შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის მეგობარი (თავი 3)


5-05-2017, 22:52
ავტორი japara
ნანახია 1 324

სკოლაში შესვლისთანავე დაცვასთან მობაასე გუნია შემეჩეხა. უბრალოდ ვესალმები. ლაპარაკის დრო არაა.
- ლიპარტელიანი ზარი რომ დაირეკა ხო ხვდები?
- რო არ ვხვდებოდე აქ ვიქნებოდი?
- მიდი იმათ გასძახე და შემოვიდნენ. - ჩემებზე მანიშნებს. კარს, რომელიც უკვე დახურეს დაზარებით ვაღებ.
- მჭედლიშვილი! მჭედლო! - თემიკო უცებ ბრუნდება ჩემსკენ. - გუნიამ შემოვიდნენო. - პირველი ბიჭი მოდის. მეც არ ვაყოვნებ ვბრუნდები და მთელი სიჩქარით მივიწევ ქართულის გაკვეთილისკენ, როგორ არ მინდა ახლა იქ შესვლა. უკვე მეორეზე ვარ და ქართულის კაბინეტის წინ ვდგავარ. შევიდე… არ შევიდე… შევიდე… ჯანდაბა მეტს ვეღარ გავუცდენ, მომკლავს… მაგრამ ვისი მომკვლელია ეგ? იქით არ შემომაკვდეს. არასწორია ეგ ქალი… კარგი ჯანდაბას, ნამუსის გამო შევალ… სახელურს თავდაჯერებულად ვწევ და ჯოჯოხეთის საუნაში ერთ-ერთ სკამზე ვთავსდები, რომელიც ყველასგან მოშორებითაა, მარტო ვიჯდები და მოვუსმენ. არადა კლასში ისე ვარ, ვისთანაც არ უნდა დამსვა, ყველასთან მაქვს სალაპარაკო თემა. უბრალოდ მე და ამ მასწავლებელს დიდი ისტორია გვაქვს. ჩემი ოჯახის ახლობელია და რეალურად ვუყვარვარ, მაგრამ აი საქციელებით… მტერს და ავს. რაც არ უნდა კარგად მოვყვე გაკვეთილი, მაინც მეჩხუბება არ იციო. ყოველ სიტყვაზე მაჩერებს და მისწორებს… თან სინონიმით ცვლის! და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, იმიტომ კი არა, რომ მაღალფარდოვანი სიტყვებით მოვყვე, პირიქით. და თუ პირიქით მოვყვები, მაშინ მაღალფარდოვანით მიცვლის… თემების წაკითხვამდე ყოველთვის აკეთებს 15 წუთიან შესავალს, რომ არავის აქვს ჩვენს აზრზე თქვას არასწორიაო, და შეასწოროს. ამბობს, რომ პატივს ცემს ჩვენს აზრს და მერე თვითონვე მილანძღავს აზრს. ეზიზღება როცა მის აზრზე არ ვარ. რადგან ეს ომი წინა წელს დაიწყო. გვქონდა დისკუსია, რა უნდა ექნა ერეკლე მეორეს. სწორად მოიქცა თუ არა გეორგიევსკის ტრაქტატის დადებისას? მე მჯერა, რომ სწორი იყო, მას კი არა. ხოდა დისკუსიაში როცა ორად გავიყეთ, ჩემგან მე ვლიდერობდი, მეორედან მასწავლებელი. თავიდან მის მხარეს იყო 12 მოსწავლე, ჩემსკენ კი 3 (ჩემი ჩათვლით), ბოლოს ისე მოხდა, მის მხარეს მხოლო 2 იჯდა (მასწავლებელს რომ ეტენება ის და მეორე ვინც არ უსმენდა საერთოდ არაფერს, მეორეც გადმოჯდა ბოლოს). ამის მერე ვერ იტანს, როცა ვეწინააღმდეგები, რადგან დედამიწის ზურგზე არ არსებობს თემა, რომელზე კამათის დროსაც არგუმენტს ვერ ვიშოვი. სულ იმ აზრს რომ ვიცავდე, რომელსაც არ ვეთანხმები არგუმენტს მაინც ვიპოვი.
გაკვეთილზე ქალბატონმა ტრამაშუკელმა (ტრამპს გავს საოცრად, გვარით კი ამაშუკელია ხოდა…) ისევ დამიწყო ჩხუბი. აქაო და მთელი მეორე სემესტრია, ან გაკვეთილზე არ შემოდიხარ ან ზიხარ და ხმას არ იღებო. არაფერი იციო! და არცოდნაზე გადავიდა.
- და არ ცოდნა რა შუაშია?
- რომ იცოდე, ჩამაბარებდი.
- მკითხეთ და არ მოვყევი?
- უნდა გკითხო? შენი აწეული ხელი არ მინახავს! - მიყვიროდა. მეც უხეშად ვლაპარაკობდი. მივხვდი, რომ ეს არასწორია მოსწავლის მხრიდან.
- ბოდიშით მას, თქვენი გაბრაზება მართლა არ მინდოდა და რა ვიცი, რატო უნდა მდომოდა მაგრამ…
- რა მაგრამ! ხედავ? თავს ვეღარ იმართლებ ლიპარტელიანი!
- თავის მართლება არ ჰქვია არგუმენტების მოყვანას, ქალბატონო ნონა. არგუმენტი კი ძალიან ბევრი მაქვს! რატომ უნდა ავიწიო ხელი და მოგიყვეთ გაკვეტილი, როდესაც ვიცი, რომ ორ სიტყვას არ გადამაბმევინებთ, არ მომისმენთ, არ მაცდით და რაღაც აბსურდულ არარსებულ შეცდომებს შემისწორებთ. არ ვამბობ რომ უშეცდომო ვარ… ასეთი არავინაა. - მთელი სისწრაფით ვაყალიბებ და რაც ამდენი ხნის განმავლობაში სათქმელი მქონდა, ერთდროულად ხეთქავს ჩემი პირიდან, როგორც ცივი, გამყინავი წყაროები ხეთქავენ მიწას მთის წვერზე. კარი იღება და თემიკო შემოდის უკან აკო უდგას და ორივე გაშტერებული მიყურებს. - რა მნიშვნელობა აქვს დაწერილი თემის წაკითხვას, როცა ვიცი, რომ თქვენ თქვენი აბსურდული არგუმნეტების მოყვანით დამიწყებთ ახსნას, რომ ჩემი აზრი არასწორია. ქალბატონო ნონა, მოგესალმებით სამყაროში, სადაც რამდენი ადამიანიცაა იმდენია აზრი და ყოველი მათგანი მართებულია. არ არსებობს სწორი და არასწორი. ეს თემები და გაკვეთილები… ამ… რა დარჩა? ა ჰო! გრამატიკა! რატომ არ გამოვდივარ გრამატიკაზე დაფასთან, მაშინ როდესაც ყველაზე კარგად ვიცი კლასში, იმიტომ რომ თქვენ არ გვასწავლით და მე ჩემით ვისწავლე? იმიტომ რომ არც გრამატიკა იცით ნორმალურად! არა როგორ არა, იცით. სხვა შემთხვევაში მასწავლებელი ვერ იქნებოდით. პატივს ვცემ თქვენს ცოდნას, მაგრამ ეგ ცოდნა დამარხული არ გამოგადგებათ. თან ბავშვებთან არ უნდა დაიბნეთ… მაგრამ რა ვქნა, რომ ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ გრამატიკა არ იცით! თქვენ ხომ თითქმის ყველაფერს არასწორ განმარტებას უკეთებთ! - დაახლოებით ერთ წუთში ჩავატიე ყველაფერი.
- ორიანს გიწერ ლიპარტელიანი! - გამეცინა.
- რაში მას? ნიშანს განათლებაში წერენ აქ! და თუ არგუმენტირებულ და გამართულ ლაპარაკში მიწერთ, იმაში რასაც წესით თქვენ უნდა გვასწავლიდეთ, მაშინ კარგი ბატონო. - გავჩუმდი და დავჯექი. იმან კიდევ ყვირილი დამიწყო. თემიკო მოვიდა და გვერდზე დამიჯდა. აკო გავიდა. მთელი გაკვეთილი ჩუმად ვიჯექი, ერთ წერტილზე გაშტერებული. ვხვდებოდი, რომ სახლში რომ მივიდოდი, ამის შესახებ ვეღარც დედას მოვუყვებოდი და ვეღარც მამას.
როგორც იქნა გაისმა ზარის ხმა. ჩანთას ხელი დავავლე და იქაურობას მოვშორდი. კლასში შევედი თუ არა დამრიგებლის ძებნა დავიწყე, მაგრამ ვერ ვიპოვე. მერე გარეთ, დერეფნებში ძლივს გადავაწყდი.
- ეკა მას, აუ მე წავალ რა. მუცელი მტკივა.
- კარგი. დედა დამალაპარაკე და… - ამის გაგონებაზე გავშეშდი. - უი სულ დამავიწყდა, საყვარელო… ანას დაურეკე მიდი. - ჩემს დას დავურეკე და იმანაც უთხრა გამოუშვითო.
ჩემი სკოლის გვერდით, “სპარ”-ში შევედი, შოკოლადიანი ეკლერები ვიყიდე, სამი ცალი და მის გვერდით ასახვევს ავუყევი. მერე ფეხები თავისით უხვევდნენ, ხან მარჯვნივ, ხანაც მარცხნივ. წამოსვლიდან ოცი წუთიც არაა გასული ანანოს ზარი შემოდის.
- სად ხარ გოგო?
- წავედი მე.
- და სად ხარ.
- აუ რა ვიცი მე. რა გინდა?
- გეძებს ვიღაცა.
- ვინ?
- რა მნიშვნელობა აქვს… - გამითიშა. ცოტა ხანში მომდის მოკლე-ტექსტური შეტყობინება.
“შენ უეჭველი იურისტი უნდა გამოხვიდე”
“ხო?”
“ადვოკატი”
“ეხავე ჩავაბარებ”
“სად ხარ?”
“რომელი ხარ”
“ის”
“თუ ის ხარ მაშინ კაი”
“და სად ხარ”
“იქ ვარ”
“სად იქ”
“რომელი ის”
“აკო ვარ”
“ბატონო მანიკო ბარნოვზე ვარ”
“მანდ რა გინდა”
“ფეხებს კითხე”
“ბარნოვი დიდია”
“ბარნოვის 19თან ვარ ამ წამს”
“დამელოდე მანდ” - არ ვიცი რატომ მაგრამ დავდექი და დაველოდე. ბიჭი მოვიდა და გადამკოცნა. არავითარ ინტერესს არ იწვევდა ჩემში ბიჭი, რომელიც ბანალურობით გამოირჩეოდა. ერთადერთი მის გარეგნობაზე ვგიჟდებოდი ისე მომწონდა, მაგრამ… ისე რა ვიცი. დიდად არ მიზიდავდა. მხოლოდ ის მინდოდა ხოლმე, მისი თხელი თმა მეთამაშებინა თითებს შორის. ისიც იმიტომ, რომ ჟღალი ჩემი საყვარელი ფერია.
- საით? - ძველი დაქალივით ხელკავი გამომიდო და გზას გახედა.
- მე უკვე სახლში წასვლას ვაპირებდი. წამოხვალ?
- რავი. ტეხავს.
- არ ტეხავს. - გაჩერებისკენ დავიძარით. - მაინცდამაინც მე რატომ?
- ჰა?
- რატომ ამომიჩემე-თქო?
- მმ… რაღაცნაირი ხარ.
- როგორი?
- სხვანაირი.
- ორი ერთნაირი ადამიანი არ არსებობს, ბატონო მანიაკო. - გავუღიმე.
- ღიმილიც როგორი სხვანაირი გაქვს.
- არადა ძაან ჩვეულებრივი ვარ.
- ნუ ამბობ ეგრე. ლამაზი ხარ.
- იმიტომ არ მითქვამს, რო ეგ გეთქვა. უბრალოდ მართლა. არც მაღალი ვარ, არც დიდტუჩება ან რამე…
- ეგ ორი აუცილებელი მოთხოვნილებაა?
- რა ვიცი. ეგ შენ უნდა გკითხო. - სიჩუმე. - შენი მოთხოვნილებები რა არის?
- მაღალი არ უნდა იყოს, არც დიდტუჩება და რამე… - გამეცინა. როგორც იქნა ავტობუსში ავედით. ჩვენს ქუჩამდე გამომყვა, მაგრამ სახლში არ წამომყვა, ტეხავსო, აღარ შევეხვეწე.
სახლში მივედი თუ არა, დამეძინა. ჯერ თერთმეტი იყო. ასე მეძინა შვიდ საათამდე და ალბათ კიდევ გავაგრძელებდი ძილს საბას რომ არ დაერეკა.
- ქალბატონი თამუნია ამუნიაა?
- რამე მოწიე? - გატეხილი ხმით ამოვიღმუვლე ტელეფონში.
- არა.
- დალიე.
- ჯერ არა. მიდი ეხა ახტი დახტი…
- და დაგახტი?
- როგორც თოლია… მიდი მართლა. “ბედ ლაუნჯ”-ში მთელი დარბაზი დავჯავშნეთ. ჩაიცვი და ოც წუთში შენს სახლთან ვარ.
- ოც წუთში რა ჯანდაბა უნდა გავაკეთო? - თავი წამოვყე.
- აუ მე კიდე უკვე გარეთ ვარ თემიკოსთან ერთად.
- აქ რა გინდა?
- თემოს გამოვუარე და ანანოსაც უნდა დავურეკოთ.
- მანდ დგომას ჯობია ჩემთან ამოხვიდეთ და ანანოც მოვა. იდიოტებო. - გავთიშე და წამოვხტი. ხუთ წუთში ვაჟკაცებმა ზარი დამირეკეს. მეც გავაღე. - ვაუ… - საბას თეთრი მაისური ეცვა, ყელზე ზოლი ჰქონდა მუქი ლურჯი, ზემოდან ტყავის ქურთუკი, თემიკოს კიდევ ზოლიანი პერანგი. - რა ბიჭებში ვარ რა… - ხელები ავასავსავე და კარი ჩავკეტე.- რა ჯანდაბა ჩავიცვა?
- რა ვიცი… - ორივე დებილმა ერთდროულად.
- ესე იგი… დახეული ჯინსი, თეთრი კედები და მოკლე მუქი მუქი მაისური რომ მაქვს, ბარხატის, პრეტელებიანი, ეგ თუ… ტანზე მომდგარი ჩვეულებრივი კაბა, ნაცრისფერი და ბათინკები?
- დაგვანახე. - შევედი ჯერ ჯინსები ჩავიცვი და სურათი გადავაღებინე, მერე კაბა და ასეც გადავაღებინე.
- აირჩიეთ.
- ჯინსები.
- ოქაი ბროს. და კაბა რატო არა?
- შენ გასიებულ ტრაკს კიდე ეგ უნდა? - თემიკომ წარბები აათამაშა.
- აუ დავაი შენ რა. - შევედი და ისევ გამოვიცვალე. საბოლოო ჯამში ჩემი თავი მომეწონა. წელამდე დახეული “ბოიფრენდი”ს სტილის ჯინსი, ასევე წელამდე, მოკლე, ბრეტელებიანი ლურჯი ბარხატის მაისური, შავში რომ გადადის და თეთრი ქათქათა კედები. - თმა ავიწიო თუ გავისწორო?
- რომ დათვრები მაინც უნდა შეიკრა და…
- მართალია. - თმაც უსწორმასწოროდ ავიწიე და ჩემს დას სურათი გავუგზავნე. “შენი სუპერ ელეგანწი დაიკო ბედ ლაუნჯში წავა რა… და ბიჭებთან ერთად წამოვა. თემიკოც და ანანოც ხოაქეთ მოდიან. ჩაო”. ტყავის ქურთუკიც უცებ მოვიცვი. კიბეებზე ჩავედით და ჩემს სადარბაზოსთან ვიდექით. - ვაფშე რა ხდება? რატო მივდივართ?
- ქალბატონმა ანანომ, ზაფხულში მაქ და მაინც ვერ ვიხდიო და…
- და საჩუქრები?
- ჩვენ სოფელში უნდა ჩავაკითხოთ ან რამე ვქნათ ასე რო…
- მტეხავთ? - გამოვშტრედი.
- არა მაგას როგორ გაკადრებთ. - მალე ჩვენს წინ შავი პრადო გაჩერდა და წინიდან ანანომ გადმოვძახა ჩაეყარეთო. აქეთა მხრიდან თემიკო და საბა ისე ჩახტნენ არც დამელოდნენ. მე მეორე მხარეს მოვუარე და ჩავჯექი. საბა შუაში მოექცა და გახარებულმა აწია ხელები.
- აქეთ-იქით მაიმუნი, შუაში კი თაიგული.
- თაიგული დაჭკნება, მაიმუნი დარჩება. - ენა გამოუყო თემიკომაც და თავზე წამოარტყა, მერე ამან და ჭიდაობაში გადავიდნენ. ჩემზე ეყარა ორივე.
- თავში ტვინი თუ გქონდეთ. - ჯერ ერთს ვუჩმიტე და მერე მეორეს თავში ვუთავაზე გემრიელად.
- აჰა მაიმუნი და თაიგული. დაეგდეთ ჩუმად.
- კაი თათია მამიდა. - მივხვდი თემიკომ მამიდაშ რაც იგულისხმა. მანქანა როგორც იქნა ლაუნჯის წინ გაჩერდა. ჯერ ცოტა ხალხი იყო. დავჯექი და აქეთ-იქით თვალების ცეცება დავიწყე.
- აუ მე გავივლი რა. - წამოვდექი და კარისკენ წავედი.
- კაი რა… ახლა იწყება ყველაფერი.
- მოიცა რა… ორი წუთი.
- არა.
- კაი. - ვერანდაზე დავჯექი.
გათიშული უხასიათოდ ჩავშტერებოდი ტელეფონს. ასე გავიდა ათი წუთი მაინც. მალე მუსიკის ხმები შემომესმა და შევედი. სცენაზე ვიღაც იდგა ანანო და ვიღაცას ეხვეწებოდა იმღერეო. იქაურობა ხალხით იყო სავსე. სუ ჩვენები და ანანოსები.
- როგორც იქნა! - იბღავლა ანომ. მისთვის არც შემიხედავს ბართან მჯდომ თემიკოს მივუჯექი. სცენაზე ვიღაც ავიდა. ნელა ვაბრუნებ თავს რომ მომღერალი დავინახო და სცენაზე მიკროფონთან ასვეტილი აკო მრჩება ხელში. მალე მუსიკა დაიწყო Ed sheeran-ის “Perfect”-ის სიმღერა დაიწყო.
- I found a love for me,
Darling, just dive right inand follow my lead
I found a girl
Beautiful and sweet
I never kneu you were the someone waiting for me. - მღეროდა. ველოდი, რომ ერთხელ მაინც გამომხედავდა მაგრამ არა. მერე მეც გამოვიხედე. ბიჭები არაყს ისხავდნენ მაგიდასთან. მივირბინე.
- ლოთ-ბაზარა მოვიდა! - იბღავლა ნიკუშამ,თემიკოს პატარა ძმამ. თემიკოზე ერთი წლითაა პატარა. პრინციფში ჩემხელაა. თემიკო ერთი წლით გვიან შემოიკვანეს სკოლაში და ახლა 16-ისაა. ეს 15-ის. არყის ჭიქა შემივსეს. - რას გაუმარჯოს?
- შენი ჭირი მე რა… - გადავკარი. საშინლად არ მესიამოვნა გემო და დავიჯღანე. - გომს მასმევთ თუ რა არის ეს?
- ნემიროვია.
- აუ მეზიზღება ეგ ხო იცით?
- ნუ დალევ მერე. - მე ჭიქა გავუწოდე და მეორეც დავლიე. მერე მესამეც და ხელში დიდი ნაჭერი პიცა მოვიქციე. ნელა ვღეჭავდი. სიმღერაც აშკარად შეიცვალა. მეოთხეც… თავს კარგად ვერ ვაკონტროლებდი. ანუ კი ვაკონტროლებდი მარა ვერ ვიმახსოვრებდი ყველაფერს. ქურთუკი თეიკოს ჩამოვაცვი თავზე და მე მოცეკვავ ხალხში ავირიე. ანანოს წინ გადავუხტი და მხრაბზე ხელები დავაწყვე. იმან წელზე შემომხვია.
- ჩემი კავალერა მოვიდა! - იბღავლა და ერთად დავიწყეთ ცეკვა. მერე როგორაა აღარ მახსოვს. ხან ვისთან ვცეკვავ, ხან ვისთან.
თემიკოსთან საშინლად დაღლილი მივდივარ, მაგრამ თემიკო არ მხვდება, სამაგიეროდ საბა ზის იქ. მივუჯექი და თავი დავადე.
- დავიღალე. ის სადაა? - საბამ თავით მანიშნა გოგოზე შემოხვეულ თემიკოზე. ყბა ჩამომივარდა. და სიცილი ამიტყდა. მაგიდაზე დადებული არყის სავსე ჭიქა დავინახე და ნერწყვი გადამცდა. - ვისია ეს.
- ჩემი. არ დალ…- გადავკარი.
- უფ… კაია. - უკვე აღარც ვიჯღანებოდი. ვიღაცამ ხელი გამომიწოდა.
- მადამ. - რაღაცნაირი ბარიტონი რომ გავიგე გამაკანკალა და აკოს ავხედე.
- მუსიე… - ხელი ჩავკიდე და ავდექი. ხელჩაკიდებულმა შემიყვანა ცენტრში და წელზე ხელები შემომხვია. - ცოტა არ იყოს ზედმეტად მაღალი ხარ.
- შენ ხარ დაბალი.
- მერე მე ჩემს თავს შევეფერები და შენ არ შემეფერები.
- შემიფერე. - ჩვეულებრივ საცეკვაოზე რატომღაც ნელა ვცეკვავდით. მერე ცოტა არ იყოს დავსევდიანდი. ამ ბიჭთან სულ ასე რატომ მემართება? დავიღალე და მთვრალმა ლოყა მხარზე მივაყრდენი. იმან თავი დამადო.
- აუ გავიდეთ რა… - ხელი ჩამკიდა და ხალხში გზა ძლივს გაიკვლია. ვერანდაზე დაჯექთ. მარტო მე და ეგ ვიყავით.
ვზივარ და ვაკვირდები ყოველი გამვლელის სახეს. ყველას თავისი ისტორია ახატია. ასე ვირთობ ხოლმე დასევდიანებული თავს.
- რა გჭირს?
- დავიღალე.
- ილაპარაკებ?
- შენ მელაპარაკე რა…
- მე?... - ცოტა ხანს გაჩუმდა. - ძაან გადაგეკიდე ხო? - რაღაც სულ სხვანაირად დამანათა მუქი ყავისფერი თვალები. სულ სხვანაირი მუქი ყავისფერ თვალები. სულ სხვანაირად დაისევდიანა სახე. სულ სხვანაირი მეჩვენა. ყველასგან განსხვავებული. სულ სხვანაირად მიყურებს. დამეფიცება, ასე არასდროს არავის შემოუხედავს. ხვდებით? სულში რომ ჩაგხედვს აი ისე. ენა გადავყლაპე და ვერაფერს ვამბობ. აკო ადგა და გავიდა. არც ვეწინააღმდეგები. საერთოდ არ მიცნობს და არც ვიცნობ.
როცა შიგნით შევბრუნდი ჩემები ყველა ერთად ისხდნენ. აკოც იქ იყო. მივედი და საბას მივუხტი გვერდზე. თავი მხარზე დავადე და თვალები მივლულე.
- გასეირნება მინდა.
- ოო… რა დროს ეგაა.
- ხოდა დამისხით. - დავლიე. - კიდევ.
- მეტი აღარ. - საბამ ჭიქა გამომართვა. მე სხვას ვიღებ და ხელში არაყმომარჯვებულ ანანოს შევცქერი, რომელიც დასასხმელად ბოთლს ხრის. უცებ თემიკო ართმევს.
- მეტი აღარ. გესმის? - უცებ აკო წამოხტა.
- ხო… რა? მოვდივარ! არსად წახვიდე! მანდ არიან? კაი. - ახლა ანანოს მოუბრუნდა. - აუ ანო, ხო იცი არ მევასება ასეთები და არც წავიდოდი. პროსტა აი ძაან მნიშვნელოვანი საქმეა რა.
- აუ ეხა რო არ წასულიყავი, მერე არ გამოვა? კაი რა…
- არ გეწყინოს პაწუ რა…აი უბრალოდ ვერ დავტოვებ ახლა… - ჩაილაპარაკა და ჩქარა წავიდა. საშინლად გავღიზიანდი. ანანომ ჩემი სახე დაინახა და მომიბრუნდა. - რა გწირს შენ, რას იბღვირები?
- აი როგორ მაღიზიანებს იცი? მინდა რო თვალები ამოვთხარო.
- კაი … კაი… ცოტა ნელა. რა იყო?
- აი არ მევასებიან ასეთები… შავი კეპით მოძრაობს ღამე, სიგარეტს ეწევა ეს ლაწირაკი ბავშვი და ღამე ბავშვობის მეგობრისგან მიდის რო თემაზე წავიდეს და ვიღაც თავისზე უარეს კრეტინებს ეკაჩაოს… - ვკარკლავ მეორე კლასელი ბავშვივით. - მაღიზიანებს. და ეს მუდმივად დასიებული თვალები საერთოდ მკლავს…
- მანდ გაჩერდი.
- რატომ?
- თვალები რატომ უსევდებათ ხოლმე თათი?
- უძილობისგან.
- მარტო? - წამოდგა და გავიდა.
- დაიცვა თუ რა ქნა? - გაოცებული წამოვდექი და ქურთუკი ჩავიცვი. საბოლოოდ მომეკიდა არაყი და კარგად გამომთვრალი გავედი გარეთ. გოგოები არ სვამენ. მაგრამ მე ვსვამ. ყველგან ვსვამ სადაც მივდივარ. მაგრამ ცოტ-ცოტას. თავს ყოველთვის ვაკონტროლებ. თემიკომ მხოლოდ იმიტომ შემაჩერა იცის, გართობა მინდა როცა ცუდად ვარ და ამიტომ ბოლომდე ვთვრები ხოლმე.
მარტო მივაბიჯებდი ერთერთ წვრილ ქუჩაზე… ციოდა… სუსხის მოყვარულმა ჩემს მეგობარს ავხედე.
- აბა მითხარი, რა ჯანდაბაა? ყველაფერი ასე მარტივად როგორ დამთავრდა? როგორ დავრჩი ასე?.. მაგარია ძაან. - მთვარეს ვუყურებდი და ისე დავდიოდი არც ვიყურებოდი. წინიდან შავი მანქანა მოფრინდა და უცებ საშინლად ხმაურიანად გაჩერდა. პიპინი ატეხა. ისე შემეშინდა განძრევაც ვერ მოვახერხე. მანქანამ მომიარა და გაიქცა. "Take Me Home"-ის სიმღერა დავიწყე. ღიღინით მივუყვებოდი ქუჩებს. ერთ-ერთი ეზოდან ორი ბიჭის ლაპარაკის ხმა გამოდიოდა. ნაცნობის ხმამ მაიძულა გამეხედა და ზუსტად ჩემს გვერდით მდგომი ორი ბიჭიდან ერთ-ერთი, წარბგახეთქილი აკო აღმოჩნდა. ამ სანახაობამ კიდევ უფრო გამაღიზიანა.
- აქ რა გინდა? - გაბრაზებულმა მკითხა.
- ვსეინობ.
- დამელოდე და უკან წაგიყვან.
- არ მინდა წასვლა.
- და თორმეტ საათზე აქ სიარული გინდა? - ცინიკურად შემომღიმა.
- კი მინდა.
- დამელოდე.
- კარგად იყავი, აკო. - გაღიზიანებულმა ჩუმად ვთქვი და გზა გავაგრძელე. მალე მაჯაში ხელი წამავლო და შემომაბრუნა.
- რას გინდა ამით მიაღწიო?
- რითი?
- ჩემი გაგიჟებით!
- შენ გიჟი ხარ, მე რა ბრალი მიმიძღვის ამაში? - ასე წამათრია. როცა ამ ქუჩიდან გავუხვით, უკვე ორივე ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი მივუყვებოდით გზას, ჩუმად. სიჩუმე მე დავარღვიე. - რა მოხდა?
- ჩემ ძმაკაცს ვიღაც სი… ტიპები დაადგნენ.- შეცვალა უცებ.- უნდა ეცემათ.
- მერე შენ რა ქენი?
- რა გინდა?
- ჩხუბი რატომ იყო, დაგეჯახა და მხარი არასწორად შეგახო თუ რამე იდიოტუ ქურდულ შეკითხვას არასწორად უპასუხა? - გაღიზიანებული ვეუბნები დაზეპირებულ ტექსტს და დამკითხავი გამომძიებლის მზერას ვაყინავ სახეზე. ის ცინიკურად მიცინის.
- რა სულელი ხარ. ეგრე არ ხდება ყოველთვის.
- მითხარი აბა როგორაა?
- როგორ და… ჩემს ძმაკაცს ერთი გოგო უყვარს ძალიან დიდი ხანია. ხოდა… იმ გოგოს შეყვარებული ყავდა. ნუ ჩემმა ძმაკაცმა თუ მეტყვის ლიზა, მარტო მაშინ შევეშვებიო… ნუ იტოკში რა… ერთი კვირის წინ ლიზა თავისმა შეყვარებულმა გამეტებით ცემა. ხოტა ანდრიმაც ვეღარ მოითმინა, იმ ბიჭს მარტო დახვდა და გააფრთხილა აღარ შეეხოო… ბოლოს სე მოხდა რო მაგრად დაცხეს. ხოდა ახლა მოვიდა სალაპარაკოდ ის ტიპი ძმაკაცთან ერთად და მეც დამირეკეს რა… - სიჩუმე. - რატომ გავჩუმდი?
- ანდრია რამდენი წლისაა?
- თვრამეტის.
- რამდენი ხანია უყვარს?
- სამი წელია.
- სამი წელია უყვარს გოგო, რომელსაც არ უყვარს?
- ხო.
- ეგეთიი რამე შესაძლებელია საერთოდ?- გაკვირვებულმა ვკითხე.
- არასოდეს გყვარებია?
- ჯერ მხოლოდ თხუთმეტის ვარ.
- მერე რა… თან მალე თექვსმეტის გახდები.
- არავინ შემხვედრია ისეთი, ვინც აზრს შემაცვლევინებდა.
- რა აზრს?
- რომ სიყვარული დროის და ნერვების ხარჯვად ღირს. და რომ… ღირს ვინმესთვის იმის თქმა, რომ მთელი არსებით მიყვარს.
- არც მოგწონებია?
- არა გამცლელი ან რამე… გარეგნობით როგორ არა…
- არა. აი, როგორც… სხვანაირად რა…
- არა.- ისევ სიჩუმე. - და შენ რატომ დაგირეკეს?
- ანდრიმ ორი წლის წინვე დაანება თავი ამ გოგოს. მარა მაგარ დეპრესიაში იყო. მე რო ველაპარაკებოდი ხოლმე იქიდან გამოიტანა დასკვნა რო არ უნდა შეშვებოდა. მერე რამდენი ან ლიზას ან მაგის შეყვარებულს ნახავდა სულ გვერდში ვედექი. სიყვარული ის ერთადერთი რაღაცაა, რის გამოც სიკვდილსაც შევურიგდები. - არ ველოდი.
- რა ბანალური ხარ.
- იმ სიყვარულზე არ ვლაპარაკობ სულელო, შენ რომ იცი.
- აბა?
- ნამდვილზე ვამბობ. ნამდვილი სიყვარული სულ…
- აუ კაი რა… რანაირი ბიჭი ხარ? არ არსებობს ნამდვილი სიყვარული! შეჩვევაა მხოლოდ. - გაბრაზებული ვამბობ.
- არაფერი გცოდნია სულელო.
- რა არ ვიცი, მანიაკო? აბა მითხარი სადმე შეგხვედრია ნამდვილი სიყვარული? - გაცუმდა და გზას დახედა. ჩუმად მივუყვებოდით ისევ ქუჩებს. აშკარად დიდი ხნის წინ გადავუხვიეთ ლაუნჯის შესახვევს, მაგრამ არაფერი შემიმჩნევია. ჩემი გამარჯვებით დაკმაყოფილებული წინ ვიყურებოდი. გამარჯვების ტკბილი სასმელის მოსმით კიდევ ერთხელ დასათრობად, მხვერპლს გავხედე, რომელსაც თვალები უცნაურად ულაპლაპებდა. - ვიცი, რომ კამათში გავიმარჯვე, მაგრამ თუ მაგიტომ ტირი, გამარჯვებას დაგითმობ. - აკოს გაეღიმა და აცრემლებული თვალებით გამიღიმა. ამ გამაღიზიანებელი კრაზანის ღიმილმა საშინელი სითბო ჩამიღვარა.
- არ გაგიმარჯვია. უბრალოდ დაგითმე.
- კარგი… არ მინდა. მითხარი ერთი მაგალითი. ერთი ნამდვილი სიყვარულის ნამდვილი ისტორია.
- დედა და მამა. - ჩუმად თქვა და ხელის ერთი მოსმით ორივე თვალი ამოიზილა. ნაბიჯს აუჩქარა და მივხვდი, რომ კარგად ვერ იყო. მუხედავად იმისა, რომ ეს ბიჭი საშინლად მაღიზიანებდა, არ მომწონდა, რომ ასეთს ვხედავდი. არ მომწონდა კი არა ვგიჟდები ასეთს რომ ვუყურებ. ჩემი პატარა ფეხებით გავრბივარ და წინ ვესვეტები.
- რა გჭირს? - ვეუბნები და სახეს ხელებით ვუჭერ.
- ახლა მე დავიღალე.
- რითი? - ხელები ნელა შემომხვია მხრების გარშემო და ისეთი ძალით მიმიკრო ტანზე, მე მეგონა შემისისხლხორცებდა.
- ოღონთ ახლა ჩამეხუტე და სულ შეგეშვები თუ გინდა.
- თუ მინდა?
- ხო… რასაც გინდა, იმას ვიზამ.
- თუ ახლა ჩაგეხუტები, დარჩები? - ჩუმად ვკითხე და ხელები ძლივს გავამოძრავე...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent