შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი მორაგბე (5)


29-04-2017, 01:43
ავტორი ის გოგონა
ნანახია 1 681

1 თვე ისე გავიდა, დღეში მხოლოდ ერთ ლუკმას ვჭამდი.არაფერი მინდოდა საგიჟეთიდან წასვლის გარდა. მე გიჟი არ ვიყავი... არ ვიცი სხვებს რა ეგონათ, მაგრამ მე ნორმალურ ჭკუაზე ვიყავი .იმის მერე გავგიჟდი, რაც ამ ჯოჯოხეთში მომიყვანეს. ჰო ასე იყო... მიუხედავად იმისა რომ თორნიკე- ჩემი მთავარი ექიმი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ კარგად ვყოფილიყავი ,მე მაინც ცუდად ვიყავი.
-შეიძლება? ( ოთახში შემოიჭყიტა )
- კი, შეიძლება. არ მშია ასე რომ ტყუილად მოგაქვს სადილი .
- ვიცი რომ არ გშია. ჩემი ხათრით ჭამე გთხოვ . ძალიან დასუსტდი.
ირაკლი მართალი იყო, საშინლად გამოვიყურებოდი. ჩემი ფუმფულა ლოყები, სადღაც გამქრალიყო, ჩასიებული თვალების ქვეშ სიშავეც გამჩენოდა, ფეხზე ადგომის თავიც აღარ მქონდა..
თორნიკეს დიდი თხოვნის შემდეგ სადილიც მივირთვი და გასეირნებაზეც დავთანხმდი. ეზოში გავედი , მოჭუტული თვალებით მიმოვიხედე ირგვლივ . მწვანე მინდორი გადაჭედილი იყო ფსიქიკა შერყეული ადამიანებით. ზოგი დარბოდა ,ზოგი ხტოდა ,იცინოდა ,ყვიროდა , თამაშობდა ,მღეროდა...
. - ოთახში მინდა
- ლილე ცოტა ხანი და ავალთ .
პატარა ხის ქვეშ დავჯექი და მზეს გავუსწორე თვალი. ო როგორ მომნატრებოდა მისი სხივები და სითბო. ბედნიერებისგან ღიმილმა გადამკრა სახეზე.
- ჩემთან რატომ არ მოდის არავინ?
- არვიცი არავინ მოსულა.
- სულ არავინ? რატომ? ნუთუ ასე უცებ დავავიწყდი ყველას?!უბრალოდ ვერ დავიჯერებ!
........
- ადრე რომ მეჩვენებოდა უაზრობები ახლა იცი რამელანდება სულ? წყნარი ,მშვიდი ზღვა.ზღვაში კი უამრავი ყვავილი. როგორ ფიქრობ, რისი ნიშანია?
- ვფიქრობ ახლა ბევრად უკეთესად ხარ ( გამიღიმა )
- უკეთესად? გგონია უკეთესად ვარ? შემცდარხარ თორნიკე ექიმო!
სწრაფი ნაბიჯით ავდიოდი ჩემს ოთახში, რომ შორიდანვე დავინახე როგორ გამოჰქონდა უცხო ხალხს ჩემი ოთახიდან ნივთები.
- ჰეი რას აკეთებთ!! ეს ჩემი ოთახია ვინ მოგცათ ამის უფლება!
მალე თორნიკეც დამეწია და მითხრა, რომ სხვა ოთახში გადავყავდი. ჩემი ახალი ოთახი სავსე იყო სინათლით, ახალი ავეჯით . სახე გამებადრა.
- მოდი აქ . ნახე კრასკები მოგიტანე ვიცი, რომ ხატვა გიყვარდა ადრე.კედლები თეთრად დავტოვე, რომ შენ შეგეღება ისე როგორც მოგინდებოდა .
- ვაიმე თორნიკე , მადლობა დიდი. სიხარული ვერ დავმალე
- მადლობა არ არის საჭირო. გგონია მე ვერ გავერთობი?.
ექიმის ხალათი გაიხადა და კარი დამახურინა.. კრასკას თავსახური მოხადა და მთელი სერიოზულიბით ცდილობდა ნამუშევრის შექმნას - მხატვრებს აჯავრებდა .
მის საქციელებზე მეც გულიანად ვიცინოდი. თითქოს იმ მომენტში ყველაფერი დამავიწყდა .გავხალისდი. საბოლოოდ, მოვჯღაპნეთ თეთრი კედლები და მოთხვრილები ძირს გავიშოტეთ.
- იოანე
- ვინარის იოანე? არა მოიცა გამოვიცნობ !
შენი შეყვარებულია?
- არა საქმრო ( ჩავიკაკანე )
- აქ მოვიდა ერთხელ ვიღაც იოანე .
გიჟივით წამოვხტი და თვალებში მივაშტერდი.
- რაა? მერე რატომ ვერ მნახაა ? რატომ გაუშვიი?
- უბრალოდ მოგიკითხა. თან გეძინა და აღარ შეგაწუხა ეტყობა.
ნერვიულობა დავიწყე.ჩემ თავს ვადანაშაულებდი იმაში ,რომ ერთმანეთი ვერ ვნახეთ .
- ლილე დამშვიდდი! მოვა ალბათ კიდევ .
-არა აღარ მოვა.
საბოლოოდ ისტერიკებში ჩავვარდი და ისევ დასაძინებელ აბებში ჩავიძირე ............................
***
. იცი რა? წამოდი ეზოში დაჭერობანა უნდა გეთამაშო!
- 12 წლის მერე არ მითამაშია . ამხელა კაცი უნდა ამაცანცარო?
- კარგი მარტო ვითამაშებ! ზურგი ვაქციე და ამაყად გავიარე დერეფანი.. ვიგრძენი უკვე მომდევდა .სწრაფად ჩავირბინე კიბეები და გარეთ გიჟივით გავიქეცი. მალე დამეწია და ხელში ამაფრიალა. ვკუჭკუჩებდი ისე ვხალისობდი, მაგრამ ჩემმა თვალებმა შენიშნეს ის... ჰო ის... იდგა ჭიშკართან , შუბლშეკრული , ხესავით . თორნიკეს ხელი მაშინვე გავაშვებინე . მის დანახვაზე არ ვიცი რა დამემართა ,თითოელული ორგანო ერთიანად მწიწკნიდა. გული საგულედან ამომივარდა და ფეხები ამიკანკალდა. თვალებმაც მიღალატეს დაიწყეს ტირილი... სულ რაღაც20 ნაბიჯი გვაშორებდა ერთმანეთს ,თუმცა ჩვენ ისევ ვიდექით, გაუნძრევლად.არცერთი არ ვდგავდით პირველ ნაბიჯს . გულმა ვერ გამიძლო.ერთადერთი მისი ჩახუტება მინდოდა , სხვა მეტი არაფერი .
არ ვიცოდი რა მეთქვა, რაზე უნდა მელაპარაკა. უბრალოდ თვალებს ვერ ვუჯერებდი ,რომ ის ჩემს წინ იდგა .ახლოს მისული მაშინვე ავეკარი ძლიერ გულ მკერდზე . ჟრუანტელმა ფეხის თითებამდე გასტანა. სიამოვნებისგან მის მაუსურს ჩავებღაუჯე და ნაცნობი სურნელიც მეცა ცხვირში. მალე მის ხელებში ჩავესვენებოდი ,მაგრამ დროულად მომხვია დაკუნთული ხელები და თავზე მაკოცა .
- წამიყვანე აქედან ! გთხოვ..
- წაგიყვან, გპირდები. წაგიყვან !ნუ ტირიხარ. ყველაფერი კარგად იქნება.
იმედიანად გამიღიმა და წავიდა იმ პირობით , რომ კვალვ დაბრუნდებოდა .
.............
წიგნს ვკითხულობდი სიგნალიზაციის ხმა რომ შემომესმა. მალე თორნიკეს ხმასაც მოვკარი ყური.
ოთახიდან გავვარდი , დერეფანში გამაყრუებლად ხმაურობდა სახანძრო სიგნალიზაცია. ყველა სადღაც გარბოდა . ერთ -ერთი ოტახიდან საშინელი კვამლი გამოდიოდა.
_თორნიკე რახდება?
- გადი ჩქარა აქედან !
-სად გავიდე . რახდება ?
_გოგო არ გესმის? გადი ჩქარა !
დავეომრჩილე და გარეთ გავედი ..
წყნარად ვიდექით და ვუყურებდით, როგორ იწვოდა ჯოჯოხეთის სახლი.. გულში თითქოს მიხაროდა კიდეც. თორნიკე გიჟივით დარბოდა აქეთ- იქით. სახანძროში რეკავდა, ყვიროდა. მალე მეხანძრეებით გაივსო ეზო ,თუმცა რა აზრი ჰქონდა.. ისედაც დამწვარი იყო ყველაფერი.
მხოლოდ მაშინ შევამჩნიე , ერთი ღამის პერანგის ამარა საკმაოდ გავთოშილიყავი.თვალებს ვაცეცებდი და ვლოდებოდი რაიმე ახალს.
თვალი მოვკარი თორნიკეს საყელოზე ჩაბაუჯებულ იოანეს. სახეს საზიზღრად ჭმუნავდა და ღრიალებდა . გამწარებული ახლა ჩეემსკენ წამოვიდა ხელი დამავლო და წამათრია..
-რას აკეთებ!?
- მიმყავხარ!
- სად ვერ ხედავ რა ხდება?
გაჩერდა , ჩემსკენ მობრუნდა და არწივის თვალებით მომაჩერდა .
-ხომ მითხარი წამიყვანეო ? ხოდა მიმყავხარ!
- კარგი მაგრამ თორნიკე ?
- მაგის დედას ...ცი !
ხმა აღარ ამომიღია . სიჩუმე ვაჩიე... ვგრძნობდი როგორ მოგვეყვებოდა თორნიკეს თვალები. თითქოს ნაღვლიანი, დადრდიანებული, იმედგაცრუებული. გული მწყდებოდა, რომ ასე მივდიოდი, არაფერს ვეუბნებოდი. მიუხედავად ამ ყველაფრისა ბედნიერი ვიყავი, იოანე ხომ აქ იყო, ჩემთან . აღარავინ მინდოდა მის გარდა, არ მიყვარდა მაგრამ არც მის გარეშე შემეძლო ყოფნა. ან იქნებ მიყვარდა და არ მინდოდა ამის დაჯერება. მის ფეხის ნაბიჯს ძლივს ვეწეოდი. ჩაკიდული ხელი კი უკვე გაგვოფლიანებოდა. დავტოვეთ იქაურობა,მივდიოდით სადღაც . სად , ამას არანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა .
....
დილით იოანეს სახლში წამოვყავი თავი .სახლში არავინ იყო ამიტომ გადავწყვიტე არეული სახლი დამელაგებინა და მომეწესრიგებინა. კარზე კაკუნი შემომესმა
კარი გავაღე და ჩემს წინ ელენე დავინახე.
მაშინვე შემომახტა და კოცნა დამიწყო.
- ლილეე როგორ მომენატრე ჩემო გოგო . როგორ ხარ მითხარიიიი
- როგორ ვარ? შენგან დავიწყებული როგორ ვიქნები?
- ყოველდღე მოვდიოდი შენ თვს ვფიცავარ და ის ვიღაც ნაგავი ბიჭი არ მიშვებდა .
-მართლა? თორნიკე? ჩემი თავარი ექიმი. მე კი მეგონა ყველას დავავიწყდითქო
- რა სისულელეა ჩემო ლამაზო,ხომ იცი არასდროს მავიწყდები, მაპატიე რომ ვერ გიშველე მაშინ.. მაპატიე გთხოვ
-ყველაფერი კარგადაა .. მოდი აქ . გულში ჩავიკარი და ტრაკზე ვუბრწკინე.
მომენატრე ჩემო „კარდაშანა „
- ყავას არ დამალევინებ?
- კი ოღონდ ჩემთან.. უნდა წავიდე აქედან
- რაა ? ღადაობ? იოანე გაგიჟდება
-გაგიჟდეს და იყოს , აქ გადმოსვლას კი არ ვაპირებ
- შენ არ იცი როგორ ნერვიულობდა შენზე .
- ჰოო?
- ეგ შენი თორნიკე ლამის ცემა რომ არ უშვებდა .
- ნეტა რად უნდოდა ჩემი ნახვა
- თავს იდებილებ? ვერ ხვდები რომ ბევრს ნიშნავ იოანესთვის?აი რომელი ბიჭი მოვიდოდა ყოვილდღე შენს სანახავად ან ვინ წამოგიყვანდა თავის სახლში თუ შენზე არ გიჟდება?
- რავი.. მგონი ძაან აზვიადებ.
- ჰა გამოტყდი, რომ მოგწონს !
ლილე იცოდე მე ვერაფერს გამომაპარებ!
- კაი ვაღიარებ ,რომ ვცდებოდი მასში
….
ჩემს სახლში შევდგი თუ არა ფეხი მაშინვე მეცა ნაცნობი სუნი , ნაცნობი გარემო, ჩემი ოთახი ჩემი ნივთები. ყველაფერი ისევ ისე იყო. ცრემლ მომდგარი დედას სურთს ვეამბორე.
გიოს ოთახში არ მინდოდა შესვლა ,მაგრამ მაინც შევედი .მის ბალიშს ისევ მისი სუნი ჰქონდა. მენატრებოდა მისი ჩახუტება ,მისი საუბრის მანერა, მისი არსებობა მენატრებოდა .
საღამოს გამოვათრიე სამგზავრო უზარმაზარი ჩანთა და ყველაფერი ჩავალაგე რაც კი დამჭირდებოდა ახალ სახლში... დანარჩენი კი სახლში დავტოვე .
____
თმა გაჩეჩილმა იოანემ გამიღო კარები ( ეტყობოდა იმ წუთის გამოსული იყო სააბაზანოდან )
-შეიძლება?
- ვიცოდი რომ მოხვიდოდი ( ეშმაკურად გამიღიმა და გზა დამითმო )
- მხოლოდ 10 დღით. სახლი გავყიდე.
-რაა? რატომმ?
- არ შემიძლია იქ ვიცხოვრო , ვერ შევძლებ... ამიტომ ვიყიდი ახალ ერთოთახიანს და ვიქნები ჩემთვის .
- ესეიგი 10 დღით.
-დიახ !
შევაბლატუნე მისაღებ ოთახში და ჩანთა ხელიდან გამივარდა
ორი ქალი სავარძელძე ჩამომჯდარიყო და შემომცქეროდა , როგორც ნივთს. ამათვარიელ -ჩამათვალიერეს და შეისწავლეს ჩემო გარეგნობის თითოეული წერტილი . მათ გვერდზე ერთი კაცი იჯდა .. საკმაოდ ჩასუქებული ,რომელიც გულიანად მიღიმოდა .
ყბა ისევ ჩამოვარდნილი მქონდა და გაოცებული ,არა უფრო შერცხვენილი შევყურებდი მათ
- უკაცრავად მე .... ბოდიშით .
მიბრუნება გადავწყვტე მაგრამ იომ გამაჩერა
- ლილე გაიცანი დედაჩემმი მამიდაჩემი და მამაჩემი
-სასიამოვნოა, ბოდიშით რომ ასე შემოგეჭერით .
თავი ჩავხარე და აწითლებული ლოყები თმებით დავიფარე .
- ეს ჩემი გოგოა ლილე
„ჩემი გოგო „ ჩამეღიმა მის ნათქვამზე
-ნამეტანი კარგი გოგო აგირჩევვია ჩემო ბიჭო გაისმა კაცის ხრინწიანი ხმა
ამას სიცილიც მოყვა
იქიდან აღარ გამომიშვეს .იოანე გვერძე მომიჯდა და ხელი გადამხვია . ბევრი ვისაუბრეთ, ვიცინეთ .
საკმაოდ კარგი ხალხი ჩანდა ერთადერთი იოს დედა მომეჩვენა ცოტა უცნაური ქალი.. ეჭვის თვალით მიყურებდა და ცივად მეკითხებოდა რაღაცეებს .

**
- დღეს ვიგებთ !
-სად ხარ გოგო ამდენ ხანს ? (ელენე )
- აუუ დამაგვიანდა ცოტა რაიყო
- რა რაიყო დაიწყო უკვე, დაეგდე მალე .
„მე-9 ნომერზე - ანდრო კეკელიძე „
ელენე მთელი ძალით ყვიროდა და უშტვენდა
მე კი ჩავბჟირდი სიცილისგან.
- გოგო რაიყო , დაიოკე ემოციები ! ( გავუჯავრდი )
„მე-2 ნომერზე - იოანე მილდიანი“
ჩემდაუნებურად წამოვიყვირე და მაშინვე ავიფარე პირზე ხელი
-შენ ვის რას ეუბნებოდი ერთი ?
წამომაყვედრა მაშინვე ელენემ
მთელი თამაშის განმავლობაში ფეხზე ვიდექით .
იოანემ ტრამვა მიიღო და თამაშიდან გავიდა .
ცოტაც და სტადიონზე შევვარდებოდი.... თმებს ვიგლეჯავდი უკვე ,რომ ვერ ვშველოდი.
....
სახლამდე ანდრომ მოიყვანა და ჩამაბარა როგორც ბავშვი
-მიმიხედე იცოდე ! ( ჩაიცინა , ელენეს ხელი ჩაკიდა და კიბეები ჩაირბინა)
- როგორ ხარ ძაან გტკივა?
- წამლების ყუთი გამოიღე და დამიმუშავე !
- მე .. არ ვიცი იოანე
- გასწავლი მოიტანე !
მთელი სერიოზულობით შევუდექი საქმეს და ყველაფერს ისე ვაკეთებდი როგორც მეუბნებოდა . სახე მქონდა რაღაც არაამქვეყნიური . ვგრძნობდი ,რომ ძალიან სტკიოდა მაგრამ არ იმჩნევდა...
-ეხლა მოიწიე რაღაც უნდა გითხრა
ახლოს მისულს ყურზე მიკბინა
-იოანეე !
-აი ვკვდები ისე მშია და ეხლა თუ რამეს არ გააკეთებ ყურს კიარა მთლიანს შეგჭამ !
ზოგადად საჭმლის კეთება მეხერხებოდა დედა როცა ცოცხალი იყო სულ მასწავლიდა რაღაცეებს ,ასე რომ ვერავინ დამიწუნებდა ხელს .მაგრამ აი ეს ბიჭი ....
-მიდი მიდი ჩქარა გასინჯეე !
გფართოებული თვალებით ვუყურებდი და ველოდი მის განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს მაგრამ იმედები გამიცრუვდა
- მარილი საერთოდ არ გიქნია ამ რაღაცისთვის? ან ეს რაარი ქათამი უმია .
(ჩაიცინა )
მარილის ყუთი ავიღე და მის საჭმელს მოვაფრქვიე
-რა უმადურრი ხარ !
ამაზე საერთოდ ბოლო ხმაზე ხარზარებდა მე კი აღარ ვიცოდი რა მექნა სიბრაზისგან.
- გოგო ხუმრობა არ გესმის?
წელზე მომხვია ხელი და მის კალთაში მომიქცია .
-რას აკეთებ ვირო, გამიშვი !
- თუ შენს სიმდიდრეში ჩამაჭყიტებ გაგიშვებ ! მაისური ოდნავ ჩამომიწია და მაშინვვე რაც ძალი და ღონე მქონდა სახეში ვთხლიშე კარგი, მწარე ხელი !
- სად მიდიხარ ? მოდი მომეხმარე, ხომ იცი რომ კოჭლი ვარ ?
ოთახში შევედი , ჩემს მკერდს შევავლე თვალი და ჩემ თავზე მეთვითონ გამეცინა.
- ლილეეე ვიცი რომ არ გამწირავ !
- გოგოო ! გამოდი ეხლა თორე ჩამოგიღებ კბილებს თუ მანდ მოვედი !
უცებ ბრაგვანის ხმა მომესმა . დაფეთებული გავვარდი სამზარეულოში.
-იოანე კარგად ხარ? ეს რაარი ! ძალით გადმოაგდე სკამი? რა ცუდი ხარ ! გული გამისკდა .
- აბა არ მოდიოდი და რამე ხომ უნდა მექნა ..
- კარგი კარგი მოდი დამეყრდენი !
ხელი გადავახვევინე და საძინებელ ოთახში ბარბაცით წავიყვანე .
- მართლა შეგეშინდა? რა კურდღელი ხარ !
- გადი რაა ! შენ ფეხს მიხედე ჯობია !
- ბევრს ტლიკინებ კურდღელო !
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი აუტენელი იყო მაინც მის გვერდზე ვიძინებდი .
მთელი ღამე გმინავდა ტკივილისგან ...
-იო წამოდი ექიმთან რა როდემდე უნდა იყო ასე ! იქნებ რამე სერიოზულია ?
- დაწყნარდი . ნუ ნერვიულობ
გადმობრუნდა და ჩემს ყელში თავი ჩარგო.. მის თმებს ვეფერებოდი და ვღიღინებდი რაღაც მელოდიას. მართალია ეს წამალი არ იყო , მაგრამ იოანეზე იმოქმედა და ტკბილად ჩაეძინა .

შეცდომებისთვის ბოდიში <3



№1 სტუმარი Guest თამო

როგორც იქნაა ❤ როგორ ველოდებოდიი დაა აიი ისიიცც ❤ არრ მყოფნისს ❤ ცოტა გაზარდე რაა ❤

 


№2 სტუმარი qeti

Male dade gtxov dzaan magaraia

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent