ჩვენ და ზღვა
ზღვის ნაპირს ჩუმად მივუყვებით და თითქოს ვხვდები, ამ წამს ველოდი მოუთმენლად მრავალი წელი, შენი ხელები მეფერება ნელ-ნელა ვთბები, როგორ კლებია ჩემ ცივ ხელებს სათუთი ხელი. ზღვა ღელავს ქარი ათამაშებს სივრცეში ტალღებს, მათი გუგუნი და შენი ხმა მუსიკას ბადებს, ამ მელოდიით მსურს აივსოს დღეს ჩემი სული, როგორ კლებია ჩემ დაღლილ სულს კვლავ შენი სული. ზღვა ჩვენს სილუეტს აირეკლავს, მზე კი გაათბობს, ჩვენი გულებიც უნისონში იწყებენ ფეთქვას, ერთმანეთისთვის არაფერი არ გაგვიმხილავს, მაგრამ მგონია ყველაფერი უსიტყვოდ გვეთქვას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.