უცხო ( თავი 19 )
სალომე, სახლში იმყოფებოდა ტელეფონზე , რომ დაურეკეს და შეატყობინეს. დედასთან მიდიოდა წასვლის შესახებ, რომ ეთქვა. კარები, გახსინილი დაუხვდა და შიგნიდან ხმა გამოდიოდა. ყური დაუგდო, აქამდე ასე არასდროს მოქცეულა, მაგრამ თითქოს გული უგრძნობდა ასე, რომ უნდა მოქცეულიყო აუცილებლად. გაიგონა ვიღაცას ეკამათებოდა. - კახეთში, სოფელ ახაშენში, ეკლესიასთან მიტოვებულ სახლში ჰყავთ დამწყვდეული, ვერ მიაგნებენ, სიკვდილით აღმოხდება სული.. - სალომე შეცბა, დედის სისატიკემ გული მოუკლა. სხვას, რომ ეთქვა არ დაუჯერებდა, მაგრამ საკუთარი ყურით მოისმინა. ჩუმად გაეცალა იქაურობას. მანქანაში ჩაჯდა და ტყუპებს დაურეკა, მისამართი უკარნახა, რომ ჰკითხეს შენ საიდან იციო, არაფერი უპასუხია ტელეფონი გაუთიშა, დაქოქა და ლიზას სახლში წავიდა, იცოდა გოგონები იქ იყვნენ. ტყუპებმა, თორნიკეს გადასცეს ინფორმაცია, დაჟინებული თხოვნის შემდეგ ყველანი კახეთის გზას დაადგნენ. იქაურ პოლიციას შეატყობინეს, უბრძანეს სამოქალაქო ფორმით ეთვალთვალათ, რომ არ ეეჭვათ რამე. თორნიკე, რულს იყო ჩაბღაუჭებული, თითებს გალურჯებამდე უჭერდა. სპიდომეტრი 200 - ს აჩვენებდა. ყველაზე ცუდის ეშინოდა, ლიზას შიშნარევი თვალების დანახვის ეშინოდა, ვერ გადაიტანდა, თუ ვერ მიუსწრებდა და მის მისვლამდე რამეს დაუშავებდნენ, საკუთარ თავს ვერასდროს აპატიებდა. *** ცრემლები სცვიოდა, კუნთების მოძრაობაში მოყვანას ვერ ახერხებდა. უნდოდა ეყვირა, მაგრამ ხმა წართმეული ჰქონდა. პირს აღებდა, მაგრამ ხმა არ ამოსდიოდა ან შეიძლება ყვიროდა კიდეც, მაგრამ თავად ეგონა, რომ ვერაფერს ამბობდა. შემდეგ დაინახა ვიღაცამ, რომ შემოანგრია კარები, ლურჯ პერანგზე წითელი წვეთები ეტყობოდა. გონება ეთიშებოდა, ესმოდა ღრიალის, გინების, მსხვრევის ხმები. ირაღის გასრულიც ხმაც იყო, ბოლოს განწირული ხმა გასიმა, ისეთი სიკვდილის წინ, რომ შეიძლება გაიგო და ისევ ჭაობისფერი თვალები, რომელიც ყველა გრძნობას იტევდა, ბრაზს, ტკივილს, სიყვარულს, სითბოს, მოწიწებას, სიბრალულის დანახვამ გულში რაღაც ჩასწყვიტა, ოღონდ არ შესცოდებოდა, არ უნდა შესცოდებოდა.. სიბრალული არ სჭირდებოდა.. რამდენ ხანს ეძინა არ იცის, მედიკამენტების მძაფრი სუნი, ატყობინებდა, რომ სავადმყოფოში იმყოფებოდა და ეს ყველაფერი სულაც არ იყო ღამის ცუდი კოშმარი. პალატის კარი ექიმმა გააღო, ეკითხებოდა ათას რაღაცას, ექიმები მიმოდიოდნენ, ვერ პასუხობდა კითხვებს, ჯერ კიდევ არ იყო რეალობაში დაბრუნებული. კადრები ერთმანეთს ენაცვლებოდა ბოლოს, რომ არ გაქრნენ თავზე მიიჭირა ხელები და კივილი დაიწყო, გამაყუჩებელი გაუკეთეს მოდუნდა და გაითიშა. მეორედ, რომ გამოფხიზლდა მშობლები დაინახა. მამის ტკივილით დაღარულმა სახემ და დედის ამღვრეულმა, ჩაშავებულმა თვალებმა, ძალა მისცა, არ შეეძლო მათთვის უარესად ეტკინა გული, საკუთარ თავს სისუსტის უფლებას ვერ მისცემდა. მორფინი მოქმედებდა და ტკივილს ვერ გრძნობდა. - ელიზაბეტ.. - მისმა ერთმა სიტყვამ, ყველაფერი გადმოსცა, მის სახეზე ყველაფერი იკითხებოდა.. ის ნანობდა.. პატიებას ითხოვდა.. - მაა.. დეე.. ჩამეხუტეთ გთხოოვთ.. გთხოვთ.. - თავისი ხმა არ ეცნო, კაცივით დაბოხებული და ჩახლეჩილი ჰქონდა, ნაწყვეტ ნაწყვეტ ისროდა სიტყვებს. ორივე მხრიდან ჩაეხუტნენ, მათ მკლავებში ჩაიმალა, მათი სურნელი ღრმად შეისუნთქა, როგორ მონატრებია. როგორც შეიტყო თითქმის ერთი კვირა იყო გასული, იმ კოშმარული დღეებიდან. ფიზიკურად ნორმალურად იყო, ჭრილობები კარგად უხორცდებოდა. - აქედან მალე შევძლებ წასვლას? სახეზე სახვევებს როდის მომხსნიან? - მალე მოგხსნის ექიმი.. - მართლაც მალე შევიდნენ ექიმები და გაანთავისუფლეს. სარკეში, რომ ჩაიხედა საკუთარი თავი ვერ იცნო, თითქოს სხვისი ანარეკლი უცქერდა. სახე სულ დასიებული და შეშუპებული ჰქონდა. თავში განვითარებული ჰემატომას გამო, თმები გადაუპარსიათ ოპერაციის ჩასატარებლად. თვალები ჩაცვენილი, ჩაშავებული, ტუჩები დახეთქილი, უამრავი ჭრილობა ჰქონდა სხეულზე დანით მიყენებული. ეგონა ძლიერი იყო, ეგონა გაუმკვლავდებოდა, მაგრამ ყველაფერი ნათლად აღიქვა, ყველა გადატანილი ტკივილი თავიდან განუახლდა, გაუქრა სურვილი ფეხზე დგომის, სუნთქვის სურვილიც კი გაუქრა. სიკვდილი უნდოდა, თითოეული მომენტის დავიწყება სურდა. თქვენი აზრით სუსტი იყო ამის გამო?! - არა, არამგონია, ჩემი აზრით ვინც ამას შეძლებს, ძლიერიც კი არის.. თითქოს ჯერ კიდევ შოკში იყო, ტკივილი ნელ-ნელა განუახლდა, ისევ სცემდნენ, ისევ ძალადობდნენ, საქმე ბოლომდე არ მიუყვანიათ, მაგრამ თითოეული შეხება ახსოვდა და კანი ეწვოდა. ისევ უსერავდნენ სხეულს, ტკიოდა, ყვიროდა, ღამითაც და დღისითაც კოშმარები ესიზმრებოდა, ამის გამო ექიმები ხშირად აძინებდნენ. სახლში მისი მოთხოვნით მალე გაწერეს, არავინ მიუშვა ახლოს, ყველას აუკრძალა მათთან მისვლა. ირაკლისაც კი, არ უნდოდა მისი თავი დაედანაშაულებინა, არ სურდა ასეთ მდგომარეობაში ენახა. თითქმის სამი, ოთხი თვე იყო გასული, რაც ოთახიდან არ გასულა. ჩალურჯებები გაუქრა, ჭრილობები ჩაუცხრა, ნაკერები მოუშუშდა. არავის უშვებდა მასთან, იცოდა ამით ყველას გულს სტკენდა, მაგრამ სხვანაირად არ შეეძლო. საძინებლიდან გავიდა, ნაბიჯების გადადგმა უჭირდა, დედის სევდისფერი თვალების დანახვა არ სურდა. -შეგიძლია მამას დაურეკო და უთხრა, რომ მოვიდეს? - თავის ახლართულ თითებს უყურებდა, თვალებში შეხედვას ვერ ბედავდა. - კი, შვილო ეხლავე.. - ხმა აუკანკალდა ქალს, ცრემლებს ძლივს იკავებდა, ამდენი ხანია შვილის ხმა არ გაუგია. - ჩემს ოთახში ვიქნები და უთხარი, რომ მოვა შემოვიდეს. - მალე კარებზე კაკუნის ხმა გაისმა. - შემოდით.. - შვილო, რა ხდება? - მასთან მივიდა და გულში ჩაიკრა, მართალია სხეულის თითოეული ნაწილი აეწვა, მაგრამ კიდევ ერთხელ გულს ვერ ატკენდა, მალე შეუშვა ხელი, მასთან ერთად ჩამოჯდა საწოლზე. - მამა, რაღაც მინდა გთხოვო, მინდა, რომ გამიგო, ზედმეტი კითხვების გარეშე. - გისმენ შვილო, რაც გინდა მთხოვე.. - უყურებდა მამას, რომელიც მოტეხილი იყო, ასაკიც კი დასტყომოდა. - აქედან სადმე შორს მინდა წასვლა, არ აქვს მნიშნელობა სად, უბრალოდ სახლი, რომ იყოს, სასურველია ახლომახლოს მოსახლეობა არ ცხოვრობდეს. - უსასრულობაში იყურებოდა. - წასვლა გინდა.. - ხო მამა, გამიგე გთხოვ, აქ ვერ ვსუნთქავ, არ შემიძლია, ძალიან მჭირდება.. შეიძლება დავბრუნდე კიდეც, რამდენი წლის შემდეგ არ ვიცი, მაგრამ დავბრუნდები.. - კარგი, ჩემო გოგოვ.. ოღონდ შენ იყავი კარგად, სხვა არაფერი მინდა.. ვიცი ჩემს გამო ხარ ასეთ მდგომარეობაში, ვერ გაგიფრთილხდი, იქნებ სჯობდა კიდეც თქვენს ცხოვრებაში არ გამოვჩენილიყავი, ასეთი რაღაც, ხომ არ შეგემთხვეოდა.. - მთელი გული ამოაყოლა , ამ სიტყვებს. - ჩშ! - ტუჩებთან მიუტანა თითი და გააჩუმა. - ეგ აღარასოდეს გაიმეორო, თორემ ამაზე ძალიან შენი სიტყვები მატკენენ! ღმერთმა, განსაცდელი გამომიგზავნა და გაძლების საშუალებასაც თვითონვე გამომიგზავნის.. ჩემი წასვლის შესახებ არავინ არ უნდა გაიგოს, დედამაც კი.. - ტკივილით გაჟღენთილი ხმით ამოიჩურჩულა. - კარგი, ყველაფერს მოვაგვარებ.. უბრალოდ, რომ დაგიკავშირდე ტელეფონს და ლეპტობს დაგიტოვებ.. - როგორც გინდა, წიგნებიც მიატანინე ძალიან გთხოვ. - ყველას ძალიან უნდა შენი ნახვა, განსაკუთრებით თორნიკეს, განადგურებულია.. - მისი სახელის გაგონებისას ცრემლები ძლივს შეიკავა. -უთხარი ყველას, რომ მაპატიონ, მაგრამ არ შემიძლია ვერ ვნახავ ვერავის.. მათ თვალებში სიბრალურის ამოკითხვა გამანადგურებს. ტანსაცმელი და სხვა ნივთები ვინმეს აყიდინე, არ აქვს მნიშვნელობა რა და როგორი იქნება, ყველა სეზონის იყოს მთავარია. ანასტასია, სახლში როდესაც არ იქნება მაშინ წავალთ, გთხოვ ყველანაირად ეცადე არავინ გაიგოს. - როგორც გინდა.. - გვერდიდან მიიხუტა და თავზე აკოცა, ოთახი მალე დატოვა. საწოლზე წამოწვა და ჭერს გაუშტერა მზერა, ერთ დროს როგორ უყვარდა თავისი ოთახი, ჭერზე გამოხატული ვარსკვლავები და მისი ყურება. რომელიც აქ ჩამოსვლის წინ დაახატინა, ახლა კი, არაფერს გრძნობდა, აქ ყოფნა სულს უხუთავდა. ერთ დროს აქ ხომ ბედნიერი იყო, ახლა კი, სიცოცხლის ნიშან წყალიც არ ეტყობოდა. რამდენიმე დღეში ირაკლიმ მიაკითხა. ოთახიდან გავიდა, დედის ოთახში შევიდა, მისი ერთ-ერთი შარფი აიღო და გარეთ გავიდა, მანქანაში მამის გვერდით დაიკავა ადგილი. - ყველაფერი მოვაწესრიგებინე, ვერავინ გაიგებს შენი ადგილ სამყოფელს. - არაფერი აღარ უთქვამს. გზაში იყვნენ, არც ერთი ხმას არ იღებდა, გრძნობდა მამის ტკივილს. დიდხანს იარეს, რომელიღაც რაიონში შეუხვიეს, არ აკვირდებოდა, მისთვის სულ ერთი იყო სად მივიდოდა, მთავარია მარტო ყოფილიყო. ბევრი იარეს, შემდეგ მანქანა გაჩერდა და გადავიდნენ. ირაკლიმ ჭიშკარი გააღო და შიგნით შევიდნენ. ის იყო რაც მის სულს სჭირდებოდა. ეზოში პატარა, მაგრამ ლამაზი სახლი იდგა. - სახლში ყველაფერია, რაც დაგჭირდება. - საკვები და რაღაცეები, როცა დამჭირდება ჭიშკრამდე მოიტანონ, ყოველი კვირის ბოლოს, დანარჩენს მე თვითონ მივხედავ. - როცა შევძლებ, გეტყვით და მოდით.. - მოეხვია და აკოცა. - მაპატიე, რომ ისეთი ძლიერი არ ვარ, როგორიც უნდა ვიყო, ვერ ვუძლებ.. ვერ ვივიწყებ.. ძალიან მიყვარხარ და მემაყები, რომ შეძელი ჩემი გაგება! - ჩემო სიცოცხლევ, მე უნდა მაპატიო, დამნაშავე მე ვარ ყველაფერში რაც კი, დაგემართა. - თავზე კოცნიდა და მთელი ძალით იკრავდა გულში, თითქოს ცდილობდა მისი ტკივილი შეესრუტა და თან წაეღო. - დროა წახვიდე.. დაგიკავშირდები ხოლმე.. დედას უთხარი, რომ ჩათვალოს სასწავლებლად ან დასასვენებლად ვარ წასული დიდი ხნით, მაპატიოს ასე, რომ ვიქცევი.. ძალიან გთხოვ, საკუთარი თავი არ დაიდანაშაულო არაფერში! - წერილების მიცემა ავიწყდებოდა მეგობრებს, რომ დაუწერა. ჩანთასთან მივიდა და ამოიღო. - მაა, ეს წერილებია, სახელები აწერია ვისიც არის და გთხოვ მიეცი.. დედას და საკუთარ თავს მიხედე! - ვიცი, რომ მალე დამიბრუნდბი.. - შუბლზე აკოცა და წავიდა. სახლში შევიდა, დაათვალიერა ყველა კუთხე კუნჭული. ყავა მოიდუღა და დიდი თუთის ქვეშ, სადაც რკინის თეთრი მაგიდა იდგა თავის სკამებით, ჩამოჯდა და გერმოს დაუწყო თვალიერება. დრო მალე გადიოდა, დღებიი დღეებს მიყვებოდა, თვეები თვეებს. ტელეფონით ესაუბრებოდა მშობლებს. ყველა ძალიან ენატრებოდა, განსაკუთრებით თორნიკე, ყოველ ღამეს სტუმრობდა სიზმრებში. დრო რეცხვაში და დალაგებაში გაჰყავდა. ეზოში ვარდების სხვადასხვა ჯიში და ყვავილები დარგო. ეზოს ერთ მონაკვეთში იასამნის ხეები დარგო, მართალია ჰქონდა, მაგრამ კიდევ ბევრი სურდა. ეზოში ხშირად სეირნობდა, გარემოს ყურებით ტკბებოდა. შემოდგომა დადგა, მისი ერთ-ერთი საყვარელი სეზონი. უყვარდა ფერადი ბუნების დანახვა, ამ დროს ტყე ძალიან ლამაზი იყო, მისი ეზო სხვადასხვა ფერად ანათებდა. ეს სეზონიც მალე მიიწურა და ზამთარი დადგა. ირაკლის სთხოვა მანქანა გამოეგზავნა, რომელსაც დაიტოვებდა. როგორც ინტერნეტით შეიტყო, მასთან ახლოს ეკლესია და დედათა მონასტერი იყო, უნდოდა ასულიყო. მეორე დღესვე მოუყვანეს ჯიპი, რადგან ამხელა თოვლში სხვა მანქანა ვერ შეძლებდა ასვლას. პატარა ჩანთაში, თორნიკესი და მისი სურათი ჩადო, ანაბელმა ჩუმად, რომ გადაუღო. კაბები და თბილი ზედები ჩაალაგა და იმ დღისითვე გზას გაუდგა. ძალიან ნელა მოძრაობდა, მოყინულზე უჭირდა სიარული , თან ცურავდა. გზად მაღაზია შეხვდა, რომელიც იქ ერთადერთი იყო, შევიდა საჭირო ნივთები და პროდუქტი იყიდა, მანქანაში ჩაალაგა და გზას გაუდგა. დაღამებისას მიაღწია ადგილამდე, მანქანიდან გადმოვიდა, ბარგიც გადმოიტანა და მონასტრის ეზოში შევიდა. იმხელა თოვლი იყო, მოძრაობა უჭირდა. ტაძრის დანახვისას ის მძიმე ტვირთი ცოტათი შეუმსუბუქდა, რომელიც ასე ტანჯავდა. ზარებს რეკავდნენ, ბარგი ტაძარის შესასვლელთან დატოვა, თვითონ კი შიგნით შევიდა. მხოლოდ ჯვალოთი მოსილი, რამდენიმე ადამიანი იყო და თავდახრილი ლოცულობდნენ. იმ წამიდან იგრძნო სიმშვიდე, რომელიც ასე ძალიან სჭირდებოდა. მონაზვნებმა სიხარულით მიიღეს, გაეცნენ ერთმანეთს, ყოველგვარი კითხვების გარეშე. შემდეგ თავისი სენაკი აჩვენეს. ოთახში შეიტანა თავისი ნივთები, პროდუქტი კი, მათ დაუტოვათ. სველი კაბა გამოიცვალა, ოთახში სანთელი და ლამპა იდო, რომელიც განათების ერთადერთი წყარო იყო. საერთო ოთახში გავიდა, სადაც ვახშამს ამზადებდნენ, საოცარი სურნელი ტრიალებდა. - აქ, ამ სიშორეზე რამ ამოგიყვანა შვილო? - თბილად გაუღიმა. - პრობლემას გამოვექეცი დედაო, სიმშვიდისკენ მოვისწრაფოდი. - ჩვენთან დიდი ხნით დარჩები? - არ ვიცი, სადამდეც შევძლებ. - თქვა და იატაკს ჩააჩერდა. ის, საღამო მშვიდად გაატარა. ძილის წინ ილოცა, შემდეგ კი სურათს აკოცა და დაიძინა. დილით მზის სხივების ბრწყინვალებით იწყებოდა, იმდენად თბილად ანათებდნენ სხვივები და დასთამაშებდნენ სახეზე გაღიმებულს ეღვიძებოდა, პირველად უხაროდა გათენება. მონაზვნები დილით უკვე ფუსფუსებდნენ, ყველას თბილად მიესალმა, ხელ-პირის დასაბანად გავიდა. ერთ-ერთმა მათგანმა წყალი დაუსხა, შემდეგ კი, თავად დაეხმარა ყველას. ოთახში დაბრუნდა, თმა უკვე ეკვრებოდა. თავსაბურავი მოიხვია და მონასტერში წავიდა სალოცავად. დიდხანს იდგა ფეხზე თავდახრილი და ლოცულობდა ყველაზე. უკვე ორი კვირა იყო გასული, რაც აქ ჩამოვიდა. მარხულობდა, ყველაფერში ეხმარებოდა დედაოებს. ოთახში იყო კარზე, რომ დაუკაკუნეს. - მობრძანდით.. - შვილო, ქვემოთ მივდივართ მაღაზიაში, რამე ხომ არ გჭირდება? - ფეხით აპირებთ ჩასვლას? - კი. - რა საჭიროა, ჩემი მანქანით წავიდეთ, გასაღებს ავიღებ ახლავე. - სენაკი ერთად დატოვეს, რამდენიმე დედაო და თვითონ წავიდნენ. ყველაფერი იყიდეს რაც სჭირდებოდათ, ყველაფრის ფული თვითონ გადაიხადა. იმ დღეს ძირითადად იწვა, სურათი ჰქონდა გულში ჩახუტებული, უზომოდ ენატრებოდა, მაგრამ იმ მონეტში ყველა კაცი სძულდა, თავს ვერ ერეოდა, სიბრალულით მოცულ თვალებს ვერ ივიწყებდა. ახალი წლის ღამესაც თოვდა, ყველაფერი თეთრად იყო შემოსილი. ეზოში იდგა, გრძელი, შავი კაბით, ხელთათმანებით, თბილი ქუდით, თბილი მანტოთი, ცხვირი კი შარფში ჰქონდა ჩაყოფილი. გასცქეროდა არემარეს, ნატრობდა ყველა ცუდი წუთი გამქრალიყო მის ცხოვრებიდან, მეგობრებთან ერთად ყოფნა სურდა. ყოველ ახალ წელს ერთად ხვდებოდნენ, ეხლა კი, მათგან შორს იყო მარტოდ-მარტო. *** ოთახში შევიდა და დაიძინა, სიზმარში თორნიკესთან გატარებულ ბედნიერ დღეებს ხედავდა და ბედნიერებისგან ეღიმებოდა. ახალი წლის ღამე, მარტოობა, სიცარიელე, ცარიელი ოთახი, სადაც მხოლოდ ლიზას სურათები იყო ყველგან, მასზე ფიქრები და გაუსაძლისი მონატრება, რომელიც სულს უღრნიდა და ანადგურებდა. ისევ ოცნება, რომელიც ლიზას ნახვას და მის ჩახუტებას, მისი იასამნის სურნელის შეგრძნებას უკავშირდება. ფანჯრიდან მოსჩანს ქალაქში როგორ ზეიმობენ, მაშხალებს ისვრიან, მაგრამ მისთვის სულ ერთია ყველაფერი. საწოლზე გადაწვა, თვალები დახუჭა, ფიქრობდა მასთან გატარებულ თითოეულ მომენტზე, სადაც ბედნიერები იყვნენ, უცბად გაუცნობიერებლად წამოდგა, უზარმაზარ ტილოსთან მივიდა, ფუნჯი აიღო და ხატვა დაიწყო. უბრალოდ ხატავდა, არ იაზრებდა, როგორ ან რანაირად, გულის თქმით დაატარებდა ფუნჯს. თეთრ კაბაში გამოწყობილი, ელიზაბეტი დახატა, გარშემო სულ სითეთრე იყო. ხატვა, რომ დაასრულა ლოყაზე დაუკითხავად გაჩენილი, ერთადერთი ცრემლი მოიშორა. უკვე ნახევარი წელია გასული რაც არ უნახია. ეძებდა.. ყველგან ეძებდა.. მაგრამ მისი კვალი არსად ჩანდა, იცოდა ირაკლიმ ყველაფერი იცოდა, მაგრამ არ ეკითხებოდა, აზრი არ ჰქონდა. *** ირაკლი და ანასტასია ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად, მამაკაცის დაჟინებული თხოვნით. თათია და ნიკა ხშირად სტუმრობდნენ. შვილის მდომარეობით განადგურებული იყო, თვეში ერთხელ თუ იგებდა მის ხმას, ისიც ცოტახნით. ძალიან უჭირდა გაძლება, ირაკლი, რომ არა ალბათ შეიშლებოდა. დაწოლილები იყვნენ, როდესაც ლოგინის საზურგეს მიეყრდნო, სახეზე ხელები აიფარა და ატირდა. მამაკაცს მაშინვე გამოეღვიძა, ასეთ მდგომარეობაში, რომ დაინახა გული შეეკუმშა, ხელი მოხვია და გულზე მიიხუტა. - ნუ ტირიხარ, გთხოვ დამშვიდდი. - როგორ შეგიძლია, ასე მშიდად ყოფნა, როცა ჩვენი შვილი ასეთ მდგომარეობაშია. იქ, მარტო იმყოფება და იტანჯება. ნუთუ სულ არ გადარდებს. - მხრები აუკანკალდა, გული ნერვიულობისგან აუდ ჩაუდიოდა. - რომ ვიცი როგორ იქნება, იმიტომ ვარ ასე მშვიდად. მე მჯერა, ჩემი შვილის და ვიცი, რომ მყარად იდგმება, რომ იცოდეს მარტო ვერ გაუძლებს და ვინმე სჭირდება გვერდით, ასე შორს მარტო ყოფნას არ მოინდომებდა. მას ჩვენი სისხლი ურევია, როგორ შეიძლება ძლიერი არ იყოს?! - თბილად გაუღიმა. - არ ვიცი.. არ ვიცი..უზომოდ მენატრება. თან ვიცი თორნიკეს და მას შორის რაღაც ხდებოდა. ბიჭი დალასლასებს კი არ დადის, რამდენჯერ იყო აქ მოსული სანამ წავიდოდა, სახეზე ფერი აღარ ედო. ვიცი, რომ ისიც ასეთ მდგომარეობაში იქნება.. - ჩვენი შვილი მისგან ელის ნაბიჯის გადადგმას, გულის სიღრმეში სჯერა, რომ უშველის, მაგრამ ჯერ ამას თვითონვე ვერ ხვდება. თორნიკესნაირი, ძლიერი მამაკაცი სჭირდება გვერდით, ვინც სათანადოდ გაუმაგრებს გვერდს. ის მასზე ძლიერია და დარწმუნებული ვარ იპოვნის და დაეხმარება, ამ ყველაფერის გადატანაში და დავიწყებაში. ასე, რომ დამშვიდდი ვიცი, რომ ჩვენი გოგონა კარგად იქნება! დრო როცა მოვა, არ აქვს მნიშვნელობა როდის აუცილებლად დაგვიბრუნდება ჩემო ფერიავ. - თვალები უციმციმებდა და ბაგეებზე შეეხო. ცოტას ლევანზე და ნინოზეც მოგიყვებით. სავადმყოფიდან გამოდიოდნენ, რომ შესთავაზა სახლში გაყვანა, ნინის კი უარი არ უთქვამს. თბილის, რომ გასცდა მერეღა იკითხა. - სად მიგყავარ ლევან? - იქ, სადაც დიდი ხნის წინ უნდა წავსულიყავით! - ვერ გავიგე.. - გიტაცებ, ძვირფასო გიტაცებ.. - გოგოს პირი ღია დარჩა. - რას შვები?! ხომ არ გაგიჟდი ?! - წიოკს აზრი არ აქვს მაჭავარიანის ქალიშვილო. - ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ ჯერ სწავლას დავამთავრებდი, ყოველ დღე ერთად ვართ.. თან ლიზას ასეთ მდგომარებაშია, ქორწილი არ მინდა.. - მის გახსენებისას, თვალები წყლით აევსო, უზომოდ ენატრებოდა. - მე მთლიანად მჭირდები, მინდა ჩემს გვერდით იყო და არ მენატრებოდე ყოვლ წამს. მინდა ვიცოდე სახლში მოსულს შენ დამხვდები და ჩამეხუტები, შემდეგ კი ბევრს გაკოცებ, ან ერთად შევალთ ჩვენს სახლში. მინდა მიხაროდეს შინ მისვლა ან გელოდებოდი როდის მოხვალ ერთად, რომ დავიძინოთ. უკვე წლებია ვითმენ, დავბერდი კაცი. - სიცილით უთხრა. - რაც შეეხება ლიზას, არც მე მინდა უიმისოდ ქორწილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ გაახარებს ჩვენი ერთად ყოფნა. - მამაჩემი მოგკლავს იცოდე.. - მაგაზე ნუ იდარდებ, მოგვარებულია. პირიქით გაუხარდება, რომ სახლიდან მოგიშორებს. - სიცილით უთხრა. - იდიოტო . - დაეჯღანა და ფანჯრიდან გაიხედა. - ჰო, ჩემო ალქაჯო - მისი ხელი ტუჩებთან მიიტანა და აკოცა. - მიყვარხარ და ნუ ჯიუტობ, ხომ იცი აზრი არ აქვს. ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ მოგინდება, უბრალოდ ერთად ვიქნებით ყველგან. მას შემდეგ აღარაფერი უთქვამთ, სკამის საზურგეზე თავი დადო და თვალები დახუჭა, სალონში გაჯერებული საყვარელი სურნელი ღრმად შეისუნთქა და გაიტრუნა. ჯვარი მთაში, ერთ-ერთ მონასტერში დაიწერეს. მამაო როგორ იპოვა იმ შუაღამისას, გაკვირვებული იყო ნინი, აღელვებულმა და აფორაჯებულმა დაიწერეს ჯვარი და ნიშნობის ბეჭედთან ერთად ოქროს ბეჭედიც მოირგო. ლევანმა კი, მისივე ნაყიდი კალიცო. აი, შემდეგ უკვე, ბევრი იცელქეს. ( ყველაფერს რა მათქმევინებს) ანაბელთან და დამიანესთან, ყველაფერი ცუდათ იყო. ლიზას ამბების შემდეგ, ამას დამატებული მისმა წასვლამ მათი ურთიერთობა დაძაბა, ორივე საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტა. თითქოს ლიზას სახით მნათობი ვარსკვლავი ჩაუქრათ, რომელიც მას ეკავა მათ შორის. ორივე დამწუხრებულები დადიოდნენ და მთლიანად სამუშაოში იყვნენ ჩაფლულები გულის გადასაყოლებლად. ერთმანეთს თითქმის არ ნახულობდნენ, ტკივილმა დააშორა ერთმანეთს, არადა პირიქით უნდა მომხდარიყო, მაგრამ რას გაიგებ. დამიანე უემოცო გახდა, ამას ანაბელის საქციელებიც დაემატა. აზროვნების უნარი აღარ შესწევდა, რობოტივით მოძრაობდა. თავის თავს იდანაშაულებდა, მის გვერდით არ ყოფნაში, როცა ასე ძლიერ სჭირდებოდა. უზომოდ სჭირდებოდა, მასთან ჩახუტება და საუბარი. მიაგნებდა, რომ მოეძებნა, მაგრამ არ უნდოდა მასთან უფრო დაშორება, მის გადაწყვეტილებას პატივს სცემდა. *** თორნიკეს, შეატყობინეს ლიზას ადგილსამყოფელის შესახებ. მხოლოდ ის გაიგო, რომ ამჟამად მონასტერში იმყოფებოდა, ისიც მისმა თანამშრომელმა შეატყობინა, რომელმაც ცოლი წაიყვანა მოსალოცად. მაშინვე მანქანაში ჩაჯდა და გაემართა, გული სიხარულისგან უცემდა, ისე სწრაფად დაატარებდა მალე მივიდა ადგილზე. საღამო იყო უკვე, მის წინ ულამაზესი ტაძარი აღიმართა. მანქანიდან გადავიდა, სიარული უჭირდა ამდენი ხნის შემდეგ შეძლებდა მის ნახვას, მაგრამ მასთან შეხვედრის და ცივი თვალების ეშინოდა. სვლა დაიწყო, პუსაცია აუჩქარდა, თავდახრილი მიიწევდა წინ, გული ჯებირებს გაორმაგებული მოძრაობით ეხეთქებოდა. მონაზონი შეამჩნია და მისკენ გაემართა. - დედაო.. მე.. აქ ერთი ქალი უნდა იყოს, მე მისი ნახვა მსურს.. - მონაზონს არ სურდა ტყუილის თქმა, არადა ლიზამ სთხოვა მის შესახებ არავისთვის ეთქვა. - იცით.. - ორჭოფობდა ქალი, მამაკაცის სახეზე იმხელა ტკივილი იკითხებოდა, ძალიან შეეცოდა. - გთხოვთ.. - გაშეშებული იდგა და ისე ჰქონდა ხელები მომუშტული, დაბუჟებაში გადასდიოდა. ლიზამ ლოცვა, რომ დაასრულა მონასტრიდან გამოვიდა. შორიდანვე შეამჩინა თორნიკე, რომელიც თავდახრილი იდგა, სახეს მაინც არჩევდა, ,,თითქოს ჩამომჭკნარი იყო, ყვავილივით რომელსაც წყალი ესაჭიროებოდა ლიზას სახით’’. გული შეეკუმშა, მაგრამ არ შეეძლო მასთან მისვლა, ჯერ კიდევ არ იყო მზად. ძალა წაერთვა, ჩუმად მივიდა მანქანამდე, რომელიც სხვა შემოსასვლელთან ეყენა, მთლიან კანკალმა აიტანა, ვერ წყნარდებოდა, ცრემლებს ძლივს იკავებდა. შიგნით ჩაჯდა, ხელების კანკალით დაძრა მანქანა და უკან ჩამოიტოვა მონასტერი თორნიკესთან ერთად. - თქვენ ვინ ხართ მისი? - მე.. მე.. მისი ახლობელი ვარ. გთხოვთ.. გთხოვთ.. მითხარით სად არის. - წეღან ტაძარში იყო სალოცავად შესული, გამოსული არ დამინახია, ალბათ იქ იქნება. - ტყუილის თქმა ვერ შესძლო, მამაკაცის თვალებში სიხარულის სხივი გაკრთა. თავდახრილი მიუახლოვდა ტაძარს, პირჯვარი გარდაისახა და შიგნით შევიდა. მოათვალიერა, თვალებით ეძებდა მის სულის მხსნელს, მაგრამ არსად იყო, გარეთ გავიდა და ერთ-ერთ დედაოსთან მივიდა. - აქ, ერთი გოგონა სახელად ლიზა ცხოვრობს, სად არის ხომ არ იცით? - მომლოდინე მზერით შესცქეროდა, დედაომ იცნო სურათიდან. - იცით დაახლოებით თხუთმეტიოდე წუთის წინ წავიდა. - თითქოს ყურები დაუგუბდა, შეტორტმანდა, მუხლები აუკანკალდა, გული შეეკუმშა ტკივილისგან. ,, დამინახა და წავიდა’’, მისი გონება წამდაუწუმ ამას იმეორებდა. თვალები ცრემლებით აევსო, იქვე ჩაიკეცა. - ხომ კარგად ხართ? - შეშინდა დედაო. - კი.. კი.. მე.. კარგად ვარ. - სიტყვების წარმოსთქმა უჭირდა, თითქოს პირი გაუშრა, ყელში დიდი ბურთი ეჩხირებოდა. - ახლავე წყალს მოგიტანთ. - მალე დაბრუნდა უკან წყლის ფინჯნით ხელში და გაუწოდა. - მადლობა. - თავი არ აუწევია ისე უთხრა. - გაუძელით, ღმერთის რწმენა იქონიეთ! ყველაფერი მისი ნებაა, არ გაგწირავთ! გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს.. - უთხრა და გაეცალა. მანქანამდე ძლივს მილასლასდა, ღმერთს ძალა და შემწეობა სთხოვა. თბილისის გზას გაუდგა, არ დანებებოდა, კვლად მოძებნიდა, მის გარეშე სუნთქვაც არ შეეძლო. იმედი მაქვს მოგეწონებათ .. ვინც კითხულობთ არ დაიზაროთ და გამიზიარეთ თქვენი შეხედულება.. გყვარობთ;დ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.