შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პროფესორი მეტიჩარა (1)


7-05-2017, 00:38
ავტორი blue witch
ნანახია 2 932

კინგ კონგისხელა ნაბიჯით მივიწევ წინ, ცაზე შავი ღრუბლები იყრება და თანდათან მერევა შიში, საგულდაგულოდ გაკეთებულ ვარცხნილობას სერიოზული საფრთხე ემუქრება. არა, ოღონდ ახლა არა ღმერთო! მე საცოდავი ათასში ერთხელ თუ მივჩლარტუნებ ქორწილში, ამ ჩემს ოფოფისეულ თმებს დავილაგებ , კაბას ვიყიდი და სწორედ მაშინ მოუნდება ცასა პირის მორღვევა და მიწაზე ჩამოქცევა!
ტელეფონის ზუზუნი ჩამესმის, სწარაფად ვპასუხობ.
-სა გდიხარ? რაიყო ურემზე ზიხარ?-ჩამწიკვინებს სოფიკო.
-ფეხით მოვდივარ ქალო!-ვუყვირი ბოლო ხმაზე და მერე ერთ გამვლელს ვუღრენ:რაიყო ადამიანი არ გინახია, რას მომჩერებიხარ მეთქი.
-დროზე!-ჭყივილით თიშავს, შენღა მაკლდი რა! ისედაც გამიუბედურდა ნერვები, როგორც იქნა დავიყენე თმა წითურ ფერზე, გავისწორე , ადამიანისას დავამსგავსე. მაინცდამაინც დღეს უნდა დამანთხიოს ცრემლები ზეცამ თავზე?!
-ამინდო შარზე ხარ.-ვბურტყუნებ ჩემთვის, ამასობაში წვიმას იწყებს , თანდათან უმატებს და ბოლოს ყველა სიკეთესთან ერთად გრიგალიც იწყება. ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბააააა! სასოწარკვეთილი ჩანთიდან ცელოფნის პარკს ვიღებ, ოღონდა პერაშკიანი არ იყოს რა! არაა,გადავრჩი! სუფთააა! ცელოფანს თავზე ვიფხატებ, იქნებ ოდნავ მაინც იხსნას სალონიდან გამოთრეული დალალები.
თავ-ბედს ვიწყევლი, რა სიკვდილი დამეტაკა, რა მინდოდა იმ ტაქსიდან რო გადმოვხტი? ახია ჩემზე! გზებზე ნიაღვრები მოდის, თავიდან ფეხებამდე ვილუმპები, ასეთი სველი ჩემს ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, ჰოლივუდის ამინდია რა, ერთი სიმპატიური ჯონი დეპიც და ეგ არი, „რამაწიკაა“ სერიოზული, მარა სად არი ჯონი დეპი, ჰოლივუდი და კაი ცხოვრება? მემგონი წარღვნაა და უკვე დროა შემათრიონ კიდობანში როგორც საოცარი, ლეგენდარული ინდივიდი.
ამ თავსხმაში ვერ ვარჩევ სად ვარ, მაგრამ უკვე ახლოს უნდა ვიყო ჩემს კორპუსთან. სავარუდოდ სამი საცოდავი, გაპარტახებული საათი მრჩება იმისთვის, რომ გავშრე, ჩემი შალითაშემოხვეული კაბა გავაშრო, მაკიაჯი გავიკეთო და ქორწილში საგიჟეთიდან გამოვარდნილ გაფხორილ ინდაურს არ ვგავდე. მხოლოდ სამი საათი! გარდა ამისა მანქანებისაც მეშინია, წყლის ფარდაში შემთხვევით ტროტუარზე არ ამოცვივდნენ. ტელეფონი გაუჩერებლად ჟღრიალებს, დედაა, მიხვდი სოფიკო როგორმე, რომ ვერაფრიტ ვერ გიპასუხებ, ეკრანს ვერცკი გავრაჩევ და ბოლობოლო ერტიანდ დაჟიებული, დაბოღმილი, გომბეშოსავით გასიებული, ნერვულ აფექტში ვიმყოფები. ერთი ამინდი დამაჭერინა, გავხევდი ცემაში, გავპუტავდი დასაკლავი ქათამივით.
საბედნიეროდ ნაცნობ მოხაზულობას ვამჩნევ, ცოტაც და ეზოში შევჯლიგინდები, მაგრამ ბედმა ბოლომდე უნდა გამწიროს.
მოსახვევიდან შავი მერანით მოგრიალებს ვიღაც არანორმალური, მილიმეტრებით მცდება კედელზე აკრულს, ყველაზე დიდ გუბეში აჭყაპუნებს და წამნახევარში ისედაც გემრიელად გაბანებულს კიდევ ახალი, ბინძური წყლის ფენა მედება გასაწურ სხეულზე. სადარბაზოში ღვთისგან შერისხული, ჰიტლერისეული იდეებით შეპყრობილი, მათრახ გადაკრული არავბული ცხენივით შევრბივარ, პირმოკუმულს სახეზე წურწურით ჩამომდის გუბის ტალახიანი წყალი.
* * * * * * *
აბაზანიდან გამოვარდნილი საძინებლისკენ მივეშურები, სოფიკო ნაცრისფერ კაბაში ეკვეტება.
-ძლივს!-ხვნეშით იკრავს ელვას.
მუქი წაბლისფერი, ამჟამდ წითლისა და ოქროსფრის ტონებში შეღებილი, ფორთოხლისფერი თმიდან სათითაოდ ვიცლი სარჭებსა და სახვევებს, ზოგი სამაგრი უმოწყალოდ მიჭერს და ზედ ჟღალი ბუწუწები რჩება, მაგაზე დარდის დრო არ მაქვს. სოფოს შავი, სწორი თმა ატლასისებურად აყრია მხრებზე, მისი კაბა საშინლად მოკლეა, სამაგიეროდ მკაცრად დახურულია. იდეალურად გამოიყურება, მე კი საქათმეში სამი თამით დამწყვდეულს ვგავარ.
შავი ფანქრით ლამის თვალები ამოვიჩიჩქნო, ტუჩებს რეკორდულ დროში ვიხატავ, ტონალურის მსუბუქ ფენას ვითხლაპნი, პარალელურად თმის საშრობს ვაგუგუნებ, რომელსაც ხან თმაზე ვიშვერ და ხან საგანგებოდ ამუშავებულ, რადიატორზე გადაფენილ მწვანე კაბა ვუშვერ. რამდენი შიფონის კაბის დავრადნილ, მაგრამ შიგნიდან ნაჭრით გაფორმებულ, გულის ფორმის ჭრილს დავხედავ, იმდენი ზიმბაბვედან გამოვარდნილი დარტყმული მახსენდება, რაღა აკავებდა გენაცვალე, გავეთქერე ბარემ!
-გვინეს ჯუნგლებიდან , თბილისის ქუჩებში მონავარდე აფთარი.-ვილანძღები გაუჩერებლივ.
-ნეტა ვინ იყო.- ინტერესდება სოფო.
-ბრედ პიტი იყო სოფოკლე!-ვუღრენ დაძმარებული.-ვინ უნდა ყოფილიყო, გეუბნები თავში ავარდნილი, მამიკოს ფულებით გაპიპინებულ, ქოჩორაშლილი პრინცი იქნებოდა, კიდევ რეგვენი და ორფეხა ჯორების ასოციციის პრეზიდენტი!
-კარგი სალომე, დამშვიდდი, მოკვდება საწყალი სლოკინით.-ხითხითებს ქალბატონი სრულყოფილება.
-მიდი დაიცავი, აბა შენთვის გადაევლო ტურტლიანი გუბე თავზე ან მაგ სანაქებო კაბაზე.-არისტოტელეს მსგავსად ვფილოსოფოსობ.
სოფოს საჩემოდ არღარ სხელა, მოაკითხა წმინდა რაინდმა , ოთახს მშვილდიდან გასროლილი ისარივით ტოვებს, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის რაკუნით ლაშქრავს მისაღებს, კარს იჯახუნებს და ჩემი ვარაუდით კიბეზე მირბის ფოსტის ცხენივით დაოთხილი.
-არსად დაგვეკარგოს ვატუნია-ბატონია.-ვფრუტუნებ უთოთი შეიარაღებული.
ზურმუხტისფერ მატერერიას რიტმულად ვუსვამ მეტალის ხელსაწყოს, ღია კარში სოფიკოს შეყვარებული ვატო ჩანს.
-უკან დაიხიეთ, დაგაუთოვებთ!-ფედერალური ბიუროს თანამშრომელის ხმით ვაცხადებ.
-უმალ გველთევზას გადავყლაპავ , ვიდრე შენ დაგემორჩილები.-მეკრიჭება ეს მეტრაოთხმოციანი ვირი.
-გამოეტიე თორემ ჩაცმას აპირებს, არაფერია მოულოდნელი, შესაძლოა ეგ სიმპატიური სიფათი უთოთი ამოგიშანთოს.-თავისკენ ექაჩება ჩემი და ინდოელი რაჯასავით გაბდრულ სიცოცხლის აზრს.
-დავიცვათ შეყვარებული „ბრუჰა“ სალომესაგან!-ვკაკანებ აცუნდრუკებული.
* * * * * * * * *
ტანზე მომჯდარი კაბითა და შავი, ხავედრის ღია, მაღალქუსლიანი ლაბუტინის ფეხსაცელებით კიბის ჩავლა მიჭირს, საკუთარ თავს ვახსენებ რისი გამოვლა მომიხდა ამ ბეჭებმოშიშვლებული სამოსის ცასაცმელად. ერტი საათი ვაშრე, მერე სუნთქვაშეკავებული ჩავეჭყუნე შიგნით, ასე, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს.
-სოფი, ძმაკაცის მანქანით ვარ პრობლემა ხო არ იქნება?-დარცხვენიტ წარმოსთქვამს ვატო.
-რა ლენჩი ხარ.-ვუკივი ზედა საფეხურიდან.-რა პრობლემა უნდა იყოს, შეგვჭამს შენი ძმაკაცი? კანიბალია თუ ვამპირი?
-ბებერი ყავივით ნუ დამკივიხარ!-შემომცინის ქვემოდან, ფეხებაბლანდული ლამის ცხვირ-პირს ვილეწავ მეორე სართულამდე მშვიდობიანად ჩათრეული.
-ნელა გოგო, რა დაიფეხვე ყველაფერი.
-ვატოო, გააჩუმე შენი მტრედი.
სადარბაზოს წინ შავი მანქანა დგას, ნაწვიმარზე ოდნავ გრილა კიდეც, მიწაზე ფეხის დადგმა და ჩემი ხვნეშა ერთია.
ეს რა ჯანდაბაა!
რომ მომკლა ამ მანქანას რა დამავიწყებს, თურმე დიდი პრობლემაა ჩემთვის კი არა დედამიწისათვის, ყოველ შემთხვევაში საქართველოს საგზაო სისტემის მომსპობს მანქანაში არ ცავუჯდები, ესაა ის ბოღაზ-ქოიში ამოთხრილი ჩონჩხი და პირველყოფილტა გადმონაშთი ვინც ორიოდე საათის წინ შემილანძღა ვაი-ვაგლახით ნაყიდი კაბა.
-აბა გოგოებს სალამი!-რაიყო ძმაო, ბრიოლინი გისვია თუ ძროხას აალოკინე თმები. გასკდეს მიწა და ტან ჩამიტანოს, ეს ჩემი აბუეტი კლასელია!
-აქ რა გინდა ხეთების ბელადო?
-ვაა სალო რასშვრები?-იღრიჭება ბუზებიანი ხორცის გამსაღებელივით.
-რავიცი ცოტა ხნის წინ თქეშში მოვყევი და კინაღამ ვიღაც კრეტინმა გამთქერა შავი მერსედესით.- ხმალამოღებული ვისვრი თვალებიდან ნაპერწკლებს.
-ააა შენ იყავი? „პაჯარკამანდას“ გავხარ და ვერ გიცანი.-იხუმრა ვითომ!
-გაჩერდი ბიჭო თორემ დაწვა ხალხი სიცილით!-ვიგესლები.
-ჩვენი ბანკეტის მერე ერთი თვე გავიდა, მე და ვატომ თბილისში ავიღეთ ბინა, ჩენც ხო გვინდა სწავლა გოგო.-მიხსნის ცოტა დასერიოზულებული.
-ეგ რა მითხარი, ეხლა ჭკუა გადამეკეტება.
-ჩასხდებით მანქანაში ბოლოსდაბოლოს?-ჭიხვინებს ვატო.
უკანა სავარძელში ვკალატდები, ტან რაინდის ძმაკაც პაპუასზე მეფიქრება, ანუ ბატონ მექალთანე ნიკოლოზზე, იმაზე დებიილი , რომ არის .არა დებილი არაა მაგრამ მაინც დებილი. მანქანაში გაჭიმული თვალს არ მაცილებს, ნეტავ სად ყავს გულშემატკივართა არმია, არ მეგონა ფან-კლუბის გარეშე თუ მოძრაობდა.
-ნინას გავუვლით, მერე პირადპირ რესტორანში.-აცხადებს ვაჟბატონი.
მოცა, ნინა ვინარის, თავზე უნდა დივისვათ? ნიკა სადრაც ჯურღმულებში მიიკვლევს გზას, ისეთი ნიშანია ქორწილი უჩვენოდ დამთავრდება.
* * * * * * *
-ვატო, უკან გადადი რა.-სთხოვს ვატუნიას, ესეც სოფის უსკუპდება გვერდით.
კარს ქერა გოგო აღებს, მისი ერთი მტკაველისხელა წითელი კაბა წინ ლამის ჭიპამდე, ზურგზე კი უკანალამდეა ჩახსნილი.
ვინ ჩემი ფეხებია ეს ჭაკი ცხენი?
-ნიკუუშ!- გაწელილი მიმართვის მერე ტუჩებს აჭამს.
ნიკა მკვეთრად აბრუნებს მერსედესს, გზატკეცილზე რბილად ვეშვებით.
ცოტა მიკია კარს გავაღებ და მერე სალამი ასფალტო. ამ სიუაციას სახიტ ვიფორთხო ის ჯობია:ნინა ვნებამორეული შესცქერის ნიკას, მოღუღუნე მტრედები ერთმანეთს თვალებში შესციცინებენ, უკაცრავად და მემგონი ზედმეტი ვარ.
საძულველი მგზავრობა მთავრდება, ნიკა ნინას კარს უღებს, ეს უკანასკნელიც გვერძე მოქცეული ნაჭრით გადმოდის.
ამ შეყვარებულებზე გული მერევა.
ქეიფი დიდი ხნის დაწყებულია, თუმცა ტაიგულის სროლამდე, პატარძლის ფეხსაცმლით სირბილამდე და თავ-პირის ლეწვამდე ბლომად დროა დარჩენილი. სუფრასთან სამ ღვინის ჭიქას ვცლი, შემდეგ საცეკვაო მოედანზე გავდივარ საძიგძიგოდ.
-გამარჯობა ლამაზო, სახელი?-გატიკნული ტიპი მიახლოვდება.
-გადი სანმ სიფათი ჩაგინგრიე!-ხმის ამოღებას არ მაცდის ახალი გვინეის ტომის ბელადი, პაპუასი ნიკიტო, ხელს მხვევს და ცენტრში მიმათრევს, წიტელი განათების ფონზე მუსიკა ჟღერს :pink ft. nate ruses-just give me a reson
-უშენოდაც ვიზამდი რამეს.-ვეჯიჯღინები.
-ერთი ცეკვა, ბოლოს ბანკეტზე გნახე.-მეხვეწება ეშმაკურად.
-შენი მეწყვილე ვიყავი!
სანამ შევტრიალდები მანამდე მიყოლიებს მოძრაობაში, ვიაზრებ ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს და დამპლურ ღიმილს ვიკრავ სახეზე.
-სად გამოჩხრიკეს ეს სიმღერა?-ვჩურჩულებ გამწარებული.
-უბრალოდ მიზეზი მომეცი.
ხელი მიშეშდება.
-გვისწავლია ინგლისურად ორი სიტყვა.-დავცინი ნიკას. სიცილითვე მაბზრიალებს და უკანასკნელი ნოტიც უკრავს. მოცეკვავეთა რიგს ვარღვევ, სუფთა ჰაერზე ჰოფნა მჭირდება, არ თუ პროფესორი მეტიჩარას შტერობების მოსმენა.
p.sღირს გასაგძელებლად? თუ ვინმე ძველი მკითხველი შემორჩა კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს და ამ ისტორიის დამთავრებას ვპირდები, ახლებს კი მოგესალმებით და ვიმედოვნებ მოგეწონებათ ჩემი შემოქმედება. გამიზიარეთ თქვენი აზრი, მიყვარხააართ!



№1  offline წევრი londoni

Gaagrdzele raa :D

 


№2  offline წევრი blue witch

londoni
Gaagrdzele raa :D
. მიხარია თუ მოგეწონა , ერთი ორი MკითXველი მომემატოს და GავაგრძEლებ
❤️

 


№3  offline წევრი anuki15

აუუ ძაან მომწონს. ეხლა ვიწყებ ყველა თავის კითხვას <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent