შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცივი სხეულები 4


26-12-2015, 16:55
ავტორი Lydia
ნანახია 2 063

როდესაც ადამი თვალებს 15 წუთის განმალობაში ხუჭავს მისი გონება ითიშება,რასაც ადამიანები ძილს უწოდებენ.სწორედ ასეთ მდგომარეობაში იჯდა მოგრეხილი სავარძელში.როგორც კი ლინდა შეიშმუნა,ადამსაც წამში გამოეღვიძა.ბიჭმა პირველი გოგონას დახედა და როგორც კი დაინახა რომ მას ტკბილად ეძინა სავარძელიდან წამოდგა.მისი ძვლების რახარუხი ისმოდა,როდესაც გაიზმორა.ოთახიდან გავიდა და აბაზანაში შევიდა.
ბიჭმა ტანისამოსი გაიხადა და მისი რატომღაც ფაფუკი მაისური დიდ კალათაში ჩააგდო.ონკანიდან წამოსული ცივი წყლის ნაპორი კი ხმაურით ესობოდა იატაკს.მოყავისფრო ფარდა გასწია და ბანაობას შეუდგა.
ლინდას ყურში ცუდად ესმოდა აბაზანიდან გამოსული ხმა და თვალებ დახუჭული წამოდგა ლოგინიდან.მთვარეულივით მიადგა აბაზანის კარს და ფეხების ბარტყუნით შევარდა.რატომღაც ახლა აღარაფერი ისმოდა ყურში და მოჭუტულ თვალებიდანაც ვერ ხედავდა ვერაფერს.ამჯერად სქელი ფარდა გასწია და ადამის შეძახილმა გამოაფხიზლა.
-(ადამი) რას აკეთებ?
-(ლინდა) ვაიმე ბოდიში
გოგონამ თვალებზე ხელი აიფარა და ლოყაზე სიცილი შეეტყო
ადამი ფარდას მოეფარა და დაიცადა როდის წავიდოდა გოგონა
ლინდა სიცილით მობრუნდა უკან,დასველებულ იატაკზე აუცურდა მისი ფრატუნა ფეხები,უკვე ძირს დაგდებას ელოდებოდა როცა უცბად ბიჭის მკლავებში მოექცა.
-(ადამი) რას აკეთებ ვერ გავიგე!
ბიჭმა გრუბად მიუგო და გოგონას თვალები გაუსწორა
-(ლინდა) მაპატიე მე..მეეეე.
ლინდამ თავი ვეღარ მოუბა წინადადებას და უკომენტაროდ გავიდა აბაზანიდან
მხოლოდ ახლა ჩაეცინა ბიჭს და პირსახოცი თავზე მოიგდო
ლინდა მორცხვად შევიდა ოთახში და ტანსაცმელი სასწრაფოდ გამოიცვალა,ლოგინიც მიალაგა და სამზარეულოში გავიდა
ძველი ჩაიდანი გაზზე შემოდგა და ორი ცხელი ჩაი გააკეთა
გოგონა კედლებს უყურებდა და იღრიჯებოდა.საშინლად ხვდებოდა სახლში უსუფთაობა და კედლებზე მოსიარულე ობობები.უცბად რაღაც იდეამ დაარტყა თავში და ტუჩები რაღაცნაირად აათამაშა.
ადამიც გამოვიდა და გეზი პირდაპირ სამზარეულოსკენ აიღო.
-(ლინდა) აი ეს შენ!
-(ადამ) ეს ისევ ის რაღაც არის?
-(ლინდა) ხო ის რაღაც ჩაია
-(ადამ) მადლობა! არ იყო საჭირო
-(ლინდა) მიდი დალიე
ბიჭმა კვლავ ერთი მოყუდებით გადაუშვა პირში ცხელი ჩაი
გოგონა უცნაურრად უყურებდა ბიჭს
-(ადამი) მე უნდა წავიდე და საღამოს დავბრუნდები
-(ლინდა) სად მიდიხარ?
ბიჭმა გაგკვირვებით შეხედა და ლინდაც მიხვდა რომ უნდა გაჩუმებულიყო
-(ლინდა) ბოდიში არ უნდა მეკითხა
-(ადამი) კარგი,საღამომდე
ბიჭმა ტყავის ქურთუკი მოისხა და კარები გაიხურა.
ლინდამ იგრძნო როგორ მოშივდა მის კუჭს და მაცივრიდან მზა საკვები გამოიღო.გემრიელად შეექცა ბოსტენულის სალათას და დაიკმაყოფილა შიმშილი.სამზარეულოდან გავიდა და ერთ-ერთ ოთახში რაღაცის საძებნელად შევიდა.ეძებდა და ძლივს იპოვა, რაღაც ძველი ნაჭერი რომელიც ტანზე ლამაზად გაიკეთა და ახლა გარეთ გავიდა.ეზოშიც დიდიხანს იბოდიალა და რაღაცეებისგან ‘’ცოცხის’’ მაგვარი გააკეთა.ეზოს ჰაერი ჩაისუნთქა და ისევ სახლში შევიდა.ჯერ სამზარეულოდან დაიწყო.სკამზე დადგა და კედლიდან ობობის ქსელები მოაშორა,მერე მთელი კელდები ჩამორეცხა,ძლივს ჩამოვიდა სკამიდან და ეხლა კარადებს მიადგა,მთელი ჭურჭელი გარეცხა და ლამაზად შეალაგა კარადებში.პოლი მოხეხა და ეხლა მისაღებ ოთახში გადავიდა.ბუხარი გაწმინდა და იქაურობას ადგილები შეუცვალა,ყველაფერი ლამაზ დეკორაციად აქცია.მერე მთელი საძინებელი ოთახები მოიარა და ბოლოს ადამმის ოთახი მოიტოვა.როდესაც მის ოთახში შევიდა,იქაურობა სულ დანაგვიანებული იყო,გარშემო სულ ტანსაცმელი ეყარა.მუქი ფარდები ჩამოუხნსა და ნათელი გარემო შექმნა.ტანსაცმელიც სულ აბაზანაში შეიტანა და იქ დაყარა.მოკლედ ბიჭის ოთახში სულ სისუფთავის სურნელი ტრიალებდა.როცა საქმე აბაზანამდე მიდგა დაინახო,რომ გარშემო არსად იდო სარეცხი მანქანა.გაუკვირდა და ფიქრს მიეცა,ნუთუ თვითონ ირეცხავს ტანსაცმელს? იქვე კიდევ დაინახა მის მიერ დაგდებული ფაფუკი მაისური,რომელიც ამ დილით მოისროლა მოჭმუჭნული.ისევ შეეცვალა სახე და ტანსაცმლის გარეცხვა დაიწყო. ზუსტად ორი საათი დასჭირდა სარეცხს.უკვე მთელი სხეული სტკიოდა,მაგრამ არ ჩერდებოდა.ისევ სამზარეულოში შევიდა,მაცივრიდან საკვები პროდუქტი გამოიღო და საჭმლის გაკეთება დაიწყო.ზუსტად ოც წუთში უგემრიელესი საჭმელი და დესერტი იდგა ლამაზად მორთულ მაგიდაზე.ალბათ გაინტერესებდათ ამ ყველაფერს რისთვის აკეთებდა.მიზეზი მარტივია,უბრალოდ მას ეცოდება გარშემო რომ არავინ ყავდა ადამს და იფიქრა რომ ერთი დღე ასიამოვნებდა,იმის სამადლობოდ რაც მან გააკეთა გოგოსთვის.
ფანჯრიდან დაინახა როგორ მოდიოდა ადამმი და გოგონა კარებთან შეეგება
-(ლინდა) უკვე მოხვედი?
-(ადამი) კი
ბიჭი როდესაც შემოვიდა აქეთ-იქით იყურებოდა,დაინახა როგორ შეუცვლია ყველაფერი,დაულაგებია და თან საჭმელიც გაუკეთებია.ადამს ყელში ბურთი გაეჩხირა და ხელები დაეძარღვა.
-(ადამი) ეს რა არის?
-(ლინდა) მოგწონს?
-(ადამი) ვინ გითხრა ან დაალაგეო,ან ამ ყველაფერს ადგილი შეუცვალეო?
ბიჭმა ტონსა აუწია და მუშტები შეკრა
-(ლინდა) მე უბრალოდ მინდოდა ამით მადლობა გადამეხადა,მეტი არაფერი..
-(ადამი) მადლობა? მე არ მჭირდება შენი მადლობა! ალბათ გგონია რომ დახმარება მჭირდება...
-(ლინდა) არა მეეე...
-(ადამი) არა!მე დახმარება არ მჭირდება,თავადაც შემიძლია ამის გაკეთება.ამიტომ მეორეთი აღარ გააკეთო მსგავსი რამ.
ადდამი ტავის საძინებელში გავარდა და როდესაც იქაურობა გაბრწყინებული ნახა ფეხი იქვე მდებარე სკამს ესროლა და ლოგინზე დაჯდა.
გოგონა კი ატირებული გავარდა ოთახში და ლოგინზე მწარედ დაებერტყა,ვერ ხვდებოდა რის გამო გაბრაზდა,რადგან მას სულ სხვანაირად ჰქონდა გეგმაში ყველაფერი.სამწუხაროა როცა შრომას არ გიფასებენ....



№1 სტუმარი Sandra

Kargia dzaangtxovmale dade ertti sulimaqvs brodis wavikitxav shemdeg tavs <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent