სიმშვიდემდე შეშლილი(3)
თვალს ავლებს ბავშვებს და ისე უცებ გადმოაქვს ჩემზე მზერა თითქოს ზუსტად იცოდა სადაც ვიყავი - მარიამი დაიწყებს - ბავშვების ღრმა ამოსუნთქვა და სიბრალულით სავსე მზერა აშკარად ვიგრძენი. თითები ავამოძრავე შეუმჩნევლად, დაბუჟებულ კიდურებში სისხლს მოძრაობა რომ დაეწყო. წამოვდექი და მაშინვე მაჯახა წინ გამოდიო .მაგიდაზე ძვლების მთელი „კრებული“ ეწყო . ვცდილობ არ შევხედო. მაგიდასთან ვდგები მის გვერდით, ის უკან იხევს კედელს ეყრდნობა ოდნავ და ხელებით მანიშნებს დაიწყეო . ტუჩებს ენისწვერით ვისველებ და ვიწყებ. კიდევ კარგი ჩემი მეტყველების უნარი იმდენად განვითარებულია ყველა გარემოფაქტორს უგუნებელყოფს და მაინც იმარჯვებს. თავიდან კი ჩავარდნილი ხმით დავიწყე , ვბლუკუნებდი თითქმის,მაგრამ მერე თვალები დავხუჭე გონება დავძაბე და სწრაფი ტემპით, საშუალო ტემბრით განვაგრძე მოყოლა. როცა ზოგად შესავალს მოვრჩი პირველი ძვლისკენ წავიღე ხელი რომელიც წიგნში იყო ახსნილი ის იყო უნდა შევხებოდი ლავიწის ძვალს ,რომ გამაჩერა -მხრის ძვლით დაიწყე ... მარჯვენა აიღე და თან აგვიხსენი რატომაა მარჯვენა - ჯანდაბა! ყველაზე რთულს და ჩახლაფორთებულს რატომ მიადგა? იმდენი ძვალი იყო. მისი სიტყვები მახსენდება ლექციაზე რომ თქვა და ორ მხრის ძვალს ვაკვირდები. მათ შორის მარჯვენას ვიღებ და კარგად ვაკვირდები -გელოდებით მარიამ... თუ არ შეგიძლია -ისე ამეშალა ნერვები მინდოდა ეს ძვალი თავში მერტყა სულ. მაშინვე გავხედე ,ოდნავ შევბრუნდი და ისე დავიწყე თითქოს მას ვუხსნიდი- მხრის ძვალი „humer” გრძელ ლულოვან ძვლებს მიეკუთნება,მასზე განარჩევენ : სხეულს ანუ დიაფიზს, ორ ბოლოს პროქსიმალურ და დისტალურ ეპიფიზს. ზედა ეპიფიზი ქმნის სფერული ფორმის დაბოლოებას რომელსაც მხრის თავი“caput humeri” ეწოდება - საუბრის თანხლებით მზერას არ ვაშორებდი, ავტოატურად აღნიშნულ ნაწილძებს ძვალზე ვაჩვენებდი თითების მარტივი მოძრაობით და კისევ ვაგრზელებდი ისევ რომ არ გავეჩერებინე. ადგილიდან დაიძრა და ისე უცებ მომიახლოვდა მგონი ელმავალზე დგას . მაგიდისკენ ისე დაიხარა წამით მეგონა მეხვეოდა, ისე უცებ ვიგრძენი მისი სურნელი ,მოტკბო და ჰაეროვანი ისევ გამიქრა აზროვნების უნარი. გულისცემა საგრძნობლად გამიხშირდა. მაგიდიდან ძვალი აიღო და ხელსი ჩაბღუჯული მხრის ძვალი ამართვა და მენჯის ძვალი მომაწოდა -რა არის, რომელია და რა ნაწილებისგან შედგება ...დაზუთხული სიტყვები არ მჭირდება,მხოლოდ კითხვაზე მიპასუხე !- დაზუთხულიო? ანუ დაიზეპირეო? არა ნამდვილად გადავაყლაპებ ამ მენჯის ძვალს ან იქნებ თავისი ჩავულეწო ასე კარგად რომ ეტყობაამ მოწკეპულ შარვალში. -მენჯის ძვალია... მარცხენა -ლათინურად განგვანათლე მარიამ ! - უკვე ოთახის მეორე მხარეს მყოფი მეუბნება და გაყურსულ ბავშვებს ავლებს მზერას- ჩაეძინათ შენს კურსელებს...შეიბრალე ისინი მაინც- ეს რა მეუბნება რომ ნელა ვსაუბრობ? ეს ..ეს ცინიკოსი..როგორ მიყურებს...ისეთი სიჩქარით დავიწყე საუბარი ყველა სიტყვას გამოვკვეთდდი, რატომღაც ძვალი შევაბრუნე . ხელი დამეღალა და წამში გამაჩერა -ბოქვენის ძვალი მაგ მიმართულებით გაქვს ვითომ? -რა...მე უბრალოდ -ანატომია ზედმეტად ზუსტია ამ შემთხვევაში და წარმოდგნაც არ გვინდა სად გვექნებოდა სასქესო ორგანო ეგრე რომ იყოს თეძოს ძვალი ...ალბათ პირდაპირ ბარძაყის ძვალზე - ბავშვები სიცილს ვერ იკავებენ,თავად მხოლოდ ტუჩის კუთხეს ტეხავს და ისე მიყურებს თითქოს სამაგიეროს მიხდის. -ნებას მომცემთ განვაგრძო?!-მგონი ზედმეტად ხმამაღლა და მკვახედ მომივიდა ნათქვამი.წამში ყველა დაიძაბა ,ლექტორს მიაპყრეს მზერა . ის კი ისევ მაგიდისკენ დაიძრა. ძვალი ხელიდან გამომართვა მაგიდაზე დადო და ამჯერად მთლიანად მენჯი მომაწოდა -კიდევ ერთი შანსი...ზომების გარდა უბრალოდ შემადგენელი ნაწილები და განსხვავებები მითხარი... ქალისაა ეს მენჯი თუ კაცის -ისე უჭირავს ხელში რა გავიგო ნეტავ. ხელიდან გამოვართვი და სწორად დავიჭირე -კაცისაა და ორი მენჯის ძვლის , გავისა და კუდუსუნისგან შედგება. ზედა და ქვედა შესავალი აქვს.... - სწრაფად ჩამოვუთვალე განსხვავებები და თავად დავდე ძვალი მაგიდაზე -შეგიძლია დაჯდე ... -ქულა? რამე მაინც მითხარი ლუციფერ! ამდენი ვილაპარაკე ენაზე ტყავი გადამძვრა, ბოლი ამივიდა, ნერვები დამაწყდა , გული გამიჩერდა დამამცირე და შეფასებასაც არ მეუბნები? პირდაპირ მიაყოლა გრიგოლი განაგრძობსო და ყველამ გიგის მიაპყრო მზერა. რაღაც სწორად ვერ თქვა და მაშინვე გააჩერა . დაჯექიო უთხრა და სხვაზე გადავიდა. ყველას ორ ორი თემა ჰკითხა და მე რატომ მალაპარაკა ამდენ ხანს რით ვერ დაადგინა ვიცოდი თუ არა ! ყველას გამოკითხვა ვერ მოახერხა ,ზარი დაირეკა -გასვლამდე ქულებს გეტყვით... მარიამი 8, გრიგოლი 6 , თეკლა 6, ნინი 7 , გიორგი 7 , მაკა 9 იმედი მაქვს მეორე სემინარზე ნამდვილი ცოდნით მოვა ვინმე ! - ბოლოს დააყოლა და სკამზე მოკალათდდა . ჩვენ გამოვედით, ვაი ისეთ გამოსვლას, ცოფებს ვყრიდი. მეორე ჯგუფი შევიდა ჩვენ კი ფისტოლოგიის სემინარი გვქონდა. ისე ცუდად ვიყავი ლაპარაკის სურვილიც აღარ მქონდა. დიდი სიამოვნებით შევვარდებოდი და მივახრჩობდი...რატომ ვერ წარმოვიდგენ როგორ ვახრჩობ. ის ხო კარგად წარმოვიდგინე როგორ ვკოცნიდი ყელზე. ნამდილი ცოდნით მივლენ თურმე ... ყალბი რა დაინახა ჩემს ცოდნაში ! მაკას ორი კითხვა დაუსვა ისიც იგივე რაც მე მოვუყევი უკვე და რა განსხვავება იპოვა ძალიან მაინტერესებს! მთელი დღე გაგიჟებული და ნირწამხდარი დავდიოდი. ძლივს ჩავაბარე ლექტორებს ნასწავლი მასალა და გასასვლელისკენ წავლასლასდი. საიდანღაც „მეზობელი“ გამოჩნდა -მარიამ...გამარჯობა ! სახლში თუ მოდიხარ წაგიყვან -გამარჯობა...თუ არ შეგაწუხებ- ისე ცუდად ვიყავი კიდე ავტობუსში ჭედვის თავი არ მქონდა. კარი გამიღო მაშინვე და მეც ჩავჯექი. ღვედი შევიკარი და სავარძელს მივეყრდენი -დაღლილი სახე გაქვს...რთული დღე იყო? -საკმაოდ! - წამით გავჩუმდი მერე გავხედე და დიდი ხნის გაჩენილი კითხვა დავუსვი- შენი სახელი არ ვიცი და იქნებ მითხრა -მიშო ... მიშო დაშნიანი ! -სვანი? -წარმოშობით მხოლოდ... -არ მეტყვი საიდან იცი ჩემი სახელი? -მეც აქ ვსწავლობ...მეექვსეზე ვარ ოღონდ უკვე ,მაგრამ ბევრი ნაცნობი მყავს რომელთაგან რამდენიმე საერთო გამოდგა ! -გასაგებია ... -ცუდი არაფერი იფიქრო...უბრალოდ ვერ ვიტან როცა ჩემს ირგვლივ ვინმე უცნობი ტრიალებს! ხომ ხვდები -ვხვდები -ოუუ შენ ნამდვილად რთული დღე გქონდა.. სულ არ იღიმი .ვინმემ გაგაბრაზა? იქნებ დახმარება შევძლო -არაფერია ნამდვილად...უბრალოდ დავიღალე ! -ჯერ სად ხარ - გაიცინა და თითები საჭეზე აათამაშა .მალე მივუახლოვდებოდით ჩვენს უბანს -ზოგჯერ მაგრად ვნანობდი სამედიცინოზე ჩაბარებას...ლამის საგნებიც შემეტენა ახლაც მიკვირს როგორ გამოვძვერი! მერე კლინიკაში რომ იქნება პრაქტიკები გაისწორდება ,საკაიფოა ძაან- თვალს მიკრავს ,მანქანას ჩემს კორპუსთან აჩერებს და მიღიმის -გავიქცე და შევეშვა თუ -უნდა იბრძოლო იასნა ... შენ ის გოგო ხარ ვინმემ ან რამემ რომ შეაშინოს? -მადლობ გამხსნევებისთვის ,მოყვანისთვის და პოზიტიური განწყობისთვის- ვუღიმი და მობილურიც ზუზუნებს.გადასვლამდე ვუპასუხე-გისმენ თამარა -აუუუ მარჩოოოო მარტო უნდა ვიყო დღეს სახლში ხომ იცი მეშინია და გამოვალ რა შენთან. არ ვყოფილვარ ნორმალურად ...მიმიღებ ცუნცულ? -პიჟამა წამოიღე ჩემსას არ მოგცემ- ვიცინი და კარგად ვხედავ როგორ მისმენს ცალი ყურით მიშო . შემდეგ აგრძელებს სვლას თავისი კორპუსისკენ . ისევ მშვიდად ავდივარ ბინაში და ველოდები ჩემს გიჟს. მერე მივხვდი რომ მაცივარში არაფერი მქონდა და სწრაფად ჩავირბინე მაღაზიაში. ტკბილეული ვიყიდე, თამარას საყვარელი“კულას“ მაყვლის კომპოტიც ავიღე , ჩემთვის შოკოლადები და ჩემი „ყავისტი“ დაქალისთვის ყავაც შევიძინე. ხილის სექციაში ვიყავი მიშო რომ შემოვიდა. ზუსტად ჩემკენ გამოიხედა,მერე სადღაც გავიდა და სალაროდან პარკებით ხელში რომ მოვბრუნდი შოკოლადის ტორტით ხელში წინ ამესვეტა -ეს შენი სტუმრისთვის წაიღე... უნდა მოეწონოს წესით - ისე უცებ მახლის და მაჩეჩებს ხელში გააზრებას ვერ ვასწრებ -მიშოოო... მიშოო ! ახლა გავეკიდო თუ რა გავაკეთო ,მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. დავაბრუნებ თქო ვიფიქრე,მაგრამ ისე შემომხედა გამყიდველმა ,წამსვე გავბრუნდი სახლისკენ. ყველაფერი დავაწყვე და დაველოდე თამარას, ხუთ წუთში მოვიდა. შემოქოთქოთდდა და ყველა კუთხე კუნჭული უჩემოდ დაათვალიერა, მერე სამზარეულოს მაგიდაზე ტორტი რომ დაინახა შეჰკივლა -ვაიმეე ჩემი საყავრელი ტორტიიი შიგნით მარწყვები აქ ხო? ვგიჟდები...რათ გინდოდა გოგო ამ სტუდენტ ბავშვს რომ დაიხარჯე ყავა და ქადაც მეყოფოდა -ლაპარაკობს და თან დანას ეძებს, პლასტმასის თავსახურს ხდის და ტორტის ნაჭერს ისე ჭრის თითქოს ხელები უნაკნალებს სანამ გასინჯავს. თეფშზეც არ გადაუღია ისე გაიქანა პირველი ლუკმა. მერე გადაიტანა თეფსზე დაჯდა და გატრუნული ჭამდა მანამ სანამ სიტყვის თქმა არ მოვახერხე -მე არ მიყიდია...ჩემმა მეზობელმა გამომატანა. თან დამაბარა შენი სტუმრისთვის წაიღეო -რაა? ვინ იმ...იმან? იქ როა?-ხელი ფანჯრისკენ გაიშვირა და აბლუყუნდა- მართლა ასე გითხრა? ჯანდაბაა ... როგორ ნერვებს მიშლის რა უნდა.ავადმყოფი ! გიჟი...შენთან რაღა უნდა- ისე დაახურა თავი ტორტს და დაავლო ხელი აზრზე ვერ მოვედი. მერე კარი გამოგლიჯა და ასე ნახევრად შიშველი მაისურის და შორტის ამარა გავარდა გარეთ. მეც უკან მივყვებოდი ,მაგრამ გავაცერე? ქუჩაში შეკრებილი ბიჭები ჩვენ გვიყურებდნენ, უცებ მათკენ დაიძრა მერე მივხვდი რომ იქ იდგა მიშო მხარში რომ ჩაავლო და შემოაბრუნა- დაშნიანო ! - ერთად გაიელვა მისმა ხმამ და ლამპიონების შუქზე კარგად დვაინახე როგორ შეეზილა შოკოლადის ტორტი , შიგნიდან კრემი, მარწყვი და ბისკვიტის ნარჩენები სახიდან პერანგზე ეცემოდა .ვიდექი გაშეშებული, ყველა ჩუმად იყო ქალბატონი კი იდგა ათამდე ბიჭის წინ, მუშტებსეკრული დაშნიშნიანი ჯერ ქანდაკებად იქცა,მერე ხელი ჩამოისვა სახეზე და რომ მეგონა მოკლავდა ჩემს საწყალ დაქალს, და გონებაში შავი კაბის ძებნა დავიწყე დაკრძალვისთვისთ . მხოლოდ ის დავინახე როგორ შემობრუნდა თამარა, მშვიდად ჩამკიდა ხელი და წამიყვანა ბინისკენ . მიშოს საერთოდ არაფერი უთქვამს, მხოლოდ სადარბაზოში შესულმა გავიგე მანქანის ხმა და მერე ბიჭების ჩოჩქოლი. ზოგი იცინოდა, ზოგი ლაპარაკობდა. ლიფტში რომ შევსულიყავით ხურდა არ გვქონდა და კიბეს მიადგა გიჟი . ლამის გული ამომივარდა მეცხრზე ასვლამდე. ის კი ისე იყო გაბრაზებული თითქოს თავად არ ჩაიდინა სიგიჟე -ბოლოს და ბოლოს მეტყვი რა იყო ის? რას ნიშნავდა შენი ქცევა...- ბოლოს დავუყვირე ქალბატონს და ინება გამოხედვა -ეგ შენი საყავრელი მეზობელი არის ნამდვილი ტირანი...პირდაპირი მნიშვნელობით! მაგის ღიმილმა არ დაგახვიოს შენ თავბრუ! სალომეს ველაპარაკე და ყველაფერი ვიცი მაგის შესახებ. მონსტრია ... შხამი, გველი კობრა დამპალი ...გარეწარი. ციხეშია მილიონჯერ ნამყოფი ხულიგნობისთვის გარჩევებისთვის, იარაღის უკანონო ხმარებისთვის. სამედიცინოზე რომ სწავლობს ეგ არც კი გაითვალისწინო , ნამდვილი რეციდივისტია. რა უნდა იმ იდიოტს მაგასთან მეც არ ვიცი... სალომემ მეგობრობენო , როგორც კი ვეტყვი რამეს მაშინვე მაჩუმებს საბაო და მეგობრის არჩევაში მე ხო არ დავეხმარებიო. -არც იცნობ და რაღაც ამბების გამო იქცევი ასე? ვიღაც რომ ცემა და საპატმროსი გადაიყვანეს მაგის გამოა მონსტრი? -შენ რა მოგწონს? ხომ ამბობდი არ მომწონსო...არა ისეთი სახე აქვს ანგელოზის იმიჯი როგორ არ მოგეწონებოდა ადამიანი ხარ შენც! გიღიმის და გევლება თან აბა რა იქნება. მე რომ მეტაკა და ველურივით მომექცა ისე ხომ არ გააკეთებს შენთანაც...ტორტი გამომიგზავნა ბიჭმა! დამპალი! ცხოველი...გარეწარი ჩემს დაქალს ეკურკურება და მეც არ მანებებს თავს ! ნეტავ ვიცოდე როდის გადამეკიდა ...ნეტავ ვიცოდე იმ დღეს გავაქრობდი ჩემი ცხოვრებიდან! - გაჰკიოდა,მერე ტიროდა და სულ გავგიჟდი - არ გაეკარო მარიამ ... ცუდი ,ძალიან ცუდია. პრობლემებს შეგიქმნის ვიცი -დამშვიდდი...რა დღეში ხარ ხვდები? პანიკაში ხარ თამუნა! ასეთი არასდროს მინახიხარ...ნუ გამაგიჟებ,რის გამო ტირი. მე რა პრობლემა უნდა შემიქმნას უბრალოდ ვესალმები. რა ვიცი ცუდად არ მოქცეულა ჩემთან და ...მასთან მეგობრობას მე არ ვაპირებ .მისალმებითაც არ მივესალმო? ასე როგორ შეგასინა რა მოგიყვეს ასეთი... ან რა მოქცევაზე მელაპარაკები.პირველად უნიში არ დაინახე? ჩემთან რომ მოვიდა და მომესალმა? -შაბათ კვირას შენ რო წასული იყავი ... ჩემმა დამ აიჩემა სოფელში მიდიან ბავშვებიო ...საბასთან მინდა ვიყოო და არ გამიშვებს მამიკო შენც თუ არ ეტყვი რომ მეგობრები მივდივართო . წავყევი რა მექნა,ხომ იცი საბა მომწონს ჭკვიანი ბიჭია და უყვარს ამ ჩემს დას . წავყევი მაგათ მეგობრის სახლში, დაიწყეს იქ საჭმელებსი მზადება, ლოთობა და ერთი ამბები. მე არ მქონდა ნერვები და ეზოში ვიჯექი. ჰამაკი ვიპოვე გავწექი და ვკითხულობდი. უკან რომ დავბრუნდი იმათთან ერთად ეგეც იჯდა...გამიკვირდა რომ დავიანხე ,მითხრეს რო სხვას არავის ელოდნენ. გამაცნეს ,მეც ჩამოვჯექი უკვე ისე მიბრიალებდა სალომე თვალებს მარტო ვეღარ დავტოვე იმ სწერვა გოგოებთან. სვამდა ისიც ,მთელი საღამო თვალი არ მოუშორებია ჩემთვის. გავხედე ,მაგრამ წარბიც არ შეუხრია ისევ მიყურებდა. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს შიშველი ვიჯექი. ჭკუიდან გადამიყვანა... სულ ავირიე. მერე აივანზე გავედი, სიგარეტის კვამლზე სულ ამეწვა თვალები. ერთ-ერთი ბიჭი გამომყვა. მელაპარაკებოდა ის რომ გამობრძანდა, ბიჭი მასინვე გაიძურწა და რა ჩასჩურჩულა ასეთი ყურში არ ვიცი. მერე ხომ იცი ვერ გავჩუმდი და მივახალე რა გინდა-თქო. ჩაიცინა და ისე უცებ მწვდა მკლავში გეფიცები თვალი ვერ დავახამხამე,თავისკენ მიმიზიდა და ...- უცებ გაჩუმდა ისე იკბინა ტუჩზე მეთქი ვსიო აკოცა-თქო და ლამის ვიკივლე - ცხვირი ლოყაზე გამისვა...იმდენად ახლოს იყო მისი სუნთქვა სახეს მწვავდა. მეორე ხელი თმაში შემიცურა ,მხარზე გადმომიყარა და სახე შიგ ჩარგო . სულ ხუთი წუთიც არ იქნებოდა გასული ამ მოქმედებების განმავლობაში , სწრაფად მოვიშორე და შევუტიე. აბა რა უფლება ჰქონდა რომ მეფერებოდა, ვინ მისცა უფლება ჩამხუტებოდა და ხელების ფათური დაეწყო ... ერთი საათის გაცნობილ ბიჭს მაგის უფლებას მივცემდი? რა ვუტხარი ზუსტად აღარ მახოვს ხომ იცი რომ მოვიქოქები მერე მეკეტება ჭკუა გონება. მარტო ის მახსოვს როგორ აენთო თვალები და კედელს მიმანარცხა, სახეზე ისე მომიჭირა თითები მეგონა ყბას მომაცლიდა „ჩემი ხარ შენ და შენი ყველა საქმეც მე მეხებაო“ მითხრა და წავიდა. მთელი კვირა დღე მაგაზე ვფიქრობდი, ყველაფერი დავაკავშირე ერთმანეთს, მაგის მანქანის ჩემ სადარბაზოსთან ყურყუტი , ზაფხულში ზღვაზეც იყო . საბა რომ ჩამოვიდა რამდენიმე დღით და თქვა ძმაკაცებთან ერთად ვარო .მერეც იყო ეგ ... ახლა იმასაც ვფიქრობ რომ ის ვიღაც სადარბაზოში რომ დამხვდა ღამით ეგ იყო. უბრალოდ მაშინ კაპისონი ეფარა და სახე არ უჩანდა რომ დაასრულა საუბარი იმის მერე შოკოლადის ჭამა დაიწყო , საწოლში ვიწექით ყვებოდა რაღაც ამბებს მიშოზე და მე ვერ ვიჯერებდი რომ ის ბიჭი აკეთებდა ყველაფერს. რა გავაკეთო არ მჯერა რომ ცუდი ადამიანია ! ფაქტია თამარა პირველად იყო ასეთი აღელვებული, უკონტროლო და გაგიჟებული. მიუხედავად იმისა რომ ხშირად ბრაზდება და ჩემს მსგავსად „ნერვისტია“ მაინც არ იქცევა ასე გიჟივით. აშკარაა რომ ზედმეტად იმოქმედა ბატონმა დაშნიანმა ჩემს გოგოზე. ჩემზე მიხუტებულს რომ ჩაეძინა საბანი ფრთხილად დავაფარე და შუქი ჩავაქრე. მობილური რომ აზუზუნდა ლამის გადავვარდი საწოლიდან სიე სწრაფად ვუპასუხე. ოთახიდან გავედი თამარა რომ არ გამეღვიძებინა ,უცხო ნომერი იყო ჯერ ვიფიქრე არ ვუპასუხებ_თქო ,ალბატ ვინმეს შეეშალა და ტყუილად უნდა ვილაქლაქოთქო მერე მაინც ვუპასუხე რომ არ გაჩერდა -გისმენთ -დაიძინა? -უკაცრავად? -მარიამ ... დაიძინა თამარამ? -რატომ უნდა გითხრა... -აუუ შენც ნუ გამიტ*** ახლა ძმურად ... მაგარი გაგიჟებული ვარ ისედაც ! უბრალოდ მითხარი კარგადაა თუ არა ... -შენ არ იდარდო მივხედავ მე ჩემს მეგობარს... მისი ამბავი თუ განაღვლებდა მოქცეულიყავი ნორმალურად -კარი გააღე რა...არ მინდა დაკაკუნება -აქ ხარ? - ლამის აბაზანაში ავყირავდი -არ შეგესინდეს ...გევედრები ნუ წამიშლი შენზე შთაბეჭდილებას -მე წაგიშლი შთაბეჭდილებას? რა გინდა ამ დროს აქ ! მე რა ვიცი შეურაცხყოფილი რას დაუშავებ თამუნას -გჯერა ახლა შენ მაგის? მარიამ ... -არ გავაღებ კარს... რამის თქმა თუ გსურს სხვა დროს დაელაპარაკე და თან ბოდიშიც მოაყოლე -ტორტი მე შემაზილეს სახეზე მთელი უსაქმურების ხროვის წინ ..ამას გარდა ქუჩასი ათასი ვინმე იყო და ბოდისი მე უნდა მოვუხადო?- ჩუმად ლაპარაკობდა ,მაგრამ ხმაზე ეტყობოდა როგორი გაბრაზებული იყო-მარიამ ნუ მაიძულებ ჩემით გავაღო კარი ...არ მინდა შენთან დამეძაბოს ურთიერთობა,გთხოვ ნუ მაიძულებ ! ცოტა ხანს დუმდა, მერე რატომღაც გულმა მიკარნახა გონებასთან ერთად რომ კარი უნდა გამეღო. ხალათი გავისწორე და ფრთხილად გავედი დერეფანში. საკეტები გავხსენი და კარის წინ აყუდებულ დაშნიანს მზერა გავუსწორე. ტანზე გამოეცვალა, ხელში ისევ ტორტი რომ დავუნახე ამჯერად ზედ დაკრული ბარათით გამეღიმა -რომეოოო ტორტი ქვემოდან უნდა ამოგეგზავნა... - ვეკრიჭები და ისიც იღიმის. - მხოლოდ ამის გამო ამოხვედი? კიდე რომ გამოგიქანოს ეს ტორტი მერე რას იზავ -გავიქცევი და ვერ მივპოვის- მშვიდად მეუბნება და ხელში მაჩეჩებს ყუთს..მერე თიტქოს იფიქრა შევალო,მაგრამ უკან დაიხია მადლიერი მზერა მომაპყრო - სახლში დაბრუნდი...სიცივეა გარეთ წავიდა.. ასე მშვიდად წავიდა. ეს არის საშიში? ვაიმე ტამარა შენ თუ ვინმეს ხასიათი იცი და აღარ ყოფილა საშველი დედამიწაზე. არა ვერ ვიტან მუშტი კრივის მოყვარულ ხალხს, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი და გამართლება. მთავარია ხასიათი და გრძნობები. ეს ბიჭი კიდე ზუსტად ისეთია ამ გიჟს რომ მოსწონს ,მაგრამ როგორ გინდა ახლა ამან ეს აღიაროს . როგორ გინდა დააჯერო რომ მისი საოცნებო რომანის გმირი გაცოცხლდა. შეიძლება ცუდად მოვიქეცი კარი რომ გავუღე და თან არ ვეჩხუბე, მაგრამ ვგრძNობ რომ მიშო ბატონს სერიოზული გრძნობები აქვს. ჩემი წინათგრძნობა არასდროს ცდება! საწოლში ფრთხილად დავწექი და მალევე ჩამეძინა. დილით რომ გავიღვიძე ჯერ კივილის ხმა გავიგე. მერე თმაარეული ტამარა შემოვარდა წერილით ხელში -ისტერიკა არაფერს შეცვლის შენ მაინც ჩემი გოგო ხარო...ვინაა მაგის გოგო ვინააა მეე? საქონელი ვარ ნივთი წიგნი თუ ფანქარი რა არი მისიი ვინაა საერთოდ ვინ მიგდია იდიოტი შტერი - ფანჯარას მივარდა ფარდა გადასწია და აივანზე მყოფი რომ დაინახა ნახევრად შიშველი როგორ ეწეოდა სიგარეტს და პერანგის ღილებს იკრავდა ლამის მეცხრედან გადავარდა- მისტერ ხისთავინოოო - ისე დაუყვირა მიშომ გამოიხედა,მიშომ კი არა მტრედები აფრინდნენ, ხალხი გადმოვარდა აივნებიდან, მოძრაობა შეწყდა, ქალაქი გაჩერდა და დაყრუვდა-კიდევ რომ მომიახლოვდე ან რამე გამომიგზავნო...საერთოდ ახლოს გამეკარო მოგკლავ ! წაგაცლი მაგ გლუვტვინიან თავს -ყოჩაღ... სერიოზული განაცხადი იყო..პირდაპირ დააშინე და ენა ცააგდებინე. სახლიდან აღარ გამოვა იმის შიშით რომ შენ არ გადაგეყაროს -შენ ცალკე მოგივლი...როგორ მოხვდა ის ტორტი აქ... ტორტს რას დავეძებ წერილი როგორ მოხვდა. უტვინოოო ეს ეს... ეს ცხოველი...უზნეო... ზნედაცემული კაცი ! რას მოვეიდ ვყოფილიყავი მარტოო ამას ტუ გადავეყრებოდი რა მეგონა...სულ გარეთ აგდია? მერე რომ ჰკითხო ხალხს მაგარი ექიმი გამოვა ამისგან.მკვლელი თუ გამოვა სხვა რა... ან მკვდარი ჩემი ხელით გავხდი მკვდარს! -რომ დამშვიდდე და იაზროვნო ცოტა არ გინდა? ვერ ვხვდები რა გაგიჟებს -ვერც მიხვდბეი ...იმიტომ რომ შენ არ გიგრძვნია ის რაც მე . ვერ აგიხსნი და იმიტომ ... მაგს სათამაშო ვგონივარ მე . მოუნდა ბიჭს , ნახოს ვინმე თავისნაირი გლუვტვინიანი ლამაზმანი რა უნდა ჩემგან . შენც იმიტომ გაგაბრუა რომ ჩემამდე მოეღწია იდიოტი რა ჰგონია ნეტავ გეგმებით მოძრაობს ბიჭი ... ხედავ შენ? -თუ არ დამშვიდდები და დაიკიდებ ასე ვერც სწავლას მოახერხებ,ნევროზსაც აიკიდებ და ტყუილად აირევ ცხოვრებას -ტყუილადაა მარიამ ეს? -და რას გიშავებს...არის თავისთვის. შენს ადგილას მშვიდად მივირთმევდი ამ ტორტს და საერთოდ დავივიწყებდი მის არსებობას..ნუ თუ არ მოგწონს უკვე და ამიტომ არ ხარ გაგიჟებული- ეს რომ ვუთხარი კარში გაიყინა,მერე ისეთი სახით შემომხედა აშკარად სჯობდა თავად გადავმხარიყავი მეცხრედან. - მე უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი...სწორედ ისეთი გარეგნობა აქვს და ხასიათი შენ რომ გიზიდავს . -რომანის გმირები და რეალური ხისთავიანი ერთია მარიამ? როგორ შეიძლება ის ..ის მომწონდეს. -შენ რომ გიცნობ ნამდვილად გიჟდები მასზე...მოწონება აღარ ჰქვია ხომ? -მარიაამ შენ ვისკენ ხარ? დავიჯერო უფრო იმასთან მეგობრობ? ვისში გამცვალე იმ პრიმატში? ერთუჯრედიანში? იმ უმარტივესში? -კარგი ...შეგიძლია ასე დაიცვა თავი ,მოიტყუო და მშვიდად იყო. ამას თუ სიმშვიდეს ეძახი ან უბრალოდ ჩემი რჩევა გაითვალისწინო.დამშვიდდე და ყველაფერს საღ გონებაზე დააკვირდე. -არ მინდა დამშვიდება...მისი გაქრობა მინდა მხოლოდ -რატომ... ხელი რომ მოგიჭირა ყბაზე და გითხრა ჩემი ხარო მაგიტომ? იმდენად მოგიჭირა რომ დარტყმის ტოლფასი იყო? ტყუილად გეტაკა და შეურაცხყოფა მოგაყენა ხალხის თვალწინ დაგამცირა? შეგარცხვინა? უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდო და სხვების თვალწინ დაგიწყო შებმა და უზრდელური გამოსვლები თუ რა ...რა გააკეთა ასეთი.თავი ვერ შეიკავა მთვრალმა სურვილმა სძლია და თმაზე მოგეფერა, კოცნითაც არ უკოცნია ხო? -არაა...არაფერი ეგეთი. მე ისე ავიფოფრე გაგიჟდა მერე .მანამდე მშვიდად იყო ,ჩუმად იყო და სულ არაფერი უთქვამს ჩემთვის ოთახში რომ ვიყავით. -აბლუყუნდა და საწოლზე ამოღოღდა ისევ- სიგიჟემდე მიზიდავს. იმდენად რომ თუ არ ვიყვირე და ვეჩხუბე ვითიშები მისი მოახლოებისას...სახელის გაგებაც კი ცუდად მხდის. მაშინაც უბრალოდ რომ მიყვებოდი ისე დამაინტერესა თითქოს ვგრძნობდი რომ ნაცნობი იყო! რა დროს ეს იყო ... საიდან გამოჩნდა ყველაფერი საბას ბრალია...დარწმუნებული ვარ მაგასთან მნახა ან ფოტო ან რა ვიცი ჯანდაბა.ჩემ სიძეობას არ ეღირსება ისე მოვკლავ ... რატო არ ჰყავს თავისნაირი წიგნისჭია ძმაკაცები სად გამოჩხრიკა იმ სათვალიანმა წიგნის ჭიამ ეს ველურთა მეფე. -ისევ არ ჩერდები ... -ვერ ვჩერდები -ლექციები გვაქ იცი?ჩვენ კი ვაგვიანებთ და ვფიქრობ არაფერი ღირს ამად... -ვაიმეე გუშნ სულ ვერ მოვახერხე მეკითხა...რანაირი მეგობარი ვარ მეე იმ იდიოტი ხერე შტერი კაცის გამო ვერც კი გავიგე როგორ ჩაიარა შენმა დღემ...რაო მისტერ სიმპატიურობამ რა დაგიწერა. მოგაყოლა საერთოდ? -პირველივე მე გამომიძახა ...ყველაფერი მოვუყევი რაც მკითხა და მაინც 8 დამიწერა გახსენებაც არ მინდა. ეგ მიშოზე უარესია და სადაც ის ცინიკოსი არსებობს მიშოს როგორ ლანძღავ. რა გამიკეთა რომ იცოდე ...ჯერ ჩაეძინათ ბავშვევსო წარმოგიდგენია? ჩემს ლაპარაკს უსმენდა ხალხი მეუბნება ცოტა ნელა გვესაუბრე ვერ ვიგებთ რას ლაპარაკობო,როგორ სუნტქავო და ამ ყეყეჩმა ჩაეძინა ბავშვებსო... ნამდვილი ცოდნით მოვა იმედია ვინმეო... მერე სულ მარტმევდა ხელიდან ძლებს...არადა არაფერი შემშლია მართლა. უკვე რომ დავირალე და ნერვები დამაწყდა მენჯის ძვალი ვეღარ დავიჭირე ნორმალურად და ვერ წარმოიდგენ რა მითხრა უზრდელიიი -ოჰოოო რაო რა გითხრა?-წამის წინ არ ბრაზობდა ეს? ახლა ისე კაკანებს ყურები მატკინა საზიზღარი მე ვიცინოდი? მოვკლავ ამას -მანდ რომ გქონდეს ბოქვენის ძვალი სასქესო ორგანოები ლაბთ ბარძაყზე იქნებოდაო -ვაიმეეე ცუდად ვაარ აუუუ - საწოლზე იხოხა ...აქამდე მომეყოლა ამდენს თუ იცინებდა. რაა სასაცილო იმ ავადმყოფმა კაცმა შეურაცხყოფა მომაყენა ფაქტობრივად. ჩაცმა დავიწყე დავასრულე ის კი დამყვებოდა იცინოდა და კიდე მეკითხებოდა როგორ გითხრაო მერე იძახდა ვიცოდი რო ჯმუხი არ იქნებოდაო ...რა შხამი ენა ჰქონია შენ გგავსო .პირველი კაცი ვინაც გაგაჩუმაო და რა ვიცი იმდენი რამე მითხრა ბოლოს მინდოდა დამეხრჩო -ახლა თუ არ გაჩუმდები იცოდე მიშოს დავურეკავ და დაგტოვებ იმასთან ! მოვა ხუთ წუთში შეიძლება თავისი სახლიდან ბაგირი ისროლოს და ისე გადმოძვრეს... -დამპალო! -უცებ გაბრაზდა, გაიბუტა და პატარა ბავშვივით წაპლატუნდა. სანამ იცვამდა ყავა გავუმზადე, ტკბილეული კარაქიანი პური და რომ მოვიდა ისაუზმა. მეც მომინდა და დავეწვიე . ბოლოს კისრის ტეხვით დავეშვით კიბეზე, მაინცადამაინც მაშინ გაითშა დენი ,დატრიალდა ქარიშხალი და ამდენი ხნსი მზიანი ამინდების შემდეგ გაწვიმდა. ქოლგა უკვე ზემოთ მქონდა დატოვებული. მალე ცხრა გახდებოდა,ამიტომ ავტობუსს უნდა დავლოდებოდით. -ღმერთო მეთამასები თუ რა არის...წიწილივით გავიწუმპები მალე...როგორ წვიიიმს . ეს მოსაცდელია საერთოდ? ყველა მხრიდან უბერავს ქარი და მოაქვს წვიმის წვეთები -სანამ თამუნა წუწუნებდა მიშოს მანქანა გამოჩნდა. ვიციიი ვიცი რომ გველი ვარ ,მაგრამ რა ვქნა უნდა ვისარგებლო შემთხვევით. ვიცი რომ გააჩერდება და იქ არ დაგვტოვებდა,მითუმეტეს თამუნას . ასე რომ როგორც კი გააჩერა მაშინვე ჩავავლე ხელი თამუნას და ისე ჩავსვი უკანა სავარძელზე კიდევ ლაპარაკობდა. მერე კარი რომ მოვხურე უცებ დადუმდა, თვალები ისე გაუფართოვდა და პირი ისე დააფჩინა გეფიცებით ახარხარებას არაფერი მერჩივნა. მიშომ სარკიდან გამოხედა და გაიცინა ამაზე თვალები მიენაბა და მერე ისევ გამოფხიზლდა.ღმერთო რა საყვარელია ... -უთხარი გააცეროს მანქნქანა...მირჩევნია გავიწუწო ..ფეხით გავიარო მთელი გზა ვიდრე ამის ...ამის იაფფასიანი სუნამოთი აქოთებულ მანქანაში ვიყო.. მალე დეტოქსიკაცია მექნება -მარიამია ცოდო თორემ შენ დიდი სიამოვნებით გადაგსვამდი ძირს. მაგაზე როგორ დაგწყვეტდდი გულს პატარავ -ვინ არის პატარა და მეორეც შეგიძლია შენი მეგობარი წაიყვანო ! ჯადო გაუკეთე თუ რა არის! -ჯადოს გაკეთება რომ შემეძლოს რაღა მარიამს გავუკეთებდ- მე აქ არ ვარ ? გავქრი თუ რა ხდება? მალე დახოცავენ ერტმანეთს . თამუნა ტყავის სავარძლებს კაწრავს ისეა ჩაფრენილი ფრჩხილებით . მიშო საჭეს მოტეხავს და მე ყველა ვარიანტში რამე დამემართება ამათტან ერთად -ჩემზე შენი მწვანე თვალების ბრიალი არ გაჭრის ...არც ეგ სულელური ღიმილი სულ რომ იკრიჭები. მაგარი ბიჭი რომელიც სულ გაკრეჭი დადის დიდი საოცრებაა არ მეთანხმები? ალბათ არავინ გცემს პატივს და შენც მუშთი კრივზე გადადიხარ როგორც 5 წლის ბავშვი რომელსაც რაღაცის დამტკიცება სურს ან ყურადღების მიქცევა- ეს ასე თუ ელაპარაკა იმ ღამითაც როგორ არ მოკლა მიშომ მიკვირს. -აიი მოვედით...მადლობააა მიშიკოო.აბა ერთად ვთქვათ თამაააღ „მიშოოო მადლობაა“ -კიდევ რა გინდა რომ ვუთხრა ... ვაკოცებ ერთს კიდევ არ გინდა?- უცებ გამოგლიჯა კარი და გადავიდა. მიშოც მიჰყვა და თავისი ქურთუკი რომ დააფარა თავზე ცოტა მაკლდა აქვიტინებამდე. რა საყვარლები არიააან ! გიჟი ,ჩემი გიჟი ,როგორ გატყდებოდა. ისევ შეუბღვირა და სანამ არ მოხვია ხელი მიშომ მანამ არ გაჩერდა.მერე სკანდალისთვის ზედმეტად ბევრი ხალხი ირეოდა და უბრალოდ უბღვერდა. მე ვის ვახსოვარ ! მოვიბუზე ჩემს ტყავის ქურთუკში და სწრაფად წავედი შენობისკენ. უცებ ვიღაც გამოჩნდა და ქოლგა დამაფარა. უკან რომ მივიხედე უკვე გვერდით მიდგა პატივცემული ლექტორი . პირდაპირ განგსტერია რომ შეხედავ. შავი ტყავის მოსაცმელი, შარვალი, ქოლგაც შავი .ხელში ლეპტოპის ჩანთა უჭირავს და მიწყურებს -დილამშვიდობისა მარიამ ! - ღმერთოო ჩემოო რა ხმა აქვს... წვიმასთან სერეული მისი სურნელი ეს რაღაც ღვთაებრივია. რა უნდა საქართველოში ბერძენ ღმერთკაცს? ვინმე ვერ მიპასუხებთ მანდ ზემოთ? რატომაა ზევსის უკანონო შვილი აქ ? სხვაგან ვერ გაუშვით? -დილამშვიდობისა პატივცემულო... -საკუთარ თავს თუ არ მოუფრთხილდი სხვებს ვერ მიხედავ ... გაციებული გაწუწული ექიმი ,სიცხით დაავადებს ყველას- შენი ნოტაციები მაკლდა სრული ბედნიერებისთვის. ის იყო უნდა გავცლოდი ხელი რომ მომიჭირა გაყინულ თითებზე, ასეთი ცხელი როგორ აქვს ხელები...მგონი დამწვა კანი. ჩანთასთან ერთად ჩემი ხელი ეჭირა წამით მერე გამიშვა და ისე შემომხედა მივხვდი მასთან ერთა დუნდა მევლო შენობამდე. არც ნელა მიდიოდა არც ჩქარა, როგორ იცავდა ამ შუალედს ვერ ვხვდები,მგონი რობოტია,პროგრამა აქვს „იდალური“ ჩატვირთული და სანამ არ გადაიწვება მანამ ასრულებს. შენობაში როგორც კი შევედით ქოლგა დახურა ქურთუკის ელვა შეიხსნა და ოდნავ დანამულ თმაზე ხელი გადაისვა მე კი მოვკვდი იქვე და ის სადაც უნდა იქ წაბრძანდეს. თავს ოოდნავ მიკრავს და მიდის, დამემშვიდობა თუ რა იყო. დარეტიანებული შევდივარ პირველ ლექციაზე და სველ ქურთუკს სწრაფად ვიხდი. ბავშვებს ვესალმები და ლექტორიც სემოდის. ფიზიკა მაქვს ...პირველი რომ ფიზიკა გექნება. ტესტით გამოიკითხა მასალა. ისე დაწვრილებით იყო ყველაფერი ლამის ტვინი გამებურღა ბოლოს როგორღაც დავწერეთ და ლექციაც დასრულდა. ლათინურისთვის მზად არ ვიყავი, დამეზარა და უბრალოდ ვისმენდი. შემდეგ ქიმია გვქონდა , მოვუყევი რაღაცეები სემესალა დიდად გენიოსი არ ვარ ქიმიაში და ცოტა დაბალი დმაიწერა,მაგრამ პრობლემა არ მქონდა. სემდგე კიდ ადგა ანატომიის ჯრიც. მე გუშინ გამომკითხა და დღეს მშვიდად ვიქნები იმედია. რომ შევედით იქ დაგვხვდა, მშვიდად იჯდა და ჟურნალში რაღაცას წერდა. ბავშვები მიესალმნენ ,მე ისევ წინ გამაგდეს და დამსვეს -რა მინდა წინ... -მიდი რა შენ უკვე გამოგკითხა...მიდი მარიამ ჩვენო გულადო - მეჩურჩულებოდა შოთა და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მიმარბენინებდა პირველი მერხისკენ. -მოგკლავ აქედან რომ გამოვალ ! -მშვიდად პატარაავ მშვიდაად- თვალს მიკრავს და ჩემს უკან ჯდება. - დღეს უეჭველი გამიყვანს და იცოდე მიკარნახებ ,გთხოოვ -ნუ მიყურებ ასე -შენ ხო კეთილი გოგო ხარ... ტყუილად აპირებ ექიმობას? ჩემზე გაჭირვებული მეორე ვინ არის. -მეჩურჩულება და ისე ახლოსაა ლამის გადმოწვეს ჩემკენ -თქვენ ორნი ასე აპირებთ ჯდომას? თუ რაც არის- ბატონის ხმაც ისმის, კალამს იქნევს და ისე გვანიშნებს. -უკაცრავად პატივცემულო- შოთიკო მაშინვე სკამზე ბრუნდება და საწყლად იღიმის. რა ჯანდაბაა ყველას როგორ ეშინია ამის. კაცები არ ხართ? თუ დაგიწერს დაალს დაწეროს მერე რა ხდება ...სტიპენდიაზე მაინც არ იკლავენ თავს . ზარიც დაირეკა, ყველა გაისუსა და პატივცემულმაც დაიწყო სიის ამოკითხვა. შემდეგ მაგიდაზე დააწყო ხელები და აათამაშა -აბაა დღეს ვის სურს მასალის ჩაბარება?--სურსოოო? ამას მოვკლავ კი ნამდვილად მოვკლავ. გუშნ სურვილები არ გვქონდა ჩვენ? რომ ამაგდო და მომაყოლა? ახლა გაჩნდა სურვილები სხვებისთვის? - დავიჯერო არავის სურს ნიშანი ანატომიაში? - არხეინად აკაკუნებს თიტებს, ვეღარ გავიგე თიტებზე ვიფიქრო თუ...სხვაზე რაზე ვიფიქრო ჯანდაბა როგორი ლამაზი თითები აქ მე უნდა ვიყო ქალი და ეს კაცი? ჩემი დაჯღვარკული გამრუდული თითები ინსტიქტურად მოვმუშტე .-სურვილი რადგან არ გაქვთ ვერაფერს დაგაძალებთ... - არა ისევ მომესმა ხომ? - დღეს ვწერთ ასე რომ...- მოიცა მეც უნდა დავწერო? კაგრი რაა არ გადამიმეორებიააა ამ კაცს ჩემი სიკვდილი უნდა მგონი. ფურცლები მოგვაწოდა და მშვიდად დაიწყო სიარული თავისუფა ადგილას. ყველას სხვადასხვა ძვლის დაწერა დაგვავალა ჩემამდე რომ მოვიდა შეჩერდა და ზუსტად ის მითხრა რასაც ვერ ვიტანდი „წინამხრის ძვლები . იდაყვისა და სხივის ძვალი“ -მხოლოდ ეს მარიამ... -მხოლოდ? რა ცოტაა - ენას რომ ვერ გააჩუმებ . მაშნვე შემობრუნდა და ზემოდან დამხედა -რადგან ბევრი გინდა დაწერო ... მალებზეც დაწერე . განსხვავებები და აგებულება -ჩემო ენავ ძირში მოსაჭრელოოო რა მინდოდა. ყველას ცოტა აქვს დასაწერი მე როგორ მოვასწრო - ვერ მოვასწრეებ! -ეს ხმამახლა ვთქვი? არ არსებობს. -50 წუთში ერთ ფურცელს თუ ვერ დაწერ მომაკვდავის გადარჩენას ორ წუთში როგორ მოასწრებ! - მე მითხრა? ამ ტონალობაში? ვინ მისცა უფლება მიყვიროს? ამას ჰგონია რომ რადგან ლექტორია არაფერს ვეტყვი? სადაა ზრდილობა?! და ისევ ყველა ჩვენ გვიყურებს ,რა ენაღვლებათ თავად კი არიან მშვიდად არც რეპლიკები აქვს მათი მოყოლის დროს არც შენიშვნა ! თუ აქვს და ხმას არ იღებენ ,მონები ესენი! -ექვსი წელი მაქვს სასწავლად ..პატივცემულო! -ზოგი რამ შეუძლებელია ისწავლო ! ექიმი ან ხარ ან არა... მოწოდებით უნდა იყო ექიმი და არა რობოტი დაზუთხული ცოდნით - არც მიყურებს ისე საუბრობს და თან დადის . ვაიმე ისე მექავება ვფეხები ის ემინდა წამოვფრინდე და რამე ვესროლო. ხეში მოქცეულ პასტას ისე ვუჭერ მისხლტება თითებს შორის და იატაკზე ვარდება . სადღაც კუთხისკენ მიდის და კარადის ქვეშ ვარდება...ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის . სახეში ისე მომაწვა სისხლი ალბატ სულ წითელი ვარ. ვერ ვახერხებ ბრაზის კონტროლს! -უფს პასტა დავკარგე... მხოლოდ გუშინდელი შეფასებაღა დამრჩება ! - რა მეგონა მოვიგე დავისვენებ და მშვიდად ვიქნები.-თქო? შევახსენე ჩემი წკუით რო უკვე გამომკითხა? იდიოტოოო ეს გველი არსება ამას გაპატიებდა? პასტას ჯერ მშვიდად გააყოლა თვალი მერე ზურას მაგიდაზე დადებული ფანქარი აიღო -ზურა დახმარება გავუწიოთ გაჭირვებაში მყოფ სიხარულიძეს! თუ წინააღმდეგი არ ხარ რა თქმა უნდა-ისე ჰკითხა ზრდილობისტვის თორე მაგარი ფეხებზე ეკიდა რას ეტყოდა ზურა -რა თქმა უნდა პატივცემულო...კალამიც მაქვს მგონი- უიმეე ეს შკოლნიკი. ელაქუცება ახლა მოუნდა მაღალი ქულა და სტიპენდია . მივახრჩობ ! -კალამთან პრობლემები აქვს და როგორც კეთილი ლექტორი ,მეც ხომ ვიყავი სტუდენტი არა? მარიამი დახატავს სხივისა და იდაყვის ძვლებს. მერე ჩამოწერს შემადგენელ ერთეულებს და მალებსაც არ დაივიწყებს ბავშვებს ელაპარაკება თუ მე? მოვკლააავ ღმერთო რაო? დახატვაო? -მეგონა სამედიცინო კორპუსში შემოვდიოდი....სამხატვროში ვარ? - შევიცხადე და სამსახიობო ნიჭი რომ გამოვავლინე ეგ ვიცი ნამდვილად ! სად არიან რეჟისორები...პუბლიკა დამიკარით ტაში . მომეცით ოსკარიიი ფანქარს პირდაპირ ხელში მიდებს და ისე მიყურებს სახე მეყინება. ტუჩები გამიშრა. ასე ახლოს რატომაა . ჩემს მაგიდაზე რატომ უდევს თავისი ტორიიი ვაიმეე ახლა ამ დაძარღვულ ხელზე თიტებს გადავუსვამ... ცუდად ვარ ! მიშველეთ კორვალოლი არავის გაქვთ? ვალერიანი...? -დაიწყე ! 30 წუთი დაგრჩა- ისე მეუბნება უკვე მიბრძანებს,არადა ჩუმად ამბობს. პერანგის საყელოსკენ მიმაქვს გაყინული თითები და ღილს ვხსნი როგორც კი აგრძელებს სიარულს. მისი ნაბიჯების ხმა თავგზას მირევს. უკვე სახელიც არარ მახსოვს რა იდაყვის ძვალზეა საუბარი! დავხატოოო თან უნდა დავხატო ... მაგიდაზე დადებულ ძვალს ვიღებ და მაშინვე მიყურებს -როგორ დავხატო აბა... -მაშინვე ვლუღლუღებ...ეს ხმა ჩემი იყო? ვაი შე საცოდაო საწყალო...რას ტლიკინებდი მაგარი გოგო ვარო? ახლა რა გეშველება -წარმოსახვით ... თუ გაგაჩნია!- წარმოსახვა გამაჩნია კი და უკვე მოგკალი მაგ წარმოსახვაში,მარტალია ჯერ მაგ ტუჩზე გიკბინე ირონიულ ღიმილებს რომ ახორციელებს . უკვე ცუდად ვარ...სუნტქვა მეკვრის, მეორე ღისაც ვხსნი მაგიდისკენ ვიხრები მხოლოდ მე და წინამხრის ძვლები ვრჩებით. ხატვას ვიწყებ ,ყველა ნაწილს ვიხსენებ და შეძლებისდაგვარად ვხატავ. მერე სწრაფად ჩამოვწერე და მალებზე გადავედი. ზურგში ოფლის წვეთების სვლას ვგრძნობ, ტუჩებს ვისველებ მაგრამ არ მშველის ,პირი ისევ მიშრება. ეს რომ არ დავწერო მოვკვდები! უნდა დავწერო უნდა მოვასწრო. გავიხსენო ყველაფერი და დავწერო! მაგიდაზე დამხობილი ვწერ, ასე ვარ მიჩვეული ბავშობიდან, ხერხემალი რომ მეღლება ვიხრები და ისე ვწერ. -ახლომხედველი გახდები სიხარულიძე ეგრე... გასწორდი- უკვე წინ მჯდარა ბატონი , ინსტიქტურად დავიხედე მკერდზე და თურმე წამის წინ წითელი არ ვყოფილვარ! არ გამიხედავს მისკენ ისე დავქაჩე პერანგი და მკერდის გამოჩენილი ნაწილი დავმალე. ისევ განვაგრძე წერა. თავი მაღლა რომ ავწიე ყველას დატოვებული ჰქონდა ფურცლები და უბრალოდ ისხდნენ უკან, ზოგი ჩურჩულებდა. ბატონი კი უკვე კითხულობდა ნაწერებს. ფანქარი მაგიდაზე დავდე წამოვიწიე მისკენ გადავიხარე და ფურცელი წინ დავუდე. მაშინვე ამომხედა, არადა ხმაური არ გამომიწვევია -დავასრულე პატივცემულო ! შემიძლია გავიდე? -მიბრძანდით ...-ისევ სხვებს გადახედა და მერე ნახატს დახედა-სამხატვროში აშკარად არ მიგირებდნენ ...ახლოსაც არ ჩაიარო !- ჩაილაპარაკა მშვიდად და ისე ცავაგდე ჩანტაში წიგნი მერხის ზედაპირზეც დაეხეთქა . არაფერი მითქვამს, მხარზ ემოვიგდე ხელჩანთა, ქურთუკი ავიღე, თმებუ უკან გადავიყარე და გასასვლელისკენ წავედი. კართან შევდექი და ოდნავ მივბრუნდი -ნახვამდის პატივცემულო ... -ნახვამდის მარიამ ! - ამ მარიამს როგორ ამბობს... შემომხედა? ჯანდაბა ეს თვალები ... როგორი შავია და თან როგორი ნათელი. შავია და ბნელი ა რუნდ აიყოს? ამისი თვალები რატომ ანათებს რა უნდათ? დერაფანში გავრბოდი კი არ მივდიოდი. ბოლოში ირაკლი იდგა და შევჩერდი რომ გამიღიმა. აასე ხო არ ავუვლიდი გვერდს. მეგობრებს გამოეყო და ჩემკენ დაიძრა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.