"ს ა მ ი ზ ნ ე"!-6
"დევიდი" დავინახე გონება რომ დაკარგა,ხელში ავიყვანე და საწოლში დავაწვინე, ისე მშვიდათ ეძინა,ისეთი ლამაზი იყო,ისეთი თბილი და დაუცველი, გვერდით მივუწექი და მის მშვიდ ძილს ვდარაჯობდი,2საათი გავიდა ავდექი და სავარჯიშოდ წავედი, უკან რომ დავბრუნდი კვლავ ეძინა,წავედი სროლაში ცოტა ვივარჯიშე,უკან რომ გამოვედი დავინახე ლინდა ბიბლიოთეკისკენ როგორ მიემართებოდა და მეც უკან გავყევი,არვიცი მართლა რა მემართება როცა ამ გოგოსთან ვარ, ყველაფერი მოვუყევი რაც დიდი ხნის წინ მოხდა და რის გამოც ახლაც მტკიოდა , ძალიან მტკიოდა გული. ქორწილის დღე დადგა, დილით როგორც ყოველთვის ვივარჯიშე,შემდეგ მაღაზიაში თაკო გავიყოლე და კაბა უყიდა ლინდას.სახლში რომ დავბრუნდი ლინდასათან დავაკაკუნე ...კარი გავაღე ,ლინდა როგორც ჩანს სააბაზანნოში იყო ,შეფუთული კაბა და ფეხსაცმელის ყუთი საწოლზე დავუდე და ოთახიდან გამოვედი.ჩემს ოთახში შევედი მოვწესრიგდი და დემეტრეს დაურეკე ის ჩემი ძმაკაცია, "ძმაკაცი"რა კოლეგა და საერთო ბევრი გვაქ. _დემეტრე როგორ ხარ? _კარგად დევიდ ძმა,შენ? _კარგად.მოკლედ მაინტერესებს იმ ხალხზე რა გაარკვიე?სად არი მათი ბუნაგი?ან რა საქმეს ეწევიან? _დევიდ ისინი ერთი_ერთი ყველაზე დიდი დაჯგუფების წევრები არიან ალაბათ 300 კაცი იქნება მათი მეთაური"დრაკულას"ეძახიან მას შენი მოკვლა უნდა.დარწმუნებული ხარ,რომ ღირს იმ გოგოსთვის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება? _დაუფიქრებლად.მითხარი სად არის მათი ბუნაგი? _ერთ_ერთ მიტოვებულ საწყობში მუშკორის 8_ში.3სართულიანი დიდი საწყობია ფულის გათეთრებას ეწევიან,ნარკოტიკზე ვაჭრობა ეწევიან,ხალხსაც აწამებენ.მოკლედ შავ საქმეში არიან.შენ მათ ბევრი პროფესიონალი მკვლელი მოუკალი და იცოდე არდაგინდობენ ,ფრთხილად იყავი. _გასაგებია,დემეტრე დღეს ხელს ვაწერ ლინდასთან, 1 საათში მაჩის ბიუუროში იყავი! _კარგი ძმა. _გელოდები. ვთქვი და ტელეფონი გავთიშე. "ლინდა" დილით გავიღვიძე შხაპი მივიღე და როცა სააბაზანოდან გამოვედი საწოლზე შეფუთული ყუთი დავინახე (ალბათ დევიდმა მიყიდა გავიფიქრე)ყუთი გავხსენი და ვნახე თეთრი ძალიან ლამაზი კაბა,თვლებით გაწყობილი, მართლაც რომ მშვენიერია გავიფიქრე.ამავე ფერის ფეხსაცმელი მოყვა.კაბა და ფეხსაცმელი მოვიზომე ზუსტად ჩემი ზომა იყო (თაკოს ხელწერაა გავიფიქრე )მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე ,თმა დავიხვიედა ოთახიდან გამოვედი ,გავიგონე დევიდის ხმა ,ყური დავუგდე ის მკვლელზე საუბრობდა,მისამართი გავიგე ,სახლის კოდიც ვიცი, ყველა იმფორმაცია მაქვს რაც მჭირდება, გავიფიქრე და უკან ჩემს ოთახში დავბრუნდი, გავიგონე კარის ხმა ,დევიდა თავისი ოთახიდან გამოვიდა და მეც გავედი. ორივე ერთმანეთის პირდაპირ ვიდექით და ვხედავდი მამაკაცს:ჩემზე ორითავით მაღალს ,შარვალ_კოსტუმში, დაკუნთულს,გამჭოლი მზერით,შავი ფერის თმებით და ჭრელი მომწვანე ფერის თვალებით ,რომელშიც ვიკარგებოდი (უფ ეს თვალები უკვე მიყვარდა,ძალინ მიყვარდა და თავად ეს მამაკაცი მიყვარდა ,რომელიც ჩემს წინ იდგა,არვიცი როგორ ან რანაირად, მაგრამ მიყვარდა და მჭირდებოდა ისე როგორც არავინ და არასდროს ,ამას მთელი გულით ვგრძნობდი) "დევიდი" კარი გამოვაღე და ჩემს პირადაპირ მშვენებას,თავად ქალღმერთს ვხედავდი, რომელიც ჩემს გონებას და ჩემს გულს ატყვევებდა, მეგონა ეს ერთიციცქნა გაყინული გული მის ხელში იყო და თავისი ნატიპი და მხურვალე ხელებით ათბობდა ,ყველაფერი და ყველა სულერთი იყო ,როცა მას ვუყურებდი მის გადასარჩენად ეშმაკსაც კი მივყიდდი სულს და ზე ზედმეტია საუბარი ის..ის ისეთი ძვირფასია ჩემთვის, მინდოდა მისით დაწყებული და მისით დამთავრებულიყო ყოველი დღე და ყოველი წუთი და თითოეული წუთი და წამი დამეფასებინა "მიყვარს" ყველაფერზე მეტად ჩემს დამპალ სულზე მეტად. _წავიდეთ მითხრა დევიდმა და ხელმკლავი გამომიწია. -მეც დავყევი მის ნებას და ისე ჩავედით ქვევით ქვევით თაკო და ბესო გველოდებოდნენ ისევე მომღიმარი სახით იყვნენ.თაკოს მუქი ლურჯი მუხლებამდე ლამაზი კაბა ეცვა.ბესო კი შარვალ-კოსტუმში იყო გამოწკეპილი. _წასვლის დროა!თქვა დევიდმა სახლიდან გავედით და ზუსტად 15 წუთში მაჩის ბიუროსთან ვიყავით დევიდმა კარი გამოაღო და გადმოსვლაში დამეხმარა,დევიდის მეგობარი იქ დაგვხვდა და მალე მოგვარდა ყველაფერი ,ხელი მოვაწერეთ ,ბეჭდები გავცვალეთ და უკან წამოვედით, ერთ_ერთ რესტორანში გადავიხადეთ "ქორწილი",დიდი ხანი არვყოფილვართ დევიდი არსვავდა, არც ბესო და არც დემეტრე ფორმალურად 2_3 ჭიქა დალიეს და წამოვედით სახლში _თაკო მე წავალ დავიძინებ(ფიქრი მჭირდებოდა დღეს უნდა გავიპარო გავიფიქრე) _კარგი ლინდა, მე ცოტახანს დავრჩები ,თაკო უფრო ერთობოდა ვიდრე მე,(რამდენჯერ უთხარი ბესოსთან ფრთხილად იყავი მეთქი, მაინც მასთანერთად დარჩა, ეს გოგო ჭკუას ვერისწავლის გავიფიქრე)კიბეებს ავუყევი კარი უნდა გამეღო ,როცა დევიდი დავინახე თავის ოთახისკენ აპირებდა წასვლას და თან ჩემსკენ თვალს აპარებდა, ხელი დავუჭირე. _დევიდ ჩემთან ერთად დაიძინე მანაც თანხმობის ნიშნად თავი დამიკრა (რაჯანდააბაა მართლა მინდოდა მასთან ერთად ყოფნა ისევე როგორც მას) ორივე შევედით ოთახში _ლინდა მისმინე, მე შენ არგიმსახურებ არა!"მიყვარხარ",მართლა "მიყვარხარ",მაგრამ ესე არ მინდა, ვიცი გოგოებისთვის როგორი მნიშვნელოვანია ჯვრისწერა ,საქორწინო "ნამდვილი"კაბა....მინდა ეს ყველაფერი მოგცე თუმოისურვებ იცი ესყველაფერი როცა დამთავრდება "მინდა ჩემი ცოლი იყო"თუ შენი სურვილი იქნება გესმის?მინდა ყველაფერი მოგცე ,მინდა შევიცვალო, მინდა ბედნიერი იყო ,გესმის? შენნ ბედნიერებას იმსახურებ ,თუ შენი სურვილი იქნება ჩემნაირ ცივსისხლიანს დაუკავშირო ცხოვრება ,მე ამით ბედნიერი ვიქნები და თუ უარს მეტყვი ,მე მაინც დაგელოდები და თუ არმოხვალ უბრალოდ ადამიანი "არარაობა"ვიქნები ,რაც მანამდე ვიყავი. "ლინდა" დევიდს ვუსმენდი და ცრემლები ღაპა-ღუპით მომდიოდა.მინდოდა მასთან ერთად ცხოვრება ,ყველაფერზე მეტად მინდოდა .დევიდს მთელი ძალით ჩავეხუტე არაფერი მითქვამს ესე ჩახუტებულები დავწექით და დავიძინეთ,მე არა დევიდს ჩაეძინა,ო როგორ არმინდოდა წასვლა და მისი დატოვება,ფრთხილად ძალიან ფრთხილად გავინთავისუფლე დევიდის მკლავებიდან თავი და ავდექი წასვლისთვის მოვემზადე ბოლოჯერ გავხედე დევიდს ,რომელსაც მშვიდი ძილით ეძინა თვალებიდან ისევ ცრემლი ჩამომიგორდა (ჯანდაბა წადი ლინდა თორე დარჩები)კარი გავაღე და ოთხიდან გამოვედი თაკოს ოთახს გავხედე,შევედი, მასაც მშვიდად ეძინა, თაკოს ოთახიდან გამოვედი და ქვევით ჩაუყევი კიბეებს კართან მივედი და........... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.