უცხო ( თავი 18 )
სახლში დაღლილი ბრუნდება. მარტო უწევს ყოფნა, რადგან ანასტასია ღამის სმენაა, თაკო კი კურსელთან რჩება. ოთახში შევიდა, ტანსაცმელი გაიხადა და საშხაპეში შევიდა. წყალი გადაივლო, თავი მოიწესრიგა და ოთახში დაბრუნდა. სპორტულები ჩაიცვა, თმა კოსად შეიკრა. ვარდისფერ, კურცქვიტა ჩუსტებში შეყო ფეხები და სამზარეულოსკენ გასწია. ჩაიდანი გაზზე შემოდგა, თვალი გაუშტერდა და ფიქრებით თორნიკესთან წავიდა. სულელივით ეღიმებოდა წუხანდელი ღამის გახსენებისას, ლოყებიც აუფორაჯდა. სასიამოვნო ფიქრებიდან, მადუღარას წრიპინმა გამოიყვანა. გაზის გამომრთველ ღილაკს თითი მიაჭირა და სითხე ფინჯანში დაასხა. ღუმელიდან გასათბობად შედებული საყვარლი ლობიანი გამოიღო და მაგიდასთან მოთავსდა. თვალი სივრცეს გაუშტერა და თავი გადააქნია. დედას ნათქვამი გაახსენდა ცრუწმენაზე, რომ ცუდის ნიშანი იყო და სიცილით მოკბინჩა ლობიანი. ვახშმობა, რომ დაასრულა მისაღებში გავიდა, მაგიდაზე დადებულ პულტს წვდა და ტელევიზორი ჩართო, ხმას აუწია. ვერ იტანდა საინფორმაციო გამოშვებებს, თითქმის სულ ცუდს აცხადებდნენ, ის კი ცუდ გუნებაზე დგებოდა. სხვა არხებს დაუყვა და მულტფილმს წააწყდა, ბავშობიდან გიჟდებოდა მათ ყურებაზე, ეხლაც ბევრი იცინა. გარედან რაღაც ხმები შემოდიოდა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია, იფიქრა მომეჩვენაო. მისაღებში იდგა, ოთახში შესვლას აპირებდა კარები, რომ შემოანგრიეს, რამდენიმე შეიარაღებულმა კაცმა და იარაღი დაუმიზნეს. - არ გაინძრე თორემ ადგილზე მოგკლავ! - უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა, ადგილზე გაქვავდა. ეშინოდა, მაგრამ არაფერს იმჩნევდა. - ჭკვიანი გოგო ხარ.. - ავხორცად ჩაილაპარაკა. - ეხლა მალე მამაჩემი მოვა! წაიღეთ რაც გინდათ და დატოვეთ სახლი! მკაცრად უნდოდა გამოსვლოდა, მაგრამ ხმაში შიშის ნოტები შეეპარა. - ჰა, ჰა, ჰა.. - არაამქვეყნიური სისასტიკით გაჟღენთილი ხმით გადაიხარხარა. - სულელი გგონივარ?! კარგად ვიცით, რომ სახლში არავინ არის და არც არავინ მოვა. შენი მამიკოს ყოფილმა ცოლუკამ, ყველაფერი დაწვრილებით გაარკვია და გვითხრა. - ყველა ეზიზღებოდა იმ წუთას, ის ქალიც ვინც ასეთ დღეში ჩააგდო. - მიშველეთ.. მიშველეთ.. - ყვირილი დაიწყო, მაგრამ მის წინ მდგომმა იარაღი გაარტყა სახეში. სისხლმა იფეთქა ტუჩიდან, თავბრუ დაეხვა, მაგრამ თავი მყარად შეიმაგრა. - მივდივართ! წინააღმდეგობას თუ არ გაგვიწევ შენთვის იქნება უკეთესი! - მივდივართ?! კაი, სულ სიხარულით გამოგყვებით.. - ჩუმად მიჰყვებოდა ყურადღება, რომ მოადუნეს, მის გვერდით მყოფს, ფეხებს შუა წიხლი ამოარტყა, ამოიხრიალა და იატაკზე დაეცა. მანაც სწრაფი მოქმედებით იარაღი ამოაცალა და დაუმიზნა მამაკაცებს. - გაეთრიეთ აქედან! აქედან მხოლოდ მკვდარს თუ გამიტანთ! - მთელ ხმაზე ღრიალებდა, მაგრამ უეცრად იარაღის გასროლის ხმა გაისმა და ფეხში მოხვდა, ტკივილისგან ჩაიკეცა და გული წაუვიდა, იარაღი კი ხელიდან გაუვარდა. გონს წყლის შესხმამ მოიყვანა, ჯერ კიდევ ეგონა, რომ ცუდ სიზმარში იმყოფებოდა, მაგრამ თვალების გახელისას მამაკაცის სიბოროტით გაჟღენთილ თვალებში ჩაიკარგა. - ცელქი გოგო ყოფილხარ, ზედმეტად გავხარ შენს ნაბიჭვარ მამას. - ნიკაპზე ხელი მოუჭირა და თავი მაღლა ააწევინა. შეეშინდა, მთელი ასებით ცახცახებდა, იცოდა იმ ქალის ბრძანებით შეეძლოთ მოეკლათ ან ეწამებინათ. - აშკარად თვალნათლად ჩანს ვინც არის, ის არასდროს მიაყენებდა ქალს შეურაწყობას და მითუმეტეს ხელს არ ასწევდა. - სიამაყით წარმოსთქვა თითოეული სიტყვა. - ქალს არადროს დაემონებოდა და მის გოშიად არ იქცეოდა. - ! როგორ მიბედავ! - ისევ იგრძნო გაუსაძლისი ტკივილი, მთელი სახე აუხურდა, თავი უღონოდ გადაუვარდა გვერდით. თვალები ეწოდა ამდენი მოწოლილი ცრემლისგან, მაგრამ სიამაყის გამო გადმოსვლის უფლებას არ აძლევდა. - ხმას არ იღებ არა?! გინდა ძლიერი გოგოს როლი ითამაშო ხომ?! მინდა ჩემს ფეხებთან იდინოს, შენმა ბინძურმა სისხლმა, მამაშენის გენი, რომ ურევია. მან ხომ ჩემი შვილი მოკლა, ვერ გადაარჩინა. არადა მასზე ლეგენდები დადის! ის , გადაურჩა ნასროლ ტყვიებს, როგორც გავიგე შენი მეშვეობით. - ზიზღით აათვალიერა. - მისი ყოფილი ცოლუკას მეშვეობით, შევძელი მასზე გასვლა.. - შეხვეულ ჭრილობაზე, ხელი ისე ძლიერ მოუჭრა, ყვირილი ვერ შეიკავა, მისი სისხლით დაესვარა ხელები. სახე კმაყოფილმა, ცივმა სიცილმა გაუბადრა. ხარხარებდა, შეურაცხადი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მის წინ იჯდა, სახეზე ამაზრზენი და ავხორცული ღიმილი ეფინა. თხემით ტერფებამდე ათვალიერებდა. იცოდა ვერ გადაურჩებოდა, იცოდა უკანასკნელი წუთები უნდა დაეთვალა, მაგრამ გულის სიღრმეში სჯეროდა, რომ თორნიკე უშველიდა, წაიყვანდა აქედან შორს. ჯიბეში არსებული ტელეფონი ამღერდა, ხელი ჩაუცურა ჯიბეში და ამოაცურა. - მდაჰ, შენი საყვარელი რეკავს. - ირონიულად ჩაიცინა, ტელეფონს ხმამაღალზე ჩართო. - გისმენ, გამომძიებელო თორნიკე ნაროზაულო! - ვინ ხარ? - ვინ ვარ?! - ხარხარი დაიწყო. - ვინ ვარ და ვინც შენს საყვარელ ბიძიკოს ირაკლი სამხარაძეს, დედას მოუტყნავს, თავის შილს კი იხმარს. თუმცა სამწუხაროდ ალბათ, შენ უკვე იხმარე და ისეთი გემრიელი არ იქნება. - დაიჭყანა და კვლავ ახარხარდა. - ნუ რას განვაწყობ, ამით დავკმაყოფილდებით მე და ჩემი ბიჭები. - შენი , აგკუწავ თუ ხელს დააკარებ, მიწიდან ამოგთხრი და ძაღლებს მივუგდებ შენს სხეულს საჯიჯგნად. - ყურმილის იქიდან ღრიალებდა თორნიკე. - სანამ მომაგნებ, შენი გოგო ცოცხალი აღარ იქნება. კეთილი ვიქნები და მოგასმენინებ მის ხმას ბოლოჯერ. მიდი დაელაპარაკე, შენს საყვარელს. - თორნიკეე.. - ლაპარაკიც არ შეეძლო. არაფერი არ ათქმევინა მას და გათიშა. - აბაა.. - ექოდ გავრცელდა მისი ხმა ქოხში. - იმედი გაქვს, რომ შენი საყვარელუკა მოგაგნებს?! - შენ გგონია შენს შვილს მოეწონებოდა, ასეთი არამზადა მამის დანახვა?! პირიქით შერცხვებოდა და თავს თავისი ხელით მოიკლავდა. - ირონიულად ჩაიქირქილა, ტუჩის კუთხე კი ჩატეხა, იცოდა ამას რა მოჰყვებოდა, მაგრამ არ ეპუებოდა. - ვიცი მიპოვიან, მე მყავს გვერდზე საყვარელი ადამიანები, ვისაც ვუყვარვარ! შენ კიდე მარტო მოკვდები, არც არავინ დაგმარხავს, ყვავების საჯიჯგნი გახდება შენი სხეული. - მოკეტეე.. - იღრიალა და მთელი ძალით მოქნეული ხელი კვლავ მოხვდა, კიდევ ერთხელ იგრძნო ბლანტი სითხის გემო პირში. - ჩემი შვილის ხსენება აღარ გაბედო, შენი აყროლებული პირით! სანამ შენი სატრფო მოგაგნებს, იქამდე გამოგჭრი ყელს და სხეულის ნაწილებს გავუგზავნი. ტყუილად გგონია, რომ მოგისწრებს შენი მამა. მერე.. მერე.. ყველაფერი გაქრა, აღარც ძალა ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევის. სხეულს დანით უსერავდნენ, ნელა და მტანჯველად. კიოდა, სიმწრისგან ტიროდა, ხმა ჩაუწყდა ყვირილისგან, მაგრამ არ ევედრებოდა გაჩერებას, რომ არ დაერტყათ შეჩერებულიყვნენ, აღარ შეეძლო მოთმენა, იცოდა აზრი არ ჰქონდა თხოვნას და ვედრებას. ფეხებს მუცელში გამეტებით ურტყავდა, ტკივილისგან მოიკუნტა. - გეყოს მასე ხომ მოკლავ, ჯერ ადრეა წამებით უნდა ამოხდეს სული. - ქალის შემზარავი ხმა გაჟღერდა პატარა ოთახში. - გეყოსთქო ! - დასჭექა. მანაც თავი დაანება და ოთახი დატოვა. გაითიშა, წყლის წვეთმა გონს მოიყვანა. - ბოდიში, ძილში ხელი, რომ შეგიშალე. - დამცინავმა ხმამ გაიჟღერა, მთელს სხეულში ჟრუანტელმა დაუარა. მაგრამ მის თვალებში ირონია იყო დაბუდებული, ქალს თავს არარაობად აგრძნობინებდა. - მე გაგაფრთხილე, მაგრამ ყურად არ იღე ჩემი ნათქვამი, აქედან ცოცხალი ვერ გააღწევ, შენი დედა და მამაშენი ვერ გაიხარებენ. მისი ფულის ბატონ პატრონი მხოლოდ ჩემი ქალიშვილი იქნება! - გულს მირევ! - ძლივს გასწორდა და კედელს მიეყრდნო და ქალის მიმართულებით გადაიფურთხა. - მხოლოდ ამის ღირსი ხარ! გასაკვირია, სალოსნაირი საყვარელი გოგო, თქვენაირი ამაზრზენი ქალის შვილი როგორ არის! თქვენი აზრით ამ ყველაფერს, რომ გაიგებს არ შერცხვება, შენნაირი დედის ყოლის?! მის თვალებში ზიზღს, რომ დაინახავთ მაგის ღირსი იქნებით. - ახლავე მოკეტე! ამას ჩემი ქალიშვილი ვერასდროს გაიგებს! შენ კი, მალე და მტანჯველად ჩაძაღლდები! - ფეხზე წამოდგა და ოთახი დატოვა. ოთახს ერთი მბჟუტავი ნათურა ანათებდა, შიგნით კი ერთი ძველი, ყავისფერი ხის სკამი იდგა. ფეხები მკერდთან მიიტანა და თავი ჩამოსდო, თვალები დაეხუჭა და დაეძინა. დილამდე არავინ შემოსულა. - მძინარე მზეთუნახავო გაიღვიძე. - ცინიკურმა ხმამ გამოაღვიძა. შეხედა, მაგრამ არაფერი უთქვამს. - მოდი ცოტა გავერთოთ, წინააღმდეგი არ ხარ ხო?! - ძალიან კარგი. - მასთან ახლოს მივიდა იატაკზე დააწვინა და ზევიდან მოექცა. შარვალი ძალით გააძრო და ტრუსის ამარა დატოვა, ზედაც გადააძრო. წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, მაგრამ ძლიერად შემოარტყა და ძალა წაერთვა. თავი გვერდზე გადაწია, თვალებიდან ცრემლები ცვიოდა. ღმერთს შველას ევედრებოდა. სხულზე ხელებს უფათურებდა და კოცნიდა. ******** ირაკლი, სახლში იმყოფებოდა, ამანათი, რომ შეუტანა მოსამსახურემ. გახსნა და შიგნით შვილის სურათები, რომ დაინახა, თან დასისხლიანებულ და უმწეო მდგომარეობაში, ტვინში სიხლი ჩაექცა, ყელზე ძარღვები დაეჭიმა. - ამის ,ლიზააა.. - მთელი ხმით იღრიალა. - მაგიდაზე მოთავსებული ყველა ნივთი, ერთი ხელის მოსმით ძირს მოაბნია. მის ღრიალზე ნიკა და ტყუპები შემოცვივდნენ. - რა ხდება ირაკლი რა მოხდა? - მასთან ახლოს მივიდა. - ლიზა.. ლიზაა.. ვიღაცამ გაიტაცა. - ხელში ჩაბღუჭული სურათები მას მიაწოდა. ნიკოლოზმა სურათებს, რომ დახედა სუნთქვა გაუხშირდა და მუშტები სიმწრისგან შეკრა. - ვინ არის, ვინ მოიტაცა, ავკუწავ ამ დედა მოტყნულს. დაგირეკა, გითხრა რამე?! - ტყუპებიც იმავე მდგომარეობაში იყვნენ, მაშინვე თორნიკესთან დარეკეს, ისიც მალე მათთან გაჩნდა. ყველაფერი მოუყვეს, მაგრამ გაკვირვებული არ ჩანდა. - ეს ყველაფერი ერთი საათის წინ შევიტყვე, პოლიცია და სპეცრაზმი ჩავრთე საქმეში, ყველგან ეძებენ. - ძლივს ლაპარაკობდა, გული ეკუმშებოდა სურათებს, რომ ნახულობდა. ირაკლის ტელეფონი ამღერდა. - გისმენთ. - ძლივს ამოილაპარაკა, დაფარული ნომრით ურეკავდნენ. - ოხ, თვით ირაკლი სამხარაძე, მოწყენილია?! - ბოხმა ბარიტონმა გაიჟღერა. - ვინ ხარ და რა გინდა ჩემი შვილისგან?! - სიმშიდეს ინარჩუნდებდა. - როგორც შენ მოკალი ჩემი შვილი წლების წინ ისე, გავისტუმრებ ჩემი ხელით შენს შვილს, ოღონდ იმ განსვავებით მე კარგად გავერთობი. - მარაზმით გაჟღენთილი ხმით საუბრობდა. - გეფიცები, მოგკლავ გეფიცები.. - ხელი აუკანკალდა უძლურებისგან. - ფეხებსაც ვერ მომჭამთ, მე კიდევ დედა მოგიტყანი, აბა ჩაო. გამოგიგზავნი თუ კარგ ხასიათზე ვიყავი, შვილის გვამს, თუ არადა ძაღლებს მივუგდებ. - ჩაიცინა და გაუთიშა ტელეფონი. თორნიკე, გიჟს გავდა, არც ტყუპები იყვნენ კარგ მდგომარეობაში. თათია კარებში იდგა და ფეხები უკანკალებდა. - მე წავალ ანასტასიასთან სავადმყოფოში და სახლში წავიყვან,უნდა იცოდეს ყველაფერი. - ცრემლებს იწმენდა და ძლივს საუბრობდა. - მეც წამოვალ. - ირაკლიმ უთხრა. - თქვენ მოძებნეთ, ჩვენი კაცებიც გაგზავნეთ, ვისაც იცნობთ ყველა ჩართეთ საქმეში. - ანასტასია, ეხლავე წამოდი სახლში გელოდები სახლთან აუცილებელი საქმე მაქვს. - ირაკლიმ უთხრა და ტელეფონი გაუთიშა. მთელი დღეა გული ცუდს უგრძნობდა, ძალიან შეეშინდა და მაშინვე სახლში წავიდა. ფეხების კანკალით შევიდა ეზოში, თათიაც, რომ დაინახა მიხვდა რაღაც ცუდი ხდებოდა. - ლიზას რამე დაემართა?! - ირაკლიმ ვერაფერი უპასუხა, მის სახეზე დიდი ტკივილი იკითხებოდა. - შვილო.. - წამოიძახა და გული წაუვიდა, მამაკაცმა ძლივს შეძლო მისი დაჭერა, ხელში აიყვანა. თათიამ გასაღები ნახა და სახლში შევიდნენ, დივანზე დააწვინეს. სამზარეულოში აფთიაქის ყუთი ნახეს, ბამბა სპირტით დაასველეს და ცხვირთან მიუტანეს. ნელა მოვიდა გონს. - რა მოხდა ჩემი შილი როგორ არის?! მიპასუხეთ რა დაემართა! ცრემლებმა ჯებირებიდან გადმოხეთქეს და ლოყებზე გზას იკვლევდნენ. - გაიტაცეს.. - ექოდ ჩაესმა მამაკაცის ხმა. - მაგრამ გეფიცები ვიპოვი და დავაბრუნებ. - გულში იხუტებდა საყვარელ ქალს. - ჩემი შვილი.. ჩემი შვილი.. წადი მომიყვანე ირაკლი, გთხოვ მომიყვანე, ვერ გადავიტან მას, რომ რამე დაემართოს მოკდები, გესმის?! მოვკდები.. - ნუ გეშინია, ჩვენი შვილი კარგად იქნება ძლიერი გოგოა.. - ამით თავის თავის გამხნევებასაც ცდილობდა. - მე წავალ.. - თათიას შეხედა, მანაც თავი დაუქნია. მასთან ახლოს მივიდა და ამდენი ხნის შემდეგ გულში ჩაიკრა, უნდოდა მისი ტკივილი შეესრუტა. -ჩშ, დაწყანრი, შენ ხომ ძლიერი ქალი ხარ! კარგად იქნება, ჩვენი ელიზაბეტი კარგად იქნება.. - თმაზე ეფერებოდა. - მტკივა, გული მტკივა, ვერ ვუძლებ, ვიცი, რომ მასაც ძლიან სტკივა, მთელი დღე გული ცუდს მიგრძნობდა.. - ძლიერი დედა სჭირდება, რომ დაბრუნდება, დაწყნარდი გთხოვ.. - ისიც მასთან ერთად ტიროდა. თავი მის მუხლებზე დადო და დივანზე წამოწვა. მალე ანაბელიც და თაკოც მივიდა, ბიჭები კი ტყუპებთან წავიდნენ. თვალები ტირილისგან ჩაწითლებული ჰქონდათ. ანასტასიას ასეთი დანახვისას, გული მოუკვდათ. ანაბელი, მასთან მივიდა და ჩაიმუხლა. - ნუ ტურიხარ ! ჩემი ლიზა, კარგად იქნება, ვიცი, რომ კარგად არის! სხვანაირად არ შეიძლება.. - დარდისგან, თითქოს დაპატარავდაო. სალომე, სახლში იმყოფებოდა ტელეფონზე , რომ დაურეკეს და შეატყობინეს. დედასთან მიდოიოდა წასვლის შესახებ, რომ ეთქვა. კარები, გახსინილი დახვდა და ხმა გამოდიოდა, ყური დაუგდო, აქამდე ასე არასდროს მოქცეულა,მაგრამ თითქოს გული უგრძნობდა, ასე, რომ უნდა მოქცეულიყო აუცილებლად. პატარაა მაგრამ ვერ მოვითმინე და დავდე :დ უცბად დამეწერინა, იმედია მოგეწონებათ.. მიყვარხართ.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.