შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცხო ( თავი 14 )


29-04-2017, 13:38
ავტორი მეამბოხე ^^
ნანახია 2 325

ანასტასია კაბინეტში იმყოფებოდა და რაღაც ანალიზებს ამოწმებდა, როცა ვიღაცა დაკაკუნების გარეშე შეიჭრა. ვინაიდან მიღების საათები დასრულებული იყო, დირექტორი ეგონა, თავი არ აუწევია.
- კარგ დროს მოხვედი.. ლიას უთხარი ყავა შემოგვიტანოს და მერე საბუთებს გადავხედოთ.
- კარგ დროს მოვედი?! მეც ეგ გავიფიქრე, გაუხარდება ჩემი ნახვათქო. სავარძლის უკან იდგა, ხელები მაგიდაზე დააწყო და თავის მკლავებში მოიქცია, ისე რომ სახე მის ყელთან ჰქონდა და ცხელ სუნთს აფრქვევდა. მთელმა ფლორა-ფაუნამ გადაუარა და ზოგიც შიგ სხეულში დაუბინავდა. ჭიანჭველები დარბოდნენ და გულმა ფრთები შეისხა და ფრენა დაიწყო. - გამარჯობა ქალობატონო ანასტასია. - ისეთი ხმა ჰქონდა, თვალები მიენაბა და თავი უკან გადასწია, ეს იმდენად გაუაზრებლად გააეკათა, რომ ირაკლის ჩაცინება გამოიწვია.
- აქ რას აკეთებ?!
- არ მომიკითხავ?
- რა საჭიროა?!
- ნუ ხო, სულ ერთია. - მაგიდას მიეყრდნო, ფეხები გადააჯვარედინა და ხელები ზედაპირზე რიტმულად აათამაშა. ამ წუთას როგორ უნდოდა ანასტასიას, კვლავ შეესწავლა მის თითებს სხეულის თითოეული ნაწილი. ფიქრების შერცხვა და თავი გააქნია.
- რატომ მოხვედი? - გულს უხუთავდა მის გვერდით ყოფნა.
- იმიტომ, რომ მინდა შემოგთავაზო ხვალინდელი დღის , ჩემთან ერთად გატარება.
- გმადლობ, მაგრამ დაკავებული ვარ!
- რითი? იმ გამოსირებულ თაყვანისცემელს უნდა შეხვდე?! - ძარღვები დაეჭიმა კისერზე.
- კი, ზუსტად გამოიცანი. - მიხვდა, რომ კოზირი მას ეჭირა ხელში და ირინიულო ღიმილით დააჯილდოვა.
- დამერწმუნე ჩემთან უფრო სასიამოვნო დროს გაატარებ. - თვალი ჩაუკრა, რომ მიხვდა რასაც გულისხმობდა, სიბრაზისგან წითელი ფერი დაედო.
- შენგან არაფერი მჭირდება, დატოვე კაბინეტი! - თვალებიდან ცეცხლივით წითლად მნათობი, ნაპერწკლები სცვიოდა . ნეტავ მისთვის არ შეეხედა, ისეთი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე, სავარძელში ჩადნა და ჩაიფერფლა. თვალები კი რაღაც საოცარ მუხტს ასხივებდნენ, ერთროულად ვნებიანი და ძლიერი გამოხედვა საკმარისი იყო მის ასაფორიქებლად, გრძნობდა მისი მზერის გამო, როგორ ფეთქდებოდნენ ჰორმონები, მგონი რაჭულსაც ცეკვავდნენ.
- შენი გაბრაზებაც კი მომნატრებია. - მისკენ, რომ დაიხარა თვალები გაუფართოვდა და გაქვავდა, ტუჩებს რომ მიუახლოვდა და უყურებდა, სულ შეწყვიტა სუნთქვა, შემდეგ კი თავი ასწია და ლოყაზე აკოცა. გასწორდა და წასვლას აპირებდა, როდესაც ოთახში მამაკაცი შემოვიდა.
- გამარჯობა ანასტასია, ძალიან მშია წამოხვალ სადმე დავსხდეთ?
- დიდი სიამოვნებით ახლავე. - ფეხზე წამოდგა, ხალათი გაიხადა და საკიდზე ჩამოკიდა. - ირაკლი თვალებით ბურღავდა, იქ მყოფს კი მისთვის ყურადღებაც კი არ მიუქცევია. ჩახველების ხმამ მიახედა მისკენ.
- სტუმარი გყოლია. - თავი დაუქნია მისალმების ნიშნად, ირაკლის კი არც უფიქრია.
- კი ჰყავს ნამდვილად, ვისთან ერთადაც აპირებს წასვლას. - ხელი მაჯაში ჩაჰკიდა. - ნახმავდის. - თვალი ჩაუკრა და რასაც ჰქვია ძალით გაათრია გარეთ.
- რას აკეთებ, ამ სიბერეში სულ გაგიჟდი?! - ხელი გამოგლიჯა.
- თუ გინდა დაგიმტკიცებ, რომ ასაკი არაფერს ნიშნავს. - ახლოს მიიზიდა და ყურთან ახლოს უჩურჩულა. ანასტასიას კი ლოყები გაუწითლდა, რომ მიხვდა რაც იგულისხმა. მანქანაში ძალით ჩატენა, ჩაუკეტა რომ არ გადასულიყო, მოუარა და რულს მიუჯდა.
- სად მიგყავარ, ტყიდან გამოქცეულო მაუგლო?! - ორივეს გაეცინა, ახალგაზრდობის გახსენებისას.
- რომ მივალთ ნახავ, შეგიძლია დაიძინო. - მართლაც დაუჯერა, თვალები დახუჭა და მალე გადაეშვა ძილის სამყაროში. მანქანის გაჩერებისას გამოეღვიძა, მიმოიხედა და მიხვდა, რომ ლოპოტაზე იმყოფებოდნენ.
- აქ რა გვინდა?! - გაკვირვებით ჰკითხა.
- ცოტახანი დავისვენებთ. - სასტუროში შევიდნენ, ტასო მიმღებში გაჩერდა.
- მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, მადლობას გიხდით, რომ სარგებლობთ ჩვენი სასტუმროთი. ნომერი დაჯავშნილი გაქვთ?
- არა, არ გვაქვს.
- სამწუხაროდ ყველა ნომერი დაკავებულია, ლუქსი გვაქვს ახლად დაქორწინებულებისთვის. - ირაკლიმ ეშმაკურად ჩაიცინა. - გნებავთ?
- დიახ! - გასაღები გამოართვა, რესტორანში წავიდნენ სავახშმოდ. მშვიდი გარემო იყო, წითელი ღვინო, კლასიკური მელოდია და ირაკლის მომაჯადოვებელი მზერა. მალე მოათავეს და ცოტახანი პარკში გაისეირნეს.
- ამდენი წლის შემდეგ, რატომ არ გათხოვდი? - გააჩერა და კუშტად ჩააშტერდა თვალებში, თითქოს იქ ცდილობდა პასუხის ამოკითხვას.
- არ მსურდა და იმიტომ. - ლოყები აუღაჟღაჟდა წითლად.
- იმიტომ ხომ არა, რომ ძლიერ გიყვარდი და ჩემს გარდა სხვა მამაკაცის გვერდით ყოფნა არ გსურდა? - გამომცდელად შეხედა.
- შენგან განსხვავებით კი, შენ არ გყვარებივარ ისე ძლიერ, როგორც მეფიცებოდი! - მაინც ამოსთქვა, გულის სათქმელი.
- მე შენთვის არსდროს მიღალატია! შენ მიმატოვე, მე კიდევ დარდის გასაქარვებად სასმელს ვეტანებოდი! ერთხელ კლუბში ვიყავი, ბევრი დავლიე, სახლში წავედი, არ მახსოვს, როგორ მოვიდა ნანა ჩემთან. გამოღვიძებისას გვერდით დამხვდა, იმ ღამის არაფერი მახსოვს საერთოდ. ცოლად მოვიყვანე, არაკაცურად ვერ მოვიქცეოდი, რადგან ორსულობის შესახებ მითხრა. ძალიან მიყვარს სალომე, მას კი მალე გავცილდი, რადგან არანაირი გრძნობა არ მქონდა მის მიმართ! - უსმენდა და გული სიხარულისგან უფართხალებდა.
- ანუ რა გამოდის, რომ ჩემი საკუთრება ხარ, ირაკლი სამხარაზევ! - თვალებში ჭიკნკები აუთამაშდა.
- დიახ, როგორც შენ ანასტასია დანელიავ! - თვალი ჩაუკრა, ახლოს მიიზიდა და ჩაიხუტა მთელი ძალით.
მალე დაბრუნდნენ სასტუმროში, ლიპტში იყვნენ.
- ერთ ოთახში მოგვიწევს დაძინება, იმედია პრობლემა არ არის. - ტუჩის კუთხე ჩატეხა.
- არა! - რომ წარმოიდგინა ერთ ოთახში დაიძინებდნენ შერცხვა.
ოთახში შელასლასდა, ცხელოდა იწვოდა შიგნიდან, რომ წარმოიდგენდა ღამე უნდა გაეტარებინა მის გვერდით, ბუსუსები აყრიდა მთელ ტანზე. თან ოთახში მხოლოდ ერთი ორ საწოლიანი ლოგინი იდგა, ზედ კი წითელი ვარდები ეყარა. სააბაზანოში შევიდა, ცივი წყალი მოუშვა და სახეზე შეისხა, ამან არ უშველა. ნიჟარას დაეყრდნო და მზერა ანარეკლს გაუსწორა.
- უნდა გაუძლო ტასო! - ბავშურ საქციელზე გაეცინა.
ბოლოს დუშის ქვეშ დადგა, ცივი წყალი მოუშვა, სხეულში მოძიგძიგე ცეცხლის ჩასაქრობად, მაგრამ არც ამან უშველა. ხალათი მოიცვა, თმებზე პირსახოცი შემოიხვია და ოთახში დაბრუნდა. ირაკლი აივანზე იდგა და ხედს უყურებდა.
ლოგინთან მივიდა, ვარდის ფურცლები მიმოფანტა და შიგნით შეწვა.
მალე გაიღო აივნის, შუშის კარი და შემოვიდა. მაისური გადაიძრო, მართალია ზურგით იდგა, მაგრამ მის მხარ-ბეჭს უყურებდა და ნერწყვებს ყლაპავდა, მგონი ხმა მასაც ესმოდა. ცეცხლი ეკიდა, მისკენ შეტრიალდა და თვალებში ჩააცქერდა.
აღარ შეეძლო, მთელი გულით და გონებით მასთან უნდოდოდა. ფეხზე წამოდგა და ახლოს მივიდა. სუნთქვა ეკვრის, მამაკაცის გახშირებულ სუნთქვას გრძნობს სახეზე. ხელი ქალის ხალათისკენ მიაქვს და ნელი მოძრაობით ანთავისუფლებს მისგან.
ცხელი ჰაერი, მის გახსნილ ბაგეებს უახლოვდება და შიგნეულობა ეწვის, გულისცემა უჩქარდება, როცა მის შიშველ სხეულს ეხება ტანით. ტუჩები ერთდება, სანუკვარი ოცნება ფრთებს ისხავს, დუნდება და თითოეულ შეხებას იმახსოვრებს. თხელ სიფრიფანა ხელებს დაატარებს, ირაკლის ზურგზე. პირველი შეხებისას იგრძნო, როგორ დაიჭიმა წელზე შემოხვეული ხელი და კოცნა ნაზი აღარ იყო, აზარტში შევიდნენ, უფრო მომთხოვნი ხდებოდა. ტუჩებს, კბილები ენაცვლებოდა, კბილებს კი ენა. საწოლზე დაეცა ნახევრად შიშველი, მამაკაცის ბაგეებს უკვე მთელი სხეული ჰქოდათ შესწავლილი. მკერდზე, რომ იგრძნო ბაგეების შეხება, კიდევ ერთხელ აღმოხდა კვნესა და თითები თმიდან მხარზე ჩააცოცა, წინ გადაინაცვლა და მის პრეს დაუყვა. შარვალზე მორგებული ქამარი, ხელის მარტივი მოძრაობით გახსნა და ფეხებზე იგრძნო თითების შეხება, ძლიერ უჭერდა, ქალი კი კვნესის ამოძახილებს ვერ იკავებდა. კვლავ შეერთდა ორი მოკავშირე სხეული, ეს არ იყო მარტო ვნება, ან მარტო სიყვარული, ყველაფერი იყო გაერთიანებული. სიამოვნება იყო ულევი, მოელვარი თვალები, კვნესა, ოხვრა, დანამული სხეულები..
რა დროს ჩაეძინათ არ ახსოვს, სასიამოვნო და საყვარელი სურნელი უღიტინებდა ცხვირში. ყელში კოცნამ და ტუჩების შეხებამ გამოაღვიძა.
- უზომოდ მენატრებოდი და უკიდეგანოდ მიყვარხარ! მხოლოდ ჩემი ქალი ხარ და იქნები სიცოცხლის დარჩენილ წუთამდე! იმ გამოსირებულს კიდევ ერთხელ შეხვდები და დავამტვრევ ძვლებში! - თვალები უელავდა.
- მეც მიყვარხარ და მუდამ მეყვარები! - დაეწაფა მის ტუჩებს.
- მინდა დავქოწრინდეთ და ერთად ვიცხოვროთ სამივემ. - ცხირზე უკბინა.
- ველურო! მეც მინდა, დროა წავიდეთ ელიზაბეტმა არ იცის, რომ აქ წამოვედით.
- კარგი. - მოწყვეტით აკოცა და აბაზანაში გაუჩინარდა. მალე მოწესრიგდნენ და თბილისის გზას დაადგნენ.

***
სავადყოფოში იმყოფებოდა როდესაც ტყუპები დაადგნენ თავზე, მასთან ერთად სალომეც იმყოფებოდა.
- როგორ ხარ ქალბატონო ექიმო? - ვაჟიკო გაეკრიჭა.
- კარგად , თქვენ როგორ ხართ? - გაეცინა მასაც.
- ჩვენც კარგად, ხოდა რატო გესტუმრეთ, დღეს რვა საათზე იქნები რესტორანში. შენს მეგობრებსაც უთხარი, ვისაც გინდა. მისამართს მობილურზე მოგწერ. - ჩამოარიკრიკა ლაზარემ. ამ ბიჭს თვალები სულ უცინის.
- არის სერ! - შუბლთან მიიტანა ხელი და გაეცინა.
- ჩვენს მეგობრებსაც გაგაცნობთ.
- კარგი ვაჟიკო, სალ შენ რას შვები?
- ეხლა მოვრჩი სასწავლებელს, სახლში წასვლა არ მაცადეს, ძალიან დაღლილი ვარ.
- სახლში შენი სატანა დედიკოს ყურებას, კი სჯობს ჩვენთან ყოფნა. - დასცინა ლაზარემ.
- არ გაგიგოს თორე ცოცხლად გაგატყავებს - მხარი გაკრა ძმას.
- ასე რატომ მიმართავთ?! - გაიკვირვა ლიზამ.
- რთული ხასიათები აქვს დედას და იმიტომ. - გაეცინა გოგონას, მის სახეზე. - კაი, ჩვენ დაგტოვებთ, აღარ მოგაცდენთ. - ნომერი ჩაიწერა. - მისამართს მოგწერ.
- კაი, დროებით - ტყუპები მივიდნენ და ლოყები ჩაუკოცნეს.
პაციენტები მიიღო, საღამოც მალე მოვიდა. ნინიც და ლევანიც დაპატიჟა, გვრიტებსაც შეატყობინა, დაუბარათ ანდრიას და თაკოს უთხარითო. სახლში წავიდა, დედა არ დაუხვდა, იფიქრა სამსახურში იქნებაო.
სააბაზანოში შევიდა, დუშის ქვეშ ცოტახანი დაჰყო, დაღლა მოუხსნა წყლის წვეთებმა. წითელი მუხლსმდე კაბა აარჩია, წელზე ამოღებული, წინ კი დახურული. ფეხზე შავი მაღლები შეუხამა. თმები დაიხვია, მკვეთრი მაკიაჟი გაიკეთა. სარკეში შეათვალიერა თავი, კმაყოფილმა გაიღიმა. ჩანთა აიღო, ტაქსი გამოიძახა და მისაღებში გავიდა. მანქანამ მალე მოაკითხა, მისამართი უკარნახა. რესტორანთან მალე მივიდნენ, თანხა გადაუხადა და გადმოვიდა. მეგობრები ეზოში შეხვდნენ, თაკო ისეთი ლამაზი იყო, ანდრია გაბრწყინებული თვალებით უყურებდა. აი, ნინი კი ბრილიანტივით ბრწყინავდა ლევანს თვალებს სჭრიდა, მაგრამ ბიჭი ირონიულად უმზერდა.
ყველანი ერთად შევიდნენ, სამხარაძეებს რესტორანი დაეხურათ, მარტო თვითონ იყვნენ. შუაგულისკენ წავიდნენ. ყველას გააცნეს ლიზა, მალე გამონახეს საერთო ენა. გოგონა გამჭოლ მზერას გრძნობდა, მაგრამ ადრესატს ვერ ხედავდა.
- აი, ისინიც მოვიდნენ. - ხელი დაუქნია ლაზარემ, ბიჭებიც მათკენ წამოვიდნენ.
- გაიცანით ესენი ჩვენი მეგობრები, თორნიკე და ბართლომე არიან. ეს კი ჩემი ახლად აღმოჩენილი - ისე უბრწყინავდა თვალები ლაზარეს დაიძაბა თორნიკე. - ბიძაშვილი, ელიზაბეტ სამხარაძე!
- სასიამოვნოა - ბართლომემ ხელი გაუწოდა, მანაც შეაგება.
- მაქვს პატივი ვიცნობდე - ირონიულად ჩაიქირქილა და ტუჩის კუთხე ჩატეხა.
- ყველა აქ ვართ დროა დავსხდეთ. - ყველა მაგიდისკენ წავიდა, რომელიც გრძლად იყო გაშლილი.
კარგი გარემო იყო, მოეწონა ბიძაშვილების მეგობრები. გულის სიღრმეში გაუხარდა თორნიკეს იქ ყოფნა, მაგრამ ვერ ხვდებოდა რატომ ესაუბრებოდა ასე ირონიულად. აივანზე გავიდა ცოტახანი, მუსიკამ თავი აატკივა. გარეთ გრილი სიო უბერავდა, თმებს უწეწავდა. იგრძნო უკან ვიღაც დაუდგა, ცხვირში უკვე ნაცნობი სურნელი ეცა, არ მიტრიალდა. მისგან წამოსული თბილი სუნთქვა ყელზე ელამუნებოდა და ტაოს აყრიდა.
ბიჭმა გველივით ააცურა ხელი მის ზურგზე, ბუსუსებიც არ აყოვნებდნენ.
- ექიმო, ხედავ როგორ ვმოქმედებ შენზე? - ყურთან ახლოს უჩურჩულა, თმაში ჩარგო ცხვირი და სურნელი ღრმად შეისუნთქა. აღარ შეეძლო მის გვერდზე გაჩერება, წასასვლელად შეტრიალდა, მაგრამ მისი სახე ისე ახლოს აღმოჩდა, ოდნავი მოძრაობა და მათი ბაგეები შეერთდებიან. გოგონამ მის ტუჩებს უყურებდა და ნერწყვი ძლივს გადააგორა.
ამ დროს არ უყურებდა, ბიჭის სახეს თორემ კარგად დაინახავდა მის ირონიულად მომზიმარ სახეს, თვალებში კი ჭინკები ცეკვავდნენ ხორუმს.
- გამატარე თუ შეიძლება. - ცხელი ჰაერი სახეზე ეფრქვეოდა, გული აუჩქარდა, პირი ოდნავ გახსნა და ღრმად სუნთქავდა.
- რატომ? ვერ უძლებ ჩემს სიახლოვეს? - ცხვირი ლოყაზე გაუხახუნა, ხელთან გადაინაცვლა არ კოცნიდა, აწამებდა.
- იოცნებეე.. - სცადა მკაცრად ეთქვა, მაგრამ რამდენად გამოუვიდა არ იცის.
- არ ვოცნებობ მე, რაც მინდა იმას პირდაპირ ვასრულებ! მაგალითად ეს.. - თმებში ხელები შეუცურა, ახლოს მიიტანა მისი სახე და დაეწაფა ტუჩებზე. თავიდან ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ არაფერი, რომ არ გამოუვოდა, ტუჩზე კბილები ჩაასო, სისხლის მლაშე გემო სანამ არ იგრძნო არ მოეშვა.
- ყინული დაიდე თოკუნია არ დაგისივდეს. - ყურთან უჩურჩულა და დარბაზში შევიდა.
აი, იქ კი ვნებების ქარცეცხლში ჩაკარგული წყვილი დახვდა, ვინ თუ არა ლევანი და ნინი.
გოგონას სხეულზე დაატარებდა თითებს რიტმულად, ამ ცეკვაში ყველაფერს გადმოცემდნენ ვნებას, სიყვარულს, გაბრაზებას.. ბიჭმა უეცრად ხელზე გადაიწვინა, იმდენად ახლოს მივიდა გოგონას ეგონა კოცნას აპირებდა და თვალები მილულა, მაგრამ უეცრად ტანზე აიკრა გახელებული გოგო.
- ვიცი, რომ გიჟდები ისე გინდა გაკოცოო.. - ყურთან ახლოს უჩურჩულა და ყელში კოცნის კვალი დაუტოვა.
- ესეიგი მარტო მე მინდა?! - ცხვირი გაუხახუნა მის ცხვირს, კოცნის იმიტაცია გაათამაშა, ბიჭს ეგონა აკოცებდა, წელზე ხელები დაეჭიმა, მაგრამ ტუჩის კუთხესთან დაუტოვა კოცნის კვალი. მის სახეზე კი ირონიულად ჩაიცინა.
- მასე ხო ცუღლუტო ქალბატონო. - გაეცინა ლევანს, მუსიკაც დასრულდა, ადგილებს დაუბრუნდნენ. გვიანობამდე იყვნენ, ლიზა დაიღალა და წასვლა ამჯობინა.
- მე უნდა წავიდე ხვალ ადრე ვარ ასადგომი, ტაქს გამოვიძახებ და წავალ.
- შენ გგონია ტაქსით გაგიშვებთ ამ შუაღამისას?! - წარბი აზიდა ვაჟამ.
- თორნიკეს წაგიყვანს არ დაულევია. - ლაზარემ ხელი დაუქნია და ანიშნა მისულიყო. - წასვლა უნდა და გაიყვანე ძმურად, მე დავლიე. - გაწითლდა ლიზა, საკუთარ თავს მადლობა გადაუხადა ტონალური, რომ წაისვა.
- რას მიხსნი რა პრობლემაა, წავიდეთ?! - მის სახეზე, გაეღიმა.
- კი. - ყველას დაემშვიდობა და გასასვლელისკენ წავიდნენ.
მანქანის კარები გამოხსნა, შიგნით მოთავსდა და თვითონვე დახურა, შენდეგ რულს მიუჯდა. გზაში არც ერთს ხმა არ ამოუღიათ, სახლთან მიიყვანა. გაუკვირდა საიდან იცოდა მისამართი, მაგრამ არ ჰკითხა. მადლობა გადაუხადა, კარები გააღო და გადავიდა, უკან არც მიუხედია. თოკაც გადაჰყვა და სწრაფი მოძრაობით ზედ აიკრა.
- რაღაც დაგავიწყდა.
- რაა? - გაუკვირდა.
- აი ეს.. ! - მომთხოვნად უკოცნიდა ბაგეებს, მაგრამ ლიზა არ აჰყვა. ბიჭს ამაზე ჩაეცინა.
- ძილი ნებისა, ქალბატონო ექიმო. - თვალი ჩაუკრა, მანქანაში ჩაჯდა და ადგილს მოსწყდა.
ბრაზობდა მასზე, ვერაფერს იგებდა. ჯერ აიგნორებდა მერე კიდე კოცნიდა. სახლში შევიდა დედა კვლავ არ დახვდა, თაკოს არ დაელოდა ძალიან ეძინებოდა.
სააბაზანოში შევიდა, წყალი გადაივლო, ლოსიონი წაისვა და მაიკის ამარა შეწვა ლოგინში.
მოდით ანდრიას და თაკოს მივაკითხოთ.
ბიჭმა ითავა მისი წაყვანა, რულთან ვერ დაჯდა ნასვამი იყო, ამიტომ ტაქსით წავიდნენ. იმდენად ახლოს იჯდა გოგონასთან, აბნევდა და სუნთქვა უჭირდა, ამით კი ხალისობდა.
ლიზასთან ცხოვროვდა უკვე, ამიტომ მასთან მიიყვანა. ტაქს დაცდა სთხოვა და გადაჰყვა.
- მადლობა, რომ მომაცილე. - მორიდებულად უთხრა.
- მადლობის მოხდის უკეთესი მეთოდი ვიცი. - ახლოს მიიზიდა, ცალი ხელი წელზე შეუცურა, ცალი კი თმებში და მის ბაგეებს შეეხო. ნაზად უკოცნიდა ხან ზედას ხან ქვედას, მონაცვლეოვით. თაკომ რა იგრძნო?! - თითქოს მუცელში პეპლებმა დაუწყეს ნავარდი, გულმა გამალებით დაუწყო ძგერა. ანდრია წიკლაურმა, მისი პირველი კოცნა მიისაკუთრა .
- ეს ტუჩები.. - თითები გადაატარა. - მხოლოდ ჩემი საკუთრებაა დღეიდან. - გულში ჩაიკრა აღელვებული გოგონა, რომელმაც პირველი დღიდან მოხიბლა ბაბნიკი ბიჭი, მის გარდა ვერავის ამჩნევდა. იმიტომ მიდიოდა ხშირად ანაბელათან წინააღმდეგობის მიუხედავად, უნდოდა ხშირად ენახა. ძალიან გაუხარდა, როცა გაიგო ლიზას შეთავაზების შესახებ, მისი ხშირად ნახვის შანსიც გაუჩნდა.
აი, გიჟ და უფრო გიჟ, ლევანის და ნინის საქმე რთულადაა. უკვე რამდენიმე წელია რაც ბიჭი შეუყვარდა, მაგრამ მისგან ირონიის გარდა ვერაფერს იღებდა. ეს კი ძალიან სტკენდა გულს, მაგრამ არ იმჩნევდა. აი ეხლაც სახლამდე მიიყვანა მანქანით, ძალით არ დალია, რომ ხელში ჩაეგდო არაბულების ქალიშვილი.
- მადლობა. - ზედაც არ შეუხედია ისე გადავიდა, ვაჟბატონს ეს არ ესიამოვნა და გადაჰყვა. კედელს ააკრო და ხელებს შორის მოიქცია.
გოგონას აბნევდა მისი სიახლოვე, მისი საყვარელი სურნელის შეგრძნება კი თიშავდა.
- რას აკეთებ? - ამოიკნავლა.
- მიაუუ, მიაუუ, კნუტივით საყვარელი ხარ, მისი გამოხედვა გაქვს ახლა. - სახე ახლოს მიუტანა და ისე ელაპარაკებოდა.
- იდიოტი ხარ! - შეუბღვირა.
- აფუ, აფუ.. ეხლა კი ლეკვივით საყვარელი ხარ. - გავლა სცადა, მაგრამ მისი ძლიერი ხელები ადგილიდან ვერ დაძრა, ან რისი ძალა ჰქონდა სიფრიფანა გოგოს.
- არ გამიშვებ ?! - მობეზრებულად აატრიალა თვალები.
- კი, ოღონდ შენს დაწყებულს დავასრულებ. - დააცრხრა ტუჩებზე, ვნებით და უხეშად ლაშქრავდა მის ბაგეებს, კოცნას კბენით ანაცვლებდა, სულ დაუწითლა. მისთვის პირველი მამაკაცი იყო, პირველი კოცნა სხვანაირი წარმოედგინა, მართალია საყვარელ მამაკაცს კოცნიდა, მაგრამ მას ხომ არ უყვარდა. ეს ხო მხოლოდ მას ეგონა, არადა რა იცოდა ბიჭის გული, პირველივე ნახვიდან დაისაკუთრა. ცრემლებს ძლივს იკავებდა. ბოლოს შეუშვა ბიჭმა, სწრაფად შეიკეტა სახლში, არ უნდოდა მის წინაშე ატირებულიყო.


იმედია მოგეწონებათ და ისიამოვნებთ



№1  offline მოდერი Maiaabuladze

ალილუია თორნიკე რახან ვუხილე აწი რაღა მომკლავს ❤ კარგი იყო ყოველთავს შორის იმხელა ზრდა გაქვს ვერც კი წარმოიდგენ ❤ ტკბილი თავი იყო და სამაოდ დიდც უნდა აღვნიშნო... ხო განოჩნდა თორნიკე მაგრამ ჩემი გონება მაინც ირაკლის და შავგრემან ტყუპისცალს დასტრიალებს ❤

 


№2  offline წევრი მეამბოხე ^^

Maiaabuladze
ალილუია თორნიკე რახან ვუხილე აწი რაღა მომკლავს ❤ კარგი იყო ყოველთავს შორის იმხელა ზრდა გაქვს ვერც კი წარმოიდგენ ❤ ტკბილი თავი იყო და სამაოდ დიდც უნდა აღვნიშნო... ხო განოჩნდა თორნიკე მაგრამ ჩემი გონება მაინც ირაკლის და შავგრემან ტყუპისცალს დასტრიალებს ❤

მეც მიყვარან ორივეე ;დ heart_eyes მადლობა heart_eyes

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვაი გული.ამდენი მოსიყვარულე და მოფარფატე გული შეიძლება.მომეწონა ძალიან.განსაკუთრებით ირაკლის და ანასტასიას შერიგება,ამის მერე უფრო ახალგაზრდებზე გააკეთე რა აქცენტი ხო?თორნიკეც გააქტიურდა ვითომ?
--------------------
ლანა

 


№4 სტუმარი Guest Trocodeo

ძალიან კარგია,არაჩვეულებრივად წერ ,რული შეცვალე საჭე ჯობია და ცოტა დაუჯერებლად ჟგერს ანასტასიას დაძინება იმ მღელვარების ფონზე.

 


№5  offline წევრი მეამბოხე ^^

La-Na
ვაი გული.ამდენი მოსიყვარულე და მოფარფატე გული შეიძლება.მომეწონა ძალიან.განსაკუთრებით ირაკლის და ანასტასიას შერიგება,ამის მერე უფრო ახალგაზრდებზე გააკეთე რა აქცენტი ხო?თორნიკეც გააქტიურდა ვითომ?

ამ თავში იმიტომ მოვათავე მათი შერიგება:დ თორნიკე კი გააქტიურდება heart_eyes kissing_heart

Guest Trocodeo
ძალიან კარგია,არაჩვეულებრივად წერ ,რული შეცვალე საჭე ჯობია და ცოტა დაუჯერებლად ჟგერს ანასტასიას დაძინება იმ მღელვარების ფონზე.

გამეპარა ალბათ..
დაქანცულს ჩაეძინა smile

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent