შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის მეგობარი #5


7-05-2017, 19:55
ავტორი japara
ნანახია 1 219

სამზარეულოდან ხელდამშვენებული გამოვედი. ერთი დიდი თასი ჟელიბონები მეჭირა, მეორე უფრო დიდი კი “პეჩენიებით” იყო სავსე. თასები დავდე და დი-ვი-დიში დისკი შევდე.
- აუ მაგრად მიტყდება ახლა აქ რომ ვარ. - ჩუმად ამბობს. მე გვერდით, მაგრამ ცოტა მოშორებით ვებერტყები უკვე გამოფხიზლებულ-წყალგადავლებული. ხმას არ ვიღებ. დისტანციურს ვიღებ და კინო იწყება… - მითხრა იქნებ რამე? ან საერთოდ რას ამომიყვანე. - უცებ ბრაზდება და წამოდგომას აპირებს.
- ახლა არაფერს გეუბნები… მაგრამ კინოს დროს ამდენს თუ ილაპარაკებ ამოგაძრობ მაგ ენას. - ვეუბნები ისე, თითქოს ორი წუთის წინ არ გაბრაზებულა. თასს კალთაში ვიდებ, მხარზე ზურგით ვეყუდები და ჯერ არდაწყებულ ფილმს ჟელიბონებით პირგამოტენილი ვუყურებ.
- ასე რატომ იქცევი?
- ანდაბა აო! - პირგამოტენილი ვდუდღუნებ. ფილმს ვაპაუზებ და ვუბრუნდები. ჩემს საყლაპავ მილზე მოცულობით ბევრად დიდ ლუკმას ძლივძლიობით რის ვაივაგლახით ვყლაპავ. - როგორ?
- აი ასე. ვითომ არაფერი მომხდარა საერთოდ… ვითომ წეღან მე არ ვყოფილვარ ქვემოთ…
- როცა ცუდად ვარ… ზოგადად ყველა ადამიანი როცა ცუდადაა, ჯობია ჯერ დაწყნარდეს, ცოტათი მაინც მოსწყდეს იმ რეალობას, რომელმაც გული ატკინა და მერე ილაპარაკოს ამაზე რომ გათავისუფლდეს. აი შენ თუ მაზოხისტურად გსიამოვნებს წამება მაშინ მოგისმენ. მე არც მაგის პრობლემა მაქვს…
- თორე ფეხებზე არ გკიდია. - ჩუმად ჩაილაპარაკა. ამ სიტყვებმა ნერვებზე ამწეწეს და სასწრაფოდ მოვშორდი.
- რა თქვი?
- აუ კაი რა… ორივემ ვიცით, რო მაგრად გკიდივარ… ეს მოვალეობის გრძ…
- მომისმინე, აკო… ცხოვრებაში მოვალეობის მოხდის მიზნით მარტო ჩემს თავს ვექცევი კარგად მგონი… ძალიან ამბიციური ხარ, თუ გგონია, რომ შენს გვერდით დადგომას მოვალეობად ვთვლი. რომ მეკიდო მაშინვე მიგაგდებდი რომ მითხარი ჩამოდიო. არა თუ აქ ამოგიყვანდი. ახლა კიდევ გაჩუმდი! ჩემს საყვარელ ფილმს უნდა ვუყუროთ! გაიგე? - ვუყვირე და ისევ მშვიდად მივუჯექი გვერდზე, უფრო მოშორებით და ფილმი ჩავრთე. Dead poets society-ს დაწყებიდანვე ზეპირად ვაყოლებდი პირს ტექსტს და მსახიობებთან ერთად მეც ვბურტყუნებდი იმ ადგილებს, რომლებიც მიყვარს. ფილმს როგორც ყოველთვის ინგლისურად ვუყურებდი. ჟელიბონები რომ გამითავდა ძილი მომერია და დივანზე ისე გადავწექი სულ დამავიწყდა, რომ აკოც იქ იჯდა. ფეხები პირდაპირ კალთაში ჩავულაგე.
კინო დამთავრდა.
- წადი დაიძინე. - ძილბურანიდან აკოს ხმამ გამომაფხიზლა.
- შენ სად დაგაწვინო? აუ ამაზე არ მიფიქრია.
- აქ დავწვები.
- დივანზე ცოდო ხარ…
- არ ვარ მართლა… - ჩემს ლოგინზე ორი ბალიში დევს, ერთერთი გამოვუტანე და პლედიც გამოვაყოლე. ამ დივანზე მეც არაერთხელ მძინებია, ასე რომ თავს დამნაშავედ არ ვგრძნობდი. ოთახისკენ წავედი და კარში რომ გავუჩინარდი ჩუმი დუდღუნი გავიგე. - ტკბილი ძილი თათი. - დავაიგნორე და სახეზე ღიმილაკრული ჩავწექი. არც შორტები გამიძრია. ისევე დავწექი, როგორც ვიყავი. ვერაფრით ვიძინებდი. ვბორგავდი.
მარტო მე მჭირს ასე? სამასჯერ მაინც ვიცვალე გვერდი. 100მდეც დავითვალე. თვალებიც დავხუჭე და არარსებული სიტუაციები წარმოვიდგინე. ვერაფრით ჩამეძინა. ბოლოს უკიდურესობას მივმართე და იავნანის მღერა დავიწყე. ყოველთვის, როდესაც ვერ ვიძინებ, ამას ვმღერი. ვერ ვიძინებ… მაგრამ რაღაც საოცარმა ძალამ, რომელსაც დარლილობა ჰქვია თვალები ამატრიალებინა და ისაა ძილის ხევში თავპირისმტვრევით უნდა დავეშვა, რაღაც ფხაკუნი მესმის. კიდევ და კიდევ მეორდება.
- აკო, შენ ხარ? - ხმას არ მცემს. ოთახში ვიხედები და ფანჯრიდან შემოსული სინატლით ძლივს ვარკვევ მწოლიარე აკოს კონტურებს. ჭრიალი კიდევ მეორდება. უკვე ისე მეშინია ტირილს დავიწყებ. ბალიშს თავზე ვიფარებ და ამ ჭრიალს უცებ ფანჯრის გაღების ხმა მოსდევს, რომელიც აივანს გადაჰყურებს. ლოგინიდან უცებ ვხტები და თავპირისმტვრევით ძილის ხევში კი არა ტელევიზორის ოთახში გავრბივარ. -აკო, აკო გეხვეწები მიშველე რა… აკო. - აშკარად არ ეძინა ისე წამოიწია.
- რა მოხდა?
- გეხვეწები ჩემ ოთახში შედი რა…
- რატო?
- რაღაც ფხუკუნებს და ფანჯარა გაიღო და … აუ აკო მიშველეე… - თვალები მიცრემლიანდება და აკოს უკან ვიმალები. ნელა მიდის ჩემს ოთახში. ახლაღა შევამჩნიე რა საშინლად მაგარი ტანი აქვს ამ ბიჭს. არც ძაან დაკუნთულია და არც ძაან გამხდარი. ჩემი კლასელებივით რომლების ან გაბერილები არიან, ან ფიცრები. ოქროს შუალედია პირდაპირ! ღმერთო რა წვრილი მხრები აქვს! შარვალი და მაისური დივანზე ლამაზადაა მიფენილი და ახლაღა ვხვდები რომ ტრუსით დატანტალებს ჩემს სახლში. ნერვები მეწეწება. ნუ ისეტი ტრუსია კაბა უფრო ითქმის, ბარძაყის შუამდე გაფოფრილი კუბოკრული ფოხალიკი. ვგიჟდები ასეთებზე! აუ რა ძალიან მაგარ მუხლები აქვს ღმერთო! მუხლები? ანუ აქეთ მოდის. მე კიდე დებილივით ვუტვალიერებ სხეულს.
- ფანჯარა დავხურე. - ჩუმად ამოიდუდღუნა თავისი საშინლად ხრიწიანი ხმით. ამ ხმის გაგონებაზე ტაომ დამაყარა და კანზე უმალ გამიჩნდა მთები. მის ბალიშსა და პლედს ხელი დავავლე და წავედი. -საით?
- იმ ფხაკუნს კიდე ტუ გავიგებ ვიტირებ. - ბალიში გვერდით დავიხეთქე და ლოგინის მარჯვენა მხარეს ჩავწექი. უსიტყვოდ მომიწვა გვერდით. ჩემსკენ იყო გადმობრუნებული. მე ზურგი ვაქციე. რაღაც მაკლია.- აუ აკო…
- რა?
- მანდეთ სკამზე… ბალიშისნაირი გრძელი რაღაცაა და მომე რა?
- ეს ლურჯი?
- ხო… - ჩუმად დგება და მოაქვს. -აჰა. - მისკენ გადავბრუნდი და გამოვართვი. ეს მე და ბებომ გავაკეთეთ. ნუ დედამ იყიდა. მუქი ლურჯი მუთაქა. მე და ბებომ ეს ყვითელი ვარსკვლავები და მთვარე დავაკერეთ, რომელიც ჩვენ გამოვჭერით. ბებოს ხელით ჰქონდა ამოკერილი ორი ოქროსფერი სიტყვა. “ჩემს მთვარეს”. მუთაქას მთელი ძალით მოვეხვიე. - ეგ რაარი?
- რამეს თუ არ ვეხუტები ვერ ვიძინებ. მეშინია.
- მერე მე აქ რისთვის ვარ? - დებილივით მიღიმის და ხელებს შლის. გამეცინა. არადა იცის არც გავეკარები. მუთაქას ზურგს უკან ვიდებ და უცებ ვეხუტები. გაოცებას ვერ მალავს და ხელებს ნელა მახვევს. ვერ აღვწერ რა დამემართა შისველ ტანზე ხელები რომ გავუცურე და შემოვეხვიე, მთელი ტანით ვეკვროდი… საშინლად ცხელი კანი ჰქონდა. ასე მეგონა ცეცხლი ეკიდა. ან უბრალოდ მე ვგრძნობდი ასე. როცა თითებით კისერზე შემეხო, ავორთქლდი. საშინლად ცხელ ტანს საშინლად ცივი ხელები რატომ აქვს? უცებ მოვშორდი და ისევ მუთქას ჩახუტებული დავწექი მოშორებით.
- მუთაქა უფრო კარგი ალტერნატივაა. - ვიღიმი. არადა მისი შეხებისგან დამწვარი ადგილები, ჯერ კიდევ მეწვის. ის ჯერ კიდევ გაოცებული წევს. თვალს არ ხუჭავს და უკვე აღარც მე მეძინება. გაშტერებული მიყურებს და მეც ვუყურებ. საშინლად ჩაწითლებული თვალებისა და გასიებული, ჩაშავებული ქუთუთოების კომბინაცია არ მხიბლავს. მუთაქას ერთ ხელს ვუშვებ და აკოს ხელს ზემოდან ვადებ. ვუღიმი და მინდა მანაც გამიღიმოს. მაგრამ ისევ ისე მიყურებს. ცარიელი ადამიანივით, რომელიც უამრავ ემოციას მიზიარებს მხოლოდ ორი თვალის სადინარით.
- მამაჩემი მოკვდა. - თითქოს ხვდება, რომ მის ახსნას ველოდი, მაგრამ ამას არ ველოდი. თვალებში ცრემლები უდგება. მისკენ უფრო ახლოს ვიწევი. - დედაჩემს მარტო მე დავრჩი… - სიჩუმე. - მის გვერდით ვდგავარ… მე… - პაუზებით ლაპარაკობს და აშკარად ვხვდები, რომ სიტყვებს თავს ვერ უყრის.
- თუ არ გინდა…
- ორი კვირაა ჩუმად ვარ… დღეს ამოხეთქა. - ჩუმად თქვა და ტვალიდან ცრემლი გადმოუგორდა. მარჯვენა ხელის ქურგით მოვწმინდე და ეს ხელივე დავადე ლოყაზე. - დედას ასე ყურება აღარ შემეძლო და ვუთხარი ძმაკაცთან ვრჩებითქო… ბოდიში რომ გაწუხ…
- ყოველთვის შეგიძლია ჩემთან მოსვლა. - მუთაქას ახლა ის მაშორებს და მთელი ძალით მიკრავს გულში. ერთ ხელს ჩემს თმებში აუჩინარევს, მე კი ორივე ხელს თხელ ტანზე ვხვევ, რომელზეც ზურგის კუნთები უფრო და უფრო იჭიმება.
- ნამდვილი სიყვარულის მაგალითი რომ მთხოვე…
- ხო.
- დედაჩემი და მამაჩემი არიან.
- მართლა?
- შენ არსად შეგხვედრია? - ღრმად ამოვიხვნეშე და ეს პასუხად მიიღო. - ერთმანეთი პატარებმა გაიცნეს… დედა თხუთმეტის იყო, მამა თვრამეტის… - სახე მის მხარს მოვაშორე და შევხედე. ისევ მეხვეოდა, მაგრამ ახლა თვალებში მიყურებდა. გაიტრუნა… მერე გაეღიმა და თითქოს მივხვდი რაზეც. - თითქმის ჩვენსავით… მერე დედამ რომ ჩააბარა მამამ მოიტაცა და ცოლად მოიყვანა… სანამ უნივერსიტეტი არ დაამთავრა მანამდე არ გამაჩინეს მერე… მერე ჩემზე ბევრი პრობლემა ყოფილა. ძალიან სუსტი ვიყავი. ერთხელ თუ ორჯერ მუცელი კინაღამ მოეშალა. დედა მიყვებოდა, ასეთ დროს უფროსები ჩხუბს იწყებენ და ერთმანეთს უფრო და უფრო სცილდებიან, მე კი მამაშენი უფრო და უფრო მიყვარდებოდაო, ისევე როგორც მამას მეო. ახლა ამდენი წელი გავიდა და შენს მეტი არაფერი გვინდაო… არსად არაფერი შემხვედრია ასეთი… ვერ ვიტყვი ჩვიდმეტი წლის განმავლობაში სულ ერთნაირად უყვარდათ ერთმანეთი-თქო. შეჩვევასა და ერთმანეთის ქცევების დაზეპირებასთან ერთად მობეზრების ნაცვლად უფრო უყვარდებოდათ ერთმანეთი. იშვიათად ჩხუბობდნენ, მაგრამ როცა ეს ხდებოდა, საშინელება იყო. საშინლად ყვიროდნენ. წელიწადში ერთხელ ხდებოდა ასე. ჩხუბიდან ორ წუთში ან დედა მიუცუცქდებოდა მამას ან პირიქით და მერე ისე ეხუტებოდნენ ერთმანეთს… - ორივე გავიტრუნეთ. რა მოხდებოდა მეც რომ ასეთ ოჯახში დავბადებულიყავი? სულ რაღაც წამით მეც ომინდა მის სიტუაციაში ყოფნა. - ორი კვირის წინ, მამაჩემი მოკლეს… ის ადვოკატი იყო და… ხომ ხვდები.
- კი. - გაჩუმდა და ცხვირი ჩემს თმაში ჩარგო. - ვწუხვარ.
- მადლობა ყველაფრისთვის. ვალდებული არ იყავი… - მინდოდა მეთქვა, რომ მისი ასე ყურება საშინლად არ მსიამოვნებდა, ვერ ვიტანდი! მაგრამ ააფერს ვამბობდი.
- მე არასდროს მინახავს სიყვარული… დედაჩემი და მამაჩემი ერთად საიდან აღმოჩნდნენ არ ვიცი. - ჩამეცინა და ამ სიცილს მთელი ტკივილი ამოვატანე. - მთელი 16 წელია მათ ჩხუბს ვუსმენ და … გეფიცები ფსიქიკა მაქვს დანგრეული. მეზიზღება ყველაფერი უკვე!... მაგრამ ოჯახი მაინც სხვა იყო ჩემთვის. მაინც ყველგან ერთად დავდიოდით. დედა და მამა ერთმანეთს ვერასდროს ეწყობოდნენ, სულ კბენდნენ ერთმანეთს და ამას კამათი და მათი განადგურებული სახეები მოსდევდა. ბოლო წვეთი მაშინ იყო ჩემი დის ბოლო დაბადების დღეზე რომ დასცხეს…
- რა მოხდა?
- ყველაფერი ამოვუშვი… ვუთხარი რასაც ვფიქრობდი.
- მერე?
- ადვოკატი მოვიდა და ისე გაშრდნენ, არც გამაფრთხილეს… მერე ჩემმა დამ ბარგი ჩაალაგე მივდივართო… დედაჩემი ქუთაისში წავიდა, თავის დასთან… მამაჩემი მუხიანშია… მე კიდევ… არცერთი მინახავს ორი კვირაა. - ამოვისლუკუნე და ტირილ დავიწყე. - ბავშვობა წამართვეს, რომელიც არც არასდროს მქონია. - თავი ხელებით დამიჭირა და შუბლზე მაკოცა. - ეს იმის ნაწილიც არაა, რაც მე გადავიტანე.- გავჩუმდი… - თავი ხომ არ შეგაწყინე?
- არა… პირიქით. შენი მოსმენა მსიამოვნებს.
- ანუ ბოლომდე ტუ მოგიყვები არ დაგღლი?
- გისმენ. - თავს საშინლად თავისუფლად ვგრძნობ. ის ჩემი პირადი თერაპისტია.
- ორი წლის რომ ვიყავი დედაჩემი რუსეთში წავიდა… იქ ცხოვრობდა სულ… მე მამასთან და ბიძასთან ერთად. ბიძაჩემი მაშინ 23 წლის იყო. მათ გამზარდეს. უფრო მეტად დემეტრემ, მამა სულ სამსახურში იყო. ხოდა დემემ მასწავლა ყველაფერი და ყველა რჩევას ეგ მაძლევდა… 37 წლის ძლივს მიხვდა, რომ ჩემ გარდა სხვა შვილიც უნდოდა და ცოლი მოიყვანა… მერე.... თაფლობის თვიდან ჩამოდიოდნენ და… - გულში რაღაც ჩამწყდა. - ხვდები რა… ორივე მოკვდა. - ცრემლები მოვიწმინდე და გადავბრუნდი. მუთაქა ავიღე და მთელი ძალით ჩავეხუტე. ჩუმად ვტიროდი, ისე რომ აკოს არ გაეგო. მოვიდა და ზურგიდან ამეკრო. თავი კისერში ჩარგო. ვგრძნობდი, როგორ მშვიდად და ღრმად სუნთქავდა. - მერე ჩემი და და დედა ჩამოვიდნენ… მათ არაფერი ესმით. დედაჩემი ჩვეულებრივია და განსხვავებულად აზროვნება არ შეუძლია... ჩემი და კი… ჩემი და სინამდვილეში ჩემი ნახევარ დაა… ანუ დედასია მარტო… დემე არ უყვარდა ისე… ისე კი არა ჩემს ნახევრად.... საერთოდ არ იცნობდა რა… ხოდა მარტო მე მეტკინა ასე დემეს წასვლა და მარტო დავრჩი. 15ის ახალი გამხდარი ვიყავი. - გამეცინა. და ცრემლებმა დენას მოუმატეს. - ჩვენ ერთ დღეს გვქონდა დაბადების დღე. და ამიტომ… მის პატარა ადამიანს მეძახდა. მეუბნებოდა ღმერთმა ანგელოზი მამაშენს კი არა მე მაჩუქაო… მართლა მაგისი ადამიანი ვიყავი. მამაც მიჩვეული იყო, რომ დემეტრე უფრო იყო ჩემთვის მამა ვიდრე თვითონ. აი დედა რა ხილია არ ვიცი. - ამოვიხვნეშე. - ვერავის ვუყვები რა საშინელებაა მარტო დარჩენა… დავიღალე სულ ღიმილით.
- მესმის შენი.
- იმედია შენ ასე არ გაგიჭირდება. -ცუმად ამოვთქვი და როგორც იქნა ჩამეძინა მის მკლავებში გახვეულს.
უკვე ცხრის ნახევარია. ლიფტში ვდგავართ ერთმანეთის პირდაპირ. მთელი დილაა ხმა არც ერთს ამოგვიღია და არც მეორეს. ასე უბრალოდ ვდგავართ და არცაა საჭირო რამეს თქმა. სადარბაზოდანაც ჩუმად გავდივართ. ჩუმად ავდივართ ავტობუსში. თემიკო დღეს არ მოდის.
ჩუმად ვზივარ მთელი ექვსი გაკვეთილი.
ჩუმად ვარ მთელი დღე.
ჩუმად ვლაპარაკობ, ისე რომ არავის ესმის. არც მე.
დავიღალე უკვე.
ღიმილით დავიღალე.
კარგად ყოფნით დავიღალე.
“როდემდე უნდა იყო ასე?” ტექსტმა რომ დამღალა, მერე დაიწყო ეს აბსურდი.
დავიღალე.
სიჩუმით დავიღალე.
ხმაურითაც.
იმით დავიღალე ამდენს რომ ვლაპარაკობ და არაფერს ვამბობ.
ამდენს რომ ვისმენ და არაფერი მესმის იმით დავიღალე.
დამღლელი დღეების სიცარიელით დავიღალე.
ყოველდღე ერთი და იგივეთი დავიღალე.
შუა ინგლისურზე ტელეფონს ვიღებ და წერას ვიწყებ.
“ჩემს ძველ მეგობარს.
მთვარევ, მე დავიღალე ამ აბსურდით და გადავწყვიტე დავტოვო ის. მაგრამ კარგი იქნება ეს? იქნებ სჯობს ყოველდღიურ დინებას ისევ გავყვე? ვიბნევი.
მთვარევ ვეღარ გელაპარაკები. ცრემლები ყელში მებჯინება და მაიძულებს შევჩერდე.
მენატრება. უზომოდ მენატრება. მისი ღიმილი მენატრება. სულ რომ იცინოდა, ხუმრობდა და ცანცარებდა იმხელა კაცი… ბიჭი… მე რომ ოდნავ ცუდად გავხდებოდი ეგრევე რომ სერიოზულდებოდა ის მენატრება. ჩემი ცანცარა დემე მენატრება. ჩემი ნამდვილი ოჯახი მენატრება. მამა და დემე მინდა ჩემს გვერდით. სხვა არავინ და არაფერი საერთოდ.
მენატრება. მე ის მენატრება და ვერ ვიტან სახლში შესულს მისი გადაბრწყნებული სახე რომ არ მხვდება, ვერ ვიტან ნერვიულობას რომ მიმალავს და ბოლოს ჩემი მოფერებით რომ არ მშვიდდება. ვერ ვიტან თავის პატარა ადამიანს რომ არ მეძახის.
დემეტრე მენატრება.”
თვალებზე ცრემლები იმდენად მაწვება ვეღარ ვუძლებ და კლასიდან ისე გავრბივარ მასწავლებელს ნებართვასაც არ ვთხოვ. ანანო და ელენე პირდაღეულები თვალებით მაცილებენ და მერე ანანოს ნაბიჯის ხმა მესმის უკნიდან.
- დამტოვე! - მკაცრად ვეუბნები და ჩემს ხმას მე თვითონაც ვერ ვცნობ. ასეთი მკაცრი არასდროს ვარ. ყოველთვის მადლიერი ვარ ხოლმე, როცა ყურადღებას იჩენენ. ანანო ხვდება რომ ახლა ამის დრო არაა და კლასში ბრუნდება. მე კი სარკის წინ ჩემს ჩაწითლებულ თვალებს ვუყურებ და აკო მახსენდება. ზუსტად ასეთი იყო გუშინ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent