შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეორედ არ იბადებიან (თავი 4)


30-04-2017, 12:57
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 098

-რას შვრები, ან ?-დილა დავითის მონაწერით დაიწყო, გოგონას თავიდან შუბლი შეეკრა, მერე გაეღიმა, იქნებ სულ მცირეა საჭირო ბედნიერებისთვის და არა რაღაც მწვერვალებიო.. მალევე უპასუხა, შემდეგ წამოდგა, სახლი შეათვალიერა..როგორც ჩანდა, ისევ მარტო იყო, მის ოჯახის წევრებს არც არაფერი უთქვამთ, ისინი ხომ სულ ასე იქცეოდნენ, ყველაზე ნაკლებად ის აინტერესებდათ.... რას ვიზამთ, ყოველთვის ყველას არ ჰყავს მოსიყვარულე ოჯახიო, გაიფიქრა მწუხარედ და ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა...
იჯდა უყურებდა განათებულ გარემოს, ჩიტებს, რომლებიც მაღლა შლიდნენ ფრთებს და ალბათ არც არაფერი ესმოდათ რეალური ცხოვრების შესახებ, იმ ცხოვრების შესახებ, რომელიც ბრუნავს ადამიანების გარშემო...
ისევ მოწყენილობის შესახებ გაეფიქრა, რამე უნდა შეეცვალა და ზაფხული უაზრო ფიქრებში არ გაეტარებინა.. ამიტომ იმ საღამოსვე ჩაალაგა ბარგი და ლინასთან ერთად სურამის გზას დაადგა. მართალია, უყვარს მზე და ზღვა, თუმცა ჰამაკი, ბუხარი და გრილი ჰაერი ერჩივნა, თან სიმყუდროვე ყველაზე მეტად სჭირდებოდა..
აღარ უნდოდა გიორგიზე ეფიქრა ან მის ნესტანზე, აღარც დავითის ქცევების განსჯა-შეფასებას აპირებდა, უბრალოდ უნდოდა ყოფილიყო იმ სამყაროში, სადაც ნაკლები ვნებათა ღელვა და მეტი სიხარულია...
***
-კიდევ მოგწერა რაღაც..-ღიმილით უთხრა ლინამ გზაში.
-ვერ თამაშობ მანდ ?
-გოგო გწერს...
-რას, აბა ?
-მომენატრე, გთხოვთ, ჩემთან ერთად გაატარე ეს საღამოო.
-მისწერე, რომ თბილისში არ ვარ.
-როდის ჩამოხვალო, აინტერესებს.
-ორი კვირა ან მეტიო, უთხარი.
-ვერ გავძლებო.
-არაფერი არ მისწერო, გააგრძელე თამაში-უცნაურად ჩაფიქრდა და ფანჯრიდან გზას გახედა, ის ცხოვრებას აგონებდა, ცხოვრებას, რომელიც უკვალოდ არ შლის მოგონებებს, მომენტებს, ადამიანებს...
-გოგო, სურამს სურამი რატომ დაერქვა, იცი ?-სიჩუმე დაარღვია ლინამ.
-რატომ ?!
-სურამის წარმოშობაზე ხალხური თქმულებაც არსებობს: სურამში ცხოვრობდა ორი ახალგაზრდა, ქალ-ვაჟი, ქალს – სუ რქმევია, ვაჟს – რამი. მათ ერთმანეთი ძალიან ყვარებიათ, რადგან მშობლები ერთად ყოფნას უშლიდნენ, მაინც გადაწყვიტეს ჩუმად დაქორწინებულიყვნენ და იმ უბანს, სადაც ისინი დასახლებულან, მათი ერთობლივი სახელი – სურამი დარქმევია, ხოლო მოგვიანებით ამ სახელით მთელ დაბას მოიხსენიებდნენ.
-რარიგ განათლებული ხარ...
-გაჩე კიდე გწერენ...შენი წასვლა იყნოსეს, თუ რა ხდება ?
-რას მწერენ და ვინ ?
-ვიღაც გიორგი გული...
-აეეეე...ის ?-გაიკვირვა ანანომ.
-რას შვრები, არ დავლიოთ რამეო..
-მისწერე, რომ ვერა.
-რატომო..
-თბილისში არ ვაქრ და ზოგადად არ მცალია შენთვის, როცა მოგესურვება...
-კაი, დავაბოლოვებ...ბრაზილიურ სერიალში ვარ თუ ?
-კარგი რა, მიხედე შენს თამაშს.. მაგ დეგენერატს არ ესმის, რომ მასთან მეგობრობა არ შემიძლია, მე მეტი მინდოდა და რახან ეს შეუძლებელია, ყველაფერი დასრულდა...
-მან იცის რო ?
-არაფერი მისწერო, თავს არ დავიმცირემ მის წინაშე..
-ისე რა დააშავა, გულს ვერ უბრძანებო...
-მე რა დავაშავე ?-თავი ფანჯარად მიადო და თვალები დახუჭა, ნამდვილად აღარ სურდა გიორგის პიროვნების განხილვა..
***
-ნესტან, მომენატრე...-წელზე შემოხვია გოგონას ხელები და მთელი ძალით მიიზიდა, თუმცა მან სითბოთი არ უპასუხა, უკან დაიხია და ბიჭს ეჭვებით სავსე თვალებით შეხედა.
-რა მოხდა ?
-მინდა, სერიოზული სახე მივცეთ ჩვენს ურთიერთობას...
-აბა, რაა.
-მინდა, როო.. ჰო ხვდები ?
-ვერ ვხვდები-წამიერად შეცბა ბიჭი.
-მინდა, რომ...-ენა დაება ნესტანს..
-ნესტან, დაფრქვი..-თითქოს საფრთხე იგრძნოო, მზერა მაშინვე დაებურა..
-მინდა, რომ ოჯახი გვქონდეს-სახე გაუნათდა გოგონას.. გიორგის კი პირიქით, მისს სახეზე სრულიად საპირისპირო ფერები გამოისახა...
ანუ ცოლად მოყვანას სთხოვდა ? რა სისულელეა ! ის ხომ ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, ცხოვრებით ტკბებოდა, რა დროს ვალდებულებები და პასუხისმგებლობები იყო ! ან ეს გოგო ვინ იყო, ერთი ცინდალა არსება, რომლისთვისაც ყველაფერზე საინტერესო კინოს უკანა რიგში ჯდომა, ხვევნა-კოცნა და პოპკორნი იყო, გარეთ გამოსულზე კი ნაყინი და მისაყოლებლად შოკოლადი... რა სისულელე იყო ! ასეთ პატარა არსებას, რომელსაც საკუთარი ცხოვრებაში არაფერი ჰქონია, საკუთარი შრომით ნაშოვნი, რა ოჯახი აუტყდა ?
ალბათ მსგავს ფიქრებშ გაყინულიყო გიორგიც...
არა ! ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში ჯერ არასდროს ყოფილა ...
როგორც შეეძლო, აუხსნა ნესტანს ისაო, ესაო, თუმცა გოგონა მაინც თავის აზრზე იდგა, თუ არა და დაგშორდებიო, ბოლოს ესეც მოაყოლა.. ბიჭი კი უბრალოდ წავიდა, დამშორდი, მიდიო.. გააფთრებული იყო, ყველა და ყველაფერი ეზიზღებოდა იმ წამს , იმ წამს, როცა ანანოს მისწერა, ჰო არ დავლიოთო...
მერე უაზრიც კი მიიღო და მთლად გაუფუჭდა გუნება, ისღა დარჩენოდა ძმაკაცებისთვის დაერეკა, თუმცა ესეც არ უნდოდა, ნესტანზე საუბარს გაურბოდა, თან იმ წამებში არ უნდოდა, ასეთ მდგომარეობაში შეემჩნიათ...
ჰოდა, მარტო სვამდა ჭიქას ჭიქაზე... სვამდა ისე, რომ ერთი ნაცნობიც კი არ ჰყავდა გვერდით, სვამდა ისე, რომ ცხოვრებას ოდნავაც კი არ უყურებდა... მხოლოდ ერთი ფიქრი ჰქონდა და ისიც ზოგჯერ გაუელვებდა, შეიძლება ანანოსთვან რამე გამომსვლოდაო..“ იქნებ ასეც იყო, ანანო ხომ არ მიეკუთვნებოდა გათხოვებაზე „დახამებულ“ გოგონათა რიცხვს, თან ბევრი საერთო ინტერესი ჰქონდათ, პლუს ისიც დადებითად აისახებოდა, რომ გოგონას შეეძლო ძალით შეექმნა მისთვის უინტერესო რამეზე ცნობისმოყვარეობითი ფიქრები, მოსაუბრე ესიამოვნებინა...
თითქოს გონება სასმელმა ისე გაუნათა, როგორც არასდროს, თითქოს ყოველი წამი, რომელიც ანანოსთან გაეტარებინა თვალწინ დაუდგა, მაგრამ უკვე გვიანი იყო, ამას ხვდებოდა, გაშეშებული ნაკვთებით უყურებდა ტელეფონის ეკრანს, უკვე მეასედ მაინც კითხულობდა ანანოს მოწერილს და საკუთარ თავს ვერ პატიობა, რომ ნესტანში ეძებდა იმ იდეას, რომელიც მასზე ყურებამდე შეყვარებულ გოგოში ითებოდა ყოველ მომდევნო წამს...
***
ზაფხულის შემდეგ:
ანანოს ცხოვრება საკმაოდ შეიცვალა, შესაძლოა ითქვა, მთლიანაც კიდეც. უკვე აღარ ისმენდა ოჯახის უაზრო ფრაზებს, უკმაყოფილო დედიკოს სახეს აღარ აწყდებოდა..მართალია, მარტო ცხოვრობდა, თუმცა ნაკლებად გრძნობდა სიმარტოვეს. როგორც იქნა, მოსპო ილუზიით შეთითხნულ იდეათა შორის მიჩქმალურ რეალობაში ცხოვრება...
აღარც გიორგიზე ფიქრობდა, მეტად თავისუფალი და ნაკლებად მიმნდობი გახდა. დღის ნახევარს მეგობრის მამის კომპანიაში მუშაობდა, სადაც საკმაოდ კარგად უხდიდნენ, დილას კი სემინარებს ესწრებოდა, უკეთ სწავლობდა კიდეც, დროის ფასი ისწავლა, აღარ კარგავდა საათებზე უაზრო ლექტორების მოსმენაში, მუდამ ეჩქარებოდა, წამითაც არ ჩერდებოდა ზედმეტ ხანს სადმე, შესაბამისად, გიორგის მხოლოდ შორიდან თუ მოკრავდა ხოლმე, რაც არც კი აღელვებდა, ახლა სხვა მიზნები ჰქონდა, რომელთა შორის ბიჭების გულის დაპყრობა არ შედიოდა, დავითიც ჩამოეშორებინა ჰორიზონტიდან, თუ გინდა მეგობრები ან ნაცნობები ვიყოთო, იმასაც მობეზრებია და თავი დაუნებებია, ახლა სხვა გოგოს ხვდება ანანოზე მარტივსა და გამგებს, თავსაც უკეთ გრძნობს..
გიორგის რაც შეეხება, ისიც უბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას, მართალია, სწრაფად არა, მაგრამ უბრუნდება...მისთვის ხანგრძლივი ურთიერთობის ქსელის გარღვევა, რომელიც ნესტანთა აკავშირებდა რთული იყო, ანანოსგანაც დაიგნორებასაც შეეჩვია, თუმცა სიცარიელეს ისევ გრძნობს, რომელიც გულიდან მთელი სხეულისკენ მიდის და ისევ ახსენებს წარსულს, რომელიც არც ისე სახარბიელოდ მიაჩნია..
მომავლის რწმენაც ნაკლები აქვს, პესიმიზმი გამოსჭვივის მისი ახალი ნაწერებიდან..
***
ანანომ ბოლოს, როცა წიგნების მაღაზიაში იყო, თვალი მოკრა გიორგის ახალ რომანს: „დაღუპვა იდეათა ძიებაში:“, თუმცა არ შეუძენია, არანაირად არ უნდოდა ისევ დაეშვა მისადმი ინტერესი..
გიორგი კი იჯდა ფანჯრის რაფასთან უყურებდა მზის ჩამოსვლას და ახალი იდეები უტრიალებდა თვალწინ, ნუთუ ისევ ახალ რომანზე დაიწყებდა მუშაობას, ისევ ჭარბად მიეძალებოდა სასმელს, მუცელს გაიორკეცებდა... არა, ეს უკანასკნელი არ აწყობდა, ანანოსთან შანსები ბოლომდე გაუქრებოდა, რაც არ აწყობს...
ისე რა სასაცილოა ! ისევ ჰქონდა რაიმის იმედი... თავი თავის რომელიმე რომანში ხომ არ ეგონა ?! განა ვინმე მეორეჯერ შევა ერთსა და იმავე მდინარეში ?
-იქნებ ის დაბრუნდეს...-ჩაილაპარაკა თავისთვის-თუმცა ის არც ყოფილა...-ენა ებმებოდა, წერა შეეძლო, საუბარი აღარ... საკუთარ თავს ვერ უღრმავდებოდა, ბოლო დროს ყველასგან მარტოობას ცდილობდა, საკუთარ ოთახში გამოიკეტებოდა, იჯდა, უყურებდა ფანჯრიდან გადაშლილ ხედს და ფიქრობდა, უბრალოდ ფიქრობდა იმ ყველაფერზე, რაც ადამიანს ქმნის ადამიანად და ერთ დღეს მიხვდა, რომ ეს იყო ბედნიერება...ბედნიერება კი წარმოადგენდა ბედნიერებისკენ სწრაფვას.... გააცნობიერა, რომ უნდა ემოქმედა, ყურებ ჩამოყრილი ძაღლივით ჯდომა არ არგებდა...
ჰოდა, იმ დღიდან „bullet“ ჟურნალი შეადგინა, მეორედ არ იბადებიანო, გაიფიქრა და ორშაბათიდან ახალი ცხოვრების დაწყების დოკუმენტრს მოაწერა ხელი..
ნეტავ მართლა იწყებენ თავიდან ცხოვრებას..
აგერ ანანომ დაიწყო, გიორგიც აპირებს....
მეორედ არ იბადებიანო და იბრძვიან, იციან რისთვის, რატომ...
აქვთ მიზანი..ალბათ გაიმარჯვებენ არა, მკითხველო ?
ისე გიორგიზე რას ფიქრობთ ? მე მაგალითად, ვერ დავუჭერ მხარს და შესაძლოა გზაში იმდენად დავუცურო ფეხი, მეორე პლანეტაზე გადავისროლო....
***
საკმაოდ რთულია, როცა საკუთარ ცხოვრებას ძირეულად ცვლი, როცა უარს ამბობ ძველ საყვარელ ჩვევებზე იმის, რაც მეტად გიყვარს...
გიორგი ყოველ დღე ამას ახსენებდა საკუთარ თავს, ყოველ დღე, როცა უარს ამბობდა ალკოჰოლზე, მის მაგივრად თაფლიან წყალს სვამდა, ერთ სუფრის კოვზს გაურევდა ნახევარ ლიტრა წყალში და გულის რევით შეგრძნებით ისხამდა პირში. ეს მისთვის საშინლად რთული იყო და ის იდევ უარესი, რომ ყოველ დილას, ლოგინშ კოტრიალისა და ოცნებობის ნაცვლად, სირბილი უწევდა თავისი სიმაღლის ნახევარი სისქის მუცლითა და უშნოდ დატოტილი ფეხებით, საღამოს კი დარბაზში მიდიოდა და გზაში საკუთარ თავს წახელმსების უფლებას რომ არ აძლევდა, ნერვები ეშლებოდა.
დადიოდა და წონიდან ქათმის ფილეს, ხაჭოს, მაწონს, ბოსტნეულსაც კი, გრამებით ინაწილებდა ულუფას და თავი სუპერმოდელი ეგონა ხოლმე, ასე ხომ არასდროს უცხოვრია, ასე რომ არასდროს დაწვრილმანებულა, ის ხომ მუდამ იმას აკეთებდა, რაც უნდოდა, ახლა კი ლამის იყო წაქცეულიყო და ღვთისთვის მუდმივი ძილი ეთხოვა.
ყოველ თვე დიეტოლოგთან სიარული, ანალიზები, ალკოჰოლზე შემოწმება და მსგავსი რამეები აგიჟებდა, მერე ამ ყველაფერს უნივერსიტეტი და რომანი ემატებოდა, რაც ნიშნავდა იმას, რომ ჭკუიდან გადასვლამდე ძალიან ცოტა თუ აკლდა...
***
-დე, ვინ შეჭამა ჩემი რძე ?
-რა რძე ? როდიდან გიყვარს რძე ?
-დიეტის დღიდან..
-ნამცხვარს გავუკეთე, შენ რომ გიყვარს იმას...
-გიჟი ხარ ? -შიგ ჰო არ გაქვსო, ლამის იყო ეგ ეთქვა, კიდევ კარგად გამოუვიდა.
-ჩავალ, გიყიდი-შედიოდა შვილის მდგომარეობაში და ყველანაირად ცდილობდა, არ ზედმეტად არ აენერვიულებინა, იმაზეც კი არ დაუძრავს კრინტი, რომ ნესტანს დაშორდა გიორგი, ეტყობოდა, რომ მისთვის ყველაფერი ნათელი იყო...
***
-ეეე არ დავლიოთ, ტო ?
-შემომხედე, აბა-ძმაკაცს ღიმილით შეხედა და მოტივირებულად გაიმართა.
-წინსვლაა, გატყობ.
-ძალიან რთულია, ძმა. ჩემთვის ამჯერად ყველაზე საშიში ისაა რამის ერთი გრამით მეტი ჭამა არ მომივიდეს.
-მასეც ნუ ჩაიციკლები..
-ჩემი ამბავი რომ ვიცი, ერთი გრამიც რომ გადავაცილო, მერე ჩავსკდები, მაგრად მიჭირს...
ხშირი იყო მსგავსი დიალოგები, თუმცა გიორგის ყურები არასდროს ჩამოუყრია, წინ და წინ მიდიოდა მიზნისკენ, რაც ერთგვარ სიამოვნებასაც კი ანიჭებდა კიდეც...
ახსენდებოდა ანანოს ღიმილი, მისი გონება, როგორიც, მისი აზრით, სხვა არც ერთ გოგონას არ მოეპოვებოდა და სულ ავიწყდებოდა, რომ ყელში ჰქონდა ამოსული ფილე, მოხარშული ძროხის ხორცი, უცხიმო ხაჭო, ნადუღი, წყალწყალა სუპი, დღეში 3 ლიტრა წყალი, რომელსაც გულმოდგინედ თვლიდა, ელექტრნოულ დღიურში ინიშნავდა და ყოველ საათში ამოწმებდა ტელეფონში არსებულ ჟურნალს.
ადრე რას იფიქრებდა, რომ გოგოს გამო მსგავსად მოიქცეოდა...მისი ერთი ნაწილი მადლობას უხდიდა ნესტანს ქმრობის შემოთავაზებისათვის, სხვა შემთხვევაში ვერ დავაღწევდა მის უღელს თავს და თვალიც ვერ ამეხილებოდაო...
***
რაც შეეხება ანანოს, მისთვის ყველაფერი მარტივად იყო, თავისუფალ დროს პიესებს წერდა, დადიოდა კლუბში, კონოში, ლაშქრობებზე, თუმცა ვინაიდან ეს ნანატრი დრო იშვიათად დგენოდა, თავიდან ბოლომდე ჩაფლული იყო რუტინაში, მოტივაციის ასამაღლებელ თერაპიებს უტარებდა ხოლმე საკუთარ თავს და ყოველთვის მშვენიერ ხასიათზე დადიოდა ხოლმე...
***
ბიბლიოთეკის ქსეროქსის რიგში იდგა და ნერვიულად უყურებდა ტელეფონის ეკრან, თან მეორე ხელით „ნაუშნიკს“ აწვალებდა, იცოდა, რომ შესაძლებელი იყო გაფუჭებულიყო, მაგრამ ამაზე ახლა არ ეფიქრებოდა, მთავარი იყო, მალე დაეღწია თავი აქაურობისთვის...
შესაძლოა, ეს ინსტიქტი, რომელიც დროსთან ერთად გამოუმუშავდა, ეს იყო წინასწარი რეაქცია „გიორგი არ შემეფეთოზე.“
-აუ, ბევრი დარჩა ?-კითხულობდა დროდადრო...
-არც ისე ბევრი...-ერთ ჯერზე ნაცნობი ხმაც მოესმა.. მისგან ოდნავ მოშორებით გიორგი იდგა, სახე ისევ შესწითლებოდა, როგორც ადრე, თუმცა თითქოს მისი მზერა ძველებურს არ ჰგავს.. რა საკვირველია, მეტი დასკვნა არ გამოუტანია, არ უნდა მიშტერებოდა ბიჭს, გულგრილობა უნდა ეგრძნობინა ყველანაირად, მასზე ფიქრების გარეშე ხომ ბევრად უკეთესი იყო ცხოვრება, ბევრად ცოცხალი, ნათელი, ბრძოლისუნარიანი, სიცოცხლის სიყვარულითა და ხალისით აღსავსე... შესაძლოა არც იყო, თუმცა ანანო ასე ფიქრობდა... ამიტომ მის ნაცვლად ნუ დავიწყებთ შეფასებას...
გიორგი დროდადრო აპარებდა თვალს გოგონასკენ, პასუხის გაცემაც კი გაუჭირდა, ამდენი ხნის მერე ესმოდა მისი ხმა და წარმოიდგინეთ, როგორი უცნაური განცდა დაეუფლებოდა...
-ანანო...-გოგონას სახელის წარმთქმისთვისაც იმდენი ძალა დასჭირდა, უყურებდა და ბევრად ლამაზი ეჩვენებოდა, ვიდრე ადრე.. უნდოდა შეხებოდა ან ოდნავ ახლოს მაინც მისულიყო მასთან, თუმცა არ შეეძლო, გაქვავებულიყო ერთ ადგილას და პასუხს დამშეული ძაღლივით ელოდა, ძაღლივით, რომელიც ენა გადმოგდებული უცდის, როდის ჩამოუყრის ძვლებს პატრონი, რომელიც გემრიელად გეახლებათ ხორცს ან რამე მაგდაგვარს.
-ანანო, მომენატრე..-პირდაპირ უთხრა, ყოველგვარი შესავლის გარეშე, რადგან შიშობდა, რომ დრო ცოტა ჰქონდა, შიშობდა, რომ ვერ დაასრულებდა სათქმელს, ამიტომ მეორე ნათქვამზე ბევრად მნიშვნელოვანი წინადადებაც მიაბა-მიყვარხარ, ანანო...შემომხედე, ერთხელ მაინც და წავალ, ესეც საკმარისი იქნება, ერთხელ მაინც დამანახე შენი სიცოცხლით სავსე თვალები...
-მეჩქარება, გიორგი..-მხოლოდ ეს უთხრა და ქსეროქსის აპარატისკენ წავიდა...
-ანანო..-გამოედევნა ბიჭის ხმა...
-მეჩქარება-მეთქი...
-სიგიჟემდე მიყვარხარ..
-მაგ სიტყვების ფასი გესმოდეს, მაინც...-ირონიით ჩაილაპარაკა გოგონამ.
-რომ არ მესმოდეს ზედმეტი წონის დაკლებას და ფორმაში ჩადგომის გამო ასე არ დავიტანჯებოდა-შენ არც კი შემოგიხედავს, არა ? სამაგიეროდ მიხდი ?
-რა სამაგიეროს ?-მხოლოდ ახლა შებრუნდა ბიჭისკენ, მის შედარებით დასუსტებულ ფიგურას შეხედა და გაკვირვება ვერ დამალა-გუდ ჯობ !
-მხოლოდ ამას მეტყვი ?
-ნესტანი როგორაა ? იცი, რომ ახლა აქ დგახარ და ვიღაც გოგოს სიყვარულს უხსნი ?
-ჩვენ დიდი ხანია დავშორდით..
-როგორც ჩანს, რომანისთვის ახალ სიუჟეტს ქმნი..ბოლო რას შვრება ? ადრე მაღაზიაში ვნახე, თუ არ ვცდები, ხალხი დააინტერესა...
-არ მაინტერესებს რომანი, არც ნესტანი...შენ...
-რამდენიმერ გვერდი დამრჩა და წავალ, შენი რიგია მერე, მგონი, არა ?
-რა სისულელეა, მაგის გამო არ ვარ აქ...შენთან საუბარი მინდოდა..
-ჰოდა, ჰო ვისაუბრეთ, ახლა შეგიძლია მშვიდად წახვიდე სახლში...
___
ბოდიშს ვიხდი დაგვიანებისთვის...
გამოცდები მქონდა და ვერაფრის დაწერა მოვახერხე (ისედაც ჰო ვწერ, რას ამბობთ :დ)
ბოლო დროს ფანტაზია აღარ მაქვს, არც ამ თავით ვარ კმაყოფილი, სპონტანურად დაწერილია, თითქოს მოვალეობას ვიხდი...
ძაან მრცხვენია, მაგრამ უნდა ვაღიარო..ვხვდები, რომ ამ ჟარნში ამოვწურე თავი, სასიყვარულო, თინეიჯერული, საოჯახო, მეგობრული ...რა ვიცი, რაღა დარჩა დეტექტივებს არც ვწერდი, ფანტასტიკა კი თითქმის არც გამომდიოდა.
არ ვიცი, რა ჯანდაბაა, მაგრამ მგონი მუზა დაბრუნდა, მაგრამ ფანტაზია გაქრა.
ბოდიშს ვიხდი კიდევ ერთხელ.
ამ ისტორიას დავასრულებ და მერე ალბათ ისტორიებს საერთოდ აღარ დავწერ, ჩანახატებს მივეძალები ხოლმე ზოგჯერ, გაჭირვებით სვლას პაუზა სჯობს, ნამდვილად..

პ.ს შემდეგ თავი ცხელი იქნება და ალბათ მერე მოვრჩები კიდეც, მეტი ძალა თავს ზემოთაც აღარ შემრჩენია



№1 სტუმარი cuga

va registracia dabrunda sagol

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent