მთვარის მეგობარი (თავი 2)
- ლიპარტელიანი, მაგ ოქმს ხელი მოაწერე და აღარც დაგელაპარაკები. შენი თავი არ მაქვს. - ხელი აიქნია გუნიამ და ქაღალდი და პასტა მომიგდო. - კარგი ძმა. - კაი ძველი ძმაკაცივით ვეუბნები და კალამს ხელში ვათამაშებ. - ძმა იქნება რო გისვრი ფანჯრიდან. უყურე ამას! - მკაცრი ტონით მეუბნება და თან ტუჩის მარჯვენა ლოყაში ღიმილი ეპარეა. - ჰე ახლა! რა მოაწერ ხელს? მერე თქვენც და ქშა! - მაცადე წავიკითხო. იქნებ ჩამოხრჩობის ნებართვ… - ფურცელი გამომგლიჯა და მხარზე ხელი დაჭერით დამსვა. - მეტის ღირსი ვარ! მეთქი ავარიდებ ამ ყველაფერს თავიდან-თქო. ახლა დაეგდე და მომიყევი, ეს 15 წლის ათოსანი გოგო, რატომ გადაძვერი მეხუთე გაკვეთილზე ფანჯრიდან და შუა “რაზბორკაზე” რა ჯანდაბას აკეთებდი? - კაი მოვაწერ ხო… მომე. - გუნიამ ის იყო ფურცლები გამომიწოდა ბიჭმა რომ წამოყო თავი. - “რაზბორკაზე” რა უნდოდა ათქმევინებ რა… - ეცინებოდა და თან ძალიან დამცინავად მათვალიერებს. მე ფურცლებს ხელი მოვაწერე და ბიჭებს გავუცურე. ისე ვიქცევი, თითქოს იქ არაა. ღმერთო, როგორ მინდა სიცილი დავიწყო. - ვერ გაიგე? რა გინდოდა იქ მოყევი. - გუნია. - შენ მაგას კითხე, რატომ მემანიაკება. - რას შვება ჩემი ძმისშვილი? - დამსდევს. - ნაგლად გავიღიმე და ბიჭებთან ერთად დავტოვე ოთახი. - ოღონთ ახლა აქედან გავიქცეთ და … - მოდი. - საბას ზურგზე შევახტი და იქიდან ისე გავიქეცით უკანაც არ მოგვიხედია. … ბიჭი იმის მერე მთელი დღე არ მინახავს. თუმცა ამაზე ვინ დარდობს? საკმარისია ჩემმა სამმა გოგოშკამ, რომლებიც აქეთ იქით მიზიან თვალი მომაშორონ, თემიკო და საბა ჩემთან არ იყვნენ და ეგრევე ვქრები. ვკვდები. ყველაფერი არეული მაქვს და ვერ ვიგებ რა უნდა ვიგრძნო. მარტო დავაბიჯებ და ვიცი, ახლა მართლა მარტო ვარ. სულ მარტო. ეს ათოსანი გოგო ცუდ ნიშნებში იხრჩობა და ძლივს ვიწყებ ამოქაჩვას. ოჯახი დამენგრა. ახლა მხოლოდ ერთი შველა დამრჩა. მეექვსე გაკვეთილი დამთავრდა. ჩანთა ზურგზე მოვიგდე და ისე გამოვედი იქიდან არავის დავლოდებივარ. ელენე და ანანო ამეკიდნენ. - საით დევაჩკა? - ამ… - გავისეირნოთ? - წარბებს ათამაშებენ და აქეთ-იქიდან ხელკავს მდებენ. თავს ვითავისუფლებ. - მე… საქმე მაქვს. მამას უნდა გავუარო. - ნაბიჯს ავჩქარე და თემიკოს ამოვუდექი გვერდზე. - სადმე მიდიხარ? - აუ კი… გავიბოდიალებ. მარტო მინდა ყოფნა. - დიდი ხნით? - არა მგონია. ასე ნახევარი ან ერთი საათით. არც კი ვიცი. რა იყო? - მეც უნდა გავჩერდე. მთელი ამბებია იმ ჩხუბზე და… მე და ანანო ერთად მივდივართ და შენც წამოდი-თქო. - რავი . როგორც გინდა. - რა გჭირს შენ? - არაფერი. - ისე ველაპარაკები ზედაც არ ვუყურებ. ერთი სული მაქვს სკოლიდან გავაბიჯო და ცოტა ხნით მაინც მოვწყდე რეალობას. - დავილაპარაკებთ მე და შენ. - თითს გამაფრთხილებლად მიქნევს. თვალები გადავატრილე და როგორც იქნა გავედით. - ეგრე ქენი ბრატ. - ხელი დავუქნიე და ჩქარი ნაბიჯით გადავედი მიწისქვეშაში. ვერის ბაღის ბოლოში ერთი ადგილია, მტკვარს გადაჰყურებს. იქიდან გადასაძრომია და ძალიან გრძელ, ბეტონის, თითქმის მონგრეულ, სქელ მოაჯირებიან აივანზე გადადიხარ. მოაჯირზე შემოვჯექი, ფეხები გადავკიდე და ჩანთა გვერდით მოვიდე. ცოტა ხანს ასე ვიჯექი, მანქანებისა და დინარის ხმას ვუსმენდი. პატარ-პატარა კაცუნებს ვაკვირდებოდი, რომლებიც შიგადაშიგ ჩემსკენ აპარებდნენ მზერას. ჩანთაში ბლოკნოტის ძებნას ვიწყებ. ჯანდაბა! ძველ სახლში დამრჩა! რა ცუდად ჟღერს. ძველი სახლი. მათემატიკის რვეულს და კოჰ-ი-ნორის ორ ფანქარს ვიღებ, მესამე ბლოკნოტთან ერთად დამრჩა. ერთ-ერთს ყურზე ვიმაგრებ მეორეთი კი ვიწყებ ფურცლის მოფერებას. ხატვისას საშინელი ბრაზი მაწვება და ფანქარს მეორე, უფრო მუქში ვცვლი და ახლა ჩანახატის ნახატად გადაქცევას ვიწყებ. ფანქრის ყოველ მოსმაზე მახსენდება ყველაფერი და კადრები ჩემს თავში ქაოსურად იწყებენ სირბილს. დედას და მამას ჩხუბი. ერთმანეთში, ანასთან და ბოლოს ჩემთან. მახსენდება, როგორ მეწუწუნება და მეჯუჯღუნება ყველა მე. როგორ მოდის მამა განერვიულებული. ყოველ კვირა უფრო და უფრო უხეში ხდება. დედა უფრო ფეხებზე და თან მომთხოვნი. მახსენდება, როგორ მიწყრება ჩემი და იმიტომ, რომ ნერვები მაქვს მოშლილი. ამ ყველაფრის შემდეგ, კიდევ უკვირდათ რატომ ვიყავი სულ აშლილი. სერიოზულად? ნახატს ვაქსოვ ყველაფერს და ხელში აცრემლებული თვალი მრჩება. ისევ წინა ფანქარი, მხოლოდ დეტალებიღა დამრჩა, როდესაც უკნიდან ნაბიჯების ხმა გავიგე. - აქ რა გინდა? - ბიჭი. იმდენად არ ველოდი ფანქარი ხელიდან ჩამივარდა და თან გაჰყვა ჩემი საშლელიც. - ჯანდაბა! თავში ტვინი გაქვს? - იმედგაცრუებული ჩავყურებ ჩემს ქვემოთ გაფენილ ხევს, ხეებს სადაც ჩემი იარაღი გაუჩინარდა. - მაპატიე. რა გადავარდა? - ფანქარი და საშლელი. - რვეული გვერდზე დავახეთქე და აივანზე დავხტი. ერთადერთი ფანქარი ჩავაგდე ჩანთაში, მან კი რვეული ამაცალა. - შენ დახატე? - გაოცებული მაშტერდება. - არა. ორი ფანქარი მეჭირა, საშლელი და ჩიტები მიხატავდნენ. - თვალები სარკასტულად მოვჭუტე და ცაში ავიხედე. გამოვგლიჯე და ჩანთაში ჩავიგდე. - დღეს გცალია? გავის… - მომისმინე… მართლა… არ მინდა ცუდად გამომივიდეს. მაგრამ ძალიან არასწორ დროს შემხვდი. - “კეთილად” ვუღიმი. - რაც არ უნდა ძალიან გვინდოდეს ორივეს, ახლა შენი მეგობარი ვერ გავხდები. - მე გავხდები შენი. - გამიღიმა ბავშვურად. თავი დამნაშავედ მაგრძნობინა მისმა უსაყვარლესმა ღიმილმა და ციმციმა თვალებმა, რომლებიც ასეთი ლოდინით მომშტერებოდნენ. - უკვე საკმარისად ბევრი მყავს, ვისაც გულის ტკენა შეუძლია. - ისევ ვიღიმი. - თავს არ გაცოდებ. თავის დაცვა ვიცი. უბრალოდ ახლა ჩემი თავის გარდა არავისთან ყოფნა არ მინდა. თუ ეს ვინმე პირდაპირ ციდან არ ჩამოვარდება შეფუთული და ბარათით არ ეწერება “ღმერთისგან”. - ჩანთა მოვიგდე და წავედი. - უბრალოდ მარტო დამტოვე. სკოლის წინ გადავედი. ის აღარ შემიმჩნევია. თემიკო ჩვენს კლასელ სამ ბიჭთან და კიდევ ორ უცხოსთან ერთად სკოლის წინ იდგა და რაღაცას ბჭობდნენ და თან იცინოდნენ. - ვა ვა… ბასოტა - სიცილით მივედი და ჯიბეებში ხელები ზუსტად თემოსავით ჩავიწყე. - ბლატატა. - სერიოზულად მიპასუხა ერთმა უცხომ. - აკუნა მატატა. - მეორე უცხო. გამოვშტერდი და თვალები გადავატრიალე. - გეხვეწებით მითხარით, რომ ხუმრობთ. გთხოვთ! - ახლა მლოცველი ინდოელივით შევატყუპე ხელები. უცხოებმა ერთმანეთს გადახედეს. - რა ვთქვით ისეთი, გოგონი? - ბოლო სიტყვა განსაკუთრებით გამოკვეთა დაბალმა და მსუქანმა. მაღალმა თმა უკან გადაიყარა. ორივე წინ წამოიწია. მე ჩემებს მოვუბრუნდი და მათკენ ხელები გავიშვირე. - ამათთან ერთად რატო აბირჟავებთ, გაფიცებთ ყველაფერს. - მე არაფერ შუაში ვარ. - არც მე. - არც მე. - თავის მართლება დაიწყეს. მხოლოდ თემიკო დარჩა. - შენ და ანანოს გელოდებოდით და ცოტა გავერთეთ, მე ვიყო კუ! - ხელები ჰაერში აასავსავა თემიკომ. - გპატიობ! - ახლა უცხოებს ვუბრუნდები. - ფუნთუშ და კუნტრუშ - საჩვენებელ თითს ჯერ მსუქანისკენ, შემდეგ კი მაღლისკენ ვიშვერ. - გემშვიდობებით. - აბა არ მცალიაო? - ზურგიდან ანანოს გამაფრთხილებელი ხმა მესმის. ვბრუნდები და ვიღაც ბიჭთან ერთად ვხედავ. ბიჭს მასზე ხელი აქვს გადახვეული. - ვიყავი უკვე მამასთან და მოვედი. - ურცხვად ვიყურები და უკან ვბრუნდები. - ხო? - ნაცნობი ხმა. მოწყვეტით მოვბრუნდი წყვილისკენ. ეს ის იყო. ის უცნობი… ჯერ მუხიანიდან, მერე ახალი სახლ… ჯანდაბა! - ხო! - მკაცრად ვეუბნები და მის ირონიულ ღიმილს ვაიგნორებ. - ეს ვინაა? - თავს ბიჭისკენ ვიქნევ და ანანოს ვაშტერდები. - მე წავედი. - იყავი რა… - უკან აბრუნებს ანანო. - ეს აკოა… აკაკი რა. ეს თათია. - ვიცნობ უკვე. - იღიმის აწ უკვე აკო და ანანოს გაოცებულ მზერას თვალს არიდებს. - მე არ გიცნობდი. - ირონიული პასუხი. თემიკოს სასწრაფოდ გავუყარე ხელკავი და მიწისქვეშისკენ წავედი. - წავედით, ანანო! - ვუყვირი. ის და აკო ერთად მოაბიჯებენ. - აკო ჩემი ბაღელი და ბავშვობის მეგობარია. - მოიცა, ეს ის აკოა? - გაოცებული ვბრუნდები უკან. მათი ისტორიები არაერთხელ მსმენია, თუმცა რეალურად არ შევხვედრივარ. ანანო ღიმილით მიკრავს თავს. - თქვენ საიდანღა იცნობთ ერთმანეთს? - ანანო. მე პასუხს არ ვცემ. - ჩათვალე უკვე აღარ ვიცნობ. - ცივად ვამბობ უკვე ავტობუსის გაჩერებაზე ასული და ავტობუსში ვხტები. ისინიც უკან მომყვებიან. მხოლოდ აკო არ ამოდის. თემიკო და ანანო ჩემთან ამოვიდნენ. რაღაც საჭმელები ვიყიდეთ. ჯერ თემიკო წავიდა. მე და ანანომ ყველაფრის ამოლაგება დავიწყეთ. როცა მოწყობას მოვრჩი საჭმლის კეთება დავიწყე და ჩემი ბლაგვი კულინარიული შესაძლებლობების გათვალისწინებით საკმაოდ კარგი სალათა დავბადე. ვუყურე და მივხვდი, დღევანდელი დღისთვის ეს არ მეყოფოდა. რადგან საბა, თემიკო, ელენე და ბაბი უნდა ამოსულიკვნენ და დარჩენილიყვნენ. ცოტა ხნის წინ ელენემ დამირეკა. დედამისი არ უშვებს. ტელეფონი ისედაც ხელში მაქვს და თემიკოს ვურეკავ. - სამზარეულოს ღმერთო, თათია გაწუხებთ… მალე ამო რა… სალათის მეტს ვერაფერს ვაკეთებ და რამე ქენი. - აუ საბა ვერ მოდის და ლუკაც შეილება მოვიდეს. შეიძლება? - ოფ ქორს ბეიბი. პირიქით უნდა მეთქვა მიწერე-თქო. ხო იცი, ჩემი და სამი დღით სოფელშია და ჩემთან უნდა იყოთ შენ და ანანო სულ… გაიგე? - კი ბრატან. უჟე იდუ. - ტელეფონი გათიშა და მალე ამოვიდა. ბოლოს ისე გამოვიდა, მარტო ანანო, თემიკო და ლუკინო დარჩნენ. ლუკინო დილითვე გაიქცა. ეს ორიც წავიდა და მალევე თავისი ტანსაცმელებით დაბრუნდნენ. ... ორმა კვირამ უაზროდ გაიზლაზნა. ძლივს ვეჩვევი სახლს დედას და მამას გარეშე. მე და ჩემი და. მხოლოდ ჩვენ. ყველაფერი უფრო მარტივი გახდა და მეც ასე თუ ისე შევიცვალე მგონი. ყველაფერი უკეთესადაა. არ მეგონა ასე თუ მომეწონებოდა მათი ჩხუბის არმოსმენა. 17 მაისია. დილით რვის ნახევარზე ვდგები, რომ დაბანა მოვასწრო. გუშინ დამეძინა და… სასწრაფოდ ვიბან და ვმშრალდები. ცხრის ნახევრისთვის სარაფანში გამოწკეპილი ჩემს თავს ვათვალიერებ სარკეში… მგონი გავხდი. ტელეფონი ზუზუნებს. წერილია ანანოსგან. “პადიეზდთან ვართ. მალე.”. ჩანთას მხრებზე ვიგდებ და უკვე ლიფტს ვიძახებ… ჯანდაბა! შუქი არაა… მეექვსედან ოცდაათ წამში პირველ სართულზე ვდგები და ანანოს ვეხუტები. მერე თემიკოს მოწყვეტით ვკოცნი. ჩვენ ასე ვართ. არასდროს ვართ თბილები. ერთმანეთის ლანძღვის და გაღადავების მეტს არაფერს ვაკეთებთ… ნუ, თუ მთვრალები არ ვართ. როცა ვთვრებით უეჭველი საშინლად ვჩხუბობთ და მერე ძაან თბილები ვართ ხოლმე. გაჩერებაზე ავტობუსი მოდის თუ არა ავდივარ. ავტობუსი ცარიელია, მაგრამ მაინც არ ვჯდებით. ანანო ჯერ ვიღაცას წერდა. ახლა კიდე უაზროდ იხედება აქეთ-იქით დაბნეული და აშკარად რაღაცაზე ფიქრობს… - ამან რამე მოწია? - თემიკოს ვეკითხები ისე, რომ ანოს თვალს არ ვაშორებ. თემჩო მხრებს იჩეჩავს და ავტობუსის ფანჯარაში თავის გამოსახულებას მიშტერებული თმებს ისწორებს. აშკარად ვიღაც გოგო ამოდის ავტობუსში. - რას ცქმუტავ ადგილზე. ამოშაქრე ჰე… - აუ… მომკლავს. ვერა. - აჰა. უკვე მაინტრიგებ. ესეიგი მამზადე, ისეტი რაღაც უნდა თქვა რაც არ შეიძლება ხო? - რა უთხარი აკოს ასეთი? - ბატონო? - ხო… გაგიჟებული იყო თავიდან… ვერ მივწერო. ახლა კიდე ჩვენი სკოლის წინ გველოდება. - გველოდება? ალბათ შენ თავს გულისხმობ მარტო. - მრავლობითში რატო ვიტყოდი? - შენ და შენი ანანუშკები გოგო… - თვალს მის მკერდს ვუსწორებ და ისტერიკული სიცილი მიტყდება. თემიკო მუჯლუგუნებს მირტყავს და ძლივს მაწყნარებს. - უჯმურებო. - უცებ ვსერიზულდები და სკოლის წინ ჩავდივარ. - მართლა არ მოუწერია აკოს? - სულ არ მახსოვდა სიმართლე რომ გითხრა. - ვიღიმი და მივდივარ. ამ ბიჭზე საფიქრალად დრო მართლა არ მქონია. სკოლის წინ სიგარეტ გაყრილი აკო ბოლთას ცემდა. ჩვენ დაგვინახა თუ არა გაშეშდა და სიგარეტი ურნაში მოისროლა. უცებ მოეხვია ანანოს. მერე მოშორდა, თემიკოს ხელი ჩამოართვა და მე გადმომხედა. - გამარჯობა. - გაგიმარჯოს. - უცებ საათს ვუყურებ. - აუ პირველი ვეშაპა მყავს და უნდა ჩავაბარო, წავედი რა… - არა არ დააწერინო! - ზურგიდან მესმის თემიკოს ბღავილი, მე კიდე მთელი სიჩქარით მივიწევ წინ. ***************** შემიფასეთ რა. უცებ მომაწვა და. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.