შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტო (თავი 5)


16-03-2017, 00:12
ავტორი MoonDaughter
ნანახია 1 561

მთელი ღამე ვბორგავდი. ცივი ოფლი მასხამდა, ვიწვოდი და თან მციოდა. საათს დავხედე, ღამის 3 საათია. ლოგინზე წამოვჯექი, საღამური მთლიანად სველი მაქვს, ზეწარს ხელი გავუსვი და ოფლით იყო გაჟღენთილი. თმა სულ სველი მაქვს, ლავიწის ძვლებზე ოფლის აუზი ჩამდგარა, ხელი მოვისვი და მთელს სხეულზე ჩამოხეთქა ჩანჩქერივით - მოედო მკერდს, მუცელს... კანკალმა და სიცივემ ამიტანა, ღრმად სუნთქვა დავიწყე, თითქოს ყელზე ვიღაც ხელს მიჭერდა და სუნთქვას მიშლიდა. სწრაფად და ღრმად ვსუნთქავ, პირიდან სიმწრის ძახილი ისმის. შიშმა ამიტანა, საწოლის გვერდით გადავწიე ხელი, სადაც ჭიქა წყალი ყოველთვის მიდევს, თუმცა ჩემდაგასაკვირად, ჭიქა ცარიელი დამხვდა. შეგრძნება მაქვს, რომ სხეულიდან წყალი სულ ამომიშრეს და სასწრაფოდ უნდა შევივსო. გადმოვედი საწოლიდან - მეშინია, კედლისკენ გავრბივარ რომ შუქი ავანთო, ფეხის გულები ისეთი სველი მაქვს, ძლივს მივაღწიე კედლამდე, რომ არ ამსრიალებოდა.
მივენარცხე კედელს და შუქი ავანთე. ღრმად ვსუნთქავ და გული სწრაფად მიცემს. იატაკზე დავიხედე და ჩემი ფეხის ნაკვალევი დავინახე, ოთახიდან გავედი. მისაღებში შუქი ავანთე, სარკეს პლედი ჩამოვარდნოდა, მაშინვე მივვარდი და ავაფარე. უფრო ძლიერად ვიგრძენი შიში, იმდენად ძლიერად რომ ჩემი ყელიდან განწირული ხავილის ხმა მომესმა. პირი გავაღე და რაც შემეძლო ხარბად დავეწაფე ჟანგბადს... ნელი ნაბიჯით ვუახლოვდები სამზარეულოს კარს და ოფლი კიდევ უფრო მასხამს, გულისცემა ტვინამდე ატანს და აზროვნება ფაქტიურად არ შემიძლია. ინსტიქტის დონეზე ვმოქმედებ, გაუაზრებლად მივიწევ წინ და სამზარეულოს კარის სახელურს ქვევით ვექაჩები. ფრთხილად ვაღებ კარს, მარჯვენა ხელს კედლის მეორე მხარეს ვაცურებ და შუქს ვანთებ, ხელს ფრთხილად ვწევ უკან, როცა უცაბედად მარჯვენა ხელზე უხეში ხელის მოჭერას ვგრძნობ.
ეს ის შეგრძნებაა, როდესაც კაცობრიობა და ლინგვისტიკა სრულიად უძლურია მოიგონოს სიტყვა მის აღსაწერად. ვიგრძენი პანიკური, არადედამიწური შიში, მაგრამ ენა ჩამივარდა, აზრები სადღაც ჩაიკარგა, თითქოს ბგერებსაც კი შეეშინდათ გარეთ გამოსვლა და ჩემში, სადღაც მიიმალნენ.
ჩამობნელდა, ვერაფერს ვხედავ. რაღაც უცნაურ, ყრუ ხმებს ვუშვებ პირიდან. კარი იღება და უცნობი გამოდის. სწრაფად, მარცხენა ხელით მისკენ მიზიდავს და კედელთან მანარცხებს, მარჯვენა ხელს კი პირზე მაფარებს რომ არ ვიყვირო.
თვალთ დამიბნელდა, ბინდი გადამეკრა და მხოლოდ სილუეტს ვამჩნევ: შავი, ბეჭებამდე თმა და ძალიან მკვეთრი, გამჭოლი მზერა ჩემსკენ მომართული, რომელიც ამ ბინდშიც კი აღწევს. რამდენიმე წუთი ასე გაუნძრევლად ვიდექით, ის კი სულ უფრო და უფრო მაჭერდა პირზე და ხელზე. სადაცაა კედელს შევესისხლხორცები...
თანდათან თვალებში სინათლე მიბრუნდება და ვხედავ მის სახეს: მუქი, შავზე უფრო მუქი თვალის გუგები და სისხლისფერი სკლერა. სქელი, შავი წარბები სულ ოდნავ შეკრული. ცხვირი სწორი, იდეალურად სწორი და ოდნავ უხეში. ტუჩები სქელი, აქა-იქ დახეთქილი და უხეში ტუჩები აქვს. შავი, გრძელი თმა კი თვალებში ჩამოყრია, ვხვდები აწუხებს, მაგრამ ხელებს ვერ ითავისუფლებს, რომ გადაიყაროს. როგორც ჩანს ყოვლისშემძლე არ ყოფილა ჩემი უცნობი. ჩემი! რა სისულელეებს ვბოდავ.
წესით, უნდა მეშინოდეს, მაგრამ უფრო სიამოვნების განცდა მაქვს, ვიდრე შიშის. ნელა და ღრმად ვიწყებ სუნთქვას. ჩემი ნესტოებიდან გამონაბერმა ცხელმა ჰაერმა, მის სახეზე ჩამოყრილი თმა ოდნავ შეარხია. თავს ოდნავ მარჯვნივ ხრის და დაკვირვებული, ოდნავ მომღიმარი სახით მიყურებს. თანდათან, უფრო შლის პირის მარჯვენა კუთხეს და ღმერთო, რა თავხედურად უხდება ღიმილი.
ქვევიდან, კმაყოფილად და ხაზგასმით მიყურებს და სულ უფრო და უფრო ხსნის ტუჩის მარჯვენა კუთხეს, სადაცაა კბილები გამოუჩნდება. მარჯვენა ხელს ოდნავ ადუნებს და წამებში სრულიად მათავისუფლებს ტყვეობისგან.
ღრმად ამოვისუნთქე, თავი ჩავხარე და ყელზე ხელი მოვისვი, რომ საკუთარი სხეული შევიგრძნო, დავრწმუნდე რომ ვარსებობ, რომ ეს ყველაფერი რეალურია. ჩემი ხელის მოძრაობას თვალებით დაჰყვება უცნობი, სადაც არ უნდა წავიღო - აკვირდება, უკან ედევნება. სიკვდილამდე მინდა მისი ხმა გავიგო, თუმცა სრულიად ვშეშდები, როცა მის თვალებს ვხედავ, ეს რაღაც დაუჯერებელი მიზიდულობაა, მის თვალებს ცალკე სამყაროში გადავყავარ, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს როგორია ეს სამყარო.
მოულოდნელად, საჩვენებელ თითს ზედა ტუჩზე მაჭერს და ქვევით ქაჩავს - მსერავს, სასიამოვნოდ მტკივა, ჩამოდის ქვევით... ნიკაპთან ჩერდება, თითქოს ელოდება რას გავაკეთებ. თავს უკან ვწევ, რომ მის ჯადოსნურ თითს გზა გავუკვალო ყელისკენ და უეცრად მის მომღიმარ, გამჭოლ მზერას ვაწყდები, რომელიც ყველა ჩემს გაფიქრებას ხვდება და ამით კაიფობს.
მკერდს შუა მოექცა მისი თითი და აქ ძალიან მაგრად მომაბჯინა, იმდენად ძლიერად რომ კედელს მივენარცხე, სიამოვნებისგან ამოვიოხრე, ხელები აქეთ-იქეთ გავშალე, მინდა კედელი ჩამოვკაწრო, ის კი თითს უფრო და უფრო მაჭერს, მე კი სუნთქვა უფრო და უფრო მიხშირდება და თვალებს ოდნავ ვახელ - ვხედავ მის ბოროტ მზერას, როგორ მიყურებს ქვევიდან, ოდნავი ღიმილი ბოროტ მზერაში გადაუვიდა და მიყურებს ისე, როგორც მარიონეტს, როგორც მტაცებელი უყურებს თავის მსხვერპლს, მაგრამ არ ჩქარობს, მას უნდა ნელა და მტკივნეულად მომკლას.
მტანჯველი თითისგან მათავისუფლებს და მარჯვენა მკერდს მუჭში იქცევს, ისე მაგრად უჭერს რომ მგონია სადაცაა გასკდება და ნაფლეთებად იქცევა. თავს მარჯვნივ ვაგდებ და ვგრნობ რომ ცნობიერებას ვკარგავ. მარჯვენა ხელით ყბაზე მეტაკება, მტკივა... გაუსაძლისად და მტანჯველად მტკივა და მსიამოვნებს ერთდროულად, სახეს სწრაფად მისწორებს:
-მიყურე! - მიბრძანებს და ეს ხმა... ეს დაუჯერებელია, ასეთი ხმა რომელიღაც საშინელებათა ფილმში მომისმენია. იქ მსახიობის ხმას სპეციალურად ამუშავებენ, საშიშად რომ ჟღერდეს.
თვალები დავქაჩე და პირდაპირ თვალი თვალში გავუყარეთ ერთმანეთს - ესეც მეტკინა. ეს უკვე მეტისმეტია, მას უნდა მთლიანად მფლობდეს. მხოლოდ სხეული არ აკმაყოფილებს, ჩემი ფიქრებიც უნდა, ჩემი სული უნდა! ამან შემაშინა, გაუსაძლისი შიში ვიგრძენი. ვინ არის ეს უცნობი? ვინ არის და რა უნდა ჩემნაირი არარაობისგან? მე ხომ არავინ ვარ?! ვიგრძენი რომ ჩემი შიში დაინახა და კმაყოფილმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე. იღიმება და უცებ, ძალიან მკაცრ და ბოროტ მზერას მესვრის.
-ვინ ხარ? -ძლივს ამობობღდნენ სიტყვები ჩემი პირიდან.
ის კი მიყურებს, მიყურებს ბოროტი ღიმილით და დუმილით მტანჯავს.
-ვინ ვარ? - უეცრად და ღიმილით მეკითხება. -ვინ ვარ მე, ემილი? -აქ უკვე იცინის. თეთრმა, თავხედურად ლამაზმა კბილებმა გაიელვა ჩემს წინ. ეცინება და სახეს გვერდზე წევს, ალაბათ ისეთი სასაცილო სახე მაქვს, რომ სიცილი ვერ შეიკავა. უცებ მათავისუფლებს მისი მზერისგანაც და ხელებისგანაც. უკან იხევს და სავარძელში ჯდება. ჯიბიდან სიგარა ამოიღო - გაუკიდა. მე გაშეშებული ვდგავარ კედელთან და ადგილიდან ვერ ვიძვრი. ის კი მიყურებს და იცინის. მისი სიცილი გადამდებია და მეც მეღიმება. რა ხდება, წარმოდგენა არ მაქვს რა აცინებს, ან მე რატომ მეღიმება?! ვუყურებ და ვტკბები, თვალს ვერ ვაშორებ. წარმოუდგენლად მშვენიერია ამ საშინლად მიმზიდველი არსების ყურება.
თვალებით მანიშნებს, მასთან მივიდე. მე კი შეწინააღმდეგება აზრადაც არ მომდის, ავამოძრავე სხეული და მისკენ დავიძარი, სამ ნაბიჯში უკვე მის ფეხებთან აღმოვჩნდები, მაგრამ უეცრად:
-გაჩერდი! - გაისმა ბრძანება მისი დასერილი ტუჩებიდან.
მაშინვე დავაბრუნე უკან ჩემი წინ გადადგმული ნაბიჯი და გავჩერდი.
მუხლებზე! -ისევ ბრძანება.
მომენტალურად, მუხლებზე ვდგები და ვხვდები, რომ წინააღმდეგობის გაწევა უბრალოდ არ შემიძლია.
თავს ხან მარჯვნივ აგდებს, ხან მარცხნივ და მაკვირდება, ჩემი სხეულის ყველა წერტილს წარბებშეკრული აკვირდება. ავადმყოფური და ხარბი სახე აქვს. მომაკვდინებელ ცოდვას ჰგავს - შვიდივე ცოდვა მასშია თავმოყრილი და ეს აღმაგზნებს. აღმაგზნებს? სადამდე შევტოპე.
ბოლო, ღრმა ნაფაზს ურტყამს, მაჯებით მუხლებს ეყრდნობა, ჩემსკენ იხრება და პირში მაბოლებს. ინსტიქტურად შევისუნთქე - მთელს ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. თვალები დავხუჭე და ველოდები მის ჯადოსნურ ხმას, რადგან მე ყველა მის ბრძანებას დავემორჩილები.
ვგრძნობ როგორ დგება და შემდეგი ნაბიჯისთვის ემზადება...



№1  offline მოდერი MoonDaughter

MoonLady
ნუ... ნუ ალისფერო...

:) <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent