მე არ ვაპირებ უშენოდ ვიცხოვრო< 10 თავი
მე შენ მიყვარხარ,მაგრამ შენ არ გჯერა. ვიცი,ვიცი ამ სიტყვამ ძალა დაკარგა,თითქოს გაცივდა და აღარავინ აღარ იჯერებს,ხომ შენც ასე ფიქრობ და იმიტომაც გამექეცი შორს.ჩემი ბრალიცაა,არ გადავამოწმე და ძალიან შევცდი,ასე არ უნდა მომემართა შენთვის.მაგრამ გეფიცები სისხლმა თავში ამივარდა და კონტროლის უნარი დამიკარგა.ოღონდ დაბრუნდი და სულ გაგიმეორებ როგორ ძალიან მიყვარხარ,შენს გარეშე ყველაფერმა აზრი დაკარგა.ნინიკოც აღარ მელაპარაკება,შენსავით უხეშს და ველურს მეძახის.ჩემს ირგვლივ ურთიერთობას ვერავისთან ვერ ვახერხებ,ყველა გამირბის ბიჭებიც კი.თითქოს ჩემთვის უშენობით მთელი სამყარო დაიცალა და დავბორიალობ უსახლო სიცარიელეში.დილით რომ ვიღვიძებ საშინელი სევდა მომყვება სიზმარეულის ქვეყნიდან,ყოველ ღამეს გხედავ სიზმარში,როგორი ნაწყენი ხარ.დამიჯერე რა რაც გავაკეთე შენმა სიყვარუილმა გამაკეთებინა,დამიჯერე რა რომ მიყვარხარ.ორი კვირაა რაც ვეღარ გხედავ და უკვე მენატრები,ნუ გამწირავ მარტოობისთვის,მე არ ვარ მიჩვული მარტოობას და ძალიან მეშინია სიმარტოვის.რატომღაც მგონია რომ მოხვალ და მე გელოდები,მიყვარხარ ნანუჩი. თავის ფიქრებში იყო ჩაძირული,რომ ტელეფონზე დათოს ზარი დაფიქსირდა,დაისერიოზულა ხმა და უპასუხა. ---გისმენ დათო. ---სად ხარ უნდა გელაპარაკო ---ოფისში ვარ აქ მოდი,დაგელოდები მარტო ვარ. ---ამ დროს მანდ რას აკეთებ,ნინიკო მარტოა? ---ნინიკო არ მელაპარაკება.უპასუხა სევდიანად.მალე მივიდა დათო ოფისში და მირიანის წინ დაჯდა. ---მირიან საქმე ძალიან სერიოზულად არის,ნანას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება,მე მინდა ის შენთან დაბრუნდეს,შენს სიახლოვეს იყოს,ასე უფრო დაცული იქნება და მშვიდად ვიქნები.მირიანს ფერი ეცვალა და დათოს უთხრა. ---არაფერი არ დამიმალო,პირდაპირ მითხარი რა ხდება დათო.დათომ თამროს გაგზავნილი შეტყობინებები წააკითხა,რომ ჯერ განქორწინება არ ეჩქარათ,ასე უფრო დაცული არისო.ბეცრი იფიქრეს,იმსჯელეს და ბოლოს მირიანმა თქვა. ---რა თქმა უნდა,შეწყვიტეთ განქორწინებაზე ფიქრი.ასე თუ უფრო დაცულად იქნება,იყოს ჯერ დროებით ასე,ეს არ არის რთული მოსაგვარებელი და თუ დაბრუნებას ინებებს მე ძალიან გამიხარდება.მის გარეშე ჩემი სახლი ძალიან მდუმარეა. ---მარტო მაგისთვის? ეშმაკურად შეეკითხა დათომ. ---არა, მარტო ამისთვის არა.მიყვარს, დათო ძალიან მიყვარს. ---როგორც იქნა აღიარე,როგორც იქნა შენი გულის კართან ვიღაცამ შეძლო მოკაკუნება და გამოგაფხიზლა. ---კარი კიარ გააღო შემოამტვრია,ისეთი სიძლიერით შემოიჭრა ჩემში.სახლში მისვლა შემზარდა,არც ნინიკო არ იყო ეს დღეები სახლში. ---ხოდა წამოდი სახლში,სიურპრიზი გელოდება.უთხრა დათომ ღიმილით. ---მართლა? არ მაბოლებ? ---არა წამოდი.ნინიკო სად იყო,სად გაუშვი. ---გელამ წაიყვანა და ისე მეზარებოდა სახლში მისვლა მთელი ღამეები ბარში ვიყავი,მარტო გამოსაცვლელად თუ მივიდოდი სახლში. ---იმედია ვინმე ბაბა არ აიკიდე ბარიდან. ---მახსოვს და არ გეუბნები?დამნაშავესავეთ შეხედა მირიანმა დათოს ორივე გამოვიდა ოფისიდან და სანამ დაშორდებოდნენ ერთმანეთს დათომ უთხრა. ---მირიან შენ არაფერი არ იცი ამ თემის შესახებ რაც გითხარი,არ მინდა ნანუჩიმ გაიგოს რომ შენც იცი. ---კარგი დათო არ ინერვიულო.როცა სახლს მიუახლოვდა,უკვე სახლში შესვლამდე გაიგონა გოგონების გულიანი კისკისი და გული აუფრიალდა.ხელი გულზე მიიდო და ჩუმად ჩაიჩურჩულა.-ჩემო გულო გრძნობებით სავსე,მაგრამ შენი ფეთქვაც კი ხანმოკლეა. ვინ იცის სად შეწყვიტავ სუნთქვას და რატომ.ახლა არ გამიჩერდე და მოაწოდე კაპილარებს შენი საზრდო.კარები გააღო და სახლში სისუფთავეს სუნმა შემოეფეთა. ---ოოოჰ,ჩვენი ბოსიც მობრძანდა.თქვა ნანამ და მირიანმა ერთი კუშტად შეხედა და სამზარეულოში გავიდა.წყალი დალია,გული დაიმშვიდა და შემდეგ ნინიკოს მოეფერა. ---მა გამოიცვალე,ჩვენ გვშია მაგრამ შენ გელოდით. ---მე? გაუკვირდა მირიანს მაგრამ დიდი სიამოვნება იგრძნო.ნანამ მაგიდა გააწყო და მირიანს დაელოდა.მირიანმა ნინიკო გაიყვანა და შემოუსხდნენ მაგიდას.ძალიან წყნარი და ოჯახური ვახშამი იყო,ჭამას რომ მორჩნენ ნანამ წამოდგა უნდა აელაგა მაგიდა,მაგრამ მირიანმა შეაჩერა,ხელზე ხელი დაადო და თხოვა; ---გთხოვ დაჯექი.ვიცი დავაშავე და დიდი დამნაშავე ვარ შენს წინაშე,ამიტომ მინდა პატიება გთხოვო.ნანამ ჯერ ხელს დააჩერდა და გულში სიამოვნება იგრძნო,რადგან მირიანმა გააცნობიერა მისი დანაშაული. ---არაუშავს,არც არაფერი არ მომხდარა.მე უკვე აღარც კი მახსოვს.გაუღიმა ნანამ და მირიანს გული დაუმშვიდდა. წყნარად გადიოდა დღეები და მირიანი რაღაცის მოლოდინში იყო,ხვდებოდა,რომ ნანა ასე ადვილად არ დანებდებოდა. აი მისი მოლოდინიც მალე გამართლდა.ერთ ღამეს მირიანმა ხელი ბალიშის ქვეშ შეაცურა,რადგან უფრო კარგად მომგვანებულიყო და რაღაც მის ხელზე გაფხაჭუნდა.მიხვდა რომ ცოცხალი არსება იყო მის საწოლში და კერძოდ ბალიშის ქვეშ.წამოდგა გაოცებულმა შუქი აანთო და ბალიში ასწია და რას ხედავს,ბალიშის ქვეშ თეთრ-ფითქინა თეთრეულზე გემრიელად ისვენებდნენ შავი ტარაკანები.ისევ დააფარა ბალიში და გაბრაზებული გავიდა ნანასთან რომელიც მძინარე წამოაგდო და პირზე ხელაფარებული გამოიყვანა ოთახიდან,რადგან ნინიკოს არ გაღვიძებოდა. შეიყვანა მის ოთახში და უთხრა ჩუმად,მაგრამ ძალიან მკაცრი ხმით. ---მე ნინიკოსთან ვწვები,შენ კი აქ დაწექი ეგებ შეგჭამოს მაგ ტარაკანებმა. ---მე კიარა შენ უნდა შეეჭამე იმათ,მაგრამ როგორც ვხედავ ვერ მოგერიეს,ძალიან დიდი ლუკმა გამოდექი,შემდეგში უფრო ორიგინალურს მოვიფიქრებ რამეს.მირიანი გაბრაზებული გავიდა ოთახიდან და ნინიკოს შეუწვა ფრთხილად,ნანამ კი ღიღინით გამოაღო კარადა და რამოდენიმე ტარაკანა მირიანის კოსტუმის ჯიბეში ჩადო,რამოდენიმე კი იმ ჩანთაში სადაც მნიშვნელოვან საბუთებს ინახავდა.კმაყოფილი შეწვა მირიანის საწოლში და ძილი გააგრძელა. დილით ნინიკომ ადრე გაიღვიძა და გაუკვირდა მის გვერდით მირიანი რომ ნახა მძინარე. ---მამა ნანუჩი სად გაუშვი,სად არის? ---ჩემს საწოში ძინავს.უთხრა მძინარე მირიანმა. ---რატომ,ისევ იჩხუბეთ? ---არა,შენს თავს გეფიცები.იქ გავიყვანე,იმიტომ რომ ეგებ შეჭამოს შავმა ტარაკანებმსა. უთხრა და მოუყვა რატომ გააგდო შუაღამით იქ და ნინიკო გულიანად იცინოდა.-წავალ გავაღვიძებ,ადრე უნდა წავიდე დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს ჩინელებთან. წამოდგა და თავის საძინებელში შევიდა,მაგრამ საწოლი კარგად, კოხტად და ლამაზად გადასწორებული დახვდა და ნანა სამზარეულოში ღიღინით საუზმეს ამზადებდა. გაიგო მირიანის შესვლა და ღიმილით უთხრა. შენს მომზადებამდე,მე ნინიკოს მივხედავ და ერთად ვისაუზმოთ. ---რაღაც დღეს კარგ ხასიათზე ხარ. ---ნამდვილად კარგ ხასიათზე ვარ,მიხარია ტარაკანებს რომ გადავურჩი.მირიანმა ჩაიცინა და უხმოდ გაბრუნდა,მოემზადა და ნანამ ნინიკოს მიხედა,შემდეგ კი ერთად ისაუზმეს და მირიანმა ჩქარი ნაბიჯით გავიდა სახლიდან.საცობში მოხვდა და ცოტა დააგვიანდა,ამიტომ პირდაპირ სათათბირო დარბაზში შევიდა და დიდი ბოდიშის მოთხოვნით შეუდგა უცხოელებთან საუბარს.ჩანთა გახსნა და საბუთები ამოიღო,მოულოდნელად გელამ ყველას შეუმჩნევლად ერთი ტარაკანა დაიჭირა,მეორე დათომ და მესამეს ლუკამ შეხედა,მაგრამ ვერ მოახერხა მისი დაჭერა ის შუა მაგიდაზე გარბოდა და ერთ-ერთი ჩინელის წინ გაჩერდა.დათომ მიხვდა ეს ვისი ნამუშევარი იყო და მირიანის აჭრელებულ სხეს რომ შეხედა,შეუმჩნევლად ჩაიცინა.როგორც იყო დასრულდა შეხვედრა და სახლში დარეკა გაბრაზებულმა.ტელეფონს კი ნინიკომ უპასუხა. ---რატომ პასუხობ შენ და სად ბრძანდება ტელეფონის პატრონი?ნანამ ხელით ანიშნა არ ვარ აქო და ნინიკომაც ტყუილი დაახეთქა. ---საყიდლებზე წავიდა და ტელეფონი სახლში დარჩა. ---რომ მოვა გადაეცი სახლში არ დამხვდეს. ---კარგი გადავცემ აუცილებლად.უთხრა ნინიკომ და გაუთიშა.ამ დროს კი ორივემ გულიანად იცინა. ---უმჯობესია მართლა გახვიდე ცოტა ხნით გარეთ და რომ მოვა,ჩუმად ზარს მოგცემ,ჩემი ტელეფონი წაიღე,ნან უკეთესია აქ თუ არ დახვდები გაბრაზებულ გულზე.იცინოდა ნინიკო და ნანამ ჩანთას ხელი დაავლო და ნინიკოს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და სიცილით გავიდა სახლიდან. მირიანმა პიჯაკს დაავლო ხელი და მდივანზე მოისროლა,პიჟაკის სროლით ტარაკანებმა გაიღვიძა და სინათლეზე დამწკრივებულები გამოვიდნენ.გელამ გაკვირვებული მიაჩერდა თეთრ მეტლახზე ჯარისკაცებივით რომ მირბოდნენ დამწკრივებული თავშესაფრისაკენ ხუთი ცალი შავი ტარაკანა. ---საცოდაობა არ არის ახლა,ამათი მოკვლა? ნახეთ როგორ გარბიან თავის გადასარჩენად,ესენიც იბრძვიან სიცოცხლისათვის თქვა დანანებით გელამ და ყველამ მას შეხედა და შემდეგ მირიანს გადახედეს. ---ესენი სადღა ჯანდაბაში იყვნენ.იყვირა გაბრაზებულმა. ---გაფიცებ ყველაფერს წუხელის ისევ იჩხუბეთ?კითხა დათომ და თან თავს იკავებდა არ გაცინებოდა. ---არა,რატომ უნდა მეჩხუბა.მშვენივრად ვივახშმეთ და ისინი ადრე დაწვნენ,მე გვიან მაგრამ ბალიშის ქვეშ ვნახე ეს ტარაკანები.გავაღვიძე და ის დავაწვინე ჩემს საწოლში,მე კი ნინიკოსთან დავწექი,მაგრამ არ მომეწონა ამ დილით რომ ღიღინებდა,აწი მისი კარგი ხასიათის უფრო უნდა მეშინოდეს? ---დატოვე შენს საძინებელში,რომ უფრო კარგად ემოქმედა და სისრულეში მოეყბვანა თავისი ჩაფიქრებული გეგმა. ვერასოდეს ვერ გაიცნობ ქალს და ვერასოდეს ვერ ისწავლი ჭკუას შენ,ასეთი ბატი იქნები სულ.უთხრა ალეკომ. ---მოვკლავ და არ შემაჩეროს ვინმემ,გესმით?არავინ არ გაბედოს ჩემი შეჩერება.თქვა და გარეთ გავარდა, პიჯაკით ხელში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.