სიმშვიდემდე შეშლილი(11)
მეორე დღეს მოვედი გონს... დილაადრიან გამეღვიძა . მზე ჯერ კიდევ არ იყო ამოსული , ფარდები გადავწიე და ბალიშში ჩაფლული ვუყურებდი როგორ ნათდდებოდა ნელ-ნელა არემარე . ვფიქრობდი განვლილ დღეზე. დილიდან რომ საოცრად დაიწყო და დავასკვენი რომ ჩემი სიზმრები ყოველთვის რაღაც საოცრებას მაუწყებს. ვხვდები რომ ყოველი თავდაჯერებული გამოსვლის შემდეგ რაღაც ისეთს მიმზადებს ბედი რაც უკონტროლოს ხდის სიტუაციას და უბრალოდ დინებას მივყვები. ვინ წარმოიდგენდა რომ მაინცადამაინც იქ გამახსენდებოდა რომ რვეულების მარაგი გამომელია და სწორედ უნივერსიტეტის წინ საკანცელარიოსი მომინდებოდა შეძენა ,არ დავიზარებდი თავსხმა წვიმაში გზის გადაჭრას და შემდეგ სწორედ დამიანე გამოჩნდებოდა სწორედ იმ დროს ... მისი ქცევა გამაოგნებელი იყო...უსაზღვროდ სასიამოვნო და უბრალოდ ბედნიერება იმის გააზრება რომ ჩემ გამო ამდენად ღელავდა, მისი თვალები ,წითელში ჩაფლული შავი სფეროები იყო პასუხი. ასე უბრალოდ მისი თვალებია ჩემთვის პასუხი ...ყველა კითხვის და ქცევის ახსნა შეუძლებელია ამის თამაში,წარმოუდგენელია მოგეჩვენოს და ვერ მიხვდე მათ სათქმელს. საოცარ განწყობაზე ვიყავი , უნივერსიტეტშიც ვასხივებდი ბედნიერებას ,მერე რა რომ ასე არ უნდა გამომეხატა და საერთოდაც არ უნდა გამხარებოდა ამდენად . მერე რა რომ სხვა რამეზეც უნდა მეფიქრა,მიხაროდა და არ მინდოდა ამ გრძნობასთან ჭიდილი. ლექციაზე მშვიდად ვიჯექი, ვუსმენდი სრულიად ანატომიაზე კონცენტრირებული. ლექციის შემდეგ მანიშნა რომ საუბარი უნდოდა და პირდაპირ მერხს მიეყრდნო და ზემოდან დამაცქერდა - კომპენსაცია მჭირდება -უკაცრავად? -გუშინ წვიმაში მივდიოდი მშვიდად , მუსიკის ჩართვას ვაპირებდი რომ გადმომიხტა ერთი სიფრიფანა გოგო წინ და ლამის მკვლელად მაქცია მორალური ,სულიერი ტრამვისთვის როგორმე უნდა მივიღო კომპენსაცია... -მოსამართლე გვჭირდება ... ბრალეულობა რომ დამიმტკიცოს -თავს დამნაშავედ არ თვლით ჩემს წინაშე? -დუმილის უფლებას გამოვიყენებ -რადგან არგუმენტები არ გაქვთ თავის დასაცავად ...ვინაიდან შენ უფანტაზიო ბავშვი ხარ და ვგრძნობ რომ ვალში დარჩებით ჩემთან ... -შემოთავაზება გაქვთ? ნუთუ -დიახ,დამაცადეთ გითხრათ მარიამ -სერიოზულ ტონს ინარჩუნებს და აგრძელებს. როგორ გინდა ყურებამდე გაბადრულმა არ უმზირო -გისმენთ -მზად ხარ მოისმინო განაჩენი? -მოსამართლეც და მსხვერპლიც ერთად გინდათ იყოთ?-შევიცხადე უცებ -რა საოცრებაა როცა მე ვარ მსხვერპლი შენ კი დამნაშავე ყველაფერი ერთად მეხვევა ირგვლივ და მთელი სხეულით ვიღიმი,მგონია რომ ყველა ნაწილით გამოვატავ ემოციას. მისგან წამოსული ტალღა საოცარი მუხტით მავსებს -შემიძლია მოსამართლე თავად გავხდე თუ სასჯელი გადამტებული იქნება -ნუთუ...- იღიმის „ჩემი ღიმილით“ როცა ვემზადები „სასჯელის მისაღებად“ მეუბნება - მოსამართლე სათათბიროდ უნდა გავიდეს - თვალს მიკრავს და კაბინეტში შემოსულ სტუდენტებზე მანიშნებს. იძულებული ვარ გავიდე ასე გაურკვეველ ვითარებაში დავტოვო აუდიტორია და ისევ მასზე ვიფიქრო მთელი დღე მგონია რომ უბრალოდ იხუმრა და მორიგი არაფრისმომცემი საუბარი იყო. უკვე უნივერსიტეტს ვტოვებდი მისი მანქანა რომ გაჩერდა, გადმობრძანდა და მანიშნა რომ მელოდა . მისკენ წავედი და შევეცადე დამეიგნორებინა ჩვენსკენ მოპყრობილი ათასი მზერა. -მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა...აღსრულების დროა -აღსრულებამდე ბრალდებულს უფლება აქვს... -ჩემი კანონები დანაშაულის სიმკაცრეს ითვალისწინებს და პირდაპირ აღსრულებაზე გადავდივართ რისთვისაც ჩემს კიდევ ერთ დაზარალებულ საკუთრებაში უნდა გადაინაცვლოთ...ძლივს გავწმინდე სველი სავარძლები -ღმერთო ჩემო ... დანაშაულის გრძნობა მთელი ცხოვრება თან გამყვება -იმდენად მხატვრულად გამომდის ფართოდ ეცინება/ კარს მიღებს და მეც ვჯდები . შემდეგ ტავად თავსდდება და მანქანას ძრავს. კიდევ კარგი მიშოს მსგავსად არ დაქრის თორემ ვერც გავიგებდი სად მივყავდი. რაღაც მშვიდი მელოდია ისმოდა სალონში, რასაც მისი სურნელი ემატებოდა. შეიძლება ადამიანს ყველაფერი უხდებოდეს? როგორ შეიძლება მანქანის მართვის დროს მოგწონდეს, ის როგორ ატარებს საჭეზე თითებს, როგორ ამოძრავებს ხელებს -ბრალდებული სასჯელის დამძიმებას აპირებს ვგონებ -როგორ თუ დამძიმებას -მოსამართლეს ზედმეტად ცბიერი მზერით აკვირდება იმდენად რომ მოსამართლე ითრგუნება ... მეტიც ჰგონია რომ ეს უკანასკნელი ფიზიკურადაც იძალადებს მასზე -მოსამართლე ხშირად ცდება ,როდესაც საქმე ამ კონკრეტულ დამნაშავეს ეხება და მეტიც მისი ბრალდებები ხშირად სიმართლეს მოკლებულია -მოსამართლემ ძალიან კარგად იცის დამნაშავის ნამდვილი სახე და ის არასდროს გამოიტანს ვერდიქტს მის საზიანოდ - მიცხადებს და ისე მიყურებს მგონია რომ მოკრებილი ძალა , მუხტი და ემოცია ერთიანად შებოჭა და წამართვა. -ნუთუ ... -სამსჯავროზე მოვედით ...-მიცხადებს და მანქანას აჩერებს. ჩემთვის უცხო ადგილას ვართ, მანქანიდან მშვიდად გადავდივარ და გვერდით მივყვები. საკმაოდ ცივა , ხელები მეყინება და ჯიბეებში ვიწყობ . რაც ა რუნდა გასაკვირი იყოს არც კი ვღელავ როცა კარს აღებს და ჩემთვის უცხო შენობაში შევდივარ. თბილი ჰაერი სწრაფად მეტაკება სახეზე და მსიამოვნებს. საოცრად მყუდრო კაფეში ამოვყავი თავი , ჩემი მოსამართლე ფრთხილად მადებს წელზე ხელს და მიმართულებას მაძლევს. დახვეული კიბით ზემოთ ავედით ტყავის სავარძლები იდგა მაგიდის ირგვლივ , უამრავი ფერადი ყვავილი და კლასიკური მუსიკა . მაგიდასთან მოვთავსდდი ქურთუკი გავიხადე და წინ მჯდომ დამიანეს მივაპყარი მზერა -აქ მართავ ხოლმე სასამართლოს? პასუხი ვერ მივიღე მიმტანი გოგონა მოვიდა ისე მისცა შეკვეთა არც უკითხავს მე რა მინდოდა ამ კაცის დომინანტობა ყველაფერში ზოგჯერ ნერვებს მაწყვეტს ,მაგრამ მაინც არ მიჩნდება გამოხატვის სურვილი . -ცხელი შოკოლადი აქ ყველაზე გემრიელი გამოსდით...იმედია გიყვარს .ამინდსაც უხდება -ფინჯანს თითებს შორის იქცევს და ცხელ სითხეს აგემოვნებს. მაგიდაზე დადგმულ ფინჯანს დავყურებ, სასიამოვნო სურნელი ნესტოებს მიწვავს, ცხელი ორთქლი ამოდის თითებს მითბობს და სასიამოვნო შეგრძნებას მგვრის. ფანჯრიდან ვუყურებ როგორ იწყება ისევ წვიმა ,ფოთლები ჰაერში ტრიალებს და წვიმის წვეთებს ეჯახება . -ასეთი სასჯელი თუ გაქვთ ყველასთან დანაშაულის რიცხვს გაზრდით პატივცემულო -მე მხოლოდ შენთან შეიძლება ვიყო მსხვერპლი- არ ველოდი ამ პასუხს. მშვიდს, დამაჯერებელს -მაბნევთ დამიანე ...ქაოსს იწვევთ ჩემს გონებაში და იქნებ მითხრათ როგორ ვუშველო თავს -აუცილებლად ! როდესაც საკუთარ გონებაში გავაქრობ შენს შექმნილ ქაოსს მაოგნებს...მაკვირვებს და იძულებულს მხდის მის სრულიად განსხვავებულ საუბარში ჩავერთო . ისევ ქუჩას ვუყურებ, ცხელ სითხეს ვაგემოვნებს რომელიც მთელს სხეულს მითბობს და საოაცრად მშველის -და ბოლოს რა არის ჩენი აქ ყოფნის მიზეზი ? რა გგნებავთ ბატონო დამიანე? - უბრალოდ დამიანეს და მარიამის საუბარი ... არა ბოროტი ლექტორისა და ჯიუტი სტუდენტის -ნამდვილად სწორად მოიქეცით როდესაც სასჯელად გააფორმეთ ეს შეხვედრა -ასე გეშინია?- ისევ მაკვირვებს მისი პირდაპირი შეკითხვა . რადგან ვიცი რას გულისხმობს, მაგრამ საინტერესო ის არის რომ ის ხვდება ყველაფერს და კარგად იცის რაზე უნდა მესაუბროს -მეშინია ...შენ არა? -იმის არა რისიც შენ -„უბრალოდ დამიანე და მარიამის“ გარდა რა არის თქვენი შიშის მიზეზი - შენ ! -როგორ მე გაშინებთ?-თავს ვერ ვიკავებ და ლაღად ვკისკისებ -შენი ფიქრები... გრძნობები და მომავალში მისაღები გადაწყვეტილებები მაშინებს -ნამდვილად გამოხვედით ლექტორის ამპლუიდან !- ხმა მიწყდება და შველას ისევ ცხელ სითხევს ვთხოვ,მაგრამ უმწეო ხდება ისიც ზის და მიყურებს ,ისე თითქოს ჩემს დახატვას აპირებს და ყველა ნაკვთს იმახსოვრებს ... -უბრალოდ რომ დაივიწყო ჩემი სტატუსი და მშვიდად მესაუბრო არ გინდა? -მშვიდად ვარ... -მარიამ, ისეთი დაძაბული ხარ სუნთქვაც კი არ გაქვს მშვიდი -ასე მარტივია ჩემი ქცევის გამოცნობა? ჩემი ფიქრების ... და ამ კმაყოფილი ღიმილით ცქერა -მხოლოდ იმიტომ მიბრაზდები რომ შენს გულწრფელ რეაქციებს ვხედავ ? შენი რეაქციები და ქცევა გადაშილი წიგნივითაა,მათი წაკითხვა მარტივია ,მაგრამ იმის გამოცნობა თუ რას მეტყვი, რად გააკეთებ ყველაზე რთულია -არ უნდა გაინტერესებდეთ ეს ყველაფერი ... გადაშლილ წიგნსაც არ უნდა დააკვირდეთ უბრალოდ უნდა დახუროთ და სხვა უფრო საინტერესო იპოვოთ.თქვენი გემოვნების შესაფერისი ,სათქვენო -მარიამ ... - იცი რა მემართება ასე რომ მეძახი ხომ?! -მხოლოდ ის ვიცი რასაც გამოხატავ ...რისი დანახვის უფლებაც მომეცი მე მეტი მინდა -ერთგვარ გაცვლას აკეთებ? შემიძლია კითხვები დაგისვათ და გავიგო როგორი ხარ ? -თუ არ გაინტერესებს ნამდვილი დამიანე შემიძლია გავჩუმდე ...მაგრამ მაინც არ გაგიშვებ! - კარგად იცი რომ არ მინდოდეს აქ არ ვიქნები და არაფერ შუაშია გაშვება არგაშვება - იმდენად არ გინდა შემომიშვა შენს ცხოვრებაში ყველა ღონეს ხმარობ ... მებრძვი მეც და საკუთარ თავსაც -დამარცხებისთვის ვარ განწირული ?! უპირატესობას ფლობ ,მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს.გგონია რომ ეს საუბარი რამეს შეცვლის? სასოწარკვეთილს ჰგავს შენი ქცევა. თუ გგონია რომ შენი მონათხრობი ჩემზე გავლენას მოახდენს ... ყველაფერი თუ გავიგე შენს შესახებ ინტერესს დაკარგავ მანამ თუ არ მოახერხე ჩემს არსებაში დამკვიდრება ვერც ვერასდროს მოხერხდება ეს და არც იქნება შესაძლებელი ! დასრულდა ცხელი შოკოლადი და სასჯელის მოხდის დროც- მაგიდას ხელისგულებით დავეყრდენი ,ზემოდან დავყურებდი .თვალებში მიცქერდა ჯერ ყბები დაეჭიმა სფეროები უფრო გაუმუქდა ისე დაებერა ძარღვები მეგონა რამეს დამიშავებდა,მაგრამ ყველაზე ძლიერი იმიტომ იყო რომ სიმშვიდის პოვნა,თავის შეკავება წამსვე შეეძლო. მისი ტვინი ყველაფერს მალევე ადექვატურად აღიქვამდა და როგორც სხვა დროს ახლაც „ჩემი ღიმილით“ დამაჯილდოვა. -ეს ღიმილი...ეს ღიმილი ჩემია იცოდე ! -შენ მთლიანად ჩემი ხარ ! ვიღაც აპირებდა დასრულებას...მან კი ისევ თავად დასვა წერტილი საუბრის ბოლოს და ძალიან მშვიდად დაიძრა გასასვლელისკენ. ასევე მშვიდად დაძრა მანქანა და ისე დასთამაშებდა სახეზე ღიმილი თითქოს ამ აფსურდული საუბრით რამე შეემატა ჩვენს ურტიერთობას ,რა ახარებდა ასე ვერ ვხვდები. იქნებ ახლა ვარ ზედმეტად დატვირთული ემოციისგან იმ გრძნობებისგან რის დაიგნორებასაც ვცდილობდი საუბარი რომ შემძლებოდა . ვიცი მთელი საღამო გაბრუებული ვიქნები და ისევ იქ იმ თბილ კაფეში ვიქნები დადიანის წინ მჯდომი მისი მზერით მონუსხული . ....... მიშოს გვერდით ყოფნა ერთი დიდი ბედნიერება... არ ვიცი ნებისმიერი დეტალი როგორ მახარებს,მაგრამ ყველაფერი ერთად იმდენად ძლიერ ემოციას ქმნის მგონია რომ მის გვერდით ყველაფერი შემიძლია. მეცადინეობა როგორც კი დავასრულე გადავწყვიტე ჩემი მუშაოისგან გადაღლილი დემონი მომენახულებინა. ჩაცმას ვასრულებდი მობილური რომ განათდდა -„მშვიდად იძინე ქალბტაონო ხვალ გნახავ „ ვინ იძინებს თორემ კი ბატონო. რომ არ მივწერო დამირეკავს ვიცი და ხმაზე შემატყობს რომ ვატყუებ და არ ვემზადები დასაძინებლად. ამიტომ მივწერ“მეგონა კლინიკიდან აღარ გიშვებდნენ , ახლა ნამდვილად მშვიდად დავიძინებ“ -„ტკბილი ძილი,დაგესიზმრები ! „ - საზიზღარი თუა რ ხარ მისურვე მაინც რომ დამესიმზრო , ეს დემონი პირდაპირ მიცხადებს, ნეტავ ჩემი სიზმრების მართვა ეხერხება თუ მართლა რატომ მესიზმრება სულ როცა ჩემთან არ არის . -„მე სიზმრად გნახავ შენ მთელი ღამე ჩემზე იფიქრებ! „ აღარ მწერს.უკვე ტაქსის ვაჩერებ და მისამართს ვეუბნები. რამდენიმე წუთში კლინიკასთან ვარ. პირდაპირ მესამე სართულისკენ მივდივარ და თან ვღიღინებ. დერეფანში რომ აღმოვჩნდი ქალბატონი ქეთევანის ნაბიჯების ხმა გავიგე ვიღაცას ესაუბრებოდა არ ვიცნობ იმ ექთანს ,რომ დამინახა გაიცინა -თოჯინააა როგორ ხარ? მოგენატრა პრინცი და მოხვედი ხომ? - მეხვევა კარგი დაქალივით და წარბებს ათამაშებს -კარგად შენ როგორ ხარ ქეთი? -მე მუდამ კარგად ვარ ჩემო საყავრელო... შენი პრინცი დერეფნის ბოლოს პალატაშია რთული პაციენტი ჰყავს კარგია რომ მოხვედი დაეხმარები ცოტას თორემ აშკარად დიდი დაპირისპირება იქნება ნატოსა და ლიას შორის -ნატო ვინ არის? -პაციენტი ... - მაშინვე მპასუხობს მე კი მობილურზე საუბარი მახსენდება როგორ უთხრა ვაჩეს რაღაც ნატაზე და ცოტა ვბრაზდები ,მერე გართობის სურვილი მიჩნდება ამდენმა სიტკბობ დიაბეტი არ დამმართოს. მიშიკოს შეშინების დრო დადგა -ასეთი გამომეტყველება რატომ გაქვს? მე მეგონა ეჭვიანობისგან იფეტქებდი და თავს დაატეხდი ქარიშხალს ბატონ ტირანიკოს -ვერ ვეჭვიანობ...მინდა ,მაგრამ არ გამომდის -როგორები ხართ საერთოდ ... ისიც ვერ ვაეჭვიანე სულ არ აქვს რეაქცია არაფერზე ! მგონი ვინმესთან რომ გნახოს მაინც არ დაიჯერებს რა გაუკეთე ასეთი ვერ მეტყვი? ან ეს რატომაა ასეთი ჭკვიანი ან მე რა დავაშავე - ბოლოს ისე თავისთვის ჩაილაპარაკა ვერაფერი გავიგე რას გულისხმობდა. მერე გაიღიმა ისევ მაკოცა და წავიდა . მე კი ბოლო კართან დავდექი,კედელს მივეყრდენი და დაველოდე . დიდხანს არ დამჭირვებია ლოდინი მალევე გამოვიდა, ჩვეული არაფრისმთქმელი გამომეტყველება ჰქონდა, ხელში ურცლები ეჭირა კარი გამოხურა და რომ დამინახა აი მერე კი ბევრისმთქმელი იყო მისი სახე -თამარა ...აქ რა გინდა? -ვიფიქრე სიურპრიზს გავუკეთებ-თქო ...გაეხარდება ჩემი ნახვა ამდენი ხანია კლინიკიდან არ გამოსულა გავულამაზებ საღამოს ჩემი კომპანიონობით-თქო ...ამდენ ხანს მაგ პალატაში რას აკეთებდი? მძიმე პაციენტია ძალიან ? არ გინდა მაჩვენო ?მაინტერესებს ძალიან -გამახარე ...მაგრამ ასე გვიან რომ დადიხარ ხომ იცი არ მომწონს ! რატომ არ მითხარი თუ მოდიოდი - ჩემკენ მოდის და მკოცნის -მომენატრე, შენ? -უზომოდ - ოხრავს და ცხვირს ლოყაზე მიხახუნებს მერე სურნელს ღრმად ისუნთქავს და წამსვე მშორდება- ოთახში დამელოდე ... მალე მოვალ -პაციენტს არ მაჩვენებ? მოხუცია? -არა ახალგაზრდა გოგონაა ... -ხოო? რა სჭირს? -ინტოქსიკაცია ... -რით? -ჩემი ნაცნობია ... -ყოყმანის შემდეგ რომ მეუბნება მაინც მინდა ჩავეხუტო და ბევრი ვაკოცო. ისეთი სახით მიყურებს თითქოს შემოტევას ელოდება -როგორი ნაცნობი? მეგობარია თუ ნათესავი? -არცერთი ... -შენ რა შენს ყოფილს მკურნალობ აქ ? რომელიც კაცმა არ იცის რისი მაღალი დოზის გამო წევს აქ? იმედია შენ გამო არ მოიწამლა თავი ... -აქ უნდა მეჩხუბო?! -ოჰ რა თქმა უნდა მე ხომ სიმშვიდე მევალება შენთან ვარ და როგორ შეიძლება ისევ იმპულსური ვიყო ...საერთოდ არ მჭირდება საუბარი მივდივარ! გყოლია აქ გოგო რომელსაც მოვლა სჭირდება უფრო დიდხანს დარჩი მალე გამოკეთდდება -ჰმ.--. ჯერ მიყურებს წარბებს კრავს მერე თავს გვერდით ხრის და იღიმის -რა არის აქ სასაცილო... ჩემი გაბრაზება მოგენატრა და სიამოვნებას იღებ ხომ დემონო -არა ეს შენ მოგენატრა ჩემი მიწასთან გასწორება და გინდა გამაგიჟო ... რისთვისაც დაისჯები ხომ იცი ! დროზე გამოდი როლიდან და წამომყევი - წინ მიდის და გვერდულად მიყურებს - თუ გინდა უცებ შეგირიგდე ამ მაიმუნობისთვის? -მაიმუნობად თვლი ამას? როლში ვარ ...როლში ? -მე შევალ ყავას გავამზადებ დავივიწყებ მომხდარს და დაგელოდები შენთვის არ მოვამზადებ...მალე უნდა წახვიდე სახლში- მიცხადებს სრულიად მშვიდად და კარში უჩინარდება. მაგიჯებს! ხომ ვთქვი რომ მაგიჯებს ...წკუიდან გადავყავარ...როგორ მიხვდა ,საიდან დაასკვნა რა თქმა უნდა ისე ვერ ვეჩხუბე როგორც ვიცოდი ...იქენბ გამომეტყველებაც არ მქონდა შესაფერისი . ჯანდაბა შენ დემონო ... როგორ ჩამიშალე ყველაფერი .ოთახში შევდივარ მაგიდასთან მოკალათებულს ვუყურებ ყავას ურევს კოვზს მშვიდად და თითებს მაგიდაზე ათამაშებს -როგორ მიხვდი ! -თვალები გყიდიან ... -ასე მარტივად? -რით ვერ შეეჩვიე იმ ფაქტს რომ ვერასდროს მომატყუებ ... არაჩვეულებრივად გიცნობ -ეს მე ვარ გადაშლილი წიგნივით გულღია და ემოციური თორემ ვერც ვერაფერს მიხვდებოდი ! -ტყუილის თქმა რომ არ შეგიძლია ... კარგი რომ ხარ და ბავშვური მაგიტომ ვარ შენი -ჩემი ? სუულ ჩემი ?! -როგორი ეგოისტი ბავშვი ხარ მოკლედ... ცუღლუტი ,მაიმუნი და მაინც არ წყვეტ -კარგი ...მორჩა ახლა უბრალოდ ჩამეხუტე მართლა მომენატრე -ასე ნუ მიყურებ ... რამდენჯერ გითხარი ცუდად მხდი - სწრაფად დგება და თავისკენ მიზიდავს. ლოყაზე მკოცნის,შემდეგ თვალთან ახლოს - მგონია რომ ტირილი გინდება ამ დროს და მტკივა -ისე მეუბნება გული მეკუმშება.როგორ შეუძლია ასეთი იყოს ...როგორ ! -არარსებული ხარ ... მხოლოდ ჩემთვის არსებობ შენ ჩემი საოცარი დემონი ხარ -ხელებს ყელზე ვხვევ და ძალიან ბევრს ვკოცნი ,ორივე ლოყას ვუკოცნი,ნიკაპს, ყელსაც ვწვდები ის კი იცინის -ბავშვივით მკოცნი იცი? -მე ვარ ბავშვი თუ შენ -მე მგონია თავი ბავშვი ... თავზე გადამისვი კიდევ ხელი და კარგი ბიჭი ხარო მითხარი ! -ბუზღუნა ხარ შენ იცი? სულ არ გაკოცებ აწი -მე გაკოცებ მარტო ...- არ მაძლევს უკან დახევის საშუალებას და ჩემს ყელში ეფლობა- აი აქ გაკოცებ კანთან ჩურჩულებს ტუჩები მეხება ,მაგრამ არ მკოცნის...-შეიძლება აქაც ...ვერ გადავწყვიტე დაფიქრება მჭირდება ...რამე მირჩია მაინც -მაწამებ...დაისჯები -წამება კვნესის გარეშე? -იღიმის ვგრძნობ,რატომაა ასეთი ბოროტი სულ არ ვეცოდები . ხანდახან სულ არ მიახლოვდება და ზოგჯერ რომ წამოუვლის სანამ არ ჩავადნები მკლავებში მანამ არ მშორდება - არც თხოვნაა შეწყალების შესახებ...დანდობა მთხოვე -როგორ ვერ გიტან ... -ცუდი გოგო...ცუდი თამარა - ამბობს და ენის წვერით მეხება კანზე თითქოს გემოს უგებს შემდეგ ისე იქცევს კანს ტუჩებშორის და ქაჩავს მოულოდნელობისგან ჩუმად ვკვნესი შემდგე მკოცნის და იმდენად ნაზად მეხება თითქოს წამის წინ ველურივით არ მეტაკა ...გიჟი არანორმალური თავხედი კაცი ეს -დემონოოო -როგორც კი მშორდება და იცინის მაშინვე ვბრაზდები გაბუტული ვკრავ მკერდზე ხელს- დამცინი ხომ? საზიზღარი ხარ ღირსი ხარ შენივე წესებით გებრძოლო -არც იფიქრო...მე არ მაქვს მოთმინების უნარი ესეც ზედმეტია ჩემგან .შემომეჭმები -უცებ აყოლებს ხელებს მხვევს და ძლიერად მეხვევა-შენ გამოწვევას მე ვერ გავუძლებ ! -იარაღს მიგდებ ხელში ფაქტობრივად -რომელიც მანამ არ უნდა გამოიყენო სანამ უკიდურესად სასურველს არ ჩათვლი ...დრო რომ მოვა მაშინ - თავზე მკოცნის და მერე ამ ცურლუტს ასრულებს. უბრალოდ მასთან ჩახუტებული ვზივარ საწოლზე კედელს მიყრდნობილი და თმაზე მეფერება -მაინც ვინ არის ის გოგო? -არც არავინ იყო და მითუმეტეს ახლა არ არის ! -კარგი ...და ლიკა რატომ არ გამოჩენილა ამდენ ხანს? -არ მიყვარს როცა თავისი ადგილი არ იციან და ყველას ვასწავლი სად უნდა იყვნენ და რისი უფლება აქვთ ! გასაგებია ?! -მერე ასე მარტივად იგებენ? -საუბარი მეხერხება საკუთარი დამოკიდებულების გამჟღავნებისთვის არაფერი მითქვამს ,მხარზე დავადე ისევ თავი და გავიტრუნე. დერეფანში კაკუნის ხმა რომ გაისმა ორივე მივხვდით ვინც მოდიოდა,კართან შეჩერდა და დააკაკუნა -შემოდი ქეთო -დარწმუნებული ხარ? ნახევრად შიშვლები არ დამხვდეთ იცოდეთ- თვალებზე ხელი აქვს აფარებული იცინის და თითებს შორის იხედება - გვრიტუნებოოო ასე ბარტყს ვერ გააკეთებთ თქვენ ...ყავა მინდა თორე ჩამეძინება მალე ისეთი უინტერესო პაციენტები მყავს -ის ნაავარიები ბიჭი აღარ გელაპარაკება? -ნუ გამახსენებ ...როგორც შენ იტყვი ტვინი მოტ*** რატომ არ ესმის ზოგს რომ არ მევასებიან მითუმეტეს ფეხმოტეხილი. არც ისეთი მიმზიდველი ღირსება აქვს ყველაფერთან ერთად -ამას რომ ამბობს თვალები შუბლზე ამდის . თითონ კი ისევ იცინის და ყავის მომზადებას იწყებს. მიშო თვალებს ატრიალებს და ხვნეშის ის კი აგრძელებს- აუუ მიშუნია მიშიკოოო არ გინდა გავცვალოთ პაციენტები? შენ მიხედე იმას არ გინდა? მე ვაფშე ყველას დავიტოვებ -მე არ მაქვს პრობლემა,მაგრამ ყველას ატანა უნდა შეგეძლოს - ვერაფერს რომ ვეუბნები ნერვები მეწეწბა შენსავით დასტონი კი არ ვარ ბაბუუუ ... წავედი ახლა დაგტოვებთ ...შეგიძლია წაიყვანო თამაღი როცა გინდა აქ ვარ მე ..არ გინდა არფერი ვიცი რო გიყვარვარ - თვალს უკრავს და მიკაკუნებს ისევ -ბავშვის მონათვლაზე პრეტენზია მექნება იცოდეთ ოდესმე თუ მოახერხებთ რამეს-გასვლამდე იძახის და კარს ხურავს -სულ ასეთია? -მთელი დღე ...როგორ არ იღლება მიკვირს -პოზიტიურია ადამიანია ... ერთეულებს შეუძლიათ მხოლოდ მტელი დღე კარგ განწყობაზე ყოფნა მითუმეტეს ასეთ სტრესულ ადგილას.ახლა მართლა მოვიდა ჩემი წასვლის დრო თორემ ჩამეძინება -წავედით ... -აუუ ისევ? ერთხელ მარტო რო გამიშვა არ გინდა? -ერთხელ რომ არ იწუწუნო იმაზე რაც მაინც იცი რომ მოხდება არ გინდა? -საზიზღარი ხარ იცი? -საყვარელი ხარ იცი?- ბოლოს მაინც ვნებდები და მივდივარ აბა რა ვქნა . რა თქმა უნდა 15 წუთში უკვე სახლში ვარ ბატონი აივანზე რომ მხედავს მხოლოდ შემდეგ მიბრძანდება თითქოს ვინმე მომიტაცებს ბინაში ასვლამდე. საწოლში ვწევარ უკვე მობილური რომ ამღერდა. ვინ იქნებოდა თუ არა ბატონი მიხეილი -მითხარი რომ ახლა მაინც იძინებ -უნდა დამესიზმრო და ვიძინებ... შენ არ შეწყვიტო ჩემზე ფიქრი დაივიწყე ირგვლივ მყოფი ლამაზი ექთნები და პაციენტები -დიდი ეშმაკუნა ვინმე ხარ თამრო -ძილს მიფრთხობ დემონო ...არ გათიშავ? -ნწ ...დაიძინე შენ მე გისმენ -ძილში არ ვლაპარაკობ შენ წარმოიდგინე -ვიბუტები ის კი იცინის-საზიზღარო -დადე მობილური ბალიშზე შენ სუნთქვას უნდა ვუსმინო ! -არა ხარ შენ ნორმალური სუნთქის მომსნეა რაღაა -ნეტავ თუ დადეგა ის დღე უბრალოდ რომ შეწყვეტ კამათს და დამემორჩილები -რა დამაძინებს როცა ვიცი რომ აქ ხარ და შემიძლია გელაპარაკო -მაშ ვილაპარაკოთ -სამსახურში ხარ და გამოგაგდებენ მანამ სანამ პირველ ხელფასს მოგცემენ -საქმეს ვასრულებ პირნათლად ასე რომ პრეტენზიას არავინ გამოთქვამს... -ხვალ რომელ საათზე მიხვალ სახლში? -დილით როცა გადავაბარებ პაციენტებს სხვას... -მერე რამდენ ხანს იძინებ? ხვალ რა გეგმები გაქვს? -კარი ღია მაქვს ხოლმე და თუ გინდა მძინარეს მიყურო მობრძანდი -შენი ყურება რათ მინდა ნეტავ...მითუმეტეს როცა გეძინება -ახლა მაინც მიყურე მძინარეს თორემ მერე ჩემზე ადრე ჩაგეძინება ჩემს მკერდზე თავდადებულს -ღმერთო ჩემოოო - შევიცხადე უცებ და ხმა ვერ გავაკონტროლე ის კი იცინოდა -მგონი ახლა აღარ დაგეძინება ..ბალიშის ნაცვლად ჩემი შიშველი გულ-მკერდი რომ წარმოიდგინო არ დაგეხმარება? -არ ვიცი მე შენი შიშველი-გულ მკერდი ! -ყველაზე დიდ სისულელეს რომ ვახეთქებ როგორ არ გაიცინებს -ლიფტში რომ გავშიშვლდი მაშინ ბრმა იყავი ? არა მე რომ აგიხილე თვალები ვიცი ,მაგრამ -ბოროტი ხარ...ნამდვილი სადისტი . უზრდელი,ტუტუცი ბიჭი -ჰმ, მაოცებ! ასე უცებ გაიხსენე და წარმოიდგინე ხო? ეგრე ძალიანაც ნუ მოეხვევი ბალიშს არ გასკდეს და ბუმბულები არ გადმოცვივცდეს -შენ...შენ ყველაზე ცუდი ხარ უზრდელოო ლუციფერ -ახლა გაკოცებდი მანდ რომ ვიყო -საკმარისად მაკოცე დღეს...ლოყები დამესუსხა სულ მაგ შენი წვერით -ამჯერად მაგ დაბუშტულ ტუჩებს მივხედავდი ...ფერმკრთალია ცოტა აწითლება მოუხდება -ახლა თუ ტუჩზე იკბინე დაშნიანო რომ გნახავ გეფიცები მოგათლი მაგ ტუჩებს -მეტი ბრაზი დამანახე ჩემო ქალღმერთო... ემოცია დაგაკლდა სულ ცოტაც და დავიჯერებ -არანორმალურო ... ვეხუტები ბალიშს და მობილურს გვერდით ვდებ... -საბანი დაიფარე ,სიცივეა -შენ დარწმუნებული ხარ რომ კლინიკაში ხარ? -კამერა მაქვს მანდ და გიყურებ... -ყველგან კამერებია დავიჯერო? რას შვებიან შენი პაციენტები -სძინავთ მშვიდად -შენ რას აკეთებ..დერეფანში დადიხარ? -ხო ნაბიჯების ხმა გესმის? -ისეთი ხმა აქვს მაგ ფეხსაცმელს ისმის...მარტო ხარ? -ქეთუშა დასაძინებლად გავუშვი...ერთ ორ საათს დავასვენებ სიმშვიდეა მაინც. ხვალ ლექციები აქვს -შენ როდის გაქვს გამოცდები... -ორშაბათიდან მეწყება -მერე არ უნდა იმეცადინო? -გადავხედავ ხვალ ღამე ... -სულ არ ღელავ? -წითელ დიპლომს მაინც ვერ ვიღებ და რაზე ვინერვიულო ...გამისწორდება ყველაფერი რომ დავწერო და ჩავაბარო ,მაგრამ ნერვიულობად არ ღირს -ახალ წელს სად იქნები? -სვანეთში ... შენ? -მამამ ახალ წელს სიძე პირველად იქნება ჩვენთანო და გრანდიოზულ ვახშამს გეგმავენ ... მაშინ რომ დაათრო საბამ ახლა უნდა ჩავახრჩო ღვინოში ვის გაუბედა მაგ ლაწირაკმაო - რომ გამახსენდა მამას სიტყვები მეც გამეცინა დაშნიანიც ხმამაღლა იცინოდა -აუუ რა სერკინებას ვტოვებ ...კი დალევდა მამაშენის ღვინოს კაცი -შენ რა იცი ... -საბას ჰქონდა სიმამრმა 50 ლიტრიანი მიპადარკაო -მთვრალი როდის იყავი ყოველ დღე გელაპარაკებოდი -აუცილებლად ისე უნდა გავილეშო სიტყვები რომ ამერიოს? -ეგრე ყოფილხარ ოდესმე? ალბათ ორი დღე სვამდი ...ნეტავ ღვიძლო როგორ გიძლებთ -რა ვიცია რ მაწუხებს ჯერ და მერე ღიპი რომ მექნება სიბერეში დავანებებ თავს..რა გაცინებს -ღიპიანი წარმოგიდგინე -აღირე რო ეგრეც მოგწონვარ -დათვს გავხარ...სულ არ მომწონხარ -როგორ გავსუქდე ახლა თორე დაგიმტკიცებდი რო ყველანაირი მოგეწონები -მე რომ მოვიმატო წონაში მოგეწონები? -უფრო მოიმატო ?სასწორის გატეხვას აპირებ? რა საზიზღარია ღმერთო ...როგორ გამიბლატავდა მეხუმრება აქ სულ და დამცინის .ჩემი წვალების ხერხებს ცვლის სულ. -აი თურმე რატო არ მღალატობ...გამხდარი გოგოები არ მოგწონს. გავავრცელებ ინფორმაციას და მოიმატებს ყველა წონაში -მერე რომ გიღალატო? შენზე ფუმფულა რომ გამოჩნდეს ვინმე?-დამპალიი როგორ მიშლის ნერვებს -მე ერთადერთი ვარ და თუ მიღალატებ შენი ტვინის დეგრადაციაზე მიგვანიშნებს ეგ ამბავი -მაოცებ ხანდახან... ხვალ მოხვალ? -არ ვიცი ... -ხომ იმეცადინე უკვე..ხვალ რას აკეთებ -დასვენება გჭირდება..მითუმეტეს გამოცდა გაქვს ორშაბათს -დიდი საწოლი მაქვს...შენც დაეტევი და არ შემიშლი ძილში ხელს -არ დავწვები მე შენს გვერდით -საწოლთან რამე გართულება გაქვს? მაგიდაზე ვერ გავწვები ნამდვილად ..ვერც იატაკზე ფუმფულა ხალიჩა მაქვს ,მაგრამ ისეთი დაღლილი ვარ ახლა იქ ძილი არ მინდა -როგორ გითხრა ახლა კიდე რო არანორმალური ხარ -კარს ღიას დავტოვებ -ვინმე რომ შემოიპაროს და მოგიწვეს გვერდით ? მერე შეცდენილს მიგიღებ გგონია? -მერე მე ვარ გიჟი... -გულიანად იცინის მე კი თვალები მეხუჭება - ჩემი გული არ გიღალატებს არასდროს შენთანაა უკვე და თავად თუ არ გაანადგურებ ვეღარაფერი დამაშორებს შენთან - მესმის მისი ხმა ,იმდენად თბილი ტემბრი აქვს ამ დროს იავნანასავით ჩამესმის .გააზრებას ვერ ვახერხებ ბოლო სიტყვების ,ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ჩემთანაა ,გვერდით წევს მისი მშვიდი სუნთქვა ჩამესმის და ერთიანად ვდუნდები, ლამაზია სიზმრები დაშნიანთან ერთად... კვირა დღე ნამდვილად თავისუფალი მქონდა. დრო გამყავდა,ვცდილობდი დაშნიანის სახლისკენ ნაბიჯი არ გადამედგა. რა არ გავაკეთე ,ლამის მტელი სახლი დავალაგე ყველაფერს შევუცვალე ადგილი. ყველა საგანი თავიდან ვიმეცადინე ბოლოს გიჟივით წამოვვარდი ჩავიცვი ,ჩანთა ავიღე და რამდენიმე წუთში კორპუსის წინ ვიყავი ასვეტილი. მარიამი მომკლავს რომ გაიგებს იქ ვიყავი და მასთან არ ავედი,მაგრამ შემოვირიგებ როგორმე! ლიფტში შევდივარ და ის რამდენიმე წუთი ნერვებს მაწყვეტს... ასე როგორ შეიძლება მომნატრებოდა.მისი ბრალია დარწმუნებული ვარ მთელი დღე განგებ არ შემეხმიანა , მაგრამ ჯანდაბას ისე იყოს როგორც უნდა არ ვარ მისი ნახვით შეწუხებული ... კართან მივდივარ და სახელურს ვწევ.ღია მხვდება, არა ხომ ვიცოდი მელოდა-თქო ! .ჩუმად მივაბიჯებ , აშკარად არ არის არც საძინებელში,არც სამზარეულოში და აივანზე. სააბაზანოდანაც არ გამოდის ხმა. ანუ საძნებლისკენ მიწევს წასვლა ,ისევ ჩუმად მივაბიჯებ ,კარს ფრთხილად ვაღებ და შევდივარ. ფარდები ცამოფარებული აქვს, ოთახში ისეთი სიბნელეა ძლივს ვარჩევ მის სილუეტს,რა გასაკვირია ამდენ ხანს რომ სძინავს . საწოლი მართლაც უზარმაზარია, ბატონი შუაში წევს ხელები ბალიშზე აქვს მოხვეული საბანი მხრებამდე წვდება სიშველი ბეჭები და მხრები მოუჩანს . საწოლზე ავდივარ , მგონი არც კი ვსუნთქავ რომ არ გავაღვიძო არადა როგორ მინდა ჩავეხუტო . მისი მწვანე სფეროების ელვარება მინდაა დავინახო. ახლაღა ვამჩნევ რომ წვერი გაპარსული აქვს, ჯერ თვალში მეხამუშება მერე რომ ვაკვირდები ასეც მომწონს უფრო უკეთ უჩანს ნაკვთები, თითქოს ტუჩებიც უკეთ გამოიკვეთა . მეჩვენება თუ ისე მსვიდად აღარ სუნთქავს, გაიღვიძა დავიჯერო? არადა როგორ ფრთხილად შევედი ისეთი დაღლილი იქნება ასე მალე როგორ გაიღვიძებდა. ამ ფიქრებში ვარ ბალიშს რომ აშორებს ხელს ჩემს წელზე გადმოაქვს და თავისკენ მიზიდავს ,წამოკივლებას რომ არ დავაყოვნებდი ხვდებით ალბათ . მის მკლავებში მოქცეული აღმოვჩნდი ,ბალიშის ჩანაცვლება საოცრად გამოუვიდა -მიშოოო -რაოო თამარაა ... -ისე ახლოსაა ალბატ სულ წითელი ვარ, სუნტქვაგახსირებული და თვალებგაფართოებული საოცარი სანახავი ვიქნები. უფრო იხრება და ლოყაზე მკოცნის ჯერ ტუჩთან ახლოს სემდეგ კოცნით მიუყვება ყურისკენ ყბაზე გადადის , ყელზე და აქ უკვე ცუდად ვხდები-დაიგვიანე...ცუდი თამარა ხარ შენ - თავისი ტკბილი ხმით მეჩურჩულება და ისევ ზემოდან დამყურებს -არ მახსოვდა რაღაც დროზე სევთანხმებულიყავით ან პირობა მომეცა რომ მოვიდოდი-ვბურტყუნებ რაღაცას საცოდავად და ხელების ამოძრავებას ვცდილობ -თუ არ გაიწევი ცოტა ხელებს ვეღარ ავამოზრავებ -ისე სწევს ტანს ჭკუიდან გადავდივარ...რას მოვაშორე ხელები ახლა მისი შიშველი სხეული მეკვრის პირდაპირ -ასე კარგია ?- ვაიმე რა დამპალი ხარ შენ რისი ღირსი ხარ საერთოდ...როგორ მოვედი როგორ ვერ შევიკავე თავი , დემონო! -საერთოდაც უმჯობესი იქნება...უკეთესი თუ ... შენს ადგილს დაუბრუნდები -აქ ყველგან ჩემი ადგილია ...ხომ არ გავიწყდება სად ხარ -მაშინ მე წავალ... -როგორ იცი ხოლმე რა ... რო არ გამიფუჭო განწყობა მოკვდები !- ბრაზდება ხელს უკეთ მხვევს წელზე ისე რომ თავადაც დგება და მეც თან მივყავარ.იატაკზე მსვავს და მშორდება- ასე კარგია -დიახ! -ხოო? -ასე ნუ მიყურებ ...- თვალს ვარიდებ მის შიშველ სხეულს-მაისურის ჩაცმას არ აპირებ? ცივა აქ -ჩავიცვამ ხო თორე იმდენად წითელი ხარ ნამდვილ ფუმფულა წითელლოყება ბავშვს გავხარ-კარადას აღებს და რომ ვუყრუებ როგორ აქვს ტანსაცმელი დალაგებული მიკვირს -დამლაგებელი კარადასაც გილაგებს? -არ მყავს დამლაგებელი ... -მეუბნება და მაისურს იცვამს, შემდეგ სპორტულ მოსაცმელს და არეულ თმას სარკეში ისწორებს -არ გინდა ჩემთან გადმოხვიდე საცხოვრებლად?? შენ თუ ალაგებ ასე კარგად სახლს და ტანსაცმელსაც საჭმელსაც აკეთებ... მაინც ჩემთან ხარ სულ -ამას რომ ვეუბნები ისეთი სახით მიყურებს სარკიდან მგონია კისერს მომიგრეხს- რა არ გინდა ჩემთან ცხოვრება? -როგორ გიყვარს ჩემ ნერვებზე თამაში...ჯერ ეს ერთი მე სად გადმოვალ,მერე მეორე მოსამსახურე თუ გჭირდება დაგიქირავებ და მეოთხე შენთან ცხოვრება რომ მომინდება და შენც მზად იქნები ამ ლამაზ პატარა თითზე ბეჭედი გეკეთება და თამარა დაშნიანი იქნები - ჩემკენაა შემობრუნებული, ზემოდან დამყურებს და ისეთი სერიოზული ხმა აქვს პატარა კნუტს ვგავარ ალბათ მის წინ-გასაგებია? -ბოლოს ისე მეუბნება ვხვდები რომ გაღიმება უნდა,მერე ტუჩებს ერთმანეთზე აჭერს და წარბებს კრავს -დიდხანს მოგიხდება ლოდინი...სულ არ მინდა „ცოლი“ გავხდე ჩემს დასარწმუნებლად დიდ დრო დაგჭირდება- ყელმოღერებული ვუცხადებ და სებრუნებას ვაპირებ ხელს რომ მხვევს და ზურგიდან მეკვრის. ყელში მკოცნის -დროო ... ხომ იცი რომ დროს მე ვმართავ .რატომ მეჯიუტები როცა იცი რაც შემიძლია -რა შეგიძლია ვითომ...მომიტაცებ? -პირიქით შემიძლია ისეთ მდგომარეობაში ჩაგაგდო თავად დაგეგმო ჩემი მოტაცება - მიცხადებს და ყელში მკბენს .კვნესას და კივილს ერთად ვიწყებ -გადარეულო... ლუცფერი ხარ რა ნამდვილი .შენ საერთოდ... თავდაჯერებულო იდიოტო.ნარცისო შენ -როდის შეიყვარებ მწარე სიმართლეს ტკბილო?- წასვლის საშუალებას არ მაძლევს ისე მიჭერს ხელებს თეძოზე და უკან მწევს მთელი ძალით ვეჯახები ხელებს მუცელზე მხვევს და მთლიანად მის მკლავებში მოქცეული ვრჩები ...ნაკბენ ადგილას მკოცნის და მერე ჩემს თმაში მალავს სახეს - ფისო ხდები ხოლმე...ოღონდ პაწაწინა კნუტი ხარ რომელსაც ბრჭყალები უფუნქციოდ აქვს -შენ გაქვს ეშვები სამაგიეროდ და როდის დამგლეჯ კაცმა არ იცის -მე სულ მზად ვარ- ისე მატრიალებს მისკენ თავი პატარა ბუმბული მგონია რომელსაც საიტაც დაუბერავს იქეთ გაფრინდება - ნებისმიერ დორს შეიძლება შემომეჭამო... შენ კიდე სულ მიწვევ -გიწვევ? მეე?! -აი ახლაც ისე მიყურებ ფაქტობრივად მთხოვ გაკოცო -ყეყეჩო....უიმე როგორ მიშლი ნერვებს რა ცუდი ხარ საზიზღარი -სიტყვების მარაგი გამოგელია...რამე ახალი გჭირდება .სალანძღავ სიტყვათა ლექსიკონს გითრევ -საერთოდ არ დაგელაპარაკები ... -არაა...სულ არაა?- ლოყაზე მისვამს ტუჩებს და ლამის ვთხოვო რომ მაკოცოს- სულ სულ არა? კარგიიი მაინც მშიოდა საჭმელს მოვამზადებ და ჭამის დროს ლაპარაკი ისედაც არ შეიძლება- აი ასე მშვიდა დმშორდება, უკმაყოფილესი გამომეტყველება აქს, ხელს მხვევს და მივყავარ მაგრამ წაყვანასაც ხომ გააცნია რომ არ დამეწყო ჩხუბი როგორ გამეძლო. მხარზე გადამიდო პირდაპირ -დამსვი... დამსვი ველურო შენ ! -შეწყვიტე ჩხუბი და დაგსვამ ... -კიდევ რა გინდა... არ ხარ ღირსი თუ რა. როგორ იქცევი ... -ანუ გინდა ასე მყავდე ...კარგი რა პრობლემაა შენთან ერთადაც მსვენივრად მოვამზადებ რამეს -შენ ხო არ გაგიჟდი...არა რას გეკითხები როდის იყავი დალაგებული...აფრენ დაბადებიდან ველურო ... -მიდი მითხარი რომ მოგენატრე და იმიტომ მოხვედი...რომ ვეღარ ძლებ უჩემოდ ... რომ ხვდები რა ცუდად ვარ როცა მეჩხუბები და ჩემთან არ ხარ -ცუდად ხარ როგორ არა...რომ მოვედი ხომ რას ამბობ სულ არ მომისალე ნერვები- მაგიდაზე მსვავს ფრთხილად და მიყურებს - ნუ მიყურებ ასე ... საერთოდ არ ხარ არაფრის ღირსი შენ არსდროს მოეშვები ჩემს წვალებას -შენ მაწამებ და მე აღარც გაგაწვალო? სულ ცოტა ცოტა - ისე საყვარლად მეუბნება და ისე მიყურებს წამში ვდნები..უთავმოყვარეო ქალო თამარა ! -შენ ხო ხარ ჩემი გოგოოო ..მარტო ჩემი ჩემიი ჩემი გოგო - ნიკაპის ქვეშ მადებს თიტებს და თავს მაღლა მაწევინებს - ნუ მებუტები შევრიგდეთ ახლა დროა - ლოყაზე მეფერება ,მერე თმაზე გადადის იცის რას მმართებს და იყენებს -ისევ არ მელაპარაკები ? - ხელზე მკოცნის და ქვემოდან მიყურებს -იმასაც არ მეტყვი როგორ შემოგირიგო? ერთხელ ჩაგეხუტე და რა დღეში ჩავარდი საწოლში სხვა რამეს რომ გავაკეთებ მერე გამექცევი თუ რას იზავ...კარგიი ვჩუმდები სულ არ გეტყვი არაფერს ! -მშორდება და მტოვებს ასე მაგიდაზე დასკუპულს. სკამზე ჯდება და მიყურებს -თავხედი და ველური ხარ...ხომ იცი - მისკენ ვიწევი და მუხლებზე ვუჯდები. მერე ვეხუტები ისიც მიღიმის ხელებს მხვევს და თავზე მკოცნის -როდის ვუარყავი ? მაგ ველურის დედოფალი რომ ხარ იცი ? ! -სანამ არ გამოვიყენებ დედოფლის ძალას მანამ არ შეძვები ჩემს გაბრაზებას ხო? -მოინდომე ცოტა ...-მიღიმის და თვალებში მიყურებს გვიანამდე ვიყავი მასთან. ბოლოს დავტოვე თორემ ისე გავიდოდა გამოცდაზე სულ არ იმეცადინებდა. გაბადრული მივაბიჯებდი ქუჩაში მარიამი რომ გამოჩნდა . როგორც კი დამინახა მაშინვე ამატვალიერა და შეკრა წარბები -სად ბრძანდებოდი შენ ქალბატონო? -სოფელში არ წახვედი? კი არა გამოხვედი უკვე? -იქ იყავი და ჩემთან არ მოხვეიდ ხომ? კარგი ქალბატონო სულ ნუ მოხვალ აწი -აუუუ მაააარ ...მარიაააამ -ხმა არ გამცე საერთოდ ...გაბრაზებული ვარ ! არაფერს მოგიყვები ... სულ არაფერს -მიშოზე ეჭვიანობ შენ...არადა ვიღაც მის მხარეს იყო -სულ წამარტვა შენი თავი...ცუდი ბიჭია ეგ -აუუ მარიაამ რა გჭირს შენ? ვერა გცნობ ქალბატონო -არ გეტყვი არაფერს... -სულ არაფერს? -არა ! -შენთან რომ დავრჩე ? -ვინ დაგტოვებს ... მიბრძანდი იმასთან და დარჩი იქ -მარიამ ! -იდექი ახლა მანდ და მებუტბუტე ...წამოდი რას ელოდები - იცინის და წინ მიკუსკუსებს. რატოა ასეთ კარგ ხასიათზე რა მოხდა ნეტავ? სანამ არ გავიგებ რა მომასვენებს ... მშიაო, ვახშამი უნდა მოვამზადოო,უნდა მივალაგო მერე ვეღარ მოვიცლიო და კი დამაწყვიტა ნერვები . ბოლოს როგორ იქნა დაიწყო ....... ...................................... ორშაბათს უკვე ვიწყებთ ახალ ნაწილს საყრდენ მამოძრავებელი სისტემიდან-კუნთებს. იმდენად რთული დასამახსოვრებელი იყო ყველაფერი ერთმანეთში ამერია და ლექციამდე ჭკუიდან გადავედი . ალბათ იმიტომაც ვღელავდი გამოცდის ქულები რომ უნდა ეთქვა ალბათ რამე საოცრებას მეტყვის ან ისეთი სახე ექნება სჯობს სიევ რამე მითხრას. -ღმერთო გამაგებინე რა მივიღე თორე გასკდა გული ...- ყველა მხრიდან მსგავსი წინადადებები მესმის. ბოლოს შევდივარ ოთახში და ჩემი ადგილისკენ მივდივარ. მაგიდასთან ზის , როგორ გინდ მარიამ ისე დაჯდე რომ თვალში არ მოხვდე ჭყეტელა ფერი მაინც არ მეცვეს, ხალათიც ხო უნდა ჩავიცვა. მიყურებს თან ისე რომ აშკარად ძალიან დაბალი ქულა მაქვს . სიის ამოკითხვას იწყებს და უკომენტაროდ ხურავს ჟურნალს -კატაზტროფულად ცუდად რომ გიწერიათ იცით ალბათ ხომ? თუ ვერ ხვდებით -პატივცემულოო ცოტა რთული იყო და -გრიგოლ იცი ექიმობაც სულ ცოტა რთულია... -პატივცემულო ... გიგის აღარც მიაქცია ყურადღება პირდაპირ ქულები წაიკითხა 30 ქულიდან 22 მივიღე და რატომ მკლავდა მზერით ვერ გავიგე.ისე ამოვისუნთქე მგონი გაიგო ისიც ,მაგრამ არ მადროვა პირდაპირ გამოკითხვაზე გადავიდა და ჩემი გვარიც გააჟღერა -სიხარულიძე დაიწყებს მიმიკურ და საღეჭ კუნებს ვაი ჩემს დაწყებას ,ისე მიყურებდა ძლივს გადავაბი ორი სიტყვა ერთმანეთს. არაფერი უთქვამს მალევე დამსვა და 7 ქულა დამიწერა. შემდეგ 10 წუთში ნახევარი ჯგუფი გამოკითხა ყველას დაბალი ქულები დაწერა, გრიგოლი საერთოდ 5 ქულით დააჯილდოვა რადგან ბევრი შეეშალა და ჩემს მერე პირველი იყო ვინც გააწამა . ისე უყურებდა საყალი გიგი ერთი სული ჰქონდა რამე ჩაერტყა თავში,მაგრამ რას იზავდა დაჯდა და მერე პირველი გავიდა ზარის დარეკვისთანავე . თამარა დერეფანში დამხვდა -რა მიიღე? არ მიტხრა რო ძაან დაბალი გაქ -22 მივიღე -აბა რას იკლავდი თავს -ის მომკლავს... -რატო? -დაბალიაო არადა არ გვქონდა ეგეთი ცუდი ნაწერები...ახლა კუნთები გამოგვკითხა რა რთულია ...ხვალ მეორე ნახევარს მოგვაყოლებს -რა დაგიწერა -7 ქულა... არ მაინტერესებს ეგ ახლა.მიშოს როდის უმთავრდება გამოცდა -2 საათზე აქვს ... ახლა ჩვენ გვაქ და იმედია მეც არ ჩამქოლავს შენი ლექტორი თამუნა წუწუნით წავიდა. მე კი სხვა ლექციებს დავესწარი. ბოლო ლექცია რომ დასრულდა მობილურზე შეტყობინება მომივიდა „ ავტოსადგომზე გელოდები ,მარიამ“ ჯერ ვერ მივხვდი ვინ იყო შემდეგ გავიაზრე და დავურეკე -რა გგნებავთ პატივცემულო? -არ მოგწერე გასაგებად? გელოდები ! გამითიშა თუუ მე მეჩვენება ...არა ნამდვილად გათიშა.ხოდა მელოდოს ახლა. სულ არ მწირდება მთელი უნივერსიტეტის დასანახად მისი მანქანით სეირნობა,რამდენჯერაც მოუნდება იმდენჯერ თავისუფალი ვერ ვიქნები. ავტობუსიდან მშვიდად ჩამოვდივარ, მაღაზიაში შევდივარ წვენს და პურს ვყიდულობ . შემდეგ კორპუსისკენ მივაბიჯებ და თან თამარას ვწერ რომ გავიგო მიშოს ამბავი თუ გაიგო რადგან თავად ბატონს ვერ ვუკავშირდები. უკვე კორპუსთან ვარ შავ ჯიპს რომ ვხედავ და მასთან მდგომ დამიანეს. ცოტა ხანს ვუყურებ,შემდეგ მშვიდად ვაგრძელებ გზას -აქ მელოდით? ასეც ვიცოდი -რადგან არ მოხვედი ჩემი სახლში დაპატიჟება მოგიწევს...მაინც მარტო ცხოვრობ და არავინ გაგიბრაზდება . ლიფტებს ვერ ვიტან ,ფეხით სიარული მირჩევნია მაგრამ მეცხრემზე მეზარება- მშვიდად მიცხადებს ჯიბეებში იწყობს ხელებს და მიყურებს -სხვაგან მოხვდით.... სტუმართმოყვარე გოგო არ ვარ ! შეგიძლიათ სხვა დროს მითხრათ სათქმელი,როცა თავსუფალი ვიქნები .ნახვამდის -დაუპატიჟებელი სტუმარი ვიქნები შენ ნუ ღელავ- მომყვება და სადარბაზოში პირველი შედის .იფტის ღილაკს თითს აჭერს და ელოდება ...შემდეგ შედის და ჯიბიდან ხურდას იღებს -გასაღები არ მაქვს შენი რკინის კარის და იქნებ წამოხვიდე -რის დამტკიცებას ცდილობ! -გვერდით ვუდგები და კარიც იხურება. არაფერს მპასუხობს,მშვიდად დგას და ელის როდის ავალთ. ასევე დინჯად ელოდება როდის გავაღებ კარს,არადა ხელები მიკანკალებს სულ გამეყინა თითები და ვერც კი მოვარგე გასაღები კარს,ის კი კედელზე მიყრდნობილი დგას და მიყურებს ,ირონიულ ღიმილს არ იშორებს -პირველად გყავს სტუმრად ბიჭი ?! -ვეჭვობ ბიჭი დიდი ხანია აღარ ხარ - კარს ვაღებ და შევდივარ. ისიც მომყვება. ფარდები ყველა ოთახში ჩამოფარებულია ამიტომ ბნელა, შუქს ვანთებ და მისაღებისკენ მივდივარ. -შენმა მშობლებმა იციან ცუდი მოსწავლე რომ ხარ და მაინც ასეთ კომფორტს გიქმნიან? -აიგნორებს ჩემს სიტყვებს და იქეთ მკბენს -დამსახურების მიხედვით არაფერს ვიღებ მშობლებისგან...ისინი კარ შვილად მთვლიან და ჩემს კეთილდღეობაზე მოთხოვნების გარეშე ზრუნავენ ! თანაც ცუდ მოსწავლედ არ ვთვლი თავს -ჩემთან ბრძოლას არ გირჩევნია ნორმალურად ვისაუბროთ? -ჩემი არჩევანი გავაკეთე ,მაგრამ ახლა თქვენ აქ ხართ ყურადღება არ მიაქციეთ ჩემს ქმედებას ... იმიტომ ხომ არა რომ მხოლოდ თქვენი სურვილები გადარდებთ და არა ჩემი! -იქნებ იმიტომ რომ უბრალოდ შენი ნახვა მინდოდა -მნახეთ დღეს მთელი 1 საათი მკვლელი მზერით მიმზერდი ისე თითქოს დიდი დანაშაული ჩავიდინე ! -საკუთარ თავთან დამნაშავე ხარ რადგან შენ პოტენციალს არ იყენებ ბოლომდე... მეტი შეგიძლია,მაგრამ იმით კმაყოფილდები რაც გაქვს ! -ინტერესი ხომ არ დავკარგე...ცუდი მოსწავლე რომ გავხდი- დივანზე დავჯექი და მის შავ თვალებს მივაპყარი მზერა,.გაიღიმა - როგორც ლექტორი ვბრაზობ! იმდენად რომ სემესტრის ბოლოს გაგატყავებ ! -შემაშინეთ...მაკანკალებს- მოჩვენებით ავაცახცახე თითები რაზეც ისევ გაეღიმა-ცხელ შოკოლადს ვერ მოგიმზადებთ ,მაგრამ ყავა შემიძლია შემოგთავაზოთ ...ჩაიც -თუ არ მომკლავს შენს მომზადებულ ყავას დავლევდი -მკვლელობა არ მინდა თორემ დიდი სიამოვნებით -რა გულახდილი ხარ ... ასე გაბრაზდი? ხომ იცი რომ არ იცოდი მასალა -შეგიძლია კომენტარის გარეშე დაწერო ქულა და არ ჩაგვქოლო...მე რომ არ ვღელავ იცი მაგრამ დანარჩენები გაგიჟებულები დადიან... გიგიმ რომ არ გისროლა ფანჯრიდან მიკვირს -რობოტი არ ვარ..სრული უფლება მაქვს კომენტარი გავაკეთო - ჯერ მისაღებიდან მესაუბრებოდა,შემდეგ მივხვდი რომ სამზარეულოსკენ დაიძრა . მალევე შემოვიდა და მაგდიასთან დაჯდა -აქ დავსხდეთ ... -სამზარეულო ოჯახისწევრებისთვისაა ...შაქარი რამდენი კოვზი? -ერთი ... და მურაბის დალევა არ შეიძლება...დიაბეტი დაგემართება -ტკბილი მიყვარს...ყველაფერი -მაინც არ გშველის შაქარი სხვა დამატკბობელი გჭირდება ვინმე-ვინმეს ხაზს უსვამს და რომ ვუბღვერ თავს იკატუნებს- რაა? -არ მჭირდება დატკბობა...საკმარისად ტკბილი ვარ ! თუმცა შენ ვერ გაიგებ -პასუხად იცინის და თითებს მაგიდაზე ათამაშებს... ტკბილეულს ვაწყობ, ხილს და ყავაც მზადდება. ფრთხილად იღებს ფინჯანს და ისე სუნთქავს მეცინება -იმედია ბოლო დღე არ მაქვს..იმდენი რამის გაკეთება მინდოდა კიდევ - ამბობს და ტუჩთან მიაქვს ფინჯანი. ერთ ყლუპს როგორც კი სინჯავს მაშინვე ხველა უტყდება -რა ..რა მოხდა? -ყავა მარილით... შესანიშნავია! -უუფს ეტყობა ამერია...არადა გამოხვედი და მიყურებდი როგორ ვამზადებდი. იქნებ მაგის ბრალია..დავიბენიი -ცუდი გოგო ხარ! -ყავა რადგან არ მოგეწონა ...მისაღებში გადავინაცვლოთ,ან იქნებ წახვიდე -არაა არ მეჩქარება - შოკოლადით სავსე ვაზას იღებს და მიდის. თავხედი! დივანზე დასკუპული მხვდება ჩემ შოკოლადებსაც აგემოვნებს და ძალიან კომფორტულადაა მოკალათებული. რამდენიმე წუთი ჩუმად ზის ,არაფერს ამბობს და უბრალოდ ნერვებზე მოქმედებს. თვალს რომ ვერ ვაშორებ მაინც ამაზე ვგიჟდები ! ისიც ისე გამომხედავს ხოლმე მეუბნება გხედავ და ვგრძნობ რომ მიყურებო. -ორივემ ვიცით რომ ერთმანეთის ყურება მოგვწონს ,მაგრამ ამას ლექციაზეც მშვენივრად ახერხებ -ცინიკოსი ხარ! -რომელიც ძალიან მოგწონს -ახალი თუ გინდა მითხრა რამე სხვა თემაზე უდნა მესაუბრო მაინც დავიწყე საუბარი, უაზრობა იყო უკვე მის გულწრფელ ნაბიჯზე ასეთი წინააღმდეგობის გაწევა.სასაცილოც კი ჩანდა ჩემი ქცევა რომ დავფიქრდი. საუბრის დროს ზარის ხმა გაისმა, ვიფიქრე მამაჩემი ან ჩემი ძმა თუ არის ჭკუიდან გადავლენ-თქო ,მაგრამ მიშო რომ დამხვდა საერთოდ უარესი მოხდა. პირდაპირ შემოაბიჯა და მისაღებისკენ დაიძრა -მიშოოო როგ... უკვე მისაღებში იდგა დამიანეს წინ და რაღაცას ეუბნებოდა. რომ შევედი გაჩუმდა და გამომხედა -სტუმარი გყოლია... რა სიურპრიზია -შენი გამოჩენაც ასეთივე სიურპრიზია... დაჯექი მარიამი ყავას გაამზადებს - დამიანე ისევ ჯდება დივანზე და მიშო მის სიტყვების გაგონებისას ტუჩის კუთხეს ტეხავს -წასვლა გსურს შენც და აღარ დავრჩები ! -აჰ მართლა? -რა არა? -რა თქმა უნდა წავალ... მაგრამ ახლა არა -მარუსა ყავა უშაქრო გამიკეთებ თუ დაგეხმარო ? -თქვენ ორს მგონი მე გეშლებით ვიღაც იდიოტში ... რა ხდება მიშო? -არაფერი რა უნდა ხდებოდეს...პატივცემული დამიანე და მე ერთ დროს მოვედით! ყავა მინდა ძალიან და არ დამალევინებ? მიშო სრულიად უემოციოდ ,მშვდიად მიცხადებს. დამიანე უყურებს და იღიმის. მერე მიშოც უყურებს და თვალს უკრავს. სავარძელს ეყრდნობა და კომფორტულად ჯდება... ყავა სანამ მოვამზადე და გავიტანე მანამ მეგონა მსიარებში ომი იყო გაჩაღებული,რომ გავედი მიშო ვიღაცას წერდა,დამიანე მშვიდად იჯდა და ჩემს პორტრეტს უყურებდა კედელზე რომ ეკიდა. -ძალიან გგავს..კარგი ნახატია -ჩემმა ძმამ დაახატვინა მის მეგობარს... -მადლობა მარ - ყავას მართმევს მიშო და მიღიმის. მშვდიად მიირთმევს,ისე ნელა როგორც არასდროს. ლამის შევიშალე და ორივე მივახრჩე. მერე დამემშვიდობა და წავიდა,დამიანე დარჩა. -მიშოსთან რა პრობლემა გაქვს -რა პრობლემა უნდა მქონდეს მიშოსთან? -მეც მაგას გეკითხებით -პასუხი არ არსებობს...ახლა კი მართლა დაგტოვებ თორემ უკვე გაცდენ - დგება და მიყურებს. -არ გამაცილებ? -დამიანე... -კარგი ჩემით მივაგნებ გასასვლელს, ბოლომდე ცუდი მასპინძელი ხარ ! - მიცხადებს და კარისკენ მიდის. მეც მივყვები უკან, უცებ ბრუნდება გასვლამდე წელზე ხელს მავლებს და ლოყაზე მკოცნის-ნახვამდის მარიამ საერთოდ ვერ გავიგე როგორ გავიდა...როდის გავიდა. რა უნდა რას მერჩის რა დავუშავე სულ რატო მიმტკიცებს რომ რამდენიც არ უნდა ველაპარაკო,რაც არ უნდა ვუთხრა როგორც არ უნდა მოვიქცე ბოლოს ერთი მისი შეხება, ერთი მონდომება და მთლიანად მის ხელში ვარ. მაინც ის მართავს სიტუაციას, უბრალოდ მაცდის თავი დავარწმუნო რომ მეც შემიძლია შევეწინააღმდეგო,თავი დავიცვა არ დავემორჩილო. თავს ვისულელებ... ვიტყუებ და სხვა არაფერი! მეორე დღეს ისე ვარ მოხოდილი თავად ვთხოვ გამიძახოს,იმდენი მოახერხა მაინც დამაბნია და ვერ ვუპასუხე,ისეთი გამარჯვებული ღიმილით მიცქერდა პატარა ბიჭს ჰგავდა. რომ გავაიზრე ყველა ჩვენ გვიყურებდა თვალები ისე დავუბრიალე მომშორდა და დაჯდომის ნება მომცა . მერე ალმაცერად მიყურებდა, მშვნეირე განწყოაბზე ვიყავი და ვერაფრით მივიღე სერიოზული გამომეტყველება. მერე შოთას ველაპარაკებოდი და ისე დაარტყა მაგიდაზე გაშლილი ხელი გეფიცებით გული მაგიდის ქვეშ იმალებოდა ისე შემეშინდა -ლექციაზე ხართ გახსოვს ბატონო შოთა ! -უკაცრავად პატივცემულო ... უბრალოდ -დრო იკარგება ... გააგრძელე მაკა - გოგონას უბრუნდება ისევ და ისიც აგრძელებს. ისეთ ნახტომებს აკეთებს აურია თავ გზა მაკუნასაც და ბოლოს დასვა. ყველას აშკტერებს და ვინ მოუყვება კარგად რა საინტერესოა. გიგი ორი დღეა ნორმალურად არ დამლაპარაკებია რაღაც სჭირს აშკრად.ახლაც ისე გათიშული მიაბიჯებს მგონია რომ რაღაც სერიოზული პრობლემა აქვს -გიგიკოო მოიცადე ერთ წუთს -მარ რა ხდება? -მეც მაგის კითხვა მინდა...კარგად ხარ ? -კი რატო კითხულობ ? -მე მატყუებ? -აუ რაღაც პრობლემა მაქ და ცოტა მოვიწყინე არაფერი ისეთი -თუ რამე შემიძლია ...მოსმენა მაინც თუ დაგჭირდება იცი როგორ მიპოვო ,თავს აღარ მოგაწყენ კარგად- ლოყაზე ვაკოცე და დავემშვიდობე მერე მიშო დავინახე მანქანისკენ მიდიოდა და მისკენ წასვლა მინდოდა მაინც ვერ გავიგე გამცოდაზე რა ქნა და ვიფიქრე ვკითხავთქო საიდანღაც დამიანე რომ გამოჩნდა მის მანქანასთან იდგა და ელოდა.კარგად ვხედავდი როგორ ირონიულად უღიმოდა და ნერვები დამაწყდა. მიშო ისე ელაპარაკებოდა იმ რამდენიმე წუთში სულ მეგონა რომ დაარტყავდა. მერე უბრალოდ რაღაც უთხრა და დამიანეც მოშორდა მანქანას. მიშო ჩაჯდა და მშვიდად დაძრა მანქანა. დამიანე კი იდგა და უყურებდა მერე თავის მანქანას მუშტი დაარტყა თითქოს წამიერად აფეთქდა მერე ჩაჯდა და წავიდა. უკვე ზუსტად ვიცოდი რომ რაღაცის გამო მიშო იყო გაბრაზებული და დამნაშავე დამიანე გამოდიოდა. იქნებ არც იყო არ ვიცი ,მაგრამ ფაქტია ლექტორი უხნსნიდა რაღაცას მიშო კი ზედმეტად შეუვალი იყო ! მიზეზი ვერ ვიპოვე მათი დაპირისპირებისთვის,მხოლოდ მე ვიყავი ერთადერთი რაც შეიძლება საერთო ჰქონოდათ . მიშოს სახლში შემოვარდნა და დამიანესთან საუბარი , ისე მოვიდა აშკარად იცოდა მისი მანქანა რომ იყო ჩემს კორპუსთან და პირდაპირ დაგვადგა. არ მიყვარს როცა ვერევი მსგავს ამბებში ,რადგან მგონია რომ თავად შეუძლიათ მოგვარონ ,მაგრამ ახლა ზედმეტად დარწმუნებული ვარ რომ ჩემ გამო ხდება ყველაფერი და მეზიზღება როცა მე ვარ მიზეზი დაპირისპირების. არასდროს ვყოფილვარ და არც გავხდები ვიმეს მტრობის მიზეზი. სახლში რომ მივედი ვიმეცადინე და დავმშვიდდი. შხაპი მივირე ცოტა გამოვფხიზლდი,შემდეგ სპორტულები მოვირგე და მიშოსკენ გავწიე.ვიცოდი ამ დროს სახლში უნდა ყოფილიყო. სადარბაზოსთან უცხო მანქანა იდგა,ვიფიქრე რომელიმე მეზობელმა იყიდა-თქო და გვერდი ავუარე.მეცხრეზე რომ ავედი გამახსენდა თამარას ნათქვამი კარი სულ ღია აქვს მაგ გადარეულსო და რატომღაც დაკაკუნების გარეშე შევედი. შიშველი დერეფანში არ დამხვდება და სხვა რა მოხდებოდა ისეთი ... დერეფანში როგორც კი შევდივარ ნაცნობი ხმა მესმის და გაოგნებული ვშეშდები ადგილზე ...გიგია მიშოსთან -გაუგებრად რას ვამბობ მეტყვი? -საერთოდ გაურკვევლობაში ხარ და შუეძლებელია შენ მე რამე დალაგებულად მითხრა აი მე კი გაფრთხილებ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით რომ შეეშვა ქეთევანს ! მერე დემნასაც დავივიწყებ და შენც და მის საყვარელ ძამიკოსაც გაჩვენებთ როგორ უნდა ქალთან თამაში ! -ის არავის ეთამაშება რამდენჯერ უნდა გითხრა! -მაგას მე და ის გავარკვევთ როგორმე ! -შენ ყველა ეგეთს იცავ თუ რა ხდება ვერ გავიგე ...დავიჯერო თამარა არ გიყვარს და მაგასთან ხარ -მართალი იყო ქეთუშა იმპულსური ბავშვი ხარ ! არც კი ფიქრობ რას ამბობ... სისხლი გიდუღს ეჭვიანობ გიჟდები თუ რაც გჭირს მაგრად მე .უბრალოდ სანამ არ დამშვიდდები და არ მოწვავ რეალურად რა გინდა ნუ ერევი იმ გოგოს ცხოვრებაში , შეეშვი თორემ მესამედ აღარ ვილაპარაკებ ! ახლაც იცი ვის გამო გესაუბრები თორემ დიდი ხნის წინ გადახვედი ზღვარს ...მალე ჩემი ბრაზის ზღვარი გაწყდება -მე კი გიმეორებ რომ არ მინდა შენთან საქმე მქონდეს...უბრალოდ ნუ მიწესებ ზღვარს არ გაქ უფლება ჩემსა და მას შორის ჩაერიო...არავის აქვს უფლება ამქვეყნად ! -დიდი ხნის წინ ჩარიე ხალხი და თუ ასეთი მაგარი ბიჭი იყავი უნდა დაგეცვა შენი კაცობა ! მე მაგის გარჩევას არ ვაპირებ ახლა როგორც მოხვედი დაუკითხავად და დაუპატიჟებლად ისე გადი...კარი ღია დაგხვდება ! -ანუ აზრი არც ჰქონია ჩემს აქ მოსვლას ... - იცი როგორ გამახარებ ისევ თუ გააგრძელებ იგივეს? დიდი ხანია მინდა თავ ყბა გაგიერთიანო - მიშოს ცინიკური ხმა მაგიჟებს, ტემბრიც არ შეცვლია გიგი კი აშკარად გაგიჯებული იყო ყველაფერი ჩანდა მის ხმაში სასოწარკვეთილებაც, ბრაზიც,გაურკვევლობაც.... არ ვიცი რა გავაკეთო ...დამალვას აზრი არ აქვს ამიტომ გონს მოვდივარ და პირდაპირ მისაღებში შევდივარ.გიგის გაკვირვებული სახე აქვს მიშოს უკმაყოფილო. -მარიამ... -მაპატიეთ შემთხვევით მოგისმინეთ... აქამდე მეგონა რომ თამუნა იყო მიზეზი მე ჩარევას და ჭკუის დარიგებას არ ვაპირებ უბრალოდ არ მინდა იჩხუბოთ ,მგონია რომ რაღაც არასწორად გაიგეთ -მე წავალ... თუ დაივიწყებ ვაფშე მოსმენილს გამიხარდება- გიგი მიდის.მიშო კი დივანზე ჯდება და მანიშნებს რომ მეც დავჯდე -კარი უნდა ჩავკეტო აწი თორემ ყველა ვირთხა აქ ძვრება ... -მეეჭვება გიგის რამე დაეშავებინა ისეთი რომ ასე გაბრაზებულიყავი -ხშირად ასეთი ემოციური ხალხი ყველაზე მეტად ქარავენ ცხოვრებაში შეიძლება საკუთარ ტავს უშავებენ ,მაგრამ სხვებსაც აზარალებენ -ამის გამო არ გინდოდა ჩემთან რომ ყოფილიყო ახლოს? -მე არაფერი მითქვამს შენთვის ...არ მაქვს უფლება რამე აგიკრძალო შენი ნებაა -სამაგიეროდ შეგიძლია აი ასე მიხვიდე ესაუბრო და თავად ის მომაშორო ხომ? -შემიძლია ... თუმცა იშვიათად მივმართავ ამ ხერხს. ყველაფერი კარგადაა? რატომ მოხვედი რამეს დალევ? -გიგისთან რა პრობლემა გაქვს გავიგე და დამიანესთან კამათიც არ მეხება მე? -არ მიკამათია თორემ მინიმუმ ლურჯი თვალით მოვიდოდა ლექციაზე... -ბანზე მიგდებ სიტყვას? -დაახლოებით... არ ღირს მარუსააა უბრალოდ დაიკიდე ცემა-ტყეპას არ დავიწყებთ ნუ ღელავ -არ ვღელავ...მე უბრალოდ არ მინდა ჩემ გამო ურთიერთობა დაგეძაბოს ვინმესთან ! თუ მე ვარ კავშირში მირჩევნია ვიცოდე რა ხდება და თავად შევეცადო მოგვარება ! ამის სრული უფლება მაქვს რადგან ვთვლი რომ ჯერ თავად უნდა გაერკვიო შენს პრობლემაში -მართალი ხარ... -ანუ მეტყვი სიმართლეს? -მე ვერაფერს გეტყვი...იმის გარდა რომ შენ არაფერში ხარ დამნაშავე და არც არაფრის შეჩერება შეგიძლია ! ახლა კი გემრიელი ყავა მაქვს და დავლიოთ... -მართალია თამუნა... ნამდვილად დემონი ხარ შენ ! -ვიცი რომ მართალია... აი ასე სრულდება ბატონ მიხეილთან საუბარი ხომ ძაან ენაწყლიანია . რომ ხვდები რომ აზრიც არ აქვს ბევრ ჩაძიებას და ისევ თავისთავად სიტუაციის გარკვევას უნდა ელოდო ეგაა ყველაზე დიდი პრობლემა. თამარას რომ მოვუყევი თავიდან გაბრაზდა, მერე საღ გონებაზე აზროვნებას შეეცადა და არ ვეჩხუბებიო მითხრა. ქეთევანი კი ორივემ დავადგინეთ ვინც შეიძლება ყოფილიყო. -არა რა არ შემიძლია უნდა გავიგო რა ხდება რეალურად... -აბა არ ჩავერევიო? ხო დამპირდი გთხოვ ნუ ეჩხუბები მიშოს ხომ ხედავ შენ არაფერ შუაში ხარ და სულელურ ეჭვიანობის გამო არ უბვერდა გიგის. ალბატ რამე მნიშვნელოვანია -ხოდა მეც მაგას გეუბნები მნიშვნელოვანი რომ არის მე ორივეს ვიცნობ ქეთისაც და გიგისაც შენ ვერ წარმოიდგენ როგორ ერთნაირები არიან ...მაგათ თუ ერთმანეთი უყვართ ზე წყვილი იქნება და ამას რა უნდა ნეტავ რომ ერევა...ჩვენ ურთიერთობაში რო ეგრე ვინმე ჩაერიოს არ გადატეხავს ხერხემალში? -ნუ ქოთქოთებ დავიღალე -მეც დავიღალე ,მაგრამ ვერ მოვისვენებ -მე მგონია რომ სხვის საქმეში ცხვირი ჩაყოფა იქნება...თავად არ მიყვარს როცა უცხო ერევა ჩემს პირადში და ვფიქრობ მეც არ მაქვს უფლება -უცხო რატომ ხარ? კლასელი არაა გიგი? -არის ,მაგრამ არც იმდენად ახლოს ვართ მე მხოლოდ მოსმენა და რცევის მიცემა შემიძლია ისიც იმ შემთხვევაში თუ დავჭირდები .იქნებ სულ არ დაამშვიდოს ჩემმა ჩაძიებამ და ტვინის გაბურღვამ -კარგი ხო ამოისუნთქე უუფ ...მიაყარა უცებ. მე გავარკვევ ყველაფერს და არაფერი მკითხო მერე -მებუტები? -არა გოგო რა გებუტები... აუუ აი პროსტა რო იცნობდე ქეთას გეფიცები ზუსტად გიგის ორეულია უბრალოდ გოგო. -აპოკალიფსი იქნება ერტად ეგ ორი -ძალიან საყვარლები იქნებიან ...ორი ენერგოვულკანი -არ მიყვარს ხანუმობა ... -მაინც ჩემს აზრზე ვარ თან არ მინდა გიგის პრობლემას ასე ავუარო გვერდი და მიშოს ყბაში დავტოვო ... -შენი მობილური გასკდა - თამარა მაწოდებს მობილურს და წარბებს კრავს- უცხო ნომერიაა -ვინ არის ნეტავ?- მობილურის ეკრანს რომ ვუყურებ წამსვე მეცნობა ციფრები და ვანიშნებ გაჩუმდეს-გისმენთ -სახლში ხარ ? -სტუმარს ვერ მივიღებ !-რატოოო რატო ხარ ასეთი მარიამ? ვითომ არ გინდოდეს მისი ნახვა და საუბარი . რა აცინებს დამპალი! არა მე რო სუნთქვაზეც ვხვდები რო გაიცინა რა მჭირს?! -არც ვაპირებდი... შენი მარილიანი ყავა არ მომეწონა -ძალიან კარგი ნახვამდის! -ვუთიშავ და თვალებგაფართოებულ თამარას ვუყურებ-რა? -გოგო შენ თავი ხო არ მიარტყი რამეს ის იყო ვინც მგონია და ასე ელაპარაკე? მოგკლავს..აგკუწავს პარასკევს ლექციაზე გაგგლიჯავს. მეტის ღირსი ხარ მერე გიკვირს რატო ჩამაჯინდაო აიიი კიდე რეკავს - უცებ მიაყარა და ისევ ამრერებულ მობილურს რომ დავხედე გამეღიმა ,რა იდიოტი ვარ რაა აქ სასაცილო რა მიხარია -გისმენთ...-ისე ვპასუხობ თითქოს ისევ ვერ ვხვდბეი ვინ არის -ჩემი ნერვების დაგლეჯვაში 8 ქულა -მოკლედ 10 ქულას ვერ ვეღირსე რა უნდა გავაკეთო ნეტავ -არ მაცლი გასწავლო და ვერც ვერაფერში დაიმსაუხრებ უმარლეს შეფასებას ასე თუ გააგრძელებ -მგონი წითელს თითი ედება და მალე გაითიშება...სენსორი აქვს მოშლილი მობილურს...ალიოოო მგონი ხმა წყდება -გეყოს ! -უუუფს უკაცრავად სულ მავიწყდება რომ ჩემი ასაკის ბავშვი არ ხართ -შენს ასაკში გამოუცდელი ბავშვი არ ვიყავი...შენ ხარ ჩამორჩენილი განვთარებას- დამპალოოოოოოოოოოოო როგორ ვერ გიტააან ნეტა აქ იყო რამეს ჩაგარტყავდი თავში ...არ ვხვდებოდე მაინც რას გულისხმობ საზიზღარო! -ასაკის შესაფერისზე მეტად განვითარებულების რიგია თქვენს ირგვლივ პატივცემულო ... ამოგერჩიათ ვინმე თქვენთვის ზედგამოჭრილი -გადაწყვეტილების შეცვლა და არჩევანის გადაფიქრება არ მჩვევია! -რაღაც ყოველთვის პირველად ხდება ... -ნამდვილად...პირველად ვიყინები სადარბაზოს წინ თავხედი გოგოს გამო ! -რაა? სად იქ მანდ ... -მალე თუ მოხვალ ფილტვების ანთებას გადაარჩენ შენს საყვარელ ლექტორს სად ჯანდაბაში მივრბივარ...ლიფტი დამავიწყდა? მე ახლა ნრომალური ვარ? ფეხი რომ ამიცდეს ამ კიეზე და დავგორდე მერე რა მეშველება? ამოვარდა გული ჯანდაბა შენ უტვინო მარიამ...არა მანქანა არ ჰყავს? იყინება არა ის იმხელა მანქანაა სახლი არააქ ხალხს მაგხელა ფართობის . იქნება ახლა თბილად დასკუპული მე კიდე ისე გავრბივარ დებილი ბატივით წავიტეხავ ფრთას და დარჩები მერე მიწაზე გართხმული ქათამივით . გამორიცხულია ახლა ის ამ გამყინვარებაში არ იქნება იქ სადარბაზოსთან და არ მელოდება...შეუძლებელია ! სადაა მისი შავი რაში? ასე უცებ როგორ მივედი? მცივააა ღმერთო რა სიცივეა ეს კაცი გიჟია ? -არ ხარ ხო შენ ნორმალური -ასე უნდა გამათბო? რომ გამოიქეცი პლედი ვერ გამოაყოლე ხელს? -ისე მიყურებს მგონია რომ კმაყოფილების მწვერვალზე დგას და ზემოდან დამყურებს -საიდან დაასკვენი რომ გამოვიქეცი -ლამაზი ჩუსტებია - ჩემს ბანტებიან ლამაზ ჩუსტებს დაჰყურებს წამით მერ მეც ვხვდები რომ თხელი გრძელმკლავიანი მაისურის ამარა ვარ... აი თურმე რატო მაკანკალებდა . ეს შარვალი კიდე ტყუილად მაცვია ! - კარგი ჯანდაბას ისევ მე გაგათბობ- მეუბნება და სამოწყალოდ მეხვევა. მართლა მეხვევა? უკვე მეორედ ,ისე მიმიზიდა თავისკენ პირდაპირ ცხვირით დავეჯახე მის მკერდს. ახლა გამოკვეთილი კეხი მექნება,ურჩევნია საერთოდ არ მომშორდეს და ასე ვყავდე სულ . გინეკოლოგის ანცი თითები ხერხემალზე დათარეშობრენ,ტუჩები თავზე მეკრობა და ამ ყინვაში საერთოდ ვეღარ ვგრძნობ სიცივეს . -წვიმას იწყებს ...- კანზე წვეთების შეხებას რომ ვგრძნობ მაშინვე ვავლებ ხელს და კორპუსისკენ მიმყავს. მერე მოვიკლავ თავს ამის ჩადენისთვის ახლა უბრალოდ მინდა ჩემთან იყოს. ერთხელ რომ გავაკეთო ის რაც მინდა ხომ შეიძლება? არ უნდა ვიფიქრო სულ ცოტა ხანს არ უნდა ვიფიქრო -სადარბაზოში შესვლისთანავე მაჩერებს - არ მოდიხარ? -არ მიყვარს როცა სხვისი სურვილის საწინააღმდეგოდ ვმოქმედებ ... არ ვაპირებდი ამოსვლას-ისე მეუბნება აშკარად გულწრფელია -არაუშავს ახლა ამოხვალ! - ვუღიმი და თავს ოდნავ გვერდით ვხრი ისე ვუყურებ . თავზე ისვამს ხელს და ახლა ვამჩნევ რომ მასაც შავი სპორტლი მოსაცმელი აცვია კაპიუშონით. ჯინსის მუქი შარვალი და მაისური. - არ შეგაცდენ ნუ ღელავ ... მოძალადე არ ვარ -მარიამ... -აბა ამდენ ხანს რატომ დგახარ ერთ ადგილას?? ცივა აქ ! წამოდი ან წადი -ჩაიშიც მარილს ყრი ხოლმე? -წარწერები გავუკეთე და აღარ მერევა... - თვალს ვუკრავ და წინ მივდივარ. ლიფტში რომ შევდივარ მერე მახსენდება რომ ხურდა არ მაქვს .იცინის და ჯიბიდან საფულეს იღებს ხურდას პოულობს და ღილაკსაც აჭერს თითს. შემდეგ კედელს ეყრდნობა და მიყურებს ,ამიწვა სახე. გავხედე და მეც თვალმოუშორებლად ვუყურებდი, იღიმოდა მეც ვიღიმოდი. კართან რომ მივედი და ღია კარში ქარბორბალა სახელათ თამარა გამოვარდა მერე გამახსენდა მისი იქ ყოფნის შესახებ -სად გავარიდი გოგო სულ გაგიჟდი შენ? არა რო არ ხარ დალაგებული კი ვიცი ,მაგრამ .... ამდენ ხანს სად ხარ ლამის მიშოს დავურეკე ვიფიქრე მოიტაცა ის კაცი და დავრჩით ლექტორის გარეშ.... პატივცემულოოოო - თვალები რომ ვატრიალე 360 გრადუსით და გადავიტანე კეფაზე მერე გაიხედა და უცებ მოკუმა ტუჩები -დამშვიდდი თამარა ... რომ დააპირებს მოტაცებას წინააღმდეგობას გავუწევ! ბოლომდე ვიბრძოლებ - ბოლომდე იბრძოლებს ბიჭი ვაი შენს პატრონს ... ამოგძვრა თამარა ენა ამას ერთ სიტყვას რომ გეტყვის ისე დაატრიალებს სათავისოდ გამთიშა ხო ხედავთ. -თავს დაიხსნი და ამ დროს გამოგეღვიძება ... ლექციები ხომ ადრე გაქვს და მაღვიძარა აწკრიალდება - შეწუხებული სახით ვეუბნები , იცინის და უკან მომყვება. თამარა გაჩუმებულია იცის მოვკლავ და უბრალოდ მიბობღავს მისაღებისკენ. -თამარა მიხედე შენს საყვარელ ლექტორს... ჩაის მოვამზადებ მე ...თუ ყავა -მარილი თუ არ ექნება ყავა მირჩევნია ... -მეც თუ მომიმზადებ...- კნუტის თვალებით მიყურებს ეს ყავაზე დამოკიდებული ნარკომანი და მეც გავდივარ . მერე მახსენდება რომ ვახშმობას ვაპირებდით და დაწყებულიც მქონდა უკვე მზადება . კუჭიც აშკარად იწყებს ლანძღვა-გინებას მალე აყვირდება ... მისაღებში საუბრობენ წლის ლექტორი და სტუდენტი. ამას რატო ეჟღურტულება სულ და მე რატო მიბღვერს ლექციაზე ნეტავ გამაგებინა. ამას და მიშოს საყვარელი გოგოს დაქალებთან კარგი ურთიერთობის დამყარება უყვართ თუ მეჩვენება მე ! საყვარელი გოგო მე გავიფიქრე თუ სხვა იყო ვინმე...არა აშკარად სხვა მარიამი სახლობს კიდევ ჩემს სხეულშიდ ა სისულელეებს ფიქრობს მაგიდაზე ვაწყებ ყველაფერს ,ბატონი მიყურებს თან საუბრობს და თამარასთან რომ ვჯდები წარბებს კრავს . ყავის ფინჯანს იღებს და უყურებს, მეცინება -შენ რატო არ სვამ? -მარიამს არ უყვარს ყავა...ნატურალური წვენები ძირითადად-ოჰ ჩაუკაკლა უცებ ! რომ გავხედე გაჩუმდა თორე ეტყოდა ყველაფერს რა მიყვარს და რა არა- მე რომ მიყვარს ყავა გემრიელს ამზადებს -გემრიელს ... მარილით გიკეთებს შენც? -მე არ ვაბრაზებ ხოლმე... კარგი გოგო ვარ -მე ვარ ცუდი ბიჭი ? - ეს როდის გაკეკლუცდა? რას მეპრანჭება რა უნდა? მოიხსნა მუნჯის ნიღაბი და ალაპარაკდა თუ რა არის? რა საჭიროა ამდენი თავისუფლება და ჟღურტული და ნამდვილი სახის ჩვენება? ისე არ მომწონს თუ რა ? სულ უნდა გადამრიოს და მექცეს ღამის ზმანებად? -ცუდი მარტივი ნათქვამია - სანამ თამარა დაუტკბება ვასწრებ და ისიც წამსვე კრავს წარბებს.მერე მე გამოვხატავ ყველა ემოციას ჩემი მიმიკებით! თითონ რა დღეშია ეგრევე აბრიალებს თვალებს როგორც კი რამეს ვეტყვი -ყველა გოგოს მოსწონს შინაგანად ცუდი ბიჭი -ჩემი განვითარება ცოტა ჩამორჩენილია ალბათ რამდენიმე წელიწადში მეც მომეწონება-ვეუბნები და მშვიდად ვაგემოვნებ ნამცხვარს. კრემი მედება ტუჩზე და ენისწვრით ვიწმენდ...ის კი მიყურებს და ყავის ფინჯანი ტუჩებთან მიაქვს ცხელ სითხეს გასაგრილებლად უბერავს ტუჩებს ისე ამოძრავებს კრემი კი არა ტუჩები მოვიჭამე. -ვაიმეეე - თამარას კივილს მოვყავარ გონს. უცებ დგება სავარძლიდან მობილურს აფრიალებს ხელში -ახლა გამახსენდა...სახლში უნდა გავიქცე საბა და სალომე უნდა ვნახო ამ საღამოს მომკლავს ჩემი და ხო იცი როგორ მებუტება...მგრძნობიარე გახდა ამ ბოლო დროს ბატონო გინეკოლოგო ვითომ ფეხმძმედ იქნება უკვე თვეზე მეტი კი გავიდა და დავიჯერო ასე იყოჩაღა ჩემმა სიძემ ?- უცებ აყრის ორივეს გვაბრუებს მგონი იმდენად რომ მის შეჩერებას და მისი ხრიკის გამოცნობასაც ვერ ვასწრებ ისე მკოცნის მერე დამიანესაც მიეჭრა ლოყაზე ხმაურით აკოცა და გავარდა- ნახვამდიიიის -უკვე დერეფანში მყოფი კივის და მესმის როგორ ხურავს კარს.ისევ იქეთ ვიყურები და წინ რომ მიბრძანდება დამიანე მერე იმას ვაყოლებ თვალს სად მოდის... ჩემ გვერდით ჯდება? ისე ვიწევი უკან წელში ვტყდები მგონი. ხელს წელზე მიცურებს ,ფინჯანს ხელს არ უშვებს მაბრუნებს პირვანდელ პოზაში და მშვიდად აგემოვნებს ყავას -უმარილოდ აშკარად უფრო გემრიელია -ერთი შეცდომა სულ უნდა გამახსენო? -ცხელა აქ... - მიცხადებს და მოსაცმელს იხდის . სუნამოს სურნელს რომ აფრქვევს ამ მოძრაობის დროს და ნერვებს მაწყვეტს ეგ ამბავი დავაიგნოროთ. ამ ყინვაში მოკლემკლავიანი მაისური აცვია? გაიყინებოდა აბა რას იზავდა ... ცხელსისხლიანია თუ რა არის . ეს კუნთი მისია თუ იბერავს ხოლმე ..ნასოსი აქვს ალბათ სპეციალური რამე -დაღეჭილი გქონდა ის საკითხები ბოლი აგდიოდა რომ ყვებოდი და 22 ქულა როგორ მიიღე -თემას მიცვლის და თვალებს მიბრიალებს -შენ რა გაგიჟებს ნეტავ გამაგებინა- ამოვიფრუტუნე და სავარძელში კომფორტუად მოვკალათდდი. თავი მივაყრდენი საზურგეს ისე რომ მისთვის ნორმალურად შემეხედა -ვიცი მერე ინანებ რომ არ დაიხარჯე ბოლომდე და საერთოდაც არ მიყენებ... -არ გიყენებ? რა გინდა რომ გავაკეთო ? თუ გინდა გამოგიყენონ ნებისმიერს გაუღიმე და მოგთაფლავენ ისინი ...შემოგთავაზებენ საინტერესო რამეს -ყველაფერი უკუღმა როგორ გესმის -სულ ქარაგმებით მელაპარაკები და რა გიკვირს? -ახლაც გაუგებრად ვამბობ რამეს? ძალიან კარგად იცი რომ ტყუილად ნიშნანს არ დაგიწერ და არც ზუსტად გეტყვი საკითხებს ,მაგრამ ხომ შეიძლება დამატებით გამეცადინო -არ ვთვლი შენს შეწუხებას საჭიროდ... -მიშო რომ გამეცადინებს ეგ უფრო ჩვეულებრივი ამბავია ? წლები უნდა გავიდეს ჩვეულებრივი ადამიანივით რომ მომექცე? -როგორ უცებ ბრაზდები პირდაპირ გაოგნებული ვარ -მაბრაზებ ! -გაბრაზებული უფრო მომწონხარ- ეს მე ვუთხარი ? არა ნამდვილად ვიღაც არის იქ მეორე რომელიც ჩემს ტვინს მართავს- ასეთს შეჩვეული ვარ ... ნუ მიყურებ ასეე იცინის...თან ხმამაღლა და მერე ისე მქაცავს თავისკენ მგონია რომ გადავვარდები. მუხლებზე მისვამს და ისე მეხუტება . ლოყაზე რამდენჯერმე მკოცნის და ისევ იცინის -ასეთი საყვარელი და თან ჯუჯღუნა როგორ ხარ -რატომ ისარგებლე ჩემი გაბრუებით... გამიშვი ! -ასე რომ იჯდე მსოფლიო დანაშაულს ცადიხარ? -არ მომწონს ,არ მინდა ასე ჯდომა! -შენ ამქვეყნად რამე რომ მოგეწონოს აღიარებ? -რა თქმა უნდა -აბა რატომ არ მეუბნები რომ შენც მოგწონვარ -არ მომწონხარ და იმიტომ ... საერთოდაც არც შენ მოგწონვარ! თუ აკვირდები არაფერი მოგწონს ჩემში და რას ითხოვ ჩემგან ? სიყვარულიც ხომ არ აგიხსნა -რამდნეი ლაპარაკი გიყვარს ...ერთს გეუბნები და ინთები მაშინვე- ისევ ლოყაზე მეფერება, მერე ხელს უფრო მიჭერს წელზე და არ მაძლევს ადგომის საშუალებას-გაჩერდი ,თორემ გაგიშვებ ხელს და გადავარდები -იატაკზე მიხუტებას მიჩვეული ვარ ... -რადგან ბიჭთან ყოფნას მიჩვეული არ ხარ ახლა დისტანციის დაცვით გელაპარაკო სამუდამოდ? -შენ რა იცი მე რას ვარ მიჩვეული და რას არა საერთოდაც მუდმივობას ნუ ეხები ! -როგორ გამიბლატავდი ! -რომ ჰკითხო ჩვეულებრივა დმელაპარაკება უკვე მეორედ და არადა ყოველთვის ორ სიტყვას მიგდებს და მორჩა ! მარტო იმას მეუბნები რაც გაწყობს რომ მითხრა... მართლა პატარა სულელი თინეიჯერი მგონია თავი ბიჭთან კინკლავი რომ უხარია და ჰგონია ესაა სიყვარული -შენი ბრალია! -ნერვებს მიშლი ! -დამშვიდდი ... რა დღეში გაქვს ნერვები ამ პატარა ბავშვს ! დამშვიდება გჭირდება ბუნებრივი მეტოდებით, წამალი აღარ გიშველის შენ - მიცხადებს ურცხვად და ისევ დაატარებს ჩემს სახეზე და თმაში თავის გამოძერწილ თითებს -არაფერიც! შენ საერთოდ კი არ მამშვიდებ მაგიჟებ ... უკონტროლო ვხდები და ერთხელაც დაგმართებ რამეს -მართლა ხო არ მომიტაცებ? - ისე მეუბნება თითქოს ეშინია. გაიძვერა ! როგორ თამაშოსბს სიტუაციით ეს მე ვერ ვაკონტროლებ რას ვეუბნები თორემ თავად ძალიან კარგად მართავს სიტუაციასაც და მეც! -იმ გოგოს მახსენებ ძალიან რომ უნდა კაცი და თავს იფასებს , უბრალოდ კივის მოტაცების დროს და სინამდვილეში სალტოებს აკეთებს იმდენად უხარია რომ ეღირსება -აი ასეე... იმდენად გააოცა ჩემმა პასუხმა მისგან თავის დახსნაც მოვახერხე ჩემს ადგილს დავუბრუნდი და ნამცხვრის დაგემოვნება განვაგრძე რომელიც შემაწყვეტინა ბატონმა დამიანემ -უკვე ნამდვილად მეშინია ჩემზე არ იძალადო...მეცხრედან გადახტომა რომ დამჭირდეს ჩემი უბიწოების დასაცავად გადავრჩები ვითომ? -ჩვენ ორში ლამაზმანი შენ ხარ ...ვინ დამადანაშაულებს ...ყველა გამიგებს -შეგიძლია დაიწყო ... - ჩემკენ იხრება მაისურის ბოლოს ხელს კიდებს და ისე იწევს მგონია რომ მართლა გაიხდის და რა თქმა უნდა წამოვეგე. ისე ავიფარე ხელები სახეზე და წამოვიკივლე გავბზარე კედლები -დამიანეეეე -არ არსებობს ხო შენ? -რას ბოდავ ... გაგიჟდი შენ? რა იყო ეს რას ცანცარებ ამხელა კაცი? -გაახილე თვალები ასე არ მომწონხარ -მეც ახლა არ მქონდეს ბრიალა თვალები -მთავარია მე მომწონს და შენ ჩემი თვალები რომ გაგიჟებს ესეც საკმარისია -შენი თვალებიიი ... როგორ გითხრა ახლა რომ არ მომწონს საერთოდაც შენი თვალების გამო ხარ ახლა აქ -სხვა არაფერი ხო? -ჩემთვის თვალებია ყველაფერი...სულის სარკე და თავად სული ! სიმპატიური და მომხიბვლელი ბევრი იყოს შეიძლება ,მაგრამ შინაგანად ღმერთკაცი ცოტა. ვფიქრობ გესმის ჩემი -არადა მეგონა პირიქით იყო შენს შემთხვევაში ... ლექციაზე რა დაინახე ჩემში ისეთი რომ მოგწონებოდი -არ ვიცი... არც მაცლი გავიგო -არ ვაპირებდი...მართლა არაფერს ,მაგრამ იმ დღეს მანქანის წინ რომ დაგინახე ეგოისტურად მარტო ჩემს თავზე ვფიქრობდი . ზედმეტად რთული ხარ მარიამ იმდენად გულწრფელი იყო ყოველგვარი დაფიქრების გარეშე დავიწყე საუბარი -არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე ნორმალურად შენთან...ისედაც მიჭირს ვინმესთან დაახლოება და ნდობა შენ საერთოდ ...საერთოდ - ხელები მოვიშორე თვალებდახუჭული ვიდექი და ხელებს ჰაერში ვასავსავებდი -საერთოდ ... სხვა განზომილება ხარ . იმდენად ვეთიშები გარესამყაროს რომ მგონია სადღაც წყვდიადში ვიკარგები და ამჯერად არ აქვს მნიშვნელობა იმ ფაქტს რომ სასიამოვნოა შენზე ფიქრში გატარებული რამდნეიმე საათი ... უბრალოდ არ შემიძლია ასე მოვწყდე სამყაროს ...მინდა რომ შეწყვიტო ეს ყველაფერი მითუმეტეს ამ დოზით ....უნდა დავმშვიდდე, დავლაგდე, დავფიქრდე და ადექვატურ აზროვნებას რომ შევძლებ მერე ისევ თუ გექნება ინტერესი ჩემს მიმართ ! არ შემიძლია მე ასე... არ შემიძლია ერთ წუთში უემოციო ურჩხული ლექტორი იყო, შემდეგ ჩემს ირგვლივ ტრიალებდე სრულიად სხვანაირი და მთელი დღის განმავლობაში ათასი ხერხით გამაგიჟო! მე არ ვარ მიჩვეული და არც მქონია საერთოდ ვინმესთან ურტიერთობის მცდელობაც კი ... მეცადინეობის გარდა არაფერი მაინტერესებდა არასდროს უინტერესოდ ჟღერს ალბათ,მაგრამ ასეა ჩემში ყველაზე დიდი დოზით კარიერისტი მარიამია და არა რომანტიკოსი მარიამი. მეგობრებიც მას მერე მყავს რაც აფსოლიტურ ნდობას ვუცხადებ და მე არ შემიძლია იმპულსურად მოვიქცე ... ზღაპარში ვიცხოვრო ! უამრავი დაბრკოლება არსებობს ჩვენს შორის, რომლებზეც თვალს ვერ დავხუჭავ და როცა აღიმართება ჩვენს შორის კედელის სახით მერე ტირილით ვერ დავიწყებ ,ოთახში ვერ გამოვიკეტები და ყველაფრის გადაწყვეტას ვერ მოგანდობ .... ვერ დავხუჭავ თვალს როცა კარგად ვხედავ აშკარა მომავალს! მე რომ შენი სტუდენტი არ ვიყო რამდენიმე წლით დიდი, შემდგარი და ჩამოყალიბებული ქალი რომ ვიყო აუცილებლად ვცდიდი , არც დავფიქრდებოდი ალბათ მიუხედავად იმისა მომავალი ექნებოდა ჩვენს ურთიერთობას თუ არა.... მაგრამ ახლა არ შემიძლია ასე და თუ შემეწინააღმდეგები , თუ ვერ გამიგებ ეს უბრალოდ ჩემი სურვილის უგულებელყოფა არ იქნება ალბათ უზარმაზარი მონოლოგი გამომივიდა... უბრალოდ მინდოდა მეთქვა. არ შემეზლო ყველაფერი ისევ ისე გამეგრძელებინა ისევ გზაარეულს, დაბნეულს და იმპულსს მინდობილს. თითქოს უფსკრულის პირას ვიდექი და გადავარდნას ველოდი. მისი თვალები ყველაფერს მეუბნებოდნენ იმ წამს და ნამდვილად ბედნიერი ვიყავი...ვიცოდი რომ ესმოდა.ისიც ვიცოდი ჩვენი სამი შეხვედრა რატომ მოხდა ...გამიღიმა , ყველაზე მეტად შეიცავდა იმ დროს ტკივილს“ჩემი ღიმილი“ თითქოს ორივემ დავიწყეტ რეალობის აღქმა. იმ წამიდან ვიცოდი რომ იწყებოდა ... ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში... -მითხარი ...- ისეთი ხმა აქვს მინდება ყველა სიტყვა უკან დავაბრუნო .ჩემს წინ იდგა ,მზერით მეალერსებოდა, შემდეგ მისი თითები ჩემს სახეზე კონტურს ხაზავდნენ, უბრალოდ ვგრძნობდი ვერ ვუყურებდი.თვალები მივნაბე და ვტკბებოდი -რომ იცი... იცი რომ ჩემი გული შენი არის და იქნება მიუხედავად ყველაფრისა - ისევ დავიკარგე... ისევ გაჩერდა დრო , მისი თვალები იქცა სამყაროდ რომელშიც საკუთარ თავს ვხედავდი ... არ შემეძლო თვალის დახუჭვა და თავის მოკატუნება... თითებს ფრთხილად ვახებდი სახეზე,იმდენად ნელა რომ ყველა ნაკვთი შემეგრძნო, ხელისგლზე მაკოცა ისევ ისე ხანგრძლივად . ბოლოს მახსოვს როგორ შემეხო ტუჩებზე ცხელი , რბილი ბაგეები გეფიცებით არ იყო ეს კოცნა ეს რაღაც სხვა იყო, უფრო აღმატებული ყველაფერი იყო იმ წამს მისი შეხება ... „ჩემი ღიმილი“ მაჩუქა, „თავისი ღიმილი“ წაიღო ჩემგან და წავიდა. იმედი მაქვს მოგეწონებათ ... საკმაოდ დიდი თავია და რამდენი ხანია ვწერ არარც კი ვიცი . ძალიან მინდა რომ მოგეწონოთ. ცოტა ხანს ვერ დავდებ ახალ თავს რადგან წერას ვერ ვახერხებ გარკვეული მიზეზებისდა გამო იმედია ძალიან არ გამიბრაზდებით |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.