მთვარის მეგობარი (თავი 4)
მიუხედავად იმისა, რომ ეს ბიჭი საშინლად მაღიზიანებდა, არ მომწონდა, რომ ასეთს ვხედავდი. არ მომწონდა კი არა ვგიჟდები ასეთს რომ ვუყურებ. ჩემი პატარა ფეხებით გავრბივარ და წინ ვესვეტები. - რა გჭირს? - ვეუბნები და სახეს ხელებით ვუჭერ. - ახლა მე დავიღალე. - რითი? - ხელები ნელა შემომხვია მხრების გარშემო და ისეთი ძალით მიმიკრო ტანზე, მე მეგონა შემისისხლხორცებდა. - ოღონთ ახლა ჩამეხუტე და სულ შეგეშვები თუ გინდა. - თუ მინდა? - ხო… რასაც გინდა, იმას ვიზამ. - თუ ახლა ჩაგეხუტები, დარჩები? - ჩუმად ვკითხე და ხელები ძლივს გავამოძრავე… ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ხელები ოდნავ შემიშვა. - დარჩენას მთხოვ? - რა გჭირს - ჯერ მე გკითხე. - მერე მე. - ღმერთო, რა ჯიუტი ხარ… არაფერი უბრალოდ საშინელი პერიოდი მაქვს. - რატომ? - ამოიხვნეშა. - არა შენ თუ თქმა და ლაპარაკი არ გინდა არ მითხრა… მართლა, უბრალოდ მეგონა ლაპარაკით ცოტა მაინც მოგეშვებოდა. - მომეშვება. მაგრამ არა ახლა. - ხელები სულ მომაშორა და ახლა უბრალოდ ჯიბეებში ხელებჩაწყობილები ვიდექით ერთმანეთის პირდაპირ. - ახლა რა გინდა? - ჰა?- თითქოს ფიქრებიდან გამოერკვა და თავი ოდნავ გააქნია. - ახლა რა გაგრძნობინებს თავს უკეთესად-მეთქი. - მე… ამ… რაში გაინტერესებს? - რაში შეიძლება მაინტერესებდეს? - ნიკაპზე თითს ვიდებ და დაფიქრების ნისნად მზერას ცას ვუსწორებ. - ნამცხვრის გამოცხობ… - ხო კაი… ახლა… სისულელე რომ გითხრა გააკეთებ? - სისულელეს გააჩნია. - ანუ ყველაფრისგამკეთებელი არ ხარ ახლა? - ყველაფრის გამკეთებელი არც არასდროს ვიქნები… მაგრამ შენ მაინც ცადე. - ხელი ჩამავლო და ჩქარი ნაბიჯით იქვე მყოფ პატარა სკვერში შევედით. ხის სკამზე დამსვა, გვერდით ისე მომიჯდა რომ პირდაპირ სახეში მიყურებდა. - ახლა შენი მოსმენა გამხდის კარგად. - და რაზე ვილაპარაკო? - პირველი რაც მოგივა თავში. - პირველი… - დავფიქრდი და სკვერში მდგარ სასრიალოს გავხედე. - პატარაობაში, სანამ სასრიალოზე დავეშვებოდი, ორივე ხელს ვშლიდი. სულ პატარაობაში ოღონთ. მეგონა თუ ჩქარა დავეშვებოდი, შეიძლებოდა ფრენა მესწავლა. - მერე ისწავლე? - სხეულით ვერა. - გამეცინა. - ერთხელ ასე ვქენი, ხელები გავშალე და ძალიან მაღალი სასრიალოდან დავეშვი. ბოლოს რანაირად არ ვიცი მაგრამ მიწაზე აღმოვჩნდი ალადინის ხალიჩასავით გაფენილი. - მერე? - მერე დედა მომვარდა და მუხლების კოცნა დამიწყო. - ეს რატომ გაგახსენდა? - უბრალოდ… ახლა კიდევ ის გამახსენდა, რომ ასე ვეღარ მოხდება. - რატომ? - ახლა დედიკო ვეღარ მოირბენს, ყოველთვის როცა გამიჭირდება. - მისი კითხვა დავაიგნორე და მთვარეს მიშტერებულმა ლაპარაკი გავაგრძელე.- ვეღარ კი არა, აღარ… იცი, ზოგჯერ მგონია, ჩემები რომ არ მყავდეს ახლა უფერული ვიქნებოდი… თემიკოს, ანანოს და მაგათ ვგულისხმობ… მგონია მართლა გავქრებოდი, ეს ყველაფერი გადამთელავდა. - ახლა კარგად ხარ? - კარგად არ ვარ, მაგრამ… იშვიათად ვგრძნობ, რომ რაღაც მაკლია… რაღაც სხვა. - მაინც? - არ ვიცი… რამე ან ვინმე. ზოგადად ვიცი, რომ ჩემს თავზე მეტად ვერავინ ვერ დამეხმარება ვერასოდეს მაგრამ… ხო ხვდები არა? ვინმე ვისაც აი ასე დაველაპარაკები… თორემ მთვარეც დაიღალა ჩემი მოსმენით. - ღრმად ამოვისუნთქე და თვალები დავხუჭე. - გინდა, ვითომ მე ვარ მთვარე… წარმოიდგინე, რომ მე ვარ, და მითხარი რასაც მას ეტყოდი ახლა. - სიჩუმე. - მირჩევნია დავწერო. - წერ? - დღისით, როცა მთვარე არ არის… ან როცა მისი ნახვა არ შემიძლია. - თავის ტელეფონში “notes” ჩართო და გამომიწოდა. - მთვარეს მიწერე. - თავი ტელეფონში ჩავრგე და წერა დავიწყე. “ ჩემს ძველ მეგობარს. მთვარევ, დაბნეული ვარ. თავგზაარეული. დაკარგული. ფიქრებისა და ფაქტების უღრან ტყეში გაუჩინარებული წითელქუდა ვარ. მადლიერი ვარ, ყველაფრისთვის რაც მაქვს. მადლიერი ვარ იმისითვის, რომ მყავნან ადამიანები, ვინც ყოველ ჯერზე ხელს ჩამკიდებენ, როდესაც გზაზე გადასვლის შემეშინდება. მიხარია, რომ არსებობენ ისინი, ვის გამოც თავს ცუდად არ ვგრძნობ მაშინ, როცა მათ გარეშე ალბათ ისე წვრილ-წვრილ ნაწილებად დავიშლებოდი, ჩემს ნაგლეჯებს ვეღარც კი შეაგროვებდნენ. მაგრამ… ფაქტი, რომ ადამიანი ვარ, თავისას შვება და ჩემი “აღუვსებელი საწყაული”-ც არ ივსება. მე მეტი მინდა. ეს ჩემი უმადურობის ყველაზე დიდი გამოვლინებაა. მინდა ვინმე, ვისაც დავეყრდნობი. ვინც მეტყვის, რომ ჩემთანაა და ჩემზე იზრუნვებს. ეგოისტურად მესაჭიროება ვინმე. დავიღალე და შენც დაგღალე. სიჩუმით დავიღალე. ღიმილით დავიღალე. სიცილითა და კარგად ყოფნით დავიმალე. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემს თავს ვსჯი. თითქოს ჩემს ნამდვილ მეს დიდი ბნელი ოთახის კუთხეში მობუზულს ვსვამ და ასე ვტოვებ. გარშემო უამრავი ადამიანია, რომელსაც მოვუყვებოდი რა მჭირს, მაგრამ მერე იმაზეც ვინერვიულებ, რომ ისინი დავთრგუნე. ვიცი, გულისყურით მომისმენენ. მაგრამ არ მინდა ისინი დავთრგუნო ოდნავ მაინც. ხოდა ჩემს ყველა ემოციას შავ ტომარაში ვტენი და ჩემს ნადვილ მესთან ერთად ოთახის კუთხეში ვჭმუჭნი. ვითომ აქ სულაც არაა. ოთახი ბნელი იმისთვისაა, რომ მე ისინი არ დავინახო, რომ დამავიწყდეს მათი არსებობა. მაგრამ თავს მაინც მახსენებენ. ყოველ დილით, თვალების გახელისას ვხვდები, რომ ოთახში მარტო არ ვარ. იქ სხვაცაა. იქ ისაა, ვისიც ყველაზე მეტად მეშინია. დავიღალე. შენც დაგღალე, მთვარევ. ალბათ, აღარც შენ გინდა ჩემი მოსმენა. ჩემი სისუსტით ალბათ შენც დაიღალე, ისევე როგორც მე. მე კი ვალდებული ვარ ვიყო ცივი, უემოციო და ძლიერი. ასეთიც ვარ როცა შემომხედავ მაგრამ… შენ ხომ მიცნობ? სიყვარულით მე “ - დავამთავრე და ტელეფონი მივეცი. - ახლა არ წაიკითხო რა. - უსიტყვოდ ჩაიდო ტელეფონი ჯიბეში. ცოტა ხანი ადგილზე ცქმუტავდა და ბოლოს გაბედა და მიბრუნდება. - აუ გთხოვ რა… ახლა წავიკითხავ. - მოვიბუზე. - გპირდეპი რეაქცია არ მექნება. - მე იქით დავჯდები. - ავდექი და საქანელაზე ნელა დავჯექი. ფეხებს კენჭებში ვათამაშებდი და თან ცოტათი ვკათაობდი. თავი ჯაჭვს ჩამოვაყრდენი. პირველი შემთხვევაა, როდესაც ვინმეს მთვარის წერილებს ვაკითხებ. საშინლად ვნერვიულობ… არ ვიცი რა დამემართა. უცხო ბიჭს მივეცი ჩემი საკუთრება. ეს უცხო ბიჭი კი, რომელიც ალბათ ერთი საათის წინ ყველაზე უინტერესო და ბანალური იყო ჩემთვის, ახლა ისაა ვისთან ლაპარაკიც მინდა, ვინც მაინტერესებს. მზერას ნელა ვაპარებ მკითხველისკენ, რათა მის სახეზე ასახული ემოცია ამოვიკითხო. გაშტერებული მიყურებს და ჯერ კიდევ ჩართული ტელეფონი ხელში უჭირავს. პირდაპირ თვალებში მიყურებს და მის მუქ ყავისფერ თვალებში ვაწყდები იმას, რასაც ყველაზე ნაკლებად ველოდი. თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ჩქარი ნაბიჯით ჩემსკენ მოიწევს და მეორე ნაბიჯის შემდეგ ეს სიარული ოდნავ ძუნძულში იზრდება. ორივე ხელი ჩამკიდა და ამაყენა. ცოტა ხანს იდგა და ასე უსიტყვოდ მიყურებდა თვალებში. მე კი ვუყურებდი და ვუსმენდი. მის თვალებს ვუსმენდი, რომელიც არც საცოდაობით მიყურებდნენ და არც თანაგრძნობით. არც იმას მეუბნებოდნენ, რომ ძლიერი გოგო ან კარგი მწერალი ვარ. მის თვალებში ცოტა შიშს და კიდევ რაღაც სხვას ვხედავ. - იტყვი რამეს? - გაუბედავი და გატეხილი ხმით ვეუბნები და ძირს ვიყურები დამნაშავე ბავშვივით. ხელის გულებს ლოყებზე მახებს და თავს ასე მიჭერს. გაშეშებული და ტაოდაყრილი სავარაუდოდ დებილივით ვუყურებ მის მუქ ყავისფერ თვალბეს და ყველაფერი მავიწყდება. ყველაფერი ტრიალებს და შემდეგ ქრება. მავიწყდება, რომ ოთახში მარტო არ ვარ. მავიწყდება მათი არსებობა, ვისიც ასე მესინია. ვგრძნობ, რომ სულში რაღაც მევსება. ვგრძნობ რომ შემს შიგნით არსებული სიცარიელე ნელნელა იქოლება. ნელნლე დიდი, ლამაზი ლურჯი ტბა ჩნდება ცარიელ კალაპოტში. თავს დაუფიქრებლად ვწევ წინ და მის ტუჩებს შუბლით ვეხები. ისევ მესმის, როგორ ისუნთქავს ჰაერს ღრმად. მეც ვბაძავ და მის სურნელს ვაკვირდები. საშინლად მეცნობა. მეცნობა და რატომღაც ეს ცნობა მტკივა. - მე ისევ აქ ვარ. ვგრძნობ, რომ არსად არ წავსულვარ. - ჩუმად დამჩურჩულებს. როცა ჩემს ცნობისმოყვარე და კიტხვებით სავსე მზერას აწყდება, ერიმება და მპასუხობს. - ორი კვირის წინ მეგონა გავქრი. როი კვირის წინ… თვალის ყოველ დახუჭვაზე მეგონა ყველაფერი გაქრებოდა და ეს უბრალო გამოცდა აღმოჩნდებოდა, მე კი სხვა სამყაროში ვიქნებოდი. - რატომ? - ტკივილის რეალურობამ შემაშინა. გესმის? ტკივილის შემეშინდა. - ხელებჩამოყრილი ტანზე მთელი ძალით ავეკარი. მისი სურნელით ისევ გავიჟღინთე და მივხვდი… მივხვდი საიდანაც მეცნობა. ცრემლი ჩამომიგორდა და ჩემდა საუბედუროდ პირდაპირ მის ლავიწზე დაეცა. პირი გააღო და სანამ კითხვას დამისვამდა მე თვითონ ვუპასუხე. - ახლა არა. - ამოვიხვნეშე და მოვშორდი. - წავიდეთ? - თავის დაკვრით დავეთანხმე. - გამხიარულდი რა… ასე ნუ იქნები ტხოვ. - მის ბავშვურ ტონზე ჩემდაუნებურად მეღიმება. - ასე ჯობია. - ძალიან დავიღალე. ფეხებს ვეღარ ვადგამ. - ამოვიწუწუნე და ხელებით მუხლებს დავეყრდენი. უცებ ჩემგან მოშორებით ზურგით დამიდგა. - შემომახტი. - რა? - გელოდები. - ფეხი ხარივით მოუსვა მიწას. მის ამ ჟესტზე გამეცინა. - მოვფრინავ! - ვიყვირე და მისკე გავიქეცი. ხელებით დავეყრდენი და მის ზურგზე ფეხებ შემოხვეული გავიმართე წელში. ჩუმად მივდიოდით. ცოტა ხანსი წიგნების პატარა მაღაზიას გავუარეთ და სიჩუმე აკომ დაარღვია. - შენნაირი წიგნები მიყვარს. -ბატონო? - გამეცინა. გამეცინა იმაზე, რომ ცდილობს იყოს რომანტიკული. თავი მის კისერში ჩავრგე და პასუხს დაველოდე. - სათაური და აღწერა გახვედრებს, რომ შენი საყვარელი წიგნი გახდება. ერთსიტყვიანი და მარტივი, მაგრამ ბევრს რომ იტევს ისეთი. კითხვას რომ დაიწყებ, სანამ მეოთხედს მაინც არ წაიკითხავ, არ გიმხელს მთვარ აზრს, სიუჟეტში არ გარკვევს. გაბნევს მაგრამ მაინც იმდენს გასწავლის… როცა შუაში მიხვალ ვეღარ ჩერდები და ხვდები, რომ შენი ცხოვრების საუკეთესო გამოცდილებას იღებ… ერთი განსხვავებაა… - რა? - შენ დასასრული არ გაქვს. - ლაუნჯში ასე ზურგზე შემხტარი შევდივარ. ძალიან ცოტა დაგვხვდნენ. მხოლოდ თემიკო, ნიკუშა, საბა, ანანო, ელენეშკა და მაგათი დაქალი, რომელიც დიდად არ მევასება. შევედით თუ არა სიცილი ამიტყდა გოგოების გამოშტერებულ მზერაზე, მხოლოდ ანანოს ეხატა კმაყოფილება სახეზე. თემიკო ფეხზე წამოხტა. მე აკოსგან ჩამოვხტი. ვაჟბატონმა მაჯაში ხელი წამავლო და საშინლად გაბრაზებული სახე დამანათა. - სრულ ჭკუაზე ხარ? - მიღრიალა. საშინლად შემეშინდა. - თემჩო ხო მშვიდობა გაქვს? - გაკლია გოგო შენ! მე მოვკვდე, კიდე რო დავინახო რო სვამ ამოგაძრობ მაგ გველგესლა ენას! - რა ხდება? - უკვე მეც გავბრაზდი. - რა და… რო ილეშები აქ და რო მიეთრევი მარტო ის! - მარტო არ… - მარტო წახვედი. - ცალი წარბის აწევით მახსენებს, რომ აკოს მერე შევხვდი. ჯანდაბა. შარში ვარ. - ცოცხალი ხო ვარ. - ცოცხალი კი არა დებილი ხარ! - გაბრაზებული მეუბნება და ასეტივე ჯდება. ზედაც არ მიყურებს. ოოო… რა იიცის ხოლმე რა. - უიმეე… რა ისტერიკებში ხარ?! - აკოსთვის რო არ მიეწერა ვერც გავიგებდით სად ეგდე. ტელეფონი სადღა ჯანდაბაში გქონდა? - ჯიბიდან ამოვიღე ხმაგათიშული და გამოტოვებულ ზარების რაოდენობამ მიმახვედრა, რომ ცხოვრებაში ასე უპასუხისმგებლოდ არ მოვქცეულვარ. - კაი ყოფილა მთვრალი მეგობრის დევნა? - გოგო, მე ბიჭი ვარ ბიჭი! თან მე ვერავინ ვერაფერს მიზავს და შენ პატარა გოგო ხარ. ერთი რო დაგარტყან დაიმსხვრევი ალბათ! - უფრო მიბღაოდა. - კაი ხო… ბოდიში რა… - ბოდიში კი არა შენ თუ კიდე რამეს დალევ ვნახავთ. - გაბრაზებული გავიდა გარეთ. - წამოდი! - ესენი? - მე ლენკასთან ვრჩები. ელენეს საბა მიაცილებს. - ჩამომიკარკლა ანანომ. მე საწყალი “მიშველე” თვალებით აკოს გავხედე. - ღირსი ხარ. - ჩუმად თქვა და ჯიბეები ხელებში ჩაიწყო. - ელენე ჩემთან დარჩი რა… - დედაჩემს არ იცნობდე მაინც… - ოო კაი ხო. - თემიკოს საყვარლად შემოვხვიე ხელი. - ჩაო’თ! - ვიყვირე და ზურგიდან ხელი დავუქნიე ყველას. - ნუ მეპათხალიმები. - ისე მითხრა და მომიშორა ზედაც არ შემოუხედავს. აი ეს რო მიბრაზდება ვერ ვიტან. სულ ხო ვჩხუბობთ და ბრაზდება, მაგრამ ეგ არაფერია. მართლა მგონი მეორედ გამიბრაზდა და აშკარად ვხვდები რომ ბოლო იქნება. თავისუფლების მოედანზე ფეხით ჩავდივართ. ჩემზე ოდნავ წინ ჯიბეები ხელებჩაწყობილი მიდის და არც მელოდება. ნერვებს მიშლის უკვე. - დამელოდო იქნებ! - გაბრაზებული ვეჯიჯღუნები. ჩერდება და საშინლად სწერვაშკა სახით მელოდება, როცა გვერდს ვუვლი და ვასწრებ, მხოლოდ მაშინ აგრძელებს გზას. უკვე მოედანზე ვართ. ტაქსი კი არა არც ერთი მანქანა არ ჩანს. რა მიკვირს? პირველი საათია თუ რაღაც. ტელეფონს იღებს და ტაქსის იძახებს. ისევ ჯიბეში აბრუნებს და წმინდა გიორგის მოოქროვილ ქანდაკებას თვალს უსწორებს. ზედაც არ მიყურებს. მე ადგილზე ვცქმუტავ. არ ვიცი რა გავაკეთო, რო შემოვირიგო. - გეყოფა! - ვეღარ ვითმენ და ვეუბნები. გაბრაზებული სახით დამყურებს და თვალებში ვითხულობ, რომ ეცინება, ოდნავი, შეუმჩნეველი ღიმილი ეპარება ტუჩის კუთხეში. - გეთქვა და წამოვიდოდი რომ გაიქეცი… კაი ამის დედა ვატირე გეთქვა მაინც… - ოო… მარტო მინდოდა. - და რო მეტყოდი კი არ გამოგეკიდებოდი. - ვიცი რომ დამნაშავე ვარ. არ ვიცი ასეთ სიტუაციაში რა უნდა ვქნა. თავის გასამართლებელი არგუმენტი ყოველთვის მაქვს, მაგრამ თავს დამნაშავედ რომ ვგრძნობ ბოდიშს ვიხდი და ეგრევე მპატიობენ ხოლმე. - ბოდიში რა… - ეგ უკვე თქვი. - ცივად მეუბნება და ისევ გზას გაჰყურებს. ტაქსი არ ჩანს. - კაი აი გპირდები რო… რა დაგპირდე აღარ გავისეირნებ-მეთქი? - აღარ დალევ. - ბატონო? - ბოლო ხმაზე წამოვიკივლე. - ხო, აღარ დალევ. ისედაც ძაან ცუდია და შენთვის საერტოდ. გოგო ხარ. თან პატარა… თან კიდე ბოდიალა და რავიცი მე რო კიდე არ წამოგივლის. თან ხო გახს… - კაი ხო… გპირდები რო აღარ დავთვრები… - დალევ? - არ დავთვრები-თქო და მეტი რა გინდა? - როგორც იქნა გაიღიმა და დიდი ხნის სიცილი ამოუშვა. - რა მოუსვენარი კატასავით ხარ! - მეუბნება. მე ვბრაზდები, მაგრამ ძლივს შემომირიგდა და ახლა მაგის დროა? მთელი ძალით ვეხუტები, მერე ფეხის წვერებზე ვიწევი და ლოყაზე მაგრად ვკოცნი. - ჩემი საქონელი. - ცინიკურად გამიღიმა და ზუსტად ვიცი რაც იგულისხმა. ხელი ვკარი და მოვშორდი. - არაფრის ღირსი ხარ! - გაბუტული ბავშვივიტ დავდექი. მალე ჩვენ წინ ტაქსი გაჩერდა. თემიკო წინ დაჯდა მე კიდე უკან. “მიხვედი?” - უცხო ნომერი, რომელიც ეგრევე ვიცანი. “ტაქსიში ჩავჯექით ამ წამს.” “დაგირეკავ რა” “არა” “რატო” “თემიკოს თავი არ მაქ. მივალ თუ არა დაგირეკვ” “პირობა არ გატეხო!” მეღიმება. და თემიკოს ცინიკურ მზერას ვიჭერ. - რაო? - რაო და თემიკო რო გოგოზე აკრობილი ცეკვავდა ვინ იყოო? - ამან წარბები აათამაშა და შემეშვა. მალე მივედით. ტაქსი ჩემი სახლის წინ გაჩერდა. მალე ავედი. ჩემმა დამ თითქოს იგრძნო, ეგრევე მომწერა: “დღეს ანკასთან ვრჩებით გოგოები და თუ გინდა მოდი, ტაქსის გამოგიძახებ.” “თუ არ მინდა” “მარტო ხო არ იქნები?” “ვიზამ რამეს” “ანანოს უთხარი და დარჩეს” “შენ როდის მოხვალ?” “ხვალ საღამოს” “ოქაი სისთა”. გახარებული ვაგდებ ტელეფონს ლოგინზე. სასწრაფოდ ვიხდი ამ არაკომფორტულ ჯინსებს, რომელიც საერთოდ არ იწელება. მოკლე მუქ ლურჯ სპორტულ შორტს ვიცვამ, რომელსაც ბოლოებში და წელზე თეთრი ზოლი აქვს. ზემოდან ნაცრისფერ განიერ მაისურს ვიცვამ წარწერით “IDFWU”. თმას ვივარცხნი და მხრებზე ვიყრი. სადღაც ორზე კომფორტულად ვეწყობი და ოთახებს ვაბნელებ. ტელევიზორში ჩემს საყვარელ კინოს ვრთავ, რათა მეათასედ ვუყურო. სანამ დი-ვი-დიში დისკს ვდებ ტელეფონი მიწკრიალდება. მეც საქმიანობას ვწყდები და ტელეფონს ვიღებ. ანანომ მესენჯერი ამიფეთქა. “ახლა მივხვდი ყველაფერს!”; “რა ჯანდაბაა?”; “აკოს აჩუქე ნახატი და მე ერთი თითიც არ დამიხატე!!!”; “უსინდისოებს ეძახიან შენნაირებს”; “აუ ისე რა საყვარელია” “ ანანო რა ჯანდაბა ხდება?” “ რა და იმ დღეს მარეკინებდა რა… ერთი კვირის წინ ხოდა… ეკრეანზე რა ეყენა იცი? ნახატი იყო თვალის. ეგრევე ვუთხარი ზუსტად ასე ხატავს ჩემი დაქალითქო და მერე გამახსენდა, რომ შენ გიცნობს… მეთქი საიდან მარა პროსტა დამთხვევაათქო რა თან ის ნახატი ნანახი ხო არ მაქ და…” “ თვალი?” “ ხო შენი არაა?” “მოიცა” - სასწრაფოდ ვეძებ მათემატიკის რვეულს. ის ნახატი ამოხეულია. როგორ ვერ შევამჩნიე? “ნახატი მომპარა” მივწერე. იმან სიცილები გამომიგზავნა და ეგრევე შემომივიდა აკოს ზარი. - ძაღლი ახსენეო. - ჩემზე ლაპარაკობდი? - კი. - ვისთან? - ანანოსთან. - ნუ ეგ ეგრეა. როცა ორი გოგო ერთ ბიჭს იცნობს და ეს ბიჭი აქედან ერთთან… ურთიერთობას იჭერს… - საშინლად სევდიანი მეჩვენა მისი ხმა. - ხო… - ხო. - მართალი ხარ შენ. - ვიცი. - ისევ სევდიანად. - აკო… რა გჭირს? - ერთ თხოვნას შემისრულებ? გთხოვ. - ხო მშვიდობაა? - კი თუ არა? - კი. - ოღონთ ახლა მნახე და სხვა მართლა არაფერი არ მინდა. - სიჩუმე. - შენს სადარბაზოსთან ვარ. - უპასუხოდ ვუთიშავ. მუხლს კარგად აცდენილ, მაგრამ მაინც გრძელ მუქ ლურჯ ჯინსის ქურთუკს ვიცვამ, ფეხზე თეთრ ნაიკებს. კარს უცებ ვკეტავ და მთელი სიჩქარით ჩავრბივარ კიბეზე. გასვლისთანავე მეცა ცივი ჰაერი. აკო ჩემი სადარბაზოს წინ ჯიბეებში ხელებჩაწყობილი კოტაობდა ქუსლებსა და ფეხის წვერებზე. ძირს იყურებოდა და სიბნელისა და კეპის გამო მის სახეს ვერ ვხედავდი. ნელა მივუახლოვდი და სახე ავაწევინე. თვალები სულ მთლად ჩასწითლებოდა და დასიებოდა. ჩავაშტერდი. თავი უცებ დაიხსნა ჩემი ხელებისგან და იქვე მდგომ ხის სკამზე მოწყვეტით დაჯდა. სახე ხელებში ჩარგო. არაფერი უთქვამს. საერტოდ არ დავბნეულვარ. საერთოდ არ დამიწყია ფიქრი, რა უნდა გამეკეთებინა. ჩუმად მივუჯექი გვერდზე. სახე ძალით ავაწევინე და შემოვაბრუნებინე. ზუსტად ჩემს წინ მქონდა. დარცხვენილი 3 წლის ბავშვივით ძირს იყურებოდა და მზერას ვერ მისწორებდა. ჯერ კეპი მოვხადე და სკამზე დავდე. მერე ცერა თითები დასიებულ ქუთუთოებზე გადავუსვი. - შემომხედე. - ჩუმად ვუთხარი. აკო მაინც არ მიყურებდა. - შემომხედე-მეთქი. - ჩუმად მაგრამ უფრო მკაცრად გავუმეორე. შემომხედა. საშინლად სევდიანი და წითელი თვალები ჰქონდა. ჩემივე ხელებით ჩავირგე მისი სახე კისერში და ორივე ხელით მოვეხვიე. იმანაც ხელები შემომხვია და უფრო კომფორტულად მოთავსდა. ჩუმად ვიჯექით. მხოლოდ მის აჩქარებულ სუნთქვას ვუსმენდი, რომელიც ნელ-ნელა უფრო ჩაწყნარდა. თავი მისთავზე მედო და ხელებს მთელი ძალით ვხვევდი, როგორც ის. მერე თავი სამალავიდან ამოყო და ცხვირით ლოყაზე მომეყრდნო. ისე ამოიხვნეშა, მეგონა მთელი სხეულის დარდი ამოაყოლა. - უკეთესად ხარ? - კი… - ნელა მაკოცა და მომშორდა. მერე კეპი დაიფარა. - ადი შენ. მე წავალ ცოტა ხანში. - სად მიდიხარ? - არ ვიცი… ალბათ ძმაკაცთან დავრჩები. - რამე ხდება? - უბრალოდ სახლში ყოფნა არ მინდა. - სიჩუმე. წამოდგა. თავში უმაგრესმა იდეამ დამარტყა. მეც უცებ წამოვდექი და ჩემსკენ შემოვაბრუნე. - ასე ვერ გაგიშვებ. - ჰა? - შენ ცუდად ხარ. - ასე ვიქნები მთელი ღამე. - ხოდა მთელი ღამე ვერ გაგიშვებ. - ჩემს ნათქვამზე გაეცინა. - რა მაიმუნობ? - წამოდი კინოს ვუყუროთ. - არც მიკიტხავს ხელი დავავლე და ისე წამოვიყვანე, როგორც პატარა ბავშვები მიათრევენ ხოლმე უფროსებს. - ტეხავს გოგო… - ხელი გავუშვი. ღრმად ჩავისუნთქე და წინ პირველკლსელი მოსწავლესავით გაჯგიმული დავუდექი. - ესეიგი… დედაჩემი და მამაჩემი ჩვენთან არ ცხოვრობენ. მე და ჩემი და ვართ მარტო. ახლა ვეჩვევით მარტოობას და მარტო დარჩენა პირველად მიწევს. ანანო არაა სახლში. თემიკოს ვერ მივწერ… და მარტო ვარ რა მოკლედ. - პასუხს არ დავლოდებივარ ისევ დავავლე ხელი და ლიფტში შევიყვანე, რომელიც ჩემს ბედზე პირველ სართულზე იყო. მისი სიცილი მთელი გზა მესმოდა. სახლში შევედით თუ არა ფეხს გავიძრე და იქვე მივყარე. აკო უხერხულად იდგა. - ხელით გატარო ყველგან? მობრძანდით, ბატონო აკაკი. - ხელით დივანისკენ ვანიშნე. - თავისუფლად. - კაი ბატონო. - ხელები გაშალა და დივანზე დაეგდო. - მე თუ შენ ეგ ხასიათი ერთ ღამეში არ გამოგიკეთო, მე ვიყო კუ. - კუ უკვე ხარ. სხვა თქვი რამე. - გამიცინა და ენა გამომიყო. აი უკვე დავიწყე. ******* არც შეფასებებია არაფერი მარა ჯიუტად ვაგრძელებ წერას იმიტორო ორივე პერსონაჟი ძაან მაინტერესებს მე თვითონ:დდ რავიცი ისე ერთ პატარა ლანძღვას მაინც ტუ მომიგდებთ ხოლმე არ იქნება ურიგო. მაინც მადლობა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.