შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბრუნება (თავი 4)


9-05-2017, 15:00
ავტორი japara
ნანახია 1 530

ნომერში შევაბიჯეთ თუ არა იქაურობის თვალიერება დავიწყე. უდიდესი შუშებიდან მგონი მთელი ნიუ-იორკი ჩანდა. გაოცებული ვიყურებოდი. ალკოჰოლმა თავისი ქნა. ხელები პირზე ავიფარე და ცრემლები გადმომცვივდა. ივა უკნიდან მომეხუტა და მაშინღა შეამჩნია ჩემი სველი სახე.
- იცი… იცი რა საშინლად მინდა ახლა თბილისს ვუყურებდე? იცი როგორ მინდა, ახლა საქართველოს ვუყურებდე? მაგრამ არ შემიძლია. გესმის? არ შემიძლია. - ავსლუკუნდი. მოვბრუნდი და მის მხრებში დამალულმა ტირილი დავიწყე. როცა გული მოვიოხე მონოლოგი დაიწყო.
- იცი, პატარა რომ ვიყავი, ბებო მეუბნებოდა, არასდროს იტირო, ეგ უკანასკნელი იარაღიაო. სანამ გაუსაძლის ტკივილს არ იგრძნობ, არ იტიროო. - ხელი ჩამკიდა და სააბაზანოში გამიყვანა. - მეუბნებოდა, ღმერთს მადლობა უნდა გადავუხადოთ ყოველი დღის, საათის, წუთისა და წამისათვის, რასაც გვჩუქნისო. ხოდა არაფრის დიდებით არ უნდა იტიროო. - თან მელაპარაკებოდა, თან ხელს თბილი წყლით ისველებდა და სახეს მბანდა. - მეუბნებოდა ეგ ღმერთის უმადურობააო. იცი რა საშინელია სატირალი ტკივილიო? შენს მიზეზზე ბევრად დიდებიც კი არსებობსო. მეუბნებოდა, ოჯახის წევრის დაკარგვაზე დიდი ტკივილი არ არსებობსო. ხოდა ნუ ტირი. საქართველოში დაბრუნდები. - მისმა სიტყვებმა საბოლოოდ მომისპეს ხასიათი. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ჩემში დაუნდობელი ქარბორბალა ქურდულად დაძრწოდა, მაინც საშიშად მშვიდად ვიყავი. ჩემზე ერთი რამ მოქმედებდა. მხოლოდ ერთი. ჩემს ემოციებისგან ცეცხლწაკიდებულ სახეზე შეხებული, თბილი წყლით დასველებული, მაგრამ მაინც საშინლად ცივი თითების მოძრაობა. რომლებიც თავისი სიცივით მწვავდნენ და მიუხედავად ამისა, მაინც თავხედური მზრუნველობით დაბორიალობდნენ ჩემს მარწყვის ნაყინისფერ ლოყებზე. ცოტა მაშინ შევფხიზლდი, ცერა თითმა მარწყვისფერ ქვედა ტუჩს რომ გადაურბინა.
- ტირილის სრული უფლება მქონია. - სახე გავიმშრალე და სააბაზანოდან გავედი. ის კი იქ დავტოვე. მარტო. გახევებული. იატაკს შეზრდილი. უმადურად მიგდებული. ლოგინზე ატლასის თხელი საღამური ეფინა. მუქი, მუქი იასამნისფერი. აი, კარგად დამწიფებული შავი ყურძნისფერი. უცებ გავიხადე და შიშველ კანზე ჩამოვიფარე. ფანჯარა გამოვაღე რომელიც იატაკიდან ჭერამდე იყო გაწელილი და წელამდე მოაჯირი ჰქონდა მოდგმული. მასთან მდგარ დივანზე დავჯექი და ფეხები მოაჯირზე შემოვაწყე. ცას გავცქეროდი. ცასა და ვარსკვლავებს. ყოველთვის მამშვიდებდა მთვარის ყურება. ჩემი ერთგული მეგობრის. რომელიც მახსენებდა, რომ მე ერთი, მორიგი, უბრალო ადამიანი ვიყავი დედამიწაზე, რომლის პრობლემებიც არ იყო სამყაროსთვის გადამწყვეტი. რომელიც იყო მორიგი ადამიანი. უბრალოდ მორიგი არსება. გვერდით დივანზე ივა მომიჯდა.
- მაპატიე. უბრალოდ არ ვიცოდ…
- პატიებას რისთვის მთხოვ?
- მე… უბრალოდ არ მინდოდა ასე… - ჩამეცინა და ჩემმა ამ რეპლიკამ საერთოდ გაყინა.
- პატიებას არ არსებული დანაშაულისთვის ნუ იხდი. - რაღაც უცნაური მბრძანებლური ტონით ვუთხარი. - ისე კი… მადლობა.
- მადლობას რისთვის მიხდი?
- მზრუნველობისთვის.
- არ ჯდება. - მოკლედ მომიჭრა და მზერა ჩემიდან მთვარეზე გადაიტანა.
- ბატონო?
- არ ჯდება მადლობის იმისთვის გადახდა, რასაც ჩემი სიამოვნებისთვის ვაკეთებ.
- ხომ ხვდები მადლობას რისთვის გიხდი?
- კი. - ისევ ასე მოკლე და თბილი პასუხი მესროლა… ჩუმად ვიჯექი და საშინლად მსიამოვნებდა ეს სიჩუმე. არ იყო ეს ყველაფრისმთქმელი სიჩუმე. არ იყო ეს ის, ყველაფერს რომ უსიტყვოდ ყვები. ეს უბრალოდ სიჩუმე იყო. სიმშვიდე. ეს იყო პირველი სიმშვიდე ჩემს ცხოვრებაში. პირველი თავისუფალი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა. თავისუფალი ღვინის ყლუპი… თავისუფალი კოცნა… თავისუფალი სიშიშვლე… ეს ყველაფერი უბრალოდ სრულყოფილი თავისუფლება იყო…
***
- გთხოვთ აღწეროთ რა დაინახეთ დანაშაულის ადგილას. - მშვიდად მივმართავ მოწმეს, რომელიც ჩემმა მოწინაამდეგეებმა დასვეს, მაგრამ ისე ვიზამ, აი ნახავთ, ჩემი გახდება. ჩემი კლიენტი 17 წლის საცოდავი ბიჭია. მკვლელობას აბრალებენ. დედამისმა მომაკითხა. თითქმის უფასოდ ვემსახურები. ძალიან დაბალ ანაზღაურებაზე და ამასაც მხოლოდ იმიტომ ვიღებ, რომ დედამისი მეხვეწა. სხვა კლიენტების ფული მყოფნის იმაში, თავი გავინებივრო ასეთი საქმეებით. ჩემი პატარა კლიენტი ანერვიულებული, თვალებჩაწითლებული და სახეწაშლილი მიყურებს ვედრების თვალებით. დედამისი კი აღარაა ცუდად. ჩემი იმედი აქვს. სინათლე დავუბრუნე.
- ქალბატონო, ამ კითხვას ყველა რატომ მიმეორებთ? შეიცვლებოდა რამე? - თავხედურად იჭრება 50მდე წლის მამაკაცი, მოწმე. ლაპარაკი არ აქვს დასრულებული მთელს დარბაზში მოსამართლის ჩაქუჩის გამაყრუებელი კაკუნი ისმის. დაბალი ხმით, მაგრამ მაინც შემზარავით.
- გთხოვ, გარკვევით უპასუხოთ ყველა კითხვას.
- ბევრი არაფერი დამინახავს. მხოლოდ ბიჭი დავინახე დანით ხელში რომ გარბოდა. ჟაკეტი სისხლის ლაქებით ჰქონდა დასვრილი.
- ანუ, მის ტანსაცმელს არჩევდით?
- დიახ.
- შეგიძლიათ აღწეროთ?
- შავი სპორტული ჟაკეტი, კაპიუშონიანი. ყვითელი სპორტული შარვალი და თეთრი კედები.
- დარწმუნებული ხართ?
- დიახ. - მან ზუსტად აღწერა ჩემი კლიენტის იმ დროინდელი ჩაცმულობა, რომელიც ვიდეო ჩანაწერებში გამოჩნდა 15 წუთის წინ, როცა იგივე პასუხი მოწინააღმდეგეებს გასცა.
- შეგიძლიათ მითხრათ, რა ფერია აი ის კედელი? - ხელს ნებისმიერ კედელზე ვიშვერ. ჩემი ინფორმაციით ეს კაცი დალტონიკია. კრემისფერ კედელს აკვირდება და მერე მიყურებს.
- თეთრი.
- სულ თეთრი?
- ქათქათა!
- დარწმუნებული ხართ თქვენი პასუხის მართობულობაში?
- დიახ!- უკვე გაღიზიანებული ამაყად მეჯგიმება მე კი მსაჯულებს ირონიული ღიმილით ვუყურებ. არაა საჭირო იმის თქმა, რომ ის დალტონიკია, ისინი ჩემი ღიმილითაც ყველაფერს ხვდებიან.
- ანუ ამბობთ, რომ კლიენტის ჩაცმულობის ფერები ასე ზუსტად გახსოვთ, თან ღამის თორმეტ საათზე რომ გარბოდა და თან ამბობთ, რომ ეს კედლები თეთრია? თანაც… როგორ თქვით? ქათქათა! ქათქათა თეთრი?
- დიახ.
- მოსამართლევ, მეტი კითხვა აღარ მაქვს. - ღიმილით მიყურებს შავკანიანი, სრული ქალი მოსამართლის სკამიდან და აშკარა კმაყოფილებას ვკითხულობ მის ღიმილში.
- დარწმუნებული ხართ, ელიზაბეთ?
- ვფიქრობ, ყველაფერი ნათქვამია. - მოსამართლეს ღიმილით ვპასუხობ და მსაჯულებს კიდევ ერთხელ ვავლებ თვალს. - სასაცილოა უბრალოდ. - პროკურორთან ახლოს ვჩურჩულებ, ისე რომ მსაჯულებსაც ესმით. პროკურორის აზიელებისთვის დამახასიათებელი, მართლა ქათქათა სახე უცებ შინდისფერი ხდება. ისევ იგივე ხმა… ისევ მოსამართლის ჩაქუჩი.
- ელიზაბეთ, ზედმეტი კომენტარებისგან თავი შეიკავე.
- მაპატიეთ. - ჩემს კლიენტს გვერდზე ვუჯდები და ახალგაზრდა, უცოდველ ხელზე ხელს ვადებ. - დაპირება თითქმის ავასრულე დენი… - ვუღიმი.
სამი საათის შემდეგ მე და დენი სასამართლოს დერეფანში ვზივართ, მე ყავის ის კი წყლის ჭიქით ხელში. საპროცესოდან დაბალი და გამხდარი, ოფიციალურად გამოწყობილი სათვალიანი გოგო ყოფს ცხვირს.
- დენიელ ქუენტინის საქმე! განაჩენი გამოტანილია! - დენიელს ხელს მაგრად ვკიდებ და ძალით ვაყენებ. წინ ვუდგები და დიდი დასავით ვარიგებ.
- ღრმად ჩაისუნთქე და ამოისუნთქე. -რობოტივით ასრულებს ჩემს ბრძანებას. - ანერვიულებული არ წარსდგე. არ დაიბნე. რაც არ უნდა მოხდეს, პირობას შევასრულებ. შენ ციხეში არ ჩაჯდები იმის გამო, რაც არ ჩაგიდენია. - მერე ამავე ჩაკიდებული ხელით შემყავს შიგნით და გვერდით დასჯილი ბავშვივით მოდის.
- მოსამართლე მობრძანდება. - სკამების გამაყრუებელი ბრახუნი ისმის და წამის მეასედში ყველა ფეხზე ვდგავართ. სასიამოვნო გარეგნობის, შოკოლადისფერი კანის ფერის მქონე ქალბატონი ჯდება და ჩვენც ვჯდებით.
- დანიელ ქუნტინის საქმე, - დანიელი, მე და პროკურორი ერთდროულად ვდგებით ფეხზე. - როგორც იცით მსაჯულებმა განიხილეს და… თორმეტი არც ერთის წინააღმდეგ. მას არ შეეფარდება არც თავისუფლების აღკვეთა და არც გირაო. ეხსნება ყველა სასჯელი. ეჭვმიტანილი უდანაშაულოდ ცნეს. - მშვიდად არაკრაკებს ქაღალდებში ცხვირჩაყოფილი და მერე ღიმილაკრული გვიყურებს ჩვენ. - დანიელ, თავისუფალი ხარ… შეგიძლია წახვიდე. - დანიელი ჯერ კიდევ გაფითრებული დგას. მე უცებ ვბრუნდები მისკენ. არა არ ვეხუტები… მის სახეს ვაკვირდები. ეს არის ის, რისთვისაც ვმუშაობ. ეს არის ის, რაც სიცოცხლის ხალისს მაძლევს. ბიჭი ნელ-ნელა იაზრებს, რომ ახლა მისი ერთადერთი პრობლემა პირად საქმეში სიტყვა “ნასამართლევია”ა. სხვა არაფერი. ხვდება რომ თავისუფალია და მის თვალებს მკვდრის აპკი შორდება და სადღაც ქრება. ახლა მის თვალებში მიმალული სინათლე ისევ ასხივებს და 17 წლის ბიჭს 17 წლის ბიჭის იერი უბრუნდება. ამ ყველაფერზე გაშეშებულ ფიქრს ვამთავრებ, ბიჭი მთელი ტანით რომ მეკვრის და ხელებს მთელი ძალით მხვევს. მთელი დარბაზი აპლოდსმენტებით ქუხს. მეც ძლივს ვეხვევი. მშორდება და მიყუებს.
- მადლობა.
- მე მხოლოდ ჩემი საქმე შევ…
- პირობა არ გატეხე. - სიტყვაში ჩამეჭრა.
- ეგეც ჩემი საქმეა. - ჩემსკენ დედამისი მორბის და მეხუტება. თან მთელს სახეს მიკოცნის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხალხი მიყვარს, მაინც საშინლად მაღიზიანებს სახეზე აკრული ტუჩები. დანი ნელა ჰქაჩავს დედამისს.
- დედა… ნუ შეაწუხე. - უცაცხანებს ქალიც დარცხვენილი მიდის. დარბაზი იცლება. ქაღალდებს ვკრეფ და ჩანთას მხარზე ვიკიდებ. დანი ისევ ჩემსკენ მორბის და მეხუტება.
- ვიცი, არ გიყვართ მაგრამ…
- შენით არ ვწუხდები დენი… -თბილად ვუღიმი და მეც ვეხვევი. ვხედავ როგორ გადის დარბაზიდან ბოლო ადამიანი, რომელიც აქამდე არ შემიმჩნევია, წამით ბრუნდება და ღიმილით გვიყურებს მე და დენის. ეს ივა.. ის არის. მე თვალს ვუშტერებ და ისე ვიქცევი, ვითომ არ დამინახავს. ვითომ ჩემთვის არაფერს წარმოადგენს. თბილი ღიმილი სახეზე ეყინება და კარს იქით უჩინარდება.
- შენ მე თავისუფლება დამიბრუნე და არ შემეძლო…
- შენ ის არც არასდროს დაგიკარგავს. - ვუღიმი, ლოყაზე ვკოცნი და ერთად ვტოვებთ საპროცესოს. სასამართლოს შენობიდან გასულებს ათობით ჟურნალისტი და კამერა გვაწყდება. დენის და დედამისს ჩუმად ვსვამ ჯილის მანქანაში და მე ჟურნალისტებს ვუბრუნდები.
- ყველა პასუხს პრესცენტრი მოგცემთ 20 წუთში. - კითხვებს არ წყვეტენ… ყაყანებენ.
- ჩვენ თქვენი პასუხები გვჭირდება! - გამწარებული გაჰკივის ლამაზი, დაბალი პუტკუნა გოგონა.
- ძალიანაც რომ მინდოდეს, თქვენი არაპროფესიონალობით გამოწვეული ყაყანის გამო, ვერაფერს გიპასუხებთ. მადლობა… - მანქანაში ვჯდები და იქაურობას სასწრაფოდ ვტოვებ.
სახლის კარს ვაღებ და სამზარეულოში შევდივარ. სასწრაფოდ ვიკეთებ ლიმნიან ჩაის და ტელევიზორის წინ დივანზე სამსახურის ტანსაცმლით ვიშოტები. ფეხებზე კუბოკრული, თხელი პლედი მადევს. ისე…
- დღეს დენიელ ქუენტინის საქმეს ბოლო მოეღო. რა თქმა უნდა უდანაშაულოდ სცნეს და პატარა გმირი, როგორც ელიზაბეთ ვაშაყმაძეს ეძახიან, ყველაფერს ისე იყენებს, როგორც აწყობს… - ჟურნალისტი უაზრო ტიტინს აღარ ამთავრებს. პერანგის ღილებს ვისნი და დივანზევე ვაფენ. არა… ეს ის არ არის, რაც სულს მიხუთავდა. ხელებს ტანის უკან ვიცურებ და ხელის ერთ მოსმაში ლიფი აღარ მაცვია. ღმერთო რა შვებაა! ნასიამოვნებს ამოხვნეშა მწყდება პირიდან… როგორც იქნა ჟურნალისტი ტიტინს ამთავრებს და კადრში ჩნდება ჩემი ინტერვიუ. როგორ ვეუბნები ჟურნალისტებს ორ წამში, რომ არაპროფესიონალი თხები არიან. ქერა ჟურნალისტი, რომელიც წეღან ტიტინებდა, ახლა სახეალეწილი ზის. მის გვერდით მჯდომ ჟურნალისტ მამაკაცს კი ეღიმება.
- მართალს ამბობს. - ჩუმად ამბობს. ტელევიზორს ვრთავ. იქაურობას ვაწესრიგებ. ასე, მხოლოდ ქვედაბოლოთი შევდივარ ოთახში. ქვედაბოლოსაც იქვე ვიძრობ და საწოლში, მგონი ცხოვრებაში პირველად პენუარის გარეშე ვიძინებ. მხოლოდ ქვედა საცვლით.
ვხედავ სიზმარს… ღამეა, ფანჯარას ვაღებ და მის რაფაზე ვჯდები… მთვარეს გავყურებ… ბედნიერი ვარ! ბედნიერი ვარ? კი… ვსვამ ღვინოს და უცებ არსაიდან შემზარავი ხმა ისმის…
- ხედავ რას დაემსგავსე? ეს რა არის ელიზ? რას აკეთებ? შენ რა, ეწევი? - ხმა ნელნელა დედასას ემსგავსება. - გრძნობები გაგიქრა არა? ვის ატყუებ ელიზ. შენ სუსტ ქალად იქეცი… ისევ მარტო დარჩი. ხედავ? გეუბნებოდი… ხომ გეუბნებოდი ყოველ ღამე, არ ენდო-მეთქი? ახლა? წავიდა და ისევ მარტო ხარ ელიზ… მარტო… სულ ასე იქნები… ელიზ… მარტო ხარ… - თვალებს უცებ ვჭყეტ და ვხვდები რომ საშინელი სიზმარი ვნახე. არა… ოფლში არ ვცუაობ და მსგავსის არაფერი მეტყობა. სასწრაფოდ ვიცვამ მუქ ლურჯ ჯინსს, რომელიც ფეხებზე ოდნავ განივრად მადევს… მაგრამ ჩემს წვრილ და გრძელ ფეხებს კიდევ უფრო აგრძელებს… ზემოდან შავ მომდგარ, ჩვეულებრივ მაისურს ვიცვამ და შავ კეპსაც ვიხურებ. ასეა საჭირო. გახმაურებული პროცესების შემდეგ, ჩემი იქ შემჩნევა არ იქნება კარგი, სადაც ახლა მივდივარ.
სახლიდან გამოსული ვხვდები, რომ ჩემი ლექსუსი ვერ დამეხმარება… ტაქსის ვაჩერებ და შიგნით დაუფიქრებლად ვხტები.
- Lexington bar and books -ში. - კატეგორიული ხმით ვამბობ. ვგიჟდები ამ ბარზე. საუკეთესოა სიმარტოვისთვის. ტაქსი დაახლოებით 40 წუთში ჩერდება ბართან. მანამდე რას ვფიქრობდი? სრულიად არაფერს, გარდა იმისა, რომ თუ სუნთქვას არ დავირეგულირებდი და ასე ჩქარა ვისუნთქებდი, ან ტაქიკარდია დამეწყებოდა, ან ტვინი გადამეწვებოდა. მძღოლს ოცდოლარიანს ვუკუჭავ ხელში და ბარში თავდახრილი შევაბიჯებ. ბარმენის წინ ვჯდები და ვერ მხედავს. კეპის ქვემოდან ავხედე. - ორი ჩვენი. მორიგეობით. - რა არის ჩვენი? აზრზე არ ვარ? ის მიკეთებს ხოლმე. საშინლად მაგარი და მათრობელაა, არც ტკბილია მაგრამ მის მჟავე და მაბრუებელ გემოზე მეტად მხოლოდ ღვინო მიყვარს. დარწმუნებული ვარ, მასში ცოტა მაინცაა. ბარმენი წინ წვენის მაღალ ჭიქას მიდებს, რომელიც ყავისფერი სითხითა და ყინულებით პირამდეა სავსე და საწრუპები დევს. ჩხირებს ვიღებ და იქვე სალფეთქზე ვყრი. - ხუმრობ? - ირონიულად მეცინება. სასმისს ვიყუდებ და თავში ერთიანად მიტრიალებს ყველა სიტყვა, რომელსაც დედაჩემი მეუბნებოდა ცოტა ხნის წინ. ვგიჟდები მგონი. დედაჩემი კი არა, ჩემი ქვეცნობიერი. ჩემს თავს ვუსწორებ და სმას გავნაგრძობ.
- ასე გაითიშები. - საშინლად ნაცნობი, უჩვეულოდ ხრინწიანი ბარიტონი მელაპარაკება, რომლის გაგონებაზეც მთელს ტანში მცრის და ტაო მაყრის.
- პირველი არაა. და არც უკანასკნელი .- ვუღიმი და ვბრუნდები, რომ უცნობი ამოვიცნო. ჯანდაბა! ისაა. ის საშინლად სიმპათიური ჟურნალისტი, დღეს რომ თქვა მართალიაო ჩემზე.
- დღის გმირს დასვენება სჭირდება?
- შენ არ გკითხავ… ისეთი მოქოქილი თოჯინა გიზის გვერდით…
- ნამდვილად მღლის. - უცებ მახსენდება ყველა ჭორი რაც ამ კაცზე ვიცი და ირონიულად მეღიმება. - რა გაღიმებს?
- მისი ლაპარაკი უფრო გღლის თუ სხვა ხმები? - გველურად ვუკარკლავ და სასმისიდან შემდეგ დიდ ყლუპს ვსვამ.
- რა დარწმუნებული ხარ რომ სხვა რამეც მესმის?
- იმ დროსაც ლაპარაკობს? - გაოცებული მთელი ტანით ვუბრუნდები ბიჭს, რომელიც მიღიმის მთელი სახით… არა, მთელი სხეულით.
- რომელ იმ დროს? - წარბს ისე წევს ვითომ ვერ ხვდება.
- ძალიან კარგად ხვდები რაც ვიგულისხმე.
- ვერა… - ჯანდაბა, ლიზ, როდის გახდი ასეთი მორცხვი? მიახალე პირდაპირ!
- ხვდები.
- მიმახვედრე. - ჩურჩულებს. რატომ მესმის მისი ჩურჩული ამ ხმაურში? ჩემსკენ იხრება და მის სუნთქვას მთელს სახეზე ვგრძნობ. მისი დიდი ვარდისფერი ტუჩები მალე ჩემსას გადაყლაპავენ. მილიმეტრები რჩება შეხებამდე აქამდე აღებულ მარშრუტს რომ სცდება და ამ ორ გაბერილ დამნაშავეს ყურის ძირში მახებს. ჯერ მხოლოდ მეხება და სუნთქავს… ვაიმე… როგორც ჩანს მეტი არაფერია საჭირო ჩემს გასაბრუებლად… მეჩვენება თუ მე, ყველაზე ცივი არსება კაცს ერთი შეხების გამო ვადნები ხელებში? მეშლება, შეხებისაც კი არა, ამოსუნთქვის გამო… ახლაღა ვამჩნევ რომ მარჯვენა ბარძაყზე რაღაც საშინლად მიჭერს და ჩემს ფეხზე გადაშლილ მის ულამაზეს გრძელ თითებს ვაკვირდები. გონს მოგებას ვცდილობ, მაგრამ იქამდე არ გამომდის, სანამ ყელში სველ კოცნას არ მიტოვებს და არ სწორდება. ჩემს წინ ჩემი და ბარმენის სასმელის ახალი სავსე ჭიქა დგას. ვიღებ და ნახევარს ისე ვცლი, არც ვფიქრობ. ბარმენის უკან მდგარ ბოთლებს ვაკვირდები და მუხედავად იმ საშინლად საოცარი მომენტისა, რაც წეღან იყო, დედას ხმას ვერ ვიგდებ თავდან და ნელნელა ფიქრები ფანტვას იწყებენ. ჩემს გარშემო ყველა პურის თავთავი იცელება… ყველა ფიქრი ქრება და რჩება მხოლოდ ერთი, ობოლი ბავშვის ობოლი ფიქრი. დედას ხმა მენატრება.
ალბათ ნახევარი საათი გავიდა იმ კოცნის შემდეგ ჟურნალისტი ჩემს სკამს წვდება და მისკენ მაბრუნებს მთელი ტანით. მერე სახეზე მაშტერდება და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემს თვალებში იკარგება. წინ იწევა. ისევ? ღმერთო ისევ მიმეტებ იმ სამოთხისეული ჯოჯოხეთისთვის? ახლა პირდაპირ ტუჩისკენ მოდის მთელი სიჩქარით, ჩუმად. მეც ველოდები მის შეხებას. ველოდები იმ საშინლად მოქმედი ტუჩების შეხებას, რომლებმაც საოცარი კოცნა იციან. წამიც და… ჟურნალისტს მთელი ვნებით ვკოცნი, რაც კი გამაჩნია. მერე ნელა მშორდება დაწინ მიდგება. ჩემს ხელს იღებს.
- ეს… - ჯერ ხელის ზურგზე მკოცნის. - კოცნა… - ახლა ხელის გულზე. - შეინახე… - ჩახლეჩილი ხმით მეუბნება და ასე გაბრუებულს მტოვებს. თხუთმეტი წამის შემდეგ ბარმენს მაგიდაზე ვუხეთქებ ორმოცდაათდოლარიანს და ხურდას არ ველი ისე გავრბივარ ბარიდან. მოშორებით ვხედავ როგორ ჯდება ჟურნალისტი მანქანაში. წამით ვფიქრობ ხომ არ მივიდე. მერე ვხედავ როგორ მაშტერდება ცინიკური ღიმილით და ასე მგონია რაღაცაში გაიმარჯვა, მე კი წავაგე. წავაგებ თუ მივალ… პირველივე ტაქსს ვუქნევ ხელს და ასე გაღიმებულ-გახევებულს ვტოვებ ჟურნალისტს თავის… ოუ… შავ პრადოსთან.


დილა იწყება ნაბახუსევით. დილა იწყება ანაბელით. ვურეკავ. თუ მირეკავს? არ ვიცი, ფაქტია დილა უთენია მას ვედუდღუნები ტელეფონზე და თან ლოგინზე პენუარით ვწევარ.
- ღამის ორზე დასალევად რამ გაგიყვანა? - კივის ტელეფონიდან.
- უტელეფონოდაც გავიგებდი ბრუკლინში შენს კივილს. ანაბელ თავი მისკდება!
- რა მოხდა?
- უბრალოდ დავლიე. - მოკლედ ვუჭრი.
- რატომ? ახლა რა დაგესიზმრა?
- ანაბელ! შემეშვები?
- დავილაპარაკებთ მე და შენ… ერთ საათში მანდ ვარ. ლოგინიდან ადგომას არ ვაპირებ. არც “სტუმრის” დახვედრას. აქამდე ვერ მოვასწარი იმის თქმა, ვინ არიან ჩემთვის ბელლა და მისი ძმა საბა.
აქ რომ ჩამოვედი ისევ ჩვეულებრივი, მეოცნებე გოგონა ვიყავი. სულ ღიმილ აკრულ დავდიოდი და თვალებიდანაც ბედნიერებას ვასხივებდი, რადგან მე მიზანს უფრო მივუახლოვდი და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო იურიდიულ სასწავლებელში ვსწავლობდი. ვიყავი, შეუვალი, ხუმარა, სარკაზმი და ირონია არც მაშინ მღალატობნდენ, საშინლად თბილი და მოსიყვარულე. ჩამოსვლისას პირველი ვიღაც გოგო გავიცანი, ვინც ანაბელზე მითხრა ვერ ვიტანო და ისეთი საშინელებები მელაპარაკა… როცა ასე ხდება ყოველთვის მინდება იმ ადამიანის გაცნობა, რათა გავიგო როგორია ის… რა თქმა უნდა მე ამ ნათქვამების არასოდეს მჯერა. ანაბელი გავიცანი და მოჰყვა სებასტიანი… მთელი წელი მხოლოდ ჩვენ სამი ვიყავით ერთად და სებასტიანის მეგობრები. ხოდა, აქედან გამომდინარე, ისინი არიან უკანასკნალები ვინც ნიუ-იორკში არიან და მიცნობენ მე… ნამდვილ მეს… ძველ მეს…
მოგონობებიდან კარზე გაბმული ბრახუნი მაფხიზლებს. ვდგები და კარს ვაღებ. კარის ბოლომდე გაღებაც ვერ მოვასწარი, ანაბელი აფოფრილი შემომივარდა, კარიც დაკეტა და უკვე სამზარეულოში ყავას ამზადებს. მე საძინებელში შევდივარ და ლოგინს ვალაგებ. მერე სააბაზანოში შევდივარ და როგორც მჩვვევია, სინათლის სხივის სისწრაფით ვივლებ წყალს. მერე გამოსული ისევ პენუარს ვიცვამ და ოთახში თმების მშრალებით გადივარ.
- დაიწყე. - ჯერ თვალებს ვითომ მობეზრებით ვატრიალებ და ანას ვუჯდები. მერე ვხედავ როგორ მიყურებს ცალწარბაწეული სახით : “მე ვერაფერს მომატყუებ, ქალბატოო.” მეღიმება და მოყოლას ვიწყებ.

იმდენი ვილაპარაკე ძლივს ამოვისუნთქე. ის ცხოვრებაში პირველად მაცდის მოყოლას და კითხვებს არ მაყრის. ბოლოს როგორც იქნა ამოვისნუთქე და ინტერესიანი მზერა მივაპყარი, რათა მის სახეზე გამოსახული უცნაური ემოცია როგორღაც ამოვიკითხო.
- მესმის, რომ რაღაც ისეთი მოხდა მაგრამ… ისიც ვიცი, რომ ამაზე ლაპარაკი აშკარად არ გინდა… - ვხვდები ლაპარაკი სადაც მიყავს და საშინლად ანერვიულებული ვაშორებ მზერას. მე სიზმარზე არაფერი მითქვამს. - ივა?
- ეგ მას ჰკითხე.
- ბატონო? რანაირად გავიგო ეს მოგდებული თითოოროლა სიტყვა, როდესაც არაფერს მიყვები და თვითონაც სადღაც გადაიკარგა? - უცებ ამოვიხვნეშე და მოვუბრუნდი.
- გახსოვს სასტუმროში რომ ვიყავით? მთელი ორი დღე იქ ვიყავით… გახსენებაც არ მინდა…
- საშინელება იყო, თუ რატომ?
- საშინელება? ასეთი საოცრება არასდროს არაფერი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში… მერე მომიყვანა სახლში და თვითონ წავიდა… უბრალოდ წავიდა… მთველი თვე რომ არ ვახსენებ არ გიკვირს? ერთხელაც არ მინახავს! არც დაურეკავს! საერთოდ არანაირი კონტაქტი… ვითომ არც ვარსებობდი. ხოდა მეც შევეშვი რა… გაერთო და წავიდა. მორჩა. აი შენი ივა.
- ასე არ არის ლიზ… მას გასართობად არ სჭირდებოდი…
- არაუშავს. და ეგრეა ბელს …
- დამიჯერე, მას უკეთ ვიცნობ და…
- მესმის! - უკვე გაბრაზებული ველაპარაკებოდი.- მესმის, რომ ის ჩემს შეხვედრამდე გაიცანი, მესმის რომ მას უფრო დიდი ხანია იცნობ, ვიდრე მე მიცნობ… მესმის რომ არც მე ვიცნობ! მაგრამ გთხოვ ნუ იცავ რა! გასაგებია, ყველაფერი და ვხვდები, რომ შენი მეგობარია და მასზე ასე არ უნდა ვლაპარაკობდე შენთან, მაგრამ ფაქტი ერთია, უაზროდ ვენდე და მიმაგდო. აი ესაა ფაქტი. - კიდევ რაღაცის თქმა დააპირა და მივხვდი ახლა ივაზე ლაპარაკი ნამდვილად არ მინდოდა. - ფაქტი ისაა, რომ უბრალოდ გაერთო და წავიდა. მორჩა… მეც ვერ ვიგლოვებ ახლა გართობის ორ დღეს… და ძალიან გთხოვ… თემა ივა, ამოიწუროს ჩვენს შორის. მისი ხსენებაც არ მინდა.
- კარგი, მაგრამ ხომ ხვდები რომ, შენთვის მხოლოდ გართობა არ იყო?
- რანაირად შეიძლება ყოფლიყო მხოლოდ გართობა, როცა თავისუფლება მაგრძნობინა და მთელი ორი დღე სამოთხეში მამყოფა? არ იყო მაგრამ გახდა. ალბათ ჯობია გართობად დავიმახსოვრო, ვიდრე იმად რაც რეალურად იყო. - ვდგები და საძინებელში გავდივარ. - გუშინ ჩემს პროცესზე იყო. - იქიდან გავძახე და ოთახში შემოვარდა.
- რა? - გაოცებულმა იკივლა.
- ხო. კლიენტს ვეხუტებოდი რომ გადიოდა. მიღიმოდა…
- მერე რაო?
- არ მინახავს. დავინახე. მიღიმოდა და მერე წავიდა. არც გავყოლილვარ.
- არ გიძებნია?
- ბელს დამთავრდა უკვე ეგ ამბავი. - პენუარი გადავიძრე და ჩავიცვი. - სამსახურში მივდ… - ტელეფონის ხმამ ლაპარაკი შემაწყვეტინა. ჩქარი ნაბიჯით გავბრუნდი ოთახში და დივანზე ტელეფონს დავუწყე ძებნა და როგორც იქნა ვიპოვე. ნომრისთვის არც დამიხედია ისე ავიღე… - გისმენთ.- სიჩუმე. - ალო! - ტელეფონს დავხედე და ნომერს… - ივა? - გაოცებულმა ვიკითხე.
- ლიზ… - როცა მისი უცნაური, სუფთა ხმა ჩამესმა ყურში ცუდად კინაღამ გავხდი. მთელს ტანში გამცრა. მხოლოდ ეს თქვა და ისევ გაჩუმდა. გულის რევის შეგრძნება მქონდა და მინდოდა უბრალოდ დამთავრებულიყო ყველაფერი. ანებელი გაოცებული მედგა გვერდით. სამზარეულოში შევვარდი და კარი მივიხურე. ახლა მარტო მინდოდა ყოფნა. - ლიზ, აქ ხარ?
- კი. - მხოლოდ ეს ვთქვი. მიუხედავად იმისა, რომ წეღან მასზე საშინლად ვიყავი გაბრაზებული, მისი ბოხი, მამაკაცური და საოცრად სუფთა, მზრუნველი ხმის გაგებამ ყველაფერი დამავიწყა და ახლა მხოლოდ ცრემლებს ვგრძნობდი თვალებში, გაჩერებულ გულს გულ-მკერდში და დაჭიმულ მუცელს ტანზე… - მომენატრე. - ჩუმად და ნელა აღმომხდა. ტელეფონი გაითიშა. ამან გამომარკვია და კიდევ უფრო გავგიჟდი. საშინლად გავბრაზდი და მივხვდი. თუ ახლა ჩემს სახლთან არ გაჩნდებოდა და არ მეტყოდა რომ უბრალოდ წამოვიდა და იმიტომ გათიშა… ოთახში გავბრუნდი. ბელი ჩუმად იჯდა. მეც მივუჯექი. ერთ ხანს ასე ვიჯექით. თითქოს ველოდი როდის შემოაღებდა კარს, როდის ჩამეხუტებოდა… როდის ვიგრძნობდი მის სუნს… მის ზღვის სუნს… როდის მეტყოდა, რომ მარტო არ ვარ… ტელეფონის წკრიალი… უცებ ვახტები, საშინლად მინდა წავიკითხო ნომერი, რომელიც ოთხიანებით მთავრდება, მაგრამ ხელში მხოლოდ წარწერა “ჯილი” მხვდება.
- ნახევარ საათში შეხვედრა გაქვს. სად ხარ? საქმისთვისაც არ გადაგიხედია.
- მოვდივარ. - ავდექი და ბელს მოვუბრუნდი. - სამსახურში მივდივარ. - კამოდის უჯრა გამოვაღე. იქ ჩემი გასაღების ასლი იდო. ყოველი შემთხვევისთვის. ავიღე და გადავუგდე.
სახლი უკანმოუხედავად დავტოვე და ჩემი ლექსუსით ოფისიკენ გავფრინდი. ნელა შევაბიჯე შავ-თეთრ, ნაცნობ ოფისში და ჩემს კაბინეტში შევიკეტე.
საშინლად უღიმღამო იყო ყველაფერი. კლიენტი კი საინტერესო საქმით იყო , მაგრამ რა თქმა უნდა ეგრევე მოვიფიქრე, როგორც მოვიგებდი საქმეს. სამსახურიდან შვიდზე გამვაბიჯე საშინლად დაჭლილმა. ჩემი მუქ ქერა თმას ხელებში ვიქცევ და ზემოთ მოუწესრიგებელ კოსად ვიკრავ. ეზოში გასულს შავ პრადოზე აყუდებული ჟურნალისტი მხვდება. ზედაც არ ვუყურებ… როგორ დამავიწყდა მისი სახელის გაგება?
- გამარჯობა, ლიზა. - მშვიდად მეუბნება და ჩემსკენ მოდის. წინ მესვეტება, სანამ ჩემს მანქანასთან მივალ.
- გაგიმარჯოს. - ახლა ყველაზე ნაკლებად ჩემს ფიქრებთან დარჩენა მინდა, ვიცი უარესად გამხდიან და ამიტომ მისი ხილვა მახარებს.
- რა გეგმები გაქვს?
- დასვენება და მერე… ალბათ ისევ დასვენება. - ვუღიმი. მარჯვენა ხელს ლოყაზე მადებს და ცერა თითით მეფერება, ახლა უნდა დავმშვიდდე?
- პატარა ბავშვივით ხარ.
- მხოლოდ 25ის ვარ. - ისევ ვუღიმი და მის სიმპათიურ ღიმილს ვუყურებ. არა არ ვაკვირდები, ვუყურებ უბრალოდ.
- გეგმები შეგეცვალა. - მეუბნება და მანქანის კარს მიღებს. მეც უსიტყვოდ ვჯდები. ჩემს გვერდით კალათდება და ადგილს ტყვიასავით წყდება.
- გეგმას გამაცნობ?
- ვახშამი ჩემთან ერთად.
- სად?
- აქ. - მანქანას აჩერებს და წამის მეასედში მე მიღებს კარს. მის გამოწვდილ ხელს ჩემსას ვკიდებ და გადმოვდივარ. მეხუმრებით? - ამ სასტუმროში საუკეთესო რესტორანი აქვთ.
- რაღა მაინცდამაინც აქ?
- რა იყო? არ გიყვარს ეს ადგილი? - ანერვიულებული მეკითხება.
- არა უბრალოდ… ნიუ-იორკში უამრავი რესტორანია და…
- აქ ბევრი ქართული ღვინო აქვთ… თანაც მისი პიარმენეჯერი და ამ ფილიალის დირექტორი ჩემი მეგობარია.
- მაგარია. - ყალბი ენთუზიაზმით ვუღიმი და სასტუმროში შევდივართ. ჩემზე ერთი ნაბიჯით წინ მიდის და ხელჩაკიდებული მივყავარ. მისი ეს საქციელი საშინლად მაღიზიანებს. უბრალოდ უაზრობაა ქალი პაემანის მსგავს რაღაცაზე დაპატიჟო და მის წინ იარო. ჩვენს წინ ორი დიდი ხის კარი იღება და ულამაზეს რესტორანში შევდივართ. ჟურნალისტი მელოდება და ახლა ჩემს უკან მოდის. შინდისფერ ფორმაში გამოწყობილი, დაახლოებით 20 წლის, წაბლისფერთმიანი ულამაზესი გოგონა მოცუნცულებს და წინ გვიდგება.
- თქვენი მაგიდა აქეთაა.- წინ გვიძღვება და როგორც იქნა ვაღზევთ ასევე შინდისფერ სუფრიან მრგვალ პატარა მაგიდასთან, ორი სკამით. სადაც უკვე დაუდგამთ ერთი ღვინის ბოთლი. ეს ბოთლიც მაღიზიანებს და ისიც რომ ჟურნალისტი ცდილობს მომხიბლოს, იმით, რაც ჩემზე იცის. სკამს მიწევს და მეც მშვიდად ვჯდები. წინ მიჯდება.
- რას შეუკვეთავ?
- არ ვიცი. რამე მსუბუქი მინდა.
- კარგი. - მიმტანისკენ იწევა და რაღაცეებს უყვება. მე კი არც ვუსმენ. მახსენდბა ამ რესტორანში გატარებული სადილი და ვახშამი. მახსენდება რესტორნის ბართან ჯდომა და ლაპარაკი. მახსენდება ცეკვა რესტორნის სცენის წინ. მახსენდება ის. მახსენდება მისი ხელები ჩემს წელზე შემოხვეული. მახსენდება მისი მონათებული ზღვისფერი თვალები. მახსენდება ის. უცებ ჟურნალისტის ჩახველება მაფხიზლებს. - მოხდა რამე?
- არაფერი. უბრალოდ დაღლილი ვარ. - ეღიმება.
- მომიყევი შენზე.
- რა მოგიყვე?
- რაც გინდა.
- მე რომ არაფრის მოყოლა არ მინდა?
- არაუშავს. - კიდევ ერთი ყალბი ღიმილი. რაღა ჩემს ბედზე ჩავიცვი ეს შავი მოტკეცილი კაბა? ასე მგონია, ვიცოდი, რომ მასთან ერთად ამოვყოფდი თავს. - ჩემზე რა იცი?
- მხოლოდ ის, რომ ჟურნალისტი ხარ და ჩემზე ბევრი რამე იცი.
- მხოლოდ ეგ?
- სახელიც კი არ ვიცი. - ეღიმება.
- დევიდი. თითქოს ახლა გაგიცანი.
- პრაქტიკულად ეგრეა.
- და გუშინდელი დღე?
- ალკოჰოლისგან გაბრუებულს რომ მაკოცე?
- თითქოს შენ მეწინააღმდეგებოდი და არ გინდოდა ეს. - ირონიული ღიმილი. მეც ოდნავ ვიღიმი და საშინლად მინდა აქედან წასვლა.
- ახლა, აქ რა გვინდა?
- ვერ დავუშვებდი შენს გაშვებას. - ბლა. ბლა. ბლა… ბანარული რომანტიკა. ნერვებს მიშლის.
- საიდან გაშვებას?
- ჩემგან.
- შენთან რომ არც არასდროს ვყოფილვარ? - იბნევა. - მე გავალ. და პასუხი მერე მითხარი.
- საპირფარეშო იქ…
- ვიცი სადაცაა. - ჩანთას ვიღებ და ნაცნობ მარშრუტს გავდივარ. ნაცნობ ოთახში შევდივარ და მახსენდება, როგორ შემომივარდა ივა და დამიწყო კოცნა. რაღა აქ მოვედით? იქნებ მიმეცა შანსი. სიგარეტის კოლოფიდან ერთ ღერს ვიღებ. ხომ შეიძლება რამე გავაკეთო ისე, რომ არ გამახსენდეს? კოლოფის გახსნისას იმედი მქონდა, გვირილას დავინახავდი. ჯანდაბა! მალევე ვრჩები სიგარეტის მოწევას და საპირფარეშოდან გავდივარ. ძირს ვიყურები და ნაბიჯებს ვითვლი. შორიდან ვხედავ, როგორ ელაპარაკება ფეხზე წამომდგარი დევიდი ვიღაც კაცს, რომელიც ზურგით დგას. ისევ ძირს ვიყურები და ჩემს თავს საბოლოოდ ვარწმუნებ, რომ დევიდს შანსი უნდა მივცე. ვხვდები, რომ არ ღირს ორ დღეზე გლოვა. ერთი ნაბიჯი-მეორე-მესამე… ნაბიჯების ყურებაში გონება ფიქრებისგან მეწმინდება. მორჩა. დავმშვიდდი. ყველაფერი ისევ კარგადაა და აი მივაღწიე მაგიდამდე.
- დღის გმირიც მოვიდა. - ღიმილით ანიშნებს დევიდი კაცს ჩემზე. - ესაა ის. გაიცანით. ლიზა და … - ჯანადაბა! რას ვამბობდი? მშვიდად? ხო , მშვიდად უნდა ვიყო. ის აშკარად არაა მშვიდად. ივა გაოცებული მიყურებს და მის თვალებში აშკარად საყვედურს ვხედავ. ვხედავ როგორ აჭერს ყბას ყბაზე და როგორ ეჭიმება ყბის კუნთები. - ივა. - მშვიდად ამბობს დევიდი მის სახელს. ანუ მართლა ისაა. არ მეჩვენება.რა ვქნა? ივას ხელს ვუწოდებ და ვუღიმი.
- სასიამოვნოა. - ისე ვამბობ ვითომც არაფერი მომხდარა.
- მე… ზედმეტი ხომ არ ვიქნები რომ დავრჩე? - ღიმილით მეკითხება ივა.
- იცი, ძმაო… - დევიდი ბლუყუნს იწყებს, ივა კი გვერდითა მაგიდიდან სკამს იღებს და გვერდით მიდებს. ღიმილს ვერ ვიკავებ და მაქსიმალუროდ ვცდილობ თვალი ავარიდო ივას ბრაზითა და საყვედურით სავსე თვალებს. - რახან ასე გსურს… - მშვიდად ამბობს დევიდი. ეს კიდევ აქაა? მიმტანს ჩვენი საჭმელი უკვე დაულაგებია. მეჩვენება თუ წინ სუში მიდევს? ვის მოუვიდა აზრად ჩემთვის თევზისა და ბრინჯის გულისამრევი კომბინაცია დაელაგებინა. პირზე ხელს ვიფარებ და სანამ ამის ყურებით გული ამერევა ივა თეფშს ხელს ავლებს და რაც შეიძლება შორს დებს ჩემგან. სასწრაფოდ ვიღებ ღვინის ბოკალს და ვიყუდებ. - რა ხდება? - გაოცებული გვიყურებს დევიდი და ვხვდები, რომ სპექტაკლი “ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ” კრახით სრულდება. გაშეშებული ვზივარ და არ მინდა სიტუაციის ახსნა. რაღაც უცნაური სიამოვნება გამოიწვია ჩემში იმან, რომ ივა მიხვდა რაც მჭირდა და თეფში ამაცალა.
- ბრინჯზე გული ერევა. - მშვიდად უხსნის დევიდს. - და სუშის არათუ შეჭმა, დანახვაც საკმარისია, რომ ცუდად გახდეს. - ღიმილით მიყურებს და მახსენდება, რა დამემართა, როდესაც პირველ დღეს საუზმედ სუში მომართვა და ეს რომანტიკული ჟესტი ეგონა. უნდა გამეცინოს? მის ბავშვურ ღიმილზე მინდა მეც გავიღიმო. მერე ყველაფერი თავიდან მახსენდება. ჩანთას ხელს ვკიდებ და იქიდან უკანმოუხედავად მივდივარ. რა ჯანდაბას ვაკეთებ?
უკვე ტაქსიში ვზივარ და სახლისკენ მივდივარ. მერე ვაცნობიერებ, რომ ივას იქ პოვნა შეუძლია. ბრუკლინის ხიდი გადავიარეთ თუ არა ტაქსი გავაჩერე და ფეხით წავედი. ისევ იგივე მეორდება. უკვე რვა საათია და არ ვიცი ფეხებს საით მივყავარ. ყურადღებას არ ვაქცევ ფაქტს, რომ ქუსლიანები მაცვია, რადგან სახლამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა. ჩემი ტელეფონი რეკვას არ წყვეტს. ვიღებ და ხმას ვუთიშავ. არა ხმას არა… მთლიანად ვთიშვ და გზას ვაგრძელებ. მაღაზიასთან ვჩერდები და შევდივარ.
- Marlboro Gold, please.
- That’s all?
- Um… Menthol’s Mentos too. - ფულს ვდებ და ისევ გამოვდივარ. ნაბიჯს ვუჩქარებ და ვცდილობ გავიაზრო რა ჯანდაბა ხდება. არათუ ფიქრი, იმედიც არ მაქვს, რომ ივას კიდევ შევხვდები სადმე ან ოდესმე ნორმალურად დავილაპარაკებთ. ერთადერთი რაც მისგან დამრჩება, ორი დღის მოგონებაა.
ფიქრებში გართული უკვე მერამდენე ღერს ვამთავრებ და ურნაში ვაგდებ, არ ვიცი.
ჩემს წინ ჩემხელა გოგო მოდის და ბავშვს ასეირნებს კალიასკით. ბავშვი გაუთავებლად ტირის. მაღაზიის წინ ვართ და გოგონა მაჩერებს.
- შეგიძლიათ, ბავშვი ორი წუთით დაიტოვოთ? მაღაზიაში შევალ და…
- რა თქმა უნდა. - ბავშვები ხომ ჩემი სისუსტეა? გოგონა მაღაზიაში შედის. ბავშვი კი ტირილს უმატებს. კალიასკის ქამრებს ვუხსნი და ალბათ 5-6 თვის ბურთს ხელში ვიყვან. ვიხუტებ და ზურგზე ვეფერები.
- რატომ ტირი, პრინცესავ? - ბავშვი ნელნელა მშვიდდება, მეკი აქეთ-იქით ნელნელა ვტრიალდები მთეი ტანით. თავს მხარზე მადებს და მგონი იძინებს, მაგრამ რაღაც უშლის ხელს. არ შემიძლია პატარას ასეთ წვალებაში ყურება მიჭირს და ჩუმად სიმღერას ვიწყებ. - ჩემს პატარას ეძინება, იავნანა, ნანი ნაო… დაიძინე პაწაწინა… იავნანა ნანი ნაო… - იავნანას ტკბილ, მშობლიურ ჰანგებს არ ვწვეტ მანამ, სანამ ბავშვის მშვიდი ძილის ფშვინვა არ მესმის. ვიყვან და მშვიდად ვაწვენ კალიასკაში. წამრებსაც ვუკრავ და ვხედავ, რომ დედამისი უკვე დიდი ხანია გვიყურებს.
- შვილი გყავთ?
- არა. - ვუღიმი და წასვლას ვაპირებ.
- რას მღეროდით? მთელი გზაა მის დაძინებას ვცდილობ.
- ქართულ იავნანას. - რიმილით ვეუბნები, ბავშვს ლოყაზე ოდნავ ვეფერები და იქაურობას ვტოვებ. საათს ვუყურებ. უკვე თერთმეტი დაიწყო. ნაბიჯს ვუჩქარებ და ათ წუთში უკვე ჩემი სახლის კარის წინ ვდგავარ. კარს ვაღებ, მაგრამ გასაღები არ მჭირდება, ის უკვე ღიაა. ალბათ ანაბელს დაავიწყდა-მეთქი ჩაკეტვა ვფიქრობ და ნელა შევდივარ. შუქი ჩამქვრალია. კარს ვკეტავ და ფეხსაცმელებს იქვე ვყრი. ღრმად ამოვიხვნეშე და ემოციურად გადაღლილი წინ მივიწევ. ფანჯრებიდან შემოსული შუქი, მთვარისა და ლამფების შუქი სასიამვნოდ ანათებს ჩემს ცარიალ სახლს. ცარიელს? მარტო არ ვარ. გაოცებული ვუყურებ კაცს, რომელიც ხელებში სახეჩარგული წის დივანზე და დარწმუნებული ვარ, ჩემი მოსვლა არც კი გაუგია. წამიც არ მჭირდება უცნობის ნაცნობი სხეულის ამოსაცნობად.
- ივა. - ჩუმად ვამბობ და ადგილს მიყინული ვუყურებ, როდის ადგება. მშვიდად დგება და ჩემსკენ ბრუნდება. ვამჩნევ ჩაწითლებულ თვალებს, და არ ვიცი რას მივაწერო. მთელი სხეული დაჭიმული აქვს. შუბლზე ძარღვი გამობერვია და მის თეთრ კანზე ლურჯად ჩანს. ეს კანი კი ახლა კიდევ უფრო უჩვეულოდ იყო გაყინულ-გაფითრებული. ნელა იწევს ჩემთან. მე კი არ ვიძვრი. მისი ყოველი ნაბიჯით მოახლოვებისას გულის ძგერა უფრო და უფრო მიჩქარდება და წამით სუნთქვას ვწყვეტ. ივა ერთი მეტრის მოშორებით დგება და თვალებში მიყურებს. ჩუმადაა. ისეა, თითქოს ჩემი შეხების ეშინია, თითქოს ეშინია, რომ თუ შემეხება გავიქცევი. მე კი უბრალოდ ვდგავარ.
- მაპატიე. გთხოვ. - ჩუმად, ქართულად მეუბნება და საშინლად დამნაშავის მზერას მანათებს. ისევ არ მეხება. და ახლა მზერა ჩემი თვალებიდან იატაკზე გადააქვს. პატარა, დასჯილი ბავშვივით იყურება ძირს. მე კი მის სიშორეს ვეღარ ვუძლებ. ვგრძნობ, რომ ეს სიახლოვე დამახრჩობს. ან მომეკროს, ან სულაც გაქრეს! არ მინდა ასე იდგას. მახსენდება, როგორ მითხრა ჩემმა საყვარელმა ლექტორმა ბოლო ლექციის დასასრულში დამშვიდობებისას, “If you want something done, do it yourself.”. ხელებს ვშლი და წამის მეასედში მთელი ტანით ვეკვრი მას. სახე მის კისერში მაქვს შემალული და ვცდილობ მთლიანად შევისუნთქო ზღვის სურნელი, ისე რომ სულ აღარ დარჩეს. ხელებს მაგრად ვუჭერ და ვგრძნობ, როგორ მოსრიალებენ ნელნელ მისი მძიმე ხელები ჩემს ზურგზე, მერე ხელებს ისე მიჭერს ასე მგონია უნდა შემისისხლხორცოს. მერე ერთ ხელს თავისკენ აცურებს და მაწევინებს. ისევ მიყურებს. ნელნელა ქვემოთ იწევა. სახე ძალიან ახლოს მოაქვს და ტუჩებზე მეხება. უბრალოდ მეხება. მეხება და სუნთქავს. მერე ენას ნელა ატარებს ჩემს ქვედა ტუჩზე. - ისევ ისეთი გემრიელი ხარ. - იქვე ამბობს და ძალიან მაგრად და ამავდროულად ნაზად მკოცნის, როგორც მას ახასიათებს. მერე ისევ მშორდება და მეხუტება. თავს ახლა ის რგავს ჩემს კისერში. - სიგარეტს თავს აღარ დაანებებ?
- ადვილად ვერ ვანებებ თავს, იმას რაც მომწონს. - ჩუმად ვამბობ და ვშორდები. სამზარეულოსკენ ნელი ნაბიჯით მივდივარ. საძინებლის კარს სულ რაღაც ორი ნაბიჯით გავცდი თუ არა საშინლად უხეშად მიმაკრო კედელს. მხრებზე ხელები ინსტიქტურად დავაწყე და მისი უკან გაწევა დავაპირე. ხელები დამიჭირა და ორივე ზევით ამიწია. სახე საშინლად ახლოს მომიტანა და ზედ ჩემს სახეზე სუნთქავდა.
- არ მოგენატრე? - დამჩურჩულა და ქვედა ტუჩზე ნლა მაკოცა. ისე საშინლად მესიამოვნა, თვალები მივნაბე და შეწინააღმდეგების ძალაც დავკარგე. ჩემი ხელები მის ერთში მოიქცია, მეორე კი კისერზე მომკიდა. ყელს ხელს უჭერდა და თან უკვე ძალიან ძლიერად და მომთხოვნად მკოცნიდა. მერე მომშორდა. - თვალები გაახილე! მიყურე. - მის ბრძანებას ისე დავემორჩილე, ვერ დავფიქრდი, რა ხდებოდა. სველი კოცნების დატოვებით ტუჩებიდან ლოყაზე გადავიდა, მერე ყურის ბიბილოზე, მერე მის ქვემოთ, მერე როდესაც ყელში მაგრად დამიწყო კოცნა გავითიშე, მაგრამ ბრძანების გამო თვალებს ვერ ვხუჭავდი. ხელების გათავიზუსფლება მინდოდა, მინდოდა მოვხვეოდი, მაგრამ არ მაცდიდა. ხელს ყელზე მიჭერდა და მისი უზარმაწარი საცეცები ისე მეხვეოდა, ცერა თითს ნიკაპზე მაჭერდა. მერე თითის ოდნავი დაჭერით პირი ოდნავ გამაღბინა და ისევ ტუჩებს დაუბრუნდა. ხელი, რომელიც კისერზე ჰქონდა ფერებით დაეშვა ქვემოთ და ბარძაყზე მომიჭირა. - მე საშინლად მომენატრე. - ისევ ისე დამჩურჩულა, ოღონდ ახლა უფრო სხვანაირი, შეცვლილი, გატეხილი ხმით.
- ივა… - ჩუმად აღმომხდა მისი სახელი. მინდა ვუთხრა, რომ შემეშვას, დამტოვოს, მაგრამ ამის უბრალოდ თქმა მინდა. სხვა არაფერი. ხელები გამითავისუფლა, თუმცა მე არაფერი მიქნია. ხელები ისევე აწეული დავტოვე. მან ხელები ბარძაყებზე მომკიდა და წელზე შემომახვევინა. არ დავაყოვნე და ხელები კისერზე შემოვჭიდე. კოცნას არ წყვეტდა, არც ის და არც მე… ნელა შევიდა საძინებელში, ლოგინზე გადამაწვინა და მაისური გადაიძრო. მისი სხეულის კიდევ ერთხელ დანახვისას კიდევ უფრო დავიბენი და გავბრუვდი. დაუფიქრებლად შევეხე მის ტანს და თითები დაჭიმულ პრესზე ავასრიალე. თვალები მიენაბა და ჩემი ყელის დაგემოვნებას შეუდგა.
- ასე არაფერი გამოვა. - ისევ ჩუმად მითხრა. - ასე არაფერი გამოვა, ლიზა. - ისევ იგივე ჩახლეწილი ხმით. თითქოს მისი სუფთა ხმის გაგება მსურდა, მაგრამ ეს უფრო მაგიჟებდა. ხელები კაბის ქვეშ შემიცურა და გადამაძრო. რამოდენიმე წამიც და აღარც მას ეცვა შარვალი. კოცნით კისრიდან კიდევ უფრო ქვემოთ დაუყვა და როცა ლავიწს ჩასდა ძალიან ძალიან ღრმად ამოვისუნთქე, რომელიც კვნესას უფრო გავდა.
როგორც იქნა ნორმალურად მძინავს, ნორმალურად ვსუნთქავ და არაფერი მაწუხებს. მაგრამ რაღაც მაღვიძებს. სახეზე რაღაც მეღუტუნება. ვგრძნობ, ქვედა ტუჩზე რაღაცის შეხებას და მეღვიძება.ნელა ვახელ თვალებს და იმ ღიმილს ვხედავ, რომლის ყურებაც მინდა ყოველ დილით. ზუსტად ასე… მაგრამ ახლა დილა არაა… ივა ცერა თითით მეფერება ქვედა ტუჩზე.
- რომელი საათია? - ვდუდღუნებ და სახეს ბალიშში ვრგავ.
- ოთხი.
- რატომ მაღვიძებ ღამის ოთხზე? - გაბრაზებული ვწევ თავს და მისგან შორს ვიწევი.
- არ დაიძინო რა.
- ლაპარაკი გინდა?
- არა.
- აბა მაშინ მაცადე. - ისევ თავისკენ მაბრუნებს და თვალებში მაჩერდება.
- შენი თვალები მომენატრნენ და იქნებ მაცადო. - უხეშად მეუბნება და ჩემს თვალებში იკარგება.
...............
ძალიან მიყვარს ეს ისტორია ამიტომ ისე არ ვტოვებ. უბრალოდ არაფერი მომდიოდა თავში. იმედია წაიკითხავთ...



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

გამიხარდა რომ გააგრძელე.დაასრულებ იმედია.მეც მომწონს ეს ისტორია
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი japara

La-Na
გამიხარდა რომ გააგრძელე.დაასრულებ იმედია.მეც მომწონს ეს ისტორია

აუცილებლად დავამთავრებ მარა ჯერ ძაან ბევრი რამეა წინ. და მიუხედავად იმისა რო აშკარად მკითხველი არ ყავს ჯიუტად გავაგრძელებ დადებას. ჩემთვის შენც საკმარისი ხარ heart_eyes heart_eyes

 


№3  offline მოდერი ენემი

მეც აქ ვარ იცი რამდენი ხანია გელოდები heart_eyes

 


№4  offline წევრი japara

baby girl for everyone
მეც აქ ვარ იცი რამდენი ხანია გელოდები heart_eyes

კაიკაი რაღაცეები გელის წინ ხოდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent