შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარწყვის სურნელი (9)


5-05-2017, 21:42
ავტორი ანა ბალზაკი
ნანახია 2 259

- თქვენ დაიწყებთ. დაამატა და მანიშნა მათთან მივსულიყავი. სანამ მათთან მივაღწიე ლამის გავიშოტე ადგილას. ნერვიულობისაგან ხელები მეყინებოდა..დამეთანხმებით და რთულია ამხელა აუდიტორიის წინაშე დაუმუშავებელი ტექსტით სცენა გაითამაშო, მითუმეტეს რომ ყველაფერი ეს შანსს მაძლევს ლონდონში გატანილ სპექტაკლში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ვითამაშო.. საბოლოო ჯამში გაყინულმა და დაბნეულმა ყველა ცუდი გრძნობა გულის უკიდურეს წერტილში მივაგდე და ყველა ძალა მოვიკრიბე რაც კი თავის უკეთესად წარმოჩენაში დამეხმარებოდა.. ისე ღრმად შევიჭრი როლებში ჩვეულებრივი ჯენი სადღაც ჯანდაბაში მოვისროლე და ემოციებს მივეცი ფართო არეალი. ერთი ამოსუნთქვით ჩავათავე მონოლოლი, მთელი ემოციით ვუყვებოდი ხალხს როგორ მოკლა სორაიამ ღალატისთვის მისი ქმარი, და შემდეგ როგორ ზედ გადაყვა დასაფლავებას, ვგრძნობდი იმ ემოციას რომელის განცდაც მთელი ცხოვრების მიზნად მქონდა დასახული.. მე რა დავამთავრე? შევძელი ? ეს მონოლოგი მე მთლიანად ჩავათავე?.. ლამის გავითიშე ამდენი განცდისაგან, სიხარულის ცრემლი ამიკიაფდა თვალზე , ფეხზე მდგარი ლექტორები რომ ვნახე კმაყოფილი სხეებით მომზირალი.. თავი დავუკარი მადლობის ნიშნად ყველას და ჩემი ადგილისკენ წავედი.. ვუყურებდი გუკას მომღიმარ სახეს და მეც ორმაგად ბედნიერი ვიყავი..
- აბა როგორი იყო ?
ღიმილიანი სახით მივუჯექი გვერდით და მის პასუხს დაველოდე
- არაუშავდა რა..
ჩაიბურდღუნა და დანანებით გადააქნია თავი
- არაუშავდა ? ვნახოთ ერთი შენ რას გააკეთებ..
გავაჯავრე და წინა მაგიდასთან მჯდომ ეკეს გავუღიმე რომელიც მზერას მორიდებით აპარებდა ჩვენი მაგიდისკენ..
- რა კარგი ბიჭია ეკე, ზრდილობიანი, მიზანდასახული , ვუსურვებდი რომ მასთამ ერთად ვითამაშო როლი ამ სპექტაკლში..
ვეუბნებოდი და თან მის რექციებს ვაკვირდებოდი.. როგორ ებერებოდა ყელთან მფეთქავი არტერია თავის შებრუნებისას ლამის მივვარდი და სულ დავუკოცნე ის ადგილი, ყველა წერტილით, უნებლიედ რომ ტუჩზე ვიკბინე და ტკივილი ვიგრძენი ამან მაიძულა სახეზე შემეხედა, ნეტავა არ შემეხედა, წიკლაურის შავი თვალები დემონივით ანათებდა და ნაპერწკლებს მთელი ინერციით ისროდა..
- კარგი ბიჭია ხო, სიმპატიური.. ვერაფერს დაუწუნებ.
კბილებში გამოსცრა და წყლის ბოთლს ხელი ისე მოუჭირა ლამის გახეთქა..
- იმედია დაკავებული არ არის ..
ვიცოდი რომ თითო სიტყვით თითო ნერვს ვაწყვეტდი გუკას მაგრამ არაფრით ვწყვეტდი მის წვალებას.. რა მექნა ეგოისტურად მსიამოვნებდა მისი ეჭვიანობა.
- ასე ჰო ? ანუ გაინტერესებს დაკავებულია თუ არა ? რაიყო მოგეწონა ?
ხელი მაჯაში ჩამავლო თავი მისკენ შემაბრუნებინა
- მე შენი რეაქციები მომწონს
გაუზრებლად ავწიე ხელი ზურგი და იმ მფეთქავ სხეულს ჩამოვასრიალე ასე რომ მაგიჟებდა.. რაა ? ეს მე გავაკეთე? ღმერთო ჩემო ჯენი რა გემართება.. ჩემს შინაგან მეს გულში შევუბღვირე და გაწვდილი ხელი უკან დავაბრუნე.. თუმცა არ გამომპარვია ჩემი შეხებისას მისი ემოცია, კანი რომ დაეხორკლა და თვალები მიენაბა..
- ჯენი ნუ მაგიჟებ
საოცრად შეცვლილი ხმით ჩაილაპარაკა და თავი გვერდით შეაბრუნა..
- რა მოხდა ? რატომ გაგიჟებთ ? წიკლაურის ვაჟბატონზე რამე მოქმედებს ? ვერ დავიჯერებ..
მეტი დრმატიზებისთვის ქვედა ტუჩი დავბრიცე და სივრცეს გავისწორე თვალი
- მოვა დრო ქალბატონო ჯენი, მოვა და სათითაოდ ყველა სიტყვის საფასურს გადაგახდევინებ.
თითი გამაფრთხილებლად დამიქნია და ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა
- მზად ვარ ზარალი ავანაზღაურო
მთელი ქალური სიკეკლუცით გავუღიმე და ელენს მაგიდისკენ წავედი .. ქასთინგმა ჩვენს საუბარში გაიარა, მაგრამ რას შევამჩნევდი წიკლაურის ნერვების განადგურებით როცა ვიყავი დაკავებული..
- ქასთინგი დამთავრებულია, შეგიძლიათ წაბრძანდეთ, მადლობთ.
დეკანი წამოდგა და გასასვლელისკენ წავიდა.
სწრაფად დაიცალა ბავშვებისგან ოთახი, ელენე ნიკასთენ ერთად იყო, გუკას ვერსად მოვკარი თვალი, ამიტომ ოთახში შევედი და მონატრებულ დედიკოს დავურეკე.. თავიდან დამიწყო საშინელი ლანძღვა , ლამის გადმოძვრა ტელეფონში, ქალბატონ ეკატერინეს რომ არ ვესაუბრებოდე იმასაც ვერ გავიგებდი ჩემი შვილი ასობით კილომეტრის მოშორებით, ერთ-ერთ უდიდეს ქალაქში რასაკეთებსო.. ამ ხნის განმავლობაში ხმას არ ვიღებდი ვიცოდი გავაბრაზე და ვუსმენდი მეც, ან სხვა რა გზა მქონდა.. ბოლოს დატკბა, დაიშაქრა, დათბა და როგორც ყოველთვის ისე მელაპარაკა. კარგა ხანს ვლაპარაკობდი დედასთან, შემდეგ კი დაღლილს ჩამეძინა, რეჟიმის მიხედვით თავისუფალი ორი საათი გვქონდა რომელსაც სურვილის სამებრ გამოვიყენებდით, ამიტომ საწოლზე დავებერტყე და იგივე ფორმით დავიძინე.

***
ნიკა.. ნიკა მაჭავარიანი ჩემს ცხოვრებაში სკოლის დამთავრების შემდეგ გამოჩნად, გამოსაშვებ საღამოზე. ერთი შეხედვით არც გამოირჩეოდა იქ მყოფი ახალგაზრდებისაგან, თუმცა ჩემში მაინც განსხვავებულ გრძნოებს აღძრავდა.. მაგიჟებდა
მისი დამატყვევებელი და მრავლის მთქმელი გამოხედვა, თუმცა მაშინებდა ის ფაქტი რომ ჩემი გრძნობა ცალმხრივი იქნებოდა..
არაფრით ვამჟღავნებდი გრძნობებს, ყოველთვის დაზეპირებულივით ველაოარაკებოდი, მეშინოდა რამეს არ მიმხვდარიყო.. დაგეგმილი მქონდა როგორ შევვხვდებოდი, როგორ დაველაპარაკებოდი, როგორც კი პირისპირ ვხედავდი სათქმელი კი არა, თავი მავიწყდებოდა.. არ ვიცი რამ გამოიწვია ჩემიში ამხელა გრძნობა, მაგრამ ფაქტია და უდაოა, რომ რასაც ვგრძნობ ძლიერია.. ძალიან მიჭირდა იმ ფაქტთან შეგუება, რომ სასწავლებლად საცხოვრებლის შეცვლა ოყო საჭირო და მოწყვეტა მეგობრებსა და ოჯახზე.. ამას ისიც ემატებოდა რომ ნიკას საერთოდ ვერ ვნახავდი.. გაჭირვებით გადავედი თბილისში, მოწყენილი და უგუნებო დავდიოდი უნივერსიტეტში, მაგრამ შემდეგ ჯენი გავიცანი და ნელ-ნელა გაადვილდა ყველაფერი ეს. ლონდონის გასტორილს შესახებრ რომ შეგვატყობინეს ლამის გული გამისკდა სიხარულისგან.. დროთა განმავლობაშუ მე და ჯენი უფრო ვახლოვდებოდით და ეს მახარებდა რადგან მისი სახით ერთგული, გვერდში მდგომი და მხიარული მეგობარი შევიძინე.. დააა დააამ . ბრახ ! და ისევ ჩნდება ჩემს ცხოვრებაში გამქრალი მაჭავარიანი, და ისევ აღვიძებს ჩემში კეკლუც ელენეს, ლამის ავყირავდი თვითმფრინავში ამოსული რომ ნავინახე, ელენე გაუზრებლად ჩავაგდე გუკას კლანჭებში, გვერდით რომ მომიჯდა მაშინვე ზოოპარკმა ააღლუმი გამართეს ჩემს მუცელში, ჩვეულებრივად მომესალმა და გულში რაღაც ძალიან ჩამწყდა.. თუმცა ჩასვლის დღიდან მასწავლა როგორ არ უნდა დავმალო გრძნობები! დამპალი.. მთელი ეს დრო ჩემს გრძნობებში დასარწმუნებლად მომცა.. ლამის ჩჭკუიდან რომ გადამიყვანა უიმისობა ეგ არაფერი ..მოვკლააავ არა ნამდვილად მოვკლავ. ხან როგორ ვაეჭვიანებდი და ხან როგორ სულ თვალში ვეჩხირებოდი. ჩემს საქციელზე უბრალოდ ტუჩის კუთხეს ტეხდა და შემდეგ ისე ქრევოდა თითქოს აქ საერთოდაც არ ყოფილა ისე ქრებოდა თვალთახედვის არედან. თითქოს ვეგუებოდი იმას რომ ასე შორიდან უნდა დავმწვარიყავი მისი სჯყვარულით მაგარამ მაინც არ ვაძლევდი თავს ამის დაჯერების საშუალებას . მიუხედავად ყველაფრისა ყველგან ვგრძნობდი გამუდმებით მზერას და ყურადღებას, რაც მახარებდა.. ვხვდებოდი რომ ნიკა იყო, და ბედნიერებისგან ვიბერებდი, ზრუნავდს ვაჟბატონი ჩემზე ! თავისიჭკუით.. შოროდან რომ მდაგავს იმას კი ვერ ხვდება ყეყეჩი!
გამოჩნდება მაშინ როდესაც ელენესთან ერთად ვარ წამით მომხიბლავს მისი მომაჯადოვებელი ღიმილით და ისევ ქრება.. თმცა ერთ ღამეს ყველაფერი შეიცვალა, ქასთინგის დასრულების შემდეგ ხელი ჩამავლო და სასტუმროს აივანზე გამიყვანა.. ვხედავდი რამხელა ფასათ უჯდებოდა თავშეკავება, რომ რაც შეიძლებოდა ნაზი ყოფილიყო.. ვგრძნობდი მის აჩქარებულ სუნთქვას შუბლთან და არანაკლენ დღეში მაგდებდა მეც ეს სიტუაცია.. ლამის საგულედან ამოხტა გული ტუჩებზე რომ მომეფრქვა მისი გახშირებული სუნთქვა, ეს რა ჩემს კოცნას აპირებს ? ღმერთო ახლა უნდა ჩავადნე ხელებში ? ვაიმე მგონი ნატვრა მიარულდება ?!! ოოოო ღმერთო ნუ მეთამაშებიი.. ფიქრებიდან ტუჩებზე რაღაც ფაფუკის და ტკბილის შეხებამ გამომიყვანა, მთელი ჟინით და სინაზის ნაზავით მკოცნიდა, რაც უფრო მიბინდავდა გონებას.. ვიდექი გაყუჩული, მიკრული საყვარელ მამაკაცზე და არაფროთ მინდოდა მოშორება ..
- მიყვარხარ ელენე
წამით მოსწყდა ბაგეებს და იქვე დაიჩურჩულა ..
- დაკარგულ დროს არ გაპატიებ
ვეჩუეჩულები და ახლა თვითონ ვწვდები მის ბაგეებს.


...
ძააააალიან დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის, მადლობა მათ ვინც კითხულობთ და ელეოდებით ახალ თავებს.. ველოდები თქვენს შეფასებებს <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent