შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოლურჯო სული... (თავი 8)


2-05-2017, 21:19
ავტორი aleqsandra
ნანახია 1 822

შემოდგომა თავის ფერად-ფერად ნაბადს იხურავდა, საოცრად ლამაზი იყო ამ დროს ლისის ტბა, თითქოს ცასაც ფერისცვალება განეცადა და მასზე უზარმაზარი არა ნაცრისფერი, არამედ მოოქროსფრო ღრუბლები ამის დასტურად იყო. ხმელი ფოთლებით გადაპენტილ ბილიკს, მიიკვლევდა ტატო ემხვარი და მისი გრძნობები სულს ეხებოდა.
გიგრძვნიათ ვინმეს, როგორ აფათურებს შენს სულში სხვა ხელებს?! თუ არ გიგრძვნიათ, მაშინ ვერ მიხვდებით ახლა ის რას განიცდიდა, ყველანაირი განცდა და გრძნობა გაქრა თითქოს მასში და ყველფერი ირგვლივ ლილისფერმა ბინდმა მოიცვა, ალბათ ეს ყველაზე შავი ღამე იყოს მის ცხოვრებაში.
-ასე როგორ ითამაშა ჩემი და ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის ბედით გიორგიმ? ეს როგორ გაბედა.. მე როცა მთელი ეს ხუთი წელი მარიამის შეძულებასა და შურისძიების გეგმის დასახვაში გავლიე, ის აქ კვდებოდა, ის აქ ჯოჯოხეთში ცხოვრობდა, ჯოჯოხეთში, რომლიდანაც მე მისი გამოყვანა შემეძლო! ერთ-ერთ მერხზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო, მერე ცხელი სითხეც იგვრძნეს მისმა ხელისგულებმა, რომელსაც გულის გამალებითი ძგერა და გაცხოველებული სუნთქვა მოყვა. თავი ეზიზღებოდა ემხვარს და ყველა ის ფაქტი, რითაც მარიამს ატკინა.
-ჩემო მარიკო, ჩემო დაუცველო მოლურჯო სულის მარიკო, ასე როგორ გავნო ყველამ და როგორ გატკინა?! ასე, ასე... სიტყვებს ვერ აბავდა თავს, სიბრაზისგან.. რამდენჯერმე ღრმათ ჩაისუნთქ-ამოისუნთქა და გულიც ამოაყოლა თან.
ასე... როგორ გაგწირა ამ დედა არღნიანმა, ცხოვრებამ, როგორ?! ან შენ, ან მე?! მიწა მოფხოჭნა ხელით და მუჭში ერთად მოუყარა თავი მიწის მილაკებს.
****************************************** *********************************************
-სადამდე აპირებ მაგ ფანჯარასთან დგომას?! ... მინებზე გიორგის შემზარავი სახე ირეკლებოდა,გარეთ კი კოკისპირულად წვიმდა.
-მანამ სანამ არ მომბეზრდება! ვუთხარი ისე ადგილიდან არ გავტოკებულვარ.
-რაღაც საოცრად გამბედავი ხარ ცოლუკავ ამ ბოლო დროს, რამე ხდება და არ ვიცი?! თუ ჩვენს მეზობლად მყოფი შენი ძველი და ამავდროულად დასამარებული სიყვარული გაძლევს ამ სიტყვების თქმის ძალას?! მხარზე ხელი დამადო და უმალ ავაღებიე.
-მე ყოველთვის ასეთი ვიყავი და არაფერ შუაშია აქ ტატო.
-ყოველთვის ეგეთი გამბედავი, რომ ყოფილიყავი დღეს ასეთ დღეში არ იქნებოდი საყვარელო და კიდევ გეუბნები, მაგ ს***ს სახელს ნუ ახსენებ ამ სახლში ასჯერ გითხარი მგონი...
-რამდენჯერაც არ უნდა მითხრა ის მუდამ ჩვენს შორის იქნება და იცი რატომ, იმიტომ რომ ისაა ჩემი ერთადერთი სიყვარული, მისით ვცოცხლობ და მისით ვსაზრდოობ... თუმცა შენ ამას ვერ გაიგებ, იმიტომ რომ შენ მსგავსი სიყვარული წილად არასოდეს გერგება. მხარზე პლედი გავისწორე და აივანზე გასასვლელი მინის კარი გავაღე. გარეთ ყველაფერს ლეკავდა წვიმა.
-ცდები მეც მერგო მსგავსი სიყვარული წილად და ამ სიყვარულს, ჩემი შენდამი სიყვარული ჰქვია. მკლავზე ხელი მომკიდა და მისკენ ძალით შემატრიალა.
-როგორ არ გცხვენია, როდესაც შენი ჩემდამი ავადმყოფურ სიყვარულს, ჩემსა და ტატოს, ორ მხრივ და რწფელ სიყვარულს ადარებ?! მთელი ღვარძლი ჩავაქსოვე სათქმელში და უტეხად ჩავაცქერდი თვალებში.
-შენ რა იცი მე, როგორ მიყვარხარ?! შენ რა იცი?! ოოდესმე გიცდია სხვაგვარად შემოგეხედა ჩემთვის?! ერთხელ მაინც გიცდია ჩემი შეყვარება?! მიპასუხე, მიდი! მკლავზე ხელი მომიჭირა და შემანჯღრია.
თითქოს მისმაა სიტყვებმა და სასოწარკვეთილმა, ტკივილიანმა,თან ამავდროულად ცრემლიანმა თვალებმა ჩემს გულში რაღაც შეცვალა. ხმაც სადღაც გამეპარა.
მიდი, მიპასუხე, მიდი! ერთხელ მაინც გიფიქრია ჩემს გულში რა ხდებოდა?! ერთხელ მაინც დაგიყენებია ჩემს ადგილას თავი, რად მიჯდებოდა შენი ჩემს გვერდით დაკავება, თანაც როგორ, როდესაც ვერც კი გეხები, არ ხარ ჩემს გვერდით მაშინ, როდესაც ცუდათ ვარ, ვერ გკოცნი და არ ვიზიარებ შენს სარეცელს! ეს იცი რას ნიშნავს კაცისთვის, იცი?! მიდი წამოიდგინე ჩემს ადგილას შენი თავი... იცი, როგორ მიყვარხარ, რომ გიყურებ მაკანკალებს, სული მიფერადდება და ამით ვინუგეშებ თავს, რომ აქვე გვერდით მყავხარ, ეს ამოდენა სიყვარული როგორ დავიტიო გულში მარიამ არ ვიცი, არა!...ჩემი ხელი აიღო და მკერდზე დაიდო, რათა მისი გულისცემა მეგრძნო.
-ვერასდროს ვერ ვცდიდი, შენ შეყვარებას და იცი, რატომ?! სიყვარული ერთხელ მოდის გიო, ერთხელ და სამუდამოდ რჩებაა აი, აქ! ახლა მე ავიღე მისი ხელი და გულზე მივიდე, როგორც მან ქნა წამის წინ ზუსტად ისე. მე უკვე მიყვარდა, მთელი არსებით მიყვარდა და შენ ვერასდროს შემოგხედავდი ისე,როგორც მამაკაცს, შენ ვერ შეგიყვარებდი და ვერც შეგიყვარებ გიო ვერა, ეს ჩემს ძალებს და საერთოდ ამ სამყაროს აღემატება.
შენ იცი მე, როგორ მიყვარს ის, არ იცი, შენ დაგიყენებია ოდესმე ჩემს ადგილას თავი?! არასდროს! შენ მე ყველანაირად გამთელე, მე არ მჯერა მსგავსი სიყვარულის, შენ რომ მართლა გიყვარდე ბედნიერების უფლებას მომცემდი თუნდ შენგან შორს, მაგრამ შენ მე უარესად მანადგურებ, შენ ჩემი ცხოვრება დაისაკუთრე, მაგრამ ჩემს გულს ვერასდროს მიიკერძოებ, მე მოსიარულე მკვდრად მაქციე, მაგრამ ერთი რამ იცოდე ბოლო ამოსუნთქვამდე ტატო მეყვარება, ტატო, რომელიც ჩემი ცხოვრების ერთადერთი მზეა, მზე რომელიც ჩემს გაყინულ სულს ათბობს!
ცოტა ხანს დუმდა და ხმამაღლა ქშინავდა.
-რა ჰქონდა მას ისეთი, რაც მე არ გამაჩნია?! კვლავ არ მანებებდა თავს.
-გთხოვ ნუღარ განვაგრძობთ! მისგან გაცლა განვიზრახე თუმცა უშედეგოდ. ორივე ხელი მხრებზე შემომაჭდო და უკნიდან ამეკრა.
-გამიშვი... ხმა ჩამწყდარმა ამოვილურლუღე!
-კითხვას გიმეორებ, რა ჰქონდა ტატოს ისეთი, რაც მე არ გამაჩნია?! მისკენ შემატრიალა და თვალებში ჩამაცქერდა, მისი სახე მთლიანად ცრემლს დაენამა, წამიერად შემეცოდა კიდეც.
-გული გიო, გული. შენ გული არ გაგაჩნია ესაა თქვენს შორის სხვაობა!
-გული მე კი არა ხესაც აქვს, ქვასაც და მეტეორსაც, აი შენ კი მარიამ მართლა არ გაქვს! მთელი ჩემი ცხოვრება ტკივილში, უდედობაში, უსიყვარულობაში და ბრძოლაში უნდა გავლიო ნიუჟელი ამის დედას შ****ი! რა ბედი მქონდა ასეთი, რა ბედი?! აივნის მოაჯირს მაგრად დაკრა ხელი და აივანზე მდგარ ავეჯს დაუწყო ლეწვა.
-რა დავაშავე ასეთი?! ერთ დროს მეც ხომ არ ვიყავი ასეთი? ერთ დროს მეც ხომ სუფთა სული მქონდა, ერთ დროს მეც ხომ ვარსებობდი, დღეს კი მეც მკვდარი ვარ. შენ რომ შეგხვდი, აი ის პატარა 16 წლის გოგო, ჩემი ცხოვრება განათებოდა, მარტო აღარ ვიქნებოდი, მეგონა ამ დაჭრილ გულს შემიწეებებდი, მაგრამ დღეს ისე მარტო ვარ და ისე მტკივა გული, როგორც არასდროს! მუხლებზე დაეცა, ბოლო სკამიც რომ დალეწა და დაუღლული ხარივით ბღავილს მოჰყვა! რა დავაშავე ასეთი, რა ის, რომ დავიბადე, დედა ხომ ჩემს გამო დაიღუპა... მერე რაღა დავაშავე ის, რომ შემიყვარდი, მიყვარხარ, ხო მიყვარხარ და ეს სიყვარული მე მომკლავს, მხოლოდ შენი სიყვარული გამანადგურებს და უშენობა, მიყვარხარ მარი და რა ვქნა, რაა?!
სიბრალული,დანაშაულის გრძნობა და კიდევ უამრავი რამ ვიგრძენი ასეთი, გიორგი არასდროს მენახა, ასეთი სუსტი და დაუცველი გიორგი ლაბაძე, რომელიც მართლა მოძრავი მკვდარი იყო ამ წამს. მისკენ დავიხარე და ჩემს ფეხებთან დაცემულ კაცს თავზე შევეხე. მუხლებზე შემომეხვია და მათში ჩაიძირა, ოხრავდა კანკალებდა და შიგა და შიგ, მხოლოდ ერთსა და იმავეს იმეორებდა; „მიყვარხარ მარი!“ .

********************************************************* **************************************
იმედი ალბათ ყველაზე კარგი, რამაა რაც ამ სამყაროში ადამიანის გამაძლიერებელი და მაასულდგუმებელი რამაა, გიორგი ჩემს ხელებს ებღოჭინებოდა და მეხვეწებოდა არ დამეტოვებინა. მეც ელვით წამერად განათებულ ოთახში ვიჯექი საწოლზე, გიორგის ჩემს კალთაში თავი ედო და ხელზე, ხელებს ისე მაგრად მიჭერდა მეგონა ცოტაც და მომტეხავდა სახსარს. ქსუტუნებდა, ბორგავდა, კანკალებდა და ემოციებისგან გადაღლილს როგორც იქნა ბოლოს ჩაეძინა. ალბათ შუაღამე გადასული იყო, თავი ბალიშზე გადავადებიე და ფეხზე წამოვდექი. სულ დამბუჟებოდახელ-ფეხი.
-არ წახვიდე გთხოვ, ამაღამ არ მიმატოვო გემუდარები, დღეს დედაჩემის სიკვდილის დღეა!
-არ წავალ, უბრალოდ სხეული გამეთოშა და საშინლად დაბუჟებული ვარ, ცხელ შხაპს გადავივლებ და დავბრუნდები, ამაღამ არ მიგატოვებ გპირდები! ოღნდ ახლა კი დაიძინე! სახეზე ხელი შევახე და ნაზად დავუსვი, ვიგრძენი როგორ გააკანკალა, გამიღიმა, მერე თვალები მილულა და კვლავ ძილს მისცა თავი.










ძლივს დაწერილი პატარა თავი, ბოდიშს გიხდით ჩემო შოკოლადებო, რომ ამდენხანს დავიკარგე, უბრალოდ არ ვიყავი კარგად ჯამრთელობის მხრივ და ვერ ვახერხებდი წერას, ახლა ვეცდები 3-4 დღეში ერთხელ მაინც დავდო ახალი თავი ისტორიის, მიხარიხართ, მაბედნიერებთ და თქვენი თითეული სიტყვა სტიმულს მაძლევს!
გკოცნით ბევრს ალექსანდრა <3



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

თვალი მატყუებს თუ მართლა ატვირთე

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

იმედია ახლა კარგად ხარ სიხარულო.გამახარე ძალიან და თან როგორი კარგი თავით დაგვიბრუნდი.მეცოდება გიო,მიუხედავად ყველაფრისა.მარის აღიარების მერე მეცოდებოდა და გული შემტკიოდა მასზე,მაგრამ ამ თავში განსაკუთრებით მინდა რომ გამოსწორდეს,მაგრამ ვნახოთ რა მოხდება შემდეგშუ
--------------------
ლანა

 


№3  offline მოდერი aleqsandra

Anuki96
თვალი მატყუებს თუ მართლა ატვირთე

ვიცი, რომ ცუდი გოოგ ვარ :((( ჩემო შოკოლადოო <3

La-Na
იმედია ახლა კარგად ხარ სიხარულო.გამახარე ძალიან და თან როგორი კარგი თავით დაგვიბრუნდი.მეცოდება გიო,მიუხედავად ყველაფრისა.მარის აღიარების მერე მეცოდებოდა და გული შემტკიოდა მასზე,მაგრამ ამ თავში განსაკუთრებით მინდა რომ გამოსწორდეს,მაგრამ ვნახოთ რა მოხდება შემდეგშუ

ბევრი გული შენ ლან ჩემგან <3 მიხარია, რომ კვლავ კითხულობ და მახარებ შენი შოკ-მაჟე სიტყვებით <3

მედი
იმედია კარგად ხარ ალექს♡ამ პატარა თავითაც კი გამაბედნიერე♡იმედია მალე ყველაფერი დალაგდება♡ძალიან მინდა გიორგიც ბედნიერი იყოს♡

მედი ჩემო შოკოლადო, მაბედნიერებ და მიხარია, რომ გახსოვარ <3

 


№4 სტუმარი Guest Everything

ახალ თავს აღარ ველოდოთ ? :/
პ.ს იმედია კარგად ხარ

 


№5  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ჯერ მხოლოდ წინა ისტორიიდან ვარ შოკში! დიდიხნის წინს ვკითხულობდი და მოკლედ შემიყვარდა... და სულ ჩემს ქვეცნობიერში იყო ნინუცაც და ალექსანდრეც.. ახლა კი ეს ისტორია რომელიც უკვე მეორედ მაგდებს შოკში... მართლა საოცრებაა როგორ შეგუძლია ადე აღწერდე ტკივილს ... უბრალოდ ვგიჟდები შენზე და შენს ისტორიებზეც... უბრალიდ ნუ აგვიანებ არ იმსახურებენ ასეთი ისტორიები დაგვაინებას თანაც ამდენი რომ გელოდევით... მაგრა. იმდენად შემაყვარე თავი რო ალბათ სამითვეც დამეტიც დაგელოდები ოღონდ იატორიის გაგრძელება ვიხილო!!! მარYლაც საოცარია და საოცრება ხარ შენ ! არაჩვეუელბრივი მწერალი რომელიც არაჩვეულებრივად გადმოსცემს ყველაფერს... არშემიძლია არავღნიშნო რომ ეს ისტორია ,,შენი ზოდიაქოს ფერს" მახსენებს, სერიალი იყო სადაც ზუსტად ამის მსგავსად ხდებოდა მოვლენები და ვგიჟდებოდი კიდევაც უბრალოდ ცუდი დასასრულუ ჰქონდა, ნუ მასე მივამგვანე მაგრამ შენ გენდობიდა შენს გაგრძლ3ბეას <3 ნუ აგვიანებ და წარმატევებუ გასაოცარი ადამიანი ხარ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent