ქალის სამიზნე (ნაწილი 2)
-რა! სად... სად მიგყავარ?!-უცბად ამოიკივლა და მამაკაცს შეშინებულმა შეხედა. მის ხელს გადახედა და თითქოს მაჯაზე ცეცხლი ეკიდა. უცბად გაფართხალდა კაცის ხელის მოსაშორებლად და ლოგინს შეავლო თვალი, სადაც ასე უცბად მოხვდა. კაცმა უკან დაიხია. უცბად აიღო იარაღი და ქალს გადახედა. -დატენილი ჰქონია! უყურე ამას!-თქვა და ქალისკენ წავიდა. -რატომ მითვალთვალებ ღამით! რა გინდა! -რაა?! რა იცი, რომ აქ ვიყავი!-დაიყვირა და უცბად წამოხტა ფეხზე. ლოგინს თვალი შეავლო და უცბად დატრიალდა ოთახში. -სხვა ოთახი არ გაქვს?! შენს ოთახში, რომ შემომაგდე?!-კაცს გადახედა და მაჯა მოისრისა, -ყინული არ გაქვს?! -მართლა?! წვენიც ხომ არ მოგართვა! რა გინდა მეთქი გკითხე! -თქვა კაცმა და ხმაურით დადო იარაღი თავის წინ მაგიდაზე. -იცოდე ამ იარაღზე შენი ხელის ანაბეჭდებია! და ის ჩემთან დარჩება! თუ არ გინდა შენს წინააღმდეგ გამოვიყენო მეტყვი რა გინდა! -მომკლავ?!-იკითხა ჩუმად და როგორც კი კაცის სიცილი მოესმა. გაბრაზებული დაიძრა კარებისკენ,-ყინული მინდა! -მეც მინდა! რაღაც მნიშვნელოვანი და შენგან ველოდები... -კაცმა იარაღს ისევ ცხვირსახოცი დაადო და ხელში აიღო. ლოგინის თავთან დაუმიზნა და უცბად იკივლა ქალმაც. უცბად დაიხარა და ხელები მიიჭირა ყურებზე, მოჭუტული თვალებიც ძლიერად დახუჭა. თვალის გახელვამდე იგრძნო ოთახში გაფანტული რაღაც ახალი სურნელი... არა დენთის კვალი, არამედ სულ სხვა ახალი. მისთვის შემაძრწუნებელი, რაც პირველსავე დღესვე ლიფტში იგრძნო მცირე დოზით. მაგრამ ახლა ცხვირში უცბად დატრიალდა სურნელი და სწრაფად მიჩოჩდა კარებისკენ. ხელი სახელურისკენ წაიღო და გაითიშა... კაცმა ისევ საწოლზე დააწვინა და მის სახეს დააცქერდა. ჯერ კიდევ ვერ გაეგო ქალს იარაღის ხმის შიშმა დააკარგვინა გული თუ სხვა რამემ. ქალს ხელი გადაუსვა სახეზე და უცბად დაიხია უკან. სწრაფად წამოდგა საწოლიდან და ხელი გადაისვა თმებზე. -ჯანდაბა! ეს აქ არ უნდა იყოს! რა ჯანდაბა უნდა აქ! ან რა ჯანდაბა მემართება! მის გამო ლექციებს ძლივს ვკითხულობ! არადა ლექციები არ უნდა ჩამივარდეს! ამ პატარა მშიშარა ქალის გამო! უნდა ვიფიქრო! ვიფიქრო! რა შეიძლება უნდოდეს ჩემგან! იქნებ... -თქვა და უცბად გადახედა მის სხეულს. მის შავ შარვალს და შავ მოკლე ტოპს გადახედა, ქურთუკის შიგნით და ქალისკენ წავიდა. ნელა წაიღო ხელი ქურთუკისკენ, მის შიგნით უცბად შესრიალდა. ქურთუკის შიდა ყვავილებიან სარჩულს დააცქერდა და ქალის შავ ტოპს დახედა. მის ნელა მოძრავ მკერდს გადახედა და ნელა წაიღო ხელი ტოპისკენ. ღია მუცელს დააკვირდა და ნელა ჩაუყვა შარვალს. ხელი წელზეც ჩაატარა და უცბად გადავიდა ფეხზე მორგებული კეტებისკენ. წამით გაახსენდა ქალის ქუსლების ხმა ლექციაზე და მის კეტებს ხელი გადაატარა. გახსნა თუ არა კარგად დააკვირდა და უცბად დაყარა საოწლთან. -ჯანდაბა! მაინც რისი სურნელი აქვს ამ ქალს! რატომ მირევს საქმეს! არაფერი აქვს გადამცემი ან მოსასმენი! იქნებ...-თქვა და თმებისკენ წავიდა. მის თმებს ნელა გადაუსვა ხელი და თვალებიც დახუჭა:-რაც უფრო მალე გავაგდებ სახლიდან მით უკეთესი! -თქვა და ხელით ნელა მოხსნა თმისამაგრი. ნელა გადაუსვა თავზე ხელი და ყურებისკენ გადაინაცვლა. ღრმად ამოიხვნეშა და უკან დაიხია. იარაღს გადახედა და მისკენ წავიდა. უკვე კარგად დააკვირდა მის მოდელს და ქალს გადახედა. -საინტერესოა იარაღში ერკვევა, მაგრამ სროლის ეშინია?! -სამზარეულოსკენ წავიდა და ყინული გამოიღო. იქვე საწოლთან დადო და ქალს წამალი მიუტანა ცხვირთან. -მოდი დროზე გონს და აქედან წადი! -დაუყვირა და მის სუსტად გახელილ თვალებს გაბრაზებულმა გადახედა. -პაჩული...-თქვა ქალმა და ისევ შეიგრძნო სურნელებაც ოთახში გაპნეული და თვალები დახუჭა. -რა! რა პაჩული! უკვე ბოდავ! ჯანდაბა საქმეები მაქვს! შენ კიდევ ხელს მიშლი! -უცბად აიღო წყალი იქვე ლანგარზე დადებული და ქალს პირთან მიუტანა. წვეთები იგრძნო ტუჩებზე და შეამცივნა. ნელა ჩაუვიდა ყელში გრილი წვეთები და თვალები ოდნავ შეახილა. -სუნამო...-თქვა ისევ და ხელი ნელა გასწია გატეხილი შუშისკენ, რომელიც უკვე რამოდენიმე ხნის წინ კაცის ნასროლი ტყვიისგან გამტყდარიყო და ჰაერში მისი არომატი დატრიალებული. კაცმა უცბად გადახედა ქალის სახეს. მის სახეს ხელი ჩაატარა და უცბად წვდა მის სხეულს. რამოდენიმე ნაბიჯში ოთახიდან გავიდა და სხვა საწოლზე დააგდო:-ჯანდაბა! ალერგია გაქვს?! აღარ შემიძლია შენი ატანა მოდი გგონს! -უცბად აიყვანა და აბაზანისკენ გაეშურა. სწრაფად ჩააწვინა ჯაკუზში და უცბად დაასხა წყალი სახეზე დიდი სისწრაფით. წამში აფართხალდა ქალის სხეულიც და კაცმაც დაიყვირა:-გამოფხიზლდი და წადი! ქალმა შეშინებულმა ამოიხედა. ცივ წყალზე უცბად გასწია ხელები და სახეზე მიიფარა. წამში გასწია წყლის მცქეფარე ნაკადი და უცბად წამოდგა. ფეხიც აუსრიალდა და წამოიყვირა. თვალები ძლიერად დახუჭა დავარდნისა და შიშის მოლოდინში. უცბად მოხვდა კაცის ხელებში ქალის სხეული. მისი ხელები იგრძნო მხარში ჩარჭობილი შიშისგან და გაბრაზებული დაიძრა კარებისკენ. -ვსიო! საკმარისია! აღარ დაგინახო სახლს ახლოს გაკარებული! -კარები უცბად გამოაღო და უცბად დააწვინა მიწაზე ქალი. სწრაფად შევარდა სახლში და კარების მოჯახუნებისთანავე დაიძრა იარაღისკენ. სწრაფად გახსნა სეიფის დიდი კარი და თვითონაც იარაღიანად გაუჩინარდა... უცბად დადგა დიდი თეთრი კედლის წინ და ხელი ღილაკს დააჭირა. სწრაფად გაუჩინარდა მის მიღმა. რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა და სინათლეც გამეფდა ოთახში. იარაღი მაგიდაზე დადო. ხელთათმანები მოირგო და იარაღს დაუბრუნდა. ვაზნებს ახლოს დახედა და თვალები მოჭუტა. მეორე ცარიელი ხელი გაბრაზებულმა დაარტყა მაგიდაზე და დაიყვირა:-ჯანდაბა! ჯანდაბა! ის როგორ იქნება! ის ვერ იქნება! ის, რომ იყოს შეეძლო გასროლა! მაგრამ არ მესროლა! იქნებ იცის ვინ ვარ სინამდვილეში! მაგრამ ეს ინფორმაცია არავის არ აქვს! იქნებ ვინმე არის გამყიდველი ორგანიზაციაში! -გაბრაზებულმა ჩაყარა ყუთში ვაზნები და უჯრაში ჩააგდო. ისევ გადახედა იარაღს და ნელა გადაუსვა ხელი. უცბად გაახსენდა ქალის ანაბეჭდები ჯერ ისევ ხელშეუხებელი და რამოდენიმე ნივთები გადმოალაგა მაგიდაზე. ქალის სრულ სახელს დახედა ბაზაში და გაკვირვებული მიეყუდა. -სახელი და გვარი ემთხვევა, რომელიც არ შეუცვლია, მაგრამ მისი თვალები... -თქვა და ფეხზე წამოდგა. ის ყავისფერია... მაგრამ აქ ცისფერი წერია... -გაბრაზებულმა მიართა ფეხი მაგიდას, -მისი ტელეფონი! რომ მცოდნოდა რაიმე ინფორმაცია შეიძლება მიმეღო ხელჩასაჭიდი! მაგრამ უკან თავისუფლად დავუბრუნე! იდიოტი ვარ!-დაიყვირა და ისევ წავიდა თეთრი კედლისკენ. წამში უკან დაბრუნდა. რამოდენიმე კამერებს დახედა და ხელი დაარტყა:-ჯანდაბა წავიდა! უკვე წასულა! მაგრამ... დაბრუნდება... დაბრუნდება! მისი იარაღი მე მაქვს! -თქვა და თავის ოთახისკენ წავიდა. იქ სადაც ქალი სურნელისგან მოშორებით გაიყვანა და თანაც თავის საწოლზე! -გაბრაზებულმა გადახედა ოთახს, სადაც მხოლოდ არეული საწოლი იყო ქალის სხეულისგან და აბაზანისკენ დაიძრა. წამებში ქალის სხეული დაინახა მის ჯაკუზში და ხელი ძლიერად დაარტყა კედელზე:-კიდევ უნდა მოხვდეს ამ სახლში! -თქვა და საერთოდ არ ფიქრობდა აქ ქალი რისთვის უნდა მოსულიყო სინამდვილეში მასზე ინფორმაციის მოსაპოვებლად თუ სხვა რამისთვის... მინდორში უკვე გამოფხიზლებული იწვა. გაბრაზებული წამოჯდა და ბალახს ხელი ჩაავლო, მობღოჯნა და იქვე დაყარა. გაბრაზებული წამოდგა და მანქანისკენ დაიძრა. გაბრაზებულმა გაუხვია ქუჩებში. საჭეს ხელი დაარტყა და გაზს უმატა. უცბად შევარდა სახლში და ჩანთა მოისროლა. უცბად გავარდა სააბაზანოში და ტანსაცმლით დადგა წყლის ქვეშ. -უნდა მოვკლა! რადაც უნდა დამიჯდეს უნდა მოვკლა! არაუშავს! ჩემი და ამდენს კლავს! მეც შემიძლია მოკვლა! მერე, რა რომ არავინ მომიკლავს ჯერ! მეც შემიძლია მოვკლა! შემიძლია! მხოლოდ ერთი გასროლა გულში და თავისუფალი ვარ! არ მიყვარს, როცა ვინმეზე ვფიქრობ! არ მიყვარს, როცა არ მასვენებს და არ მაძინებს ფიქრები! უნდა მოვიშორო თავიდან! მოვიშორო!-თმებზე უცბად გადაისვა ხელი და სველ ცივ კაფელს მიეყრდნო. უცბად ჩაცურდა და დაჯდა. თავი ძირს დახარა და ამოიხვნეშა. -პაჩული... პაჩული... ამდენი ვისუნთქე... ვერ ვიტან ამ სუნს! -ამოიტირა და წყლის წვეთებს გადახედა,-მაგრამ ჩემზე ლიფტში, რატომ არ იმოქმედა...-თქვა ჩაფიქრებულმა და შიშველი წამოვარდა ზეზე. რამოდენიმე ნაბიჯში შეჩერდა და უცბად აკრიფა ნომერი, წამში აიღო ყუთი და უცბად გახსნა შუშის ბოთლი. ცხვირი მიიტანა თუ არა უცბად გაუვარდა ხელიდან და უკან დაიხია. -ჯანდაბა! რა მოხდა! რა მოხდა! ანტიდოტს ვერ ვიღებ! ასე არასდროს უმოქმედია მის სურნელს! -გატეხილ ბოთლს გადახედა და უკან დაიხია. სარკისკენ წავიდა და თითქოს ახლა გამოფხიზლდა ბურანიდან. ზურგს ჩააყოლა თვალი და უცბად აატარა მზერა შიშველ სხეულს. სხეულის წინა ნაწილებიც შეათვალიერა და ხელი გადაისვა მკლავზე. ყელისკენ წაიღო თითები და თვალებიც დახუჭა:-დაუჯერებელია...-თქვა ჩუმად და უცბად მოიკვნიტა ტუჩები. -დაუჯერებელია... ეს არ უნდა მომხდარიყო... უცბად გაახილა თვალები. გატეხილ დაქცეულ წამალს დახედა და სწრაფად დაიწყო მისი მოშორება და გასუფთავება. რამოდენიმე ხნის მერე გადახედა იატაკს და მშვიდად წავიდა სამზარეულოსკენ, ყველა სამხილის გაქრობისთანავე. -გესმის?! მას მერე რაც გააკეთე მანდ ვეღარ დავრჩები! -არ გიშვებს?! -იკითხა უცბად ცრემლიანმა და ტელეფონს დახედა:-შენთან მინდა... -ვერ მოვალ! მეც გაბრაზებული ვარ! დელის სახლში გაისროლე! ეს კი ძალიან ცუდია! -კარგი...-თქვა ჩუმად და ტელეფონი დაკიდა. სამზარეულოში გაიქცა და უცბად დაიკაპიწა ხელები. გაბრაზებულმა ათქვიფა 2 კვერცხი, ზემოდან უცბად დაასხა 2 ჩ.კ ზეთი და ისევ მიქსერი ჩართო. გაზს გადახედა. მასზე დადგმულ 1 ჩ.კ ხსნად ყავას და 1 ჩ.ჭ რძეს კოვზით ამოურია და უცბად გათიშა, რომ შეგრილებულიყო მალევე. ცოტა მარილი ჩაყარა და ისევ ამოურია. კვერცხის ჯამს დახედა და დახუჭული თვალები უცბად ამოიწმინდა თითებით. 1 ჩ.კ გამაფხვიერებელი, 2 ჭიქა შაქარი და 2 პაჩკა კაკაო უცბად ჩაყარა ჯამში. 2 ჩ. კ სოდას 2 ჩ. კ ძმარი დაასხა და გაბრაზებულმა მოურია, უცბად გადმოასხა კვერცხის ჯამში და ისევ გასაგრილებლად დადებულ რძიან ყავას დახედა. 2 ჩ.კ ლიქიორი ჩაასხა და ისევ ამოურია. ცოტახანში გაზიც ჩართო. კვერცხიან მასას 1 ჭიქა ფქვილი ჩააყარა და ამოურია. უცბად დაასხა რძიანი ყავა და 1 ჭიქა ფქვილის მერე მთლიანი მასის მიქსერით ათქვეფა დაიწყო. მის წინ მომზირალ შავ მასას უცქერდა და თან იძახდა:-მართლა უნდა მოვკლა! უნდა მოვკლა! კინაღამ თვითონ მომკლა! როგორ ვერ ვიტან პაჩულის! ვერ ვიტან! მის სურნელს ვერ ვიტან და თანაც ამდენი დოზით! ამდენი დოზა შევისუნთქე! -გაბრაზებულმა გათიშა მიქსერი და გაცხელებულ ჟარუნას ზეთი და ფქვილი მოაყარა. მთელი 40 წუთი სამზარეულოს მაგიდაზე ფეხმორთხმით იჯდა და სრულიად აღარ აინტერესებდა ჭუჭყიანი გასარეცხი ჭურჭელი. ჩაფიქრებული მიჩერებოდა დანების ნაბორს და ფრჩხილებს აკაკუნებდა მაგიდის ზედაპირზე... ფეხზე წამოდგა უცბად აიღო დანა ხელში და შიშველ სხეულზე წვერი ისე გადაატარა, რომ არ გაკაწვროდა. -სწავლის მაგივრად ჩემი მიზანია მისი მოკვლა! მაგრამ ამ მიზნისთვის ლექციებს უნდა დავესწრო...-თქვა და მომავალი დღისთვის ტანსაცმლის მოსამზადებლად გაეშურა თავისი ოთახისკენ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.