შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამოუცნობი ზარი (6)


7-05-2017, 19:50
ავტორი jina
ნანახია 2 127

ნიტა ტაქსში იჯდა და უცნობი ფსიქოლოგის სიტყვებზე ფიქრობდა, ფიქრობდა ყოველივე იმაზე რაც მის ცხოვრებაში მოხდა, გაახსენდა თავის ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთები და ის მიზეზიც თუ რატომ იყო დღეს ასეთი უხეში, უგულო და უგრძნობი, იხსენებდა ყოველ იმ მტანჯველ წამს რაც აქამდე მოსასვლელად გამოიარა ისე, რომ არც მშობლებს და არც მეგობრებს გაუგიათ მისი წუხილი და დარდი.. ცხოვრების ყველაზე მწარე მომენტში შეძლო და მარტო გაუმკლავდა მისთვის უმძიმეს პერიოდს, ყველასგან მარტო... გაიხსენა მტანჯველი წლების შემდეგ როგორ ჩამოყალიბდა პროფესიონალ მკვლელად ამერიკის ერთ–ერთ დაჯგუფებაში, გონებაში ყველა მოკლული ადამიანი გაიხსენა, აბსოლიტურად ყველა მათგანი სტკიოდა სამის გარდა, სწორედ ეს სამი მკვლელობა ჩაიდინა ისე რომ წარბიც არ შეუხრია და პირიქით, ამით მაზოხისტური სიამოვნება მიიღო...
გულის სიღრმეში, თავისი ცივი და გაყინული სახის მიღმა ჩვეულებრივი გოგონა იდგა რომელიც ცდილობდა ყველანაირად ჩვეულებრივად ეცხოვრა, თუმცა სინდისის ქენჯნა და ნამუსი არ აძლევდა სრულად განეხორციელებინა თავის ჩანაფიქრი...
ახლა კი, სრულიად მოულოდნელად შემობრუნდა მისი ცხოვრება, აღარ უნდა ყოფილიყო ასეთი ლაღი, ქარაფშუტა და უდარდელი გოგონა, მისი მდგომარეობა სიდინჯეს და სერიოზულობას მოითხოვდა, არა–კიარ იფიქროთ რომ მას რომელიმე აკლდა, უბრალოდ ბავშვი ყველაზე საპასუხისმგებლო ფაქტია ქალის ცხოვრებაში.. ყველა ფიქრი უკუაგდო და გონება მხოლოდ პატარა არსებას დაუთმო რომელიც მასში ცოცხლობდა. მუცელზე ძალიან ნელა მოისვა ხელი, მერე კი ოდნავ მოუჭირა, თითქოს პატარას იცავდა ცხოვრების უსამართლო კლანჭებისგან...
–მე შენთან ვარ დე.. ყველაფერი კარგად იქნება!
მტკიცედ წარმოთქვა თავისთვის სიტყვები და კმაყოფილმა გახედა გზას...
–მოვედით... ფიქრებიდან ულვაშიანმა ტაქსის მძღოლმა გამოიყვანა..
გოგონამ ფული გადაიხადა და სწრაფად დატოვა ავტომობილი...
მასში აშკარად შეიცვალა გრძნობები, საოცრად კმაყოფილი შევიდა სახლში
–მაა... დეე... მოვედიით... ხმამაღლა დაიძახა
–მოხვედით?! ეკატერინემ გაშტერებულმა შეხედა რადგან მრავლობითში ნათქვამი სიტყვის შინაარსს ვერ მიხვდა, ვინაიდან ქალიშვილი=ს არავინ მოჰყოლია
–მე და ჩემი პატარა მოვედით... სახეგაბადრულმა წამოიძახა და ქალს გადაეხვია, ეს უკანასკნელიც თითქოს შებოჭილი იყო და მთლიანად მოეშვა, ქალიშვილს მოეხვია და სიხარულის ცრემლი გადმოუგორდა
–მადლობა ღმერთს! სიხარულით ბუტბუტებდა
–კაი კატუს ნუ ტირი რა... დაუტია ნიტამ–მიდი მაჭამე რამე შენ დედობას გეფიცები მაგრად მშია... გაეკრიჭა ქალს და სამზარეულოსკენ წაკუსკუსდა
–უი დე მამა სადაა?
–კომპანიაშია სად იქნება...
–აამ კაი გავუვლი მერე...
–გრეგორისთან ერთად რატომ არ მოხვედი? შეპარვით იკითხა ქალმა
–არ გ*იდია გრეგორი დედა? მობეზრებულად უპასუხა
–ნიტა როდის უნდა მოეშვა ასე უხეშად ლაპარაკს... აღშფოთდა ქალი
–ეგეც დაი*იდე ... გაუღიმა ქალს და ლოყაზე აკოცა, შემდეგ კი ვაშლის ჭამა განაგრძო...

***
სააბაზანოში შხაპის ქვეშ იდგა ნიტა და ღიღინით ისნაწილებდა ქაფს მთელს სხეულზე... ებედნიერებოდა საკუთარი თავი და ამით კმაყოფილებისგან ასხივებდა...
ყოველ წუთს მუცელს ეფერებოდა, ვერც კი წარმოიდგენდა თავის თავს ასე გალაღებულს და ბედნიერს, ეს არ იყო მოჩვენებითი, ეს ზუსტად ის იყო რასაც მართლა გრძნობდა...
ონკანი გადაკეტა და სწორედ ამ დროს მოესმა თავისი ოთახიდან ფაჩუნი, მაგრამ არაფერი უეჭვია, იფიქრა რომ დედამისი იყო სჰესული, ამიტომ ჩვეულებრივად განაგრძო თავის საქმიანობა... კაბინიდან გამოვიდა, სარკის წინ შეათვალიერა შიშველი სხეული, ჯერაც ისევ ისეთ ტანზე იყო, წარმოიდგინა თვეების გასვლის შემდეგ როგორ გაებერებოდა მუცელი და სიამოვნებისა და სიხარულისგან ფართოდ გაეღიმა..
სველ სხეულზე პირსახოცი შემოიკრა, რომელიც როგორც მიხვდით გრძელი არ იყო, მხოლოდ საჯდომს უფარავდა, თმა გაშლილი ჰქონდა, წყლის წვეთები სხეულზე ეცემოდა, ფენი აიღო და გამშრალებას აპირებდა როცა მისი მობილური აზუზუნდა, სასწრაფოდ გამორთო იმ წამს ჩართული ტექნიკა და მობილურს დასწვდა, ეკრანზე ის ამოუცნობი ზარი იყო, რომელზეც მაშინვე საიდუმლო ადგილას გარბოდა.. ერთ ხანს დაშტერებული შესცქეროდა ნომერს, ხელი სველ თმაზე ნერვულად გადაისვა და პირველად თავის „სამუშაოს“ მანძილზე გაბედა და უპასუხა
–...... (ნიტას დუმილი)
–როგორც ჩანს საქართველოში კარგად მოეწყე... ყურმილის უკან ნაცნობი ირონია გაჟღერდა
–....(ისევ დუმდა ნიტა, თუმცა გული გამალებით უცემდა, არა იმის გამო რომ მოსაუბრის ეშინოდა, არამედ იმის გამო რომ ახლაღა დაფიქრდა როგორ გამოძვრებოდა წარსულის აჩრდილისგან)
–სად გაქრა შენი სიფიცხე? ისევ კმაყოფილი ირონიით საუბრობდა ყურმილის უკან მოსაუბრე
–ჯეკ! დუმილი დაარღვია გოგონამ, ყელში მძმედ გდაუშვა ნერწყვი და ერთ ამოსუნთქვას ამოატანა მისი სახელი
–ნამდვილად შეცვლილხარ, მაგრამ მიზეზს ვერ ვხვდები... ეჭვნარევად წარმოთქვა
–სალაპარაკო მაქვს! ძველი ნიტა დაბრუნდა და მეტად გაიმკაცრა ხმა
–დიახ ჩემო ძვირფასო ნამდვილად გაქვს... ღვარძლიანი ხმით ჩასძახა ყურმილში
–ხოდა დამელოდე! გაბრაზებულმა ნიტამ ესღა თქვა და ყურმილი გათიშა..
სარკეში ჩაიხედა, მთლად ალეწილი და გაწითლებული იყო, თვალებში აშკარა სიმკაცრე ჩასდგომოდა, ცივი წყალი შეისხა, ცოტა მოეშვა, ღრმად დაიწყო სუნთქვა რომ დამშვიდებულიყო, რამდენიმე წამი დასჭირდა აზრზე მოსასვლელად. მტკიცედ გადაწყვიტა რადაც არ უნდა დასჯდომოდა „სამსახური“ მიეტოვებინა და საქართველოში მშვიდად ეცხოვრა თავის შვილთან ერთად... რაც შეიძლება მალე უნდა მოეგვარებინა ამიტომ იმ დღესვე წასვლა გადაწყვიტა... თმის გამშრალება სულ გადაავიწყდა, ონკანი დაკეტა და ოთახშ გავიდა...

–დეე შენ ხარ? ჩვეული ხმით გასძახა ქალს მაგრამ არავინ დაუხვდა–სად წავიდა ეს ქალი?! გაუკვირდა და თავისთვის ჩაილაპარაკა... კარადასთან მივიდა, ნელა გამოაღო და შიგნით „შეძვრა“... ამინდის გამო გრილად ჩაცმა ამჯობინა, ამიტომ არჩევანი თეთრ ზედასა და შავ–თეთრ მოკლე კაბაზე შეაჩერა.. თანაც სწრაფად ჩაიცვამდა და აეროპორტშიც მალე მივიდოდა და იმედი ჰქონდა რომ ეს მისი უკანასკნელი ვიზიტი იქნებოდა იქ...
კარადის დახურვა და მისი კივილ;ი ერთი იყო... ტანსაცმელი დაუცვივდა და გულზე იტაცა ხელი, აქოშინებული და განრისხებული შეჰყურებდა მის წინ მდგა და ეშმაკურად მომღიმარ გრეგორს
–ჩემი აზრით ესენი საერთოდ არ გჭირდება... ბიუსჰალტერი და ქვედა საცვალი აათამაშა ხელებში რომლეიც წამის წინ დაუცვივდა გოგონას....
ნიტამ სული რომ მოითქვა გამწარებულმა გამოჰგლიჯა ხელიდან ნივთები
–აქ რა გინდა? შეუღრინა მან... თან ტილო უფრო კარგად შემოიკრა (ნეტა როდის იყო ეს გოგო ასეთი მორცხვი)
–რას ჰქვია აქ რა მინდა? ნელნელა უახლოვდებოდა ბიჭი და ხავერდოვანი ხმით ეკითხებოდა
–რა ვერ გაიგე?! შეტევაზე გადავიდა ნიტა და თან უკანუკან იხევდა, ცალი ხელით კი ტილოს ჩაბღაუჭებოლიყო
–რატო იბნევი? არ წყვეტდა გრეგორი კითხვების დასმას და უფრო მეტად უახლოვდებოდა გოგონას რომელსაც სახეზე ალური ასდიოდა და ვერ გაეგო რატომ აფორიაქებდა ეს ბიჭი ასე
–გადი უნდა ჩავიცვა! გვერდით გავლა სცადა, მაგრამ მამაკაცის ძლიერმა ხელმა შეაჩერა და თავისკენ მიზიდა, დამფრთხალი ჩიტივით აფართხალდა ნიტა, ისე რომ ცოტაც და ტილო მთლად გამოუჩენდა მკერდს
–გამირბიხარ? კმაყოფილი ტონით ჩასჩურჩულა მამაკაცმა და ტუჩის კუთხე ჩატეხა
–რააა.. რას... რას აკეთებ? დაიბნა გოგონა როცა ბიჭმა ტილოს მოკიდა ხელი...–გაუშვი! გამოსცრა კბილებში მან
–ვითომ არ მინახიხარ შიშველი... უფრო ფართედ გაეღიმა გრეგორს
–თავი ვინ გგონია? რახან ერთხელ მქონდა შენთან სე*სი გგონია კიდევ მენდომება? მე თუ მკითხავ ტყუილად დავკარგე ის ღამე, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს პი*არასტს..... სიტყვის თქმა აღარ დასცალდა რადგან მამაკაცმა ძლიერად მიახეთქა კედელს, წვა იგრძნო ბეწების არეში მაგრამ მაშნვე ჩაეღვარა ცხელი ლავა მუცელში როცა ზურგის წვასთან ერთად უხეში და ამავე დროს რბილი ტუჩები შეეხნენ... ბიჭმა თავის ხელებს შორის მოაქცია გოგონა და მხოლოდ ტუჩებით ეხებოდა, ეხებოდა კიარა გიჟივით კოცნიდა და ხე ხომ არ იყო ნიტა რომ არ აჰყოლოდა... ძალიანაც ეწინააღმდეგებოდა თავის პრინციპებს მისი საქციელი მაგრამ უჭირდა ამ მომენტში თავის კონტროლი, ჯანდაბაში მოსიროლა ყველა და ყველაფერი, ბიჭს თმაში სწვდა და თავისკენ მოქაჩა ისე რომ გეგონებოდათ მასში ითრევსო... ენა შეუსრიალა ბაგეებში ბიჭმა და გოგონმაც იგივე გაიმეორა, მამაკაცი კბილები ნიტას ქვედა ტუჩს მოედნენ და გოგონამ კვნესა ვერ შეიკავა... გრეგორმა საჯდომზე სტაცა ორივე ხელი და ნიტაც ველურივით შეახტა ზედ, ბიჭი მოატრიალა დ აამჯერად ის მიახეთქა კედელს... ნიტას ოთახიდან ჩუმი გმინვისა და კვნესის ხმები გამოდიოდა მაგრამ ეს მხოლოდ კოცნის შედეგად იყო გამოწვეული... პერანგის ღილებს რომ ეცა ნიტა ზუსტად მაშინ ცივად შეუშვა ხელი გრეგორმა და ძირს დასვა, კარისკენ შებრუნდა და ტანსაცმლის სწორება დაიწყო... გოგონა გაოგნებული და აჩქარებულსუნთქვიანი იდგა... ტუჩებზე თითებს ისვამდა, ვეღარ გრძნობდა მთლად დაბუჟებოდა და დასიებოდა... ტილო უფრო მეტად შემოიკრა და გამწარებული მიაჩერდა ბიჭს
–ეს რაიყო? რატომ გაჩერდი? ჩამწყდარი ხმით ჰკითხა რადგან ჯერაც ვნების კვალი ეტყობოდა
გრეგორი ირონიული ღიმილით შემობრუნდა, ენის წვერი ტუჩებზე გადაისვა და ცალყბად გაიღიმა
–ხომ გითხარი განმეორება არ მჩვევია ჩიტუნა! თვალი ჩაუკრა და კარისკენ შებრუნდა
–გაეთრიე! მკაცრი და ცივი ტონით წარმოთქვა ნიტამ და ბიჭის მალევე გაუინარდა კარს უკან..
სინამდვილეშ გაინტერესებთ ალბათ რატომ გაჩერდა გრეგორი ხომ? მიზეზი მარტივია: მიუხედავად იმისა რომ მთელი არსებით სურდა ეს გოგო, და მისი ქმედებაც (გაჩერება იმ მომენტში) სარისკო იყო (რადგან შესაძლოა იმპოტენტი გამხდარიყო) მაინც არ აკადრებდა ბატონ ერეკლეს მის სახლში მის ქალიშვილთან სე*სს, მითუმეტეს ჯერაც უცხოები იყვნენ ერთმანეთისთვის საქმიან ურთიერთობას თუარ ჩავთვლით.
ნიტა კი დამცირებულად გრძნობდა თავს... ზუსტად ისე გააკეთა გრგორმა როგორც ის უკეთებდა ხშირ შემთხვევებში მამაკაცებს, ფაქტობრივად არასასურველ ქალად აგრზნობინა თავი, ან უფრო უარესი–მსუბუქი ყოფაქცევის ქალად რადგან მხოლოდ ერთხელ გაერთო და დაკმაყოფლდა მისით...
–ჯანდაბა! რას მიკეთებს ეს ბიჭი! თავის თავზე გაჯავრებული იცვამდა ტანსაცმელს...
***
–ბატონო ერეკლე როგორ ბრძანდებით? თავაზიანად მოიკითხა გრეგორმა
–მოდი დაჯექი მანდ ნუ დგახარ შვილო... ძალიან თბილად მიიპატიჟა ერეკლემ ჯერჯერობით „სტუმარი“
–ნიტა მალე ჩამოვა მანამდე კი თქვენთან მსურს საუბარი... დაიწყო ბიჭმა
–გისმენ აბა... მდივნიდან წამოიწია ერეკლე და ბიჭს გაუსწორა მზერა
–მიკიბ–მოკიბვის გარეშე გეტყვით: თქვენი შვილის ხელი მინდა გთხოვოთ... სერიოზული სახით შეხედა ერეკლეს, ეს უკანასკნელი კი თითქოს ამას ელოდაო
–ნამდვილი მამაკაცები ასე იქცევიან! ხელი დაჰკრა სასიმამრომ სასიძოს მზარზე და „ჯიგრულად“ გადაეხვია...
ამ დროს ნიტა და ეკატერინე კიბეზე იდგნენ და ამ სცენას ერთი სიხარულით, მეორე კი ეჭვით შეჰყურებდა..
–ღმერთო რა მაგარია... სიხარულით გამოექანა ქლაი და სასიძოს გადაეხვია–მეგონა ამას არავინ მოიყვანდა ცოლად... გაიხუმრა კატომ და ქმარს მიეკრო
–როგორც ჩანს გამოჩნდა ის ერთადერთი რომელლიც მიხედავს ჩვენს ქალიშვილს და ახლა უკვე შვილიშვილს! სიამაყით დაამატა ერეკლემ და ცოლს ხელები შემოხვია
ნიტა სერიოზული და მკაცრი იმიჯით ჩამოვიდა კიბიდან, მშობლებს არც შეხედა, პირდაპირ გრეგორს მიუბრუნდა
–სალაპარაკო გვაქვს! პასუხს არც დალოდებია ისე გავიდა სახლის უკანა ეზოში
–გაძლებას გისურვებ! ეკატერინემ გაამხნევა და მამაკაცმაც დატოვა სახლი...
ჩველებრივი ნაბიჯებით მიიწევდა ბაღისკენ, იცოდა აქაც რაღაც ელოდა ნიტასგან და ამისთვის მზად იყო უკვე, საფირმო ირონიული ღიმილი აიკრა და ისე დაუდგა ქალბატონს უკან
–აბა რა სურს ჩემს საცოლეს? ნიშნისმოგებით ასწუა წარბი და ჯიბეებში ხელები ჩაიწყო
–რა თამაშს თამაშობ? ისეთი სახით შემოუტრიალდ ნიტა რომ ეგრევე ეწერა რასაც ფიქრობდა („ახლავე თქვი თორემ დაგახრჩობო“)
გრეგორმა თვალები მოჭუტა, დააწვრილა და ირონიულად გაუღიმა გოგონას
–გგონია ეს თამაშია?
–რის მიღწევას ცდილობ? რა გინდა რომ ბედნიერი ოჯახი გვქონდეს?
–რატომაც არა? მხრები აიჩეჩა ბიჭმა და გულუბრყვილო მზეროთ შეხედა რომლის უკანაც ის მზერა იმალებოდა რომლითაც ნიტას ახვედრებდა მომწონს შენს ნერვებზე თამაშიო...
გოგონამ ღრმად ამოისუნთქა
–კარგი შენ ენაზე გეტყვი –(ხელოვნურად გაუღიმა)–ცოლად რატომ მირთავ?
–მე შენ ჭკვიანი მეგონე... ვითომ იმდგაცრუებული სახე მიიღო გრეგორმა
–არ მითხრა რომ შეგიყვარდი... დამცინავ მზერა სტყროცნა გოგონამ და სინამდვილეში მართლა აინტერესებდა ამ კითხვაზე პასუხი, უბრალოდ ვითომ ირონიასა და დაცინვაში გაურია... ამ კითხვას ბიჭის ფართე ღიმილ მოჰყვა, უფრო ჩაცინებას ჰგავდა, ირონულ ჩაცინებას
–ძალიან გინდა არა? გესლიანად ჰკითხა ნიტას
–რა შუაშია? ვითომ დაიბნა გოგონა არადა სირხვილისგან სად წასულიყო აღარ იცოდა
–მომისმინე: ეს ყველაფერი ბავშვისა და შენი სახელის გამო ხდება, დამიჯერე ძალიანაც რომ გინდოდეს ჩვენ შორის არაფერი მოხდება...იგივე ტონით გაიმეორა
–რა სახელის? ამჯერად გაცოფთა ნიტა
–ნუთუ ვერ ხვდები?! (დამცინავად მიუგო) ბო*ად როარ ჩაგთვალოს ხალხმა!
ამის თქმა და ნიტას სილის გარტყმა ერთი იყო,
–ჩემი სახელი ჩემი საქმეა და ვიღაც *ლეს არ აქვს უფლება მას შეეხოს! გამწარებულმა დაუღრიალა და იქაურობა დატოვა...
***

ესეც დაგვიანებული ახალი თავი... ვიცი უნამუსო ვარ და ვერანაირად ვიმართებ თვს.. მხოლოდ ბოდიშს გიხდით<3 იმედია ძალიან არ ხართ ნაწყენები <3



№1  offline წევრი nini sabauri

ნიტა...როგორ შემიყვარდა.ძალიან მინდა წარსულის ჩრდილებისგან განთავისუფლდეს.
გრეგორის უხეშობა არ მომწონს,არ ვაპიტიებ ამდენს:დდ
მეტი და მეტი თავი მინდა,ერთი სული მქვს ხოლმე როდის დადებ, გელოდებიი...<3 heart_eyes

 


№2  offline წევრი jina

nini sabauri
ნიტა...როგორ შემიყვარდა.ძალიან მინდა წარსულის ჩრდილებისგან განთავისუფლდეს.
გრეგორის უხეშობა არ მომწონს,არ ვაპიტიებ ამდენს:დდ
მეტი და მეტი თავი მინდა,ერთი სული მქვს ხოლმე როდის დადებ, გელოდებიი...<3 heart_eyes

vai rogor gamaxare komentariit ... megona yvelam damiviwyda amdem xans rom davagviane ... vecdebi malmale davdo chemo kargo <3

 


№3  offline წევრი პაწუ

მალე დადე რაა ახალი თავიი ! heart_eyes heart_eyes

 


№4  offline წევრი jina

პაწუ
მალე დადე რაა ახალი თავიი ! heart_eyes heart_eyes

vweer da aucileblad iqneba dges :*

 


№5  offline წევრი bobga

როდიის დადებ?

 


№6  offline წევრი niio

აუუუუ ძაან ძაან დააგვიანე რა no_mouth

 


№7  offline წევრი jina

niio
აუუუუ ძაან ძაან დააგვიანე რა no_mouth

ehh dzaan cudi ragaceebi gadamxda bavshvebo.. vecdebi xval davdo... rveulshi dawerili maqvs da vegar movaxerxe kompiutershi gadatana... maqsimalurad vecdebi uaxloes momavalshi davdo <3

 


№8  offline წევრი niio

jina
niio
აუუუუ ძაან ძაან დააგვიანე რა no_mouth

ehh dzaan cudi ragaceebi gadamxda bavshvebo.. vecdebi xval davdo... rveulshi dawerili maqvs da vegar movaxerxe kompiutershi gadatana... maqsimalurad vecdebi uaxloes momavalshi davdo <3


ამ კარგი ეგრე თუა არაუშავს smirk

 


№9 სტუმარი morningstar

მთავარია გააგრძელო, იმიტომ რომ მართლა კარგი ისტორიაა, არაორდინალური, მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს, ეცადე მალე დადო

 


№10 სტუმარი Guest მაყვალა

ცოცხალი ხარ ავტოორ??

 


№11  offline წევრი jina

Guest მაყვალა
ცოცხალი ხარ ავტოორ??

ხვალ იქნება ცხელ-ცხელი თავი... მომიტევეთ და დამელოდეთ <3 heart_eyes heart_eyes

 


№12 სტუმარი Guest Niioo

დღეს რომ არ დადო, აი დღეს რომ არ დადო, გადავირეეეევვვიიიიიი

 


№13 სტუმარი Guest მაყვალა

jina
Guest მაყვალა
ცოცხალი ხარ ავტოორ??

ხვალ იქნება ცხელ-ცხელი თავი... მომიტევეთ და დამელოდეთ <3 heart_eyes heart_eyes

აბა დავდებო ავტოორ???((((((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent