იო (თავი 1)
„მე აქ ვერ დავდებ ზღვარს, მე აქ ვერ ვიტყვი ლექსს, ყველაფერს ამბობს ზღვა, თუმცა არაფერს წერს. ვფიცავ მიწას და მზეს, ზღვის მაჯისცემა მშურს, ზღვაო, არ გეტყვი ლექსს, მხოლოდ დაგიგდებ ყურს. მერე მოგანდობ თავს, მერე მოგანდობ სულს, თუ არ დამიმსხვრევ ნავს, თუ არ გამწირავ სულ.“ ნ.დუმბაძე *** ჩამავალი მზის შუქი, თვალწამრტაც პეიზაჟს ქმნიდა ზღვისპირა, დიდ ქალაქში. მშვიდი, აუღელვებელი ზღვა, მხოლოდ ნაპირს ეჩურჩულებოდა თეთრი ბუჟბუჟით და ქვიშაზე ტოვებდა გაუფასურებულ ნაშთებს. შეჯგუფული ნაძვები, მესაიდუმლეს თამაშობდნენ და წყლის მშვიდ ხმაურს, მათში გუდავდნენ. ზღვის საიდუმლო, სულელ კაცსაც წამით დაამდუმარებს. კაცთა მდუმარება კი, სულელსაც ჭკვიანად წარმოაჩენს ხოლმე. მაინც, არაფერი ამშვენებს კაცს, ვიდრე მდუმარება. ქალაქსაც ხმა გაეკმინდა, თითქოს. ლურჯ ტალღებში ჩატეხილი მზის ეშვების დაუჯერებელი პეიზაჟი, ხმის იოგებს უხშობდა ქალაქის მცხოვრებთ და ისინიც, მშვიდი ნაბიჯებით მიუყვებოდნენ ტროტუარს. სიმყუდროვეს მხოლოდ სასწრაფოსა და პოლიციის ეკიპაჟის ხმამაღალი კივილი არღვევდა. მთავარი გზის თავზე აჭიმულ მაღალ შენობებს შორის, უღიმღამო, მონაცრისფრო ვარდისფერი კორპუსის ქვეშ, რამოდენიმე ადამიანი შეჯგუფულიყო ხმამაღალი ყიჟინით. თავები ცისკენ აღეპყროთ და თვალებგაფართოვებული შეჰყურებდნენ. მათში შეიმჩნეოდა ახალგაზრდა მამაკაცები, მოხუცები, ხალათიანი დედაკაცები და მათზე მიკრული ბავშვები. -რას აკეთებს? გადმოვარდება. ვინმემ პოლიციას გამოუძახოს. -გაჰკიოდა მუცელგამობერილი, ორსული ქალი. -მგონი თავის მო*ვლა უნდა, ვინმე ავიდეს. -მათ შორის, გაისმა ბოხი, მამაკაცის ხმაც. მშფოთვარე ყიჟინისა და შეკივლების დრამატული სცენა გაჩაღებულიყო ბრბოთა შორის და პირზე ხელაფარებული შესჩერებოდნენ კორპუსის მე9 სართულს. გაშლილ დარაბებს შორის, კიაფობდა ახალგაზრდა ქალის შიშველი მკერდი, რომელსაც ვერ ფარავდა ჯინსის კომბინიზონის წვრილი სახელურები. მისი თმის შავი ტალღები გადმოჰფენოდა კორპუსის აგურის კედელს. მარცხენა ხელი თავს ქვევით ჩამოეგდო, ხოლო მარჯვენა ხელში ანთებული სიგარეტი ეჭირა და მშვიდად ურტყამდა ნაფაზს. ქალის ბაგეებიდან გამონაბოლქვი იისფერი კვამლი, მთვარისა და ჩამავალი მზის შეხვედრას, უფრო საინტერესო ფერებით ავსებდა. მოხრილი მუხლები, სარკმლის რაფაზე მყარად შემოეჭდო და თვალდახუჭული, სრულ სიმშვიდეს მისცემოდა. კორპუსის ძირიდან ამომავალ ხმებს, ნაზი მოძრაობით აყოლებდა თხელ მკლავებს და დროდადრო პირიდან თოლიების შეძახილის იმიტაციას აკეთებდა. მოსწონდა ადამიანთა აღშფოთებისა და შიშისგან გამოწვეული შერეული ხმები და ეს უფრო ათამამებდა მისი მკლავების ჰარმონიულ რხევებს. ბრბოთა თითქმის მონოტონურად გაჭიმულ შეძახილებს, სხეულის თამაშით აცოცხლებდა. ჯერ, მყარად შემოჭდობილი ფეხები შედარებით მოადუნა და უფრო გადმოიხარა, რაზეც ხალხის აღშფოთება იმატებდა და ახალგაზრდა ქალის ღიმილიც მათთან ერთად. შემდეგ კი უფრო გათამამდა, ცალი ფეხი სარკმლის მარჯვენა დარაბზე გაჭიმა ვერტიკალურად და მხოლოდ მარცხენა ფეხით იკავებდა სხეულს. ამან სულ გააგიჟა შერეული ხმები და ბრბომ, კივილსა და შეძახილებს უმატა. გოგონა კი ნაზად, ლასლასით ხლართავდა ხელებს სივრცეში. მარჯვენა, სიგარეტიანი ხელიდან იისფერი კვამლით ხატავდა წრეებს, რომელიც მის შავ თმაში იჟღინთებოდა, პირიდან კი კვლავ თოლიების შეძახილებს აჟღერებდა. სასწრაფოსა და პოლიციის კივილის ხმებში, ადამიანთა ხმებიც გაარჩია გოგონამ, რომელიც ამჯერად, მისკენ მომართული არ გახლდათ. -პრეზიდენტი მოკლეს. პრეზიდენტი მოკლეს. -მოესმა ყურებს ბოხისა და ნაზის შერეული შეძახილები. წამებში მონაცრისფრო ვარდისფერი კორპუსის ძირში, ანთებული სიგარეტი დავარდა. იისფერი კვამლი, ამჯერად მიწიდან უერთდებოდა ჩამავალი მზისა და მთვარის ინტიმურ სცენას. *** *** სამი თვის წინ *** კრემისფერით შეღებილი კედლები ჭარბობდა, სიძველის სუნით გაჟღენთილ პატარა ბინაში. შესასვლელში, ხის მაღალფეხებიანი საკიდი იდგა, რომელზეც მამაკაცის შავი პიჯაკი და ქალის ყავისფერი ქურთუკი ეკიდან. ფეხებთან კი ასევე მამაკაცის ერთი წყვილი, ხოლო ქალის სამი წყვილი, არაკომფორტული ფეხსაცმელი ეწყო. ტანსაცმლის უსიცოცხლო ფერები, გემოვნებიანად ერწყმოდნენ სახლის მონოტონურ, უღიმღამო ფერებს. საკიდი შესასვლელის მარჯვენა კუთხეში იდგა, რომლის ერთ მხარეს, კრემისფერ, მომცრო სამზარეულოში გადიოდით, ხოლო იქედან კი მისაღებში, სადაც ორკაციანი, ფერდაკარგული და გამოხუნებული იისფერი დივანი იდგა, რომლის თავზეც მოზრდილი სარკმელი გამოჭრილიყო. შესასვლელის მეორე მხარეს კი ვიწრო დერეფანი გაჭიმულიყო და ჭუჭყისფერი კარით მთავრდებოდა. სახლში დაბუდებულ სიმყუდროვეს, ოთახში მდგარი, ხის, ძველი საწოლის ჭრაჭუნი, მამაკაცის ხვნეშა და ქალის ნაზი კვნესა არღვევდა. მათი შერწყმული ხმები თანდათან უფრო იზრდებოდა და ბოლოს, იფეთქა. ერთიანად მოსწყდა საწოლზე, ერთმანეთში გადახლართული ორი შიშველი სხეული ერთმანეთს და დახარბებული, ღრმა ხვნეშით დაეშვნენ საწოლის ზედაპირზე. ქერა მამაკაცს, ყურებთან, ოდნავ ჩამოზრდილ თმაში თითქმის არ შეემჩნეოდა ჭაღარა, ხოლო ქალის კუპრივით შავი, დატალღული, ოფლით გაჟღენთილი თმა, ღონემიხდილი ეფინა ბალიშის ზედაპირზე. მამაკაცმა სიგარეტის ღერი მოიქცია ტუჩებს შორის და გაუკიდა. ქალმა კი უკმაყოფილოდ გადმოხედა. -მეზიზღება სიგარეტის სუნი. -აჩქარებული სუნთქვითა და ასოების ყლაპვით საუბრობდა ის. -ახლა ნუ ამაყენებ, ძალიან გთხოვ. -ასევე აჩქარებული სუნთქვით უპასუხა მამაკაცმა. ახალგაზრდა ქალი, მისი შიშველი მკერდისკენ გადმოიხარა და თავი მასზე დაადო. სუნთქვა ოდნავ დაუმშვიდდა და თვალები მიელულა. მამაკაცი ღრმად სუნთქავდა და იისფერ კვამლს უშვებდა პირიდან, თავისუფალი ხელით კი ქალის შავ თმას აწვალებდა. -დღეს, გივისთან ხარ დაბარებული, 5 საათზე. ხომ გახსოვს? -დაარღვია სიჩუმე მამაკაცმა. ქალმა ხვნეშით ამოისუნთქა და პირში დაგუბებული ჰაერი, ფრუტუნით გამოუშვა. -იმედია, რაიმე სერიოზულს შემომთავაზებს. როდემდე უნდა ვიყო სკოლებში?! -ხმაში წუწუნი შეემჩნეოდა ქალს. -25 წლის ხარ, ლეა. რთული პაციენტისთვის ახალგაზრდა ხარ, ჯერ. -კაცი აუღელვებლად საუბრობდა. -ხო, მაგრამ მე შევძლებ. უკვე დიდი ხანია მზად ვარ. -ნიკაპით დაეყრდნო გოგონა მამაკაცის შიშველ მკერდს და მას ახედა. -ამ სფეროში, გამოცდილება ნიშნავს ყველაფერს. ის, რომ მენტალურად მზად ხარ, არ ნიშნავს რომ შეძლებ. ლეა ოდნავ შეიშმუშნა, შემდეგ კი საბანს ხელი დაავლო, მკერდზე აიფარა და საწოლზე წამოჯდა. სველი თმა, ხელის ნაზი მოძრაობით გადაიფინა ბეჭებზე და ფეხები გადმოსწია საწოლიდან. -აბანოში შევალ, შენც ჩაიცვი. მალე უნდა გავიდე. -სწრაფად მიაყარა სიტყვები გოგონამ და კარისკენ დაიძრა საბანშემოხვეული. -ზედმეტი თავდაჯერებულობა, დამარცხების საწინდარია. -მშვიდად შესძახა კაცმა და იისფერი კვამლი გამოუშვა პირიდან. ლეამ წამით გამოხედა, შემდეგ კი სწრაფად გამოაღო ჭუჭყისფერი კარი და ზურგს უკან მოიკეტა უხმაუროდ. *** მონაცფისფრო ვარდისფერი კორპუსის შენობიდან, 170სმ. სიმაღლის, საშუალოზე გამხდარი, ახალგაზრდა ქალი გამოვიდა. შავი თმა, შუაში გაყოფილი და უკან შეკრული ჰქონდა. თმის ღერები იდეალურად მიწყობოდნენ ერთმანეთს და იმდენად მჭიდროდ შეეკრა უკან, რომ ქარის ძლიერი რხევაც კი ვერ ატოკებდა. თეთრი პერანგი ეცვა, ყელამდე შეკრული და მაღალწელიანი, შავი, სხეულზე კარგად მოკრული, უკან შუა ბარძაყებამდე შეხსნილი კაბა უფარავდა მუხლებს. 5 სმ. სიმაღლის შავ ფეხსაცმელში ჩაემალა ტერფები, რაც მის ამაყ ნაბიჯებს, უფრო საქმიანსა და თავდაჯერებულს ხდიდა. შავი თვალები ჰქონდა, თევზის ფორმის ჭრილით, რომელზეც ხშირი, ერთმანეთში ახლართული გრძელი წამწამები შეჯგუფულიყვნენ. სქელი და სწორი წარბები, თითქოს მკაცს იერს სძენდა ახალგაზრდა ქალის გრძელ და თხელ სახეს. ოდნავ უსწორმასწორო, ბოლოში წაწვეტებული ცხვირი კი მკაფიოდ გამოჰკვეთდა მის თავდაჯერებულ ბუნებას. ტუჩები ფართე და საშუალო ზომის ჰქონდა, ხოლო დახურვის შემთხვევაში, ზედა ტუჩი ოდნავ უფრო შესამჩნევად ეფინებოდა ქვედა ტუჩს. ხშირი ჭორფლები მოჰფენოდა ახალგაზრდა ქალის შოკოლადისფერ კანს, ცხვირსა და ლოყებზე. მხრებზე ყავისფერი, მუხლამდე ქურთუკი შემოეფინა და ჩუმი კაკუნით მიიწევდა კორპუსთან მოშორებით მდგარი მაქანებისკენ. რამოდენიმეწამიანი კაკუნის შემდეგ კი, ქალის თხელი წვივები ლურჯი ფერის პეჟო 307 მარკის მანქანასთან გაჩერდა. ფრთხილად გამოაღო მარცხენა კარი, ჯერ მარჯვენა ფეხი შეაცურა შიგნით და ნაზი მოძრაობით მოკალათდა მძღოლის სავარძელში. ოდნავ მოღრუბლულიყო, მანქანის ძრავის ჩუმ შიშინს, დახურული ფანჯრის მინებზე ჯერ წიკწიკით დაცემული, ხოლო შემდეგ უფრო ხმამაღალი, წვიმის შხაპუნის ხმები ერთვოდა. ჯაზის წყნარი, მელოდიური მუსიკა გაჟღერებულიყო მანქანაში, ხოლო საქარე მინის საწმენდები გამალებით ეკიდებოდნენ უკან ერთმანეთს და ვერ ასწრებდნენ წვიმის ნიაღვრისაგან გაბურული მინის გაწმენდას. უკვე კოკისპირულად წვიმდა და წყალი თხლეშვით ეხეთქებოდა ლეას მოპირდაპირედ გადაჭიმულ მინას. საგრძნობლად ჩამობნელებულიყო, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ საღამოს 5 სრულდებოდა. აპრილის ცივ ამინდში, კოკისპირული წვიმისა და ქარის დაუნდობელი ზუზუნის ფონზე გაჩერდა ლურჯი პეჟო, მრავალსაფეხურიანი შენობის წინ. უზარმაზარი, ხუთ სართულიანი, მუქი, დაბურული მინის შენობა აჭიმულიყო გზის პირას, რომელიც სენსორული კარით იღებოდა. ლურჯი მანქანის მარცხენა კარი გაიღო და ბორდოსფერი ქოლგა გაიშალა, მანქანიდან გარე მიმართულებით. გაშლილი ქოლგის ქვევიდან კი, წვრილი წვივები გამოჩნდნენ ერთმანეთის გვერდიგვერდ. მალევე მიიხურა ლურჯი კარი და თხელი ფეხები სირბილით გაემართნენ უზარმაზარი შენობისაკენ. ლეა ქოშინით შევიდა თბილ შენობაში, წვიმისგან გაჟღენთილი ქოლგა დახურა და შესასვლელში, თეთრ მრგვალ მაგიდასთან მჯდომ, წითელთმიან ქალს გაუწოდა. -გამარჯობა, ქალბატონო თინა. გივისთან უნდა შევიდე, მანამდე ეს ქოლგა შემინახეთ, რა. -ნაზი ღიმილით უთხრა ლეამ მდივანს. ამ უკანასკნელმაც ღიმილი შეაგება და სწრაფად გამოართვა ბორდოსფერი ქოლგა. -კარგი, საყვარელო. -უპასუხა წითელთმიანმა და ისევ კომპიუტერის ეკრანს ჩააჩერდა. ლეამ, ყავისფერი ქურთუკი შემოიხსნა სხეულიდან და მარჯვენა ხელის მაჯაზე გადაიგდო. სწრაფი, ამაყი ნაბიჯებით დაიძრა ლიფტისაკენ და უკვე გაღებულ სენსორულ კარში მიიმალა. ბატონი გივის კაბინეტთან მდგარმა გოგონამ, ჯერ კარგად გაისწორა პერანგის საყელო, იდეალურად დავარცხნილ თმაზე გადაისვა ხელი და მკრთალი ჩახველებითა და სრული მზად ყოფნით დააკაკუნა კარზე. -შემოდით. -მოესმა კარის მეორე მხრიდან და გოგონა სწრაფად დასწვდა სახელურს, ქვევით ჩამოსწია და ფრთხილად შეაღო კარი. -შემოდი, ლეა. -ფეხზე წამოდგა შევერცხლილი მამაკაცი და უკვე ოთახში შესული ახალგაზრდა ქალისაკენ დაიძრა. საქმიანად ჩამოართვეს ხელი ერთმანეთს და შემდგომ, გივიმ თავისი მაგიდის მოპირდაპირედ მდგომი სავარძლისაკენ ანიშნა მას, თავად კი საკუთარ გორგოლაჭებიან, ტყავის სავარძელში მოთავსდა. ლეა სწრაფად ჩაჯდა მითითებულ სავარძელში და მოლოდინით სავსე მზერა მიაპყრო გივის, რომელიც საბუთებში იქექებოდა და რაღაცას გამალებით ეძებდა. შემდეგ კი, საკმაოდ სქელი საქაღალდე დაიდო წინ, სათვალე მოირგო და ხვნეშით მიეყრდნო სავარძლის საზურგეს, ისე რომ საქაღალდეზე თვალი არ მოუშორებია. -საკმაოდ რთული საქმე მაქვს შენთვის. -სერიოზული ხმით წამოიწყო საუბარი გივიმ და სათვალიდან ახედა ლეას. ამ უკანასკნელს კი სახე გაუბრწყინდა, თითქოს. რამდენი ხანია, რთულ საქმეს ელოდა. -არა, არა. ნუ გიხარია. რომ ვამბობ საკმაოდ რთული, ესე იგი ზუსტად ამას ვგულისხმობ. -განაგრძო კაცმა, როდესაც ლეას კმაყოფილმა მზერამ ოდნავი უკმაყოფილება მოჰგვარა. -რაც არ უნდა იყოს, გავუმკლავდები. -თავდაჯერებულად მიუგო გოგონამ. -შემართება მომწონს, თუმცა აქ განსაკუთრებით საფრთხილოა. პრეზიდენტის შვილთან გგზავნი. -ოდნავ ხმადაბალი ტონით წარმოთქვა კაცმა. ლეამ ჩაფიქრებულად შეკრა წარბები და საქაღალდეს მიაპყრო მზერა. საკმაოდ სქელი ეჩვენა. საინტერესოა, ამდენი რა ეწერა