შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვების გამო?..(22)


5-05-2017, 18:09
ავტორი lile-eli
ნანახია 2 784

ვგრძნობდი ჰაერი აღარ მყოფნიდა, ვიღაცის რამდენიმე ხელი ვირძენი წელზე, მალე ეს შეგრძნებაც გაქრა და ყველაფერი გათეთრდა..

22.
ყოველთვის მაინტერესებდა ადამიანის ნებისყოფასა და მოთმინებას, ზღვარი სადამდე აქვს?..
იქამდე-სანამ ყველაფერს დაკარგავ!
იქამდე-სანამ შენ სულს შეეხებიან?!
როცა შენთვის დასასრულის დასაწყისი დადგა და მას ვერ ეწინააღმდეგები, ამიტომ ხდები რადიკალური და დაუნდობელიც!..
“ადამიანში ორი პიროვნებაა: ბოროტი და კეთილი, მთავარია რომელს გააღვიძებ და განავითარებ ის იქნები საბოლოოდ!“

…ცხვირის წვამ შემაწუხა, უსიამოვნო სუნით, შემდეგ მარჯვენა ხელის თითები მოვხარე, გავშალე, ისეთი შეგრძნება მქონდა, მეგონა რამდენიმე ხელი მება ერთ მტევანზე, იგივე შეგრძნება მკლავზე გადამივიდა, შემდეგ მთელი ტანი მოიცვა, თვალი გავახილე და სავარძელში მყოფი საბას ნახვა მოულოდნელი იყო, სიზმარი მეგონა, გამეღიმა:
-აქ მაინც გნახო, ისე მომენატრე..
ცრემლები წამომივიდა, სხეულის სიმძიმე ისევ მაწუხებდა..
-ელი როგორ ხარ? რატომ შემაშინე..
თვალები რამდენჯერმე დავხუჭე, მან შუბლზე მაკოცა და მისი ტუჩებით ვიგრძენი, რომ ძალიან ცივი ვიყავი, უცებ კადრები წარმოიშალნენ თვალწინ, ერთმანეთში ირეოდა მომხდარი და გონება გააზრებას, გახსენებას ცდილობდა..
-ბავშვი?... როგორ არის?
-ელი, ბავშვი?...
ცრემლი შევამჩნიე მის თვალზე.
-საბა, გთხოვ ბავშვი მინდა!
დამძიმებული მოძრაობით ხელი წავიღე მუცლისკენ და ის სიმაგრე, რომელსაც ვეფერებოდი ხოლმე, ვეღარ ვიგრძენი, ექიმიც შემოვიდა, ადაც ჩამოსულა.. რამდენჯერმე დავიყვირე ბავშივი როგორ არის? და ექიმმა მითხრა:
-ძალიან ვწუხვარ, როცა მოგიყვანეს, უკვე... გაგუდული იყო და ამოვიყვანეთ..
ერთი რაც მახსოვს საბას მკლავები იყო, რომელიც მეხვეოდა და მიჭერდა, ყელი მეწვოდა, უცებ ჩხვლეტა, წვამ შეცვალა, სხეული ისევ მომიდუნდა, ყველაფრი გაჩერდა.. გონს როცა მოვედი ადა და საბა ორივე ოთახში იყვნენ, მაგრამ არაფერი მითქვამს, არაფრის სურვილი არ მქონდა, მათ შორის არც სიცოცხლის.. ყველანი შემოვიდნენ, მომინახულეს, ჩემი გოგონებიც მაკითხავდნენ, მაგრამ ამასაც აღარ ჰქონდა მნიშვნელობა.. ყველაზე უცნაური მათი დამოკიდებულება იყო, მათი თვალებით, სიბრალულს ვგრძნობდი, ისევ ის გამოხედვა, რაც წლების წინ მთრგუნავდა, იმ განსხვავებით, რომ სუიციდის მცდელობისთვის მკიცხავდნენ, რამდენჯერმე სიტყვითაც მაგრძნობინეს, ამას ვგრძნობდი კიდეც მათი გამოხედვით.. ადამ მკითხა ასე რატომ მოვიქეცი, ვარჩიე ჯერ გამეგო მათ რა იციან, ამიტომ პასუხს თავი ავარიდე, ჩემი გონზე მოსვლიდან მეორე დღეს დიტო და ანა ჩამოვიდნენ ბაქოდან, სადაც ერთი კვირა მოუწიათ ყოფნა, როგორც აღმოჩნდა ერთი კვირა უგონოდ ვიყავი საავადმყოფოში. სამ დღეში გამომწერეს, სახლში მისულს ნაძვისხე აღარ დამხვდა მისაღებში, ორივე ახალი წელი ისე შემოვიდა ოჯახში, არცერთი ვიყავით სახლში.. გურამის ნაწყენ თვალებს ვერ ვუყურებდი, თავს მაინც დამნაშავედ ვგრძნობდი, ჩემს ერთადერთ „განძს“ ვერ გავუფრთხილიდი, საერთოდ ვერაფერს გავუფრთხილდი რაც გიგისთვის მნიშვნელოვანია, ამ შეგრძნებამ თვალებიდან უსუსსურობის გამოვლინება ბურთებად ჩამომიგორა სახეზე, რაც ზოგჯერ შვებაც კია ადამიანისთვის..
სალოს პრობლემები ჰქონდა და გაურთულდა, მშობიარობა უნდა დააჩქარონ, ამიტომ სასწრაფოდ გაფრინდნენ ადა და საბა, ერთადერთი საბასგან ვგრძნობდი ნდობას, რომ მე ამას არ ვიზამდი (თავს არ მოვიკლავდი), რამ მაიძულა ასე მოქცევა, ამსი გარკვევა სცადა და მესიამოვნა, მაგრამ არაფერი მითქვამს, საბას კითხვებსაც თავი ავარიდე, ახლა სალოს სჭირდება, წასვლისას დამპირდა რომ მალე ჩამოვიდოდა.
ისევ მარტო დავრჩი, ჩემი სიუც არ მყავდა, რომელიც მავსებს.. „თვითმკვლელობის“ მცდელობის ფაქტს, ყველა სიფრთხილით ეკიდებოდა, ამ თემაზე არავინ საუბრობდა, კიდევ ერთ ადამიანს არ სჯეროდა ამის და ეს, დიტო იყო ისიც ისე მიცნობს, როგორც საბა და რამდენჯერმე ყური მოვკარი, როგორ მიცავდა უფროსებთან:
-ძია, ელი ამას არ იზამდა, ბავშვის გამო მაინც!
-შენ იმდღეს რომ გენახა, რა ცუდად იყო და როგორ ყვიროდა..
-ელი ზე არც იფირებს, არა თუ გააკეთებს, გურამ გთხოვ ამაზე აღარაფერი მითხრა! არ მჯერა და მიზეზს გავიგებ აუცილებლად!
ხმაში სიბრაზე ეტყობოდა დიტოს, ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ, მამა გიორგი მოვინახულე, მასაც ჰქონდა ეჭვი, ამიტომ მოვუყევი სიმართლე, იმ იმედით, რომ „ახსარების საიდუმლოს“ დაიცავდა, შემდეგ მთხოვა სიმართლე ყველასთვის მეთქვა, მაგრამ მე ჯერ იმის შიში მაქვს, რომ არ დამიჯერებდა არავინ, რადგან არცერთ ვიდეოზე არ ჩანს თემოს სახლში შესვლა და ეს ყველაფერს ართულებს, თან ნდობა დავკარგე არ ვიცი ვის ვენდო, დიტოსაც არ ვენდობოდი სანამ, გურამთან საუბარი არ მოვისმინე, ალბათ მიღებული შოკის ბრალია, მამა გიორგიმ ჩამიხუტა და დამლოცა, დამაიმედა, რომ შვილები ისევ გვეყოლება...
გიგისთან შეხვედრაზე წავედი, როგორღაც მოახერხა დავითმა ქორწინების გარეშე შევხვედროდი და შევედი „პაემნის“ ოთახში, მაგრამ არ მოსულა ოთახში ვიყავი რამდენიმე წუთი, შემდეგ ერთი პოლიციელი მოვიდა და ვერ შეხვდებითო გამომიცხადა, ასეა საჭიროო არ სურს შეხვედრაო და ამ პასუხმა სულ გამანადგურა, ის ჩემზე ნაწყენია და იმიტომ არ შემხვდა,მაგრამ გაყინული გონებით დავიწყე მოქმედება, ახლა რომ ვიხსენებ მიკვირს, როგორ შევძელი.. სახლში მისვლამდე ნინის დავურეკე:
-ნინია როგორ ხარ?
-არამიშავს. ელი, რა მოხდა? შენ ნინიას, რომ მეძახი საქმე ცუდადაა ხომ?
-ასეა. უნდა გნახო! სესილისაც უთხარი ერთად მოდით! შარდენზე ვარ ბარში.
ბარში მოსულებს ყველაფერი ვუთხარი, დათრგუნულები მიყურებდნენ, ცრემლიანი თვალებით, მაგრამ თავს იკავებდნენ, რადგან იციან ჩემთან არ უნდა იტირონ.. სიჩუმე ისევ მე დავარღვიე, მაგიდაზე სამი მობილური ტელეფონი დავდე, (მხოლოდ დარეკვის და სმს-ების ფუნქციით) რომელიც მანდ მისვლამდე ვიყიდე და გამოვუცხადე:
-ამით ვისაუბრებთ, ისიც აუცილებლობის შემთხვევაში, ერთმანეთის ნომრები უკვე წერია, სანამ მოხვიდოდით ჩავწერე.
-ფიქრობ, რომ გისმენენ? (სესილი)
-იმაზე რთულად არის საქმე ვიდრე მოვყევი.
-საიდან ვიწყებთ? (ნინია)
-თემოს და გიორგის უთვალთვალეთ, სურათებიც მინდა! თემოს, სესილი უთვალთვალებს შენთან ახლოს ცხოვრობს, აი მისამართი, ნინია შენ გიორგის!
-არ მინდა, რომ გიორგიც გარეული იყოს..
უცებ გაჩუმდა, რადგან მიხვდა ფიქრები ხმამაღლა წარმოსთქვა და გამეღიმა..
-არც მე მინდა ნინია.. ეს ჩემი მანქანის გასაღებია (მამაჩემის), ეს ასლებია აქ მოსვლამდე გავაკეთე, იქნებ დაგვჭირდეს.
-მე, არ მინდა ელი, ჩემი მეგობრის მანქანა მყავს, ის მივლინებაშია.
-კარგი, ჩემი მანქანა იციან როგორია, მაგრამ მაინც გქონდეთ გასაღები, შეცვლა რომ მოგიწიოთ მანქანის, მანქანა ეკლესიის ეზოსთან დავტოვე, იქიდან სამივე ადვილად გავიყვანთ, მამა გიორგიმ იცის.
-ლილე გელოვანო, მაშინებ! მაგრამ ასეთი მომწონხარ!
სესილის შეძახილის, შემდეგ კისკისი დაიწყეს გოგონებმა, მაგრამ მალე გაჩუმდნენ, მხოლოდ ღიმილით რომ ვუპასუხე, კიდევ ბევრი წვრილმანი განვიხილეთ და ისე დავიშალეთ.
სახლში მისული, დიტოს და ანის ველოდებოდი, ბაქოში მომხდარი ამბების გასაგებად, როცა კარზე დააკაკუნეს შევხტი, რადგან იგივე შეგრძნება დამეუფლა, რაც იმ დღეს.. კარი გაიღო და გიორგი მიღიმოდა:
-ელი როგორ ხარ?
-..........
მხოლოდ გავუღიმე და ყველაფერი თავიდან წარმომიდგა გონებაში..
-ბოდიში აქ რომ ამოვედი, სასწრაფო საქმეა, იქნებ ჩამოხვიდე, მეც გავყევი, ყველანი მოსულები იყვნენ, იმ წუთას შემოვიდნენ ანა და დიტო, თემო არ იყო მხოლოდ, გვერდზე მდგომს, ხმადაბლა ვკითხე.
-თემო სად არის გიო?
-გზაშია, მალე მოვა.
ამ პასუხმა, ფიქრები ამირია გონებაში, როგორ შემხვდება, რას გააკეთებს.. ამაფორიაქა და სუნთქვა ამიჩქარდა, ეს დიტოს შეუმჩნეველი არ დარჩა, ავუხსენი რომ მემართება ხოლმე, სპაზმის მსგავსად რაც აუზში ჩავარდნის შემდეგ დამრჩა, ექიმმა თავისით გაივლისო, არადა ემოციის ბრალი იყო.. ყველაფერი განვიხილეთ, საწყობის საქმეს გიორგი აგვარებს, ბარის საქმესაც მკაცრად უძღვება, სამშენებლო კომპანიის წილსაც გურამთან ერთად აკონტროლებს, მანდ სიმშვიდეა, ნაკლებად სანერვიულო სიტუაციაა, რადგან „საკონტროლო პაკეტი“ გიგის ეკუთვნის და ალბათ ამიტომ.. გიორგის ტელეფონზე ვიღაცამ დაურეკა, სახე შეეცვალა და გარეთ გავიდა, რამდენიმე წუთის შემდეგ დაბრუნდა, მაგრამ ისევ ისეთი განერვიულებული, ცდილობდა არ შეემჩნია.. საუბარი გავაგრძელეთ შევთანხმდით ყველაფერზე, სასამართლოსთვის მასალების მოგროვება უნდა მოვასწროთ, საუბრის დროს დიტოს დაურეკა ნიკამ, სამ საათში მექნება მზად ვიდეო ჩანაწერიო, რამაც ძალიან გაგვახარა, ყველაფერი დავგეგმეთ, ნიკასთან მე, დიტო და ანა წავალთ, ოთარის კომპიუტერის „აიპი“ გავიგეთ და ნიკამ მისი კომპიუტერიც უნდა „გატეხოს“, გიორგი და გურამი საწყობში წავლენ, მკაცრი კონტროლით აგზავნიან მანქანებს.. უცებ კაბინეტის კარი გაიღო, თემოს დანახვაზე გული ყელში მომაწვა, ღიმილიანი სახით მოგვესალმა, ახლოს არ მოსულა ისე მომიკითხა:
-ელი, როგო ხარ?
-კარგად.
სინამდვილეში მინდოდა წამებით მომეკლა.. სუნთქვა ისევ გამიხშირდა, მაგრამ ვცდილობდი მის კონტროლს, გიორგიმ უსაყვედურა და წამოდგა:
-სად ხარ ამდენი ხანი? ყველაფერი დავასრულეთ და ჩვენ გამოგვყევი, უკვე მივდივართ!
გურამიც წავიდა, ამჯერად არ დამემშვიდობა, თავს იკავებს, ჩემთან ურთიერთობას გაურბის. გული დამწყდა, მაგრამ ალბათ ამასაც შევეგუები, ოთახში დავრჩით სამნი, ჰაერი ღრმად ჩაუშვი ფილტვებში, დიტო სავარძელში მყოფს გვერდით მომიჯდა, ჩამეხუტა და მითხრა:
-მე მჯერა შენი, ვიცი ამ ყველაფერს მიზეზი აქვს და მომიყვები.
-მოგიყვები, როცა მეცოდინება რომ სწორად მოიქცევი!..
ხელები, რომლითაც მეხუთებოდა გამიშვა, მისი დიდი ცისფერი თვალები ორი ზომით დიდი გახდა და ისე მიყურებდნენ, ანამ მოწოლილი ცრემი ძლივს შეიკავა ისე გვისმენდა.
-შენ მე არ მენდობი?
-გენდობი, მაგრამ ახლა არ შემიძლია საუბარი.
თავი ავარიდე, ვიცი მათქმევინებდა.
-კარგი, როგორც გინდა..
ტელეფონმა დამირეკა საბა იყო, მთხოვა „სკაიპი“ ჩამერთო და იქ რაც დამხვდა ყველაფერმა, განცდილი გამიახლა..
-ნახეთ რა კაცი ჰყავს მამას!
-გილოცავთ, სალო როგორ არის?
ძლივს დავსვი კითხვა რომელიც მატირებდა.. პასუხები არ გამიგია, მხოლოდ თავის შეკავებას ვცდილობდი, რომ არ მეტირა, არ მეყვირა, თუ როგორ წამართვეს მსგავსი შეგრძნების უფლება, მე ჩემი პატარას გამო საკუთარი ძმის „შემშურდა“, ისე რომ არც მისი მხიარული სახის დანახვა არ მინდოდა და მითუმეტეს ხელში აყვანილი ახალშობილის, რომლის სახელიც კი ვერ გავიგე, გულმა და გონებამ ისე დამიხშო შეგრძნებები, ვერაფერს ვგრძნობდი, არაფერი მესმოდა.. ქაოსურ-ეგოისტური შეგრძნებებიდან საბას ხმამ გამომიყვანა:
-ელი, არაფერს მეტყვი? ანდრიას, მამიდა არ გაუღიმებს?
ახლა გავაცნობიერე რომ კრიჭა შეკრული და ცრემლიანი ვუყურებდი კომპიუტერს სადაც საკუთარი ძმის ოჯახის ბედნიერება ასხივებდა, მე კი ისეთი სახით ვიჯექი, თითქოს ჩემი პატარა ეჭირათ ხელში, წამარვეს და მათ მიისაკუთრეს.. ჩემი თავი უფრო მეტედ შემძულდა, რადგან არ ვარ იმდენად ძლიერი, რომ საკუთარი უბედურების გამო სხვისი ბედნიერება არ გამიხარდა, თან ვისი საბასი? ღმეთო ასე ნუ გამწირავ.. გავიფიქრე და ყველას მხიარული სახით მილოცვები გავუგზავნე, რამდენიმე წუთის შემდეგ დავემშვიდობეთ, მაგრამ მე ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მინდოდა თემოსთვის განაჩენი გამომეტანა, არ ვიცი როგორი მაგრამ ვგრძნობდი, რომ მიღებული შოკის გამო პანიკაში ვიყავი, ისე ვყვიროდი რომ დიტო იძულებული გახდა დავეჭირე, მხოლოდ ფრაგმენტი მახსოვს, ისიც იმიტომ რომ დიტო მეკითხებოდა..
-მისი ბრალია! მან წამართვა ყველაფერი!
-ელი დამშვიდდი გთხოვ..
ანა მომეხვია
-ჩემი პატარა მის გამო.. მან მაიძულა..
-ელი ვინ?
ეს ისეთი ტონით მკითხა დიტომ, რომ შემეშინდა და ჩემმა პასუხმაც არ დააყოვნა:
-თემომ! ვის გამოც გიგი ციხეშია!
ხელები გამიშვა და სიბრაზისგან დაბერილი ხელები უცებ მხრებში ჩამავლო, მომიჭირა თვალებში ჩამხედა და გაბრაზებული ხმით მკითხა:
-რას ამბობ ელი?..
-იმას რომ თემო არ იმსახურებს არაფერს! მის გამოა, რომ გურამი თვალებში არ მიყურებს და გიგიმ შეხვედრაზე უარი მითხრა, მან არ მიმიღო, გიგის ჩემი არ სჯერა!..
აღარაფერი მახსოვს, თვალი ჩემს ოთახში გავახილე, ანას ჩემი ხელი ეჭირა პულს მისინჯავდა, არ შეუმჩნევიათ ჩემი გონზე მოსვლა, დიტო ოთახში დადიოდა და ისე საუბრობდა:
-ანა, ვიცოდი ელი ამას არ გააკეთებდა, სხვა არჩევანი რომ ჰქონოდა. რა ნაბ*ა როგორ გაბედა?
-რა უნდა ვქნათ?..
-ჯერ ელი გამოკეთდეს!
-აი ბავშვბო მოვიტანე აპარატი.. ღმერთო, ეს პატარა გოგო როგორ დაიტანჯა..
ოთახში შემოსული, მაყვალა ჩვეული ხმით ქოთქოთებს, თვალებს ვახელ და საწოლზე ვჯდები, წყალი ჩამწვარ ყელს სიცოცხლეს უბრუმებს, მათი კითხვიანი თვალები მიყურებს და დიტო არღვევს სიჩუმეს:
-როგორ ხარ?
-უკეთ, ბოდიში..
ხრიალით წარმოვთქვი.
-იმ ღამეს რაც მოხდა უნდა მომიყვე!..
უარის ნიშნად თავი გავაქნიე და თვალები დავხუჭე..
-ელი არცერთ სათვალთვალო კამერაზე არ არის..
-ვიცი.
-მერე?..
მიმახვედრა რომ უნდა დავარწმუნო.
-მას გიგის სამაჯური აქვს, სამაჯურს ქვემოდან წარწერა აქვს „სიყვარულით ლილე“, მითხრა შენ მაჩუქეო..
-ნაბ*ი... ამას მიხედეთ!
ანას და მაყვალას უბრძანა, კარებში ისე გავარდა, წამოვხტი ანაც გამოგვყვა..
-დიტრო არ წახვიდე.. დამელოდე!
-შედი ოთახში და დაისვენე!
-არა. შენ მე მჭირდები, მასთან ღიად ომის დაწყება არ ღირს..
-აბა რა ღირს გოგო, ეგ სი*ი ოჯახის წევრი მგონია და რა გაბედა? შენ შეგეხო ელი! მთელი ცხოვრება გიფრთხილდებით მე და საბა და რისთვის?...
ხმა გაუწყდა და უცებ დაიყვირა:
- უნდა მოვკლა!
-დიტო დამშვიდდი და ისე შეხვდი, ახლა მისი ნახვა შეცდომაა.
ანამ სცადა მისი დაყოლიება.
-შეცდომა მისი არსებობაა და ნერვებს ნუ მიშლით! გამატარე!
ხელი ამიკრა, მკლავი გაითავისუფლა, რომლითაც ვიჭერდი, ისეთი სახე ჰქონდა, მისი სიტყვები არ იყო თხოვნა, ეს იყო ბრძანება. ბევრი თხოვნის და ახსნის მიუხედავად, ვერც მე და ვერც ანამ ვერ შევძელით მისი შეჩერება, შიშმა ამიტანა მუცლის ტკივილი, გულის წასვლამდე გაუსაძლისი გახდა, წონასწორობა დავკარგე და კედელს მივეყრდენი, დიტომ ხელში ამიყვანა საწოლზე დამსვა, მკაცრი ტონით გამაფრთხილა რომ არ გავყოლოდი, მაყვალას სთხოვა ჩემთვის ყურადღება მოექცია, წამლები მომაწოდა ანიმ და სანამ ტკივილისგან მიღებული შოკი გამივლიდა დიტო წასული დამხვდა.. ძალიან შემეშინდა, ვიცოდი დიტო თავს ვერ გააკონტროლებს და თუ არ მოკლავს ძალიან ცუდ დღეში ჩააგდებს, ეს თემოსთვის, დიტოს მოშორების საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა..
-არ უნდა შეხვდეს! ანი მომეხმარე დაბლა ჩასვლაში.
-არა შვილო, გამაფრთხილა..
-მაყვალა დეიდა, დიტოს პრობლემები შეექმნება, თემო თუ მიხვდა, რომ გაიგო ეს ამბავი, თავის დასაცავად მეტ სისაძაგლეს ჩაიდენს!
ამ საუბარში ვიყავი ანამ, რომ კიბეებზე ჩამიყვანა მაყვალაც მომყვებოდა, თბილი სითხე ვგრძენი ფეხებზე როგორ მეღვრებოდა, ღია ფერის ჯინსის შარვალი წითლად შეიღება.. ანამაც შეამჩნია -ელი, „ს* დენა“ გაქვს, მაყვალა დეიდა სასწტრაფოში დარეკე! მე დამალაპარაკე, მოდი დაწექი, ყინულს მოვიტან!..
მისღებში წამოვწექი, მაყვალამ პლედი დამაფარა, ოთახში გურამი, გიორგი და ლერი შემოვიდნენ სიტუაციაში როგორც კი გაერკვნენ, გიორგიმ ხელში ამიყვანა, მაგრამ სასწრაფოც შემოვიდა ეზიში, დარეკვა თუ მოასწრეს ისიც ვერ გავიგე, სანამ „საკაცეზე“ დამსვამდა გიო და ექიმები მოვიდოდნენ, მას ხელი მოვკიდე მკლავში:
-გიო, თემო იპოვე გთხოვ.. დიტო მას მოკლავს და ეცადე თემოს არაფერი არაფერი აგრძნობინო, უბრალოდ გადამალე ან სადმე გააგზავნე...
-ელი რას გულის...
გონება მებინდებოდა და ვგრძნობდი, ექიმის ხმას, რომ ხელს უშლიდნენ.. გონს საავადმყოფოში მოვედი, თავდახრილი გურამი იყო ოთახში.
-დიტო სად არის?
-ლილე შვილო..
ხმა გაუწყდა, ისევ ისეთი თვალებით მიყრებდა, სითბოთი და სიყვარულით, ამან უფრო გამაძლიერა, თურმე როგორ მოქმედებდა ამ კაცის დამოკიდებულება ჩემზე..
-მამა დიტო და გიო სად არიან? ანა?
-ანა, გიოს გაყვა, დიტოს კი ტელეფონი გამორთული აქვს.
-უნდა ვიპოვოთ!
თავი ავწიე, მაგრამ თავბრუს ხვევა ისეთი ძლიერი მქონდა ვერ გავსწორდი, ფეხზე დგომას მითუმეტეს ვერ შევძლებდი.. მხრებზე ხელი მომკიდა გურამმა, გულში ჩამიკრა, თავზე მაკოცა და ისე დამაბრუნა ბალიშზე.. ექიმი შემოვიდა ექთანთან ერთად, საჭირო პროცედურა ჩამიტარეს, გამაფრთხილეს დამაძინებელს მიკეთებდნენ, გავაპროტესტე და გაშვება ვთხოვე, რაზეც მკაცრი უარი მივიღე, ოთახი დატოვა ექომმა და ლია შემოვიდა, დამამშვიდეს ორივემ, გურამმა პირობა მომცა, რომ გავიღვიძებდი დიტო ჩემთან იქნებოდა, მეც წამალმა გამაბრუა და ძილის სამყაროს მაზიარა..
დილით უფრო ძლიერად ვგრძნობდი თავს, ჩემი გოგონები იყვნენ მოსულები, მისაყვედურეს რადგან თავს არ ვუფრთხილდები, ოთახში დიტო შემოვიდა და ამან ძალიან გამახარა, რამდენიმე წამში საწოლზე ჩამომიჯდა, კისერზე მოხვიე ხელები და არ ვუშვებდი, მისი მკლავების სიძლიერემ სულის სიღრმეში სიმშვიდე მაპოვნინა, რამაც ამატირა, მამშვიდებდა, თავზე ხან ხელს მისვამდა, ხანაც მკოცნიდა.. ოთახში მნახველებმა იმატა, მაგრამ არავინ არ ერეოდა, ჩვენს საუბარში..
-მაპატიე ელი, რომ ვერ გაგიფრთხილდით.
მისი თვალები სინანულით სავსეც კი ძალიან ლამაზია, მომდგარი ცრემლის გამო, ზღვაში მოტივტივე ცისფერი ბურთის რგოლებს ჰგავდა, მისი ხელების ზედაპირი შევამჩნიე გადაქექილი ჰქონდა, სისხლი კანზე მიმხმარი, არც დაუბანია ისე მოვიდა ჩემთან, ჩემს ხელებში მოვიქციე მისი დიდი დაძარღვული ხელები, რომელიც უკვე მომხდარი ჩხუბისგან იყო ასეთ მდგომარეობაში.
-შენი რა ბრალია? მე გავაკეთე ცუდი არჩევანი..
-ჩშ... ნუ ტირი გთხოვ, შენ ყოველთვის სწორად იქცევი!
-ეს არ უნდა გექნა..
ხელებზე ვანიშნე, რომ თემო არ უნდა ეცემა, თან რიტმულად ცერა თითებს ვუსვამდი დაზიანებულს ადგლიებს.
-შენს გამო, მოვკლავ კიდეც!
-არ მინდა არავის სიკვდილი! მე სიმშვიდე და სიყვარული მინდა, ჩემი შვილი მინდა დიტო.. მე ის მიყვარდა..
-ჩემი ლამაზი გოგო.. დამშვიდდი არ შეიძლება რომ ტირი, ის ანგელოზად დარჩა.
-გიგის ჩემი ნახვა არ უნდა..
-არა ელი ასე არ არის! მას მიზეზი ჰქონდა, არ მინდოდა გაგეგო, მაგრამ რასაც ფიქრობ იმას სჯობია იცოდე.
-რა მოხდა? გიგის რამე შეემთხვა?
შეშინებული, გულამოვარდნილი ველოდებოდი რას მეტყოდა..
-გიომ, უჩას სთხოვა გაერკვია მიზეზი, რატომ არ შეგხვდა.. ციხეში ვიღაც ორი „ტიპი“ ნერვებს უშლიდა, მაგრამ თავს იკავებდა, დამატებით პრობლემებს ერიდებოდა, მაგრამ შენი და ბავშვის ამბავი რომ გაიგო, იმ დღეს თავი ვერ შეიკავა და ერთი ძალიან მძიმედ არის ნაცემი, გიგი კი დასაჯეს, შეხვედრა გააუქმეს..
არ ვიცი რატომ ახლაც არ მაქვს პასუხი გამიხარდა, გამეღიმა და დიტოს მოვეხვიე ისე, რომ სული ძლივს ამოუშვა ფილტვებიდან, მანაც გაიცინა:
-ასე თუ გაგიხარდებოდა გიგის ჩხუბი რას ვიფიქრებდი?
-ყველაფერი იცვლება დიტო.. გიგი როგორ არის?
-ბოდიშით რომ ვერევი, თქვენ საუბარში, მაგრამ ეს უნდა მოგცე, უჩამ მომაწოდა გიგისგან არის..
გიორგი მოგვიახლოვდა, რომლის მოსვლა არ გამიგია, ემოციებით ისე ვიყავი აფორიაქებული, თეთრი კონვერტი მომაწოდა, რომელიც ორად იყო დაკეცილი, გამოვართვი და დავინახე ხელები არანაკლებად ჰქონდა ნატკენი, მაგრამ დამუშავებული, თვალებში შევხედე მადლობის ნიშნად გავუღიმე და გახეთქილი წარბიც დავინახე:
-მადლობა გიო, სახეზე რა მოგივიდა?
-ჩემი მუშტი მოხვდა.
დამნაშავედ ჩაილაპარაკა დიტომ.
-კი არ მოხვდა დაარტყი!
ანამ უსაყვედურა და აშკარა იყო რომ პირველად არა..
-კარგი რა ანა, თვითონ არაფერს ამბობს და შენ რატომ მასამართლებ?..
-უნდა იცოდე სად გაჩერდე და როდის!
-თქვენ ჩემს გამო ნუ იჩხუბებთ და ცოდვას ნუ ამკიდებთ.
ღიმილით თქვა გიომ და დიტომ ჰკითხა თემოზე..
-როგორ არის?
-გაარჩება.
მათ საუბარს ვუსმენდი და წერილზე ვფიქრობდი, რომელიც ხელში მეჭირა.. ლია და ექიმი შემოვიდნენ ოთახში და სახში გაშვებაზე თანხმობა მითხრა, დარიგების შემდეგ ნინი მომეხმარა ჩაცმაში, ლიამ დიტო ექთანთან გაუშვა, ხელების დასამუშავებლად და საავადმყოფოც მალევე დავტოვეთ.. ყველანი საქმეებზე განაწილდნენ, მე კი ოთახში შევედი, წერილი გავხსენი და გიგის ხელწერას თვალი გავაყოლე:
-„ელი, ჩემო შავთვალა, მაპატიე..
რისი გადატანაც გიწევს ჩემს გამო, ყოველი უჩემოდ გატარებული წუთის გამო, გთხოვ პატიებას. ვიცი შენც ისე გიჭირს როგოც მე.. არ იფიქრო რომ შენზე ნაწყენი ვარ! რაც მოხდა ამას ახსნა ექნება და მე მოგისმენ.
ერთხელ შემეპარა შენში ეჭვი და მაშინაც სხვის მიერ არასწორად გაგებული აზრის გამო და ამას დღემდე ვნანობ, ისიც ვიცი რომ გული გტკივა, ამას ვგრძნობ! ჩემს სანახავდ მოსულს იმედი გაგიცრუვდა, რაც მოხდა ჩემი ბრალია, ცხოვრებაში პირველად მივიღე არასწორი გადაწყვეტილება, რამაც აქვამდე მოგვიყვანა, მაგრამ იცოდე ყველაზე მთავარი შენ ხარ! ლილე, შენ ხარ ჩემი ვარსკვლავი!
ვარსკვლავი – როგორც სიკეთის, სულიერი სიმტკიცის და იმედის სიმბოლო. ჩემი ცხოვრების საწყისი, სიცოცხლის ძალა, ჩემი იმედი და ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული! შენ ჩემი ხარ! ჩემი ცუღლუტი გოგო და მუდამ ასე იქნება!“
მიყვარხარ გიგი.

როგორ მიჭირდა ყოველი სიტყვის წაკითხვა და გააზრება, იმიტომ რომ ვგრძნობდი როგორ სტკიოდა, როცა წერდა.. ფურცელი გულმოდგინედ დავკეცე და ჩემს დღიურში ჩავდე, რომელიც დიდი ხანია არც კი გადამიშლია.. ტელეფონმა დამირეკა და ნათია იყო..
-ლილე როგორ ხარ? სად დაიკარგე?
-არამიშავს, შენ როგორ ხარ?
-მეც არამიშავს. მშვიდობაა თქვენსკენ?
-არა. წაიკითხავდი გაზეთებს.
-კი, მაგრამ არ მჯერა!
მესიამოვნა ასეთი კატეგორიული პასუხი და გამეღიმა:
-მადლობა ნათი.
-ლილე, მალე პრაქტიკები დაიწყება და ჩემს ჯგუფში ჩაგწერე, სასწრაფო იყო, ვერ დაგიკავშირდი, ამიტომ გადაწყვეტილება მე თვითონ მივიღე.
-კარგია, რომ ჩამწერე, მაგრამ ვერ ვივლი.
-ეგეც ვიფიქრე და თუ რამე მნიშვნელოვანი იქნება მე შეგატყობინებ ხოლმე.
-ეს ნამდვილად მჭირდება.
-ლილე, დამირეკე რამეში დახმარება თუ დაგჭირდება.
-კარგი ნათი, დიდი მადლობა.
-ვინ იყო?
უკან მდგომმა დიტომ, თავზე მაკოცა და ჩამეხუტა.
-ნათია იყო სასწავლებელში პრაქტიკები დაიწყო.
-გინდა წავიდეთ და მოვაგვაროთ?
-არა. შენთან სხვა საქმე მაქვს!
-მითხარი, თან დაბლა ჩავიდეთ რა მშია მაგრად.
-იარაღის სროლა მასწავლე რა..
გაჩერდა და მის გაოცებულ სახეს რომ შევხედე გულიანად ვიცინე..
-რა გაცინებს გოგო, გადაირიე?
-არა.
დავსერიოზულდი და მოკლედ ვუპასუხე.
-რა გამოვტოვეთ?
საუბარში მისაღებში შემოსული გიორგი ჩერთო, რომელსაც გურამი და დავითი უკან მოყვებოდათ.
-ეს გოგო მაშინებს!
დუდღუნით შევიდა სამზარეულოში, გურამი მომეხვია, თავზე მაკოცა და ღიმილით მკითხა, რაზე ბრაზობდა ჩემი გადარეული. მიღებულ პასუხზე გურამიც შეშფოთდა, მაგრამ არაფერი უთქვამს, ბევრი კამათის მიუხედავად ჩემს აზრზე ვიყავი და დიტოს ვუხსნიდი, რომ იარაღის გამოყენების ცოდნით არაფერი დაშავდებოდა, დანარჩენები მშვიდად უსმენდნენ ჩვენს კამათს და ბოლოს გუარმმა, ამიხსნა არ იყო საჭირო ამის გაკეთება და თვითონ დამიცავენ, თან ბოდიში მომიხადა, რაც მოხდა იმის გამო, მის ცრემლიან თვალებს, რომ ვუყურებ თავს ვერ ვიკავებ, მივედი და მოვეხვიე, მან კი ხელები დამიკოცნა, ფეხზე წამოდგა, ისევ ჩამეხუტა, ჩემს ადგილზე დამსვა, საბოლოოდ დიტომ გაიმარჯვა, რადგან ამ კაცს ვერ ვეწინააღმდეგები, ის ისეთი თბილი და მზრუნველია, რომ სხვაგვარად ვერც მოიქცევი.. სადილი არ გვქონდა დასრულებული, რომ ლერი და ვიღაც ბიჭი შემოვიდნენ, დიტო და გიორგი, იმ ბიჭს გაბრაზებული თვალით უყურებდნენ:
-ლილე შვილო შენთან უნდა შეხვედრა.
-რა გინდა ანდრია?
უხეშად კითხა დიტომ, მე კი სახელმა გამახსენა, ვინც იყო ეს ბიჭი, გულში კიდევ ერთხელ გადავუხადე მადლობა მეუღლეს, იმ ამბის ცოდნისათვის..
-თუ შეიძლება ქალბატონ ლილეს და ბატონ გურამს დაველაპარაკები!
თავდახრილმა თქვა, მაგრამ მომთხოვი ტონი ჰქონდა, დიტო კი სიბრაზეს ვერ უმკლავდებოდა.
-რატომ?!
-მოიცა დიტო, რა გჭირს?
-ელი, ეს ბიჭი იცი ვინ არის?
-ვიცი დიტო ვინც არის და მისი ნახვა მინდოდა!
ყველას გაოცება შევძელი, მათ შორის ანდრიასიც.. ლერი ჩერთო საუბარში
-ეს ბიჭი მოგვეხმარა მე და იოანეს, ლილეს აუზიდან ამოყვანაში..
-რააა?
ყველამ ანდრიას შვეხედთ, მაგრამ პასუხი არავის გაუცია, ამიტომ ვანიშნე კაბინეტისკენ წასულიყო, მე და გურამი ველოდით როდის დაიწყებდა საუბარს:
-ბოდიში, რომ დამაგვიანდა.. არ მეგონა სახლში მარტო რომ იყავი.
-აქ რატომ იყავი? (გუარმი)
-მე თემოს ვუთვალთვალებდი.
ფეხზე წამოდგა, მომიახლოვდა და მეხსირების ბარათი მომაწოდა.. მე გურამთან მივედი, რომელიც მაგიდასთან თავის სავარძელში იყო, კომპიუტერი ჩავრთე, ანდრია კი საუბარს აგრძელებდა:
-ბარიდან წამოსვლის შემდეგ, სოსო მოვიდა ჩემთან და მთხოვა დავხმარებოდი, გიგის ბარის ყიდვა უნდა, უფრო მითვისება.. თან დამპირდა სამსახურში ამიყვანდა, უარი რომ ვუთხარი დამცინა, შემდეგ სადარბაზოსთან დამხვდა ბიჭებთან ერთად, ჩხუბის დროს მოშორებით თემო დავინახე, ამის მერე გადავწყვიტე, მისთვის მეთვალვალა.. ყველა ფოტოზე დრო არის მითითებული, რა დროს და ვის ხვდებოდა. ისეთ პირებს ხვდება რომ ვიცი გამოგადგებათ..
გაოცებული ვუსმენდით ორივე და ფოტოების თვალიერების პარალელურად გურამის მიმიკებით ვხვდებოდი ვისთანაც ფოტოები ჰქონდა გადაღებული, იცნობდა და ეს გარკვეულ კითხვებზე პასუხებსაც გვაძლევდა.
-შენ რატომ გინდა გიგის დახმარება? ის ხომ არ გენდო..
გამიღიმა, თვალებში ვუყურებდი, არც მას უცდია თვალის არიდება, ისე მიპასუხა:
-ის მეგობარს ენდო და რაც მოხდა ჩემი ბრალი იყო, იმ დღეს მე დავიწყე ჩხუბი.
-აქამდე რატომ არ მოიტანე?
-გაიგო რომ ვუთვალთვალებდი და ბიჭები ისევ მომიგზავნა, საავადმყოფოდან ორი კვირაა გამომწერეს, თან ჰგონია რომ ფოტოები აღარ მაქვს.
-მათთან ერთად რატომ არ გინდოდა ამის თქმა?
ბიჭები და დავითი ვიგულისხმე.
-არ მენდობიან.
-საავადმყოფოში რომ იყავი იციან?
-მხოლოდ ნიკამ იცოდა, თან მას ვთხოვე სოსოს კონტაქტები გაერკვია, ორ დღეში იქნება მასალაო ნიკამ, მგონია რომ ვიღაც ეხმარება, უფრო ძლიერი.
-ლილე, დიტოს დაუძახე!
ყველა შემოვიდა კაბინეტში და დავითმა ფოტოების ნახვის შემდეგ გახარებულმა თქვა, რომ გამოგვადგება, ნიკასგან ვიდეო ჩანაწერიც წამოსაღებია და შეთანხმდნენ ერთად მიიტანს მასალებს დავითი, ყველაფერი დავგეგმეთ, მაგრამ სიხარული ვინ გვაცადა..
ოთახში ორ პოლიციელთან ერთად შემოვიდა მაყვალა და რემლებს იწმენდდა, როგორც აღმოჩნდა თემო საავადმყოფოში „ნეკნის, ხელის და ფეხის მოტეხილობით“ იწვა საავადმყოფოში, ძლიერი დაბეჟილობით და დაკითხვის შედეგად დიტოს მიმართ საჩივარი დაუწერია, რაზეც ისეთი შევყვირე ჩემი ხმა მე თვითონ მეუცხოვა..
-არა! ის მე მიცავდა!
-ელი გაჩუმდი, დამკითხავენ და მალე მოვალ. (დიტო)
-ისინი არ გამოგიშვებენ და ამას თემო მოითხოვს. (ლილე)
-დიახ ასეა ბატონო დიმიტრი მოითხოვს, რომ დაგაპატიმროთ, რადგან მსგავსი შემთხვევა არ განმეორდესო. (პოლიციელი)
-მაშინ მეც უნდა წამიყვანოთ, მეც იქ ვიყავი.
გიორგისგან მესიამოვნა, ყოველთვის მაოცებს მისი სულგრძელობა, ნუთუ მართლა ასეთია?.. მისი ნათქვამი არ გაუგიათ პოლიიელებს რადგან დავითი და გუარმი ესაუბრებოდნენ და დიტომ აიძულა გაჩუმება ელის მარტო ნუ დავტოვებთ ერთ-ერთი მაინც ვიყოთ გარეთო..
-ბატონებო, მეც მოვდივარ ჩხუბის მიზეზი მე ვარ ამიტომ მეც დამკითხეთ! მოვითხოვ და საჩივარი უნდა დავწერო თემო დუნდუას წინააღმდეგ!.
-ლილე არ არის საჭირო, ვერ დავამტკიცებთ.
დიტო ცდილობს უხერხულ სიტუაციას ამარიდოს, მაგრამ ეს ნაკლებად მადარდებს, მე დიდტოსაც მაშორებს თემო, ამას არ დავუშვებ..
-არა დავამტკიცებ!
-როგორ შვილო?
დავითმა მკითხა, მე კი ანდრეას ვუყურებდი ცრემლიანი და მავედრებელი თვალებით, თვალები დახუჭა თანხმობის ნიშნად, თან თავი დამიქნია:
-მე დავინახე რომ იმ დროს აქ იყო!
-მაშინ წავიდეთ!
გახარებულმა წარმოსთქვა დავითმა, ლიასთან და ანასთან გიორგი გავუშვით, პოლიციის განყოფილებაში საშინლად უხერხული დაკითხვის და აუტანელი შეგრძნებების თანხლებით განცხადბაზე ხელი მოვაწერე, რამდენიმე წუთის შემდეგ, ანდრიაც გამოუშვეს, დავითმა და ურამმა თავის სანაცნობო ამჯერადაც ჩართეს, რომ დიტოს დაპატიმრება თავიდან ავიცილოთ, ხელწერილი დააწერინეს დიტოს, რომ თემოს არ ნახავდა.. შესასვლელში ვიყავი როცა ნინისგან სმს მომივიდა „საიდუმლო“ ტელეფონზე:
-„ გიორგის სადღაც ჯანდაბაში წავიდა, ვიღაც ცუდი ტიპები არიან აქ და მეშინია“..
-„ მისამართი მომწერე და არ გაინძრე უთვალთვალე!“
სესილის დავურეკე, რომ განყოფილებაში მოეკითხა, გურამს ვუთხარი ლია დეიდასთან წავიდოდი და სასწრაფოდ გამოვედი პოლიციის შენობიდან, სესილის სისწრაფის სიყვარულს თუ გავითვალისწინებ დაახლოებით შვიდ წუთში იყო ჩემთან, სანამ მანქანაში მოვთავსდებოდი ვიღაცის ხელმა დამიჭირა, ანდრია იყო:
-სად მიდიხარ? ქალბატონო ლილე გამოგყვები.
-არა ანდრია, მადლობა რაც გააკეთე, ისედაც საკმარისი პრობლემა შეგექმნა.
დავჯექი თუ არა სესილის გაშტერებული სახის წინ ხელი ავიქნიე..
-რა გჭირს გოგო, კაცს პირველად ხედავ?
-კაცს არა, ამას!.. აუ რა მაგარი ბიჭია, რატომ უთხარი უარი?..
-სესილი წავიდეთ! სანამ ნინიმ შიშისგან სული განუტევა..
-სად არის? რა მოხდა?
თან ადგილიდა მოწყდა, მეც ვპასუხობ რაც მოხდა და მისამართს ვაცნობებ, რამდენიმე წუთში მივდივართ, ნინი დაგვხვდა გადასახვევთან, მანქანა საგულდაგულოდ ყავდა დამალული და გარე უბანში დანგრეულ შენობასთან დგანან ბიჭები სადაც ფეხაკრებით მივედით სამივე, შენობა ძალიან დიდი იყო და საპირისპირო მხარეს დგანან, მინდა გავიგო რაზე საუბრობენ, რადგან გიორგის მიზნების გაგება მინდა, აშკარაა ვიღაცას ელოდებიან, ამიტომ მითითებების დარიგებას ვიწყებ:
-მომისმინეთ, სესილი წადი მანქანაში იყავი, ტელეფონზე დამირეკე მანქანაში რომ იქნები და ჩართული გქონდეს, ყურადღებით მოისმინე, თუ ვიტყვი „წასვლის დროა„ მოდიხარ, რომ წაგვიყვანო და თუ ვიყვი „მარტო არ ვარ“ მოდიხარ სწრაფად და იმ მანქანას ეჯახები. ვანიშნებ მანქანაზე, რომელიც გიორგის არ ეკუთვნის.
-მე რა ვქნა მივიდე და მივახრჩო?
ნინი აშკარდ გულდაწყვეტილია, მისი პოტენციური „რომეო“, რომ გამოიჭირა..
-არა აქ იყავი და თუ საჭიროდ ჩათვლი ხმაური ატეხე, სესილის გამოჩენისთანავე შენს მანქანაში ჯდები და მიდიხარ!
-არა ელი იდეა მქვს!
სესილი უკვე კმაყოფილია, რის თქმასაც აპირებს..
-აბა..
-არ დამცინოთ! ეს ჩემი ბიჭის (დიშვილი) სათამაშოა „ლაზერი“ რომელიც საკმაოდ ძლიერად ანათებს აი იმ ბიჭს მიანათე ნინია, ახლა რომ მოვიდა და ვსიო ყველა დაფრთხება..
-უნდა ვაღიარო, შემიყვარდა შენი გიჟური ფილმები!
კმაყოფილი სახით ართმევს ნინი სათამშოს და მეც მომწონს ეს იდეა, ნაადრევად იმედგაცრუებული და სიბრაზისგან გაცოფებული შენობის ნანგრევებზე ისე ადის თითქოს მიხეილ ხერგიანის პირდაპირი შთამომავალია..საოცრებაა გაბრაზებული ნინა!.. გავნაწილდით სესილის მოლოდინში ნინი საკმაოდ კარგ პოზიციას იჭერს პირდაპირ იმ ტიპს იყურებს ვინც უშუალოდ მნიშვნელოვანი მოთამაშეა, ახლა მოვიდა და გიორგის პირისპირ დგას, მე წინ ჩუმად მივიწევ, უკვე საუბარს ვარჩევ:
-ძალიან ბევრს ხომ არ იღებ შენს თავზე, მარტო რომ მოხვედი?
-რაც გინდა თქვი და მიიღებ, მათ თავი დაანებე!
-რატომ ნაგლობ?! არ ხარ იმ სიტუაციაში შენ რამე მიმითითო, ყველა ერთნაირები როგორ ხართ ლომიძეების ირგვლივ?
-საქმეზე გადადი!
-ფული მინდა, ხომ გითხარი რაც იმ სეიფში იდო, იმის საფასური!
-რამდენი გინდა?
-10000 დოლარი.
-15000 მიიღებ თუ მეტყვი ვინ დადო.
-ღადაობ? არ გეტყვი!
-ფული თუ გინდა, ის მითხარი ვინ დადო და არა ის ვინ დგას ამის უკან!
-ფულს მაინც მოიტან! იცოდე ისევ დავრეკავ ქალბატონ ლილეს ტელეფონზე, მაინც შევხვდები! თან გავიგე ლამაზი ყოფილა..
გიორგიმ შეაგინა და მუშტი დაარტყა, რის გამოც გვერდზე მდგომისგან ამასაც მოხვდა მეორემ ხელი დაუკავა და დავინახე ქურთუკის ჯიბეში ხელი ჩაუცურა.. რაღაც ჩაუდო, უკვე ვეღარ გავუძელი, ტელეფონი შევამოწმე ჩართული იყო.. ხმაურიანი ნაბიჯებით წავედი მათკენ, ჩავახველე:
-ვიღაცამ მახსენა ხომ?
-ელი აქ რა გინდა?!
გიორგიმ თვალები დამიქჩა, ძალიან გავაბრაზე..
-შენ რატომ ხარ აქ? და შემთხვევით რატომ ვიგებ ამას?!
-ჰა ჰა ჰა...... ლომიძის სამეგობროს ისე გაუჭირდა, რომ ქალი გიმაგრებთ ზურგს?
-ეს ქალი იმაზე ჭკვიანია ვიდრე, რომელიმე თქვენგანი!
უკნიდან ანდრიას ხმა მომესმა და ყელამ უკან მივიხედეთ, მე ხელი ავიქნიე დავატკაცუნე და ნინიმ იმ ტიპს ლაზერი მიანათა გულის მხარეს, მათ როგორც კი შეამჩნიეს ერთეთმა შუქის მიმართულებით ფეხი გადადგა და ანდრია წინ გადაუდგა:
-არც გაბედო თორემ, ტვინს გაასხამს!
უკვე შუბლზე მინათებულ ლზერის შუქზე ანიშნა, ჩამეღიმა გიორგის გაოცებული სახის დანახვაზე, იმ ბიჭის მივმართე:
-უთხარი ყველა ადგილზე დარჩეს!
უხმოდ, ხელით ანიშნა გაჩერება.
-აბა გისმენ!..
-გიორგიმ უკვე იცის და ის გეტყვის.
უხამსად ამათვალიერა და გული ამერია მის გამოხედვაზე, მაგრამ გავაგრძელე:
-მაშინ პასუხიც იცი და თქვი!
-ჯერ ფული და მერე ინფორმაცია!
-ფული შენ გჭირდება, მე არა! ინფორმაციას მაინც მოვიპოვებ.
დაიბნა, მაგრამ ცდილობს არ შეიმჩნიოს
-ორ დღეში გეტყვი.
-არა, ახლავე!
გიორგიმ ხმას აუწია.
-ხომ იცი ციხე შიგნიდან ტყდება ყოველთვის
-კონკრეტულად! (გიორგი)
-თემომ.
-ფუ ამის... (გიორგი)
-ნაბი*ი. (ანდრია)
-ფული როდის იქნება?
-ორ დღეში. (გიორგი)
-შევთანხმდით. მიხარია კიდევ რომ შევხვდებით.
მე მომმართა, ისევ ისეთი თვალებით.
-მე არა!
-ორ დღეში ამ დროს, ადგილი თქვენ აირჩიეთ.
თან შებრუნდა მანქანისკენ, მაგრამ გიორგის საუბარმა შემოაბრუნა:
-ადგილსაც და დროსაც მე ავირჩევ, წინასწარ ერთი საათით ადრე გაიგებ!
თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, მე გავაგრძელე საუბარი:
-და კიდევ ერთი, აი ესეთი რამ მეორედ არ გააკეთოთ, ყოველ შემთხვევაში ჩვენთან, როგორც ვიცი ეს „კაცობაში“ არ ითვლება!..
გიორგის ჯიბიდან პატარა პაკეტი ამოვიღე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ჩაუდეს, ხელში შევათამაშე და ფეხებთან დავუგდე. გაოცებულმა შემომხედა, მერე გიორგის გამოხედვამ და შეკრულმა მუშტებმა მიმახვედრა, რომ უნდა წავსულიყავით თორემ ჩხუბი გარდაუვალი იქნებოდა..

--------------------------

პ.ს. ჩემო ძვირფასებო არ მაქვს უფლება ბოდიშის მოხდის..
უბრალოდ გეტყვით მიზეზს, რატომ ვერ ვდებ მალ-მალე,
ისე მოხდა, რომ ბოლო პერიოდი ფიზიკურად კომპიუტერთან და
ინტერნეტთან ვერ ვახერხებ მისვლას, რომ დავწერო და ავტვირთო,
(აღარ მაქვს არცერთი, იმედია დროებით, სხვას ხშირად ვერ ვაწუხებ)
ჩემი ტელეფონი კი ამის საშუალებას არ მაძლევს. მიყვარხართ!



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Oo dzvirfaso rogor momenatreees

Ugrmesi madloba rom wvLob da chventvis irjebi vici ras nishnavs uxerxuloba roca sxad awuxeb da mesmis sheni. Dzaan magari xar ro gios personaji ar gaafuche da guli ar gamitexe. Oxxx temoooo . Geli moutbenlad da icode ro ra droc ar unda dagchirdes me mudam dagelodwbi:ddd

 


№2  offline აქტიური მკითხველი Anuki96

აქ ისეთი ამბები ტრიალებს ტრიალეეებს ტრიალეეეეეეეებს... უუუფს :)

 


№3  offline მოდერი ენემი

არ ვიცი რა ვთქვა სულ ველი მომდევნო ნაწილს ომეწონა , ბოლოში ლილეს და მისი დაქალების ქცევა მაგარი იყო მომწონს ადამიანები როდესაც არაფრის ეშინიათ :D

 


№4  offline წევრი lile-eli

nawkas12345
Oo dzvirfaso rogor momenatreees

Ugrmesi madloba rom wvLob da chventvis irjebi vici ras nishnavs uxerxuloba roca sxad awuxeb da mesmis sheni. Dzaan magari xar ro gios personaji ar gaafuche da guli ar gamitexe. Oxxx temoooo . Geli moutbenlad da icode ro ra droc ar unda dagchirdes me mudam dagelodwbi:ddd


დიდი მადლობა, მახარებ ამ ტკბილი და თბილი სიტყვებით.
ვეცდები მალე დავდო.. heart_eyes

Anuki96
აქ ისეთი ამბები ტრიალებს ტრიალეეებს ტრიალეეეეეეეებს... უუუფს :)



"უუუფს :)" ამბები კიდევ იქნება, ვეცდბი მოვახერხო მალე დაწერა, მადლობა დიდი. kissing_heart

baby girl for everyone
არ ვიცი რა ვთქვა სულ ველი მომდევნო ნაწილს ომეწონა , ბოლოში ლილეს და მისი დაქალების ქცევა მაგარი იყო მომწონს ადამიანები როდესაც არაფრის ეშინიათ :D


მიხარია რომ მოგწონს დიდი მადლობა ამისთვის,
ამ გოგონების სიცელქეს რა მოვუხერხო არ ვიცი..
heart_eyes

 


№5  offline წევრი Natushki203

როდის დადებთ შემდეგ თავს?ძალიან მაგარია.

 


№6 სტუმარი Guest lile-eli

Natushki203
როდის დადებთ შემდეგ თავს?ძალიან მაგარია.


ათასი ბოდიში ყველას, ასეთი უპასუხისმგებლო საქციელისთვის.. ფიზიკურად ვერ ვახერხებ წერას, მიზეზი მიწერია ტექსტის ბოლოს.. ისეთ სიტუაციაში ვარ წერის სურვილს ვიკლავ რვეულის ფურცლებზე და ვფიქრობ შეიძლება ფოტოები გადავუღო რაც დავწერე და ისე ავტვირთო, მაგრამ ჩემი კალიგრაფია ისეთია ასე ვერ გაგიმეტებთ...

მიყვარხართ და დიდი დიდი მადლობა ყველას, ყველაფრისთვის.❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent