შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული,რომელმაც ყველაფერს გაუძლო


8-05-2017, 13:06
ავტორი Mariam Khelashvili
ნანახია 1 373

2 თავი
მეორე დღეს შედარებით უკეთ გამოვიყურებოდი. სამსახურშიც წავედი. ამჯერად ღამის ცვლაში აღარ მომიწია დარჩენა და 5 საათზე სახლში ვიყავი. ელენესა და ანას დავურეკე და სახლში ამოსვლა ვთხოვე.
-ელე,დღეს მცალია და შეგიძლია ამოხვიდე?
-კი. რატომაც არა. ნახევარ საათში მანდ ვარ.
-ლაშაც წამოიყვანე თუ ქალაქშია შენთან
-კი აქაა. ერთად მოვალთ.
შემდეგ ანას შევეხმიანე:
-დღეს მოხვალ ჩემთან? თავისუფალი ვარ.
-კი,კი მოვდივარ.
-დათაც წამოიყვანე.
-ნერვებს მოგვიშლის
-კარგი რა,ბავშვი ხომ აღარაა.თანაც ელეც მოდის თავის ძმასთან ერთად.
-კარგი,კარგი.
ყველაფერი მოვამზადე და ველოდი მეგობრებს.
ნახევარ საათში ოთხივე ჩემთან აღმოჩნდა.
-მოკლედ,გაიცანით ერთმანეთი:დათა,ეს ლაშაა. ლაშა,ესდათაა.
-სასიამოვნოა
-ჩემთვისაც.
-ერთად გავერთობით მემგონი.
-გეთანხმები მარი
-დამიდასტურა ანამ.
-ჩვენ კომპიუტერთან მივალთ,ხომ შეიძლება?
-კი,კი დათა.მიდით.ეს თქვენი სახლიცაა.
-აბა,რას აპირებთ ხვალ გოგონებო?
-რავი მარი ახალი საქმე მაქვს. ქალს აბრალებენ საკუთარი შვილის მკვლელობას და უნდა გამოვიძიო.მოკლედ,დაკავებული ვარ.
-მერე მეც გადმომიგზავნე საქმე და გადავხედავ. ჩემი ინტუიციის წყალობით დაგეხმარები.
-ოჰ,შენ რომ ინტუიცია აგაქვს
-აბა,შენ ეგ თქვი ელე-უპასუხა ანამ.
-ელე,შენ რას საქმიანობ?
-ინგლისურის კურსებს გავდივარ დამატებით. ორი მოსწავლე მომივიდა და ვამზადებ.
-ძალიან კარგი.გამიხარდა.
-პედაგოგი ხარ?
-არა. უცხო ენების სპეციალოსტი.
-გასაგებია.
-მე ღამის ცვლაში აღარ ვიმუშავებ.ეს საცდელი იყო. ხვალზევით ზუსტად 46 პაციენტია ჩაწერილი და ყველა უნდა მივიღო.წარმოიდინეთ
-რა ძნელია-დაღონდა ანა
-ხვალ კვირაა და ცოტას დაისვენებ. -გეთანხმები ელე.
-რაც არის არის,ჩემი სურვილი იყო ფსიქოლოგიურზე ჩამებარებინა და სიყვარულით ვაკეთებ მაინც ამ საქმეს.მალე უფრო მეტ წარმატებას მივაღწევ.დამაწინაურებენ.
-რა თქმა უნდა. ეს ასეა.
უცებ,ანას ტელეფონზე დაურეკეს:
-დაფარული ნომერია...გისმენთ...უკაცრავად?...არა...კი...საიდან იცით?...ვინ ხართ?
-რა ხდება ანა?-შევშფოთდით ჩვენ.
-ვიღაც იყო. დაფარული ნომრით რეკავდა. ანა ხარო? კი-მეთქი. მალე გაიგებ ვინც ვარო.
-კარგი რა,ალბათ შეცდომაა. საქარგველოში უამრავი ანაა-უთხრა ელენემ
-არა,ელე ,არა.
-მისმინე,ნუ ნერვიულობ.თუ მეორედაც დაგირეკა მითხარი და მაშინვე გავარკვევ. მეგობარი მყავს ქეთი. ასეთ რაღაცებში ერკვევა. ისეთ ორგანიზაციაში მუშაობს,სადაც ყველაზე აქვთ ინფორმაცია. კონფიდენციალურია,თუმცა მე მეტყვის.
-დიდი მადლობა მარი.
-არაფერს,რა მადლობა. გამოვიძიოთ ეს საქმე.
-ვიძიებთ საქმეს:"ვინ ურეკავს ანას?"-სიცილით წარმოთქმა ელენემ
-კარგი,ნუ ინერვიულებ. არაფერია საშიში-დავამშვიდე მე.
-ვეცდები.
ამ დროს დათა და ლაშა ოთახიდან გამოვიდნენ და ჩვენ გვერდზე ჩამოსხდნენ.
-თქვენ რას აკეთებთ ბიჭებო?როგორ მიდის სწავლის საქმე?
-რავი,ალბათ კარგად-მიპასუხა დათამ.
-მეორე კურსზე ხარ ხომ?
-კი. მალე მინდა დავამთავრო და...
-რა და? -ჩავეძიე მე
-არა,არაფერი.
დათას ნერვიულობა შევატყვე და მაშინვე მივხვდი რაშიც იყო საქმე.
-აჰა,გასაგებია.-ვუთხარი და გავიღიმე.
-შენ ლაშა?
-ნორმალურად მიდის ყველაფერი.-მოკლედ მომიჭრა ლაშამ.
-ლაშა,როგორი სერიოზული გამხდარხარ. გახსოვს,თქვენთან რომ მოვდიოდი და მე და მარის ლაპარაკს რომ არ გვაცდიდი-ხოლმე?
ამ სიტყვების თქმის შემდეგ ის გაწითლდა.ოთხივემ კარგად შევატყვეთ ეს და ჩუმად გავიცინეთ.
-კარგი,კარგი ჩუმად ვარ.
ლაშამ დათას რაღაც უჩურჩულა და ორივე ადგილს მოსწყდა.
-როგორც ვხედავ,კარგად გაუგეთ ერთმანეთს-დაიძახა ანამ.
-ხო,ხო დაიკო-გამოეპასუხა დათა.
-დაიკო?,ეს ბიჭი შეიცვალა თუ მე მეჩვენება?-გაიკვირვა ანამ
-შეიცვლებოდა. უკვე 19 წლისაა-უთხრა ელენემ
-შენი ძმა რამდენი წლისაა ელე?-შვეკითხე მე
-16-ის
-კარგია.
-ჩვენი წასვლის დროა მარი-მითხრა ელენემ
-ასე მალე?-დავღონდი მე
-სამწუხაროდ კი. გვიანია უკვე-კვერი დაუკრა ანამ
-კარგით,როგორც გინდათ,მარა შემდეგ კვირას გელოდებით.
-არა,მე გელოდებით ჩემთან.თან ჩემს სხვა მეგობრებსაც ვეტყვი.გაგაცნობთ ორივეს.
-კარგი აზრია-ჩანაფიქრი მოვუწონე ანას.
-აბა დროებით.
-კარგად მარი-მითხრა ლაშამ
-ნახვამდის მარი-დამემშვიდობა დათა.
-კარგად იყავით. შეხვედრამდე.
კარი მივხურე და შიგნით შევედი. დივანზე დამჯდარი არ ვიყავი რომ ტელეფონი აწკრიალდა:
-გისმენთ.
ხმა არავინ გამცა
-გისმენთ,ალო
კვლავ სიჩუმე იყო.
-ვინ ხართ?-ვიკითხე თუ არა,ტელეფონი გაითიშა.ვიფიქრე,ნომერი შეეშალათ-მეთქი და სამსახურის საქმეს ჩავუჯექი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent