შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამოუცნობი ზარი (4)


29-04-2017, 19:04
ავტორი jina
ნანახია 2 336

მდივანზე მოსრილილი მობილურიდან ყრუდ ისმოდა ექიმის ნათქვამი სიტყვები, რომელებსაც ნიტასთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა და არც აინტერესებდა...
ვერ ვიტყვი რომ სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, ეს მისი სტილი არ იყო, უბრალოდ ვერ იჯერებდა, მიუხედავად იმისა რომ გრეგორთან თავი დაიცვა მაინც ორსულად დარჩა, პირველად ამდენი ხნის განმავლობაში არ იცოდა როგორ მოქცეულიყო, არა! იცოდა როგორარა! ბავშვს არ გააჩენდა! მისი კარიერისთვის ეს დამღუპველი იქნებოდა, სულაც არ სურდა ასე ნაადრევად გამხდარიყო დედა, ყველაფერს თავისი დრო აქვს.. თუმცა მასში მაინც იყო ნაწილი, რომელსაც ეს ბავშვი მთელი არსებით სურდა და უნდოდა, მაგრამ ამ ფიქრებს საშუალება არ მისცა მასზე ემოქმედათ, ამიტომ სწრაფადვე უმარტივესი გადაწყვეტილება მიიიღო, ფიქრებიდან გამოერკვა, ოთახს თვალი მოავლო, ღრმად ამოისუნთქა
–ნიტა შეიძლება შემოვიდე? კარს უკან დედამისის წკრიალა ხმა მოესმა. ოდნავ დაიძაბა გოგონა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია გარეგნულად
–შემო დეე... თბილად მიმართა ქალს
–ანალიზებზე ხომ არ დაგირეკეს?
–ააამ.. ისაა.. კიი.. დარეკეს და არაფერი მჭირს დაიკიდეო... მაქსიმალურად მშვიდად უპასუხა მაგრამ კი შეატყო დედამ დაბნევა, მისი საქციელი ეუცნაურა და კიდევ აპირებდა რაღაცის კითხვას როცა ნიტა თავქუდმოგლეჯილი აბაზანაში შევარდა და უნიტაზზე დაემხო, კარის ჩაკეტვა ან მოხურვაც კი ვერ მოასწრო
–ესაა არაფერი მჭირსო? შიშნარევი ხმით და ამავე დროს აღშფოთებით მივარდა შვილს და თმა გადაუწია უკან
–კარგად.. ვარ.. ნაწყვეტ–ნაწყვეტ ეუბნებოდა
რამდენიმე წამის ამ მდგომარეობაში იყო, შემდეგ ნელა წამოდგა, ოდნავ თავბრუ ესხმოდა და კედელს მიეყრდნო, თვალები უჭრიალებდა, ეხუჭებოდა...
–ესაა კარგდ ვარო?! ეხლავე ერეკლეს ვეტყვი და საავადმყოფოში წაგიყვანთ... არც უნდა წამოსულიყავი სახლში, ისევ სუსტად ხარ. შენი სიჯიუტის ბრალია ყველაფერი... ქოთქოთებდა ეკატერინე თან ნიტას ოთახში გასვლაში ეხმარებოდა
–ნუ აზვიადებ კატო რაა.. მობეზრებულად უპასუხა დედას.. ნამდვილად არ იყო ახლა არც კამათის და არც დარიგებების ხასიათზე, მაგრამ ვერც იმას დაუშვებდა ვინმეს სიმართლე გაეგო, მშობლები ბავშვის გაჩენას დააძალებდნენ და ეს არ აწყობდა...
–ახლავე მივდივართმეთქი და შენი ხმა არ გავიგო! ასეთი მკაცრი დედამისი ბოლოს როდის ნახა არც ახსოვს, გამოჩნდა ეკატერრინეს მკაცრი და შეუვალი პიროვნება, ეს კი ნიტასთვის უშანსობას მოასწავებდა
–დედა... კიდევ ერთხელ სცადა და მუდარის თვალებით შეხედა ქალს
–ხმა! ისევ მკაცრად წარმოსთქვა და ამჯერად საჩვენებელი თითიც უჩვენა მეტი ეფექტისთვის... სხვა გზა აღარ ჰქონდა ნიტას ამიტომ სიმართლის თქმა გადაწყვიტა
–ვიცი რაც მჭირს.. არ არის საჭირო ექიმთან წასვლა... უკმაყოფილო ტონით დაიწყო საუბარი, დედამ მომლოდინე თვალებით შეხედა და დაელოდა როდის დაასრულებდა ქალიშვილი ლაპარაკს–ორსულად ვარ... ღრმად ამოიხვნეშა და ამ ჰაერს გამოატანა სათქმელი.
ოთახში სიჩუმე გამეფდა... მხოლოდ დედის სწრაფი და ძლიერი გულისცემა ისმოდა, ქალი დაბნეული და შოკირებული იდგა, ვერასდროს წარმოიდგენდა ქალიშვილს უკანონო შვილი თუ ეყოლებოდა როდისმე (დაუბადებელია მაგრამ მაინც უკანონოდ ითვლება), განცვიფრებული ნიტას უემოციო სახეს შეჰყურებდა და ვერ ფიქრობდა რა ეთქვა...
–მოკლედ აბორტი უნდა გავიკეთო, არავისთვისაა ეს ბავშვი სასურველი, ხვალვე წავალ და მოვაგვარებ! ქალიშვილის ლაპარაკი ისე ჩაესმოდა თითქოს რაიმე უბრალო მოხსენებას ისმენდა
–რაა...როგორ.. ვისთან.. კი მაგრამ... ქალი ენას ვერ იბრუნდებდა პირში და გაურკვევლად ლუღლუღებდა
–ეხლა ის თუ გაინტერესებს ქალიშვილობა სად და როგორ დავკარგე არ ვაპირებ მოყოლას... ამერიკაში გაზრდილი 22 წლის გოგო ქალიშვილი რომ არ ვიქნებოდი არ იცი? (ბარემ უნდოდა ასე ყოფილიყო მაგრამ...)
–ბავშვს არ მოიშორებ! სერიოზულად წარმოტქვა კატომ და ოთახიდან გავიდა
–ჯანდაბა! ამოიხრა ნიტამ, ბალიში სახეზე დაიფარა და საწოლზე გადაწვა...
...........
–ბავშვის მამა ვინ არის! კაბინეტში გაისმა ერეკლეს ბოხი ბარიტონი
–არ ვიცი...
–რას ქვია არ იცი! მაგოდაზე ხელი დააბრახუნა კაცმა და ფეხზე წამოიჭრა
–ერეკლე დაწყნარდი! საკმაოდ მკაცრი იყო გოგონაც და თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა
–ნიტა მდგომარეობიდან არ გამომიყვანო!
–აბორტს გავიკეთებ და ყველაფერი დალაგდება! ჩემ საქმეში არ ჩაერიოთ! მკაცრად ამოთქვა ბოლო სიტყვები და მამას ჯიქურ მიაშტერდა თვალებში
–გრცხვენოდეს! გრცხვენოდეს ნიტა! სინანულით ჩაილაპარაკა ერეკლემ და ნიტას რამის გული გაუსკდა ამ სიტყვების გაგებისას, ყელში მჟავე სითხე მოაწვა, თვალები აემღვრა, მამისგან არასდდროს მოელოდა ამგვარ სიტყვებს, ვერ მიიღო მისგან ამგვარი მოპყროდა და დამოკიდებულება
–სასრიცხვილო არაფერი გამიკეთებია! დაიღრიალა და გარეთ ელვის სისწრაფით გავარდა
–ნიტა. ნიტა... ნიტაა...
ზუსრგსუკან ხან შეშინებული დედის და ხანაც მამამისის ხმა ესმოდა მაგრამ იმდენად იყო განადგურებული რომ არ მიბრუნებულა... მანქანაში ჩაჯდა და ერთ–ერთი ბარისკენ წავიდა...
შენობაში შესულს ათასი სუნამოს სუნი ეცა ცხვირში, ყველა თავის პონტში ერთობოდა, ხმამაღალი მუსიკა ამჯერადაც სასიამოვნოდ ელამუნებოდა ყურის ნიჟარებს.. პირდაპირ ბარისკენ წავიდა, ბარმენს რომ შეხედა მიხვდა რომ იგივე ბარში იყო რომელშიც იმ საბედისწერო ღამეს, ამის გახსენებაზე სიამოვნებისგან შეაჟრჟოლა და ოდნავ გაეღიმა თავისთვის...
–რას მიირთმევთ?
–მარტინი...უპასუხა ბარმენს და გარემო მოათვალიერა, რამდენიმე წუთი თავს უფლება მისცა ყოფილიყო იმ ფიქრებით შეპყრობილი რაც ასე ძალიან სურდა.. წარმოიდგინა საკუთარი თავი პატარა ლამაზ ბაღში, გარშემო ვარდებითა და ათასნაირი სხვა ყვავილით და მცენარეთი მორთული, გვერდით სათამაშოებით თამაშში გართული ყავისფერკულულებიანი ბიჭუნა რომელიც საყვარლად ეტიტინებოდა, მის უკან ხელების შემოხვევა და საყვარელი მამაკაცის სუნამოს სუნი, ბავშვის მომღიმარი სახე მშობლების დსანახვისას.... ამ ყველაფრის წარმოდგენაზე თალდახუჭული იღიმოდა, იცოდა ეს ყველაფერი მხოლოდ ოცნება იყო.. იმდენ ადამიანში ჰქონდა ხელები გასვრილი რომ არ ჰქონდა ბედნიერების უფლება, სინდისის გამო არ უნდა ეცხოვრა ლაღად.. ყველაფერი ირეალური იყო შემოხვეული ხელებისა და სუნამოს სუნის გარდა, ჯიუტად არ ახელდა თვალებს.. უნდოდა ეს ზმანება დიდხანს გაგრძელებულიყო
–უგემრიელესი მარტინი უმშვენიერეს ქალბატონს!
ფიქრებიდან ბარმენის ხმამ გამოიყვანა. თვალები გაახილა და მარტინის ჭიქას ხელი მოავლო როცა მუცელზე იგრძნო ვიღაცის დაძარღვული ხელი, მაშინვე სუნთქვა შეეკრა, მარტინი ტუჩებთან გაუშეშდა, გულის მუშაობა გაუასმაგდა, გრძნობდა ნელნელა როგორ ხურდებოდა სახეზე.. გულში ლოცულობდა რომ „ეს ის“ არ ყოფილიყო რადგან ცივილურ ქმედებებს ვერ მოიაზრებდა...
–რაღაც აფორიაქებული ჩანხარ! მისი ბოხი ხმა რომ გაიგო მლად დაკარგა აზროვნების უნარი, გამოსაფხიზლებლად სწრაფად დალია სასმელი და ჭიქა დადო... ახლა უკვე კისერთან გრძნობდა მამაკაცის სუნთქვას, მისი ცხელი ტუჩები ყურის ძირში შეეხო და კანმაც რეაგირება სწრაფად მოახდინა
–ხმას რატომ არ იღებ... ისევ ხავერდოვანი ცხმით ეჩურჩულებოდა ბიჭი..
ნიტამ მძიმედ გადააგორა ნერწყვი და გიჟივით წამოხტა სკამიდან..
სწრაფი ნაბიჯით შევიდა საპირფარეშოში.. სახეზე სიწითლე არ ეტყობოდა მაგრამ შიგნიდან იწვოდა, ცეცხლი ეკიდა ყურთან სადაც მისი ბაგებიი შეეხნენ, ონკანიდან ცივი წყალი მოუშვა და სახეზე შეისხა, ცივი წყლის წვეთები სასიამოვნოდ მოელამუნა სახეზე... რამდენიმე წამში უკვე დამშვიდებული გავიდა ოთახიდან და აშკარად ძველი ნიტა დაბრუნებულიყო..
–მიდი ვისკი დამისხი... თვალებციმციმა ბარმენს სასმელი შეუკვეთა, ჯიბიდან სიგარეტის ერთი ღერი ამოიღო და გაუკიდა.. .ღრმად ჩაუშვა ბოლი ფილტვებში და გაინაბა...
აშკარად იგრძნო გვერდით იგივე სუნამოს მატარებელი მამაკაცის დაჯდომა. მიხვდა ვინც იყო, შეკვეთილი ვისკი ნელა მოწრუპა და მწვავე სითხე ყელში გადაუშვა..
–როგორც ჩანს რაღაცეები კარგად ვერ გაგიგია... ირონიული ღიმილით შეხედა გრეგორს
–რასაც არ მინდა იმას არც გავიგებ.. პასუხად იგივე გამომეტყველება შეაგება ნიტას, ამ უკანასკნელმა კი თავი ღიმილით გადააქნია, მაგრამ ეს ის ღიმილი იყო „ვაი შე საცოდავო რა შარში ყოფ თავსო“
–ქართველები ზედმეტად თავდაჯერებულები ვართ.. მაგრამ რისი ტრა*იც არ გვაქ იმაზე თავს ნუ დავდებთ! თვალი ჩაუკრა და სკამიდან წამოდგა
–თვით ნიტა ამირეჯიბი მეუბნება ამას და გამირბის ხომ... ძალიან სარკასტული ტონით დააწია სიტყვები თითქმის კართან მისულ გოგონას
–გაქცევა არაა! უბრალოდ ვიცი რომ გამომეკიდები და უფრო შესაფერის გარემოში გადავდივარ....
ამის გაგება და ბიჭის ერთიანად ალეწვა ერთი იყო, ასე არავის კიარა საერთოდ არასდროს არავის დაუმცირებია... გამწარებული გავარდა კარში და ნიტას მანქანას მოჰკრა თვალი... გრეგორი თავის ავტომობილში ჩაჯდა და მოწყვეტით მოშორდა ადგილს... გამწარებული მისდევდა ნიტას, ისეთ მანევრებს აკეთებდა ორჯერ კინაღამ ავარია მოუვიდა, ისე რომ ეკითხათ რატომ მისდევო არც თვითონ იცოდა... უბრალიოდ უნდოდა მისი სხეული მთლიანად შთაენთქა, მისი მოკვლა და მოფერება უნდოდა ერთდროულად, იწვევდა ნიტა და ანკესზე ეგებოდა გრეგორიც...
ამასობაში ნიტა თავისი სახლის წინ გაჩერდა, არც უფიქრია აქამდე თუ გამოყვებოდა მამკაცი, ის იყო სახლოის კარი უნდა შეეღო როცა მნქანის მუხრუჭების ხმამაღალი ხმა გაიგო და ამ მიმართულებით მიიხედა, თვალები უაზროდ გადაატრიალა და ადგილზე დარჩა, დაელოდა მოვლენების განვითარებას..
მანქანიდან გაგიჟებული გრეგორი გადმოვიდა, სწრაფად მიუახლოვდა ნიტას და მაჯაში ხელი ცაავლო
–მაგ ენას ამოგაცლი! გაღიზიანებულად წარმოთქვა ბიჭმა და ნიტა თავის მანქანისკენ წაათრია
–ხელი გამიშვი თორემ...
–რა თორემ?! გამომწვევი თვალებით შეხედა გოგონას და მაჯაზე უფრო მეტად მოუჭირა ხელი.. გოგონამ არც აცია არც აცხელა და თავი ჩაარტყა თავში, შემდეგ კი თავისუფალი ხელით დაკავებული ხელი გააშვებინა... გაოგნებული ბიჭი იდგა და ვერაფერს კაეთებდა, როგორ უნდოდა ნიტას გაგლეჯვა მაგრამ ქალს ხელს არასდროს დააკარებდა, მითუმეტეს იმას რომელიც ასეთ ვნებას და ემოციებს იწვევდა მასში
–გამ,ოვ*ევდები ეხლა... სიმწრის სიცილით წარმოთქვა
–ჩემზე ინფორმაციის შეგროვებას გერჩივნა გაგეგო რა მოსდით მათ ვისაც ჩემი სიტყვა ჰკიდია! კბილებშრის გამოსცრა გოგონამ და სახლისკენ შებრუნდა, მაგრამ ემოციებისგან გადაღლილმა წონასწორობა ვეღარ შეინარჩუნა და მიწაზე მუხლებით დაეცა, გონება არ დაუკარგავს.. საშინელი გულისრევის შეგრძნება ჰქონდა, გარშემო ყველაფერი ტრიალებდა და ბუნდოვნად ჩესმოდა ნაცნობი ხმები, ვერ არჩევდა ვინ დასდგომოდ ათავს, თვალებს უაზროდ ატრიალებდა... მერე ვიღაცის თბილი მკლავები იგრძნო წელზე და მუხლებქვეშ...
გონს რომ მოვიდა თავის ოთახში იწვა, ამჯერად ყველა ემოიცა დალაგებული ჰქონდა, აღაც გულის რევას გრძნობდა, აღაც თავბრუსხვევას, ბოლო მოვლენების გახსენებისას ეგრევე წამოხტა საწოლიდან, სწრაფად ჩაირბინა პირველი სართული და მისაღებში შეკრებილ საზოგადოებას თვალი მოავლო
–რატო ადექი ნიტა... ეკატერინე გამოემართა ქალიშვილისკენ
–ამას აქ რაუნდა? მკაცრად იკითხა გოგონამ და გრეგორისკენ გადაიტანა მზერა რომელიც ეშმაკური ღიმილით შეჰყურებდა ხან მას და ხანაც ბატონ ერეკლეს...
–როგრო ხარ პატარა? ა,ჯერად გრეგორი გამოემართა მისკენ და განრისხებულ ნიტას თვალებს რომ წააწყდა უფრო მეტად ცატეხა ტუჩის კუთხე
–ნიტა რატომ დაგვიმალე გრეგორი არღვლიანი რომ იყო შენი შვილის მამა? ღიმილიანი სახით ჰკითხა ერეკლემ...
წამით ნიტამაც კი შეწყვიტა სუნთქვა, სიზმარი ეგონა ეს ყველაფერი, გაფაციცებული ხან კატოს შეხედავდა, ხან მომღიმარ მამამისს და ხანაც მზაკვრულ სახიან გრეგორს, პირი გააღო, ენა დაბმოდა, გამშრალ ყელში ჰაერი მძმედ გადასდიოდა
–ბავშვი მისი არ არის! ბოლოს რაც მოახრეხა თავის დასაძვრენად ის წარმოთქვა.
...
...
როგორღა მოგიბოდიშოთ არ ვიცი... მართლა ვერ ვახერხებ წერას თორემ აუცილებლად გაგახარებდით ხოლმე <3 დიდი მადლობა ვინც მელოდებით და ვინც კითხულობთ <3 მახარებთ ჩემო კარგებო <3 გუშინ ვაპირებდი დადებას მაგრამ ინტერნეტი გამეთიშა და დღეს ჩაირთო..
პ.ს. სურათზე ნიტაა



№1  offline წევრი nini sabauri

ძალიან მაგარი იყო, ერთი სული მაქვს ხოლმე როდის დაიდება ახალი თავები,მიყვარს უკვე ეს ისტორია და ნიტაც მასთან ერთად.<3 რაღაც საოცარი გოგოა...
ველოდები შემდეგს...<3

 


№2  offline წევრი jina

nini sabauri
ძალიან მაგარი იყო, ერთი სული მაქვს ხოლმე როდის დაიდება ახალი თავები,მიყვარს უკვე ეს ისტორია და ნიტაც მასთან ერთად.<3 რაღაც საოცარი გოგოა...
ველოდები შემდეგს...<3


ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულობ და მიფასებ <3 მიხარია ძალიან <3

 


№3 სტუმარი morningstar

მაგრია ძალიან შემდეგი მალე დადეთ რაა

 


№4  offline წევრი jina

morningstar
მაგრია ძალიან შემდეგი მალე დადეთ რაა

vecdebi dges davdo <3

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

სამაგიეროდ კარგი,არა ძალიან მაგარი თავით დაგვიბრუნდი.იმედია არ დაიჯერებს გრეგორი და ჩააჩუმებს
--------------------
ლანა

 


№6  offline წევრი jina

La-Na
სამაგიეროდ კარგი,არა ძალიან მაგარი თავით დაგვიბრუნდი.იმედია არ დაიჯერებს გრეგორი და ჩააჩუმებს

mixaria rom mogewona :* ma ras izams svania bolo bolo :D

 


№7 სტუმარი morningstar

iseti magaria yovel dge vamowmeb axali xo ar daidოტქო smiley

 


№8  offline წევრი jina

morningstar
iseti magaria yovel dge vamowmeb axali xo ar daidოტქო smiley

rogor vbednierdebi aseti komentarebit neta icode :* vwer axla da davdeb dges

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent