შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცხო ( თავი 20 )


7-05-2017, 19:53
ავტორი მეამბოხე ^^
ნანახია 2 279

გაზაფხული სულ უყვარდა, ზოგჯერ რომ წვიმდა, ზოგჯერ მზე ანათებდა. ყველაფერი იღვიძებდა, ყვაოდა, განსაკუთრებით კი, ტყე ცოცხლდებოდა, მათთან ერთად კი მისი სულიც ცოცხლდებოდა. დროის უმეტეს ნაწილს ჰამაკში ატარებდა, ყვავილების სურნელით ივსებდა ფილტვებს და წიგნებს კითხულობდა. ხშირად თორნიკეზე ფიქრებიც დაატყდებოდა თავს, ,, ალბათ ხელი ჩაიქნია, რომ წამოვედი გაბრაზდა და შეიძლება ცხოვრება განაგრძო სხვასთან ერთად’’, ეს ფიქრები ანადგურებდა მაგრამ, რამის შეცვლა არ შეეძლო, მასთან ერთად ვერ იცხოვრებდა.
ძალიან ენატრებოდა მშობლები, მაგრამ ძალა არ შესწევდა მათი ნახვის. საათობით ლაპარაკობდნენ ტელეფონზე. სტუმრობის თემას, რომ შეეხებოდნენ იმ წამს მოფიქრებული მიზეზით უთიშავდათ.
ხშირად დახეტიალობდა ტყეში, აწყნარებდა ჩიტების ხმა, ბულბულის გალობა. ბევრ ფოტოს უღებდა ყველაფერს, რაც მოეწონებოდა. მდინარესაც მიაგნო, ხშირად მიაკითხავდა და სიწყნარეში წიგნებს კითხულობდა.
ჰამაკში იყო წამოწოლილი, ტელეფონში ხელში ეჭირა და ვერ გადაეწყვიტა დაერეკა თუ არა ანაბელთან. ძალიან უნდოდა მისი ხმის გაგონება, მაგრამ რაღაც ბოჭავდა. არადა ძალიან ეტკინა, ანასტასიამ, რომ უთხრა ერთმანეთს ჩამოსცილდნენ, შენი წასვლისგან გამოწვეული ტკივილი ორივეს ანადგურებსო.
ღრმად ამოისუნთქა და ჩაისუნთქა და დარეკვის ღილაკს თითი დააჭირა. რამდენიმე ზარის გასვლის შემდეგ გაისმა მონატრებული ხმა, მაგრამ უწინდებულად არ იყო, ისეთი ხალისიანი, როგორიც ლიზას უყვარდა.
- ანაბელ.. როგორ ხარ ? - ძლივს მოაბა სათქმელს თავი, ნერვიულობისგან ყელი გაუშრა.
- ლიზაა.. ლიზაა.. შენ ხარ ? ნამდვილად შენ ხარ? - ეტყობოდა, რომ უჭირდა საუბარი.
- კი, მე ვარ.. - თვალის უპეებიდან ცრემლებმა იწყეს ლოყაზე დენა..
- ვუმკვლავდები.. ვცდილობ გავუმკლავდე..
- ძალიან მენატრები, უშენოდ ვერ ვსუნთქავ.. - ტირილისგან გული ჰქონდა ამომჯდარი და სლუკუნებდა.
- მეც მენატრებით ძალიან, მაგრამ ხომ გესმის ჩემი?! მანდ, რომ ვყოფილიყავი შეიძლება გავგიჟებულიყავი, სიცოცხლე დამესრულებინა.. დავბრუნდები, გპირდები აუცილებლად დავბრუნდები! - მტკიცედ და დარწმუნებით ჟღედა მისი სიტყვები, ანაბელსაც იმედის ნაპერწკალი გაუღვივდა. - ძალიან გთხოოვ დამიანეს გვერდით დადექი, ნუ მიატოვებ, შენც ნუ აქცევ ზურგს.. ეხლა შენ სჭირდები ყველაზე ძალიან, თუ ზურგს აქცევ განადგურდება, ხომ იცი როგორ უყვარხარ, ვერ გადაიტანს.. ჩემს გამო უნდა შეძლო! მალე მეც თქვენთან ვიქნები და დავიბრუნებთ, ავინაზღაურებთ იმ დროს რაც დავკარგეთ! - უნდოდა საკუთარი თავიც დაერწმუნებინა, უფრო საკუთარ ,,მე’’ -ს ელაპარაკებოდა, ვიდრე ანაბელს..
- მე.. მე.. ვეცდები, უშენოდ ცარიელი ვარ, თითქოს სულის ნაწილი ამომარიდეს.
- ვიცი, მეც მასე ვარ, მაგრამ ამასაც გავუძლებთ! კარგი, დროებით მიყვარხარ ძალიან! - უთხრა და გაუთიშა. ემოციებით იყო სავსე. საკუთარ თავს შეუძახა, აუცილებლად შეძლებდა, დაბრუნდებულიყო, გაუმჯობესებული ლიზას ახალი ვერსია.
ეზოში, იასამნების ქვეშ, სარწეველა სკამში დაჯდებოდა, ფინჯანი ყავით ხელში და სურნელით ტკბებოდა. გაიხსენებდა განვლილ დროს, როდესაც ბედნიერი იყო, მიზნები ჰქონდა ცხოვრებაში. ენატრებოდა თავისი პროფესია, სისხლიანი ხელები და გადარჩენილი პაციენტები, მათი ახლობლების ბედნიერი სახეები. იცოდა წარსული აღარ დაბრუნდებოდა, წარსულშივე რჩებოდა თითოეული ბედნიერი მომენტი, მაგრამ სწამდა, რომ უკეთესი დღეები ელოდა წინ.
დედაოები ხშირად სტუმრობდნენ, მათთან საუბარი ძალიან უყვარდა, იმდენად თბილები იყვნენ მშვიდდებოდა. თვითონაც ხშირად სტუმრობდა მათ, ეკლესიაში დადიოდა, ლოცულობდა, მაგრამ იქ არ რჩებოდა, ეშინოდა კვლავ თორნიკეს ნახვა. ანასტასიას და ირაკლისაც ესაუბრებოდა, ეკითხებოდა ყველაფერს ბავშვების შესახებ.
ეგონა თორნიკემ დაივიწდა, უნდოდა მოეძებნა, გულის სიღრმეში ელოდა კიდეც. ხშირად წამოსულა დაუკითხავად ცრემლები, მაგრამ მაშინვე მოიცილებდა.
ივნისის მზიანი დღე იდგა, დილიდან დაბორიალობდა ეზოში. ყვავილები მორწყა, მათი ყურება სიამოვნებდა, სულ იფერადებდა. მდინარეზე გასეირნება გადაწყვიტა, მთელი დღე მოსვენება ჰქონდა დაკარგული. გული რაღაცას ეჩურჩულებოდა, ანიშნებდა, მაგრამ ვერ უგებდა რას ეუბნებოდა. ტყეში შევიდა, ჩიტების ჟღურტული ისმოდა. ნაპირზე ჩამოჯდა და წყალში ქვების სროლა დაიწყო. საღამომდე დაჰყო, შემდეგ წამოდგა და სახლში დასაბრუნებელ ბილიკს გაუყვა. ჭიშკართან შავი ჯიპი დახვდა, ეუცნაურა, გული განსაკუთრებით აუჩქროლდა. დღეს ხუთშაბათი იყო მამისთვის არაფერი დაუვალებია, რომ გამოეგზავნა. ჰამაკში მწოლიარე ადამიანი შეამჩნია შორიდან, მისი სურნელი იგრძნო, მაგრამ თითქოს გონება არ უჯერებდა.
- ვინ ხარ ?! - ახლოს მისულმა მაინც იკითხა. მამაკაცი ფეხზე წამოიმართა, თვალები ერთმანეთს შეხვდნენ. ლიზას გული აუჩქარდა, არც ბიჭი იყო კარგ მდგომარეობაში, მასაც ფეხები და ხელები აუკანკალდა. აი, გული კი ჰაერში აკეთებდა სალტოებს.
- ელიზაბეტ.. - იმხელა ტკივილით და სიყვარულით მიმართა, ჟრუანტელმა დაუარა. როგორ მონატრებია მისი დაძახილი საკუთარი სახელი.
- თორნიკე.. - თვალებზე ცრემლები მოადგა, მაგრამ უკუაგდო. თავს სისუსტის უფლება არ მისცა, ცივი სახე მიიღო. - აქ რას აკეთებ?!
- მომენატრე.. უზომოდ მომენატრე..
- მე არა! შეგიძლია დაბრუნდე უკან! - ფეხები არ ემორჩილებოდა, მაგრამ მაინც წინ სახლისკენ მიიწევდა, ისე შევიდა შიგნით მისკენ არ გაუხედია.
თორნიკე კი, გაშეშებული იდგა და მისი სხეული კანკალს აეტანა. მისი თვალებიდან გამყინავი სიცივე მოდიოდა, მაგრამ მზად იყო აეტანა ყველაფერი და დაებრუნებინა საყვარელი ქალი.
ლიზა, თავის ოთახში იყო და ფიქრობდა რა უნდა ექნა, არ უნდოდა აქ ყოფილიყო, გულს არ უსმენდა. სააბაზანოში შევიდა, გამოსაფხიზლებლად სახეზე ცივი წყალი შეისხა. მისაღებში გავიდა იმ იმედით, რომ წასული იქნებოდა, მაგრამ იქ დაუხვდა.
მასთან ძალიან ახლოს მივიდა, უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა, საშინლად აღიზიანებდა. არ უნდოდა ეს ეგრძნო, მაგრამ თავს ვერ აკონტროლებდა. მხარზე ხელი დაადო, სისხლი გაეყინა, მისკენ შებრუნდა, მისი თვალები ყინულივით ცივი იყო, თორნიკემ თავისი არანეკლის დანახვა შეძლო და გააცია.
- ვინ მოგცა შეხების უფლება?! ეხლავე წაეთრიე აქედან!
- მაპატიე, მაგრამ ვერ წავალ! ძლივს მოვახერხე შენი პოვნა, აქედან მხოლოდ ერთად თუ წავალთ! არ აქვს მნიშვნელობა როდის, ეს იქნება ერთ კვირაში, ორ კვირაში თუნდაც ერთ წელში..
- აღარასოდეს შემეხო, თუ აქ დარჩენა გნებავს, უჩინმაჩინი გახდი, ფეხებში არ მომედო! მანქანაში დაიძინე აქ არ დაგინახო!
- მანქანაში არა, ცოდო ვარ - შრეკის კატის თვალებით შეხედა. - წელი მეტკინება, ერთ-ერთ ოთახს დავიკავებ. მაქსიმალურად ვეცდები, არ შეგაწუხო ჩემი არსებობით. თვალი ჩაუკრა და თავისი ბარგით, ლიზას მოპირდაპირე ოთახში შევიდა.
ვახშამი მოიმზადა თავისთვის, საყვარელი ერბო კვერცხი შეიწვა და ტყემალთან ერთად გემრიელად მიირთვა. ამ დროს თორნიკე შევიდა.
- რა საჭირო იყო ასე გასჯა, მე თვითონ მოვამზადებდი. - სიცილით უთხრა.
- ასეც ვიცოდი და იმიტომ არ შევიწუხე ზედმატად თავი! - წამოდგა და სამზარეულო დატოვა.
თორნიკე, აღარ აწუხებდა, მხლოდ ერთხელ ოთახიდან გამოსულეს შეხვდა. ისიც ლიზას არც შეუხედია, ისე აუარა გვერდი და თავის ოთახში შეიკეტა. ტანსაცმლისგან განთავისუფლდა, შხაპი მიიღო, მოწესრიგდა და უკან დაბრუნდა. ჭრილობების დანახვისას კვლავ, უბრუნდება ყველა განცდა. პიჟამოები ჩაიცვა და ლოგინში შეწვა . ბოლოს როდის ეძინა ასე მშვიდად და დაცულად არ ახსოვს. გულის სიღრმეში ხვდებოდა ეს თორნიკეს დამსახურება იყო, მაგრამ თავს არ უტყდებოდა.
დილით როგორც ყოველთვის ადრე გაიღვიძა, მოწესრიგდა, სპორტულები ჩაიცვა. თავისი ოთახი დაალაგა და მისაღებში გავიდა. ამ დროს სახლის კარები გაიღო და წელს ზევით შიშველი თორნიკე შემოვიდა, სხეული სულ ოფლით ჰქონდა დაცვარული. ლიზას ელეთ მელეთი ეცა, ნავარჯიშები სხეულის დანახვისას, ნერწყვებიც ყლაპა.
- დილამშვიდობისა. - თბილად გაუღიმა, მის პასუხს არც დალოდებია, იცოდა პასუხის ღირსაც არ გახდიდა, ამიტომ ოთახში შეიკეტა. აბაზანაში შევიდა და თავი მოიწესრიგა.
ცივად აუარა გვერდი და სამზარეულოში შეიკეტა, თავისთვის ყავის მომზადება დაიწყო. ამ დროს თორნიკეც შევიდა მაცივარი გამოაღო და ცივი წყალი დალია. მოკლე მკლავიანი მაისური და მოკლე ჯინსის შორტი ეცვა. საოცარ ფორმაში იყო, როგორც ყოლელთვის. შემოტკეცილი მაისური, კარგად გამოჰკვეთდა მის მხრებს და დაკუნთულ ხელებს. აკვირდებოდა მის გამოყვანილ, გრძელ თითებს, რომელიც ასე ძალიან უყვარდა. იმ მომენტში სურდა მოჰფერებოდა კიდეც. მაჯებზე ცისფრად გამოკვეთილ ვენებს აუყვა, დაძარღვულ კისერს უყურებდა და სურდა კოცნის კვალი დაეტოვა. თავი გააქნია ფიქრების გასაფანტად, მას შეხედა და აშაკარად მას დასცინოდა. შუბლი შეკრა და ყავის ჩიქას ჩააცქერდა.
- დღეიდან ჩემს ნებისმიერ დავალებას შეასრულებ! მუქთა მჭამელი არ მჭირდება! ეს იქნება ჩუმად ყოფნა, სახლის დალაგება, არ აქვს მნიშვნელობა, რაც მომინდება და როცა მომესურვება!
- ანუ მოსამსახურე მოგინდა?
- ასე გამოდის, - დამცინავად შეხედა. - თუ წინააღმდეგი ხარ, არც ისე მკლავს სურვილი შენი აქ ყოფნის! - მკაცრად მიუგო.
- იმედია ფორმას არ შემიკერავ და არ მაიძულებ ჩავიცვა. - სიცილით უთხრა.
- დავფიქრდები.. კაბა კი მოგიხდება , სხეულიც კი, ქალის გაქვს და ზედ დაგაკვდება. -,, ეს გოგო ირონიის დედოფალია’’, თორნიკემ გაიფიქრა და გაიღიმა.
- როდის შევუდგე საქმეს?
- იმ წუთიდან, როცა რამის სურვილი მექნება! თუმცა კი, სახლის უკან ბლის ხეებია, წითელიც და თეთრიც მომიკრიფე დროზე!
- არის სერ! - ხელი საფეთქელთან მიიტანა, წელში გასწორდა და სახე გაებადრა. მისთვის მთავარი იყო, გვერდით ყოლოდა, ნებისმიერ სურვილს შეუსრულებდა. კაბასაც კი ჩაიცვამდა, ნამდვილად არ მოგეჩვენათ. უთხრა და სამზარეულოდან გავიდა.
ლიზა, კი დარჩა მარტო, თავის ფიქრებთან ერთად. ვერ ხვდებოდა თორნიკე, რის მიღწევას ცდილობდა, მის გვერდით უდარდელი, ძველი ,,მე’’ უბრუნდებოდა. ყავა მოიმზადა და გარეთ გავიდა, სარწეველა სკამზე ჩამოჯდა და გაჰყურებდა მამაკაცს. ხეზე მაუგლივით როგორ დადიოდა, ტუჩის კუთხეში კი, ღიმილი ეპარებოდა. ამ დროს ხმელი ტოტი ჩამოტყდა და რამის ჩამოვარდა. ძალიან შეეშინდა წამოდგიმას აპირებდა, მაგრამ სიამაყემ სძლია და ვითომც არაფერიო, გურგრილად უყურებდა. თორნიკემ მისი რეაქცია დააფიქსირა და ჩაიფხუკუნა.
წამოდგა და შიგნით შევიდა, აწეულ მაჯაზე ჭრილობა შენიშნა, სხეული აუკანკალდა. დიდი ხანია ასე აღარ დამართნია, მაგრამ თავი ვერ გააკონტროლა. მუხლებზე დაეცა, თვალები მაგრად დახუჭა, ცდილობდა კადრები უკუეგდო. ყურებზე ხელები აიფარა, თითქოს ის ხმა კვლავ ჩაესმოდა და ზარავდა. კედელს მიეყრდნო, მუხლები გულმკერდთან მიიბჯინა, ხელები მჭიდროდ შემოხვია და ერთ ადგილას ქანავი დაიწყო. თითოეული ჭრილობა ეწვოდა, თითქოს კვლავ უსვავდნენ დანას. ნელა და მტანჯველად, თან სიცილის ხმა ჩაესმოდა. მეორდებოდა და მეორდებოდა..
სახლის კარები გაიღო და თორნიკე შემოვიდა.
- უფროსო ბრძანება შევასრულე. - მხიარული გამომეტყველებით დაიწყო, მაგრამ კედელთან ჩაკეცილი გოგონა, რომ შენიშნა სახე მოექუფრა მასთან გაჩნდა და ხელები მოჰკიდა მხრებზე, უნდოდა წამოდგომაში დახმარებოდა.
- ელიზაბეტ! - მკაცრად მიმართა. შეხებისას შეცბა, თავი მაღლა ასწია, თვალები საშინლად უელავდა, შიგნით ზიზღის, სიძულვილის ამოკითხვა შეგეძლო.
- გაეთრიე აქედან! მარტო დამტოვე!
- კი, მაგრამ ცუდათ ხარ! მოდი მოგეხმარები წამოდექი.. - ხელები უკანკალებდა მამაკაცს. უნდა შეხებოდა, როდესაც ავთარივით წამოიფაფრა და ფეხზე წამოდგა.
- არ შემეხოთქო უკვე გითხარი! შენი აქ ყოფნა მხდის ცუდათ! წადი გთხოვ, წადი.. მიხედე შენს ცხოვრებას, მე კი, დამივიწყე.. რად გინდა ჩემნაირი ქალი გვერდით?! - ცივი ოფლით დაეცვარა სახე, ტანში ცრიდა.
- სუსტი ქალი ყოფილხარ! არადა მე ძლიერი მეგონე. არ ცდილობ მდგომარებიდან გამოსვლას! არ იბრძვი, თითქოს გსიამოვნებს ასეთ დღეში ყოფნა!
- შენ.. შენ .. არაფერი იცი.. ვერც წარმოიდგენ რა დღეში ვარ.. თითოეული შეხება მახსოვს, გესმის?! ვერ ვივიწყებ, გონებიდან არ ამომდის.. - ტკივილისგან სახე ჰქონდა შეჭმუხნული.
- მომეცი საშუალება დაგეხმარო, გთხოვ იბროძლე ჩემთან ერთად.
- გადი, გთხოვ გადი.. - ვერაფერი უპასუხა.
- რომ არ გავიდე, რას გააკეთებ?! ვერც ვერაფერს, ძალა არ გეყოფა,იმდენად ხარ დასუსტებული და დაპატარავებული..
- ფსიქოლოგი არ მჭირდება, მითუმეტეს შენი სახით! - იმდენად შეიტყუა საუბარში, თითქოს დაავიწყდა ყველაფერი.
- ხოდა მე მოგევლინე, შენი სურვილის საწინააღმდეგოდ ლიზიკუნა. - სიცილით უთხრა, ამ დროს ისე უბრწყინავდა მწვანე თვალები, უფრო გაღიავებული ჰქონდა. ლიზა, კი მათში ჩაიძირა.
- ვგონებ დროა, ბალი მივირთვა. გარეცხავ, სათითაოს გააცლი ყუნწებს, გარეცხავ და ისე მომიტან. ჩემს ოთახში ვიქნები და დაუკითხავად არ შემოხვიდე! - შეუბღვირა და ოთახში შეიკეტა. თორნიკეს კი, მხოლოდ გაეღიმა და საქმეს შეუდგა.
ლიზა, ოთახში შევიდა და ლოგინზე წამოწვა, ჭერს გაუშტერა მზერა. ფიქრობდა მართლა შეეძლო, თორნიკეს მისი დახმარება. გონებას და გულს კამათი ჰქონდათ გაჩაღებული. გულს უნდოდა მისი აქ ყოფნა, აი გონება კი, ფეხების ბაკუნით და დოინჯ შემოყრილი დასჩხაოდა თავზე, რომ უნდა გაეგდო.
ბრძანება, რომ შეასრულა, კარებზე დააკაკუნა ნებართვის მიღების შემდეგ შიგნით შევიდა. ლიზა, საწოლზე წამოჯდა და თასი გამოართვა.
- ყინულის დედოფალო მისია შესრულებულია, კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ? - თვალებ მოჭუტული უყურებდა და თან ეცინებოდა.
- ძალიან კარგი ! ეხლა კი, გაქრი ჩემი თვალთახედვიდან. - წარბი ასწია და გასასვლელისკენ მიუთითა.
წიგნი აიღო და ლოგინზე მოკალათდა, კითხულობდა თან ბალს მიირთმევდა. მის მოკრეფილს და მოტანილს სხვა გემო ჰქონდა. ბოლოს თავის ფიქრებზე, ამდენის ხნის შემდეგ პირველად გაეცინა, უფრო აკისკისდა. ოთახში ვეღარ ისვენებდა, წიგნი გადადო და მისაღებში გავიდა. იქ, რომ არ დაუხვდა, სურვილის ობიექტი, ეზოში გავიდა. მოათვალიერა, მაგრამ არც იქ იყო. გაიფიქრა ალბათ თავის ოთახში იქნებაო და ჰამაკში მოკალათდა. სახეზე ჩრდილი, რომ მოადგა თვალების გახელა ინება და თორნიკე დაუხვდა, რომელიც შვლის ნუკრის თვალებით უყურებდა.
- რა იყო ?! - მობეზრებულად აატრიალა თვალები.
- არაფერი, შევამჩნიე მეძებდი და მოვედი რამე ხომ არ უნდათქო.. - ეშმაკურად უყურებდა.
- აჰ, ხო გეძებდი, რაღაც უნდა დაგავალო. ტყეში შებრძანდი და დიდი პარკით ყველა ზომის და ყველანაირი გირჩი მოაგროვე. მალე დაბრუნდი უკან, რომ საუზმეც მოსამზადებელი გაქვს.
- ჰაა?! - გაკვირვებისგან თვალები ჭყიტა. - რათ გინდა? კარგი რაა.. - აბუზღუნდა, დოინჯის შემოარტყმა და ქუსლების ბაკუნიღა აკლდა. ღიმილს ძლივს იკავებდა ლიზა, მის გამომეტყველებაზე.
- ხელ მეორედ არ გამამეორებინო, რომ არ მჭირდებოდეს არ დაგავალებდი!
- კარგი ჰო.. - ენა გამოუყო და სახლში შევიდა. სახლში შესული, რომ დაიგულა საკუთარი იდეით აღფრთოვანებულმა, მამალივით გაიბღინძა. ,, ისე ვაწვალებ, საკუთარი ფეხით გაიქცევა თბილიში’’ , გაიფიქრა და ბოროტულად ჩაიცინა. გამოსვლას აპირებდა, რომ მიაძახა.
- ჩემს ოთახში, ბლის ჯამი დამრჩა და ჯერ გამომიტანე და მერე წადი. - გაბრაზებულმა შეხედა, მაგრამ არაფერი უთქვამს, შეტრიალდა და მიუტანა.
- კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ?!
- კი, შენს წასვლას!
- ოო, ეგ არ შესრულდება. - თვალი ჩაუკრა და ღიღინ ღიღინით წავიდა ტკისკენ. მან კი მუცელზე დაიდო თასი და ჭამას შეუდგა.
ერთ საათში დაბრუნდა, გავსებული პარკით მასთან მივიდა.
- აი, მოვიტანე ყველა ზომისაა. - დაღლილმა, სახე დაცვარულმა ამოილაპარაკა.
- ოუ, ვერ გაგაგებინე, რომ გადავიფიქრე, აღარ მჭირდება, შეგიძლია სანაგვეში ჩააგდო.. - უდარდელად ამოილაპარაკა, ვითომც არაფერიო. აი, თორნიკე წარმოგიდგენიათ, როგორ მდგომარეობაში იყო?! - კისერზე ძარღვები დაებერა, მუშტები შეკრა, თვალებიდან ნაპერწკლები სცვიოდა, მაგრამ თავი მოთოკა, დამშვიდდა, იცოდა მის გაბრაზებას ცდილობდა და უდარდელად ამოილაპარაკა, ნუ სცადა მაინც.
- კაი, როგორც გინდა.. წავალ საუზმეს მოვამზდებ, რას ინებებ? - დაფიქრდა უნდოდა, ძნელი დაევალებინა რამე.
- რას ? - მისი გრძელი, ლამაზი თითები ნიკაპთან მიიტანა, თვალები მოჭუტა, რამდენიმე წამს კიდევ იფიქრა, შემდეგ კი, წამოიძახა. - ხილის ტორტი მინდა, ეზოში თითქმის ყველა სახეობის ხილია, მარწყვიც არის მაცივარში. აბა შენ იცი, ორმოცი წუთი გაქვს დრო, არც მეტი და არც ნაკლები! - ცინიზმით გაჟღენთილი ხმით ამოილაპარაკა.
- კარგი.. - ზურგი აქცია და შიგნით შევიდა. - ცოტახანი იწვა, შემდეგ გულმა არ მოუთმინა და სამზარეულოსკენ აიღო გეზი. პირი ღია დარჩა, რომ დაინახა მოხერხებულად და დახელოვნებული გამოცდილი მზარეულივით მოძრაობდა, ინგრიდიენტებს ამზადებდა. ყველაფერი ერთად ტორტის სპეციალურ ქვაბში მოათავსა და გაზქურაში შედო გამოსაცხობად.
- მალე იქნება ქალბატონო ექიმო! კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ?! - ექიმის დაძახებისას გაახსენდა წარსული და სახე მოექუფრა.
- კი ! ცივი ყავა ნაყინით! გარეთ ვიქნები და იქ გამომიტანე, დროულად! - უხეშად მიუგო და გარეთ გავიდა. - თორნიკეს არაფერი აღარ უთხრა, ძალით გამოჰკვეთა ,, ექიმო’’, რომ გაეხსენებინა, თავისი პროფესია. მალე მოუმზადა და გარეთ გაუტანა.
- ფუფ, ეს რა არის?! მწარეა, ენა ჩაყე? - დაიჯღანა და ჭიქა ამოაყირავა, სითხე დაბლა დაღვარა.
- წადი და თავიდან გააკეთე. - ტკბილი უნდა იყოს, თორემ თავიდან მოგიწევს გამზადება! - ბიჭმა ღრმად ამოისუნთქა და სახლში შევიდა.
წამიერად გაეფიქრა მასზე და თორნიკეს მომავალზე, მაშინვე ის კადრები წარუდგა თვალწინ, რომ წარმოიდგინა თორნიკესთან ერთად ცხოვრებას, მაშინვე ბინძური ხელების შეხება იგრძნო. კადრები გაცოცხლდა, სადაც იხედებოდა ყველგან გამტაცებლების სახეებს ხედავდა. გულის რევის შეგრძნება ეუფლებოდა. ვერ იქნებოდა მასთან ერთად, ვერ აიტანდა მის შეხებას, ყოველთვის იმ მომენტებს გაიხსენებდა, რომლის დავიწყებასაც ასე ცდილობს. ჰამაკიდან ძლივს წამოსწია დამძიმებული ტანი და ტყეს შეაფარა თავი. გარბოდა და ეგონა ისინი მიჰყვებოდნენ თან. თვალწინ ედგა ყველა კოცნა, შეხება, ტანსაცმლის შემოხევა, დანის დასმა. თავი გააქნია, აზრების, ფიქრების გასაფანტად. მდინარესთან მივიდა, მუხლებზე დაეცა, ხმამაღლა აქვითინდა. გულზე ხელს იჭერდა, ტკივილის გასაყუჩებლად.
თორნიკეს ხმა ისმოდა შორიდან, გონს მოეგო, ყურებზე ხელი აიფარა, იმ წუთებში მისი ხმაც სძულდა. იცოდა ის არაფერ შუაში იყო, მაგრამ ყველა მამაკაცის მიმართ ზიზღს გრძნობდა. ფეხზე წამოდგა, სახლისკენ ლასლასით მიდიოდა, ძლივს მიჰქონდა სხეული. გზაში თორნიკეს შეხვდა, მის მზერას წააწყდა, სახე შეშლილი ჰქონდა, მხრები უკანკალებდა, თვალების ირისები ჩაწითლებული ჰქონდა, მკერდი აუდ ჩაუდიოდა, ღრმად სუნთქადა.
- მადლობა ღმერთს, არ გამწირა! რომ მიდიოდი არ უნდა გეთქვა?! - მისი ხმა ექოდ გავრცელდა ტყეში, ფრინველების ფრთების შრიალიც შეერწყა. - რა არ ვიფიქრე.. - მასთან მივიდა და მხრებზე ჩააფრინდა.
- რა სცენებს მიწყობ?! ან რა უფლებით?!
- რა უფლებით?! რა უფლებით ხომ?! - შეაჯანჯღარა.
- დიახ! აქამდეც კარგად ვცხოვრობდი მარტო, არავის დახმარება და ძიძობა არ დამჭირვებია!
- შენი აქ ყოფნით კი სულს მიხუთავ.. წადი, გესმის წადი! - ისიც ყვიროდა და თვალებიდან ცრემლები სდიოდა.
- არსად არ წავალ! ბოლომდე ვიბრძოლებ შენთვის! ჩემი ლიზას დაბრუნებისთვის, რომელიც ასე უღმერთოდ მიყვარს! - მას არაფერი უთქვამს, გვერდი აუარა და სახლში წალასლასდა. თორნიკემ ხეს დაუშინა ხელები, სისხლი სდიოდა, მაგრამ ტკივილს ვერ გრძნობდა. აი, გული კი გახეთქვას ჰქონდა, ბოლოს დამშვიდდა და ისიც მას მიჰყვა.
ლიზა, სკამზე ჩამოჯდა და ემოციისგან დაცლა სურდა.
- არა, ნამდვილად ჩემს უფლებებს არღვევთ, მე თქვენ მორჩილება გამოგიცხადეთ, თქვენ კი მონასავით მექცევით, არადა აკრძალულია კანონით. - თვალები უჟუჟუნებდა. - ტორტი გამოგიცხე, ვიწვალე, თქვენ კი, არც კი გაგისინჯავთ. ცივი ყავა მოგიმზადეთ და აქ არ დამხვდით. - ნუკრის თვალებით შეხედა. ხელებს უკან მალავდა, რომ არ შეემჩნია.
- რას წარმოვიდგენდი, თორნიკე ნაროზაული, თუ მსახურად დამიდგებოდა. -მის სახეზე აკისკისდა, თორნიკეს კი, სითბო ჩაეღვარა სხეულში. რაც ჩამოვიდა, პირველად დაინახა გაცინებული.
- მართლა უნდა დავფიქრდე, კარგი იქნება მორჩილი მოსამსახურის ყოლა, რა თქმა უნდა თუ შეძლებ! - მისდა უნებურად, როგორც სჩვევია პრესზე ხელი მიჰკრა, თორნიკემ ხელები მიიდო მუცელზე. ლიზამ სისხლიანი ხელები, რომ დაუნახა შეცბა. მან კი, უცბად წაიღო უკან.
- რა.. რა გჭირს ხელებზე? - თვალები წყლით აევსო, ესიამოვნა მამაკაცს მისგან მზრუნველობა.
- არაფერი ისეთი, წავალ მოვიბან..
- არაფერი?! ხეიბარი მოსამსახურე არ მჭირდება! - მაინც წაკბინა, მაჯაში ხელი მოჰკიდა და სახლში შეიყვანა. სპირტით გაუწმინდა ხელები, მაზი წაუსვა და გადაუხვია.
- ეხლა კი, წავიდეთ შენი ნახელავი გავსინჯოთ. - ღიმილით უთხრა. თავისთვის , მასაც მოუჭრა და თეფში წინ დაუდო, წვენიც ჩამოასხა. სუნთქვა შეკრული უყურებდა, მისი რეაქცია აინტერესებდა მოეწონებოდა თუ არა. ლიზა კი, ამით სარგებლობდა, დინჯად აკეთებდა ყველაფერს. სახეზე არაფერი ეტყობოდა მოსწონდა თუ არა.
- მდაჰ, ამოისუნთქე არ გაიგუდო. - ირონიით გაჟღენთილი ხმით უთხრა და თვალი ჩაუკრა. - უკეთესიც შეიძლებოდა. - არადა ძალიან მოეწონა.
- შემდეგისთვის უკეთესი იქნება. - თვალი ჩაუკრა, თვითონ აალაგა თეფშები, ონკანი მოუშვა დარეცხვას აპირებდა, როცა ლიზამ შეაჩერა.
- სულელი ხარ ?! რას აკეთებ! როგორ შეიძლება შენი ხელების დასველება, ტყუილად ვიწვალე?! - ვითომ არ აინტერესბდა რა დაემართებოდა.
- ოჰ , მაპატიე. - გვერდზე გადგა და აცადა დარეცხვა, შემშრალებით თვითონ შეამშრალა.
ოთახში შევიდა, ბევრჯერ დაუკაკუნა თორნიკემ , მაგრამ ხმის გაცემა არ ინება. ღამე წყლის წყურვილმა შეაწუხა, ბრეტელებიანი მაიკაზე ჟაკეტი მოიცვა, გრძელი ყვავილებიანი პიჟამას ამარა, ფეხშიშველა გატანტალდა გარეთ და სამზარეულოში შევიდა. ამ დროს მამაკაცს შეასკდა, სახე ეტკინა, თითქოს ბეტონით ჰქონდა ამოშენებული გულ მკერდი, შეეშინდა და წამოიკივლა.
-მე ვარ რა გაწიოკებს.. - შუქები აანთო და მისკენ იწევდა, ის კიდე უკან მიდოდა, კედელს მიეკრო. - ნუღარ ხვანცალებ, კედლის განგრევას ვერ მოახერხებ.
- აქ რა ჯანდაბას აკეთებ?! - მისი სურნელი სახეზე ეფრქვეოდა, ალკოფოლის და შხაპის გელის სურნელი ირეოდა ერთმანეთში, მას კი აბრუებდა.
- სამზარეულოში ნორმალური ადამიანი, რას აკეთებს ქალბატონო ექიმო?! - მის სიახლოვეს ვერ უძლებდა, არადა უნდა შეშინებოდა მთვრალი კაცის, მაგრამ არანაირ ცუდი გრძნობა არ ეუფლებოდა.
- ლოთობა თუ გინდა, აქედან წადი და თბილიში რაც გინდა ის გააკეთე! - თვალებში უყურებდა, იქ კი სევდის მეტი არაფერი იყო. გულ-მკერდზე ხელი კრა და ოთახში დაბრუნდა.
დღეები მალე გადიოდა, მოვიდა ოცდახუთი ივლისიც, ლიზას დაბადებისდღე. თავის ოთახში, ლოგინზე წამოწოლილი ფიქრობდა ახსოვდა თუ არა მისი დაბადებისღე, ერთი სული ჰქონდა, როდის გათენდებოდა.
აი, თორნიკე კი, ჩუმდად აცხობდა ტორტს, თან ყველაფერზე იგინებოდა. ცხელ ტაფას უცბად, დაუფიქრებლად ხელი მოჰკიდა.
- ფუუ, შენი დ.მ.. - დაიყვირა, მაგრამ უცბად აიფარა პირზე ხელი, რომ არ გაეგო. მისი საყვარელი ნამცხვარიც გამოაცხო, როგორც შეძლო. გამთენიისას დაწვა, ერთი საათი არც სძინებია, წამოდგა თვალების ფშვნეტით. დუშის ქვეშ დადგა, წყლის წვეთებმა გამოაფხიზლეს. მოზდილი წვერი გაიპარსა, სუნამო მიიპკურა და ოთახში დაბრუნდა, ტანსაცმელი ჩაიცვა. სამხარეულოში შევიდა, ტორტი გამოიღო მაცივრიდან სანთლები ჩაარჭო, რომელიც წინასწარ იყიდა, ცეცხლი მოუკიდა და ოთახისკენ წავიდა. ძლივს მოახერხა გაღება და სიმღერით შევიდა.
- რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეაა, იმიტომ რომ დღეს ჩემი - მკვეთრად გამოჰკვეთა. - ლიზას დაბადებისდღეა. - ლიზას გამოეღვიძა, თვალები გაახილა და რომ შეხედა, ტუჩის კუთხე ჩატეხა რამოდენიმე წამი, მაგრამ ესეც დააფიქსირა თოკამ.
- რა ცირკი მოაწყვე?! ვინ დაგავალა რამის გამოცხობა?!
- ოჰ, ჩემო ალქაჯო, მიდი ჰა, შეუბერე და სურვილი ჩაუთქვი, რომ სულ ერთად ვიყოთ. - სიცილით უთხრა, მანაც შეუბღვირა, მაგრამ მაინც ჩააქრო.
- ეხლა კი, მოშორდი აქედან..
- კაი, გელოდები სამზარეულოში. - გავიდა, ყველაფერი მოამზადა, სკამზე ჩამოჯდა და ლოდინი დაუწყო. ისიც მალე გამოჩნდა. გაოცება გამოესახა სახეზე, გაიფიქრა ,, საიდან მოასწრო, ამდენი რამეო, თუ ჯინმა გააჩინაო’’, გულში აგეცინა თავის თავზე, მაგრამ არ შეუმჩნევია.
- დაბრძანდი. - სკამი გამოუწია, ისიც ჩამოჯდა.
- მიირთვით ქალბატონო, ყველაფერია რაც გიყვართ. - ბედნიერი სახით შესცქეროდა, ხვდებოდა, რომ ყველაფერი მოსწონდა. არაფერი აღარ უთქვამს, უჩუმრად დააგემოვნა ყველაფერი.
- ჩემს ბრძანებელს, მოკრძალებული საჩუქარი. - ყუთი მაგიდაზე დაუდო და თვითონ გაეცალა. კარებთან შეჩერდა, ლიზა, ვერ ხედავდა ზურგით იჯდა. ცნობისმოყვარეობამ სძლია და გახსნა. ოქროს ღვთიშობლის კულონი, ცეპით დახვდა, ძალიან მოეწონა და გაეღიმა. აი, მამაკაცი კი, სიხარულისგან გაიბერა.
ეზოში გავიდა და ჰამაკში მოკალათდა, თვალები დახუჭა და ჩაეძინა. თავზე წყლის დასხმა და მისი ჰამაკიდან გადმოვარდნა და ძირს გაშოტვა ერთი იყო.
- ფუ, ამის დ. შ რა ხდება?! - გიჟივით იყურებოდა აქეთ-იქით, ლიზა კი ფხუკუნებდა.
- აი , ალქაჯო ამის გამო ერთიანად გაზღვევინებ იცოდე! - შეუბღვირა და ფეხზე წამოდგა, შარვალი დაიფერთხა.
- აბა შენ იცი ! ეხლა კიდე, ხედავ ყვავილებია გასამარგლი, ბარემ მორწყე კიდეც.
- ოო, კაი რაა.. - აწუწუნდა, მის სახეს, რომ შეხედა. - კაი ჰოო, ხელთათმანები არ გაქვს?
- ოჰ, მოინდომა მთვარეზე გაფრენა პილოტის გარეშე.. არ მაქვს, რასამბობ შენც ისეთი თითები გაქვს, რომ დასვრისთვის შეგეცოდოს. - შხამი გადმოანთხია, არადა ერთი პაჭკა ჰქონდა.
- კარგი, ხოო.. ამდენი შხამი კი მოგწამლავს. - ენა გამოუყო და საქმეს შეუდგა. ის კიდე, ჰამაკში მოკალათდა და უყურებდა.
ასე კამათში გაჰყავდათ დრო, თითქოს უფრო შეეჩვია ლიზა, აღარც მოგონებები უტევდნენ.
თუმცა დადგა გატაცების საშინელი, ჯოჯოხეთის მსგავსი დღე. ოთახიდან არ გასულა. კოშმარი კვლავ ატყდებოდა თავს, თითქოს ისევ იქ იმყოფებოდა, ისევ ურტყავდნენ გამეტებით, ისევ ესმოდა მათი როხროხი, ისევ ხედავდა დამცინავ ამაზრზენ სახეებს. თითოეულ დანის დასმას, ცხადში გრძნობდა. თითქოს ისევ დამპალ, ჭუჭკიან იატაკზე ეგდო მოკეცილი. ლოგინზე იწვა, გაშეშებული, ცოცხალ მკვდარს ჰგავდა. მიცვალებულისგან მხოლოდ სუნთქვით და გულის ფეთქვით განსხვავდებოდა. რომ სცოდნოდა ის არაკაცები, არაადამიანები არ დასჯილან, საკუთარი ხელებით მოუსწრაფებდა სიცოცხლეს თვალსაც არ დაახამხამებდა.
მთელი გულით სურდა, ეტირა დაცლილიყო ცუდი ემოციისგან, მაგრამ ამასაც ვერ ახერხებდა, თითქოს ცრემლები გაუშრა.
მთელი ღამე წვიმდა, არც მას ეძინა. ფანჯარაზე მოთამაშე წვიმის წვეთებისთვის ჰქონდა თვალი გაშტერებული. ქარიც ქროდა, ტოტების ხმა ერეოდა, წვიმის წვეთებისგან შექმნილ მელოდიას. ძალიან უყვარდა ერთ დროს, ქუჩაში ხეტიალი, სხვები თუ სახლში გარბოდნენ ქოლგებს და საწვიმარებს ამოფარებულები. ის მშვიდად მიაბიჯებდა, არ აინტერესებდა ხალხის მზერა, გიჟად, რომ რაცხავდნენ. სიამოვნებდა წვიმის წვეთები სახეს და თმებს, რომ უსველებდა. საშინლად მოსწონდა, ამ დროს ასფალტის სუნი, თითქოს მაშინ გრძნობდა, რომ ცოცხალი იყო, ეხლაც სურდა კიდევ შეეგრძნო. გაახსენდა თორნიკეს და მისი შეხვედრა, როდესაც სიკვდილისგან იხსნა და სახეზე წამიერი ღიმილი მოედო.
გარეთ გავიდა, ხელები გაშალა და წვიმას სახე შეუშვირა. სულ დასველდა, აკანკალებდა, მაგრამ სიამოვნებისგან ადგილიდან არ იძროდა. მუხლებზე დაეცა და ამდენის ხნის შემდეგ, კვლავ აქვითინდა, მიწას მუშტები დაუშინა.
- ღმერთო რატომ?! რა დავაშავე ასეთი, რომ ასეთი სატანჯველისთვის გამიმეტე?! ვეღარ ვუძლებ, არ შემიძლია, სუნთქვა მიჭირს.. მიშველი, გთხოვ მიშველე.. - მიწაზე დაწვა და მოიკუნტა.
თორნიკესაც არ ეძინა, ამიტომ ხმა შემოესმა გარედან და გაიქცა. მიწაზე დაწოლილი, რომ დაინახა ტვინში სისხლი ჩაექცა, მასთან მივიდა და ხელში აიყვანა, გულზე მიიხუტა მთელი ძალით. ლიზამ ფართხალი დაიწყო, წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მაგრამ შემდეგ მოუდუნდა სხეული. მისგან წამოსული სითბო ესიამოვნა, მის სურნელს ღრმად ისუნთქავდა. გულმკერდს მიადო ყური, მელოდიასავით ჩაესმოდა მისი გულისცემა, ისეთი აჩქარებული ჰქონდა, ეგოისტივით სიამოვნებდა.
ლიზას ოთახში შეიყვანა, ტანსაცმელი გახადა. ნაიარების დანახვისას ხელები აუკანკალდა, შეტორტმანდა, მთლიანად დაეჭიმა სხეული. ძალა მოიკრიბა და პიჟამოები ჩააცვა და ლოგინში შეაწვინა. თავის ოთახში გავიდა, სპორტულები ჩაიცვა და გვერდზე მიუწვა.
ფხიზელ გონებაზე მარტივია აზრების კონტროლი, როცა ძლიერი ნებისყოფა გაქვს და არ გინდა ვინმეს დაანახო შენი ტკივილი. სიზმრების მართვა კი, შეუძლებელია, თუ არ გაიღვიძე. შუაღამით იგრძნო მამაკაცმა, როგორ ეწვოდა ერთი მხარე, საიდანღაც გოგონა ეკვროდა. თვალები გაახილა, უყურებდა ოფლით დაცვარულ ქალს, ხელები ზეწარზე ჰქონდა მთელი ძალით ჩაბღუჭული ისე, რომ ყველა კუნთი დაჭიმული ჰქონდა. თავს სხვადასხვა მხარეს აქნევდა და დაწითლებული ტუჩებს ძლიერ კუმავდა. სიცხისგან იწვოდა, შესაძლოა არც ჰქონდა ტემპერატურა და უბრალოდ სიზმრის ზეგავლენა იგრძნობოდა.
მალე ბოდვა დაიწყო, თორნიკეს გული მოუკვდა და დაიძაბა.
- არა, გთხოვთ.. გემუდარებით არ გინდათ.. არაა.. არა.. არ შემეხოთ.. გამიშვი, გამიშვი მტკივა, ნუ მეხები, ხელები მომაცილე. თორნიკეეე.. თორნიკე.. მიშველე გთხოვ.. ვიცი, რომ მოვა მიპოვის და გაგანადგურებს.. - ხმამაღლა იძახდა, ხელებს აქნევდა, მაგრამ შემდეგ ძალა წაერთვა და თითქოს დანებდა, ცრემლები შეერია ოფლით დაცვარულ ლოყებს, ხელები მოუდუნდა, გაითიშა და უბრალოდ ლუღლუღებდა. - გამიშვითთქოოო.. - ლოგინზე წამოხტა, ხელები სახეში ჩარგო, არ უნდა მახსოვდეს, არ მინდა მახსოვდეს..
თორნიკე, გაშეშებული იჯდა, გიჟს მიამსგავსებდით, ისეთი გამომეტყველებით იყურებოდა. ძარღვები დაჰბერვოდა, უნდოდა ეხლავე დაეხოცა თითოეული . ნანობდა, რომ საკუთარი ხელით არ მოუსწრაფა სიცოცხლე და ციხეში გაუშვა.. ხელები მოხვია, ფეხებზე დაისვა და გულზე მიიკრა. მალე მოდუნდა, თვალები დახუჭა, მშვიდად სუნთქვა დაიწყო. ლოგინზე მიაწვიდა და უყურებდა, თითქოს მის ძილს დარაჯობდა. აივანზე გავიდა, რომ არ მოეწია ალბათ გაგიჟდებოდა.

იმედია მოვიტანე გულამდე სათქმელი ..
მიხარია, რომ კითხულობთ ..
მიყვარხართ!



№1  offline მოდერი Maiaabuladze

ეს რა იყო? ბოლო თავებია მე ამათთან ერთად ვიტანჯები ❤ ისე მაგრად მოვიდა ლიზას ტკივილი ჩემამდე რომ ვერ წარმოიდგენ შენ ❤

 


№2  offline წევრი მეამბოხე ^^

Maiaabuladze
ეს რა იყო? ბოლო თავებია მე ამათთან ერთად ვიტანჯები ❤ ისე მაგრად მოვიდა ლიზას ტკივილი ჩემამდე რომ ვერ წარმოიდგენ შენ ❤

მიხარია ^-^

 


№3 სტუმარი ბლაა

ახლა დავიწყე კითხვაა სულ წავიკითხე და შემდეგს ძაან გული მაქ გასკდომაზეე

 


№4  offline წევრი მეამბოხე ^^

ბლაა
ახლა დავიწყე კითხვაა სულ წავიკითხე და შემდეგს ძაან გული მაქ გასკდომაზეე

ვაიჰ, მიხარია თუმოგწონს kissing_heart

 


№5  offline წევრი saint

Ramdenime momenti vnaxe romelic aseve shemxvda "ყველა გზა შებთან მოდის მარიამ"-ში ისე კაია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent