შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარწყვის სურნელი (10)


7-05-2017, 19:29
ავტორი ანა ბალზაკი
ნანახია 2 211

- მიყვარხარ ელენე
წამით მოსწყდა ბაგეებს და იქვე დაიჩურჩულა ..
- დაკარგულ დროს არ გაპატიებ
ვეჩუეჩულები და ახლა თვითონ ვწვდები მის ბაგეებს.
- რატომ ხარ ასეთი ჯიუტი, ლამის დავიჯერე რომ არ გიყვარდი.
დაბნეულად ისმევს ხელს თავზე.
- მე რა გითხარი რომ მიყვარხარ ?
ისეთი გაკვირვებული სახე მივიღე ლამის დავიჯერე რომ მართლა არ მიყვარდა, მაგრამ მის სახეს რომ შევხედე ვინანე ჩემი წამოროშილი სიტყვები, თუმცა მაინც არ მინდოდა ასე იოლად გამომემჟღავბებინა ჩემი გრძბობები და ერთი ხელის მოსმით ჩავეგდე ხელში. ცოტა არ ვაწამო აბა?
- არაა, შანსი არა არ გიყვარდე, არ არსებობს ელენე.
ჩემის სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩამაჩერდა.
- ელენე, შემომხედე გთხოვ, მზერას ნუ მარიდებ. თვალებში ჩამხედე და მითხარი რომ მართლა არ გიყვარვარ
- ჯანდაბა! მიყვარხარ მაჭავარიანო მიყვარხარ.
დავიყვირე და პატარა ბავშვივით ჩამოვეკიდე კისერზე.. წამით შეცბა, დაფიქრდა ჩემს სიტყვებზე, შემდეგ გაიზარა და ბუმბულივით ამაფრიალა ჰაერში.. მანამ მატრიალებდა სანამ არ ვუთხარი რომ ასე თუ გააგრძელებდა ცუდად გავხდებოდი.
- ბოდიში ჩემო საყვარელო, უბრალოდ ძალიან ბედნიერი ვარ.
გაბრწყინებული თვალებით შემომცქეროდა და თავზე მეფერებოდა.
- შენ არც კი იცი რამხელა თავსატეხი გაიჩინე ჩემი სახით
კისკისით მოვეხვიე და დერეფნისკენ წავიყვანე.
- ნიკასი არ ვიცი მაგრამ აი მე კი ვიცი რამხელა თავსატეხი გაიჩინა შენი სახით.
- ბატონო გურააამ, თქვენ როდის აჭიკჭიკდით ასე ? ნუთუ უკვე ყველაფერი მოაგვარეთ ჯენისთან.
გავაჯავრე და უფრო მივეკარი ნიკას.
- გურამი არა გუკა ელენე
გამიცინა და ცხვირზე დამკრა ხელი.
- მართლა ჯენი სად არის ელენე, ვერსად ვნახე.
- მგონი საძინებელში, ძალიანაა გადაღლილ და ალბათ დაიძინა.. რას გავიგებდი სად არის ვაჟბატონმა ისე გამაქანა აუდიტორიიდან ვერაფერს მოვკარი თვალი.
ნიკას გადავხედე და ახლა ორ ხმაში ავკისკისკისდით მე და გუკა.
- იცინე წიკლაურის ვაჟო იცინე, და ვნახოთ ჩემსავით რომ გაწამდები მერე როგორ აჭიკჭიკდები.
გუკას თვალი ჩაუკრა, გამიცინა და გზა გავაგრძელეთ მე და ნიკამ. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ გუკას მიუბრუნდა და უთხრა :
- დღეს ჯენი მარტო იქნება ოთახში, შეგიძლია შეხვიდე და დაუფრთხო მარტოობა. ელენე ჩემთან რჩება
- მოიცა რა ?
მოხვეული ხელი გავაშვებინე და გაკვირვბულმა შევხედე
- არ მითხრა რომ არ მენდობი და ჩემი გეშინია
გაბრაზებულმა გადმომხედა და მომღიმარი, რომ დამინახა დაამატა :
- უბრალოდ ჩაგეხუტები.

***
მაღვიძარა მქონდა დაყენებული ამიტომ 2 საათის გასვლის შემდეგ ზარმა გამაღვიძა. წამწამბი ფრთხილად დავაშორე ერთმანეთს. ღმერთო მელანდება? რა კარგი სიზმარია, გუკა და მე ერთ საწოლში.. არრ სიზმრებში მაინც რატომ არ მასვენებს ეს ვაჟბატონი რას გადამეკიდა. რა შანსი არაა მართლაა აქ არის ? ოდნავ შევეხე და ისიც შეიშმუშნა, მანამ მაიმც დავტკბები სანამ გაიღვიძებს.. ჩემს ადგილას დავბრუნდი და სახეზე დავაჩერდი.. ღმერთო, ერთი, მხოლოდ ერთი მაკოცნინა ახლა ამ ყელზე ასე რომ მოუღერებია და ნერწყვებს მაყლაპინებს.. ოოო რა გემრიელად ვუკბეჩდი ახლა ... არა იღვიძებს რაღაც უნდა მოვიმოქმედო, ვერ უნდა მიხვდეს რომ უკვე გავიღვიძე..
- ვაიმეეეეეე
ისე დავიყვირე თითქოს ახლახანს გავიღვიძე, საწოლზე მწოლიარე გუკა მაშინვე დაფეთებული წამოხტა ფეხზე, რომ მივხვდი ხმამაღლა ვყვიროდი ხელი ავიფარე პირზე რომ ჩემი ყვირილი არ გაეგონათ, ზედმეტი პრობლემები არ მჭირდებოდა.
- დამშვიდდი ჯენი, ნუ ყვირი თავი მეტკინა
ყურებზე ხელი აიფარა და ნელ-ნელა ჩემსკენ წამოვიდა, თან მიღიმოდა საფირმო ღიმილით.
- რას ნუ ვყვირი გუკა, აქ რასაკეთებ
წარბებშეკრულმა გადავხედე და უკან გადავდგი ნაბიჯი.
- ვიცი რომ მარტოობის გეშინია, ამიტომ ვიფიქრე ამ ყველაფრის დასაძლევად საუკეთესო პარტნიორი ვიქნებოდი.
წელზე მომკიდა ხელი და ერთი ხელის მოსმით ამიკრა სხეულზე. არაა ასე თუ გაგრძელდა ყველაფერი სახეზე დამეხატება.. მერე რა რომ მსახიობი ვარ.. როგორ დავმალო ახლა შინაგანი ვნება, ო არა რამე უნდა მოვიფიქრო.
- რა იცი რომ მარტოობის მეშინია ? ან საერთოდაც რატომ შეწუხდი ? ეკე დამეხმარებოდა ერთი ღამის გადაგორებაში, მოიცა მარტო რატო ვიქნები ?
ახლა დავფიქრდი მის ნათქვამზე და ინტერესიანი მზერა მივაპყრე.
- ჯენი! ჩემს ნერვებზე რატომ თამაშობ ? გინდა გამოსცადო სანამ გასძლებს ჩემი მოთმინების უნარი? თუ ძალიან გაინტერესებს გეტყვი რომ ერთიანად იფეთქებს და იმ შენს ერეკლეს ხორცის საკეპი მანქანასავით დავამუშავებ.
კბილებში გამოსცრა და ისე ქაგრა ოთახიდან ვითომ საერთოდაც არ ყოფილა.
გულში რაღაც ძალიან ჩამწყდა.. მივხვდი რომ ვაწყენინე, უკვე გული გავუწყალე ერეკლეთი, რა სულელია ნუთუ ვერ ხვდება რომ ვაეჭვიანებ! არა რა ხანდახან რა სულელებუ არიან ეს კაცები. ჩემს ფიქრებზე მე თვითონაც მეცინე უკვე.. თავს ვაქნევ თითქოს ასე თვინის მჭამელ ფიქრებს მოვიშორებ და აბაზანაში შევდივარ მოსამზადებლად, რომ გარეთ გავიდე, სპექტაკლში მონაწილე წევრების სრული შემადგენლობის სია ვნახო, როგორც წესი უკვე მზად უნდა იყოს.
დერეფანს მივუყვები და იქვე მდგომ ლიზას და გუკას ვხედავ, ლიზა მაშინვე ვამორბის ჩემთან და მეხუეტება, გუკა ცოტახანს ყოყმანობს მაგრამ შემდეგ ისიც ადგამს, როგორც იქნა ნაბიჯს... არც ისე გაბრაზებული ჩანს როგორც წინათ, ოთახში, ამიტომ მოვეშვი და ლიაზას მაგრად ჩავეხუტე.
- სად ხართ ქალბატონო ელიზაბეტ? რატომ დამეკარგეთ ეს დღეები ?
ინტერესიან მზერას ვაპყრობ ლიზას თან ჩუმად. და შეუმჩნევლად ვაპარებ გუკასკენ მზერას.. არც კი მიყურებ, ვბრაზდები და ისევ ლიზას ვუწყებ საუბარს, ამ დროს კი ქალბატონი ეკატერინე მოდის ჩვენთან, გვესალმება და გუკას ელაპარაკება, ნახევარი სმენა მათკენ მაქვს ნახევარით კი ლიზას ვუსმენ. ჭორიკანა ქალივით ვიქცევი მაგრამ რა ვქნა მაინტერესებს რაზე საუბრობენ.
- არა დედა ხომ გითხარი მე, მერამდენჯერ უნდა ვისაუბროთ ამ თემაზე, არ მინდა ვინმემ იფიქროს რომ შენი დამსახურებით ვიღებ რაღაც როლებს! მთავარ როლს არ ვითამაშებ!
- ხალხია აზრს ყურადღებას როდის მერე აქცევ ? დარწმუნებული ხარ ? შენი მეწყვილე ხომ ჯენი იქნება, მთავარ როლში, თუ რათქმაუნდა ითამაშებ ამ სპექტაკლში.. იფიქრე ამ გადაწყვეტილებაზე თორემ შენს შემცვლელად ძალიან კარგი ბიჭი გვყავს.. ერეკლე.
სახელს გამოკვეთით ამბობს, დამშვიდობებისას თავს ოდნავ გვიკრავს და მიდის.
დედა? მომესმაა ? არა არ მომესმა. ეკატერინე გუკას დედააა ? ჯანდაბა. მე მთავარ როლს ვასრულებ ? დავიბენი. რახდება ჩემს თავს ? რატომ მიტრიალებს ამდენი შეკითხვა ? რატომ არ ვიცოდი თუ გუკა ეკატერინეს შვილი იყო ? ჩემთან ერთად როლის თამაშზე უარი თქვა ? კი, მაგრამ რატომ ? არაა! ჯანდაბა რა. აუგზაურია ჩემს თავს.
ვერვხვდები.
დაბნეული ვბრუნდები და ოთახისკენ გავრბივარ..
მალევე მეწევა ლიზას შეძახილი მაგრამ თავს ვარიდებ,
ახლა მარტო ყოფნა მჭირდება.


ველი შეფასებებს



№1  offline მოდერი sameone crazy girl

რა პატარა თავია რაა ეს ? მე მიკეთებ აამას?

 


№2  offline წევრი ანა ბალზაკი

sameone crazy girl
რა პატარა თავია რაა ეს ? მე მიკეთებ აამას?

დღეს საღამოს დავდებ დიდ თავს :D <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent