შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

LUCA


4-09-2016, 14:29
ავტორი lamour
ნანახია 1 639

კიბეებს სწრაფი ნაბიჯებით მივუყვები.მალე უფრო ნათლად ვხედავ თეთრ და გაცვეთილ ხის კარს ... მოაჯირს მაგრად ვეყრდნობი , თოვლიან ბათინკებს ვუყურებ და გაყინულ ხელებს ერთმანეთს ვუსვამ . თითქოსდა საკუთარ თავში დარწმუნებული კარებზე მტკიცედ ვაკაკუნებ .სრული სიჩუმეა , მერე კი , მისი ნაბიჯების ხმა მესმის . გული მიჩქარადება . . საკუთარი გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ვარ. საკეტი ტრიალდება ,კარის ხანგრძლივი ჭრიალის შემდეგ კი მის სილუეტს ვხედავ . ცალი ხელით კედელს ეყრდნობა , მეორეთი კი თვალებს ისრესს , შემდგე ინსტიქტურად ხუჭავს და ახელს .
-ლუკა ... -ხელს ვიშვერ მისკენ და ვეხები
-რატომ მოხვედი ?- უკან იწევა და მეორე ხელსაც კარებს აყრდნობს
მის უემოციო ხმას გონზე მოვყავრ . ამ სიტყვების უკან არც მონატრება , არც ზიზღი და არც ინტერესი იმალება . ეს უბრალო სიტყვებია ... ვიცოდი
-რატომ არ მპასუხობ ?- მწვანე თვალები ჩემს უკან სივრცეში უშტერდება , ხელებს მუჭავს რამოდენიმე წამში კი , ტრიალდება - გინდა ნახო როგორ ვცხოვრობ ? გინდა ნახო ოჯახი მყავს თუ არა ? გინდა ნახო ისევ ვხატავ თუ არა ?
სახლში ჩემდა უნებურად შევდივარ და კარს ვიხურავ
-დავლიოთ ლუკა .
-ხანდახან მენატრები , უფრო მეტად კი მოგონებები მენატრება - ირონიულად იცინის და სამზარეულოში შედის - დალევ ? - ხელში ვისკის ბოთლს ატრალებს
ვატყობ აშკარად დაძაბული ვარ , თავს უხმოდ ვუქნევ და იქვე სკამზე ვჯდები
-როგორ შეიცვალე იცი ? იმ გოგოს სულ აღარ გავხარ , დახვეწილხარ , კარგადაც გაცვია , დანიშნულხარ კიდეც . ჩემს ბეჭედს ირონიანარევი ღიმილით უყურებს და ვისკის ბოთლს იყუდებს .
-არ ვარ დანიშნული ...
- აბა რა არის ეს ? - ამრეზით უყურებს ჩემს ბეჭედს
- ეს უბრალოდ... ნიკამ მაჩუქა ...
- გიყვარს ?
-ისე არა როგორც შენ ... ვისკის ჭიქაში ვატრიალებ და გადაკვრით ვსვავ
-ესე იგი საერთოდ არ გყვარებია არა ? თუმცა რატომ ალბათ კარიერიაში ხელი შეგიწყო , კარგად ჩაგაცვა , ძვირადღირებული სამკაული გაჩუქა მე მხოლოდ სიყვარულის ჩუქება შემეძლო შენთვის მაგარამ სიყვარული შენთვის არასდროს ყოფილა მთავარი.ესეც მიზეზი ჩვენი დაშორების... ახლა კიდევ ვერ ვხვდები ჩემგან რაღა გინდა ? ეგება საყვარელი გინდა , არაუშავს , იცი არც ეს არის პრობლემა - თვალები ცრემელებით ევსება , სწრაფად იხდის მაისურს , მერე შარვლის შესაკრავისკენ მიაქვს ხელი . მისი სხეულის შემხედვარე გული მეწურება , ის ისეთი გამხდარია თითქმის ყველა ძვალი ეტყობა . ჭიქას ძირს ვაგდებ და ინსტიქტურად მისკენ გავრბივარ . ათრთოლებული ვეხუტები მის სხეულს , რომელსაც ალკოჰოლის და ლიმონის სუნი ასდის .
-მითხარი რაღა გინდა ჩემგან , შენ ხომ ისედაც ყველაფერი წამათვი- მის ხმას უკვე თბილი ტონი აქვს შეპარული
-მე ... მე ...
-დაბრუნდი სახლში და აქ აღარ მოხვიდე კარგი ? ცხელ ტუჩებს შუბლზე მადებს და იწევა . ვხვდები რომ მსგავსი სითბო ზედმეტი ემოციებისა და ალკოჰოლის ბრალია .
- ლუკა ...
ლუკა აღარ მპასუხობს , მაგიდაზე გვერდულად მიგდებულ ვისკის ბოთლს იღებს და ოთახში უჩინარდება .

მოკლედ ვიცი , რომ ვერ ვწერ კარგად მაგრამ მაინც გთხოვთ წაიკითხოთ ჩემი ნაბოდიალები და შემაფასოთ . ღირს თუ არა გავაგრძელო წერა.



№1  offline წევრი buterfly

გააგრძელე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent