შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამღალა ზეცამ


6-03-2017, 00:43
ავტორი ლ უ კ ა
ნანახია 1 633

დამღალა ზეცამ, იმდენს ვფიქრობ, ვოცნებობ იმდენს,
მიწას იმდენად დავაწექი, ღერძიდან მოძვრა,
ჩემს ფაშატ ლექსებს ახლადშობილ კვიცივით მივდევ,
დამჭკნარ ფოთლებზე წავიკითხე თებერვლის ლოცვა.

იმატა თოვამ, ჩემი სულით შევკარი გუნდა,
ჩამადნა ხელში უფლის რწმენა, ციური ზოლი
წარმართი გავხდი და ქალწული ნუშებით უნდა
გავხადო მარტი ჩემი ვნებით აშლილი ცოლი.

ვუყურებ წვიმას, ჩემი ქუჩის მტირალა სახეს,
მე მხოლოდ სუნთქვის შეკავებით ვაჩერებ ღრიალს,
ვჩურჩულებ ჯერარდაბადებულ შვილების სახელს
და ისევ ვიწყებ ნერვიულად ოთახში წრიალს.

წავაწყდი აპრილს, ყვავილებით დამტვერილ ალბომს
ვათვალიერე ხალისები, კოცნები შერწყმა
და გამახსენდა მთვრალი ბაღი, ლოგინი, პალტო
და კიდევ წამი სარკეში რომ ჩახედვის შემრცხვა

დაღამდა თეთრად, მე უძილო თვალებით ვზივარ
და ჩემი ჩრდილი მაგიდაზე ბოთლივით მიდგას,
ჭიქაში ვისხამ საკუთარ თავს, ძალიან ცივა,
ვამბობ ჯერართქმულ სადღეგრძელოს, მოგონილ სიტყვას



№1 სტუმარი Guest Eka

Kargi iyoooo ♥♥♥♥

 


№2  offline მოდერი bla.ell

Gmertooo dzaan momeewona bravoo❤❤❤heart_eyes

 


№3  offline წევრი ლ უ კ ა

Guest Eka
Kargi iyoooo ♥♥♥♥

bla.ell
Gmertooo dzaan momeewona bravoo❤❤❤heart_eyes

გმადლობთ გაიხარეთ ❤❤❤

 


№4  offline წევრი Archive

სანამ მადლობას გადაიხდი ცუდი არ იქნება ავტორიც რომ მიუთითო - გიორგი ზანგური. არ შეიძლება სხვისი შექმნილის მითვისება და ბრავოებზე მადლობის ძახილი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent