შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცხო ( თავი 13 )


28-04-2017, 17:27
ავტორი მეამბოხე ^^
ნანახია 2 243

ძალიან ნერვიულობდა, სავადმყოფოში ვერ ჩერდებოდა, დედასთან სჭირდებოდა საუბარი. ამიტომ გურამს სთხოვა და თავი გაინთავისუფლა. ტაქსი გამოიძახა და სახლში წავიდა. ყველგან მოძებნა ანასტასია, ბოლოს თავის ოთახში დახვდა. ლოგინზე იწვა, მთვარესავით მოხრილი, ისიც მიუწვა და ზურგიდან ჩაეხუტა. იგრძნო, რომ ტიროდა და გული მიეწურა.
- დეე, რაზე ნერვიულობ? - ხვდებოდა დედის ტკივილს.
- შვილო მას მე აღარ ვუყვარვარ, ხედავ შვილიც ჰყოლია, ალბათ ცოლიც ძალიან უყვარს. - მთელი გული ამოაყოლა ამ სიტყვებს, არ უნდოდა დაჯერება, არ უნდოდა სიმართლე ყოფილიყო.
- დეე, დამერწმუნე იმაზე ძლიერ უყვარხარ ვიდრე როდესმე.. უბრალოდ გაუგე დეე, ძალიან ატკინე შენი წასვლით.
- ვიცი, ვიცი შევცდი, მაგრამ მაშინ მეც პატარა ვიყავი და საუკეთესო გამოსავალი ეგ მეგონა. მან კი სხვა მოიყვანა ცოლად, ალბათ ისე ძლიერ არ ვუყვარდი, როგორც მეგონა. - მის თვალებში იმხელა სევდა იყო დაბუდებული, ელიზაბეტმაც ვერ შეიკავე ცრემლები და ერთი მეორეს მიყოლებით, დაიწყეს ლოყებზე დენა.
- სანერვიულო არაფერი გაქვს, დრო გვიჩვენებს ყველაფერს . - შუბლზე აკოცა და უფრო მიეხუტა. - დედიკო, მამამ მთხოვდა ხვალ მასთან ერთად წავიდე უნდა, რომ ყველა გამაცნოს. თაია და ნიკოლოზი ერთად ყოფილან დეე, არ გინდა მათი ნახვა?!
- დღე არ გასული მასზე არ მეფიქრა, არ მაპატიებს ვიცი.
- გაპატიებს, აუცილებლად გაპატიებს და დარწმუნებული ვარ, ისევ ისე უყვარხარ.
- იმედია.. - ერთად დაეძინათ დედა-შვილს.
დილით ადრე გამოეღვიძა, ფრთხილად წამოდგა არ უნდოდა დედა გაეღვიძებინა. ანაბელს დაურეკა და მათ საყვარელ კაფეში დაუნიშნა შეხვედრა. გაემზადა და წავიდა, იქ მისულს უკვე იქ დახვდა ანაბელი.
- როგორ ხარ ჩემო ციცინათელა? - თბილად და სიცილით მიმართა მეგობარს.
- კარგად გიჟო, შენ? მინდა რაღაც მოგიყვე, აქამდე ვერ მოვახერხე.
- გისმენ - ინტერესით აღსავსე, თვალები მიანათა.
- მამაჩემი ვნახე.. - ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა, ანაბელს გაოცება ეხატა სახეზე.
- მერე აპატიე?
- საპატიებელი არაფერი ჰქონდა, ბებოჩემი, რომ არ ჩარეულიყო ეხლა ერთად იქნებოდნენ. გახსოვს ალბათ თვითფრინავში დღიური, რომ მეჭირა ხელში. მანდ ყველაფერი იყო აღწერილი..
- მიხარია, ძალიან მიხარია, შენი ამბავი ჩემო სიხარულო.. აპატიებს იმ ქალს ? მიიღებ?
- იცი, მაგაზე მეც ბევრი მიფიქრია, არ ვიცი ვერაფერს გეტყვი ჯერ. დღეს საღამოთი მათთან უნდა წამიყვანოს და ყველა გამაცნოს. ძალიან ვნერვიულობ არ ვიცი, როგორი სიტუაცია დამხვდება. გაუხარდებათ თუ არა, ჩემი გაცნობა.
- ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება.
კაფეში თორნიკე შემოვიდა, ვიღაც გოგონასთან ერთად. მათმა თვალებმა ერთმანეთი იპოვეს, მაგრამ ბიჭმა დააიგნორა. ბრაზისგან გაიბერა გოგონა, თან ეჭვიანობა ახჩობდა. ანაბელს უთხრა და დატოვეს კაფე, აღარ უნდოდა იქ გაჩერება.
საღამო მალე მოვიდა, გაემზადა და დაელოდა მამას. მალე ზარის ხმა გაისმა, ტასო წავიდა გასაღებად, რადგან ლიზა ოთახში იმყოფებოდა. ირაკლიმ დააიგნორა და მისაღებში შევიდა, გოგონა ოთახიდან გამოვიდა,მასთან მივიდა და გადაკოცნა. უხაროდა მამა-შვილის დანახვა, გულს უკლავდა მამაკაცსიგან ასეთი საქციელი. ამიტომ არც მან შეიმჩნია, ტელეფონზე დაურეკეს და უპასუხა.
