დროლოგია ჩემი პროფილით
ვადა გასული წლებიც მიდიან, უიღბლოება გაწვიმს უდროოდ და მიუყვები ქუჩას მთვრალიანს, აი რა იცის ფიქრმა უნორმოდ. კითხულობ წიგნებს ასოებ წაშლილს, გადადებ წიგნებს ხედავ ჰორიზონტს, და მერამდენედ უსმენ ბობ მარლის, შენფერებს ვიცნობ რომ მისნაირობს. სიმართლეს ეძებთ და კვლავ რატომღაც, ეწევით ქუჩას და ტოვებთ სახლებს, ამასთან ერთად იძიებთ საზომს, მუდამ იზომავთ ახლებზე ახლებს. კვლავ კლავ იმედებს, თავსაც იმეტებ, სვლად სვამ სხვის მადებს, როგორც ინატრებ, თანაც სულ ფიქრობ ნეტავ რა მმართებს, დრო კი უდროოდ თავის თავს გართმევს. მიედინები უმისამართოდ როგორც მდინარე, საათებს ითვლი დრო კი ჩერდება ისევ დილამდე, გაურკვევლობის ნაწილია მხარს რომ გიმაგრებს, მაგრამ რატომღაც გარკვეული ისევ იმარჯვებს. ცნობილ სიმღერის არ იყოს, დრო დროზე ჩქარა მიქროდა, ამ ლექსით ალბათ იცანით, მცირე პოეტი ლაყბობდა. შენ, მეგობარო, თუ ყიდულობ ნუ სდევ იაფებს, რადგან ვერ ვეწვით მეგობარო დროის კიაფებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.