უკარება სრულად
მე მარტის თვრამეტში დავიბადე დედა ამბობს რომ ჩემი ჭირვიული ხასიათის მიზეზიც სწორედ ესაა. დედა თავს გმირად თვლის და ამობობს რომ ჩემთან ერთი დღის გატარება ნორმალურ ადამიანთან გატარებულ თვეებს უდრის. პატარა ქალაქში ვცხოვრობ კარგი ადგილია თუ მარტოობა გიყვარს. ორ სართულიანი მომცრო სახლი მაქვს და მშობლების გვერდით ვცდილობ ბედნიერად ვიცხოვრო ერთადერთი რაც ასე ცხოვრებაში მიშლის ხელს ეს ხალხია. მე არ მიყვარს ისინი. ვცდილობდი სასწავლო მასალაზე გადამეტანა ყურადღება მაგრამ ქუჩიდან შემოსული მუსიკის ხმა საშინლად მიშლიდა ხელს და ნერვებს ამიტომ კარი გავიჯახუნე და ქუჩაში გავედი სწრაფად გადავკვეთე გზა და კარზე დავაბრახუნე. -ლუსი საყვარელო რამოხდა?-ანა კარში კეთილი ღიმილით იდგა -დღეს ალექსს დავპირდი რომ ისტორიის თემას დავუწერდი და მოვუტანე შეიძლება მასთან ავიდე?-ვიკითხე მისი წაბძვით მეგობრული ღიმილით -რათქმაუნდა საყვარელო შემოდი,-ისევ გამიღიმა და გაიწია რომ შევსულიყავი კიბეზე გავიქეცი და ალქსის კარზე დავიწყე კაკუნი თუმცა უშედეგოდ -ლუსი გამარჯობა. -გამარჯობა ლევ ,- თვალები გადავატრიალე -ისევ ეს საშინელი მუსიკა,- მანაც მომბაძა და ახლა თვითონ დაიწყო ბრხუნი -ალექსანდრ!-დაიყვირა ოდნავ შესამჩნევი რუსული აქცენტით -კარგი დამიცადე გასაღებს გამოვიტან,-მძიმედ ჩაისუნთქა და თავის კაბინეტში შებრუნდა. გასაღები გადავატრიალე და კარი ოდნავ ხმაურით გავაღე ალექსი საწერ მაგიდასთან იჯდა და რაღაცას ჩაჰკირკიტებდა არც გაუგია როგორ ავუარე გვერდი მის კომპიუტერთან მივედი და მუსიკა გამოვრთე -ჰეი!-დაიყვირა და გაღიზიანებულმა შემომხედა -ალექს ვმეცადინეობ და შენი ოთახიდან გამოსული ხმაური ძალიან მიშლის ხელს,-ვცადე ისე მელაპარაკა მასთან რომ კონფლიქტის წამოწყების მიზეზი მე არ გავმხდარიყავი -ხო მაგრამ მე სიჩუმეში მეცადინეობა არ შემიძლია,-ცალი წარბი ასწია და საყვედურით შემომხედა -შემიძლია ყურსასმენები გიყიდო -მომისმინე ლუსი არ შეიძლება საკუთარი წარმატების გზაზე ყველა შემხვედრი გადათელო. -მაგით რისი თქმა გინდა? -მგონი თვითონაც ხვდები ეს ჩემი სახლია ხმაური გაწუხებს? პოლიცია გამოიძახე ახლა კი დამდე პატივი და მეცადინეობა დამაცადე,-გამიღიმა და ისევ საწერს დაუბრუნდა. ლოყები გავბერე და ჰაერი გამოვუშვი მერე შევბრუნდი და კარი გავიჯახუნე სახლში გაბრაზებული დავბრუნდი და მაშინვე საწოლს მივაშურე, თავზე ბალიში წამოვიმხე. ლევი და ანა ჩემი მშობლების საუკეთესო მეგობრები არიან ერთმანეთი მათთან გაიცნეს არ არსებობს მათთვის დამალული სიდუმლო. რაც შეეხება ანლექსს ის საკმაოდ უსიამოვნო თემაა ჩემთვის ბოლო წლებია მე მას უბრალოდ ვერ ვიტან. ...................... -ლუსი გაახილე თვალები სკოლაში დაიგვიანებ -კარგი რა დედა -ახლავე ადექი,- რის ვაი ვაგლახით ავდექი და ჩავიცვი სამზარეულოს მაგიდაზე დატოვებული ჩემი ლანჩი ავღე და გარეთ გავედი -დილამშვიდობისა ძვირფასო,-მამამ მაკოცა როცა მანქანაში ჩავჯექი -არარის მშვიდობიანი დილა,-ვთქვი გაღიზიანებულმა -ნუთუ მართლა? რამოხდა -არ მინდა სკოლაში -გეყოფა ლუსი,-შეგვაწყვეტინა დედამ და შემომხედა,-რა უცნაური თვალები გაქვს ცუდად გეძინა? -ვერცკი წარმოიდგენ -რატომ ძვირფასო? -მისგამო,-ჩვენს წინ მიმავალი ალექსის მანქანისკენ გავიშვირე ხელი და დავიბღვირე -კარგი საღამოს დაველაპარაკები გპირდები,-დამაიმედა მამამ და გააჩერა -კარგ დღეს გისურვებთ,-მშობლებს გავუღიმე და გადმოვედი. -დილამშვიდობის უკარება,-ალექსმა თავზე მაკოცა და გამიღიმა -მომშორდი -კარგი რა ახლა არ მითხრა რომ გუშინდელის გამო ბრაზობ -შენი აზრით?-გაბუტული ბავშვივით შევხედე -ჩემო პატარა სულელი -მოშორდი აქედან,-შევუღრინე მის სარკაზმით მომღიმარ სახეს -ოუ! აი ისინიც,-მის მზერას გავაყოლე თვალი,-შენი მშვენიერი მეგობრები,-თვალები გაუწვრილდა და თმაში თითები ნელა შეიცურა -ალექს! წადი აქდან,- ხელი ვკარი და ვაიძულე წასულიყო. .............................. -სად წავიდა ალექსი?-ემილის სიმპათიის მიზეზს ალექსის მიმართ ვერასოდეს ვიგებდი -წარმოდგენა არ მაქვა -საერთოდ ვერ ვხვდები რატომ მოგწონს,-ჩისისინა ტინამ -რატომაც არა ის სიმპათიურია თანაც ფეხბურთს კარგად თამაშობს ამასთან ერთად ცისფერი თვალები აქვს სკოლის შენობისკენ მიმავალ გზაზე ემილიმ სრულად ჩამოგვითვალა ალექსის ყველა უპირატესობა მე და ტინა ერთმანეთს მრავალმნიშვნელად ვუყურებდით -ოოუ სჯობს მე გავჩუმდე და ლაპარაკი შენდაგაცადო,-ემილიმ თავი მარჯვნივ გადააქნია -გეყოფა ნიკოლასი ალქსს ათასჯერ აღემატება და შენ ეს იცი -ჰოო, მაშინ რატომ არ აიღებ ინიციატივას და რატომ არ დაელაპარაკები? -იმიტომ რომ არ მიმაჩნია შესაფერის საქციელად -ერთი ამას დამიხედეთ ესეიგი მე შეუფერებლად მოვიქეცი როცა კრისტიანს გამოველაპარაკე? -საქმე ამაში არაა ტინა კრისტიანი სხვანაირია ის ძალიან კარგია. ნიკის პრობლემა კი სწორედ ამაშია იდიოტია -ლუსი გვაბნევ -სულაც არა ის უბრალოდ სიმპათიური ხეპრეა ისევე როგორც ალექსი -მაშინ რატომ თქვი რომ ალექსს აღემატება? -იმიტომ რომ ალექსისაგან განსხვავებით არ მაღიზიანებს -ეს არაფერს ამტკიცებს -ჰო ვიცი,-დიალოგს საყოველთაო სიცილი მოჰკვა და სკოლის ზარიც გაისმა. -კარგი მეგის წვეულებაზე შევხვდებით -არა მე არ მოვდივარ -ლუსი!-ემიმ თვალები დამიქაჩა -ზუსტად მე ვერ ვიტან მეგის -მერე რა მეგი არც ჩვენ მოგვწონს მაგრამ შენ ვალდებული ხარ მეგობართან იყო როცა ის მიდის იმ გოგოს წვეულებაზე რომელიც იმ ბიჭის შეყვარებულია რომელიც მას მოსწონს,-ემილ თავისი ისტორიული სიტყვა გამარჯვებულის ღიმილით დაასრულა -ხო კარგი -მიყვარხარ,-მაკოცა და სწრაფად გაიქცა კლასისკენ გაკვეთილების შემდეგ სახლის გზას ფეხით გავუყევი ემიზე ცოტა ნაწყენი ვიყავი მეგის წვეულებაზე წასვლას რომ მაძალებდა მსგავს საღამოებს ყოველთვის პრობლემები მოჰყვებოდა მაგრამ ჩემ საუკეთესო მეგობარს მარტო ვერ დავტოვებდი ამიტომ სახლში მისვლისთანავე გამოვიღე კარადიდან ჩემი საყვარელი შავი კაბა და ფეხსაცმელი. აბაზანა მივიღე და ჩავიცვი 5საათზე ემილიც მოვიდა და ტინასთან გავლის შემდეგ მეგანის სახლის გზას დავადექით. მეგანის სახლში სრული განუკითხაობა დაგვხვდა პოლიეთილენის ჭიქები უთავბოლოდ ეყარა იქა აქ. მეგანი ალექსს ეკიდა კისერზე და თავისი მეგობრების გარემოცვაში თავს კომქორტულად გრძნობდა -ლუსი აბა თავს არ გამოიჩენ?-ემიმ ნიკზე მანიშნა რომელიც მარტო იდგა -გეყოფა ემ -რატომაც არა შენ ხომ მოგწონს ის. იმ აზრს რომ იდიოტია მხოლოდ მაშინ მოიშორებ თავიდან როცა გამოელაპარაკები -გეყოფა -ნუთუ გეშინია,-ემი პირღია იდგა და ტუჩებს აძალბდა თავის ადგილზე დარჩენილიყვნენ და არ გაეცინათ -კარგი,-ვთქვი თავდაჯერებულმა და ნიკისკენ წავედი არვიცი როტომ ვაკეთებდი ამას ალბათ ემის საქციელმა მიბიძგა ამისაკენ ან იმან რომ მომბეზრდა ნიკიკის თვალთვალი თუმცა ემი მართალი იყო თუ მას არ დაველაპარაკებოდი იმ აზრს რომ არ იყო ისეთი ადამიანი რომელიც მომეწონებოდა მხოლოდ ასე თუ დავაღწევდი თავს -ნიკ..გამარჯობა,-ნელა მობრუნდა და თავისი შავი თვალებით შემომხედა -ლუსი?-ჩვენ ადრე ვმეგობრობდით მაგრამ ეს მეგობრობა ალექსმა გაანადგურა შეიძლება ეს იყო ერთ-ერთ მიზეზი ალექსის მიმართ მტრული დამოკიდებულება რომ მქონდა -როგორხარ? -გაკვრვებული რას მივაწერო შენი ყურადღება? -უბრალოდ მოსალმება მინდოდა,-გაწბილებულმა გავუღიმე და მოვბრუნდი -ლუსი მოიცა იქნებ გვეცეკვა,-სანამ მის გაღიმებულ ტუჩებს ვუყურებდი გავიაზრე როგორ გავაკვირვებდი ემის -რატომაც არა,-მარჯვენა ხელი გამომიწოდა და ხელიხელჩაკიდებულები წავედით „საცეკვაო მოედნისკენ“ ცეკვის დროს ვცადე მასთან მესაუბრა მაგრამ ის მხოლოდ „ჰო“ და „არა“ თი შემოიფარგლა -აამ რას აპირებ სკოლის დამთავრების შემდეგ?-სულელური შეკითხვა დავსვი მაგრამ მომობეზრდა მარტო მე რომ ვლაპარაკობდი -არვიცი მოვიფიქრებ რამეს,-მისი ხელი ჩემს ზურგზე უსიამოვნოდ დაცურავდა და ეს დისკომფორტს იწვევდა ჩემში -იქნებ გვეყოფა ცეკვა?-ვცადე არ შემემჩნია რომ ეს თხოვნა კი არა ვედრება იყო -რატომ,-უფრო ძლიერად მომხვია ხელი და მოძრაობის უფლება არ მომცა -უბრალოდ მწყურია -კარგი წამოდი დავლიოთ,-გულზე მომეშვა როცა ხელი გამიშვა და ბარისკენ გამიძღვა. -რას დალევ? -ფორთოხლის წვენს,-ტუჩებზე ხელი მიიფარა და გაიცინა,-რამოხდა? -შენრა არ ხუმრობ? -ოდნავადაც არა -გამარჯობა ნიკ,-ალექსი გაბრაზებული მოგვიახლოვდა,-ლუსი გინდა სახლში წასვლა? -არა მადლობა ემილი წამიყვანს -ვფიქრობ ემილი უკვე წავიდა -არაუშავს ალექს მე თვითონ მოვიყვან -არა ნიკ ჩემთან ერთად წამოვა,-წელზე მომხვია ხელი -ალექს მეთვითონ მივალ სახლში არავის დახმარება არ მჭირდება -ლუსი ახლავე წამოდი სახლში,-თვალები გაუფართოვდა და ყელზე ძარღვები დაებერა -ალექს ვერ ვხვდები რატომ უნდა დაგემორჩილო?-საყვედურით შევაჩერდი სხეულში ჟრუანტელმა დამიარა ალექსი მანამდეც იქცეოდა ასე მაგრამ ამჯერად ისე ძლიარად ვყავდი გვერზე აკრული რომ სულს ძლივს ვითქვამდი -იმიტომ რომ მე შენი მგობარი ვარ -მეგობარი.-გამეცინა,-რომელ მეგობრობაზე საუბრობ ჩვენი მეგობრობა 8წლის წინ დასრულდა როცა გადაწყვიტე რომ გაიზარდე და მე აღარ გჭირდებოდი -ლუსი რას ლაპარაკობ?-ისე შემომხედა თითქოს დანაშაულში მემხილოს -სიმართლეს ალექს სიმართლეს თავი დამანებე ძალიან გთხოვ,-ხელი ვკარი -ლუსი ჩვენ ახლავე უნდა განვიხილოთ ეს საკითხი,-ნერვიულობისაგან ერთიანად ცახცახებდა -არაფრის განხილვას არ ვაპირებ შენთან ეთად,-ნაწყენი ვიყავი მისი საქციელის გამო -მაგრამ მოგიწევს,-ამ სიტყვებით ზურგზე გადამიკიდა და თავი მანქანისკენ წამათრია. მგზავრის სკამზე დამსვა და ელვის სისწრაფით გაჩნდა საჭესთან. გზაში ხმა არ ამოუღია ბაგე ჯიუტად ჰქონდა მოკუმული და ჩემს ლანძღვას ყურადღებას არ აქცევდა ჩვენი სახლის გზაზე ტყეში გადაუხვია და ოდნავ მოშორებით გააჩერა. -გადმოდი,-მანქანიდან გადმომათრია და წინ ამესვეტა,-ახლავე ამიხსენი რას ნიშნავს ჩვენ მეგობრები არ ვართ ან რას ნიშნავს შენი ქცევ -ვერ ვხვდები რა გინდა ჩემგან,-ხელები დავაქნიე და სახე დამანჯა ტანჯვისაგან ჩემი სული საშინელ სატანჯველს განიცდიდა -ლუსი მე შენ ძალიან მიყვარხარ -ნუთუ მართლა ალბათ მე უმადურმა შენი ზრუნვა ვერ შევნიშნე იქნებ ბოდიშიც მოგიხადო? რას იტყვი -ლუსი შენ რა ტირი?-მანქანის ფარის შუქზე ჩემმა იდიოტმა ცრემლმა გაიბრწყინა და მამხილა -არა -აბა ეს რარის?-ცრემლი მომწმინდა და თითი ცხვირთან მომიტანა -არშეგიძლია რომ თავი დამანებო? წადი აქედან,-შემოვბრუნდი და წასვლა დავაპირე მაგრამ დამიჭირა მაჯაში წამავლო ხელი და შემომაბრუნა წავბარბაცდი და მის მკერდს შევეჯახე წამიერად ჩამწვდა ყურში მისი გულისცემა და ვცადე თავი მოვშორებოდი მაგრამ უფლება არ მომცა და უფროძლიერად მიმიკრა მკერდზე. მოულოდნელად ვიგრძენი როგორ დამეცა სახეზე წვეთი და მოულოდნელობისაგან შევხტი თავი ავწიე და დავინახე როგორ გაეშტერებინა თვალი სივრცეში და როგორ ჩამოსდიოდა ცრემლედი თვალებიდან. -ლუსი ნუ ტირი გთხოვ,-ცრემლი მომწმინდა და შუბლზე მაკოცა -მაპატიე კარგი ზედმეტი მომივიდა,-ისევ ავსლუკუნდი ბავშვივით და მეც შემოვხვიე ხელები -არაა შენი ბრალი -ალექს -რამოხდა? -მცივა,-ხელები გამიშვა და მანქანის უკანა კარი გააღო -გინდა რამე მოგცე რომ გამოიცვალო? -კარგი იქნება ეს კაბა ძალიან მოუხერხებელია,-საბარგულიდან თავისი სპორტული ჩანთა აიღო და მომაწოდა. სწრაფად გამოვიცვალე და ფანჯარაზე მივუკაკუნე. ჩემს გვერდით მოიკალათა და მუხლებზე დაჯდომა შემომთავაზა -ერთხელ თამაშის შემდეგ სახლში რომ დავბრუნდი შენი სახლის წინ კარლოს მეირეთან ერთად დაგინახე ამან გული უცნაურად დამიმძიმა ვერ მივხვდი რატომ მაგრამ ეს გრძნობა დღითიდღე იმატებდა ჩემში. ერთ დღეს მოულოდნელად მივხვდი რომ ეს უცნაური გრძნობა ეჭვიანობა იყო მსგავსი გრძნობა სხვადროს არასოდეს მქონია საათობით ვიჯექი და შენი ფანჯრისკენ ვიყურებოდი იმის იმედით რომ თუნდაც ერთი წამით გამოჩნდებოდი ეს გრძნობა რამდნენიმე თვე მტანჯავდა ერთხელ ძალიან შეწუხებული მივედი მამაჩემთან და ყველაფერი მოვუყევი მან კი მითხრა რომ ეს გრძნობა სასწრაფოს უნდა ჩამეკლა გულში რადგან შენ ჩემი „და“ იყავი ჩვენი მშობლების მეგობრობამ მე იმის უფლება წამართვა რომ მყვარებოდი სწორედ მაშინ გადავწყვიტე სამუდამოდ დამესამარებინა ეს გრძნობა მაგრამ მისი ბოლომდე ჩაკვლა მაინც ვერ მოვახერხე შენ ყოველთვის შარში ეხვეოდი და მერე მე მიწევდა იმათი ცემა ვისააც შენ აუხსნიდი რომ მასთან ურთიერთობა არ გსურდა. მე ვიცოდი რომ ნიკი მოგწონდა მაგრამ ლუსი ის ცუდი ადამიანია ვერცკი წარმოიდგენ იმდენად ცუდი. -ალექს ვერ ვსუნთქავ,-ამოვთქვი საცოდავათ და ვცადე მისი მკლავებიდან გავთავისფლებულიყავი ისე კი უხერხულად ვგრძნობდი თავს და ბოლომდე ვერ ვიაზრებდი რა მითხრა -არა ლუსი ეს მე ვერ ვსუნთქავდი აქამდე ახლა კი ძლივს გიგრძენი და გთხოვ ნუ მაიძულებ მოგშორდე,-კიდევ უფრო ძლიერად მიმიკრა მკერდზე -მგონი დროა სახლში წავიდეთ არა? -ჰო,-მძიმედ ამოისუნთქა და წინა სავარძელზე გადაბობღდა -ალექს ახლა არ იქნება?-არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა ან გამეკეთებინა ამ წამს ადამიანი რომელიც ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და ამავდროულად საძულველი იყო ჩემს წინ გრძნობათამორვისაგან იტანჯებოდა და მიზეზი რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს მე ვიყავი. -არვიცი მთავარია რომ მე აღარ მტანჯავს ის ფაქტი რომ შენ ჩემი გრძნობების შესახებ ვერასოდეს გაიგებ დავინახე როგორი შვებით მიყურებდა და რაღაცნაირად მეც მომეშვა გულზე სიმართლე რომ ვთქვა არვიცოდი რამოხდებოდა ამ დღის შემდეგ მაგრამ უეცრად აეხადა ფარდა მისი ყველა საქციელის მიზეზს და ეს რატომღაც მახარებდა საოცარი იყო როგორი დიდი მნიშვნელობა შეიძინა ჩემთვის ალექსმა ის აღარ იყო რიგითი იდიოტი პირიქით ახლა საკუთარ თვალში თავად გავხდი იდიოტი რომელიც ვერ ამჩნევდა თავისი მეგობრის თვალებს რომელიც თურმე სიყვარულით შესცქეროდა და არა ისე როგორც საცოდავ არსებას -რაზე ფიქრობ? -ჩემზე -რა დამთხვევაა მეც შენზე ვფიქრობდი -ალექს მაპატიე მე ყველაზე სულელი არსება გამოვდექი როგორ შემეძლო ეს ვერ შემემჩნია გთხოვ მაპატიე -არაფერია,-სიცილის შეკავებას ცდილობდა და ტუჩები სასაცილოდ უთამაშებდა -მიდი შეგიძლია დამცინო ღირსი ვარ -არა მადლობა....თუმცა მადლობას შენ რატომ გეუბნები ალბად ნიკს უნდა ვუთხრა ამის შანსი რომ მომცა -კარგი როგორც გინდა,-გავიცინე და გავხედე სახლთან რომ მივედი მანქანიდან გადასვლა არ მინდოდა იმიტომ რომ გაურკვევლობაში ვიყავი მე რათქმაუნდა არ ვაპირებდი მშობლებისთვის არაფრის თქმას ან რა უნდა მეთქვა რომ მათი საუკეთესო მეგობრის შილს ვუყვარდი? რომ ვუყვარდი ბიჭს რომელთან ერთადაც გავიზარდე? ამას ისინი არ გაამართლებდნენ ანკი როგორ უნდა გაემართლებინათ? -ლუსი -რაიყო,-ალექსის დაძახებამ ფიქრები დამიფრთხო და დაბნეულმა შევხედე -საჭირო არაა ამაზე დარდი,-თვალები დახუჭა და თავი დამიქნია,-ახლა სჯობს სახლში შეხვიდე და დამპირდი რომ იფიქრებ დღევანდელზე -კარგი,-მორჩილი ბავშვივით დავუქნიე თავი და კარი გავაღე -უკარება,-ინსტინქტურად შევხედე თუმცა ვერ ვიტანდი ასე რომ მეძახდა,- შენ არხარ ვალდებული შენი ნების წინააღმდეგ მიეკარო ვინმეს -გავითვალისწინებ,-ამჯერად არც უცდია სიცილის შეკავება სახლში რომ შევედი უკვე ყველას ეძინა ჩუმად მივედი დედას ოთახთან და დავაკაკუნე იმის ნიშნად რომ უკვე სახლში ვიყავი და ჩემი ოთხისაკენ გავაბოტე. თავს ძლიან მარტო და უუნაროდ ვგრძნობდი ოთახში შუქი ავანთე და ფანჯარაში ვაგიხედე იქედან ალექსის ოთახი მოჩანდა რომელშიც შუქი ენთო მაგრამ ოთახის პატრონი არსად ჩანდა მოვემზადე და დავწექი თუმცა რაგასაკვირია რომ მთელი ღმე ძილი არ მომეკარა. გაურკვევლობაში ვიყავი ნუთუ შემეძლო ამდენიხანი მეყურებინა ალექსისთვის თვალებში და ვერაფერს მივმხვდარიყავი ნუთუ აქამდე მისი გამოხედვა არ ყოფილა ისეთი როგორიც ამ საღამოს იყო ასეთი უცნაური... იმ დღიდან ერთი კვირა ალექსი აღრ მინახავს მე მას თვალს ვარიდებდი ის კი არ ცდილობდა ძალით დაენახებინა ჩემთვის თავისი თავი -ლუსი გვისმენ?-ემიმ მხარზე ხელი წამკრა და დამიბღვირა -მაპატიე ემ ხვალ მათემატიკაში ტესტი მაქვს და იმაზე ვფიქრობდი რას ამბობდი? -კარგი ისეთს არაფერს მაგრამ შენ ჯერ კიდევ არ მოგიყოლია რამოხდა იმ საღამოს -აქ მოსაყოლი არაფერია -ჰო ნამდვილად არაა მოსაყოლი როატომ წაგათრია ალექსმა მხარზე გადაკიდებული და რატომ ბრაზობდა ასე,-ტუჩი აიბზუა და გამჭოლად შემომხედა -ემილი გეყოფა არ მინდა ამაზე საუბარი -კარგი რაა ლუსი ვერ გავიგე რატომ ხარ ასეთი მუდო -ემილი თავი დამანებე სახლში მივდივარ,-ჩანთას დავწვდი და მხარზე მოვიგდე -ლუსი, ლუსი!!!-უკან მოუხედავად გავიქეცი და სახლის კარი რომ მივხურე მძიმედ ჩავისუნთქე გავიგონე როგორ მოსწყდა ადგილიდან ემილის მანქანა -მოხდა რამე? -ალექს? აქ რას აკეთებ?-შევხტი შიშისაგან და წამოვიკივლე,- მაპატიე მოხდა რამე? -არა ყველაფერი რიგზეა უბრალოდ შენები სტუმრად წავიდნენ და დედას სთხოვეს შენთნ დარჩენა მეკი შევთავაზე რომ თავად დავრჩებოდი თუ ეს არაკომფორტული იქნება შენთვის შემიძლია წავიდე -არა არ არის პრობლემა,-ტუჩზე ვიკბინე მაგრამ უკვე გვიანი იყო -კარგო გინდა რამეს ვუყუროთ?-მის ენთუზიამით სავსე სახეს უარი ვერ ვუთხარი და თავი დავუქნიე. მის მიერ არჩეული ფილმი სისულელე აღმოჩნდა ამიტომ დასაძინებლად წასვლა გადავწყვიტე. ................... -აქ რას აკეთებ?-გამიკვირდა როცა ჩემს ოთახში დამვდა როცა სააბაზანოდან გამოვედი -ლეპტოპი მოვიტანე -კარგი რას უნდა ვუყუროთ კიდევ? -ტიტანიკს -ოჰო! -რამოხდა თუ არ მოგწონს შეგვიძლია სხვა ფილმი ავარჩიოთ არ იფიქრო რომ რამე ქვეტექსტი მაქვს როცა ამ ფილმის ყურებას გთავაზობ -კარგი სიამოვნებ ვნახავ ამ ფილმს კიდევ ერთხელ ფილმი ჩართო და გვერდით მომიჯდა უხმოდ ვუყურებდით და თითქოს ჩვენ ჩვენ ფიქრებში გართულები ვერცკი ვამჩნევდით ერთმანეთის არსებობას -ყოველჯერზე მგონია რომ რაღაც სასწაულის წყალობით გადარჩებიან -რატომ? -არვიცი ამ ფილმს პირველად რომ ვუყურებდი ელდამ დამიარა როცა გავიგონე რამდენი ხალხი დაიღუპა -როგორ ფიქრობ ჰქონდათ გადარჩენის შანსი? -არვიცი ,-მძიმედ ამოვისუნთქე როცა დაუმთავრებლად გამორთო ფილმი -ახლა მგონი უნდა დაიძინო -ვხედავ მშობლის ფუნქციებსაც ითავსებ,-ვთქვი ღიმილით -რატომაც არა თუ ასე შევძლებ ახლოს ვიყო შენთან სიამოვნებით ვიქნები შენი მშობელიც -კარგი ალექს საწოლი სებასტიანის ოთახში გაგიშალე შეგიძლია დაიძინო უსიტყვოდ გავიდა ოთახიდან მეკი საბნის ქვეშ დავიმალე და გავიგომე როგორ გააპო ღამის სიჩუმ გრუხუნის ხმამ მერე კი ელვამ გაანათა ცა ბავშვობიდან მეშინოდა ჭექა-ქუხილის კონკრეტულად იმ დროიდან როცა ბაბუაჩემს მეხდაცემული ხე დაეცა როცა გავიზარდე და გავიაზრე რომ ეს სისულელე იყო მაინც ვერ შევძელი შიშის დაძლევა.ცა კიდევ ერთხელ გაიბზარა და მე ხმამაღლა შევკივლე როცა ჩემს ოთახში ვიღაცის ჩრდილი დავინახე რომელიც მიახლოვდებოდა ის ვიღაც ნელა მოუახლოვდა ჩემს საწოლს და ვიგრძენი როგორ მომაწვა ყელში რაღაც ბურთი რომელმაც ლაპარაკის საშუალება წამართვა. -ლუსი კარგად ხარ?-დაუფიქრებლად წამოვიჭერი ზეზე ალექსის ხმის გაგონებაზე და მოვეხვიე -არავ არ კარგად მეშინია -კარგი ჩაიწიე შენთან დავრჩები,-საწოლის კუთხეში გადავინაცვლე და ადგილი გავუთავისუფლე -გინდა ზღაპარი მოგიყვე რომ დაგეძინოს? -არა მადლობა -მაშინ ჩაგეხუტები მაქვს ამის უფლება? -რათქმაუნდა მის მკლავებში მოხერხებულად მოვიკალათე და მალევე ჩამეძინა დილით სუნთქვა მიჭირდა ალექსი ისეთი ძალით მიკრავდა გულში რომ მალე ალბათ გამსრესდა რამდენჯერმე ვცადე მისი მკლავებიდან გამოძრომა მაგრამ ყოველ ჯერზე უფრო ძლიერად მომიჭირა ხელები და ბოლოს დავნებდი. -დილამშვიდობისა -შენ რა გეღვიძა? -რათქმაუნდა,-სახეზე ღიმილი აუთამაშდა -ალექს შემომაკვდები -ჰო ნამგვილად მომკლავ თუ დაძინების საშუალებას არ მომცემ -იდიოტიხარ,-მხარზე წამოვარტყი -კარგი რა,-ხელები ოდნავ შემიშვა და უფლება მომცა მისკენ შევბრუნებულიყავი -სკოლაში დაგვაგვიანდება ,-ვუთხარი და ერთ წამში გავუჩინარდი მის თვალებში -მერე რა?-სახე ძალიან ახლოს მოიტანა ჩემს ცხვირთან და შუბლზე მაკოცა -მერე ის რომ დედაჩემს დაურეკავენ და იკითხავენ სადვარ,-ხმა ნელ-ნელა მიწყდებოდა და გული გამალებით მიცემდა -კარგი ახლავე მივწერ შენს მასწავლებელს რომ შეუძლია ჩემს მკლავებში მოგძებნოს -ნუთუ მართლა?-თვალები გამიწვრილდა და ძალიან მომინდა თვადაც მეკოცნა მისთვის მაგრამ თავი შევიკავე მე ხომ წესიერი გოგოვარ -არგჯე რა?-ცალი წარბი ასწია და მობილუტისკენ გაიწია -ალექს?-შევყვირე როცა მობილური აიღო -რაიყო? -ნუსულელობ,-ისევ ავწრიალდი რადგან თავის კონტროლი მიჭირდა -კარგი მართალი ხარ გვეყო სისულეები,-ძალიან ნელა დაიხარა ჩემი ტუჩებისკენ ამას ჩემი პულსის1000000დარტყმა მოჰყვა წამში -ლუსი ასე შეიძლება გული გაგისკდეს,-ჰო ნამდვილად სასაცილოა გავიფიქრე გაბრაზებულმა და მომინდა მისთვის ტუჩზე მეკბინა -მოვამზადო საუზმე?-ვიკიტხე როცა ისევ შემომხედა -აი რატომ გეძახი უკარებას პატარა სულელო,-სიცილი დაიწყო რომელიც ცოტახანში ისტერიკულში გადაეზარდა სანამ მე საუზმეს ვამზადებდი ის ჩემს ოთახში იცვამდა და რაღცა ღიღინებდა -აბა რაგეგმები გაქვს დღეისათვის? -სკოლის შემდეგ ემილი უნდა ვნახო მერე უნდა ვიმეცადინო და ალბათ მერე დავიძინებ -აამ და სადავარ მაგ გეგმაში მე?-პურზე კარაქის წასმა დაამთავრა და დანა დადო -არვიცი,-თვალები გამიწვრილდა და შორს გავიხედე -კარგი ესეიგი მე წამოგიყვან სკოლიდან სადმე გავალთ საჭმელად მერე ემილისთან მიგიყვან და საღამოს ერთად გავატარებთ -უუუმ და იქნებ შემახსენოთ ვინხართ თქვენ ჩემთვის -არვიცი გაქვს იდეები? -კი რამდენიმე მაგრამ ჯერ შენსას მოვისმენ -ვითომ რატომ? -იმიტომ რომ კითხვა მე დავსვი -იქნებ მეგობარი? -არვიცი -კარგი და ძალიან ახლო მეგობარი? -არამგონია -მეგობარი რომლის კოცნაზეც ლამის გული გაგისკდა?-წარბი ასწია -არა,-გავიბუტე -უბრალოდ მეზობელი,-ხელები ჰაერში აიქნია -არა არც ეგ -კარგი იდეები ამომეწურა,-უემოციოდ შემომხედა -და რას იყტვი შეყვარებულზე? -ლუსი შენ რა ხუმრობ? -არა რადგან შენ ჩემი მშბლების საუკეთესო მეგობრის შვილი ხარ ამასთან დაკავშირებით შენი აზრი მაინტერესებს -ვფიქრობ არარის ცუდი იდეა -ჰო მე სერიოზულად გავიაზრე ამ ხნის განმავლობაში ის რაცმოხდა და მიუხედავად იმისა რომ ვეწინააღმდეგებოდი ამას ბოლოს ეს მაინც სიყვარული გამოდგა და ვფიქრობ რომ ეს სწორია იმიტომ რომ ეს მე მეხება -ლუსი ძალიან მიყვარხარ! -მეც ძალიან მიყვარხარ,-აქამდე მის წინ მაგიდაზე ვიყავი მიყრდნობილი ახლა კი ხელი მომხვია და კალთაშ ჩმისვა -ყოველ შმთხვევაში მე ნიკს ვჯობივარ -ამას დავადგენთ,- წარბი ავწიე და თავი მის ყელში ჩავრგე ახლაც მახსოვს როგორი გრძნობა იყო ეს როცა მასთან ახლოს ვიყავი არ იმჩნევდა მაგრამ პულსი უხშირდებოდა და უცნაურად სუნთქავდა თითქოს ჰაერი არ ყოფნისო. ......... ჩვენი ურთიერთობა ნორმლურად მიდიოდა მე დღითიდღე უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი რომ ალექსი მართლა მიყვარდა და ეს არ ყოფილა წამიერი თანაგრძნობა რომელიც მადლიერების გრძნობამ გამოიწვია. ჩვენი მშობლები ბედნიერები იყვნენ იმ ფაქტით რომ ჩვენი ურთიერთობა გამოსწორდა მაგრამ უნდა ვაღიაროთ ცოტათი უცნაურად გვიყურებდნენ როცა ან ჩემს ან მის ოთახში საათობით ვიკეტებოდით ან ერთმანეთს sms-ებს ვწერდით როცა ისედაც ერთ ოთახში ვიყავით უკვირდათ ისიც რომ ჩვენ რომოლებიც იმდენად ვერ ვიტანდით ერთმანეთს რომ 2მეტრზე არ ვეკარებოდით ახლა საათობით ვიდექით ჩახუტებულები თუმაცა რღაც ბედნიერი შემთხვევის გამო ამას ხლს არ უშლიდნენ მაგრამ ჩვენ ამის მმიზეზიც მალე გავიგეთ. -გამარჯობა,-თქვა სერიოზული სახით ალექსმა და მოწყვეტით დაეშვა ჩემს საწოლზე უჩვეულოდ სერიოზული იყო მაკოცა როცა გვერდით მივუჯექი და წელზე ხელი მომხვია,- ლუსი მე წასვლა შემომთავაზეს -როდის დაბრუნდები?-ვიკითხე უდარდელად და მხარზე ვაკოცე -არა ლუსინ შენ ვერ გაიგე -რას გულისხმობ?-მთელი სხეული დამეძაბა და სწრაფად მოვშორდი -ესპანეთშ შემომთვაზეს წასვლა ეს იშვიათი შანსია შენ იცი რომ მე არვარ კარგი მოსწავლე და ჩემი ერთადერთი იმედი ფეხბურთია. ვიცი კოლეჯში ჩაბარება უფრო გამიადვილდება როცა ჩემს რეზიუმეში ეწერება რომ ერთ-ერთ ცნობილ გუნდში ვთამაშობდი. თუმცა შენთნ ამისგამო არ მოვსულვარ ალბათ თავიდანვე უნდა დამეწყო იმით რომ მე მხოლოდ იმ შემთხვევაში წავალ თუ შენ დამთნხმდები. მე ვიცი რომ გეგმები გვქონდა და თუ ჩემი წასვლა ოდნავ მაინც შეუშლის ამას ხელს მე დაუფიქრებლად ვიტყვი უარს წასვლაზე. -ალექს ეს ასეთი ადვილი არაა,-თავბრუ დამესხა და სუნთქვა გამიჭირდა მაგრამ მივხვდი რომ ცივი გონებით უნდა გამესაჯა სიტუაცია -ვიცი ლუ ვიცი,-მომიახლოვდა და ძლიერად ჩამეხუტა -მე ვფიქრობ რომ უნდა წახვიდე -ხო მაგრამ ლუს.. -დამამთავრებინე გთხოვ თუ შენ ახლა წახვალ ძალიან დამაკლდები მაგრამ თუ არ წახვალ მთელი ცხოვრება იფიქრებ იმაზე სწორად მოიქეცი თუ არა ეს რომ არ გააკეთე. ვიცი რომ ჩვენს გეგმებში ოჯახი და ბედნიერი დასასრული შედიოდა მაგრამ აბა დაფიქრდი რა ბედი ეწევა იმ ოჯახს თუ შენ ყოველი დაბრკოლების დროს დაფიქრდები რამოხდებოდა რომ წასულიყავი ეს მნიშვნელოვანია შენთვის ასე რომ ჩემი აზრით უნდა წახვიდე. მე არ ვაპირებ შენს დაკავებას მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მომხრე ვარ ცოლი შეირთო და მიმატოვო............. თუმცა თუ შენ ეს ბედნიერს გაგხდის ამაზეც თანახმა ვარ -ჩემო პატარა სულელო,-თავზე მაკოცა და კიდევ უფრო ძლიერად ჩამიკრა გულში .................... ვცდილობდით არ გვეფიქრა მის წასვლაზე და დარჩენილი დრო ერთად გაგვეტარებინა მაგრამ დღეები თითქოს ჩვენს ჯიბრზე უსწრაფესად მიქროდა -ყოველდღე მოგწერ მიყვარხარ,-ამ სიტყვებთან ერთად გულში ძლიერად ჩამიკრა მერე წავიდა და თან ყველაფერი წაიღო თუკი რამ კარგი გამაჩნდა ალექსის წასვლის შემდეგ ორი დღე მეძნა სიზმარში გამუდმებით მას ვხედავდი იმიტომ რომ მიყვრად და მასზე კარგი არაფერი არ გამაჩნდა ქვეყნად.გოგონები უშედეგოდ ცდილობდნენ ჩემს გამხიარულებას მე მათთვის ზედმეტი ბარგივით ვიყავი ზომბივით დავდიოდი და უიმედოდო ველოდი როდის მოვიდოდ ალექსის წერილი რომელიც რატომღაც ძალიან იგვიანებდა. სარკეში ვიყურებოდი და ვერ ვცნობდი გოგონა რომელიც იქედან მიყურებდა მერე ტირილს ვიწყებდი და დამძიმებული თავით ვიძინებდი სველ ბალიშზე. დრო კი გადიოდა და იმედები ნელ-ნელა უფრო და უფრო სამარდებოდა დროსთან ერთად კი მე უფრო და უფრო უსარგებლო ვხდებოდი. არვიცი დამიჯერებთ თუ არა მაგრამ 4წელი გავატარე იმ წერილის მოლოდინში რომელისცა ალექსი დამპირდა მოვიდა თუარა წერილი 4 წლის შემდეგ სრულრბითაც არა. მერე თანდათან დავიწყე ჩემი ცხოვრების დაბრუნება ზედმეტად მოვინდომე ჩავაბარე კოლეჯში და საბოლოოდ გავხდი ერთი საკმაოდ წარმატებული ფირმის დირექტორის მოადგილე. -ლუსი გილოცავთ დაბადების დღეს,-ჰო მართლა ჩემზე საუბარში ისე გავერთე დამავიწყდა მეთქვა რომ ემილი და ტია ნასაში მუშაობენ -ჰეი როგორ მომენატრეთ,-გოგონებს ერთდროულად ჩავეხუტე -ჩვენი გოგო გაიზარდა,-ემიმ თმაზე გადამისვა ხელი და ტიას გახედა -გეყოფა ემ სულ რაღაც ერთი წლითხარ ჩემზე უფროსი -შენ რომ პატივი გქონდეს ნასაში მუშაობის გეცოდინებოდა რამდენად ბევრია ერთი წელი ეს არის 365 დღე-ღამე.. -გააჩერე თორემ წამიებშიც გეტყვის,-ტიამ ბეჭი წამკრა -ჰო ზუსტად -გეყოფა თავმომწონეობა ჩვენ აქ შენს წასაყვანად ამოვედით სტუმრები უკვე აქარიან,-კიდევ ერთხელ გავხედე სარკეში საკუთარ თავს და კარი გავიხურე. ქვედა სართულზე ჩასულს ოთახი სავსე დამხვდა აქ იყვენენ ჩემი თანამშრომლები ნაცნობები მათი შვილები და ჩემი უფროსი მაიკი რომელთანაც კარგად ვმეგობრობ ის კაბინეტის გარეთ შეიძლება ითქვას ჩემი საუკეთესო მეგობარია. -გილოცავ ლუსია,-მაიკმა რაღაც პარკი გამომიწოდა -არ იყო საჭირო მაიკ -კარგი შემიძლია უკან წავიღ,-ისევ დასწვდა შეფუთვას და თავბრუდამხვევად გამიღიმა -არა დავიტოვებ,-საჩუქრის პრიალა შესაფუთს დავხედე და იქვე დავდე -როგორაა საქმე? -რასთან დაკავშირებით? -დაივიწყე უბრალოდ სალაპარაკო მიზეზს ვეზებდი -ხომ იცი ეს არ გჭირდება -კი მაგრამ აქ იმდენი უცხოა -არამარტო შენთვის ისინი ჩემთვისაც უცხოები არიან -იქნებ ოდესმე ამიხსნას ვინმემ რასაჭიროა ამდენი უცხო ადამიანის დაპატიჟება ოჯახუს დღესასწაულზე ეს სღამოც ისევ დამთავრდებოდა როგოც 23 სხვა საღამო როცა კიდევ ერთი წელი მომემატა რომ არა ზარის ხმა რომელმაც ყველას ყურადღება მიიპყრო დედა სწრაფი ნაბიჯით წავიდა კარის გასაღებად და მე დავინახე შავგვრემანი უცხო გოგონა რომელიც მას შემოჰყავ და მათ უკან მომავალი გაფითრებული ალექსი. მისმა დანახვამ ისე გამახარა აზროვნების უნარი წამერთვა და გავიქეცი რომ მივსალმებოდი მაგრამ თბილი შეხვედრის ნაცვლად მშრალად ნათქვამი „ლუსი გილოცავ“ გავიგონე და მუხლები მომეკვეთა განადგურებული გამოვბრუნდი უკან და როგორცკი ბრბოს რომელიც ალექსს შემოხვეოდა გარს თავი დავაღწიე ჩემს ოთახში ავედი. -ლუსი კარგად ხარ? -არა მაიკ არ ვარ კარგად -კარგი მოდი დაჯექი,-მაიკმა საწოლი გაათავისუფლა რომ დავმჯდარიყავი და თვითონაც მომიჯდა გვერდით -რითი შემიძკია რომ დაგეხმარო ლუსია?-ისე მიყურებდა ნათლად დავინახე ჩემი მდგომარეობა -ვფიქრობ ვერაფრით დამეხმარები მაიკ,-შოკში ვიყავი თვალი ერთ წერტილს მივაშტერე და ვერ ვაშორებდი -ჩვენ მივხედავთ,-ამ ზრდილობიანი ჟესტით გოგონებმა მაიკს ოთახიდან გასვლა აიძულეს და შუაში მომიქციეს -ვინარის? -ამოვილუღლუღე საცოდავად -ლუსი არგინდა გთხოვ -ვინ არსი მეთქი ემ -მისი საცოლე -ლუსი ის ორსულადაა ესეცც უნდა გავითვალისწინოთ -ჰო ტინა სწორედ ეგ უნდა გავითვალისწინოდ -მე ეგ არ მითქვამს,-ტინამ ემის თვალები დაუბრიალა -რამნიშვნელობა აქვს რათქვი ეს რეალობაა -იქნებ ჯერ დაელაპარაკო და მერე გავაკეთოდ დასკვნები,-ემიმ გულზე მიმიკრა -რისთვის ტინა მითხარი აქვს ამას აზრი რას შეცვლის ეს -ლუსი მართალია საუბრით რეალობა არ შეიცვლება.- ისინი მთელი ღამე განიხილავდნენ ჰქონდა თუ არა აზრი ჩემსა და ალექსის საუბარს მე კი არაფერი არ მესმოდა მათი სიტყვები თავიდან მაშინვე მიფრინდებოდა როგორცკი იტყოდნენ. გამიკვირდაროცა მეორე დღე საკუთარ თავსი სამსახურში წასავლელი ძალა ვიპვე -შეგიძლია ხვალ არ მოხვიდე თუ ეს დაგეხმარება -მადლობა მაიკ უმჯობესია მოვიდე ყურაგღბას გადავიტან და ვფიქრობ ეს უფრო დამეხმარება -კარგი მაგრამ ლუსი ნება მომეცი რაღაც გკითხო.არ იფიქრო ამას იმიტომ ვაკეთებ რომ ალექსი დაბრუნდა საცოლე ჰყავს და გული გატკინა მოკლედ............ ლუსი ცოლად გამომყევი -მაიკ მ.. -ვიცი ვიცი არ გიყვარვარ მაგრამ ხომ შეიძლება მერე ერთდღეს შეგიყვარდე ლუსი ჩვენ გვაქვს შანსი კარგი ოჯახი შევქმნათ გპირდები მეყველაფერს გავაკეთებ რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული -მაგრამ მაიკ მე არ შემიძლია ახლა ამაძე ფიქრი -მეშემიძლია რომ დრო მოგცე იმდენი რამდენც დაგჭირდება -მაიკ.. -ლუსი გაჩერდი, მოდიაიღე ეს ბეჭედი,-პატარა ყუთი გამომიწოდა,-და იფიქრე ჩემს წინადადებაზე გპირდები რომ არცერთი პასუხი არ მოახდენს გავლენას ჩვენს ურთერთობაზე.-საწყლად გავხედე ყუთი გამოვართვი და მისი კოცნაც ვუგრძენი ლოყაზე უსიტყვოდ გადმოვედი მანქანიდან ანკი რამქონდა სათქმელი და ეზოს გავყუევი -ლუსი,-ალექსის ხმა მაშინვე ვიცანი და ნაბიჯს ავუჩქარე -ლუსი,-ხელში წამატანა ხელი და შემომაბრუნა,-შენ რა არ გესმის რომ გელაპარაკები? -რაგინდა ალექს? -ვინ იყო ეს კაცი? -ჩემი უფროსი! -მართლა შნეს სამსახურში ყველას უფროსი საცილებს სახლში და კოცნის არა? -არა მარტო იმათ ვისაც ხელი სთხოვა,-ყუთი გავხსენი და ბეჭედი ვუჩვენე -შენ რა დასთანხმდი,-თვალებში ისეთი ბრაზი და იმედგაცრუება ჩაეღვარა ლამის გული გამისკდა რომ დავინახე -არვიცი ჯერ არ გადამიწყვეტია მაგრამ ალბად აუცილებლად დათანხმდები -ამით მე მიხდი სამაგიეროს?-ამოიქშინა -არა შენ რაშაში ხარ?-მხრები ავიჩეჩე და უდარდელად გავაგრძელე გზა,-შენ თუ სხვა იპვე მე რითი ვარ ნაკლები -ლუსი გეყოფა უნდა დავილაპარაკოთ ამ საკითხზე -შენთნ სალაპარაკო არფერი არ მაქვს -როგორ არა ლუსი გაქვს,-კარი გავაღე და სახლში შევედი ისიც დაუპატიჟებლად შემომყვა აღმოჩნდა რომ სახლში არვინ იყო -ლუსი მომისმინე ყველაფერს აგიხსნი,-დაძაბულობისაგან სახეს ვერ იმორჩილებდა -კარგი ალექს მაშნ ის მაიხსენი რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს რატომ არამაქვს უფლება მაიკს დავთანხმდე -იმიტომ რომ შენ მე მეკუთვნი,-ხელი მომხვია და ისე მიმიკრა გულზე მგონი რამდენიმე ნეკნი გამიბზარა კიდევაც -მართლა,-ხელი ვკარი -ლუსი ესმი ჩემი მეგობრის დაა მე არაფერი მახსოვს იმღამეს ძალიან დავთვერი -კარგი და ვერ ვხვდები რას ითხოვ ჩემგან შეგიძლია მიხვიდე და თვად მას სთხოვო მოგიყვეს -ლუსი მომეცი უფლება გითხრა რომ მე შენ არასოდეს არ გიღლატებდი რომ არა.. -რომ არა მშვენიერი ესმი ხომ ასეა,-ზიზღით შევხედე -ლუსი მომისმინე -არა ალექს შენ მომისმინე,-თვალები ცრემლებით ამევსო და ვეღარაფერს ვხედავდი მაგრამ იხტიბარი არ გავიტეხე და მაინც დაჟინებით ვიყურებოდი მისი თვალებისკენ -ლუსი აღარ გაჩუმდები?-დაიღრილა და გაშმაგებული დასწვდა ჩემს ტუჩბს გაბრაზებულმა მოვიშორე და სილა გავაწანი -ქალს თუ არ სცემ პატივს რომელიც მუცლით შენს შვილს ატარებს მე მაინც დამდე პატივიდა გაეთრიე ჩემი სახლიდან. ბევრი რომ არ გავაგრძელო ჩვენ როგორღაც მოვახერხეთ იმის გამოკვლევა რომ ესმი ფეხმძიმედ არ იყო მაგრამ ამას თან ისიც მოჰყვა რომ ჩვენმა მშობლებმა ყველაფერი გაიგეს მაგრამ თითქოს სულზე მოგვისწრო იმ ფაქტმა რომ მე გულის დაავადება აღმომაჩნდა. ვიცი გასაკვირია ამას ასეთი სიხარულით რომ ვამბობ მაგრამ ეს გახდა იმის მიზეზი რომ მშობლებს აღარ ეცალად ჩვენს დასაზრახად. მიუხედავდ იმისა რომ არ ვიმჩნევდი თავცს ძალიან ცუდად ვგრძნობდი და რაც უფრო მეტი დრო გადიოდა ეს უფრო და უფრო ძლიერდებოდა ბოლოდღეებში სიარულსაც ძლივს ვახერხებდი. -ლუსი გამოყევი ცოლად,--თქვა ერთდღს მოულოდნელად ალექმს -კარგი რა ალექს მე საკუთარი ფეხით საკურთხევლამდე მისვლაც აღარ შემიძლია -არაუშვს მეთავად მიგიყვან -მორჩი რა ხომიცი დონორი უკვე მყავს ასე რომ მალე ახალი გული მექნება და მერე დავქორწინდეთ -არა ლუსი გთხოვ ახლავე ხვალვე გახდი ჩემი ცოლი მანამ სანამ საოპერაციოში შეხვალ -ეს სიგიჟეა მაგრამ კარგი,-ბედნიერმა შემომხედა თვალებში და გაიქცა .......................................... მეორე დღეს დღის 2საათზე მე უკვე ალექსის ცოლი ვიყავი და საოპერაციოდ გამზადებული ვიწექი საკაცეზე -მპირდები რომ ბედნიერი იქნები როცა გაიღბიძებ? -ჰო თუ შენ იქნები ჩემს გვერდით,-ხელზე ვაკოცე რომელსაც ჩემს სახეზე დაასრიალებდა -არა ლუსი ეს არ მიკითხავს,-თბილად დამაცქედა და თითონაც მაკოცა -აბა რას გულისმობდი?-ცოტა არ იყოს დავიბენი -უბრალოდ დამპირდი რომ ბედნიერი იქნები -კარგი,-მხრები ავიჩეჩე და გულში ისეთი შიში ჩამეღვარა რომ თვალები დავხუჭე -ძლიან მიყვარხარ -მეც ძალიან მიყვარხარ ალექს,-შუბლზე მაკოცა და სანამ გავიდოდა გამიღიმა წრიპინის ხმაში ნელ-ნელა მოვდიოდი გონს და ბუნდოვნად ვხედავდი თეთრ ჭრს -გონს მოვიდა,-გავიგონე მამას ხმა -როგორხარ საყვარელო?-დედამ თავზე გადამისვა ხელი -რამოხდა? დედა რატომ გაცვია ძაძა?-ჯერ კიდევ ბურანში ვიყავი მაგრამ ამან შიშს ვერ სძლია -დაისვენე საყვარელო მერე ყველაფერს მოგიყვები -დედა მითხარი რამოხდა სადაა ალექსი? -ძვირფასო ის -რა ის დედა სადაა ალექსი,-მისი სიტყვები გამახსენდა და წამოვიმართე -ლუსი შენთვის ნერვიულობა არ შეიძლებ,-დედაჩემმა უსიტყვოდ უკვე ისედაც მითხრა ყველაფერი და ამის შემდეგ არაფერი მახსოვს იმის გარდა როგორ მივრბოდი დერეფანში მახსოვს როგორ ცდილობდნენ ჩემს შეჩერებას ბოლოს კი ერთ კაცი გამიძღვა მორგისაკენ ნელა გადახადე თეთრი ნაჭერი ალექსის ცხედარს და უკან დაიხია -არა ალექს არა,-მის ცივ უძრავ მკერს დავემხე,-ალექს მე არმინდა ასეთი სიცოცხლე გემუდარები გაიღვიძე ადექი და მითხარი რომ მეხუმრე ისევ დამიძახე სულელი ალექს გთხოვ გემუდარები არ მიმატოვო ალექს არა,-ხმამაღლა მოვთქვამდი იმის იმედით რომ ალექსი ჩემს ხმას გაიგონებდა მაგრამ სულ ტყუილად. იწვა გაუნძრევლად და თითქოს იღიმებოდა მე კი შიგნიდან რაღაც ჩამწყდა მთელი შიგნეული მეწვოდა მე ის დავკარგე რაც ჩემთვის ყველაზე ძვირფასი იყო ჩემი ალექსი დავკარგე. რამოდენიმე თვის შემდეგ გავიგე რომ არავინ იცოდა ვინ იყო დონორი და რომ ალექსმა რაღაც აბები მიიღო მას შემდეგ რაც მე საოპერაციოდ შემიყვანეს. ჩემთვის იმის გააზრება რომ ის მოკვდა ურთულესი აღმოჩნდა მე დღესაც ველოდები რომ კარს გააღებს შემოვა და ისევ დამიძახებს უკარებას. ჯიბით დღემდე დამაქვს მისი წერილი რომელიც მუჭში ჩაკუჭული უპოვეს და უკვე ზეპირად ნასწავლ ტექსტს გამუდმებით ვკითხულობ თითქოს ფურცლებზე მის სახეს ვხედავ ისევ ისეთს როგორიც მახსოვს თითქოს ისევ იღიმის თავისი უნაკლო ღიმილით და თითქოს ისევ მეძახის სურს გულში ჩამიკრას მაგრამ მისივე თხოვნის გამო თავს უფლებას არ ვაძლევ საკუთარი ნებით შევუერთდე. მას აქეთ ბევრმა წყალმა ჩაიარა მე კი 37 წლის შემდეგაც ისევ ისე ველი მის დაბრუნებას როგორც იმ დღეს ველოდი რომ ეს ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდებოდა და იმ წყეული საწოლიდან წამოდგებოდა მაგრამ ეს ხომ რეალური ცხოვრებაა მასკი არააქვს უფლება ისე დასრულდეს როგორც ზღაპარი. მე მხოლოდ მაშინ ვგრძნობ მის სიახლოვეს როცა მის საფლავზე წამოწოლილს მისი გულის ცემა მესმის მაშინ ვგრძნობ რომ ის ჩემთანაა და რომ არასოდეს მიმატოვებს რომ ჩემს ცხოვრებას ისევ აქვს აზრი. დღეს კიდევ ერთხელ ალბათ უკანასკნელად ამოვიღე ჯიბიდან მისი წერილი ,,ჩემო ძვირფასო მეუღლევ, რაუცნაური სიტყვაა და როგორ ვარღვევ მე მის აზრს შენ ხომ ახლა მარტო მოგიწევს ამ უღლის ტარება ახლა ვფიქრობ არასწორად ხომ არ მოვიქეცი მეთქი მაგრამ ლუსი მე ოცნება ავისრულე ის ოცნება სადაც შენ ჩემგვერდით ხარ სამუდამოდ. გახსოვს? ჩვენი მშობლები ამ კავშირის წინააღმდეგნი იყვნენ მაგრამ მათ მაინც ვერ შემაჩერეს და მე ჩემი გული შენ სამუდამოდ მოგეცი გაუფრთხილდი მას ლუსი ყოველთვის როცა მოგენატრები გელზე მიიდე ხელი და მე შემიგრძნობ იგრძნობ რა ძლიერ მიყვარხარ ჩემი გული ნამდვილად შარშია ახლა გამუდმებით მოუწევს გამალებით ფეთქვა ის ხომ ყოველთვის ასე იქცეოდა როცა შენ ახლოს იყავი. ცრემლები მომდის ლუსი მაგრამ არ იფიქრო იმიტომ რომ სიცოცხლე მინდა მე ის მიჭირს შენ რომ აღარ იქნები ჩემთან ახლოს. მე ეგოისტი ვარ ვერ გავუძლებ რომ ის რაც მსურს ჩემი არ იყოს მე ვერ გადავიტან შენს სიკვდილს ამიტომ ვფიქრობ რომ ერთის სიკვდილი სჯობს ორისას ასე არაა? ოოჰ ლუსი ვერ წარმოიდგენ რამდენად ძვირფასი ხარ ჩემთვის შენ ალბათ დამზრახავ რომ მიგატოვე მაგრამ ერთხელ დედამ მითხრა ისინი ვისაც სიყვარულის ნიჭი აქვთ ყველაფერს აკეთებენ საყვარელი ადამიანებისთვისო. ჰოდა მე ყველაფერი გავიღე შენთვის რაც გამაჩნდა და ამას ოდნავადაც არ ვნანობ. აბა თავად დაფიქრდი როგორუნდა ვიცხოვრო როცა შენ საფლავში უნდა მეგულებოდე როგორ მოვიდე შენს საფლავთან და როგორ დავხედო ერთდროს შენს სიცოცხლით სავსე არსებას რომელსაც მიწა დაფარავს არა ლუსი არა მე სწორად ვიქცევი და რამდენადაც არ უნდა გაბრაზდე შენ ჩემზე არ მედარდება შენ იცოცხლებ და იქნები ბედნიერი ჩემგამო რადგან მე ასე გადავწყვიტე. ძალიან მიყვარხარ მშვიდობით ჩემო უკარებავ. ალექსი, რომელსაც თავს ურჩევნიხარ სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდეგაც მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ ,, ლუსი 70წლის ასაკში ალექსის საფლავზე წამოწიწლი იპოვეს გარდაცვლილი. ლუსისა და ალექსის ისტორია დედამ მიამბო მაშინ 14 წლის ვიყავი მახსოვს როგორი გავლენა მოახდინა ამან ჩემზე ალბათ მაშინ დაიბადა ჩემში სურვილი ეს ისტორია სხვებისთვისაც მომეყოლა და ამ სურვილმა 7წელი გასტანა. საბოლოოდ მე ჩავედი ლუსისა და ალექსის ქალაქში რომ მათი ამბავი გამერკვია მართალია მათი მშობლები უკვე გარდაცვლილები დამხვდა მაგრამ ლუსის ძმამ სიამოვნებით მომიყვა ისტორიის მისეული ვერსია და თავისი დის დღიურიც მათხოვა რომ ასლი გამეკეთებინა. მე მელანი ვარ ალექსის და ესმის შვილი ესმი ის ესპანელი ქალია რომელმაც მამა მოატყუა რომ ორსულად არ იყო როცა დაინახა თუ როგორ უყვარდა ლუსი. მე ხშირად მიფიქრია იმაზე სწორად მოიქცა თუ არა დედა მამა რომ გაათავისუფლა ამისგამო ხომ მე უმამოდ გავიზარდე თუმცა ალბათ სწორად მოიქცა რადგან მას არჰქონდა უფლება მამასა და მის საყრარელ ქალს შორის ჩამდგარიყო მითუმეთეს რომ დედაჩემს ყველა ის წერილი ჰქონდა წაკითხული რომელსაც მამა 4 წლის მანძილზე სწერდა ლუსის დიახ ეს დედაჩემმა ჩაიდინა საქმე კი შემდეგში იყო. როცა ალექსი ესპანეთში ჩამოვიდა მან ბიძაჩემი გაიცნო რომელიც ასევე ალექსის გუნდში თამაშობდა. ბიძია ხშირად იხსენებდა როგორი მკაცრი მწვრთვნელი ჰყავდათ მან პირველივე დღეს ჩამოართვა გუნდის წევრებს მობილური ტელეფონები და თვეში მხოლოდ ერთი დღით აძლევდა გარეთ გასვლის უფლებას დედა ბიძიას სანახავად დადიოდა ხოლმე და ალექსიც იქ გაიცნო თურმე დანახვისთანავე შეჰყვარებია. მერე ალექსი ლუსისათვის გასაგზავნ წერილებს ატანდა მას იმ იმედით რამ წერილი ადრესატამდე მიაღწევდა მაგრამ ამაოდ ეს არ მომხდარა რადგან ეჭვიანობით დაბრმავებული დედაჩემი მათ წაკითხვის თანავე წვავდა. მიუხედავად იმისა რომ ალექსს არ ვიცნობდი და მთელი ცხოვრება ჩამძახოდნენ ნათესავები რომ მან მიმატოვა არასოდეს შემძულებია რადგან დედამ მითხრა რომ მამაჩემი ყველაზე ძლიერი კეთილი და კარგი კაცი იყო დედამიწაზე რადგან მასშეეძლო იმ ადამიანისთვის ვინც უყვარდა ყველაფერი გაეწირა. გაინტერესებთ ჩემი პოზიცია ამ ამბავთან დაკავშირებიტ მე ბედნიერი ვარ რომ მისი ნაწილი ვარ რადგა ესაა ისტორია კაცისა რომელმაც ყველაფერი დათმო რაც გააჩნდა რათა ის ვინც უყვარდა ცოცხალი ყოფილიყო ყველა არ აძლევს მეორედ ცხოვრების შანსს თავის ცოლს და ამიტომ მე ძალიან ამაყი ვარ რომ ჩემს ძარღვებში ალექსის სისხლი ურევია. შეიძლება სათანადოდ ვერ გადმოვეცი მათი გრძნობები მაგრამ აბა მითხარით ვის ძალუძს სიტყებით გადმოსცეს ის რასაც ყოველი უჯრედით შეიგრძნობს? იქ სადაც სიტყვების ადგილი გრძნობებს დაუკავებიათ განა უგუნურება არ იქნება სიტყვებით გააფუჭო მომენტი? ანკი მე მესამე პირს შემეძლო რომ ეს გრძნბები ზუსტად გადმომეცა რაუფლება მქონდა ჩემი ფუჭი ლაყბობით გამეხუნებინა ისინი. და მაინც მე ვდგავარ ახლა მათი საფლავების წინ და რაღაც ამოუცნობს განვიცდი რაღაც ისეთ სხვაგან რომ არსად მიგრძვნია მე მჯერა რომ ისინი ახლა ერთად არიან ბედნიერები, მჯერა რომ ალექსმა თავისი უკარება დაიბრუნა და მის გვერდით ჰპოვა შვება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.