდება შინ, სადაც ანას გარდა კიდევ რვა ადამიანი ხვდება. -ოჰ, სტიპენდია ჩაირიცხა დღეს და ჭკუაზე არაა გოგო- სიცილით ანიშნებს ლექსო ,რომ შინ დაგვიანების მიზეზს მიუხვდა. -დიახაც, რა მაქვს დასამალი?- კისკისით მირბის პარკებით დახუნძლული საძინებლისკენ და სულ მალე სახლის ფორმაში გამოწყობილი ბრუნდება მათთან. -აბა რა ხდება, რისთვის მოაწყვეთ ამჯერად კონსილიუმი?-მხიარულად ეკითხება ოთახში მყოფებს და დივანზე თავისუფალ ადგილს იკავებს. -გამოცდები ხომ დაამთავრე მარიკო?-ეკითხება ლადო. -კი. -ჰოდა ძალიან კარგი, ჩვენ გვინდა,რომ ხევსურეთში წავიდეთ ყველა ერთად ექსკურსიაზე- ამცნობს ბიჭი და მის პასუხს ელოდება. - რა მაგარია- მათი იდეის მოსმენისას თვალები სიხარულით ენთება მარიამს- მოვდივარ მე , სიის თავში ჩამწერეთ! მეორე დილიდანვე იწყებენ სამზადისს და მომავალ შაბათამდე დრო ისე გადის ვერც კი ამჩნევენ. ცხოვრებაში არასდროს ყოფილა ასე იოლი დილით ადრე ადგომა, როგორც კი მაღვიძარა რეკავს, ორივე იმწამსვე ხტება საწოლიდან და ზუსტად ოც წუთში გამზადებულები ელოდებიან დანაჩენების ზარს. ,,მზე დამაქვს ხურჯინით დადილიდან დილამდე, ღამიდან ღამამდე და კარგო’’ ,,ისევ ამოდის თეთრი მთვარე ,და სიყვარული მოგონებას ჰგავს, შენზე ოცნება შევიყვარე და ეს სიმღერაც არ მანახებებს თავს, მენატრება, მენატრება, მენატრება შეენი ნაზი ხმა.....’’’ მორიგეობით მღერიან გზაში თუ რამე სიმღერა გაახსენდებათ და სამარშუტო ტაქსში გამეფებულ არეულობაზე თავადვე იცინიან გულიანად. მძღოლიც გადმოხედავს ხოლმე გალაღებულ ახალგაზრდებს და თბილად იღიმის. -აუ ის სიმღერა გახსოვთ?- ყვირის უცებ მარიამი. -აბა რომელი?-ეკითხებიან ერთხმად. -,,ნუ აჰყვები ხმას’’-კისკისებს გულიანად. -აუ , მე არ მახსოვს- ცოტა ხნის ფიქრის მერე მხრებს იჩეჩავს ნიკო. -აუ რა არ გახსოვს ,,ნუ აჰყვები ხმას, თუ მართლა გიყვარს..გჯეროდეს ,რასაც გკარნახობს გული...ნუ აჰყვები ხმას...’’- ყურებამდე გაბადრული მღერის მარიამი და თან ცდილობს ტექსტი გაიხსენოს. -აუ კი, მერკვილაძე რომ მღეროდა- უცებ ახსენება ყველას. -მე მაგ გოგოსი ,ის სიმღერა მიყვარდა..-იძახის ლექსო -ვიცი.. ,,ქალს მშვენიერ ქალს’’ ხომ? - აწყვეტინებს შეყვარებული და ახლა ამ სიმღერას იწყებს ყველა ერთხმად.. დავიწყებულ ტექსტს , ყველა თავისი ინტეპრეტციით მღერის და სრული განუკითხაობა ისადგურებს ტრანსპორტში. ნახევარზე მეტ გზას ასეთ ჟრიამულში გადიან, მერე ყველას ახსენდება, რომ დილას ძილი დააკლდათ, სავარძლებზე ნაწილდებიან , ზოგი, ვისაც არ ეძინება უკან გადადის სათამაშოდ. მარიამი კი სულ პირველ სკამზე მოხერხებულად კალათდება , ყურებში ყურსასმენებს იჩრის და უკვე ასე სულში გამჯდარი და საყვარელი მელოდია ,, tango to evora’’ ირთვება . სხეულში სასიამოვნოდ ჩაღვრილ ნოტებთან ერთად მარიამიც ითენთება და ნელ-ნელა ძილის სამეფოში ინაცვლებს. ნახევარი საათის მერე ვერც იმას იგებს, როგორ ჩერდება სამარშუტო ტაქსი, როგორ ესაუბრებიან მისი თანამგზავრები ვიღაცას და როგორ იძვრება ისევ ტრანსპორტი. _________________ მწვანეში ჩაფლულ გზაზე კაციშვილის ჭაჭანება არაა, შორიდან მხოლოდ ერთი გაჩერებული მანქანა მოჩანს. რომლის მძღოლიც მთელი მონდომებით ცდილობს მის შეკეთებას. -ჯანდაბა! რაღა ახლა გაფუჭდა, ვერ მართსთან ვრეკავ და გაგიჟდება ნერვიულობით-გამწარებული ურტყამს მანქანის სახურავს ხელს და ირგვლივ იხედება, იმის იმედით,რომ ვინმე სულიერს მოჰკრავს თვალს. უცებ შორიდან მომავალი მანქანის ხმა ესმის ,რამოდენიმე წუთში გზაზე სამარშუტო ტაქსი ჩნდება ,რომელიც მისი მანქანით გადაკეტილი გზის გამო იძლებულია გაჩერდეს. ჯერ მძღოლი ჩამოდის და ეკითხება დამხარება ხომ არ სჭირდება ,მერე კი უკანა კარი იღება და იქედან ძალიან ნაცნობი სახე ჩნდება. -დათა, აქ რა გინდა?-ღიმილით ხტება მარშუტიდან ნიკო და ძველ მეგობარს ეხუტება. -მართასთან ავდიოდი და მანქანა გამიფუჭდა- უკმაყოფილოდ უყურებს ,,მოღალატე’’ ტრანსპორტს ქადაგიძე- შენ აქ საიდან? -ექსკურსიაზე მივდივართ მეგობრები. -მართლა? ძალიან კარგი მარშრუტი აგირჩევიათ ნამდვილად. -ჰო ერთისთვის განსაკუთრებით, სულ ფრენა-ფრენით წამოგვყვა ,ხევსურეთი რომ ვუხსენეთ- მარიამის რეაქციის გახსენებაზე ეცინება ნიკოს. -ეს მანქანა დამაძრევინა ადგილიდან და ყველას მე გიმასპინძლებთ მართას სახლში-დაუფიქრებლად ეპატიჟება დათა. -აბა რას ამბობ, ეგრე როგორ შეგაწუხებთ ?! ბევრნი ვართ დათა. -მაწყენინებ იცოდე!- გრძელ შავ წარბებს უკმაყოფილოდ კრავს ქადაგიძე- ყველაფერს რომ ნახავთ, საღამოს ჩემი სახლისკენ წამოხვალთ , კარგი? - ღიმილი ეპარება ბოლოს ტუჩის კუთხეში-მანამდე კი, თუ არ შეგაწუხებთ სოფლამდე გამოგყვებით ,რომ ვინმე მოვიყვანო მანქანის შესაკეთებლად. -კი შეგვაწუხებ ,მაგრამ სხვა რა გზაა? წამოდი წაგიყვანთ- მთელი სერიოზულობით ეუბნება ნიკო და სამარშუტო ტაქსისკენ მიუძღვება, დათაც სიცილით მიჰყვება უკან. -ბავშვებო გაიცანით, ეს დათაა , ბავშვობიდან ვმეგობრობთ და ამ საღამოს თავისთან გვეპატიჯება - მოკლედ და ლაკონურად აცნობს ახალ თანაგზავრსაც და ამბავსაც მეგობრებს ბიჭი-დათა ამათ თანდათან გაიცნობ- სიცილით ბრუნდება ქადაგიძისკენ- ბარგის გამო ცოტა ვიწროდ ვართ,მაგრამ აი სულ წინ მარიამის გვერდით არის ადგილი და იქ დაჯექი- მიუთითებს თავისუფალ სკამზე. სავარძელში მოკალათებული მხოლოდ მაშინ კადრულობს გვერდით გახედვას, როცა იქედან შარი-შურის ხმა ისმის და მანქანის დაძვრის გამო აწრიალებული გოგონა უკმაყოფილოდ ფშვინავს ძილშივე. იხედება და უცნობის საოცრად მშვიდი და ბავშვური სახის შემხედვარეს გაუცნობიერებლად უპობს ღიმილი ბაგეს. შემდეგ უკეთ აკვირდება.....გრძელი ოდნავ ღია წამწამები, ღია წაბლისფერი თმა, საშუალო ზომის წითელი ტუჩები , სწორი ცხვირი და თეთრი კანი ერთიანობაში საკმაოდ ლამაზ სახეს ქმნის თავის ნაზ კონტურებთან ერთად. თავისდა უნებურად მძინარე გოგონას რაღაც უჩვეულო სისუფთავესა და სინაზესთან ასოცირებას აკეთებს, სურვილი უჩნდება ოდნავ მაინც შეეხოს მის კრიალა კანს, მაგრამ ახსენდება ,რომ სრულაიდ უცხოა , არ აქვს უფლება და ოდნავ წამოწეულ ხელს ისევ თავის მუხლზე აბრუნებს. ____________________________ ძილში გრძნობს,როგორ ჩერდება ტრანსპორტი ,მაგრამ თვალების გახელის თავი არ აქვს, მერე ცოტა ხანში ყრუდ ესმის ვიღაცეების ლაპარაკი და ცოტა ხანში ისევ მიდიან. ნახევრად ძილ-ბურანში მყოფი რამოდენიმე წუთში უცნაურ დისკომფორტს გრძნობს, თითქოს სახეზე ცეცხლი უკიდია. უსიამოვნოდ იშმუშნება და ძლივ-ძლივობით სულ ოდნავ ახელს თვალს .....ახელს და დაბინდული მზერა პირველ რიგში ორ აღელვებულ ზღვას აღიქვამს. ....ზღვას... ჰო ,სხვას ვერაფერს შეადარებ იმ თვალების ფერს, რომელთა გამჭოლი მზერა სახეს უწვავს და ძილშიც კი გრძნობს დოლიძე. უნებურად ეღიმება, ეს ყველაფერი უბრალოდ სიზმარი ჰგონია. ეს ,,ადიდებული ზღვებიც’’ და მათი მწველი მზერაც... ნებიერად გაღიმებული ისევ აწებებს ქუთუთოებს ერთმანეთს და ძილის მორევში ეშვება......ის თვალები კი სიზმარშიც მიჰყვება. ამღერებული მეგობრების ხმა ფლეიერიდან გადმოღვრილი ნოტებს ერთიანად ფარავს , რაც მისი ერთ საათიანი სიმყუდროვის დარღვევას იწვევს, ზანტად ახელს თვალებს და ოდნავ ამთქნარებს. ბავშვები ისევ მღერიან, ზოგი რას, ზოგი რას... -დაყრუვდნენ ძროხები....- კისკისებს გულიანად , ბარბაცით მიდის სულ უკანა სავარძლებზე მოკალათებული მეგობრებისკენ და ომახიანად იწყებს სიმღერას. ,,მენატრები , მიყვარხარ შენ..გული სევდა ვეღარ იტეევს, დამიბრუნე სიყვარული..დაკარგული დღეები.. დავდივარ ისევ მარტო და დამყვება მოგონება....’’ -აუ ამან რა სიმღერა გაიხსენა ეეე.... -ვაიმე სად გაგახსენდა ეს მართლა.. ცუდად ვარ- სიცილით კვდებიან ბავშვები.. -აჩიკო ჩემი ფავორიტი იყო ,, სხვებიც კი ვიცი- იჯგიმება მარიამი, მერე წამით ფიქრდება, რომ ტექსტი გაიხსენოს და იწყებს... ,,მითხარი , კიდევ მითხარი... რომ ეს არ ყოფილა სიზმარი და ახლაა შენ კვლავ ჩემთან ხარ.. წამოდი ,ჩემთან წამოდი, ყოველვის ამ სიტყვებს ვამბობდი და ახლაა შენ კვლავ ჩემთან ხარ’’ მღერის სიცილით . -მოდით შატილიდან დავიწყოთ დათვარიელება და დღის ბოლოს ,,გუდანის ჯვარი’’ ვნახოთ, მანდ ვრჩებით მაინც- ცოტა ხანში გამოთქვამს იდეას ნიკო. -კი ბატონო, რა პრობლემაა?!-ეთანხმება ყველა ერთად და ისევ გრძელდება მხიარულება. დოლიძე ვერ იგებს, რატომ რჩებიან მაინცდამაინც გუდანში,მაგრამ დიდად მაინც არ ინტერესდება. ეს ხევსურეთია,ნანატრი ხევსურეთი და თუ ეტყვიან, სულაც შუა მინდორზე დაიძინებს სადმე. შატილის კოშკებს და ხედებს თვალებგაბრწყინებული ათვარიელებს, ფოტოებიდან გაჩენილ შთაბეჭდილებებსაც კი აჭარბებს ირგვლივ გამეფებული ღვთიური სილამაზე. -უცებ იოსებ ნონეშვილის ლექსი გამახსენდა...- ამბობს მეგობრების გასაგონად მარიამი. ,, სულ ყველა გავეცი, ბილიკიც, ჭიუხვიც , მარტო დავიტოვე პატარა წალკოტი, იქ კალთა დავბერტყე სიტურფის, სიუხვის, საჩემოდ სამოთხის ხეხილით ვამკობდი, მე ჩემთვის მინდოდა მზიური ქედები და რადგან მიწის სხვა ნამცეციც არ არის, ზეცაში ვიცხოვრებ…ხოლო ეს ედემი - თქვენთვის დამითმია.დე, იყოს ალალი! და ასე წაბრძანდა ღმერთი ცათა შინა, და ჩვენ დაგვიტოვა ღვთიური მთა-ბარი, მიტომ საქართველოს რა არ გააჩნია ქუხს მისი სიტურფის,სიუხვის ამბავი…’’ უცებ ნაზი ხმით არაკრაკებს ბავშობაში დედის ნასწავლებ უსაყვარლესი ლექსის სტრიქონებს და თან აღფრთოვანებულ მზერას ვერაფერით აშორებს ცამდე აზიდულ, წვერებზე თოვლშერჩენილ მთებს. შემდეგ მუცოს ციხეს და ანტონის ჯვარს ნახულობენ, ბევრ საინტერესო ამბავს ისმენენ და საოცრად დადებითი ემოციებით დატვირთულები მიემართებიან გუდანისკენ. გზაში ისევ მხირაულებაა..... ,,გუდანის ჯვრის’’ მონახულების შემდეგ ნიკო მძღოლს დათას სახლისკენ გზას კარნახობს და სულ მალე ქვის ღობით შემოსაზღვრულ კოშკის ტიპის სახლთან ჩერდებიან. ნიკო პირველი ჩარბის ტრანსპორტიდან და დაბალი ხის ჭიშკრისკენ მიემართება. -მართა ბებო- ეძახის მასპინძელს- მართა ბებო.... -ეს რა სახლის პატრონებს იცნობს?-ეკითხება გაკვირვებული მარიამი დეიდაშვილს. -ჰო მისი მეგობრის ბებიის სახლია- ანას მაგივრად ლექსო სცემს პასუხს და მძიმე ზურგჩანთას ხელიდან აცლის. ეზოში შესულები ხედავენ როგორ გამოდის სახლიდან 70-75 წლის საოცრად სანდომიანი მოხუცი და ნიკოს თბილად უღიმის. ბიჭიც ღიმილით მიემართება მისკენ და სიბერისგან დანაოჭებულ ლოყებს ტკბილად უკოცნის. -ასე უნდა დაგვივიწყო ბიჭო?- თბილი ხმით ტუქსავს მართა. -აბა რას ამბობთ მართა ბებო, თქვენს თავს და ამ სახლში გატარებულ ტკბილ დღეებს რა დამავიწყებს მე?- ნოსტალგიებში გადვრდნილი ნიკო სწრაფად უარყოფს ბრალდებას. მერე მეგობრებს აცნობს მართა ბებოს, ქალიც ღიმილით იკრავს გულში სტუმრებს და სახლისკენ მიუძღვება. -დათა არაა შინ?-ეკითხება ბიჭი. -არა მანქანა ამოიყვანა წუხელ და მეზობელთან ჰყავს შესაკეთებლად, საღამოს მოვა, მანამდე კი თქვენ ოთახებში დანაწილდით , მოეწყვეთ და დაისვენეთ. ოთახებში 3-3-ად ნაწილდებიან . კენტად დარჩენილ ნიკოს კი მართა ქადაგიძის ოთახში უჩენს ადგილს. პირველ სართულზე დაბრუნებულებს ბებო უკვე გაშლილ სუფრას ახვედრებს, ფართე თეფშზე დაწყობილ ახლადმოხარშულ ხინკალს ოხშივარი აუდის. ყაურმის და ხევსურული ხაჭაპურის სუნი ყნოსვის ორგანოებს უღიზიანებს დაღლილ და მოშიებულ მგზავრებს. -ასე რატომ შეწუხდით მართა ბებო?- გულწრფელად წუხს ანა. -აბა რას ამბობ შვილო, რა შეწუხებაა? სტუმარი ღვთისა და ღირსეულად უნდა უმასპინძლო ადამიანმა, მითუმეტეს,რომ აქ მონატრებულიც კი ვარ ვინმეს სტუმრობას, მითუმეტეს ასეთი ანგელოზების- სანთნო ღიმილით უღიმის ქალი და თან კიდევ ერთ თეფშს დგამს სუფრაზე. -ეს რა არის?- ინტერესით ეკითხება მარიამი და მისკენ იხედება.. მოხუცის და დოლიძის თვალები წამით ხვდება ერთმანეთს და მოულოდნელად გოგონა ამჩნევს ,როგორ კრთება მართას თვალებში სევდის და ტკივილის ნაპერწკალი. -ეს მხლოვანაა, ჭარხლის ფოთლის გულსათით და ყველით გამომცხვარი პური- სწრაფად აშორებს მზერას გოგონას და ისე პასუხობს. ყველა სუფრას უსხდება და მორიგეობით სინჯავენ კერძებს. მარიამი კი დროდადრო მოხუცის დაჟინებულ მზერას გრძნობს. ხვდება,რომ რაღაც აწუხებს ქალს ,რაღაც საოცარ სევდას გვრის,მაგრამ ის ვერ გაუგია, რა კავშირშია ეს მასთან და რატომ გახდა თვითონ მართას ასეთი ინტერესის ობიექტი. ჯერ მხლოვანას სინჯავს, მერე ერთ-ორ ხინკალს და ერთ ნაჭერ ხაჭაპურსაც აგემოვნებს. უკვე დანაყრებული ბოდიშს უხდის ყველას და სწრაფად მიემართება გასასვლელი კარისკენ, რადგან გული ჯერ კიდევ მოსვლისას ეზოში შემჩნეული ორი ნაგაზის ლეკვისკენ მიუწევს და ერთი სული აქვს როდის მოეფერება იმ ორ ბეწვის გუნდას. დუტის ქურთუკს იცვამს და ეზოში თვალის ცეცებით მიაბიჯებს. მალე ძაღლების წკმუტუნი ესმის სახლის გვერდიდან და თავადაც იქეთ მიემართება. უხვევს თუ არა სახლის კუთხეში, მოთამაშე ლეკვების გვერდით წამოწოლილი უზარმაზარი ნაგაზი სწრაფად ხტება ფეხზე და ადგილზე მიყინულ დოლიძეს უღენს. გოგონა წამით ჩერდება, მერე ორ-სამ ნაბიჯს დგამს წინ და ძაღლთან ,,მოლაპრაკების წარმოებას’’ იწყებს. ლეკვებისთვის გამზადებულ პურის ნატეხს ფრთხილად უწვდის კბილებდაკრეჭილ ნაგაზს. -აი ნახე რა მაქვს..... მოდი ჭამე...-საყვარლად ეკრიჭება და წინ უდგება, ძაღლი ოდნავ მშვიდდება. ჯერ კარგად აკვირდება მის ხელში დაჭერილ პურს, მერე ოდნავ აღებს პირს და წამში სანსლავს. გოგონას კმყოფილი იღიმის ,მაგრამ ლეკვებთან მიკარებას მაინც ვერ ბედავს და საცოდავი თვალებით უყურებს მათ. -რას იღრინები რა...რა მოხდება ერთი წამით რომ მოვეფერო...- ისე ეწუწუნება ძაღლს, თითქოს მას რამე ესმოდეს. უცებ სამივე ცხოველი ადგილიდან იძვრება და მის უკან ვიღაცისკენ მირბის, თვითონაც მათ აყოლებს თვალს ,უკან ბრუნდება..... თავისთვის სრულიად უცხო სილუეტს აწყდება, რომელიც ლეკვებს და მათ დედას ეთამაშება. მერე მისკენ იხედება და დოლიძე ადგილზე შრება....ისევ...ისევ იმ ორ ზღვას ეფეთება მისი მზერა, ოღონდ ამჯერად უფრო დამშვიდებულს და ბადრი მთვარის და ეზოს ჩახჩახა ლამპიონის შუქზე შედარებით ჩამუქებულს. ,,თვალები სიმზრიდან’’ -ფიქრობს გოგნებული-,, კი მაგრამ..ეს როგორ? აქ საიდან ,როგორ? ასე რეალურად...’’ -სრულ გაურკვევლობაშია. ქადაგიძე კი არაფრის დიდებით არ აშორებს მზერას . მთვარის შუქი კიდევ უფრო მეტ სინაზის ელფერს მატებს გოგონას სახის ნაკვთებს და მის შაქრისფერ კანს, მთლიანად იძირება დათა აქამდე უცნობ თვალებში, რომლებიც ზურმუხტისფრად აკიაფებულან. -გამარჯობა- ოდნავ შესამჩნევად უღიმის მერე. -გამარჯობა- გონს ეგება მარიამიც. -მარიკო სად გაქრი ამდენხანს?- მოულოდენლად ესმით ანას ხმა, მალე თავადაც ჩნდება და დეიდაშვილს გვერდით უდგება-ისევ გამარჯობა დათა-უცინის უკვე ნაცნობ მასპინძელს. -კიდევ გაგიმარჯოს..მგონი ანა ხომ? -კი ანა ვარ მე. ეს მძინარე მზეთუნახავი კი, რომელმაც შენი გაცნობა გზაში ვერ მოახერხა , მარიამია, ჩემი დეიდაშვილი-აცნობს დოლიძესაც. -სასიამოვნოა-ისევ აკვირდება გოგონას ქადაგიძე. -ჩემთვისაც..-ლუღლუღებს უჩვეულოდ დაბნეული და აფორიაქებული. დათა მის დაბნეულობას ამჩნევს და გულში ეღიმება. -კარგი, შინ შევალ -თავს უკრავს მათ და სახლის კუთხეში იმწამსვე უჩინარდება. -გამაგებინე ვინაა ეს- თვალებგაფართოებული და აზრზე მოსული მარიამი დეიდაშვილს უბრუნდება. -დათაა ეს,მართას შვილიშვილი და ნიკოს ბავშვობის მეგობარი. შენ რომ გეძინა, გზაში შევხვდით,მანქანა გაუფუჭდა და სოფლამდე მოვიყვანეთ. -და მე ამ დროს მეძინა ? არაფერი გამიგია საერთოდ. -საკუთარი თავის ამბავი არ იცი? შენ თუ ძილმა დაგრია ხელი, მერე ბომბის ხმაც ვერ გამოგაფხიზლებს. -ეგეც მართალია- მხრების ჩეჩვით უცინის საპასუხოდ ,მაგრამ მთელ შიგნეულში დასადგურებულ ფორიაქს ვერაფერს უხერხებს. -სხვათშორის შენს გვერდით იჯდა- ეშმაკურად უღიმის ანა და ორი ნაბიჯით უსწრებს წინ. ამის გაგონებაზე უფრო კრთება დოლიძე.... ,,ანუ...ანუ სიზმარი არ იყო..ის თვალები.. არ დამსიზმრებია, ჩემს გვერდით იჯდა და მართლა მიყურებდა.. სიზმარი არა...რეალობა იყო’’ -ნაბიჯარეული მიჰყვება უკან დეიდაშვილს. სახლში შესულები ისევ სუფრასთან იკავებენ ადგილს. მარიამს დათას პირდაპირ უწევს დაჯდომა და თვალებს უხერხულად აცეცებს. მთელი საღამო გრძნობს ბებია-შვილიშვილის დაჟინებულ მზერას და უხერხულობისგან აღარ იცის სად წავიდეს. ვერც ის გაუგია, რა უნდა მისგან, რით ვერ დააკვირდნენ და გამოიკვლიეს მთელი საღამოა. მართას მზერას როგორც კი გადააწყდება გულიდათად უღიმისაი ქადაგიძისკენ კი თავის მიბრუნებასც ვერ ბედავს, ეშინია ისევ იმ მორევის მსხვერპლი არ გახდეს. უკვე შუაღამეს კარგად გადამცდრია, ყველა რომ დასაძინებლად მიდის. მხოლოდ მარიამი რჩება ქვემოთ და როგორც კი მარტო იგულებს თავს ,მაშინვე ეზოში გადის. სურვილი კლავს იმ ფუმფულა ლეკვებს სულ ნახევარი წამით მაინც მოეფეროს, მაგრამ დედა ისევ შვილების სადარაჯოზეა . კარში დამდგარი შორიდან უყურებს მოწკმუტუნეებს და გულიანად იცინის მათ ანცობაზე. -გინდა მოეფერო?-მოულოდენლად ესმის უკნიდან და თან დათა უდგება გვერდით. -ჰო მაგრამ , ძაღლის მეშინია-მხრებს იწურავს მარიამი. ბიჭი უხმოდ სცილდება და ორ წამში უკან ლეკვით ხელში ბრუნდება. -აჰა აიყვანე- ხელში აჩეჩებს და მის გაბადრულ სახეზე თავადაც ეღიმება. -მადლობა .....- ბედავს , დახრილ თვალებს მაღლა სწევს და წამით მზერას უსწორებს მომღიმარ ვაჟს. დათას გული უჩვეულოდ უქანდება, მთელი სხეული უბუჟდება... მარიამის თვალები.... რა ნაცნობია... რა ახლობელი...წეღან მთვარის შუქზე ეს ვერც კი შეამჩნია...მათზე მზერა მიყინული ხმასაც ვეღარ იღებს. გოგონა ლეკვს დაჰყურებს ,მაგრამ ქადაგიძე ისევ ისეა გახევებული.. ,,ზუსტად ისეთია, ზუსტად მისნაირი თბილი და წყლიანი..სისუფთავით სავსე..’’ ფიქრობს და თან გრძნობს მომეტებული ემოციისგან როგორ უშრება მთელი ყელი. ესმის გოგონა როგორ ეჩურჩულება სიცილით რაღაცას თავის ხელებში მოქცეულ მოუსვენარ ლეკვს და სწრაფად ეგება გონს. -კარგი მე დასაძინებლად მივდივარ, ეგ უბრალოდ ეზოში დასვი და მისით მიაგნებს სახლს-აყრის უცებ და დენდარტყმულივით მირბის კიბისკენ. ოთახში შესულს ნიკო უკვე დაძინებული ხვდება და მშვიდად ფშვინავს. მოწყვეტით ეცემა თავის საწოლზე და იატაკზე ერთ წერტილს აჩერდება. ვერ ფიქრობს....არცერთი აზრი არ მიეწოდება ტვინს..გონებას მხოლოდ დოლიძის თვალები ახსოვს..ქადაგიძისთვის ასე ნაცნობი და ახლობელი თვალები , რომლებიც რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს სულ სხვა ადამიანს ეკუთვის, არადა ზუსტად ისეთია,როგორიც ბოლოს ნახა, უცნაურად მოკიაფე და ნათელი. მთელი საათი ასე გარინდული ზის...არავითარი ფიქრი და აზრი.. ისევ და ისევ მხოლოდ დოლიძის თვალები ... მერე როცა ხევსურეთისთვის დამახასიათებელი ღამის სიცივე ერთიანად ატანს ძვალსა და რბილში, ბოლოს და ბოლოს ფხიზლდება, საწოლიდან დგება და ოთახში იწყებს სიარულს,მაგრამ ხის იატაკი უაზროდ იწყებს ჭრიჭინს და იმის შიშით ,რომ ნიკო არ გააღვიძოს ,ისევ ჯდება. მერე უფრო აწუხებს სიცივე , ტანსაცმლიანად წვება საწოლში და ემოციებისგან დაცლილს ძილი ერთიანად რევს ხელს, თუმცა გოგონას თვალები არც სიზმარში აძლევს მოსვენებას და წამითაც არ ტოვებს. დილით ბედად ადრე ეღვიძება, სწრაფად იწესრიგებს თავს, ეზოში მოფუსფუსე მართას გასძახის საქმეზე გავდივარო და სასწრაფოდ შორდება თავის ეზო-გარემოს. ნამდვილად აღარ უნდა ისევ შეეფეთოს მას და წუხანდელივით არეულობა დაბუდდეს მის გონებაში და გულში. ცხრა სათზე უკვე ყველას ღვიძავს დ წესრიგდებიან, მართამ ისევ დაახვედრათ გემრიელ სუფრა, წასვლის წინ კრგად უნდა დანაყრდეთ, დიდი გზა გაქვთ გასავლელიო. საუზმობის შემდეგ თბილად ემშვიდობებიან მოხუცს, ყველა დიდი სიყვარულით ეხუტება , დათასთან მოკითხვას აბარებენ და ხახმატის ციხისკენ იღებენ გეზს. მორიგეობით ნახულობენ დარჩენილ ადგილებს და მოსაღამოვებულზე უკვე თბილისის გზას ადგებიან. დოლიძე აღფრთოვანებულია ხევსურეთის სილამაზით, ხედს არ ტოვებს ,რომ კადრი არ დააფიქსიროს, ყოველ წამს აპარატს აჩხაკუნებს და გაბადრული აკვირდება ირგვლივ ყველაფერს. უკანა გზაზე ისევ ისეთი მხიარულებაა, მარიამიც არავის უდებს ტოლს ძველი სიმღერების გახსენებაში, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად გულს წინა ღამინდელი ფორიაქი მაინც არ შორდება. საკმარისია წამით დახუჭოს თვალები,რომ იმწამსვე ორი ზღვისფერი სფერო უდგება თვალწინ და ამ ზმანებას ვერაფრით იშორებს თავიდან. შინ დაბრუნებული ისევ ყოველდღიურ სტუდენტურ რუტინაში ებმება და დღეების გასვლასთან ერთად ,,მრგვალი ზღვები’’ და მათი მათი პატრონის თვალები ,ნელ-ნელა ილექება ქვეცნობიერში,მაგრამ რა იცის ქადაგიძე რომ მას ვერაფრით იგდებს გონებიდან და მის ისედაც გართულებულ ცხოვრებას, კიდევ ერთი საზრუნავი ემატება ქალბატონი დოლიძის სახით. სწავლის, გაუთავებელი გამოცდების და მეგობრების გარემოცვაში სტუდენტობის კიდევ ორი წელიც უცებ გარბის. მესამე კურსის ბოლოს ლექსო ანას ხელს თხოვს და ოფიციალურდ ინიშნებიან, გეგმავენ უნივერსიტეტის დამთავრების თანავე გადაიხადონ ქორწილი. მეოთხე კურსის დაწყებასთნ ერთად მარიამის ჟურნალისტური პრაქტიკებიც იწყება. მთელი მონდომებით ცდილობს ყველა დავალებული სტატიის ,თუ სიუჟეტის მომზადებას, ლექტორებიც კმყოფილები არიან..მაგრამ ამ ყველაფრით უფრო კმაყოფილი მაინც თავად დოლიძეა. სულ მალე ბავშვობის ოცნებას აიხდენს და სასურველი პროფესია ექნება, იმედია შესაბამისი სამსახურიც.... ნოემბრის ბოლოს დასასვენებლად რამოდენიმე დღით ორივე სოფელში მიდის. ცოტას ისვენებენ , ოჯახების მონატრებას იქარვებენ და თანატოლების სანახავდ მიდიან. -აუ ნახე ზღმარტლი დამწიფებულა- გახარებული უყურებს ხეებს დოლიძე. -ჰო დმწიფება მოგვასწრო, არადა მე მკუხე უფრო მიყვარს- ეცინება ანას. -ყველანაირი საოცრება შენ რატომ უნდა გიყვარდეს? -რა ნამუსით მეუბნება ამას ის ადამიანი, რომელიც უმ კარტოფილს ჭამს?- ვალში არ რჩება დეიდაშვილი-გაკრახმალდები შვილო მალე..გაკრახმალდები...-კისკისებს ბოლოს და თან ხეზე მიბობღავს. -აუ ახლა ლექსო გიყურებდეს,როგორ მიცოცავ მაკაკასავით მანდ- ქვემოდან აწვალებს მარიამი. -ვაიმე ხომ დავიღუპე და ჩამეშალა ქორწილი..-ბოლო ხმაზე ხარხარებს ანა და ერთი ტოტით მაღლა ინაცვლებს. -ლექსო უყურებს და თან ვიდეოზეც იღებს- ესმის დოლიძეს ზურგს უკან ნაცნობი ხმა და გაოგნებული ტრიალდება იქეთ. -სიძე შე ძველო, რა გინდა აქ?- ეკითხება სიცილით და თან დეიდაშვილის კივილის ხმაზე ადგილზე ხტება. -სასიმამრომ დამირეკა, გოგოები ჩამოდიან და გვესტუმრე შენცო- უცინის ბიჭის და ხისკენ მიდის, რომ საცოლეს იქედან ჩამოსვლაში დაეხმაროს. დასვენების დღეები იმაზე კარგად გადის, ვიდრე დაგეგმილი ჰქონდა რომელიმეს, მომავალი ოჯახი ცალკე ოთახში უჩენს სასიძოს ადგილს და შემდეგ სამივე ერთად ბრუნდება თბილისში. ლექსოს კი უკვე ერთი კომპრომატი აქვს საცოლის წინააღმდეგ და მარიამიც კი ყოველ საკითხში სათავისოდ იყენებს ამ ფაქტს. თბილისში დაბრუნებულს ლექტორი დავალებას ახვედრებს .. ცნობილი მსახიობი ნინა მხეიძე ავარიაში მოყვა და დაიღუპა. ხალხში ჭორები დადის თითქოს მისი სიკვდილი ქირუგის დაუდევრობის ბრალი იყო, ამიტომ მედიაშიც დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. ლექტორს უნდა, რომ დოლიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში წავიდეს ჟურნალისტებთან ერთად და ექიმისგან ინტერვიუ აიღოს . სამაგიეროდ, თუკი მისი ინტერვიუ მოეწონება ფინალური გამოცდის და აქტივობის ქულა გარანტირებული ექნება. გახარებული მთელი მონდომებით ამზადებს ინტერვიუსთვის კითხვებს, მთელ ღამეს ათენებს. სულ ორი საათით იძინებს და დილის ათ საათზე უკვე მომზადებული საავადმყოფოსკენ იღებს გეზს. მიმღებში თავმოყრილ 5-6 ჟურნალისტს ხედავს და თავადაც მათ უერთდება. დაახლოებით ნახევარი საათი უწევთ ლოდინი, შემდეგ მედდა ატყობინებთ, რომ შეუძლიათ დავით ექიმის კაბინეტში შევიდნენ. ერთიანად დაძაბული და ანერვიულებული, კრავივით მიჰყვება დანარჩენებს უკან. ხელში გამზადებულ კითხვარის ფურცლებს მთელი ძალით უჭერს თითებს და თანდათან ულურჯდება კიდეც. ექთანი კარს უღებს და ოთახში უძღვება. -დათო ექიმო, მოვიდნენ ჟურნალისტები-ამცნობს ექიმს. -მადლობა თამარ, შეგიძლია დაგვტოვო-რატომღაც ძალიან ეცნობა ეს ხმა,მაგრამ ვერ ხვდება საიდან, სხვებთან ერთად ოთახში შედის, თავს წევს და ადგილზე შეშდება,თვალები უფართოვდება. ამდენ ჟურნალისტსა და ოპერატორს შორის ნაცნობი ,,ზღვები’’ მაინცდამიანც მარიამს ამჩნევს და პირდაპირ თვალებში აშტერდება. მთელი პირი უშრება, ისევ იმ უჩვეულო ეკლებს გრძნობს მთელ სხეულზე და წეღანდელ ნერვიულობას ახლა საშინელი მღელვარება ანაცვლებს. მამაკაცს რამოდენიმე წუთში ყურადღება სხვებზეც გადააქვს, სამაგიეროდ დოლიძე ვერაფრით აშორებს მზერას. არც დათაა უკეთეს მდგომარეობაში, ეგონა გონებამაც და გულმაც დაივიწყა ბოლო პერიოდია ეს მზერა და საოცრად ახლობელი თვალები, შაქრისფერი საოცრად ნაზი კანი და ნაკვთები. ყოველ შემთხვევაში , სამუშაოში ყელამდე ჩაფლულს ბოლო თვეებია მართლა აღარ გახსენებია,მაგრამ ახლა უცებ გამოეცხადა ჟურნალისტის ამპლუაში და უკვე გრძნობს,რომ კვლავ აერევა ფიქრები . წამით ის მომენტი ახსენდება, სულ პირველად რომ შეხედა მის თვალებს და მაშინდელის იდენტური იმპულსები იპყრობს მთელ სხეულს, მძიმედ ყლაპავს ნერწყვს, თავს აიძულებს აშკარად მასავით გაოგნებულ და არეულ გოგონას მზერა მოარიდოს და მის მომლოდინე კორესპონდენტებსაც უწილადებს თავის ყურადღებას. ყველა წინასწარ გამზადებულ სკამებზე კალათდება და კითხვების კორიანტელს აყრიან ქადაგიძეს. ისიც მშვიდი, გაწონასწორებული ხმით, ამომწურავად პასუხობს, უხნის რამ გამოიწვია ავადმყოფის დაღუპვა და რატომ ვერ შეძლეს გადარჩენა. მოულოდნელად ერთ-ერთი მათგანი ეკითხება. -ბატონო დავით, ხმა დადის, თითქოს ნინა მხეიძის გარდაცვალება თქვენი ბრალია..... -თუ შეიძლება მსგავსი კითხვებით თავს ტყუილად ნუ შეიწუხებთ და დროსაც ნუ დაკარგავთ, მე გარკვევით აგიხსენით, რომ პაცინეტი აქ რომ მოიყვანეს უკვე ძალიან მძიმედ იყო, მრავლობითი შინაგანი მოტეხილობა ჰქონდა, რასაც სისხლდენა ემატებოდა, გატეხილმა ნეკნმა ფილტვებიც ძალიან დააზიანა და ამ ყველაფრის ფონზე მისი გადარჩენა შეუძლებელი გახდა. -კარგი, კიდევ ერთი კითხვაც.. -გისმენთ... -ნინა მხეიძის მაგივრად საოპერაციო მაგიდაზე რომ რომელიმე თქვენი ოჯახის წევრი წოლილიყო იგივე მდგმარეობაში და მისი ბედი თქვენს ხელში ყოფილიყო....... ქადაგიძე უსმენს ჟურნალისტის სიტყვებს, ნელ-ნელა უწითლდება თვალის გარსები, კისერზე ძარღვები ეჭიმება, მუშტებს კრავს და სახეზე რაღაც არაადამიანურ სახეს იღებს. ამას ირგვლივ ყველა ამჩნევს და კითხვის ავტორიც მისი რეაქციის გამო ლაპარაკის გაგრძელებას ვეღარც კი ბედავს. დათა გაავებული უყურებს ქალს და თანდათან უფრო და უფრო მძიმედ სუნთქავს...... ფერს კარგავს..... -არაღავითარი კითხვები! ახლავე დატოვეთ ჩემი კაბინეტი- საკმაოდ უწევს ხმას და საშინელი მრისხანება გამოსჭვივის მისი ტონიდან. მხოლოდ თავად იცის რის ფასაც უჯდება ,რომ ახლა მთელ ხმაზე არ უღრიალოს ოთახში მყოფებს და კინწისკვრით არ გაყაროს გარეთ. მთელი ძალით უჭერს ხელს კალამს, რომელსაც აქამდე უბრალოდ თითებში ათამაშებდა. პლასტმასის ტკაცუნის ხმა გარკვევით ისმის ოთახში. შემკრთალი და დაძაბული ჟურნალისტები ერთმანეთის მიყოლებით დგებიან ფეხზე და კაბინეტიდან იძურწებიან. დოლიძეც მათ მიჰყვება, მაგრამ ფეხები უკან რჩება. ისევე ბოლოს გადის ოთახიდან, როგორც შემოვიდა,თან საშინლად შეშინებულია დათას შემხედვარე, ხვდება რომ მამაკაცს ახლა ჭკუა ნამდვილად არ მოეკითხება და ამჯობინებს მარტო დატოვოს. ყველა ნელ-ნელა იკრიფება საავადმყოფოს ფოიედან, მხოლოდ მარიამი დგას მილურსმულივით მოხურულ კაბინეტის კართან , გული ეთანაღრება,რომ ასეთ მდგომარეობაში დატოვა შიგნით,მართალია მისთვის ახლობელი არაა დათა ,მაგრამ ადამიანია, ებრალება. გარდა ამისა ასე თუ ისე იცნობს... ვერც უკან შესვლას ბედავს და ვერც წასვლას. ზამბარებივით დასჭიმვია მთელი სხეული , ერთიანად მოქანცული ეშვება იქვე მდგარ სკამზე და დროის გასვლას ელოდება. უცებ ოთახიდან რაღაცის მსხვერის ხმა ისმის და მოულოდნელობისგან ადგილზე ხტება.... ხვდება რომ რაღაც ძალიან უჭირს ქადაგიძეს, რაღაც ძალიან სერიოზული... კიდევ ნახევარ საათს იცდის და ბოლოს აკანკალებული ხელით სწევს სახელურს ,კარს გაუბედავად აღებს და შიგნით იხედება, შესვლას ისევ ვერ ბედავს.... -ხომ გითხარით აქედან მოშორდითქო? - უკვე თავშეუკავებლად უღრიალებს დათა და შიშისგან და მოულოდნელობისგან კრთება გოგონა და ოდნავ შეკივლებას ვერ იკავებს. -მე უბრალოდ... -ძლივს ლუღლუღებს.. -შენც იმათიანი არ ხარ? აქედან მომშორდი, თვალით არ დამენახო- უყვირის ბოლო ხმაზე წყობიდან გამოსული დათა- მარიამს თვალები უფართოვდება, გამწარებული იჯახუნებს კარს და ლამის გარბის დერეფნის ბოლოსკენ. ისევ..ისევ მთელი სიმძაფრით ასკდება უზომოდ მტკივნეული მოგონებების მთელი კასკადი, დაუნდობლად უღღრნის მთელ შიგნეულს...ისევ იგივე მეორდება , მაშინდელი ტკვილი უახლდება ,თითქოს ოდნავ მოშუშებულ ჭრილობას თავიდან დაეღოს პირი.. ეს მოგონებები გუდავს ,კლავს , შინაგანად ანადგურებს და თავს ვერაფერს შველის... 15წლის იყო, გუდანში ისვენებდა მართასთან საახალწლო არდადეგებზე. დედა , მამა და მისი დაც იმ დღეს უნდა ჩამოსულიყვნენ , ახალი წლის შეხვედრას ერთად გეგმავდნენ. უკვე მათ ჩამოსვლას ელოდა , საინფორმაციომ საშინელი ავარიის შესახებ რომ გამოაცხადა , ახლაც ექოსავით გაისმის მის ყურებში ის შემზარავი სიტყვები ,, ცნობილი ბიზნესმენი ზვიად ქადაგიძე ოჯახთან ერთად ავტოკატასტროფაში მოყვა , სამწუხაროდ შემთხვევას მანქანაში მყოფი სამივე მგზავრი შეეწირა, ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადას უკვე გარდაცვლილები დახვდნენ." მათთან ერთად დამარხა ყველა ტკბილი მოგონება და თავისი ბედნიერებაც მათ გაატანა, ამ ქვეყნად მარტო მართა თუ აკავებდა, ერთმანეთის ამარა დარჩენილი ბებია-შვილიშვილი მუდამ ამხნევებდა ერთმანეთს ,მაგრამ ტკივილი დღემდე არცერთს განელებია. სწორად უთქვამს ერთ ბრძენს, დრო ტკივილს კი არ კურნავს ,უბრალოდ მასთან ერთად ცხოვრებას გასწავლისო და ასე ისწავლა დათამაც ტკივილთან ერთად ცხოვრება. მათი დაკარგვის გამო გადაწყვიტა ბავშვობიდან ნაოცნებარ პროფესიაზე-იურისტობაზე უარი ეთქვა. ექიმი გამოსულიყო და ხალხის სიცოცხლის გადარჩენაზე ეზრუნა.. ყოველი გადარჩენილი პაციენტის სახით ის გულის სიღმეში თავის ოჯახს აცოცხლებს და მისი ერთადერთი ბედნიერებაც გადაჩენილების ახლობლების თვალებში დანახული სიხარულის ნაპერწკლებია. ასე ცხოვრობს უკვე წლებია და დღეს ვიღაც ვიგინდარა ჟურნალისტი ერთი ხელის მოსმით ასეთ მაზმს აბრალებს. უკვე შუაღამეა ქადაგიძე ტკივილით სავსე ფიქრებს თავიდან რომ იშორებს, ძალა გამოცლილი დგება იატაკიდან, პიჯაკს , მობილურს ,მანქანის გასაღებს იღებს და არეული ნაბიჯით ტოვებს საავადმყოფოს შენობას. მაქანასაც მექანიკურად მართავს, საოცრად უმართლებს გზაში რამეს რომ არ ეჯახება.. სახლში მთლიანად გამოფიტული შედის , ტანსაცმლიანად ეშვება საწოლზე და ემოციებისგან და ფიქრებისგან გადაღლილი რამოდენიმე წუთში მთლიანად ითიშება. მეორე დღიდან ,როგორც ყოველთვის ჩვეულ ცხოვრების სტილს , ყოველდღიურ რუტინას უბრუნდება.სულიერი ჭრილობებიც ისევ თანდათან ხურავენ პირს. კვლავ პაცინეტები,მათი ახლობლები, თანამშრომლები და თავისი ორადორი მეგობარია მისი ცხოვრება, მაგრამ დოლიძე ამჯერად დროის გასვლასთან ერთად დავიწყებას აღარ ეცემა, თავს დამნაშავედ გრძნობს , რომ გოგონას ისე უხეშად მოექცა , უყვირა და შეაშინა. თითქმის უსამართლო იყო მისდამი დათას საქციელი და სინდის ქენჯნა უმნიშვნელოდ ,მაგრამ მაინც აწუხებს. თავიდან ისიც კი იფიქრა , ნიკას მის ნომერს ვთხოვ და ბოდიშს მოვუხდიო, მაგრამ მალევე გადაიფიქრა, გადაწყვიტა ,თუ როდესმე შემთხვევით სადმე შეხვდებოდა , იმ დროისთვის გადაედო თავისი საქციელის გამო გოგონასთვის მობოდიშებაც. დროის გასვლის მიუხედავად ვერაფრით იგდებს გონებიდან მის შეშლილ სახეს, მიუხდავად იმისა, რომ აშკარად ცუდად იყო ,მაინც არ ჰქონდა უფლება მარიამისთვის ასე ეღრიალა, ამდენად უპატივცემულოდ მოქცეოდა. გარდა იმისა ,რომ დავალება ვერ შეასრულა და ლექტორს იმედი გაუცრუა, თავს დამცირებულადაც გრძნობს და იმ მომენტის ყოველ გახსენებაზე სიბრაზისგან გული ყელში ებჯინება, თუ ოდესმე გაუმართლა და ნახა , აუცილებლად გასცემს საკადრის პასუხს მაშინდელისთვის და მერე ჯანდაბამდეც გზა ჰქონია ქადაგიძეს თავისი შეშლილი და გიჟური გამოხტომებიანად! პრაქტიკები, სტაჟირებები,, გამოცდები..ეს ყველაფერი იმდენად ღლის, რომ ვერც კი ხვდება დრო როგორ სწრაფად გარბის. უკვე ზაფხული დგება .... ანას და ლექსოს ქორწლი ივლისის ოცშია დაგეგმილი და სამეგობრო მთელი გულით და ემოციით ელოდება ამ დღეს. დოლიძის ყოველდღიურ საქმეებს, დეიდაშვილის ქორწილის სამზადისში ჩართვაც ემატება და ბოლო პერიოდია სულ გამოღამებული თვალებით დადის. ამ სრულ გაწამაწიაში ნიკოს დაბადების დღეც ახლოვდება. -ამ ოქროს ბიჭს ,ძლივს ოქროს დაბადების დღე მეღირსა..-გახარებული აცხადებს და ყველას რესტორანში ეპატიჟება. მოულოდნელად მარიამს ახსენდება, რომ ნიკამ შეიძლება ქადაგიძე დაპატიჟოს, შეიძლება კი არა ბავშვობიდან იცნობენ ერთმანეთს დამეგობრობენ, ანუ დათა აუცილებლად იქნება მეორე დღეს რესტორანში. ამის გაფიქრებაზე კმაყოფილს ეღიმება და უკვე ,,ენას ილესავს’’ რომ საკადრისი პასუხი გასცეს. გასაგებია ,რომ თავისი საქმის პროფესიონალია და შერაწყოფად მიიღო ჟურნალისტის შეკითხვა,მაგრამ ასეთი თავის გაგიჟება მაინც რა იყო?! ან საწყალ გოგოს რაღას ერჩოდა ასე რომ უღრიალა და გულგახეთქილი და შეურაწყოფილი მოისროლა კაბინეტიდან... არა, თუკი ნახავს აუცილებლად გასცემს პასუხს, თუ უნდა უარესად გაგიჟებულა ,მაინც ეტყვის თავის სათქმელს! დილით უნივერსიტეტში მიდის, ნაშუადღევს დაბრუნებული წინასწარ გამზადებულ მოკლე, ღია შაბიამნისფერ კაბას იღებს კარადიდან და თავის მოწერიგებას იწყებს. თვითონაც ვერ აცნობიერებს, რომ დღეს განსაკუთრებულად ცდილობს ლამაზი იყოს. მსუბუქ, მაგრამ ლამაზ მაკიაჟს იკეთებს, კაბას ტანზე ირგებს და სარკეში იხედება. დასწორებულ მოგრძო თმას კმაყოფილი იყრის უკან , კლატჩს იღებს და გვერდით ოთახში მოფუსფუსე დეიდაშვილთან გადის. უკვე სამი საათი გავიდა, რაც სუფრას მიუსხდნენ,მაგრამ ქადაგიძე არსად ჩანს. უკვე იმასაც ფიქრობს, რომ შეცდა და ნიკას ის არ დაუპატიჟებია,როცა მათი მაგიდისკენ მომავალ ნაცნობ სილუეტს ხედავს. დათა დინჯი, გაწონასწორებული ნაბიჯებით მოიწევს მათკენ, ფეხზე წამომდგარ იუბილარს ეხვევა და საჩუქარს აძლევს. დოლიძე აშკარად ამჩნევს, მისკენ როგორ აპარებს თვალს მამაკაცი და თვითონაც ჯიქურ უსწორებს მზერას.....მაგრა მაშინვე ნანობს, ნაცნობი ზღვისფერი სფეროების დანახვისთანავე მთელ სხეულზე დასეულ ჭიანჭველებს ვერაფრით იშორებს. იმწავსე აშორებს თვალს და ცდილობს უადგილოდ შეფაკლული ლოყები თმის წინ ჩამოყრით დაფაროს. სუფრას მიახლოებული ქადაგიძის თვალები პირველ რიგში ლაღად მოცინარ მარიამს ამჩნევს, რომელიც გრძელ თითებ ლიმონათის ჭიქაზე ათამაშებს და გვერდით მჯდომ გეგას მთელი ემოციით უყვება რაღაცას. ისეთი ელეგანტურია, სასურველი ....თან ამაყი, რაც მის ყელმოღერებულ ჯდომაში და საუბრის მანერაში იოლად იკითხება. ამასთან საოცრად ნაზი და ლამაზი ..იასამანივით.... ჰო სწორედ ამ ყვავილ ადარებს წამით გოგონას. დედამისის და საყვარელი ყვავილი იყო , ამიტომ ბავშვობიდან განსაკუთრებულია მისთვისაც ..როცა კი მათი სეზონია, საძინებლის ლარნაკში სულ უდევს მისი თითო ტოტი, რადგანაც ოჯახს ახსენებს ყვავილისგან საამო სურნელი.. ნელი ნაბიჯით მიდის ნიკოსთან, ულოცავს და მის გვერდით , თავისთვის განკუთვნილ ადგილს იკავებს, თან უჩუმრად აპარებს მზერას დოლიძისკენ,მაგრამ აშკარად ისიც ამჩნევს და თავადაც წამით უტეხად უყურებს თვალებში... უჩვეულო ჟრუანტელი უვლის ტანში,მაგრამ ლოყებაფაკლული გოგონა მაშინვე სხვა მხარეს იხედება და დათას მის ბავშვურობაზე გულით ეღიმება. მთელი საღამო უყურებს, მეგობრებთან ერთად როგორ ერთობა,როგორი ლაღია, ბავშვური , უშუალო და საყვარელი. უნდა ,რომ როგორმე მარტო მოიხელთოს და თავისი გაუწონასწორებელი საქციელისთვის ბოდიში მოუხადოს,მაგრამ არ გამოდის. მარიამი სულ მეგობრების გარემოცვაშია, ერთი წამითაც არ რჩება მარტო. ცეკვით დაღლილი ახალგაზრდები სუფრას უბრუნდებიან და რამოდენიმე სადღეგრძელოს ამბობენ. მერე ვიღაცა დათას თავისი პროფესიის შესახებ რაღაცეებს ეკითხება, როგორც კი მარიამი მათი საუბრის შინაარსს არკვევს, ვითომ ძალიან დაინტერესებული პირივით რამოდენიმე სკამით უფრო ახლოს ჯდება მოსაუბრეებთან და ელოდება ,როდის მიეცემა საშუალება, რომ რამე მწარე რეპლიკა ჩაურთოს ქადაგიძის გასამწარებლად. -ძალიან რთული და საპასუხისმგებლო პროფესიაა ექიმობა, მითუმეტეს ქირურგობა- ასკვნის გეგა. -ჰო, იმდენი ადამიანის სიცოცხლეა შენზე დამოკიდებული, მართლა ძალიან რთულია- მხარს უბამს ნიკო. -ბევრი პაციენტი გყავს ხოლმე დღის განმავლობაში?-კითხულობს ანა. -თქვენი ჭირიმე, პაციენტებზე და პროფესიაზე რამე არ კითხოთ კიდევ ,თორემ ისედაც მოახლოებული აპოკალიფსი, ახლავე დაგვატყდება თავს- ირონიულად სისინებს დოლიძე და კმაყოფილი ღიმილით უყურებს მამაკაცს. ხედავს მაშინდელივით, როგორ ებერება კისერზე ძარღვები და თვალები უწითლდება, მომაკვდინებელი მზერით ბურღავს მასზე მიშტერებულ მარიამს და ალბათ საშუალება რომ ქონდეს, შეუცოდებლად მიახრჩობს ადგილზე. მთელი ძალით უჭერს ხელებს ჩანგალს. დოლიძე მის მზერას ვეღარ უძლებს. ღიმილით დგება და ანასთან ერთად საცეკვაოდ მიდის. წყობიდან გამოსული დათა კი ძლივს შენარჩუნებული გარეგნული სიმშვიდით ისევ ირგვლივ მყოფებთან აგრძელებს საუბარს. გულში კი ამ თავხედი გოგოსთვის ბოდიშის მოხდის გეგმას სამუდამოდ უსვამს ხაზს. ლაპარაკში გართული კარისკენ წასულ მარიამს ამჩნევს. სასწრაფოდ უბოდიშებს სუფრის წევრებს, იუბილარს ემშვიდობება და თავადაც გარეთ გადის. სარწეველა სკამზე თავისკენ ზურგით მჯდარს იმწამსვე ამჩნევს და სწრაფი ნაბიჯებით მიიწევს მისკენ. საკუთარი თავით და მისი რეაქციით უაღრესად კმაყოფილი დოლიძე ნელა აყოლებს დარბაზში გამეფებულ მელოდიას ტანს, თან მწველ მზერას ცოცხალი თავით არ იმჩნევს. მაქსიმალურად შეიგრძნობს თავის ტრიუმფს და ისედაც კარგ ხასიათზე მყოფს, ეს კიდევ უფრო ამხიარულებს. ცოტა ხანში გრძნობს ,რომ რესტორნის დამძიმებული ჰაერი აწუხებს და მუსიკის დასრულებისთანავე ეზოსკენ მიიწევს, იქვე მდგარი სარწეველა სკამისკენ მიდის და კომფორტულად კალათდება ზედ. სახეს გრილ სიოს უშვერს , ნელა არწევს სკამს და თან რაღაც მელოდიას ღიღინებს დაბალ ხმაზე. მოულოდენელად სკამიანად ჰაერში ჩერდება და ყელზე ვიღაცის სუნთქვას გრძნობს. მერე ვიღაც ხელებს უცურებს მუცელზე და ძლიერად აკრავს საზურგეზე, რომ ვერსად გაიქცეს.... -მინდოდა მაშინდელისთვის ბოდიში მომეხადა, მაგრამ შენისთანა თავხედი და გაუზრდელი გოგო ასეთ ადამიანურ მოპყრობას არ იმსახურებს!- ესმის სისინით ნათქვამი სიტყვები და ვულკანივით ცხელი ჰაერი ეფრქვევა მთელ კისერზე, წეღანდელივით ის აუტანელი ჭიანჭველები დაბოდიალებენ მთელ სხეულში.... მერე ისევ მიულოდენლად შორდება მისი ხელები და ზურგს უკან ნაბიჯების ხმა ესმის, მაგრამ მარიამი თითქოს სკამს მიალურსმნეს, ადგილიდან ვერ იძვრის. მთელ სხეულზე ცეცხლი უკიდია, გაშტერებული გაჰყურებს ბნელ სივრცეს და თვითონაც არ იცის რატომ,მაგრამ თვალებიდან ცრემლები მდინარესავი იწყებენ დენას. გული ისეთი სიძიერით უცემს, გონია რომ სადაცაა გაუსკდება.... აზრზე ანას ხმას მოჰყავს , ჯერ კიდევ ნახევრად გათიშული იღებს თავისკენ გამოწვდილ კლატჩს და არეული ნაბიჯებით მიჰყვება ჭიშკრისკენ მიმავალ მეგობრებს. მთელი ღამე თვალს ვერ ხუჭავს. მილიონჯერ იცვლის საწოლში გვერდს, მუცელზე და კისერზე ახლაც გრძნობს საშინელ სიმხურვალეს, თითქოს ერთიანად ამოწვეს კანიო. გამთენიისას როდის, როდის ეძინება, მაგრამ იმ დღეს კიდევ ძალიან ,ძალიან დიდხანს ვეღარ ივიწყებს. საოცარია, მაგრამ ქადაგიძის მიმართ საშინელ სიბრაზეს რაღაც სხვა ემოცია ანაცვლებს, რომელის ახსნასაც ვერაფრით ახერხებს. ფინალურ გამოცდებს როგორც იქნა ილევს და ახლა ასი პროცენტით დანარჩენებთან ერთად ქორწილზეა გადართული. ანას და ლექსოს ქორწილი..საოცრად ზღაპრული და შესანიშნავი გამოდის ყველაფერი. დოლიძეს თვალები ცრემლებით ევსება, დეიდაშვილს ასეთ ლამაზს რომ ხედავს, მეჯვარეები ის და ლიკა არიან. დადგმული ცეკვები, ბიჭების სიმღერა, წყვილის პირველი ცეკვა.... ყველაფერი ზუსტად ისე მიდის, როგორც ამდენ ხანს გეგმავდნენ.. ყველა საოცრად კმაყოფილია და ბედნიერი... მეორე დღეს კი წყვილს თაფლობის თვეში ვენეციაში უშვებენ და შინ დაბრუნებული მარიამი ყურებჩამოყრილი დააბიჯებს დაცარიელებული ბინის ოთახებს შორის. იტალიიდან დაბრუნებულებს ყველა აეროპორტში ხვდება და მათ ჩამოსვლას მარიამთან აღნიშნავენ. უკვე შუა აგვისტოა, თბილისში გაუსაძლისად ცხელა და ახლა გეგმებს აწყობენ , თუ სად წავიდნენ დასასვენებლად. -მე თქვენთვის სიუპრიზი მაქვს- აცხადებს უცებ ამაყად ყელმოღერებული ნიკო. -აბა გისმენთ, რა სიუპრიზია ?- ეკითხება მარიამი და ცივი ყავით იგრილებს ყელს. -დათამ და მართამ თავისთან დაგვპატიჟეს გუდანში- იძახის ბიჭი და მეგობრების რეაქციას აკვირდება. ყველას სიხარულის წამოძახლი ხდება, მხოლოდ დოლიძე ზის მოჟამული სახით და უკვე მწარედ მისტირის ნაოცნებარ და ალბათ უკვე ჩაშლილ დასვენებას და გართობის გეგმებს. -ბავშვებო, მე ვერ წამოვალ, დედამ მთხოვა ცოტა ხანს მაინც გაჩერდი შინო და სახლში უნდა წავიდე- ამბობს უცებ მოფიქრებულ ტყუილს ყურებჩამოყრილი და თან გულში დათას ლანძღავს. -ხუმრობს, დეიდა არაფრით ეტყოდა ამას, იცოდა,რომ ჩვენი ჩამოსვლის მერე ერთად ვაპირებდით დასვენებას- იცინის ანა. -მართლა მითხრა! -მარიამ! -რა მარიამ? მართლა უნდა წავიდე სოფელში, ბოდიში რა, ჩემს გარეშე წადით- იჩეჩავს მხრებს და სწრაფი ნაბიჯით გადის ოთახიდან. სამზარეულოში შესულს უკან ნიკო ედევნება. -მარო რა გჭირს? რატომ გვატყუებ?- თბილად ეფერება თმაზე ბიჭი. -არაფერი ნიკო, უბრალოდ მართლა ვერ წამოვალ- ცდილობს აცრემლებული თვალები აარიდოს. -მართლა ვერ წამოხვალ, მაგრამ ამის მიზეზი ის არაა რაც თქვი, სხვა რამეშია საქმე, ხომ ასეა?-ხვდება ბიჭი. -არაფერი ნიკო, მართლა....-სადაცაა იტირებს. -მარიამ იცოდე მაწყენინებ! მერამდენე წელია მეგობრები გვქვია და იმდენად აღარ მენდობი , რომ იმის მიზეზი მაინც გამანდო, თუ რატომ არ გინდა იქ წამოსვლა? არ ვიცოდე მაინც , როგორ ითვლიდი დღეებს!- ხმას იმკაცრებს ნიკო და დოლიძეც ვეღარ აკავებს თვალზე მომდგარ ცრემლს, რომელიც უკვე ლოყაზე მოცურავს. -შენი უნამუსო მეგობრის ბრალია, უზრდელი და თავხედია! - სლუკუნებს და თან სახეს იმშრალებს ხელსახოცით. -რომელი მეგობრის? ვინ გაწყენინა ?-მართლა უკვირს ბიჭს. -იმის, ვინც იქ დაგპატიჟათ! -დათასი? ნუ გამაგიჟებ , დათამ როდის და რა გაწყენინა ასეთი მარიამ? არ ვიცნობდე მაინც როგორია... -აშკარად არ გცნობია კარგად-სისინებს ირონიულად. -მომიყევი რა ხდება. გოგონაც სიტყვა-სიტყვით უამბობს ,რაც საავადმყოფოში და რესტორანში მოხდა და თან ამჩნევს, როგორ ეცვლება ნიკოს სახეზე ფერი. -ჯანდაბა... წარმომიდგენია რა დღეში ჩავარდებოდა....- მეგობრის მდგომარეობის წარმოდგენისას ტანში უასმოვნოდ ცრის ბიჭს. -კიდე ის ჩავარდებოდა რა დღეში? ერთი ამპარტავანი ადამიანია, რომელმაც ვერ აიტანა მის პროფესიონალიზმში რომ ვიღაცამ ეჭვი შეიტანა და ლამის თავზე დაგვამხო მთელი საავადმყოფო!-იღრინება მარიამი. -შენ არაფერი იცი.... არაფერი!- სევდით სავსე თვალებს ანათებს ნიკო. -რაც საჭიროა ის ინფორმაცია უკვე მაქვს მაგ ადამიანის შესახებ, მეტის ცოდნა არც კი მჭირდება. მაგის სახლში ფეხის დამდგმელი არ ვარ მე!- ამბობს გადაჭრით და სკამიდან დგება. -დათას მთელი ოჯახი დაეღუპა ავტოავარიაში მარიამ! მოყინულ გზაზე მოსრიალდა მანქანა და ვერც მშობლების და ვერც დის გადარჩენა ვერ მოახერხეს. ამიტომ გადაწყვიტა დათამ ექიმობა, ამიტომაა ასე თავგამოდებით იბრძვის თითოეული პაციეტისთვის.... - კარისკენ წასული მარიამი ისე უცებ ჩერდება, თითქოს უხილავ კედელს შეასკდაო, ადგილზე გახევებული იაზრებს მეგობრის სიტყვებს და რაღაც აუტანელ შინაგან სიცივეს გრძნობს. ყბები ერთიანად ეჭიმება და მძიმედ იწყებს სუნთქვას....-ახლა გესმის, გესმის რატომ გაამწარა იმ ჟურნალისტის კითხვამ? -ეკითხება ნიკო და გვერდით უდგება. -მე...მე ეს არ ვიცოდი...მართლა არ ვიცოდი..ღმერთო რა გავაკეთე..რა ვუთხარი იმ დღეს და მერე მისი რეაქციით ვერთობოდი....ღმერთო ჩემო, რა საშინელი ადამიანი ვარ....-უეცრად გულამოსკვით იწყებს ტირილს და პანიკაში ვარდება-ეს რა ვქენი?! ადამიანს თურმე როგორ უჭირდა და მე კიდევ მტკივნეულ ადგილას დავაჭრე ფეხი.....-ვერაფრით ჩერდება, ვერც ნიკო ახერხებს მის დაწყნარებას. ხელს ხვევს და გულში იხუტებს. -დაწყნარდი მარო.. შენ ხომ არ იცოდი არა?- ცდილობს დაამშვიდოს,მაგრამ უშედეგოდ. მათ ხმაზე ყველა სამზარეულოში შედის გაოცებულები უყურებენ აქვითინებულ დოლიძეს. -რა სჭირს?-გიჟივით იჭრება დეიდაშვილთან ანა-ჩემო ლამაზო რა დაგემართა? -სახეზე ეფერება და თმებს სახიდან უწევს. -ან ცუდი ადამიანი ვარ.....- გულს აყოლებს სიტყვებს. -მოდი თავის ოთახში გავიყვანოთ და თუ ენდომება მერე მოგიყვებათ- საძინებლისკენ მიჰყავთ ანას და ნიკოს დოლიძე, საწოლზე აწვენენ , ანა კი მანამ ეფერება თმაზე სანამ არ ჩაეძინება და მერე მარტო ტოვებს. გამოძინებულზე უკვე ცოტა უფრო დამშვიდებული გადის თავისი ოთახიდან. გოგონები სამზარეულოში ფუსფუსებენ, ბიჭები პარკებიდან რაღაცეებს ალაგებენ, აშკარად მაღაზიაში იყვნენ პროდუქტების საყიდლად. -რა ოჯახური გარემოა- ეღიმება მარიამს და მაგიდაზე დადებულ ბანანს ტექნიკურად პარავს გეგას. -ეეე.. ჩემია ეგ.. -ახლა ჩემია- თვალს უკრავს და გემრიელად შეექცევა თვითონ. ნავახშმევს ყველა მორიგეობით აკვირდება დოლიძეს, თავადაც ამჩნევს ამას, ხვდება ,რომ ყველას აინტერესებს მისი ისეთ მდგომარეობაში ჩავარდნის მიზეზი. -რომელიმემ გაბედეთ და მკითხეთ ახლა რა მჭირდა- დაძაბული იჩეჩავს მხრებს. -თუ არ გინდა ნუ გვეტყვი ,მაგრამ იცოდე ჩვენთან ერთად აუცილებლად წამოხვალ!- პირობას უყენებს დიტო. დოლიძეც უძლებულია მათაც ყველაფერი მოუყვეს, იმ ბოლო დეტალის ჩათვლით, რაც თავადაც ახლახანს გაიგო. ბავშები ცოტა ხანს ერთმანეთს უყურებენ, არაფერს ამბობენ. რაც მარიამს საკუთარი თავის მიმართ ბრაზს უფრო უძლიერებს. -აი ხომ ხედავთ, თქვენც კი ვერაფრით მამშვიდებთ, იმიტომ რომ მართლა ძალიან ცუდად მოვიქეცი. -შენ ხომ არ იცოდი.....-დეიდაშვილის გამართლებას ცდილობს ანა. -ეგ არ მამართლებს, ისეთი რეაქცია ჰქონდა იმ დღეს, უნდა მივმხდარიყავი, რომ რაღაც სერიოზული იყო.. -კარგი , თუ შენ ვერ მოდიხარ იქ, სადმე სხვაგან წავიდეთ ყველა ერთად- ახალ იდეას უზიარებს მეგობრებს ლექსო. -არა, მე ხომ შევხედე ,როგორ გაგიხარდათ მათი მიპატიჟების ამბავი... მინდა ,რომ იქ წახვიდეთ.. -ეგ რომ გამორიცხულია შენც იცი მარო- დამტუქსავი მზერით უყურებს ლიკა, ვითომდა ეს რა გვაკადრეო. -მე უფრო მეტად დამწყდება გული, თუ თქვენც არ წახვალთ იქ , გასაგებია?- ყოველნაირად ცდილობს წასვლაზე დაითანხმოს ყველა. -არა, გამორიცხულია და მორჩი ახლა მაგაზე ლაპარაკს!-მკაცრად ეუბნება ნიკო. -მაშინ ასე ვქნათ, ერთი კვირით წადით და დანარჩენი ორი კვირა ერთად წავიდეთ სადმე , კარგი?- უცებ პულობს გამოსავალს მარიამი. -ეგ არაა ცუდი იდეა ...- ეღიმება ლიკას. -ჰო მართლა შეიძლება ეგრე, ერთ კვირაში ჩამოვალთ და მერე სვანეთში ან სადმე წავიდეთ ერთად- ძლივს საბოლოო გადაწყვეტილებამდე მიდიან და ეშვებიან ამ თემაზე კამათს. ორ დღეში ხევსურეთისკენ ისტუმრებს მთელ სამეგობროს, თვითონ კი მთელი კვირისთვის წასაკითხ წიგნებს იმარაგებს. მოსაღამოვებულზე ანა წერს ჩავედითო, მართა ისე თბილად დაგხვდა, თითქოს მისი მონატრებული შვილიშვილები ვყოფილიყავით და სხვათაშორის შენ გიკითხაო. მოხუცის ყურადღებაზე თბილად ეღიმება და ისევ თავით ძვრება წიგნის ფურცლებში. დათა სამ კვირიანი შვებულებას იღებს, რომ თავადაც სტუმრებთან ერთად შეძლებოდა ხევსურეთში ყოფნა. თანაც მართაც საშინლად ენატრებოდა , აღდგომის შემდეგ არც კი ჰყავს ნანახი. მერე ნიკომ შესთავაზა სამარშუტო ტაქსის ქირაობა გვიწევს , ბევრი რადგან ვართ და შენც ჩვენთან ერთად წამოდიო. არც კი დაფიქრებულა ისე დათანხმდა, მერე კი ინანა , მარიამთან ერთად ამხელა გზაზე მგზავრობის ფაქტი დიდად არ სიამოვნებდა, მაგრამ მერე გაეცინა, თავად დაპატიჯა მთელი სამეგობრო ხევსურეთში, ანუ მათ შორის დოლიძეც და მთელი კვირა გოგონას გარემოცვაში მოუწევდა ყოფნა,ახლა კი იმაზე შეყოყმანდა, ღირდა თუ არა მასთან ერთად რამოდენიმე საათით მგზავრობა. გულით გაუკვირდა ,როცა ტრანსპორტი დაიძრა და ახალგაზრდებს შორის მარიამი მაინც არ ჩანდა.აშკარად მიხვდა,რომ მის გამო არ წამოვიდა. ნახევარი გზა ითმენს ხან მათ საუბარში ებმება, ხან მძღოლს ესაუბრა ბოლოს კი ვითომ სხვათაშორის კითხულობს. -მგონი ვიღაც აკლია ხომ? -ჰო ,მარიამი არ წამოვიდა-პასუხობს ლუღლუღით ანა. -რატომ? ვერ მოახერხა წამოსვლა?-უბრუნებს კითხვას. -ჰო? საქმეები გამოუჩნდა- ეუბნება ნიკო და თემას ცვლის. უკვე საკმაოდ შებინდებულია ,როცა ადგილზე მიდიან. მართა მანქანის ხმის გაგონებისთანავე სიხარულით შორდება სახლის კარს და მათკენ მოემართება. სათითაოდ იკრავს ყველას გულში, ბოლოს მონატრებულ შვილიშვილს ეხუტება და თან ცრემლები მოდის დანაოჭებულ ლოყებზე. ყველას რომ ისიყვარულებს და სიხარულს ცოტა იცხრობს, მაშინვე ამჩნევს, რომ სტუმრებს შორის დოლიძე არ არის. -ის ლამაზთვალება გოგონა სადაა? მარიამი...- ეკითხება მათ. -იცით?! მარიამმა ვერ მოახერხა წამოსვლა- თავაზიანი ღიმილით, თან საოცარი გულისწყვეტით პასუხობს ლიკა. -რატომ შვილო? -მართლა წუხს მართა...როგორ უნდოდა დოლიძის ნახვა, ასე ჰგონია , თითქოს თავისი შვილის თვალებს უყურებს, როცა მას ხედავს. გული ჩაწყდა, როცა დააზუსტა, რომ მარიამი მათთან ერთად არ ჩამოსულა. ზუსტად ორი დღე უყურა დათამ, როგორ ყურებჩამოყრილები და მთელი დღეები ტელეფონის ეკრანს მიშტერებულები დადიან მისი სტუმრები. მთელი გულით დაპატიჟა ყველა აქ , იმ იმედით, რომ ბებიასაც გაამხიარულებდა და მათაც მაშნდელივით ასიამოვნებდა,მაგრამ არაფერი გამოუვიდა... ბავშებს აშკარად რაღაც აკლიათ ,რომ ბოლომდე შეიგრძნონ დასვენების დღეებისგან მიღებული სიამოვნება.. რაღაც ..ან ვიღაც და ქადაგიძეს ბევრი ფიქრიც არ სჭირდება იმის მისახვედრად, თუ რა აწუხებს ყველას. ვახშმის შემდეგ ანას ტელეფონს თხოვს , ვითომდა ანგარიში გაუთავდა თვითონ. ბოლოს გასულ ზარებში მარიამის ნომერს ნახულობს და იწერს. ,,ამათი ხათრით ავიტან ხუთი დღე იმ თავხედ გოგოს, თუ რამეს ისეთს მეტყვის კი გავსვამ გარეთ მგლების ლუკმად" ფიქრობს თავისთვის და საკუთარ მობილურს იმარჯვებს დასარეკად. ზარი გადის..ერთხელ, ორჯერ ...სამჯერ -გისმენთ-ისმის გოგონას წკრიალა ხმა. -მარიამ გამარჯობა, დათა ვარ ქადაგიძე-ეუბნება ცივი ხმით. დოლიძეს გაოცებისგან ყბა უვარდება. თვალებდაჭყეტილი დაჰყურებს ერთი წამით მობილურს,მერე ისევ ყურზე იდებს. -გა...გამმარჯობა...-ლუღლუღებს დაბნეული. -ბევრი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გადავალ საქმეზე... შენი მეგობრები საკმაოდ უხასითოდ არიან შენი არ ყოფნის გამო, მართამაც ისე შეიცხადა რომ არ ჩამოხვედი ,გეგონება მე კი არა შენ იყო მისი შვილიშვილი. მე კიდევ ეს ბავშვები აქ გასართობად და დასასვენებლად დავპატიჟე, ასე რომ ,მიუხედავად იმისა მე მომწონს თუ არა ეს ფაქტი, ყველასთვის საურველია , აქ ჩამოხვიდე... -მე... მე არ შემიძლია..მართლა-ხმა ებზარება გოგონას. -სისულელეა, იმ უაზრო ტყუილს ,რომ თითქოს რაღაც საქმის გამო დარჩი მანდ, სულელიც კი არ დაიჯერებს, ასე რომ კეთილი ინებე , აიკარი გუდა-ნაბადი და ხვალ ნიკოს გამოვუშვებ ვინმეს მანქანით შენს ჩამოსაყვანად. -მე მართლა არ შემიძლია... -ხვალ ნიკო ჩამოგკითხავს და თუ შენ სინდისი არ შეგაწუხებს იმის გამო,რომ შენი მეგობარი შენს გამო ამხელა გზაზე ტყუილად ატარო, კი ბატონო ნუ წამოხვალ-ეუბნება გამყინავი ხმით. -იცით?!...კარგი მადლობა, წამოვყვები, თანაც ...მე...მე თქვენთან საუბარი მინდოდა და... -მე შენთან არაფერი მაქვს სალაპარაკო-აწყვეტინებს ცივად- შენ აქ მართას სტუმარი იქნები, მე თუ არ შემეჩხირები თვალებში დიდად დამავალებ.. როგორც ვატყობ ,ისედაც არ გვეხატება ერთმანეთი გულზე!-ახლის პირდაპირ და ტელეფონს უთიშავს. ,,გაბრაზება არც კი გაბედო, შენი ბრალია ასე რომ გელაპარაკება"-ჩააგონებს საკუთარ თავს, მაგრამ სიბრაზისგან მაინც ლამისაა ბოლი აუვიდეს. ნიკო ისევ დათას ოთახშია შესახლებული, ამიტომ მასთან მოლაპარაკება არ უჭირს. სიტუაციას უხსნის და დილით ადრე უშვებს დოლიძის ჩამოსაყვანად. ბიჭიც გაბადრული ასრულებს მის დავალებას და სულ ფრენა-ფრენით იღებს თბილისისკენ გეზს. -ნუ გეშინია, არაა დათა ცუდი ადამიანი, უბრალოდ ცხოვრების უკუღმართობამ ხასიათი დაუმძიმა, აი ნახავ დაელაპარაკები, მოუბოდიშებ და ისე დაივიწყებს წყენას, ვითომ არც არაფერი ყოფილა-მთელი მონდომებით ამშვიდებს გზაში მარიამს. -რომ მოგესმინა როგორ მელაპარაკა.... -ცხელ გულზე გელაპარაკება მასე-ისევ დათას ამართლებს ბიჭი. -რით ვეღარ გაიცივა ეს გული ..ვაჰ-ცხვირს იბზუებს დოლიძე და ფანჯრიდან იხედება-ნახე რა სილამაზეა-იძახის აღფრთვანებული და თან ფოტოს იღებს. ხევსურეთის დარაჯი მთები ისევ ისე მედიდურად გადმოჰყურებენ გარემოს, ცამდე აზიდულან და დანისლულნი ისე ჩანან, თითქოს წყენისგან წარბები შეუკრავთო. სახლში მისვლამდე თვალს ვერაფრით წყვეტს ხედებს. აზრზე მანქანის დამუხრუჭებას მოჰყავს. ნელა აღებს კარს და ეზოდან გამოცვენილ მეგობრებს ღიმილით ეხვევა. მერე მისკენ წამოსულ მართასაც უკოცნის ტკბილ ლოყებს და თბილად ეხუტება. ქალიც მთელი მონდომებით იკრავს გულში ახალ სტუმარს. -შენ გენაცვალოს მართა ბებო, ჩემო ლამაზთვალება გოგოვ- ეფერება , თვალებში უყურებს და თან ტირის. ბავშვები ვერ გებულობენ მისი ასეთი რეაქციის ნამდვილ მიზეზს და მოხუცის გულჩვილობაზე გულით ეღიმებათ. მარიამის ბარგი ბიჭებს მიაქვთ გოგონების ოთახში. დოლიძეს მართა პირდაპირ სამზარეულოში მიაქანებს, მშიერი იქნები ნამგზავრიო... მარტო დათა არ ჩანს არსად .... ქადაგიძე ვახშმისთვის ბრუნდება შინ, ბუხრის წინ მოკალათებულ ბავშვებს შორის მჯდომ მარიამს უსიტყვოდ უკრავს თავს და ოთახში შედის. -შენ გელოდით შვილო, მოწესრიგდი ,მანამდე სუფრას გავაწყობთ და ვივახშმოთ.-ეძახის მართა და გოგონებთან ერთად სამზარეულოში გადის. სავახშმოდ გამოსულს ერთადერთი თავისუფალი ადგილი დოლიძის გვერდით ხვდება. უკმაყოფილოდ კრავს შუბლს და სკამზე ჯდება. გოგონას ზედაც არ უყურებს, მისგან წამოსულმა სიცივემ კი შეიძლება მარიამი სადაცაა გაყინოს. -გეგა თუ არ შეწუხდები მჭადი მომაწოდე რა-ეუბნება უცებ დათა თავის პირდაპირ მჯდომ ბიჭს. არადა მჭადიანი თეფში მარიამს უდევს სულ ახლოს. გეგაც უხმოდ უსრულებს თხოვნას და სახეალეწილი მარიამისკენ აპარებს ყველა მზერას. გოგონა უხერხულობის დასაფარად არაფერს იმჩნევს და ჭამას განაგძობს. მთელი ორი დღე ასე გრძელდება, არაჩვეულებრივი გართობის წუთებს ბოლოს ქადაგიძის ნაგლური იგნორი აშხამებს. უნდა დაელაპარაკოს, ბოდიში მოუხადოს, მამაკაცის ჭირვეულობას ბოლო მოუღოს,მაგრამ ეშინია.. მან ხომ უთხრა შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვსო, ანუ არც კი მოუსმენს. მესამე დღეს დილით ადრე ეღვიძება. ქვემოთ ჩადის და ხელ-პირს იბანს. აბანოდან გამოსული კი ვიღაცის მკვრივ მკერდს ასკდება ცხვირით. ზემოთ იხედება და პირდაპირ ქადაგიძის დაბღვერილ სახეს აწყდება. -უკაცრავად -ამბობს და სწრაფი ნაბიჯით ეცლება იქაურობას. ,, დილა არაჩვეულებრივად იწყება" ბურდღუნებს თავისთვის და ისევ ოთახს აფარებს თავს. დღე საოცრად მხიარულად გადის, ხან მართას ეხმარებიან, ხან ფოტოების გადასაღებად მიდიან , ხანაც თამაშობენ. გვიან ღამით იშლებიან და კუთვნილი ოთახებისკენ მიდიან სიცივისან აბუზულები და კანდახორკლილები. მთელი საათი უაზროდ წრიალებს დოლიძე საწოლში, ძილი არაფრით ეკარება, ბოლოს თბილ სპორტულებს იცვამს და ეზოში გასვლას აპირებს ,სადაც ჰამაკი ეგულება, თუმცა მოულოდნელობისგან ოდნავ შეკივლებას ვერ იკავებს, როცა ქვემოთ ჩასული ბუხართან მჯდარ დათას აწყდება. ადგილიდან აღარ იძვრის, ვაჟს დაჟინებული მზერითალბათ ბეჭებსაც კი უწვავს. -ან ახლა , ან არადროს... მიდი მარიამ-ამხნევებს საკუთარ თავს და გაუბედავად მიაბიჯებს მისკენ. ოდნავ მოშორებით მდგარ ტახტზე უხმოდ ჯდება.. ვერ ისვენებს, ამიტომ ისევ ფეხზე დგება, თითებს ნერვიულობისგან ისე ისრესს, სადაცაა სულ დაიმტვრევს, დათა კი მის იქ ყოფნას ტრადიციულად არ იმჩნევს. ღმად ისუნთქვავს ოთახის თბილს ჰაერს, ბოლო წვეთ გამბედაობად იკრებს და ლაპარაკს იწყებს. -მე მინდოდა... უფრო სწორად მინდა ,რომ ბოდიში მოგიხადო. თავს არ ვიმართლებ ,მაგრამ მე მათლა არაფერი ვიცოდი იმ ტრაგედიის შესახებ, მეგონა იმ ჟურნალისტის კითხვამ უბრალოდ ღირსება შეგილახა და იმიტომ აენთე იმ დღეს ისე. საკუთარ თავმოყვარეობას გაუფრთხილდი და ჩემი შელახე ისეთი საქციელით. რესტორანშიც.... იქაც მე უბრალოდ გადავწყვიტე შენი პატივმოყვარეობა ამეგდო მასხრად და არა შენი ტკივილი... მე არ ვიცოდი, მართლა არაფერი ვიცოდი- ძლივს ამთავრებს გაბზარული ხმით სათქმელს. ქადაგიძე ურეაქციოთ უსმენს, მთელი მონოლოგის მანძილზე არც კი ირხევა , ზედაც არ უყურებს . ეს მხოლოდ გარეგნულად ,თორემ თავადაც გრნობს მისი სიტყვები მთელი გულწრფელობით რომაა ნათქვამი და მალამოდ ედება გულზე. ცივი გამომეტყველებით დგება სკამიდან და ადგილზე გახევებულ მარიამს უახლოვდება ,რომელიც მის რეაქციას სუნთქვაშეკრული ელის. გული უჩვეულოდ უჩქროლდება დოლიძის ოდნავ აცრემლებულ თვალებში ლამაზად არეკლილი ცეცხლის ენების გარდა საოცარ გულსწრფელობასთან შეზავებულ სინანულს რომ ხედავს. გულში უცნაური სითბო ეღვრება...სითბო ,რომლის ნატამალიც კი არ ეტყობა გარეგნულად მის სახეს . -რაც არ იცი მერე ,იმაზე უშნოდ არ უნდა წაიგრძელო ენა, ეს ჭკუის სასწავლებელი იქნება შემდეგისთვის შენთვის!- ეუბნება საშინლად გამყინავი ხმით და სწრაფი ნაბიჯით მიემართება თავისი ოთახისკენ , მარიამს კი ტოვებს ადგილზე მიყინულს და ერთიანად ახურებულს. ცდილობს..მაქსიმალურად ცდილობს, რომ ქადაგიძის საქციელმა მასში სიბრაზე არ გამოიწვიოს, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ახერხებს ამას. ნერვებმოშლილი და გაბუსხული უბრუნდება თავის ოთახს და ისევ უძილობასთან ბრძოლას აგრძელებს. საძინებელში შესული დათა ვერაფრით ისვენებს. თავში მარიამის სიტყვები უტიალებს , მისი ალალი გამოხედვა , ცრემლით და სინანულით სავსე ,ცეცხლის შუქზე უჩვეულოდ ლამაზად აკიაფებული მწვანე თვალები უდგას ისევ თვალწინ.. -მართლა ნანობს და მხოლოდ მოვალეობის მიზნით არ უთქვამს ის ყველაფერი, ამას მისი ტუჩები კი არა თვალები ამბობდა და შეუძლებელია ასე არ იყოს, თვალები არ მომატყუებდა- ამის გაფიქრება და გრძნობს წამიერად როგორ ეხსნება გულიდან მძიმე ლოდი. სულიერი სიმსუბუქის შეგრძნება საოცრად სიამოვნებს. კიდევ ერთხელ ავლებს გონებაში თვალს მომხდარს და გულით ეღიმება. ,, როგორ ჰგავს მისი თვალები შენსას დედა"- ფიქრობს უკვე ნახევრად ძილ- ბურანში მყოფი და მალევე ითიშება. დილით გაღვიძებულს დაეფიცება ,რომ ასე კარგად თორმეტ წელზე მეტია არ სძინებია. ნებიერად იზმორება საწოლში. ნიკო უკვე ამდგარია. გაოცებული დაჰყურებს ტელეფონის ეკრანს და იცხადებს. -უკვე თორმეტ საათს გადასცდა , რამ მაძინა ამ დრომდე?- სწრაფად იწესრიგებს თავს და ოთახიდან გადის. მთელ სახლში საოცარი სიჩუმეა, მხოლოდ სამზარეულოდან გამოსული ჭურჭლის ხმა ისმის ყრუდ. -აჰ მართა უკვე მზარეულობს ,დანარჩენები ალბათ სადმე გავიდნენ-ვარაუდობს თავისთვის და სააბაზანოსკენ მიაბიჯებს. იქედან გამოსული პირდაპირ სამზარეულოსკენ იღებს გეზს . -მართა საუზმედ რა გვა.....- სიტყვა შუაზე უწყდება ,როცა იქ ბებიამისის ნაცვლად ქურასთან მოფუსფუსე დოლიძეს ხედავს. ტრადიციულად უქნევს თავს, ისიც ავიწყდება მოულოდნელობისგან , რომ მასზე წუხანდელის მერე აღარ ბრაზობს და ისიც ,საშინლად რომ შიოდა. გვერდით ოთახში ბუხრის წინ კალათდება და ძილნაკლულივით ამთქნარებს. ყავას სიამოვნებით დალევდა ახლა.... დოლიძე თეფშებით დატვირთული გამოდის სამზარეულოდან და სუფრაზე სათითაოდ ალაგებს. დათა უჩუმრად აპარებს ხოლმე მისკენ მზერას. -ყავას გამიკეთებ?-ოთახაში გმეფებულ შეშის ტკაცუნს ქადაგიძის ხმა ერევა მოულოდნელად. მარიამს მაგისიდკენ წაღებული თეფშიანი ხელი ჰაერში უშეშდება, თვალები უფართოვდება. გაოცებული ავლებს ოთახს მზერას და როცა ,რწმუნდება ,რომ იქ სხვა არავინაა ,მერე დათას უყურებს გაოგნებული. ისიც ხალისით აკვირდება მის რეაქციას და ღიმილის შეკავებას ცდილობს. თანხმობის ნიშნად ინსტიქტურად უქნევს თავს დოლიძე და სამზარეულოში ბრუნდება. მართასგან იცის ,რა პროპორციით უნდა უქნას ყავა და შაქარი, სწრაფად ასხმას მდუღარე წყალს ,ურევს და ნელი ნაბიჯებით მიდის მეორე ოთახისკენ. ფრთხილად აწვდის ცხელი სითხით სავსე ფინჯანს ქადაგიძეს და უხმოდ შორდება იქაურობას. -როგორ მოხდა ,რომ შემიმჩნია? მეგონა ჩემი ბოდიში აინუშიაც არ ჩაუგდია .....-უნებურად ეღიმება და ცხელ მჭადებს იღებს თეფზე. სადილობისას სუფრასთან ამჯერად დათას პირდაპირ უწევს დაჯდომა. - დღეს ყველაფერი მარიამმა მოამზადა- ამბობს მართა. -ეს რა ოქროს ხელება გოგო გვყავს-გემრელად ილუკმება ნიკო. -აუ მარო სალათიანი თეფში მომაწოდე რა - ეხვეწება ცოტა მოშორებით მჯდარი ანა. -მარიამ მეც მომაწოდე მჭადი თუ შეიძლება- ისევ პირდაღებულს ტოვებს მოულოდნელი რეპლიკით დათა. გაოცებული იღებს თეფშს და მას აწვდის. მადლობის ნიშნად უღიმის ქადაგიძე და ჭამას განაგრძობს. - შენ რა დათა შეგირიგდა? - ეკითხება საღამოს ანა. -არ ვიცი ანო, გუშინ ბოდიში მოვუხადე და ისე ცივად მიპასუხა... დღეს კი უცებ მიცხადებს ყავას თუ მომიდუღებო..-მხრებს იჩეჩავს. -ანუ აღარ არის ნაწყენი, სადილზეც რომ გამოგელაპარაკა კი გამიკვირდა ,მაგრამ მივხვდი უკვე რაშიც ყოფილა საქმე-ეცინება გოგონას. - ის რომ თვითონ მაპატია, სულაც არ ნიშნავს იმას,რომ მე არ ვბრაზობ. უჭკუო და უშნოდ ენაგრძელი მიწოდა!- ახსენდება დოლიძეს მამაკაცის წუხანდელი სიტყვები და წამში კრავს წარბებს. -ჰოდა ახლა შენ ებღვირე და იმან გირიგოს- კისკისებს მათ საუბარს შემოსწრებული ლიკა. -დიახაც, ამჯერად მისი მობოდიშების ჯერია- აცხადებს მეტიჩარა ხმით და წარბებს მაღლა წკეპს. მეორე დღეს დილიდან მდინარეზე არიან. ამჯერად დათაც უერთდებათ და მათთან ერთად გრილდება. იმდენად აიწია ტემპერატურამ,რომ ხევსურეთშიც კი დასცხათ უკვე. იქედან დაბრუნებულები ტანსაცმელს იცვლიან, წესრიგდებიან. გოგონები მართას დასახმარებლად შერბიან სამზარეულოში , ბიჭები კი ეზოში ხან დომინოთი ირთობენ თავს, ხან ნარდის თამაშით. -მე მხლოვანას ცხობა ვისწავლე- კისკისით გამორბის სახლიდან თეფშებით ხელდამშვენებული და ამაყად ცხვირაწეული დოლიძე. სათითაოდ ყველას ურიგებს თითო ნაჭერს, მხოლოდ დათას არ აწოდებს , მასთნ ცოტა ახლოს დებს პატარა ტაბლაზე და უკან ბრუნდება. ქადაგიძეს ხვდება,რომ ახლა გოგონას ბუტიაობის ჯერი დადგა და ღიმილის ვერაფრით იკავებს მის საქციელზე. გუდანში ყოფნის დარჩენილი ორი დღეც , ამდენ მხიარულებაში ,თვალსა და ხელს შუა ეპარებათ. წასვლის წინა საღამოს ვახშმობის შემდეგ სამარშუტო ტაქსის მძღოლთან აპირებენ დარეკვას, რომ მეორე დღეს ამოაკითხოთ ,მაგრამ დათა მოულოდნელი წინადადება- თხოვნით გამოდის. -იქნებ კიდევ ერთი კვირა დარჩენილიყავით?! მართასაც ძალიან გაუხარდება და მერე ერთად წავიდეთ ბათუმში- ამ წინადადებით საოცრად კმაყოფილები დაუფიქრებლად თანხმდებიან და სიხარულით თვალებგაბრწყინებულები უყურებენ ერთმანეთს. -ხვალ კიდევ ცხენებით სასეირნოდ წაგიყვანთ- კიდევ ერთ არაჩვეულებრივ ჩანაფიქრს ანდობს სტუმრებს ქადაგიძე და ახალი ამბით ისედაც აჟიტირებულებს კიდევ უფრო მეტად ახარებს. დათას მხედველობიდან არც დოლიძის გაცისკროვნებული თვალები რჩება. გოგონა მოუსვენრად ცმუკავს ადგილზე და მომეტებული სიხარულისგან ტუჩებს თავს ვეღარ უყრის. -მარო აი რომ გინდოდა ცხენზე დაჯდომა- უცებ ყიდის მეგობარს გეგას. -მართლა გინდოდა?- ეკითხება დათა, მარიამი მხოლოდ უხმოდ უქნევს თავს და ისევ გეგასკენ იხედება. ქადაგიძე ძლივს იკავებს თავს,რომ მის ბავშვურ საქციელზე გულიანად არ გადაიხარხაროს. მეორე დღეს დილით შეთანხმებისამებრ ადრე დგებიან, საუზმობენ და დათა თავლისკენ მიუძღვება. -რომელიმე მჯდარხართ აქამდე ცხენზე? - კითხულობს დათა. -მე, ლიკა, ლექსო და გეგა -პასუხობს ნიკო. -კარგი თქვენ აირჩიეთ ,რომელი ცხენიც გინდათ და დანაჩენებს უფრო თვინიერებს გამოვუყვან. გაშლილი მინდვრისკენ მიდიან, წინა დღეს რომ შეამჩნიეს სეირნობისას. ლიკა, გეგა და ლექსო მისვლისთანავე იწყებენ ჯირითს. -ნიკო დამეხმარე დაჯდომაში რა- სწრაფად მირბის მეგობრისკენ მარიამი, ვაიდა დათა არ შემრჩეს მასწავლებლადო. -მაგაზე გაწყენინებ მარუს?- ნელა სვამს ცხენზე, მერე ასწავლის როგორ გააჭენოს ცხოველი ნელა. -ძალიან არ მოქაჩო აღვირი, ცოტა ნელა....აი ეგრე.. ყოჩაღ ..ფრთხილად, არ შეაშინო- ხშირ-ხშირად აძლევს დირექტივებს. -კარგი გადი ახლა შენ, ჩემით წავალ-უკვე გაბედულად მიჰყავს ცხენი წინ. -იცოდე აღვირი ძლიერად არ მოქაჩო და თუ გაიქცეს შემთხვევით, არ შეშინდე , ხელი არ გაუშვა. -გავიგე ..... აბა ჩემო ლამაზო ,გავისეირნოთ ახლა - ფრთხილად ეფერება. ყურებამდე გაბადრული უვლის მინდორს გარს და განუზომელ სიამოვნებას გრძნობს. ბავშვობიდან ოცნებობდა ცხენზე ჯდომაზე. წინიდან შემხვედრი სიო ნაზად ელამუნება სახეზე და თვალები ელულება. მოულოდნელად ცხოველი ჩერდება ,მარიამი სწრაფად ჭყიტავს თვალებს და გააზრებასაც ვერ ასწრებს, ისე სწრაფად ხტება ქადაგიძე უნაგირზე და მის უკან კალათდება. -რას აკეთებ?- უბღვერს თვალებგაფართოებული და გაწიწმატებული მარიამი. -გავისეირნოთ!- ბრძანებასავით გამოუდის დათას და ოდნავ სწრაფად აჭენებს ცხენს. -ახლავე გაჩერდი და ძირს ჩამიშვი!-ხმას უწევს დოლიძე. -სუ... - საშინლად ცხელ ჰაერს აფრქვევს ყურთან , მარიამს ერთიანად ელეწება სახე.. ისევ ეს წყეული ჭიანჭველები ესევა მთელ სხეულზე- ცხენს შეაშინებ და შეიძლება ორივე გადმოგვაგდოს- უკვე კისერთან ელამუნება მისი სუნთქვა და ერთიანად ცეცხლი უკიდია. ნერვები სიმებივით დასჭიმვია და სუნთქვაც უჭირს. -ბოდიში რომ მოგიხადო, მანც მასე გაიბუტები?- ესმის ქადაგიძის ღიმილნარევი ხმა და ხმაურიანად ყლაპავს ნერწყვს. ერთიანად აკრულია მის გულ-მკერდზე და მთელი ზურგი ეწვის, გონია,რომ სადაცაა აალდება. -გაჩერდი, უნდა ჩავიდე...- ლუღლუღებს გაპარული ხმით. -რატომ? შენ ხომ გინდოდა ცხენზე ჯდომა? -მარტო მინდოდა და არა გაურკვეველ სუბიექტებთან ერთად- უღრენს უკვე გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფი. დათა ყურსაც კი არ უგდებს, მთელი სისწრაფით მიაჭენებს ცხენს და მარიამიც სიამოვნებისას ინაბება . ცოტა ხანს ტკბება ამ ყველაფრით მერე , ისევ წრიალებს მის მკლავებს შორის მოქცეული. -მეშინია გავჩერდეთ!- ატყუებს ურცხვად. ქადაგიძეც წამში უსრულებს მოთხოვნას. ჩამოსვლაში ეხმარება. თავს უკვე სამშვიდობოს რომ იგულებს მაშინვე სწრაფი ნაბიჯით შორდება უჩვეულოდ გამხიარულებულ დათას და მეგობრებთან მიდის,მაგრამ წამითაც ვერ ივიწყებს მისი სიახლოვით გამოწვეულ ემოციებს და ჯერ კიდევ უხურს მთელი ორგანიზმი. მიმავალ დოლიძეს თვალს ვერ აშორებს და თან გრძნობს , რომ პირდაპირ მაგნიტივით იზიდავს გოგონა. დაძინებული რომ ნახა პირველად, იმ წამიდან თითქოს მოინუსხა მისითო, ამას მარიამის თვალებიც დაემატა ,ასე საოცრად რომ ჰგავს დედამისისას, ყველაფერს კი ის უჩვეულო ემოციები აგვირგვინებს, მისი დანახვისას ზღვის ტალღებივით რომ მოაწყდება ხოლმე. სხვებს აღარ ელოდება, ცხენებს ნიკას აბარებს და შინისკენ ფეხით მიუყვება გზას. -მემგონი მართას სარძლოდ მოწონხარ- შეპარვით ეუბნება ანა ,როცა დასაწოლად ემზადებიან. -რას ამბობ? საიდან მოგაქვს ხოლმე ასეთი რაღაცეები? -ეცინება დოლიძეს და საბანში ეხვევა. -შენ ხომ ვერასდროს ვერაფერს ამჩნევ შენით -დასცინის დეიდაშვილი- ყველა ხედავს ,რომ მართა განსაკუთრებულად გექცევა, ზოგადად ყველას მიმართ იჩენს ეგ ქალი საოცარ სითბოს,მაგრამ შენ მაინც გამოგარჩევს ჩვენგან. - ვეთანხმები მეც ანას-მეგობარს მხარს უბამს ლიკა. -მეორე ნახევრები იშოვეთ და ახლა ჩემზე ზრუნავთ?- ეცინება მარიამს- მაგრამ არაა, გმადლობთ , მე იმ ნაგლ ტიპს მომავალს ვერ დავუკავშირებ და ნერვულ სისტემას ვერ მოვისპობ- თავს ბალიშზე დებს. -ყველაზე სასაცილო ის იქნება, შემდეგ ჩამოსვლაზე თვითონ რომ გვიმასპინძლოს- დასცინის ანა. -დამაძინეთ უკვე,ჩააქრეთ შუქი-თავზე იმხობს ბალიშს . დილით ნახევრად გამოუძინებელი იზლაზნება საწოლიდან. თვალებდახუჭული იცვამს მოკლე ჯინსის შორტს და თეთრ მაისურს და ოთახიდან გადის. სააბაზანოსთან მისული შიშიგან ადგილზე ხტება ,როცა კარი იღება და იქედან გამოსული ქადაგიძის ზღვისფერ თვალებს აწყდება. მის ადრინდელ საქციელს ახლა თავად იმეორებს. უხმოდ უქნევს და გვერდს უვლის. -იქნებ ის ნაგლი ტიპი სულაც არაა წინააღმდეგი, რომ მომავალი შენ დაგიკავშიროს- ესმის მოულოდნელად ზურგს უკან ცინიზმით გაჟღენთილი ხმა. სახე ელეწება, უხერხულობისგან ღაწვები უფერადდება და ნერწყვს მძიმედ ყლაპავს. ის ისაა ბრუნდება ,რომ რამე უთხრას,მაგრამ ის სივრცე, რომელსაც ორი წუთის წინ დათა ავსებდა ცარიელია. -ჭორიკანა, უჩუმრად გვაყურადებდა- იძახის აღშფოთებული და გაბრაზებული აჯახუნებს კარს. -დათა ნამიოკობანას გვეთამაშები? -ეკითხება უცნაურად თვალებაციმციმებული ანა, როდესაც წვიმის გამო სახლში შეყუჟულები და ბუხართან მოკალათებულები სხვა რამით თავის გართობას ცდილობენ. -მე უფრო ქალაქობანა მიყვარს- ეცინება დათას. -საერთოდაც დახუჭობანა ვითამაშოთ- კისკისებს ლიკა. -საქმე არაფერი მაქვს ,ჰოდა ,რატომაც არა?! ვითამაშოთ ნამიოკობანა და დავბრუნდეთ ბავშვობაში-ღიმილით ჯდება თავისუფალ სავარძელში. -მე და შენ და ანა და მარიამი ვიქნებით მეწყვილეები-ეუბნება ლექსო და თამაშს იწყებენ. - 3-0- ამბობს ცოტა ხანში მარიამი. -თქვენ სულ გოგოურ რაღაცეებს გვეუბნებით, რომ მერე ადვილად მიხვდეთ- აპროტესტებს ლექსო. -როგორს ვეუბნები? ,,გოგოური" ამ სიტყვის ეტიმოლოგია მაინტერესებს - გულიანად ეცინება დოლიძეს. -დაგვაცადე ერთი, ახლა გაჩვენებთ თამაშის კლასს-დაჩემებით ეუბნება სიძე და ცოლს რაღაც სიტყვას უჩურჩულებს ყურში. გოგონები ბევრი ფიქრის შემდეგაც კი ვერ ხვდებიან და ბიჭების ანგარიშზე ერთი ქულა იწერება. -ასეთ არაგოგოურ სიტყვებს არ ვართ-იბუტებიან გოგონები და თან ლექსოს აჯავრებენ. მარიამი და ანა კიდევ ერთ ქულას იმატებენ და ისევ ბიჭების ჯერი დგება. დათაც უკვე მთელი ემოციით ერთვება თამაშში და თავის თავზე თავადვე ეცინება. ფიქრობს რა უთხრას ისეთი მარიამს, რომ ანამ ვერ გამოიცნოს. თავის წინ მჯდომ წყვილს უყურებს , ერთმანეთთან ლაპარაკში არიან გართულები, დანარჩენებიც ოთახის მეორე ბოლოში მოკალათებულან და რაღაცას თამაშობენ. ამხელა კაცს პატარა ბავშვივით უწყებს თვალები ციმციმს. ძალიან ნელა იხრება დოლიძისკენ, ვითომ სიტყვის სათქმელად , გოგონაც ელოდება,მაგრამ მოულოდნელად ქადაგიძის ცხელი ტუჩები ეხება ყურის ბიბილოზე და კრთება. მთელი სხეული ეჭიმება . დათას ეს შეუმჩნეველი არ რჩება და ტუჩის კუთხეში შეუჩნევლად ეღიმება. ოდნავ აშორებს ბაგეებს ერთმანეთს და დოლიძეს თბილი ჰაერი ელამუნება კანზე, თითქოს იმ ადგილას ჭინჭრით დასუსხესო. ერთი სული აქვს ,როდის ამოღერღავს მამაკაცი რამეს და მოშორდება, მაგრამ სხეულის ტემპერატურა ერთიანად იმატებს, როცა მოულოდნელად ყურის ბიბილოზე კბილებს ოდნავ უჭერს ქადაგიძე და სწრაფად შორდება. მარიამი ერთიანად ხევდება , ფილტევბს ერთი გრამი ჟანგბადიც კი აღარ მიეწოდება და თითქოს ემოციებისგან იგუდება. საცრისოდენა გახდომია თვალები და ისე მიშტერებია მშვიდად მჯდომ დათას. -მე წავალ ყავას მოვადუღებ, აღარ მინდა თამაში!-სკამიდან ხტება სუნთქვაშეგუბებული და ოთახიდან ლამის გარბის. დათას ცოტაღა აკლია,რომ გულიანად გადაიხარხაროს. საოცრად ართობს ამ გოგოს წვალება და მისი რეაქციების ყურება. ანაც დეიდაშვილს მიჰყვება უკან და თან რაღაცას ელაპარაკება,მაგრამ მარიამს არაფერი ესმის. სუნთქვაგახშირეული დააბოტებს სამზარეულოში და ქადაგიძის საქციელებზე ფიქრობს. ანა ფინჯნების ნაწილს ლანგარზე აწყობს და ის ისაა სამზარეულო უნდა დატოვოს , რომ გაოცებული უყურებს თავის გვერდით მდგომი მარიამის ქმედებას. დოლიძეს თვალი ხით მოპირკეთებული კედლისთვის გაუშტერებია და მუქი სითხით სავსე ფინჯანს ცხიმის წასასმელი პატარა ფუნჯით ურევს. -რას აკეთებ მარიამ?-იცხადებს გაოგნებული და მთელი ხმით იწყებს ხარხარს. -რა? რა ხდება? - რეალობას უბრუნდება მარიამი. ანა სულს ისევ ვერ ითქვამს , თითით ანიშნებს თავის ნამოქმედარზე და სიცილისგან წამოსულ ცრემლებს იწმენდს. -ვაიმე....-პირზე ხელს იფარებს დოლიძე და თვითონაც კი ეცინება საკუთარ თავზე. იმ ფინჯნიდან ყავას აქცევს, რეცხავს თავიდან აკეთებს და დანარჩენებისთვისაც მიაქვს. სადილამდე დრო საშინლად იწელება. ნასადილევს კი ძლივს იფანტება ღრუბლები და წვიმაც წყდება. გახარებულები ალაგებენ სუფრას,ოთახს ასუფთავებენ გოგონები და ისევ სხვადასხვა თამაშით იქცევენ თავს საღამომდე. დაძინებამდე მომავალი დღის გეგმებს აწყობენ და ოთახებისკენ იღებენ გეზს. რაც გუდანში ჩამოვიდა ,მას შემდეგ აშკარად უძილობა დასჩემდა დოლიძეს. ეს კი აშკარად იმ ემოციური დაძაბულობის ბრალია, რომლის მიზეზიც დათა ქადაგიძეა. ახლაც მთელი საათი წრიალებს საწოლში და თვალს ვერაფრით ხუჭავს. დათას გუშინდელი და დღევანდელი საქციელების გახსენებაზე ისევ გრძნობს როგორ უჩქარდება პულსაცია. მძიმედ სუნთქავს და უჩვეულო ჟრჟოლა იტანს. საშინლად უშრება პირი და ამით გამოწვეული დისკომფორტი კიდევ უფრო უშლის დაძინებაში ხელს. სწრაფად დგება საწოლიდან და ქვემოთ ჩადის. გრილი წყლით ისველებს ყელს , ფინჯანს ისევ კარადაში აბრუნებს და ისევ კიბისკენ მიდის. ის ისაა პირველ საფეხურზე უნდა შედგას ფეხი ,ბუხრიანი ოთახიდან შეშის ტკაცუნის ხმა ესმის და შიგნით შედის. დათა თავის სავარძელში მოკალათებულა და რაღაცას კითხულობს. ხის იატაკის ჭრიჭინის ხმა მის ყურადღებას იპყრობს, წიგნს მზერას წყვეტს და დოლიძისკენ იხედება. -ვატყობ შენ ძალიან გიყვარს ღამე სეირნობა - უღიმის გოგონას, სავარძლიდან დგება. წიგნს ზედ დებს და მისკენ მიდის. -მომწყურდა უბრალოდ-პასუხობს მოკლედ და წასვლას აპირებს. -თუ ჩემთან განმარტოებას ცდილობ ხოლმე? -ქადაგიძის ირონიით გაჟღენთილი ხმა და და სიტყვები ადგილზე აშეშებს.სიბრაზისგან სახე ისე უპილპილდება, რომ სადაცაა ცეცხლი წაეკიდება. -როგორ?- თვალებანთებული და ყბებდაჭიმული ბრუნდება მისკენ. -ჩემთან მარტო დარჩენას ცდილობ ხოლმეთქო, დღისით ვერ ახერხებ, ამდენი ადამიანია სახლში და ამიტომ ღამით დაბოდიალებ აქეთ-იქეთ- ცინიკური ღიმილს არ იშორებს სახიდან დ ისე უხსნის. -რა ჯანდაბად უნდა მჭირდებოდეს ეგ?-იღრინება გაწიწმატებული მარიამი. -რავიცი.... იქნებ ბოდიშს ელი ჩემგან.?!....ან ... იქნებ სხვა რამესაც?!- ცალ წარბს ნიშნისმოგებით ზიდავს მაღლა და ნელ-ნელა უახლოვდება გაავებულად მომზირალ გოგონას. -რაში მჭირდება შენნაირი უტაქტო ვირის ბოდიში?- საკმაოდ უწევს ხმას მარიამი და წასვლას აპირებს, თორემ ისეა გაბრაზებული ახლა, შეიძლება რამე მძიმე საგანი დაუფიქრებლად ჩასცხოს თავში, თუმცა ვინ აცლის?! კარისკენ წასულს ქადაგიძე მაგრად ქაჩავს მარცხენა ხელზე , თავისკენ ელვის სისწრაფით აბრუნებს და წამის მეასედში მარიამი დათას შანთივით მდუღარე ბაგეების შეხებას გრძნობს ტუჩებზე. ფილტვები ჟანგბადისგან ერთიანად ეცლება, გულს კი თითქოს ფეთქვაც კი ავიწყდება, მუცლის კუნთები საშინლად ეჭიმება და სული ეხუთება. ენით აღუწერლად სასიამოვნო ჟრუანტელი მეტასტაზებივით ვრცელდება სხეულის თითოეულ წერტილში. დათა სუნთქვაგახშირებული წყდება აკანკალებული დოლიძის ტუჩეებს. -მიდი ახლა და აბრიალე მაგ ლამაზი მწვანე თვალები- ღიმილით უკრავს თვალს და ოთახში მარტო ტოვებს ადგილზე მიყინულ და მთელი სხეულით ათრთოლებულ მარიამს. აზრზე შეშის ტკაცუნის ხმას მოჰყავს, დაბნეული ავლებს ცარიელ ოთახს დაბინდულ მზერას და იმის გააზრებაზე ,რაც სულ რამოდენიმე წუთის წინ მოხდა,მთელ სხეულში ცრის, ერთიანად აჟრიალებს...ცდილობს მომხდარი გააანალიზოს თავისი მიზეზებითურთ, მაგრამ ამის თავი ახლა ნამდვილად არ აქვს, გონება ჯერ კიდევ არ გამოსულა ბოლომდე შოკისგან. ნელი ნაბიჯით მიდის კიბისკენ და მეორე სართულზე ადის. სხეულის ყველა უჯრედი ისევ იმ უჩვეულო თრთოლვას აუტანია და ორგანიზმს ვერაფრით იმორჩილებს. საწოლში დაბრუნებული ლამის ტვინის გადაწვამდე ფიქრობს...ფიქრობს და ერთადერთ დასკვნამდე მიდის , ქადაგიძე აშკარად ეთამაშება.. ამის გაფიქრებაზე ლამის ცეცხლი ეკიდება სიბრაზისგან. მამაკაცის საშინლად ირონიულ ტონს და მზერას რომ იხსენებს გაღიზიანებული ქვედა ტუჩს სატირლად ათამაშებს. მთელ ღამეს თვალებდაჭყეტილი ათენებს,მხოლოდ გამთენიისას ეძინება ემოციებით გადატვირთულს,მაგრამ გამოძინებას მეგობრების ხმაური არ აცდის და იძულებული ხდება თვითონაც ადგეს. ყველა მდინარეზე მიდის,მხოლოდ მარიამი იმიზეზებს უგუნებობას და მართასთან რჩება. ,,მართას ნებიერა გოგო"- სიცილის სმაილიანი შეტყობინება მოსდის ანასგან. ,,მიდი გაგრილდი შენ"-ეჭყანება დეიდაშვილს და სამზარეულოსკენ იღებს გეზს. ზუსტად ნახევარ საათში ცას კუნაპეტივით შავი ღრუბლები ფარავს და მოულოდნელად წვიმაც იწყებს. ზაფხულის ცხელი ჰაერის მაგივრად ფანჯრიდან უკვე საკმაოდ გრილი სიო იწყებს შემოჭრას. თან მჭადებს აწყობს ტაფაზე, თან გზას გაჰყურებს და მალევე ამჩნევს თავიდან ფეხებამდე გაწუწულ, სახლისკენ სირბილით მომავალ მეგობრებს, რომლებიც გულიანად იცინიან. თავადაც ეღიმება და ტაფას თავს ახურავს. ორ წუთში მთელ სახლს ახლადმოსულების ხმაური იკლებს. ყველა ოთახებისკენ გარბის გამოსაცვლელად. ქადაგიძე უცნაური მზერით ბურღავს, შემდეგ კი საძინებლისკენ წასულ ნიკოს მიჰყვება უკან. ნასადილევს ბიჭები ნიკოს და დათას ოთახში იყრიან თავს და კარტს თამაშობენ, გოგონები მაგიდას ალაგებენ და ბუხრის ოთახაში ტახტზე კალათდებიან.. -ვაიმე მამცივნებს-კრუსუნებს ანა. -ვაიმე მომიკვდეს თავი! ხომ არ ცივდები ბებო?-იცხადებს მართა. -არაფერია, აი პლედს მოვიფარებ და გავთბები -კომფორტულად ეხვევა შიგნით ,მაგრამ მაინც ვერაფრით თბება. -ფარდულიდან შეშას მოვიტან და ცეცხლი დავანთოთ -კარისკენ მიდის დოლიძე . სირბილით გადის გზას სახლიდან ფარდულამდე ,მაგრამ პატარა მანძილის მიუხედავად, მაინც ერთიანად ილუმპება. ისე წვიმს , თითქოს ციდან სათლით ასხამდნენ წყალს. თამაშში გართული დათა ფანჯრიდან იმწამსვე ამჩნევს ეზოში გასულ დოლიძეს, მისი დამარტოხელების შანსს ,მითუმეტეს წუხანდელის შემდეგ ,ნამდვილად ვერ გაუშვებს ხელიდან. თავის კარტს ლექსოს აჩეჩებს, მომწყურდაო იმიზეზებს და ოთახიდან გადის.. ქალბატონებმა რომ ეჭვი არ აიღონ, სახლს უკანა კარით ტოვებს და ფარდულისკენ მირბის. შიგნით შესულს , თმის ღერიდან , ფეხის ფრჩხილამდე გალუმპული მარიამი ხვდება. გოგონა წვიმის ხმაურში ვერც კი იგებს ვინმეს მოახლოებას, მანამ ,სანამ მუცელზე ვიღაცის ავარვარებულ მარწუხებს არ გრძნობს , შეშინენული დაბალ ხმაზე კივის და თავის დახსნას ცდილობს. დათა მის სველ თმებში რგავს ცხვირს. დოლიძის კანის და ზაფხულის წვიმის სურნელი სინქრონში საოცარ არომატს ქმნის და ისედაც არეულ ქადაგიძეს, უარესად უბინდავს გონებას. ლავასავით ცხელ ტუჩებს აკრავს ყელზე , მუცელზე მოხვეული მტევნის ცერა თითს კი მაისურის ქვეშ აცურებს და ნებიერად დაასრიალებს სველ კანზე. მარიამი ერთიანად ითიშება, თხემით ტერფამდე იმდენად ძლიერი ჟრუატელი უვლის ,რომ ჰგონია მის სხეულში ასეულობით ამპერის დენს ატარებენ. ზურგზე აკრული სუთქვააჩქარებული დათასგან განსხვავებით ,მისი ფილტვები სულ წყვეტენ მუშაობას და შეიძლება სადაცაა გაიგუდოს. დათა ერთი ხელის მოსმით აბრუნებს თავისკენ. დოლიძე წამით მისი აალებული ,,ზღვებიდან" გადმოხეთქილ ვნებათაღელვის ტალღებს ამჩნევს. ქადაგიძე რამოდენიმე წამით აკვირდება გოგონას ამღვრეულ ისრიმებს და სურვილმორეული აკვდება ტუჩებზე. მარიამს გული ყელში ებჯინება. გონია ემოციისგან კანი გვალვიანი ნიადაგივით დაუსკდება. ქუთუთოებს მაგრად აჭერს ერთმანეთს ხელებჩამოყრლი ნება-ნება მიჰყვება ბიჭის ქმედებებს. მთელი სხეულზე ცეცხლი ეკიდება , დათა წელზე მოხვეულ ხელს თეძოზე რომ ანაცვლებს , ტკიპასავით აკრავს თავის სხეულზე და ზურგით ოდნავ ფარდულის კედელს აჯახებს. თითქოს ყველა წასასვლელ გზას უღობავს. ის , ისაა დოლიძეში საღი აზრი იწყებს გაღვივებას, რომ დათა ტუჩებს ყბისკენ მიაცოცებს , იქედან ნელ-ნელა ყელისკენ ინაცვლებს და ბოლოს ლავიწზე უტოვებს კოცნის კვალს. თავადვე ხვდება, რომ ახლა თუ არგაჩერდება , სულ გადაიყვანს ამ გოგოს სიახლოვე ჭკუიდან. სწრაფად სცილდება ერთიანად გათიშულს და ემოციებისგან აცახცახებულს, მისი ამ მდგომრეობაში დანახვისას ღიმილს ვერაფრით იკავებს. წამით უყურებს დაბნეულად და გაურკვევლად მომზირალ მწვანე თვალებში და სწრაფად ტოვებს იქაურობას. გონზე მოსული მარიამი, ფარდულს თვალს ავლებს და ახლაღა ხვდება ,რომ მარტოა. ერთი წამით მომხდარი ზმანებაც კი ჰგონია. იქვე დაწყობილ შეშის გროვებზე ჯდება , სუნთქვის დარეგულირებას და აკანკალებული სხეულის დამორჩილებას ცდილობს. ცოტ ხანში კი გარეგნულად ოდნავ დამშიდებული ხის რამოდენიმე ნაჭერს იღებს და სახლისკენ ნელი ნაბიჯით მიდის. კანი ისე უხურს , წვიმის წვეთების დაცემა სიამოვნებს კიდეც. სახლში შესული ,უკვე ოთახიდან გამოსულ ბიჭებს აწვდის შეშას და თვითონ ტახტზე ჯდება. ქადაგიძის მწველ და ირონიით გაჟღენთილ მზერას კი მთელი ორი დღე ვეღარსად გაურბის,მიუხედავად იმისა,რომ ბიჭი სიახლოვეს აღარც კი ეკარება. რამდენჯერაც ფარდულში მომხდარი უტივრივდება გონებაში, იმდენჯერ ჟრუანტელთან ერთად ,საშინელი გაბრაზებაც უვლის მთელ სხეულში. ნერვები ეშლება თავის სისუსტეზე , იმაზე რომ ამდენის უფლება მისცა. ბოლოს მკაცრად უწყვიტავს საკუთარ თავს , რომ თუკი როდესმე მსგავსი ქმედების ჩადენას ისევ გადაწყვეტს მამაკაცი და სავარაუდოდ ეს აუცილებლად მოხდება, მკაცრად დაუდგება და საკადრის პასუხსაც გასცემს , დაანახებს რომ ვიღაც ვიგინდარა გოგო არა ,ვისთან თამაში და თვალების ჟუჟუნიც ქადაგიძეს ასე იოლად გაუვა! ფარდულის ამბიდან მესამე დღეს ტრადიციულად სამზარეულოში მოფუსფუსე დოლიძეს როგორც კი მარტო იგულებს დათა, მაშინვე ეპარება და მარჯვენა ხელს თეძოზე ნელი მოძრაობით უცურებს. მარიამს სიბრაზისგან ცეცხლი ეკიდება . ანთებული თვალებით ბრუნდება მისკენ და ხელს ცივად იშორებს. -იცოდე აღარასდროს გაბედო ჩემთან მასე მოქცევა!-მკაცრად უბრიალებს მწვანე თვალებს , საიდანაც წყენას და სიბრაზეს ერთდროულად აფრქვევს. -რავიცი იმ დღეს ძალიან კი მიინაბე ფარდულში- თავის ძმა და მეგობარ ირონიას უხმობს ქადაგიძე და სამზარეულოს მაგიდაზე მიყრდნობილ გოგონას წინიდან მთელი სხეულით ეკვრის. სუნთქვაშეკრული დოლიძე თავის დაღწევას ცდილობს ,მაგრამ დათა ორივე ხელს მაგიდაზე აწყობს და წასასვლელ გზას უკეტავს. -იცი რას გეტყვი?-წამში ინთება მარიამი-იმ დღეს ისე რომ დავშტერდი, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შენ ამ ყველაფრის უფლებ გაქვს!-თავადაც ამჩნევს, როგორ უტყდება ნელ-ნელა ხმა,მაგრამ შეძლებისდაგვარად მაინც მკაცრი ტონით ამთავრებს და თვალებში ჯიქურ უყურებს. -რისი უფლება არ მაქვს , ამის?- საგრძნობლად იხრება მამაკაცი და სუნთქვას სახეზე აფრქვევს , მერე მოულოდნელად ცალ ხელს კისერზე ხვევს ,მეორეს წელზე და ისევ ისე გიჟივით ეტაკება ტუჩებზე. სულ ორი წამით კოცნის ,მაგრამ მთელი გრძნობით, მერე სწრაფად შორდება, სამზარეულოდან გადის და მარიამს მაშინდელივით დაშტერებულს და მოთიშულს ტოვებს. ორი დღე გაავებული დააბიჯებს სახლში , დათას გამუდმებით უბღვერს და მისი ერთი მეტრით მოახლოებისასაც კი უკანმოუხედავად გარბის სადღაც. ქადაგიძეს საოცრად ართობს მისი ეს თავდაცვის ინსტიქტები ,ცდილობს თავისი ქცევებით უარესად გადაიყვანოს ჭკუიდან. სუფრასთან რამოდენიმეჯერ ,,სულ შემთხვევით" მის გვერდით ჯდება და ნებიერად ათამაშებს ხელს მის ფეხზე. დოლიძის ჭარხლისფერი სახის შემხედვარემ კმაყოფილს ეღიმება და ჭამა აგრძელებს. ისედაც გაწიწმატებული მარიამი მამაკაცის ურცხ საქციელებს უარესად გადაჰყავს ჭკუიდან, სიბრაზისგან გული ყელში ებჯინება, უნდა რამე ჩასცხოს თავში და ის დამპალი ღიმილი პირზე შეაციოს. მტკიცე გადაწყვეტილი იღებს ,თუ კიდევ ერთხელ თითს მაინც დააკარებს ქადაგიძე,მაშინვე განახორციელებს ამ ჩანაფიქრს და აბოდიალოს მერე ის უნამუსო ხელები აქეთ-იქეთ . ეს სადარდებელი არ კმარა და ცალკე იმის გააზრებაზე აწყდება ნერვები ,რომ ფარდულის და სამზარეულოს ამბების გახსენებისას ლამისაა მაცივრის გარეთ დატოვებული ნაყინივით ჩამოლღვეს და დადნეს. გუდანში ყოფნის მხოლოდ ხუთი დღეღა რჩებათ სტუმრებს. მართასაც ნელ-ნელა იპყრობს ჩუმი სევდა. გაუჭირდება ამ ჟრიამულით სავსე დღეების შემდეგ დადუმებულ სახლთან შეგუება. ამის წარმოდგენაზე რამოდენიმეჯერ მარტო დარჩენილს ცრემლიც კი ერევა. განსაკუთრებით დოლიძესთან შელევა უჭირს ქალს. მისი თვალების შემყურეს ჰგონია ,რომ თავისი შვილი ჰყავს გვერდით და მის მონატრებას იცხრობს. ბავშვებს უკვე ყველა ღირშესანიშნაობა ნანახი აქვთ და ახლა მდინარეზე სიარულით, ათასგვარი თამაშით ,ფოტოების გადაღებით ან სეირნობით ირთობენ თავს და ცდილობენ აქ გატარებული თითოეული დღე დაუვიწყარი იყოს . დილით მარიამს სახლში დარჩენა და მართასთან ერთად სამზარეულოში ფუსფუსი უნდა, მაგრამ როგორც კი იგებს ,რომ დათაც რჩება, თვითონ მაშინვე კუდამოძუებული ედევნება მეგობრებს უკან. იმაზე წარმოდგენაც კი არ აქვს ,რომ ქადაგიძე ამას მის სახლიდან გასატყუებლად აკეთებს და ათ წუთში თავადაც მდინარისკენ იღება გეზს. დანიშნულების ადგილზე მისულს ყველა საბანაოდ ხვდება ჩასული. მათივე დაგუბებულ წყალში ნებივრობენ. თვითონაც სწრაფად იხდის ტანსაცმელს და მათ უერთდება. ცოტა ხანში წასახემსებლად ამოდიან ნაპირზე. მარიამს კი სულ სხვა გეგმები აქვს, ნებიერად გაწოლილა წყლის ზედაპირზე და დილის მზეს ეფიცხება. ქადაგიძეც ჭამაში და სიცილში გართულ სამეგობროს ავლებს თვალს, როგორც კი რწმუნდება ,რომ მისთვის არავის სცხელა , სწრაფი ნაბიჯით მიდის მდინარისკენ. სიმსსუბუქის შეგრძნება წამით სადღაც ქრება, ყურები და ცხვირი წყლით ევსება. მდინარის გრილი წყლის მიუხედავად წელზე მოხვეული ხელები თითქოს კანს უწვავს.დაფიქრებაც კი არ სჭირსება იმის მისახვედდად ,თუ ვისი ოინის მსხვერპლი ხდება. გამწარებული იწყებს ფართხალს და მისგან თავის დახსნას ცდილობს ,მაგრამ რაღათქმაუნდა მისი მცდელობა ამჯერადაც ამაოა. წყობიდან გამოსულს მხოლოდ ერთი აზრი მოდის თავში. წყალში გასავსავებულ ხელებს წამში ათავსებს დათას მკლავებზე და მთელი ძალით აჭერს ფრჩხილებს კანში. წელზე მოხვეული მარწუხები უცებ ეშვება და სწრაფად სცილდება. იმწამსვე წყლის ზედაპირზე ამოდის და ჰაერს დახარბებული ისუნთქავს. მერე მის პირდაპირ ანთებულ ქადაგიძის თვალებს უსწორებს მზერას და მათში ჩამდგარი მრისხანებით ახლა თავას ერთობა. -აბრიალე ახლა მაგ ზღვისფერი თვალები- აჯავრებს საოცრად კმაყოფილი ხმით და სწრაფად მიცურავს ნაპირისკენ, ვაიდა ისევ არ დამიჭიროსო. საღამომდე ახლა უკვე მარიამი დააბიჯებს ლაღად ოთახიდან ოთახში და ამჯერად ის ხალისობს ქადაგიძის გაავებული თვალების ყურებით. ასე გამხიარულებული მინარნარებს შუაღამისას გოგონებთან ერთად საძინებლისკენ. ოთახში პირველი შედის და შუქს ანთებს. ბალიშის ქვეშ დადებულ საღამურებს ტანზე ირგებს, თხელს საბანს ერთი ხელის მოსმით წევს და....... დოლიძის კივილი მთელ სახლს აყრუებს. ვინც ოთახშია ,წამში ჩნდება მასთან , ვინც ქვემოთაა , თავპირისმტვრევით არბის გოგონების საძინებელში. მხოლოდ დათაა კომფორტულად მოკალათებული ტახტზე და ტელეფონს აწვალებს ხელში. -ჯანდაბა, ესენი საიდან გაჩნდა აქ? -ბოლო ხმაზე გაჰყვირის 6 დიდი შავი ხოჭოს შემხედვარე დაფეთებული მარიამი-მე აქ არ დავწვები, გამორიცხულია! -აცხადებს თვალებდაფართოებული და ხელებს დამწვარივით აქნევს აქეთ-იქეთ. -იქნებ ჩვენს საწოლშიდაცაა?!- ამჯერად ანა ამოწმებს თეთრეულს,მაგრამ მშვიდობაა. არც ლიკას საწოლშია რამე მსაგვსი და არც ნინასთან. უკვე დამშვიდებული დოლიძე მოჭუტული თვალებით ზვერავს სიტუაციას და უკვე ხვდება , ვისი ხრიკების მსხვერპლიც გახდა. ,,სათითაოდ გადაგაყლაპებ ამ საზიზღრბებს! " იქადნის გულში. სხვების დასანახად კი უარესად ისაწყ’ლებს თავს. -არ შემიძლია ,ვერ დავიძინებ მე აქ- ორი წუთის წინ შეშინებულზე მორეულ ცრემლებს ახლა იწმენდს თვალებიდან და მართას მავედრებელი მზერით უყურებს. -ჩემს საწოლზე გამოვცვლი თეთრეულს და იქ დაიძინე ბებო- სთავაზობს ქალი,მაგრამ არა, მისი შეწუხება მარიამის გეგმებში სულაც არ შედის! -არა! არა! იქნებ ბიჭები მოთავსდნენ ამ ერთხელ ტახტზე და მათ ოთახში დავიძინებ- იმწამს ამოსულ დათას უყურებს ნიშნისმოგებით. -კი ბატონო, ოღონდ შენ დამშვიდდი და... თან ეგ ტახტი იმხელაა ,ყველა ერთადაც კი დავეტევით- ცხვირზე ხელს ურტყმს ნიკო და ქვემოთ ჩადის , ოთახიდან ნივთების გამოსატანად. მარიამიც სწრაფად იცვამს ხალათს და კუნტრუშით მიჰყვება მეგობარს უკან , მანამდე კი მართას უბარებს, მე გავშლი ტახტზე საწოლს და თქვენ დაიძინეთო. საკუთარი თავით უაღრესად კმაყოფილი იშოტება ნიკოს საწოლზე და საბანში ეხვევა. ხოჭოები შეუსია დათამ არა?! ჰოდა იწვეს ახლა იმ გახრიოკებულ ტახტზე და იზილოს ხვალ ნატკენი კისერი და წელი. ნიკო კი ეცოდება, მაგრამ მეგობრობა მსხვერპლს მოითხოვსო , ფიქრობს და მის მიმართ დანაშაულის გრძნობასაც სადღაც გონების კუთხეში ჩქმალავს. შუაღამემდე უაზროდ წრიალებს საწოლში, ვერაფრით იძინებს. უაზროდ შეჰყურებს მთვარის შუქით ოდნავ გაქარვებულ ღამის სიბნელეს და ფიქრებში ეშვება ისევ თავით. ბოლოს რომ არა და არ ეკარება ძილი, ხალათს იცვამს ,ფეხაკრებით გადის ოთახიდან და უკანა კარის სააშუალებით უჩუმრად ტოვებს სახლს. იქვე დაკიდებული ჰამაკისკენ მიდის და შიგ კომფორტულად კალათდება. სახეზე ღამის გრილი სიო ელამუნება და ნეტარედ ნაბავს თვალებს.. მთელი ნახევარი საათი გადის სრულ სიმშვიდეში. ის-ის არის უნდა ჩათვლიმოს,რომ ბალახის შრიალის ხმა ოდნავ ისმის სიჩუმეში. სწრაფად ახელს თვალებს და ეზოს ათვარიელებს. თავისკენ მომავალი ქადაგძის დანახვისას წარბებს უკმაყოფილოდ კრავს და ოხრავს. -სინდისმა შეგაწუხა და ვეღარ დაიძინე? -ეკითხება მოახლოებული დათა და ანთებულ ფანარს პირდაპირ თვალებში აჭყიტებს. -არა, უფრო შენზე ჯავრმა არ დამაძინა, ზურგი ეტკინება იმ მაგარ ტახტზეთქო- პასუხობს მომანჭული სახით და თვალებზე ხელს იფარებს. -დიდი აფერისტი გოგო კი ხარ-მოულოდნელად ეცინება დათას-რა დრამა დადგი იქ ,რომ ჩვენს ოთახში შეეშვი ნიკოს. -ნიკო შენი უაზრო ხუმრობის გამო დაიჩაგრა-უბღვერს დოლიძე,თან ჰამაკიდან დგება, თუმცა წასასვლელად გამზადებულს თავის მკლავზე შემოხვეული დათას გრძელი თითები აფერხებს. ძლიერად ქაჩავს თავისკენ და ის ისაა უნდა აკოცოს ,რომ მარიამის ხელი სწრაფად მიექანება მისი ლოყისკენ, თუმცა მამაკაცი მის შეჩერებას ასწრებს, უცებ უჭერს ხელს. ჯერ განრისხებული თვალებით დაჰყურებს ზემოდან , მერე მკლავზე მარწუხივით შემოხვეულ ხელს აშორებს და გამარფრთხილებლად უფრიალებს ცხვირწინ. -გაფრთხილებ აღარასდროს გაბედო ამის მცდელობაც კი!- ბრძანება ნარევი , ბრაზით გაჟღენთილი ხმით ეუბნება თვალებგაფარათოებულ დოლიძეს. სრულიად მოულოდნელად მთვარის შუქით განათებულ მარიამის თვალებში ახტუნებულ ჭინკებს ამჩნევს , იმის გაანალიზებააც ვერ ასწრებს ,რას შეიძლება მოასწავებდეს გოგონას უცნაურად აციმციმებული თვალები ,რომ დოლიძე კბილებს გამეტებით ასობს ჯოხივით დაჭიმულ თითზე. ტკივილისგან ხმამაღალ გმინვას უშვებს პირიდან მამაკაცი და უარესად გაავებული უყურებს საოცრად კმაყოფილ მარიამს. -ნორმალური ხარ?- იღრინება გამწარებული ქადაგიძე -ძაღლი ხარ რომ იკბინები? -ჰო და შენგან განსხვავებით უსარგებლო ღრენის გარდა კბენაც შემიძლია- თვალებს აკვესებს არანაკლებად გაბრაზებული დოლიძე. -კბენა ისეთი არაფერი, მაგრამ ფრთხილად იყავი მე ერთხელაც არ შემომეჭამო- ,,აფრთხილებს" ცინიკური ღიმილით და მოულოდნელად აკვდება ტუჩებზე. მარიამის წინააღმდეგობით უკმაყოფილო მაქსიმალურად ბოჭავს გოგონას, მაგრამ ტუჩებს ცოცხალი თავით არ აშორებს. ისე კოცნის გეგონება მუქარას უსრულებს და შეჭმას უპირებსო. ბოლოს უაღრესად კმაყოფილი იმ ფაქტით ,რომ მაინც თავისი გაიტანა, ნელა შორდება და ხელებსაც უშვებს.. -ყველაზე საზიზღარი ადამიანი ხარ ამქვეყნად, შენსავით არავინ არ მეჯავრება - უყვირის ტირილამდე მისული დოლიძე და სახლისკენ უკანმოუხედავად გარბის. დათას უჩვეულოდ დანაღვნიალებული თვალების შემჩნევასაც ვერ ასწრებს, საიდანაც წამში სწრაფად რომ გააძევა მისმა სიტყვებმა უჩვეულოდ აკიაფებული სხივი. გაწიწმატებული პირდაპირ გოგონების ოთახისკენ იღებს გეზს და თავის საწოლში ხტება. სულ არ აინტერესებს, ახლა თუნდაც ასი ისეთი ხოჭო იყოს საბნის ქვეშ, იმ საძაგელი ადამიანის ოთახს ახლოს მაინც არ გაეკარება. გაურკვეველი ემოციები უბუყბუყებს გულ-მუცელში და გონებაში მგონი დილამდე ლანძღავს ქადაგიძეს. ადრე რომ გეკითხა მისთვის, არასდროს დაიმძიმებდა გულს ისეთი საშინელი გრძნობით, როგორიც სიძულვილია, მაგრამ ახლა მთელი მისი არსება გრძნობს, როგორ ვერ იტანს დათას. მართლა ვერ იტანს იმის გამო ,რომ თავს ასე უთავმოყვარეო და უნებისყოფო ადამიანად აგრძნობინებს. დილით ადრე დგებიან , საუზმობენ და ბარგს უკვე მოსულ ტრასპორტში აწყობენ. მართა სევდიანი მზერით დაჰყვება სტუმრებს, განსაკუთრებულ სითბოს ისევ და ისევ დოლიძის მიმართ იჩენს. მარიამსაც გული საშინლად უჩუყდება, იმის წარმოდგენაზე, რომ ქალი აქ რჩება და კაცმა არ იცის როდის ნახავს ისევ. მართა წინა საღამოს დამცხვარ ხაჭაპურებს ატანს, იქნებ და გზაში მოგშივდეთო და ჭიშკრამდე აცილებს. მარიამი უკვე ცრემლებს ვეღარ იკავებს მისი აცრემლებული თვალების შემხედვარე და უჩუმრად იმშრალებს დანამულ ლოყებს. -როცა კი გაგიხარდეთ სულ მესტურეთ ბებო- ნაძალადევი ღიმილით ეხვევა სათითაოდ ყველას მართა.ყველაზე ბოლოს დოლიძეს იკრავს გულში-ჩემი ლამაზთვალება გოგო, სათითაოდ უკოცნის დანამულ ქუთუთოებს და მარიამი ხელში ჩაჩურთულ გრილ მეტალის ნივთს გრძნობს. გაოცებული უყურებს ხელის გულზე მოთავსებულ ულამაზეს ვერცხლის ჯაჭვსა მომინანქრებულ კულონს-ეს სამახსოვროდ გქონდეს ჩემგან ბებო და იცოდე , რომ როცა არ უნდა მოისურვო აქ ჩამოსვლა, შენი მართა ბებო სულ გულით დაგელოდება- ისევ ხვევს ხელებს და მერე ჭიშკრისკენ უბიძგებს. მარიამი მაგრად უჭერს თითებს თავის საჩუქარს, საოცრად თბილი და სევდიანი მზერით უყურებს ქალს და ისე იკავებს კუთვნილს ადგილს. ისე სხდებიან ტრანსპორტში და მიდიან, ქადაგიძე არსად ჩანს. არც საუზმეზე უნახავთ და არც სტუმრები გაუცილებია...... ამჯერად ბათუმისკენ იღებენ გეზს, სადაც ერთად დასვენების ბოლო კვირას ზღაპრულად ატარებენ. უკან დაბრუნებულები თავიანთი სახლებისკენ იღებენ გეზს და სულ მალე ისევ დატვირთულ და დამღლელ სწავლის პროცესში ერთვებიან. პირველ თვეებში დათას გახსენებისას ,ან ვინმესგან მისი სახელის გაგონებისას კვლავ ისეთი სიბრაზე და მრისხანება უვსებს გულს. მერე ნელ-ნელა ეს შეგრძნებები სადღაც იჩქმალება. თანდათან უკვალოდ ქრება და მათ ადგილს რაღაც უცნაური ემოციები იკავებს, რომლებიც მთელ სხეულში უვლის, როცა კი გუდანში თავს გადამხდარი ამბები ახსენდება. სიზმრების უფრო და უფრო ხშირი სტუმარი ხდება ქადაგიძე, რაც სულს უჩვეულოდ უფორიაქებს და მოსვენებას არ აძლევს. მართას ნაჩუქარ კულონს გულიდან არასდროს იშორებს, სულ ატარებს და მხოლოდ დაძინების წინ თუ იხსნის ხოლმე. დღემდე ვერ აუხნია მოხუცის ასეთი განსაკუთრებული დამოკიდებულება უშუალოდ მის მიმართ ,მაგრამ მისი გახსენების თანავე გული უჩვეულო სითბოთი ევსება და საოცარ მონატრებას გრძნობს. დიდი სიამოვნებით მოინახულებდა , მაგრამ ნამდვილად არ უნდა იქ ასული მოულოდნელად ქადაგიძის ცინიკურ სახეს გადაეყაროს მთელი შემოდგომა თვალის დახამხამებაში გადის. დეკმებერიც ფეხდაფეხ მიჰყვება და წლის მიწურულს დაწყებულ არდადეგებზე მონატრებულ ოჯახთან მიდის ახალი წლის შესახვედრად. წასვლის წინა საღამოს ტრადიციულად იკრიბება მთელი სამეგობრო. ერთმანეთს ახალ ამბებს უზიარებენ და მომავალი წლის შემობიჯებას პირადად წინასწარ ულოცავენ. შუა საუბარში გართულებს ტელეფონიდან ძლივს ამომძვრალი ნიკო მოულოდნელად უცხადებს. -აბა ვინ მიხვდება, ვინ დაგვპატიჟა შობას თავითან?- კმაყოფილი უღიმის ყველას. -ვინ? -უცებ ვერ ხვდება ანა. დოლიძე გუმანს ფიქრებით მაშინვე დათასთან მიჰყავს და ერთდროლუად სიამოვნებისგან და დაძაბულობისგან აჟრჟოლებს. სანამ ნიკო პასუხს გაცემთ, მანამდე წყვეტს, რომ არსადაც არ წავა და შობასაც ოჯახთან ერთად შეხვდება. -დათამ? -კითხულობს ლიკა- მაგ უნამუსოს რამდენი ხანია არ მოვუკითხივართ, სულ დაგვივიწყა. -ექიმია კაცი, სად სცალია ჩვენს მოსაკითხად?-ამართლებს მეგობარს ნიკო. -მართლა დათამ დაგვპატიჟა?- აშკარად გახარებულია დიტო. -ჰო , ასე შემოგითვალათ, უარი არც კი გაბედოთ, მართა გელოდებათ ყველასო- წამში დაანამუსა ქადაგიძის სიტყვებით მეგობრები. -წავალთ აბა რას ვიზამთ, მაგაზე ვაწყენინებთ?!- იღიმის ახალი ამბით კმაყოფილი ლექსო და ცოლს ხელს ჰხვევს. -ტყუილად არ დამიწყოთ არაფრის ლაპარაკი იცოდეთ, მე ჩემებთან მივდივარ ხვალ და გამოცდებამდე იქ ვრჩები!-კატეგორიულად აცხადებს მარიამი. -მარიკო შენგან არ ველოდი ამას- მაღლა ზიდავს წარბებს ლევანი. -ლეო ჩემიც ხომ უნდა გაიგოთ? საუკუნეა არ მინახვას ოჯახის წევრები და მომენატრნენ. -მერე თითქმის ერთი კვირა გაქვს სოფელში ყოფნისთვის და ექვსში დილით ერთად წავალთ გუდანში- ეუბნება ლიკა. -ერთად წახვალთ უჩემოდ, არ გეწყინოთ ,მაგრამ ასე მირჩევნია. -არ მომწონს მე შენი და დათას ურთიერთდამოკიდებულება, რამე ხდება?-ეჭვით სავსე ტონით ეკითხება დიტო. -რა სისულელეა- იმწამსვე უარყოფს,მაგრამ ნერვიულობისგან ათამაშებულ თითებს ვერაფრით აჩერებს. -კარგი, არ უნდა და ჩვენ წავიდეთ, თვითონ დარჩება გულდაწყვეტილი- დოლიძის სიტუაციიდან გამოყვანას ცდილობს ნიკო. -დიახაც და შენი წუწუნი არ გავიგოთ მერე-ეუბნება დიტოც. -შეეშვით ახლა ამ გოგოს და დათას გავაგებინოთ პასუხი- უბღვერს ანა მეგობრებს. გვიან ღამით იშლებიან . მეგობრებს აცილებს, თავის თბილ ფუმფულა პიჟამას იცვამს და ის, ისაა საბანში უნდა გაეხვეს, რომ კარზე ზარის ხმა ესმის. უცებ შიში იპყრობს, ვინ უნდა მოსულიყო ამ დროს?! დაძაბული ნაბიჯებით უახლოვდება კარს და იქვე უხმოდ იტუზება. -მარო მე ვარ-ესმის მეორე მხრიდან ნიკოს ხმა-ნუ კანკალებ და გააღე კარი-დაცინის მეგობარს. ერთიანად ეხსნება დაძაბულობა და ღიმილით უღებს კარს. -დაგრჩა რამე?-ეკითხება გაკვირვებული. -კი, შენთან სალაპარაკო მაქვს- უკან მიჰყვება სამზარეულოში წყლის დასალევად გასულს. -რასთან დაკავშირებით?-ეკითხება ინტერესით. -დათაზე მინდა გელაპარაკო-ეუბნება მშვიდი ტონით და სკამზე ჯდება. -ნიკო კარგი რა-უკმაყოფილოდ კრავს წარბებს. -ხმა! დავსხდებით და დავილაპარაკებთ. ტყუილად არ იქნება ,რომ ხევსურეთზე გაგიჟებული გოგო ,გუდანში წამოსვლაზე უარს ამბობ. რამე გაწყენინა დათამ? თუ ისევ იმ ამბის გამო გრძნობ სინდისის ქენჯნას? -არა ბოდიში მოვუხადე- ფრუტუნებს დაბალ ხმაზე დოლიძე. -აბა რა ხდება მარიკო?- თბილად უღიმის და მაგიდაზე აკაკუნებულ თითებზე ეთამაშება-შენ ხელები სულ გაყინული როგორ უნდა გქონდეს?-ეცინება უცებ. -არაფერი არ ხდება ნიკო, უბრალოდ ბოდიში რომ მოვიხადე ზედმეტად უხეშად მიპასუხა, არც მერე დაღვრილა თავაზიანობად და ზოგადად აშკარაა რომ ვერ ეწყობა ჩვენ ორის პიროვნებები ერთმანეთს- ცდილობს უდარდელი ტონით ისაუბროს, მაგრამ როგორ გინდა ეს მოახერხო, როცა ადამიანს ისეთი ამბები ახსენდება, რაც დოლიძეს დათასთან აკავშირებს?! -კარგი, დარწმუნებული ვარ ერთხელაც მოგვარდებით ,მაგრამ დამპირდი ,რომ თუ რამე გაგიჭირდება დაუფიქრებლად მოხვალ ჩემთან, კარგი მარუსა?-ცხვირზე კრავს თითს და ლოყაზე ჩქმეტს. -რატომ მყავხარ ასეთი კარგი? - მის მზრუნველობაზე გული უჩუყდება დოლიძეს, ხელებს მაგრად ხვევს ეხუტება. ბიჭიც გულზე იკრავს მეგობარს და თავის საყვარელ საქმიანობაში ერთვება, თითებს მის თმაში ხლართავს და კარგა ხანს ეთამაშება. მარიამიც ერთიანად მშვიდდება. ცოტა ხანში ნიკო ემშვიდობება და მარტო ტოვებს. საოცრად დადებითი ემოციებით დამუხტული უბრუნდება საწოლს და ღიმილით ეხუტება ბალიშს. მალევე რევს ძილი ხელს და მორფეოსის სამყაროში ეშვება. მეორე დღეს შუადღისას უკვე შინაა და მონატრებულ ოჯახის წევრებთან ყოფნით იჯერებს გულს. ახალს წელს ტრადიციულად მათთან ერთად ხვდება. თორმეტი საათის დადგომისთანავე პასუხბოს მეგობრების მილოცვებს და უკვე სამი საათი სრულდება საწოლამდე რომ აღწევს. ოდნავ ჩათვლემილს ტელეფონის წრიპინი აფხიზლებს. ბუზღუნით ჰყოფს ჩამთბარი საბნიდან ხელს და მობილურს ტუმბოდან იღებს. ,,გელოდებით მე , მართა და ფარდული! ახალ წელს გილოცავ მარიამ!’’ შეტყობინების წაკითხვისას სახე ერთიანად ელეწება, ყბები ეჭიმება და კბილებს გამეტებით აჭერს ერთმანეთზე. ათჯერ მაინც კითხულობს თავიდან ,იმაში დასარწმუნებლად ,რომ მართლა არ ეშლება რამე ,ნამდვილად ის წერია ,რასაც მისი თვალები ხედავს. შეტყობინების რეალურობაში რწმუნდება ,თან წამითაც არ სჭირდება დაფიქრება იმაზე ,თუ ვინ შეიძლება იყოს სმს-ის ავტორი. -ღმერთო ჩემო ამ ადამიანის თავხედობას საზღვარი არ აქვს- ბურდღუნებს საშინლად გაბრაზებული და ტუჩებს კუმავს-ფარდული მელოდება თურმე , ხომაა ღირსი გამოწვა იმ ფარდულში?!-გაკაპასებული დგება საწოლიდან და წინ და უკან იწყებს სიარულს. კიდევ კარგა ხანს ვერ წყნარდება და ოთახში დაფრატუნებს, ბოლოს გრძნობს როგორ ეყინება წვივები, ძილიც ერევა და საწოლს უბრუნდება, თუმცა ბრაზს მაინც ვერ იცხრობს და სიზმარშიც კი ქადაგიძეს ეჩხუბება. დილით ნახევრად გამოუძინებელი და ცუდ ხასიათზე დგება საწოლიდან. ახლა მხოლოდ დედას გამომცხვარი უგემრიელესი შოკოლადის ტორტი უშველის მის განწყობას ,რომელიც საბედნიეროდ მაცივარში ეგულება. თავს იწესრიგებს , სამზარეულოში ჩადის და პირს იგემრიელებს, თუმცა ხასიათზე მაინც ვერ მოდის და ასე აღრენილი დააბოტებს სახლში. ხასიათგაფუჭებული ვეღარც სახლში ისვენებს , ათასგვარ მიზეზს იგონებს და ორი დღის შემდეგ თბილისში ბრუნდება,თუმცა არავის არ ეხმიანება. მარტო, სიწყნარეში ურჩევნია ყოფნა. მთელი ხუთი დღე გადის ,თუმცა დათას მიმართ ბრაზი მაინც არა და არ უნელდება. პროდუქტებით ავსებს ჩამოსვლისთანავე მაცივარს , ამ სიცივეში სახლიდან გასვლა ზედმეტად რომ არ მოუწიოს. ხუთში ღამით ანა წერს , გუდანში ჩავედით , საოცრებაა აქაურობა ზამთარშიო. მართლა შურს მეგობრების ,ისინი რომ არიან იქ და თვითონ ოთხ კედელშია გამოკეტილი. დათაზე კი ათჯერ უფრო მეტად იბოღმება. შობის ღამეს, ღამისთევაზე მიდის. როგორც კი თორმეტი საათი სრულდება ,ყველა ახლობელს ულოცავს მოკეტექსტური შეტყობინებით დღესასწაულს. წირვის დასრულების შემდეგ ტაქსს იძახებს და სახლში მიდის. შინ ასვლამდე სუპერმარკეტში შედის და ნამცხვრის ინგრედიენტებს ყიდულობს, უნდა შობა დღე შეძლებისდაგვარად გაიხალისოს და მოსალოდნელზე უფრო სასიამოვნო გახადოს. ღიღინით მიაბიჯებს კიბეებზე, კარს აღებს , კორიდორში შურქს ანთებს და ნავაჭრი სამზარეულოში შეაქვს. ფეხსაცმელებს კოხტად აწყობს შესასვლელში და აბანოში შედის. იქედან გამოსული მისაღები ოთახისკენ იღებს გეზს. ხელი შუქის ჩასართველისკენ მიაქვს და შიშისგან ადგილს ეყინება,როცა უჩვეულოდ ბოხი , უკმაყაყოფილო ხმა ესმის. -რატომ არ ჩამოხვედი გუდანში? -მის უკან აშკარად ქადაგიძეა ,მაგრამ როგორ შემოაღწია მის სახლში?! ან საერთოდ რისთვის მოვიდა?! პანიკისგან ყვირილის უნარსაც კი ჰკარგავს, მუხლებში ძალა ეკარგება და მთელი სხეული უკანკალებს. -აქ....აქ რა გინდა შენ? -ძლივს იფიქრებს შუქის ანთებას და თვალებგაფარათოებული ბრუნდება სავარძელში მოკალათებული დათასკენ-როგორ შემოხვედი სახლში? 3 საკეტია კარზე.... -ანასგან ვითხოვე გასაღები, მოვედი შენს გუდანში წასაყვანად ...მე გიპასუხე, ახლა შენ გამეცი კითხავზე პასუხი! რატომ არ ჩამოხვედი?-შეუვალი ხმა აქვს ქადაგიძეს. სავარძლიდან დგება და კედელთან ატუზული მარიამისკენ იძვრის. დოლიძე სწრაფად ხტება ისეთ ადგილას,სადაც ზურგს უკან სივრცეს გრძნობს და ყოველი შემთხვევისთვის გასაქცევი ადგილიც ექნება,თორემ კედელთან მომწყვდევა ცუდად აქვს დათასთან დაცდილი... მამაკაცი ფიქრებს უხვდება და მის საქციელზე მოულოდნელად ეცინება. -რა გაცინებს ერთი? -უბღვერს მარიამი-ან გგონია დავიჯერებ , რომ გასაღები ჩემმა დეიდაშვილმა მოგცა? -მე არ მითქვამს გასაღები ანამ მომცათქო, გითხარი ვითხოვე მისგანთო...მაგრამ თავად არ იცის ამის შესახებ- უხსნის ღიმილით და დივნის საზურგეს ეყრდნობა. -რას აკეთებ ჩემს სახლში? -მაგ კითხვაზე გიპასუხე მგონი ერთხელ, შენს წასაყვანად მოვედი-უკმაყოფილოდ ატრიალებს თვალებს დათა. -არსად არ მოვდივარ მე და ახლავე დატოვე ჩემი სახლი!- ცეცხლს ყრის თვალებიდან დოლიძე. -მართა გელოდება. -კიდევ შენ და ფარდული ხომ? თავხედი ხარ!-უყვირის წყობიდან გამოსული გოგონა. -უფროსებს მასე არ ელაპარაკებიან!-უკვე დათასაც ეპარება ხმაში სიბრაზის ნოტები. -უფროსი თუ ხარ, შესაბამისი ქცევაც გმართებს! რაც შენ მომწერე ნორმალური იყო ის? - უყვირის გაწიწმატებული გოგონა. -აი შენ ნამდვილად იქცევი გაჯიუტებული პატარა ბავშვივით ! იცოდი როგორ დაწყდებოდა მართას გული , შენი არ ჩამოსვლის გამო , შენ კი მაინც ვირზე შეჯექი და დაპატიჟებაზე უარით გაგვისტუმრე. -შენც ხომ იქნებოდი მერე იქ? მე კი შენს სიახლოვეს ყოფნაც კი არ მინდა, მითუმეტეს შენთან დალაპარაკება. -მე და შენ ლაპარაკის გარეშეც გადასარევად ვუგებთ ერთმანეთს- ცინიკური ღიმილით უკრავს თვალებდაფართოებულ დოლიძეს თვალს. -რატომ ხარ ასეთი საშინელი ადამიანი? და საერთოდ , ნიკო როგორ მეგობრობს შენთან?- ეკითხება მისი სიტყვების ქვეტექსტის ჩაწვდომის გამო ერთიანად აწითლებული მარიამი, თან მაგრად ებღაუჭება გრძელი ,ფუმფულა ხალათის კიდეებს. -სიმართლე რომ გითხრა ,მე აქ შენს წასაყვანად ან შენთვის ნერვების მოსაშლელად კი არა ზავის დასადებად მოვედი- გოგონას სახის შემხედვარე ,უმალ ჰყრის ფარ-ხმალს ქადაგიძე და ცინიკურ ღიმილსაც უგზო-უკვლოდ გზავნის სადღაც. დოლიძე ეჭვით სავსე მზერას სტყორცნის მამაკაცს და წარბებს გაკვირვების ნიშნად მაღლა წკიპავს. -ნუ მიყურებ ეგრე, მართლა ზავისთვის ვარ მოსული,თან აი თეთრი დროშა არა და შენი საყვარელი ქოქოსის ტორტი კი მოგიტანე -თავით ანიშნებს დაბალ მაგიდაზე მოთავსებულ ყუთზე. -და შენ მართლა გგონია ,რომ მე ამას დავიჯერებ?-ეკითხება თვალებმოჭუტული დოლიძე. -რაა აქ დაუჯერებელი? მთლად კარგად არ გამომივიდა შენთან მიმართებაში რაღაცეები და მინდა , რომ საკუთარი შეცდომა გამოვასწორო-უდარდელად იჩეჩავს მხრებს. -საოცრად მომგებიანი ხერხით კი დაიწყე შეცდომის გამოსწორება- ამჯერად მარიამის ხმა იჟღინთება ირონიით. -რაღაცით ხომ უნდა დამეწყო არა?! ჯერ ჩემი არსებობა შეგახსენე და მერე თავად მოგაკითხე. -ისა და.... ადამიანურად რომ მოგეხადა ბოდიში არა? -სიტყვიერ ბოდიშზე უკეთესი მობოდიშების ხერხი ვიცი მე!- ისევ ეშმაკურად ინთება დათას ,,ზღვები" . -არ მაინტერესებს რა იცი და რა არა, უბრალოდ მინდა, რომ აქედან წახვიდე! -როგორი ჯიუტი ხარ-უკმაყოფილოდ აქნევს თავს მამაკაცი-მოდი ასე ვქნათ, ჯერ შენ ჩემი წინადადება მოისმინე და მერე წავალ და მარტო დაგტოვებ, გაწყობს? -კარგი ,თქვი დროზე და წადი!-ჰაერს ღრმად ისუნთქავს სიტუაციით დაღლილი მარიამი. -მობოდიშების ნიშნად პაემანზე გეპატიჟები-პირდაპირ აჯახებს დათა. მარიამი კედელზე მიყინულ მზერას სწრაფად მიმართავს მისკენ და წარბებს კუშტად კრავს. -შენ ვერ ხარ ხომ?!-გონებისგან დამოუკიდებლად სწყდება ბაგეებს სიტყვები და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ქადაგიძე ამაზე არათუ ბრაზდება, ეღიმება კიდეც. -რაღაც მაგდაგვარ რეპლიკას ველოდი-უხსნის ღიმილის მიზეზს გაოცებულად მომზირალ გოგონას და თვალებში დაჟინებით აშტერდება. მარიამს მთელ სხეულში აციებს, წამით ავიწყდება ,რომ ახლა თავის სახლში დაუკითხავად შემოჭრილი დათა უდგას წინ, ისიც რომ მასზე ამ ფაქტის და არამარტო ამის გამო საშინლად ბრაზობს და ისიც , თუ როგორ ვერ იტანს მისი გონება ამ ადამიანს. ერთიანად ითრევენ ქადაგიძის ,,მრგვალი ზღები", თითქოს უნდა შთანთქონ და უგზო-უკვლოდ ჩაკარგონ თავის თავშიო. -ასეთი შემოთავაზებით მოსულს, უკეთესის მოლოდინი ვერც გექნებოდა- ბუტბუტებს ძილ-ბურანში მყოფივით. ქადაგიძე მისი დაბნეულობით ,,ბოროტად" სარგებლობს, სწრაფად უახლოვდება და მოწყვეტით კოცნის მონატრებულ ბაგეებზე. მარიამს თხემით ტერფამდე აჟრიალებს და დაჰიპნოზებულივით ჩასჩერებია მომღიმარი მამაკაცის თვალებს. - სულ ერთი შანსი და 7 პაემანი მარიამ- დასჩურჩულებს სახესთან ახლოს და ცხელ ჰაერს აფრქვევს კანზე. რეალობაში რკინის კარის მიხურვის ხმა აბრუნებს. უკვე დაცარიელებულ ოთახს გაოცებული ავლებს თვალს და გონება თავისით იმეორებს ქადაგიძის სიტყვებს. თითქმის ნახევარი საათის შემდეგ მოდის აზრზე, დაცარიელებულ სახლს თვალს ავლებს და ცოტა ხნის წინ ნანახ-გაგონილის გაანალიზებას იწყებს. -არ არის ნორმალური -ახლა უკვე თავისთვის ასკვნის და აფორიაქებული მიალაჯებს საძინებელი ოთახისკენ. შობიდან ორ დღეში მეგობრებიც ბრუნდებიან და დოლიძის გულის გამაწვრიელებელ მოწყენილობასაც ბოლო ეღება. მეორე დღეს კი უკვე გამოცდებიც ეწყება და აღარც მოსაწყენად რჩება დრო, თუმცა ქადაგიძის სრულიად უდროო და უადგილო წინადადებაზე მაინც გამუდმებით ეფიქრება.... მეცადინეობისას, ტრანსპორტში, გამოცდაზე... ეფიქრება და მერე ბოლოს და ბოლოს საკუთარ თავს საჭირო კითხვას უსვამს.. რატომ უნდა გასჩენოდა დათას მისი პაემნებზე დაპატიჟების იდეა და სურვილი?! იქნებ ის კოცნა, მისი საქციელები სულაც არ იყო მხოლოდ თამაში და სულ ოდნავ მაინც მოსწონს მამაკაცს?! ამის გააზრებაზე დაუკითხავად ეპარება გულში უჩვეულო სიხარული და პულსაციაც წამით უჩქარდება. გამოცდების დასრულების შემდეგ ლექციაზე მისულს ლექტორი ახალ და არც თუ ისე იოლ დავალებას ახვედრებს სტუდენტებს. თითოეულმა მათგანმა ინტერვიუ უნდა ჩაწეროს თავისთვის სასურველ რესპოდენტთან , საზოგადოებისთვის საინტერესო თემაზე. სწორედ ამ დავალების შესრულებაზეა დამოკიდებული საგანში სემესტრის ქულების ნახევარი ,ამიტომ ყველა გამალებით იწყებს მომავალ ინტერვიუზე ფიქრს. მთელი კვირა ფიქრობს და ვერაფრით გადაუწყვეტია ,ისეთ რა თემაზე ,ან ვისთან უნდა ჩაწეროს ინტერვიუ ,რომ მკითხველის ინტერესიც და ლექტორის მოწონებაც დაიმსახუროს. ბოლოს მასთან სტუმრად მოსული მეგობრებიც ცდილობენ დაეხმარნონ თავიანთი იდეებით, თუმცა ამაოდ.. მარტო დარჩენილი კი სერიოზულად ნერვიულობს უკვე დილემად ქცეულ საკითხზე და ის არის დივანზე ფეხმორთხმით მოკალათებული თვალებს ხუჭავს,რომ მოულოდნელად ქადაგიძის სილუეტი უდგება თვალწინ. თითქოს ახლაც რეალურად ჩაესმის მისი შემოთავაზება.... სწრაფად ახელს თვალებს და წელში სწორდება.... -არა! მარიამ მაგაზე ფიქრი არც კი გაბედო!- იძახის საკუთარი იდეით აღშფოთებული და თავს აქეთ-იქეთ აქნევს- მაშინ მის შემოთავაზებასაც უნდა დავთანხმდე..არა! მაგის შანსი არ არის! -ღმად ისუნთქვას ჰაერს და თითებს ნერვიულად ათამაშებს. -ჰოდა თუ შანსი არ არის, დაემშვიდობე მაშინ ქულებს და ჩაიტოვე საგანი- ამჯერად ალტერეგო უტევს და მძიმედ ოხრავს. მთელი ღამის ფიქრის და საკუთარ თავთან დიდი სჯა-ბაასისა და პოლემიკის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს. რაც იქნება ,იქნება. მივა, ინტერვიუს სანაცვლოდ მის შემოთავაზებას დათანხმდება ,მაგრამ საკუთარი მკაცრად განსაზღვრული პირობებიც ექნება დათასთან. აბა ისღა აკლია, მაშინდელივით დაუწყოს ხელების უგზო-უკვლოდ ბოდიალი სხეულზე. იმ ამბების გახსენებაზე ისევ მთელ სახეზე ახურებს და ჭიქაში ჩამოსხმულ წყალს ერთ ამოსუნთქვაში ცლის. საუზმის შემდეგ ლექციებზე მიდის. უკვე შუადღისთვის კი საავადმყოფოსკენ იღებს გეზს. მთელი გზა ნერვიულად იმტვრევს თითებს, იმასაც კი ფიქრობს ,უკან ხომ არ დავბრუნდეო, თუმცა ბოლოს მღელვარების დაოკებას ცდილობს, ძლივს ნაპოვნი სითამამით შედის შენობაში და ქადაგიძეს კითხულობს. მისდა სამწუხაროდ მამაკაცი ოპერაციაზეა და სავარაუდოდ მთელი საათი ვერ გამოვა, ამიტომ შიმშილისგან კუჭატკიებული საავადმყოფოს კაფეტერიაში შედის. ის-ისაა უკვე კუჭ და ცოტა ნერვებამშვიდებულიც ისევ მისაღებში დაბრუნებას აპირებს,რომ მოულოდნელად ჭერიდან წამოსულ კაშკაშა სინათლეს ვიღაცის სხეული ეფარება და მისი მაგიდის გვერდით ისვეტება. ინტერესით გადააქვს მზერა ფანჯრიდან ახალ მოსულზე და გაკვირვებული აკვირდება ქადაგიძეს ,რომელიც კმაყობილების ღიმილს ვერაფრით მალავს. -გამარჯობა მარიამ-ეუბნება ბოლოს სერიოზული ტონით და მის მოპირდაპირე სკამზე თავსდება. -როგორ ჩაიარა ოპერაციამ?-ეკითხება დოლიძე გულწრფელი ინტერესით. დათას ისევ ეღიმება. მარიამი სრულიად უცხო ადამიანის ბედით რომ დაინტერესდა,ეს მამაკაცის თვალში კიდევ ერთ პლიუსს უწერს. -ცოტა რთულად ჩაიარა,მაგრამ ახლა პაცინეტი კარგადაა-პასუხობს კმაყოფილი-ისე საკმაოდ დიდხანს კი დაგჭირდა თანხმობის თქმამდე ფიქრი- მოულოდნელად სრულიად ეცვლება ქადაგიძეს გამომეტყველება და პატარა ბიჭივით უკიაფდება უცნაური სხივი თვალებში. -შენ გგონია ,რომ მე აქ დაპატიჟებაზე თანხმობის სათქმელად მოგაკითხე? წამში ირეკლება სიბრაზე მარიამის მწვანე თვალებში. -რა , არა?- გვერდულად უღიმის დათა და გამომცდელად უყურებს პირდაპირ თვალებში. -საკუთარ თავზე სიგიჟემდე შეყვარებული ინდივიდი ხარ და სხვა არაფერი! თავიდანვე ვიცოდი,რომ არ უნდა მოვსულიყავი აქ!-სკამიდან დგება და ჩანთას ხელს ავლებს დოლიძე, თუმცა მამაკაცის ხელს გრძნობს მაჯაზე და იძულებულია ადგილზე დარჩეს. -მოეშვი ბავშვივით ბუტიაობას, ტყუილად არ მოხვიდოდი აქ, ასე რომ დაჯექი და მითხარი რა ხდება.- ოდნავი სიმკაცრე ეპარება ხმაში ქადაგიძეს. -არაფრისთვის, გადავიფიქრე უკვე!-ხელის გათავისუფლებას ცდილობას,მაგრამ დათა ოდნავ ქვემოთ ექაჩება და სკამზე აბრუნებს. -მარიამ! -ტონი აკონტროლე და მადლობა მითხარი თავს შენ ყურებას და მოსმენას რომ ვაიძულებ-უკმაყოფილოდ ატრიალებს თვალებს. -მორჩები პატარა ბავშვივით სიტყვებით კბენას ,თუ დიდხანს ვიჯდეთ კიდევ აქ? -შემოთავაზება მაქვს-უკან იხევს დოლიძე და საქმეზე გადადის- შენ ინტერვიუს ჩაწერაზე დამთანხმდები, მე კი იმ შენს შვიდ პაემანზე- მაღლა წკიპავს წარბებს და მის პასუხს ელოდება. -არავითარი ინტერვიუები! იმ დღის შემდეგ ჟურნალისტი არ მოსულა ჩემს კაბინეტთან. -მე ჟურნალისტი კი არა სტაჟიორი სტუდენტი ვარ-წამში უგებს სიტყვაში . -და პოტენციური ჟურნალისტი-არც დათა რჩება ვალში-ასე რომ , არა!- უჭრის მოკლედ. -კარგი,მაშინ არავითარი პაემანი, ისედაც დიდ დათმობაზე მივდიოდი ამ ინტერვიუს გამო- ამაყად იღერებს ყელს გოგონა და ისეთ სახეს იღებს, თითქოს ორი წუთის წინ სასურველი პასუხი მოისმინა ქადაგიძისგან. დათას ისევ ეღიმება,მაგრამ ამჯერად მხოლოდ გოგონას ყურება იწვევს მასში უნებლიე და გულწრფელ ღიმილს. -უკაცრავად როომ მოგაცდინეთ დათა ექიმო-ფრუტუნებს ბოლოს მარიამი და კაფეტერიის გასასვლელისკენ მიდის. დათა ხვდება,რომ ძლივს თავისკენ ნაბიჯგადმოდგმული გოგონას ასე იოლად გაშვების უფლება არ აქვს, ნელა აყოლებს თვალს კარიდან გასულს და ჩქარი ნაბიჯით ედევნება უკან. საავადმყოფოს ფართე დერეგანში ეწევა და მკლავზე ძლიერად ავლებს თითებს, რომ შეაჩეროს. -კაბინეტში წამომყევი ცოტა ხანს-თხოვნაზე მეტად ბრძანებას უფრო ჰგავს მისი ტონი და მარიამი პირდაპირ ლიფტისკენ მიჰყავს. -რისთვის მომიყვანე აქ?-ეკითხება რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ დოლიძე. -ძალიან გჭირდება ეგ ინტერვიუ?-მისკენ ბრუნდება ფანჯარასთან მდგარი დათა. -იმდენად,რომ შენთან პაემანსაც კი დავთანხმდი, თან შვიდს- თვალებს ატრიალებს და მხრებს იჩეჩავს . -ანუ გარიგებას ვდებთ? -თუ დამთანხმდები ჰო, მასე გამოდის ,ოღონდ ჩემი პირობები მექნება მე!- უცხადებს მკაცრი ტონით და სკამიდან დგება. -ჰოო?! აბა რა პირობები?- ირონიულად ტეხავს ტუჩის მარჯვენა კუთხეს მამაკაცი და გამომწვევად ათვარიელებს. მარიამი მის ქცევას არ იმჩნევს. -იცოდე ნახევარი მეტრის რადიუსზე ახლოს არ მომიახლოვდები, ისედაც საკმარისზე მეტი გაბედე ....მაშინ...- ღრმად ისუნთქავს ჰაერს და ცდილობს ,რომ თავისივე აპილპილებულ-ახურებული სახე არ შეიმჩნიოს. -ვატყობ საკმაოდ კარგად გახსოვს ის ამბავი, იმდენად კარგად ,რომ გახსენებაზე სადაცაა აალდე და წარმომიდგენია, რომ გავიმეორო, რა დაგემართება-სამაგიეროდ დათა არ იქცევა მისნაირად და ნაგლურად უსვამს ხაზს, მისი სახლის ფერს და ისევ ურცხვად დასცინის. -შენნაირი ნაგლი და უტაქტო ადამიანი ცხოვრებაში არ მინახავს- სიბრაზისგან უარესად წითლდება დოლიძე. -ჰოო? - ნელი ნაბიჯით შორდება ფანჯარას და მისკენ მოიწევს. მარიამი უტეხად არ იძვრის ადგილიდან და ჯიქურ აშტერდება ეშმაკურად აკამკამებულ ,,ზღვებს". აუჩქარებელი ნაბიჯებით უახლოვდება და არც გაჩერებას აპირებს, მარიამი იძულებული ხდება ორი ნაბიჯით უკან დაიხიოს, მაგრამ დათა სწრაფად ფარავს მათ შორის ოდნავ გაზრდილ დისტანციას და ფრთხილად უცურებს წელზე მარჯვენა ხელს. -დისტანცია ?!- პირდაპირ მის ყურთან ჩურჩულებს ჩახშული ხმით , წელზე მოხვეულ ხელს მაგრად უჭერს და სხეულზე ტკიპასავით იკრავს თხემით-ტერფამდე აკანკალებულ გოგონას -ესაა შენი პირობა ანუ?- ეკითხება ღიმილნარევი ხმით და ტუჩებს ოდავ უხახუნებს ტუჩებთან სულ ახლოს. დოლიძე სუნთქვასაც კი წყვეტს წამიერად. საშინელ უჰაერობას გრძნობს , მიუხედავად იმისა,რომ ოთახში ფანჯრიდან შემოჭრილი სუფთა ჰაერი თამამად დანავარობს. -კარგი , პირობა ,პირობაა. იყოს დისტანცია- მოულოდნელად შორდება დათა და აალებისგან იხნის დოლიძის ავარვარებულ სხეულს. -ეს...ესაა დისტანცია?- ლუღლუღებს სუნთქვაგახშირებული დოლიძე და დათა მის შემხედვარე ვერაფრით იკავებს გულიდან წამოსულ ხარხარს. -ამის შემდეგ შევასრულებ მაგ შენს პირობას- უდარდელად იჩეჩავს მხრებს თავის მაგიდასთან კალათდება. -სულელი ვარ ,აქ რომ მოვედი-სიბრაზე იპყრობს მარიამს და ცოტაღა აკლია ,რომ არ ატირდეს. -კარგი, მართლა გპირდები, რომ ეს ბოლო იყო. თანახმა ვარ გარიგებაზე- ეუბნება დამშვიდებული, რბილი ტონით. -იცოდე , კიდევ ერთხელ.... -კარგი ჰო ,კარგი გასაგებია.. შენი ნომერი ვიცი და მე თვითონ დაგიკავშირდები უახლოეს დღეებში. მართლა გამიხარდა შენი მოსვლა და შემოთავაზება- უღიმის ჯერ კიდევ საშინლად დაძაბულს და კარისკენ წასულს გასაცილებლად მიჰყვება უკან. კაბინეტიდან გამოსვლის წუთიდან დაახლოებით ერთი საათი მაინც სჭირდება,რომ საშინლად აჩქარებული გულისცემა დაურეგულირდეს, მუცლის დაჭიმული კუნთები მოუდუნდეს და გონებამ ქადაგიძის გარდა სხვა რამეზეც შეძლოს ფიქრის უნარის დაბრუნება. კარგა ხანს დაბოდიალებს გამწვანებულ პარკში და ბოლოს სახლისკენ იღებს გეზს. მთელი კვირა ისე გადის , დათასგან არაფერი ისმის, უკვე სულ დაკარგული აქვს მოსვენებაც და მოთმინებაც, მაგრამ ცოცხალი თავით არ აპირებს ,რომ თავად შეეხმიანოს. ისედაც ზედმეტად დიდი პატივი დასდო ,რომ მიაკითხა , საკუთარ თავს ამდენად გადააბიჯა და შეხვედრაზე დათანხმდა ..თანაც ერთზე კი არა, შვიდზე! ამის ყოველ გაფიქრებაზე მთელი შიგნეული უდუღს...ქადაგიძესთან ერთად გაატარებული მთელი შვიდი დღე... კაცმა არ იცის ამ დროის მანძილზე რა მოელის,მაგრამ იმას ზუსტად ხვდება, რომ დათასთან ამდენი დროის გატარება კარგს არაფერს უქადის და უკვე მართლა ნანობს ნათქვამ თანხმობას. ზუსტად ერთი კვირის შემდეგ დოლიძის კორპუსთან აჩერებს დათა მანქანას, იცის რომ შუადღისთვის ბრუნდება ლექციებიდან და მოთმინებით ელოდება მის გამოჩენას.. მარიამს უკვე იმედი გადაწურული აქვს ,რომ მამაკაცი ისევ აპირებს შეხმიანებას და ამ ფაქტის გამო საშინლადაა გაორებული.. ერთი მხრივ გულზე ეშვება, მეორე მხრივ კი გულის წყვეტას გრძნობს. ფიქრებში გართული დათას ყურადღებას კორპუსის ეზოში შემოსული დოლიძე იქცევს. მტკიცე, გამართული ნაბიჯით უახლოვდება სადარბაზოს და სახეზე სერიოზული, ოდნავ საქმიანი გამომეტყვრლება აუკრავს. ქადაგიძე წინასწარ გამზადებულ შეტყობინებაზე ,,send"-ს აჭერს ხელს და გოგონას რეაქციას ელოდება. ხედავს როგორ ჩერდება დოლიძე, ჩანთიდან ტელეფონს იღებს და მიმიკის უცვლელად კითხულობს მიღებულ შეტყობინებას, ტელეფონს ჩანთაში აბრუნებს და გზას აგრძელებს. დათა გაკვირვებისგან წარბებს წკეპს, დაიჯეროს ამდენად სულერთია მისთვის ,რომ ოდნავ ამოციასაც არ იწვევს?! უცებ მარიამი ადგილზე ჩერდება. ეზოს თვალს ავლებს და როცა რწმუნდება, რომ ირგვლივ სულიერის ჭაჭანება არაა , სახე ერთიანად ებადრება, ადგილზე პატარა ბავშვივით ხტება და სულ კუნტრუშით შედის სადარბაზოში. მის შემხედვარე ქადაგიძესაც გულიანად ეცინება და შედეგით უაღრესად კმაყოფილი ტოვებს იქაურობას. ,,როდის შევუდგეთ დადებული პირობების შესრულებას მარიამ?" ყურებამდე გაბადრული უკვე მერამდენედ კითხულობს ქადაგიძის შეტყობინებას და არ იცის რა,მაგრამ უხარია... დილით ადრე ეხმიანება დათა და საღამოს ექვსი საათისთვის უნიშნავს შეხვედრას. დათქმულ დროს კი თავად აკითხავს . ერთ ლამაზ, მყუდრო კაფეზე აჩერებენ არჩევანს. თავიდან მარიამი ცოტა დაძაბულია,მაგრამ ნელ-ნელა ეშვება და თავისუფლად იწყებს მამაკაცთან საუბარს. მათი წინა შეხვედრებისგან განსხვავებით უცნაურად მშვიდი საღამო გამოსდით. აღარც დაძაბული ატმოსფეროა თავისდა გასაოცრად უამარავ საერთო ინტერესის სფეროსაც პოულობენ. საბოლოოდ თანხმდებიან, რომ ინტერვიუს მომავალ შეხვედრაზე ჩაწერს მარიამი და ისევე მშვიდად ემშვიდობებიან ერთმანეთს ,როგორც მთელი ორი საათი საუბრობდნენ. მომდევნო პაემანსაც იმავე ადგილას გეგმავენ. დოლიძეს უკვე მზად აქვს კითხვები , დათაც მთელი მონდომებით პასუხობს და საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ გამოსდით. მეორე პაემანიც ყოველგვარი ექსესების გარეშე მშვიდად მთავრდება. ამასობაში სამეგობროს სააღდგომო არდადეგები ეწყება და დათა ყველას თავისთან გუდანში ეპატიჟება. -უკვე ჩვენი სოფელი მგონია აქაურობა- იძახიან შემოთავაზებით საოცრად გახარებული მეგობრები. - ჩვენი არა და ვატყობ მალე მარიამის კი გახდება- სიცილოთ კვდება ანა და დეიდაშვილისგან თავის დასაცავად ქმრის ზურგს უკან იმალება. ,,წინასწარ იცოდე ,რომ ეს დღეები შეხვედრებში არ გეთვლება." წასვლის წინა ღამეს წერს ქადაგიძე და მარიამს გულიანად ეცინება. ეზოში შესულ მარიამს მართა ისე იკრავს გულში, გეგონება დათა კი არა ის იყოს მისი მონატრებული ერთადერთი შვილიშვილი.. ამის შემხედვარე ქადაგიძეს, გულში უცნაური სითბო ეღვრება.. საოცრად უხარია დოლიძემ ისე იოლად რომ მოიგო ბებიის გული, როგორც თავად დათასი. მოხუცს უარესად უჩუყდება გული ,როცა დოლიძის ყელზე შებმულ თავის ნაჩუქარ კულონს ხედავს და ამჯერად სიხარულის ცრემლებს ვეღარ იკავებს. კიდევ ერთხელ ხვევს ასაკისგან დასუსტებულ მკლავებს და ლოყებს უკოცნის..მართას შემხედვარე მარიამიც ძლივს იკავებს თავს ,რომ თავადაც არ გადმოყაროს თვალებზე მომდგარი ცრემლები. ისევ ლაშქრავენ ნაცნობ და უკვე საყვარელ ადგილებს , მიუხედავად იმისა, რომ ჯერ შესაბამისი ამინდი არ არის, მდინარეზეც ჩადიან და პიკნიკს მართავენ, ცხენებით ჯირითობენ.. ამჯერად დოლიძე უპრობლემოდ სკუპდება უნაგირზე დათასთან ერთად. ქადაგიძის მუცელზე მოხვეულ ხელებს რომ გრძნობს , კანი ერთიანად ეხორკლება, ყველა კუნთი ეჭიმება და სუნთქვა ეკვრის, თუმცა ცხენის გაჭენებისთანავე ყველანაირი შეგრძნება სადღაც ქრება, მხოლოდ საოცარ სულის სიმსუბუქეს და თავისუფლებას გრძნობს. სეზონის შეუსაბამოდ ცხელა,მაგრამ ახალგაზრდებს ეს სულაც არ სწყინთ, არაჩვეულებრივი ამინდები ემთხვევათ გუდანში ყოფნის დღეებში და წამოსვლის წინა დღეს ბიჭები მდინარეში ბანაობასაც კი ბედავენ. -დილამშვიდობის ქალბატონო მარიამ- დილით გვერდით ეტუზება ტრადიციულად სამზრეულოში მოფუსფუსე დოლიძეს დათა -საქალბატონე!- სიცილით უსწორებს და კვერცხის თქვეფას განაგრძობს-დილამშვიდობის-უბრუნებს მერე მისალმების პასუხს. -ნასაუზმევს მინდა რომ ერთ ადგილას წაგიყვანო. -სად ? -ინტერესით ევსება მარიამ თვალები. -რომ წაგიყვან, თავად ნახავ- თვალს უკრავს და კუბიკებად დაჭრილ ყველს თეფშიდან პარავს. -საუზმისთვისაა ეგ!- უბღვერს მარიამი და თეფშს აცლის. საუზმის შემდეგ დოლიძეს ხელს ჰკიდებს და სადღაც მიჰყავს. დაახლოებით ნახევარი საათის სიარულის შემდეგ გზიდან უხვევს დათა და გოგონაც უკან მიჰყვება. -მალე მივალთ ?-ეკითხება ინტერესით. -აი უკვე მოვედით- პასუხობს ქადაგიძე ღიმილით . მარიამი გაოცებული ავლებს პატარა მინდვრის ირგვლივ შემორაჯულ ხეებს და თვალებაკიაფებული აკვირდება მათზე ჩამოკიდებულ იასამნებს. -რა სილამაზეა- ლუღლუღებს და დათა ადვილად ამჩნევს მის ხმაში დაუფარავ აღფრთოვანებას-კი მაგრამ....ეს აქ...? -გაზაფხულისთვის ზედმეტად ცხელი ამინდები მოუწია ეს ბოლო კვირებია და ადრე აყვავდა-უხსნის დათა- შენთვის აყვავდა- ფრთხილად, გაუბედავად იშვერს სულ ახლოს მდგომი გოგონასკენ ხელებს ,მხრებზე ხვევს და გულზე იკრავს ვარსკვლავებივით თვალებანთებულ დოლიძეს. მარიამიც მშვიდად იყუჩება მამაკაცის მკლავებში და თან თვალი იასამნის ხეებისკენ უჭირავს. -ჩემთვის აყვავდა...- სასიამოვნოდ ხვდება ქადაგიძის სიტყვები ყურს და თვითონაც ჩურჩულით იმეორებს. დათას ეღიმება და ცხელ ტუჩებს საფეთქელზე აკრავს. -ამდენი რატომაა?- მამაკაცის ხელებისგან გათავისუფლებული მარიამი ორიბნაბიჯით იხევს უკან და ინტერესით სავსე თვალებით იყურებს. -მე და მამამ დავრგეთ ......- სევდიან მზერას ავლებს იქაურობას. -და საიდან იცოდი მე რომ იასამანი მიყვარდა? -სწრაფად ცდილობს თემის შეცვლას დოლიძე. -ანა გეხუმრა წინა ზაფხულს, მანამ არ შეგიყვარდება ვინმე, სანამ იასამნის მთელ ხეს არ გაჩუქებსო.....- ღიმილით უკრავს ოდნავ ლოყებაწითლებულს თვალს. - თურმე რას უმიზნებ....- გვიან ხვდება ,რომ არც ისე კარგი ხუმრობა გამოდის და უხერხულად იწურება. -ვინ იცის მარიამ.... ვინ იცის?!- მის ბროწეულსფერი ლოყების შემხედვარე სიცილს ვერაფრით იკავებს მამაკაცი. -დათა!- წარბებს კრავს დოლიძე . -კარგი ჰო ,კარგი. მიდი მოკრიფე თუ გინდა, ანიშნებს ყვავილებზე და ხეებისკენ მიჰყავს. თბილისში დაბრუნების შემდეგ გამოცდების აურზაურის გადამკიდე, დათას ნახვას ერთ კვირაზე მეტი ვეღარ ახერხებს... არაფრით არ უნდა ,რომ საკუთარ თავს ღიად გამოუტყდეს,მაგრამ აშკარაა, ქადაგიძის მიმართ მონატრება ქურდივით რომ ეპარება გულში. ინტერვიუს ლექტორს აბარებს და დიდ მოწონებასთან ერთად უმაღლეს ქულასაც იმსახურებს, გახარებული კი ამას პირველად ქადაგიძეს აცნობებს და მესამე შეხვედრაზე ამ ამბავს ერთად აღნიშნავენ. ამ ამბიდან ერთი კვირის შემდეგ, უკვე მეოთხე პაემანზე ქალაქიდან საკმაოდ მოშორებით სრულიად უცხო ,მაგრამ საოცრად ლამაზ ადგილას მიჰყავს დათას. მთელი დღე აღფრთოვანებული ათვარიელებს მწვანეში ჩაფლულ გარემოს, ქადაგიძე კი თავად მარიამის თვალიერებითაა გართული. -ვაიმე დათა, გველია იქ- მოულოდნელად ყვირის თვალებგაფართოებუი დოლიძე და ერთ ადგილს თვალს ვერ აშორებს. -სად?-ეკითხება და ცდილობს ზედმეტი ქმედებისგან თავი შეიკავოს. -აი იქ ხეზე!-ანიშნებს თვალით. მამაკაცი ძალიან ნელა უახლოვდბედა. მთელი სხეული დაძაბული აქვს. ფრთხილად აყავს ჯოხით და დაბნეული მაშინვე წყალში აგდებს. -ძალიან შეგეშინდა?-ეკითხება დაყვავებული ტონით გაშტერებული სახით მჯდომ გოგონას და ხელს მხარზე უსვამს. -რა ლამაზი იყო-სიზმარში მყოფივით ლუღლუღებს მარიამი და მკრთალად უღიმის. -რა?-თვალები შუბლზე ადის დათას. -გველი...რა ლამაზი იყო...რა უცნაური მომწვანო ტყავი ჰქონდა-უხსნის თვალებაკიაფებული. -არ ხარ ნორმალური-მთელი გულით იცხადებს დათა გოგონას ამ უცნაურ რეაქციას და მერე გულიანად იწყებს ხარხარს. -ასე ახლოს პირველად ვნახე- ისევ აჟიტირებულია დოლიძე და აღფრთოვანებული ფართედ უღიმის. ორი დღის შემდეგ უნივერსიტეტის კიბეებთან ხვდება მომღიმარი მამაკაცი და კაფეში პატიჟებს. -მეხუთეა ეს უკვე - უცინის დოლიძე და მანქანაში სწრაფად სკუპდება-სულ ორი პაემანიც და მორჩა- აღნიშნავს გზაში ვითომ მხიარულად, მაგრამ შნაგანად საშინელ გულისწყვეტას გრძნობს ამ ფაქტის გამო. ამჯერად ჯერ მთაწმინდაზე ადიან, მერე კი უკვე ტრადიციულ ადგილად ქცეულ კაფეში იკავებენ ადგილს და კარგი მეგობრებივით საუბრობენ. უამრავ თემას ეხებიან, მათ შორის გუდანში გადამხდარ ამბებსაც. -ახლაც ნერვები მეშლება ის სმს რომ მახსენდება, ფარდული გელოდებაო- შინაარსის გახსენებაზე ისევ სიბრაზით ენთება თვალები დოლიძეს- როგორ მიშლიდი ნერვებს! -ეგ კიდევ არაფერი, რაღაცას გეტყოდი ახლა, მაგრამ გაიქცევი დარჩენილ 2 პაემანს შეიწერ-ეცინება დათას. -მიდი მითხარი და არ გავიქცევი- გულწრფელად ინტერესდება გოგონა. -არა, გამორიცხულია!-ეცინება დათას. -თუ არ მეტყვი მართლა ავდგები და წავალ, თუ არ ამბობდი ,რაღას ახსენე აბა?- პატარა ბავშვივით იბუტება დოლიძე. დათას ღიმილით შეჰყურებს...ცოტაღა აკლია ქადაგიძეს , რომ ის მცირე მანძილი, რომელიც ამწამს მასთან აშორებს გადაფაროს და სათითაოდ დაუკოცნოს ის გაბუტული ალუბლისფერი ტუჩები, მაგრამ იცის მართლა გააქცევს ამით და თავის სურვილებს გულშივე იტოვებს. -აღარ იტყვი?- არ ეშვება მარიამი. -კარგი ჰო გეტყვი.. იმ დღეს ბინაში რომ დაგხვდი, ვაპირებდი უბრალოდ შემოვპარულიყავი და ერთი შეშის ნაჭერი დამეტოვებინა,მაგრამ რომ წარმოვიდგინე ,რა რეაქცია შეიძლებოდა გქონოდა, მალევე გადავიფიქრე და მე თავად დაგხვდი- სიცილის ვერაფრით იკავებს, მაგრამ დოლიძეს სულაც არ ეცინება. გაბრაზებული უყურებს ღიმილშეპარულ დათას . -ღირსი ხარ კარგა გემოზე მოგდოს ვინმემ!-ვერაფრით მალავს გაბრაზებას -რამ აგაცანცარა ამხელა ექიმი კაცი, ნეტა ვიცოდე- უკმაყოფილოდ კრავს წარბებს. დათას სიცილით გადააქვს საუბარი სხვა თემაზე და ცდილობს გოგონას სახეზე გამოსახული სიბრაზე ისევ ღიმილით შეცვალოს. -აუ დათა მგონი ღვედი გაიჭედა- ეწუწუნება დოლიძე თავისი კორპუსის ეზოში მდგარი მანქანიდან უკვე გადასულ მამაკაცს და დასახმარებლად უხმობს. ქადაგიძე ღიმილით აღებს კარს და ხელს ღვედის ჩამკეტისკენ იწვდის, თუმცა თავადაც ვერ ხსნის. უკმაყოფილოდ კრავს წარბებს, ნახევარი ტანით მანქანაში ძვრება და ღვედის გახსნას ცდილობს. მარიამს მისი ცხელი სუნთქვა მხარზე ელამუნება და კანს უშანთავს. დათა სწრაფად ათავისუფლებს სავარძელზე ,,მიბმულ" , სუნთქვააჩქარებულ გოგონას და ახლაღა იაზრებს მასთან სიახლოვის ხარისხს. მზერას უსწორებს ზამბარებივით ნერვებდაჭიმულ მარიამს და მისი აპაჟარებული სახის დანახვაზე ღიმილს ვერ იკავებს. ოდნავ იხრება მისკენ და ტუჩებს ლოყაზე უხახუნებს. -დათა....-კნავის ნახევრად თვალებმიბნედილი დოლიძე, თუმცა დათა მის სახეზე ტუჩებით ხეტიალს არ წყვეტს და სულ უბინდავს გოგონას გონებას. უდროოდ მოსული შეტყობინების ხმა მარიამს რეალობაში აბრუნებს. სწრაფად ჭყეტს მილულულ თვალებს და მკაცრად უბრიალებს დათას. -რაზე შევთანხმდით ჩვენ?- ეკითხება შუბლშეკრული ,მაგრამ ხმაში ბზარს ვერ ფარავს. -დისტანციაო......- ღიმილით ძვრება მანქანიდან ქადაგიძე და წელში სწორდება-თუმცა ორი წამის წინ დისტანციის დარღვევის გამო სულაც არ ბრაზობდი-ეშმაკურად ათამაშებს წარბებს. -დათა!-უყვირის სახეალეწილი მარიამი და სწრაფად ხტება მანქანიდან-პირობის დარღვევის პირველი და ბოლო შემთხვევა იყოს ეს!- სცემს მკაცრი ხმით ბრძანებას , ასეთივე ტონით ემშვიდობება და სადარბაზოსკენ მიდის. დათა მძიმედ ხვნეშის და თავს უკმაყოფილოდ აქნევს, მაგრამ მერე თვალებში უჩვეულო ჭინკები იღვიძებს. სწრაფი ნაბიჯით ედევნება უკან სადარბაზოში იმწამს შესულს, კიბეზე ასვლასაც არ აცდის, სწრაფად ავლებს ორივე მაჯაში ხელებს, კედელზე აკრავს და მოუთმენლად აკვდება ტუჩებზე. დოლიძეს ფილტვები ერთიანად ეცლება ჰაერისგან, პულსაცია სადღაც ეკარგება და სუნთქვაშეგუბებული და ადგილზე გახევებული ცდილობს მომხდარის გააზრებას. ამასობაში დათა მაჯებზე ჩაჭიდებულ ხელებს უშვებს, ცალს წელზე ხვევს და ერთიანად იკრავს სხეულზე, მეორეს კი მაგრად ჰკიდებს კისერზე და გაძალიანებულს თავის დახსნის ყველა გზას უჭრის. მარიამი ნელ-ნელა დუნდება და მის ნებას ჰყვება. გათავისუფლებულ ხელებს გაუბედავად ათავსებს მის მხრებზე და მთელი ძალით უჭერს თითებს, რომ თავი ემოცებისგან გაგუდვისგან როგორმე ისხნას.. მისი მდგომარეობით უაღრესად კმაყოფილი დათა კი ტუჩებს ყბისკენ მიაცოცებს, იქედან ნებიერად ინაცვლებს ყელისკენ და ლავიწზე უტოვებს ცხელი ტუჩების კვალს. სრულ აგონიაში მყოფი დოლიძე კი ისევ მის მხრებზეა ჩაფრენილი და თვალებმიბნედილს შეწინააღმდეგების ყოველგვარი ძალა და სურვილი სადღაც გაჰპარვია. არც ტრადიციული განგაშის ზარებია სადმე და აღარც ტვინის ნათელი წერტილები, თითქოს ყველაფერს ქადაგიძე დაპატრონებია და უგზო-უკვლოდ გაუგზავნია სადღაც. დათა უფრო და უფრო გაბედულად დაატარებს ტუჩებს მის მხარსა და ყელს შორის და გრძნობს ,რომ არ გოგოს ალერსით ვერა და ვერ ძღება, თუმცა მაინც თავს აიძულებს მასთან შელევას. -სულ რომ გააუქმო დარჩენილი ორი შეხვედრა, მე ეს კოცნა მაინც შვიდივე პაემნად მიღირდა- უჩვეულოდ დამთბარი და საოცრად კმაყოფილი ტონით უცხადებს სულ მთლად მოთიშულ გოგონას, ხელებს წელზე ისე ძლიერად უჭერს,რომ უნებლიედ ტკივილისგან დაბალ ხმაზე კვნესა ხდება პირიდან მარიამს. ბოლოჯერ მომთხოვნად ეტანება ტუჩებზე და სადარბაზოს სწრაფი ნაბიჯით ტოვებს. დოლიძე აზრზე მანქანის ძრავის ხმას მოჰყავს და ერთიანად მოთიშული გაუაზრებლად მილასლასებს საფეხურებზე. ამ ამბიდან მთელი ორი კვირა ისე ,გადის ერთმანეთს არ ეხმიანებიან. არცერთი იჩენს ინიციატივას. დათა ცდილობს, ცოტა დრო მისცეს მომხდარის გასააზრებლად. დოლიძე კი გონებაში გაბატონებული შიშების გამო თავს შორს იჭერს მამაკაცისგან. ბოლო შემთხვევამ აშკარად დაარწმუნა, რომ მის მიმართ გულგრილი არაა და სული ეხუთება იმის წარმოდგენაზე, რომ დარჩენილი ორი შეხვედრის შემდეგ, დათა საერთოდ ამოიძირკვავს ფეხს მისი ცხოვრებიდან, ალბათ ესეცაა მიზეზი, რომ დროს მაქსიმალურად წელავს... ამასობაში ფინალურ გამოცდებსაც ამთავრებს და მთელი გულით ელოდება ,როდის წავა მეგობრებთან ერთად სადმე დასასვენებლად, რომ დახუთულ ქალაქს თავი დააღწიოს, თანაც, იქნებ ბავშვებთან ერთად ყოფნისას, ნაკლებად იფიქროს ქადაგიძეზე. ძალიანაც უკრძალავს თავს მამაკაცზე დაუსრულებელ ფიქრს, მაგრამ ერთ დღესაც თავად დათა უშლის გეგმის განხორციელებაში ხელს. ერთ დღესაც დივანზე წამოწოლილს მყუდროებას ტელეფონის ხმა ურღვევს, ეკრანის დახედვისას ტანში აჟრჟოლებს და ოდნავ აკანკალებული ხელით უსვამს თითს სენსორს. -ალო.... -როგორ ხარ იასამნების გოგოვ?- ღიმილი შეპარვია დათას ხმაში. -ნორმალურად, შენ?- მარიამი მაქსიმალურად ცდილობს,რომ დაძაბულობა ხმაზეც არ შეეტყოს. -მე როგორ ვარ, მას შემდეგ გეტყვი, რაც ჩემ კითხვას გასცემ პასუხს. -რა კითხვას? -ამ საღამოს გცალია? ჩინურ რესტორანში გეპატიჟები- ისე უშუალოდ ესაუბრება დათას, თითქოს ორი კვირის წინ სადარბაზოს ინციდენტი უბრალოდ მარიამის სიზმარი ყოფილიყოს. გოგონა პასუხს ცოტა ხნით აყოვნებს.... -არ ვიცი დათა.....- ეუბნება ბოლოს ყოყმანით. -კარგი რა, ძლივს მოვიცალე და თან შენ ორი პაემანი ჯერ კიდევ დაგრჩა ვალად-ახსენებს მაშინვე. -კარგი... რომელი საათისთვის მოვემზადო? -რვისთვის გამოგივლი. -კარგი , მზად ვიქნები მაგ დროისთვის. -შეხვედრამდე მარიამ- ეუბნება და სწრაფად უთიშავს ყურმილს. მთელი საღამო ისე თავისუფლად იქცევა ქადაგიძე, მარიამსაც ეხსნება ყოველგვარი დაძაბულობა და ისევ ძველებურ ხალისს იბრუნებს მათი შეხვედრა. რამოდენიმე ჩინური კერძი ძალიან მოსწონს , ზოგის გასინჯვასაც კი ვერ რისკავს..საბოლოოდ ძალიან კმაყოფილი ტოვებენ იქაურობას . -კიდევ ერთი პაემანიც და ჩემგან დაისვენებ- ახსენებს რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ ქადაგიძე. მისი სიცილით ნათქვამი სიტყვების მიღმა დამალული სევდის ნოტების ამოცნობა არ უჭირს მარიამს. თავადაც არ ეცინება, მთელი სხეულით დაძაბული ამოდგომია ბიჭს გვერდით ,ნელი, აუჩქარებელი ნაბიჯით მიჰყვება მთვარის სიმშვიდის მომგვრვრელი ფერით განათებულ ქუჩაში და წინასწარ მისტირის , ხვალ დასასრუელებელ პაემნებს. - მგონი შენ უფრო დაისვენებ- სხვა ვერაფრის თქმას ვერ იფიქრებს და უფრო თავისთვის ლუღლუღებს და მხრებს იჩეჩს. -რა ლამაზია არა?- წამით ადგილზე ჩერდება და ცაში იყურება დოლიძე, დათაც გვერდით ამოდგომია და ცაზე მიშტერებულ მომღიმარ გოგონას უცნაური ღიმილით ათვარიელებს. რა საოცრად უხდება მის ნაზ კანს და ისრიმისფერ თვალებს მთვარი მშვიდი შუქი, ისედაც ლამაზ სახეს, მეტ მკმხიბვლელობას, სინაზეს და სისპეტაკეს მატებს. ქადაგიძის მწველი მზერით ,,შეწუხებული" მარიამი იძულებულია დაკვირვების ობიექს თვალი მოსწყვიტოს და დათას უყურებს. -რა ხდება?- ეკითხება ინტერესით. -შენ ხარ ლამაზი -ეუბნება გულწრფელად, დაუფიქრებლად გულიდან წამოსულ სიტყვებს და მარიამს სხეულში უხნაურად ცრის. ყველა უჯრედი უჩვეულო სიხარულით და კმაყოფილებით ევსება-შენი თვალები.... მთვარი შუქზე უფრო ლამაზი, ღრმა და იდუმალი ხდება-ეჩურჩულება უკვე ძალიან ახლოს მისული, მარიამი ადგილიდან ვერ იძვრის, ღამისგან ჩამუქებულ ქადაგიძის თვალებში უგზო-უკვლოდ იკარგება და სუნთქვაშეგუბებული მილურსმია ასფალტს. დათა ცალ ხელს ფრთხილად ხვევს წელზე, თავი მის სახესთან ძალიან...ძალიან ახლოს მიაქვს, წამით გოგონას ათრთოლებულ ტუჩებს აკვირდება ღიმილით, მერე ოდნავ კიდევ იხრება მისკენ, თავისუფალი ხელით წინ ჩამოყრილ თმას უწევს ყურს უკან .... -მიყვარხარ...- იმწამს ვულკანის მაგმასავით მწველი ჰაერი და ეს ერთი სიტყვა ერთდროეულად ეფრქვევა კანზე. მთელ სხეულზე ეკლები აყრის, მუცელში ყველაფერი უხურს თითოეული კუნთი ერთანად უთრთის აღელვებისგან. მამაკაცი ფრთხილად აკრავს ცხელ ტუჩებს საფეთქელზე და უკან იხევს. ისევ მანქანისკენ აგრძელებენ გულის გამაწვრილებელი სიჩუმის ფონზე ნელი ნაბიჯით სვლას, თითქოს ორიოდ წამის წინ ნათქვამი მთელი ქვეყნერების დამტევი ერთი სიტყვა არ მოსწყეტია ქადაგიძის ბაგეებს და თავდაყირა არ დაუყენებია დოლიძის მთელი არსება. . ღამით თვალლსაც ვერ ხუჭავს... უკვე მართლა ეშინია მამაკაცის ნათქვამით გამოწვეულმა ამოციებმა არ გაგუდოს...მომდევნო ორი დღე არც მის ზარებს პასუხობს..უფრო სწორად ვერ, როგორც წესი მსგავსი სიტყვების შემდეგ დათა მისგან პასუხს უნდა ელოდებოდეს და სწორედ ამის ეშინია.. არ იცის ის გრძნობები როგორ უნდა გადმოცეს სიტყვებით, რასაც მის მიმართ განიცდის.. ბოლოს სოფელში წასვლის წინა დღეს სახლში აკითხავს ქადაგიძე და თითქმის იძლებით მიჰყავს. ჯერ ზოოპარკში მიდიან, მერე ბომბორას პარკში. მთელ სამ ნაყინს უღებს ბოლოს დოლიძე , ატრაქციონებითაც პატარა ბავშვივით ერთობა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს არც დათა რჩება ვალში. მოსაღამოვებულზე ტოვებენ იქაუორბას და შინ მიჰყავს მარიამი. -დღეს უკვე ბოლო პაემანი იყო- რაღაცნაირაც უჩვეულო, სევდით გაჟღენთილი ხმით ამბობს დათა და მანქანას კორპუსის წინ აჩერებს. დოლიძე ჩუმად ზის , არაფერს პასუხობს. რამოდენიმე წუთის განმავლობაში ორივე დუმს. -ნახვამდის დათა- ნაძალადევად იღიმის მარიამი და მანქანიდან გადადის. არ უნდა ასე უბრალოდ დაემშვიდობოს, მაგრამ არ იცის რა უთხრას, როგორ გადმოცეს თავის შიგნით დაბუდებული ენერგია ,რომლითაც თითოეული უჯრედია გაჟღენთილი. ამიტომ მხოლოდ ორი სიტყვით იფარგლება და სადარბაზოსკენ მიიწევს, მაგრამ ზურგს უკან მანქანის ძრავის ხმა რატომღაც არ ესმის. -იასამანო - ქადაგიძის ხმა უკვე კორპუსში შესულს ადგილზე ყინავს. გულაჩქარებული ბრუნდება მომავალი მამაკაცისკენ და მთელი გულით ელის მისგან იმ გამბედაობას , რომელიც საკუთარ თავში ვერ იპოვა ორიოე წუთის წინ. დათა სიტყვის უთქმელად უახლოვდება ,წელზე ხელს სწრაფად უცურებს და ტუჩებზე მომთხოვნად ეტანება. დოლიძეს მთელი სხეული უცახცახებს, შიგნიდან ლავასავით დუღს და გონება ერთიანად ეთიშება. -მშვიდობით იასამანო - სწრაფად შორდება ქადაგიძე და სადარბაზოდან გადის. მარიამის მთელ არსებას წამში იცავს პანიკა. იცის რომ არ უნდა გაუშვას , არც თავისი თავი უნდა გაწიროს ამისთვის და არც ის..... -დათა- ჩირჩულებს ჩუმად და ემოცები ცრემლებად ედინება სახეზე- დათა- უკვე ხამაღლა ეძახის და თავადაც გარბის სადარბაზოდან. მამაკაცი თითქოს ამას ელოდაო, სწრაფად ტრიალდება მისკენ და ლამპიონის შუქზე ცრემლებისგან აბრჭყვიალებულ მწვანე ზურმუხტებს უსწორებს მზერას. იმაზე მეტს კითულობს დოლიძის თვალებიდან , ვიდრე საჭიროა. -კიდევ 7 პაემანი?!-ღიმილით იჩეჩავს გოგონა მხრებს და გრძნობს თავის საყვარელი ,,ზღვები" უკვე მერამდენედ ითრევს და მთელ მის არსებას შთანთქავს. საღამომშვიდობის ჩემო ტკბილებო და მონატრებულებო... ძლივს ვეღირსე ამ ისტორიის დასრულებას და დადებას, ახლა კი მოუთმენლად ველი თქვენს შეფასებას... საოცრად მახარებთ და მაბედნიერებთ თქვენი შეტყობინენებით და კომენტარებით. დიდი მადლობა იმ დადებითი ემოციებისთვის და უზომო პოზიტივისთვის ,რასაც მე თქვენგან ვიღებ... ძალიან მიყვარხართ. პ.ს უღრმესი მადლობა მარრიამი-ს ,რომ ამდენხანს ჩემ გვერდით იყო და მუქარით თხოვნით დამაწერინა ეს ისტორია :დ ,,სურვილის გემო''-ს მსგავსად ამ მარიამად ყოფნაც თავად მიისაკუთრა :დ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.