შიგნით?! -მოზარდია? -რამოდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ იკითხა ლეამ და საქაღალდედან მზერა გივისკენ გადაიტანა. მამაკაცმა ღრმად ამოისუნთქა, სათვალე ფრთხილად მოიხსნა და მაგიდაზე დადო. -იოანე მენაბდე, 18 წლის. ჰყავს 7 წლის და, თამარი. პრეზიდენტის მეუღლე, ამჟამად ქვეყანაში არ იმყოფება და სწორედ მის ჩამოსვლამდე უნდა მოახერხო სეანსების ამოწურვა. ბიჭი რთულად აღსაზრდელთა კოლონიაში ჰყავდათ გამგზავრებული 2013-16 წლებში, რადგან სკოლაში სექსუალურ ძალადობაში დასდეს ბრალი. მაშინ 14 წლის იყო. კოლონიიდან დაბრუნების შემდეგ, ჩააბარა ამა ქვეყნის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე. ეგონათ, რომ ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და ბიჭს აღარანაირი მენტალური პრობლემა აღარ შეემჩნეოდა, თუმცა შეცდნენ. პრეზიდენტის მიერ დაქირავებული დაცვა ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეგულარულად პოულობდა მას ღამის კლუბებში, მძიმე ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ. კულვარული ინფორმაციით, რამოდენიმე არასრულწლოვანის გაუპატიურებაშიც სდებენ ბრალს. -ჩურჩულით წარმოთქვა ბოლო წინადადება გივიმ. -ფსიქოლოგის დახმარებაზე კატეგორიულ უარს აცხადებდა პრეზიდენტის მეუღლე, ქალბატონი ელენე ღვინიანიძე. ასევე უარს აცხადებდა თავად იოანეც, თუმცა ქალბატონის გამგზავრების შემდეგ, პრეზიდენტის დაჟინებული თხოვნით, იოანე დათანხმდა ფსიქოლოგის ჩარევას. ლეა, ეს ძალიან სერიოზული საქმეა. სიფრთხილე გვმართებს და რაც მთავარია, ეს ინფორმაცია ამ ოთახში უნდა დარჩეს. დაივიწყე ის, რომ ბატონი მიხეილ მენაბდის ვაჟს ეხმარები. ეს ამბავი არავინ უნდა გაიგოს. ლეა ერთხანს მდუმარედ იჯდა, კარგად უნდა გადაეხარშა გონებაში, თუ ვისთან უნდა ევლო და რა დონის სირთულეს ეჭიდებოდა. თუმცა, საკუთარი თავდაჯერებულობა ეუბნებოდა მას, რომ ყველაფერს შეძლებდა. მეორეს მხრივ, უკვირდა ის ფაქტი, რომ გივიმ სწორედ ის აირჩია ამ საქმისთვის. პრეზიდენტის ვაჟთან და ამ დონის რთულ პაციენტთან შესახვედრად მზად რომ თვლიდა. ამან უფრო მეტი ენთუზიაზმით აავსო ახალგაზრდა ქალი და კმაყოფილებამ გადაჰკრა სახეზე. -რათქმაუნდა. ყველაფერი გასაგებია და მადლობთ, რომ ასეთ რთულ საქმეს მანდობთ. -ღიმილით წარმოსთქვა გოგონამ. -ნამდვილად არ მოგანდობდი. უბრალოდ ბიჭმა თავად აგირჩია. -მოკლედ მოუჭრა გივიმ. ლეამ წარბები შეკრა. სახეზე დიდი კითხვის ნიშანი გამოეკვეთა. რას ნიშნავს თავად აგირჩია?! უკმაყოფილება გივის უნდობლობისა და გაკვირვება „თავად აგირჩიას“ გამო, სახის კუნთებს უთამაშებდა გოგონას. ხელები მყარად შემოაჭდო სავარძლის სახელურებს და ოდნავ ქვემოდან ახედა შევერცხლილ კაცს. -რას ნიშნავს, თავად ამირჩია? -მოითხოვა, რომ თვითონ აერჩია ფსიქოლოგი, მხოლოდ ამ პირობით დათანხმდებოდა სეანსებს. ასე, რომ უარს ვერ ვეტყვით, ლეა. ეს სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა. სულ ორი თვე გაქვს, სწორედ ამ დროში უნდა მოახერხო და ეს ბიჭი საჩვენოს მოაბრუნო. ორ თვეში ჩამოვა პრეზიდენტის მეუღლე და შეცვლილი შვილი უნდა დაახვედრო. გოგონა ოდნავ შეიშმუშნა, თითქოს შიში გაუჯდა სხეულში, თუმცა მალევე უკუაგდო ეს ფიქრები. შემდგარ ფსიქოლოგს, როგორადაც თავს თვლიდა, არ შეშვენოდა ეს შიში. ნებისმიერ სირთულეს უნდა გამკლავებოდა და იმედი არ გაეცრუვებინა ბატონი გივისთვის. იცოდა მან, რომ თუკი ამ საქმეს წარმატებით გაართმევდა თავს, დაწყებით სკოლებში აღარ გააგზავნიდნენ და თავს უკვე სრულყოფილ ფსიქოლოგად წარმოაჩენდა. ეს საქმე არამრტო პრეზიდენტისთვისა და მისი ვაჟისთვის, არამედ თავად ლეასთვისაც ფრიად მნიშვნელოვანი გახლდათ. -როდის უნდა დავიწყო? -სერიოზული ტონითა და ხაზგასმით იკითხა ლეამ. -ხვალ, საღამოს 6სთვის მოგაკითხავს მანქანა. უკანაც ის მანქანა დაგაბრუნებს. -გასაგებია. -მშვიდად მიუგო ლეამ და ფეხზე წამოდგა. -აბა შენ იცი, ლეა. შენი იმედი მაქვს. -მყარად ჩაებღაუჭა გივი ახალგაზრდა ქალის ხელს და თვალებში შეაჩერდა დაიმედებული. -ნუ ინერვიულებთ, ბატონო გივი. მე უკვე დიდი ხანია მზად ვარ მსგავსი საქმისთვის. -თავდაჯერებით მიუგო გოგონამ და სწრაფი ნაბიჯებით შეტრიალდა კარისაკენ. *** მთელი საღამო უცნაურად იშმუშნებოდა ლეა. ჩაფიქრებული, ფეხი-ფეხ გადადებული იჯდა იისფერ დივანზე, ხელში ჩაის ჭიქა ეჭირა და მარცხენა ფეხზე გადაგდებულ მარჯვენას კენკავდა. თვალი უმისამართოდ გაშტერებოდა და ხვალინდელ დღეზე ფიქრობდა. თითქოს, არ ეშინოდა თავისი პირველი, რთული დავალების, თუმცა მაინც უღრღნიდა გულს უცნაური შეგრძნება. კალთაში მძიმე სხეულის დაწოლა იგრძნო და თავი დახარა, მამაკაცს კომფორტულად მოეკალათებინა თავი ლეას კალთაში და მის მოპირდაპირედ, ჩართულ, მაგრამ ხმაჩავარდნილ ტელევიზორს უყურებდა. -რა უნდოდა გივის? -შეეკითხა მამაკაცი, ისე რომ ტელევიზორისთვის თვალი არ მოუშორებია. -ერთ პაციენტთან მაგზავნის, თინეიჯერია. -მშვიდად წარმოთქვა ლეამ. -ხომ არ ნერვიულობ? -არა. -მოკლედ მოუჭრა გოგონამ და უმისამართოდ გაშტერებული თვალები, ოდნავ მოჭუტა. -მგონი, ერთი გასაღები მეც უნდა მქონდეს. -კალთიდან ამოხედა მამაკაცმა და ლეამაც მაშინვე დახედა. -არა, ნიკოლოზ. ჯერ ადრეა. -ხმადაბლა დასძახა გოგონამ. -უკვე ერთი წელია ვხვდებით, ზედმეტად ბევრს ფიქრობ. -სრულებით მაკმაყოფილებს ის ურთიერთობა, რაც გვაქვს. ნუ ავჩქარდებით. -კარგი და კოცნაზე რას იტყვი? -გაუღიმა კაცმა. ლეას ტუჩები გაეხსნა, თვალები აატრიალა და მამაკაცმა კეფიდან მოქაჩა, მის ბაგეებს დაეწაფა. შემდეგ კი, ოდნავ წამოიწია. ხელები მუხლებქვეშ შეუცურა და მთელი ტანით აიტაცა გოგონა დივნიდან. რამოდენიმე წუთში კი ჭუჭყისფერი კარი მამაკაცმა ფეხით მოიკეტა ზურგს უკან. *** მეორე დღეს, საღამოს ხუთზე გოგონა ისევ იისფერ დივანზე იჯდა, ხელში პატარა წიგნაკი ეჭირა და ორ თითში მოქცეულ კალამს კენკავდა მასზე. გამალებით შეჰყურებდა კედელზე ჩამოკიდებულ მრგვალ საათს და პარალელურად ტელეფონის ეკრანისკენ აპარებდა მზერას. ფეხი ფეხზე გადაედო და მშვიდად სუნთქავდა, თუმცა ამ მშვიდ სუნთქვაშიც შეემჩნეოდა მღელვარება. ისევ მაღალწელიანი შავი, მომდგარი კაბა ეცვა, რომელიც დაჯდომის დროს, ოდნავ უჩენდა მუხლის თავებს. ფეხზე ისევ მაღალქუსლიანი, შავი ფეხსაცმელი ეცვა და ისევ თეთრი, ყელამდე შეკრული პერანგი. თმა, ტრადიციულად იდეალურად დავარცხნილი და მჭიდროდ შეკრული კეფის თავზე. კალმის კენკვაში ისე გავიდა ერთი საათი, რომ ვერ კი მიხვდა დროის შემოძარცვას. ტელეფონი აწკრიალდა. გოგონამ დახედა, ფარული ნომერი იყო და მიხვდა, რომ კორპუსთან უკვე ელოდებოდნენ. სწრაფად წამოდგა და დივნის თავზე გამოჭრილი სარკმლიდან გადაიხედა. შავი მერსედესი ელოდებოდა, დაბურული მინებით. სწრაფად დაიძრა ლეა გასასვლელისაკენ, ყავისფერი ქურთუკი მოიგდო ბეჭებზე. შავ, ტყავის ჩანთას დასწვდა და ჩქარი ნაბიჯებით დატოვა კრემისფერი სახლი. იჯდა მძღოლის უკან სავარძელში გოგონა და იმ მომენტში, სრულ მობილიზებას უკეთებდა საკუთარ თავს. ღრმად და მშვიდად სუნთქავდა და ცდილობდა აღელვება სწრაფად ჩაეხშო. ტვინის ნეირონებს, ჯანსაღად ფიქრისკენ მოუწოდებდა. თითქმის ორმოცწუთიანი მგზავრობის შემდეგ, მანქანა გაჩერდა და სანამ ლეა სახელურს დასწვდებოდა გამოსაღებად, მანამდე გამოაღეს მისი კარი. გოგონამ აიხედა და შავ შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი, ფართე ბეჭებიანი და შავ სათვალიანი მამაკაცი აეღობა მის თვალებს. ლეამ მარჯვენა ფეხი მიწაზე დადგა და ქალური მოძრაობით გადმოვიდა მანქანიდან. მამაკაცმა კი მშვიდად მიხურა მანქანის კარი, ჩამოშლილი ხელები ერთმანეთს დააწყო და რობოტივით გაიჯგიმა. ლეამ თვალი მოავლო ადგილს, მარადმწვანე ნაძვებით გარშემორტყმულიყო იქაურობა. მაღალი, შავი გალავანი ერტყა სახლს და ნაძვებს შორის მოქცეულ სრიალა ქვაფენილს სახლის მრავალსაფეხურიან კიბესთან მიჰყავდით. მის თავზე კი უზარმაზარი, სამსართულიანი თეთრი სახლი აჭიმულიყო. მუქი ყავისფერი დარაბებითა და იგივე ფერის უზარმაზარი კრინის კარით იღებოდა, რომლიდანაც თითქმის გოგონას მანქანიდან გადმოსვლისთანავე გამოვიდა მოსამსახურის ფორმაში ჩაცმული, შევსებული ქალი. წითელი, ჩუქურთმებიანი წინსაფარი ეცვა და ასევე წითელ თავსაფარში, უღიმღამოდ ელავდა მისი ჭაღარა თმის ბოლოები. სწრაფად ჩამოირბინა ქალმა კიბე და ღიმილით შეაცხრა ლეას სახეში. -ფსიქოლოგი ლეა დოლიძე, ხომ? -ღიმილით შეეკითხა ქალბატონი. -დიახ. -საპასუხო ღიმილით უპასუხა ლეამ. -მობრძანდით, გელოდებოდით. -მარცხენა ხელით სახლისკენ ანიშნა ქალმა და ლეაც სწრაფად გაჰყვა უკან. სახლში შესულმა გოგონამ, წამით იფიქრა, რომ ეს მუზეუმი იყო და არა საცხოვრებელი. ბორდოსფერ, სრიალა, სარკისებრ იატაკზე დააბიჯებდა გოგონა. შესამჩნევი გახლდათ, რომ ეს ფერი ჭარბობდა მთლიანად სახლში და მსახურის უნიფორმაც... ზედმეტად თამამ ხალხში მოხვდა ლეა და მიხვდა, რომ ამ სახლში მცხოვრებ ადამიანებს, ზედმეტი ყურადღება ხიბლავთ. სწორედ ამიტომ ჭარბობდა სახლში ეს ფერი. მათ მოპირდაპირედ მრგვალი, ოზარმაზარი ბორდოსფერი წრეებით მოხაზული კრემისფერი დივნები და სავარძლები შემოწყობილიყო წრიულად. შუაში კი მუქი ყავისფერი, დაბალი მაგიდა იდგა. დივნების უკან უზარმაზარი, მუქი ყავისფერი წიგნების კარადა იდგა, კედელში ჩაშენებული, რომლის მარჯვენა და მარცხენა მხარეს მოხრილი მაღალი კიბეები აღმართულიყო, რომელსაც მეორე სართულზე აჰყავდით. -აქეთ წამობრძანდით, ქალბატონო ლეა. -შესძახა წითელ უნიფორმიანმა და კიბისკენ დაიძრა. მას ლეაც გაჰყვა უკან. -თქვენ, როგორ მოგმართოთ? -შეეკითხა ზურიდან გოგონა. ქალი ისე სწრაფად მიდიოდა, რომ ლეა ვერ ეწეოდა თავისი მაღალი ქუსლებით. -ნელი. ნელი მქვია. -ღიმილით მოტრიალდა ქალი მისკენ. ფრიად ესიამოვნა მისი სახელით რომ დაინტერესდნენ. შემდეგ კი ისევ შეტრიალდა და სწრაფი ნაბიჯებით აუყვა მაღალ კიბეს. მას ლეაც აედევნა. მეორე სართულზე ვრცელი და ფართე დერეფანი გაჭიმულიყო, რომლის ორივე მხარეს ოთახები ჩამწკრივებულიყო. ნელი დერეფანს არ დასდგომია, ავლილ კიბეს გვერდიდან მოუარა და უკვე შუაში აჭიმულ ფართო კიბეს აუყვა. მესამე სართულზე ძლივს აიტანა ლეამ ფეხები. წამითაც რომ შეესვენა, ნელის თვალს ვეღარ მოჰკრავდა, ამიტომ სწრაფად ედევნებოდა უკან მას. მესამე სართულის თეთრი კედლები წითელი საღებავებით იყო მოსვრილი, აშკარად ჩანდა, რომ იქ არავინ ადიოდა. საზარლად ეჩვენა ეს ადგილი ლეას და დაკვირვებულად მოავლო თვალი იქაურობას. კედელზე აკრული ცარიელი ჩარჩოები მკაფიოდ მოხვდა მის თვალებს, მასზე წითელი საღებავით დიდი, მამაკაცის ხელები აღბეჭდილიყო. ჩამწკრივებულ ოთახებს შორის, ერთმა ლეას განსაკუთრებული ყურადღება მიეპყრო. ერთ-ერთი მათგანი, წითლად შეეღებათ და შავი ბოქლომით ჩაეკეტათ. კარს აშკარად ეტყოფოდა, რომ შიშველი ხელებით შეეღებათ, ფუნჯის გარეშე. გოგონა კარს მიუახლოვდა და ინტერესით დააკვირდა, შემდეგ კი მზერა ბოქლომზე გაუშტერდა, როდესაც ნელის ხმა მოესმა. -მაგ ოთახს არ გაეკაროთ. ვერ იტანს, როცა უყურებენ. -ოდნავი აღელვებით შესძახა ქალმა. ლეაც სწრაფად შებრუნდა და კარს მოშორდა. -უცნაური ბიჭია, შეიძლება უხეშად მოგექცეთ. -სწრაფი სიარულით განაგრძობდა ქალი საუბარს და ლეაც ღონემიხდილი ედევნებოდა უკან ქალს. ბოლოს კი დერეფნის ბოლო, თეთრ ოთახთან შეჩერდა ნელი და თვალებგაფართოვებული შეაშტერდა სახეში ლეას. -აქ არის. -ჩურჩულით თქვა მან. -თუ რამე მოხდა, ამ ღილაკს დააჭირეთ და მაშინვე ამოვა დაცვა. -შავი პულტი გაუწოდა ქალმა, რომელზეც წითელი ღილაკი ამობურცულიყო. ლეამ ოდნავ წარბები შეკრა, თითქოს შიშმა მოიცვა, მაგრამ არ შეიმჩნია. -რა უნდა მოხდეს? -ჩურჩულითა და შიშჩამდგარი ხმით იკითხა მან. ქალმა სინანულით შეათვალიერა გოგონა. -იმედია, ეს პულტი არ დაგჭირდებათ. თუმცა, მაინც გქონდეთ. -სწრაფად მიაყარა სიტყვები ნელიმ და ჩქარი ნაბიჯებით დატოვა იქაურობა. ლეა ერთხანს გაშეშებული იდგა თეთრ კართან, თავი მისგან მიმავალი ქალისთვის მიეპყრო. შემდეგ კი, საკუთარი აჩქარებული გულისცემა იგრძნო და კარს ახედა. ერთხანს გაშეშებული იდგა მის წინ, წამებიანი ლოდინის შემდეგ კი, ღრმად ამოისუნთქა და ფრთხილად დააკაკუნა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.