მომგებიანი ბილეთი 4
*** დღეები ნელ-ნელა გადის, მე კი უკვე ფეხზე თავისუფლად დგომა შემეძლია, მაგრამ თავისუფლად სიარულის ნებას ვინ მაძლევს? არც არავინ. ოთახს ვათვალიერებ და არავინ ჩანს. მანქანის გასაღები მაგიდაზე დევს. ფეხზე ვდგები და მანქანის გასაღებს ვიღებ. ხელში ვათამაშებ და გარეთ გავდივარ. კიდევ ერთი პატარა ოთახი არის, რომელიც იასამნისფერ ფერებშია. კარებს ჩუმად ვაღებ და ეზოსგან მოშორებით მდგარ ბიჭებს ვხედავ. სახლის უკან, მანქანასთან ჩუმად მივიპარები და ავტომობილის კარებს ვაღებ. ისინი ლაპარაკში ისე არინ გართულები, თან მანქანასთან მოშორებით დგანან, ვერაფერს გაიგონებენ მანქანა ფრთხილად რომ დავძრა. ავტომობილი ნელ-ნელა მიმყავს ხმაური რომ არ გამოწვიოს. ცოტა მანძილს გავდივარ და სიჩქარეს ვუმატებ. რამდენიმე წუთში, ფანჯრიდან მაღაზია მოჩანს და მანქანას ვაჩერებ. გადმოვდივარ და ჭრილობაზე ხელს ვიდებ, ტკივილმა რომ შემაწუხა. წითელი აგურებისგან აშენებულ მაღაზიაში შევდივარ და დახლებს ვათვალიერებ. -რა გნებავთ, გოგონი?-მეკითხება შუახნის გამყიდველი ქალი. -დავათვალიერებ და ავარჩევ!-პასუხს ვცემ და ფულის არ ქონის გამო, დახლიდან შოკოლადს ჩუმად ვიღებ და ქურთუკის ქვეშ ვმალავ. -საღეჭი რეზინები მომაწოდეთ, ავარჩევ!-ვეუბნები ქალს და პატარა კოლოფს ვართმევ, სადაც საღეჭი რეზინების, მრავალფეროვანი არჩევანია. ერთ საღეჭ რეზინას ვიღებ და ხელში ვმუჭავ. -აი, აიღეთ, აღარ მინდა!-ვიძახი მე. -ორი წუთით, წყალი უნდა გადავკეტო და სახლში შევალ!-იძახის გამყიდველი. ამასობაში გაზიან სასმელს ვიღებ და ერთ ძეხვს. ქალის მოსვლამდე გარეთ გამოვდივარ და მკავებში, ხელის ჩავლებას ვგრძნობ. უკან ვიყურები და ლექსოს ვხედავ. მანქანაში კი მირზა ზის. -გგონია, გამოგვეპარებოდი?-მეკითხები ლექსო. -არა! წავიდეთ მალე!-ვეუბნები მას. -წავალთ, ნუ ჩქარობ!-ამბობს ის და მანქანისკენ მივყავარ. -ქალბატონო!-მაღაზიიდან მეძახის გამყიდველი. -ასე უცებ, სად წახვედით? -ლექსო ამასობაში წელზე ხელს მხვევს, რომ ქალმა არაფერი იეჭვოს და უკან იხედება: -კარგად!-ხელს უქნევს გამყიდველს ლექსო. -მალე თუ გინდა, რომ ამ ქალმა არ იეჭვოს, რომ მისი მაღაზიიდან რაღაცეები გაქრა. -ჩუმად ჩავჩურჩულებ ლექსოს და ამასობაში მანქანაში ვჩნდები და ლექსო საჭესთან ჯდება. -არ მითხრა რომ ჩვენ საჭმელი რომ არ მოგვკლებოდა, მაგიტომ წამოხვედი!-გაიცინია, ჩემმა დამცინავმა, ლექსომ. -ამდენადაც, არ შემყვარებიხართ!-ვეუბნები მას და ქურთუკიდან მოპარულ რაღაცეებს ვაძვრენ. -ყოჩაღ!-ცერა თითს მიწევს მირზა. -ჩემზე ძალიან ცუდი წარმოდგენები გაქვთ, გგონიათ რომ არაფრის ჩადენა არ შემიძლია და მხოლოდ ამ გაზიანი სასმელის მოპარვა შემიძლია!-საყვედურს ვურევ. -ბანკში დაგვიმტკიცე, ეგ ძალიან!-ჩემი მისამართით ამბობს ლექსო. -შენ რომ არ გესროლა ჩემთვის, ნამდვილად დაგიმტკიცებდი!-ვეუბნები მას და ჩემი შეცბუნებული სახის დანახვაზე, ლექსო იცინის. ხომ, ვთქვი რომ შეიძლება ძალიან სულელი ვეგონო და ცოდნოდა რომ არვიცი, ვინ მესროლა?! -იმდენად სულელი არ მგონიხარ, რომ მაგას ვერ მიმხვდარიყავი!-ჩემს ფიქრებს ხვდება ის. -კიდევ კარგი, მაგდენად სულელი არ გეგონეთ!-ვიძახი მე და ლექსო მანქანას აჩერებს. მანქანის კარს მიღებს და ხელს მკიდებს, რომ გადმოსვლისაც არსად გავიქცე. -მანქანის კარი რომ გამიღე ვიფიქრე ჯელტმენია-თქო, მაგრამ...-ვამბობ მე. -მაგრამ უნდა გაჩუმდე, მომგებიანო ბილეთო!-ყურში ჩამჩურჩულებს და ოთახში შევდივართ. ------------------------------------------------------------- ვიცი ცუდი გოგო ვარ, პირობას კარგად ვერ ვასრულებ! მაგრამ თქვენ ჩემთან ხართ და მახარებთ, რაც ძალიან მაბედნიერებს! გელით, გელით, მოგელით, ჩემო საყვარლებო! ხო, კიდევ ერტი რამ! სამი დღით სოფელში მივდივარ და იქიდან ვერ ავტვირთავ! იმედია დამელოდებით და არ დაგავიწყდებით! მიყვარხართ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.