ნამდვილი სიყვარული (12)
თავი 12 მე გეგმა მქონდა, გეგმა იმის თუ როგორ გამეშვა ჩემი გულიდა ნიკი, თუმცა რაც დრო გადიოდა ვხვდებოდი რომ ეს შეუძლებელი იყო, მის დავიწყება და გულიდან ამოგლეჯა ვერ შევძელი, ეს ჩემთვის შეუსრულებელი მისია აღმოჩნდა. თუმცა შევძელი ნიკის ჩემი გულის ყველაზე ბნელ კუნჭულში გამოკეტვა, ამ საქციელმა მე სამუდამოდ შემცვალა, ორი წლის წინ მე შანსი მქონდა ნამდვილ სიყვარულთან ერთად მთელი ცხოვრება გამეტარებინა, თუმცა მე მეორე მხარე ავირჩიე რის გამოც სამუდამოდ შევიცვალე, იმ ტკივილმა, რომელიც ნიკის დაკარგვამ მომაყენა, ჩემს გულში სიბნელე გააჩინა. მე ჩემი გულის კარი ყველასთვის დავხურე სამუდამოდ, ამან კი ჩემში სიბნელე გაზარდა რომელიც შიგნიდან მანადგურებს, ჩემს შიგნით არსებულმა სიბნელემ ჩემი სული სამუდამოდ მოწამლა, მე ყველანაირად ვცდილობ რომ ეს შევაჩერო თუმცა უძლური ვარ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს. ზაფხულის არდადეგების დაიწყებიდან ყოველი დღეს ობლთა თავშესაფარში ვატარებ, მოხალისედ ჩავეწერე და ბავშვებს წერა კითხვას ვასწავლი, ასევე ძილის წინ ზღაპრებს ვუკითხავ, ყვეალაფერს ვაკეთებ რათა ტკივილის დავიწყება შევძლო, დღისით ყველაფერი გამომდის, როცა ჩემს გვერდით ხალხია ჩემს ტკივილზე აღარ ვფიქრობ, მაგრამ როცა საღამოს შინ მისული მარტო ვრჩემი ჩემი გული ტკივილისგან კვდება. 25 ივლისი, დილის თერთმეტი საათი. დილით ადრე თავშესაფარში წავედი და ჩემი მოვალეობის შესრულებას შევუდექი, მოულოდნელად ტელეფონმა დარეკა, ეს დევიდი იყო, დიდი ხანია მასთან არ მისაუბრია და მისმა ზარმა გამაკვირვა -გამარჯობა დევიდ -გამარჯობა პატარავ, სასწრაფოდ შენი ნახვა მინდა -მოხდა რამე დევიდ? -მჭირდები მარიამ, ისე როგორც არასდროს -გთხოვ მითხარი რა მოხდა? -ტელეფონით არა მინდა პირისპირ გნახო -კარგი, მისამართს მოგწერ და აქ მოდი -დევიდს ჩემი სამსახურის მისამართი მივწერე, ნახევარ საათში აფორიაქებული მოვიდა ჩემთან, მისი დანახვისთანავე მივხვდი რომ მას რაღაც უჭირდა ამიტომ მოპირდაპირე მხარეს პატარა კაფეში წავედით ყავის დასალევად და სასაუბროდ -მადლობა რომ შემხვდი -დევიდ რა მოხდა? -საქმე შენს დას ეხება -რა? ბარბარე კარგად არის? -კი, ის მიემგზავრება -სად მიემგზავრება ? ჩემთვის არაფერი უთქვამს -მარ შენ უკვე დიდი ხანია ყველასთან გაწყვიტე კავშირი, სწორედ ამიტომ არ იცი რაც მოხდა -იქნებ მომიყვე რა ჯანდაბა მოხდა ისეთი რომ ასე აგაფორიაქა -ის ერთი წლით შვეიცარიაში მიდის -რა? რა სისულელეა სწავლას რას უპირებს? -მას გაცვლითი პროგრამა შესთავაზეს, ის დამამთავრებელ წელს შვეიცარიაში ისწავლის -ღმერთო ვერ ვიჯერებ, მემგონი ეს ჩემი და ბარბარეს წყევლა -რას გულისხმობ? -სიყვარულს რომ სწავლა ვამჯობინოთ, ის დათანხმდა? -კი, არჩევანი არ ჰქონდა დირექტორმა მამაშენისგან ნებართვა მიიღო -თუ მას წასვლა არ უნდა მე შემიძლია მამაჩემის დათანხმება უარი თქვას ამ პროგრამაზე -არ მინდა რომ უარი თქვას -დევიდ ამიხსენი მაშინ აქ რატომ ხარ? -მეგობარი მჭირდება რომელიც მეტყვის რომ ყველაფერი გამოვა -ცუდ ადგილას მოხვედი, ხომ ხედავ განშორებამ ჩემს ურთიერთობას რა უქნა, თუმცა ერთ რამეს გეტყვი წასვლამდე მის გვერდით იყავი დატკბით ერთად ყოფნით -ერთი თვე არაფერია, ეს შენც ხომ იცი -დევიდ ჩემი და გიყვარს? -რა თქმა უნდა მიყვარს, სიცოცხლეზე მეტად მიყვარს -მაშინ მომისმინე თუ შეგიძლია რომ ერთი წელი დაელოდო ასეც მოიქეცი თუ არა და ყველაფერი დაამთავრე ისე რომ უკან დასაბრუნებელი გზა არ დატოვო -არ ვიცი შევძლებ თუ არა უმისოდ ცხოვრებას -მე ვერაფერს გიკარნახებ, საკუთარ გულს მოუსმინე სწორ პასუხს იქ იპოვნი -მადლობა მარ რომ მომისმინე და კიდევ მიყვარხარ და მენტრები -მეც მიყვარხარ ძვირფასო -დევიდი წავიდა, მე უკან სამსახურში დავბრუნდი, ამ ისტორიამ ჩემს გულში ღრმად დამარხული მოგოგნებები გააღვიძა, ამ ფაქტმა ჩემს მიერ დახურული ყველა კარი ახლიდან გახსნა, ყველაზე მეტად იმის მეშინა რომ ჩემი და იგივეს გადაიტანს რასაც მე. სამსახურში ვერ გავჩერდი, დავეთხოვე და ბარბარესთან შესახვედრად წავედი, ჩვენს საყვარელ პარკში შევხვდით ერთმანეთს -გამარჯობა საყვარელო როგორ ხარ? -ბარბ რატომ არ დამირეკე და არ მითხარი რომ მიემგზავრები -სათქმელი არაფერია -როგორ თუ არ არის, შენი ცხოვრება ამ ნაბიჯით მთლიანად შეიცვლება -ვიცი შეიძლება ჩემი ურთიერთობაც ისევე დაინგრეს როგორც შენი -ამისთვის მზად ხარ, მზად ხარ ამხელა მსხვერპლი გაიღო? -ეს ჩემი მომავალია და ეს უნდა გავაკეთო -როგორც ჩანს ყველაფერი უკვე გადაგიწყვეტია, მე მხოლოდ ერთს გეტყვი გამგზავრებამდე შენ და დევიდი ურთიერთობაში გაერკვიეთ, არ დატოვო არც ერთი კითხვის ნიშანი, თორემ შესაძლოა ეს ძვირად დაგიჯდეს -მე და ბარბარემ დიდხანს ვისაუბრეთ, შემდეგ ის სახლში წავიდა მე კი ჩემს ბინაში დავბრუნდი, უფრო ზუსტად ელის და დიტოს ბინაში, გასაღები მე დამიტოვეს სანამ დასავენებლად არიან მე მათ სახლში ვიცხოვრებ. ჩვენ ყველამ ერთად დავიწყეთ სიყვარულის ისტორიის წერა თუმცა ყველაზე მყარი დიტოსა და ელიზაბეტის ისტორია გამოდგა, მათ ბევრი კამათი ჰქონდათ თუმცა არც ერთხელ დაშორებულან, მათ ერთმანეთი იპოვნეს და ხელი აღარ გაუშვიათ ერთმანეთისთვის. დღეები გადიოდა, ყველა თავის ცხოვრებით ცხოვრობდა, მე საკუთარ მშვიდ გარემოში ვიყავი ჩაკეტილი იქ სადაც არავინ იცოდა ჩემი ნამდვილი ისტორია. მთელი ზაფხული ვიმუშავე თავშესაფარში, ეს ის იყო რაც ყურადღების გადატანაში მეხმარებოდა. ჩემი და ნიკის ემოციური საუბრის შემდეგ ის კვალვ ნინისთან დარჩა და ზაფხულიც მასთან ერთად გაატარა, ბარბარე ზაფხულის ბოლოს შვეიცარიაში გაფრინდა, ის და დევიდი ერთმანეთს დაპირდა რომ მანძილი ვერაფერ შეცვლიდა. ზაფხულმა ჩაიარა, ჩემი მშვიდი ცხოვრება დამთავრდა დრო მოვიდა რომ კვლავ უნივერსიტეტს და ძველ ცხოვრებას დავბრუნებოდი, წინ მეოთხე კურსი მელოდა, ბევრი ახალი გამოწვევა და რაც მთავარია საერთო საცხოვრებელი სადაც ისევ ნიკთან ერთად უნდა ვიცხოვრო. ყველაზე ნაკლებად საერთო საცხოვრებელში დაბრუნების იდეა მხიბლავდა, ეს საერთოდ არ მსურდა, მინდოდა სამუდამოდ დავმალულიყავი. 31 აგვისტო, საღამოს თერთმეტი საათი. ელი და დიტო სახლში დაბრუნდნენ, მე აივანზე ვიჯექი და იმაზე ვფიქრობდი რა მელოდებოდა, მათი სახლში შემოსვლა ვერც კი გავიგე. -როგორ ხარ საყვარელო -ზურგიდან მომეპარა დიტო და მაგრად მომეხვია -საყვარელო როდის ჩამოხვედი?! როგორ მომენატრე -მეც მაგრად მოვხვიე ხელები და მისი გაშვება არ მინდოდა -ახლახანს მოვედით, როგორც ჩანს კარის ხმა ვერ გაიგე -ჩემო შეშლილო როგორ ხარ? -ელიც გამოვიდა აივანზე და ისე მაგრად მომეხვია ლამის ნეკნები დამიზიანა -კარგად გიჟო, შენ როგორ ხარ? -არ მეტყობა როგორვ ვარ, მე და დიტომ შესანისნავად დავისვენეთ -მიხარია რომ კარგი დრო გაატარეთ -მარ საგნები აირჩიე მალე სწავლა დაიწყება -ელი მე საგნები ინტერნეტით ავირჩიე სახლიდან გაუსვლელად -და უნივერსიტეტში რატომ არ წახვედი? -ცნობისმოყვარეობით სავსე გამოხედვით მკითხა ელიმ -ვცდილობ უნივერსიტეტისგან შორს ვიყო, შესაძლოა ამ წელს კამპუსში საცხოვრებელზე უარი ვთქვა -რა ჯანდაბაა -დიტო ჩემმა სიტყვება ძალიან გააბრაზა -ელი ძვირფასო მე და მარი ცოტახნით მარტო დაგვტოვე -ელი ოთახიდან გავიდა -დიტო რატომ ბრაზობ? -ამას მე მეკითხები, შენს თავს შეხედე მზად ხარ ყველაფრზე უარი თქვა იმის გამო რომ გული გაქ ნატკენი. დეკანი და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა გენდო როცა კამპუსის საქმეები ჩაგაბარა, შენ კი პირადი დრამის გამო მზად ხარ ერთი ხელის მოსმით ყველას გაუცრუ იმედი -როგორ არ გესმის, არ შემიძლია მათან ერთად ერთ ჭერ ქვეშ ცხოვრება -არა შეგიძლია და იცხოვრებ კიდეც, ვერ ვიჯერებ ასეთ ადამიანად როდის იქეცი, შენით ყოველთვის ვამაყობდი რადგან უკან არასდროს იხევდი, ვამაყობდი იმიტომ რომ ყველა ბრძოლაში იმარჯვებდი. ახლა კი აქ ჩემს ბინაში ემალები საკუთარ შეცდომას, შენ არჩევანი გააკეთე ხოდა ახლა იცხოვრე ამ არჩევანით -მაპატიე რომ იმედი გაგიცრუე -არა შენი ბოდიში არ მჭირდება, საკუთარი თავი დაიბრუნე, დროა კვლავ იმ მებრძოლ ქალად გადაიქცე რომელიც ამ იდიოტურ დრამამდე იყავი. შენ უარესების გადატანაც შეგიძლია, თინეიჯერულ დრამას როგორმე გაუძლებ -შენ მართალი ხარ, ამ ზაფხულს მე ბევრ რამეზე ვთქვი უარი რათა სადმე ნიკს არ გადავყროდი, დროა ჩემი ცხოვრება დავიბრუნო -დიტო მომეხვია -ახლა ნამდვილად ჩემი გოგო ხარ -დიტო მარ მოდით ვივახშმოდ საშინლად მშია -სამივემ ერთად ვივახშმეთ და დასაძინებლად წავედით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.