,,- გისმენ აკაკი. - გმადლობ კარგად, შენ? - კი მცალია - დიდი სიამოვნებით, დავლევ ერთ ჭიქა ყავას. - კაი რვა საათზე მანდ ვიქნები, დროებით. ‘’
ირაკლის რა დაემართა?! - კისერზე ძარღვები დაეჭიმა, მუშტები შეკრა. სახეზე სიბრაზის ათასმა ფერმა გადაურბინა. აი , ანასტასიამ კი ისე აუარა გვერდი ვითომ არაფერი.
- დეე, არ ვიცი როდის დავბრუნდები, გასაღები წაიღე. კარგ დღეს გისურვებ, ძალიან მიყვარხარ.
ლიზა ყველაფერს მიხვდა, ჩუმად ჩაიცინა კიდეც მამის გამომეტყველებაზე.
- წავიდეთ ხოო? - მზერა ქალის ოთახისკენ ჰქონდა მიმართული, საითაც წამის წინ გაუჩინარდა.
- კიი.. კი. - დაბნეულმა ამოილაპარაკა.
მანქანაში ჩასხდნენ, ხელები უკანკალებდა ლიზას, გული ამოვარდნას ჰქონდა. ეშინოდა ყველაფრის, ცუდი დახვედრის. განსაკუთრებით კი ბებოს თვალში, არსებული სიძულვილის.
მალე გაჩერდა მანქანა უზარმაზარი სახლის, არა უფრო სასახლის წინ. არაფერს აქცევდა გოგონა ყურადღებას, დასჯილი ბავშვივით მიჰყვებოდა უკან. თითქოს მამაკაცის მხრები დაიცავდნენ ყველასგან და ყველაფრისგან. კარებთან გაჩერდა, ირაკლიმ შვილს შეხედა, ამით ყველაფერს ეუბნებოდა, მხარდაჭერას უცხადებდა. გვერდიდან მიიხუტა და შიგნით შევიდნენ, მისაღები ოთახისკენ წაიყვანა. ყველა იქ იყო შეკრებილი, ყველას გაუკვირდა მათი დანახვა.
- მოგესალმებით ყველას, ალბათ მიზეზი გაინტერესებთ, აქ რატომ შეგკრიბეთ, არავინ შემაწყვეტინოთ. - ყველას მიმართა, მამაკაცმა.
- სულ თავიდან დავიწყებ გასაგები, რომ იყოს. ზუსტად ოცდაოთხი წლის წინ დაიწყო ჩემი სიყვარულის ისტორია. რომელიც ჩემი საყვარელი, დედიკოს წყალობით, რომელოც ჩემი მფარველი ანგელოზია და მიხსნა თურმე განსაცდელისგან, - ირონიით გაჟღენთილი ხმით საუბრობდა თან ქალს უყურებდა - სამწუხაროდ მალე შეწყდა. მიზეზს ქალბატონი მარიკა სამხარაძე გვეტყვით. მოყევი ყველაფერი, გისმენთ ყველას ძალიან გვაინტერესებს.
- შვილო მეე.. - ლიზამ ქალის თვალებში ჩაბუდებული სევდა და სინანული დაინახა, ძალიან შეეცოდა.
- გისმენთქოოო! - მეხის გავარდნას გავდა, მისი ხმა. ქალი შეცბა, თათიას სახეზე იკითხებოდა ყველაფრის ცოდნა.
- მაპატიე შვილო, გთხოვ მაპატიე. _ ცხარე ცრემლები სცვიოდა ქალს. _ ვნანობ გეფიცები, ვნანობ. - მუხლებზე დაეცა და აქვითინდა.
_ ნანოობ?! რას ნანობ მითხარი, იმას ხომ არა, რომ გამანადგურე, სიცოცხლის სურვილი დამაკარგვინე. ამდენი წლის განმავლობაში მას ვადანაშაულებდი, არადა თურმე საკუთარმა დედამ გამწირა, ამ აუტანელი ტკივილისთვის. ეს არ იკმარე და ცდილობდი სხვა მომეყვანა ცოლად. - დაჭრილი მხეცივით ღრიალებდა ირაკლი, ყველა ტკივილი განუახლდა. - აი, შენი სისხლი და ხორცი, ელიზაბეტ სამხარაძე! რომელიც მამისგან შორს გაიზარდა, არ უგრძვნია სიყვარული, როცა ვჭირდებოდი მის გვერდით არ ვიყავი. მითხარიი ამ დროის უკან დაბრუნებას შეძლეეებ?! შეძლებ მეთქიიი?! _ კვლავ დაიღრიალა. ქალს მხრები აუკანკალდა, თითქოს დაპატარავდა, იმ ამაყი ქალისგან არაფერი აღარ იყო დარჩენილი.
- დედა, ეს შენ გააკეთე? მართლა შენს გამო წავიდა ტასო? - სახე წაშლილმა ნიკოლოზმა მიმართა. უფროსი სამხარაძე კი ხმას ვერ იღებდა, არ ეგონა თავისი ცოლი, ვისთანაც მთელი ცხოვრება გაატარა ასეთ რამეს იკადრებდა.
- მართლია.. ანასტასია, წასვლის წინ სანახავად იყო მოსული და წერილი მომცა, სადაც ყველაფერი მომიყვა. - თავჩაღუნულმა ამოილაპარაკა თათიამ.
- რაა?! კი, მაგრამ რატომ არაფერი თქვი? - გაოცდა ნიკოლზი.
- მე დამაფიცა, არ შემეძლო რამის თქმა, მან ასე ისურვა. - ფეხზე ძლივს წამოდგა ქალი, ლასლასით მიუახლოვდა ლიზას და ფეხებთან დაეცა.
- მაპატიე თუ შეძლებ შვილო, აპატიე უგუნურ ქალს. გემუდარები, ვნანომ იმ დღიდან ვნანობ, ვეძებე გეფიცები, ბევრი ვეძებე, მაგრამ არსად იყო მისი კვალი. - გულმა ვერ მოუთმინდა გოგონას და დაიჩოქა მასთან.
- გპატიობ თითოეულ წელს მამის გარეშე გატარებულს, გპატიობ დედის ტკივილს. ისიც გაპატიებს.. - ხელები მოხვია და ჩაეხუტა, მართლა აპატია, გულით ეხუტებოდა.
- მადლობა შვილო მადლობა, ვიცი პატიებას არ ვიმსახურებ. - თვალები სულ ჩასწითლებოდა ტირილისგან, დამჭკნარ კანზე, ცრემლები ერთი მეორეს მიყოლებით ცვიოდა. დაუძლურებელი ქალი წამოაყემა ფეხზე და დივანზე ჩამოსვა.
- ხედავ ?! მისი აღზდილი შვილი, შენზე მაღლა დგას!ხომ შეეძლო შეზიზღებოდარაც მის დედას გაუკეთე, მაგრამ დაგინდო! - ზიზღნარევი ხმით წარმოთქვავდა სიტყვებს.
- მამა გეყოფა, ყველა უშვებს შეცდომას! ის ხომ დედაშენია, ასე საუბარის ღირსი არ არის. - ყველას სახეზე გაოცების თალღამ გადაიარა.
ყველას თვალებში სიყვარული და სითბო იკითხებოდა. ირაკლი კი მისი შვილით ამაყობდა. ნიკოლოზის შვილები გაკვირვებულები იყურებოდნენ, დედა ხშირად უყვებოდა მათი სიყვარულის ისტორიას, მაგრამ ვერ წარმოიდგენდნენ, რომ მათი ბებო იყო დამნაშავე.
- რა მაგარია ტო, კიდევ ერთი და გვეყოლება. - სიტუაციის განმუხვტა სცადა ლაზარემ.
- ნამდვილად, უნდა ავღნიშნოთ. - აჰყვა ტყუპისცალი, ვაჟიკო.
გაკვირვებული უყურებდა ლიზა მათ, ისე გვანდნენ ერთმანეთს. ლაზარე შავგვრემანი იყო, ვაჟიკო კი ქერა. უხაროდა ასე კარგად, რომ შეხვდნენ.
- როგორ გავხარ დედაშენს შვილო. - მთელი ძალით მოხვია ხელები და სურნელი შეისუნთქა. თითქოს ანასტასიას ეხუტებოდა, მანაც მოხვია ხელები.
- მეც მინდა თქვენთან ვა.. - ნიკოლოზიც ჩაეხუტათ ორივეს.
ბედნიერებისგან იბერებოდა ლიზა, არ ელოდა ასეთ დახვედრას. მამას შეხედა, თბილად უღიმოდა შვილს.
მორიდებით იდგა ცალკე გოგონა, რომელიც სავადმყოფოდან ახსოვდა. იქიდან უყურებდა და ეღიმებოდა. მისი ასლი იყო, მის ასაკში ისიც ასეთი იყო, მხოლოდ თვალის ფერით განსხვავდებოდნენ და მას ხვეული თმები ჰქონდა.
- შენ არ მოხვალ? არ გინდა და გყავდეს ჩემი სახით? - გოგონამ გაკვირვებულმა შეხედა, არ ეგონა ასე თბილას თუ შეხვდებოდა. ის ხომ არ იყო მისი ნამდვილი და, ძალიან გაუხარდა, სიყვარული ჩაეღვარა გულში, მისკენ წავიდა და ხელები მოხვია.
- მე სალომე მქვია. - ხელი გაუწოდა.
- მე კიდე ელიზაბეტი - თბილად გაუღიმა.
- მიხარია ერთი პროფესიის, რომ ვართ. - გაბრწყინებული თვალებით ესაუბრებოდა.
- მე კიდევ სულ არ მიხარია. - აჯუჯღუნდა ვაჟიკო - ვერ გნახავ ხოლმე შენც ამის მსგავსად. - მივიდა და გვერდიდან მიეხუტა.
- აი, პირველად გეთანხმები ძმაო. - მეორე მხრიდან კი ლაზარე ამოუდა და მიეხუტა.
- აუ რატომ გავხართ ასე ერთმანეთს.. - ამოიბურტყუნა ლიზამ, ამაზე კი ყველას გაეცინა.
მარიკა კი ყველას სითბოთი ჩამდგარი თვალებით უყურებდა, უკვე ძალიან შეუყვარდა შვილიშვილი.
მალე დატოვეს სამხარაძეების რეზიდენცია და სახლში წაიყვანა. გულმა ვერ მოუთმინა ირაკლის და სახლში შეჰყვა, აინტერესებდა ტასო იყო თუ არა მოსული. მაგრამ სახლში არ დახვდათ. ეჭვიანობამ შეიპყრო, შვილს აკოცა და დატოვა. გარეთ გასულს ანასტასია დაინახა როგორ გადმოდიოდა მანქანიდან სიცილით, საფეთქელთან ძარღვები დაებერა, უნდოდა მისულიყო და ეცემა მაგრად. ქალმაც დაინახა, მაგრამ არ შეიმჩნია. მანქანაში ჩაჯდა და მოსწყვიტა ერთ ადგილს.

ლიზა, ირაკლი და ანასტასია.

უცხო ( თავი 13 )
უცხო ( თავი 13 )
უცხო ( თავი 13 )



ვიცი პატარაა, მაგრამ გულმა არ მომითმინა :დ
იმედია მოგეწონებათ..
გამიზიარეთ თქვენი აზრიიი..
მიხარიარომ კითხულობთ და მიყვარხართ <3



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

უფ კარგი იყო.გამიხარდა რომ მოინანია დედამისმა.
--------------------
ლანა

 


№2  offline მოდერი Maiaabuladze

ამ ტყუპებიდან მაინც მაჩუქე რომელიმე ვააა :-D ქერა ბიჭები არ მომწონს ის შავგრემანი იყოს... კარგი იყო მომეწონა ❤ ჩემი მამიკო როგორ მიეჭვიანე ჰა?

 


№3  offline წევრი მეამბოხე ^^

Maiaabuladze
ამ ტყუპებიდან მაინც მაჩუქე რომელიმე ვააა :-D ქერა ბიჭები არ მომწონს ის შავგრემანი იყოს... კარგი იყო მომეწონა ❤ ჩემი მამიკო როგორ მიეჭვიანე ჰა?

ყველაფერი წინაა:დ

 


№4  offline წევრი Mari-Mariami.16

ძალიან, ძალიან კარგი იყო ❤ ყველა პერსონაჟი ძალიან მიყვარს ❤
--------------------
"One choise can transform you" M.G

 


№5  offline წევრი მეამბოხე ^^

Mari-Mariami.16
ძალიან, ძალიან კარგი იყო ❤ ყველა პერსონაჟი ძალიან მიყვარს ❤

მიხარია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent