ცოდვილი მამაკაცი ( X )
ამ სიტყვებს წარმოვთქვამდი და ვიტრინის მსგავს ფანჯრიდან დავინახე დევიდი , რომელიც თავის მეუღლესთან ერთად სადღაც მიდიოდა . ჭიქა მაგიდაზე დავტოვე ...
-ახლავე დავბრუნდები ...
გარეთ გავედი და დევიდს დავუძახე , ჩემი ქორწილის შემდეგ არც კი მინახავს .
-დევიდ , როგორ ხარ ? სად დაგვეკარგე ? ასე მეგონა სტუმრობას აპპირებდი და გელოდებოდით მე და ლაურა .
-დიახ ვაპირებდით , მარამ ყველაფერი ბავშვის ბრალია !
შემდეგ ლაპარაკი თავისმა ცოლმა გააგრძელა .
-დევიდს ბავშვი სამსახურში ეხლა , სახლში კი ხელმოტეხილი დამიბრუნდა .
-აჰაჰაჰ ... ახლა გასაგებია როგორი ცელქიც იზრდება .
-ახლა სავაჭროდ გამოვედით . ასევე რაღაც წამლები უნდა ვუყიდოთ , რომ ტკივილი ცოტათი შეუმსუბუქეს .
განაგრძო დევიდმა და პასუხად ვუთხარი :
-კაფეში მე და ჩემი მეგობრები ვსხედვართ . ხომ არ დაგვეწვეოდი ?
დევიდმა კი მიპასუხა რომ :
- არა ლუის არა . უფრო სწორედ ვერა . ბავშვი მარტოა სახლში და არმინდა ისევ რამე დაუშავოს თავს .
-კარგი როგორც გენებოთ . ხვალ ქალაქის დატოვებას ვაპირებ .პარიზში გადავდივართ საბოლოოდ საცხოვრებლად და ახლა მეგობრებს ვემშვიდობებოდი . ლაურა სახლშია , ისვენებს .დღეს დილით წვიმაში მოვყევით და სახლში მივიყვანე .
-დაგვიკავშირდი ხოლმე , კავშირი არ გავწყვიტოთ . გამიხარდა შენი ნახვა ლუის .
-მეც გამიხარდა თქვენი ნახვა ლუის .
ცოლ-ქმარმა გახარებით გადამეხვივნენ და უკან მოვბრუნდი მეგობრებთან .
ლეონს ჭამა არ დაუსრულებია და ამომხედა :
-შენი ახლობლები იყო ?
-არ გახსოვს ლაურას ეს ბიჭი რომ მოაცილებდა ?
-დევიდი ? როგორ არა . წავიდა უკვე ?
-ხო დავემშვიდობეთ .მოდი გავაგრძელოთ ეს საღამო , დიდად არ გვაგვიანდება სახლში .
ამჯერად მიშელმა დაიჭირა ჭიქა და გზას მილოცავდა, ხოლო ლეონს ახალი სახლის შეძენას ულოცავდა . ხოლო ედიტს მეუღლე ფეხმძიმედ ყავდა და სიფრთხილეს და ბედნიერებას უსურვებდა . ასე გაგრძელდა დღევანდელი საღამო და ღამის თერთმეტი იქნებოდა საათი როდესაც დავიშალეთ . ზომაზე მივიღეთ ღვინო და სახლსი დაბრუნებისას ერთმანეთს მაგრად მოვეხვივნეთ . თითქოს გულის სიღრმეში რაღაც მტკიოდა, რისი სახელიც არ ვიცოდო , ან არ მესმოდა . მტკიოდა ის , რომ დავტოვე სამსახური, მეგობრები , ქალაქი და სახლი . სადაც არასდროს დავბრუნდები . ასევე ვტოვებდი დედის საფლავს, რომელიც ჩემს გამო განიგმირა და ჩემივე გაუთვალისწინებლოობის გამო , სახელად ,,ცოდვილი მამაკაცი’’ შევირქვი .თითქოს თვალებში მძაფრი ტკივილი ვიგრძენი და ყელი მეწვოდა . მაგრამ ჩემივე უკეთესობისათვის ჯობს ლაურას მოვუსმინო. რას გრძნობს ის ? როგორც ავღნიშე , ლაურა მხოლოდ მარტოობას გრძნობს . მალე შვილი შეგვეძინება,ის კი არაფერს არ ამბობს ამის შესახებ .
დიდი ტკივილით დავემშვიდობე მეგობრებს და ლეონს დრო დავუდგინე ხვალისათვის როდის უნდა მოსულიყო . საბოლოოდ გადაწყდა ცხრა საათი . თანხასაც მოიტანდა და გასაღებს გადავცემდი .მე რომ არ მიჭირდე და ეს ფული არ მჭირდებოდეს , ლეონს ამ სახლსაც კი ვაჩუქებდი . მაგრამ მეც გაურკვეველ პირობებში ვარ , არ ვიცი როდემდე უნდა დავყოთ დრო ლაურას მაეგობართან , ლუკასთან .
დამშვიდობებისას ჩვენი გზები გაიყო და მე გზა გავაგრძელე სახლისაკენ . როდესაც ჩავიარე ეს დაღმართი და სახლის კარებს მივუახლოვდი კარები გავაღე და ლაურა ალბად საძინებელ ოთახში იყო . სააბაზანოში შევედი და მოვწესრიგდი, რომ ვალისათვის კარგად გამოვყურებოდე . საძინებელში როდესაც შევედი ლაურას არ ეძინა და ყველაფერი თავისით მოემზადებინა . ყველა ჩემოდანი შევსილი იყო ,ჩვენი ნივთებით თუ ტანისამოსებით.
-მეგობრებს უკვე დავემშვიდობე . ხოლო ლეონი ხვალ ცრა საათზე აქ იქნება და გასაღებსაც გადავცემ .
-სანამ შენ შენს მეგობრებს ემშვიდობებოდი, მე ყველა საჭირო ნივთი ჩავალაგე . იმედია რამე არ დაგვავიწყდება და არ დაგვრჩება .
-არა მგონია , ან ისეთი რა ნივთი უნდა გვქონდეს . მოკლედ არ ინერვიულო შენ და დავიძინოთ . ხვალ დილით გავიღვიძოთ , ცხრა საათისათვის ლეონს დაველოდოთ და შემდეგ სადგურში წავიდეთ .
-კარგი .ლუკასი თუარვცდები ვახსენე, რომ დაგვხვდება .
-კი უკვე მითხარი . დღეს დევიდი შემხვდა და მასაც გამოვემშვიდობე .
-არამგონია კავშირი გავწყვიტოთ შენს მეგობრებთან და ასე ნუ უფრთხი პარიზს . ჩვეულებრივი ქალაქია ლუის .
-დავიძინოთ ალხა თორემ დილით გაღვიძებაც გაგვიჭირდება .
თვალები დავხუჭე და ხვალინდელ დღეს მოველოდი . რატომღაც ვფიქრობდი , რომ ამ ქალაქში დაბრუნება მოგვიწევდა . ლაურა გაიგებდა რომ იქ ცოხვრება რთულია , ან პირიქით. მე გავიგებდი რომ პარიზში ცხოვრება ადვილია . ისევ ხმაური შემომესმა ლაურას მხრიდან და ვკითხე :
-ყოველდღე რა წამალს იღებ ? ისევ ცუდად გრძნობ თავს ?
-მხოლოდ თავის ტკივილი მაწუხებს . ალბად გადაღლილობის ბრალია .
კითხვები აღარ მქონდა და ძილს შევუერთდი . რაღაც კოშმარივით ფარდა გადმოიწია , თითქოს სცენაზე ვიდექი და შავი ნაბადი სახეზე დამედო . წინ უცნაური ცხოველი მედგა და მე შემომყურებდა თავისი წითელი , სისხლიანი თვალებით . თითქოს ერთ პატარა ოთახში ვედიქი და იასამნისფერი ნაჭერი ფეხზე მევლებოდა , ეს ცხოველი კი მიათრევდა ამ გრძელ ნაჭერს . საბოლოოდ თავი გადავირჩინე და ირგვლივ ყველაფერი გამუქდა , შედეგ წითელ ფერად შეიღება . ეს ყველაფერი ცხადს გავდა და თავი კოშმარში ჩამგდო . უეცრად კივილი შემომესმა და გამეღვიძა . სახეზე ცივი ოფლი მედო და საათს ავხედე რომელიც ხმაურობდა განუწყვეტივ . ღამის ოთხი საათი იყო , ამ დრს ლაურას გავხედე და მშვენივრად ეძინა . იქვე სკამზე წყალი მედო და ენა დავისველე . ისევ თავი ბალიშზე დავდევი და ძილი გავაგრძელე .
დილით როდესაც გამოვიღვიძე , ღამის იმ საშინელ კოშმარს ვიხსენებდი . მაგრამ ნაწილობრივ მახსოვდა . ლაურა უკვე მზად იყო და მეც ფეხზე წამოვდექი . სააბაზანოში შევედი და თავი მოვიწესრიგე ,სარკეში კი წითელი თვალები წარმომიდგა . ვაკვირდებოდი საკუთარ თავს და სარკეს მოვშორდი .
-ლაურა , ყველაფერი მზად გაქვს ?
-თუარ ვცდები კი . ლეონს ველოდებით ?
-ხო აბა რა . რა დრო არის ახლა ?
-ცხრის ნახევარია ...
-ხო... ეტლი მოგვაკითხავს , მე შევუკვეთე გუშინ საღამოს , ამის თქმა შენთან დამავიწყდა . დატვირთავს რაც კი გვაქვს და სადგურში წავალთ .
-ლუის , იქნებ რაიმე გეჭამა ? შორი გზა გველის პარიზამდე .
-კარგი , სადგუში ვიყიდით რამეს და ვჭამ . დილით ადრე რომ გავიღვიძე რატომღაც აღარ მომშივებია .
ლაურა ოთახებში დაეხეტებოდა , შემდეგ კი სააბაზანოში შემოვიდა და კბილის ჯაგრისები აიღო . მე საძინებელ ოთახში ავედი და ერთ ყუთში მოთავსებული წიგნები, რომელიც ასევე ლაურას ძველი სახლიდან წამოღებული წიგნების ნაწილი იყო ჩემოდანში ვალაგებდი . ბევრი წიგნი იყო , ამიტომ საუკეთესოები შევარჩიე . ზოგი კი ურალოდ მაგიდაზე დავაწყე , რათა მგზავრობის დროს არ მოგვეწყინა და წაგვეკითხა რომელიმე მაინც . უეცრად სიგარის კოლოფი აღმოვაჩინე , მაგრამ რაც ლაურა შემხვდა მანამდე ხელიც კი არ გამიკარებია . ჯობია ესეც ლეონს დავუტოვო . ლეონს არამარტო სახლი, არამედ რჩება ავეჯი რომელიც ვერ მიგვაქვს , ასევე წიგნებიც და ყველა ის ნივთი რომელსაც ვერ აიტევს სატვირთო ეტლი .ლაურას ყველა ჩემოდანი სამი დღეა რაც მზად აქვს და გახსნას აღარ ვუპირებდი , თუ რა დამემატა მისთვის .ბოლოს კი სამზარეულოში ჩავედი და თითქოს თითოეულ ოთახს ვემშვიდობებოდი . სამზარეულოში ლაურა რაღაცას ამზადებდა .
-რას აკეთებ ?
მან კი მიპასუხა :
-მგზავროის დროს არარის მოსალოდნელი რომ სადმე გავჩერდეთ . ამიტომ კრუასანებს მოამზადებ და ქაღალდის პარკში ჩავდებ . ამას მე თვითონ , ჩემს ჩანთაში ჩავდებ , ისე რომ ცხიმიც არ გაუვა .
გარეთ გავედი და ეზოს ფილებზე შევდექი . მთელ სახლს შევყურებდი . უცნაურად გამოიყურებოდა ეს უაივნო სახლები . თუმცა ამ ადგილში მე მოვახერხე თავის დამკვიდრება საკმაოდ ნაადრევად . გავხედე იმ მაღაზიას სადაც ოდესღაც ვარდები და სხვადასხვა ყვავილები იყიდებოდა . გამახსენდა და მომაგონდა ის დრო , როდესაც მე იქ მივიდოდი , ვარდებს შევიძენდი და ლაურასთვის დიდებული ფერის ვარები მომქონდა . ასევე ის დრო , როდესაც უამრავი გვირილა შევიძინე . ის იყო მათი საბოლოო ვაჭრობა . ვარდებს ვეღარ ყიდდნენ და გვირილებმა ჩაანაცვლეს . როდესაც სახლის კარებს მოვადგებოდი და კარების გახსნას სხვა , ვინმ ბავშვს ვთხოვდი . სანაცვლოდ კი გვირილას ვჩუქნიდი და სახლში ვიპატიჟებდი . თუმცა ისინი არასდროს შემოსულან . ასევე მაგონდება საღამოს ვალსი და მთვარის სონეტა . ის ბედნიერი და უცნაური დღეები ლაურა რომ შევნიშნე . როგორ გარდავიქმნებოდი ხოლმე, მეტად ბავშვურ ადამიანად და ცხოვრება მიხაროდა . ლაურა გახდა ჩემი ცხოვრების მეგზური და მის ტკივილს ვერასოდეს ავიტან . მაგრამ, მე იმაზე ვწუხვარ რომ დედის საფლავს ვშორდები . ეს ფიქრები არასდროს გამიქრება , არ ამომეშლება გონებიდან და მუდამ ჩემთან დარჩება . ისევე როგორც დედის სანუკვარი და საამო სურნელი. მან სიცოცხლეს შეეწირა , რადგან მე მიმატოვა .მე კი ვერ გავუძელი და უნებურად ისიც ჩემს ხელში გარდაიცვალა . ახლა კი მის ერთადერთ ღიმილს ვიხსენებ , ის ბოლოს ათი წლისწინ დავინახე . მას შემდეგ დედის საფლავი ჰრქვია . მე მისთვის რაიმე არ უნდა დამეშავა , მისთვის გული არ უნდა მეტკინა . მაგრამ მან დიდი დაღი დამასო გულზე და მთელ სეულზე , რომლის მოშორებაც დღემდე მიჭირს . ეს იყო დაუვიწყარი შეგრძნება , ზიზღი იმისა თუ დედა როგორ ღალატობდა მამას ბიძაჩემთან , მამის ძმასთან . თითქოს ამ ქალს ეშმაკმა შეუტია . ბევრი ამას გამოეხაურა და ამბობდნენ , რომ ჩემი ოჯახი ოდითგანვე დაწყევლილი იყო . ეს ყველაფერი კი მამაკაცების ზედმეტ სიყვარულში გამოიხატებოდა , მათ ცოდვილებაში ქალის მიმართ . მაგრამ მე დავტოვე მამა და ჩემი ძმები, რომლებიც მეტ შეცდომებს ჩადიოდნენ .მომიხდა ახალი სახლის პოვნა და დავსახლდი აქ . ამ პატარა ქალაქში , სადაც აივნები არ მოიძებნებოდა და რაც ეს სასაცილოდ ჟღერს . გავიდა დიდი დრო და ერთმა სახლმა გამიტაცა, რომელიც პირველად სამსახურში წასვლისას შევნიშნე . ეს იყო ჩემი გულის ფეთქვა , რომელიც ერთ ქალბატონს , ლაურას ეკუთვნის .
სახლში დავბრუნდი და ლაურას ვთხოვე ჩემოდნების გამოტანაში დამხმარებოდა . ეს ჩემოდნები გარეთ გამოვალაგეთ . სხვას რომ შევენიშნეთ იფიქრებდა, რომ სამოგზაუროდ მივდიოდით და არა საცხოვრებლად . ათიოდე ჩემოდანი იყო , ხოლო ირი ჩემთვის განკუთვნილი სადაც მხოლოდ წიგნები ეწყო .
-ლეონი იგვიანებს .
-არა მგონია .
ვუპასუხე ლაურას და ცოტათი მეც ავნერვიულდი . მაგრამ არ ვიმჩნევდი ამ ყოველივეს .
შორიდან , უფრო სწორედ შემაღლებულ ადგილას ლეონის მსგავსი პიროვნება მოდიოდა . დიახ , ეს ლეონი იყო .
-ლაურა, სახლის გასაღები გამოიტანე .
-ხელში მაქვს და მე თვითონ გადავცემ .
ლეონი გვიახლოვდებოდა თავის პატარა ვაჟთან ერთად . ეს იყო მისთვის სასიხარულო დღე, ჩემითვის კი სამწუხაარო იმ ფაქტის გამო რომ დიდი დროით ვეღარ მოვინახულებდი .
როდესაც ლეონი მოვიდა ლაურა პატარას მიუახლოვდა და ნაზად მოეფერა .
-რა გქვია პატარავ ?
ბავშვი თითქოს განაწყენებული იყო . მაგრამ ყურადღება აღარ მიგვიქცევია და პირდაპირ საქმეზე გადავედით .
-ლეონ ეს სახლი ახლა შენია , შენი ცოლი მეტად გაიხარებს ...
ეს ვუთხარი და ლეონმა ჩეკის სახით თანხა გადმომცა და ასე მითხრა :
-ნუ გეგონება რომ მეტი ფული მაქვს და ჩეკს გკადრულობ , უბრალოდ მთელი ჩემი დანაზოგი საფრანგეთის ბანკში მაქვს და პარიზში როდესაც ჩახვალ შეგიძლია სახლის საფასური გამოიტანო . თუმცა ამ ქაღალდზე წერია ყოველი და თანხის მითითებაც . ხელიც მოვაწერე .
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.