შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვარსკვლავის მკლავებში (სრულად)


2-05-2017, 04:21
ავტორი aNuGi
ნანახია 50 211

1 თავი

- თვალის ექიმთან ვიყავი ლენკა, რას მეწუწუნები ისედაც ბუნდოვანია ყველაფერი! - შუა საბურთალოს ქუჩაზე გავჩხაოდი და ვცდილობდი როგორმე ქუჩაზე უსაფრთხოდ გადავსულიყავი - მოვდივარ მეთქი!
- გელოდები! - მოკლედ მომიჭრა და გამითიშა, გაბრაზებულმა ჩავიტენე უკანა ჯიბეში ტელეფონი და ჯიქურ წავედი წინ, გვერდზეც არ გამიხედია, მანქანის დამუხრუჭების ხმა რომ მისწვდა ჩემს ყურთასმენას მერე გავჩერდი და გაოგნებულმა მოვათვალიერე იქაურობა, მაგრამ ჯანდაბა! მე ხომ წამალი მაქვს გაკეთებული და ვერაფერს ვხედავ? მხოლოდ ბუნდოვნად ვარჩევდი, ჩემს წინ გაჩერებულ შავ მანქანას და ჩემკენ მომავალ მაღალ სილუეტს.
- მაინც და მაინც ჩემს მანქანას უნდა შეუვარდე? სხვა ვერავინ იპოვე? - უხეშად მომკიდა მკლავში ხელი და საწყლად ამოვიკლავნე, ხელები ისე ავიშვირე თითქოს უნდა შევხებოდი, მაგრამ ავცდი და აშკარად ჰაერს წავეპოტინე. - ჯანდაბა! ბრმა ხარ? - ამოიხრიალა და როგორც მივხვდი გზიდან “გადამათრია”, მანქანების გაბმული წუილი მესმოდა და ირგვლივ ყველაფერი ტრიალებდა გადაჭარბებული ემოციებისგან - კარგად ხარ? - სასიამოვნო ხმა საამოდ ჩამესმოდა ყურებში და სავარაუდოდ მოხიბლული ვუღიმოდი ჰაერს - აქეთ ვარ! - 180 გრადუსით შემომაბრუნა და მისკენ გამახედა, ოდნავ გადაიწმინდა ბინდი და ცოტა ნათლად ვხედავდი სახის კონტურებს.
- რატომ მეცნობი? - რაც პირზე მომადგა პირდაპირ დავაბრეხვე და გავიგონე როგორ ჩაეცინა.
- დავიჯერო ხმით მიცანი?
- არ მითხრა ახლა გაგა რომ შენ ხარ, თორემ გეფიცები მანქანის ქვეშ ჩემი ხელით შეგაგდებ! - მუშტი მოვიღერე გაურკვეველი მიმართულებით.
- აგერ ვარ მეთქი - ხელი გამისწორა და ჩემთვის ბუნდოვანი ღიმილით დამაჩერდა.
- არ ხარ შენ გაგა - ჩემთვის ჩავიბურტყუნე და ახლა უკვე მას გავუღიმე - დიდი მადლობა გზაზე რომ გადმომიყვანეთ! - ხელი დავუქნიე და როგორც კი შევბრუნდი ეგრევე ბოძს შევასკდი - ო ღმერთო! - დავიკვნესე და ხელით მოვიზილე შუბლი - რა ჯანდაბაა, ვინ დადგა ეს აქ! - შევუბღვირე ბოძს და გზა გავაგრძელე. ისევ მოვტრიალდი და გაურკვეველი მიმართულებით დავიქნიე ხელი.
- კარგად! - შორიდან მომესმა და საბურავების გამაყრუებელმა ხმამაც აიკლო იქაურობა.

***

- სად იყავი გოგო! - ისევ გაჩხაოდა ლენკა - სად იყურები, აგერ ვდგავარ!
- რავიცი სად დგახარ, დამაბრმავა ამ წამალმა მგონი, იმხელა დოზა გამიკეთეს მე კი არა ხარს მოერევა! - შევიკურთხე და ჰაერში რამდენჯერმე შევათამაშე ხელები.
- ვაიმე გოგო!
- ჰა, რა მოხდა ახლა - თვალები ავატრიალე და იქაურობას მოვავლე მზერა, მაგრამ რაღაც დიდი დახლების და ერთმანეთში აზელილი სურათის მეტი ვერაფერი დავინახე.
- ვაიმეე! - შეკივლა და სავარაუდოდ ხელში დაჭერილი პროდუქტები ძირს მიმოფანტა.
- ნორმალური თუ ხარ გოგო? - დავუღრინე და დავიხარე, ვეცადე რომელიმეს მაინც წავპოტინებოდი რომ ამეღო, მაგრამ აშკარად რაღაც ძლიერს შემოვხვიე ხელი - გოგო ეს რა გეკავა ხელში? - სავარაუდო მიმართულებით გავიხედე და მთელი ჩემი ძალით გამოვქაჩე მძიმე სხეული, რამდენჯერმე ძლიერად გამოვქაჩე, მივხვდი რომ ვერ შეიკავა რაღაცამ თავი და დაბრეხვების ხმამაც მიმახვედრა რომ აშკარად არასწორად გამოვიყენე ჩემი ძალა, ხელები ოდნავ მოვათათუნე და ფეხსაცმლის ძირიც შემხვდა ხელში! ჯანდაბა, ყველაფერი დღეს უნდა დამემართოს?!
- დედა რა ბრგე კაცი წავაქციე აა? - ვეცადე უხერხული სიცილით განმემუხტა სიტუაცია.
- ბედი შენი ეგ ფეხი რომ მტკიოდა! - შემომიღრინა ვიღაცამ და ხმით მივხვდი რომ შარვალის ფერთხვით წამოდგა.
- ვაიმე ბოდიშით რა! - საწყალი სახე მივიღე და მეტი ემოციისთვის თვალებიც ცრემლებით ამევსო.
- კარგი, კარგი, არ ინერვიულო, მერე რა რომ ჯერ მანქანის ქვეშ კინაღამ შემივარდი, ახლა სმარტის იატაკი მომაწმენდინე, ისე რა ძალა გქონია! - ჩაიცინა და რამდენიმე პროდუქტი მომაწოდა.
- შენ ხარ? - ისე აღვშფოთდი გეგონებათ სასწაული მენახოს.
- ხო მე, ჩემგან წასულს ბოძს რომ შემოეხვიე, არ მეგონა ეგ ბოძი ასეთი მიმზიდველი თუ იყო!
- დამცინით? ჩემს ნაკლს დაცინით? - “თავი გავისაწ....”.
- რას ამბობ! - შეწუხდა ეგრევე - უკაცრავად, ეს გოგო თქვენთან ერთად არის? - მიმართა ლენკას.
- მე იცით რა.. მე თქვენ!
- ამოშაქრე გოგო! დამჟავდა ხალხი! - დავუყვირე და ისევ გაურკვეველი მიმართულებით შევბრუნდი - მასთან ვარ ხო!
- ძალიან კარგი, იმედია საიმედო ხელში გტოვებ, მეეჭვება სახლში არ შემომივარდე დღეს!
- დიდი სიამოვნებით შემოგივარდებოდით, მაგრამ დაკავებული ვარ! - დავეჭყანე და ვცადე გვერდი ამეარა.
- გვერდს მივლი ახლა? - ჩაიცინა.
- რა არა?
- მე არა, დახლს
- უი უკან ხარ? - ისევ შევტრიალდი და თვალები ავახამხამე - ხო ვამბობ ხარს მოერეოდა მეთქი?
- რა თქვი?
- შენთვის საინტერესო არაფერი, კარგად და მადლობა! ბოდიში რომ წაგაქციე რა! - გამეცინა და ახლა ნამდვილად ავუარე გვერდი.
- გოგო რამ დაგაბნია? - ახლოს მოსულ ლენკას ვუბრწკინე ხელზე.
- რამ დამაბნია კი არა, ილია ვერ იცანი?
- ვინაა გოგო ილია, ილიას კი არა გზას ძლივს ვხედავ!
- ილია გოგო, ვარსკვლავი
- შენი ჭირიმე რაა! - ხელი ავიქნიე და ვარაუდით დავალაგე დახლზე პროდუქტები.


***

- როგორც იქნა ვხედაავ! - შევხტი და ეგრევე ჩემს ქურთუკს დავსტაცე ხელი.
- საით?
- მაღაზიაში ჩავალ, იპოდრომზეც გავისეირნებ და მოვალ! - კოცნა გავუგზავნე ლენკას და სახლიდან გამოვვარდი.
ღიღინით ჩავირბინე კიბეები და გრილი სიოს შეხებისას სიამოვნებისგან გავინაბე, ფეხების ქნევით მივედი მაღაზიამდე, სასურველი ტკბილეულობა ვიყიდე და ღამის იპოდრომისკენ დავიძარი, ჩემი ბოქსის გაკვეთილების გამო შიში არც მქონდა, საკმაოდ ძლიერი დარტყმა მქონდა იმისთვის რომ ვინმე ვიგინდარას არ შემშინებოდა, მზესუმზირის კნატუნით მივდიოდი იპოდრომისკენ, იმდენი ხანია არ ვყოფილვარ მონატრება პირდაპირ კისერში მაწვებოდა, მიწისქვეშას გავცდი და გაშლილი მინდორისკენ დავიძარი, მიყვარდა ჩაბნელებული იპოდრომი, მაგრამ უეცრად მკრთალი შუქი შევამჩნიე ხეებს შორის და ეგრევე იქეთ წავედი, შორიდან გინების და ყვირილის ხმაც მომესმა, მაგრამ ადგილზე ნანახმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, ვიღაც ბიჭი მუხლებზე იდგა, მეორეს კი პირდაპირ შუბლზე ჰქონდა მიბჯენილი იარაღი, შემაკანკალა, ადგილზე გავიყინე და თვალებდაუხამხამებლად ვუყურებდი, ვერ მივხვდი რა ხდებოდა, სიცივემ ერთიანად დამიარა სხეულში და შიში ისეთი ძალით გამიჯდა რომ ადგილიდან ვერ დავიძარი.
“სამამდე ვითვლი, თუ ბოდიშს არ მოიხდი ახლავე მოგკლავ ისე რომ ხელიც არ ამიკანკალდება!”
“ბოდიშს არ მოვიხდი არასდროს!”
მოგუდული ხმით ჩაილაპარაკა მუხლებზე მდგომმა მამაკაცმა და როგორც კი ჩახმახისკენ წაიღო თითი ბიჭმა, ეგრევე გავიქეცი კივილით მისკენ, მოულოდნელის ეფექტი შევქმენი ვითომ, გაოცებულ ბიჭს იმხელაზე გაუფართოვდა თვალები კინაღამ სიცილი ამიტყდა, ყბა ჩამოუვარდა და არანაკლებ გაკვირვებული იყო მუხლდაჩოქილიც, ეგრევე მივვარდი ხელში ვეცი და იარაღიანი ხელი მაღლა ავაწევინე, არც დააყოვნა ხმამ და საშინელი ქუხილი გაისმა მიყრუებულ ადგილას განსაკუთრებული ეფექტით გამოჩნდა. კანკალით ავაცალე იარაღი და იქვე მივაგდე.
- შენ ხომ არ გადაირიე? გაგიჟდი? - დავუკივლე და ხელები გავშალე, ბიჭი ისევ თვალებგაფართულებული შემომცქეროდა და ხელებს ატრიალებდა.
- რა? - ჩემკენ წამოიღო ხელი მაგრამ სხარტად გავხტი უკან და თან ხელზე ხელი ავკარი.
- აჰაა! ეს არ გეყო და ახლა ჩემს მოშორებას აპირებ? რას აპირებდი ჩემს დახრჩობას? გინდა რომ მოწმეები მოიშორო ხო?! გგონია არ ჩაგიშვებ? ჩემი სული არ მოგასვენებს! არ მომეკარო, თორემ იცოდე.. იცოდეე… - უმწეოდ მიმოვიხედე და თვალები ავახამხამე დაბნეულმა - იმ ტოტს ჩაგცხებ! - მოშორებით დაგდებულ ტოტზე მივანიშნე და მუშტი მოვუღერე.
- მომისმ… - ისევ გამოიწია ჩემკენ მაგრამ შევაწყვეტინე ეგრევე.
- შენ მომისმინე! რას ნიშნავს მოკლავ? ნორმალური თუ ხარ? - ჩემსას ვუბერავდი და თან ხელებს ვუშლიდი ჰაერში - რა გააკეთა ახლა ასეთი რომ ადამიანს ამისთვის იმეტებ?! არ გეცოდება მაინც, როგორ ბედავ ღვთის ნაჩუქარ სიცოცხლეს შეეხო, ვინ მოგცა ამის უფლება?! მიპასუხე! მიპასუხე მეთ.. - აი აქ საერთოდ გამიქრა სიტყვა, როგორც კი ირგვლივ სინათლე აინთო და იმ მომენტში მივხვდი რამდენად სულელი ვიყავი, ჰაერში აწეული ხელები თავისით ჩამომეყარა და ამჯერად მე მივაჩერდი მოცინარ საზოგადოებას ყბადაღებულმა.
- მეე… - ამოვიბლუყუნე და იქედან თავქუდმოგლეჯილმა გამოვიქეცი.
როგორც კი სული მოვითქვი, სადარბაზოს კარზე აყუდებულს ისეთი სიცილი წამსკდა რომ ძლივს დავწყნარდი.
- რა სულელი ვარ! - თავი გავაქნიე და სიცილ-სიცილით ავირბინე კიბეებზე - იმედია სახეზე არავის არ ვემახსოვრები და არც იმ კინოში ჩასვამენ ჩემს გამოსვლას! - ვიფხრიწებოდი სიცილისგან და ძლივს ვდგამდი ნაბიჯებს.

***

- სად იყავი გოგო? რა გჭირს? - შემომეგება ლენკა კარებში.
- ვაიმე, კინოს იღებდნენ თურმე და მე კივილით შევვარდი, გადავრიე ხალხი! - სიცილისგან ქვემოთ ვიწექი და ფეხებს ვიქნევდი სულელივით.
- კააი? გაგიჟდი გოგო? 1 კვირაა კინოს იღებენ მანდ! - ხელები თეძოებზე შემოიწყო ქალბატონმა.
- მე რავიცოდი? - ცრემლები ხელის გულებით მოვიწმინდე და ოთახისკენ წავედი.
- არანორმალურო! გუშინ ილიას შეასკდი, დღეს გადასაღებ მოედანზე შევარდი, ხვალ ალბათ მისი მენეჯერიც გახდები!
- შენს პირს შაქარი! - შევკივლე და ადგილზე ავხტი - რა ხელფასი მექნებაა? - წავუსტვინე და თვალები მაღლა ავწიე - ჩემს საოცნებო კაბას ვიყიდი!
- ხომ ვამბობ ნორმალური არ ხარ მეთქი!
- ისე რამე განცხადება არ აქვს ვითომ? - ნიკაპი მოვიქექე და კომპიუტერს მივუჯექი - აუუ, ნეტა იყოს! - ამოვიბუზღუნე და ვაკანსიების საიტი გავხსენი.
- ტყუილად ნუ ოცნებობ, მაქ მაგას არ დადებენ, სულ რომ დაილიოს ქალები! ვინმე ისეთს მოძებნიან, აი “სვიაზები” რომ აქვთ და მაგარ თანამდებობას ეძებენ!
- ეს ვიგინდარა რომ ასეთ კარიერას ააწყობს, მე კიდევ ნამდვილი ნიჭიერება და თვით საოცრება სახლში ვზივარ!
- არ თქვა, რა ნიჭს კარგავს მაინც ეს სამყარო?! - ირონიულად ჩაიცინა და მეორე ოთახში გავიდა თმების სწორებით.
ისევ საიტს მივუბრუნდი და ახლა უფრო რეალური ვაკანსიების ძიება დავიწყე, ძველი სამსახურიდან რამდენიმე დღეა რაც წამოვედი გარკვეული მიზეზების გამო და ახალს კიდევ ვერაფრით ვერ ვშოულობ, ნერვებ დაგლეჯილი ვტრიალებ სკამზე და ვცდილობ რაიმე გამოსავალი ვიპოვო.

***

ორი კვირა სრულიად გაუგებრობაში გადის, დავდივარ ყველგან სადაც კი შეიძლება მივიდე, მაგრამ ჩემი მოსაწონი ვერაფერი ვერ ვნახე, გაბრაზებულმა მივკარი ფეხი იქვე დაგდებულ ბოთლს და ქშენით წავედი “ბოლო გაჩერებისკენ”, აქაც თუ არ გამიმართლებდა აღარ ვიცი რას ვიზამდი.
- დიახ, ოპერატორად დაიწყებთ მუშაობას, თუ გაწყობთ! - თავი კანტურით მიდასტურებდა სიტყვებს ვიღაც გამოწკიპული ქალბატონი.
- და ხელფასი? - სადღაც შორს დავიხავლე და თვალები ძლიერად დავაჭირე ერთმანეთს.
- 300 ლარი, თუ კარგად იმუშავებთ ბონუსებიც გექნებათ!
- ღმერთო რა დავაშავე? - გამწარებულმა ავიქნიე ხელი და ფეხზე წამოვდექი - კარგით, როდის მოვიდე პრაქტიკებზე?
- ხვალ, 12 საათიდან გელოდებით! - ფართოდ გაიღიმა ქალმა და იქვე მდგომ მამაკაცს ანიშნა შემდეგი შემოუშვიო.
ნერვებმოშლილმა გამოვვარდი გარეთ, 300 ლარი, 300 ლარით რა უნდა ვქნა 25 წლის გოგომ? თითი ვწუწნო?! ჯანდაბა! მეზიზღება ეს ყველაფერი, მიიღე ახლა უმაღლესი განათლება და გაძვერი ნემსის ყუნწში, არ გყავს პატრონი და იქნები ისე.
საბურთალოს გუდვილში შევაბიჯე ქშენით და KFS-ში ჩამოვჯექი, არავინ და არაფერი არ მინდოდა, ცხელი ყავის გარდა, კაპუჩინო შევუკვეთე და დახლზე თითების კაკუნით ვირთობდი თავს, როგორც კი ყურებამდე ღიმილით მომაწოდეს სასურველი სითხე იქვე კუთხეში ჩამოვჯექი და სავარძლის საზურგეს მივეყრდენი.
- იმედია ოდესმე გამეხსნება მეც ბედი! - დავიზმუვლე
- აგერ არ ვარ გახსნილი? - ბოხი ხმის გაგონებაზე შევხტი და ცხელი ყავა პირდაპირ თითებზე გადავისხი.
- აა! ღმერთო, რა სიველურეა ადამიანი შეაშინო მაშინ, როდესაც ცხელი ყავა უკავია! - ღრენით ავხედე და როგორც კი 2 კვირის უკანდელი მსახიობი ამოვიცანი დარცხვენილმა ჩავხარე თავი.
- ეე, გრცხვენია? არ გადამრიო! - სიცილისგან გადაბჟირდა.
- დიდი ამბავი ახლა, ისე შემოგივარდით იმ გადასაღებ მოედანზე ველურივით, სადმე უნდა ვიმალებოდე ახლა..
- მაგრად ვიხალისეთ, შენ გადაგვარჩინე, რეჟისორი ისეთ ცუდ ხასიათზე იყო იმ დღეს რომ ლამის სული გაგვაძრო!
- კააი? - ნერვიულად გავიცინე და ყავა იქვე პატარა მაგიდაზე ჩამოვდე.
- აბაა! ჩემი გადამრჩენელი ხარ! - გამიცინა და ჩემი ყავა მოსვა - შაქარი აკლია! - უკმაყოფილოდ გააწკლაპუნა პირი და ჩამოვარდნილი ყბა ძლივს დავაბრუნე თავის ადგილზე.
- შენ.. ახლა.. ჩემი… ყავა.. დალიე? - თვალათამაშებულმა ძლივს შევკარი წინადადება და კბილები გავაღჭრიალე - ჩემი საყვარელი ყავაა?
- რა აგრესიული ხარ გოგო, მე რომ ყავა დავულიო ვინმეს ათას მადლობას მეტყვის, ეს ნახე…
- მერე ვისაც გინდა დაულიე და ვის ყავაშიც გინდა გიბანავია, ჩემი ყავა რა შუაშია? - კბილებს შორის გამოვცერი და მისკენ გადავიწიე - არასდროს! აღარასდროს არ შეეხო ჩემს ყავას!
- შენი მეორე ნახევარია? - ცინიკურად ჩაიცინა და ხელები გადაჯვარედინა - თორემ?
- არამგონია ეს ყავა შენს პერანგს მოუხდეს, მაგრამ თუ გინდა ვცადოთ!
- შენ ისეთი გიჟი ხარ, მართლა იზამ, მოდი ეგ ექსპერიმენტი სხვა დროისთვის გადავდოთ, ახლა სერიოზული შემოთავაზება მაქვს შენთან! - თვითონაც გადმოიწია ჩემკენ და ყავა ზუსტად ჩემს ხელებთან ჩამოდო.
- გისმენ!
- მინდა სამუშაო შემოგთავაზო!
- აბა? - წარბები ავწკიპე - იცი რა, დღეს უკვე ამიყვანეს სამსახურში! ცოტა დაგაგვიანდა!
- რამდენიც შემოგთავაზეს, იმას ერთ ნულს მივუწერ და იმდენს გადაგიხდი - მშვიდად ჩაილაპარაკა და გამომცდელი თვალებით შემომხედა, გაოცებისგან შევკრით და იმხელა თვალებით მივაშტერდი რომ გადაიხარხარა.
- რაიყო? მეგონა 100 ლარი შემოგთავაზეს!
- დამცინი? სხვათაშორის 300, ესეიგი 3000 ლარს გადამიხდი? თუ გადაიფიქრე?
- ორი იმდენსაც, თუ ჩემთან იმუშავებ!
- ოჰ, რა პატივია, რითი დავიმსახურე? რომ წაგაქციე ტვინი გაგეხსნა?
- რომ მოიფიქრებ ამ ნომერზე დამირეკე - იქვე დადებული სალფეთქი აიღო, რაღაც რიცხვები დაწერა და ყავის გვერდით დადო - შეხვედრამდე! - თვალი ჩამიკრა ად სწრაფად აორთქლდა იქაურობიდან.

***

რამდენი დღე ვფიქრობდი ვერ გეტყვით, მაგრამ საბოლოოდ გადავწყვიტე რომ დავთანხმებულიყავი, რა თქმა უნდა ვინ არ დათანხმდებოდა მასთან მუშაობას და ეს მანაც კარგად იცოდა, მაგრამ მე მისი ფანების კატეგორიაში არასსდროს შევდიოდი, არ ვგიჟდებოდი მის ფილმებზე, არც მის ჩანაწერებზე, გამოსვლებზე, შეხვედრებზე დავდიოდი, ჩემთვის სრულიად ჩვეულებრივი და არაფრით გამორჩეული ადამიანია, ერთს ყოველთვის ვაღიარებ, უზადო და საკმაოდ თვალშისაცემი გარეგნობა აქვს, მაღალი, მხარბეჭიანი, ლამაზი თავის ფორმით, თმები ყოველთვის დაბალზე აქვს, მისი მწვანე თვალები საოცრად ანათებენ, სწორი ცხვირი და თხელი ლამაზი ტუჩები აქვს, საოცარი გამოხედვა და ულამაზესი ღიმილი, არ მიკვირს რატომ გიჟდებიან მასზე, უბრალოდ მე არასდროს არავის ფანი არ ვყოფილვარ, მერე რა თუ უნიჭიერესი მსახიობია, ძალიან საყვარელია და საოცრად სიმპატიური, უბრალოდ ვერ გავგიჟდები მასზე და მორჩა, შეუძლებელია ადამიანი მიყვარდეს ფულის ან კარიერის გამო, მხოლოდ მაშინ შევძლებ მასზე წარმოდგენის შექმნას, როდესაც ახლოდან გავიცნობ და დავინახავ მის სულს.
- სად მიდიხარ? - როგორც კი ჩემი ფართხუნა შარვალი ამოვიცვი ეგრევე გამომხედა ლენკამ.
- ლენ, დღეს ილოს ოფისში მივდივარ - გრძელი, ბიჭს ზედა გადავიცვი, სათვალე შევისწორე და თმები ავიჩეჩე - არ გითხარი მენეჯერობა რომ შემომთავაზა? ხოდა თანხმობა უნდა ვუთხრა!
- გოგო აბა დამირეკეო? რას გავხარ, ასე უნდა წახვიდე? - როგორც კი ამათვალიერა შეიცხადა და ადგილზე შეხტა.
- ახლა არ დაიწყოო! - გავეკრიჭე და ქურთუკს დავსტაცე ხელი - საღამოს მოვალ, გკოცნი! - კარები გამოვიხურე და სწრაფი ნაბიჯებით ჩავირბინე კიბეებზე.

***

უზარმაზარ შენობასთან გავჩერდი და თვალებმოჭუტულმა დავაკვირდი, ძლივს ვიპოვე შესასვლელი და მეექვსე სართულზე ავედი ლიფტით.
- აბა მოვედი, თვით ნიჭიერება! სად არის თქვენი უფროსი? - კარები შევგლიჯე და თვალებგაფართოებულ მდივანს დავადექი თავზე.
- შენ ვინ ხარ? - ცხვირი აიბზუა ეგრევე და გვერდიდან გადმომხედა.
- მე ვარ ილიას ახალი მენეჯერი! და შენ ვინ ხარ?
- მერამდენედ უნდა განმეორდეს მსგავსი რამ? - ამოიოხრა და რაღაც კნოპკას დააჭირა - დაცვა! კიდევ ერთი გიჟი შემოგვივარდა, გაიყვანეთ აქედან!
- დაუძახე ილიას და თუ იტყვის რომ მასთან არ ვარ მერე გამაგდეთ, რა სითავხედეა, დამნიშნოს მენეჯერად, პირველი შენ გისვრი აქედან! - თითი გამაფრთხილებლად დავუქნიე და მუშტიც მოვუღერე. დამცინავად ამომხედა, ამათვალიერა და ისევ საბუთებში ჩარგო თავი.
-კრეტინკა! ეგ ქერა თმა ტყუილად კი არ გაქვს, არც ქერებზე ხუმრობები ყოფილა ტყუილი, რასაც ამბობენ მართალია, მართალის და ტყუილის გარჩევა კი არა საერთოდ აზროვნების უნარიც არ გაქვს! შენ არ გეღირსოს კაცის ალერსი, ამოლპი ეგრე აღზნებული მანდ, ხელი გამიშვით! გაიგე ქერა, არ გეღირსოს არა, ისე ამოგძვრება სული შორიდანაც ვერ დაინახავ! - გავკიოდი და ვცდილობდი ჩემს მკლავებზე შემოხვეული უზარმაზარი ტორები მომეშორებინა, უცებ რომ ჩამავლეს და გამაქანეს გაურკვეველი მიმართულებით - გეფიცები განანებ, განანებ! გიჩივლებ ილიასთან! - ფეხების ქნევით გამომაბუნძულეს იქედან და გამსვეს გარეთ.
თვალებაცრემლებულმა ამოვისრუტუნე და ჩემზე მოშტერებულ ხალხს შევუღრინე.
- დამაცადონ! სად არის სად - ვლუღლურებდი და ფურცელს ვეძებდი, ძლივს ვიპოვე, სწრაფად ამოვაძვრინე ჯიბიდან, ტელეფონი მოვიმარჯვე და დაველოდე როდის აიღებდა ადრესატი.
- გისმენთ! - გაისმა ტელეფონში ბოხი ხმა და ჟრუანტელმა მთელი სხეული მოიცვა.
- ეი! - ჩავყვირე ტელეფონში და წარბები შევკარი - შენი ოფისიდან ასე უნდა გამომაბუნძულონ ბატონო ილია?
- შენ?
- მე ვარ მე, ვა მიცანი? “დაჟე”? - ამოვიღრინე.
- რა მოხდა? დამშვიდდი, ახლავე გამოვალ..
- შენ ყრუ ხარ? დავცოფე შენი მდივანი და იმხელაზე ვყვიროდი ამერიკაში გაიგებდა ტრამპი! შენ რა გახდი ამისთანა გამოყრუებული?
- ბოდიში, უბრალოდ სკაიპით ვსაუბრობდი და ყურსასმენები მეკეთა, გამოვდივარ! - სწრაფად ჩამოარაკრაკა და გამითიშა.
გამოდი, გამოდი!
მე შენ განახებ სეირს!

***

იქვე სკამზე ჩამოვჯექი და ფეხის უაზრო ქანქარით დაველოდე, გამუდმებით გამოსასვლელისკენ ვიყურებოდი, ვიღაც კაპიშოანიანი რომ წამომადგა თავს.
- შენი ჭირიმე რა, ახლა არ მცალია! - ხელი ავუქნიე გვერდით ჩამომჯდარს.
- რა არ გცალია გოგო! - შემომიღრინა შიგნიდან ვიღაცამ.
- ჰა? - თვალები ვჭყიტე და ვეცადე ქვემოდან მაინც შემეხედა, მაგრამ იმდენად უცნაურად დავიკლაკნე რომ გამვლელებმა სვლა შეანელეს და დამაკვირდნენ - ვაიმე შენა ხაარ ბიჭოო? - მხარზე დავსცხე ხელი და მაგრად მოვუჭირე - აქ რამ მოგიყვანაა? - ძლივს გავსწორი და გემრიელად მოვკალათდი.
- წამოდი და მომიწერე ხელი ხელშეკრულებაზე! - ხელზე დამქაჩა და ფეხზე წამომაგდო.
- აქ მოიტანე, აქ მოგიწერ ხელს! - გავიჭიმე და ისევ სკამზე დავბრუნდი.
- რაო?
- ხო მიდი, შეირბინე, სამაგიეროდ ჩათვალე დღევანდელი გამობუნძულებისთვის და ხვალიდან - თითი ავუწიე გამაფრთხილებლად - თვითონ შემიყვან იქ! მიპატიჟებით!
- რა მოთხოვნები აქვს? - წარბები აზიდა და ხელები გადააჯვარედინა.
- თუ არა?
- მგონი ახალ სამსახურში მელოდებიან - საათზე დავიხედე - ალბათ შენზე გაგიჟებული მენეჯერი, ფეხებთან რომ გიფართხალებდეს ნაპირზე ამოგდებული თევზივით უფრო გესიამოვნება - ლოყაზე მოვუთათუნე უზარმაზარი კაპიშონის ქვემოდან და წასვლას დავაპირე.
- ხო კარგი, მოვიტან!
სწრაფად წავიდა შენობისკენ და უცებვე დაბრუნდა უკან.
- მომიწერე დროზე, მეჩქარება ერთ გოგოს უნდა შევხდე - ნიშნის მოგებით გადმომხედა, სწრაფად მოვაწერე ხელი და ეშმაკურად ავხედე.
- გილოცავ, დღეიდან ჩემი მენეჯერი ხარ! - ხელი ჩამომართვა და თვითონაც გამიღიმა.
უეცრად მის კაპიშონს წავეპოტინე, სწრაფი მოძრაობით გადავხადე თავიდან და გაოცებულმა დავიყვირე.
- ვაიმე გოგოებოო! - ხელები ლოყაზე მივიდე და პირი დავაღე - ილია ბაგრატიონიაა!
გადავიკისკისეე და თვალებში ცეცხლჩამდგარ ილიას ღიმილით გავხედე.
- დღევანდელისთვის! - ენა გამოვუყავი და ხელი ქნევით ავიარე იქაურობა, შორიდან ვუყურებდი როგორ შემოეხვია გოგოები, როგორ იღებდნენ მასთან სელფს, ის კიდევ მე მიყურებდა, წარბებშეკრული, ყბებდაჭიმული და ცდილობდა როგორმე თავი დაეღწია გოგოებისგან.
მხრები ავიჩეჩე კმაყოფილმა, ცერა თითი მოწონების ნიშნად ავუწიე, შემდეგ ორი თითი საფეთქელთან მივიდე, ჰაერში ჩავიქნიე და იქაურობას სწრაფად გავეცალე.

***

- დილამშვიდობისა! - ღიმილით მივესალმე კარებთან მდგომს და მისი ბრაზჩამდგარი თვალები დავაიგნორე.
- დილამშვიდობისა! გუშინდელი პაემანი რომ ჩამიშალე როგორ ამინაზღაურებ? - ყურში ჩამჩურჩულა.
- დარჩი დაუკმაყოფილებელი? - ტუჩები მოვპრუწე და სიცილით ავხედე.
- სხვათაშორის საშინლად სექსუალური გოგოა და კი ნამდვილად დავრჩი დაუკმაყოფილებელი!
- არ დამეძინება ღამე დარდით!
- შედი, შედი, რამდენს ლაპარაკობ! - დამიღრინა და კარები გამომიღო.
ყველაზე მეტად ქერას რეაქცია მაინტერესებდა, როგორც კი შევედი პირდაპირ თვალი თვალში გავუყარე და ხელები გულმკერდთან გადავიჯვარედინე.
გაოცებისგან ჯერ თვალები გაუფართოვდა, მერე სახეზე წამოწითლდა და როგორც კი ბატონმა ილიამ ანიშნა ადექი მიესალმეო, გალურჯდა. სიამოვნების ღიმილი გადამეკრა სახეზე.
- მიდი, მიდი რას ელოდები? - დამცინავად ჩავიქირქილე და ხელით ვანიშნე რომ ამდგარიყო.
- გამარჯობათ, ქალბატონო! - კბილებს შორის გამოცრა და აჭარხლებულმა ილიას სტყორცნა გამწარებული მზერა.
- ესეც შენი საყვარელია? - ხმამაღლა განვუცხადე ილიას.
- ხო - უდარდელად მიპასუხა მანაც და თავით ანიშნა ოთახში შედიო.
- უუ, წყევლამ არ მოგიწიოს - მივაძახე სანამ კარებში შევიდოდა და ილიას თვალი ჩავუკარი.
ვითომ არ შეიმჩნია ჩემი სიტყვები და კარები მთელი ძალით მიაჯახუნა, გადავიკისკისე და ილიას მხარზე მივარტყი ხელი.
- შეჰყევი ახლა ამღვრეულ ზღვას და გადაერტყი ვულკანივით, თორემ დარჩა აქაფებული! - სიცილისგან გავიჭაჭე და მისი თვალების ტრიალი დავაიგნორე.
ილია მალევე მიჰყვა უკან და მე ქერას სკამზე ჩამოვჯექი, მაგიდაზე ვაკაკუნებდი თითებს და ვცდილობდი რამე მომეფიქრებინა, მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე, ამიტომ თავიდანვე დასახულ გეგმას მივყევი და ჩქარი ნაბიჯებით შევხსენი კარები.
მაგიდაზე გადაწოლილ ქერასკენ დაძრული ილია ეგრევე შეჩერდა და გაოცებულმა მომაშტერა.
- მაპატიე, ქერა, ჩემი წყევლა პირდაპირ მიდის ხოლმე ადამიანზე, ილიკო წავედით!
- ბატონო?
- წავედით რა, ყავა მინდა! - ტუჩები ავიბზუე და თითები ერთანეთს გადავაჭდე.
- გინდა რომ ჭკუიდან გადამიყვანო? - ჩემკენ წამოვიდა ამჯერად და პირდაპირ კედელზე მიმახეთქა - შენ იცი რომ კაცს ასეთ დროს არ უნდა შემოუსწრო? - თვალებში ცეცხლი ედგა და ყბებდაჭიმული მიყურებდა, წამითაც არ შემშინებია, პირიქით მისმა საქციელმა უფრო გამამხიარულა - ეკა გადი!
- ეკუშ, ჩემი წყევლა მოგეწია გოგოო? - დავეჭყანე და უკვე მეორედ მიიჯახუნა კარები.
- რა გინდა! - როგორც კი ქერა გავიდა ეგრევე შემაბრუნა მისკენ - რა გინდა თქვი!
- მე? - თვალები ავაფახულე უდანაშაულოსავით და უაზროდ გავეკრიჭე.
- ხო შენ! ჯერ იმ გოგოსთან არ გამიშვი, მერე ეკათი ტკბობის საშუალება არ მომეცი! შემდეგი რა იქნება?
- ვუაიმე, ჩემი აღზნებული ბიჭი - საყელოზე წავეთამაშე და ჩავიფხუკუნე - გინდა ცივი წყალი?
- მე სხვა რაღაცა მინდოდა! - შემომიღრინა, მაგრამ მივხვდი რომ უკვე დაწყნარებული იყო და უბრალოდ მეთამაშებოდა.
- მაინც რა? - გამომწვევად მივიწიე მისი ტუჩებისკენ და თვალი თვალში გავუყარე.
- მიწვევ?
- არა, რა გიწვევ - მსუბუქად ვკარი ხელი და რამდენიმე ნაბიჯით დაიხია უკან - ნაყინს შევჭამდი და ცივ ყავას დავლევდი! - ტუჩები გავილოკე და ღიმილით გამოვედი კაბინეტიდან.

***

- ისე ძალიან მაინტერესებს რატომ იყო ეგრე გადაწოლილი? - სიცილით ვკითხე და ცივი ყავა შევუკვეთე თან მიმტანის გადმოკარკლული თვალები მაქსიმალურად დავაიგნორე.
- სტრიპტიზს ცეკვავდა!
- ისე ვერ იღზნები? - თანაგრძნობით სავსე მზერით გადავხედე და მხარზე ხელი მოვუთათუნე - ეშველება ყველაფერს! თუ გინდა კარგი ექიმი ვიციი.. - შეპარვით ვუთხარი და თვალები ავუფახულე.
- მომიყევი შენზე რამე - ჩემი ნათქვამი დააიგნორა ყბადაჭიმულმა, ძალით გამიღიმა და ცივი ყავა მოსვა.
- რა გაინტერესებს?
- რამდენი წლის ხარ?
- ქალებს ასაკს არ ეკითხებიანოო - წავუმღერე და გადავიკისკისე - 25ის ვარ! მაგრამ - თვალებმოჭუტულმა გადავხედე - დავიჯერო დიდმა ილია ბაგრატიონმა ჩემზე ინფორმაცია არ მოიძია სანამ ამიყვანდა?
- რა თქმა უნდა მოვიძიე, მაგრამ შენგან მაინტერესებს შენი ცხოვრების შესახებ, შეყვარებული არ გყოლია ხო? - დამცინავი ღიმილით გადმომხედა.
- შენნაირად დასაკმაყოფილებელი მანქანა ვერ ვიქნებოდი ახლა - მოკლედ მოვუჭერი და სკამის საზურგეს მივეყრდენი - ქერას გარდა რამდენი გყავს?
- არ ვითვლი
- ვერ ვიტან მექალთანე ბიჭებს! - ცხვირი ავიბზუე - მითხარი მე რა უნდა გავაკეთო..
- მოკლედ პატარა ბიზნესი მაქვს, ოჯახის, მაგრამ რა თქმა უნდა ბიზნეს ადმინისტრირებაზე არ ჩავაბარე და სამსახიობოზე წავედი, რამაც მამაჩემის გაბრაზება გამოიწვია, მაგრამ საბოლოოდ მაინც დანებდა და გადმომაბარა ის მცირე ბიზნესიც, უბრალოდ ვხელმძღვანელობ, ძირითადად ჩემი მამიდაშვილი უძღვება, მე მხოლოდ მნიშვნელოვან საკითხებს მეკითხებიან ან ახალი პარტნიორები მოდიან ხოლმე, საქმე ბევრი არაფერი არ არის ამ მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ კონტრაქტებზე მოდიან, მე კიდევ ვირჩევ რომელ კინოში მივიღო მონაწილეობა..
- საინტერესოა როგორ ირჩევ - ინტერესიანი მზერა შევანათე და ცივი სითხე ნეტარი სახით გადავუშვი ორგანიზმში.
- როგორ ქალს უშვებენ იმის მიხედვით! - ამის გაგონებაზე ყავა გადამცდა და ძლივს მოვსულიერდი.
- გარყვნილო! - დავუღრინე - რა საინტერესოა კაცი თუ მოდის რა ხდება
- ნუ შევალთ სიღრმეებში - გაიცინა და გემრიელად გადაწვა სკამზე - შენს ძმას ვიცნობ
- რა? - თვალები ვჭყიტე ამის გაგონებაზე - ჩემს ძმას საიდან იცნობ?
- კლასელები ვიყავით
- მე რატომ არ გიცნობდი?
- ცოტახანი ვიყავი, მალევე გამიშვეს უცხოეთში
- საინტერესოაა, არავინ არ გყავს სერიოზული? აი მაგალითად ისეთი, შენ რომ ვიღაცას აკვნესებდე იქნება და ეგ რომ არ უნდა გაიგოს - საწრუპი თითებს შორის შევათამაშე და ტუჩის კუთხეში ნერვიული ღიმილი ამიხტა.
- აუ ერთიაა, ჰგონია რომ ცოლად მოვიყვან, მაგრამ რა გავაკეთო რომ უბრალოდ მაგარი გოგოა, სხვათაშორის იმ დღეს მას ვხვდებოდი, შენ რომ ჩამიშალე
- სახელი?
- თეკლა
- ანუ თეკუნა, სავარაუდოდ - ზიზღით დავმანჭე ტუჩები - შენს ბავშვობაზე მომიყევი რამე
გავუღიმე და გემრიელად მოვკალათდი, არ ვიცი რამდენი ხანი ვსაუბრობდით, მაგრამ გარეთ რომ გავიხედე უკვე კარგად იყო დაბნელებული, ღრმად ამოვისუნთქე და ორივემ ერთად წამოვდექით ფეხზე.
- ხვალ თუ ჩვენი ფოტოებით იქნება აჭრელებული ყველაფერი არ გაგიკვირდეს, პაპარაცები ხშირად დამსდევენ
- შენ ნუ ინერვიულებ, პოპულარობა არ მაწყენდა - ენა გამოვუყავი და მანქანაში დავიკავე ადგილი.
- ცოტა უნდა შეგცვალო
- არ მჭირდება მე შეცვლა
- შინაგანად არა, გარეგნულად
- მერე არ გეშინია რომ შეგიყვარდე? - ირონიული ღიმილით გადავხედე.
- ნუთუ? ამიტომ მალავ შენს სილამაზეს ამ ფართხუნა შარვლის და ზედის მიღმაა? - წარბები აზიდა და სწრაფად გადაატრიალა გასაღები.
- რა თქმა უნდა, ყველას ხომ არ გავუზიარებ ჩემს სილამაზეს! - ამაყად გავიჯგიმე და ყელი მოვიღერე ყურებამდე გაღიმებულმა.

***

- კარგი, ახლა დეტალურად ამიხსენი რა უნდა გავაკეთო, ან რა ფუნქცია მაქვს საერთოდ, ნუ ახლა თუ არაფერი და უბრალოდ “კოფე” უნდა ვსვაა.. რა გაეწყობა - გაკრეჭილმა ავიჩეჩე მხრები და მითითებულ სკამზე დავიკავე ადგილი - ისე, არ გეჩვენება რომ შენს ოთახში ვზივარ?
- ჩემს ოთახში ზიხარ!
- და რისი თქმა გინდა რომ მე ყოველდღე პორნოს უნდა ვუყურო? - ყბა დავაღე და დაბნეულმა მივაშტერდი.
- ეგრეც არ ზიხარ ახლა, ნუ აზვიადებ - სიცილით დამკრა ხელი და ნახევარი დუნდულით ჩამომიჯდა მაგიდაზე - მოკლედ, შენ იქნები ჩემი მენეჯერი, ანუ უნდა იყო ყველგან სადაც მე ვარ, უნდა გამომყვე გადაღებებზე, სანამ ჩემთან შემოვლენ იქამდე უნდა გაესაუბრო მათ, უნდა დამელოდონ შენთან, შენთან შეათანხმონ შეხვედრები, შენ მოგმართავ დახმარებისთვის, შეიძლება სახლშიც დამჭირდე ხოლმე, მაგალითად დღეს რა ჩავიცვა.. - მომნუსხველად გამიღიმა და სანამ მე გადავხარშავდი მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, იქამდე გაქრა ჩემი მაგიდიდან.
- ოხ ილიკოო! - იმხელა ხმაზე დავიღრიალე რომ დარწმუნებული ვარ კაბინეტშიც გაიგო.

***

შუადღე დაიწყო და იმდენად უსაქმოდ ვიყავი რომ ლამის მოწყენილობისგან მაგიდას ჩამოვარტყი თავი, უეცრად კარები რომ გაიღო და მუხლებამდე მოტკეცილ, არა მოტკეცილ არა, შემოტკლეცილ კაბაში ქალბატონი რომ შემოვიდა, მშვიდად ავათვალიერე ჩემს წინ აყუდებული და გამომწვევ წითელ პომადას ირონიული მზერა დავასე.
- გისმენთ! - თვალი თვალში გავუყარე ძალით ვნებიან ქალბატონს.
- ბატონი ილიას ნახვა მსურს, კონტრაქტის თაობაზე!
- ჩაწერილი ხართ?
- დიახ, ერთი კვირის უკან ჩავეწერე - ყალბად გამიღიმა და ჩემს წინ დაიკავა ადგილი.
- გადავამოწმებ! - მეც ყალბი ღიმილი დავუბრუნე და სიას გადავავლე თვალი.
- თქვენი სახელი?
- დიანა - ამაყად მოიღერა კისერი და ძლივს შევიკავე მის დაკლაკნილ სხეულზე სიცილი.
- დიახ, წერიხართ, 10 წუთში მიგიღებთ ბატონი ილია!
- იცით - დაიწყო უცებ ლაპარაკი და მეც ვითომ დაინტერესებულმა სახე ხელებს ჩამოვადე - მე სხვებს არ ვგავარ - ამოიოხრა - ვიცი აქ ქალები რომ მოდიან, ადვილად ებმევიან მის მახეში, ისეთი მომნუსხველი მზერა და ტუჩები აქვს რომ, ჭკუიდან გადაჰყავს ყველა, მაფრთხილებდნენ არ გინდა წასვლაო, მაგრამ მაინც გადავწყვიტე.. მაინტერესებს როგორია, ისე - ოდნავ გადმოიხარა მაგიდისკენ და ძლივს გასაგონად დაიჩურჩულა - ძალიან სექსუალურია?
- ძალიან! - შევყვირე რომ სიცილი შემეკავებინა.
- მაინც ვერ გამტეხავს, ისე გამოვალ მისი კაბინეტიდან თავაწეული! - გაიჯგიმა სკამზე და თან საბუთებს ნერვიულად მოუჭირა თითები.
- წარმატებები! - ირონიულად ჩავილაპარაკე და კარებისკენ ვანიშნე რომ შესულიყო.

***

დაახლოებით 15 წუთში ისეთი კვნესა მომესმა ილიას კაბინეტიდან რომ მე და ქერა ერთდროულად ჩამოვვარდით სკამიდან და დაბნეულებმა გადავხედეთ ერთმანეთს.
- ეს რაიყო აა? - ამოვიგმინე და ნატკენი დუნდულა დავიზილე - არაადამიანი! ქალი ასე აკვნესო შეიძლება?! - კარებს მუშტი მოვუღერე და მერეღა გამახსენდა ქალბატონის სიტყვები - არავარ ადვილად მიღწევადიი - გამოვაჯავრე და მაგიდაზე შემოვაწყვე ფეხები.
მთელი ნახევარი საათი ვუსმენდი ამ ქალის კვნესას და ვცდილობდი შესაფერისი გეგმა შემერჩია თუ როგორ ჩემეშალა ამათი თავხედური ნეტარება.
- მოვიფიქრე! - შევხტი ადგილზე, მაგრამ ქერამ ისეთი თვალებით შემომხედა რომ ხასიათი ლამის წამიხდა, თუმცა ლამის არ ითვლებაო, ხოდა ტელეფონის მაღაზიაში შესაბამისი აპლიკაცია მოვძებნე და სწრაფად გადმოვწერე, დაილოცოს სამსახურის სწრაფი ინტერნეტი. ნელი ნაბიჯებით მივუახლოვდი შეღებულ შიდა ფანჯარას, ტელეფონიანი ხელი შევყავი და დაწყების ღილაკს დავაჭირე, უეცრად მთელ ოთახში საჭყიპინო სათამაშოს მოკლე და ამავდროულად მჭახე ხმა გაისმა. იმხელა ხმა იყო, შიგნით მყოფები კი არა, ლამის ქერა შეხტა თავის მაგიდაზე.
გარკვევით დავინახე როგორ შექანდა მაგიდაზე გადაწოლილი ქალბატონი, გაგიჟებულმა შეკივლა, თავი ვერ შეიკავა და ძირს მოადინა ზღართანი ფეხებგადაშლილმა, ზემოდან კი ბატონი ილიკო დაემხო მეტად გამწარებული სახით.
იმხელაზე ამიტყდა კაკანი, ილიას კი არა მთელ შენობას ესმოდა ეჭვი მაქვს, ილია გაავებული წამოხტა, სწრაფად ამოიცვა შარვალი და ისე გამოგლიჯა კარები რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი.
- შენ… შენნ… - ჩემკენ წამოვიდა გაგიჟებულმა, მაგრამ სწრაფად მოვახდინე რეაგირება, მაგიდას მივვარდი, ცივი წყლით სავსე გრაფინი ავიღე და პირდაპირ სახეში შევასხი გაავებულს, რამდენიმე წუთი დასჭირდა აზრზე მოსასვლელად, მერე ისე აენთო თვალები, რომ დარწმუნებული ვიყავი ვერავინ მიშველიდა, სწრაფად მივვარდი გასასვლელ კარებს რომ გამომეღო, მაგრამ ილიამ დამასწრო და კარები დაიკავა.
- სად გამექცევი! საად - დაიღრიალა და კედელზე ისე ამაკრა სუნთქვა შემეკრა - რა გინდა გამაგებინე, რას მერჩი, სანამ მართლა შენი ექიმი არ დამჭირდება იქამდე არ შემეშვები?!
- მე.. იცი… - ავბლუყუნდი, მაგრამ უცებ ისეთი ისტერიული სიცილი ამიტყდა, დაბნეულმა ამათვალიერა ჯანმრთელი თუ არისო, ხავილ ავარდნილმა გავიშვირე თითი მის კაბინეტში მყოფი ქალისკენ და კარებთან ჩავიკეცე მუცელატკიებულმა.
ილია ჯერ კიდევ ფეხებგადაშლილი, იატაკზე დაწოლილი ქალბატონის დანახვისას შეცბა, მერე მისი დაბნეული თვალები რომ დაინახა, თვითონაც ისეთი სიცილი აუტყდა რომ ირგვლივ ყველაფერი გადავფარეთ.
- ვაიმე ცუდად ვარ! შეხედე როგორ წევს, ვაიმეე! - ვხარხარებდი და თან ვცდილობდი თვალებიდან წამოსული ცრემლები შემეწმინდა.
- რა არანორმალური ხარ - ჩემს გვერდით ჩამუხლულმა ამიჩეჩა თმები და ფეხზე წამოდგა - ავაყენებ იმას თორემ ვშიშობ დარჩება ეგრე..
- ექიმი ვიცი, კარგი - კისკისით მივაძახე და სწრაფად ავორთქლდი იქედან.

***

დაღლილმა დავეხეთქე ლოგინზე და ღრმად ამოვისუნთქე.
- აბა როგორ მიდის საქმეები? - ეგრევე შემოვიდა ლენკა და გვერდით ჩამომიჯდა - მომენატრე არანორმალურო!
- მეც მომენატრე - ხელები მოვხვიე და გულზე მივეხუტე - ძალიან!
- შენი ხისთავიანი ძმა როდის ჩამოდის?
- არ ვიცი - ცრემლები მომაწვა მისი გახსენებისას - ჯერ კიდევ არ მოუწერია, არ დაურეკია, არ შემხმიანებია არანაირად
- იმედი მაქვს მალე ჩამოვა - ამოიოხრა ლენკამ და თმებზე მომეფერა - მალე ჩამოვიდეს რა.. - ხმაგატეხილმა ჩაილაპარაკა და უფრო მომიჭირა მკლავები.
- მალე ჩამოვა ლენკა, გპირდები - ლოყაზე ძლიერად ვაკოცე და თვალები დავხუჭე განაბულმა.
- შენი ტელეფონი რეკავს - შემაღვიძა ლენკამ და მეც თვალებგაუხელად გადავყავი ხელი.
- გისმენთ! - ამოვიზმუვლე - საათი რომ გქონდეთ სახლში კარგი იქნებოდა
- მე ვარ
- გისმენ ილიკო
- ეგრე ნუ მეძახი
- მაშინ ილარიონ
- რას მემაიმუნები გოგო!
- ამისთვის დამირეკე? - ამოვტრიალდი და ჭერს შევხედე ამღვრეული თვალებით.
- ახალი კონტრაქტი მაქვს ახლა დამირეკეს
- იმათაც არ ჰქონიათ საათი სახლში - დანანებით ჩავილაპარაკე.
- გოგო!
- ო
- ო?
- ო!
- ვაიმე, გამაფრენინებ, მოკლედ პარიზში მივდივართ გადაღებებზე, იქედან მადრიდში გადავდივართ, სულ ორი კვირით წავალთ და ზეგისთვის მზად იყავი, ხვალინდელ დღეს გაძლევ თავისუფალს, ბილეთს და ყველაფერს მე ვკისრულობ, განხილვას არ ექვემდებარება, ძილინებისა!
ისე უცებ მომაყარა და გამითიშა, აზრზე მოსვლა ვერც მოვასწარი, საწოლზე წამოვჯექი დაბნეულმა და დაახლოებით ათი წუთი ვიაზრებდი რა მითხრა, მერე ისეთი კივილი მოვრთე რომ ლენკა წამოხტა და რამდენიმე წუთი დარბოდა ოთახში.
- რა ჯანდაბა მოხდა გოგო რა გაკივლებს - დაღლილმა დაეყრდნო მუხლებს და გაბრაზებულმა ამომხედა - გასკდა გული!
- ჯერ პარიზში, მერე მადრიდში მივდივარ, ხვდები?!
- რა? საიდან?
- გადაღებებზე მივყვები ილიას, აუუ რა მაგარია - საწოლზე დავიწყე ხტუნვა კისკისით.
- ვაიმე, გილოცაავ! - ჩემთან ერთად დაიწყო კივილი ლენკამაც და მთელი ძალით მომეხვია.

***

2 თავი

მთელი დღე ვალაგებდი ბარგს, არ ვიცოდი რა უნდა წამეღო და რა არა, ამიტომ ორი დიდი ჩემოდანი გავტენე და ისე დავადექი აეროპორტში ილიკოს.
- ილიკოო, როგორ ხარ - კაი ძმაკაცივით მოვეხვიე და ზურგე მოვუტყაპუნე ხელი რამდენჯერმე.
- არანორმალურო!
- ვინ მე? გეშლები - ისე შევიცხადე გეგონება რაღაც საოცრება დაებრალებინოს.
- დროზე წამოდი, დროზე - თავი გადააქნია სიცილით და თვითმფრინავშიც ავედით - პირველად მგზავრობ?
- არაა… - სევდიანად გამეღიმა და თავი ფანჯრისკენ შევატრიალე.
- მოხდა რამე?
- არა, არაფერი, მე უბრალოდ… არაფერი - ამოვიოხრე და თვალებზე მოწოლილი ცრემლები ძლივს შევაკავე - დავიძინებ ჯობია! - ძალით გავუცინე და თვალები დავხუჭე.
მთელი გზა იძულებით მეძინა, ვცდილობდი ზედმეტი კითხვებისთვის თავი ამერიდება, ამიტომ როდესაც ვიგრძენი როგორ დაფრინდა თვითმფრინავი, მხოლოდ მერე გავახილე თვალები და ჩასავლელად მოვემზადე.
- მივესალმები პარიზს თვით საოცრება! ისე კერძო თვითმფრინავდი რომ არ ჩამობრძანებულიყავი, ისე ვერა? - ცხვირი ავიბზუე და მანქანისკენ წავედი.
- გინდოდა მთელი გზა 500 გოგო ჩამჯდომოდა კალთაში?
- უაიმე, როგორ არ უყვარს ეს გოგოები ილიკოს, როგორ ვერ იტანს კისერზე რომ ეკიდებიან!
- ნუ დამცინი გოგო!
- გული გტიბაა? - საწყალი სახით ავხედე და მის გამომეტყველებაზე სიცილი ამიტყდა.
- არანორმალური! - ჩაიბურტყუნა და მანქანაში დაიკავა ადგილი.
- სად გავჩერდებით? - ინტერესიანი მზერა მივანათე გაბუსხულს, მაგრამ რომ არ მიპასუხა პატარა ბავშვივით დავექაჩე მკლავზე - ილიკოო! ილარიოონ!
- რა?
- სად გავჩერდებით მეთქიი
- le bristol paris, იცი?
- ეგ რა.. ღადაობ? ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი სასტუმროა პარიზში! ულამაზესი ხედებით და უგემრიელესი საჭმელებით..
- საიდან იცი?
- ვიცი! მაქ გვინდოდა ახალ წელს წასვლა ოჯახს ადრე და ადგილები არ იყო, ამიტომ the peninsula paris - ში დავრჩით..
- ეგეც კარგი სასტუმროა, მაგრამ სადაც ჩვენ მივდივართ ის ჯობია
- ხო საჭმელებს აქებენ განსაკუთრებით და მომსახურე პერსონალებს ხომ საერთოდ!
- ეცადე შენი დაბდურობით არაფერი გააფუჭო, თორემ იქ მკაცრი მენეჯერი ჰყავთ და შეიძლება გამოგვყარონ ..
- უი, მართლა? ფრთხილად ვიქნები მაშინ - გავეკრიჭე და კიდევ ერთხელ შევავლე თვალი ჩემს საყვარელ ქუჩებს.

***

- შენ ისეთი ოთახი გაქვს, საიდანაც ეიფელი ჩანს, მე გვერდით ვარ, თუ რამე დაგჭირდება ეგრევე შემოდი! - ოთახის ბარათი გამომიწოდა და წინ წავიდა - ფთხილად იყავი იცოდე! - სანამ ოთახში შევიდოდა მომაძახა და სწრაფად მოიკეტა კარები.
აღფრთოვანებული ვუყურებდი სასტუმროს დიზაინს, რამდენ სასტუმროში არ ვყოფილვარ, რა არ მინახავს, მაგრამ აქაური ფერები და დეკორაციები თითქოს ადამიანს აჯადოვებდა, ისეთი სიამოვნება იყო მთელ სხეულში გამჯდარი, შემეძლო დაუსრულებლად მეყურებინა დიზაინზე და საერთოდ არ გავსულიყავი შენობიდან.
ბარათი მოვარგე კარებს და ერთი საოცრებიდან მეორე საოცრებაში შევაბიჯე, ოქროსფერში გადაწყვეტილი ოთახი საოცრად თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა, ფრთხილად გადავუსვი უზარმაზარ საწოლს ხელი და გრილი მატერიის შეხებაზე ტანში სასიამოვნოდ გამაჟრჟოლა. ღიმილით გადავწექი ლოგინზე და აქეთ-იქეთ რამდენჯერმე გადავტრიალდ-გადმოვტრიალდი, მერე უაზრო კისკისი ამიტყდა და გემრიელად მოვუჭირე ფუშფუშა ბალიშს ხელი.
რომ გამომეღვიძა უკვე საღამო იყო, მთქნარებით წამოვდექი და პირდაპირ სააბაზანოში შევაჭერი, პირსახოცი და ხალათი მოვიმარაგე და ერთი მეორის მიყოლებით გავიხადე ტანსაცმელი.
ღიმილით ჩავედი ჯაკუზში და გაოცებისგან თვალები შუბლზე ამივიდა.
- ეს ამდენი ღილაკი რა უბედურებაა? ეს ცხელი? ცივი? ეს რა არის, კონდიციონერი რათ მინდა? ეს? ინსტრუქცია არ მოყვება? - ტიტველმა გადმოვაბიჯე და თან ვდუდღუნებდი - სად არის ინსტრუქცია? ჯანდაბა არ არის! ახლა გაწყდა? ეს რა ღილაკია, დავაჭიროთ აბა! - დავაჭირე და ისე აასხა წყალმა რომ ერთიანად გავიწუწე - ჯანდაბა რა ცივია! მეორესაც მივაჭირე და ახლა მდუღარე წამოვიდა.
- ჯანდაბა შენც და შენს მომგონსაც! - ყველას ერთდროულად დავაჭირე და საოცრება დავატრიალე სააბაზანოში, წყალი ხან საიდან ასხამდა, ხან საიდან, გაგიჟებულმა ავფართხალდი ჯაკუზში და ფანტანივით გადაშლილ წყალს გაოცებულმა დავუწყე ყურება. მერეღა მივხვდი რომ იქაურობა ჩვეულებრივად იტბორებოდა და წყალს გასასვლელიც არ ჰქონდა, კიდევ რამდენიმე ღილაკს დავაჭირე და ჰოი საოცრებავ, ლამის ცეკვა დაიწყო წყალმა! გინახავთ ასეთი რაღაც? პირდაპირ მოცეკვავე წყალი მქონია ოთახში, ეს როგორ არ ვიცოდი?! მერეღა გამოვფხიზლდი ჯაკუზიდან წყალი რომ ქვემოთ გადავიდა და ახლა იქაურობა დაიტბორა ნელნელა!
- დაგეცეთ მეხი! - ჩემი პატარა აუზიდან გადმოვაბიჯე, უეცრად სველ იატაკზე ფეხი რომ ამიცდა და სანამ დავეცემოდი, თაროზე ხელის აკვრა ყველაფრის ძირს დაყრა და შემდეგ ფარდაზე მოჭიდებაც მოვასწარი, თუმცა რას დამიჭერდა ის უსუსური ნაჭერი და ძალიან საყვარლად დაედო მისი ჩამოხევის ხმა ჩემს დუნდულათი დახეთქებას.
ვიჯექი ასე იატაკზე შამპუნებ დაყრილ და ფარდა ჩამოხეულ 5 ვარსკვლავიან სასტუმროში და გაფიქრებაც არ მინდოდა იმის რომ ამ ყველაფერს ილია გაიგებდა.
ზლაზვნით წამოვდექი, ჯერ კიდევ ფანტანივით მომავალ ონკანს თვალი შევავლე გულშეღონებულმა, ხალათი მოვიცვი და პირდაპირ ილიას ოთახისკენ გავაჭერი.

***

- რა გინდა ამ შუაღამეს? - თვალების ზელვით გამიღო კარები წელზემოთ შიშველმა.
- ახლა სერიოზული პრობლემა რომ არ მქონდეს გეტყოდი რა ტანზე ხარ მეთქი - შევცინე და მერეღა გამახსენდა ჩემი დაბდურობის ამბავი - იცი.. იქ.. ჩემთან სააბაზანოში…
- რა ქენი? - ეგრევე გამოფხიზლდა - ჯანდაბა! როგორ დამავიწყდა შენი გაფრთხილება? - გიჟივით გავარდა და ჩემს ოთახში შევარდა, მერე კარებს ეცა, გამოგლიჯა და ჰოიი საოცრებავ კიდევ ერთხელ! გალუმპული ილია, თვალებგადმოკარკლული და ყბებდაჭიმული დარჩა კარებში.
- მეე..
- დროზე აკრიფე 2 და დარეკვის ღილაკს დააჭირე მანდ დევს ტელეფონი! - დაიღრიალა და ღილაკებს მივარდა რომ როგორმე გამოეთიშა, თუმცა აშკარად არ რეაგირებდა არცერთი.
ხელოსანი მალევე ამოვიდა, რა თქმა უნდა მას მოყვა მენეჯერების არმია და საბოლოოდ მთავარი, აი ის მკაცრი მენეჯერიც შემოვიდა.
- როგორ მოახერხე? - ღრენით გადმომჩურჩულა ილიამ.
- სპეციალურად გაგიკეთე!
- დაგტოვებს ეს კაცი ქუჩაში და იტლიკინე მერე, იცი რა მკაცრია?
- გთხოვთ გაბრძანდეთ თქვენს ოთახში და დაისვენოთ, ცოტახანში დაგელაპარაკებათ მენეჯერი - თავაზიანად გაგვიღიმა მომსახურე პერსონალმა და ოთახისკენ გვიბიძგა.
დაახლოებით ნახევარი საათი ვიჯექით ჩუმად, შემდეგ კარებზე დაგვიკაკუნეს და როგორც კი თანხმობა მიიღეს ეგრევე შემოაბიჯა მთავარმა მენეჯერმა.
- ძალიან დიდია ზარალი? - ეგრევე ფეხზე წამოხტა შეწუხებული ილია და წინ დაუდგა მენეჯერს.
- არც ისე, თუმცა, სამწუხაროდ, მე აღარ მაქვს უფლება ეს ქალბატონი შევუშვა ცალკე ნომერში, ყველაზე უარესი რაც შემიძლია გავაკეთო არის ის რომ გავაგდო აქედან, სამწუხაროდ ჩვენი წესები ასეთია, ყველაზე მეტად კი იმით შემიძლია დაგეხმაროთ რომ ნებას მოგცემთ თქვენ დაიტოვოთ ოთახში და აკონტროლოთ მისი ქმედებები! თქვენ ჩვენი მუდმივი კლიენტი ხართ და გენდობით, სწორედ ამიტომ ვაკეთებთ ამ შეღავათს.. - მკრთალად გაგვიღიმა დაბნეულმა და ილიას პასუხს დაელოდა.
ილიამ ერთი გადმომხედა, ღრმად ამოისუნთქა და მენეჯერს თავის დაკვრით ანიშნა თანხმობა.
- ქალბატონო, წყალი ისე გადმოვიდა რომ თქვენი ჩემოდანი მთლიანად დასველდა, დამლაგებელმა წაიღო თქვენი ტანსაცმელები და ხვალ დილით დაგიბრუნებთ სულ ახალს.
- რა? - წამოვიკივლე და ხელების ქნევას მოვყევი გამწარებულმა.
აღშფოთებული დავდიოდი წინ და უკან ოთახში და ვცდილობდი როგორმე დავწყნარებულიყავი.
- კარგი რა, ნუ ზუზუნებ! - წამოწვა ილია და თავზე ბალიში გადაიფარა - გაიხადე ეგ ხალათი და მოდი დაწექი.
- მომისმინე..
- რა? - წამოჯდა საწოლზე და უეცრად ისე შეეცვალა გამომეტყველება რომ მივხვდი რაღაც რიგზე ვერ იყო, დამფრთხალმა დავიხედე სხეულზე და დავინახე როგორ მქონდა მკერდი მოღეღილი, იმდენად ღრმად რომ ჩემი ბურთების დიდი ნაწილის დანახვა შეიძლებოდა, როგორც ამხელა მკერდით დაკომპლექსებულმა ეგრევე ვიტაკე ორივე ხელი ხალათზე და მჭიდროდ შემოვიხვიე.
- აუჰ! - ამოიგმინა და სახე ხელებში ჩარგო - არაფერი არ გაცვია შიგნით?
- ვაიმე, ახლა არ მითხრა უწმაწურმა ფიქრებმა შემომიტიაო თორემ..
- ეგენი ნამდვილებია? - ტუჩი მოიკვნიტა და მომლოდინე თვალებით მომაშტერდა.
- ვგავარ ახლა მე იმ გოგოს, რომელიც მკერდს დაიბერავდა? - შევუბღვირე - საერთოდ რაებს მეკითხები, ჭკუა თუ გაქვს თავში?
- რატო მალავ მაგათ?
- შენისთანა ხამები რომ არ ჩამიძვრნენ შიგნით! - გრძელი თმები უკან გადავიყარე და ამაყად ავწიე კისერი - მომისმინე! შენი მაისური უნდა მათხოვო და კიდევ შორტი თუ გაქვს..
- და გინდა რომ აქ, ახლა, ულიფოდ დაიძინო ჩემს გვერდით? - ლოგინიდან წამოხტა და სახეზე რამდენჯერმე ჩამოისვა ხელი.
- ვაიმე შენ რაც მოძრაობს ყველაფერზე იღზნები? თუ გინდა კარგი ექიმი ვიციი.. დამამშვიდებელს გირჩევს - მხარზე მოვუთათუნე ხელი და როგორც კი მისი გაბრაზებული მზერა დავაფიქსირე უკან გავხტი - გთხოვ რა ილიკო, მათხოვე ზედა!
- რომ არ გათხოვო?
- იცოდე ტიტველი დავიძინებ, ნუ გამაბრაზებ თორემ ნორმალური არასდროს ვყოფილვარ!
- კაი, ნუ მაცინებ რა! - ხელი აიქნია.
- ილიკოო - მკლავზე ჩამოვეკიდე და საწყალი თვალებით ავხედე.
- კარგი ხო! ვაიმე, ქვემოთაც არ გაცვია?
- მე ჩაცმული არ ვბანაობ და შენ თუ გაქვს რამე ახალი სტილი გამანდე - გადავიკისკისე და ვანიშნე შებრუნებულიყო.
- რა ვიცოდი მაგ ძონძების შიგნით ასეთ სხეულს თუ მალავდი თორემ..
- არ გვინდა დასრულება! - სწრაფად ამოვიცვი მისი შარვალი, რომელიც მივარდებოდა მაგრამ წელზე შემორტყმული თოკით დავამაგრე და მაიკაც გადავიცვი - ვწვები!
- წვება, მე ხო უნდა მოგიწვე მერე?
- მომიწექი მერე - გავეკრიჭე და ზურგით დავწექი მისკენ - ჭკვიანად იყავი!
- ვეცდები! - ჩაიცინა და გვერდით მომიწვა.


***


დილით მზის სხივებმა გადამღვიძა, მთელი ღამე რომ ვცდილობდი მისგან წამოსული სიმხურვალის დაიგნორებას, ახლა ერთიანად შემომიტია და სასიამოვნოდ შემაკანკალა. 
თვალები ნელა გავახილე და დავინახე ზურგზე მწოლიარე, რომელსაც ერთი ხელი თავქვეშ ამოედო და მერე ჩემს ბარძაყზე ჰქონდა მოთავსებული.
- ილარიონ! - შევყვირე და ისიც ეგრევე შეხტა.
- რა ხდება გოგო - ჩაიბურტყუნა და დენდარტყმულივით მომაშორა ბარძაყიდან ხელი.
- რა ფრთხილი ძილი გქონია - ამოვიზმუვლე და გემრიელად გავიზმორე - რას მომშტერებიხარ?
- ნამუსი არ გაქვს?
- ჰა? - დავიბენი.
- აბა ასეთ ფორმაში ხარ და კიდევ იზმორები? - ამოიქშინა და სააბაზანოში შევარდა.
გემრიელად გადავწექი საწოლზე და მის ბალიშზე მოვათავსე თავი, რაღაც გრილი და საოცრად არომატული შევისუნთქე და სიამოვნებისგან კანი დამეხორკლა. იმდენად მომეწონა ეს სურნელი რომ ლამის მთელი ბალიში შევისრუტე, თვალებმინაბული მზის სხივებით ვტკბებოდი, მთელი ხმით რომ დაიღრიალა ვაჟბატონმა.
- რა გინდა რა! - ძლივს წამოვდექი და კარებთან მივედი.
- პირსახოცი იდება მანდ კარადაში და შემომიტანე, დამავიწყდა
- თავი რატომ არ დაგრჩა
- მაბია და მაგიტომ
- რატო გაბია მერე მაინც ერთი ორგანოთი ფიქრობ და რაღაში გჭირდება!
- შემომიტან?
- მოვდივარ ხო!
პირსახოცი ავიღე და შიგნით შევაბიჯე.
როგორც კი გადაშხლართული დავინახე წყალში ეგრევე ზურგით დავდექი.
- კარს უკან კარგად ტლიკინებდი ჩემს ორგანოზე
- შენს ტვინზე! - შევუსწორე - მაგით აზროვნებ მაინც და..
- მომეცი პირსახოცი! - შემომიღრინა, რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი უკუსვლით.
- ორი ნაბიჯიც და ეგაა - კიდევ გადავდგი ორი, მაგრამ ათასჯერ ცუდად დაცდილ სველ იატაკზე, ახლაც არ გამიმართლა, ფეხი ამიცურდა, ჯერ ჯაკუზის კიდეს დავასკდი, შემდეგ კი ინერციით უკან გადავვარდი და პირდაპირ შიშველ ილიკოს ჩავუხტი კალთაში.
- ერთად ვიბანაოოთ? - წარბები ამითამაშა ღიმილით.
- შენ რომ ჩაგახრჩო და მე ვიბანავო უკეთესი იდეაა მგონი!
- ვერ ეღირსები - კოცნის იმიტაცია გააკეთა და ხელები წელზე შემომხვია - რატომ არ გაქვს რეაქცია მაინც ვერ ვხვდები
- იმიტომ რომ გრძნობები არ მაქვს შენს მიმართ!
- ნუთუ ოდნავ მაინც არ გიზიდავ? - ტუჩის კუთხეში შეპარული ღიმილით მომიახლოვდა უფრო და სახეზე მისი ცხელი სუნთქვა მომაფრქვია.
- დავიბნევი თუ გინდა, გესიამოვნება - წავკბინე და ირონიულად გავუღიმე.
- რატომ ხარ ასეთი! - წარბები შეკრა და ხელი შემიშვა - შენს წინ თვით ილია ბაგრატიონი ვწევარ, თან შიშველი და სიტუაციით არ სარგებლობ!
- ვიმსახიობო? - კიდევ წავკბინე და ვეცადე წამომდგარიყავი - მე შენი გარეგნობა არაფერში მჭირდება ილიკო და ნუ ცდილობ დამკერო ტყუილად
- მაინც გადაგიყვან ჭკუიდან - მომაძახა სანამ გამოვიდოდი და გავიგონე როგორ ამოვიდა ჯაკუზიდან.

***

პირსახოცშემოხვეული გამოვიდა სააბაზანოდან და კინაღამ გული შემიქანდა მისი კუნთების დანახვისას, თუმცა არაფერი შევიმჩნიე და ღიღინით ჩამოვივარცხნე თმები.
- მომისმინე, ამ პასპორტებს შენ გაბარებ, ჩანთაში უნდა გედოს, შეიძლება ნებისმიერ წამს დაგვჭირდეს..
- არ ინერვიულო ილიკო, საგულდაგულოდ შევინახავ - კოცნის იმიტაცია გავაკეთე და იქვე მდგარ ტახტზე ჩამოვჯექი - ძალიან მშია
- მეც
- ეგრე უნდა იარო? - ტუჩები ავიბზუე და უკმაყოფილოდ შევავლე მზერა.
- რამე პრობლემაა? - ირონიულად აწკიპა წარბები.
- არა რა თქმა უნდა, რა პრობლემა უნდა იყოს? - თმები ერთ მხარეს გადმოვიყარე და ზედა უფრო ჩავიყოლე შარვალში, ისე რომ ტანზე მომტკეცვოდა, არ ვიცი იმ მომენტში რა მჭირდა, მაგრამ მისი გამოწვევის სურვილი მკლავდა, მინდოდა ჩემზე გაგიჟებულიყო, არადა მასზე არ ვგიჟდებოდი, რაღაც უცნაური მყავდა შემოჩენილი, თითქოს მინდოდა ძველი დრო გამეხსენებინა, როდესაც სექსუალურ ტანსაცმელებს ვხმარობდი და ირგვლივ მყოფ საზოგადოებას ვაგიჟებდი.
მომსახურე პერსონალმა ღიმილით შემოიტანა საუზმე და ტახტის წინ დამიდო.
- გემრიელად მიირთვით - ფრანგულად გვითხრა, გაგვიღიმა და ოთახიდან სწრაფად გავიდა.
- მოეწონა შენი მკერდი - ჩაიცინა და ჩემწინ ჩამოჯდა - ნამდვილად მოსაწონია!
- უზრდელო
- რა გავაკეთო თუ მიმზიდველი ჩანს..
- როგორც ჩანს ბუნებრივი მკერდის დეფიციტს განიცდი და იმიტომ ყრი ახლა დორბლებს! - ირონიულად გავუღიმე და სალათა თეფშზე გადავიღე.
- ნუ ხარ მწარე, ნეტა ტუჩებიც ეგეთი მწარე გაქვს? - მაცდურად გამიღიმა და წელსქვემოთ მოხვეული პირსახოცი შეისწორა, ეგრევე იქეთკენ გამექცა თვალი და აქეთ-იქედან გამოკვეთილ ზოლს ჩავაყოლე მზერა - გავიხადო?
- თუ გინდა ტიტველმა იარე შენ თუ არ შეგრცხვება - მხრები ავიჩეჩე.
- მიწვევ, გინდა რომ გავიხადო - დარწმუნებით ჩაილაპარაკა.
- ვერ ხედავ მე თვითონ გაგლიჯავ ტანსაცმელს ისე ვიწვი სურვილით! - თვალი ჩავუკარი და გემრიელად შევექეცი საჭმელს.
- რა უგრძნობი გოგო ხარ! - ტუჩები იმედგაცრუებულმა მოკუმა და თვითონაც გადაიღო სალათა.
უხმოდ მივირთმევდით საჭმელს, თან დროდადრო ერთმანეთისკენ ვაპარებდით მზერას და დამფრთხალი ვარიდებდით თვალებს.
კიდევ ერთხელ რომ დააკაკუნეს უკვე დასრულებული გვქონდა საუზმე, ღიმილით შემოვიდა იგივე ყმაწვილი და ჩემი სამივე ჩანთა შემოიტანა.
- გვაპატიეთ დაგვიანებისთვის - თავი დამიკრა და ცარიელი თეფშები სწრაფად გააგორა ოთახიდან.
- როგორც იქნა ამოვისუნთქავ - გადაიხარხარა ვაჟბატონმა, მაგრამ დავაიგნორე და ტანსაცმელებით ხელში შევედი სააბაზანოში.

***

საღამოს გადაღებებზე მოგვიწია წასვლა, პარიზი მოღრუბლული იყო და ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა რომ მალე იწვიმებდა, თუმცა ჯერჯერობით მხიარული წვეთები არსად ჩანდა, როგორც ამინდი იყო მოქუფრული, ისე ვიჯექი მეც მანქანაში და სევდიანად გავყურებდი ჩემთვის საყვარელ ქუჩებს.
- მალე მივალთ, იმედი მაქვს არ იწვიმებს - უკმაყოფილოდ გადააქნია თავი და ტელეფონზე შემოსულ ზარს უპასუხა.
ფრანგულად საუბრობდა და დროდადრო მუშტავდა ხელებს გაბრაზების ნიშნად, მის პროფილს ვაკვირდებოდი და მთელი ამ დროის განმავლობაში პირველად აღვიქვამდი მის სილამაზეს, დაბალზე თმა მის პროფილს ძალიან უხდებოდა, განიერი მხრები და ოდნავ წინ გამოწეული კუნთები დარბაზში გათენებულ-დაღამებულ დღეებს კარგად გამოკვეთდა. საოცარ ფორმაში იყო და საშინლად სექსუალურად გამოიყურებოდა.
როგორც ჩანს ჩემი მზერა დააფიქსირა და ირონიული სახით გადმომხედა, ჩემკენ ოდნავ გადმოიწია და ჩუმად ჩამჩურჩულა.
- სექსუალური ვარ? - უცნაურმა ბოხმა ხმამ მთელ სხეულში დამიარა და აბრჭყვიალებული თვალები უფრო დაბნეულმა შევანათე, ვერ მივხვდი ეს სისუსტე რას ნიშნავდა, მაგრამ არ მინდოდა რომ ამ გრძნობას დავნებებულიყავი.
- ძალიან კი ცდილობ მაგრამ… - ამოვიგმინე და მის ირონიულ სახეს შეწუხებულმა დავაშტერდი, მერე სახიდან ზედაზე გადავიტანე მზერა და უფრო შევჭმუხნე ცხვირი - ეს ზედა პატარა ხო არ გაქვს? რაღაც მძიმედ სუნთქავ - გავეკრიჭე და ოდნავ ჩავიწიე, მაინც თავი რომ დამეზღვია.
- ერთხელ იქნება… - ხელები მომუშტა და ჩემკენ წამოიღო - ერთხელ იქნება დაა! - ერთი და იგივეს იმეორებდა და თან აალებული მზერით მბურღავდა, ნერწყვი მძიმედ გადავაგორე, ვინანე რომ გავაბრაზე, უეცრად ხელი გაშალა და ჩემს ლოყებს აქეთ-იქედან შემოაჭდო მისი ძლიერი თითები და მისკენ მიმწია ტუჩებგაწეულმა - ერთხელ იქნება ამ ტუჩებს მოგაჭამ და მერე დაისვენებ - ძალიან ნელა მომიახლოვდა, ტუჩის კუთხეში ამხტარი ღიმილით შეათვალიერა ჩემი გამობურცული ტუჩები - ძალიან მაინტერესებს მისი გემო, ნეტა ისეთი მწარეა, როგორიც ჩანს? ახლავე ხომ არ გავსინჯო? - მისი ტუჩების ჩემს ტუჩებზე წარმოდგენისას ისე გამცრა სხეულში რომ ერეთიანად ავკანკალდი, სიამოვნების ტალღები ერთი მეორის მიყოლებით მიყვებოდნენ სხეულს და ნერვიულად ვტოკავდი ადგილზე, დაუოკებელი სურვილი ისე მექაჩებოდა მისკენ, რომ ლამის მე მივწეულიყავი საკოცნელად.
უეცრად ხელი შემიშვა, ისევ ირონიული ღიმილი აიკრა სახეზე და ოდნავ ჩაიცინა.
- გესიამოვნა რომ გავბრუვდი? - სწრაფად ამოვილუღლუღე და მეც ირონიულად გავუღიმე - იცი.. - მისკენ გადავიწიე და ერთ ფეხზე ხელი ჩამოვადე ნაზად - იშვიათად ვიბნევი, მაგრამ, როდესაც რაღაც მინდა, აუცილებლად ვისურვებ - მისი ტუჩებისკენ მივიწიე და ის ის იყო უნდა მეკოცნა, მანქანა რომ გაჩერდა და სწრაფად გადმოვხტი მანქანიდან.

***

გადაღებები სანამ დაიწყებოდა თავს ვარიდებდი, მერე არხეინად მოვკალათდი სარწეველა სკამში და იქედან დავუწყე ყურება, მთელი გულით და ემოციით თამაშობდა, ცდილობდა ყოველ სიტყვაში იმხელა ემოცია ჩაედო რომ მისი მეწყვილე გოგო მთლიანად იფარებოდა, აღფრთოვანებული რეჟისორი ყოველი სცენის მერე ტაშს უკრავდა, იმ გოგოს კი უბღვერდა და შეცვლით ემუქრებოდა.
- აღარ შემიძლია უკვე! - გამწარებულმა რეჟისორმა ისე დაახეთქა მაგიდაზე ხელი რომ მე შევხტი - ხე ხარ შვილო? ხეეე? - ღრიალებდა და ხელის ქნევით მიდიოდა მისკენ - ასე შემობრუნდი, ასე დადექი და უთხარი გრძნობით რომ გიყვარს, რას მიდგახარ აქ დასტუკებული მატორივით? - ცოფებს ყრიდა კაცი, მაგრამ მის ხუმრობაზე ისეთი ხარხარი ამიტყდა რომ ყველამ ჩემკენ გამოიხედა.
- რა? ბოდიშით! - გავიცინე და ისევ ჩავძვერი სკამში.
- ერთი რომ იცინი, შენ რა შეგიძლია? - ირონიულად მომიგო გოგომ და ხელები გადააჯვარედინა. - მიდი გვანახე!
- განახოთ? - თვალები გავაფართოვე და ფეხზე წამოვდექი.
- თამაშისთვის არ მცალია ახლა, გავაგრძელოთ ჩაწერა! - ხელი აიქნია კაცმა და ძლივს ამოვისუნთქე.
მთელი სცენა ეს გოგო მართლა ხესავით იდგა და რაღაც უაზრო სიტყვებს ისროდა, ან შეიძლება ილარიონის გვერდით ჩანდა ასეთი?! აშკარა იყო რომ მალე მოთმინების ძაფი გაუწყდებოდა რეჟისორს.
- დავასრულეთ! საკმარისია დღეისთვის! - დაიღრიალა ბოლოს და სახეზე თლილი თითები ჩამოისვა - ეს რა იყო? - ამოიგმინა და ხელებს დაეყრდნო - ეს საიდან მომითრიეს აქ? ისედაც ხო კატის ნათრევს გავს, ამას დამატებული კიდე ხეა! ვინმე ახალი მიპოვეთ სასწრაფოდ! სანამ ვინმეს არ იპოვით, იქამდე არ შედგება გადაღება და დარჩებით აქ!
უკმაყოფილოდ ამოიზმუვლა ჩემს გვერდით მდგარმა ილიკომ და გადმომხედა.
- წამოდი წავიდეთ - ჩანთა გამომართვა და სწრაფად დაიძრა მანქანისკენ.

***

- რას აკეთებ? - ღიმილით გამოვიდა ვერანდაზე და გვერდით მომიჯდა.
- ღამის პარიზს ვუყურებ და ჩემს ძმაზე ვფიქრობ - ღრმად შევისუნთქე სასიამოვნო სურნელი და ღიმილით გადავხედე.
- როდის ჩამოდის?
- ბოლოს რომ ველაპარაკე, მალეო! ერთი სული მაქვს..
- ძალიან რთულია ვიცი, მაგრამ თუ მალე ჩამოვა, ესეიგი ყველაფერი მოგვარდა..
- სხვანაირად რომ იყოს უბრალოდ გავგიჟდები, მეტს ვეღარ გავუძლებ, მესამე წელია უკვე ასე ვარ და ლენკაც საოცრად დაიტანჯა, ყველაფერს აქვს საზღვარი!
- კარგი დამშვიდდი, ყველაფერი მოგვარდება, არ გინდა რაიმე გემრიელი შევუკვეთოთ? - ეშმაკური ღმილით გადმომხედა და ნომერი აკრიფა, როგორც კი ტკბილეულობა და სასმელი შეუკვეთა, ეგრევე გათიშა და ნერვიულად აათამაშა თითები მაგიდაზე.
- მკითხე რისი კითხვაც გინდა - სიცილით გადავხედე და ფეხები აივანზე შემოვაწყვე.
- როგორ მიხვდი?
- მკითხე მეთქი
- ანუ შენ.. აუუ! პირველად ვარ დაბნეული გოგოსთან! - თავზე ნერვიულად გადაისვა ხელი - ანუ შენ საერთოდ არ მოგწონვარ ხო? - ამ კითხვაზე გაოცებისგან ყბადაღებულმა შევხედე და თვალები რამდენჯერმე დავახამხამე, მეგონა მომესმა.
- რა კითხვაა?
- მე რა.. ცუდი არ იფიქრო რამე… ანუ მაინტერესებს! - ამოიოხრა - უბრალოდ მითხარი..
- კარგი ბიჭი ხარ, რატო არ უნდა მომწონდე?
- მე სხვას გეკითხები! - შემომიღრინა - თავს ნუ ისულელებ!
- მომწონხარ, მაგრამ ისე გაგიჟებით არა, როგორც სხვებს - გავუცინე და ისევ პარიზს გადავხედე - უბრალოდ იმ დონეზე არ მიზიდავ რომ შენს მკლავებში ჩავვარდე
- ანუ.. შანსი მაქვს ხო?
- ვერ ვხვდები რა გემართება!
- არაფერი! უბრალოდ ჩემზე ზემოქმედება მოახდინა იმან რომ არ მოგწონვარ!
- პირველი ვარ ვინც დაგიწუნა?
- არა! პირველი არ ხარ ვინც დამიწუნა, მაგრამ ისინი ხელოვნურად მიწუნებდნენ, ანუ სადღაც კინოში ან მოთხრობაში ჰქონდათ განაგონი რომ თუ ყურადღებას არ მიაქცევ დაინტერესდება შენითო, ვაღიარებ ვინტერესდებოდი, მაშინ თან პირველად გადავდგი ამხელა ნაბიჯი და პოპულალური გავხდი, დავინტერესდი, ხელით შევეხე და გული წაუვიდა! - ჩაეცინა და იმ წამს შემოსულ მომსახურე პერსონალს ანიშნა მაგიდაზე დაეწყო ყველაფერი - წარმოგიდგენია? გული წაუვიდა! სიცილისგან კინაღამ ჩავბჟირდი
- მასთანაც იწექი?
- არა! ეგეთი ქალები არ მიზიდავს, არ მიყვარს ხელოვნურობა, ჯობია სახე ჰქონდეს გაკეთებული ვიდრე შინაგანად იყოს ხელოვნური!
- როგორც ჩანს წვრილმანები შენთვის ბევრს ნიშნავს, გაინტერესებს ქალი რას იტყვის შენზე, როგორ ჩაიცვამს შენ რომ ყურადღება მიაქციო, როგორ დაგელაპარაკება
- პირიქით, არაფერს ნიშნავს, არასდროს ვუყურებ ქალის ჩაცმულობას, არასდროს ვაქცევ ყურადღებას მის ლაპარაკს, მითუმეტეს თუ მხოლოდ ვერთობით ერთად, ქალს არ ვიყენებ, მისი სურვილის წინააღმდეგ არასდროს არ წავალ! ქალიშვილთანაც მქონია შეხება, უნდოდა და მაგიტომ მოხდა, მაგრამ ამ ფაქტზეც არ მიმიქცევია დიდი ყურადღება, ქალს არ დავუინტერესებივარ ისე რომ მის წვრილმანებს ჩავეძიო.. ეგეთი რამ არ ხდება და ალბათ არც მოხდება - ღრმად ამოიოხრა - ახლა ვიცი მკითხავ ოდესმე გყვარებიაო? არა! არ მყვარებია, არასდროს, არავინ! მხოლოდ მომწონებია და ურთიერთობის პირველივე ეტაპის შემდეგ მიმხვდარვარ რომ არაფერს ნიშნავდა - გვერდულად გადმომხედა და გამიღიმა - შენ? მოგწონებია ოდესმე ვინმე გაგიჟებით?
- სანამ ჩემი ძმა წავიდოდა ასე დაუდევრად იქამდე ვიყავი გიჟი და გადარეული, კლუბში სულ შუა მაგიდაზე ვცეკვავდი და ყოველთვის გიჟურად მეცვა, მაგრამ არასდროს არ მომწონებია არავინ, არასდროს არავისთან არ მქონია შეხება, იმიტომ კი არა რომ მიშლიდნენ, ამის სურვილი არ მქონია, არ იყვნენ ისეთები ვინც მიმიზიდავდნენ, დამატყვევებდნენ, მე კიდევ მინდა რომ პირველი კოცნა დაუვიწყარი იყოს ჩემს ცხოვრებაში!
- საყვარელი მამაკაცის კოცნა ყოველთვის დაუვიწყარი იქნება, მერამდენეც არ უნდა იყოს - ჩემი კუთვნილი კოქტეილი გადმოდო ჩემს მხარეს და ნამცხვარიც გამომიწოდა - ფრანგული შოკოლადის ნამცხვარია, მოგეწონება!
ღიმილით მივირთმევდით ორივე, სიო ოდნავ უბერავდა და ჩემს ისედაც აწეწილ თმას უარესად მირევდა, ვგრძნობდი რომ რაღაც განსხვავებული სურნელი ტრიალებდა ირგვლივ, აი ისეთი მთელ სხეულში რომ ატანდა და ერთიანად მმუხტავდა დადებითი ემოციებით, თავისდაუნებურად იყო რომანტიული გარემო,
ბედნიერების სურნელით გაჯერებულ ატმოსფეროს, მხოლოდ ფრანგული ჰანგები კვეთდა და უფრო აფერადებდა.
საკმაოდ მოვსვი კოქტეილი და უგემრიელეს ნამცხვარს გემრიელად შევექეცი.
უეცრად ისევ შემოვიდა მომსახურე პერსონალი, ილიკოს მიუახლოვდა და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა.
მის გამომეტყველებას რომ დავაკვირდი მივხვდი რომ რაღაც საოცრება მოხდა, სახე წაეშალა და ჩემი სახიდან მზერა ჩემს თითქმის დაცლილ ჭიქაზე გადაიტანა, მერე ღრმად ამოიოხრა და შეკრული წარბებით მიაშტერდა ბიჭს.
- უკაცრავაად! - წავიღიღინე და ბიჭს თვალების ჟუჟუნით შევხედე - შეგიძლიათ კიდევ მომიტანოთ? - ტუჩები გავილოკე და ილიკოს თვალი ჩავუკარი.
- მეტი აღარ გინდა რა მაშო, გთხოვ!
- კარგი რა ილიკო, მაცალე - ხელი ავიქნიე და მომლოდინე თვალებით მივაშტერდი - მომიტან თუ დავუძახო მენეჯერს?
- ახლავე - სწრაფად დატრიალდა და კარებში გაუჩინარდა.
- იქ..
- არ მაინტერესებს!

***

3 თავი


ილია

ბავშვობიდან ვოცნებობდი რომ მსოფლიო დონის კინოებში მიმეღო მონაწილეობა, იმდენად მყარად იყო ჩემში ეს ოცნება გამჯდარი რომ ვერავინ ვერ გადამაფიქრებინა ამ ნაბიჯის გადადგმა, თავდაუზოგავად ვშრომობდი იმისთვის რომ სასურველ შედეგს მიმეღწიე, ერთხელაც გამიმართლა და ერთ-ერთ რეჟისორს მოვეწონე, რომელსაც ჩემი კურსიდან უნდა აეყვანა რამდენიმე ახალბედა მსახიობი, აღმოჩნდა რომ მთავარ როლზე ვინც იყო დანიშნული, იმაზე ბევრად კარგად ვთამაშობდი და ღიმილით დაეთანხმა მთელ გადამღებ ჯგუფს რომ მე ავეყვანე იმ ბიჭის მაგივრად, არასდროს დამავიწყდება მაშინდელი სიხარული, ის სცენა, როდესაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და უდიდესი შანსი მომცა ამ უზარმაზარ სცენაზე პირველი ნაბიჯი გადამედგა.
მაშოს გაცნობა ჩემთვის ამდენ თაყვანისმცემელში განსაკუთრებული მოვლენა იყო, კიდევ ერთი, ისეთი ნაწილი, რომელმაც გამაოცა, დამაბნია, დამაინტერესა და საერთოდ ყველა გრძნობა ერთად გამოიწვია.
არ მეგონა საქართველოში თუ იარსებებდა გოგო, რომელსაც არ ვეყვარებოდი, ან უბრალოდ მაინც არ მოვეწონებოდი, თავში მქონდა ავარდნილი, მაშომ კი ყველა ეს წარმოდგენა თავზე ჩამომანგრია და მივხვდი რომ სადღაც მართლაც შეიძლება არსებობდეს ვიღაც, ვისაც არც მოსწონხარ და არც არ მოსწონხარ, უბრალოდ ძალიან მაგრად *იდიხარ, უხეშად რომ ვთქვათ.
ჩემი გადაწყვეტილება იმის შესახებ რომ მაშო მუდმივად გვერდით მყოლოდა, ყველაზე სწორი ნაბიჯი იყო ჩემს ცხოვრებაში, იმაზე სწორიც რაც კარიერის აწყობაში გადამიდგამს, მისნაირი ადამიანები იშვიათობაა ამ დედამიწაზე, მისნაირი ლაღი, ალალი, ლამაზი და თბილები, რომლებსაც ცუდისთვის არ ემეტები არანაირად.
ახლაც ჩემს წინ ზის, უდარდელი სახით გაჰყურებს ეიფელის კოშკს და თან იმ კოქტეილს სვამს, რომელიც შემთხვევით მოუტანეს.
ვხედავ როგორ ებლიტება თვალები, თითს სასაცილოდ წევს და ჩემკენ იშვერს.
- არ ყოფილხარ შენ ცუდი ბიჭი ! - ბურტყუნით ამბობს და საზურგეს თავს ადებს - ყოველთვის მეგონა რომ შენისთანები თავშიავარდნილი იდიოტები იყვნენ, არა თავშიავარდნილიც ხარ და ცოტა იდიოტიც - ოდნავ წამოიწია და თითი ისევ ჩემკენ გამოიშვირა - უბრალოდ საყვარელიც ხარ ცოტა და კიდევ გარყვნილი - ბოლო სიტყვაზე დაიჭყანა და ისევ კოქტეილი მოსვა - ცოტა მწარეა, ვაღიარებ - თვალით მანიშნა კოქტეილზე და ისევ გააგრძელა - იმ ქალებს რომ აკვნესებ, აი გახსოოვს - წამოჯდა უცებ, მეცინება მაგრამ მაქსიმალურად ვიკავებ თავს, პირველად ვხედავ მთვრალ ქალს და თან ასეთ საყვარელს - გახსოვს ის ქალი? მოკლე კაბით, მკერდამოგდებული და წელში გადამტყდარი რომ შემოკაკუნდა? იმხელა მაღლები ეცვა, ნეტა როგორ მიწვდი? არაა, სიმაღლე კი არ გაკლია ან რამეე..
- მაშო წამოდი დაწექი!
- მეც ლოგინში მიმათრევს ნახეეეთ - აღშფოთებულმა წამოიყვირა - ჩემთან შენ ეგეთები არ გაგივა სექსუალურო მანიაკო, არაოო, არაოო, მელა მატყუარააოო, არ წამოვალ არაააო - ღიღინებდა და მის ხმაზე ძლივს ვიკავებდი ხარხარს.
- გეყოფა მაშო, უბრალოდ წავიდეთ დავიძინოთ - ფეხზე წამოვდექი და სიცილშეკავებულმა ხელი გავუწოდე.
- საქათმეში შემოპარულხარ მეელაავ, ქათამს მეჩურჩულები ნელაა - გაიჯგიმა და წარბებშეკრულმა გადახედა იქვე მდგომ ოფიციანტს - შენ! - თითი გაიშვირა მისკენ - მამალო გააჩუმე ენაა! მე დედალი წამოგყვე ნელაა? - ისეთი საყვარელი იყო ისეთი რომ ლამის მივვარდი და მთელი სახე დავუკოცნე, მისი გაოცებული სახე და აფახულებული თვალები მაგიჟებდა, ცუდად მხდიდა, მინდოდა სულ მკლავებში მყოლოდა მომწყდეული, გამუდმებით მეცქირა მასზე და ყოველი მისი ემოცია დამემახსოვრებინა.
- წამომყევით ქალბატონო ქათამო - ხელი გავუწოდე ისევ და თავი დავუხარე, მისი სუსტი თითების მომეჭიდა და ბარბაცით წამოდგა ფეხზე.
- მელავ - ამომხედა და გამიღიმა - შენ კარგი ბიჭი ხარ - გაეცინა და თავი ისე ჩამოაკონწიალა კინაღამ გული გამისკდა - მელავ ! - შესძახა უცებ და მეც დენდარტყმულივით შევხტი - მართლა არ ხარ ცუდი ბიჭი
- გეყოფა ქათამ, ქათამ კი არადა მაშო, წამოდი დავიძინოთ - თვალები ავატრიალე და საძინებელში შევიყვანე ღიმილით.

***

როგორც კი ოთახში შევედით ეგრევე გაშალა ხელები.
- ტიტანიკი? - ვკითხე ღიმილით, წარბაწეულმა ამომხედა, გაიღიმა და დაიწყო.
- წყალს ნაფოტი ჩამოჰქონდაა ალვის ხის ჩამონათალიი - წელში იხრებოდა და შემდეგ სწორდებოდა, თან ხელებს ლამაზად ატრიალებდა აქეთ-იქეთ - წყალო დადექ და მიამბე საყვარლის შემონათვალიი - ხან აქეთ იყრიდა თმებს, ხან იქეთ, მასზე მიშტერებული მთელი სხეული მითრთოდა, ასე მეგონა იმ წამს ჩვენს ირგვლივ ტრიალებდა მთელი სამყარო, გაუაზრებლად გადავდგი მისკენ ნაბიჯი და ხელები მოვხვიე, გადაიკისკისა და გააგრძელა - გოგოვ, გოგოვ, კისკისა, აქ ჩამოდი წყლის პირსა - ხელით ქვემოთ მანიშნა და თვალებში შემომცინა - წყალი მასვი კოკითაა, გამაძღევი კოცნითაა - ბოლო სიტყვაზე ჩემკენ წამოიწია და მთელი გრძნობით მომაკრა ტუჩები ლოყაზე, მთელ სხეულში ელექტრონები გავრცელდა, საშინლად დავიბენი და ავცახცახდი, ქალის შეხებაზე ასე არასდროს არ დამმართნია, დაბნეული ვუყურებდი მის მოცინარ და ლაღ სახეს, ისე იქცეოდა, თითქოს წამის წინ მისი ფაფუკი ტუჩები არ შემხებოდა წვერზე და ერთიანად არ მოვედუნებინე.
- რა გჭირს ილიკოო? - წაიღიღინა და ხელი აიქნია - არ იცი ცეკვა? ვიცეკვოთ!
- გეყოფა მაშო, დავიძინოთ - ემოციებისგან შეთრთოლებული ხმით ძლივს ვუთხარი და თვალი ავარიდე.
- გეწყინა რამე ილიკოო? - სევდიანი თვალებით ამომხედა - ასე თუ გეწყინებოდა არ ვიცოდი, თორემ საერთოდ არ ვიმღერებდი - მისი გაბრაზებული და გამობურცული ტუჩები დანახვისას მუცელში საოცარმა გრძნობამ დამიარა, ასე მეგონა შიგნიდან ცხელი რკინა გადამატარეს, ნერვიულად გავისწორე თმები და ოდნავ უკან დავიხიე, არ მინდოდა ჩემი ემოცია შეემჩნია, მე თვითონ დაბნეული და გაოგნებული ვიყავი საკუთარი სისუსტით.
- არ მწყენია არაფერი, უბრალოდ დაიძინე! - მშვიდად გავუმეორე და ფანჯრისკენ შევბრუნდი ანერვიულებულმა.
- პი პიიი გზა მომეციიი მოდისსს ავტომობილიიი! - დაიკივლა, ვიგრძენი როგორ წამოვიდა და ინერციით შემომეხვია ზურგიდან, მისი გულმკერდი როგორც კი ჩემს ზურგს შეეხო, ეგრევე გადმომდო მუხტი და დენდარტყმულივით მივეყრდენი ფანჯარას, ვცდილობდი როგორმე თითები დამემორჩილებინა, მაგრამ სხეულის ვერცერთ ნაწილს ვერ ვგრძნობდი, ჩემს წელზე შემოხვეულ თითებს ჩემი თითები გადავატარე, გვერდიდან ამომხედა და გამიღიმა.
- ამაზეც არ გამიბრაზდე რა! - საყვარლად შეკრა წარბები და ხელი არ გაუშვია ისე წინ გადმოინაცვლა - მართლა საყვარელი ხარ - გაიკრიჭა და გულზე მომადო თავი - ასე აჩქარებული რატომ გაქვს? - რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ მითხრა და გამოჭერილს ისეთმა ცივმა ოფლმა დამასხა რომ შევბარბაცდი - შენც დალიე? - გულუბრტყვილოდ მკითხა და მისი მწვანე თვალები შემომანათა.
უხმოდ დავუქნიე თავი, ხელი შევაშვებინე, მერე დავიხარე, მუხლებს ქვემოთ ამოვდე და ხელში ავიტაცე, ეგრევე შემომხვია კისერზე ხელები და შეშინებულმა უფრო ამეკრო.
- მეშინია
- ნუ გეშინია მაშო, აქ ვარ - შუბლზე ვაკოცე რამდენჯერმე - უბრალოდ დაგაწვენ
- გენდობი - ჩაილუღლუღა და თვალები მიელულა დაღლილს - ილო!
- ჰო? - დავხედე მის აწითლებულ ლოყებს და ჩამეღიმა.
- მჭირდები - ამოიკრუსუნა და ჩემი პერანგის საყელო თითებს შორის მოიქცია, ემოციებმა ერთი მეორის მიყოლებით შეცვალეს ერთმანეთის, ძლივს მოვიკრიბე გამბედაობა რომ სიტყვა ამომეღო
- მეც მჭირდები… - ლოგინში ჩავაწვინე, ეგრევე მოხვია ბალიშს ხელი და გაიტრუნა.
ღრმად ამოვიოხრე, კარადასთან მივედი და მისი პერანგი გადმოვიღე, მერე სხეულდაჭიმულმა ჩავიმუხლე ლოგინთან, პერანგი იქვე ჩამოვდე და ოდნავ წამოვაჯინე საწოლზე, თითები მუცელზე შევუსრიალე და სწრაფად გადავხადე მაისური ისე რომ სუნთქვა შემეკრა, მკვეთრად წამოსულმა ჰაერმა, რომელმაც მისი სურნელი მოიტანა ცხვირში შემომიღიტინა და სისხლი ამიდუღა, ღრმად დავიწყე სუნთქვა რომ როგორმე დავმშვიდებულიყავი, სწრაფად გადავაცვი პერანგი, შემდეგ მის ქვეშ ხელის სწრაფი მოძრაობით ლიფი გავუხსენი და ისე გავხადე რომ არც შემიხედავს, ტუჩებს ვიჭამდი და ვცდილობდი აკანკალებული თითები დამეწყნარებინა, როგორც კი თბილ ელასტიკს მივადექი, მივხვდი რომ ბევრად ცუდად მქონდა საქმე, ვიდრე წარმომედგინა, ისიც სწრაფად გავხადე, ნასკებიც მის გზას გავუყოლე, შემდეგ გრძელი და ლამაზი ფეხები ლოგინზე ფრთხილად დავაბრუნებინე და უზარმაზარი ნერწყვის გადაყლაპვასთან ერთად გადავაფარე საბანი.
შემდეგ მეც გავიხადე სწრაფად და ისე რომ აზროვნების უნარი გავთიშე გვერდით მივუწექი, ვიცოდი რომ ხვალ გაგიჟდებოდა, მაგრამ დღეს მასთან ჩახუტებულს და მის სურნელში რომ არ დამეძინა, აუცილებლად გავაფრენდი.

***

მაშო

როგორც კი ოდნავ შემეღვიძა და მუცელზე მძიმე ხელი ვიგრძენი ეგრევე დენდარტყმულივით წამოვხტი და გაოგნებულმა დავაჩერდი შიშველ ილიას, უმწეოდ ვაცეცებდი აქეთ-იქეთ თვალებს და ვცდილობდი შველა მეპოვნა, მაგრამ ამაოდ, გაბრაზებულმა დავაჩერდი მის გამობერილ ტუჩებს და ტანში საოცარმა ჟრუანტელმა დამიარა, ერთიანად გაქრა ყველანაირი ბრაზი და ისეთი თვალებით დავხედე რომ ნებისმიერს შეეპარებოდა ეჭვი ჩემი მისდამი გრძნობებში, მაგრამ რა მექნა, ძალიან ძალიან საყვარლად ჰქონდა თითები ბალიშზე ჩაფრენილი და გემრიელად ფშვინავდა, გვერდით მივუწექი და ცალხელზე დაყრდნობილმა დავუწყე ყურება, რამდენიმე წუთში ოდნავ შეირხა, ხელი წელზე გადამადო და მისკენ მიმწია, ინერციით პირდაპირ კისერში ჩავრგე ცხვირი და შემთხვევით ტუჩები გავუხახუნე, ფრთხილად წამოვიწიე და დავინახე როგორ იღიმოდა ტუჩის კუთხეში.
- არ მაკოცებ? - ოდნავ შეარხია ტუჩები და წინ გამოსწია.
- ახლავე! - დავიჩურჩულე ვითომ შეცვლილი ხმით და თითებს შორის მოვიქციე მისი ტუჩები, მერე მთელი ძალით დავქაჩე და ტკივილისგან ამოიგმინა.
- რა.. რა რა გააკეთე? - ამოიბურდღუნა და ტუჩებზე ხელი ჩამოისვა - მტკივა! ჯანდაბა! რა მიქენი?
- ცოტა ხანი გოგოებს ვერ აკოცებ ვწუხვარ - ვითომ გაბრაზებულმა დავმანჭე ტუჩები და თმები უკან გადავიყარე - რა საინტერესოა, ეს სექსუალური პერანგი ვინ ჩამაცვა? - გამჭოლი მზერა მივაპყარი ჩემს მკერდზე მოშტერებულს.
- მაინც ვერ ვხვდები რატომ მალავ მაგეებს - ამოიბლუყუნა და თვალი მომარიდა.
- რატომ ვმალავ, შენც ხომ იცი? - ვითომ არაფერი ისე მოვიღერე კისერი - თანაც, ვისაც შევხვდები ისიც გაიგებს შენს გარდა! - თვალი ჩავუკარი და ის ის იყო ლოგინიდან უნდა წამომვდგარიყავი რომ გიჟივით ამაკრა ლოგინის საზურგეს - შენ.. რას აკეთებ ილიკო?
- მეორეჯერ მსგავსი რამე არ გამაგონო თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ - გაცეცხლებულმა გამოცრა კბილებს შორის და ლოყებზე ძლიერად მომიჭირა თითები - გესმის?
- მომშორდი ილო!
- მეორეჯერ მომმართე უკვე ასე - ჩაიცინა და თითები ნაზად ჩამომისვა - ძალიან მომწონს ამ პოზაში რომ ზიხარ - ხელი ფრთხილად ჩაასრიალა მუცლიდან ფეხზე და მსუბუქად მომიჭირა - თან შენი მკერდიც საოცრად კარგად გამოიყურება ასე! - ოდნავ გვერდზე გადახარა თავი, მონუსხული პასუხსაც ვერ ვცემდი, არადა ჩემი შინაგანი მე ბობოქრობდა და იჭიმებოდა, კისერს აუცილებლად მოვუგრეხო, იმ ადგილებზე სადაც თითებს მიჭერდა ტუჩებით შემეხო, ჯერ ერთ ლოყაზე მაკოცა, შემდეგ მეორეზე - საოცრად მიმზიდველი ხარ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასე ჩუმად ხარ - ჩემს ტუჩებზე დაიჩურჩულა და ოდნავ ჩაუტყდა ტუჩის კუთხე - გინდა იმ ადგილზეც გაკოცო სადაც კიდევ მოგიჭირე თითები? - ვნებიანი ხმით დაიჩურჩულა და ცერა თითი გადამისვა ზედა ტუჩზე, ერთიანად ამაცია და ამახურა, მინდოდა რაიმე მეთქვა მაგრამ სიტყვებს თავი ვერ მოვუყარე, თვალები მიმელულა და მის ცხელ თითებს საშუალება მივეცი რომ ჩემი სხეული დაელაშქრა. უეცრად გავიაზრე რომ ოდნავ ფეხებგადაშლილი და მკერდმოღეღილი ვიწექი ილია ბაგრატიონის წინ და ის ამ ყველაფერზე ხალისობდა, ოდნავ შემიტოკდა სახე გაბრაზებისგან, მერე თვალები ფრთხილად გავახილე ისე, თითქოს ძალიან მინდოდა მისი მოფერება, არა როგორ არ მინდოდა, მინდოდა კი არა ვგიჟდებოდი, მაგრამ ვერ გავამარჯვებინებდი, ფრთხილად წამოვიწიე, დაიბნა და მზერა გამისწორა, ძალიან ვნებიანი მზერით შევხედე, ტუჩზე ენა გადავიტარე და უფრო მივიწიე მისკენ.
- ბატონო ილია, ცოტას თუ გავერთობით, ცუდი არ იქნება ხო? - ტუჩის კუთხე ავწიე და მის კისერზე ავასრიალე თითები, შეკრთა და ვიგრძენი როგორ დაეჭიმა ჩემს წელზე მოთავსებული ხელი - იცით, ძალიან კი მინდა რომ მიზიდავდეთ, მაგრამ რა ვქნა თუ არ მომწონხართ? - ქვედა ტუჩი ვითომ წყენის ნიშნად გადმოვწიე და საწყალი თვალებით შევხედე, კისრიდან თითები სახეზე გადმოვიტანე და ახლა მის ლოყას მივეფერე თითებით - მესმის რომ რთულია, როდესაც ქალს არ უნდიხართ, მაგრამ თქვენ მაინც დიდად არ უნდა განიცდიდეთ ჩემს ურეაქციობას! - ირონიულად გავუღიმე და სრულიად მოდუნებულს, რომელსაც ნახევრად ესმოდა ჩემი სიტყვები, მსუბუქად ვკარი მკერდზე ხელი, გამოფხიზლდა და უფრო დაბნეულმა ამომხედა, ოდნავ გადავიწიე მისკენ ისე რომ ჩემი მკერდი უფრო მიმზიდველი ჩანდა, თვალებში მიყურებდა მაგრამ მის თავშეკავებულობაზე, იმის შესახებ რომ ჩემს მკერდზე არ შეეხედა მეცინებოდა - სხვა დროს გავერთოთ ილარიონ! - ტუჩის კუთხეში ვაკოცე და სანამ აზრზე მოსვლას შეძლებდა სააბაზანოში შევასწარი.


***

- მეგონა პახმელიაზე იქნებოდი და წიკვინს დაიწყებდი, შენ კიდევ ნერვები მომიშალე! - აბაზანიდან პირსახოცშემოხვეული რომ გამოვედი, კარებთან დამხვდა ფეხებ გადაჯვარედინებული და წარბებ შეკრული ბატონი ილარიონი.
- ოჰ! მაპატიეთ თქვენო აღმატებულებავ რომ არ ვგავარ სხვებს!
- სხვები არ წიკვინებენ, ბედნიერებისგან სკდებიან ჩემს გვერდით რომ იძინებენ - წარბი ამიწია და მოღუშულმა გადმომხედა - შენ კიდევ დინოზავრთან გაღვიძება უფრო გაგიხარდება, ვიდრე ჩემთან!
- რა რომანტიული იქნება, დინოზავრის გვერდით დილით საწოლში გაღვიძება - თვალებს ვაფახულებ და თმების სწორებით მივდივარ სარკისკენ - ნეტავ ოდესმე მეღირსება?
- მე სულ სხვა პასუხს ველოდი! - თვალები ისევ აატრიალა და ჰაერი ნელნელა გამოუშვა გამობერილი ლოყებიდან.
- მორჩი რა ამ სტანდარტებით ცხოვრებას, ასე უნდა მიპასუხო, ისე უნდა მიპასუხო, არ გპასუხობ ეგრე და მორჩა! არ ვარ ეს სტანდარტების მოყვარული ბარბი დიდი ძუძუებით, ნუ დიდი ძუძუებით ვარ მაგრამ ეგეთი არა - გადავიკისკისე და პირსახოცი შევისწორე.
- მაღიზიანებ სპეციალურად?
- არა რატომ, ძალიან ძალიან გულწრფელად გეუბნები, “დაჟე” მთელი ცხოვრების განმავლობაში რაც არ მითქვამს ისე..
- ენა შემაჩვიე
- შენ ჩემს გვერდით წოლას რომ მიეჩვიე, არ გრცხვენია? - მკვეთრად მივუბრუნდი და ჩამოვარდნას პირას მყოფი პირსახოცი თითებს შორის მოვიქციე.
- ორი წუთი ხელი შეუშვი რა, დავტკბე და მერე მოკიდე ისევ - ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია და დაბნეულმა კინაღამ მართლა გავუშვი ხელი - როგორი კომპლექსიანი ხარ! - თავი გადააქნია და ზურგით შებრუნდა.
- ილარიოონ - ხმა განაზებულმა დავუძახე და ისიც კითხვის ნიშან აკრული სახით შემობრუნდა.
- რა?
- აი რაც - თითები ოდნავ შევუშვი პირსახოცს ისე რომ მკერდის ზომა უფრო მკვეთრად გამომიჩნდა, უბრალოდ სწრაფად დავიკავე და ბოლომდე ჩაცურების საშუალება არ მივეცი - მაპატიე, მაგრამ ჩემი მკერდი რომ ნახო, ამისთვის მე უნდა მხვდებოდე, მე კიდევ საერთოდ არ მომწონხარ! - გაოგნებულს ლოყაზე მივეფერე, კარადიდან კაბა გადმოვიღე და ისევ სააბაზანოში შევბრუნდი.

***


უკვე ერთი კვირა იყო რაც პარიზში ვიყავით და ილიას დამოკიდებულება იმ წიკვინა ქალის მიმართ საშინლად მაღიზიანებდა, მინდოდა მთელი ძალით მეთრია ის ხე გოგო და მშვიდად წამომეთრია ყურებით სასტუმროში ილია.
ერთ საღამოს გახარებული შემოვიდა ილია ნომერში.
- რა იყო ქალი გეღირსა? - მობეზრებულად ავუქნიე ხელი და ისევ გავაგრძელე მესიჯობა ლენკასთან.
- მეღირსა, ხოდა წამოდი ახლა ბარში ჩავიდეთ და ცოტა დავლიოთ, თან ინესიც იქ იქნება!
- ვა ინეზაც მოდის? ვაა! - ხელები გავშალე და ჩავიქირქილე - კარგი ჩადი და ჩამოვალ, ინეზას მოკითხვა გადაეცი - კოცნა გავუგზავნე და მის გაბრაზებულ სახეზე კიდევ ერთხელ ჩავიცინე.
- ჯერ ერთი ინესი და არა ინეზა! - შემომიღრინა - მეორეც რას უწუნებ, მაგარი ნაშაა!
- კი ძალიან, ტვინი აქვს განსაკუთრებით მიმზიდველი, ისეთი სწორია..
- გეყოფა მაშო, მიდი ჩაიცვი! - წარბები შეკრა და იქვე ტახტზე ჩამოჯდა.
- აქვე გავიხადო თუ..
- სიმღერა ჩაგირთო? - გამიღიმა და კმაყოფილმა მომაშტერდა.
- რა თქმა უნდა, აბა ისე როგორ? - მხრები ავიჩეჩე და ხელები გადავაჯვარედინე.
მართლა შეათამაშა ტელეფონი ხელში და მშვიდად ჩართო მუსიკა, გამომიწვია, თან ისე გამომიწვია რომ ზუსტად ვიცოდი ახლა უკან თუ დავიხევდი, აუცილებლად წავაგებდი და ეს დანებებას ნიშნავდა.
მოკლე სარაფანის ბრიტელები მხრებზე გადავიწიე, ფრთხილად და ნაზად, თან ყოველ მის გამომეტყველებას ვაკვირდებოდი, მის გაფართოებულ თვალებზე კინაღამ სიცილი წამსკდა, ისე ვითომ არც არაფერი იყო გვერდზე მოთავსებულ კაბის შესაკრავს დავწვდი, ჩამოვწიე და კაბა სწრაფად ჩამოსრიალდა ჩემი სხეულიდან.
ოდნავ წამოიწია გაგიჟებულმა და სავარძლის კიდეს მთელი ძალით მოეჭიდა, მხრები ავიჩეჩე მის გამომეტყველებაზე და კარადისკენ შევტრიალდი.
- რომელი ჩავიცვა, მწვანე კაბა თუ ლურჯი? - ერთი ერთი მხრიდან ავუფრიალე, მეორე მეორე მხრიდან.
- ეგრე წამოდი - მითხრა ჩემს მკერდზე მოჩიჩინებულმა და ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა - არ ჩაიცვა რაა! - საწყალი თვალებით ამომხედა.
- რომელი ჩავიცვა ილიკოო!
- ეგრე რომ მეძახი ჩემი ჰორმონები წყნარდებიან, ვიღაც ბებრუხანა მგონია თავი!
- არ ხარ თუ? - გავიკვირვე და კაბები შევათვალიერე - ლურჯი ჯობია!
- როგორც ხარ ეგ ყველაფერს ჯობია! - სახეზე ხელები ჩამოისვა ანერვიულებულმა და სააბაზანოსკენ წავიდა.
- ოღონდ ეგ არაა! არც გაბედო - გაჩხიკინებული თითით გავიწიე მისკენ და წარბები შევკარი - გარყვნილო! იდიოტო! გამოეთრიე აქეთ!
- აუ ჩავი*სი ტოო! - ამოიოხრა და თმები აიჩეჩა - გეფიცები აქ ვიზამ თუ არ შემიშვებ!
- ილარიონ! ნუ მატყუებ!
- ცივი წყლის სახეზე შესხმა მინდოდა..
- კარი შეღებული დატოვე!
- რა გარყვნილი გოგო ყოფილხარ, მე კიდევ ვიფიქრე წყნარ, მშვიდ გოგოს ავიყვან მეთქი - ამოიოხრა და სააბაზანოში შევიდა ისე რომ კარები მართლა არ მოუკეტია, ჩამეცინა და ლურჯი კაბა ტანზე მოვირგე ამასობაში, თმები ავიწიე, დაბლები ამოვიცვი და საწოლზე ჩამოვჯექი სანამ ფხიზლდებოდა.
- ოუ! - უკან დაიწია ოდნავ რომ დამინახა - კარგი რა! მეგონა ისევ ისე დამხვდებოდი, შენ კიდევ უკვე გამოწყობილხარ თმის ძირიდან ფეხის ფრჩხილამდე! სახეზე არ ჩამოიფარო რაიმე და მადლობას გეტყვი - თვალები აატრიალა და კარები გამომიღო - შენს მკერდს მაინც ნუ მალავ მაშო!
- წადი ინეზას მიხედე - დავეჭყანე და ლიფტში შევყევი ღიმილით.

***

- აბა ინეზ-სა როგორ ხარ? - ზურგზე ძლიერად ვხიე გოგოს ხელი და სასმელი როგორც ვვარაუდობდი ისე გადასცდა.
- კარგად ვარ! შენ? - გამიღიმა და ვითომ გადმომიფრქვია ინგლისურის ცოდნა.
- ისე მაგ სწორ ტვინში როგორ შევიდა ინგლისური? - თითი ქვედა ტუჩზე მივიდე და ქართულად დავუყვავე.
- რამე მითხარი? - შემომხედა ინტერესიანი მზერით და მისი ისედაც აპრეხილი ცხვირი კიდევ უფრო აპრიხა.
- რა ლამაზი ხარ მეთქი - გავუღიმე და კიდევ ერთხელ შემოვარტყი ხელი ზურგზე.
- მადლობა - მიპასუხა მოგუდული ხმით და ჩაიცინა - სად არის ილია?
- აგერ მოდის - ხელით ვანიშნე და გავუღიმე - დღეს ფიზიკურადაც გაგასწორებს, ტვინი არ გეყოფოდა გასწორებული? - ჩემს ქართულს ვუბერავდი მე.
- არ მესმის ეს ენა… - გაინაზა უცებ და ილიას მოეხვია.
- რა ლამაზი ხარო! - გამომესარჩლა ილარიონი.
- ყოველ ჯერზე როგორ სხვადასხვანაირად ისმის - აღფრთოვანდა სულით ქერა.
- დროებით დაგტოვებთ! - შემომიბღვირა ილიამ და ცალკე მაგიდისკენ წავიდნენ, ირონიულად ჩავიცინე და ისევ ბარმენს მივუბრუნდი.
- გამარჯობა! - ისევ დამტვრეული ინგლისური, დღეს მეორე ქერა უკვე ზედმეტია, თვალი ავატრიალე და ჩემს გვერდით მჯდომს გავხედე, უეცრად თვალი რომ გამიშტერდა და ყბა ჩამომივარდა, ჩემს გვერდით იმდენად ლამაზი და იმდენად სექსუალური ბიჭი იჯდა, ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე და გაოცებულმა მივაშტერდი ხამივით, მერე ჩემთავზე მომეშალა ნერვები, ილარიონის გვერდით ვიწექი და იმასთან არ ვიმჩნევდი გრძნობებს, ეს საერთოდ რას წარმოადგენდა, ამიტომ ირონიულად გავუღიმე და ოდნავ მოვსვი კოქტეილი.
- რა გქვია? - უბერავდა ისევ თავისთვის ეს სიმპატიური არსება.
- მაშო
- მასო ?
- მაშო! შშშ! - ტუჩები ზემოთ-ქვემოთ ავპრიხე და კბილები მივუშვირე - შშშშშშშ!
- ბოდიში - შეიშმუშნა და მორცხვად გამიღიმა, ჰმ, უკვე მინუს ერთი გოგოს დაკერვაში - მე ეტიენი!
- სასიამოვნოა!
მასთან ლაპარაკი არც ისე ცუდი აღმოჩნდა, სასიამოვნო და თბილი მოსაუბრე იყო, ზედმეტად არც მეკიდებოდა და არც ცდილობდა რომ რამენაირად დისკომფორტი მეგრძნო, შიგადაშიგ იღიმოდა და თან კოქტეილს მიკვეთავდა, რა თქმა უნდა უალკოჰოლოს და მიკვირდა კიდეც მისი დამოკიდებულება, საქართველოში ხო უკვე ლოგინისკენ ვეყოლებოდი შეთრეული ან მინიმუმ ამ ბარის სტოიკაზე მექნებოდა სტრიპტიზი მოწყობილი სასმლისგან.
- მაშო! - მომიახლოვდა ილარიონი და ძლივს მოვწყვიტე ეტიენს მზერა - გესმის?
- მესმის რა ხდება!
- გავდივართ ჩვენ, შენ ჩემი მძღოლი წამოგიყვანს!
- იყოს მე წავიყვან - წამოიწია ეტიენი ღიმილით - არ ინერვიულოთ!
- ხო გაიგე? - ისევ ეტიენს მივშტერებოდი ისე ვუპასუხე, არადა სიგიჟემდე მინდოდა ილიას თვალების დანახვა, მაგრამ არ ვტყდებოდი.
- მძღოლი წაგიყვანს!
- ილო, ეტიენი წამიყვანს სახლში, დროზე წადი სანამ გაგექცა - ვითომ გავუღიმე და ისევ კოქტეილი შევუკვეთე.
- მაშო ნუ მეწინააღმდეგები! - მკლავში წამავლო ხელი და მისკენ შემაბრუნა, გაოცებისგან თვალები შუბლზე ამივიდა მისი გაცეცხლებული თვალების დანახვისას.
- რა გინდა ილია? მე შენი მარჯვენა ხელი ვარ, შენი გოგო კი არა! - პირდაპირ თვალი თვალში გავუყარე და კბილებს შორის გამოვცერი - ხოდა არავინ გეკითხება ვისთან ერთად წავალ სახლში!
- კარგი - უემოციოდ შემიშვა ხელი, ინეზას ხელი მოხვია და გასასვლელისკენ წავიდა.
ისევ ეტიენს მივუბრუნდი, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში გვაკვირდებოდა და ვერ ხვდებოდა სავარაუდოდ რა გვჭირდა.
- გიყვარს! - დააბრეხვა მოულოდნელად და ისე შემეკუმშა გული თითქოს რეალობას მთელი ძალით შემაჯახეს.
- არ გინდა ეტიენ, სისულელეა მართლა! - თავი გავაქნიე უარყოფის ნიშნად და საწრუპი კბილებს შორის მოვიქციე - სისულელეა ეს ყველაფერი!
- ვერ ვხვდები რას გიწუნებს? - მხრების ჩეჩვით ჩაილაპარაკა და ტეკილა მოითხოვა - სულ მაინტერესებდა ასეთ ბიჭებს თვალები სად ჰქონდათ, შენნაირ გოგოებს რომ იწუნებდნენ და ეგეთ ქერებს ეკიდებოდნენ!
- ეტიენ, შენ შესანიშნავი გარეგნობა გაქვს, არასდროს გაგიხედია ეგეთი გოგოებისკენ? - ნიშნისმოგებით ვკითხე და ფეხი ფეხზე გადავიდე.
- გამიხედია, როდესაც შენნაირი გოგო არ მჯდარა ახლო მახლო, სამწუხაროდ შენნაირ გოგოებს არ ვიცნობ ასე ახლოს, თორემ ეგეთ უემოციო და გამოფიტულ თოჯინას არასდროს შევხედავდი! - გამიცინა და ხელი გამომიწოდა - ვიცეკვოთ?
- ვიცეკვოთ! - მისი პასუხით კმაყოფილმა მოვეჭიდე მის თითებს და მანაც ეგრევე წელზე მომხვია ხელი.
- ანუ შეყვარებული არ გყავს? - გავუცინე და მხარზე ჩამოვადე ხელი.
- არ მყავს, ვიმედოვნებ შენნაირ ლამაზს ვიპოვი, რომელსაც ვინმე არ ეყვარება!
- გეყოფა ჩემი გაწითლება - გადავიკისკისე და მუსიკას ტანი ავაყოლე, სასიამოვნო მომენტიდან უხეშმა, მაგრამ საშინლად ცხელმა თითებმა გამომიყვანა, ვიღაც, ვიღაც არა ილია მთელი ძალით ჩამაფრინდა მკლავში და მისკენ დამქაჩა.
- წავედით! - მისი აგრესიული ტონი ხმამაღალ მუსიკაშიც გავარჩიე და ეტიენისთვის თვალის შევლება ძლივს მოვასწარი, ისე გამომათრია შენობიდან.
- შენ ხო არ გაგიჟდი რას აკეთებ? - დავუკივლე და ხელი გამოვგლიჯე - რანაირად იქცევი ილო!
- მაშო - ნერვიულად მოიქექა თავი და ოდნავ წინ გადმოიხარა - წავედით სასტუმროში!
- არ მინდა, ადამიანთან ერთად ვატარებდი დროს, ვერ ვხვდები რა გემართება?
- არაფერი მემართება, მოვრჩი ინესთან საქმეს და მოვედი რომ წაგიყვანო! - დაიღრიალა და კარები გამოგლიჯა.
- ყველაფერთან ერთად კურდღელიც ყოფილხარ, რა მალე მოითავე საქმე, არადა რამდენი ხანი კერავდი, ვიფიქრე მინიმუმ 3 დღე არ გამოჩნდება მეთქი! - ხელები გადავაჯვარედინე და ირონიულად გავუღიმე.
- ნუ მაღიზიანებ!
- არაუშავს, როგორც მალე ამთავრებ საქმეს, ისე მალე გადაგივლის გაღიზიანებაც - თმები უკან გადავიყარე და მანქანაში ყელმოღებულმა ჩავჯექი - ბაჭიავ!
- არ გამოგივა ჩემი ჭკუიდან გადაყვანა! - კბილებს შორის გამოსცრა და სწრაფად მომიჯდა გვერდით.
მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია, გულამოვარდნილი ვიჯექი მის გვერდით და მისი მზერისგან გაქცევას ვცდილობდი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა.


***

შემდეგი დღეები ნაკლებად გადატვირთული იყო ჩემთვის, აი ილიკოსთვის კი საშინლად საშინლად დამღლელი, როგორც კი სასტუმროში მივდიოდით ეგრევე მოწყვეტით ეცემოდა საწოლზე და იძინებდა, ვერც ვსეირნობდით, ვერც ვლაპარაკობდით, ვერც ვეღლაბუცებოდი, ვაღიარებ მასთან ლაპარაკი სერიოზულად მენატრებოდა, მაგრამ არაფერს არ ვეუბნებოდი.
- მაშო მოემზადე, ამ საღამოს გადავდივართ ესპანეთში! - გამომიცხადა სანამ გადაღებებზე წავიდოდით და საროჩკა შეისწორა.
- ოქეი ილარიონ! - მხარზე ძმურად დავარტყი ხელი და უკან გავყევი.
“ეს გოგო ნეტა ოდესმე ისწავლის როგორ უნდა წარმოთქვას თავისი სიტყვა?” ღრმად ამოვიოხრე მათ შემხედვარე და მცხუნვარე მზეს მივეფიცხე. რა კარგი ამინდია, იმედია მადრიდში მაინც შევძლებ აუზში ჩასვლას.
საღამოს ავიბარგეთ და ისევ აეროპორტში გავწიეთ.
- რათ გინდა ეს თვითმფრინავი? წავიდეთ მატარებლით - ვცდილობდი ვარსკვლავის გადარწმუნებას, მაგრამ ჩემს სიტყვებზევე მეცინებოდა, ილია ბაგრატიონი და მატარებელში? სასაცილო სანახავი იქნებოდა.
- გეყოფა მაშო, მაგას ჯობია გაამზადო ჩვენი პასპორტები - შემომიღრინა ისედაც დაღლილმა და საზურგეს მიეყრდნო.
ჩემი ტელეფონი რომ აწკრიალდა, უცხო ნომრის დანახვისას შევკრთი და სწრაფად ვუპასუხე.
- გისმენთ!
- მაშო..
- შენ.. შენ - ცრემლები მთელი ძალით მომაწვა თვალებზე და ძლივს ამოვიღე ხმა - შენ როგორ რეკავ, სად ხარ, როგორ რანაირად!
- მალე ჩამოვალ გპირდები, ძალიან მალე დავბრუნდები ჩემო ყველაფერო, ჩემო ბედნიერებავ, მაპატიე გემუდარები, მაპატიე ყველა ტკივილი - გატეხილი ხმით ჩაილაპარაკა და ღრმად ამოიოხრა - მაშიკო, მაშიკო ხო გიყვარვარ?
- მიყვარხარ! ყველაზე მეტად მიყვარხარ მე შენ.. გელოდები…
ჩემს ლაპარაკზე ოდნავ ჩაიცინა და მანქანიდან გადავიდა, მეც გადავყევი და აეროპორტში შევედით სწრაფი ნაბიჯებით, რიგი არ იყო ამიტომ რეგისტრაციაზე არ მოგვიწია ერთ საათიანი ლოდინი, როგორც კი ილარიონი მომიბრუნდა და მომლოდინე თვალებით მომაჩერდა დავიბენი, ვერ მივხვდი რა უნდოდა.
- პასპორტები!
- რა?
- პასპორტები, რომ ჩაგაბარე მაშო, რა გჭირს?
- ა ხო, ახლავე - ღიმილით გადავიყარე თმები და ჩანთა მოვიმარჯვე, მთელი ჩემი ავლადიდება გადავქექე, მაგრამ ვერსად ვიპოვე, დაბნეულმა ავხედე ტუჩის კვნეტით და უზარმაზარი ჩანთა ისევ უკან დავაბრუნე.
- ილოო.. - ჩემი ხმა სადღაც შორიდან გავიგე და დავაკვირდი ილომ თუ გაიგო მეთქი.
- რა ხდება?
- მე.. მე პასპორტები დავკარგე!

***

თავი 4


ილია

- რა თქვი? - რამდენიმე სიტყვა ძლივს ამოვიხავლე და დაბნეულმა მივაშტერდი, ტვინი არ იაზრებდა მის ნათქვამს, ზუსტად ვიცოდი თუ საღამოსთვის გადაღებებზე არ ვიქნებოდი უფრო დიდხანს მოგვიწევდა ყოფნა ან სავარაუდოდ ყველაფერი ჩაიშლებოდა.
- ხო.. დავკარგე - ვიგრძენი როგორ მომაწვა სისხლი სახეზე და როგორ ამიდუღდა ბრაზი გულში, ასე მეგონა ნერვები ერთიანად დამისკდებოდა.
- შენ ხომ არ გაუბერე მაშო? ჭკუიდან არ გადამიყვანო! არც იცი რამდენს ნიშნავს ეს კონტრაქტი ჩემთვის, ვერ წარმოიდგენ რამდენი შრომა ჩავდე ამ ყველაფერში, ახლა კი შენი დაუდევრობით მიფუჭებ ყველაფერს, საღამოს თუ არ ვიქნები იქ ჭკუიდან გადავალ, ასე ადრე იმიტომ მივდიოდით რომ მინდოდა მშვიდად დაგვესვენა და სასტუმროში დამებინავებინე, არ მესმის როგორ შეგიძლია იყო ასეთი უყურადღებო? - რაც მეტს ვამბობდი უფრო და უფრო მემატებოდა ბრაზი - შეცდომა იყო შენი წამოყვანა, შეცდომა! ძალიან შევცდი საერთოდ რომ დაგიკავშირე ცხოვრება, საერთოდ რომ მოგეცი შანსი აქ წამოსულიყავი, დაუდევარი და უნამუსო გოგო ხარ, გითხარი გაუფრთხილდი მეთქი და იმასაც ვერ მოუარე რაც დაგავალე, არ მესმის საერთოდ როგორ შეიძლება შენნაირ ადამიანს ვენდო, მომავალში მითუმეტეს, სიამოვნებით მიგახრჩობდი აქ, სიამოვნებით გიღრიალებდი მთელ ხმაზე და დაგტოვებდი შუა პარიზში ისე! უბრალოდ ჩემი გული არ მომცემს ამის საშუალებას, ჯანდაბა! ამის დედას შევ*ცი, რა გავაკეთო ახლა? რამხელა შეცდომა დავუშვი შენი სახით! - ხელებს გიჟივით ვიქნევდი და თან ვუყურებდი მის მოღუშულ სახეს და გული ცალკე მეწურებოდა ამ ყველაფერზე - უნამუსო ხარ მაშო, უნამუსო! უაზრო და ჩამოუყალიბებელი ადამიანი ხარ, თუ არ შეგიძლია ამხელა საქმეს არ უნდა მოკიდო ხელი! - მთელი ხმით დავიღრიალე და იქედან სწრაფი ნაბიჯებით წამოვედი.
- აი ახლა ბოდიშს თუ არ მომიხდი მაგ სიტყვებისთვის იცოდე არ მოგაძებნინებ პასპორტს! - მთელ ხმაზე დაიკივლა და ისე სწრაფად შევტრიალდი რომ თვითონაც შეცბა.
- ოჰ, რა პატივია, თუ დამეხმარები გავგიჟდები სიხარულით! - ხელები გავშალე და ირონიულად გავუღიმე - დიდი მადლობა, მე თვითონ მოვაგვარებ შენს გაფუჭებულ საქმეს, როგორც ყოველთვის! - ხელი ავუქნიე და სწრაფად ჩავჯექი მანქანაში, თვითონაც გვერდით მომიჯდა და მომლოდინე თვალებით მომაშტერდა, როგორც კი მძღოლს ვუთხარი რომ უკან დაბრუნებულიყო, ეგრევე დაიწყო.
- მომიხადე ილარიონ ბოდიში, თორემ ინანებ!
- მეტი რაღა უნდა ვინანო გოგო? ნუ მაღიზიანებ მაშო, გაჩუმდი! - გამწარებულმა შევხედე და ღრმად ამოვიხვნეშე, იმაზე ფიქრში თუ სად შეეძლო პასპორტების წაღება ტვინი ამტკივდა, არ ვიცოდი საერთოდ რაზე იყო წამსვლელი, შეიძლება გაეტანებინა სარეცხთან ერთად ან არ ვიცი რა შეიძლებოდა გაეკეთებინა, სახეზე ხელები ჩამოვისვი გამოსაფხიზლებლად და სწრაფად გადავედი მანქანიდან, უკან მომყვებოდა, მისი უზარმაზარი ჩანთით აკიდებული და ერთი და იგივეს იმეორებდა.
- ბოდიში მომიხადე!
- არ მოგიხდი ბოდიშს მაშო, ა რ მ ო გ ი ხ დ ი!
- ინანებ!
- შენს წამოყვანაზე მეტად ვერაფერს ვერ ვინანებ! აქ დარჩი - ხელით მივუთითე ჰოლში მდგარ ტახტზე და სწრაფად შევედი ლიფტში.
მთელი ოთახი გადავქექე მაგრამ ვერაფერი ვიპოვე, ხალიჩის ქვემოთაც ვნახე, ლოგინის ქვემოთაც, ყველგან სადაც კი შეიძლებოდა საერთოდ რაიმეს “შეტენვა” მაგრამ არაფერი, საერთოდ არაფერი.
თავდახრილმა ჩამოვჯექი ლოგინზე და სიმწრისგან ტუჩები ამითამაშდა, უკვე 1 საათი იყო გასული რაც ამ ოთახში ვიქექებოდი იმის იმედით რომ რაიმეს ვიპოვიდი, მაგრამ პასპორტის მსგავსიც კი ვერაფერი ვერ ვნახე, უკვე ჩამობნელებულიყო, საათს დავხედე და 7 საათი ხდებოდა, 10 საათზე გადაღებებზე თუ არ ვიქნებოდი ყველაფერი ჩაიშლებოდა, ხელი ჩავიქნიე იმ აზრს შეგუებულმა რომ ყველაფერი დამთავრდა. ზლაზვნით ჩავედი კიბეებზე და გვერდით მივუჯექი მაშოს.
- მომიხადე მეთქი ბოდიში - თავისას აწვებოდა მაინც.
- წავედით!
- სად მიგყავარ, მაგას ჯობია ბოდიში მომიხადო - უკან მომყვებოდა და თან თავისას გაიძახოდა, იქვე ბურგერების კაფე დავინახე და სწრაფად შევედი, ახლა გამახსენდა რომ საშინლად მშიოდა და თვითმფრინავში ვაპირებდი რაიმეს ჭამას.
სწრაფად შევუკვეთე ორი მენიუ და მაშოს გვერდით დავიკავე ადგილი, მოწყენილი იჯდა და გზას გაჰყურებდა, რაღაცნაირად გული ჩამწყდა და ხელზე ხელი დავადე.
- მაპატიე მაშო, ვიცი ზედმეტი მომივიდა, მაგრამ ძალიან გავბრაზდი, შენ ვერც წარმოიდგენ რამდენს ნიშნავდა ჩემთვის ეგ კინო - სევდიანად გავუღიმე და ჰამბურგერი მადიანად ჩავკბიჩე.
- არაუშავს.. გაპატიებ - გამიღიმა და თვითონაც ჩაკბიჩა.
- დავურეკავ რეჟისორს და ვეტყვი რომ ვერ ჩავდივართ
- არა რატომ? მე ვიპოვე შენი პასპორტი - გამიღიმა და წინ ჩვენი პასპორტები დამიდო, სიხარულისგან შემაკანკალა, სწრაფად წამოვდექი მივედი და მთელი ძალით ჩავეხუტე, ამ საღამოს ასე თუ გამიხარდებოდა რაიმე არ მეგონა, სიხარულისგან ისე სწრაფად შევჭამე ჰამბურგერი რომ გემოც ვერ გავიგე ნორმალურად, სწრაფად წამოვდექი, ხელი ჩავჭიდე და მანქანისკენ დავიძარით.
- როგორ გამიხარდა რომ იპოვე, ძალიან მაგარი გოგო ხარ - კიდევ ერთხელ ვაკოცე ლოყაზე და გავუღიმე.
- მაგიტომ გეუბნებოდი ინანებ ბოდიშს თუ არ მომიხდი მეთქი - მის ნათქვამზე გამეცინა, მაგრამ როგორც კი გავიაზრე რა მითხრა დაბნეულმა შევხედე.
- მოიცა მაშო შენ.. შენ როდის იპოვე პასპორტები?
- აი მაშინ აეროპორტიდან რომ გამოვედით და მანქანაში ჩავჯექით - მხიარულად გაიცინა და თვალი ჩამიკრა.
- და შენ იქამდე რატომ არ მითხარიიი? - დავიღრიალე და გაცოფებულმა მივაშტერდი.
- შენ ბოდიში რატომ არ მომიხადე?
- შენ გოგო ნორმალური თუ ხარ! ორი საათი იმიტომ მაძებნინე რომ ბოდიში არ მოგიხადე? - საერთოდ გადავედი ჭკუიდან.
- აბა რა გეგონა? ჩემი გაბრაზება ეგრე ადვილია?
- ესეიგი მე ამ საღამოს ბოდიში რომ არ მომეხადა, კიდევ არ მეტყოდი? - მის პასუხებზე საერთოდ ვგიჟდებოდი.
- არა ვაპირებდი თქმას მაგრამ, შენ დამასწარი მობოდიშება - გამიცინა და თმები გაისწორა.
- გააჩერეთ მანქანა! - დავიღრიალე და თვალებზე ბინდგადაკრულმა მივუბრუნდი მაშოს - გადადი მანქანიდან
- რა? - თვალები გაუფართოვდა და დაბნეულმა მომაშტერდა.
- გადადი მანქანიდან და დღეიდან არც დამენახო! - კბილებს შორის გამოვცერი და მე თვითონ გავუღე კარები, ერთი გადმომხედა გაბრაზებულმა და ისე მოაჯახუნა კარები რომ ლამის ხელში დაიკავა.
გაბრაზებულმა ვანიშნე მძღოლს წასულიყო და კისერში წაჭერილი ჰალსტუხი მოვიგლიჯე, არანორმალური! არა ეს როგორ გააკეთა, გიჟივით დავბროდი, ამხელა თანხას ვკარგავდი, შეშლილი ვიყავი და ეს იჯდა ჩემს ბოდიშს ელოდა იმისთვის რაც ვუთხარი?! უფრო მეტი რატომ არ ვუთხარი.. უნდა გამეპუტა იქვე, ეგ მართლა ქათამი და არანორმალური!
ფიქრებში ვლანძრავდი მაშოს აეროპორტის წინ რომ გაჩერდა მანქანა, მშვიდად გადავედი მანქანიდან და ღრმად შევისუნთქე ჰაერი, დამშვიდებულმა გადავდგი ნაბიჯი შენობისკენ, მაგრამ უეცრად რაღაცამ მთელი ძალით წამიჭირა კისერში და მერეღა გავიაზრე რომ უცხო ქალაქში ასე მარტო დავტოვე მაშო, სინდისმა კისერში მომიჭირა და გაბრაზების მიუხედავად მთელი სხეული ამიცახცახდა შიშისგან, შეიძლება რაიმე მოსვლოდა და ჭკუიდან შევიშლებოდი რომ დამეკარგა.
სწრაფად დავჯექი მანქანაში და შიშშეპარული მზერით მივაშტერდი ტაქსის მძღოლს.
- გახსოვთ გოგონა სად დავტოვეთ? - ძლივს ამოვიხავლე და იმედიანი მზერით გადავხედე, უხმოდ დამიქნია თავი და მანქანა მოატრიალა, ტრასაზე სწრაფად მიქროდა მანქანა, აქეთ-იქეთ ვიყურებოდი რომ მენახა, მაგრამ არსად არ ჩანდა, მძღოლმა ზუსტად იქ გააჩერა სადაც დავტოვეთ, იქვე ჩამომჯდარიყო სკამზე და აქეთ-იქეთ იყურებოდა, ზუსტად ვიცოდი მის შემოსარიგებლად ახლა უამრავი რაღაცის თქმა რომ მომიწევდა, მაგრამ იმით რომ ვიპოვე, აღარაფერზე ვფიქრობდი, სწრაფად გადავედი მანქანიდან და მისკენ წავედი, როგორც კი დამინახა გაიღიმა წამოდგა და ჩემკენ წამოვიდა.
- ვიცოდი რომ მოხვიდოდი ძმა - ხელი ძლიერად დამარტყა მხარზე, გვერდი ამიარა და მანქანაში ჩაჯდა, გაოცებულმა გავაყოლე მზერა, ნერწყვი ხმაურით გადავაგორე და უკან მივყევი დაბნეულმა.

***

მაშო

ისე მიყურებდა მანქანაში, გეგონება ახლა ელოდება ჩემს აფეთქებას არა ახლაო, მე კიდევ არხეინად ვიყავი გაწოლილი სავარძელზე და ერთი სული მქონდა აეროპორტში როდის მივიდოდით.
- მაშო
- ვაიმე ილარიონ მალე მივალთ? - უდარდელი მზერით გადავხედე და გავუცინე - ისე ამ მძღოლს ფული უნდა გადაუხადო ამდენი ბენზინის დაწვისთვის!
- შენ რა..
- უიმე ნუ მიყურებ ეგეთი თვალებით, ახლა შენ ისე იყავი იქ ჩემი დამტოვებელი, როგორც უცხოპლანეტელები ჩამოვლენ ახლა დედამიწაზე!
- შენთან ყოფნას უცხოპლანეტელთან ყოფნა არ ჯობია? - თავისთვის ჩაიდუდღუნა და ვითომ ვერ გავიგე ისე ჩავეკითხე.
- რა თქვი?
- არა, არაფერი - გამიღიმა და მანქანიდან გადავიდა, სიცილით ავედევნე უკან.
მადრიდში როგორც კი ჩავედით, ეგრევე გადაღებებზე მიგვიყვანეს, ინეზა ფორმაში იყო, ამჯერად ტანზე გამოყვანილი კაბა და მაღლები ეცვა, საკმაოდ მიმზიდველია ეს გოგო, საკმაოდ კი არადა საშინლად მიმზიდველია, უბრალოდ ვერ ვხვდები რატომ არ ჩქარობს ილია მასთან ურთიერთობის დაჭერას, მაშინაც ზუსტად ვიცი რომ არაფერი მომხდარა, რაც მე ვაჟბატონის “განტვირთვის საათები” მომისმენია და მომითმენია, ეს იმასთან შედარებით წვეთიც არ იყო, თანაც იმის შემდეგ ყველაზე ნაკლებად ამ ინეზას ესაუბრებოდა.
გადამღებიან-რეჟისორიანად ყველა იპუტავდა ყველაფერს რომ როგორმე ეს გოგო მოეშორებინათ, არც კი ვიცი კინო რა გამოვა, ეს გოგო მართლა ხეა, თვალიც ვერ შევაჩვიე მის ურეაქციობას, კიდევ 3 სერია აქვთ გადასაღები და მაინც არაფერი ეშველა.
- მაშო! - ფიქრებიდან ილოს ხმამ გამომიყვანა, დაბნეულმა ავხედე თავზე წამომდგარს - რაზე ფიქრობდი?
- რა ხდება?
- ახ, იმ ბიჭზე ფიქრობდი დილით რომ დაგირეკა? - ირონიულად ჩაიცინა და ხელი გამომიწოდა - წყალი მინდა
- მერე მიდი და დალიე, თუ სოსკა მოგაწოდო! - გაბრაზებულმა წამოვხტი და ხელი ავუქნიე.
- მაშო რა დაგემართა..
- არ გეჩვენება რომ… - სწრაფად მივუბრუნდი და პირდაპირ ცხვირით ავეკარი მის გულმკერდს.
- არაფერი არ მეჩვენება მე - წელზე მომხვია ორივე ხელი და ზემოდან დამხედა - საერთოდ არაფერი!
- იქნებ სადმე მადრიდის ქუჩებში დამტოვო სადმე?
- მაშო.. გთხოვ
- კიდევ ჩემს მკერდს უნდა უყურო? - ლაპარაკი სწრაფად გადავიტანე, წარბები ავზიდე და ავფართხალდი - გამიშვი!
- არ გაგიშვებ, ასე ჩემს მკლავებში მომწყვდეული ისეთი საყვარელი ხარ რომ მინდება შეგახრამუნოო… - ტუჩები წინ გამოწია და ჩემკენ დაიხარა.
- ილარიონ! - ხელი მივადე ტუჩებზე და როგორღაც დავლილი ჟრუანტელი დავაიგნორე - გეყოს - ამოვიხავლე და უკან გადავწიე თავი.
- თითებიც რა გემრიელი გაქვს - რამდენჯერმე მაკოცა და შემდეგ ხელის გულზე გადავიდა.
- რა დაგალევინეს ასეთი! მოწეულშიც ხო არ ხარ! - ხელი ვკარი და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია.
- ასეთი ველური უფრო მიზიდავ - ჩემკენ წამოვიდა მაგრამ სწრაფად გავხტი უკან და სკამს ამოვეფარე.
- ნერვებს ნუ მიშლი ილიკო… თორემ - საჩვენებელი თითი ავუწიე დამუქრების ნიშნად.
- თორემ რას იზამ? - სასაცილოდ დაიკლაკნა და წყალი შეათამაშა ხელში.
- ეტიენს შევხვდები - ნიშნისმოგებით გადავიჯვარედინე ხელები და სკამს გვერდი ავუარე, მისი გაცეცხლებული თვალებით დანახვისას გამეცინა და თვალი ჩავუკარი - აბა რას იტყვი? - საყელოში ჩავაფრინდი და ჩემკენ მოვწიე - მოგწონს ჩემი იდეა? - მის ტუჩებთან დავიჩურჩულე ლამის, მაგრამ სანამ რეაგირებას მოახდენდა იქამდე შევუშვი ხელი და იქვე სარწეველა სკამზე მოვთავსდი - შენი შესვენება დამთავრდა ჩიტო!
- მოგივლი! - ჩაიღრინა და სწრაფად წავიდა გადასაღები მოედნისკენ.

***

კარებზე გაბმულმა კაკუნმა გამომაფხიზლა, ეგრევე წამოვხტი შეშფოთებულმა და კარები დაუფიქრებლად გამოვაღე.
- მეგონა კიდევ რაღაც გააფუჭე და ამჯერად შიგ მოყევი - ქოშინებდა და ძლივს ლაპარაკობდა, უცებ დაიბნა, თვალები აენთო და თვალი ამარიდა - მე არ ვიცოდი თუ გეძინა!
- რა.. რა უნდა მომსვლოდა, ნორმალური თუ ხარ? - ხელი ავუქნიე და შევბრუნდი, თუმცა ადგილზე გავიყინე, როდესაც გამახსენდა რომ მის წინაშე ვიდექი გამჭირვალე მოკლე პერანგით და თანაც ულიფოდ - ილიკო! ახლა არ… - ვერ მოვასწარი თქმა რომ კარები მიკეთა და პირდაპირ ამაკრა - შენ ხო არ… - სიტყვა არ დამამთავრებინა ისე ამაფარა თითები ტუჩებზე.
- შენ ეს.. არ ვიცი! - ამოიოხრა და შუბლით გულმკერდზე მომეყრდნო - მე .. არ ვიცი ჯანდაბა! რას მიკეთებ?
- არაფერს გეფიცები, არაფერს არ გიკეთებ, მე უბრალოდ შემეშინდა ეგრე რომ მიკაკუნებდი - ძლივს ამოვიჩურჩულე თითებს შორის და ერთიანად ავხურდი მისი შეხებისგან.
- შენ არ იცი რად მიჯდება ეს თავშეკავება, არ მინდა ჩვენს შორის არსებული ურთიერთობა ამით დავანგრიო, მაგრამ ძალიან მიჭირს მაშო, მეც გამიგე, ზედმეტად სექსუალური ხარ იმისთვის რომ თავი შევიკავო - ძლივს ჩურჩულებდა და თან ღრმად სუნთქავდა, მისი სიტყვები ლავად მეღვრებოდა გულში და ერთიანად მიწვავდა ყველა უჯრედს.
- ილო
- გთხოვ! გთხოვ - უკან დაიხია და გვერდით გაიხედა - ჩაიცვი მაშო! - გაუაზრებლად დავწვდი იქვე დაგდებულ ხელეთს და მჭიდროდ შემოვიხვიე - მაშო! - ამოიგმინა და ისევ სწრაფად მომიახლოვდა - ერთი.. ერთი… - საწყლად ამომხედა და ტუჩები აუთრთოლდა - მხოლოდ ერთი… - ვერ ვხვდებოდი რა მეპასუხა, დაბნეული ვუყურებდი მის აკანკალებულ თითებს და მზერა ისევ თვალებზე გადამქონდა - ჯანდაბა არა! არა, ამას ვერ გავაკეთებ - ხელი ძლიერად დაარტყა კარს, ნელა გამწია და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯებით გავიდა.
საწოლს მივუახლოვდი და მოწყვეტით დავეცი, არ ვიცოდი რა მეფიქრა ან რა გამეკეთებინა, ვერ ვხვდებოდი რა ემართებოდა ილოს და ჩემს მდგომარეობაზე მეტად მისი ტკივილი მაწუხებდა, არადა, როგორ მინდოდა ეკოცნა, მისი ცხელი ბაგეების მოსალოდნელი შეხებისგან მთელი სხეული მითრთოდა წინასწარ, ძლიერად დავხუჭე თვალები და წარმოვიდგინე რომ მისი ტუჩები ჩემს ტუჩებს ერწყმოდა, სხეული ისე ამიკანკალდა რომ სისხლის მოძრაობას ვგრძნობდი ყურებში.
უეცრად კარი გამოგლიჯა ვიღაცამ, გაოცებულმა შევხედე კარის ჩარჩოზე მიყრდნობილ სილუეტს.
- ილო..
- არ შემიძლია! - სწრაფად დაფარა ჩვენს შორის მანძილი და მისი ცხელი ტუჩების შეხებაც ვიგრძენი, სიამოვნებისგან სისხლი ისეთი ძალით მოასკდა კაპილარებს და ისეთი ხმით მიცემდა გული რომ ასე მეგონა მალე გასკდებოდა, მთელ სხეულში ელექტრონებივით გადიოდნენ გრძნობები და თითოეულ უჯრედს მიღვიძებდნენ, მკოცნიდა ნელა, თბილად, ნაზად, თითქოს ცდილობდა რომ არ შევეშინებინე, ემოციებისგან თითები ჯერ კიდევ ჰაერში მქონდა გაჩერებული, იმდენად არარეალური, იმდენად თბილი იყო მისი შეხება რომ ჭკუიდან გადავდიოდი, მისი ტუჩები მაგიჟებდა, სიწითლე შეპარული ტუჩები, რომლებისკენაც არაერთხელ გამპარვია მზერა.
ახლა კი ნათლად ვგრძნობდი, ტუჩებს შორის მქონდა მისი ცხელი ბაგეები მოქცეული და ზუსტად ის მარწყვის გემო ჰქონდა, როგორსაც წარმოვიდგენდი.
- მაშო მაპატიე გთხოვ - კისერზე შემიცურა თითები და ჩემს ათრთოლებულ სხეულზე ჩაეღიმა - მაპატიე პირველი კოცნა რომ მოგპარე! - კიდევ ერთხელ მაკოცა ტუჩებში მოწყვეტით და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან.
გაბრუებულმა პირდაპირ გადავეშვი ლოგინზე და თვალები დავხუჭე, დაბუჟებულ ტუჩებზე დროდადრო ვიტარებდი თითებს და ბედნიერებისგან ვცახცახებდი.

***

რამდენიმე დღე თვალს მარიდებდა, მერე უცებ შემოგლიჯა კარები ჩვეული ირონიული გამომეტყველებით და ჩემს წინ დაჯდა.
- რა ხდება ილარიონ? - წარბები გაკვირვების ნიშნად ავწიე და ფეხი ფეხზე გადავიდე.
- აუზზე მივდივართ!
- ოხ, შენი ინეზაც მოდის? რომ გაიგო კურდღელი ხარ, მაინც გაქვთ ურთიერთობა? - ირონიულად ჩავიცინე და ჟურნალის მომდევნო გვერდს გადავხედე. არაფერს ვიმჩნევდი წინა შემთხვევასთან დაკავშირებდით, არ მინდოდა ურთიერთობა დამეძაბა და ჩემგან ისევ შორს დაეჭირა თავი.
- ინესა! - შემისწორა უცებ - ხო მოდის, ისეთი სხეული აქვს ნერწყვი გადაგცდება ადამიანს..
- მერე წამლები ხო არსებობს სიამოვნება რომ გაიხანგძლივო, თუ გინდა ინტერნეტით მოვნახოთ - ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე და მის დაქაჩულ თვალებზე ჩუმად ჩავიცინე.
- ცდილობ გამაღიზიანო? თუ გინდა ჩემი შესაძლებლობები დაგიმტკიცო?
- ოჰ, შემაშინე პირდაპირ, ნეტა შეყოფას მაინც თუ მოასწრებ .. - სიტყვის დასრულება არ მაცალა ისე მომვვარდა და ჩემი სახე მის თითებს შორის მოიქცია.
- რა თამაშს მეთამაშები მაშო? გინდა ჭკუიდან გადამიყვანო? - უფრო მომიჭირა ლოყებზე, ალბათ ელოდა რომ ავტირდებოდი, მაგრამ მშვიდად ჩამოვაწევინე ხელი და ფეხზე წამოვდექი.
- რა თამაშს ვთამაშობ კი არა - მისკენ გადავდგი ნაბიჯი და თვითონაც დაიხია უკან დაბნეულმა - შენი ინეზათი ნუ მეთამაშები, თორემ დამიჯერე არც ისეთი საყვარელი ვარ გაბრაზებული! კარგად ვიცი რასაც ცდილობ, სანამ მე ვიეჭვიანებ, მანამდე შენი აშლილი ნერვები დაიწყნარე!
- რას ბოდავ საერთოდ? - თავი გაისულელეა და ხელები ჯიბეებში ჩაილაგა - გეჩვენება რაღაც!
- ხო, ისე ვარ შენზე გაგიჟებული რომ მეჩვენება თითქოს ინეზას ჩემს საეჭვიანოდ იყენებ!
- ინესა მეთქი..
- ოხ.. გასვეცკებულა სოფლიდან ჩამოსვლის შემდეგ!
- პარიზიდან არის გოგო!
- მერე ინეზა ვინ დაარქვა არ შეეცოდათ ბავშვი? პარიზში გაზრდილ ქალს ეკადრება ახლა ინეზობა?
- ინესა ჰქვია მაშო რა ნერვებს მიშლი!
- მეც მაგას არ ვამბობ კაცო? ინეზა! - მხიარულად შევძახე და ჩემი კუპალნიკი გადმოვიღე კარადიდან - ცისფერი საცვალი ჩავიცვა თუ ვარდისფერი? - ორივე თითზე დავატრიალე და მომლოდინე თვალებით მივაშტერდი.
- ცისფერი
- ანუ ვარდისფერი - მხრები ავიჩეჩე და სააბაზანოში შევიმალე სანამ რამეს იტყოდა.

***

აუზზე რომ ჩავედი ვარდისფერ კუპალნიკში გამოწყობილმა, უამრავი ხარბი მზერა დავაიგნორე და ღიმილით მივუახლოვდი უკვე ნაცნობ საზოგადოებას, ინეზას მხოლოდ ღიმილით მივესალმე და დანარჩენები თბილად მოვიკითხე, ზემოდან მხოლოდ თხელი ფრიალა ნაჭერი მქონდა მოცმული და ქარი დროდადრო მიფრიალებდა, სასიამოვნო სიო კი მთელ სხეულზე საამოდ მედებოდა, კოქტეილი მომაწოდა ერთ-ერთმა გადამღებმა და მეც ღიმილით გამოვართვი.
შეზლონგზე წამოვწექი და მზეს მივუშვირე სახე, უეცრად ინეზას წამოძახილი რომ გავიგე.
- ღმერთო რა ჰოთ ბიჭია, გავაფრენ - ეგრევე ვჭყიტე თვალები და მისი მზერის მიმართულებით გავიხედე, ადგილზე გავშრი აუზიდან ნახევრად ამოსული ილარიონი რომ დავლანდე, წინ ჩამოყრის თმებს ნელა იწევდა უკან და თან საოცარი მზერით მიყურებდა, თავიდან ფეხებამდე დამიარა ელექტრონებმა და ნერწყვი ძლივს გადავაგორე სასულეში, ხელი ამიკანკალდა და ცივმა ოფლმა დამასხა, იმდენად მიმზიდველი და იმდენად სექსუალური იყო ჭკუიდან გადავედი კინაღამ, მისი დანამული და მზისგან ოდნავ გარუჯული სხეული თითქოს თავისკენ მიხმოდა, ვცდილობდი თვალი ამერიდებინა, მაგრამ არცერთი ორგანო არ მემორჩილებოდა, თითქოს მიჯაჭვული ვიყავი მასზე და ვერ გავინძრეოდი, ბოლომდე რომ ამოვიდა აუზიდან კინაღამ სული განვუტევე, იქვე დადებული მარაო დავინიავე და ღრმად შევისუნთქე ჰაერი და ნელნელა გამოვუშვი გამომშრალი ტუჩებიდან.
- ისე მომშტერებიხარ გეგონება კაცი არ გინახავს!
- კაცი მინახავს, შენნაირი არა - ისე დამცდა ეს ტუჩებიდან რომ მისი დაჭერაც ვერ მოვახერხე, ჩემი სითამამით გაოცებულმა წარბები მაღლა აწია და ისეთი სახით მომაშტერდა მზერითაც მეუბნებოდა “გამოგიჭირეო” - რა გიხარია?
- მიხარია რომ ჩემნაირი კაცი არ გინახავს - ტუჩის კუთხე აუხტა და ცალ ხელს დაეყრდნო - ჩემნაირი მაინც როგორი
- უნიათო! - ნიშნისმოგებით გადავხედე და მისკენ გადავიხარე მისკენ, ეგრევე მოიღრუბლა და შემომიღრინა.
- მე კიდევ მეგონა სექსუალური ვიყავი
- რაც შენი კურდღლობის ამბავი გავიგე… - როგორც ყოველთვის სიტყვა არ დამამთავრებინა ისე მწვდა მკლავში და პირდაპირ გულმკერდზე ავეკარი, ლამის ცხვირპირი მოვიტეხე ისე გადმოვბობღდი მისგან, მისი სხეულიდან წამოსული სიმხურვალე ყველაფერს მიწვავდა, თუმცა არაფერი მაცალა და ისევ მის გულმკერდზე მიმაწვინა, ცდუნებას ვერ გავუძელი და მეც შემოვხვიე კისერზე ხელები - რაო ილუშ, აგითუხთუხდა ჰორმონები? - გამომწვევად ვუთხარი და თან მხრიდან კისერზე ავასრიალე თითები, ჩემს წელზე მოხვეული ხელი დაეჭიმა და თავი გვერდზე გაატრიალა.
- შენ.. გეყოფა! - ორივე ხელი დამიჭირა და უკან წამაღებინა - ნუ მეხები!
- რატო ილუუუშ? - რაც შემეძლო გავწელე და უფრო ახლოს მივიწიე - გეშინია ჩემი? კარგი არავის ვეტყვი ბევრი რომ არ შეგიძლია, მაგაზე თუ წუხარ - გადავიკისკისე და მისი მკლავებიდან გავინთავისუფლე თავი.
- ერთხელ იქნება შემომეფშვნები - ირონიულად გამიღიმა და ფეხზე ხელი აასრიალა, ისე დავიმუხტე რომ პირიც ვერ გავაღე სიტყვა რომ მეთქვა - როგორ მიყვარს გაყურსული რომ ხარ - თმები უკან გადამიყარა და ლოყაზე ჩამომისვა თითები - ისეთი სექსუალური ხარ ამ დროს, მაგრამ გააღებ პირს და გადმოაგდებ მაგ შენს გესლიან ენას - ისე მელაპარაკებოდა რომ ნახევარს ვერ ვიგებდი რას ამბობდა - მაგრამ შენი ტუჩები ეგეთი მწარეც არ არის როგორსაც ველოდი, პირიქით იმაზე ტკბილი აღმოჩნდა ვიდრე წარმომედგინა - ტუჩზე დამისვა თითები და წელზე მოხვეული ხელით უფრო ამიხუტა - შენი კისერი უნდა ვნახო როგორია - ოდნავ დაიხარა და ცხელი სუნთქვა პირდაპირ კისერზე მომაფრქვია, როგორც კი ტუჩებით შემეხო საერთოდ გამოვეთიშე ამ სამყაროს და ნირვანაში გადავვარდი - კისერიც როგორი გემრიელი გაქვს! - ამოიჩურჩულა და კოცნით აუყვა ზემოთ - საოცრად გემრიელი ხარ - ნიკაპს მიკოცნიდა და რამდენჯერმე კბილიც მომდო, ვხვდებოდი რომ სპეციალურად აკეთებდა ჩემს გასაგიჟებლად, მაგრამ მართლა ვერ ვინძრეოდი, არ ვიცი ბოლოს საიდან მოვნახე ამდენი გამბედაობა, როგორ შევკრიბე ეს ყველაფერი და თვალები ნელა გავახილე.
- ილოო - წამოვიკნავე და კისერზე შემოვხვიე თითები - აუუ - ტუჩზე ვიკბინე და ისე ავუფახულე თვალები.
- რა? მითხარი - ისევ მოფერებაში გართულმა გადამიწია თმები და ფრთხილად ჩამომისვა ხელი.
- რომ არ მინდა შენი კოცნა? - საწყლად ავხედე და ძლივს წამოვდექი ფეხზე, გაოცებულმა და დაბნეულმა მომაშტერდა - რა ვქნა, მესმის რომ გემრიელი ვარ მაგრამ არ მიზიდავ და.. - საწყლად ამოვიხავლე და თითების მტვრევას მოვყევი დამნაშავესავით, თავიდან აზრზე ვერ მოვიდა რა ვუთხარი, შემდეგ წამოხტა ფეხზე და ბრაზისგან გაწითლებულმა მომაჩერდა.
- მაშო! - დაიღმუვლა და ჩემკენ გადმოდგა ნაბიჯი.
- რა? - მე არაფერ შუაში ვარ სახით ავხედე და ხელები გადავაჯვარედინე.
- არაფერი! - ხელი აიქნია და სწრაფად ჩახტა აუზში.
იქ გაჩერება არ შემეძლო, ხელი დავავლე ჩემს ნივთებს და სწრაფად ავედი ოთახში, გული ამოვარდნას მქონდა, როგორც კი მის მხურვალე ტუჩებს ვიხსენებდი ეგრევე ცივი ოფლი მასხამდა და ხელები სურვილისგან მთლიანად მიკანკალებდა.

***

- დილამშვიდობისა ქალბატონო - ღიმილით შემომიგლიჯა კარები დილით ილიამ, მაგრამ როგორც კი პირსახოც შემოხვეული დამინახა ეგრევე შებრუნდა - არ ვიცოდი მე!
- არაუშავს, რა ხდება?
- არაფერი დღეს ვბრუნდებით საქართველოში და მინდა რომ გაემზადო, 6 საათისთვის გავალთ!
- ძალიან კარგი, ინეზაც მოდის?
- არა, რატომ უნდა წამოვიდეს?! - თავისთვის ჩაიბურტყუნა და კარებისკენ დაიძრა - მე გავალ, შენ მოემზადე და გამოდი.. გელოდები - დაბნეულმა ჩაილაპარაკა, თმები ნერვიულად შეისწორა და სწრაფად გავიდა ოთახიდან.
ღიმილით ჩავალაგე ბარგი, თავი მოვიწესრიგე და 5 საათისთვის გავედი ჰოლში, ეგრევე შევამჩნიე მშვიდად მომზირალი ილია და მის თავზე დატრიალებული ინეზა, რომელიც მოკლე კაბიდან მის ჩამოსხმულ ფეხებს კარგად ამზეურებდა და კისკისით ისწორებდა დროდადრო თმებს.
- მოვედი! გამარჯობა ინეზსა - ვითომ ენის მტვრევით ვუთხარი და ილიას ვანიშნე წამოდექი მეთქი.
- აუ როგორ მწყდება გული რომ მიდიხარ - ტუჩები გაბუსხა და ნიკოფსიიდან დარუბანდამდე წაგრძელებული ფრჩხილები ერთმანეთს მიუკაკუნა, მობეზრებულად ავატრიალე თვალები, წინ გავიჭერი და სწრაფად მოვთავსდი მანქანაში.
- კარგად მააშ! - მოასწრო მაინც გადმოტ....რწვა და გამხმარი თითები დამიქნია ვითომ ლამაზად - ჩამოგაკითხავთ აუცილებლად!
- აბა რომ არ ჩამომაკითხო გასკდება ეს გული.. - ქართულად მივაძახე ღიმილით და ხელი დავუქნიე.
- რა მითხარი? - დაიბნა ეგრევე და ოდნავ შემოყო ფანჯარაში თავი.
- გავგიჟდი ისე გამიხარდა შენი გაცნობა მეთქი!
- ვაიმე რა საყვარელი ხარ
- შენც ისეთი საყვარელი ხარ ბრდღვნი პირდაპირ, ერთი სული მაქვს ჩაგარტყა რაიმე - ღიმილით ვუთხარი და ჰაეროვანი კოცნაც გავუგზავნე.
- არ ვიცი რა თქვი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ცუდს არაფერს მეტყოდი - ჩაიცინა და თვალი ჩამიკრა - კეთილი მგზავრობა!
მანქანაში ჩუმად ვიჯექით, დროდადრო აპარებდა ჩემკენ თვალებს და მე ვითომ არ ვიმჩნევდი მის მზერას, მაქსიმალურად ვაიგნორებდი და ვცდილობდი ნაკლებად მიმექცია ყურადღება. როგორც კი თვითმფრინავში ავედით საძილე აბები დავლიე და იქამდე არ გამიხელია თვალები, სანამ საქართველოში არ დავეშვით.

***

- კარგად ილარიონ! - ხელი დავუქნიე და ისე სწრაფად ჩავხტი ტაქსში რომ პასუხის გაცემაც კი არ ვაცალე. მისამართი სწრაფად ვუთხარი მძღოლს და ლენკას ნომერიც ავკრიფე.
- რომელი საათია ვინ მაღვიძებს ამ დროს!
- ლენკა მაშო ვარ
- მაშო? ჩამოხვედი?
- გზაში ვარ, რამე დამახვედრე რა, მგელივით მშია!
- ოხ, პირდაპირ არ გადაჭამო ყველაფერი ახლა - ჩაიცინა და აჟიტირებულმა გამითიშა ტელეფონი.
ერთ საათიანი საცობის შემდეგ დავინახე სასურველი კორპუსი და ღიმილით ავედი ბინაში.
- ლენკაა! როგორ მომენატრე - ცრემლიანი თვალებით მოვეხვიეთ ერთმანეთს და ხან მე ვაბზრიალებდი ჰაერში, ხან ის.
- მეც ძალიან ჩემო პატარა! - მთელი სახე დამიკოცნა და სამზარეულოსკენ წამიყვანა - გემრიელი სალათი მოგიმზადე, აი შენ რომ გიყვარს ზუსტად ეგეთი - ცხვირზე დამკრა თითი და წინ დამისკუპდა მომლოდინე თვალებით - აბა?
- აბაა, იმდენი მაქვს მოსაყოლი არ მეყოფა მთელი დღე! - ტაში შემოვკარი და სალათი გადმოვიღე, უეცრად კარზე ზარის ხმა რომ გაისმა.
- ვინმეს ელოდებოდი? - მეორე კრუგზე წასული ხელი ჰაერში გამიშეშდა და დაბნეულმა მივაშტერდი არანაკლებ გაოცებულ ლენკას.
- გოგო ალბათ ქვითარი მოიტანეს!
- ლენკა შუა ივლისია, რა ქვითარი
- მაშინ იაღოველები არიან! რავიციი - გაიწელა და კარებისკენ წავიდა, 10 წუთი ველოდები რომ დაბრუნებულიყო, ვეღარ მოვითმინე და სწრაფად გავედი დერეფანში, ადგილზე გაქვავებული ლენკას დანახვისას გული შემეკუმშა, ოდნავ მივუახლოვდი და ის ის იყო მხარზე ხელი უნდა დამედო რომ მისი მზერის ობიექტს შევხედე და ვიგრძენი როგორ ავივსე სიხარულით ერთიანად, გაოცებისგან და ბედნიერებისგან ერთი შევკივლე და ადგილზე ხტუნვა დავიწყე.
- დაბრუნდი? მითხარი რომ დაბრუნდი რაა! - ცრემლები ერთი მეორის მიყოლებით გადმომცვივდა და ხელებგაშლილმა გავიქეცი მისკენ.
- დავბრუნდი ჩემო პატარა, აწი ვერ მომიშორებ მაშუნა - სიცილით აიკლო იქაურობა და ისე მაგრად მხვევდა ხელებს რომ ლამის გამგუდა.
- დავიგუდები ბიჭო ასე, წამო შევიდეთ - ხელი ვკარი და სახლში შევაგდე სიცილით. ლენკა ისევ იმ პოზაში იდგა და გაოცებული შეჰყურებდა ვაჟბატონს.
- აბა ლეო! ლენკას არ მიესალმები?

***

თავი 5


გაშეშებული იდგნენ და ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ, ცოტაც და იმხელა ხმაზე ავხარხარდებოდი მათი შემხედვარე რომ აუცილებლად გადამაგდებდნენ აივნიდან, მაგრამ რა გავაკეთო თუ არ შემიძლია ასეთ რაღაცებს ვუყურო როგორც სევდიან მომენტად? აი დადგნენ ახლა და ჩააშტერდნენ სამი საათი ერთმანეთს თვალებში, ერთი ორივეს თავში ჩამახედა რა ხდება მეტი არ მინდა არაფერი.
ხელი ჩავიქნია და სამზარეულოში დავბრუნდი, ყავას ვსვამდი მშვიდად ლეო რომ შემოვიდა და გვერდით მომიჯდა.
- მომენატრე მაშუნა - თმებზე ჩამომისვა ხელი და ლოყაზე მაგრად მაკოცა.
- მეც ლეო, სიგიჟემდე მომენატრე, არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ამ ყველაფერმა შენი თავი დამაკარგვინა 5 წლით, რამაც ფაქტიურად გამანადგურა, სად იყავი? რატომ იყავი? - ამოვიოხრე და ჭიქა მაგიდაზე დავაბრუნე - ორივეს გვიჭირდა, მაგრამ ასე რატომ მოიქეცი, რატომ დამტოვე?
- მაპატიე! გემუდარები მაპატიე - გულზე მიმიხუტა და თავზე რამდენჯერმე მაკოცა - ოდესმე მეყოფა ძალა რომ მოგიყვე როგორი მდაბიო ძმა გყავს, როგორი უბადრუკი, უსუსური, ადამიანი რომელსაც არაფერი შეუძლია საკუთარი ოჯახისთვის და რაზეც არის წამსვლელი თავისი სისულელით, მაპატიე გემუდარები, მაპატიე მაშუნა გთხოვ - მისი ცრემლები სახეზე მეცემოდა ერთი მეორის მიყოლებით და გულს მისერავდა სათითაოდ.
- გეყოფა რა ლეო, გთხოვ, რაც არ უნდა მომხდარიყო, ეს ყველაფერი წარსულში დარჩა, ნუ იტანჯავ თავს გთხოვ - ოდნავ წამოვიწიე და მისი სახე თითებს შორის მოვეფერე, შუბლი შუბლზე მივადე, ვცდილობდი მისი ტკივილი ოდნავ მაინც შემემსუბუქებინა.
- შენ რომ არ მყავდე მაშო, ვერ გადავიტანდი ამ ყველაფერს - შუბლზე მაკოცა და ფეხზე წამოდგა - წავედი დავიძინებ და ხვალიდან ვიწყებ სამსახურის ძებნას!
- არ იჩქარო, ჯერ ბიჭები გენახა.. - ვეცადე შემეჩერებინა, მაგრამ ერთი გადმომხედა უკმაყოფილოდ, შემდეგ ნაზად გამიღიმა როგორც ჩვევია ისე და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან.
გულმოკლულმა გავაყოლე მზერა და ამღერებულ ტელეფონს დავხედე.
- გისმენთ
- როგორ ხარ?
- კარგად ილია შენ?
- მოიცა ილიათი რატომ მომმართავ? რამე მოხდა?
- ლეო დაბრუნდა - ამოვიოხრე
- მერე უნდა გიხაროდეს მაშო, რა ხმა გაქვს?
- რა მოუვიდა იცი?
- არა არ ვიცი, გავარკვიო?
- არ მინდა! როდესაც საჭიროდ ჩათვლის მომიყვება თვითონ..
- ეგრე ჯობია, მისმინე ხვალ ჩემთან უნდა მოხვიდე სახლში!
- რატომ რა ხდება? - უკმაყოფილოდ ამოვიზმუვლე.
- პირველ რიგში ჩემს მამიდებს უნდათ შენი გაცნობა, მეორეც 3 დღეში წვეულებას ვაწყობთ და მინდა რომ მიეხმარო მათ.. ჩემი ბავშვობის მეგობრები ჩამოდიან - ტელეფონიდანაც ვიგრძენი როგორ გაეღიმა.
- მართლა? რა კარგია, აუცილებლად მოვალ, რომელზე?
- 11ზე აქ იყავი, მეც არ მივდივარ ოფისში და სახლში ვიქნები
- გავგიჟდი სიხარულით, შემოგეპარებინა ცოტა გული არ გამისკდეს! - ენა გამოვყავი ისე თითქოს დაინახავდა.
- ძილინებისა - ჩაიცინა და სწრაფად გათიშა, ღიმილით ჩავიდე ჯიბეში ტელეფონი და ოდნავ დავმშვიდებულმა წამოვდექი, საკუთარ თავს არ გამოვუტყდი მაგრამ ილიასთან ლაპარაკმა რაღაცნაირი სიმშვიდე მოიტანა ჩემამდე.

***







დილით სწრაფად მოვწესრიგდი, გაშტერებულ ლენკასთან და ლეოსთან ერთად ვჭამე სალათა და სწრაფად გავეცალე მათ არაფრისმთქმელ და ამავდროულად საოცრად ემოციურ სახეებს.
გული მეწურებოდა მათ შემხედვარე, მაგრამ არ მქონდა ჩარევის უფლება, ლეომ თავის დროზე დაუშვა მასთან შეცდომა და ახლა თვითონვე უნდა გამოესწორებინა ეს სიტუაცია.
ტაქსში სწრაფად ჩავხტი და ღიმილით ვუთხარი მისამართი ტაქსისტს, ერთი კი გადმომხედა ეჭვისთვალით, მაგრამ სწრაფად ამარიდა მზერა და მანქანა ტრასაზე გაიყვანა.
სულმოუთქმელად ველოდებოდი როდის გამოჩნდებოდა ილარიონის სახლი, ძლივს მივაღწიეთ ბოლოს, მაგრამ ტაქსის მძღოლმა რომ მითხრა ეს არისო, გაოგნებისგან პირი დავაღე, ამხელა სახლი ცხოვრებაში არ მინახავს, სად არ ვყოფილვარ მაგრამ ეს სახლი რაღაც საოცრება იყო, სამ სართულიანი გრანდიოზული, თეთრში და ღია ვარდისფერში გადაწყვეტილი, უზარმაზარი ბაღით და დიდი აუზით, გაოცებული ვიმახსოვრებდი თითოეულ კუთხეს და ისე მივაბიჯებდი კარებისკენ, როგორც კი ზარი დავრეკე წამიც არ იყო გასული რომ ზღურბლზე ილიკო გამოჩნდა.
- ოხ, რა პატივია დილიდან შენი დანახვა - გავეკრიჭე და ლოყაზე მოწყვეტით ვაკოცე - გაგეფრთხილებინე სასახლეში თუ ცხოვრობდი!
- დაიწყე უკვე? - თვალები აატრიალა და წინ გაიჭრა.
- იმედი მაქვს ლაბირინთი არ არის და ადვილად ავითვისებ - გვერდით ამოვუდექი და ენა გამოვუყავი.
- ოჰოო - წაუშტვინა და ალმაცერად გადმომხედა - და შენ ფიქრობ რომ აქ დიდი ხანი დარჩები? - ჩემკენ გადმოდგა ნაბიჯი და ზემოდან დამხედა.
- ვაიმე ილარიონ დილიდან ოცნებებში დაფრინავ? - ირონიულად გავუღიმე და გვერდი ავუარე - ნწ, ნწ, ნწ - თავი გადავაქნიე დანანებით - რას გიშვება ეს ამდენი აღზნებულობა - ჩავიცინე და ჩემი ვარაუდით გავიკვლიე გზა.
- მერე ნუ აღმაღზნებ და არ ვიქნები აღზნებული - ყურში ჩამჩურჩულა და მხარი გამკრა ოდნავ.
- შენ ავადმყოფი იყო და ყველაფერ მოძრავს დაზდევდე დამაბრალე ახლა მე - თმები უკან გადავიყარე და მისაღებში შევაბიჯე, სადაც ორი ქალბატონი დამხვდა, ისეთი სათნო და თბილი ღიმილით მიღიმოდნენ რომ უნებურად მეც გამეღიმა და მათკენ მივიწიე.
- გამარჯობათ - ორივე გადავკოცნე და ილარიონს გადავხედე გაოცებული რომ გვიყურებდა - გამაცნობ ახლა თუ? - შევუღრინე და ოდნავ ვუბრწკინე.
- გამარჯობა შვილო, ეს რას გაგვაცნობს, აქაც რომ მოეყვანე იმდენი ვეხვეწეთ, სულ შენზე გველაპარაკება, მაშო ასეთია, მაშო ისეთია - აშკარად ბევრს ლაპარაკობდა ეს ქალი, რადგან მოპირდაპირე კედელზე დაკიდებული სარკით კარგად დავინახე ილარიონის დაქაჩული თვალები.
- მართლა? არ ვიცოდი ჩემზე თუ ლაპარაკობდა - ლაპარაკში ავყევი ქალს და შემოსულ ქალს გავუღიმე.
- შვილო მიეცი ეს მოსაცმელი და ჩანთა - მეორემ გადმოდგა ნაბიჯი და სახეზე მომეფერა - რა ლამაზი გოგო ხარ, ზუსტად ისეთი როგორც ილუშა აგვიღწერდა - გაოცებულმა მივაშტერდი ქალს, ტვინში მხოლოდ “ილუშა” მიტრიალებდა და შეკავებული სიცილისგან ლამის გავლურჯებულიყავი.
- დალი! - შეუღრინა ჩემზე შემოხვეულ ქალს და მე ყალბი ღიმილით გადმომხედა - ეგრე ნუ მეძახი მეთქი ხომ გთხოვე?
- შენ მაინც ჩემი პატარა ილუშა ხარ - ახლა ილარიონს შემოეხვია ქალბატონი დალი და ჩაკოცნა - ჩემი ბუთქუნა ილუშა
- ბუთქუნა? - გავიკვირვე და გაოცებულმა მივაშტერდი მის დაკუნთულ სხეულს.
- ვაიმე იცი რა მსუქანა იყო ბავშვობაში? - მეორე მამიდა გადმოგვიდგა და გადაიკისკისა - ისეთი მსუქანა, ისეთი საყვარელი, დიდი ლოყებით - კისკისებდა და თან მეორე ხელით ილუშას ეფერებოდა.
- გეყოფათ! - გაბრაზებულმა შესძახა ილარიონმა და გვერდზე გადგა - ნუ მახსენებთ ამ ბავშვობას და ნუ მეძახით ამ სახელს - მოიღუშა და მეორე ოთახში გავიდა.
- ნუ მიაქცევ შვილო ამას შენ ყურადღებას, ზოგჯერ იცის გაფსიხება, მე დალი ვარ, ეს ნელიკოა, მისი მამიდები, ფაქტიურად ჩვენ გავზარდეთ - პადრუშკი გამიყარეს აქეთ-იქედან და ღიმილით გამიყვანეს სადღაც, როგორც მივხვდი სასადილო ოთახში.

***

- უკაცრავად მე არ მშია, სახლიდან მოვდივარ - კულტურის გამო დავჯექი მაგიდასთან.
- ყავა ან ჩაი? რომელიმე მაინც მიირთვი და კარგი ნამცხვარიც გვაქვს - გამიღიმა დალიმ და იქ მდგომ გოგონებიდან ერთ-ერთს ანიშნა გასულიყო.
- მაშო ჩვენმა უჟმურმა გითხრა გეგმების შესახებ? - ღიმილით ჩამიკრა თვალი და ილიკოს გაბრაზებულ სახეზე მანიშნა.
- დიახ მითხრა რომ წვეულების მოწყობას გეგმავთ - გავუღიმე და თითები მაგიდაზე ავათამაშე - როდისთვის?
- 2 დღეში - ნელიკომ გამცა პასუხი და ნამცხვარი მომაწოდა - მიირთვი უგემრიელესია - ღიმილით გამოვართვი და გაბრაზებულმა გადავხედე ილიკოს, ვანიშნე მერე მოგივლი მეთქი.
- დღეს პატარ-პატარა საქმიანობები მოვილიოთ, ყვავილები და დეკორაციები მოტანილია, შენ გადაწყვიტე როგორ მოაწყობ აქაურობას, ილიკო სახლშია და დაგეხმარება თან!
შემდეგ უხმოდ მიირთმევდნენ საჭმელს, ილიკო დაბღვერილი იყურებოდა და თან მე მანიშნებდა რა გინდაო, როგორც კი მამიდებმა დატოვეს ოთახი, ეგრევე მივუბრუნდი გაბრაზებული.
- უკაცრავად შეგიძლიათ ცოტახანი დაგვტოვოთ? - გავუღიმე თავზე წამომდგარ გოგონებს, რომლებმაც ეგრევე ილიას გადახედეს დაბნეულებმა, იმანაც თავის დაკვრით ანიშნა და სწრაფად დატოვეს ოთახი.
- გამაგებინე ერთი რატომ მეგონა რომ საქმროს ოჯახს ვხვდებოდი, ეს რა იყო? - შევუღრინე და ჩანგალი უხეშად დავაგდე თეფშზე - რა ხდება ილარიონ ამიხსნი?
- ერთხელ გახსენე და გადაწყვიტეს რომ მომწონხარ, რა ჩემი ბრალია? - საბრალო სახე მიიღო და გააგრძელა ჭამა.
- აჰა, ესეიგი მე ვატლიკინებდი ენას ჩემი გარეგნობის შესახებ არა? - თვალი ამითამაშდა გაბრაზებისგან.
- მე რავიცი, რამდენს ლაპარაკობ მართლა, არ გრცხვენია? არაფერი გეტყობოდა საქმროს ოჯახში ყოფნის! - ცალყბად ჩაიცინა და კიდევ გადაიღო სალათა.
- დიდი ბოდიში ბატონო ილია,თქვენნაირი მსახიობი რომ არ ვარ! - ხელები გავშალე და ფეხზე წამოვდექი - შეგერგოთ, დააყოლეთ ცეცხლი და ნავთი - თვალი ჩავუკარი და იქაურობა სწრაფად დავტოვე.


***

მთელი დღე ილიკოს მამიდებს ვყავდი გამომწყვდეული და დამარბენინებდნენ ყველგან, სადაც კი შეიძლება ჩემი წაყვანა, ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა რომ სახლს მანახებდნენ და მაზეპირებინებდნენ, დეკორაციების მაგივრად.
- რატომ აწყობთ წვეულებას? - ერთ-ერთი კუთხისთვის დეკორაციის შერჩევის დროს ვიკითხე.
- მისი ბავშვობის მეგობრები ჩამოდიან, სიგიჟემდე უყვართ ერთმანეთი!
- მართლა? რა მაგარია - ტაში შემოვკარი - წარმომიდგენია რა კარგები იქნებიან - ჩემთვის ჩავილაპარაკე და გავაგრძელე ვერცხლისფერი დეკორაციის ჩამოკიდება.
- საყვარელო, გავალთ რესტორნიდან მოვიდნენ სადაც საჭმელი უნდა შევუკვეთოთ წვეულებისთვის, შენ გააგრძელე მაგის გაკეთება - ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა დალიმ და კისკისით გავიდნენ ოთახიდან, თავი გადავაქნიე ღიმილით და ოდნავ გადავიწიე რომ ზედმეტად ჩამოკიდებული დეკორაცია მომეხსნა, უეცრად ფეხი რომ ამიცდა და უკან გადავვარდი ინერციით, თვალები დავხუჭე დაცემის მოლოდინში, რით ვერ დადგა ეს დაცემის მომენტი?! ჯანდაბა, მეხი კი დაგეცეთ! დავიდუდღუნე ფრთხილად გავახილე თვალები.
- ასე მოგწონს ჩემს მკლავებში ყოფნა?
- როგორ მიხვდი? - გავეკრიჭე და კისერზე მოვხვიე ხელები - ჩემო სექსუალურო - ქვედა ტუჩზე ენა გადავისვი და მისკენ მივიწიე, უეცრად ხელი რომ გამიშვა და პირდაპირ დავებრეხვე იატაკზე, გვერდით ჩამომიჯდა და ირონიულად დამხედა.
- მოგიხდება მაშუნა - ცხვირზე დამკრა თითი, წელი ისე მეტკინა რომ ტკივილისგან დავიმანჭე - ოუ, გეტკინა?
- ოუ, ძალიან! - გაბრაზებულმა ავხედე.
- რას გააკეთე ილია გაგიჟდი? - ეგრევე შემოვარდა ოთახში დალი და შეწუხებული სახით დამხედა - ნორმალური ხარ?
- აბა ნერვებს მიშლის - პატარა ბავშვივით ჩამიშვა და გაიბუსხა.
- ახლავე აიყვანე ხელში - დაუყვირა ნელიკომ და ჩემზე ანიშნა.
- ნელიკოო..
- დროზე! - აუბა მხარი დალიმაც, ილიკოც მორჩილი ბავშვივით დაიხარა და ხელში ამიტაცა.
- მეტკინა შე მხეცო! - მხარზე დავკარი ხელი და წელი დავიზილე.
- ეგ მინდოდა მეც!
- შენს ოთახში აიყვანე და წამალიც წაუსვი! - მითითებები მიცეს მამიდებმა და მეც შევუბღვირე - მიდი ილიკო, დატრიალდი!
- მოგივლი - კბილებს შორის გამოცრა და სწრაფად აირბინა კიბეები - მოვედით საყვარელო - ხელი გამიშვა და ამჯერად საწოლზე დამახეთქა.
- შენ გიჩვენებ სეირს, წელი არ მტკიოდეს, განახებდი.. - დავემუქრე და ტკივილისგან ენა გადმოვაგდე - ძალიან მტკივაა!
- მაგ ენას იქნება ძირში რომ მოგაჭრი! - უჯრაში იქექებოდა და თან მემუქრებოდა.
- მომაჭრი თუ მომაჭამ ილუშა? - ვითომ გავეპრანჭე, ლოგინზე გადავგორდი და მის მოფერებით სახელს განსაკუთრებით გავუსვი ხაზი.
- ილუშა იქნება თუ გწყვიტე ახლა! - შემომიღრინა და ერთი ხელის მოსმით დამაწვინა მუცელზე.
- ნუ ჩქარობ საყვარელო, ცოტა ნაზად - საყელოზე წავეთამაშე და თვალები ავუფახულე.
- ახლა ჩემს ნერვებზე ცეკვავ და მერე რომ გწყვიტო კიდე მე ვიქნები დამნაშავე! - ამოიგმინა და ზედა ამიწია.
- რა რომანტიულია, შენს ლოგინზე ვწევარ და მაზს მისვამ, დავდნები ახლა!
- ხო, მეტი რომანტიული გარემო ვერ შევარჩიე შენთვის რომ მაზი მეთითხნა წელზე! - ირონიულად გამიღიმა და ფრთხილად გადამისვა წამალი.
- ვაიმე ილუშ დავდნები ახლა და დავიფერფლები შენს ცხელ თითებზეე - ამოვიკვნესე ვითომ და ტუჩი მოვიკვნიტე - რა ხარ ასეთიი..
- გეყოფა მაშო ნერვებს მაწყვიტავ უკვე! - თვითონაც ეპარებოდა ტუჩის კუთხეში ღიმილი.
- კარგი რა ილარიონ - საწოლიდან ამდგარი უკან დავაბრუნე - რატომ მექცევი ასე? დასტოინი ქალის როლი მოვირგე, მაგრამ აღარ მინდაა, შენს მკლავებში მინდა ილარიოოონ! - მუხლებზე გადავაწექი, დავინახე როგორ აუხტა ტუჩის კუთხეში ღიმილი და შემდეგ ხარხარში გადაუვიდა.
- არანორმალურო!
- არანორმალური ვარ მაგრამ შენი გამხიარულება ხომ შევძელი? - ცხვირზე დავკარი თითი და სწრაფად წამოვხტი საწოლიდან - წავედი ბევრი საქმე მაქვს! - ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე და სწრაფად ჩავირბინე კიბეებზე.
- უკეთ ხარ?
- დიახ, ილუშას ისეთი თითები აქვს ეგრევე მომირჩინა - ჩავიცინე და შუაში ჩავდექი - აბა რა უნდა გავაკეთოთ?
- ვერაფრით ვერ შევთანხმდით საჭმელებზე, წამოდი დაგვეხმარე!

***

- დღეს ჩვენთან რჩები! - გადაჭრით გამომიცხადა იმ წამს შემოსულმა ილუშამ და ჩანთა იქვე დააგდო.
- ოჰ, როდის მერე ბრძანებლობ ერთი შენ? - ფეხზე წამოვხტი და თითი ცხვირწინ ავუფრიალე.
- შენი ჩანთაა აქ, ჩემს გვერდით ოთახში შევიტან - ირონიულად დამხედა და თვალი ჩამიკრა - ჰო შენმა ძმამ იცის და ჯობია აცალო იმათ მარტო ყოფნა! - ჩაიცინა და სწრაფად ავიდა კიბეებზე.
გაბრაზებულმა გავაქნიე თავი და მუშტი შევკარი. რამე უნდა მოვიფიქრო, აუცილებლად მოვიფიქრებ რაიმეს!
გვიანობამდე ვუყურებდით ტელევიზორს, მათი ლაპარაკი და კომენტარები ისე მართობდა რომ ჩემი გეგმის შესახებ საერთოდ დამავიწყდა ყველაფერი, მთქნარებით ავდიოდი კიბეებზე უეცრად ილიკო რომ გამომეცხადა მხოლოდ შორტებში.
- ოუ, მანიაკო აქ რას აკეთებ? - ღიმილით დავიჩურჩულე და კიდევ ერთხელ დავამთქნარე.
- კიდე არ გძინავს?
- აუ არა, ძალიან მეძინება - წავბარბაცდი, მაგრამ სწრაფად მოახდინა რეაგირება და დამიჭირა, როგორც კი მისი ხელი შემომეჭდო წელზე ეგრევე გამოვფხიზლდი და თვალები ვჭყიტე - რა, რას აკეთებ? - სწრაფად წამოვიწიე და მყარად დავდექი ფეხზე - რა დღეში ხარ!
- რა იყო პირველად შეგეხე? - ჩემი რეაქციით დაბნეულმა მოიქექა თავი და თვალებში ჩამაშტერდა.
- არა - უხეშად ვუპასუხე, მხარი გავკარი და სწრაფად ავედი მაღლა.
რომელია ჩემი ოთახი?! გაბრაზებულმა მოვავლე თვალი უზარმაზარ დერეფანს და ღრმად ამოვიოხრე, ეს ოთახი ვისია?! ჩუმად შევიხედე და როგორც კი იქვე დაგდებული ჩემი ჩანთა დავინახე სიხარულისგან შევხტი.
- ბინგო! პირდაპირ ჩემს ოთახს გავარტყი - თმები უკან გადავიყარე და ამაყად შევედი, სწრაფად შევვარდი სააბაზანოში, გამოვიცვალე და გემრიელ ლოგინში შევწექი ღიმილით.
ახლა არც ჩემი გეგმის განხორციელების თავი მქონდა და საერთოდ არც არაფრის.

***

ლეო

ვზივარ მის წინაშე და არც კი ვიცი როგორ უნდა გადავდგა ნაბიჯი, როგორ მივუახლოვდე, როგორ ჩავხედო თვალებში, როგორ მოვუყვე სიმართლე, როგორ ვუთხრა სინამდვილეში როგორი ვარ, მისი იმედგაცრუებით სავსე თვალები საერთოდ ჩაქრება, მასში ყველა იმ კარგ მოგონებას ჩავკლავ რაც კი გვაკავშირებდა, რაც კი აქამდე გვავსებდა და ერთად სუნთქვის საშუალებას გვაძლევდა, გულის ირგვლივ ისე მიჭერს ტკივილი თითებს, რომ ვერ ვუძლებ, ხავილის მაგვარი ხმები ამომდის და ცრემლებით მევსება თვალები, ვერ ვუძლებ, ყველაფერს გავექცევი, მის ჩამქრალ თვალებს - ვერა. ყველა ტკივილს გადავლახავ და მის ზიზღიან მზერას - ვერა. ის ჩემია, ჩემი ყველაფერია, ჩემი სიცოცხლეა, მჭირდება რომ ვისუნთქო.
თავდახრილი ვზივარ და თითებს ერთმანეთში ისე ვხლართავ რომ ლამისაა მოვიტეხო, უეცრად მხარზე რომ მეხება სუსტი თითები, სისხლი მიდუღდება და აკანკალებული ძლივს ვუსწორებ მზერას საყვარელ ქალს.
- ლენკა - ხავილის მაგვარი ბგერები ამომდის ტუჩებიდან, ერთი ცრემლი მაინც კვეთს ჯებირს და ეულად მოედინება ლოყაზე. ათრთოლებულ თითებს მაღლა წევს და ცერა თითით მიშრობს ცრემლს.
- ძალიან მენატრებოდი, ლეო! - მხარზე მადებს შუბლს და პიჯაკს მთელი ძალით უჭერს თითებს.
- მეც მენატრებოდი ლენკა! მაგრამ ამის უფლება არ მაქვს! გთხოვ..
- რას მთხოვ ლეო, რას მთხოვ? უნივერსიტეტიდან ისე წახვედი არაფერი გითქვამს, სწავლა შეწყვიტე, ყველაფერი წყალში ჩაყარე, სამსახურიდან წამოხვედი და საერთოდ მონასტერში წახვედი! მითხარი, რა მოგივიდა, მესმის რომ მშობლები დაკარგე, მესმის! მაგრამ ასე როგორ გაგიჟდი? ასე როგორ გაგიჭირდა რომ ხუთი წლით წახვედი მონასტერში? - ჩემს წინ მუხლებზე დადგა და თავი ამაწევინა - მითხარი ლეო, მითხარი!
- არ გინდა სიმართლე ლენკა.. გთხოვ! - მისი სახე ხელებს შორის მოვიქციე და ძალიან ძალიან ფრთხილად ვაკოცე შუბლზე - მიყვარხარ - კანკალით ძლივს ვუთხარი და შუბლი შუბლზე მივადე.
- არ მინდა სიმართლე, ოღონდ ჩემს გვერდით იყავი ლეო, არ მიმატოვო გთხოვ - მთელი ძალით ჩამეხუტა - როგორიც არ უნდა იყოს სიმართლე მე შენ მჭირდები! მე შენ მიყვარხარ და არასდროს არაფერი არ შეიცვლება გპირდები! - მეც მოვხვიე ხელები და ძლიერად ჩავიკარი გულში, ამდენი წლის მერე პირველად გავიღიმე გულით, მთელი გულით.

***

მაშო

დილით როგორც კი გამეღვიძა ეგრევე ვიგრძენი ჩემს წელზე მოხვეული უზარმაზარი ხელი და ჩემს ფეხებზე გადადებული ვიღაცის ფეხი, გაბრაზებულმა წამოვჯექი საწოლზე და ჩემს გვერდით გადათხლაშულ ილიას ირონიული ღიმილით დავხედე.
ოდნავ შევანჯღრიე მაგრამ არაფერი გაიგო, უცებ წამოვხტი და ჩემს ნივთებში დავიწყე ქექვა, რა თქმა უნდა, ლენკას არ დაავიწყდებოდა ჩემი ნივთები, ღიმილით მივუახლოვდი ლოგინს, თვალის ფანქარი მოვიმარჯვე ხელში და ლამაზად გადავუსვი თვალებზე, მერე ორივე კარგად ამოვუშავე, ტუჩებზე წითელი პომადა გადავუსვი და შუბლზე ლამაზად დავაწერე “მოვედი ილუშა, ქალების რისხვა”, სიცილისგან კინაღამ გადავბჟირდი ჩემს ნამუშევარს რომ დავხედე, ჩუმად გამოვიპარე იქედან, თავი მოვიწესრიგე და ქვემოთ ჩავირბინე.
- დილამშვიდობისა მამიდებო! - ღიმილით ჩავკოცნე ორივე და მათთან ერთად დავიკავე ადგილი ტახტზე.
დაახლოებით ნახევარ საათში გავიგე ბრახუნის ხმა და სწრაფად ჩამოვიდა ილუშაც კიბეებზე, ღიმილით მიესალმა გაოცებულ მამიდებს, რომლებსაც სწრაფად ვანიშნე რომ არაფერი შეემჩნიათ.
- ილიკო ახლა მოვა შენი ახალი კლიენტი, დროზე ჩამოხვედი - ნაზად გავუღიმე და თვალები ავუფახულე, მერე მისკენ მივიჩოჩე და ყურში ჩავჩურჩულე - ესეც უნდა აკვნესო?
- ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი გეპარება? - ვაშლის ნაჭერი გაიქანა ყბისკენ და ისე გადმომხედა.
- რას ამბობ, როგორ გეკადრებათ! - ქვედა ტუჩი ამოვატრიალე და ისევ მივუბრუნდი - ისე, მართლა შეძლებ მის დაკერვას?
- შევძლებ რა თქმა უნდა! - ამაყად გაიჯგიმა, მის სახეზე მეცინებოდა, მაგრამ არაფერს ვიმჩნევდი.
- კარგი, ვნახოთ! - ტუჩები მოვკუმე რომ არ გამცინებოდა და გალურჯებულ მამიდებსაც თვალი ჩავუკარი.

***

როგორც კი ოთახში მაღალი და ლამაზი გოგო შემოვიდა, ეგრევე გადავხედე ილუშას გამომეტყველებას, ისე მიიღო, ვითომც არაფერიო, ვაშლის ლოღნა გააგრძელა, ამ გოგოს სახეზე ერთი სული მქონდა სიცილს როდის ავტეხავდი, მამიდები ჩუმად გაიპარნენ ოთახიდან, მაგრამ კარებიდან გვაკვირდებოდნენ, ილიას ვანიშნე მიდი მეთქი და ისიც სწრაფად გადაუჯდა გაკრასკული გვერდით.
- გამარჯობა - მისი მომნუსხველი ღიმილი ესროლა და მწველი მზერით აათვალიერა.
- თქვენ!
- თქვენობით რატომ? შენობით მელაპარაკე - სახეზე ხელი ჩამოუსვა და წითელი ტუჩები წინ გაწია ოდნავ, ალბათ უფრო სექსუალურია, ჩუმად ვიცინოდი და თან დიდი ინტერესით ვუყურებდი ფლირტში გართულ ილუშას, რომელსაც წინ დაბნეული და შეწუხებული გოგო ეჯდა.
- რა დაგემართა ლამაზო? - კიდევ ერთხელ ჩამოუსვა თითი ლოყაზე და გაუღიმა.
- მე უნდა წავიდე! - ფეხზე წამოხტა გოგო და უკან უკან დაიხია.
- სად მიდიხარ? - მომნუსხველი ღიმილით გამოუდგა ისიც, გოგო შეშინებული იხევდა უკან, ეს კიდევ მიყვებოდა და მიყვებოდა, აბრუებდა მისი წითელი პომადით.
სიცილი ვეღარ შევიკავე და ისეთი ხარხარი წამსკდა რომ ლამის ჩემთან გაიგეს სახლში, ისე სწრაფად შემობრუნდა ილია რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი.
- რა გაცინებს მაშუნა? - თმები გაისწორა და სარკეში ჩაიხედა, უეცრად ადგილზე გაქვავდა და გაოცებულმა მიაშტერდა მის გამოპრანჭულ სახეს.
- მაშოოო! - დაიღრიალა და ჩემკენ წამოვიდა - ეს ეს რა არის?
- მე არ ვიცი, შენ იღებები დილით ალბათ, ახალი სტილი გაქვს - კისკისით გავიქეცი და პირდაპირ ბაღში გავვარდი.
- მე შენ განახებ ახალ სტილს! - დაიღრიალა და გამომეკიდა, ისე სწრაფად დავრბოდი რომ კინაღამ გავასწარი, უცებ დავატორმუზე ბასეინისკენ წავედი, მის ირგვლივ დავრბოდით, ღრიალით მომსდევდა, მაგრამ მე ვკისკისებდი და თან დავცინოდი.
- წითელ ტუჩებს გაფიცებ ლამაზოო - ვაჯავრებდი და თვალებიდან ცრემლები მცვიოდა ამდენი სიცილისგან, უეცრად ხელი რომ ჩამავლო და პირდაპირ ბასეინში ჩახტა ჩემიანად.
- აუუ! - ამოვიხავლე როგორც კი ამოვყვინთე და თვალების წვა დავაიგნორე, მოშორებით გაიწია და ამოსუნთქვის საშუალება მომცა, მაგრამ მე რისი მაიმუნი ვარ, რაიმე საშინელება რომ არ გავაკეთო - მე ახლა .. შუა .. ბასეინში … ვარ ? - ამოვიტირე და ისე ავფართხალდი რომ ნებისმიერი დაიჯერებდა ვიხრჩობოდი, სწრაფად მომიახლოვდა და ის ის იყო ხელი უნდა ეტაცა რომ თავზე წავავლე ხელი და ჩავაყვინთინე, რამდენიმე წამი ფართხალებდა, მერე შეწყვიტა ფართხალი და მხოლოდ მაშინ ავუშვი ხელი, მსახიობობის ნიჭი გამომიმჟღავნა და ვითომ ზურგზე ამოტრიალდა, დავახრჩვე აბაა, თვალები ავატრიალე და სწრაფად ამოვედი ბასეინიდან, რამდენიმე წუთი ვუყურე როგორ ეგდო წყალზე, შემდეგ იქ დადებულ წყლის ბურთებს მოვკარი თვალი და იქეთკენ წავედი, ერთი დავუმიზნე და პირდაპირ მუცელში გავარტყი, მეორე მივაყოლე და პირდაპირ ცხვირში.
ეგრევე აფართხალდა, წონასწორობა ვერაფრით ვერ დაიცვა, ხელმოსაჭიდი ვერაფერი ნახა და რამდენჯერმე ჩაყვინთა, ცოტა სული რომ მოითქვა გაბრაზებულმა ამომხედა.
- იმხელა ცხვირი გაქვს დამიზნებაც არ დამჭირვებია ისე გაგარტყი - შუბლშეკრულს მივაძახე და თმების წურვით წავედი ბაღისკენ.
სწრაფად ამოვიდა ბასეინიდან და უკან გამომყვა.
- ამას არ შეგარჩენ! - თითი დამიქნია და თმების სწორებით შევიდა ოთახში.
- ნელა ქენი, ნელა!

***


- სწრაფად ჩემო გოგო, ჩაიცვი მიდი და ჩამოდი, სტუმრები მოვლენ მალე! - ქოთქოთით შემოვარდა დალი მისაღებში და მეც საძინებლისკენ ავიღე გეზი.
ოთახში შესულს ილუშა დამხვდა ხელზე პერანგის ღილებს იკრავდა.
- რაო? - გამიღიმა და თვალი ჩამიკრა, მისგან კარგი დამოკიდებულება ისე გამიკვირდა რომ გაოცებისგან წარბები ავწკიპე - ლოგინზე კაბა დევს, რომელიც დღეს უნდა ჩაიცვა - მომიახლოვდა, ოდნავ დაიხარა და ჩემს ყურთან დაიჩურჩულა - თუ ამ კაბას ჩაიცვამ გპირდები რომ სამაგიეროს არ გადაგიხდი! - ჩაიცინა და სწრაფად დატოვა ოთახი.
ფრთხილად მივუახლოვდი ყუთს და თვალდახუჭულმა გავხსენი, შიგნით წითელი, ტანზე გამოყვანილი კაბა დამხვდა, რომელიც ბრიტელებზე იყო და ისე იყო ამოღებული წინიდან რომ ჩემი მკერდი საკმაოდ კარგად გამოჩნდებოდა.
- მე შენ განახებ ნერწყვი თუ არ გაყლაპინო ამ საღამოს! - ჰაერში მუშტი მოვიქნიე და სააბაზანოსკენ დავიძარი.
ღიმილით გამოვეწყვე წითელ კაბაში, წითელ მაღლებზე შევდექი და მსუბუქი მაკიაჟი წავისვი, თმები როგორც ყოველთვის მხრებზე დავიყარე და ქვემოთ ჩავედი.
- აი ეს მესმის! - ღიმილით შემომეგება დალი და სახეზე ფრთხილად მომეფერა - შენ რომ იცოდე რა ლამაზი ხარ!
- დიდი მადლობა - დავიმორცხვე და ილიას გადავხედე, რომელიც გაოცებული მიყურებდა, ირონია აკრული წავედი მისკენ და ხელზე მოვეჭიდე.
- ილოო, არ გამაცნობ შენს მეგობრებს? - წავიკეკლუცე და თმის ბოლო თითზე დავიხვიე.
- რა თქმა უნდა, გაიცანი მაშო ეს ირაკლია, ირაკლი ეს მაშოა, ჩემი..
- შენიი.. - მომლოდინე თვალებით მივაშტერდი.
- ჩემი შეყვარებული - გაბრაზებულმა მიახალა ჩემზე მოშტერებულ ირაკლის და დაუღრინა.
- ეი, ნუ ბრაზობ - გავუღიმე და მკლავზე დავექაჩე - წამო, იქეთ გავიდეთ!
- როგორ გიყურებდა..
- დამშვიდდი, სად არიან შენი მეგობრები?
- მოვლენ მალე, შენი ძმა მოვიდა - ოდნავ დამშვიდებულმა ხელი წელზე მომხვია და ლეოს და ლენკას შესახვედრად წავედით.
- რა დღეში ხარ ილოო? - სიცილით დაკრა მხარზე ხელი და ჩემზე შემოხვეულ ხელზე ანიშნა.
- ისე უყურებენ, იქეთ მიწევს მისი დაცვა..
- არაუშავს, შეეჩვევი - ორაზროვნად ჩაილაპარაკა და ლენკას გადახედა ღიმილით.
- ოჰ, შერიგდით?
- შევრიგდით! - გაგვიღიმა და ხელი მოხვია.
- აი ჩემებიც მოვიდნენ! - ღიმილით შეეგება მონატრებულ მეგობრებს ილომ და მის გვერდით დაიყენა.
- გამარჯობათ - ღიმილით ჩამოგვარვა ორივემ ხელი და ჩვენც ღიმილითვე ვუპასუხეთ.
- გაიცანი, ეს მაშოა
- მაშოს უკვე დაუსწრებლად ვიცნობთ, ისე გაგვიხარდა შენი დანახვა რძალო რომ.. - უეცრად შეჩერდა და ენაზე იკბინა - ამმ.. ამმ…
- უნდოდა ეთქვა, უნდოდა ეთქვაა, სასიამოვნოა შენი გაცნობა მეგობაროო - გადააკეთა მეორემ და გამეკრიჭა, წარბები ავწკიპე და ირონიულად გავუღიმე.
- ხო, რითმაში ჯდება - სიცილშეკავებულმა გადავხედე ილოს, რომელსაც ფერი არ ედო სახეზე.
- სკოჩი უნდა ავაკრა! - ჩაიდუდღუნა და დაბნეულმა გამიღიმა.
- არამგონია სკოჩმა უშველოს - თვალი ჩავუკარი და გაკრეჭილ ბიჭებს გადავხედე.
- თქვენი სახელები? ისეთი დაბნეულია ილუშა რომ აშკარად ვერ მეუბნება!
- მე ვაკო, ეს გელა!
- გელა არა რა - ხელი აიქნია - გეგა!
- გეგა? როდის გადაიკეთე სახელი? - ვაკო მიუბრუნდა და ტუჩთან მიიდო თითი.
- დიდი ხანია ვახტანგები ვაკოები ხართ? - ენა გამოუყო პატარა ბავშვივით და ხელი გამომიწოდო - შეიძლება გეცეკვო?
- რა თქმა უნდა - მის თითებს მოვეჭიდე და საცეკვაოდ გავყევი.
- რამდენი წლის ხარ რძ… მეგობარო? - ზემოდან დამხედა და წარბები ამითამაშა.
- 25ის
- იი, პატალა, აბა შეყვარებული თუ გყავს?
- კი, როგორ არა!
- ვინ არის? სად არის? - წარბები შეკრა და ისე მომაჩერდა.
- აქ არის, მაგრამ ვერ გეტყვი ვინ არის, ეს ჩვენი საიდუმლოა - ბოლო ფრაზა ჩუმად გადავულაპარაკე და გამეცინა მის გამომეტყველებაზე.
- მე მითხარი, არავის არ ვეტყვი!
- ვერა! - თავი გავაქნიე და სიმღერაც დამთავრდა - წამოდი, ილუშა ისეთი სახით გვიყურებს, მეშინია რამე არ დაგვიშავოს!
- ხო, ცოტა ეჭვიანია, განსაკუთრებით მაშინ თუ ძალიან უყვარს - გაეღიმა და ინტერესიანი მზერით გადახედა ილოს.
- არ წავართმევ შენს თავს ნუ ნერვიულობს - თვალი ჩავუკარი და ილუშასკენ დავიძარი.
- პირიქით უფრო - ორაზროვნად ჩაილაპარაკა და უკან ამედევნა.


***

- ვიცეკვოთ? - ილოს გამოწვდილ ხელზე შამპანიური გადამცდა და დაბნეულმა მივაშტერდი.
- თავი ხო არ მიარტყი რამეს? - ხელები გადავაჯვარედინე და გამომცდელად მივაშტერდი - მოიცა რა, მართლა?
- ვიცეკვოთ? - მოთმინება დაკარგულმა გამოწვდენილი თითები რამდენჯერმე აათამაშა.
- კარგი, ვიცეკვოთ - დაბნეულმა მოვეჭიდე მის თითებს და ტანში სასიამოვნოდ გამცრა, როგორც კი მისი ხელი წელზე ვიგრძენი, ნელ მუსიკას ვაყოლებდით ტანს, მისი მწველი მზერა არ მშორდებოდა, მე კი თავდახრილი ვიდექი და ვერ ვბედავდი მისთვის თვალებში შემეხედა, ამდენი ხნის შემდეგ პირველად ვგრძნობდი თავს განსაკუთრებულად, თითქოს მიწას კი არ ვეხებოდი, არამედ ჰაერში დავფრინავდი, მისი თითები საერთოდ მთიშავდა, არ ვიცი რატომ ვგიჟდები მის თითებზე ასე, რას ვხედავ მათში განსაკუთრებულს, ან რატომ მითრთის ყოველი უჯრედი მათი შეხებისას.
- მაშო - ნელ მუსიკაზე კიდევ უფრო მთრთოლვარედ ჩამესმა მისი ხმა, დაბნეულმა ავწიე თავი და პირდაპირ მის თვალებს შევეჩეხე.
- ჰჰ-ა? - ამოვიბლუყუნე და ნერწყვი ძლივს გადავყლაპე, ტუჩის კუთხეში გაეღიმა და უფრო ძლიერად მიმიკრა სხეულზე, დავიბენი, ცხოვრებაში პირველად დავიბენი და სხეული ამიკანკალდა.
- რა დაგემართა? - ჩემი ცვლილება არ დარჩენია შეუმჩნეველი.
- არაფ-ერ-ი, რავიცი, აღარ მინდა ცეკვა! - მკლავებიდან დავუსხლტი და სწრაფად წავედი აივნისკენ, თან კისერზე და სახეზე ვისვამდი ხელს რომ როგორმე საკუთარი თავი დამეწყნარებინა.
აივანზე გასულს სასიამოვნო ჰაერი შემომეგება და ოდნავ გამოვფხიზლდი, ვცდილობდი როგორმე აჩქარებული გულისცემა დამეწყნარებინა, არ ვიცი როგორ მემართებოდა მსგავსი რამ, მაგრამ მეორეჯერ არ უნდა გამეორებულიყო, საკუთარი თავი ასე არ უნდა გამეყიდა მის წინაშე. გამწარებულმა დავკარი ხელი მოაჯირს და ტუჩი ისეთი ძალით მოვიკვნიტე რომ სისხლის გემო ვიგრძენი.
- რა გჭირს? - ხმის გაგონებაზე შევხტი და გულზე ხელი მივიდე.
- შემაშინე, ლეო!
- კარგი რა მაშო, შენ ვინ უნდა შეგაშინოს - ჩაიცინა და სიგარეტს მოუკიდა.
- როდის მერე ეწევი?
- არ გინდა მაშო..
- არ გინდა მაშო, ეს არ გინდა, ის არ გინდა! აბა რა მინდა?
- არაფერი არ გინდა მაშო.. ნუ განავრცობ, უბრალოდ დაივიწყე!
- შენ რატომ არ ივიწყებ არაფერს? რატომ ხარ ამ წარსულზე ჩაციკლული გამაგებინე? - ემოციები კისერში მაწვებოდა და ვგრძნობდი როგორ მახრჩობდნენ ნელნელა.
- მაშო..
- რა მაშო რა! ის გოგოც დატანჯე, მთელი 5 წელია ვიტანჯებით, არ მესმის რა გავაკეთო რომ მოწყდე ამ წარსულს და იცხოვრო აწმყოთი!
- ვერ მოვშორდები ამ წარსულს, იმიტომ რომ ისინი სულ ჩემს ირგვლივ ტრიალებენ, ისინი ვის დავიწყებასაც ვცდილობ აქ არიან გესმის, რამდენიმე წუთის წინ დავინახე და სუნთქვა შემეკრა, ეს ყველაფერი საშინლად მიჭერს, მახრჩობს, სისხლს მაცლის ვენებიდან, ადამიანობას მართმევს და მკლავს, სუსტი ვარ, ამ ყველაფრისთვის ძალიან სუსტი ვარ მაშო, ვერ გავუძლებ, ვერ შევძლებ რომ ამ ყველაფერს გადავაბიჯო, ასეთი ვარ, ან მიმიღე, ან გამაგდე! არ ვიცი, უბრალოდ ვერ აგიხსნი გესმის? ეს ძალიან რთულია! - მის ცრემლიან თვალებზე მთელი სხეული ტკივილისგან მეკრუნჩხებოდა, მინდოდა სწრაფად დაემთავრებინა მისი სათქმელი, რომ სასურველი შეკითხვა დამესვა.
- დეა და დანიელი, აქ არიან? - არ შემიხედია ისე ვკითხე და მეც გავუკიდე სიგარეტს.
- შენ რა.. საიდან!
- რა მნიშვნელობა აქვს საიდან? - კვამლი ღრმად ჩავუშვი ფილტვებში და გვერდულად გადავხედე - აქ არიან?
- კი აქ არიან
- როგორ შეგხვდნენ?
- არ დავუნახივარ.. საიდან იცი მაშო ეს ყველაფერი? - მისკენ შემაბრუნა და თვალებში ჩამაშტერდა.
- ვიცი!
- ლენკამ იცის?
- არა! - თავი გადავაქნიე და ირონიულად გავუღიმე - რა გგონია ბატონო ლევან, ხუთი წელია ამით მხოლოდ შენ იტანჯები? შენ გგონია მხოლოდ შენ გახრჩობს დანაშაულის გრძნობა? - მსუბუქად მივარტყი გულმკერდზე ხელი და ერთი ნაბიჯით დაიხია უკან - რა გგონია, მე არ გამიჭირდა ამ ყველაფრის გადახარშვა? უი, შენი ანგელოზი ძმა, უცებ აღმოჩნდა რომ ვიღაცას ცხოვრებას უნგრევს, ამას საიდან ვგებულობ? ვიღაცის წერილიდან, რა ერქვა? ხო, ნია!
- ამის დედას შევ*ეცი, არ მაცოცხლა მაგ ნაბო*არმა ქალმა, არ მაცოცხლა! - დაიღრიალა და ფეხი კრა იქვე მდგომ სარწეველა სკამს - შენც დაგკარგე, ყველაფერი დავკარგე - თავზე ძლიერად მოიჭირა თითები და ამოიგმინა.
- დამკარგე? დაგკარგე და არ ვიცი რაიმე?
- რა?
- შენი აზრით, დავიჯერებდი იმას რომ შენ ცუდის გამკეთებელი იყავი? - მისკენ შევბრუნდი და მისი ხელები თითებს შორის მოვიქციე - ლეო, საკუთარ თავზე კარგად გიცნობ, ერთადერთი ხარ, ვინც ყოველთვის გვერდში მედგა, ვისიც ყველაფერი ვიცოდი ამ მომენტის გარდა, შენ არ იცი რად დამიჯდა ამ ყველაფრის გაგება, მაგრამ გაგიგე, რადგან ზუსტად ვიცი რომ ამას დედასთვის აკეთებდი, ის რომ დედამ ვერ იცოცხლა, ეს შენი ბრალი არ არის - ცრემლები შევუმშრალე და შუბლზე ვაკოცე - მათ სიკვდილში შენ არ ხარ დამნაშავე! არა, შეიგნე ეს, ცხოვრება უნდა გააგრძელო, ასე თუ იქნები მომავალშიც ყველაფერს დაანგრევ, ყველა ადამიანს აქვს მოთმინება, მაგრამ ამ მოთმინებასაც აქვს საზღვარი, ლენკამ რომ გაგიგოს, ყველაფერი უნდა იცოდეს, ეს ყველაფერი კი შენ უნდა მოუყვე, შენ გაქვს მხოლოდ ამის უფლება! - შუბლზე ვაკოცე და ლენკასკენ შევაბრუნე, რომელიც დაბნეული მოგვჩერებოდა გამჭირვალე მინიდან.
- მაშო..
- ლეო გეყოფა თავის დადანაშაულება, დეა და დანიელი შენ არ გადანაშაულებს, არც ერთი არ გადანაშაულებს გესმის?! შეიგნე ეს, მხოლოდ შენ ტანჯავ საკუთარ თავს წარსულით, გადადგი ნაბიჯი და მოიტოვე ყველაფერი ცუდი უკან, უფლება გაქვს ახალი ცხოვრება დაიწყო!
- არ გამახარებს ის… - ხელები უღონოდ ჩამოუშვი და სევდიანი მზერით გადახედა ლენკას - გამამწარებს ღალატისთვის!
- შენ მარტო არ ხარ, შენს გვერდით ვართ მე და ლენკა, არავის მივცემთ შენი გამწარების უფლებას, დამანახე ჩემი ძლიერი ძმა, რომელიც ყველაფერზე იყო წამსვლელი! - გავუღიმე და თავი ავაწევინე - ლეო..
- კარგი! - ამოიოხრა და ხელები ძლიერად მომხვია - მადლობა მაშუნა, ძალიან დიდი მადლობა! - მეც ძლიერად ჩავეხუტე და გემრიელად ვაკოცე ლოყაზე.
- რისი მადლობა ვირო!
- მოიცა - გასვლას აპირებდა რომ შემობრუნდა - ლენკა მიმყავს, მაგრამ შენ ვისთან დაგტოვო? - თავი მოიქექა და უცებ ღიმილით ამომხედა - ილიასთან, ხო ვეტყვი ახლა - ამის თქმაზე სახე მომერყა და თვალ ათამაშებულმა გადავხედე.
- ვისთან?
- ილიასთან! - მისი იდეით აღფრთოვანებულმა შემოკრა ტაში.
- ლეო არც გაბედოო - დავემუქრე და მისკენ გავიწიე - მაგას მირჩევნია სახლში მარტო დავრჩე!
- არა ვერაფრით ვერ დაგტოვებ მარტო!
- ნუ შეჯდები ახლა ვირზე, გთხოვ.. არ დამტოვო რა ილიასთან!
- არავითარ შემთხვევაში, აქამდე ლენკა იყო სულ შენთან, ახლა მარტო ვერ დაგტოვებ, თან შენ სიბნელის გეშინია..
- რა სისულელეებს როშავ! - ხელი ავიქნიე - სიბნელის მეშინია არა ის.
- ანუ არ გეშინია?
- ნუ ახლა არ მეშინია რა.. - დავიხიე ეგრევე უკან - მეშინია, მაგრამ ისე არა რომ ილიასთან დავრჩე!
- გადაწყვეტილია, ილიასთან რჩები! - ხელით მანიშნა გაჩუმდი და სწრაფად გაუჩინარდა იქედან.
- სპეციალურად მიკეთებ ღმერთო? - მაღლა ავიხედე და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას მუდარით გადავხედე - ჰა?!

თავი 6


***

- დღეს ვიღაც ჩემთან რჩებაა! - ყურში ჩამჩურჩულა ილიამ, როგორც კი დარბაზში დავბრუნდი.
- კაიი? რა გიხარია? - ირონიულად ავხედე და ხელები გადავაჯვარედინე.
- როგორ მოხდა თმებს რომ არ იყრი უკან?
- შენ რა, ჩემს “პრივიჩკებს” იმახსოვრებ? როდის აქეთ აკვირდები ასეთ დეტალებს!
- შენ განსაკუთრებული ხარ მაშო - თვალი ჩამიკრა და სანამ რამეს ვეტყოდი მამიდებიც მოგვიახლოვდნენ.
- ვაიმე ისე მიხარია მაშუნა ჩვენთან რომ რჩები, რომ ლამისაა გავგიჟდე! - გადაიკისკისა დალიმ და ნელიკოს დაეყრდნო - სამუდამოდ ხო არ დავიტოვოთ? - თვალი ჩაუკრა და ჩემზე ანიშნა თავით.
- მემგონი ილუშას გარდა, ყველას ცოლად მოვყავარ - წავკბინე და თვალი ჩავუკარი.
- ვინ გითხრა რომ არ მომყავხარ?! - ჩამჭრელი კითხვა დამისვა და ინტერესით “დამხედა”.
- რომც მომიყვანო, მე არ გამოგყვები - პატარა ბავშვივით გამოვუყავი ენა და სტუმრებს შევერიე.
- გოგო გაიგე ახალი ამბავი? - ჟურნალისტების ლაპარაკს მოვკარი ყური და იქვე დავდექი, ვითომ სასმელს ვარჩევდი.
- რა მოხდა? - ინტერესით ათვალიერებდა დარბაზს მეორე.
- რა მოხდა და ნინა რომ არის ჩვენთან ხომ იცი?
- ის ცხვირ აბზუებული რომ დადის სულ?
- ხო ეგ, მაგარი სურათები ჩაუგდია ხელში, ილოზე, მალე გამოვაქვეყნებ, როგორც კი შესაფერის სტატიას დავწერ და გავამზადებო!
- კაიი? რა არის ასეთი?
- არავის არ გვეუბნება, ისეთი გველაძუაა, რამე საშინელებას მოიფიქრებდა! - გადაიკისკისა ორივემ და კიბეებისკენ დაიძრნენ.
გამწარებულმა დავახეთქე ჭიქა მაგიდაზე და ვიგრძენი როგორ დამიწყო თითოეულმა ნერვმა თამაში გაბრაზებისგან, როგორ ბედავენ! როგორ ბედავენ ასე ითამაშონ ადამიანის ცხორებით?! მინდოდა მივვარდნილიყავი და თმებით მეთრია ორივე, მაგრამ ხმა არ ამოვიღე. ჩუმად გავეცალე იქაურობას და ილიას მკლავზე დავექაჩე.
- ილო!
- რას მომათრევ გოგო რა ხდება? - შემომიღრინა და მოაჯირს დაეყრდნო - მოგენატრე ჩიტო?
- ჩიტიც ვიქნები ახლა და არწივიც, ამოგჩიჩქნი მაგ თვალებს, ნერვებს თუ მომიშლი!
- რა ხდება მაშო?
- ჟურნალისტების ლაპარაკი მოვისმინე, ვიღაც ცხვირ აბზუებული ნინა რაღაც საშინელ სტატიას ამზადებს შენზე!
- კარგი რა მაშუნა, ამისთვის მომაცდინე? ეგენი სულ ეგრე წერენ ჩემზე და ცდილობენ ჩირქი მოცხონ ჩემს რეპუტაციას, დაი*იდე რა, არაფერი ექნება ისეთი! ადვილად მოვაგვარებ მერე!
- ილო, ფრთხილად იყავი იცოდე!
- ვიქნები ჩიტო, ვიქნები! - გაიცინა და შამპანიური მოსვა - შემო შიგნით, სტუმრები დაშლას იწყებენ, გავაცილოთ და დავიძინოთ, ძალიან დავიღალე!
- ილო..
- არ გინდა რა მაშო ამაზე საუბარი, გასაგებია, გავაკეთებ რაიმეს! - ლოყაზე მოწყვეტით მაკოცა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა კარისკენ მიმავალი სტუმრებისკენ.

***

ყველა რომ წავიდა, დალაგების თავი არავის არ ჰქონდა, ამიტომ მამიდებმა ყველა დაითხოვა და ხვალისთვის გადადო ეს მტანჯველი საქმე, ზლაზვნით ავედი კიბეებზე და ოთახში შევლასლასდი.
- ამოხვედი ჩიტო? - სააბაზანოდან გამოვიდა ილუშა პირსახოც შემოხვეული.
- ამოვბობღდი უფრო! - ამოვიგმინე და საწოლზე დავემხე.
- კარგი რა ჩიტო - მომიახლოვდა და ამომაბრუნა - ამ კაბით თუ დაიძინებ ამ საღამოს, მეეჭვება თავის შეკავება შევძლო! - ჩაიცინა და ჩემს ფეხსაცმელს დაეჯაჯგურა - არ გიჭერდა? - სახე დამანჭა და ძლივს გამაძრო ფეხიდან.
- გაიხარე ძმა! - მხარზე დავკარი ხელი - აი იმენა, ძმა ხარ რა!
- შეურაცხყოფას ნუ მაყენებ, ჩიტო - ვნებიანად დაიჩურჩულა ჩემს ტუჩებთან და სულ ოდნავ შემეხო წამიერად - მე გაგხადო? თუ გაიხდი? - თვალებში მიყურებდა და ისე მელაპარაკებოდა, ასე მეგონა ჰიპნოზს მიკეთებდა და ღიმილით ვუყურებდი.
- შენ გამხადე - უნებურად ჩამომიცურდა ენის წვერიდან და ეგრევე გამოვფხიზლდი - ისეთი დაღლილი ვარ ილო, შეიძლება ნახევრად გავიხადო და პირდაპირ დამეძინოს! - გადავაკეთე უცებ, უკვე გამოფხიზლებულმა და “ვითომ გათიშულმა”.
- ჩიტო - სახეზე მომეფერა და ტუჩის კუთხეში მაკოცა.
- თუ არ ჩაიცვამ, ჩიტი ერთს გაიფართხალებს და უსულოდ დაეცემა იქ - იატაკზე მივანიშნე და ფეხები ავათამაშე.
- ასე გიზიდავ? - ჩემი მდგომარეობით სარგებლობდა და თითებს ლავიწიდან-მხრებზე, მხრებიდან-კისერზე დაასრიალებდა და უფრო მაგიჟებდა.
- ისე რომ..
- ისე რომ? - გაიმეორე და ონდავ მომიახლოვდა.
- მინდა მთელი ძალით გლეწო სიფათში - გავეკრიჭე და ყურზე ჯერ მივეფერე, შემდეგ მთელი ძალით ავუწიე - რას ჩალიჩობ ილიკო?
- შენ რა.. ცოტახნის წინ გათიშული არ იყავი?
- მერე რატომ სარგებლობდი ჩემი მდგომარეობით? - ახლა ქვემოთ ჩამოვუწიე ყური და ტკივილისგან დაიჭყანა.
- არ ვსარგებლობდი! კარგი რა მაშო ხელი გამიშვი - ამოიგმინა და ეგრევე შევუშვი ხელი.
- შეხედე შენ, თავხედი! - ზურგი ვაქციე, გაბრაზებულმა სწრაფად გავიხადე კაბა და პერანგი გადავიცვი.
- მერე კიდე მე ვარ თავხედი, დამალაგებს აქ თავის მკერდს თავზე და.. - ამოიბლუყუნა და თვითონაც გამოიცვალა სწრაფად.
- ვაიმე ილიკო, თუ გინდა ხელოვნურ მკერდს გიყიდი, დაიდგი და იქნებ შეივსო ეგ შენი “მოთხოვნილებები”! - შევუღრინე და შუქი ჩავაქრე - მოიცა! - წამოვჯექი და შუქი ავანთე ისევ.
- ახლა რაღა მოხდა? - უკმაყოფილოდ დაპრუწა ტუჩები - ქალურმა ისტერიკამ შემოგიტია და ტვინი უნდა მოღუნო?
- აქ რატომ წევხარ, საერთოდ ერთად რატომ ვწევართ?! - შევუტიე და მხარზე ვუბრწკინე.
- ეს ჩემი ოთახია და ჩემი საწოლია!
- მერე რა.. სტუმარი ვარ და უნდა დამითმო, აბარგდი ახალ აქედან და სხვაგან დაწექი!
- არა, სხვაგან ვერ ვიძინებ! - პატარა ბავშვივით გამობურცა ტუჩები და ხელები გადააჯვარედინა, ისეთმა სურვილმა შემიპყრო რომ მეკოცნა, ახლა ეს რომ არ ამესრულებინა ცუდად გავხდებოდი, მისკენ მივიწიე, სახე ჩემკენ მოვაბრუნებინა და მთელი ძალით დავუკოცნე ტუჩები, ჯერ გაშეშებული იჯდა, შემდეგ კისერზე შემიცურა თითები და უფრო მაგრად მიმიკრა, მის ცხელ თითებს თმებში დაასრიალებდა და ჭკუიდან გადავყავდი, თან სათითაოდ მიკოცნიდა ზედა და ქვედა ტუჩს, როგორც კი მიკბინა ქვედა ტუჩზე და შემდეგ ენა გადამისვა, ეგრევე გამვოეთიშე სამყაროს და მეც მოვხვიე თითები კისერზე, არც კი ვიცი როგორ აღმოვჩნდი მის კალთაში, მაგრამ ფეხები მისი წელის გარშემო მქონდა შემოწყობილი და მის შიშველ გულმკერდს მთელი ძალით ვეკვროდი.
ძლივს მოვწყდით ერთმანეთს, ოდნავ ამოვისუნთქე და რამდენჯერმე მაინც მაკოცა მოწყვეტით, თვალები ფრთხილად გავახილე და მისი ოდნავ სველი ტუჩები მომხვდა თვალში, სურვილმა ამაკანკალა და თვალები დავხუჭე რომ დავწყნარებულიყავი, მხარზე დავადე თავი, თვითონ სველ კოცნებს მიტოვებდა კისერში, შიგადაშიგ მკბენდა და ენით მირჩენდა.
- ცუდად ვარ! - ამოიგმინა და წელზე მომხვია ხელი.
- მეც - დავიჩურჩულე და თვალები გავახილე.
- შენ რატომ, შენც ამხელა გოლიათი გაზის ფეხებზე? - ამოიღმუვლა და როგორც კი მივხვდი რაც თქვა, ეგრევე წამოვყავი თავი მისი მხრიდან გაბრაზებულმა.
- შენ რა.. მე გოლიათი? მე არა? - თვალები დავუბრიალე და მეორე მხარეს გადავბობღდი.
- რამდენს ჭამ გოგო? რამსიმძიმე ხარ! - ფეხები დაიზილა და ვითომ ტკივილისგან დაიმანჭა.
- შენ ხარ ზედმეტად სუსტი, თორემ დარწმუნებული ვარ ჩემზე მსუქნებიც გეჯდა მანდ!
- შენზე მსუქანი ვინღა უნდა დამეჯინა..
- ილუშა მომისმინე - თითი გავაფჩხიკინე და გაბრაზებულმა მივუტანე ცხვირთან - მე თუ მსუქანი ვარ, შენ ბაყბაყ დევი ხარ! - ცხვირზე დავკარი თითი, არაფრის თქმა არ ვაცალე ისე გადავბრუნდი, შუქი ჩავაქრე და გაღიმებულმა დავხუჭე თვალები.
მხოლოდ მერე გავიაზრე რომ ამ ყველაფრით სიტუაცია განმუხტა, იცოდა თვალებში ვერ შევხედავდი და დავიმორცხვებდი, ღიმილით მივიჩოჩე მისკენ და როგორც კი მის მკლავს შევეხე ეგრევე მთელი ძალით მოვეჭიდე ბალიშს და გემრიელად მოვთავსდი. ვიგრძენი როგორ შემეხო მისი მკლავები და ძლიერად ამიკრა გულმკერდზე, ბედნიერებისგან შემაკანკალა და მშვიდად გადავეშვი სიზმრების სამყაროში.

***

დილით ვიღაცის ღრიალმა გამომაღვიძა, სწრაფად წამოვხტი ფეხზე, თავი მოვიწესრიგე და ქვემოთ ჩავირბინე, გეგა ქვემოთ ეგდო და ზემოდან ვაკო ეჯდა, თან რაღაცას ეუბნებოდა, თან სახეში ულაწუნებდა მსუბუქად.
- რა ხდება? - მათკენ წავედი და თავზე დავადექი.
- რა კარგია ბიჭო ჩრდილიი! ცოტა გვერდზე გაიწიე, აი ცოტაც - მის მითითებებს მივყვებოდი და ვიწეოდი - ო, კარგია, იდექი ეგრე! - გადაწვა და ვაკოს გალაწუნებულიც დააიგნორა.
- რა ხდება?
- მზეს მიჩრდილავ!
- შე უნამუსო! - მუშტი მოვუღერე და ისევ გამოვიწიე რომ მზეს აეწვა მისთვის სახე.
- ეე, სულ ილოა რა! ილო! - ამოიბუზღუნა და ვაკო “გადააგდო” - შენ კიდე ბიჭო რას მირახუნებ ამ ლოყაზე, უგრძნობი კი არ ვარ! დამავიწყდა უკვე რაზე ვიჩხუბეთ, კაი დაი*იდე, ერთი მაგის! - ხელი აიქნია და აუზისკენ წავიდა - არ შემოგვიერთდები მაშიკო?
- გამოვიცვლი და ჩამოვალ ახლავე!
ღიმილით ავირბინე ზემოთ და კუპალნიკები სწრაფად გადავიცვი, გაოცებულ ილიას რომ მოვკარი სარკეში თვალი შევცბი და მეც მივაშტერდი დაბნეულმა.
- გინდა გულმა მგლიჯოს?
- რა? - წარბები შევკარი და ისე მივაშტერდი - ხო კარგად ხარ?
- წნევა დამივარდა, არა - დამივარდა! ხო ხო დამივარდა - თვალები დახუჭა და მოწყვეტით დაეცა ლოგინზე, ეგრევე მივვარდი და შევანჯღრიე.
- გაახილე თვალები რას მემაიმუნები ამხელა კაცი? - სახეში მთელი ძალით გავარტყი და ეგრევე ამოიკვნესა.
- აუუ! - ლოყაზე იტკიცა ხელი და დაიზირა - რა მწარე ხელი გაქვს გოგო!
- აბა რა წნევა დამივარდა წნევა ამივარდა? ჩამოდი, ვიცურაოთ, გაგრილდები ცოტას! - ავაყენე და ისიც ინერციით წამოვიდა ჩემკენ, როგორც ჩანს ვერ მოვზომე და იატაკზე მოწყვეტით დავებერტყე, ეს ბაყბაყ დევი კი პირდაპირ ზედ დამეცა.
- რა კარგ პოზაში ვართ, ხომ არ გავაგრძელოთ? - წარბები ამითამაშა და ტუჩები წინ გამოწია, იქვე დაგდებული რამდენიმე შპილიკა დავინახე, როგორც ჩანს სარეცხის შემოტანის დროს დაუვარდათ, ღიმილით ავათამაშე ერთი ხელში და გამოწეულ ტუჩებზე პირდაპირ მოვურგე.
გაოცებისგან თვალები ჭყიტა, ჯერ მე შემომხედა, მერე მის ტუჩებზე მოთავსებულ შპილიკას, რომელიც სავარაუდოდ მთელი ძალით უჭერდა.
- მმმმმმმმმმმ
- რაო? რას ზმუიხარ?
- მმმმმმმმმ
- რაო? რაო? არ მესმის შენი ხმა კაცო, გააღე ეგ პირი, ილაპარაკე!
- მმმმმმმმმ - თვალებს მიბრიალებდა და თან თავს აქეთ-იქეთ აქნევდა, პირისკენ წაღებული ხელი გავუკავე და თან ვანიშნე თქვი მეთქი.
- აბა ამოიღებ ხმას?
- მმმ მ მმმ მმ მ მ! - მუქარას გავდა მისი ნათქვამი, თან ოდნავ წამოიწია და ხელების განთავისუფლება ცადა.
- რას მემუქრები შეკაცო? საქმე არ გაქვს არაფერი? - ხელები ძლიერად გავუკავე უფრო და გავუღიმე.
- მმმმმმმმ!!!მმმმ!!!მმმმ!!! - ზმუოდა და ღმუოდა მთელ ხმაზე, სიცილშეკავებულმა გადავხედე, მაგრამ მისი გაბრაზებული სახის დანახვისას სერიოზული გამომეტყველება დავკერე.
- რა იცი ხოლმე ეს გამოცანებით ლაპარაკი, პირდაპირ მითხარი თუ რამე გინდა! - თავი გადავაქნიე და სწრაფად წამოვხტი, ენა გამოვუყავი წარბებ შეკრულს და ისე გამოვვარდი იქედან რომ უკან არც მიმიხედია.

***

აუზზე რომ ჩავედი ბიჭები წყალში იყვნენ, ერთი კიბეზე იყო ჩამომჯდარი, მეორე გვერდით ტივტივებდა და რაღაცაზე გაცხარებით კამათობდნენ, მოვემზადე და სამ თვლაზე ჩავხტი წყალში, გაოცებულებმა გადმომხედეს და ტაში დამიკრეს.
- ოაა, მეგობაროო! - აღფრთოვანება ვერ დამალა გეგამ.
- ვაკოო, სად არის ჩემი პლანშეტი? - გაბრაზებული გამოვარდა ილია და როგორც კი წყალში დამინახა გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა - ქალბატონო, შენთან არ დამიმთავრებია!
- რა არ დაგიმთავრებია ილუშ? - წყლიდან ამოვედი და ნელა მივუახლოვდი - მოხდა რამე?
- შენ.. ეს მე - ტუჩისკენ იშვერდა თითს და მერე ჩემკენ.
- შენ ეს მე.. რა საინტერესოა, თქვენც გაიგეთ ხო მისი სათქმელი? - სიცილით გადავხედე ბიჭებს, რომლებიც გაფართოებული თვალებით გვიყურებდნენ.
- ჩავწვდით კი! ჩავიკარგეთ და გავინავარდეთ სიტყვებში! - სიცილისგან გადაბჟირდა ვაკო.
- სად არის მეთქი პლანშეტი?
- ჩემს ოთახში დევს საყვარელო - ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და ორივე ერთად ამოვიდა აუზიდან. - დღეს რა გეგმები გვაქვს?
- ძალიან ძალიან ბევრი ნაყინი უნდა ვჭამოთ! - ტაში შემოვკარი და სამზარეულოში გავიქეცი, ჩემი მარაგი რომ გამომეტანა.
- როდის მოასწარი? - გვერდით ამომიდგა ვაკო და ნაწილი გამომართვა.
- 2 დღის უკან, რაღაცების საყიდლად რომ წავედიი! - გავეკრიჭე და ყელმოღერებულმა გავაბიჯე ეზოში, ილია მაგიდის ირგვლივ იჯდა და პლანშეტში რაღაცას ჩაჰკირკიტებდა, გეგა კი ემაიმუნებოდა, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა.
- გეყოფა გეგა! - დაიღრიალა მოთმინებიდან გამოსულმა და სახეზე რამდენჯერმე ჩამოისვა ხელი.
- რა მოხდა ილუშა?
- ვერ გავედი იმ გოგოს კვალზე, ვერ გავიგე ვინ არის! რას მიწყობს ან რას აკეთებს! არც კი ვიცი რა მასალები აქვს ასეთი! - ჩაილაპარაკა გაღიზიანებულმა და მარწყვის ნაყინი გადაიღო.
- კარგი რა, რა იქნება ისეთი, ორ დღეში მოვაგვარებთ - სიცილით ჩაიქნია ხელი ვაკომ და სკამზე გადაწვა.
- ხოდა მორჩა, რათ უნდა ამდენი ბოდიალი? - გავუღიმე და მეც გადმოვიღე შოკოლადის ნაყინი - აი უგემრიელესია!
- იცი რა? ვფიქრობ დროა სამაგიერო გადაგიხადო - პლანშეტი გვერდზე გადადო და კოვზი ხელში შეათამაშა.
- სამაგიერო? - გავიკვირვე - ვისა მე? - თითი მივიდე გულმკერდზე და დაბნეულმა ავაფახულე თვალები.
- ხო შენ! - ირონიულად გაიღიმა და გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე მიმეკრო სახეზე რაღაც საშინლად ცივი, ამოვიგმინე და ორივე ხელით მოვიშორე ცივი მასა, ჩემს ხელებში დამდნარ ნაყინს სინანულით დავხედე.
- ეს ეს - გავიფოფხრე და ფეხზე წამოვდექი - როგორ გაბედე! ჩემი ნაყინი! - ხელები მივაფერთხე ისე რომ ჩამომდნარი ნაყინი პირდაპირ ცხვირზე მიეცხო - ხო გეუბნები, იმხელა ცხვირი გაქვს, დამიზნებაც არ სჭირდება! - ენა გამოვუყავი და სააბაზანოსკენ გავიქეცი გაბრაზებული.

***

უკან რომ დავბრუნდი მხოლოდ გეგა და ვაკო დამხვდა მაგიდასთან.
- კარგი რა მაშო, რა ვერ გაიყავით! - გაბრაზებულმა ამოიბურტყუნა გეგამ და წარბები შეკრა.
- გეგა შენი ძმაკაცი არ არის ნორმალური! - ისეთი დარწმუნებით ვუთხარი მეც კი შემეპარა ეჭვი მის ნორმალურობაში.
- რა ხმაა? - გაოგნებულმა წამოყო თავი ვაკომ და გეგას რაღაცის სათქმელად დაღებული პირი, ავტომატურად დაეხურა.
- მაშო, გვიშველე! - ტირილით გამოვარდა მამიდა სახლიდან - ბიჭებო წამოდით, თორემ დალეწავს ყველაფერს!
- რა მოხდა? - სამივე წამოვვარდით და სახლისკენ გავიქეცით.
- რაღაც სიახლე გასულა ინტერნეტში, მთელი ქვეყანა ამის შესახებ საუბრობს..
- რა სიახლე?
- რომ ილიამ ვიღაც გოგო გააუპატიურა..
- რა? - ადგილზე შევხტით სამივე და დაბნეულებმა მივაშტერდით, ვიგრძენი როგორ დამასხა ცივმა ოფლმა და როგორ დამეხმა თავბრუ - რა სისულელეა! ილია ამას არ გააკეთებდა..
- შვილო მტკიცებულებაც აქვთ - ამოიტირა დალიმ და სალფეთქით ცრემლები შეიმშრალა - სურათები და მინაწერები..
- არ მჯერა! - დავიკივლე და სწრაფად ავირბინე კიბეები, კუთხეში მჯდომი ილიას დანახვამ გული შემიკუმშა, ირგვლივ ყველაფერი მიმოყრილი და დამსხვრეული იყო, თავზე შემოეწყო ხელები და წინ და უკან ქანაობდა.
- ილო! - მის წინ მუხლებზე დავდექი და ფრთხილად შევანჯღრიე, დაწითლებული თვალებით ამომხედა, უეცრად ხელი გაშალა და ძლიერად ჩამიკრა გულში.
- მითხარი რომ არ გჯერა, მაშო.. გთხოვ - ამოიბლუყუნა და ჩემს კისერში ჩარგო თავი, გულმა ისეთი ძალით დამიწყო ფეთქვა, რომ მეგონა მთელ დედამიწას ესმოდა, რაც შემეძლო ხელები შემოვხვიე და თავზე რამდენჯერმე ვაკოცე.
- არ მჯერა ილო, არ მჯერა! შენთან ვარ - ძლივს წამოვაყენე და ლოგინისკენ წავიყვანე, მოწყვეტით დაეშვა, მაგრამ ჩემთვის ხელები არ გაუშვია, სხვებს ვანიშნე რომ გასულიყვნენ, ფეხზე გავიხადე შეძლებისდაგვარად და გვერდით მივუწექი, გაბრუებული იწვა და ჭერს უყურებდა.
- იცი? პირველად რომ მომწერეს რომ ყველაზე მაგარი ხარო, ჩემზე ბედნიერი ადამიანი ამ დედამიწაზე არ დაიარებოდა, მაქსიმალურად ვცდილობდი რომ ხალხის სიმპატია მომეპოვებინა და ჩემზე არასდროს არ ეთქვათ ცუდი, 21 წლის დავიწყე ჩემი კარიერა და ბედნიერებისგან ვცახცახებდი ქუჩაში რომ მცნობდა ხალხი, მიყურებდნენ, მიღიმოდნენ, ზოგიერთი სურათს ან ავტოგრაფს მთხოვდა, რაც უფრო იზრდებოდა მათი რიცხვი, მით უფრო ამაყი ვიყავი, რადგან ჩემს ასაკთან შედარებით მე იმაზე მეტს მივაღწიე, ვიდრე ჩემებს წარმოედგინათ, ახლა კი.. ასე სიმწრით აშენებული კარიერა, თავზე მენგრევა, თანაც ისეთ ასაკში, რომელშიც ყველაზე მეტად მჭირდება იმისთვის რომ ვიცოცხლო, რა გავაკეთო მაშო? როგორ მოვიქცე? რამდენი ვიწვალე რომ აქამდე მივსულიყავი, ყველაფერი გესმის? აი ყველაფერი ჩემს ირგვლივ ტრიალებდა, მაგრამ ერთხელაც არ ამვარდნია თავში!
- აბა ახლა, ვინ იყო რომ გადახნა მთელი დედამიწა.. - თავი წამოვყავი და შეკრული წარბებით დავაჩერდი.
- მე რაზე გელაპარაკები და შენ რას მახსენებ? - წამოჯდა და ხელები შემიშვა - გამხნევება მაინც არ იცი ადამიანის?!
- რა გაგამხნევო, ავდგები და სტრიპტიზს გიცეკვებ ახლა!
- თორემ კისრამდე ხარ ჩაცმული ხო? - ირონიული მზერა აატარა სხეულზე.
- ოოჰ, მე აქ გამხნევებ, გეხუტები და შენ იმაზე ფიქრობ როგორ ვზივარ კუპალნიკებში? იცი რა! არაფრის ღირსი არ ხარ! - ენა გამოვუყავი და ლოგინიდან გადავფოფხდი.
- არ გადაიკუზო მაინც ადამიანო, მე კაი, არ მიცოდებ…
- აბა ვინ უნდა შევიცოდო? - მივვარდი და მხრებში ჩავავლე ხელი.
- აიი, ეს სურათი - ხელით მანიშნა ვიღაც კაცის პორტრეტზე და სიცილი ამიტყდა.
- ეს რატომ გიკიდია ოთახში?
- მე რავიცი, მამიდაჩემმა დამიკიდა! ნახე როგორ გაყოლებს თვალს? რომ გადაიკუზე სურათიდან ამოხტა ლამის!
- შენ არ ამომიხტე მანდედან და არ მინდა არაფერიი.. - წავიღიღინე და სააბაზანოში შევვარდი ტანსაცმელებით ხელში.

***

ქვემოთ ჩავედი და ჯერ დალის მოვეხვიე, შემდეგ ნელიკოს, უკვე დაწყნარებულები იყვნენ და სამზარეულოში ფუსფუსებდნენ.
- აბა მითხარით რა უყვარს ყველაზე მეტად ილუშას?
- მანის ფაფა მაშო - ღიმილით მომახალა დალიმ და სახე მომეღრიცა.
- მანის ფაფა? - გავიმეორე რომ დამეზუსტებინა.
- ჰო, მანის ფაფა, იცი გაკეთება?
- როგორ არაა! - ხელი ავიქნიე - მაგაზე ადვილი საქმე რა არის? მაგრამ იქნებ სხვა რამეს უყვარს…
- ბორში!
- ბორშიიი? აა, ბორში ხოო.. - დავფიქრდი - ბორშს გავაკეთებ!
- ძალიან კარგი შვილო, გელოდებით მისაღებში, რომ იქნება მზად დაგვიძახე!
- აუცილებლად კაცო, აბა რა! - ამოვიგმინე და თავში ძლიერად შემოვირტყი ხელი - რომ არ შეგიძლია რაღაც მაშო, გაჩუმდი! რას მიგირბის ეს ჭარტალა ენა წინ? ბორში და დაგეცეთ, რა დაეცეთ? მეხი არ ჯდება, ბორში და დაგეცეთ კომში! საიდან გამახსენდა ახლა კომში? რა უბედურებაა! სამზარეულოა თუ ლაბირინთი? ეს კარი აქ საიდან გადის? ვაიმე მგონი გავეჩხირე, აუ ვერ გამოვდივარ, აუუუ! - წაკუზული ვიდექი და ვცდილობდი კარადიდან გამოვტეულიყავი.
- რამე ახალი ჰობი გაქვს? - ილიას ხმის გაგონებაზე შევხტი და თავი ავარტყი კარადას.
- ახლა შენ კომში კი არა მეხი დაგეცეს, მეხიი! - დავიკივლე და გამოკვეხება ვცადე.
- ხო გითხარი ამხელა რომ ხარ ვერსად ეტევი მეთქი, შენ კიდევ ამ ვიწრო კარადაში მოინდომე აკრობატობა…
- აკრობატობა იქნება, რომ გამოვალ და შემოგარტყამ ჰაერში!
- კაი მოდი გამოგაძვრინო - წელზე მომკიდა ხელი და უკან დამქაჩა მაგრად.
- ვაა, ნახე შენ! როგორ მიხვდი ილუშ? უკან უნდა დამქაჩოო? მე წინ მივდიოდი! იდიოტო, გამომიყვანე ნელ-ნელა!
ძლივს გამოვფორთხდი იქედან და გაპუტულმა დავჯექი იატაკზე.
- ვაიმე რა საყვარელი ხარ მაშუნაა! - ლოყაზე მომეფერა მომღიმარმა.
- ვაიმე რა საყვარელი ხარ მასუნაა - გამოვაჯავრე და ენა გადმოვაგდე - შენ სისაყვარლის არაფერი გეტყობა! გაპუტულ კატას უფრო გავხარ!
- ვერ ამაგდებ მაშუნა, ვერა! - ღიმილით გადააქნია თავი.
- გადი ბორში იქეთ, ქშა - ხელი ავუქნიე და ფეხზე წამოვდექი - მოვინდომე მეც ამ დევის გახარება და ბორშიც გაკეთება, ბორში არა მაგრამ მე კი ვარ აგერ გაკეთებულიც და გამოკვეხებულიც! - ხელები ავიქნიე და სწრაფად გამოვეცალე იქაურობას.

***

სასადილოში ვიჯექით ყველა, ბორშს შევექცეოდით, რომელიც ჩემი მომზადებული არ იყო სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, გარეთ გუგუნის და ყვირილის ხმა რომ შემოგვესმა, ეგრევე წამოვხტით ფეხზე და შემოსასვლელისკენ გავიქეცით.
- რა ხდება? - დაცვის ერთ-ერთ წევრს მიმართა ილომ და ინტერესიანი მზერით მივაშტერდით.
- ჟურნალისტები მოვიდნენ, კითხვა გვაქვსო ბატონ ილიასთანო…
- გამოვალ ახლავე! - ამოიგმინა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა ეზოში შემოსასვლელი კარისკენ.
- მოიცა ილო, გამოგყვები - ღიმილით ავედევნე უკან და მანაც ძლივს შესამჩნევად დამიქნია თავი.
- ბატონო ილია, რა კომენტარს გააკეთებდით დღევანდელ სიახლეზე?
- სიმართლეა ეს ყველაფერი?
- რა გაკავშირებდათ იმ გოგოსთან?
- ამბობენ რომ სასურველი სასიძო აღარ ხართ არავისთვის
- არავინ აღარ გენდობათ
- სამაგალითო აღარ ხართ ხალხისთვის
- ნუთუ მართლა გაგექცათ საცოლე?
- თქვენზე უარი თქვეს, იმიტომ რომ მოძალადე ხართ?
- ეს ყველაფერი მართალია?
აქეთ-იქედან არ წყდებოდა კითხვები, კომენტარები, ზოგიერთი ზიზღი, ზოგიერთი კი სიბრალულით უყურებდა, ყელში წამიჭირა თითოეულის თვალებმა, თითოეულის სიტყვამ, ილიასადმი დამოკიდებულებამ, მინდოდა თითოეული მეთრია თმებით, ილო მთელი სხეულით დაიძაბა, ხელი აუკანკალდა და თვალები ჩაუწითლდა გაბრაზებისგან, ხელი მოვკიდე და სწრაფი ნაბიჯებით შევიყვანე შიგნით, კარები ზურგს უკან დავხურე და მთელი ძალით მოვეხვიე.
- მაშო..
- ჩუ, დამშვიდდი! ყველაფერი მოგვარდება გპირდები, ყველაფერი კარგად იქნება - შუბლზე ვკოცნიდი და მთელი ძალით ვუჭერდი თითებს - გთხოვ ნუ ნერვიულობ, ყველაფერი მოგვარდება!
- არაფერი არ მოგვარდება მაშო, დავკარგე ყველაფერი, ცოტახნის წინ დამირეკეს ერთ-ერთი კონტრაქტის წარმომადგენლებმა, შემდეგ თვეში ვიწყებდით გადაღებებს და უარი მითხრეს, გესმის? - პატარა ბავშვივით ამოიტიტინა და მხარზე დამადო შუბლი - მაშო რა ვქნა?
- ყველაფერი კარგად იქნება!
- მაშო..
- ყველაფერი კარგად იქნება! გპირდები ილო - მაგრად ჩავეხუტე და ისე წავედით სახლისკენ.

***

3 დღე არ წყდებოდა ჟურნალისტების “თავდასხმა”, იდგნენ ილიას კარებთან და ათასგვარ სისულელეებს ლაპარაკობდნენ, ჭკუიდან გადადიოდა ილო, ვერაფრით ვაწყნარებდით, გარეთ გასვლა და ყველასთვის სასწაულის გაკეთება უნდოდა, იმუქრებოდა, ხან ჩუმად იჯდა, ხან კუთხეში იყო მიყუჟული და სახე ხელებში ჩაერგო, შიგადაშიგ ღრმად ოხრავდა და ტკივილისგან ოდნავ იკლაკნებოდა, მთელი ქვეყანა მასზე ლაპარაკობდა, განსაკუთრებით ისინი ჭარბობდნენ ბრბოს, ვისაც ყველაზე მეტად შურდა მისი, მიკვირდა, როდესაც სხვა მსახიობები აკრიტიკებდნენ, იმის მაგივრად რომ მხარში დადგომოდნენ, სიმწრის ღიმილი გადაჰკრავდა სახეზე ილიას, თავს გადააქნევდა და ისევ მის ოთახში ადიოდა.
უძილობისგან თვალები შეშუპებული და ჩაწითლებული ჰქონდა, ვაკო და გეგა მუშაობდნენ ყველაფერზე, მაგრამ ძალიან ბევრი ამბობდა დახმარებაზე უარს, არავის უნდოდა რომ მოძალადეს დახმარებოდა.
გაბრაზებულმა ამოვიგმინე, კიდევ ერთხელ რომ ჩამოვიდა ყავის დასალევად, წინ გადავუდექი, ჭიქა დავადებინე, ხელი ჩავკიდე და ზემოთ ავიყვანე, მორჩილი ბავშვივით მომყვებოდა, თავდახრილი, ჯერ კიდევ აურეველი საწოლიდან გადასაფარებელი გადავწიე და ვაიძულე რომ დაწოლილიყო, ფეხზე გავიხადე და გვერდით მივუწექი, პატარა ბავშვივით მოვიმწყვდიე მკლავებს შორის და ფრთხილად დავიწყე სიმღერა, ჩემთვის ვღიღინებდი და ვცდილობდი რომ მკლავებით როგორმე მისგან ეს ტკივილი გამომესრუტა, როგორმე შემძლებოდა მისთვის ამ სიმძიმის შემსუბუქება.
ცოტახანში ჩაეძინა, დაღლილობამ თავისი ქნა და პატარა ბავშვივით ფშვინავდა, შუბლზე ვაკოცე და თვალები დავხუჭე მეც, ნელნელა შემომეპარა ძილი და თავი წამართვა.
რომ გამომეღვიძა დაბნელებული იყო, ილო ჩემს გვერდით იწვა და ჭერს იყო მიშტერებული, მისკენ მივიჩოჩე და ლოყაზე ნაზად ვაკოცე, ტუჩის კუთხეში ოდნავ აუხტა ღიმილი, შემდეგ გადმომხედა და ლოყაზე მომეფერა.
- მადლობა!
- გეტყოდი კარგს… - ამოვიზუზუნე და წამოვდექი.
- რაც გინდა ის მითხარი აწი… - სევდიანად გაიღიმა და მეორე მხარეს გადაბრუნდა, გაბრაზებულმა შევუბღვირე მის ზურგს და იქვე ტახტზე ჩამოვჯექი, თავი მტკიოდა ამდენი ფიქრისგან, რა შეიძლება გამეკეთებინა მისთვის, როგორ მოვქცეულიყავი რომ ოდნავ მაინც შემემსუბუქებინა ეს მდგომარეობა, შემეძლო კი რაიმეთი დახმარება, შუა ღამე იყო, უეცრად რომ წამოვხტი ფეხზე იდეით გახარებულმა და ტაში შემოვკარი.
- ზუსტად! აი ეგ არის რაც მჭირდება! - ღიმილით მივუახლოვდი ლოგინს და მის გვერდით დავწექი, გული შემეკუმშა, როდესაც სწრაფად გადმობრუნდა ჩემკენ და ხელები მომხვია, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ჩემი მიახლოვება იგრძნო.

***

დილით ადრე გავიღვიძე, ჩემი ღია ვარდისფერი კაბა ჩავიცვი, თმები მაღლა ავიწიე, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და დაველოდე როდის გაიღვიძებდა.
როგორც კი თვალები გაახილა, ამოიგმინა, საწოლზე წამოჯდა და თვალები მოიფშვნიტა, შემდეგ გაკვირვებულმა შემომხედა და თვალები ჭყიტა.
- რა ხდება? გამოფენაზე გაჰყავხარ ვინმეს, თუ რატომ ხარ ასე გამოპრანჭული?
- ადექი, შარვალი და პერანგი ჩაიცვი, ქვემოთ დაგელოდები - ცხვირი ავიბზუე მის კომენტარზე და ოთახიდან გამოვედი.
რამდენიმე წუთში ჩამოვიდა პერანგის სწორებით.
- აბა? რა ხდება მიტაცებ?
- მივდივართ, დაცვის ბიჭები გავაფრთხილე, უკანა კარიდან გაგვაპარებენ!
- და ესენი რატომღა მოდიან? მეგონა მხოლოდ ჩვენ ვიქნებოდით - წარბები ამითამაშა და თმები გაისწორა.
- გაიგებ!
- სად მიგყავარ მეტყვი? ისე იცი, მოძალადეების ცოტა მეშინია, იმედია რამეს არ მიპირებ, მაინც, ცოლს ხო უნდა ჩავბარდე - მაიმუნობას აგრძელებდა მანქანაში.
- სად წამიხვალ! - ირონიულად გავუღიმე და დავინახე როგორ შეეცვალა სახე.
- აქ რა გვინდა?
- გადმოდი!
- ჟურნალისტები არიან! - დამიღრინა და უფრო ქვემოთ ჩაცურდა.
- გადმოდი მეთქი! - მანქანიდან გადავედი და დაველოდე როდის მოიკრებდა ძალას რომ გადმობობღებულიყო.
ჟურნალისტებს შორის ამაყად გავიარე და პირდაპირ პატარა შენობაში შევედით.
- რას მიპირებ ამდენი ხალხის წინა.. მოიცა, ეს რა?
- გამარჯობა ქმარო, დროა ხელი მოვაწეროთ!
- მომისმინე, მე შენ მხოლოდ ერთხელ გაკოცე, შენ კიდევ დაიწყე ფიქრი სად რას გააკეთებ და როდის მოგიყვან ცოლად? - აღშფოთდა - მე უბრალოდ გაკოცე! გესმის? გოგოებთან ისეთები მიკეთებია და შენ უბრალოდ გაკოცე, არც კი მჯერა, ნუთუ?! მაშო, არ გადამრიო, ამას რატომ აკეთებ? ვეტყვი იმ შენს საქმროს რომ ჩემზე არ გიკოცნია, ნუ გეშინია დაგიცავ, თუ რამეს გეტყვიან! - ჩემი სახე თითებს შორის მოიქცია და თავის ქნევით მარწმუნებდა, თვალები ავატრიალე და ხელები მოვიშორე.
- დროზე მოვაწეროთ ხელი!
რამდენიმე წუთი ვუსმენდით ქალის ლაპარაკს, შემდეგ ტრადიციული კითხვა დაგვისვა, ღიმილით დავუქნიე თავი და ილიკოს გადავხედე, რომელიც დაბნეული მიყურებდა, გამოსაფხიზლებლად პირდაპირ ქუსლი დავარტყი ფეხზე, ამოიგმინა და სიმწრით მოიკვნიტა ტუჩი.
- თანახმა ვარ, მეც - კბილებს შორის გამოცრა და ნაზად გაუღიმა ქალს.
- დღეიდან ცოლქმრად გაცხადებთ! - ღიმილით გვამცნო ქალმა და მეც ვითომ გავიბადრე.
- რა მასკარადია ეს? ან ეს ჟურნალისტები რატომ გვიღებენ ასე? - მიღრენდა და თან ღიმილით უყურებდა კამერებს.
- უკან ნახე რა მაქვს, ზურგზე
- სად? - გადაიხარა უკან და დაკვირვებით დამიწყო თვალიერება.
- რამე ხომ არ მაქვს?
- არა, არაფერი, რატომ? - დაბნეულმა გადმომხედა.
- არა ვიფიქრე ბედნიერებისგან ფრთები ხომ არ ამომდის მეთქი! - დავეჭყანე და შემდეგ ნაზად გავუღიმე - არ მაკოცებ ქმარო?
- ჯერ არ დავქორწინებულვართ და უკვე ძალადობს! - თვალები აატრიალა და მოწყვეტით მაკოცა ტუჩებში.


***

გარეთ რომ გამოვედით ერთი იმდენი ჟურნალისტი დაგვხვდა რაც მოსვლის დროს იყო, ღიმილით შევერიე მათ ილიაზე ხელჩაკიდებულმა.
- მართლა რომ ილია ბაგრატიონზე იქორწინეთ? ეს თქვენი გადაწყვეტილება იყო, თუ გაიძულათ? - ღიმილით ვუსმენდი მათ შეკითხვებს, როდესაც ერთიანად შეწყდა ყველას ხმა, საუბარი დავიწყე.
- რამდენიმე დღის უკან ილიას სახლთან რომ მოხვედით, კარგად მახსოვს ამბობდით რომ არავინ გაყვებოდა ცოლად, რადგან მისი რეპუტაცია შელახულია და თქვენ მართლაც გჯერათ რომ ილია ამ ყველაფრის გამკეთებელია, მე არ მჯერა, არც არასდროს დავიჯერებ ასეთ სისულელეს იმ ადამიანის შესახებ, რომლის გვერდითაც ძალიან ცოტა დრო გავატარე, მაგრამ მიუხედავად ჩემი ბავშვური საქციელების, ერთხელაც არ აუწევია ჩემზე ხმა, ერთხელაც კი არ გამოწეულა ზედმეტად და არ უსარგებლია სიტუაციით, ვერავინ დამაჯერებს რომ ის ფოტოები ნამდვილია, მე ვხედავ ნამდვილ ილიას, ის სუფთაა, ის ყველანაირად პატიოსანი ადამიანი, მას არ შეუძლია ცუდის გაკეთება, ვერასდროს ვერ შეძლებს ქალს მიაყენოს ზიანი, ვერასდროს ვერ შეძლებს ვინმეს აწყენინოს გამიზნულად, შეუძლებელია ის ადამიანი ვინც ფოტოებზე აღბეჭდილი და ეს ადამიანი ერთი და იგივე იყოს! მე ილიას გავყევი ცოლად ჩემი ნებით, მე გავაკეთე ეს იმიტომ რომ მე ვენდობი მას, ყველაზე მეტად, საკუთარ თავზე მეტადაც ვენდობი ილია ბაგრატიონს, ის ღირსეული ადამიანია, მე მჯერა მისი და გპირდებით, ზუსტად 1 კვირაში, მთელი ქვეყნის წინაშე დავამტკიცებ რომ ილია ბაგრატიონი დამნაშავე არ არის, პირიქით, ის სულ სხვა ადამიანია და გპირდებით რომ ახლა, თქვენს თვალებში გამოხატული ზიზღის მაგივრად, სინანულს დავინახავ! რადგან მე მჯერა, თავიდან ბოლომდე მჯერა და ერთი პროცენტიტაც არ მეპარება ეჭვი მის კაცობაში! - ილიას გადავხედე, რომელსაც მთელი სხეული უთრთოდა და ხელს ისე ძლიერ მიჭერდა რომ ცოტაც და შემოეფშვნებოდა, მეყრდნობოდა, მთელი სხეულით მეყრდნობოდა და ვგრძობდი რომ მისთვის ძლიერი კედელი ვიყავი, რომლის იმედიც სულ ცოტახნის წინ გაუღვივდა და მთელი არსებით მომენდო, გავუღიმე და ისევ კამერებს მივუბრუნდი - მიცნობდეთ! მე ვარ ადამიანი, რომელმაც არ ჰკრა ხელი ილია ბაგრატიონს და მთელი მისი ცხოვრება აჩუქა, რადგან ის უდანაშაულოა! მე ვარ ის გოგო, რომელიც ცოლად გაყვა, რომელმაც მისი ცხოვრება მიუძღვნა და ის ვინც ბოლომდე დაიცავს მის ღირსებას! - როგორც კი დავასრულე სათქმელი, ჩვენი ხელები მაღლა ავწიე და კამერებს დავანახე თუ როგორ გვეჭირა ერთმანეთი, შემდეგ ერთად დავიძარით მანქანისკენ და ამ დღეს, მთელი კვირის განმავლობაში პირველად ვნახე ილია სიამაყისგან გაბადრული და თავაწეული, მოდიოდა ჩემ გვერდით ისე, თითქოს ისევ ტრიალებდა მის ირგვლივ სამყარო, ისევ ისეთი პოპულალური იყო როგორც ადრე, მე შემეძლო ამის გაკეთება და აუცილებლად გავაკეთებდი!

***

ლეო

- ლეო სად მივდივართ? - მოთმინებიდან გამოსულმა ლენკამ მთელი ძალით მომიჭირა თითებზე.
- კახეთში
- კახეთში რა გვინდა?
- ვიქირავე სახლი და იქ მიმყავხარ, სანამ ჩემი ცოლი არ გახდები, არ გამოგიშვებ!
- ისე დაგთანხმდებოდი აწი.. - დაბნეულმა მომაშტერდა და წარბები მაღლა აწკიპა.
- მერე ვერ მითხარი აქამდე? - გაბრაზებულმა გადავხედე ვითომ და მანქანა გზიდან გადავიყვანე - რას მოგყავდი ამხელა გზაზე? დავბრუნდეთ უკან!
- არა, არა, არ მოგყვები მე - გაიღიმა და უცებ დაასერიოზულა სახე - აღარ მივდივართ? - რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ გადმომხედა, ღიმილით ვუყურებდი მთელი ამ დროის განმავლობაში.
მისკენ გადავიწიე, მუხლებს ქვემოდან ამოვდე ხელი და კალთაში გადმოვისვი.
- რას, რას აკეთებ? - გაფართოებული თვალებით მომაშტერდა და მისი ლამაზი თვალები დამიბრიალა.
- რას ვაკეთებ? - მის ტუჩებთან მივიწიე და გამომცდელად შევხედე თვალებში, დაბნეული მიყურებდა და ცდილობდა როგორმე კანკალი დაემალა.
- ჰო .. რას … რას აკეთებ! - ძლივს შეაკოწიწა სიტყვები და ყელი მოიღერა, კისერში დავუტოვე სველი კოცნა და მისი სურნელი შევისრუტე.
- რა კარგი სურნელი გაქვს! - კისრიდან ნიკაპზე გადავინაცვლე და იქ დავუტოვე სველი კოცნა.
- შენც .. შენც კარგი სურნელი გაქვს - ამოიბლუყუნა და მხრებზე მომეჭიდა, წელზე ხელი უფრო მჭიდროდ მოვხვიე და ძლიერად ავიხუტე გულმკერდზე, ისე რომ ინერციით პირდაპირ ტუჩებისკენ დაიძრა, სწრაფად მოვიქციე მისი ფაფუკი ტუჩები ტუჩებს შორის და მთელი გრძნობით დავეწაფე.
თავიდან არ მყვებოდა, მაგრამ შემდეგ ცდუნებას ვერ გაუძლო და ოდნავ გახსნა ბაგეები, მისგან წამომავალი სითბო მთელ სხეულში მივლიდა და თავს უბედნიერეს ადამიანად მაგრძნობინებდა, თითებს მთლეი ძალით ვუჭერდი წელზე და ვცდილობდი როგორმე ჩემი ემოცია გადამეცა, ძლივს მოვწყდი მის ტუჩებს, ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოვიქციე და მსუბუქად ვუკბინე.
- მეტკინა - ამოიკვნესა და თვალები ააფახულა, გამეღიმა და მოწყვეტით ვაკოცე ქვედა ტუჩზე.
- ჩემი გემრიელი, ჩემი პატარა გოგო - ტუჩები კიდევ ერთხელ დავუკოცნე და გაბრუებული სწრაფად გადავსვი მის ადგილას.

***

ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში ვზივარ და ლენკას სახეს ვაკვირდები, ისეთი ლამაზია, ისეთი უმწიკვლო, ისეთი მშვიდი და ბედნიერი სახე აქვს, საკუთარ თავს ვეკითხები მაქვს თუ არა უფლება რომ მოვუყვე სიმართლე? შემიძლია ასე ვატკინო გული?! ასე შევუცვალო ჩემზე წარმოდგენა, მაგრამ ვერ მოვიყვან ცოლად ისე რომ სიმართლე არ იცოდეს, თვითონ უნდა გადაწყვიტოს.
როგორც კი გათენდა მხოლოდ მაშინ ავდექი ტახტიდან, მთელი ღამის უძინარი ძლივს ვიდექი ფეხზე, მაგრამ ძილი არ მეკარებოდა ნერვიულობისგან.
- ლეო? არ გეძინა? - საწოლზე წამოჯდა ლენკა და თვალები მოიფშვნიტა.
- არა არ მეძინა..
- რა მოხდა?
- ლენკა მოწესრიგდი და რაღაც უნდა მოგიყვე..
- რა საჭიროა ლეო?
- გთხოვ, ისე ვერ ვიქორწინებთ, სიმართლე თუ არ გეცოდინება!
- კარგი, ახლავე დავბრუნდები!

7 თავი

მთელი ერთი კვირა ვცდილობდი გამერკვია ვინ იყო ის გოგო და რას წარმოადგენდა, ასე ბედნიერი რომ აცხადებდა ილია ბაგრატიონმა გამაუპატიურააო, თანაც არ ჩანდა არსად, აშკარად ზედმეტად კარგად იყო დაგეგმილი ეს ყველაფერი, გაბრაზებულმა ისე მოვაჯახუნე კარები რომ უკან მივიხედე ხომ არ ჩამოვიღე მეთქი, თუმცა კვლავ შეხებულ კარებში ილიას მომღიმარი სახე რომ დავლანდე თვალები ავატრიალე და კიბეებისკენ დავიძარი.
- მოიცადე რა! - მკლავში წამავლო ხელი და მისკენ შემაბრუნა, დაბნეულმა ავხედე და უკმაყოფილოდ გავაწკლაპუნე პირი.
- რა გინდა?
- კარგი რა მართლა, ცოლად მოგიყვანე და ერთი კვირაა თვალადაც არ მინახიხარ! - გაბუტულმა ამოიბუზღუნა და გულზე ამიკრა, გაოცებულმა გავშალე ხელები და თვალების ფახულით ავხედე.
- ჯერ ერთი! - ხელი ვკარი და რამდენიმე ნაბიჯით დაიხია უკან - მე მოგიყვანე ცოლად.. მეორეც, საქმე მაქვს! ხვალ უნდა დავამტკიცო რომ უდანაშაულო ხარ და ზედმეტად ნუ მიშლი ხელს! - თვალები დავუბრიალე და კიბეებისკენ წავედი.
თუმცა სწრაფად წამომეწია და მუცლით მსუბუქად მიმაჯახა მოაჯირს, თმები გვერდზე გადამიწია და კისერზე მომაკრა მისი მწველი ტუჩები.
- შენც ხომ იცი რომ არაფერი გამოვა, მაგრამ თუ ასე ძალიან გინდა.. - ყურში ისე ვნებიანად ჩამჩურჩულა საკუთარი სახელიც კი დამავიწყდა, ღრმად ამოვიხვნეშე და თავი უკან გადავაგდე - რა ვნებიანი ხარ რომ იცოდეე - ყურის ბიბილო ტუჩებს შორის მოიქცია და მსუბუქად მიკბინა - ჩემი ველური!
- ილო გეყოფა..
- რა მეყოფა? - ვნებიანად მეჩურჩულებოდა და თან ტუჩებს ნაზად მისვამდა კისერზე.
- გეყოფა მეთქი! - დავუღრინე და გვერდზე გავდექი, გვერდულად გადმომხედა ერთი ჩაიცინა და სწრაფი ნაბიჯებით გამეცალა.
ვუყურებდი იქამდე სანამ თვალს არ მიეფარა, მისი მოხდენილი სიარული იმდენად მომწონდა რომ თვალს ვერ ვწყვეტდი, ის ის იყო ოთახში შევიდა და მეც გამობრუნებას ვაპირებდი, უეცრად რომ შემობრუნდა.
- მაშოო!
- ჰა? - დაბნეულმა მივიხედე და მზერა გავუსწორე.
- შენი ფორმები უფრო კარგად ჩანს ამ ელასტიკებში, შეგიძლია ლიფიც აღარ ჩაიცვა ხოლმე - თვალი ჩამიკრა და აპილპილებული დამტოვა შუა დერეფანში. გაგულისებულმა მუშტი მოვიქნიე ჰაერში და სწრაფად ჩავირბინე კიბეებზე.
- როგორ გამიბედა?!

***

- მოხვედით ქალბატონო? - მისაღებში გოგო შემომეგება და დაბლა დახარა თვალები.
- შენს უფროსთან მინდა დალაპარაკება, თავის კაბინეტშია? - მკაცრად გადავხედე და მანაც ძლივს შესამჩნევად დამიქნია თავი, წელში გამართულმა გავიარე კაბინეტამდე გზა და ჩემზე მოშტერებული თვალები მაქსიმალურად დავაიგნორე.
- შებრძანდით - რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ გამოვიდა გოგო და კარებზე მიმანიშნა, მსუბუქად გავუღიმე და ოთახში შევედი.
- მაშო - როგორც კი ოთახში შევდივარ ყურებამდე გაღიმებულ მეგობარს მეც ვუღიმი და მისკენ ხელებგაშლილი მივდივარ.
- თამრო, როგორ მომენატრე - მთელი ძალით ვიკრავ გულში და ლოყებს ვუკოცნი.
- მეც ძალიან, რა ხდება? როგორ მიდის საქმეები? ახალი ამბავი გავიგე, ილია ბაგრატიონს გაყევი გოგო ცოლად? - სიცილით მეუბნება და თმებს ყურსუკან მიწევს.
- ხო გავყევი, მე მჯერა მისი - ვუღიმი და თითებს ნერვიულად ვიმტვრევ.
- მეც მჯერა მისი, უბრალოდ საჭირო მასალა არ მაქვს რომ მისი სიმართლე დავამტკიცო ხომ გესმის..
- ანუ რომ გქონდეს, გააკეთებდი ამას? - ვუღიმი გულდამშვიდებული და სკამზე ვსწორდები.
- რა თქმა უნდა, მთავარი რაიმე ჩავიგდო და ეგრევე გავაკეთებ რეპორტაჟს - დამამშვიდებლად მიღიმის და თითებს ნერვიულად აკაკუნებს მაგიდაზე - ისე საიდან იცნობ? - უცნაური მზერით მიყურებს.
- მისი მენეჯერი ვარ უკვე თითქმის ერთი თვეა
- და ასე კარგად გაიცანი?
- თამრო შენ რატომ გჯერა მისი? - კითხვაზე კითხვით ვპასუხობ და მზერას ვუსწორებ, იბნევა და ღრმად იწყებს სუნთქვას.
- მე..
- თამრო! - თვალებს ვუბრიალებ გაფრთხილების ნიშნად.
- ერთხელ დამეხმარა, მაშინ ძალიან მიჭირდა და.. ვიცი რომ ისეთი ადამიანი, რომელიც წაქცეულს ხელს არ კრავს, ეგეთ დაუცველ გოგონას მითუმეტეს არ მიაყენებდა ასეთ შეურაცხყოფას, თანაც შემდეგ ვმეგობრობდით, უბრალოდ სამუშაოს გამო დავიშალეთ - ანერვიულებულმა გამიღიმა და წყალი მოსვა.
- კარგი, კარგი, აქ სხვა საქმეზე მოვედი..
- რა საქმეზე მაშო? რამით შემიძლია დახმარება? - ეგრევე წამოიწია და მაგიდას ხელებით დაეყრდნო.
- მინდა რომ ამ ჩიპზე ჩაწერილი ვიდეო ისე გაუშვა რომ არ ნახო რა არის, შეგიძლია? - გავუღიმე და ჩიპი გავუწოდე - ვიცი რომ შენს გადაცემას ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს, მგონი მთელი საქართველო და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია
- რა თქმა უნდა, მაშუნა, შენ ოღონდ მთხოვე და ყველაფერს გაგიკეთებ! - ღიმილით მიკრავს თავს და ჩიპს მართმევს - რომ ვნახო მაინც?
- არა რა გთხოვ, მინდა რომ ყველასთვის სიახლე იყოს ეს ამბავი!
- ახლა არ მითხრა რომ ორსულად ხარ?! - გაოცებული აღებს პირს და ჩემკენ მოდის ხელებგაშლილი.
- არა თამრო, არა, რა ორსულად - ვიბნევი და სახეზე ვწითლდები.
- კარგი რა, მე კიდევ ტყუილად გამიხარდა?! - გაბრაზებულმა დააკვესა თვალები და მსუბუქად გადამეხვია.
- დაგტოვებ ახლა ჩემო ლამაზო, ძალიან ძალიან დიდი მადლობა - ლოყებს მაგრად ვუკოცნი და სწრაფი ნაბიჯებით გამოვდივარ კაბინეტიდან.

***

საღამოს ტელევიზორთან ვიჯექით, აქეთ იქედან დალი და ნელიკო მეჯდა და რაღაცაზე მეჭიკჭიკებოდნენ, მოჟამული სახით რომ ჩამოვიდა ილია და ჩვენს გვერდით დაიკავა ადგილი.
- რა გჭირს? - ღიმილით გადავჯექი მის გვერდით და თავი მხარზე ჩამოვედი.
- კარგი რა მაშო, გეყოფა ეს აფირისტობა! - დამიღრინა და გვერდზე გადაატრიალა თავი.
- ასე რატომ იქცევი?
- იმიტომ რომ აღარაფერი გამაჩნია და არ მჭირდება კიდევ ეს უაზრო სპექტაკლები, არ ვარ ხასიათზე! - შემომიღრინა და ბალიში ხელში შეათამაშა.
- ილუშაა - ხელზე დავექაჩე და ფეხზე წამოვაგდე.
- რა გინდა მაშო? - გაღიზიანებულმა მკითხა და ჩემი ხელი მისი მკლავიდან მოიშორა, გავბრაზდი და ხელი ავუქნიე.
- არ დამენახო! - გამწარებულმა გამოვცერი კბილებს შორის და კიბეებზე ავირბინე. ისე მინდოდა ერთი გემრიელად შემომერტყა, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი, არ მინდოდა მისთვის მოსალოდნელი ბედნიერება ჩამეშალა.
გაბრაზებულმა დავეხეთქე საწოლზე და სახე ბალიშში ჩავრგე.
გემრიელად ამოვიზმუვლე და თვალები ძლიერად დავაჭირე ერთმანეთს რომ ცრემლები შემეკავებინა.
რამდენი წუთი ვიწექი არ მახსოვს, მაგრამ კივილმა გამომიყვანა ძილბურანიდან და გაოცებულმა მოვიფშვნიტე თვალები.
- მაშოო! მაშოო - ღრიალებდა ილია და ვგრძნობდი როგორ მორბოდა კიბეებზე.
- რა მოხდა? - გაოცებულმა შევხედე ჩემს წინ მდგომს, რომელიც ყურებამდე იკრიჭებოდა.
- მე… იქ.. ხვდები? ანუ, ჩემი სიმართლე დაამტკიცეს! არ მჯერა, არ მეგონა თუ ვინმეს შეეძლო ამის გაკეთება, თამრომ გააკეთა, გესმის? - ემოციებისგან ხან თმებში იცურებდა თითებს, ხან კისერზე ისვამდა და თან დაბნეული იღიმოდა.
- რა? მართლა? - გავუღიმე და მაგრად მოვეხვიე - გილოცავ!
- მე.. ყველაფერი დავიბრუნე! - მაგრად შემომხვია თითები და გულში ჩამიკრა - როგორი ბედნიერი ვარ მაშო, როგორი ბედნიერი! - რაც შეეძლო ძლიერად მხვევდა ხელებს და შიგადაშიგ თმებზეც მკოცნიდა.

***

საწოლზე ვიწექით გვერდიგვერდ, ჩემს გულზე ედო თავი და ღრმად სუნთქავდა, თან თითებს ძლიერად მიჭერდა თითებზე და ვგრძნობდი როგორ იღიმოდა.
ბედნიერებისგან გაბადრული წამოჯდა საწოლზე და ტელეფონი შეათამაშა ხელში.
- ვაკო, ნახე სიახლე? - სიცილით ჩაილაპარაკა და რამდენჯერმე ჩამოისვა სახეზე ხელი.
- მეც მაგრად გამისწორდა! არ ველოდი, არადა მეგონა რომ ჩვენი გასაკეთებელი იქნებოდა ყველაფერი! - ღიმილით გააქნია თავი და ამოიოხრა.
- წავედი ახლა, გეგას დაურეკე და საღამოს გავიდეთ სადმე!
- კარგი! - ტელეფონი გათიშა და იქვე ტუმბოზე ჩამოდო.
- ისე.. - მომიბრუნდა და გამიღიმა, ყურადღებიანი მზერა მივაპყარი და ვანიშნე მითხარი მეთქი - მგონი ტყუილად გამომყევი ცოლად, მაინც თამრომ გაარკვია ყველაფერი! - ჩაიცინა და შუბლზე მაკოცა, ირონიულად გავუღიმე და ფეხზე წამოვდექი, რაღაც უნდა მეთქვა რომ დამასწრო - ჩავალ ქვემოთ, ყავას გავიკეთებ და ამოვალ, აქ იყავი! - გულუბრტვილოდ გაიცინა და სწრაფად გავიდა ოთახიდან.
ჩემი პატარა ჩანთა გადმოვიღე, თბილი მოსაცმელი ჩავდედა ღიმილით გამოვიხურე კარები.
- სად მიდიხარ მაშო? - მამიდები ამომიდგნენ გვერდით და ინტერესიანი მზერები მომანათეს.
- გავისეირნებ და მოვალ მალე - ღიმილით გადავეხვიე ორივეს და ლოყები დავუკოცნე.


***

ილია


ღიღინით ჩავიარე კიბეები და ბედნიერებისგან გაბადრულმა შევაბიჯე სამზარეულოში, სწრაფად მოვიმზადე მწარე ყავა, მაშოსთვის მისი საყვარელი ტკბილი და უკან გამოვბრუნდი, სანამ ავიდოდი ოთახში, იქამდე ჩემს მამიდებს მაგრად მოვეხვიე და ისე ავირბინე კიბეები. ოთახში შესულს არავინ რომ არ დამხვდა გამიკვირდა, ჭიქები სწრაფად დავაწყვე დაბალ მაგიდაზე და სააბაზანოსკენ დავიძარი, რამდენჯერმე დავაკაკუნე სანამ კარებს შევაღებდი, მაგრამ იქაც არავინ რომ არ დამხვდა სერიოზულად დავეჭვდი, ოთახიდან გამოვედი და კიბესთან მივირბინე.
- დალიი! ნელიკო! - ხმამაღლა დავიძახე და მოაჯირზე ოდნავ გადავიხარე.
- რა ხდება? - ნელიკო გამოვარდა ქოთქოთით და მაღლა ამოიხედა.
- სად არის მაშო?
- წავიდა! - შემომიბღვირა და უკან გაბრუნდა.
- რას ნიშნავს წავიდა? - ქვემოთ ჩავედი სწრაფად და ძლივს დავეწიე.
- რას ნიშნავს და იმას ნიშნავს რომ გაგიბრაზდა და წავიდა! ჩვენ არ ვიცით სად - მხრები აიჩეჩა დალიმ და ნელიკოს გადახედა.
- მითხარით სად წავიდა, ან რატომ გამიბრაზდა? - დაბნეულმა მოვიქექე თავი.
- იმიტომ რომ უთხარი ტყუილად გამომყევი ცოლადო..
- და რა ვუთხარი ტყუილი? - უფრო დავიბენი და სახემოღრეცილმა გადავხედე ორივეს, რომლებმაც ერთდროულად შემოირტყეს თავზე ხელი და თავის ქანქარით მაქციეს ზურგი.
- არ აქვს შენთან ლაპარაკს აზრი!
- რას ნიშნავს არ აქვს ჩემთან ლაპარაკს აზრი? რა ვუთხარი ტყუილი? - დავიღრიალე და ვიგრძენი როგორ ამიკანკალდა მთელი სხეული ბრაზისგან - ან რამ მოუარა ახლა? რა ხუშტურებია ეს?
- ილია! - დამიბრიალა თვალები ნელიკომ უცებ.
- მაინტერესებს, ან თქვენ რას დადიხართ მის კაპრიზებზე? გაბრაზდა და გაბრაზდა! სულ ნუ დამელაპარაკება! პატარა ბავშვი ხო არაა ამხელა გოგო?! - შევიღრინე, მანქანის გასაღები ავიღე და სწრაფი ნაბიჯებით გამოვედი სახლიდან.

***

კარგად შებინდებული იყო უკვე გარეთ, მანქანაში ჩავჯექი სწრაფად და ისე რომ არცერთის ყვირილს არ მივაქციე ყურადღება სწრაფად მოვწყვიტე მანქანა ადგილს.
თან გეგას და ვაკოს ვურეკავდი რომ კლუბში მოსულიყვნენ, ბრაზი ისე აწყდებოდა ვენებს რომ ლამის ჭკუიდან გადავსულიყავი, როგორც კი ბიჭები გავაფრთხილე, ტელეფონი ისევ შევათამაშე ხელში და ჩაფიქრებულმა დავხედე ეკრანზე გამოტანილ მაშოს ნომერს, ვერაფრით ვერ გადავწყვიტე დამერეკა თუ არა, ბოლოს სავარძელზე მოვისროლე და უფრო მივაჭირე გაზის პედალს ფეხი.
კლუბის წინ მოწყვეტით გავაჩერე მანქანა და სწრაფად გადავედი, ყურებამდე გაღიმებული ბიჭების დანახვისას თითქოს უზარმაზარი ლოდი მომეხსნა მხრებიდან და მაგრად გადავეხვიე ორივეს.
- რა გჭირს შე*ემა? - ეჭვნარევი მზერით მკითხა ვაკომ და თან კლუბში შეაბიჯა.
- არაფერი, მაშო გამიბრაზდა უაზრობაზე!
- რა უთხარი? ეტყოდი ახლა რაღაც *ლეობას და ატკენდი გულს, შენ ხომ ვერ ზომავ ვერაფერს! - თავი გააქნია დანანებით და ბარმენს ვისკი შეუკვეთა.
- ბიჭო რა უთხარი თქვი, რას ჩამოგვიჯექი აქ მოჟამული სიფათით? - გაბრაზებულმა დამკრა მხარზე ხელი გეგამ.
- არაფერი, ვუთხარი რომ ტყუილად გამომყევი ცოლად, თამრომ მაინც ყველაფერი მოაგვარა მეთქი
- აუ შენ მაგარი შ*გ გაქ ხო? ეგ რატომ უთხარი? გოგომ ყველაფერი გააკეთა რომ შენთვის ღირსება შეენარჩუნებინა და შენ რა *ლეობა დაუბრეხვე, აუ მთლად გამო*ირდი ბო*იშვილი ვიყო რა! - მხარი აიქნია გეგამ და წინ დადებული ვისკი ერთი გადაკვრით გამოცალა - ამის დედას რომ *ევეცი, ვერ ხვდები მაინც ეგ გოგო რამდენს აკეთებს? შეიძლება მაგარი დაბდურაა, მაგრამ მაგარი გოგოა ძმაო და შენ ასეთი *ირობებით მაგრად მიქარავ ერთ დღეს!
- კარგით რა, უბრალოდ ვეხუმრე! - გაბრაზებულმა ძლიერად მოვუჭირე თითები ჭიქას - ვეხუმრე, მან კიდევ არასწორად გაიგო!
- არასწორად გაიგო, იმიტომ რომ სი*ულად იხუმრე! - შემომიღრინა ვაკომ და იქვე მდგარ გოგოებს შეავლო მზერა.
- კაროჩეე რაა! - ხელი ავიქნიე და ვაკოს მზერა გავაყოლე თვალი.
- ეს თამრო არ არის ტო? - ოდნავ წამოიწია და თვალებით გაბურღა გოგო.
- ჰო, თამროა, შენს თვალს არასდროს არ გამოეპარება ამ გოგოს სიახლოვე არა?
- მაგრად გამისწორდა ეს ბარი რომ თქვი, სულ აქ დადის - მისდაუნებურად წამოცდა და ორი წყვილი გაოცებული თვალი რომ მიაშტერდა აბლუყუნდა უცებ - მე ისა.. რამდენჯერმე ვიყავი აქ და დავინახე! არაფერი პირადული - ვითომ არხეინად გადაწვა ბარზე, არადა ცალ თვალს მაინც აპარებდა მისკენ.
- წავალ მადლობას მაინც გადავუხდი! - თავი გავაქნიე ღიმილით და თამროსკენ დავიძარი.
სანამ მივიდოდი იქამდე დამინახა და ჩვეული ამაყი გამომეტყველებით დაიძრა ჩემკენ, თუმცა როგორც კი მომიახლოვდა ეგრევე გამიღიმა და მაგრად გადამეხვია.
- როგორ ხარ ილია?
- კარგად თამრო, შენ? - შევათვალიერე და გავუღიმე - რა კარგ ფორმაში ხარ გოგო!
- ვარჯიში დავიწყე, მეტყობა? - აციმციმებული თვალებით გადმომხედა - ძალიან კარგად ვარ, ერთი ცხოვრების პარტნიორი მაკლია და სავსე ვიქნები - გადაიკისკისა და ჩემს უკან გაუსწორა მზერა ვიღაცას, მეც უკან გავიხედე და ბარზე არხეინად გადაწოლილ ვაკოს გადავხედე, რომელიც ტუჩის კუთხეში გაპარული ღიმილით უმზერდა თამროს.
- არაუშავს თამრო, ვფიქრობ მალე იპოვი შენს მეორე ნახევარს - თვალი ჩავუკარი და ვეცადე დამაჯერებლად გამეღიმა, თუმცა ირონიულად უფრო ვიღიმოდი, როგორც ჩანს ჩემს სათქმელს მიხვდა და ოდნავ წამოწითლდა სახეზე, უხერხული სიტუაცია სიცილით გაფანტა და მხარზე ჩამომადო ხელი - მოგეწონა ვიდეო?
- მომეწონა, მინდოდა მადლობა მეთქვა, ძალიან ძალიან დიდი მადლობა თამრო დახმარებისთვის, ბიჭები აპირებდნენ ყველაფრის გამოძიებას, მაგრამ როგორც ყოველთვის შენს საქმეში შეუდარებელი ხარ! - მადლიერი მზერით გადავხედე.
- აუ აბაა, იმ ვიდეოს ჩართვას იმდენი წვალება უნდოდაა - გადაიკისკისა და თვალი ჩამიკრა, დაბნეულმა გადავხედე - მე კი არა, შენს ცოლს უმადლოდე, რა საყვარელია, როგორ მიყვარს იცი?! რამდენი იწვალა რომ ეგ ვიდეო მოეპოვებინა ვერ წარმოიდგენ! - მხიარულად დამკრა ხელი მხარზე და გამეცალა, გაშტერებული ვიდექი შუა კლუბში და თვალებდაუხამხამებლად ვუყურებდი მის ზურგს, ნელნელა აღწევდა მისი ნათქვამი სიტყვები ჩემამდე და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მდუღარეს მასხამდა ვიღაც სხეულზე, თითოეული სხეული ამეწვა გაბრაზებისგან, ჩემთავზე ვბრაზობდი, როგორ ვუთხარი ეს, მაგრამ მანაც დამიმალა სიმართლე, როგორ ვერ ვიფიქრე რომ ამ ყველაფერს მაშო გააკეთებდა?! ერთ ადგილზე მიყინულმა ძლივს დავიყოლიე სხეული რომ შევბრუნებულიყავი, გაგიჟებული მზერით მივედი ბიჭებთან და ვისკით სავსე ჭიქა სწრაფად გამოვცალე.
- რა მოგივიდა შე*ემა? რა გითხრა ასეთი? - წამოიწია გეგა ჩემს შეშლილ სახეზე.
- მაშოს გაურკვევია ყველაფერი - ბინდგადაკრული მზერა მივანათე და აკანკალებული ხელებით კიდევ ერთხელ გავუწოდე ბარმენს ჭიქა.
- რა? მოიცა.. არაა? აუ რა შ*გ გაქვს, შენ ხომ არ გამო*ლევდი ბიჭო? რა ვისკი, რა ჭიქა, ააჯ*ი ახლა აქედან და მიდი მაშოსთან დროზე! - დამიღრიალა გეგამ და ფეხზე წამომაგდო ძალით, ჯერ დაბნეულმა შევუბღვირე, მერე გამოვფხიზლდი და სწრაფად დავუქნია თავი.
- ხო, ხო წავედი! - ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელმა გამოვიქეცი იქედან და სწრაფად ჩავჯექი მანქანაში, ვერ ვხვდებოდი ჩემს ირგვლივ რა სიტუაცია იყო, მაგრამ ვგრძნობდი როგორ ცვლიდა ირგვლივ ყველაფერს მაშო.

***

ვერაფრით ვერ მოვიფიქრე სად იქნებოდა, გაბრაზებულმა ჩამოვდე თავი საჭეზე და ღრმად ამოვიოხრე, არც მისი საყვარელი ადგილი არ მახსენდებოდა, არც არაფერი. ტელეფონი მოვიმარჯვე და ასეთი დროის მიუხედავად მაინც ავკრიფე ლეოს ნომერი.
- გისმენ! - მოგუდული ხმით მიპასუხა და ოდნავ შეშფოთებაც გაერია ხმაში.
- შენი და გავაბრაზე, არ ვიცი სად წავიდა და იქნებ მითხრა სად შეიძლება იყოს? - ძლივს მოვუყარე სიტყვებს თავი, ყურმილის იქეთ ჩუმი ჩაცინება გავიგე.
- ლუკა პოლარეში იქნება!
- მაინც და მაინც იქ რატომ?
- გაბრაზებულზე უამრავ ნაყინს ჭამს! - გადაიხარხარა და ტელეფონი გამითიშა.
- ორივე და-ძმა ერთნაირი გიჟია, ის კი არა რატომ გააბრაზე ჩემი დაიკოო! - დავიღრინე და სწრაფად დავქოქე მანქანა.
რამდენიმე ფილიალში ვიყავი, ვერსად რომ ვერ ვნახე ბოლოს აღმაშენებელზე გავაჩერე მანქანა და შენობისკენ დავიძარი, შესასვლელიდანვე დავინახე რომ იქ იჯდა, წინ უამრავი ჭიქა ეწყო და ღიმილიანი სახით მიირთმევდა შემდეგ ნაყინს, რომელსაც უცნაური ფერი ჰქონდა.
რამდენიმე წინადადება დავალაგე რომ ბოდიში მომეხადა და შეგულიანებულმა შევაბიჯე შიგნით.
ყველამ ჩემკენ გამოიხედა, გოგოები როგორც ყოველთვის დაფაცურდნენ, მობეზრებულად გადავაქნიე თავი და უამრავ კოლოფში ჩამჯდარ მაშოს მივუახლოვდი, რომელმაც საერთოდ არ შეიმჩნია ჩემი არსებობა.
- მაშო… - ფრთხილად მივმართე ისტერიკის მოლოდინში, გაღიმებულმა რომ ამომხედა ოდნავ შევცბი და დაბნეულმა მივაშტერდი.
- მოხვედი? სად იყავი ამდენი ხანი? ნახე შენს ლოდინში რამდენი ნაყინი შევჭამე, რომ გავსუქდე? - გაიცინა და კიდევ ერთი ლუკმა გაიქანა ყბისკენ.
- მაშო არ მიბრაზდები?
- რატომ უნდა გაგიბრაზდე? - წარბები შეკრა და ისე ამომხედა.
- მე დღეს რომ გითხარი..
- რა მითხარი დღეს?
- არ გახსოვს?
- არა! - თავი გადააქნია და ღიმილით დააცქერდა მომდევნო ბურთულას.
- ეს ყველა შენ შეჭამე?
- არ მეტყობა ჯერ ხო?
- მაშო, მიბრაზდები? - კიდევ ერთხელ ჩავეკითხე და მისკენ გადავიხარე, უეცრად საშინლად ცივი და ბლანტი მასა რომ მომხვდა სახეზე, მივხვდი რომ უკვე მაპატია.
- აუ, შემთხვევით მომივიდა - ვითომ შეწუხებულმა დაიწუწუნა და ფეხზე წამოდგა - წავიდეთ სახლში, ოღონდ ჯერ გადაიხადე ძმა! - ხელი დამკრა მხარზე და კისკისით გავიდა შენობიდან, ძლივს ჩამოვიწმინდე ნაყინი და სალაროსკენ დავიძარი გაბრაზებულმა.

***

მაშო


მანქანაში ველოდებოდი ხელებგადაჯვარედინებული და აფოფრილი, ერთი სული მქონდა რაიმე იდეა მომსვლოდა თავში რომ საკადრისად გამემწარებინა.
მინიდან ვუყურებდი როგორ მოაბიჯებდა დინჯი ნაბიჯებით მანქანისკენ, უეცრად ორი გოგო რომ გამოვარდა და სწრაფად გადაუდგა წინ.
- შეიძლება ფოტო გადავიღოთ? - მათი წიკვინა ხმა უკვე მინაშიც კი აღწევდა, გაბრაზებულმა შევუღრინე სამივეს, მაგრამ უეცრად წითელი ამენთო თავში, თმები გავიწეწე, პომადა ოდნავ ავიცდინე ტუჩებს და მანქანიდან გადავედი ბანცალით.
- ილუუუშ! - შევყვირე და მანაც დამფრთხალმა გამოიხედა ჩემკენ - საყვარელო, რატომ დამტოვე? მერე რა თუ ლოთი ვარ? შენ ხომ გიყვარვარ! - მისკენ მივფორთხდი და კისერზე ჩამოვეკიდე - ნუ მმალავ ილუშ, ჩემი გიტყდებაა? - ისედაც ადღაპნილი ტუჩები ლოყაზე მივაკარი და კარგად გავუსვ გამოვუსვი, გოგოები გაბრაზებული მიყურებდნენ და ერთი სული მქონდა გადამეხარხარა.
- რა გჭირს მაშო? - ეჭვნარევი მზერით გადმომხედა და გოგოებს უხერხულად გაუღიმა.
- რას ნიშნავს რა მჭირს? - ცრემლები მომადგა თვალებზე ვითომ და ამოვისლუკუნე - მესმის რომ ცუდი ვარ, მაგრამ შენ ხომ ჩემნაირი გოგოები გიზიდავს? - თვალი ჩავუკარი და ტუჩებგაბზეკილმა მივიწიე მისკენ - გოგოებო იმედი არ გქონდეთ - თითი ისე გავაქნიე რომ ერთს კინაღამ თვალში გავარტყი, მაგრამ არ შევიმჩნიე - მე ვუყვარვარ ილუშას!
- შენ? - ამრეზით ამათვალიერეს და ხელი ჩაიქნიეს, ალბათ იფიქრეს გიჟიაო.
- ილუუშ უთხაარიი! - ყელი გამოვიწელე და ირონიული მზერა ვსტყორცნე, სანამ დამინახავდნენ - შენ ხომ კარგ გოგოებს იყენებ, ცუდებს კი შენთან იტოვებ? - ტუჩები გავილოკე და მოხრილი ფეხი მის ფეხზე ავასრიალე, ეგრევე შეეცვალა ფერი და ხელები დამიჭირა.
- მაშო, გეყოფა! - ძლივს შენარჩუნებული მშვიდი ხმით მითხრა და ვითომ ნაზად გამიღიმა.
- მიდი შემისვი კისერზე და აჩუ ცხენო გავაკეთოთ! - ჩემი იდეით აღფრთოვანებულმა წამოვიყვირე და ტაში შემოვკარი.
- რა აჩუ ცხენო მაშო, ნუ გამაგიჟე.. - სიმწრის სიცილი გადაერტყა სახეზე.
- რა, ჩვენ ხო ხშირად ვაკეთებთ აჩუ ცხენოს? ააა თუ აქ არ შეიძლება? - ვითომ ხმამაღლა ვუჩურჩულე და სიცილი ძლივს შევიკავე.
- ჩვენ წავალთ… - დაბნეულმა დაქაჩა გოგომ გაოგნებული დაქალი და სადღაც გაათრიალა.
ილია ისეთი თვალებით მომიბრუნდა, ვიცოდი რომ მაქსიმუმ მცემდა და მინიმუმაც მცემდა, ამიტომ სწრაფად გავიქეცი მანქანისკენ და შიგნით ჩავხტი.

***

- სახლში მივალთ და მოგივლი - აფხორილმა დაიკავა ადგილი და მანქანა სწრაფად მოწყვიტა ადგილს, როგორც კი სახლთან მივედით, მანქანა გაჩერებული არ იყო ისე გადავხტი და შიგნით შევირბინე, გულამოვარდნილმა მივკეთე კარები და შიგნიდან ჩამკეტით საგულდაგულოდ ჩავკეტე, არხეინად გავიშხლართე საწოლზე და გემრიელად გავიზმორე.
ნაბიჯებით ხმა როგორც კი მომესმა, ეგრევე წამოვჯექი საწოლზე და ირონიული მზერა გავუსწორე კარებს, მაგრამ კარების უცნაური ჩხარუნი არ მომეწონა, რატომღაც საკეტის გადატრიალების ხმას მივამსგავსე, დაბნეულმა მიმოვიხედე და ფეხზე წამოვხტი, ღია კარებიდან კი კარგად გამოჩნდა ილუშას ირონიული სახე, რომელიც 20 თეთრიანს ათამაშებდა ხელში.
- ვიცოდი რომ კარებს გადაკეტავდი, ამიტომ სათადარიგო “გასაღები” გამოვიყენე, ხურდა იქვე მიაგდო, კარები მიკეტა და ისევ გადაკეტა.
- ილო მომისმინე მე..
- რა დაბნეული ხარ მაშო? რა ხდება? - ღიმილით წამოვიდა ჩემკენ და კედელთან მიმიმწყვდია.
- მეე.. მეე… - ამოვიბლუყუნე და გასაქცევი გზის ძებნა დავიწყე, თუმცა ამაოდ.
- ხოო.. შენ… შენ.. ახლა დაისჯები! - ანთებული თვალები დამაშტერდა და ტუჩის კუთხე ოდნავ ჩატეხა - როგორ გააკეთე? - ოდნავ დაიხარა და ხელი მუხლს ქვემოთ ამომდო - ასე აასრიალე ფეხი არა? - მისი წელისკენ წაიღო ცალი ფეხი და ვიგრძენი როგორ გამაცია ტანში - მეორეც ვცადოთ მოდი! - მეორე მუხლს ქვემოთაც ამომდო ხელი და მეორე ფეხიც შემომადებინა წელზე - აი შენი აჩუ ცხენოც! - მის წელზე შემოხვეულმა, ინსტიქტურად შემოვხვიე ხელები კისერზე და დაფეთებულმა ჩავებღაუჭე მის მაიკას - თუმცა მე მარტო აჩუ ცხენო არ მაკმაყოფილებს - კედელზე ამაკრა და უფრო ახლოს მოწია მისი სახე, დაბნეულმა ავფართხალდი მაგრამ უშედეგოდ - მე უფრო სხვა რაღაცები მიზიდავს - ჩემს ტუჩებთან დაიჩურჩულა და ისეთი ძალით დამეტაკა რომ გამაჟრჟოლა, ელექტრონები ერთი მეორის მიყოლებით გაიშალა სხეულში და ვიგრძენი როგორ გადამირბინა რაღაც საოცარმა გრძნობამ მუცელში, გული ისეთი ძალით ამიფართხალდა რომ ვერაფრით ვერ მოვიფიქრე რა მექნა, ფრთხილად შემიცურა თითები თმებში და უფრო მისკენ მიმწია, თან ქვედა ტუჩზე ფრთხილად მომდო კბილი, რითაც კვნესა გამოიწვია და უფრო ანთებული თვალებით დამხედა - უბრალოდ ტუჩები გახსენი - ყურთან მიჩურჩულა და მის ნათქვამს ინსტიქტურად დავემორჩილე - როგორც კი ისევ ვიგრძენი მისი ტუჩები ჩემს გახსნილ ტუჩებზე, უარესად ავკანკალდი, თანაც ახლა უფრო თავისუფლად ვგრძნობდი მის ტკბილ გემოს და ჭკუიდან ვიშლებოდი ყოველ შეხებაზე - ასე უკეთესია - კოცნებს შორის ამოიხრიალა და ვიგრძენი როგორ გადამისვა ქვედა ტუჩზე ენის წვერი, საერთოდ გამოვეთიშე სამყაროს და სადღაც სხვა განზომილებაში გადავინაცვლე, მისი თითები ისეთი ცხელი და ისეთი ცივი იყო ამავდროულად რომ უარესად მაგიჟებდნენ, ხელი მაისურის ქვეშ შემიცურა და შიშველ წელზე ფრთხილად დამისვა თითის წვერები, გამაჟრჟოლა და უნებურად ავყევი კოცნაში - უეცრად მომშორდა, ჩაიცინა და ფრთხილად დამსვა ძირს - მგონი დღეისთვის გეყოფა ბავშვო! - თითები ტუჩებზე გადამისვა და გახევებული დამტოვა შუა ოთახში.

***

ერთი კვირა ისე გავიდა რომ თითქმის ვერ ვხედავდი, სულ გადაცემებში იწვევდნენ და უამრავ თემაზე ელაპარაკებოდნენ, ისეთი წარმოდგენა მექმნებოდა რომ ბოდიშს უხდიდნენ მათი სიტყვების გამო, ყველა რომ დაწყნარდა, ილიაც დაბრუნდა სახლში და უკან გეგა და ვაკოც მოყვა როგორც ყოველთვის.
- როგორ ხარ რძალო? - მაგრად გადამეხვია ვაკო და ლოყაზე მაკოცა - როგორც იქნა შეგვიძლია თავისუფლად დაგიძახოთ ის რაც გვსურს! - ტაში შემოკრა და ილიას გვერდით დაიკავა ადგილი, რომელიც ირონიულად მიყურებდა მთელი ამ დროის განმავლობაში. გეგამაც იგივე გაიმეორე და მთხოვა რომ მაგარი ყავა მიმეტანა მისთვის.
- კიდე პახმელიაზე ხარ შე*ემა? - ილომ ამოიღო ხმა და თან მე გამომაყოლა მწველი მზერა.
- ოო, ნუ შე*ეცი ახლა რა! - ხელი აიქნია და დივანზე გადაწვა, სიცილით გავაქნიე თავი და ყავის მოსამზადებლად გავედი სამზარეულოში.
რამდენიმე წუთში ნაბიჯებით ხმა გავიგე და შემდეგ როგორ შემომეხვია ზურგიდან ნაცნობი სხეული.
- ილო, რას აკეთებ.. - კანკალით ვუთხარი და დაბნეულმა გადავხედე, უცებ რომ გადამწია გვერდით და უჯრა გამოაღო.
- კოვზი მინდოდა - ცხვირწინ ამიფრიალა და გაბრაზებისგან სახე ამელეწა - რაიყო? - ვითომ შეწუხებული სახით შემომხედა და ტეფშიც გამოიღო - ნამცხვრებზე ვგიჟდები
- ცეცხლი დააყოლე და ნავთი! - ჩავიდუდღუნე და ყავის გაკეთება გავაგრძელე, მაგიდას მიეყრდნო და გემრიელად დაიწყო ნამცხვრის ჭამა.
- რა მითხარი, რა დააყოლეო? - ვითომ ვერ გაიგო და ცარიელი თეფში ჩემს გვერდით დადო.
- ცეცხლი დააყოლე და ნავთი მეთქი! - შევუღრინე და ცხელი წყალი ჭიქაში დავასხი, რამდენიმე წუთი მიყურა, სანამ ყველაფერს მოვრჩებოდი, ჯიუტად არ ვიყურებოდი მისკენ და წარბებ შეკრული ვურევდი ყავას. უეცრად ორივე ხელი დამიჭირა, მისკენ დამქაჩა და პირდაპირ გულმკერდზე ამაკრა, შემაკანკალა და ხელების განთავისუფლება ვცადე.
- ცეცხლი და ნავთი? - ტუჩის კუთხე ოდნავ აუხტა და ჩემს ტუჩებს შეავლო მზერა - შენ რაც გინდა ის უწოდე ამას.. - ისევ ისე დამეტაკა ტუჩებზე და ბოლოს კბილებიც მომდო ქვედა ტუჩზე - გემრიელი ნამცხვარი იყო, არა? - დაბნეულს აციმციმებული თვალებით გადმომხედა და ტუჩები გაილოკა - კიდევ ერთი ნაჭერი ხომ არ დავამატო?
- ამ მდუღარეს შეგასხამ! - გამოფხიზლებულმა დავემუქრე და ჭიქისკენ წავიღე ხელი. - მერე კოცნით მომირჩენ?
- ნუ გამიტუტუცდი
- რატომ? შეგიძლია ისეთ ადგილებზე შემასხა, სადაც ორმაგად სასიამოვნო კოცნა.. მაგალითად…
- გაჩუმდი - შევუღრინე და ჭიქას დავსტაცე ხელი - გამატარე! - ხელით გავწიე და ისეთმა ალეწილმა გავაბიჯე მისაღებში, გეგამ ჩაფიქრდა გამოერთმია თუ არა ყავა.
- რძალო ხომ კარგად ხარ?
- შენი ძმაკაცის ხელში ცუდად როგორ ვიქნები? - ირონიულად გავუღიმე და ტახტზე ჩამოვჯექი.
- ეგ ჩემი ადგილია - ეგრევე წამომადგა თავზე და ხელზე დამქაჩა გაბრაზებულმა.
- შენი იყო, ჩემი გახდა
- ხომ ა რგავიწყდება ტყუილად რომ გახდი ჩემი ცოლი? - ვითომ მაზოლზე დამაჭირა და ნიშნისმოგებით გადმომხედა.
- შენ როგორც ჩანს დაგავიწყდა თამრო რომ ნახე! - ენა გამოვუყავი და ირონიულად გავუღიმე, სახე წაეშალა და გაბრაზებულმა დამხედა.
- საიდან იცი?
- ოჰჰ, ილიკო! - თავი გადავაქნიე კისკისით და თვალი ჩავუკარი.
- ბავშვებო სადილი მზად არის, გელოდებით! - მეორე ოთახიდან გამოგვძახა დალიმ და მეც ღიმილით წამოვდექი.
- წამო ვჭამოთ ილუშა - მხარზე დავკარი ხელი და სასადილო ოთახისკენ დავიძარი.

***

- ილუშ გადაიღე სოკოს სალათა, იცი რა გემრიელია? - ღიმილით მივაწოდე, არადა მშვენივრად ვიცოდი რომ ვერ იტანდა.
- არა, მადლობა! - კბილებს შორის გამოცრა და ვითომ ნაზად გამიღიმა - არ მიყვარს სოკო!
- ოიჰ, როგორ დამავიწყდა - სახეზე ვიტკიცე ხელი და ირონიულად გავუღიმე.
- არაუშავს საყვარელო, ისეთი მომენტები გაქვს გაითიშე ალბათ და ჯერ კიდევ ვერ გამოხვედი მდგომარეობიდან - აფირისტულად მომიჭირა ხელი ხელზე, აპილპილებულმა გადავხედე და სიმწრისგან ტუჩები დავაშორე ერთმანეთს.
კარგად მივხვდი რაც იგულისხმა ვირმა!
- ვაიმე, ჩანგალი დამივარდა - შევიცხადე და მაგიდის ქვეშ შევძვერი, გაბრაზებულმა, ბავშვივით წავეტანე მის თასმებს და ერთმანეთზე გადავაბი, აი შენი ვნებიანი ღამეები, ბატონო ილიკო! შევუღრინე ფეხსაცმელებს და ვითომ არაფერი, ნაზი ღიმილით გავსწორდი სკამზე.
- იცოდე თვალს გადევნებ, რაიმე არ გააფუჭო! - ყურში ჩამჩურჩულა და ყურის ძირში მაკოცა.
- არა საყვარელო, მაგას როგორ ვიკადრებ! - ავუფახულე თვალები და კარგად გადავიღე ჩემი საყვარელი სალათა.
რამდენიმე წუთში ღიმილით დადო ჩანგალი და ბიჭებს გადახედა, ნამცხვარი გადავიღე თეფშზე და მათ პასუხს ინტერესით დაველოდე.
- მორჩით? - ორივემ უხმოდ დაუქნია თავი და წამოდგნენ, ილიამაც უკან გაწია სკამი და ღიმილით წამოდგა ფეხზე, მაგრამ წკაპ და გაიშხლართა იატაკზე.
- ვაიმე! - შევკივლე და მასთან მივვარდი - ილუშ კარგად ხარ? - სახეზე მოვუსვი კრემით დასვრილი ხელები კარგად მოვუსვი სახეზე, თან თითები თმაშიც შევუცურე კარგად რომ ამეზილა მის თმის ლაკში.
- რას აკეთებ მაშოო? - დაიღრიალა და კრემიანი თითები გამიკავა.
- აუ, არ მინდოდა! - დავიბუზღუნე და ეგრევე წამოვაყენე - ვაიმე ძალიან გტკივა? - ფეხი რომ დაიზილა, მისკენ დავიხარე, მაგრამ უხეშად გამწია და შემომიბღვირა - რა გჭირს ილო? ფეხი წამოკარი ხო? - დანანებით გადავაქნიე თავი და თან სიცილის შესაკავებლად ქვედა ტუჩზე ვიკბინე.
- ხო, წამოვკარი! - ირონიულად გამიღიმა და კიდევ გადადგა ნაბიჯი, მაგრამ ჯერ ხომ თასმები ხო უნდა გაეხსნა? დაბნეულმა შევხედე, შენელებული კადრებივით რომ გაემართა იატაკისკენ და პირდაპირ დაასკდა მეორეჯერ.
- რა გჭირს ბიჭო? - ამდენჯერად ნელიკო წამოდგა და მოგვიახლოვდა.
- ამის დედას რომ შე*ეციიი! რა ჯანდაბაა! - ჯერ კიდევ გაუგებრობაში მყოფმა წამოიწია და ადგომა სცადა, მაგრამ ისევ არ გაუშვა თასმებმა და აფართხალდა იატაკზე - ეს თასმები ვინ გადამიკრა? ვინ თუ არა მაშომ! - ხელები გაშალა და უკანალიდ დაჯდა იატაკზე, თან ცდილობდა თასმები გაეხსნა, გაბრაზებული და წარბშეკრული გამომეტყველებით აწვალებდა ფეხსაცმელს - შენ როგორც ჩანს არ მოგიხდა დასჯა! - დუდღუნებდა და ბუზღუნებდა ერთდროულად.
- ეს იმისთვის, ტყუილად რომ გყავარ ცოლად, რაღაცა მაინც ხომ უნდა გავაკეთო? - ყურში ჩავჩურჩულე და კისკისით გამოვედი ოთახიდან.

***

ძალიან გვიან გეგა და ვაკო რომ დავინახე მოსული, თვალები შუბლზე ამივიდა, გული უცნაურად ამიფართხალდა და სახეწაშლილმა მივაშტერდი ბიჭებს.
- აქ რა გინდათ? ამ შუაღამეს! - დაბნეულმა შევათვალიერე ორივე.
- არ შეიძლება რძალო?! - უხერხულად გამიღიმა გეგამ, ეგრევე მივხვდი რომ რაღაცას მიმალავდნენ.
- სად არის ილო? - კისერი წავიგრძელე და მათ უკან გავიხედე, მაგრამ სიცარიელის დანახვისას ისევ მათ გავუსწორე მზერა.
- ილო.. ილო აქ არ არის! - ალუღლუღდა ვაკო და ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი.
- აბა სად არის? - წარბწეულმა გადავხედე მოლუღლუღე ბიჭებს.
- აეროპორტში!
- იქ რა უნდა?
- გოგოს უნდა დახვდეს!
- ვინ გოგოს? - ახლა მე დავიბენი, ვიცოდი რომ არც და ჰყავდა გოგო და არც ბიძაშვილი.
- მის ყოფილ საცოლეს! - ერთხმად წამოიძახეს და შეშინებულებმა გამიღიმეს.

***

ლეო


- გისმენ! - მისი ნაზი ხმა სწრაფად შემომეხვია და ფიქრებიდან გამომარკვია, მისკენ შევბრუნდი და ძლივს გავუსწორე მზერა.
- 5 წლის უკან სანამ მონასტერში წავიდოდი, ჩვენს მშობლებს კარგად იცნობდი და იცი როგორი თბილი ოჯახიც გვქონდა.. არც ფული გვაკლდა და არც სახელი, ჩვენი გვარი ხშირად ტრიალებდა ცნობილი ბიზნესმენების გვარებს შორის, უდარდელად ვცხოვრობდით და არც ვიცოდი საერთოდ და არც მეგონა თუ უბედურება ოდესმე ჩვენს ოჯახსაც ეწვეოდა - ფეხზე წამოვდექი და სიგარეტს მოვუკიდე ნერვიულად - ერთ დილას დაგვირეკეს რომ თვითმფრინავი სადაც მამაჩვენი იჯდა ჩამოვარდა, სამწუხაროდ სცადეს იქ მყოფი მგზავრების გადარჩენა, მაგრამ თვითმფრინავი უეცრად აფეთქდა და მისგან არაფერი დარჩა თითქმის, დედაჩემისთვის ეს ამბავი სრული შოკი იყო, პირველი მე გავიგე და არც კი ვიცი როგორ მომიბრუნდა პირში ენა რომ ეს ყველაფერი მეთქვა! ეგრევე ინფარქტი მიიღო და საავადმყოფოში დავაწვინეთ, მე და მაშო აქედან მამას ვგლოვობდით, აქედან დედაზე ვფიქრობდით, 1 კვირა სრულიად გაუგებრობაში ვიყავით, რას არ გვეუბნებოდნენ, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რატომ გვახვევდნენ თავბრუს ასე, მისი ყველა პარტნიორი თავზე დაგვსტრიალებდა და ვითომ მხარში გვედგნენ, როგორც მერე მივხვდი, მამაჩემისგან საკუთარი წილები აიღეს და სიმწრით ნაშენები იმპერია, ერთ წამში დაგვაფშვნეს თავზე, დედა მაშინ ცუდად იყო და რაზე აწერდა ხელს არც კი იცოდა, მოატყუეს, ვითომ საკუთარი ჯანმრთელობის თანხის დასაფარად იყო ეს ყველაფერი, არადა დროზე ადრე დავფარე მისი ხარჯები.. ვხედავდი რომ უკეთესი მდგომარეობა ჰქონდა და ვცდილობდი როგორმე მამის დანაკლისი შემევსო, მაიძულა უნივერსიტეტში გავსულიყავი და მეც ავუსრულე თხოვნა, ოღონდ ის ყოფილიყო კარგად და ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი.. - აკანკალებული თითებით წლის მოვიქციე ტუჩებს შორის სიგარეტი და ღრმა ნაფაზი დავარტყი - დაახლოებით სამ თვეში გავიგეთ რომ ყველაფერი თავზე დაგვენგრა, მხოლოდ ბინის და აგარაკის შენარჩუნება შევძელით, ისიც იმიტომ რომ დედაჩემის სახელზე იყო ორივე და ძალიან მცირე წილის, რომელიც საჭმლის ფულს მოიცავდა თვიდან თვემდე, ამის გაგებისას დედაჩემს ხელმეორედ გაუმეორდა ინფარქტი და ისევ საავადმყოფოში წავიყვანეთ, თუმცა.. იმ დროს უკვე ექიმებმა გვითხრეს რომ თუ სასწრაფო ოპერაციას არ გავუკეთებდით, მოკვდებოდა, 1 თვის ვადა მომცეს და დაახლოებით 10000 დოლარი ჯდებოდა ოპერაცია, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ყველას მივმართე ვისაც კი შემეძლო, ისიც კი შევპირდი მთელი ცხოვრება თქვენთან ვიმუშავებ მეთქი, მაგრამ ყველამ უარი მითხრა, ბანკმა მხოლოდ ჩემი ისტორიის და იმის გამო რომ მამაჩემი დიდ ფულს მირიცხავდა თვიდან თვემდე არ იკმარეს, რადგან გაიგეს რომ მამაჩემი გარდაიცვალა და აღარავინ არ მყავდა გვერდით ფინანსურად ძლიერი, ჰაერში ვიყავი გამოკიდებული, სასწაულის იმედზე, ნია რომ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, არ ვიცი საიდან გაიგო ან საიდან მომაგნო, საავადმყოფოში მოვიდა.. შემომთავაზა რომ დეა და დანიელი დამეშორებინა და ამისთვის დედას მკურნალობის ფულს მომცემდა, ზუსტად 2 კვირა იყო დარჩენილი ვადის გასვლამდე და 1 კვირაში მოგცემო ფულს შემპირდა.. გამწარებულმა და ყველასგან მიტოვებულმა დავთანხმდი! - სახე ამელეწა იმ დღის გახსენებაზე და ძლივს გადავხედე ლენკას, რომელიც შეშლილი სახით მიყურებდა და თან თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე - არაკაცულად მოვიქეცი! არაკაცულად! - ოდნავ მოვიხარე და კისერზე ჩამოვისვი ხელი რომ ეს გრძნობდა, რომელიც მახრჩობდა როგორმე მომეშორებინა - დეასთან უნდა დამემყარებინა ჯერ კონტაქტი, მერე უნდა ეფიქრა რომ მომწონდა, ბოლოს უნდა მომეტაცებინა და მასთან ინტიმური კავშირი დამემყარებინა! - კბილებს შორის გამოვცერი და ტახტზე სახეწაშლილმა დავეყრდენი, თვალწინ დამიდგა ყველა კადრი და გამაჟრჟოლა - თან ფოტოები უნდა გადაგვეღო..
- შენ ამას არ გააკეთებდი - გატეხილი ხმით დაიჩურჩულა ლენკამ და ჩემკენ გამოიწია - თქვი რომ ეს არ გაგიკეთებია!
- ლენკა..
- თქვი მეთქი! - ცრემლები გადმოსცვივდა და მაისურზე ჩამებღაუჭა - თქვი ლეო!
- არ გამიკეთებია, მაგრამ არც დავაკელი, ისე მოვაწყვე რომ ვითომ ინტიმური კავშირი დავამყარე და ფოტოებიც გადავიღეთ, მაგრამ ის ყველაფერი ყალბი იყო, შემდეგ დეას ნამდვილი ვიდეო გავუგზავნე და იმით დაიჭირეს ნია..
- დედა? - დაბნეულმა შემომხედა - ნია არ მოგცემდა ფულს..
- იცი ცხოვრებაში როდის მოვიქეცი სწორად? დეას რომ არ დავუნგრიე ცხოვრება, რადგან როგორც კი დეა გავუშვი სახლში, ეგრევე დამირეკეს რომ დედა გარდაიცვალა..
- ანუ დროზე ადრე - დაბნეულმა ალუღლუღდა - დროზე ადრე გარდაიცვალა..
- ხო.. მათი უბედურება ჩემს კისერზეა, დედას გარდაცვალებაც, მე რომ დროზე მეშოვნა ფული… მე რომ დროზე გამეკეთებინა რაიმე და არა ასეთ არაკაცულ საქციელზე წავსულიყავი.. - ამოვიგმინე და სახეზე ხელები ჩამოვისვი - ლენკა ოდესმე შეძლებ ჩემნაირი არაკაცი შეიყვარო?!
- ამიტომ მკარი ხელი, როდესაც ჩამოვედი ამერიკიდან? - ცრემლიანი თვალებით დამხედა და ტუჩებზე თითები აიფარა.
- ლენკა არ გინდა გთხოვ..
- მე რომ ჩამოვედი დედა უკვე გარდაცვლილი იყო, შენ კიდევ მონასტერში აპირებდი წასვლას!
- ხო, მაგიტომ გკარი, იმიტომ რომ იქამდეც ნაჩხუბრები ვიყავით შენი წასვლის გამო, დაშორებულები ვიყავით და გამიადვილდა შენთვის იმის თქმა რომ აღარ მიყვარდი.. რეალურად კიდევ ყველაზე მეტად მჭირდებოდი!
- და მე არ ვიყავი..
- შენ არ იცოდი! არ იცოდი გესმის? - დავიღრიალე და მისი სახე თითებს შორის მოვიქციე - არ იცოდი ლენკა, მე შენ არ გადანაშაულებ, მე და შენ დავშორდით, შენ საზღვარგარეთ წახვედი და იმ დროში მოხდა ეს ყველაფერი, ჩემთვის გამოცდა იყო ეს, რომელიც ვერ ჩავაბარე! - აკანკალებული ტუჩებით ძლივს შევეხე და გულში ჩავიკარი - ოდესმე მაპატიებ, ლენკა?!
- გიფიქრია იმაზე რომ შენს ადგილზე სხვა რომ ყოფილიყო, სამუდამოდ რომ დაენგრეოდა ცხოვრება დეას? - აწყლიანებული თვალებით ამომხედა და ჩემს პასუხს დაელოდა.
- რა? ვერ მივხვდი
- გიფიქრია რომ შენს ადგილზე სხვა რომ ყოფილიყო რა მოხდებოდა?
- რა უნდა მომხდარიყო..
- ის რაც დაგავალეს, შენ გადაარჩინე ისინი, შენ დაიცავი იმ ყველაფრისგან რაც ემუქრებოდათ..
- მაგრამ მე.. თავიდან ხომ წავედი ამ ყველაფერზე?! - გაბრაზებულმა დავხედე - ნუ ცდილობ ჩემს გამართლებას!
- არ ვცდილობ, იმას გეკითხები რაც რეალობაა, რატომ იტანჯავ თავს? - მისი თბილი თითები შემახო სახეზე და მისკენ შემატრიალა - რატომ იტანჯავ თავს ლეო იმაზე, რაც არარსებულია?!
- მე დედა ვერ დავიცავი..
- შენ დედა დაიცავი.. უბრალოდ ასე იყო გადაწყვეტილი, შენ ვერ შეცვლიდი იმ ყველაფერს, უბრალოდ ნიას შემოთავაზებას რომ არ დათანხმებოდი და ისე გარდაცვლილიყო, ყოველთვის შეგაწუხებდა იმაზე ფიქრი რომ იქნებ გადაგერჩინა.. შენ მაქსიმალური გააკეთე!
- ლენკა!
- მიყვარხარ ლეო - ფეხისწვერებზე აიწია და მსუბუქად წამეტანა ტუჩებზე, წელზე მოვხვიე ხელი და კოცნაში ავყევი - ისეთი მიყვარხარ როგორიც ხარ, რადგან შეუდარებელი ხარ! - გამიღიმა და თლილი თითები თმებში შემიცურა - ჯვარს როდის ვიწერთ?
- შენ რა.. მაპატიე?!
- ლეო, მაკოცე! - გაიცინა და ტუჩები წინ გამოწია.
- ლენკა..
- ლეო, მაკოცე მეთქი! - შემიბღვირა და ისევ გამოწია ტუჩები, ღიმილით ვაკოცე და ვიგრძენი როგორ შემიხსნა პერანგის ღილები, მისი თითები როგორც კი ჩემს გულმკერდს შეეხო ეგრევე ავცახცახდი და უფრო მოვხვიე ხელი.
- კარგად დაფიქრდი ლენკა..
- ეს ყველაზე სწორი არჩევანია ჩემს ცხოვრებაში! - კისერში მაკოცა და ოხვრა ძლივს შევიკავე სიამოვნებისგან.
შემდეგ ფრთხილად წავიყვანე საწოლისკენ და ლოგინზე გადავაწვინე, მისი სხეულის დანახვისას ვნება მთელი ძალით მომაწვა ვენებში და გაუაზრებლად ვაკოცე ტუჩებში, ინიციატივას თვითონაც გამოხატავდა და საერთოდ მიბინდავდა გონებას, მთელი გრძნობით ავივსე მისით და ბედნიერება პირველად შემოიპარა ჩემს ვენებში ასე გახსნილად, კიდევ ერთხელ ვიგრძენი რომ ვცოცხლობდი, რომ ღირდა ცხოვრება და აბობოქრებულ გულს მისი სიყვარული მალამოსავით მოედო ზემოდან, ღიმილით ვუყურებდი მძინარეს და მის სუნთქვას ვითვლიდი, თითოეულს ვინახავდი და რაც შემეძლო უფრო და უფრო მაგრად ვხვევდი ხელებს.

***

მაშო

რას ნიშნავს მისი ყოფილი საცოლე ჩამოდის?! ტვინში ისე საშინლად გამიელვა ამ ფრაზამ რომ კინაღამ წავიქეცი, აზუზუნებულ ტელეფონს დავხედე და ძლივს გადავუსვი თითი ეკრანს.
- გითხრეს ბიჭებმა უკვე? - მხიარულად ჩამძახა ყურმილში და ერთიანად მოასკდა გაბრაზება სხეულს.
- მითხრეს! - არხეინად ვუპასუხე ვითომ და ჩავიცინე.
- მოვდივართ! - უფრო მხიარულად ჩამძახა, ვიგრძენი როგორ დამეჭიმა შუბლზე ძარღვი და ტვინში უამრავმა საშინელმა იდეამ გამიელვა.
- მოვდივართო? - გეგამ ამომხედა და ვაკომ ხელით ანიშნა გაჩუმდიო.
- მოვდივართო! ეს თქვენი საყვარელი სარძლოა? - ირონიულად გავუღიმე ბიჭებს.
- ყოფილი სარძლო, ისე ძალიან მაგარი გოგოა, გარეგნობითაც და ხასიათებითაც!
- მართლა? გილოცავთ! წავედი მე დავიძინე.. - გამოვბრუნდი და გაგულისებულმა დავიძარი კიბეებისკენ.
- სად მიდიხარ მაშო? ჩემი მეგობარი არ უნდა გაიცნო? - ილიას მხიარულმა ხმამ მეხივით დამიარა სხეულში და ადგილზე მიმაყინა, ცივად შემოვბრუნდი და კარებში ატუზულ წყვილს ირონიული მზერა მოვავლე. ეგრევე თვალში მომხვდა ამ გოგოს ლამაზი, გრძელი ფეხები, რასაც ოდნავ მაღალი ფეხსაცმელი და მოკლე შორტები უფრო ლამაზს უჩენდა, ტოპი, რომელიც მის ნავარჯიშებ მუცელს კვეთდა და ძალიან ლამაზი სახე, ვიმედოვნებდი რომ ხმა მაინც ექნებოდა წიკვინა, მაგრამ შევცდი, ისეთი ნაზი ხმით მომესალმა, ლამის მეც დავიფერფლე, ბიჭები წამოიშალნენ და შემოეხვივნენ, ცხვირი ავიბზუე და უკმეხად მივუგდე გამარჯობა.
- შენ ილიას ცოლი ხარ არა? - ღიმილით წამოვიდა ჩემკენ და გადამკოცნა.
- ჰო, ფიქტიური ცოლ-ქმარი ვართ! - ხაზი გავუსვი “ფიქტიურს” და ნიშნისმოგებით გადავხედე აპილპილებულ ილიას.
- უი, მე მითხრა ერთად ვართო?! - დაბნეულმა გადმომხედა, აჰა, გავარკვიე რაც მაინტერესებდა.
- უი, მართლა?! - შევიცხადე და ილიას გადავხედე - არ მეგონა საყვარელო ჩვენზე თუ საუბრობდი! - პირდაპირ წერტილში გავარტყი და დავინახე როგორ ჩაეღიმა.
- ჩემი ოთახი სად არის?
- ჩემი ოთახის გვერდით, ხომ გახსოვს?! - ილომ თვალი ჩაუკრა და მანაც ეგრევე დაუქნია თავი, როგორც კი წარმოვიდგინე რამდენი მომენტი ექნებოდათ იმ ოთახში გატარებული სისხლმა ტვინში ამასხა და სახე მომეღრიცა.
- საყვარელო დავიძინოთ? - მივმართე ილოს ირონიული ღიმილით და ისიც ჩემკენ წამოვიდა.
- ლიზაზუ, ხვალ შემოვივლით კიდევ შენს სანახავად! - ბიჭებმა გაუღიმეს და ხელი დაუქნიეს კიბეებზე მიმავალს, შემდეგ მე მომიბრუნდნენ და თვალი ჩამიკრეს - ხვალამდე რძალო! - საპასუხოდ მხოლოდ გავუღიმე და ისევ კიბეებზე მიმავალ გრძელფეხებას გავხედე.
“დავიჯერო არაფერი არ აქვს უარყოფითი?!” თითები ერთმანეთში ავხლართე ანერვიულებულმა და პირველად ვიგრძენი როგორ მომედო ეჭვიანობის ალი მთელ სხეულზე.

8 თავი

დაბოღმილმა ავიარე კიბეები და საძინებელში შევაბიჯე, უკან მომყვებოდა ილიაც, მაგრამ ირონიული გამომეტყველებით გადმომხედა რამდენჯერმე და ისე ამიარა გვერდი თითქოს იქ არც ვყოფილვარ.
მიხურულ კარებს ენა გამოვუყავი და ნერვიულად მოვიქექე თავი.
“ახლა რა გავაკეთო?”
“იქნებ ისევ უყვარს?”
კითხვები განუწყვეტლივ ტრიალებდა ჩემს თავში და სააბაზანოს კარს მიშტერებული, ერთ ადგილზე გახევებული ვიდექი იქამდე სანამ ილია არ გამოვიდა, პირსახოც შემოხვეული და ყურებამდე გაღიმებული.
ისევ ისე ამიარა გვერდი, გარდერობში სწრაფად შევიდა და იქედან ჩაცმული გამოვიდა.
- მე და ლიზაზუ სასეირნოდ ვაპირებთ წასვლას, ხომ არ წამოხვალ? - სადღაც შორიდან ჩამესმა ხმა და ასე მეგონა კისერში მოწოლილი ემოციები მალე დამახრჩობდა, როგორ შეეძლო ასე უტიფრად ეთქვა ეს ყველაფერი?!
- არა, მადლობა! - მკრთალად გავუღიმე ისე, თითქოს არაფერი მანაღვლებდა და სააბაზანოსკენ დავიძარი ღიღინით - ჰო, რომ გახვალ, შუქი ჩააქრე რა! - მოვბრუნდი რომ მისი რეაქცია მენახა, სახეზე ოდნავ გაკვირვება და გაბრაზება ჰქონდა გამოსახული, მაგრამ მალევე დაილაგა სახე და უხმოდ დამიქნია თავი.
არ ვიცი რამდენი წუთი ვიდექი ცხელი წყლის ქვეშ, მაგრამ აზრზე კარების მიჯახუნების ხმამ მომიყვანა, გაოცებულმა გადავკეტე ონკანი და სააბაზანოდან გამოვედი, პირსახოცი შემოვიხვიე და ოთახში გავფლატუნდი.
ილია იდგა შუბლშეკრული და დაჟინებით უყურებდა რაღაცას ეზოში.
- ასე მალე დაბრუნდით?
- 1 საათია უკვე გარეთ ვართ! - შემომიღრინა და მაისური გადაიძრო, სწრაფი ნაბიჯებით წავიდა საწოლისკენ და გემრიელად მოკალათდა, მხრები ავიჩეჩე და თმები პირსახოცით ოდნავ შევიმშრალე, სიბნელის გამო მაინც ვერ დამინახავდა, ამიტომ სწრაფად გავიძვრე ხალათი და მოკლე საღამურში გამოვეწყვე.
ღიღინით მივუწექი გვერდით და გემრიელად ჩავიხუტე ბალიში გულში, არადა გულზე ვსკდებოდი ისე მინდოდა გამეგო დღევანდელი ამბები, მაგრამ არაფერს არ ვიმჩნევდი.
“ისე ილუშა კი არა, მე უნდა ვიყო მსახიობი” - გამიელვა თავში და ჩამეღიმა, მე უფრო კარგად ვასრულებდი “ამჩემფეხებას” როლს, ვიდრე ილარიონი.
საწოლში იმდენჯერ გადატრიალ-გადმოტრიალდა რომ არც თვითონ დაიძინა და არც მე დამაძინა. 
“ავმა ძაღლმაო…” გამიელვა ეგრევე და ისევ ჩამეღიმა, არაფერს არ ვიმჩნევდი მის “შფოთვაზე”, ბოლოს რომ დაიღალა ტრიალით, საწოლზე წამოჯდა და ხელებზე ჩამოადო თავი, ვიგრძენი როგორი დაძაბული იყო.
- მაშო… - სადღაც შორიდან ჩამესმა მისი ხმა, მაგრამ პასუხი არ გავეცი, არ მინდოდა ეფიქრა რომ არ მეძინა - მაშო! - ოდნავ ხმამაღლა დამიძახა და შემანჯღრია, ვითომ ამოვიზმუვლე და მისკენ გადავბრუნდი ნახევრად გახელილი თვალებით.
- რა ხდება ილო? - მკრთალად გავუღიმე და თვალები მოვიფშვნიტე.
- გეძინა?
- ვაიმე არაა.. სალსას ვცეკვავდი… - ამოვიბურტყუნე და მეც წამოვჯექი საწოლზე - რა გჭირს?
- არაფერი, უბრალოდ…
- ამის გამო გამაღვიძე ამ შუა ღამეს?
- აბა არ მეძინა სალსას ვცეკვავდიო? - წარბაწევით გადმომხედა და ენა გამომიყო.
- ე.ი იმისთვის გამაღვიძე რომ ნერვები მოგეშალა? - გულში მეცინებოდა მის გამომეტყველებაზე, მაგრამ დასტოინ როლს ვინარჩუნებდი.
- მე? არა! რას ამბობ!
- არა?
- არა! - თავი გადააქნია და ოდნავ უკან გადაიწია, ჩავიღიმე და ხელი უფრო ვკარი, ინერციით უკან გადავარდა ისე რომ ვერაფერს ვერ მოეჭიდა, ჰაერში რამდენჯერმე გაფართხალდა და მოწყვეტით დაეცა იატაკზე.
- ვაიმე, იტკინე რამე? - ეგრევე გადავბობღდი მის მხარეს და გადაშხლართულს დანანებით დავაკვირდი.
- წელი.. აუ ძალიან მტკივა - ტუჩი მოიკვნიტა და წელი დაიზილა მსუბუქად - ნორმალური ხარ?
- ნორმალური ვარ, აბა არანორმალური გაგიკეთებდა ეგრე?!
- ხო როგორ ვერ მივხვდი?! - შემომიღრინა და ხელი გამომიწოდა - ამაყენე რა - საწყალი თვალებით შემომხედა, ჯერ დაჟინებით ვუყურებდი, მერე ღიმილით გადავაქნიე თავი და მოწყვეტით დავეცი ზემოდან.
- აუ ჩემიი - ამოიღრინა და ხელები გაშალა იატაკზე - გაგიჟდი გოგო?
- რა მნიშვნელობა ჰქონდა, ჩაჭიდებული ხელით გავიშხლართებოდი იატაკზე თუ ჩემი ნებით? - ცალი წარბი ავუწიე და შიშველ გულმკერდზე დავეყრდენი თითებით, ეგრევე ჟრუანტელმა დამიარა და მისი სხეულიდან გამომავალმა სითბომ თითქოს გარედან შემომეჭდო, ლამის მკლავებში ჩავადნი, ისე ამიჩქარდა გული და გამიხშირდა სუნთქვა.
- მე თუ წაგაქცევდი, პირდაპირ გაიშხლართებოდი და არა ჩემზე! - წამოდგომა სცადა, მაგრამ იმდენად ახლოს აღმოვჩნდით ერთმანეთთან რომ ორივეს სუნთქვა შეგვეკვრა, დაჟინებით ვუყურებდი თვალებში და ვცდილობდი მისი ემოცია ამომეკითხა, მაგრამ ცოცხალი თავით არ მანახებდა მის რეალურ გრძნობებს, პირიქით მაქსიმალურად ცდილობდა რომ როგორმე შეენიღბა და ჩემგან შორს დაეჭირა.
- რატომ, არ მოგწონს შენს მუხლებზე რომ ვზივარ? - გონზე მოსულმა თითები კისერზე ავუსრიალე და ტუჩი ვნებიანად მოვიკვნიტე, არაუშავს, თუ თვითონ არ ხსნიდა კარტებს, მეც ასე ვიქნებოდი, მაგრამ მაინც მაფიოზი გაიმარჯვებდა, ყველა ვარიანტში - ანუ მე.
- იცი რა… - სიტყვის თქმა არ ვაცალე, ისე დავეტაკე ჩემი ინიციატივით ტუჩებზე და გემრიელად მოვდე ქვედა ტუჩზე კბილები, თითები თმებში შევუცურე და ჩემკენ მოვქაჩე, ალერსში ისე ამყვა რომ არც დაბნეულა, წელზე შემომხვია თითები და ჩემიანად წამოდგა ფეხზე, ისე გადამაწვინა საწოლზე რომ მისი ტუჩები ჩემს ტუჩებზე არ მოუშორებია, მისი მწველი ბაგეები ტუჩებიდან-კისერზე, კისრიდან-მკერდზე ინაცვლებდნენ და საერთოდ მაკარგვინებდნენ ჭკუას. იმდენად მიმზიდველი და იმდენად ვნებიანი იყო მისი სხეული რომ ჭკუიდან გადავყავდი, ერთად შეკრებილი აზრები სწრაფადვე იკარგებოდნენ სადღაც უსასრულობაში და მეც ჰაერში დავფარფატებდი მასთან ერთად.
როგორც კი ჩემი მოკლე საღამური მოისროლა, ეგრევე ამენთო განგაშის სიგნალი ტვინში, მაგრამ ყველა ორგანომ უარყო მისი არსებობა და სადღაც კუთხეში გამოამწყვდიეს, საიდანაც ცერა თითი ამიწიეს მოწონების ნიშნად და მანიშნეს მიდი გააგრძელეო, სიამოვნებისგან განაბულმა მეც ავყევი კოცნაში და ჩემკენ უფრო მივიზიდე, ვუკოცნიდი მხრებს, კისერს, გულმკერდს და თითოეულ შეხებაზე ტუჩები მეწვოდა, მეწვოდა სიამოვნებისგან და სურვილისგან, ჩემს ტუჩებზე შერჩენილი მისი გემო სასიამოვნოდ მედებოდა მთელ ორგანიზმში და თითოეული უჯრედი მეწვოდა.
ვიწვოდი, მის ალერსში და მის სიამოვნებაში ვიწვოდი, მისი თითები შანთივით მედებოდნენ სხეულზე, ცდილობდნენ რომ კვალი დაეტოვებინათ ისეთი, რომელსაც ვერასდროს ვერ გავაქრობდი, ვერასდროს ვერ დავივიწყებდი, მოძრაობდა ფრთხილად და შეუმჩნევლად, ასე მეგონა სადღაც სხვა სამყაროში ვიყავი, ყველაფერს მოწყვეტილი და მხოლოდ მისი თლილი თითების შეხებას ვგრძნობდი.
ოთახი სწრაფად გაივსო ვნებით და ბედნიერებით, ჩემი სხეული იმდენად უსუსური ჩანდა მის სხეულში ახლართული, რომ ემოციები ერთი მეორის მიყოლებით ცვლიდა ერთმანეთს. ტკივილი და სიამოვნება ისე სასიამოვნოდ ერწყმოდა ერთმანეთს, რომ მთელი სხეულით ვცახცახებდი და ტუჩებს თავს ვერ ვუყრიდი, რომლებზეც დროდადრო კოცნებს მიტოვებდა.
ჩემს ტუჩებზე კიდევ ერთხელ ამოიოხრა, მისგან წამოსული ცხელი ჰაერი მთელ სახეზე მომედო და გამაკანკალა, სახე გულმკერდზე დამადო და ღრმად დაიწყო სუნთქვა, თან წელზე შემოხვეულ ხელს მთელი ძალით მიჭერდა და მთელი გრძნობით მიკრავდა მის სხეულზე, ისე თითქოს ეშინოდა ეს ყველაფერი სიზმარი არ ყოფილიყო, ან ხვალ დილით უკვალოდ არ გავმქრალიყავი.

***

დილით დაჟინებულმა მზერამ გამაღვიძა, ჯერ ერთი თვალი გავახილე, შემდეგ მეორე და ჩემზე მოშტერებულ ილიკოს გავუსწორე მზერა.
- დილამშვიდობისა - ცხვირზე მაკოცა და ისე ძლიერად ამიკრა გულმკერდზე რომ ავფართხალდი.
- დილამშვიდობისა! - მოგუდული ხმით ძლივს ვუპასუხე, უეცრად რომ მთელი გრძნობით წამეტანა ბაგეებზე, გამაჟრჟოლა და კოცნაში ავყევი, თუმცა კარის ხმამ ორივე გამოგვაფხიზლა და ძლივს შეკავებული ტონით დაიძახა შემოდითო.
შეღებულ კარებში ჯერ გეგა, შემდეგ ვაკო და ბოლოს ლიზა გამოჩნდა, მის დანახვაზე ისე მომაწვა ბრაზი ყელში რომ საწოლში ჩავძვერი და იქედან მივესალმე ყველას.
- რამდენჯერ გაგაფრთხილეთ დილას არ გამაღვიძოთ მეთქი?! - შეუღრინა ილიკომ ბიჭებს და თან ლოგინიდან წამოდგა, გაოცებულმა გავაპარე მზერა მისკენ, რომელიც წესით შიშველი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოუსწრია უკვე ჩაცმა ვაჟბატონს. ენა გამოვუყავი და ისევ შეკრებილ საზოგადოებას გადავხედე.
- სალაპარაკო გვაქვს და… - გაეკრიჭა გეგამ და თავით ანიშნა გამოდიო, ილიკომ ჯერ მე გადმომხედა მოჭუტული თვალებით, მაგრამ ჩემს სახეზე ვერანაირი ემოცია რომ ვერ შენიშნა თავი გადააქნია და სწრაფად გავიდა ოთახიდან, გასვლის წინ ლიზას მოხვია ხელი და ისე გავიდნენ, ბოღმისგან კინაღამ წამოვხტი და უკან გავეკიდე, თან საშინელი სურვილი მქონდა თმებით მეთრია ორივე, მაგრამ გავჩერდი, ღრმად ამოვისუნთქე და გაბრაზებულმა წამოვჯექი საწოლზე, აბურდული თმები ხელით შევისწორე და თვალები დავხუჭე რომ წინა ღამე გამეხსენებინა, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ამ წამს მოძრაობდა მისი თითები ჩემს კანზე და ბედნიერებისგან ყურებამდე გამეღიმა, საწოლიდან ჯერ ერთი ფეხი, შემდეგ მეორე გადავყავი და ის ის იყო უნდა წამომვდგარიყავი, რომ უეცრად ჩემს ტუმბოზე დადებულმა ყვავილმა და ცივმა ყავამ მიიქცია ჩემი ყურადღება, გაოცებულმა შევათვალიერე ორივე და ფრთხილად შევეხე, ხომ არ მელანდება მეთქი.
გვირილა თითებს შორის მოვიქციე და მასზე მიმაგრებული ბარათი გავშალე.
“რა გითხრა გვირილამ?”
თავიდან კითხვას ვერ მივხვდი, მაგრამ როგორც კი გამახსენდა “ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ” თამაში, გადავიკისკისე და თითებით მივეფერე თეთრ ყვავილს, წამით შემენანა “გასაპუტად”, მაგრამ სწრაფად ვუარყავი აზრი და დავიწყე.
“ვუყვარვარ”
“არ ვუყვარვარ”
“ვუყვარვარ”


ბოლოს როგორც კი “ვუყვარვარ” ამოვიდა, ბედნიერებისგან გავიბადრე და უკვე ცარიელი ღერო თითებს შორის მოვიქციე, ცივ ყავას დავწვდი და მემგონი სიხარულისგან ერთი მოსმით ჩავცალე, შემდეგ სწრაფად წამოვხტი, კარადიდან გვირილებიანი სარაფანა გადმოვიღე, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და თმებაწეულმა ჩავედი ქვემოთ, სადაც ყველა შეკრებილიყო.

***


- რა ხდება? - გაღიმებული ჩამოვჯექი ილიკოს გვერდით, რომელსაც მეორე მხარეს ლიზა უმშვენებდა.
- არაფერი, ლიზას პიკნიკზე უნდა წასვლა და ჩვენც ვეთანხმებით - შეპარვით მითხრა გეგამ და თვალები დახარა.
- მერე წავიდეთ, რა პრობლემაა?! - ავალ, შორტებს ჩავიცვამ და ჩამოვალ, თქვენც მოემზადეთ.
ოთახში ავბრუნდი და კიბეებზე ადევნებულ ილიას წარბაწეულმა შევავლე თვალი.
- რატო დამყვები?
- მე? არა რა დაგყვები.. - შეიცხადა და ვითომ მეორე მხარეს შებრუნდა.
- აჰა, ანუ არ დამყვები? - უფრო მაღლა ავუწიე წარბი.
- არა! არ დაგყვები
- კარგი! - ღიღინით შევედი ოთახში და ერთი ხელის მოსმით გადავიძვრე კაბა.
- ოჰოო! - ოდნავ ხმამაღლა წამოიძახა და თვითონაც გადაიძრო მაისური, უეცრად ლიზა რომ შემოვარდა შეღებულ კარში.
- ოი, ბოდიშით, არ მეგონა სტრიპტიზის მოწყობას თუ გეგმავდით! - თვალებზე ხელი აიფარა და სიცილით დაიძრა კარებისკენ.
- რა გინდოდა ლიზა? - მაისური ხელში შეათამაშა და ისე კითხა ილიკომ.
“რაიყო ეპრანჭება?!” გულში გამკრა და თვალებმოჭუტულმა გადავხედე ორივეს, რომლებიც ღიმილით შესცქეროდნენ ერთმანეთს.
- მინდოდა მაშო წამოსულიყო ჩემთან ცოტახნით, რაღაც მინდა რომ ვთხოვო - დაიმორცხვა და ქვემოდან ახედა ილიას, რომელმაც მე გადმომხედა მომლოდინე თვალებით.
- წახვალ?
- წავალ - ირონიული ღიმილით გადავხედე და უკან გავყევი წინ წასულ ლიზას, სწრაფად შევედით მის ოთახში და მის საწოლზე მიმოფანტულ ტანსაცმელს შევავლე მზერა.
- რა გინდოდა? - მშვიდად ვუთხარი და იქვე ტახტზე ჩამოვჯექი.
- მინდა რომ ესენი ჩაიცვა - საოცრად მოკლე შორტი და ტოპი მომაწოდა, ეს ბოტასები, საცვლები მაქვს ახალი, აი ეს, ტანგა მომაწოდა და რაღაც მაქმანებიანი ლიფი.
- ესენი რათ მინდა? - გაოცებულმა დავდე ჩემს გვერდით და მომლოდინე თვალებით მივაშტერდი.
- ჩაიცვი რა! - ფეხზე წამომაგდო, ხელებში ჩამიყარა ტანსაცმელი და სააბაზანოში შემაგდო.
სწრაფად გამოვეწყვე მის მიერ მოწოდებულ ტანსაცმელში და სარკის წინ დავტრიალდი, იმდენად სექსუალურად გამოვიყურებოდი რომ მე თვითონ ხარბად შევათვალიერე ჩემი სხეული.
სააბაზანოდან რომ გამოვედი თვალებგაფართოებულმა შემათვალიერა და თვალი ჩამიკრა, თვითონ ჩვეულებრივ ფორმაში იყო გამოწყობილი და თან უზარმაზარი ქუდი ეხურა თავზე.
- ლიზა..
- ნუ ლაპარაკობ ბევრს, უბრალოდ წავედით! - თავი გადააქნია და სწრაფად გავიდა ოთახიდან, გაოცებულმა გავყევი უკან და თან ჩემს თავს ვათვალიერებდი ყველა სარკეში, იმდენად მომწონდა რომ ლამის ასეთ ჩაცმულობაზე გადავსულიყავი.

***

როგორც კი ილომ დამინახა, ეგრევე გაუფართოვდა თვალები და ისე გაილოკა ტუჩები, მე კი არა მგონი მთელმა სამეზობლომ დაინახა, თან ჭინკებამხტარი თვალებით მთელ სხეულს მიწვავდა და შიგადაშიგ თვალს მიკრავდა ხოლმე. მისი მზერისგან შეწუხებულმა ვაკოს ამოვუდექი გვერდით და უკან გავყევი მანქანისკენ წასულს, როგორც აღმოჩნდა მე, ილოს და ლიზას ერთად გვიწევდა მგზავრობა, ვაკო და გეგა კი ერთად მოდიოდნენ უკან მანქანით.
“აი ლიზა რატომ ჩაჯდა ჩვენთან?”
გაბრაზებულმა შევკარი წარბები და ლიზა-ილოს დუეტს დაბღვერილი ვუყურებდი, - ვაიმე გააჩერე ერთი წუთი - შეკივლა ლიზამ და ილომაც მკვეთრად დაამუხრუჭა მანქანა.
- რა ხდება ლიზაზუ? - მზრუნველი ტონით მიუბრუნდა და გაუღიმა.
- აი ნახე რა იმ ადგილზე გეუბნებოდი ამ დილით! - თითი გაიშვირა მოპირდაპირე მდელოსკენ და აღტაცებულმა შემოკრა ტაში.
- აბა? რომელ ადგილზე? - დაბნეულმა შეათვალიერა ხედი, მაგრამ ვერაფერი დაინახა.
- აი, მაშოს ფანჯრიდან კარგად ჩანს, მიდი გადმოიწია და დაინახავ - გაეკრიჭა და გულუბრტყვილოდ უბიძგა რომ ჩემკენ გადმოწეულიყო, ილარიონი ვერ მიხვდა რომ საკმაოდ ახლოს აღმოვჩნდებოდით ერთმანეთთან, ამიტომ თამამად გადმოიწია და ცხვირი პირდაპირ ლოყაზე მომადო, მისი სიახლოვისგან დაბნეულმა თვალების აქეთ-იქეთ ცეცება დავიწყე და თმები ნერვიულად შევისწორე.
- ეს მდელო… - სიტყვა შუაზე გაუწყდა, როგორც კი მიხვდა როგორ ახლოს იყო და ოდნავ გაუხშირდა სუნთქვა.
- ხო ეს მდელო - თავისას აგრძელებდა ლიზა, ილო კი ერთ ადგილზე მიყინული, მის ცხელ სუნთქვას მთელ სხეულზე მაფრქვევდა და ჭკუას მაკარგვინებდა, ოდნავ დაიწია ქვემოთ და კისერზე სველი კოცნა დამიტოვა, გამცრა და ოდნავ შევარხიე სხეული რომ გაწეულიყო, მაგრამ სველი კოცნა მხარზეც დამიტოვა და იქედან კისრისკენ აუყვა, კისრიდან კი ტუჩებისკენ გადაინაცვლა, თითებით ყბაზე ოდნავ მომიჭირა და მისკენ შემაბრუნებინა თავი, დავიბენი და თვალების აქეთ-იქეით ცეცებ განვაგრძე, უეცრად რომ მთელი გრძნობით მოიქცია ჩემი ტუჩები, მის ტუჩებს შორის და ოდნავ მისკენ დამქაჩა.
- ილო… - ძლივს ამოვიხრიალე და გულმკერდზე ოდნავ მივაბჯინე თითები, ვანიშნე რომ უკან გაწეულიყო, მაგრამ მთელი ემოციით მითვალიერებდა სახის ნაკვთებს და თან ტუჩის კუთხეში შეპარული ღიმილით მიღიმოდა.
- მშვიდობა გაქვთ? - ჩაიცინა ლიზამ და თან მხარზე დაადო ხელი ილოს, გაღიზიანებულმა ავარიდე მზერა და ფანჯარაში გავიხედე.

***

მთელი გზა ისე ვიმგზავრეთ რომ ხმა არ ამოგვიღია, სწრაფად გადავედით მდელოზე და ბიჭებიც დატრიალდნენ, მე და ლიზა გვერდი-გვერდ ვიჯექით და მინდვრის ყვავილებს ვუყურებდი ღიმილით.
- გიყვარს მინდვრის ყვავილები? - მისი წკრიალა ხმით გამომაფხიზლა და ღიმილით გადავხედე.
- ჩემი სუსტი წერტილია!
- მეც ძალიან მიყვარს… - დაიჩურჩულა და სივრცეს გაუსწორა მზერა - იცი რა, არ მინდა რომ მოტყუებული იყო, ვიცი მერე უპატიებელ შეცდომას დაუშველს ილია და ძალიან დაიტანჯებით, არ მინდა ჩემით გაეჭვიანებდეს, მე მისი ბავშვობის მეგობარი ვარ! არ იფიქრო რომ რაიმე გვაკავშირებდა ოდესმე, უბრალოდ არ იცის როგორ გამოგტეხოს გრძნობებში, შენც კარგად იცი როგორი მექალთანე იყო და როგორ გამოსწორდა, ახლა ათასში ერთხელ თუ ნახავ ქალს მის გვერდით, ადრე ყოველ მეორეს საწოლში იწვენდა და მოკლედ.. მინდა იცოდე რომ ჩემზე საეჭვიანო არაფერი გაქვს! - გამიღიმა და ხელი ხელზე დამადო, გულმა ჰაერში სალტოები გააკეთა ბედნიერებისგან, მეც გავუღიმე საპასუხოდ და გაბრაზებულმა გადავხედე ილიას.
- დიდი მადლობა ლიზა!
ფეხზე წამოვდექი და ილიასკენ წავედი, რომელიც მწვადებს დიდი მონდომებით წვავდა და თან წელსზემოთ შიშველი იდგა.
- დაგცხა? - უკნიდან მივეხუტე და კისერში ხმაურით ვაკოცე, ჩემს ამ საქციელზე შეკრთა და სიამოვნებისგან ჩაეღიმა, რა თქმა უნდა იფიქრა რომ ლიზას ვაეჭვიანებდი.
- ჰო, დამცხა - თავი ოდნავ გადმოხარა ისე, რომ ჩვენი ლოყები ერთმანეთს შეეხო, შემდეგ გვერდულად გადმომხედა და თვალი ჩამიკრა - აქ ძალიან ცხელა, იქეთ მიდი - ტუჩის კუთხეში მოწყვეტით მაკოცა და მწვადები ამოატრიალა.
- არა რატომ, ვიქნები შენთან - მხარზე თითები გავასრიალე და ეშმაკურად გავუღიმე - წყალი მინდა!
- არ გვაქვს, წყაროზე უნდა ჩავიდეთ და ამოვიტანოთ! - ცხვირზე დამკრა თითი და გეგამაც წამოყო უცებ თავი.
- ჩადით და ამოიტანეთ მერე, მწვადებს ჩვენ მივხედავთ! - ორივე წამოგვყარა და წყაროსკენ გაგვიშვა, ჩამეცინა და უკან გავყევი ნიშნისმოგებით რომ მიყურებდა, “ხომ მაინც გაეჭვიანეო”, დაბნეული სახე მივიღე, არადა გულში ვხარხარებდი.

***

წყაროზე უხმოდ ჩავედით, თვითონ წინ მიდიოდა, მე უკან მივყვებოდი და თან მის უზადო სხეულს ვაკვირდებოდი, რამდენჯერმე გადმომხედა, შემამოწმა მივყვებოდი თუ არა უკან, როგორც კი წყაროზე ჩავედით, ეგრევე მომხვია წელზე ხელი და უფრო ახლოს მიმიზიდა, ტანში ჟრუანტელმა დამიარა და მეც შემოვხვიე ხელები კისერზე.
- დღეს რა სექსუალურად გამოიყურები, სპეციალურად მიკეთებ? - ჩემს ტუჩებზე თვალი არ მოუშორებია ისე ლაპარაკობდა, თან ტუჩის კუთხეში ეპარებოდა ღიმილი - თუ რატომ გამოეწყვე ასე?
- შენი გაგიჟება მომინდა - ფეხებშორის ავასრიალე ფეხი და უფრო ახლოს მოვწიე ჩემკენ - მემგონი გამომივიდა, არა?! - თვალი ჩავუკარი და მოწყვეტით ვაკოცე ტუჩებზე.
- ეს მოწყვეტით რა იყო ახლა..
- ლიზა დაგვინახავს, სირცხვილია! - თეძოს ქნევით მოვშორდი და წყაროსკენ დავიძარი - წყალი საიდან უნდა ავიღოთ?
- აი აქედან - ხელით მიმითითა პატარა ონკანზე და იქეთკენ დაიძრა, მე შორტი გავიხადე, მაისურიც გადავიძვრე და წყალში შევედი. მის დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი, მაგრამ მაქსიმალურად ვაიგნორებდი.
- მაშო - რამდენიმე წუთში ძალიან ახლოს მომესმა მისი ხმა და ერთიანად ავცახცახდი, მისკენ შევბრუნდი და პირდაპირ სველ გულმკერდზე ავეკარი.
- რა მოხდა? - დაბნეულმა ავხედე და ოდნავ ავფართხალდი წყალში.
- არაფერი, მომეჭიდე - გაცურა და თან მანიშნა მხრებზე ჩამომადე ხელიო, მეც ინსტიქტურად დავემორჩილე და ფრთხილად შევეხე, მისი სხეულიდან გადმომავალმა ელექტრონებმა სწრაფად იპოვეს ადგილი და ჩემს უჯრედებს მთელი ძალით შემოეხვივნენ, მთელი სხეული ამიხურდა და თითები ძლივს დავიმორჩილე, რომ არ მოვფერებოდი.
თითქმის ბოლომდე გამიყვანა ისე, რომ ფეხს ვეღარ ვდგამდი, თვითონ თავისუფლად იდგა და ირონიული ღიმილით დამყურებდა ზემოდან.
- პაწაწინა გოგო - ჩაილაპარაკა სიცილით და ერთი ხელის მოსმით შემსვა დიდ ლოდზე.
- რამდენიმე სანტიმეტრით ხარ მაღალი, რა გიხარია?! - ენა გამოვუყავი და გემრიელად მოვკალათდი.
- მერე რა, მთავარია მაღალი ვარ - ამაყად გაიჯგიმა და გვერდით მომიჯდა, სველი თმები ხელით ჩამოვივარცხნე და უკან გადავიყარე.
- ამ თმებს უკან რომ არ იყრიდე ყოველ ჯერზე, რა გეშველებოდა? - დამცინავად დაიჩურჩულა და რაღაცას დაუწყო ძებნა.
- აბა წვრილმანებს არ ვუღრმავდებიო?
- შეუძლებელი არაფერია - ყურთან ახლოს დაიჩურჩულა და მხარზე მომაკრა ტუჩები, დაბნეულმა შევხედე და როგორც კი მის მწველ თვალებს გადავაწყდი, ეგრევე ავარიდე მზერა, ჩემს შიგნით ისეთი ქარბორბალა ტრიალებდა რომ სიტყვებსაც ვერ ვუყრიდი თავს.
- ძალიან ლამაზი ხარ! - მისკენ შემაბრუნებინა სახე და ყურთან ახლოს, თმაში ლამაზი მინდვრის ყვავილი გამიკეთა - ძალიან, ძალიან ლამაზი ხარ მაშო! - ჩემს ტუჩებთან დაიჩურჩულა და ვნებიანად წამეტანა ტუჩებზე, ბედნიერებისგან აფართხალებულმა ხელი მოვხვიე კისერზე და უფრო მომთხოვნად დავუწყე კოცნა - ჩემი ვნებიანი გოგო - ტუჩებიდან ნიკაპზე გადავიდა და მსუბუქად მომდო კბილები - ეს საცვლები ლანდავს.. ისე ხომ ლანდავდა, ახლა სხეულზე გაქვს აკრული და უარესად მაკარგვინებს ჭკუას! - გაბრუებული ვერაფერს ვერ ვეუბნებოდი, გათიშული ვუყურებდი თვალებში და თითოეული წუთით ვტკბებოდი, თითქოს თვალებში პატარა ფოტოაპარატი მქონდა, რომელიც ყოველ წამს იღებდა და ძალიან ღრმად, სასიამოვნო მოგონებებში ინახავდა, ყოველ გასულ წამს.

***

ფრთხილად ჩამომსვა ლოდიდან და ისევ ისე გამიყვანა იქედან, მთელი ის დრო ჩახუტებულები ვიჯექით და სიმშვიდით ვტკბებოდით, სწრაფად ავიღეთ ტანსაცმელები და ბავშვებისკენ წავედით.
გეგას და ვაკოს უკვე მოესწროთ მწვადების შეწვა, ლიზა “მაგიდას” აწყობდა და თან ვითომ დაბღვერილი სახით გვიყურებდა, რამდენჯერმე ჩამეცინა, მაგრამ უცებ გადავაკეთე მიმიკა და სერიოზული სახე დავიკავე.
- რა გემრიელია ყველაფერი, შენი ხელი ეტყობა ლიზუ - ღიმილით მიუგო ილიამ და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა, რაზეც “ვითომ” მე აღვშფოთდი და ისეთი ძალით გავკარი ფეხი რომ სიმწრისგან ოთხად მოიგრიხა.
- აუუ! - დაიზმუვლა და ფეხი დაიზილა - გაგიჟდი? - შემომიღრინა და მწვადიანი ჩანგალი უკანვე დადო.
- გიჟი ვიყავი სულ!
- სულ, ნამდვილად სულ! - ჩაიჩურჩულა თავისთვის და სახედამანჭულმა გააგრძელა ჭამა, ლიზას თვალი ჩავუკარი და მანაც შეუმჩნევლად გამიღიმა.
- როგორც ჩანს თქვენ უკვე გიბანავიათ, მაშინ რაიმე სხვა მოვიფიქროთ სათამაშოდ..
- მაგალითად? - ინტერესიანი მზერა მივანათე.
- მაგალითად დამალობანა - წამოიძახა ლიზაზუმ, ილიამ სახე დამანჭა ამის გაგონებაზე, მაგრამ სწრაფად გადააკეთა და ბედნიერი სახე აიკრა, რაზეც ჩამეცინა.
- ლიზაზუ მართალია, დამალობანა ვითამაშოთ! - ფეხზე წამოდგა და ყველას მოგვიწოდა ავმდგარიყავით, ჩვენც მორჩილი ბავშვებივით წამოვდექით და გვერდით ამოვუდექით.
- შენ იხუჭები რძალო! - ღიმილით მახარა გეგამ და თვალი ჩამიკრა - ახალი ხარ დაა.. წესია ასეთი!
- გაიხარე ძმა! - ხელი დავარტყი მხარზე და იმ ხისკენ წავედი, რომელზეც მანიშნეს რომ სახლი იყო, თვალები დავხუჭე და 50მდე დავითვალე.
“სად წავიდნენ ახლა ეძებე!”
დავიბუზღუნე და იქაურობა მოვათვალიერე, პირველი ხეზე ამოფარებული ვაკო დავინახე, რომელიც დამალვას ცდილობდა, მაგრამ არასწორი ზომის ხე შეურჩევია აშკარად, საითაც გადაიხრებოდა, ის ადგილი მოუჩანდა ეგრევე.
- კაი ვაკო, ნუ დაღალე ეგ ხე, დაგინახე! გამოდიი - დავიკივლე - დაგასტუკე ძმა! - ვაკოც ბუზღუნით გამოვიდა იქედან და გვერდით ამომიდგა.
- მე ვიცი სად არიან რძალო!
- აბა მითხარი - ღიმილით გადავხედე და წარბები ავუთამაშე.
- აი იმ კლდის უკან იმალება ის ვაჟბატონი, გეგა - პატარა ბავშვივით გაიჯგიმა და კმაყოფილმა ჩაიღიმა.
- გენდო? - თვალებმოჭუტულმა გადავხედე და კლდისკენ დავიძარი, უკან ჩასაფრებული გეგა კარგად დავინახე, რომელიც ვითომ “საჭვრიტინოდან” იყურებოდა და თან თვალებს სწრაფ-სწრაფად ახამხამებდა, ჩამეცინა, თავი გადავაქნიე და ბოლო ხმაზე დავიკივლე.
- გეგუშ! გამოდიი, ტყუილად მიყურებ გაფართოებული თვალებით - სიცილით გავიქეცი ხისკენ და რამდენჯერმე დავარტყი ხელი “დაგასტუკე”-ს ძახილით, თუმცა იქვე მდგომი ლიზაც შევამჩნიე, თვითკმაყოფილი გამომეტყველებით და მივხვდი რომ მანაც დამასტუკა.
- დაგასტუკე რძალოო - ღიღინით გადმომხედა და თვალი ჩამიკრა, გეგა გაოცებულ ვაკოს ამოუდგა გვერდით და მხარი გაკრა.
- რა იყო შე*ემა? - შეუღრინა იმან და იქაურობა მოათვალიერა.
- ლიზაზუმ მაშოს რძალი დაუძახა, ეს რომ იმან გაიგოს.. - ვითომ ჩურჩულებდა ვაკო.
- რა უნდა გავიგოო? - კივილით ჩავდექი შუაში და სწრაფად გაიქცნენ აქეთ-იქეთ დაფეთებულებმა, ოღონდ პასუხი არ გაეცათ და ხან რომელ ხეს შეასკდნენ, ხან რომელს.
- სადაა თქვენი მესამე? ვაჟბატონი ილარიონი
- ტყეში შედიოდა..
- ახლა ტყეში უნდა ვეძებო? - არანორმალური! - უკმაყოფილოდ ამოვიზუზუნე და ტყისკენ დავიძარი, რამდენიმე წუთი ვეძებე, მაგრამ ვერსად რომ ვერ ვიპოვე მხრები ჩამოვყარე და ბოლო ხმაზე დავიყვირე - გნებდებით ბატონო ილარიონ, გამოდით! თქვენ გაიმარჯვეთ! - რამდენჯერმე გავიმეორე, მაგრამ არავინ რომ არ გამცა პასუხი სერიოზულად შემეშინდა და ბიჭებისკენ წავედი, ძლივს გავიკვალე გზა ტყეში და სწრაფად მივვარდი მათთან.
- ბიჭებო არსად არ არის!
- რას ქვია არსად არ არის? - ისეთი სახით გადმომხედეს მივხვდი რომ ცუდად იყო საქმე.
- იქ უნდა იყოს რძალო, შეუძლებელია..
- დაგნებდი მეთქი ესეც ვთქვი და მაინც არ გამოვიდა..
- ალბათ გვეთამაშება - შუბლი შეჭმუხნა ვაკომ და ტყისკენ წავიდა - ერთად მოვძებნოთ! - ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ მაინც ვერ ვიპოვეთ და გაბრაზებული ვაპირებდი უკან შებრუნებას, უეცრად ხის ძირში უგონოდ მყოფი რომ შევამჩნიე და ადგილზე გავხევდი, შიშის ტალღამ ისე დამიარა სხეულში რომ მუხლები მომეკვეთა, ბიჭებმა გაოცებულებმა გადმომხედეს, მაგრამ როგორც კი ჩემს მზერას გააყოლეს თვალი თვითონაც გაგიჟდნენ და სწრაფად მივიდნენ ილიასთან, სახეზე ურტყამდნენ მაგრამ რეაქცია არანაირი არ ჰქონდა, კანკალით მივუახლოვდი და ცრემლიანი თვალებით დავიჩოქე მასთან.
- ილო - ამოვიხავლე და მისი სახე ხელებში მოვიქციე, როგორც კი სისველე ვიგრძენი, ეგრევე გამოვწიე ხელი და სისხლი შემრჩა თითებზე - თავი დაარტყა, სასწრაფოდ უნდა წავიყვანოთ საავადმყოფოში - კივილით წამოვხტი ფეხზე და ბიჭებს ვანიშნე რომ აეყვანათ, მათაც ფრთხილად მოკიდეს ხელი და ისე გავიყვანეთ ტყიდან რომ მინიმალურად ინძრეოდნენ საერთოდ.
უკანა სავარძელზე მოვთავსდი მისი თავი კალთაში ჩავიდე, ვცდილობდი როგორმე გამომეფხიზლებინა, მაგრამ არაფერი არ გამომდიოდა, ზედმეტად შენჯღრევა კი არ მინდოდა, შეიძლება ტვინის შერყევა ჰქონოდა და უარესად გამხდარიყო.
ბიჭებმა საავადმყოფოსთან დაამუხრუჭეს და სწრაფად გადაიყვანეს მანქანიდან, წინ მიდიოდნენ, მე კიდევ უკან მივყვებოდი ტირილით, ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი რა ხდებოდა ჩემს ირგვლივ, მოზღვავებული ემოციებისგან ვკანკალებდი და დაბინდული თვალებით ვუყურებდი მთელ საავამდყოფოს, შორიდან დავინახე როგორ გამოვარდა ექიმი და სადღაც შეიყვანეს, მერე მხოლოდ ის მახსოვს რომ ცივ კედელთან დაჩოქილი ვიჯექი, თავი მიდებული მქონდა და ცრემლები ერთი მეორეს მიყოლებით ცვლიდნენ ერთმანეთს.
პირველად აღვიქვამდი მისი დაკარგვის შიშს ასეთი სიმძაფრით და ვერავის გამოწვდილი ხელი ვერ მშველოდა, არც გეგას ვუჯერებდი, არც ვაკოს, არც ლიზას, რომლებიც თავზე დამფოფინებდნენ მთელი 1 საათი, იქამდე სანამ ექიმი არ გამოვიდა პალატიდან, მისი წაშლილი სახიდან გამომდინარე მივხვდი რომ რაღაც სერიოზული იყო, ვიგრძენი როგორ შემისუსტდა გულისცემა და ყოველ მის გადმოდგმულ ნაბიჯზე რაღაც საოცრად მიჭერდა გულის ირგვლივ.
- იცით..

***

თავი 9

- ვფიქრობ ჯობია თვითონ წამობრძანდეთ და ნახოთ მისი მდგომარეობა - წარბშეუხრელად მეუბნება ექიმი და ფეხებაბლანდული ძლივს მივყვები უკან.
- როგორ არის?
- შებრძანდით! - პალატასთან მიახლოვებული მეუბნება და მეც ძლივს ვდგამ ნაბიჯებს, თან ექიმს ვუბღვერ ენის გადაყლაპვისთვის.
როგორც კი პალატაში შევდივარ ეგრევე ვხედავ თავზე ბინდშემოხვეულ ილიკოს, რომელიც დაბნეული თვალებით მომჩერებია და არ იცის რა გააკეთოს.
- ილო - მისკენ მივდივარ და მთელი ძალით ვეხვევი აქვითინებული, საღსალამათს რომ ვხედავ, ასე მგონია დედამიწა ისევ იწყებს ჩემს ირგვლივ ტრიალს და მთელი სამყარო მე მეკუთვნის.
მისგან სიცივეს რომ ვგრძნობ დაბნეული ვშორდები და მის გამომეტყველებას ვაკვირდები.
- ვინ ხარ? - თითებს ერთმანეთში ხლართავს და ისე მომჩერებია.
- ვინ ვარ? - მის შეკითხვას ვიმეორებ - რას ნიშნავს ვინ ვარ? ვერ მცნობ? მაშო ვარ ილო..
- მაშო? მაშო.. - ფიქრდება რამდენიმე წამი და მერე ისევ მანათებს მის ლამაზ თვალებს - ასეთს რომ არავის ვიცნობ?
- რას ამბობ… - ყბა მიკანკალდება ნერვიულობისგან - შენ რა.. შენ! - სახეზე ვიფარებ თითებს და საშინელი ქვითინი მივარდება, ემოციები ისეთი ძალით ასკდება სხეულს, რომ ვერაფრით ვჩერდები. უეცრად ჩუმი ჩაცინების ხმა რომ მესმის, დენდარტყმულივით ვტოკდები ადგილზე, ხელებს ძლივს ვიღებ სახიდან და მის მოცინარ სახეს ვუყურებ.
- მაშუნაა - ენას მიყოფს და ვგრძნობ როგორ მივლის ისტერიკის ტალღა მთელ სხეულში, შუბლშეკრული და ყბადაჭიმული ვუყურებ, უხეშად ვიშორებ ლოყებზე შერჩენილ ცრემლებს და ვუახლოვდები.
- შენ.. მეე… ახლა… მომატყუე? - ხმაგაბზარული ვუბრიალებ თვალებს და თავდასხმისთვის ვემზადები.
- უბრალოდ გეხუმრე - ნერვიულად ისვამს კისერზე ხელს და უცებ კალთაში მისვამს, ისე რომ აზრზეც ვერ მოვდივარ.
- რას ნიშნავს მეხუმრე - ვსრუტუნებ ძალაგამოცლილი და მის გულმკერდს ვეყრდნობი - საზიზღარი! საძაგელი! საშინელი ბიჭი ხარ! ასე არაადამიანურად შეიძლება ეხუმრო ადამიანს? - ისევ ტირილი მივარდება და მის მაისურს ვებღაუჭები მთელი ძალით - როგორ შეიძლება ასე?
- დამშვიდდი პაწაწინა - შუბლზე მაკრავს მის ცხელ ტუჩებს და ორივე ხელს მთელი ძალით მხვევს - ჩუუ, მაშო, ჩუუ ნუ ტირიხარ! - თვალებს მიკოცნის და ცდილობს როგორმე დამამშვიდოს, მის სითბოში გახვეულს უარესად მიჩუყდება გული და გულამოსკვნილი ვიწყებ ტირილს - ახლა თუ არ გაჩერდები, იქამდე ვურტყამ თავს რაიმეს, სანამ ამნეზია არ დამემართება და მოისვენებ მერე! - სიცილით მეუბნება და მეც უცებ ვყოფ თავს მისი გულმკერდიდან.
- აბა გაბედე - ვემუქრები გაგულისებული და წამოდგომას ვცდილობ - საერთოდ ამხელა ბიჭმა სიარული არ იცი? - ვუბღვერ და ისევ მის გულმკერდში ვეფლობი ცხვირით.
- ხეზე ავდიოდი, ფეხი ჩამომისრიალდა და კრემივით დავეტყეპე ქვემოთ!
- მე უფრო ცომის ჩავარდნას მივამსგავდებდი..
- საიდან იფიქრებ ხოლმე - გულიანად გაეცინა და ხელები უფრო მომიჭირა - ძალიან ინერვიულე? - ცხვირზე მაკოცა და მომლოდინე თვალებით მომაშტერდა.
- ისე რა… - დავეჭყანე და მეც გამეღიმა მის მოქუფრულ სახეზე - ძალიან, ძალიან ვინერვიულე! - კისერში ვაკოცე და მეც მთელი ძალით მოვეხვიე - ვერ გადავიტანდი შენს დაკარგვას ილო!

***

ექიმი მალევე შემოვიდა პალატაში და წარბაწეულმა გადმოგვხედა.
- მადლობა ღმერთს, მხოლოდ ჩახუტებას დასჯერდით.. - ირონიულად გაიღიმა და შემდეგ გულიანად გადაიხარხარა ჩვენს გამომეტყველებაზე - მოკლედ, ბატონო ილია, სანერვიულო არაფერი არ არის, პატარა შერყევაა, რომლის გამოც 1 კვირა უნდა იწვეთ, ნუ შერყევასაც ვერ დავარქმევ, შეიძლება კარგიც იყოს ეს თქვენი ტვინისთვის - ჩაიცინა და რაღაც ჩაინიშნა ფურცელზე - ვფიქრობ თქვენს აქ გაჩერებას აზრი არ აქვს, თუ იწვებით, ან მინიმალურად იმოძრავებთ კარგი იქნება, რაც მეტს მოითმენთ და რაც მეტს დაიცავთ წესებს, უფრო მალე გამოჯანმრთელდებით, ყურადღება მიაქციეთ აუცილებლად, ჩემი საქმე აქ დასრულდა - ხელები გაშალა და გაიცინა - წარმატებებს გისურვებთ!
ღიმილით გამოვედით საავადმყოფოდან, გარეთ ვაკო და გეგა გველოდებოდნენ, უეცრად ლიზი რომ გამოვარდა და ილოს მიეჭრა, სახეზე ხელებს უსვამდა და თან ეხუტებოდა, მინდოდა გემრიელად გადამეხარხარა, მაგრამ დავინახე როგორ აპარებდა ჩემკენ თვალებს ილო და წარბები შევკარი გაბრაზების ნიშნად.
- წავიდეთ! - დავიღრიალე ლამის და ოთხივემ მე გადმომხედა, ილოს ჩაეცინა ჩემს რეაქციაზე, ლიზას ხელი მოხვია და მანქანისკენ წავიდა.
- გეგა უკან ჩაჯექი რა - ღიმილით შევხედე გაოცებულ გეგას და თვალი ჩავუკარი - მე წინ ჩავჯდები!
- რატომ? უკან ჩაჯექი - ეგრევე გადმომხედა ილომ და მანქანის კარი გამომიღო.
- ერთი მომვლელი გეყოფა, აქეთ-იქედან რომ არ დაგიჭიროთ ახლა ეგ ცარიელი თავი - დავიგესლე და წინ ჩავჯექი სწრაფად.
გაბრაზებულმა გააქნია თავი და მალევე დაიკავა ადგილი.
-

***

სახლში როგორც კი მივედით ეგრევე დავაწვინეთ და თავზე დავტრიალებდით ოთხი კაცი.
- ლიზაზუ - ღიმილით მიმართა ილარიონმა და მეც წარბაწეულმა გადავაჯვარედინე ხელები, ვითომ გავბრაზდი.
- ხო ილია, რა ხდება? - ეგრევე მიუჯდა გვერდით და ხელი ხელზე დაადო, წარბი სადღაც კოსმოსში ავწიე და ისე დავაშტერდი მათ თითებს.
- შეგიძლია ჩემს გვერდით დაიძინო? - ვითომ აფირისტულად მიუალერსა და მეც უფრო დავიძაბე.
- რა თქმა უნდა, თუ - ლიზამ გადმომხედა საწყალი თვალებით - შენი მეუღლე დამრთავს ნებას!
- ეგღა მაკლია! - გაგულისებულმა ვეცი ლიზას მხარეს და ფეხზე წამოვაყენე - შენ დაიძინებ შენს საწოლში, მე დავიძინებ ჩვენს - ეს სიტყვა კარგად გამოვკვეთე - საწოლში! - შევუღრინე ილოს და მის თვითკმაყოფილ სახეზე სურვილი გამიჩნდა გემრიელად გადამეხარხარა.
- ბოდიში - საწყლად მოიკუნტა ლიზა და სანამ ილო ბიჭების მხარეს იყურებოდა სიცილით ჩამიკრა თვალი.
ბიჭები გავაცილე, საჭირო წამლები ავიღე და ოთახისკენ დავიძარი.
ილო ჩაძინებული დამხვდა, თვალებმოჭუტულმა ჩავუარე და წამლები თავთან დავუწყვე, საწოლზე ფრთხილად ჩამოვჯექი, ნელა დავიხარე, ჯერ მისი სურნელი შევიგრძენი, შემდეგ ნაზად ვაკოცე კისერში, ის ის იყო გამობრუნებას ვაპირებდი უეცრად მკლავში ხელი რომ ჩამავლო და მუხლებზე დამისვა, ეგრევე დამიარა ჟრუანტელმა და მის სურნელში გავიტრუნე.
- რატომ მიამუნობ? - მისი ცხელი თითები კისერზე აასრიალა და საერთოდ წამართვა აზროვნების უნარი - მოდი დაწექი, ჩვენს ლოგინში - ყურთან ახლოს დაიჩურჩულა და ოდნავ შემახო ტუჩები - ჩემს გვერდით - თმები უკან გადამიყარა კისერსა და მხარს შორის ტუჩები გამიხახუნა და ვიგრძენი როგორ ამეწვა სახე მოზღვავებული ემოციებისგან.
- ილოო - ძლივს ამოვიხავლე და თავი ოდნავ უკან გადავწიე - მეე..
- არ გინდა მაშო - ტუჩები მხრებზე გაასრიალა და უარესად დამიარა ელექტრონებმა სხეულში, თითები ისე ამეწვა შეუკავებელი ემოციებისგან, რომ ინსტიქტურად მოვხვიე ხელი კისერზე და უფრო გავეხვიე მის მკლავებში.
- არ შეიძლ - სიტყვის დამთავრება ვერ მოვასწარი, ისე ვიგრძენი მისი ბაგეები ჩემსაზე და ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს მთელი დედამიწა ჩემს სხეულში გაიშალა, ცოტაც და ემოციებისგან გავსკდებოდი, უჯრედებში ელვასავით მივლიდა ჟრუანტელი და მთელ სხეულს მიტოკებდა, ძლივს მოვწყდით ერთმანეთს და სუნთქვაარეულები ძლივს ვახელდით სიამოვნებისგან თვალებს. მისი ტკბილი ტუჩები იმდენად განსხვავებული და ამაღელვებელი იყო, თითოეული უჯრედი მეწვოდა ემოციებისგან, მთელ სხეულში გადაშლილი ტყე სისხლძარღვებში დამიდიოდა ბედნიერებად და ტუჩებს ვერ ვიმორჩილებდი.
- კიდევ უფრო დამძიმდი მაშუნა? - იმ დღის გახსენებაზე ჯერ მსუბუქად გამეცინა, შემდეგ ღიმილი კისკისში გადამეზარდა და ილოც ავიყოლიე.
- როგორ გაგიბრაზდი მაშინ - მოწყვეტით მაკოცა ცხვირზე და მსუბუქად მომდო კბილები - მეტკინა ველურო! - ცხვირი დავიზილე და უფრო კომფორტულად მოვკალათდი მის მუხლებზე - ისე, ისედაც ვერ მიჭერდი, ახლა კიდევ უფრო დასუსტდები და ალბათ ხელსაც ვეღარ მომკიდებ - წავუსისინე და გამომცდელად შევხედე, ჩაეცინა და მოწყვეტით მაკოცა ტუჩებში.
- ნუ მიწვევ, ჯერ ბოლომდე არ გინახავს ჩემი შესაძლებლობები - კისრისკენ დაიხარა, კანი ტუჩებს შორის მოიქცია და მსუბუქად მოქაჩა, შეუკავებელმა კვნესამ სწრაფად დატოვეს ჩემი ტუჩები და აკანკალებულმა თითებმაც არ დამინდეს, არ შემინახეს ჩემი ემოციები - დავიძინოთ! - მეორე მხარზე დამაწვინა, ნახევრად მომექცა ზემოდან და უზარმაზარი ფეხი გადმომადო.
- ველურო მძიმე ხარ! - შევუღრინე და ვეცადე მისი ფეხი მომეშორებინა.
- დაიძინე მაშუნა, უნდა მიეჩვიო, მთელი ცხოვრება ასე მოგიწევს წოლა! - ყურის ბიბილოზე მიკბინა და ლოყაზე მომაკრო ტუჩები.
- შენ რა… მეე - ავბლუყუნდი.
- დაიძინე!

***

ერთმა კვირამ ისე სწრაფად გაიარა რომ თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი, ილო უკვე თავისუფლად იდგა ფეხზე და ოთახებშიც დარბოდა გეგა და ვაკოსთან ერთად.
ერთხელაც ლიზასთან რომ იდგა მარტო, გაბრაზებულმა მივვარდი და ჩვენს ოთახში ავათრიე.
- გამაგებინე რა ხდება? ვერ ვხვდები! საღამოს მე მკოცნი და მეფერები, დილაობით იმასთან ერთად დგახარ, ყოფილიც გამიგია და ყოფილიც! ზედმეტი ხო არ მოგდის შემთხვევით? დავიღალე უკვე ამ უაზრო გაურკვევლობით, ჩამოყალიბდი! რა გინდა ჩამოყალიბდი, ვისთან გინდა, ვინ გიყვარს, ვინ მიგაჩნია შენად! დავიღალე გესმის? იცოდე თუ არ გადაწყვეტ ვერ გადამირჩები გაიგე? ისე წავალ ვერც მიპოვი მთელი შენი ცხოვრება! - გაბრაზებულმა გამოვცერი კბილებს შორის და კარისკენ შევბრუნდი სწრაფად რომ მიმაბრუნა მისკენ.
- მე შენ მიყვარხარ! - ასე მეგონა ფეხქვეშ საყრდენი გამომაცალეს, ამ სამ სიტყვამ იმდენი გრძნობა დაიტია რომ ემოციების ტალღამ მთელ სხეულში გადამიარა და წონასწორობა ძლივს დავიცავი - შენ ხარ ჩემი ყველაფერი, ყველა დასაწყისი, ყველა დასასრული, ჩემი ბედნიერება ხარ, ჩემი ხსნა ხარ, ყველა ღიმილი, ყველა სიხარული, ყველა ფერი ხარ შენ! ლიზა უბრალოდ ჩემი ბავშვობის მეგობარია, მინდოდა რომ გეეჭვიანა, მინდოდა გაგიჟებულიყავი, ისევე როგორც მე ვგიჟდები შენი ურეაქციობით - ჩემი სახე მის თითებს შორის მოიქცია და ფრთხილად მაკოცა შუბლზე - გთხოვ არ გამიბრაზდე, ვიცი რომ არ მიბრაზდები ხოლმე, მაგრამ ყველაზე მეტად ახლა მეშინია შენი დაკარგვის, მიყვარხარ, სიგიჟემდე მიყვარხარ, მჭირდები.. ვგიჟდები… შენით ვსუნთქავ მაშო! - მთელი ემოციით მელაპარაკებოდა, ყურებში დაგუბებული “მე შენ მიყვარხარ”-ს მეტი არაფერი გამიგია, ძლივს გადავლილმა ტალღამ ლამის თან წამიყოლა, დაბნეულმა მივაშტერდი და ახლაღა გავიაზრე რომ ყველაფერი ვაღიარებინე.
- დაკა ცაცი ძმა! - ხელის გული გავუწოდე და მის გამომეტყველებას მივაშტერდი, ჯერ დაბნეულმა მიყურა, ხან მე, ხან ხელს, შემდეგ წარბები შეჭმუხნა და ბღვერით გადმომხედა - კადრი გავაფუჭე? - საწყალი სახე მივიღე და ხელი უკან გავწიე - მიდი თავიდნა ვცადოთ!
- რა უნდა ვცადოთ თავიდან? - უფრო დაიბნა და ოთახი მოათვალიერა ვინმე სხვას ხო არ ელაპარაკებაო.
- კიდე მითხარი აი ეგ ფრაზა და მე რამე სხვას გეტყვი
- რა ფრაზა? - თვალებმოჭუტულმა გადმომხედა და ჩემკენ ერთი ნაბიჯი გადმოდგა.
- აი მე შენ ისოო..
- მე შენ ისო რაო? - კიდევ ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა და კედელზე აკრულს ზემოდან ქორივით დამაშტერდა.
- რას გადმომიკარკლე ეგ თვალები, მაინც არ ვიტყვი! - ამაყად გავიჯგიმე, მაგრამ როგორც კი მისი მკლავები ვიგრძენი წელზე ეგრევე მოვდუნდი.
- არ იტყვი? - ჩემს ტუჩებთან დაიხარა და ოდნავ ჩაიცინა - ესეიგი არ იტყვი ხო?
- არა! - გატეხილი ხმით ძლივს ამოვიჩურჩულე და ვიგრძენი კიდეც მისი ტუჩები ჩემსაზე. ხელები მუხლებს ქვემოთ ამომდო და წელზე შემომაწყობინა ფეხები, მისი თითები მთელ ზურგზე დათარეშობდნენ და საერთოდ მართმევდნენ ყველანაირ უნარს, არ მახსოვს არცერთი მოძრაობა, როგორ შემომეხვია მისი შიშველი სხეული, როდის გადავვარდი გრძნობებისა და ვნებების დინებაში, როდის შევიგრძენი მისი სხეული ასე მძაფრად და ასეთი ემოციით, ოთახის სიმშვიდეს მხოლოდ ჩვენი გახშირებული სუნთქვა და ოხვრა არღვევდა შიგადაშიგ, მისი თითები იმდენად მწველი იყო, რომ შანთივით მედებოდა სხეულის ნაწილებზე და კვნესას ძლივს ვიკავებდი.
- ჩემი ქალღმერთი - ჩემს გულმკერდზე დაიჩურჩულა, სიამოვნების წერტილს მიღწეულებმა ღრმად ამოვიოხრეთ და ვიგრძენი როგორ მოუდუნდა სხეული, ბედნიერებით ავსებულმა მის თმებში ავხლართე თითები და იქამდე ვეფერებოდი სანამ მშვიდი არ გაუხდა სუნთქვა, გული ისეთი სისწრაფით მიცემდა რომ ვერაფრით ვერ ვხუჭავდი თვალებს, ემოციები მოსვენებას არ მაძლევდნენ, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ვერ ვძღებოდი, მისით ვერ ვივსებოდი ბოლომდე, დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მღრღნიდა, მინდოდა უფრო მეტჯერ შევხებოდი, უფრო ახლოს შემეგრძნო მისი სურნელი. ოდნავ ზემოთ ავიწიე და საწოლის კიდეს მივეყრდენი, ვუყურებდი მის უშფოთველ სახეს და მის ყოველ ამოსუნთქვას ვითვლიდი, არ მინდოდა რომელიმე მაინც გამომეტოვებინა.
არ ვიცი რამდენი ხანი ვიჯექი ასე, მისი შემყურე, ბოლოს თვალები რომ ამეწვა უძილობისგან ფრთხილად ჩავცურდი ქვემოთ, მისი ხელი ავიღე და სხეულზე შემოვიხვიე, ისე ახლოს მივიჩოჩე მასთან რომ განძრევა არ შემძლებოდა, თან მის სხეულში გახვეული მისი სურნელით ვივსებდი ფილტვებს და ვცდილობდი რაც შეიძლება მეტად შემესრუტა.

***

დილით უცნაურმა შეგრძნებამ გამაღვიძა, სახეზე ყვავილი მიღიტინებდა და ძილბურანიდან ძლივს გამოვდიოდი, საბოლოოდ როგორც კი ვინებე თვალების გახელა, ეგრევე ილოს გაბრწყინებულ თვალებს გადავაწყდი და მის თითებს შორის მომწყვდეულ ყვავილზე გადავიტანე მზერა.
- დილამშვიდობისა - ცხვირზე მაკოცა და გემრიელი გაზმორების შედეგად, საწოლთან დადებული უზარმაზარი თაიგულიც აღმოვაჩინე.
- ეს.. - აღტაცებულმა დავხედე ყვავილებს და გულში ჩავიხუტე - ვგიჟდები!
- მე შენზე ვგიჟდები - ღიმილით მომიგო და რამდენიმე წუთი გაოცებული ვუყურებდი თვალებში.
- ილო..
- არ მინდა არაფრის თქმა, დღეს საღამოს მძღოლი მოგაკითხავს, კაბას დაგიტოვებ საწოლზე, აუცილებლად გამოჰყევი იცოდე.
- რომ არ გამოვყვე?
- აღარ მოგეფერები! - გაიცინა და გვერდულად გადმომხედა, ეგრევე ვწვდი საყელოში და ჩემკენ მოვიზიდე.
- მაშინ ახლავე მომეფერე - ძლივს ამოვთქვი და მის ტუჩებს მოწყურებულივით დავეტაკე, მუხლებზე გადავაჯექი და ენა ქვედა ტუჩზე გადავუსვი, მთელი კისერი დავუკოცნე და მის ოხვრაზე ჩუმად მეღიმებოდა, საწოლზე გადავაწვინე და ტუჩზე ფრთხილად ვუკბინე, თითებს მხრებზე, ზურგზე დაასრიალებდა და მსუბუქად მიჭერდა უკანალზე.
- მაგიჟებ! - ძლივს ამოიხრიალა ოდნავ წამოიწია რომ ჩემს ტუჩებს მოწვდენოდა, მაგრამ უეცრად ფეხზე წამოვხტი და ტ*აკის ქნევით წავედი კარადისკენ.
- რაო რა თქვი? აღარ მოგეფერებიო? - პირსახოცი გადმოვიღე და გაოცებულ ილოს ნიშნისმოგებით გადავხედე - რა სამწუხაროა, არც მე ვიწვი შენი სურვილით! - კაბა გადავიძვრე და ნახევრად ტიტველმა შევაბიჯე სააბაზანოში, რამდენიმე წამში გავიგე როგორ მოირბინა კართან და მთელი ძალით დასცხო ხელი.
- მაშო გააღე კარები! - დაიღრინა და მეც ინტერესით ჩამოვჯექი სააბაზანოს კიდეზე.
- რომ არ გავაღო?
- გააღე მეთქი კარი, მაშოო! - დაიზმუვლა და ოდნავ მოარტყა გაშლილი ხელი.
- და თუ გეტყვი რომ არც ჩამიკეტია? - ღიმილით ჩავჯექი წყალში და დაველოდე როდის შემოვიდოდა, სწრაფად შემოგლიჯა კარები და როგორც კი შიშველი დამინახა გაბრაზებული მზერა სადღაც გაუქრა და მთელი სხეული აუცახცახდა.
- მაგიჟებ ხო? - თვალებმოჭუტულმა გადმომხედა.
- გაიხადე და ჩამოდი! - გადავიკისკისე და ქაფიანი წყალი ოდნავ შევასხი, თავი გადააქნია ღიმილით და ჩემკენ დაიძრა.

***

საღამოს საწოლზე დადებული კაბა ამოვიღე და ღიმილით მოვირგე ტანზე, მოკლე, წინ და უკან ამოღებული, წითელი კაბა იყო, რომელიც საოცრად მქონდა მოტკეცილი ტანზე, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და გასასვლელისკენ დავიძარი, მძღოლი უკვე კარებთან მელოდებოდა, ღიმილით გამიღო კარები და უკანა სავარძელზე მოთავსებულმა გვირილამ ღიმილი მომგვარა.
მიმაგრებული ფურცელი გავხსენი და ყურებამდე გაღიმებულმა ამოვიკითხე.
“მოდი ნუღარ გაპუტავ ამ საწყალ ყვავილს, ისედაც იცი რომ მიყვარხარ!”
ჩავიცინე და თითებით მოვეფერე ლამაზად გადაშლილ ყვავილს, რამდენიმე წუთში უცნაურ ადგილას გაჩერდა მანქანა და მძღოლმა ისევ ღიმილით გამიღო კარები.
ჩაბნელებულ გზაზე მანიშნა და მეც ღიმილით დავიძარი სასურველი ადგილისკენ, გზადაგზა ნელნელა ინთებოთა ნათურები და ლამაზ ფერებს ჰქმნიდა ერთმანეთში.
საბოლოოდ ყურებამდე გაღიმებული ილია დამხვდა გზის ბოლოს და უზარმაზარი ვარდების თაიგული მომაწოდა, ღიმილით გამოვართვი და მთელი გრძნობით ვაკოცე ტუჩებში.
იქვე დადებულ მაგიდასთან სკამი გამომიწია და ღიმილით მოვთავსდი.
ჯერ კიდევ არ მჯეროდა რომ არ ყველაფერს ვხედავდი.
- როგორ მოგწონს აქაურობა? - მომლოდინე თვალებით მომაჩერდა.
- ძალიან ლამაზია - კიდევ ერთხელ მოვათვალიერე იქაურობა - ბოძი სად არის?
- რა ბოძი? - დაიბნა და ამათვალიერა.
- სტრიპტიზი რომ ვიცეკვო!
- რატომ უნდა იცეკვო სტრიპტიზი?
- აბა ეს კაბა რატომ დამიტოვე? - ვითომ დაბნეულმა შევხედე და მის სახეზე კინაღამ გადავიხარხარე.
- მაშო! - შემომიბღვირა მაგრამ მაინც გაეპარა ტუჩის კუთხეში ღიმილი.
შამპანიური ჭიქები ჩამოსხა და გამომიწოდა.
- ეს რა არის? დაასხი არაყი, გადავკრათ გავილეშოთ! - შევიცხადე და უკან გავწიე.
- მაშო..
- შაურმა არ იქნება? - ტუჩებდაბრეცილმა შევხედე და დავინახე როგორ გადაუვიდა ფერები სახეზე - არც ხინკალი? აბა რისთვის მომიყვანე, ძროხა ხო არ ვარ ეს ბალახი ვჭამო? - ენა გადმოგდებულმა ავიღე სალათის ფურცლები თეფშიდან.
- მაშო..
- მოდი კაი ხინკალი, მწვადი, ქაბაბი შევუკვეთოთ და მამაპაპურად ჩავჯდეთ ამოვსკდეთ არ გინდა? - გაცისკროვნებულმა შევხედე და მის წარბებშეკრულ სახეზე მოვიღუშე - რა უმუღამო ტიპი ხარ! - რამდენიმე წუთი ჩუმად ვიჯექით, უეცრად საიდანღაც რომ გამოჩნდა ოფიციანტის ფორმაში გამოწყობილი გეგა და შაურმები დაგვილაგა წინ.
- ეს რაა? - დაბნეულმა შევხედე.
- შაურმა!
- ბატონო? - ძლივს შეკავებული სიცილით გადავხედე ილოს.
- ვეცადე შენი სურვილები გამომეცნო, ხინკალი ახლა მოვიტანოთ, თუ მერე? - ისეთი ღიმილით გადმომხედა ლამის ადგილზე დავდნი.
- ილოო - ფეხზე წამოვხტი და ისეთი ძალით მოვეხვიე ძვლებმა დაიტკაცუნა - ყველაზე მაგარი ქმარი ხარ მთელ დედამიწაზე!
- ქალბატონო ახლა შემოვიტანოთ ხინკალი? - სიცილით გადმომხედა ვაკომ და თვალი ჩამიკრა.
- არ მინდა არაფერი, მხოლოდ ილოსთან მინდა დარჩენა! - ამაყად განვაცხადე და ისინიც სწრაფად გავიდნენ იქედან, ილომ მის მუხლებზე ჩამომსვა და ტუჩები კისერში გამიხახუნა.
- ჩემი გემრიელი - ღიმილით ამომხედა - ბედნიერებად დამიდიხარ ძარღვებში..
- რა რომანტიული ხარ ბატონო ილარიონ! - ენას ვუყოფ და უფრო გემრიელად ვთავსდები მის მუხლებზე.
- შენს მკერდზე რომ ვგიჟდები, გითხარი უკვე? - ურცხვად მაშტერდება მოღეღილ მკერდზე და ტუჩებს ილოკავს.
ირონიულად ვუღიმი, ფეხზე ვდგები და ფეხებს აქეთ-იქედან ვადებ, მის ტუჩებთან ძალიან ახლოს მივდივარ, ბრიტელებს მხრებზე ვიწევ და მკერდი უფრო კარგად ჩანს ჭრილიდან, აცახცახებული თითებით სწრაფად მიწევს ისედაც მოკლე კაბას, უფრო მაღლა და გულმკერდზე სველ კოცნებს მიტოვებს.
- მაგიჟებ! - ჩემს ტუჩებთან ხავის და ისეთი სიძლიერით მკოცნის რომ სისხლის გემოს ვგრძნობ პირში, ფრთხილად ვმოძრაობ მის ფეხებზე მოთავსებული და ვგრძნობ როგორ იმატებს ტემპერატურა სხეულში, მისი თითები მეხებიან ყველგან, თითოეულ წერტილზე და ჭკუიდან მშლიან, თავს უკან ვადებ და ისიც სწრაფად მითავისუფლებს მკერდს კაბისგან, მისი სველი კოცნები მთელ სხეულს მიწვავენ და სასიამოვნო სიცივე მივლის ამავდროულად სხეულში, ვნება ისე მიაბიჯებს სისხლში რომ თავს ვერ ვაკონტროლებ, ტუჩებს მთელი გრძნობით ვუკოცნი და მისი ენის შეხებაზე ქვედა ტუჩზე გონება მებინდება.
- ვგიჟდები შენზე - დაუფიქრებლად მწყდება ბაგეებიდან და მხოლოდ მერე ვგრძნობ როგორ მიდუღდება მუცელში რაღაც გრძნობა, უეცრად ილოც ჩერდება, დაბინდული მზერით მიყურებს თვალებში, ნელნელა ბინდი გადასდის თვალებიდან, ჯერ დაბნეული მომჩერებია, შემდეგ ნელნელა ივსება სხვადასხვა გრძნობებით და მთელი ძალით მიკრავს გულში.
- გაიმეორე!
- ვგიჟდები შენზე - მის მკლავებში მოქცეული ისევ ვიმეორებ და მთელი სხეული გაურკვეველი გრძნობით მევსება - მიყვარხარ ილო!
- სიგიჟემდე მაშო..

***

- კიტრის მწნილს და მჭადს თუ არ ამომიტან ახლა, ბოლო ხმაზე ვიტირებ! - ვემუქრები გაგულისებული და ბალიშს მთელი ძალით ვიხუტებ.
- ამოგიტან, მთელ სამყაროს ამოგიტან, თქვენ ოღონდ მთხოვეთ!

დასასრული


ჩემმა მუზამ მიმატოვა, თან მაინც და მაინც ბოლო თავის დაწერისას, არ ვიცი სად გაიქცა ან ასე რატომ წავიდა, მაგრამ აშკარად რაღაც ეწყინა :( იმედი მაქვს მალე შემოვირიგებ რომ მალე დაგიბრუნდეთ <3
რაც გამომივიდა ეს არის, მე პირადად ვერ გეტყვით რომ კმაყოფილი ვარ,
მაგრამ იმ საძაგელს თუ ველოდეთ, კარგა ხანი არ გამოჩნდება, მითუმეტეს თუ ძალიან რთული კვირა მექნება უახლოეს მომავალში სწავლის გადამკიდე.
მაპატიეთ,
ძალიან ძალიან დიდი ბოდიში ყველას!
იმედი მაქვს ოდნავ მაინც მოგეწონათ, ველოდები შეფასებას და ბოდიში შეცდომებისთვის!
ჩემი სტიმული ხართ თქვენ და ძალიან ძალიან მიყვარხართ!
გულის ფანცქვალით ველოდები თქვენს კომენტარებს..



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

არ მომეწონა თქო რომ ვთქვა უეჭველი ცხვირი გამეზრდება! :D მ ო მ ე წ ო ნ ა

 


№2  offline წევრი SillyGirl

როგორ მიყვარს ეს ისტორია.
გული დამწყდა რომ დამთავრდა.
მშვენიერი დასასრული იყო.
მთელი ისტორია იყო ზოგადად ძალიან მხიარული , თბილი და საყვარელი.
შენ თვითონ ხო მშვენივრად წერ.
იმედი მაქვს რამე ახალ ისტირიას შემოგვთავაზებ მომავალში.
ყოჩაღ ძალიან ძალიან მაგარი ხარ შენ.

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

როგორ მიყვრს ეს ისტორიაა როგორც ყოველთვის საოცრება იყო კარგია სრულად რომ დადე წაკითხვა რომ მომინდეს ბარემ ერთად ჩავუჯდები smile ველი შემდეგს მალე მობრუნდეს შენი მუზა თორე გავტყიპავ smile heart_eyes

 


№4  offline წევრი aNuGi

Anuki96
არ მომეწონა თქო რომ ვთქვა უეჭველი ცხვირი გამეზრდება! :D მ ო მ ე წ ო ნ ა

ძალიან დიდი მადლობა <3

SillyGirl
როგორ მიყვარს ეს ისტორია.
გული დამწყდა რომ დამთავრდა.
მშვენიერი დასასრული იყო.
მთელი ისტორია იყო ზოგადად ძალიან მხიარული , თბილი და საყვარელი.
შენ თვითონ ხო მშვენივრად წერ.
იმედი მაქვს რამე ახალ ისტირიას შემოგვთავაზებ მომავალში.
ყოჩაღ ძალიან ძალიან მაგარი ხარ შენ.

ძალიან ძალიან დიდი მადლობა! <3

sameone crazy girl
როგორ მიყვრს ეს ისტორიაა როგორც ყოველთვის საოცრება იყო კარგია სრულად რომ დადე წაკითხვა რომ მომინდეს ბარემ ერთად ჩავუჯდები smile ველი შემდეგს მალე მობრუნდეს შენი მუზა თორე გავტყიპავ smile heart_eyes

დიდი მადლობაა <3 ეჰ, გასატყიპი კი არის, მაგრამ დროც შემეზღუდება მალე უფრო და ვერ გავამტყუნებ! <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№5  offline მოდერი bla.ell

უნიკალური ხართ შენც და შენი ისტორიაც❤❤❤ძალიან კარგად და პროფესიონალურად წერ შეცდომები რომ გაასწორო კარგი რომანი დაიბეჭდებოდა და სიამოვნებით ვიყიდდი წიგნების მაღაზიაში,იმედია მალე დაიდება შენი ნიკით ახალი და კარგი ისტორიაheart_eyes

 


№6  offline წევრი Diosa Dela Tristeza

ვტირი ბედნიერებისგან❤❤რა სითბო და სიყვარული იყო გავგიჟდი❤❤❤ძალიან ბევრი ვიცინე. დილიდან ვკითხულობდი მერე შეწყვეტა მომიწია და ასე ჩვეულებრივად ვიჯექი და გამახსენდა რომ კითხვა არ დამისრულებია და სიხარულისგან ლამის ცეკვა დავიწყე რომ ისევ მექნებოდა წასაკითხი და ისევ ილოსადა გიჟი მაშოს გადარეულ ცხოვრებას დავუბრუნდებოდი. რომ დამთავრდა ახლაც ვფიქრობ ამათზ, იშვიათია ისტორია იმდენად მომეწონოს რომ დასრულება არ მინდოდეს, მაგრამ ეს მართლა ასეთი იყო❤ და კიდევ იშვიათობაა ისაა რომ ერთხელ წაკითხულს მეორედ ვეღარ ვკითხულობ,მაგრამ ამას რომ აუცილებლად წავიკითხავ ისევ აი ეგ ვიცი❤❤❤❤❤ უტკბილესი გოგო ხარ❤ მიყვარს შენი მოთხრობები❤❤❤❤

gvanciko_gvancunia
ვტირი ბედნიერებისგან❤❤რა სითბო და სიყვარული იყო გავგიჟდი❤❤❤ძალიან ბევრი ვიცინე. დილიდან ვკითხულობდი მერე შეწყვეტა მომიწია და ასე ჩვეულებრივად ვიჯექი და გამახსენდა რომ კითხვა არ დამისრულებია და სიხარულისგან ლამის ცეკვა დავიწყე რომ ისევ მექნებოდა წასაკითხი და ისევ ილოსადა გიჟი მაშოს გადარეულ ცხოვრებას დავუბრუნდებოდი. რომ დამთავრდა ახლაც ვფიქრობ ამათზ, იშვიათია ისტორია იმდენად მომეწონოს რომ დასრულება არ მინდოდეს, მაგრამ ეს მართლა ასეთი იყო❤ და კიდევ იშვიათობაა ისაა რომ ერთხელ წაკითხულს მეორედ ვეღარ ვკითხულობ,მაგრამ ამას რომ აუცილებლად წავიკითხავ ისევ აი ეგ ვიცი❤❤❤❤❤ უტკბილესი გოგო ხარ❤ მიყვარს შენი მოთხრობები❤❤❤❤

და უნიჭიერესი ხარ, რაც მთავარია:დ

 


№7  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Ei magari iyo dzaan!!! me monewona.
Ilom ki ara shenc ki rogor shedzeli amneziaze iseti ramis dawera??? ar shegecoda???;dddd:dd
Geli shemdegi istoriit moutbenlad!!

 


№8  offline წევრი aNuGi

Mariiiiami
საერთოდ არ გა ბოდიში მოსახდელიი
პირიქითთ საოცრება იყოო
სულ ღიმილით ვკითხულობდიი
ასე უნდა ყოფილიყო ზუსტად არც ზედმეტი არაფერიდა არც ნაკლებიი
უაღრეად კმაყოფილი ვარ მე პირადად :დდდდ
ილო რა საყვარელია :დდდდ
დაა კიდე ის ექიმი პროსტაა ცუდი ექიმი ცუდიი :დდდდ
და შენი მუზა მალე დაბრუნდეს თორე მერე წარმოდგენა არ მინდა რას ვუზამმმ :დ
საოცარი გოგო ხარ ანუკი საოცარიი <3 <3

ძალიან დიდი მადლობა ჩემო თბილო, ძალიან ძალიან გამახარე ამ კომენტარით! <3
არ მინდოდა ძალიან დამეტვირთა და ამიტომ მსუბუქად დავამთავრე, ისეთივე დასასრული ჰქონდა, როგორც დაიწყო <3 ძალიან დიდი მადლობა! <3

bla.ell
უნიკალური ხართ შენც და შენი ისტორიაც❤❤❤ძალიან კარგად და პროფესიონალურად წერ შეცდომები რომ გაასწორო კარგი რომანი დაიბეჭდებოდა და სიამოვნებით ვიყიდდი წიგნების მაღაზიაში,იმედია მალე დაიდება შენი ნიკით ახალი და კარგი ისტორიაheart_eyes

დრო რომ მექნება აუცილებლად დავარედაქტირებ, ძალიან დიდი მადლობა თბილო ასეთი კომენტარისთვის, გამაბედნიერე <3

gvanciko_gvancunia
ვტირი ბედნიერებისგან❤❤რა სითბო და სიყვარული იყო გავგიჟდი❤❤❤ძალიან ბევრი ვიცინე. დილიდან ვკითხულობდი მერე შეწყვეტა მომიწია და ასე ჩვეულებრივად ვიჯექი და გამახსენდა რომ კითხვა არ დამისრულებია და სიხარულისგან ლამის ცეკვა დავიწყე რომ ისევ მექნებოდა წასაკითხი და ისევ ილოსადა გიჟი მაშოს გადარეულ ცხოვრებას დავუბრუნდებოდი. რომ დამთავრდა ახლაც ვფიქრობ ამათზ, იშვიათია ისტორია იმდენად მომეწონოს რომ დასრულება არ მინდოდეს, მაგრამ ეს მართლა ასეთი იყო❤ და კიდევ იშვიათობაა ისაა რომ ერთხელ წაკითხულს მეორედ ვეღარ ვკითხულობ,მაგრამ ამას რომ აუცილებლად წავიკითხავ ისევ აი ეგ ვიცი❤❤❤❤❤ უტკბილესი გოგო ხარ❤ მიყვარს შენი მოთხრობები❤❤❤❤

და უნიჭიერესი ხარ, რაც მთავარია:დ


ძალიან დიდი მადლობა თბილო, გამახარე და გამაბედნიერე ამ კომენტარით, თქვენი თითოეული კომენტარი ჩემი სტიმული იყო და ვერც გადმოგცემ იმ ემოციებს რაც ამ კომენტარის წაკითხვისას დამეუფლა <3

Lollipop :))
ვაიმე როგორ მიყვარხარ აზრზე არ ხარ
არ მეყო ბოლო თავი,
მაგრამ რაც არი არი
ძაან მიყვარს ეს ისტორია
ვაბშე შენს ყველა ისტორიაზე ვგიჟდები
ველი შემდეგს ❤

მეც ძალიან ძალიან და დიდი მადლობა ამ კომენტარისთვის, ვეცდები მალე დაგიბრუნდეთ <3

nawkas12345
Ei magari iyo dzaan!!! me monewona.
Ilom ki ara shenc ki rogor shedzeli amneziaze iseti ramis dawera??? ar shegecoda???;dddd:dd
Geli shemdegi istoriit moutbenlad!!

ძალიან დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის<3 გამაბედნიერე <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№9  offline წევრი londoni

გიჟი მაშო:დდ ძალიან კარგი იყო კარგად ვიცინეე:დდდ მომეწონა დამალე დაგვიბრუნდიი<3

 


№10  offline წევრი ucnobi_18

უუუპოზიტიურესიიი და უუუსაყვარლესი მოთხრობა იყოო❤

 


№11  offline მოდერი ენემი

საოცარი ისტორიაა სითყვებით ვერ ავღწერ . მაგარი ხარ რამდენი ვიცინე რომ იცოდე ძალიან კარგი იყო და ა.შ. .... <3 წარმატებები heart_eyes

 


№12  offline მოდერი zia-maria

საოცარი იყო სითბოთი და სიყვარულით სავსე,იუმორით გაჟღენთილი და უნდა ვაღიარო,რომ უნიკალური ხარ. kissing_heart წარმატებებიიი.

 


№13  offline წევრი aNuGi

londoni
გიჟი მაშო:დდ ძალიან კარგი იყო კარგად ვიცინეე:დდდ მომეწონა დამალე დაგვიბრუნდიი<3

ძალიან დიდი მადლობა <3 გამაბედნიერე <3

ucnobi_18
უუუპოზიტიურესიიი და უუუსაყვარლესი მოთხრობა იყოო❤

დიდი მადლობა, მიხარია თუ მოგეწონა <3

baby girl for everyone
საოცარი ისტორიაა სითყვებით ვერ ავღწერ . მაგარი ხარ რამდენი ვიცინე რომ იცოდე ძალიან კარგი იყო და ა.შ. .... <3 წარმატებები heart_eyes

ძალიან ძალიან დიდი მადლობა! <3 <3 <3

zia-maria
საოცარი იყო სითბოთი და სიყვარულით სავსე,იუმორით გაჟღენთილი და უნდა ვაღიარო,რომ უნიკალური ხარ. kissing_heart წარმატებებიიი.

უდიდესი მადლობა, ძალიან გამახარეთ <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№14  offline აქტიური მკითხველი uchveulo

dzaan sayvarloba iyoo warmatebebii

 


№15  offline წევრი aNuGi

uchveulo
dzaan sayvarloba iyoo warmatebebii

დიდი მადლობა <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№16  offline წევრი rainbowcolored

სასწაული იყო საოცრება ვიცინოდი და ვტიროდი ბედნიერებით შენი ყველა ისტორია მიყვარს და საერთოდაც შენ მიყვარხარ ყველაზე გემრიელი შოლოლადის გოგო ხარ შენ. უბრალოდ საოცრება გავბედნიერდი

 


№17  offline წევრი aNuGi

rainbowcolored
სასწაული იყო საოცრება ვიცინოდი და ვტიროდი ბედნიერებით შენი ყველა ისტორია მიყვარს და საერთოდაც შენ მიყვარხარ ყველაზე გემრიელი შოლოლადის გოგო ხარ შენ. უბრალოდ საოცრება გავბედნიერდი

ძალიან ძალიან დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის <3 <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№18 სტუმარი ბასილისა

აი ჯერრ რა წავიკითხეე სულლ რამდენიმე აბზაციი დაა გეფიცებიი ჩაფსმამდე ვიცინე :დდ აქედანვეე ვატყობ კარგი და ხალისიანიი დღე მელის წინ:დდ მე უკვე შემიყვარდიით ქალბატონო ანაა(კარენინა) პ.ს. გვარი არვიცი ასერომ ჩემთვის კარენინა :დ შემოგევლეე მე შენ ! წავედი გავაგრძელე კითხვა და ემოციას გაგიზიარებ )))

 


№19  offline წევრი aNuGi

ბასილისა
აი ჯერრ რა წავიკითხეე სულლ რამდენიმე აბზაციი დაა გეფიცებიი ჩაფსმამდე ვიცინე :დდ აქედანვეე ვატყობ კარგი და ხალისიანიი დღე მელის წინ:დდ მე უკვე შემიყვარდიით ქალბატონო ანაა(კარენინა) პ.ს. გვარი არვიცი ასერომ ჩემთვის კარენინა :დ შემოგევლეე მე შენ ! წავედი გავაგრძელე კითხვა და ემოციას გაგიზიარებ )))

ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამახარე ასეთი კომენტარით, მიხარია თუ შევძელი შენი გამხიარულება <3 <3 <3 ძალიან დიდი მადლობა!
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№20 სტუმარი ბასილისა

aNuGi
ბასილისა
აი ჯერრ რა წავიკითხეე სულლ რამდენიმე აბზაციი დაა გეფიცებიი ჩაფსმამდე ვიცინე :დდ აქედანვეე ვატყობ კარგი და ხალისიანიი დღე მელის წინ:დდ მე უკვე შემიყვარდიით ქალბატონო ანაა(კარენინა) პ.ს. გვარი არვიცი ასერომ ჩემთვის კარენინა :დ შემოგევლეე მე შენ ! წავედი გავაგრძელე კითხვა და ემოციას გაგიზიარებ )))

ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამახარე ასეთი კომენტარით, მიხარია თუ შევძელი შენი გამხიარულება <3 <3 <3 ძალიან დიდი მადლობა!

აიიი უსაყვარლესი უმაგრესიი ხარ ჯერ შენ და მერე შენიი ესს საოცარიი მოთხრობააააა აან კაი იყოო heart_eyes

ბასილისა
aNuGi
ბასილისა
აი ჯერრ რა წავიკითხეე სულლ რამდენიმე აბზაციი დაა გეფიცებიი ჩაფსმამდე ვიცინე :დდ აქედანვეე ვატყობ კარგი და ხალისიანიი დღე მელის წინ:დდ მე უკვე შემიყვარდიით ქალბატონო ანაა(კარენინა) პ.ს. გვარი არვიცი ასერომ ჩემთვის კარენინა :დ შემოგევლეე მე შენ ! წავედი გავაგრძელე კითხვა და ემოციას გაგიზიარებ )))

ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამახარე ასეთი კომენტარით, მიხარია თუ შევძელი შენი გამხიარულება <3 <3 <3 ძალიან დიდი მადლობა!

აიიი უსაყვარლესი უმაგრესიი ხარ ჯერ შენ და მერე შენიი ესს საოცარიი მოთხრობააააა აან კაი იყოო heart_eyes

გავგიჟდი გადავირიეე ჯერ ხო სიცილით გავსკდიი მერეე მომინდაა, რომ მეც მაშოსნაირი მაგარი ხასიათიი მქონდესს grinning grinning რაიქნებოდა მეც ეგეთი ვიყოო უძAლიან მაგრესი და ზეე ხასიათი როაქ :დდდდ ისე ვფიქრობბ იგივეე იქნები შენც ეგეთი ჯიგარი და უსაყ ვარლესი heart_eyes heart_eyes ხშირ შემთხვევაში როგორი ხასიათის მოთხრობაცაა ისეთი ხასიათის იქნება მწერალიც რადგან ფურცელზე ის გადმოგაქვთ რაც შინაგანად ხართ kissing_heart kissing_heart მიყვარხარ მე შენ !

 


№21  offline წევრი მარი,,

shen chem rcheulta sameulis siasi xar rogorc yoveltvis,dzaan karkad ro wer gitxari xo ukve?dzaan giji pesonajebi ro gyavs da vgijdebi magatze egec natqvami meqneba.es istoria "leqtorivit""magari gamovidatqo ro gitxra mgoni jer ar mqonda natqvami,xoda ras vambobdiii momdevno istoria minda ase gijuri,ase mxiaruli da sasacilo rogorc es iyo...gijad mtvlian saxlshi ukve tavistvis xarxarebso da barem mainc gijis iarliyi maq mowebebuli da kide unda vicino shens istoriebze.male dade rame kargi wera shen ar geshleba da araprri xoda gamaxareeeee

 


№22  offline აქტიური მკითხველი aanamaria

რა საყვარლობა იყო

 


№23  offline წევრი aNuGi

მარი,,
shen chem rcheulta sameulis siasi xar rogorc yoveltvis,dzaan karkad ro wer gitxari xo ukve?dzaan giji pesonajebi ro gyavs da vgijdebi magatze egec natqvami meqneba.es istoria "leqtorivit""magari gamovidatqo ro gitxra mgoni jer ar mqonda natqvami,xoda ras vambobdiii momdevno istoria minda ase gijuri,ase mxiaruli da sasacilo rogorc es iyo...gijad mtvlian saxlshi ukve tavistvis xarxarebso da barem mainc gijis iarliyi maq mowebebuli da kide unda vicino shens istoriebze.male dade rame kargi wera shen ar geshleba da araprri xoda gamaxareeeee

ჩემო კარგო უდიდესი მადლობა ასეთი კომენტარისთვის!! <3
ვეცდები რომ კიდევ ძალიან ძალიან ბევრჯერ გაგახარო <3 <3

aanamaria
რა საყვარლობა იყო

ძალიან დიდი მადლობა! <3

Ans...
ესეც ასე ♥ ♥ ♥ ♥ ♥
დავიწყე პირობის შესრულება.
აი, ვერ წარმოიდგენ პროსტა
რამდენი ვიცინე. უბრალოდ გაღიმება და გაცინება კი არა, რამოდენიმე მომენტში
ბოლო ხმაზე ვხარხარებდი.
შემიყვარდა ეს ისტორია.
როგორ კარგად წერ იცი? სასწაულად წერ ბედნიერებას.
აი, კითხულობ, კითხულობ და არ იღლები... არ გბეზრდება. გინდა, რომ კიდე დიდხანს იკითხო.
♥ ♥ ♥ ♥
აი, მაშოზე გავგიჟდი!!!!
ეტყობა მაშოს ვინ "ალაპარაკებს" ხუმრობებზე და მწარე ენაზე laughing laughing
ძალიან მაგარი გოგო ხარ, ძალიან !
სასწაული ♥ ♥ ♥ ♥
წავალ ახლა და წასაკითხი ისტორიების სიას ჩავუჯდები...
ჰო, შენს კომენტარებშიც აუცილებლად დავბრუნდები ♥ laughing laughing

ძალიან, ძალიან გამიხარდა შენი კომენტარი ანნ! <3
ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამაბედნიერე, მიხარია რომ შევძელი შენი გამხიარულება <3
შენს ისტორიებზე ხო ვგიჟდები და შენზე საერთოდ!
ძალიან მაგარი გოგო ხარ და კიდევ ერთხელ
ძალიან ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის! <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№24 სტუმარი სტუმარი lika

indenad kargi ikoo rom meated vkitxulob ukve

 


№25  offline წევრი aNuGi

სტუმარი lika
indenad kargi ikoo rom meated vkitxulob ukve

გავგიჟდი ისე გამიხარდა ეს კომენტარი! <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№26 სტუმარი სტუმარი ლიაკო

კარგი იყო წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent